forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (22) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საკონდიტრო ნაწარმი 5, ტკბილზე-ტკბილი, გემრიელი და ლამაზი
Rainbow_Girl
member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1194
წევრი No.: 23275
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 11 Feb 2013, 20:15  #35149384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Peppi
დიდი მადლობა smile.gif
ასე ვცდი აუცილებლად.


--------------------
www.geolymp.org - ქართული ინტერნეტ შეჯიბრებები პროგრამირებაში

www.samurai.ge - ბოლო წერილები:
* მრავალგანზომილებიანი მასივი Java-ში
* დინამიური მასივი
* jobs.ge საიტის REST კლიენტი ანდროიდზე
* ალგორითმების გაღრმავებული კურსი თსუ-ში
* რჩევები საიტის ოპტიმიზაციისთვის (Front end)
mariaa
Live Love Laugh


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1979
წევრი No.: 96384
რეგისტრ.: 24-July 09

გამოგზავნილია: 26 Feb 2013, 20:02  #35372062      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გოგრის ღვეზელი

user posted image

4კვერცხი
1ჭ ზეთი (240)ზეითუნი,სიმინდი,მზესუმზირა
1 3/4 ჭ შაქარი
1ჩ/კ ვანილი(ან ვანილის ექსტრაქტი ჯობს)
2 ჭ გოგრის პიურე
2ჭ ფქვილი
1ჭ შვრია
1 შეკვრა გამაფხვიერებელი
1ჩ/კ სოდა
1/2 ჩ/კ მარილი
1ს/კ დარიჩინი
1/2 ჩ/კ ჯანჯაფილი
1ჭ ნიგოზი ან შოკოლადის წვეთები(ან საერთოდ არცერთი)

შოკოლადის გლაზური
1 ფილა შოკოლადი
3ს/კ კარაქი
2ს/კ რძე ან ნაღები

ავთქვიფოდ კვერცხები,შაქარი,ვანილი და ზეთი
ჩავამატოდ გოგრის პიურე,ფქვილი,შვრია,დარიჩინი,გამაფხვიერებელი,სოდა,მარილი,ჯანჯაფილი და შოკოლადის წვეთები(ან ნიგოზი).
კარაქ წასმულ ფორმაში ჩავასხათ და შევდგათ უკვე კარგად გახურებულ ღუმელში.
ვაცხოთ 180გრადუსზე 50-60წუთი.
შემდეგ გავაგრილოთ 15 წუთი და გადმოვაბრუნოთ ფორმა.
მოვამზადოთ შოკოლადის გლაზური.ორთქლის აბაზანაზე შოკოლადი,კარაქი და რძე(ან ნაღები)ავურიოთ ერთმანეთში.
გადმოვდგათ.ცოტა რომ გაცივდება მოვასხათ ქეიქს.

enjoy...


shilaida
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2809
წევრი No.: 5047
რეგისტრ.: 4-May 04

გამოგზავნილია: 26 Feb 2013, 20:45  #35372657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rainbow_Girl
QUOTE
ეს არის ლიმნის ნამცხვარი როგორიც გამოვიდა:

საინტერესო ნამცხვარი ჩანს,იქნებ რეცეპტიც დაგვიწერო?smile.gif)


--------------------
GAIGIME
mystery)
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2400
წევრი No.: 37129
რეგისტრ.: 25-June 07

გამოგზავნილია: 6 Mar 2013, 21:47  #35491342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამარჩევინეთ რა, არ ვიცი რა გზად დავადგე დავიტანჯე ორჭოფობით smile.gif)) smile.gif))
აზატოს ტორტი ვიყიდო (ალუბლის ან შოკოლადის) თუ http://www.hotsale.ge/index.php?option=com...temid=1&lang=ka მარწყვის ჩიზქეიქი ან http://www.hotsale.ge/index.php?option=com...temid=1&lang=ka მარწყვის ტირამისუუ?
ან/თუ ისევ ბელას ტორტებს ვეძგერო biggrin.gif
ან რამე მირჩიეთ რა, კიდევ ვინ აკეთებს კარგ ტორტებს, ხარისხიანს smile.gif)) და ცოტა ,,მომსუბუქოს"? user.gif
takisha
თაკიშა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2864
წევრი No.: 125985
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 7 Mar 2013, 01:36  #35494889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტორტებს ვინც აკეთებთ იქნებ მითხრათ ეს გარედან რასაც აკრობენ ხოლმე ასეთ ტორტებს, ეგ მასალა როგორ კეთდება?
http://www.youtube.com/watch?v=iK8EYGCVb0o
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 12 Mar 2013, 13:55  #35565296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
takisha
მაქ შაქრის პლასტელინს იყენებს, უფრო ვიდრე მარციპანს, მგონი
აი შაქრის პასტის რეცეპტი
http://www.perfectcook.org/index.php?optio...5&recipe_id=574

აქვე ნახავ მარციპანის რეცეპტსაც;
http://www.perfectcook.org/index.php?optio...5&recipe_id=873

არის კიდევ მარშმელოუთი მომზადება ამ საფარის
http://www.perfectcook.org/index.php?optio...&recipe_id=1938

ამ ურათზე შაქრის მასტიკაა გამოყენებული - პირველი რეცეპტის მიხედვით მომზადებული, შავი, კი მარციპანია

This post has been edited by Peppi on 12 Mar 2013, 13:57

მიმაგრებული სურათი
861_pinguin2.jpg


--------------------
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 12 Mar 2013, 14:07  #35565438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
სად დავწერო არ ვიცი, მაგრამ აქ იყოს ალბათ სჯობს:
საკონდიტრო რეცეპტებში ხშირად გვხვდება ინგრედიენტი სახელით - "ტარტარის კრემი", რაც კრემი სულაც არ არის და თეთრი ფხვნილია;
უფრო ზუსტად, კი რა არის და როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ - ამ ბმულზე გაიგებთ:
http://www.perfectcook.org/index.php?optio...47-35&Itemid=65

პ.ს. თუ რაიმეს დამატება გსურთ, ან ჩასასწორებელია - იქნებ კომენტარებიც დატოვოთ.. ჩემთვისაც ახალი "ხილია"

მიმაგრებული სურათი
cream_of_tartar.jpg
takisha
თაკიშა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2864
წევრი No.: 125985
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 12 Mar 2013, 18:59  #35569606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Peppi
მადლობაა :***
don300
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 189
წევრი No.: 140353
რეგისტრ.: 14-December 11

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 14:36  #35625434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯანჯაფირი ,გამაპხვიერებელი და სჰვრია სად ვიყიდო?
nia4u
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4738
წევრი No.: 111596
რეგისტრ.: 6-February 10

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 17:45  #35627731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
don300
აპინულ თემებში არის პროდუქტების ძებნა და იქ იკითხე smile.gif
guruliqali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3024
წევრი No.: 110859
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 16 Mar 2013, 18:08  #35627980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
don300
გამაფხვიერებელი თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება, ასაწონიც არის და ქარხნულად დაფასოებული პაკეტებშიც, სადაც ვანილი, შაქრის პუდრა და მისთანები იყიდება, იქ შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგ. წერეთელზე "თურსაში" ასაწონიც არის.
შვრიაც ასევე სხვადასხვანაირი იყიდება, რომ იკითხოთ ბურღულეულის განყოფილებაში, კონსულტანტები დაგაკვალიანებენ, ესეც ფაქტიურად ყველა მაღაზიაში.
ჯანჯაფილი, კოჭა, იმბირი - ფხვნილის სახით სუნელების განყოფილებაში მიყიდია, "პასაჟის" ქვედა შესასვლელთან სუნელებს ყიდიან და იქ შეგიძლიათ შეიძინოთ, ნედლი სახით კი, როგორც ვიცი, გუდვილშია.
takisha
თაკიშა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2864
წევრი No.: 125985
რეგისტრ.: 15-January 11

გამოგზავნილია: 23 Mar 2013, 14:24  #35721210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, კარგი სატორტე კრემის ზედმიწევნითი რეცეპტი მინდა, თუ შეგიძლიათ რომ მომცეთ? აი ხაჭოსავით რომ არ იყოს და მოსახატად რომ გამოდგეს ისეთი

მადლობა წინასწარ





This post has been edited by takisha on 23 Mar 2013, 14:25
tasikuna-taso
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2249
წევრი No.: 98653
რეგისტრ.: 29-August 09

გამოგზავნილია: 23 Mar 2013, 20:51  #35725503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გამარჯობა, კარგი სატორტე კრემის ზედმიწევნითი რეცეპტი მინდა, თუ შეგიძლიათ რომ მომცეთ? აი ხაჭოსავით რომ არ იყოს და მოსახატად რომ გამოდგეს ისეთი



1) მიქსერით ათქვიფე კარგად 300 გრ კარაქი, შეათქვიფე ერთი ქილა შედედებული რძე, ვანილი.

2) 4 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, ერთი ქილა შედედებული რძე დადგი ორთქლზე და მუდმივი მორევით მიიყვანე ადუღებამდე. შეურიე ვანილი, გაცივებულს შეათქვიფე 300 გრ კარაქი.
ninicool
წნევიანი იეღოველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13055
წევრი No.: 119119
რეგისტრ.: 3-August 10

გამოგზავნილია: 23 Mar 2013, 21:55  #35726323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Peppi
პერფექტზე რატომ ვარ დაყადაღებული, ხომ არ იცი? რამდენი კომენტარიც დავწერე, არც ერთი არ გამოჩნდა.


--------------------
რასაც ფორუმზე ვწერ, ყველაფერი გულთან ნუ მიგაქვთ.
ich-liebe-ihn
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 169
წევრი No.: 139732
რეგისტრ.: 30-November 11

გამოგზავნილია: 24 Mar 2013, 00:00  #35728252      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესე იგი დამერხა smile.gif ამდენ რეცეპტებში ერთი კარგი გემრიელი ტორტის რეცეპტი როგორ მოვძებნო? sad.gif საქმეა ეეს? არადა როგორ მინდოდა ეხლა რამე ადვილი, უგემრიელესი (ქართული) ტორტის გამოცხობა sad.gif


--------------------
Es ist verdammt schwer, einen Menschen zu nehmen, wie er ist, wenn er sich anders gibt, als er ist.

Ernst Ferstl
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (22) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0294 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]