გილოცავთ თქვენი სეზონის დაწყებას ახალი თემით
ტყუპები
21 მაისი – 20 ივნისი
ზოდიაქოს 3 ნიშანი
ჰაერის 1 ნიშანი.
1 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მერკური.
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ტყუპები.
ასტროლოგიური ფერები: მზენარევი ნარინჯი, ბაცი ყვითელი, თალხი ცისფერი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, აქტი.
მარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს.
ტემპერამენტი და ხასიათი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მხატვრების რთული ნიშანია, ჰაერის ნიშანი, რომელიც ცვალებადობს მერკურის გავლენით, გაორებულია. ინტელექტუალური, უშუალო, კარგი მოსაუბრე, ვაჟკაცური,
ტყუპები მხოლოდ მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ინსტიქტურ გულგრილობას ნიშნავს, რომელიც დამცავ მექანიზმს წარმოადგენს კრიტიკის, ირონიის, ნებისმიერი ხუმრობის, ემოციური ზემოქმედების წინააღმდეგ.
მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებულები ისწრაფვიან განაგონ საკუთარი თავი, დაიცვან და მოაწყონ თავიანთი ცხოვრება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი ეძებენ სიმარტივეს, მაგრამ ამას ხშირად ნევრასტენიამდე მიყავს ისინი. უყავრთ თამაში, აქვთ გამჭრიახი გონება. ცოცხალნი, მოხერხებულნი, ცოდნის მოყვარენი არიან, ზოგჯერ წარუმატებლობას განიცდიან ცვალებადობისა და დაბნეულობის გამო. განვითარებულ გონიერებას უნდა დაემატოს მტკივნეული მგრძნობელობა, ცვალებადობა და წვრილმანების გაზვიადებისკენ მიდრეკილება. ისინი გაუწონასწორებელნი, არათანმიმდევრულნი არიან, რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულებიც არიან. მგრძნობიარობას, ეგოისტურობას, აგრეთვე მეწვრილმანეობას იჩენენ. ტყუპების არსებობა ყოველთვის ბოლომდე ბედნიერი არ არის. უიღბლობისა და საოჯახო საზრუნავის გამო ისინი ხან დოვლათით ტკბებიან, ხან კი სიღარიბეში იტანჯებიან. წარუმატებლობის მიზეზი ზოგჯერ ენერგიის არქონა და საქმეების თვითდინებაზე გაშვება ხდება. მათ ზიანს აყენებს ფატალიზმისა და ცვალებადობისკენ მიდრეკილება. თუ ძალისხმევას გამოიყენებენ, ტყუპებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ისინი მსუბუქი ხასიათის და ცვალებადი ბუნების არიან. ეს შინაგანი ინტელექტუალებია. მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ და ადვილად იტაცებენ ყველაფერს, სიგიჟემდე უყვართ კამათი და ქეიფი, გააჩნიათ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრების უნარი. ტყუპები ეგოცენტრულები, ხშირად ემოციურები, ცივები და ყოველთვის მერყევნი არიან. ასტრონომები ამას ხსნიან იმით, რომ მერკური- უსქესო პლანეტაა, ის გავლენას ახდენს ტყუპებსა და ქალწულზე, რომელთაც არ გააჩნიათ გრძნობები. ისინი მოხერხებულნი, შეუპოვარნი და საზრიანები არიან. სატურნის არახელსაყრელი მდებარეობისას მოუწესრიგებელი, უკონტაქტო ადამიანები იბადებიან. ტყუპები საყვარელი, ჭკვიანი, მსუბუქი, თავისუფალი, დამთმობი ადამიანები არიან, მათ უყვართ შეხვედრები, მოგზაურობა, შემთხვევითი კონტაქტები და კავშირები. ქალებს ჭრელი ტანსაცმლის ტარება მოსწონთ. ტყუპების ნიშანი მართავს ნერვულ სისტემას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებებულებს გააჩნიათ სწრაფი რეაქცია, ხშირად აქვთ ლიტერატურული ნიჭი. ნიჭიერი ტყუპების ნეგატიურ თვისებას წარმოადგენს ცვალებადობა. უზარმაზარია მათი შეწყობის უნარი ისევე, როგორც მიდრეკილება ტყუილისა და არაორგანიზებულობისკენ. არც ისე ძლიერებს, მათ ეშინიათ დაღლილობის, ვინაიდან მალე იღლებიან იმის გამო, რომ მათი სიმკვირცხლე აღემატება მათ ძალებს.
შესაფერისი პარტნიორები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტყუპი ქალი ვერძი კაცი-ენერგიული, მხიარული და ხმაურიანი ოჯახის შექმნის წინაპირობას ქმნიან, თუმცა ამ ოჯახში ხშირი იქნება ალბათ კამათები და კინკლაობები. სამაგიეროდ მათი სახლის კარი მეგობრებისთვის მუდამ ღიაა.
ტყუპი კაცი-ვერძი ქალი-ტყუპი ერთერთი მეტნაკლებად კარგი პარტნიორია ვერძი ქალისთვის. მათ მუდამ ექნებათ სალაპარაკო და საჩხუბარი თემა, მოკლედ ერთად ეს ორი ნამდვილად არ მოიწყენს.
ტყუპი ქალი კურო კაცი-საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელი კავშირია. თუ ტყუპი ქალი თავისი უთავბოლო საქციელით, ფინანსების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულებით და დიასახლისობის ცუად ცოდნით, ან უბრალოდ სიზარმაცით არ გამოიყვანს წყობიდან კუროს. ასევე მთავარია, გადამეტებული ლაქლაქით არ აატკინოს თავი, ჩვეულებრივ მშვიდ ხარს. სამაგიროდ, კურო უზრუნველყოფს მას გულუხვი სპონსორობით, რომლითაც ტყუპი ქალი კვირაში ათჯერ განაახლებს ხოლმე საკუთარ გარდერობს.
ტყუპი კაცი კურო ქალი- თუ ვინმეს ძალიან გაუჭირდება ამ კავშირში, ეს კურო ქალია. ტყუპი მამაკაცის ზედაპირული ხასიათი, გამუდმებით ცვალებადი ინტერესები და დაწყებული საქმეების შუა გზაზე მიტოვების ჩვევა, ბუნებით სტაბილურ, მოწესრიგებულ კურო ქალს ძალიან გააბრაზებს. თუმცა თანდაყოლილი მოთმინების წყალობით, შეიძლება მაინც აიტანოს გვერდით ასეთი არასერიოზული მამაკაცი.
ტყუპი ქალი კიბო კაცი-საკმაოდ ხშირი და ჩემი აზრით არცთუ ურიგო კავშირია. განსაკუთრებით თუ ეს ქორწინება გვიან ასაკში შედგება, მაშინ როცა ტყუპი ქალი თავგადასავლებისგან უკვე დაიღალა, კირჩხიბს კი ამ დროს საკმარისი ქონება და კაპიტალი აქვს დაგროვილი. იგი სიამოვნებით იყოლიებს გვერდით, ლამაზ და განათლებულ ცოლს. რომელსაც ერთი ნაკლი აქვს -ბევრი ლაპარაკი უყვარს.
ტყუპი კაცი კიბო ქალი-საკმაოდ რთული კავშირია, ბუტია და წყენია კირჩხიბს ძალიან რთულად ესმის ტყუპი კაცის ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობისკენ მიდრეკილება და არცთუ ერთგული ხასიათი. კიბო ბუნებით მესაკუთრეა, ტყუპს კი ვერანაირ ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, ეს იგივეა ჰაერს სდიო დასაჭერად.
ტყუპი ქალი ტყუპი კაცი-საკმაოდ წარმატებული და კარგი კავშირია. ორივეს ესმის ერთმანეთის მოთხოვნილება შინაგანი თავისუფლებისა და დამოუკიებლობისადმი.ამას გარდა, ისინი პერიოდულად მშვენივრად ისვენებენ ხოლმე ერთმანეთისგან, (მაგ. ცალ-ცალკე მიდიან დასასვენებლად ან ვიქენდის გასატარებლად) ისე რომ ამით არც ერთი მათგანი ტრაგედიას არ ქმნის. მათ ქორწინებას უფრო ინტელექტუალური კავშირი ამაგრებს, ვიდრე ფიზიკური ლტოლვა და დიდი ვნება. სწორედ ამიტომ, ასეთი ოჯახები მყარი და მეგობრულია.
ტყუპი ქალი ლომი კაცი- საკმაოდ კარგი კავშირია. ტყუპი ქალის მომხიბვლელობას, ქალურობასთან შერწყმულ ბავშვურ თვისებებს და მრავალმხრივობას, ძალიან ადვილად შეუძლია ლომის მოჯადოება. ერთადერთი პრობლემა ტყუპის პერიოდული სიცივეა, რაც ამ ნიშანს საერთოდ ახასიათებს, ლომს კი მოგეხსენებათ სითბო სჭირდება, რაც მეტი მით უკეთესი.
ტყუპი კაცი ლომი ქალი-ასეთი წყვილი ძალიან კარგად გაიკვალავს გზას შოუ-ბიზნესის სფეროში. მთლად უკეთესი თუ ლომი მომღერალი, მოდელი ან მსახიობია, ტყუპი კი მისი იმპრრესარიო ან ჟურნალისტი რომელიც მის შესახებ ქება-დიდებით სავსე სტატიებს დაწერს. ზოგადად არ არის ეს ცუდი კავშირი, მთავარია ტყუპის ხასიათში დამახასიათებელმა უპასუხისმგებლობამ ძალიან არ გააბრაზოს ჯუნგლების დედოფალი.
ტყუპი ქალი ქალწული კაცი- საკმაოდ რთული მაგრამ არცთუ იშვიათი კავშირია. მე პირადად ბევრი შემხვედრია მსგავსი წყვილი, ალბათ იმიტომ რომ ამ ორს ერთი და იგივე პლანეტა მერკური მართავს, მათ მაინც აქვთ ხასიათში საერთო თვისებები.
ტყუპი კაცი ქალწული ქალი-გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე შებრუნებული კომბინაცია. რადგან ტყუპ კაცს ძალიან სჭირდება გვერდით ჭკვიანი, განათლებული და მეგობრული ქალი. ასეთი კი ნამდვილად არის ქალწული. აქედან გამომდინარე ეს ორი საკმაოდ კარგ წყვილს ქმნის.
ტყუპი ქალი სასწორი კაცი-ერთერთი საუკეთესო წყვილია. ორივე მათგანი კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარეა. ერთმანეთთან სასაუბრო თემა არასოდეს დაელევათ. ამას გარდა ცხოვრების აღქმაც მსგავსი აქვთ. არც ერთი არ დარდობს ბევრს დაუმთავრებელ საქმეებზე. ყოველთვის აქვთ თავი ახალი იდეებით, გული კი იპტიმიზმით სავსე.მშვენიერი წყვილია.
ტყუპი კაცი სასწორი ქალი- აი აქ კი საქმე ცოტა რთულადაა. რადგან სასწორი ქალი საკმაოდ მტკიცე ხასიათით გამოირჩევა, რომელსაც რბილი და ქალური ნიღბის ქვეშ ოსტატურად მალავს, მაგრამ ტყუპს აუცილებლად მოუწევს მისი ამ თვისებების საკუთარ ტყავზე გამოცდა.
ტყუპი ქალი მორიელი მამაკაცი- თუ ვინმეზე მორიელის შხამი აფსოლუტურად არ მოქმედებს, ეს ტყუპი ქალია. მას შეუძლია, მორიელის მომაკვდინებელი ტრიუკები, გასაოცარი გულგრილობით აიტანოს. ისე რომ მორიელი იქეთ დაბოღმილი დატოვოს.
ტყუპი კაცი მორიელი ქალი- ის მას უბრალოდ წყობიდან გამოიყვანს და ისე დაანერვოზებს თავადაც ვერ გააცნობიერებს ამას. ტყუპის არასტაბილურობა და თანდაყოლილი თავქარიანობა, მორიელ ქალს საშინლად აბრაზებს. ამასთან ერთად მისი შხამიანი რეპლიკების განიავებაც მალე შეუძლია ამ ადამიანს. მოკლედ მშვენიერი მიზეზია ნერვოზისთვის მორიელის შემთხვევაში.
ტყუპი ქალი მშვილდოსანი კაცი-მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ნიშანი ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებად ითვლება, ამ ორს შორის შესაძლებელია მშვენიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და თუ მაინც და მაინც ცოლ-ქმარი არ გამოვა მათგან, კარგი მეგობრები დარჩებიან სამუდამოდ.
ტყუპი კაცი მშვილდოსანი ქალი- ამ ორს შორის საკმაოდ მალე ჩნდება მეგორბული და ხალისიანი ურთიერთობა. თუმცა ტყუპის ნიჭი ყველაფერზე იკამათოს, ასევე არაგულწრფელად გამოხატოს ხანდახან ემოციები, მშვილდოსანს ძალიან აბრაზებს. ამას გარდა, არც გვერდზე გახედვის პრობლემები იქნება უკანა პლანზე. რასაცსავარაუდოდ ქალი მშვილდოსანი საპასუხო ფლირტით უპასუხებს.
ტყუპი ქალი თხის რქა კაცი-ძალიან რთული, ხშირად სრულიად არაპერსპექტიული ურთიერთობაა. ბუნებით კონსერვატორი თხის რქა კაცი, ვერ ეგუება ტყუპის ხასიათში ზედმეტ ინფანტილიზმს, გადამეტებულ ჭორაობას, ასევე ოჯახური მოვალეობების და ფინანსების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას. ის რა თქმა უნდა შეეცდება გადააკეთოს თავისი ტყუპი ცოლი, მაგრამ ამ საქმიდან რამდენად გამოვა რამე მე პირადად ეჭვი მეპარება.
ტყუპი კაცი თხის რქა ქალი-ასეთი კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ორივე მათგანი უკვე საკმაოდ დიდ ასაკშია და ცხოვრებაზე ჩამოყალიბებული, დაღვინებული შეხედულებები გააჩნია. თხის რქა ქალი შესანიშნავ მეუღლეობას გაუწევს ტყუპს, თუ ეს უკანასკნელი მწერლის, ჟურნალისტის ან მეცნიერის კარიერას იკეთებს.
ტყუპი ქალი მერწყული კაცი- ფანტასტიური წყვილია. ორი თავქარიანი ერთად, ამასთან ვის უფრო მეტად "უქრის" ვერ გაარკვევ. ისინი არასოდეს მოიწყენენ და არც სხვებს მისცემენ მოწყენის საშუალებას გარშემო, რადგან გამუდმებით ექნებათ კინკლაობის, კამათის და რვასაათიანი ლაქლაქის საბაბი.
ტყუპი კაცი მერწყული ქალი- ამ შემთხვევაში მერწყული ქალის თვისებები, რომელსაც მამაკაცური ელფერი დაჰკრავს, ცოტა აბნევს ტყუპს. მას არ მისცემენ ხოლმე უფლებას ჩვეულებისამებრ იცანცაროს და შეუსრულებელი დაპირებების გამოც პასუხს მოსთხოვენ. თუმცა მიუყედავად ამისა, ამ ორისგან მაინც შესანიშნავი წყვილი დგება, ინტელექტუალური თავსებადობის თვალსაზირისთ.
ტყუპი ქალი თევზი კაცი- არცთუ სახარბიელო კავშირია. მართალია ორივე მათგანი დაფრინავს (უკაცრავად თევზი დაცურავს!) და ხშირად რეალობისგან ორივე მოწყვეტილია, მაგრამ ისინი სხვადასხვა პლანეტაზე არიან. ამიტომ ნაკლებსავარაუდოა ამ ორს რამე გამოუვიდეს სერიოზული ურთიერთობის თვალსაზრისით.
ტყუპი კაცი თევზი ქალი- დასაწყის ეტაპზე, ქალთევზას ინტელექტი და სიღრმე ტყუპ კაცს ძალიან საინტერესოდ და დამაინტრიგებლად ეჩვენება. ის იწყებს ქექვას თავისი ცნობისმოყვარე ტვინით, თუმცა შეიძლება უცებ აღმოაჩინოს, რომ ინტელექტთან ერთად ამ ქალს წუწუნი და თავის შეცოდებაც ყვარებია, რამაც შეიძლება დააფრთხოს ყველანაირი პასუხისმგებლობის მოძულე ტყუპი.
ჩემი ორთავიანი მონსტრები ტყუპები მამაკაცი <3
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტყუპები მამაკაცი
ტყუპებ მამაკაცთან ურთიერთობა 1001 ღამის ზღაპრებს ჰგავს. ენაგატლეკილ შეჰერაზადაზე ხომ გსმენიათ?ჰოდა,თქვენი ცხოვრების მთავარი როლიც განსაზღვრულია. რა თქმა უნდა,ის თავის "სოფელში" სახელგანთქმული მეზღაპრეა,მაგრამ მოსმენაც ძალიან უყვარს,თან რაც შეიძლება დაუჯერებელი ამბების.
არ იწამოთ მისი სიტყვების,ისწავლეთ სიმართლის და ტყუილების გარჩევა,ეძებეთ რაციონალობის მარცვალი.გახსოვდეთ,მისი გრძნობები იმწუთიერი და ცვალებადია.
იყავით თეატრალური,ესთეტი,მწრმეტყველი,აითვისეთ რიტორიკის და ორატორობის საფუძვლები,გაჟღინთეთ თქვენი მეტყველება უცხო სიტყვებით,რაც შეიძლება მეტი ლინგვისტური მრავალფეროვნება,მხოლოდ ასე თუ აღაგზნებთ მის მთავარ ეროგენულ ზონას_ტვინს.
თუ თქვენ დამოუკიდებელი ქალი ხართ,მამაკაცებთან თანასწორობა გხიბლავთ,არ გჭირდებათ საიმედო,დასაყრდენი მამაკაცი,თამამად აირჩიეთ ტყუპები მამაკაცი. თავისუფლებაც თუ გიყვართ,პირდაპირ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. აი, წარმოიდგინეთ მაღაზიაში ასანთზე რომ გაგზავნით ორშაბათს,პარასკევამდე აღარ დაბრუნდება,რაც გინდათ, ის აკეთეთ.
მაგრამ თუ თქვენ მესაკუთრე და ეჭვიანი ხართ,მაშინ ტყუპებთან ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევთ."გავალ,გავივლი"ზე რომ გაიწევა, თქვენ თუ დოინჯი შემოიყარეთ: ჯერ შარვალს დაგიუთოვებო,ჩათვალეთ რომ დაკარგეთ თქვენი ორთავიანი. ამიტომ არავითარი ანგარიშვალდებულებები არ დააკისროთ. ისეირნოს და იაროს სადაც უნდა და რამდენიც უნდა. თქვენ, მის არყოფნაში,ჭკვიანური წიგნები წაიკითხეთ,რამე ფროიდის პონტში; გაზეთები,ყველა საქმის კურსში რომ იყოთ. შემობრუნდება თუ არა,ეცით პირდაპირ კარებიდანვე:საფრანგეთში პრეზიდენტი შეცვალეს.ურუგვაიში 127-ე რევოლუციაა, მელ გიბსონს რუსის ნაშა უჩივის,ბოლოს კი ამინდის პროგნოზი და სპორტული ინფორმაციაც მიაყოლეთ...და ასე,შემდეგ გასირნებამდე.
თუკი ამ ინსტრუქციებს მიჰყვებით,ეს მოსეირნე ყმაწვილი მუდამ თქვენთან დაბრუნდება,რადგან მისთვის ფიზიკური განშორება არაფერია. მთავარია,თქვენთან სულიერ სიახლოვეს გრძნობდეს.
კიდევ გაორება უყვარს ხოლმე,პირდაპირ თქვენ თვალწინ:დილით ყავის მოცუნცულება ლოგინში,ღამით თქვენი მოკეთეების გინება. სურვილებიც რომ წყვილ-წყვილად აქვს? ორი სამსახური უნდა,ორი ჰობი,ორი ცოლი,ორი საყვარელი...მოკლედ,ამ ჰიბრიდთან ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.
ნუ ჩაუსაფრდებით სიტყვებზე,საკუთარ ბრძნადმეტყველებებზე პასუხიმგებლობას მაინც არ აიღებს. სამაგიეროდ, ნებისმიერ კომპანიაში ვარკვლავივით ბრჭყვიალებს:თვალები უგიზგიზებს,მახვილ-მახვილ ფრაზებს ისვრის,თან რა ენცოკლოპედისტია?! ხალხში ნამდვილად არ შეგარცხვენთ.
მოთმინება,მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. მოიმარაგეთ დამამშვიდებელი აბები და ხალხური მედიცინის დამაწყნარებელი საშუალებები. რომელი? ჰკითხეთ თქვენს საყვარელს,აუცილებლად ეცოდინება.
ტყუპები ქალი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ის ერთადერთია ალბათ ზოდიაქოს სხვა ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია, მამაკაცს მასთან ურთიერთობისას თავი სულთნად აგრძნობინოს და „ჰარემის“ ასოციაცია შეუქმნას. ტყუპი ქალი ხასიათის ისეთი მრავალმხრივობით გამოირჩევა, რომ მასთან მოწყენა ფაქტობრივად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დღეს თუ სანიმუშო დიასახლისია თქვენს წინაშე, ხვალ თავზეხელაღებული ფემინისტი გამოგეცხადებათ, ზეგ გულუბრყვილო, ბავშვური გოგონას იმიჯს მოირგებს და ა.შ მანამ, სანამ ტყუპ ქალს მსახიობობის სურვილი და თქვენით დაინტერესების ტალღა გადაუვლის.
თანდაყოლილი გარდასახვის ნიჭის და დაუღალავი ლაქლაქის უნარის წყალობით, შესაძლოა პერიოდულად მის გევრდით ყოფნას, თავის ტკივილის წამლების მიღების აუცილებლობაც მოჰყვეს თქვენთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სიმყუდროვის მოყვარულთა კატეგორიას განეკუთვნებით. თუმცა მასზე სერიოზულად გაბრაზებას, მითუმეტეს დაშორებას ვერაფერის დიდებით ვერ შესძლებთ. თუმცა იგივეს თქმა მასზე ნაკლებად შეიძლება. როგორც წესი ტყუპი ქალები, ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევიან, ამიტომ მანამ სანამ იგი თქვენთან ხანგრძლივ ურთიერთობაზე დაფიქრდება, არაერთგზის შეიცლის აზრს.
გამორიცხული არ არის, ამ ქალთან პირველი შეხვედრისას, მისი კომუნიკაბელურობიდან გამომდინარე, გეგონოთ რომ მისი მოხიბვლა და ხელში ჩაგდება იოლზე იოლი საქმეა. თუმცა მინდა იმედი გაგიცრუოთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ადვილად აბამს ნაცნობობას და ახალ-ახალ მეგობრებსაც იოლად იძენს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმესთან დაკავშირებით ”შორსმიმავალი გეგმები” გააჩნია. აქედან გამომდინარე, როცა ამ მომხიბვლელ, თავქარიან არსებას ეცნობით, აუცილებელი არაა მომდევნო კვირაშივე, მმაჩის ბიუროში დაუპიროთ წაყვანა, თქვენი საუკუნოდ ერთად ყოფნის დასარეგისტრირებლად. მერწმუნეთ, თქვენი მხრიდან ამგვარი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ ”კრახით” დასრულდება და სავარაუდოდ ”ჰაეროვან ლედის” ცხოვრებაში ვეღარასოდეს იხილავთ. გაითვალისწინეთ, რომ მერკურით მართული ქალები, ძალზე მრავალმხრივები, კატასროფულად ცნობისმოყვარეები და ცვალებადები არიან. ამიტომ, მართალია ტყუპ ქალს აქვს სურვილი გარშემო ყველას მოსწონდეს, მაგრამ თავად ვინმესთან ხანგრძლივი დროით დაკავშირების პერსპექტივას, ცეცხლივით ერიდება.
წინა თემების ლინკები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by woman_ on 22 May 2019, 11:39