#52208580 · 18 Feb 2018, 18:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპიუტერილი ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი აცხადებს კონკურს კომპიუტერულ მეცნიერებებში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
-დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; -სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; -ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონზე ცოდნა -ერთი მაინც ჟურნალის სტატია ინდექსირებული clarivate-ის (http://mjl.clarivate.com/publist_sciex.pdf) ან CORE-ს (http://portal.core.edu.au/jnl-ranks/) ბაზების მიერ; ან ერთი მაინც CORE-ს (http://portal.core.edu.au/conf-ranks/) მიერ ინდექსირებულ კონფერენციის მასალებში დაბეჭდილი სტატია.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;- - პირადობის მოწმობის ასლი; - ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), რომელიც მოიცავს სამეცნიერო შრომების და განხორციელებული საგრანტო პროექტების ნუსხას; - ორი ფოტოსურათი; - განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); - არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ctenfaculty@ibsu.edu.ge
|