Cleveland Cavaliers / კლივლენდ კავალიერსიკონფერენცია -- აღმოსავლეთი
დივიზიონი -- ცეტრალური
დაარსდა -- 1970
ქალაქი -- კლივლენდი, ოჰაიო
დარბაზი --Quicken Loans Arena
მფლობელი --დან გილბერტი
გენერალური მენეჯერი -- დევიდ გრიფინი
მთავარი მწვრთნელი-- ტაირონ ლუ
ჩემპიონები -- 1(2016)
კონფერენციის ტიტულები --4 (2007,2015,2016,2017)
დივიზიონის ტიტულები -- 6 (1976, 2009, 2010, 2015,2016,2017)
თილისმებიMoondog (left) და Sir C.C. (right)
Lebron (King) James!გუნდის შექმნაგუნდმა თამაში 1970 წელს დაიწყო NBA-ში, როგორც დამატებითი გუნდი, რომელსაც ნიკ მილეტი ედგა მფლობელის რანგში. გუნდის სახელის შერჩევისას იდეა იყო: ჯეის, ფორესტერს, პრეზიდენტს და კავალიერსზე, რაზეც შეჩერდა კიდევაც არჩევანი. გუნდს მთავარი მწვრთნელად ბილ ფიტჩი ედგა, რომელმაც კლივლენდ არენაში გამართულ პირველ სეზონში 15-67 შედეგით დაასრულა. გუნდი იმედებს ამყარებდა 1971 წლის დრაფტის არჩევან ოსტინ კერზე, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებდა და ვერასდროს შეძლო მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა.
1970–1980: ბილ ფიტჩის ერამომდევნო სეზონში, კავალიერსმა გააუმჯობესა საშინაო მატჩებში სანახაობრივი თამაში, რაც დამსახურება იყო ისეთი ნიჭიერი მოთამაშეების, როგორებიც არიან: ბინგო სმითი, ჯიმ ჩონსი, ჯიმ კლიმონსი და დიკ სნაიდერი. კლივლენდმა 23-59 შედეგით დაასრულა სომოფორბის სეზონის, ხოლო მომდევნო 32-50 შედეგით 1972-73 წლებში, ხოლო 1973-74 წლების სეზონში ოდნავი უკან დახევით 29-53 შედეგით. კლივლენდი 1974 წელს გადავიდა სულ ახლად აშენებულ რიჩფილდ კოლიზეუმში, სადაც გუნდმა სეზონი 40-42 შედეგით დაასრულა და ძალიან ცოტა დააკლდა პირველი პლეი-ოფში გასასვლელად.
1975-76 წლების სეზონში, კერთან, სმიტთან, ჩონსთან, სნაიდერთან და ახლად აყვანილ ნეით თარმონდთან ერთად, კავალიერსმა 49-33 დაასრულა, რაც საკმარისი იყო ცენტრალური დივიზიონის ტიტულის მოპოვებაში, რაც გუნდისთვის პირველი ტიტული იყო. ფიტჩმა მიიღო წლის საუკეთე მწვრთნელის ჯილდო, ხოლო კავალიერსი ისტორიაში პირველად გავიდა პლეი-ოფში.
კავსმა პირველი რაუნდი ვაშინგტონ ბულეტსის წინააღმდეგ 4-3 მოიგო. ბოლო წამებზე სროლის გმირობით გამორჩეული, სერია ცნობილი გახდა როგორც რიჩფილდის საოცრება. კავსმა მე-7 თამაშში 87-85 მოიგო როდესაც სნაიდერმა თამაშის დასრულებამდე 4 წამით ადრე შეძლო მოგების მომტანი ქულის ჩაგდება. ტრავმების გამო, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ დამარცხდა.
კლივლენდმა მოიგო 43 მატჩი ორ 1976-77 და 1977-78 წლების სეზონში, მაგრამ ორივე მათგანი პლეი-ოფის მალე დასრულებით შემოიფარგლა. 1978-79 წელს 30-52 შედეგით დასრულების შემდეგ, ფიტჩმა დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.
1983–1993: ბრედ დაფერტის ერამალევე, რაც კავალიერსი განდების ხელში გადავიდა 1983 წელს, მათ შეცვალეს გუნდის ფერები მუქი წითელი და ოქროსფერი გადაიყვანეს ნარინჯისფერ და ლურჯ ფერებში, ასევე აღიარეს ოფიციალურად კავსი როგორც გუნდის შემოკლებითი სახელი, რომელიც მანამდე არაოფიციალურად გამოიყენებოდა გულშემატკივრების, გუნდის გამომცხადებლების და გადაცემების დროს.
ჯორჯ კარლის მწვრთნელობის დროს, კავალიერსი კვლავ ვერ თამაშობდა უკეთ და ტოვებდა პლეი-ოფს 1983-84 წლების სეზონში 28-54 შედეგით. კავსი საბოლოოდ დაუბრუნდა პლეი-ოფს 1985 წელს, სადაც წააგო ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა. ამ დროს გუნდი კვლავ ტრანსორმირებას განიცდიდა, რომელსაც ლიდერობდნენ მოთამაშეები: უორლდ ფრი, როი ჰინსონი, ჯონ ბაგლი. 1986 წელს კარლი გათავისუფლებული იქნა გუნდიდან ჩატარებული 66 მატჩის შემდეგ. დროებითი მწვრთნელი გენ ლიტლზი დაეხმარა გუნდს, უკანასკნელი მატჩებში. ამის შემდეგ სეზონში, დრო იყო გუნდის ფუნდამენტალური ცვლილებების. 7 სეზონის განმავლობაში, კავალიერსს 9 მწვრთნელი ჰყავდა: სტენ ოლბეკი, ბილ მასელმენი, დონ დილეინი, ბობ კლოპენბურგი, ჩაკ დელი, ბილ მასელმენი (კიდევ), ტომ ნისეილკი და გენ ლიტლზი. ერთადერთი პლეი-ოფის სეზონი გუნდს ამ დროის განმავლობაში 1984-85 წლების სეზონში ჰქონდა, ჯორჯ კარლის დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც პირველ რაუნდში ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ 1-3 დამარცხდა.
1986 წელს, კავალიერსმა აიყვანა დრაფტზე ან გადმოიყვანა ბრედ დაფერტი, მარკ პრაისი, რონ ჰარპერი დ ალარი ნენსი. ეს ოთხი მოთამაშე (სანამ ჰარპერი არ იქნებოდა 1989 წელს გაშვებული ლოს-ანჯელეს კლიპერსის რიგებში დენი ფერის სანაცვლოდ) დაეხმარა გუნდს ახალი მიმართულებით წასულიყო, რომელსაც მწვრთნელის რანგში ლენი უილკინსი ეყენა, რომელიც უკანასკნელ 9 სეზონში 8 პლეი-ოფში მოახერხა გაყვანა, მათ შორის 3-ჯერ 50+ რეგულარული სეზონის დამთავრება.
1989 წელს, კავსი შეხვდა მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ბულზს პირველი რაუნდის პლეი-ოფში. სერიის პირველ 4 მატჩში კლივლენდმა მოახერხა ბულსზე 108-105 გაემარჯვა დამატებით დროში, ასევე სერია 2-2 გახადა. საშინაო არენის უპირატესობა კლივლენდს ჰქონდა და მე-5 და გადამწყვეტი მატჩი ზუსტადაც კლივლენდში ჩატარდა. თამაში ძალიან მჭიდროდ მიდიოდა, როდესაც კლივლენდმა მოახერხა ქულის მოტანა და 1 ქულით ლიდერობდა მატჩს თამაშის დასრულებამდე 3 წამით ადრე. ჩიკაგომ წამი არ დაკარგა და შესვენება აიღო. ბურთი მივიდა მაიკლ ჯორდანამდე, რომელმაც ნახტომში ცადა ჩაგდება. კლივლენდის მოთამაშე კრეგ ელო ახტა, რომ დაებლოკა ჯორდანის ნასროლი, თუმცა ეს ჯორდანმა შენიშნა და კვლავ პარკეტზე ამჯობინა დარჩენა სანამ ელო დაეშვებოდა. „ნასროლი“ მოხდა ზუსტად მატჩის დასრულებისთანავე, სადაც ჯორდანმა ჩაგდება მოახერხა და საბოლოოდ კავალიერსი დამარცხდა 2-3 სერიის ბოლო წამზე. ეს მომენტი ჯორდანის კარიერის ერთერთ საუკეთესო და გადამწყვეტ მომენტად ითვლება, ხოლო თამაში თავისთავად ერთერთ საუკეთესო მატჩად NBA ისტორიაში. კავსის წარმატება 1991-92 წლების სეზონში მოვიდა, როდესაც გუნდმა 57-25 შედეგით დაასრულა რეგულარული სეზონი და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე შეძლო გასვლა, სადაც ასევე ჩიკაგო ბულზის წინაშე აღმოჩნდა და 2-4 დამარცხდა
1993–2003: არეულობის პერიოდიმალევე გუნდი ცუდ პერიოდში მოჰყვა, როდესაც ისეთმა მოთამაშეებმა დაიწყეს დანებება, როგორებიც არიან: ნენსი, დაფერტი და პარისი. გუნდმა დაკარგა დომინირება და აღარ შეეძლოთ ძლიერი კონკურენცია გაეწიათ პლეი-ოფში. 1992-93 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც კავსმა 54-28 შედეგით დაასრულა რეგულარულ სეზონი, თუმცა პლეი-ოფში გასულს პირველი რაუნდი ძალზედ გაუჭირდა მაგრამ მოახერხა სერიის 3-2 მოგება ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში გასული კი ჩიკაგო ბულზს შეხვდა, სადაც დამარცხდა კიდეც. სეზონის შემდეგ, კავალიერსი უილკინსმა დატოვა და გადავიდა ატლანტა ჰოუქსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
გუნდის მხრიდან მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაიკ ფრატელოს აყვანა მოჰყვა, რომელმაც კავალიერსი 1993-94 წლების სეზონიდან ჩაიბარა, მის ხელში კი კავალიერსი ლიგაში ერთერთი საუკეთესო დაცვითი გუნდი გახდა, რომელსაც პოინტ გარდი ტერელ ბრენდონი ლიდერობდა. მაგრამ მეორე და ცუდი მხარე იყო თავდასხმა, რომელიც ძალიან შენელებითი სტილი იყო ფრატელოს მოსვლის შემდეგ, რამაც მის კარიერაში შერეული წლები გამოიწვია. მიუხედავად რეგულარული სეზონის ნორმალურად ჩატარებისა და პლეი-ოფში გასვლისა, გუნდი პირველი რაუნდის გადალახვას ვერ ახერხებდა.
1994 წელს, კავსი კვლავ დაბლითა კლივლენდის მხარეს დაუბრუნდა ახალ არენაში, რომელიც 20 562 მაყურებელს იტევდა - გუნდ არენა. არენამ NBA All Star მატჩს 1997 წელს უმასპინძლა.
მოგვიანებით, გუნდს შოუნ კემპი და ზიდრუნას ილგაუსკასი დაემატა, რომლებიც ვერ დაეხმარნენ გუნდს წარმატებაში. ფრატელო გაშვებული იქნა ლოკაუტის გამო შემცირებული 1998-99 წლების სეზონის შემდეგ.
2002-03 წლების სეზონი კავალიერსმა 17-65 დაასრულა, რაც გუნდის ისტორიაში მე-3 ადგილი უკავია ყველაზე ცუდ შედეგებში, იმ სეზონში კი გუნდმა 22.5 პროცენტი გახადა იმის შანსი, რომ გუნდი მაოხერხებდა NBA დრაფტის ლატარიის გამარჯვებას.
რიკი დეივისმა მიიღო ნაციონალური ყურადღება 2003 წლის 16 მარტს იუტა ჯაზის წინააღმდეგ მატჩში, როდესაც კავალიერსმა 120-95 მოიგო მატჩი, როდესაც დეივისმა ტრიპლ-დაბლი მიითვალა ანგარიშზე, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც მან პარკეტზე შემოტანილი ბურთი მიიღო, შეეცადა საკუთარ ფარში ჩაეგდო, თუმცა რკალს მოარტყა, რაც იყო მცდელობა მოხსნის მითვლისა. იუტას დეშოუნ სტივენსონმა ეს ცუდად მიიღო და მალევე გადავიდა თავდასხმაზე, რის გამოც ჯარიმა აიღო. თამაშში მას ეს მოხსნად ჩაუთვალეს, მაგრამ საკუთარი ნასროლი საკუთარ ფარზე არ ითვლება მოხსნად, რაც NBA წესების თანახმად ტექნიკური შეცდომა იყო. ამ მომენტამდე, არავის ჰქონდა ნანახი ანალოგიური შემთხვევა, რომ ვინმეს საკუთარ კალათისთვის ესროლოს, რაც არცთუ ისე ცნობილი წესი იყო და შესაბამისად თამაშში გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ ქცევამ (რომელმაც ლიდერობა გაუწია დევიის მოეპოვებინა ზედმეტ-სახელი „არასწორი ფარია რიკი“) რაც მის ეგოისტურ საქციელზე მიუთითებდა, კავალიერსი მიიყვანა იმ აგდაწყვეტილებამდე, რომ მისგან გათავისუფლებულიყო.
2003–2010: ლებრონ ჯეიმსის ერარამდენიმე წაგებული სეზონის შემდეგ, კავალიერსი ლიგის ფსკერზე დაეშვა, რითაც გუნდი სავარაუდო დრაფტის გამარჯვებისკენ მიისწრაფვოდა. 2002-03 წლების იმედგამაცრუებელი სეზონის შემდეგ, გუნდმა მოიგო NBA ლატარიის #1 არჩევანი. გუნდმა ადგილობრივი სკოლის ფენომენი და მომავალი ლიგის MVP და სუპერ ვარსკვლავი ლებროინ ჯეიმსი აიყვანა. ახალი კავალიერსის კალათბურთის ერის დასაწყისში, გუნდმა ფერები ნარინჯისფერი, შავი და ლურჯი შეიცვალა და ლურჯ, მეწამულისფერი და ოქროსფერი აიღო.
ჯეიმსის სტატუსმა როგორც ახალი ერის ვარსკვლავის და ასევე ერთერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე NBA ისტორიაში, იქონია დიდი ზეგავლენა გუნდის ისტორიაში გარდამტეხი პერიოდის. კლივლენდის გულშემატკივრები კი საპასუხოდ ლებრონს „მეფე ჯეიმსს“ ("King James") უწოდებდნენ. 2003-04 წლების სეზონი გუნდმა დიდი იმედებით დაიწყო, რადგან ჯეიმსი გახდა ერთერთი დომინანტი მოთამაშე, რომელმაც წლის ბოლოს NBA წლის ახალბედას ჯილდო მოიგო. იმედები 2004-05 წლების სეზონში უფრო ძლიერი იყო. ჯეიმსმა გაზარდა მისი პროდუქცია ქულების მხრივ, მოხსნების და ასისტების მხრივ თითოეულ მატჩში. მიუხედავად გუნდისა, კარლოს ბუზერის დაკარგვისა, ჯეიმსი შეუწყვილდა ზიდრუნას ილგაუსკასს . გუნდის დაპირებების დაწყებისას, კავსმა დაიწყო პოლ სილასის მწვრთნელის პოსტიდან და ჯიმ პექსონის გენერალური მენეჯერის პოსტიდან გათავისუფლებით. საბოლოოდ კლივლენდმა ვერ შეძლო პლეი-ოფში გასვლა იმ წელს, როდესაც გაუთანაბრდა ნიუ-ჯერსი ნეტსს ზუსტად იგივე 42-40 შედეგით, პლეი-ოფში უკანასკნელი გამსვლელი ადგილით. მიუხედავად ამისა, ნეთსი ლიდერობდა პირად შეხვედრებს და ჰქონდა უკეთესო შედეგი კავსთან შედარებით.
კავალიერსმა 2005 წლის უქმეებზე ბევრი ცვლილება განახორციელა. გუნდმა ახალი მფლობელი დენ ჯილბერტი გაიჩინა, ასევე ახალი მთავარი მწვრთნელი - მაიკ ბრაუნის სახით და ახალი გენერალური მენეჯერი, ყოფილი კავალიერსის ფორვარდი დენი ფერი. გუნდი მომდევნო სეზონში უკვე წარმატებით გამოცდილი გავიდა პარკეტზე, რაც საბოლოოდ პლეი-ოფში გასვლით აისახა, რაც პირველი პლეი-ოფში გასვლა იყო 1998 წლის შემდეგ. გუნდმა პირველ რაუნდში ვაშინგტონ უიზარდსი დაამარცხა, ასევე შეძლო 0-2 დეფიციტი აღმოეფხვრა დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ და სერიას 3-2 ლიდერობდა და აშორებდა მხოლოდ 1 მატჩის მოგება კონფერენციის ფინალს. კავალიერსმა ძალიან ახლო მატჩში წააგო მე-6 მატჩი და ასევე 79-61 დამარცხდა მე-7 მატჩში.
კლივლენდი წარმატებას 2006-07 წლების სეზონშიც აგრძელებდა. გუნდმა გამოიმუშავა მე-2 ადგილი აღმოსავლეთში 50-32 შედეგით, სადაც მე-7 ადგილით გასული ვაშინგტონ უიზარდსი შეხვდათ, რომელიც სეზონის დასრულებისკენ ტრავმიანობას გამო რთულად თამაშობდა, რაც კლივლენდმა კარგად გამოიყენა და სერია 4-0 მოიგო. მეორე რაუნდში კავსი ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელსაც 4-2 მოუგო.
კონფერენციის ფინალში კავალიერსი დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა. მას შემდეგ რაც გუნდმა კვლავ პირველი ორი მატჩი წააგო, ასევე კვლავ შეძლო შემდეგი 3 მატჩის მოგება და სერიას 3-2 ლიდერობდა. ამჯერად კლივლენდმა შეძლო მე-6 თამაშის მოგება და დეტროიტის გამოთიშვა. სერიაში ასევე აღსანიშნავია 109-107 გამარჯვება ორმაგი დამატებით დროში, რომელიც ობუნ ჰილსში გაიმართა მე-5 თამაში, როდესაც ჯეიმსმა 25 ქულა მიითვალა, სადაც მისი თამაში აღიარებული იქნა ერთერთ საუკეთესოდ NBA ისტორიაში. გუნდმა განაგრძო დომინირება საშინაო მატჩში, როდესაც 98-82 მოიგო. ახალბედა დანიელ გიბსონმა ჩააგდო კარიერის ყველაზე მაღალი 31 ქულა, რითაც გუნდმა შეძლო პირველი და ჯერ კიდევ ერთადერთი აღმოსავლეთ კონფერენციის ტიტული.
გუნდის პირველი მოგზაურობა NBA ფინალში ხანმოკლე აღმოჩნდა, როდესაც ძალიან ძლიერ და შეუჩერებელ სან-ანტონიო სპურსის წინაშე აღმოჩნდნენ და 0-4 დათმეს სერია.
კავსმა ოდნავი რეგრესი განიცადა 2007-08 წლების სეზონში. გუნდი უმეტესწილად ტრავმებს ებრძოდა, რის გამოც ხშირად ჰქონდა შემადგენლობაში ცვლილებები, ასევე 3 გუნდის გაცვლა, როდესაც გუნდმა ჯოუ სმითი, უოლი ჟერბიაკი, ბენ უოლასი, დელონტე უესტი გადმოიბირა. კავსმა კი სეზონი 45-37 დაასრულა და პლეი-ოფში მეორე რაუნდში დამარცხებული იქნა მომავალი NBA ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსის მიერ.
2008 წლის უქმეებზე, გუნდმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა შემადგენლობაში, როდესაც დემონ ჯონსი და სმითი (რომელიც მოგვიანებით დაბრუნდა კავსში მას შემდეგ რაც ოკლაჰომა-სიტი თანდერმა გაწყვიტა კონტრაქტი) პოინტ გარდ მო უილიამსის ნაცვლად. ამ გაცვლამ იმედი მისცა გულშემატკივრებს და გუნდს რომ ჯეიმსს ასევე მეორე ქულის მომტანი დაემატებოდა.
მომდევნო სეზონში, კავსმა გასაოცარი პროგრესი განიცადა. მათ რეგულარული სეზონი 66-16 შედეგით დაასრილა, რაც ყველაზე დიდი გამარჯვების შედეგია გუნდის არსებობის მანძილზე. სეზონმა ასევე მოიცვა რამდენიმე გუნდის აღსანიშნი რეკორდი, მათ შორის 13 თამაშიანი ზიდიზედ გამარჯვება, ასევე გასვლითი და საშინაო გამარჯვება. კავსი პლეი-ოფში #1 ადგილით გავიდა, რაც საშინაო არენის უპირატესობას აძლევდა. კლივლენდის საშინაო შედეგი 39-2 იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - მაიკ ბრაუნმა მოიგო NBA წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, მაშინ როდესაც ლებრონ ჯეიმსმა სეზონი NBA წლის საუკეთესო მცველის პოზიციაზე მე-2 ადგილი დაიკავა და ასევე ლიგის MVP ჯილდო მოიგო. პირველ რაუნდში კავალიერსი მე-8 ადგილით გასულ დეტროიტ პისტონსის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც 4-0 მოუგო სერია, ყოველ მატჩში 10-ზე მეტი ქულით ლიდერობდა კლივლენდი. კონფერენციის ნახევარ-ფინალში, კავალიერსი დაუპირისპირდა მე-4 ადგილით გასულ ატლანტა ჰოუქსს, რომელსაც მაიამი ჰიტი ჰყავდა დამარცხებული 7 თამაშში. ამ შემთხვევაშიც კავალიერსმა შეძლო სერიის 4-0 მოგება, სადაც ასევე ყოველ მატჩში 10-ზე მეტი ქულით წინ იყო ოპონენტზე. ამ შედეგით კი გახდა NBA ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩის მოგება მოახერხა ასეთი შედეგით.
კავსი აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში ორლანდო მეჯიკს დაუპირისპირდა. მიუხედავად ჯეიმსის 49 ქულის მოგროვებისა, პირველ თამაშში კავალიერსი 106-107 დამარცხდა. გუნდმა შეძლო მე-2 მატჩის მოგება 96-95, როდესაც ჯეიმსმა ბაზერბითერი შემოგვთავაზა და შეძლო 3 ქულიანის ჩაგდება, თუმცა ეს არ აღმოჩნდა კლივლენდისთვის საკმარისი 2:4 სერია ორლანდოს სასარგებლოდ დასრულდა
2009 წლის 25 ივნისს, 4-ჯერ NBA ჩემპიონი და 15-ჯერ NBA All Star მატჩისმონაწილე შაკილ ონილი გადმოყვანილი იქნა ფინიქს სანიდან კლივლენდში. სანაცვლოდ კლივლენდმა ბენ უალასი და საშა პავლოვიჩი გაუშვა, ასევე 2010 წლის NBA დრაფტის #46 არჩევანი და 500 000 ნაღდი ფული დაუმატა.
2010 წლის 17 თებერვალს, კავალიერსმა ენტოუნ ჯემისონი აიყვანა ვაშინგტონ უიზარდსიდან და სებასტიან ტელფერი ლოს-ანჯელეს კლიპერსიდან. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ამ გაცვლაში გუნდმა ზიდრუნას ილგაუსკასი დაკარგა, თუმცა მოგვიანებით ის გაშვებული იქნა გუნდიდან და უკან იქნა აყვანილი კავალიერსის მიერ 2010 წლის 23 მარტს დარჩენილი სეზონისთვის. კავალიერსმა ზედიზედ მეორე სეზონში შეძლო დაემთავრებინა NBA საუკეთესო 61-21 შედეგით. ლებრონი კვლავ დასახელებული იქნა ლიგის MVP, ზედიზედ მეორე წელს. 2010 წლის პლეი-ოფის პირველ რაუნდში, კავსმა შეძლო 4-1 დაემარცხებინა ჩიკაგო ბულზი, თუმცა საწყენი მარცხი განიცადა მომდევნო ეტაპზე, როდესაც ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ სერიას 2-1 ლიდერობდა, თუმცა ბოსტონელებმა შეძლეს ზედიზედ 3 თამაშის მოგება და სერია 2-4 დაემთავრებინათ (მოგვიანებით, სელტიკსი NBA ფინალში გავიდა და 4-3 დამარცხდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მიერ). ორივე გუნდმა საშინაო მატჩებში დაამყარა რეკორდი: სელტიკსმა წააგო 29 ქულით (124-95) მე-3 თამაშში, რაც ბოსტონის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია. ასევე კავალიერსმა წააგო 32 ქულით (120-99) მე-5 მატჩში.
მას შემდეგ რაც კავალიერსი გამოვარდა პლეი-ოფიდან, ამან ჯეიმსი თავისუფალ აგენტად აქცია. 2010 წლის 8 ივლისს კი მან განაცხადა, რომ მაიამი ჰიტის რიგებში ითამაშებდა. ამ განცხადებამ ბევრი კლივლენდის მაცხოვრებელი ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა, რაც არ აღიქვეს კარგ საქციელად. ბევრმა მათგანმა ლებრონ ჯეიმსის მაისური დაწვა, ასევე ნაიკის „მოწმე“, რომელიც ჯეიმზის სახით იყო გამოხატული დაბლითა კლივლენდის აბრაზე, უმალვე იქნა ჩამოხსნილი. ჯეიმსის განცხადების შემდეგ, კავალიერსის მფლობელმა - დენ ჯილბერტმა ღია წერილით გამოეხმაურა გუნდის საიტიდან ჯეიმსის გადაწყვეტილებას, სადაც პირდებოდა NBA ჩემპიონის ტიტულს კლივლენდ კავალიერსს, სანამ ჯეიმსი შეძლებდა მოგებას. მედიის დიდი განხილვების შედეგად, კლივლენდის ქომაგები დაუდგნენ გვერდში კავსის მეპატრონეს, მიუხედავად იმისა, რომ NBA-მ 100 000 $ დააჯარიმა.
2014–მეფის დაბრუნება და დიდი სამეულის შექმნაKyrie Irving <3,Lebron James,Kevin Love!2016–NBA Champions!განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პირველად კლუბის ისტორიაში 2016 წლის გაჩემპიონება, ასევე პირველად NBA-ს ისტორიაში სერიაში დაძაბული 1-3 ანგარიშის შემდეგ, მოახდინა გუნდმა კონცენტრირება ძალების ,აღმოფხვრა დანაკლისი და საბოლოოდ გადამწყვეტ გეიმ 7-ში დაამარცხა გოლდენ სტეიტ ვორიორზი სტუმრად 89-93 2017 წელს ლებრონ ჯეიმსი პლეიოფებში დაგროვილი (6163!) ქულებით, ასწრებს თავად კალათბურთის ღმერთად წოდებულ მაიკლ ჯორდანს!(5987!)მიმდინარე შემადგენლობა(Cavaliers 2016-17 Roster):წინა თემის ლინკი:
Cleveland Cavaliers (post #44663694)წინა თემის ტოპ 20 მპოსტავი:
*განსაკუთრებული მადლობა :
GS88 -ს , სწორედ მის წინა გახსნილ თემაზე დაყრდნობით გაუკეთდა აპდეითი მიმდინარე თემას
*მადლობა ასევე ლეგენდალურ უსერ ვანპერსის(
Vanpersie18) აქტიური ქომაგობისა და დამკვიდრებული სპეციფიური ტერმინოლოგიის/გამონათქვამების გამო ,რომელიც უმალ აიტაცა მთელმა განყოფილებამ
მასიურად ხალხს ვიასატზე გადაართვევინა ტელევიზორები და ჰეინეკენების წრუპვით უდარდელად ატარებინებს დროს,ამას მოხერხება უნდა და დანახვა
(ჯოუქ )
*მადლობა ასევე გოლდენის ფანობას, რომ არა მათი აგრესიული და პერიოდულად ჰეითერული და ხანდახან ბავშვური გამოხტომებისა ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ყოველი სერია, რომელიც აგერ უკვე მესამე წელია რაც სეირად იქცა
2018-ში გვეზეიმოს ბეჭდები , რევანშის ჯერი ახლა ქავზებზეა ! This post has been edited by GeorgeSword on 16 Jun 2017, 23:40