“რუსთავი 2” და ”ფორმულა კრეატივი” წარმოგიდგენთ კომედიური ჟანრის სერიალს ”ჩემი ცოლის დაქალები.
ნინა, თინა და კატო ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სამივეს ცხოვრება სხვადასხვანაირად წარიმართა და განსხვავებული შეხედულებები აქვთ, 30+ წლის ასაკშიც აგრძელებენ მეგობრობას და საერთო პრობლემებითა თუ სიხარულით ცხოვრებას.
სერიალში წამოწეულია ყველასათვის კარგად ნაცნობი და აქტუალური თემები: რძალ-დედამთილის, დედა-შვილის, სხვადასხვაგვარად განვითარებული კლასელების, ყოფილი მეორე ნახევრების, მეზობლების, ბავშვებისა და დიდების რთული, ხან სასაცილო, ხან კი კონფლიქტური ურთიერთობები.
სერიალის რეჟისორია გიორგი ლიფონავა, სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი.
პროდიუსერები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე.
როლებს ასრულებენ: ანი ტყებუჩავა, ლელა მებურიშვილი, მაკა ძაგანია, ლევან ყოჩიაშვილი, მედეა ლორთქიფანიძე, ლეო ანთაძე, ქეთა ახობაძე, გიორგი ბარბაქაძე, სალომე შარვაძე, ბაია დვალიშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, ეკა ამირეჯიბი, გიორგი ნაზარიშვილი. კოტე ტოლორდავა, გიორგი ყიფშიძე, კახა აბუაშვილი, სანდრო კაკულია.
ოფიციალური Facebook გვერდი წინა თემების ბმულები:
I ნაწილიII ნაწილი III ნაწილიIV ნაწილიV ნაწილიVI ნაწილიVII ნაწილიVIII ნაწილი IX ნაწილიX ნაწილიXI ნაწილიXII ნაწილიXIII ნაწილიმე რომ სერიალზე თემას გავხსნი...
This post has been edited by გუბაზიანი on 15 Dec 2013, 23:22