Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ვარდი..


Posted by: Green 26 Feb 2006, 21:48
ვისაც უყვარს ვარდები და ერკვევა ვარდის სახეობებში დაპოსტეთ აქ..

მაინტერესებს ვარდის რომელი სახეობა რა გარემოში ხარობს..

და საერთოდ ყველაფერი ვარდების დარგვა, გახარება, გამრავლების შესახებ.. smile.gif

Posted by: Jgenti` 26 Feb 2006, 22:47
ამბობენ, ყვითელი ვარდი განშორებას ნიშნავსო, წითელი სიყვარულს, მუქი შინდისფერი ძლიერ სიყვარულს და კიდევ უამრავი რამ..

Posted by: Green 26 Feb 2006, 22:55
აგარაკზე მინდა დავრგო ვარდები..

ვინმეს ხომ არა აქვს ამ საქმეში გამოცდილება, იქნებ გაგვიზიაროთ..

Posted by: Rocko 26 Feb 2006, 22:57
user posted image

Posted by: superfly 26 Feb 2006, 23:05
მე მიყვარს ძააალიან ვარდები smile.gif)))
ვერ ვერკვევი sad.gif( მაგრამ ჩემთან რა ვიცი, ყველა ხარობს, ყვითელიც მაქვს, "ჭორიკანაც" წითელიც, შინდისფერიც, ღია ღია ვარდისფერიც, ბევრი ვარდი მაქვს, არაა ძნელი გახარება, გაზაფხულზე ტოტს ჩარგავ და გაიხარებს smile.gif
წელს დეკემბერში ქონდა კვირტები ჩემს ვარდს, მაგრამ არ გაიშალა, გაიყინა sad.gif(((

Posted by: Drakula 26 Feb 2006, 23:34
ყველაზე მეტად თეთრი ვარდი მიყვარს. smile.gif

Posted by: Green 27 Feb 2006, 11:09
QUOTE
ყველაზე მეტად თეთრი ვარდი მიყვარს.


მეც.. და ესე ვიცი რომ თეთრი ვარდი უფრო ძნელი გასახარებელია, ვიდრე სხვა ჯიშები..

Posted by: Drakula 27 Feb 2006, 11:24
QUOTE
და ესე ვიცი რომ თეთრი ვარდი უფრო ძნელი გასახარებელია, ვიდრე სხვა ჯიშები..

yes.gif ახლახანს წავიკითხე, რომ მასეა.

Posted by: tamrikor 27 Feb 2006, 11:25
მე ძალინ მიყვარს ვარდები მართალი ვერ ვერკვევი

Posted by: ხორხე 27 Feb 2006, 11:28
Rocko
დამასწარი
მეც მიშას სურათი მქონდა გახაზირებული biggrin.gif

Posted by: tamrikor 27 Feb 2006, 11:31
...............................................................

Posted by: kuna 27 Feb 2006, 15:25
ვჭედავ ვარდებზე, მაგრამ ახლა რასთანაც ასოცირდება ყველამ ვიცით.
მაინც ყოველთვის მეყვარება ყველანაირი ფერის.
ვარდი ოყოს და არ დავეძებ ფერს და ჯიშს.
ისე თუ არჩევანზე მიდგა საქმე ბარხატნი ვარდი მეფეა!

Posted by: tamrikor 27 Feb 2006, 15:34
...................................................

Posted by: zgarbi 27 Feb 2006, 15:43
აი კიკეთში დავრგე ჩინური ვარდი თეთრი და ვარდისფერი და ასეთ მდგომარეობაში არის 3 წლის მერე. ძალიან უჭირს! იქ კი არის სიცივე და ხრიოკი მაგრამ იქაურებმა მითხრეს ორ წელიწადში მოედებაო, იმედი მაქვს. მიწა სჭირდება ნოყიერი და მზიანი. ასე ვიცი მე.

Posted by: zgarbi 27 Feb 2006, 15:47
ესეც წიტელი ჩინური!...................................

Posted by: Green 27 Feb 2006, 16:24
მე როგორც ვიცი, ვარდის ყლორტს ასკილის ძირზე ამყნობენ, იმიტომ რომ ასე გამოზრდილი ვარდი გაცილებით გამძლე იქნება ყონვისა და სხვა ბუნებრივი პირობების მიმართ..

Posted by: misis gelovani 27 Feb 2006, 19:01
ჩამოვწერ ყველაზე უფრო ცნობილი ვარდის ფერებს და ჩემთვის ცნობილ მათ სიმბოლურ დატვირთვას

წითელი - სიყვარული, პატივისცემა
მუქი ვარდისფერი - მადლიერება
ღია ვარდისფერი - აღფრთოვანება, სიმპათია
თეთრი - ღრმა პატივისცემა
ყვითელი - ბედნიერება, სიხარული, მეგობრობა
სტაფილოსფერი - ვნება, სურვილი, გატაცება

Posted by: Green 27 Feb 2006, 19:14
QUOTE
წითელი - სიყვარული, პატივისცემა
მუქი ვარდისფერი - მადლიერება
ღია ვარდისფერი - აღფრთოვანება, სიმპათია
თეთრი - ღრმა პატივისცემა
ყვითელი - ბედნიერება, სიხარული, მეგობრობა
სტაფილოსფერი - ვნება, სურვილი, გატაცება


WOW მაგარია ძაან ..

Posted by: SOPKA 27 Feb 2006, 19:20
მე მაქვს ეზოში ვარდები smile.gif ვარდისფერი, მუქი წითელი smile.gif მეზობელმა მოგცვა რამდენიმე ძირი და დედამ გაახარა smile.gif

ყველაზე მეტად მეც თეთრი ვარდები მიყვარს smile.gif
http://imageshack.us

Posted by: Green 27 Feb 2006, 19:41
ვინმემ ხომ არ იცის ვარდის ხის შესახებ??? არის თუ არა მასეთი ჯიში საქართველოში შემოტანილი?

ინტერნეტში ვიპოვე სურათები და ძალიან ლამაზებია..

აი ისინიც..

Posted by: SOPKA 27 Feb 2006, 20:13
Green
რა ლამაზია smile.gif პირველად ვხედავ smile.gif
მუქი წითელი ვარდები ულამაზესია
http://imageshack.us

Posted by: Drakula 27 Feb 2006, 21:18
QUOTE
თეთრი - ღრმა პატივისცემა

ეგ მყვარებია ყველაზე მეტად. biggrin.gif

Posted by: kuna 27 Feb 2006, 21:28
misis gelovani
შავი ვარდი რას ნიშნავს?
ვგიჟდები შავ ვარდებზე!

Posted by: PANTALONE 27 Feb 2006, 21:29
ისა და "чайная роза" რომელია? სამურაბე?

Posted by: kuna 27 Feb 2006, 21:34
ისე ვარდის მურაბას შეჭამდა კაცი!

Posted by: Drakula 27 Feb 2006, 21:37
QUOTE
ისე ვარდის მურაბას შეჭამდა კაცი!

ააააააა, მინდა! ვგიჟდები ვარდის და საზამთროს მურაბებზე. user.gif

Posted by: kuna 27 Feb 2006, 21:42
Drakula
ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა
ააწკლაპუნე პირი?
დაბადების დღეზე მოგართმევ !
მოიცდი? tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: Drakula 27 Feb 2006, 21:46
QUOTE
დაბადების დღეზე მოგართმევ !

user.gif კარგი, მაგისთვის ღირს მოცდა! biggrin.gif chest.gif

Posted by: kuna 27 Feb 2006, 21:57
მარტში რამდენი ვარდი გაიყიდება!?
აყვავდებიან მეყვავილეები!

Posted by: Green 27 Feb 2006, 23:32
ვინმეს საკუთარი ხელით თუ დაურგავს და გაუხარებია ვარდები???

მე მგონი სპეციალურად გამოყვანილი ნერგი უნდა ვიყიდო..

სად შეიძლება ნერგების შეძენა სხვადასხვა ლამაზი და უცხო სახეობების ვარდების???

* * *
kuna ეს შენ..

user posted image

Posted by: Drakula 27 Feb 2006, 23:58
ააააააააააააააა, თეთრი ხომ მაგარია, მაგრამ შავიც რა მაგარი ყოფილა! მინდა! baby.gif

Posted by: kuna 28 Feb 2006, 10:07
Green
მადლობა ჩემო კარგო.
ვარდი მაგარი ყვავილია.

ჩემმა ქმარმა ერთადერთხელ მომართვა ვარდი სანამ გავყვებოდი,და იმის მერე 7 წელია ველოდები როდის გაიმეორებს. wink.gif wink.gif wink.gif

Posted by: Drakula 28 Feb 2006, 10:51
QUOTE
ჩემმა ქმარმა ერთადერთხელ მომართვა ვარდი სანამ გავყვებოდი,და იმის მერე 7 წელია ველოდები როდის გაიმეორებს.

lol.gif იქნებ ახლა 8 მარტს მოგართვას. biggrin.gif

Posted by: keno7 28 Feb 2006, 12:50
kuna
QUOTE
ჩემმა ქმარმა ერთადერთხელ მომართვა

ხომ იცი მაგაში ჩემი და შენი ქმარი ერთმანეთს როგორ გვანან.


მინდა გითხრათ რომ ჰოლანდიურს ქართული ჩვენ მიწა - წყალზე მოყვანილი ვარდები მირჩევნია ისეთი სურნელი აქვს ოფ.........

იცით საიდან ვიცი ერთხელ ჩემა მეუგლემ 40 ცალი მუქი წითელი, ჰოლანდიური ვარდები მაჩუქა მთელი ერთი თვე მელაგა შუა ზალაში მაგრამ არანაირი სუნი არ ქონდა, თუმცა ძაან ლამაზი იყო. ხოლო მეორედ 8 ცალი თეთრი ვარდი მომიტანა და მთელ სახლში მთელი ერთვი თვის განმავლობაში ისეთი სუნი იდგა თითქოს ვარდის სუნამო იყო მოსხმული ყველა ოთახში, თან ძალიან ლამაზები იყო. ასე რომ ისევ ჩვენი მირჩევნია.

Posted by: misis gelovani 28 Feb 2006, 14:55
keno7

QUOTE
მთელ სახლში მთელი ერთვი თვის განმავლობაში ისეთი სუნი იდგა თითქოს ვარდის სუნამო იყო მოსხმული ყველა ოთახში

რაიმე განსაკუთრებული მეთოდით ხომ არ იცი ვარდების მოვლის, ერთი თვე რომ ინარჩუნებ ვარდებს სახლში? მაქსიმუმ ერთი კვირა იყვნენ "ფორმაში" ჩემი ვარდები sad.gif , ვარდი მეც სურნელის გამო უფრო მომწონს ...
* * *
kuna
შავი ვარდი მწუხარების სიმბოლო ყოფილა (((((((((

Posted by: medichi 28 Feb 2006, 16:02
ყველაზე ადვილად ვარდისფერი ვარდი ხარობს, ჩემს ეზოში ასეა და... wink.gif
ვარდმა რომ დიდხანს გაძლოს ლარნაკში ცოტა შაქარს ყრიან წყალში, ბოლოებს კი ვარდებს ან წააჭრიან ცოტა ან დაჭეჭყავენ

Posted by: kuna 28 Feb 2006, 16:19
QUOTE
შავი ვარდი მწუხარების სიმბოლო ყოფილა

ვაიმეეეეეეეეე
მაინც მეყვარება............

Posted by: Green 28 Feb 2006, 17:37
აი კიდევ ვარიდს ხე..

აუ ძალიან ლამაზია და მინდაააა...

Posted by: N.G. 28 Feb 2006, 18:22
მე იცით რომელი ვარდი მომწონს?
სამურაბე ვარდს რომ ეძახიან, კარგი სუნი აქვს ძალიან.

Posted by: misis gelovani 28 Feb 2006, 20:39
Green

აუუუუუუუუუ, ძალიან ლამაზია!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შენსავით ძალიან ლამაზი smile.gif

Posted by: baro 28 Feb 2006, 22:25
....................................


და კიდე შავ ვარდს რო გჩუქნიან farewells ნიშნავცს თურმე tongue.gif

Posted by: baro 28 Feb 2006, 22:31
/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: baro 28 Feb 2006, 22:34
/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////




Posted by: ikafoto 28 Feb 2006, 22:39
QUOTE
QUOTE
ჩემმა ქმარმა ერთადერთხელ მომართვა ვარდი სანამ გავყვებოდი,და იმის მერე 7 წელია ველოდები როდის გაიმეორებს.


იქნებ ახლა 8 მარტს მოგართვას. 

და შესძახოს გადადექი! გადადექი! გადადექი! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: baro 28 Feb 2006, 23:01
QUOTE
და შესძახოს გადადექი! გადადექი! გადადექი!   


biggrin.gif:D:D
ბოდიში ოფტოპიკისთვის მაგრამ კლუნა ფრთხილად იყავი ჩვენ შენთან ვართ

Posted by: Green 1 Mar 2006, 00:23
QUOTE
Green

აუუუუუუუუუ, ძალიან ლამაზია!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შენსავით ძალიან ლამაზი


დიდი მადლობა smile.gif

აბა დაყარეთ ვინც რა იცით ვარდების შესახებ.. ისტორია, სახეობები და ა.შ.

misis gelovani

ეს შენ..

user posted image

Posted by: zgarbi 4 Mar 2006, 17:28
ნეტა ასეთი ვარდის მოვლა და გაზრდა ადვილია?
მე არაფერი არ გამომდის!

Posted by: Green 5 Mar 2006, 21:28
QUOTE
ნეტა ასეთი ვარდის მოვლა და გაზრდა ადვილია?


როგორი ვარდის???

Posted by: zgarbi 11 Mar 2006, 15:38
Green
QUOTE
როგორი ვარდის???

სურათები, რომ დევს ისეთი. აბა ჩემი გახარებული ვარდის სურათი კი დავდე!
ვერ ვზრდი weep.gif

Posted by: Green 19 Mar 2006, 23:49
QUOTE
სურათები, რომ დევს ისეთი. აბა ჩემი გახარებული ვარდის სურათი კი დავდე! ვერ ვზრდი


შენს მიერ დარგული ვარდები არაჩვეულებრივია.. შეიძლება გარემო პირობებია ცოტა შეუფერებელი..

ისე რამე სასუქის დაყრა არ გიცდია??? ასევე გამიგია, რომ ვარდს ძალიან მოსწონს ქვიშიანი ნიადაგი.. რავიცი სცადე აბა..

Posted by: old_man 20 Mar 2006, 15:07
ყვავილების მაღაზიაში ვერაზე იყიდება სპეციალურად ვარდებისთვის სასუქი ჯოხები, ჩაარჭობ ვარდის ძირში ერთ ცალს და 6 თვე ყოფნის, ფასიც მისაღებია, 1 ლარი.

Posted by: PINKY 20 Mar 2006, 17:06
ვარდი სFერ..


user posted image




Posted by: PINKY 20 Mar 2006, 17:18
აი..

Posted by: Green 20 Mar 2006, 17:25
QUOTE
ყვავილების მაღაზიაში ვერაზე იყიდება სპეციალურად ვარდებისთვის სასუქი ჯოხები, ჩაარჭობ ვარდის ძირში ერთ ცალს და 6 თვე ყოფნის, ფასიც მისაღებია, 1 ლარი.


სასუქი ჯოხები??? მთლიანად მიწაში უნდა ჩაფლო???

PINKY

ძალიან ლამაზი ვარდია smile.gif

Posted by: PINKY 20 Mar 2006, 18:29
Green
QUOTE
ძალიან ლამაზი ვარდია

ლამაზი კიარაა..

უბრალოდ ვარდისFერ ია..

user posted image

Posted by: zgarbi 20 Mar 2006, 18:41
////////////////////////////////////////

Posted by: old_man 20 Mar 2006, 20:24
QUOTE
სასუქი ჯოხები??? მთლიანად მიწაში უნდა ჩაფლო???

დიახ, თითო დაახლოებით 7-10 სმ სიგძისაა.
მარიშკებთან იყიდება ფილარმონიის უკან, მელიქიშვილზე.

Posted by: Green 21 Mar 2006, 00:27
QUOTE
დიახ, თითო დაახლოებით 7-10 სმ სიგძისაა.
მარიშკებთან იყიდება ფილარმონიის უკან, მელიქიშვილზე.


სპეციალურად ვარდისთვისაა???

Posted by: Suleluka 21 Mar 2006, 00:35
ულამაზესი ვარდიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!! fig.gif

Posted by: Suleluka 21 Mar 2006, 01:14
user posted imageლურჯი ვარდები არსებობს მართლა? მომწონს ძალიან. იყიდება აქ? tuk.gif tuk.gif
* * *
user posted imageველური ვარდები
* * *
user posted image

Posted by: pudelblack 21 Mar 2006, 01:56
suleluka
ვაიმე ატანა არ მაქვს ლურჯი ვარდის მსორი.
უბრალოდ ვარდი ნაზი უნდა იყოს და არა უხეში და ლურჯ ფერში ვარდიუხეშია.
მე მაქვს ეზოში ვარდები.მაგრამ აქ გერმანიაში რახაც სუნამოს კარგავენ sad.gif

Posted by: Suleluka 21 Mar 2006, 22:50
pudelblack
ლურჯი ფერი მიყვარს ძალიან, მარა აქ საქართველოში არსად მინახია ლურჯი ვარდი rolleyes.gif

Posted by: pudelblack 22 Mar 2006, 02:32
suleluka
QUOTE
ლურჯი ფერი მიყვარს ძალიან, მარა აქ საქართველოში არსად მინახია ლურჯი ვარდი 

გასაგებია .საქართVელოში არც იქნება რადგან ეგ ვარდი არის კლონირებული და ბევრი ღებავს ამიტომ არ იქნება ან თუ არის და ალბათ ერთი ვარდი ეღირება 15 ლარიsmile.gif

Posted by: PINKY 23 Mar 2006, 04:46
suleluka
QUOTE
ველური

ეჰ..

ველურკველაFერ კაია..

user posted image

Posted by: misis gelovani 31 Mar 2006, 15:09
ძალიან ლამაზი ვარდის ძალიან ლამაზ ნახატს მივაგენი, არ შემეძლო თქვენთვისაც არ მეჩვენებინა ... smile.gif

Posted by: Gilgamesh 20 Mar 2008, 13:01
ვარდი როგორ უნდა გაამრავლო ხო ვერავინ მასწავლის?
მაქვს ვარდი რომელიც კვირტობისას ყვითელია და რო გაიშლება მერე ნელნელა ვარდისფერდება, ძალიან მომწონს და მინდა გავამრავლო. yes.gif
თუ ვინმე დამეხმარება მადლობელი დავრჩები! smile.gif

Posted by: Марита 20 Mar 2008, 18:00
ვარდები მეც ძალიან მიყვარს. ან როგორ შეიძლება არ გიყვარდეს? smile.gif უპირატესოას მუქებს ვანიჭებ, შვინდისფერებს. მე და ჩემი და ვაკალმებდით ხოლმე სხვა და სხვა ჯიშებს, ნაირ-ნაირი ფერები გამოგვყავდა. smile.gif

Posted by: შოთა.03. 20 Mar 2008, 18:47
აბა მოვიდა სურნელოვანი ვარდები..................................

Posted by: შოთა.03. 20 Mar 2008, 18:52
...........................................................................

Posted by: hexe 20 Mar 2008, 22:37
მე შავი ვარდი მიყვარს ძალიან
საკმაოდ იშვიათია ....

Posted by: Gilgamesh 21 Mar 2008, 17:55
Марина

შენ გამრავლების საკითხებიც გეცოდინება და მიმალავ biggrin.gif

ისე ვინმე თუ დამარიგებს რა კაი იქნება რა...

დეიდებო და ბიძიებო ...

Posted by: ASIA 21 Mar 2008, 21:39
Gilgamesh

მე ასე ვამრავლებ - ვარდებს გავსხლავ შემოდგომით და ნასხლავი ტოტებს დავჭრი 20სმ-იან კალმებად, ჩავრგავ კარგად დამუშავებულ მიწაში, (ერთი კვირტი მიწის პირიდან ზემოთ, ან სულაც მიწაში ვფარავ) და თავზე ვაფარებ 3 ლიტრიან ქილას. გაზაფხულიდან სჭირდება მორწყვა - მიწა არ უნდა გაუშრეს! ქილას ავხდი აგვისტოში ფერისცვალობის შემდეგ!

ზუსტად იგივენაირად შეიძლება დარგო ივლის-აგვისტოშიც! იმ წელს ამოყრილი და ზაფხულამდე უკვე კარგად მომაგებული ტოტი დაკალმე, დააფარე ქილა, მორწყვა არ დაიზარო და ქილა მოხადე შემდეგ წელს ასევე ფერისცვალობის შემდეგ!

ყოველშემთხვევაში მე ასე მოვაშენე ვარდები, მაგრამ წითელი ტალავრის სამურაბე და სურნელოვანი ვარდი რატომღაც ასე ვერ გავახარე და გადაწვენით გავამრავლე!

გისურვებ ვარდების მოშენებას! smile.gif
* * *
ხო, მზის სხიბები პირდაპირ თუ არ დაეცემა უკეთესია!

Posted by: Gilgamesh 22 Mar 2008, 15:59
ASIA
გაიხარე! smile.gif

ვცდი როგორც შენ მითხარი ისე!

იმედია გამომივა, ახლა კვირტს ველი და რო გამოისხამს სურათსაც დავდებ მისი ყვავილობისას...
ეგება და ვინმეს მოგეწონოთ wink.gif

Posted by: KAM_M_MILA 22 Mar 2008, 16:47
old_man
QUOTE
მარიშკებთან იყიდება ფილარმონიის უკან, მელიქიშვილზე.

დანელიები? ძალიან მიყვარს ეს ადამიანები.


Gilgamesh
გასხლავ, აიღებ კვირტიან კალამს, ჩარგავ ისე, რიმ კვირტი იყოს მიწის ზემოთ, მოუვლი და გაიხარებს(იმედია) bis.gif

Posted by: katedudu 24 Mar 2008, 18:31
გამარჯობათ, ვარდები ძალიან ბევრი სახეობა არის ორთაჭალის მეურნეობაში. მე ვიყიდე და მივეცი 3 ლარი საკმაოდ დიდი ძირი იყო.

Posted by: Gilgamesh 25 Mar 2008, 15:04
katedudu

და ეგ მეურნეობა როგორ უნდა ვიპოვოთ?
ეგება მისამართი დაგეწერა wink.gif

Posted by: tavadze 26 Mar 2008, 16:55
Suleluka
QUOTE
ლურჯი ფერი მიყვარს ძალიან, მარა აქ საქართველოში არსად მინახია ლურჯი ვარდი

დიღმის ბაზარში ვნახე შარშან.
pudelblack
QUOTE
საქართVელოში არც იქნება რადგან ეგ ვარდი არის კლონირებული და ბევრი ღებავს ამიტომ არ იქნება ან თუ არის და ალბათ ერთი ვარდი ეღირება 15 ლარი

კლონირებულ-შეღებილი იყო თუ როგორი, არ ვიცი, მაგრამ 25 ლარი ღირდა. ოღონდ ქოთანში ჩარგული და მოყვავილე ძირი იყო, საკმაოდ დიდი.

Gilgamesh
QUOTE
მაქვს ვარდი რომელიც კვირტობისას ყვითელია და რო გაიშლება მერე ნელნელა ვარდისფერდება, ძალიან მომწონს და მინდა გავამრავლო.

მგონი, ვხდები, რომელ ვარდზეაც ამბობ და თუ ისაა, ძალზე ძნელად გასახარებელია. სადღაც წამიკითხავს (და მყავს ბიოლოგი და მისი გადამკიდე, სახლში ეგეთი წიგნების ნაკლებობას არ განვიცდიდი), რომ მაგათ რემონტატულ ვარდებს ეძახიან და ძნელად გასახერებელნი არიანო. პრაქტიკიდანაც ვიცი, რომ მართლა ძნელი საქმეა. სცადე ან დაწიგვნით, ან - კვირტით. მაგრამ გაითვალისწინე, რომ დაწიგვნის შემთხვევაში თუ არ გაიხარა, მთელი ტოტი გახმება და ყურადღებამიაქციე - თუ გახმობა დაიწყო, სასწრაფოდ ჩაჭერი და ეგებ ტოტი მაინც გადაარჩინო... დაკალმებისას (ეს ყველა მცენარეს ეხება, მაგალითად, კაკალს, რომელიც ასევე მრავლდება კალმით) გაითვალისწინეთ, რომ ყლორტს გადანაჭერში ქვევიდან 2-3 ხორბლის მარცვალი შეურჭეთ. სასურველია, ცოტა ტენიან ნიადაგში თუ ჩარგავთ ან ჩაარჭობთ.
და კიდევ ერთი რჩევა გადარგვის შემთხვევაშია - სასურველია, ნებისმიერ მცენარეს, რომელსაც რგავთ, ორმოში ქვეშ 2-3 მუჭი რაიმე მარცვლეული ჩაუყაროთ. უფრო ისეთი აჯობებს, რაც ადვილად ღვივდება, თუმცა ყველანაირი მარცვლეული წავა. იგი დროთა განმავლობაში ღვივდება, რითაც ნერგს ტენსაც უნარჩუნებს, საკვებიცაა და გაზრდაში ეხმარება.

Posted by: Gilgamesh 31 Mar 2008, 11:02
tavadze

გაიხარე, დიდი მადლობა! smile.gif

თუ რამე გამოვა დავწერ.

Posted by: qaza 20 Jan 2009, 21:41
ხალხო ლურჯი ვარდი არსებობს? ცისფერი არა იმენა ლურჯი რა.... და თუ არსებობს სად შემიძლია რომ შევიძინო? smile.gif

Posted by: helter-skelter 1 Feb 2009, 17:28
QUOTE
ხალხო ლურჯი ვარდი არსებობს? ცისფერი არა იმენა ლურჯი რა.... და თუ არსებობს სად შემიძლია რომ შევიძინო? smile.gif


Posted by: MIshaM 2 Feb 2009, 01:01
მაგრად მომწონს ვარდები. ყვავილები არ მიყვარს საერთოდ მაგრამ ვარდი მაინც ასობია რაგაც. დაიმსახურა ჩემი სიმპათია.
მეც მინდა რო დავრგი ეზოში და რამოდენიმე მაქ. წითელი და თეთრი. სად შეილება კაი ჯიშების შოვნა? და რომელ თვეში უნდა დავრგო მირჩიეთ რა

Posted by: n-i-c-k 2 Feb 2009, 14:58
QUOTE
სად შეილება კაი ჯიშების შოვნა?


მე თბილისის ზღვაზე ვყიდულობ ხოლმე...

user posted image

Posted by: MIshaM 2 Feb 2009, 19:02
სად კონკრეტულად თბილისის ზღვაზე. როგორ მივაგნო?

Posted by: n-i-c-k 3 Feb 2009, 13:53
MIshaM
LOL ... როგორ აგიხსნა... აქედან რომ მიდიხარ... არ მისული ყოფილ ბენზოკალონკამდე (მოედნამდე) მარცხნივ ფიჭვებში შედის გზა... (ტრასამდე არ მისული) მიდიხარ ჯერ პირდაპირ მერე ბოლოში მარცხნივ წახვალ... სულ პირდაპირ ივლი... და სულ ბოლო სახლს რომ მიადგები (კორპუსია) ეზოში შეხვალ..
იქ იკითხე ნანა სად ცხოვრობს ( იქვე ეზოს სიღრმეში მეურნეობა-ბაღი აქვთ) .. ..

სურათის მარცხნივ რომ ვარდია და უკან ტუიები ესეც მაგათთან მაქვს ნაყიდი...

user posted image

Posted by: helter-skelter 3 Feb 2009, 18:49
n-i-c-k
ლურჯი ვარდი ექნებათ?

Posted by: maknatuna 11 Feb 2009, 17:51
რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ხომ არ იცით ვარდების მოვლის, დიდ ხანს რომ შევინარჩუნო სახლში? user.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 11 Feb 2009, 21:31
maknatuna
QUOTE
რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ხომ არ იცით ვარდების მოვლის, დიდ ხანს რომ შევინარჩუნო სახლში?


ყველა ღეროს წააჭერი ცოტა ირიბად, შემდეგ აატყავე ის მწვანე გარსი - ანუ იქამდე რაც წყალში უნდა იყოს
მანამ აატყავებ ეკლები მოაცილე
შემდეგ ჩაყარე წყალში შაქარი და ჩადე წყალში
ღამე თუ გადგავ აივანზე უფრო მეტ ხანს გაძლებს
ოღონდ ეხლა ქარია და შესაბამისად მოძებნე ისეთი ადგილი რომ ჭურჭელი არ დაილეწოს smile.gif

Posted by: maknatuna 11 Feb 2009, 22:42
POMPADOUR MADAM DE
მადლობა smile.gif
QUOTE
ღამე თუ გადგავ აივანზე უფრო მეტ ხანს გაძლებს

ტემპერატურის ცვლილება, უფრო ცუდათ არ იმოქმედებს? spy.gif
QUOTE
ოღონდ ეხლა ქარია და შესაბამისად მოძებნე ისეთი ადგილი რომ ჭურჭელი არ დაილეწოს

ჩემთან ქარი აღარ ჰქვია ამას user.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 11 Feb 2009, 22:56
maknatuna

არა პირიქით
აი მე 15-ში მაქვს დაბ.დღე
და წლებია ვარდებს ამ მეთოდით ვაცოცხლებ smile.gif


QUOTE
ჩემთან ქარი აღარ ჰქვია ამას


რაიყო შენც ვერარეჩკის ხეობაში ხარ ჩემსავით wink.gif

Posted by: sesililu 11 Feb 2009, 23:05
smile.gif მე და ჩემი ვარდი............................................

http://www.radikal.ru


smile.gif)

Posted by: somnambuli 12 Feb 2009, 22:31
QUOTE
მე და ჩემი ვარდი............................................

bis.gif

Posted by: LIKA-KHATIA 13 Feb 2009, 02:21
Green
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცის ვარდის ხის შესახებ??? არის თუ არა მასეთი ჯიში საქართველოში შემოტანილი?

ინტერნეტში ვიპოვე სურათები და ძალიან ლამაზებია..

აი ისინიც..


ვფიქრობ ჩვეულებრივი ვარდის ბუჩქია,
ფორმა უნდა მისცე უბრალოდ ეგეთი,
გაკრიჭე და დაამსგავსე მაგ ბუჩქს.
უნდა ვცადო ჩემს ვარდზე,
ვნახოთ რა გამოვა.



Posted by: ASIA 18 Feb 2009, 22:28
ჩემი სტაფილოსფერი ვარდი ......................
* * *
http://radikal.ru/F/s48.radikal.ru/i122/0902/66/109fbb11b857.jpg.html

http://radikal.ru/F/s39.radikal.ru/i085/0902/7b/9daf2de48f8e.jpg.html


Posted by: Johnnie Walker 22 Feb 2009, 18:42
ვინმემ თუ იცით, როდის უნდა გავხსლა ვარდები და როგორ?

დიდი მადლობელი დაგრჩებით, თუ დეტალურად ამიხსნით.

საერთოდ, ვარდებს როგორ მოვუარო?

ახლობელი წავიდა 1 წლით საქართველოდან და თავისი პატარა ბაღი მე ჩამაბარა, პასუხისგებლობას კი ვგრძნობ, მაგრამ როგორ მოვუარო, არ ვიცი. თან მეშინია, რამე არ დამაგვიანდეს, ან არ შემეშალოს: მოვლილი და კოხტა დამიტოვა.

Posted by: abelo 22 Feb 2009, 22:02
Johnnie Walker

QUOTE
ახლობელი წავიდა 1 წლით საქართველოდან და თავისი პატარა ბაღი მე ჩამაბარა,

აბა შვილივით კი უნდა მოუარო 2kiss.gif


QUOTE
ვინმემ თუ იცით, როდის უნდა გავხსლა ვარდები და როგორ?

ახლა იმის გარკვევას რომელი ვარდები აქვს ახლობელს და პოსტში ახსნას,
ეს ლინკი ნახე ჯობია:
http://www.gardening-howto.com/pruning-plants/pruning-roses.htm

Posted by: tavadze 22 Feb 2009, 23:24
Johnnie Walker
QUOTE
ვინმემ თუ იცით, როდის უნდა გავხსლა ვარდები და როგორ?

არაფერი საიდუმლო არაა მაგაში, სერ ჯონ - ისხვლება მაშინ, როცა სხვა ხეხილი ანუ კვირტების გამოტანამდე. თან, დაახლოებით ისე, როგორც სხვა ხილი.

Posted by: Johnnie Walker 23 Feb 2009, 08:09
tavadze
QUOTE
არაფერი საიდუმლო არაა მაგაში

აუ შენთვის იქნებ არ არის და მე გარდენინგში მაგარი დებილი ვარ... biggrin.gif

მოკლედ, მარტში ალბათ, არა? ამის დედა ვატირე, საცოდაობაა, რა... ჩემთვის მაგის ჩაბარება შეიძლებოდა? ლამის დავიქირავო ვინმე gigi.gif

abelo
რომელი აქვს და როგორც ზაფხულიდან მახსოვს, ძირითადად შავი, ხავერდოვანი, მოკლე ღეროთი, მაგრამ ბევრი და მსხვილი ყვავილით, სურნელი არა აქვს.
+ რამდენიმე ვარდისფერიც და ერთი-ორი სტაფილოსფერი smile.gif ამათ სურნელი აქვთ.

* * *
ლინკისთვის დიდი მადლობა.
ახლაღა დავაფიქსირე, რა მხეცი ლინკი მომეცი biggrin.gif

Posted by: abelo 23 Feb 2009, 15:25
Johnnie Walker
QUOTE
ხავერდოვანი, მოკლე ღეროთი, მაგრამ ბევრი და მსხვილი ყვავილით, სურნელი არა აქვს.

ჰოოო... ფერს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ როგორც აღწერიდან ვხვდები grandiflora rose გაქვს.
არაფერიო სიძნელე და განსაკუთრებული მოვლა.
გასხალი, ძალიან ბევრს ნუ მორწყავ, განსაკუთრებით ზევიდან წყლის დასხმა რა უყვარს ვარდს.
კვირაში ერთხელ 5-10 ლიტრა წყალი ერთ ძირ ვარდს. სასურველია თუ წყალი 20-25რადუსამდე იქნება შემთბარი.
აიცილებლად გაუკეთე წყლის მოსაგროვებელი ორმო და მიწა გაუფხვიერე.
ყურადღებით იყავი რაიმე ავადმყოფობა არ გაუჩნდეს.
თუ რამეა ეგრევე დაწერე და გიშველით smile.gif

ვარდების მეტი არაფერი არ არის ბაღში? რაღაც ბოლომდე ვერ დავიხარჯე biggrin.gif

* * *



LIKA-KHATIA
QUOTE
ვფიქრობ ჩვეულებრივი ვარდის ბუჩქია,
ფორმა უნდა მისცე უბრალოდ ეგეთი,
გაკრიჭე და დაამსგავსე მაგ ბუჩქს.
უნდა ვცადო ჩემს ვარდზე,
ვნახოთ რა გამოვა.


არ გაპუტო ვარდიიიიი, 2kiss.gif
იმედია მოვასწარი და არ დაგიწყია გაკრეჭვა.
მაგ ვარდს ეძახიან შტამბის ვარდს ან შტამბურს (ქართულად ვერ მოვთარგმნე)
მოკლედ რა ხდება:
იღებ ასკილის ძლიერ და სწორ ძირს და 0.5მ ან 1მ (სურვილისამებრ) გადაჭრი და დაამყნობ მინიატურულ ვარდს.
საქმე იმაშია რომ ასკილის სწორი ძირის მოძწბნა რთულია ამიტომ მას თესლიდან ზრდიან და 3 წლიწადში სასურველ სიმაღლეს აღწევს. რაც შეეხება დამყნობილ ვარდებს. მე მინიატურული მომწონს უფრო ფუმფულა და სიმეტრიული, თუმცა სხვა ჯიშის ვარდებიც შეგიძლია დაამყნო.
ისე მოკლედ დაგიწერე და მაგ ვარდის მისაღებად და ფორმირებისთვის 3-4 გვერდის დაწერა შეიძლება. biggrin.gif

Posted by: zura1983 12 Nov 2009, 18:10
თუ ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ, სად შეიძლება შევიძინო ცისფერი ვარდი? ძალიან მესაჭიროება, ამაზეა ბევრი რამაა და ვინმეა დამოკიდებული

მადლობა წინასწარ

Posted by: Varvara 13 Nov 2009, 16:35
აბა ნუცუბიძის მე-5 პლატოზე რომ გამწვანებაა (სათბური) იქ მიდი და იქნებ დაგაკვალიანონ.

Posted by: V~V_nosferatu_V~V 13 Nov 2009, 21:22
მეც ძაან მიყვარს ვარდები... smile.gif ჩემი საყვარელი ყვავილია.. ეს თქვენ..

Posted by: pepsiii 13 Nov 2009, 22:31
აქ ვარდისტები ხართ ხო biggrin.gif ვინმემ იცით შავი ვარდი არის თუ ხო? biggrin.gif ნუ რო არი ეგ ხო მარა აქ ამქვეყანაში თუ არსებობს?

Posted by: Johnnie Walker 8 Aug 2010, 21:08
იქნებ ვინმემ მითხრათ, რა გავაკეთო...

ვარდებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა: ხშირად უჩნდებათ ჭია და ნეკროზის ლაქები ფოთოლზე (არ ვიცი, რაარი და რატომ). შეწამვლა თითქმის არ შველის, ან შველის დროებით.

მცენარეები მოწყენილია. მიუხედავად იმისა, რომ ვაფხვიერებ ნიადაგს და ნორმალურად ვრწყავ, ასე მგონია.

ვარდები 7-5 წლის დარგულია, სხვადასხვა ჯიშის.

რა ვქნა? ვინც უშუალოდ უვლის ვარდებს, იმან მითხრა, სასუქი სჭირდებაო. მაგრამ ძველი იმიტომ, რომ ახალი დწვავსო.

როგორ ფიქრობთ, სასუქი უნდა მართლა? და თუ უნდა, ეს "ძველი" სასუქი სად ვიშოვიო, სამთოქიმიაში არის?

Posted by: anatoreli 8 Aug 2010, 22:07
Johnnie Walker
QUOTE
ვარდებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა: ხშირად უჩნდებათ ჭია და ნეკროზის კაქები ფოთოლზე (არ ვიცი, რაარი და რატომ). შეწამვლა თითქმის არ შველის, ან შველის დროებით.

რითი შეწამლე?!...როგორი ლაქებია,შავი თუ ჟანგისფერი?!

Posted by: Johnnie Walker 8 Aug 2010, 22:23
anatoreli
ლაქები ჟანგისფერია, შევწამლე - იმით, რაც სამთოქიმიაშია, პატარა პაკეტებია და ვარდების ჭიის შესაწამლი ეგააო, მითხრეს smile.gif

ხო, ღეროში რომ გადავჭრი, ხშირად ჩანს ხოლმე ღარი. ანუ სიგრძეში ამოჭმულივით რაღაც.

Posted by: anatoreli 8 Aug 2010, 23:04
Johnnie Walker
QUOTE
ლაქები ჟანგისფერია, შევწამლე - იმით, რაც სამთოქიმიაშია, პატარა პაკეტებია და ვარდების ჭიის შესაწამლი ეგააო, მითხრეს

ჟანგისფერი წინწკლები თუ აქვს ეგ ჭია არაა და რაფერ უშველიდა?!....

მე ადრე პერნატამ მირჩია და მივედი..ყველაზე გარკვეული მაგ საქმეში არის ერთი გელა,რომლის "ბუტკაც" დიდუბის ავტოვაგზლის ეზოში დგას,სუულ უკან ლიანდაგებთან....აი ავტობუსები როა გაჩერებული იმ ეზოში....
მიდი მიუტანე ფოთოლი და ღერო ან თხოვე წიგნი აქვს,აუხსენი რაჭირს და განახებს ფოტოს წიგნში თუ ეგაა...მოკლედ გამოგატანს რამეს რო უშველო.....სასუქიც აქვს და იმასაც გირჩევს!

სამთოქიმიაში აზრზე არ არიან დეკორატიულ მცენარეების....

Posted by: Johnnie Walker 8 Aug 2010, 23:09
anatoreli
QUOTE
არის ერთი გელა,რომლის "ბუტკაც" დიდუბის ავტოვაგზლის ეზოში დგას,სუულ უკან ლიანდაგებთან....აი ავტობუსები როა გაჩერებული იმ ეზოში....

აუ ეგრე როგორ მივაგნო, ცისკარა ხომ არა ვარ.......... lol.gif

ძალიან მადლობელი ვიქნები, უფრო მისაწვდომს თუ გამიხდი ამ გელას, ტელეფონი არა აქვს, მაგალითად?

Posted by: anatoreli 8 Aug 2010, 23:33
Johnnie Walker
QUOTE
აუ ეგრე როგორ მივაგნო, ცისკარა ხომ არა ვარ..........

ძალიან მადლობელი ვიქნები, უფრო მისაწვდომს თუ გამიხდი ამ გელას, ტელეფონი არა აქვს, მაგალითად?

მეც ზუსტად ეგრე ამიხსნა ნატამ და მივაგენი biggrin.gif ტელეფონი არ ვიცი.....ადვილია wink.gif

Posted by: J i j I 8 Apr 2011, 23:05
ვარდთან დაკავშირებით მაქვს კითხვა.

ვარდი მაქვს ჩარგული საკმაოდ დიდ ქოთანში. მინდა რომ ქოთნიდან გადავიტანო მიწაში. არის თუ არა შესაფერისი დრო ახლა? გაითვალისწინეთ რომ წყალს ყოველდღე ვერ დავუსხამ sad.gif

Posted by: palavando 10 Apr 2011, 01:12
ძალიან გამახარა ამ თემის პოვნამ. ძალიან დაკავებული ვიყავი და ეტყობა გამომრჩა, თავის დროზე ვერ შემოვედი.ვარდების დიდი თაყვანისმცემელიც ვარ და პროფესოულადაც ვარ დაკავებული ვარდებით.
ძალიან, ძალიან მინდა "მზის და ვარდების მხარეო" საქართველოში ლიტონ სიტყვებად არ იქცეს .მოდით დავუბრუნოთ ვარდებს ძველი დიდება.
ეხლა ჩამოტანილი მაქვს ვარდების სრულიუად განსაკუთრებული კოლექცია.მაგრამ ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ.
J i j I
QUOTE
მინდა რომ ქოთნიდან გადავიტანო მიწაში. არის თუ არა შესაფერისი დრო ახლა

კარგი დროა, გადატანისას კომი არ დაუზიანოთ,გადარგვის შემდეგ კარგად მორწყეთ სულ მცირე 10 ლ წყალი.შემდეგ ილოცეთ რომ იწვიმოს. თუ არა მეოთხე დღეს მაინც ისევ უნდა მორწყათ.

Posted by: J i j I 10 Apr 2011, 22:24
palavando
მადლობ გამოხმაურებისათვის. გადარგვის შემდეგ 10 ლ წყალი ?

Posted by: palavando 11 Apr 2011, 02:17
J i j I
საერთოდ გადარგვის შემდეგ ნერგი კარგად უნდა მოირწყას .გადარგვის შემდეგ ნერგს მიწა კარგად უნდა მიეტკეპნოს.ისე რომ,ფესვებთან ე.წ საჰაერო ჯიბეები არ შეიქმნას. ასეთი ჯიბეები ფესვთა სისტემას ალპობს.რადგან მიტკეპვნის დროს, გამოუცდელობის გამო, შეიძლება ფესვები დაუზიანოთ,ჯობია მსუბუქად მიტკეპნოთ და ბევრი წყალი დაასხათ.წყალი გოროხებს დაშლის და ბუნებრივად ამოავსებს სიცარიელეს.
* * *
სადა ხართ ვარდების მოყვარულნო? ძალიან მინდა თემის გააქტიურება და თქვენი პოვნა.
მიუხედავად იმისა,რომ კითხვები ძველია მაინც გავცემ ზოგიერთს პასუხს.
ნამდვილი ცისფერი(ლურჯი) და შავი ვარდი არ არსებობს.მაგრამ სელექციონერები ინტენსიურად მუშაობენ მათ გამოყვანაზე.
ე.წ ცისფერი ვარდები:
Blue Moon,Blue Nile ®,Blue Parfum ®....
და ე.წ შავი (ანუ მუქი, მოშავო წითელი)Deep Secret, Velvet Flame...
ამფერი ვარდების გამოყვანის სელექციური მცდელობაა. იგივე ეხება მწვანე ვარდს.თუ სადმე ნამდვილ ლურჯ ,ცისფერ, შავ, მწვანე ვარდს გადადააწყდებით იცოდეთ,რომ სპეციალური საღებავით არის შეღებილი.

Posted by: palavando 13 Apr 2011, 14:27
J i j I
ცოტა ამანერვიულა ამ საშინელმა ქარმა.თუ უკვე გადარგეთ , შეამოწმეთ ქარმა ხომ არ მგირყიათ და ისევ მიტკეპნეთ ნერგმა ,რომ არ იყანყალოს.ზოგადად ვარდი კარგად იტანს გადარგვას და არაფერი არ უნდა დაემართოს.
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
რაფსოდი ინ ბლუ ჯერ-ჯერობით ყველაზე ცისფერ ვარდად ითვლება. 2003 ში აქვს მიღებული ჯილდო- წლის საუკეთესო ვარდი,
რეალურად რა ფერია,როცა გაყვავდება მერე შეგატყობინებთ.

Posted by: palavando 15 Apr 2011, 23:38
ნუთუ ამ თმაში არავინ შემოდის?მაისი კარს მოგვადგა. დავიჯერო საქართველოში ვარდები აღარავის უყვარს?

Posted by: goldfinch 16 Apr 2011, 00:03
სამების ეზოში აქვთ მაგარი ვარდები, შარშან რომ გასხლეს ჩემმა მეგობარმა წაიღო აჭრილი ღეროები და გაახარა, წელსაც წაიღო მარა წელს ცოტა დააგვიანდა მისვლა მარა იმედია გაიხარებენ მაინც smile.gif

Posted by: palavando 16 Apr 2011, 19:12
სამების ვარდები ვიცი.მართლაც კარგი ვარდებია.ძირითადად გერმანული სელექციისა. გერმანიაში ორი დიდი სელექციონერი მუშაობს-კორდესი და ტანტაუ.

Posted by: Lunaria 17 Apr 2011, 09:09
palavando
QUOTE
დავიჯერო საქართველოში ვარდები აღარავის უყვარს?

მე მიყვარს, აქ ვარ!!! სამწუხაროდ, ისეთი სამსახური მაქვს, მხოლოდ შაბათობით შემიძლია თქვენამდე მოღწევა, ბაღის ყვავილების თემაში თქვენ თქვით, რომ შარშანდელი დაკალმებული ოსტინები გაქვთ, ეხლა რამდენად მიზანშეწონილია მათი გადარგვა? თუ შესაძენად ცოტა მოვიცადო?
smile.gif სამწუხაროდ, გუშინ თქვენ არ გეცალათ.

Posted by: palavando 17 Apr 2011, 23:00
Lunaria
კარგია ,რომ აქ გამომეხმაურეთ.ერთწლიანი კალმების გადარგვას ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება. ამიტომ ,თუ ქალაქგარეთ აპირებთ გატანას ცოტა სარისკოა.ხვალ მოვნახავ ეგებ ორწლიანი აბრაჰამი შემოგვრჩა და თუ აღმოვაჩინე გადაგიდებთ.დანარჩენზე ,როცა შევხვდებით მერე ვისაუბროთ.
ძალიან ვწუხვარ ,რომ დაგაღალატეთ შაბათ -კვირას ,მაგრამ შეთავსებით ბებიაც ვარ ხოლმე...

Posted by: Lunaria 18 Apr 2011, 15:17
palavando
QUOTE
თუ ქალაქგარეთ აპირებთ გატანას ცოტა სარისკო

დიახ, აგარაკზე მინდა. ამიტომ ორწლიანებს (თუ იქნება, რა თქმა უნდა) სიამოვნებით შევიძენ, ბონიკაც ძალიან მომეწონა,
QUOTE
ძალიან ვწუხვარ ,რომ დაგაღალატეთ შაბათ -კვირას

რას ბრძანებთ, ეგ არაფერი, თქვენ მომწერეთ რა არის ადგილზე და შეხვედრაზე შევთანხმდეთ.

Posted by: tamti1 22 Apr 2011, 19:10
palavando
QUOTE
ნუთუ ამ თმაში არავინ შემოდის?მაისი კარს მოგვადგა. დავიჯერო საქართველოში ვარდები აღარავის უყვარს?

ძალიან მიყვარს ვარდები.აი, უზომოდ და ბევრი ფერები მაქვს. თუმცა სიამოვნებით ვნახავდი ტქვენ რას გვტავაზობთ. სად შეიძლება? და კიდევ ერთი კითხვა-მინიმუმ რამდენით უნდა დავაშორო ერთმანეტს ძირები?

Posted by: palavando 26 Apr 2011, 02:08
tamti1
დიდუბეში ,ექსპო- ჯორჯიას ტერიტორიაზე "იელი".ჯობია წინასწარ დამირეკოთ, ყოველთვი არა ვარ.899379196
QUOTE
მინიმუმ რამდენით უნდა დავაშორო ერთმანეტს ძირები?

რათქმაუნდა ვარდს გააჩნია, საშუალოდ 50 - 70სმ. მხვიარები 3მ.( უფრო ზუსტი პასუხისთვის ვარდის სახეობა უნდა ვიცოდეთ)

Posted by: ana_konda 29 Apr 2011, 01:42
დღეს შევიძინე ვარდის პატარა ძირი, სამგორისკენ რომ სათბურები გახსნილა იქ, ვნახოთ ერთი როგორ გაიხარებს.

Posted by: palavando 29 Apr 2011, 14:29
ana_konda
გაიხარებს აბა რას იზამს. ვარდები ადვილად ხარობენ, მაგრამ ცოტა მეტ ყურადღებას მოთხოვენ.ტყუილად ხომ არ არიან დედოფლები. ისე რა ვარდი შეიძინეთ-მინიატურულია?რა ქვია?

Posted by: richirichi30 29 Apr 2011, 15:10
ვარდის კალამი წყალში შეიძლება დაფესვიანდეს?

Posted by: palavando 29 Apr 2011, 17:34
richirichi30
შეიძლება,მაგრამ ბევრი ლპება. 1-2 შეიძლება გაძვრეს. პერლიტში ჯობია ,ან მამაპაპურად ქვიშიან მიწაში ქილის ქვეშ.

Posted by: richirichi30 29 Apr 2011, 18:36
ქილაში დავაკალმე შემოდგომაზე და გაზაფხულზე მოვაძვრე, ყველა გახმა არადა გაფოთლილი იყო.

Posted by: palavando 30 Apr 2011, 00:06
richirichi30
ალბათ ფესვი ჯერ განვითარებული არ ქონდა.ფოთლების გამოტანა დაფესვიანებას არ ნიშნავს. თან არ შეიძლება ქილის უცბად მოხსნა.გაწელეთ ეს პროცესი 7 დღეზე. პირველ დღეს ქილა მხოლოდ 10 წუთით მოხსენით შემდეგ დრო თანდათან გაზარდეთ.უფრო ადრე ცადეთ დაკალმება.ვარდის ტოტის დაკალმება შეიძლება ,როგორც კი ბუტონს ოდნავ გახსნის და შეფერილობა შეემჩნევა,ან როცა ყვავილი ოდნავ შეჭკნება.

Posted by: ana_konda 30 Apr 2011, 21:49
palavando

არ ვიცი რა ჯიშია.

Posted by: richirichi30 1 May 2011, 09:41
მინიატურული ხვიარა ვარდი ასეთი ჯიში არსებებობს?
მინიატურულ ვარდებს როგორი მოვლა ჭირდება?

Posted by: tat-ulia 1 May 2011, 17:38
ორთაჭალის მეურნეობაში ვიყიდე ვარდის ძირი. დიდ ქოთანში იყო ჩარგული შავ მიწაში და ძალიან იოლად გადავრგე. დავასხი წყალი და უპრობლემოდ გაიხარა, მით უმეტეს, რომ წვიმიანი ამინდიც დაემთხვა. ახლა ველოდებო როდის აყვავდება. საკმაოდ მზიან ადგილას არის დარგული და მეშინია ზაფხულს როგორ გადაიტანს. რა სიხშირით უნდა მორწყვა რომ არ გახმეს?

Posted by: palavando 2 May 2011, 00:24
richirichi30
არსებობს. მათ mini climbers , patio climbers უწოდებენ. მათი სიმაღლე ძირითადად1,5მ-ა.და ყვავილებიც უფრო მომცრო აქვს.საუკეთესო სელაქციონრებად ითვლებიან პოულსენი-დანია და ფრეიერი- ინგლისი
[URL=http://www.radikal.ru]user posted image[/UR
http://www.radikal.ru
tat-ulia
მორწყვის სიხშირე ნიადაგის სტრუქტურაზეა დმოკიდებული. დააკვირდით, თუ ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს ტენს,კარგად ფესვგადგმულ ვარდს,კვირაში ერთხელ უნდა ეყოს.გაითვალისწინეთ,რომ ხშირად და ცოტ-ცოტა წყლის დასხმა ვარდს(და არა მარტო ვარდს)ვნებს. ჯობია კვირაში ერთხელ,მაგრამ საფუძვლიანად მორწყათ.
რაც შეეხება ადგილის შერჩევას და მზისადმი მედეგობას, ვარდის სახეობა,ანუ სახელი უნდა იცოდეთ.სხვა დროს იკითხეთ ხოლმე.
* * *
richirichi30
QUOTE
მინიატურულ ვარდებს როგორი მოვლა ჭირდება?

პრაქტიკულად ისეთივე როგორც ჩვეულებრივს,ოღონდ აზოტიან საკვებს უნდა მოერიდოთ,კომპაქტურობა რომ არ დაკარგოს.

Posted by: richirichi30 3 May 2011, 09:27
QUOTE
palavando

მინიატურული ვარდი შევიძინე და მემგონი ხვიარა უნდა იყოს. თვითონ გამყიდველი აზრზე არ იყო რა ჯიშია, მხოლოდ ფერი იცოდა ვარდისფერიაო. აი სურათიცhttp://pix.ge/

Posted by: 365 3 May 2011, 10:34
palavando
კახეთიდან ჩამომიტანეს მუქი ბორდოსფერი ვარდების კალმები, ასე მითხრეს ზღაპრულ სურნელს აფრქვევსო, უკვე გამოტანილი ქონდა ახალი ღეროები, მაგრამ მაინც ჩავრგე მიწაში, ძველი შემოაჭკნა და მოვაცილე, როგორ ფიქრობთ გაიხარებს?

Posted by: palavando 4 May 2011, 02:11
richirichi30
ჯერ- ჯერობით თქვენი ვარდი მხვიარას არა გავს.
http://www.radikal.ru
დააკვირდით ამ სურათს(უკეთესი სამწუხაროდ ვერ ვიპოვნე) მხვიარა ვარდს მთავარ ტოტზე გამოაქვს მოკლე ტოტები და ყველა ეს მოკლე ტოტი ყვავილს ინვითარებს.ამიტომ ყვავიან მხვიარები ასე უხვად. თქვენ ვარდს ეს მოკლე ტოტები არა აქვს,უფრო ჩრდილიში გაზრდილს, ან ნაკელით ზედმეტად ნაკვებს გავს.შეიძლემა მინიატურულიც გამოდგეს,დაიცადეთ სანამ აყვავდება,
ისე, ძალიან სამწუხაროა, რომ არავინ იცის რა ვარდი აქვს.
ვარდები სრულიად განსაკუთრებული სამყაროა. ყველას სახელი აქვს, ყავს ავტორი, ვიღაცისადმი ან რაიმე განსაკუთრებული
მოვლენისადმი არის მიძღვნილი . ჩვენ კი როგორც სარაეველას ისე ვექცევით და ვუყურებთ.
მოკლედ ვარდი, ჯიშიან ცხენს და ძაღლს გავს, წარმომავლობის გარეშე დედოფალი ვერაფრით გახდება.

365
ძნელი სათქმელია. მიწას, პერლიტი ,ან ქვიშა ჯობია. დროითაც ცოტა ადრეა, მაგრამ ზოგი ვარდი ადვილად კალმდება. იმედი ვიქონიოთ, რომ თქვენიც გადარჩება. მზეს მოარიდეთ, და თუ პირდაპირ მიოწაში გაქვთ, ქილა დააფარეთ,ტენიანობა რომ შეუნარჩუნოთ.

Posted by: richirichi30 4 May 2011, 09:05
QUOTE
palavando

დიდი მადლობა. დაველოდები და რომ იყვავილებს სურათს დავდებ, იმედია სარეველა არ არის smile.gif

Posted by: 365 4 May 2011, 14:47
palavando
QUOTE
დროითაც ცოტა ადრეა

რას გულისხმობდით, შემოდგომით ხომ არ ხდება დაკალმვა?
ისე ტუია მინდა გადავრგო და რომელ თვეში შეიძლება? თითქოს მახსოვს აგვისტოშიო...შეიძლება ვცდები...

Posted by: palavando 5 May 2011, 00:17
365
ჩემი გამოცდილებით ვარდი ყველაზე ადვილად პირველი ყვავილობის მიწურულს კალმდება.საკალმე ტოტი აიღეთ როცა ყვავილი მოჭკნობას დაიწყებს.ეს დაახლოებით ივნისის თვეში ხდება.
ნებისმიერი მცენარის გადარგვა ან ადრე გაზაფხულზე, ან გვიან შემოდგომაზე ჯობია.

Posted by: richirichi30 5 May 2011, 21:56
http://pix.ge/ხომ არ იცით ამ ვარდის სახელწოდება?
* * *
http://pix.ge/
ეს ახლოდან

Posted by: palavando 6 May 2011, 00:15
richirichi30
ასე ვარდის დადგენა უკიდურესად რთულია.ძალიან ბევრი პარამეტრი უნდა ვიცოდეთ(სიმაღლე,სურნელი,ყვავილობის პერიოდი და ხანგრძლივობა...) რა თქმა უნდა არის ვარდები, რომლებიც იმდენად გამორჩეული არიან, რომ მათი ცნობა ფოტოთიც შეიძლება,მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეცდომის ალბათობა ძალიან მაღალია. თქვენი ვარდი ძალიან გავს ორივეს. ეს ორი სხვადასხვა ვარდია პირველი აბიგაილ ადამსია,(სიმაღლე 1.5მ,სურნელოვანი) ,მეორე ტანატაუს აბიგაილია(სიმაღლე 60სმ,სურნელება არ აქვს).რაც მთავარია კიდევ შეიძლება რამდენიმე მსგავსი ვარდის სურათის დადება.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: lika-cuna 9 May 2011, 00:48
კეთილი იყოს ჩემი პოსტი ამ თემაში bis.gif bis.gif
* * *
http://www.radikal.ru
ასეთი ვარდი როგორ გავზარდოოო? თუ რამე განსაკუთრებული ჯიში უნდა?

Posted by: Tinker Bell 9 May 2011, 19:24
ეს ვარდის ხე ვნახე თბილისის ზღვის მეურნეობაზე რომ სანერგეა მანდ და 50 ლარი ღირდა. ვინმემ იცის უფრო იაფად თუ არის სადმე?? ძალიან მომწონს.

Posted by: palavando 10 May 2011, 02:03
lika-cuna
გამიხარდა შენი შემოერთება. ეს ე.წ შტამბიანი ვარდია,სპეციალური ტექოლოგიითაა გამოყვანილი, ჯერ შტამბს,ანუ ვარჯს ზრდიან და შემდეგ,როცა სიმაღლეს მიაღწევს ამყნობენ სასურველ ვარდის სახეობას. ამ შემთხვევაში მხვიარა ვარდია დამყნობილი.თეორიულად შტანბიანი ვარდის გამოყვანის მეთოდი ცნობილია, მაგრამ სირთულეს შტამბის მასალა წარმოადგენს.თუ სურათს დააკვირდები დაინახავ ,რომ ვარჯი უეკლოა.ჩვენთან ცდილობენ ასეთი ვარდების გამოყვანას, მაგრამ ოდნავ დაკვირვებული თვალი მაშინვე შეამჩნევს სხვაობას ჩვენთან გამოყვანილი ვარდები ძირითადად ასკილზეა დამყნობილი. ვარჯი ეკლიანია. და ხშირად გაღუნულია ან მოგვიანებით იღუნება და არაფრით სწორდება და არც მსხვილდება.როცა ყიდულობთ ამონაყარი გაცლილიაქვს, მაგრამ შემდგომში ამონაყარს იკეთებს ვარჯზე და დაგღლით მასთან ბრძოოლა.ეს კიდევ არაფერი ზოგიერთი იღებს მძლავრად მოზარდ ვარდს ააჭრის ქვედა ტოტებს,ზევით ქოჩორს უტოვებს და შემდეგ შტამბიან ვარდად ასაღებს.

Tinker Bell
ევროპული შტამბიანი ვარდები საკმაოდ ძვირია,ჩვენ ყოველ წელს ჩამოგვაქვს ბელგიიდან და 100 ლარი ღირს.(თან უნდა გითხრათ,რომ ეს ძალიან, ძალიან თავშეკავებული ფასია) თქვენ რაც ნახეთ ასკილზე დამყნობილი უნდა იყოს, სწორედ მაგ ვარდებს ყიდიან დაახლოებით მაგ ფასად.
* * *
Tinker Bell წარმოდგენა, რომ შეგექმნათ ევროპულ ფასებზე პირველი ჰოლანდიაა, მეორე ინგლისი.ეხლაამ ფასს 2.4 ან 2.7-ზე თუ გაამრავლებთ ( მგზავრობას, განბაჟებიას,და დღგ-ს თუ დაუმატებთ )მიხვდებით, რომ 50 ლარად ამ ვარდებს საქართველოში ვერაფრით შეიძენთ.

Stem height: 100/120 cm
Order for € 32,50
Stem height: 140/160 cm
£27.50
sold out until Nov '11
-ცოტა იაფფასიანი სანერგეებიც არსებობს 20-25ევრო.. მაგრამ როგორც წესი მათ ევროკავშირის გარეთ ვჭრობი ლიცენზია არა აქვთ და გამოგზავნაზე თავაზიან უარს გეუბნებიან

Posted by: Tinker Bell 10 May 2011, 10:20
palavando
და თქვენი ვარდი უეკლოა?? შეგიძლიათ დადოთ ფოტო როგორია ვიზუალურად?

Posted by: 365 10 May 2011, 11:33
palavando
თქვენ სანერგე გაქვთ?

Posted by: lika-cuna 10 May 2011, 12:46
palavando
სამების ეზოში რომ არის ისეც შემოტანილია თუ აქვე დამყნობილი? ე.ი. სახლში რაც ვარდები მაქვს დაახოლებით ასე ვერ გავზრდი?
* * *
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: kristt 10 May 2011, 14:28
http://pix.ge/
წითელი ვარდი ვნებისა და ლტოლვის სიმბოლოდაა აღიარებული.

ვარდი ყველაზე პოპულარული სიმბოლოა ყვავილთა ხისმეტყველებიდან ევროპასა და ახლო აღმოსავლეტში. დასავლური ტრადიციით ვარდი სრულყოფილი ყვავილია, რომელიც სამყაროს ცენტრსა და კოსმიურ ბორბალს განასახიერებს. ამასტანავე ღვრთაებრივ რომანტიკულ თუ გრძნობად სიყვარულს. ვარდი საიდუმლოსა და მდუმარების სიმბოლოც არის. love.gif

Posted by: Tinker Bell 10 May 2011, 15:25
lika-cuna
რა ლამაზებიააა. მინდა ეგეთიი

Posted by: lika-cuna 10 May 2011, 16:50
Tinker Bell
QUOTE
რა ლამაზებიააა. მინდა ეგეთიი

მეც ძალიან მინდააააააააააა

Posted by: palavando 10 May 2011, 22:46
Tinker Bell
ჩვენი ვარდები ზუსტად ისეთია, როგორიც ლიკა-კუნას სურათებზეა.შტამბი უეკლოა. ჯერ არ აყვავებულა, ამიტომ სურათს მოგვიანებით დავდებ.
365
დიდუბეში ,გამოფენაზე მე -3 პავილიონთან "იელი".
lika-cuna
როცა თბილისში იქნებით გამოგვიარეთ და კარგად დაგათვალიერებინებთ, თვალით ნანახი მაინც ჯობს და თან ტექნიკასაც უკეთ დაინხავთ.
kristt
ბრავო.... ბრავო.. უკეთესად ძნელად თუ იტყვის ვინმე.

Posted by: lika-cuna 11 May 2011, 00:36
palavando
QUOTE
როცა თბილისში იქნებით გამოგვიარეთ და კარგად დაგათვალიერებინებთ, თვალით ნანახი მაინც ჯობს და თან ტექნიკასაც უკეთ დაინხავთ.

დიდი სიამოვნებით, თუ შორს არაა თბილისიდან

Posted by: palavando 11 May 2011, 12:33
lika-cuna სანერგეში ჩამოსვლა არც დაგჭიედებათ, რადგან მუდმივმოქმედი გამოფენა - გაყიდვა გვაქვს თბილისში, დიდუბეში წერათლის გამზირზე, ექპო- ჯორჯიას ტერიტორიაზე(დიდუბის საგამოფენო ტერიტორია, თბილისში თუ იკათხავთ ყველა მიგასწავლით) მე-3 პავილიონთან არის " იელი"და ძირითადად ნცენარეებიც და ვერდებიც იქ გვაქვს ,ყოველ დღე ვართ, შაბათ-კვირის და დასვენბის დღეების ჩათვლით.რადგან თქვენ თბილისში არა ხართ წინასწარ დამირეკეთ 899 379196 და აუცილებლად დაგხვდებით.

Posted by: lika-cuna 11 May 2011, 13:10
palavando
ძალინ დიდი მადლობა, 26-ში ფესტივალზე ხომ არ იქნებით?

Posted by: palavando 11 May 2011, 15:42
lika-cuna
ყოველ ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მე სამწუხაროდ, როგორც წესი იძულებული ვარ დიდუბეში დავრჩე.თუ რამე დააკლდათ ან დაჭირდათ მირეკავენ, მე ვამზადებ და მანქანას ვატან. ასე,რომ ,როგორც თქვენ მეც ფესტივალზე არ ვყოფილვარ.თან მართალი გითხრათ,ისეთი გათანგულები ბრუნდებიან იმ თაკარა მზისგულიდან ,რომ ვხვდები ჩემი ფიზიკური კონდიცია და წლოვანება ამას ვეღარ აიტანს. სამაგიეროდ ჩემო შვილიშვილები გადადიან იქ ყირას.

Posted by: moon1 11 May 2011, 17:25
http://s55.radikal.ru/i147/1105/85/b7053c75707a.jpg ვერაფრით ვახარებ არა და მიყვარს

Posted by: palavando 11 May 2011, 18:52
moon1
QUOTE
ვერაფრით ვახარებ არა და მიყვარს

რას ნიშნავს ვერაფრით ვახარებ? ბევრჯერ სცადეთ?ეგებ რაიმე შეცდომას უშვებთ? თუ რაიმე განსაკუთრებული პირობები გაქვთ(მაგ. ზედმეტად ჩრდილიანი)ეგებ სწორედ ვერ ირჩევთ ჯიშს?თუ უფრო დაწვრილებით დაწერთ რა პრობლემა გაქვთ, ეგებ მოვახერხო დახმარება მითუმეტეს,რომ ვარდები გყვარებიათ.

Posted by: lika-cuna 12 May 2011, 00:37
palavando
QUOTE
ყოველ ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მე სამწუხაროდ, როგორც წესი იძულებული ვარ დიდუბეში დავრჩე.თუ რამე დააკლდათ ან დაჭირდათ მირეკავენ, მე ვამზადებ და მანქანას ვატან. ასე,რომ ,როგორც თქვენ მეც ფესტივალზე არ ვყოფილვარ.თან მართალი გითხრათ,ისეთი გათანგულები ბრუნდებიან იმ თაკარა მზისგულიდან ,რომ ვხვდები ჩემი ფიზიკური კონდიცია და წლოვანება ამას ვეღარ აიტანს. სამაგიეროდ ჩემო შვილიშვილები გადადიან იქ ყირას.

ცუდია, იქნებ მოვახერხო და მაქეთაც გამოვიარო, ბავშვებით კი ვიქნები მაგრამ ძალიან ვეცდები smile.gif wink.gif

Posted by: 365 12 May 2011, 08:18
palavando
ანუ 26-ში იქნებით დიდუბის პავილიონში.

Posted by: palavando 12 May 2011, 20:19
365
სავარაუდოდ დიდუბეში ვიქნები.საერთოდაც თითქმის ყოველდღე ვარ იქ .უბრალოდ თავისუფალი გრაფიკი მაქვს და ამიტომ გირჩევთ ტელეფონზე დარეკვას,დარწმუნებული რომ ვყო ,რომ არ აგცდებით.

Posted by: richirichi30 13 May 2011, 23:07
http://pix.ge/ესეც ჩემი დღევანდელი შენაძენი

Posted by: moon1 17 May 2011, 23:20
QUOTE (palavando @ 11 May 2011, 18:52 )
moon1
QUOTE
ვერაფრით ვახარებ არა და მიყვარს

რას ნიშნავს ვერაფრით ვახარებ? ბევრჯერ სცადეთ?ეგებ რაიმე შეცდომას უშვებთ? თუ რაიმე განსაკუთრებული პირობები გაქვთ(მაგ. ზედმეტად ჩრდილიანი)ეგებ სწორედ ვერ ირჩევთ ჯიშს?თუ უფრო დაწვრილებით დაწერთ რა პრობლემა გაქვთ, ეგებ მოვახერხო დახმარება მითუმეტეს,რომ ვარდები გყვარებიათ.

ჩრდილი არ არის მძიმე ნიადაგია რაღაც და რამდენჯერაც დავრგე არ გაიხარა ან გაიხარა და მალევე დაჭკნა.ჯიშებში დიდად ვერ ვერკვევი სიმართლე რომ გითხრათ. smile.gif

Posted by: davaki 18 May 2011, 15:54
bis.gif bis.gif bis.gif alk.gif alk.gif alk.gif alk.gif
-------------------

Posted by: rsmaan 18 May 2011, 16:55
გამარჯობა
ერთი კითხვა მაქვს რამდენად შევძლებ მაინტერესებს?
მინდა ერთ გახარებულ ვარდის ძირზე დავამყნობინო რამოდენიმე სხვადასხვა ფერის ვარდი სასურველია 4-5 ფერი რამდენად შეიძLება ესეთი რამის გაკეთება ?
წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: varianeli 18 May 2011, 18:31
შესაძლოა ვინმემ უკვე დაპოსტა მაგრამ, მაინც დავწერ smile.gif ეგ ხე-ვარდები არის ე.წ. შტამბოვანი ვარდები, როგორც ვიცი ასკილის ბუჩქზე ემყნობა და მიიღება მასე..სამების ეზოში მინახავს მრავლად.
* * *
rsmaan

ჩემს ახლობელს სოფელში თავად აქვს დამყნობილი ერთ ძირზე ორი ფერის ვარდი..ვფიქრობ შესაძლებელი სამიც და ოთხიც დაემყნოს.

Posted by: palavando 18 May 2011, 19:00
moon1
ვარდს თითქმის ყველა ნიადაგში შეუძლია ფესვის გატანა. ზომიერად თიხნარები კი უყვარს კიდეც.თუ მაინც ნიადაგი გაეჭვებთ შემდგომში ვარდის დარგვის წინ უფრო დიდი ორმო ამოიღეთ და ნაზავი მიწა ჩაყარეთ,ოღონდ ნაზავში აუცილებლად გადაურიეთ ადგილობრივი ნიადაგი,თან ფენე-ფენა . ანუ ჯერ ჩაყრით50 % ნაზავი+ 50% ადგილოდრივი.ვარდის გარშემო კარგ ნაზავში გადარეული 20%ადგილოდრივი მიწა. ამ მეთოდის დროს ვარდის ფესვები ნელ-ნელა ეგუება ადგილობრივ პირობებს და როცა ადგილობრივ ნიადაგს მიაღწევს ფესვედი უკვე მომაგრებული ექნება.
rsmaan
2-3 თავისუფლად,მეტი გაგიჭირდებათ.საქმე ის არის ,რომ ვარდი ახალგაზრდა ასკილზე ემყნოდა(ხნოვან ასკილზე დამყნობილის გადარჩენის პროცენტი შედარებით დაბალია.)ახალგაზრდა ასკილის ყელი კი 2 მაქსიმუმ 3 კვირტს აიტანს.შეგიძლიათ წახვიდეთ სხვა გზით. ჯერ ასკილზე ორი ვარდი დაამყნოთ.ხოლო შემდეგ თვითონ ამ ვარდებზე დაამყნოთ კიდევ ორი ან მეტიც...
თუ ამ ექსპერიმენტს ჩაატარებთ-სურათს ველით.ისე თუ გაქვთ უკვე გაზრდილი ვარდი შეგიძლიათ ვარდის ტოტებზეც ცადოთ დამყნობა.
davaki
ყველა ვარდის მოყვარულს მივესალმები.

Posted by: moon1 18 May 2011, 22:25
QUOTE (palavando @ 18 May 2011, 19:00 )
moon1
ვარდს თითქმის ყველა ნიადაგში შეუძლია ფესვის გატანა. ზომიერად თიხნარები კი უყვარს კიდეც.თუ მაინც ნიადაგი გაეჭვებთ შემდგომში ვარდის დარგვის წინ უფრო დიდი ორმო ამოიღეთ და ნაზავი მიწა ჩაყარეთ,ოღონდ ნაზავში აუცილებლად გადაურიეთ ადგილობრივი ნიადაგი,თან ფენე-ფენა . ანუ ჯერ ჩაყრით50 % ნაზავი+ 50% ადგილოდრივი.ვარდის გარშემო კარგ ნაზავში გადარეული 20%ადგილოდრივი მიწა. ამ მეთოდის დროს ვარდის ფესვები ნელ-ნელა ეგუება ადგილობრივ პირობებს და როცა ადგილობრივ ნიადაგს მიაღწევს ფესვედი უკვე მომაგრებული ექნება.
rsmaan
2-3 თავისუფლად,მეტი გაგიჭირდებათ.საქმე ის არის ,რომ ვარდი ახალგაზრდა ასკილზე ემყნოდა(ხნოვან ასკილზე დამყნობილის გადარჩენის პროცენტი შედარებით დაბალია.)ახალგაზრდა ასკილის ყელი კი 2 მაქსიმუმ 3 კვირტს აიტანს.შეგიძლიათ წახვიდეთ სხვა გზით. ჯერ ასკილზე ორი ვარდი დაამყნოთ.ხოლო შემდეგ თვითონ ამ ვარდებზე დაამყნოთ კიდევ ორი ან მეტიც...
თუ ამ ექსპერიმენტს ჩაატარებთ-სურათს ველით.ისე თუ გაქვთ უკვე გაზრდილი ვარდი შეგიძლიათ ვარდის ტოტებზეც ცადოთ დამყნობა.
davaki
ყველა ვარდის მოყვარულს მივესალმები.

მადლობა რჩევისთვის და კიდე დროები მაინტერესებს დარგვის kiss.gif

Posted by: palavando 19 May 2011, 00:29
moon1
QUOTE
დროები მაინტერესებს დარგვის

ადრე გაზაფხული ან შემოდგომა ჯობს რათქმაუნდა,მაგრამ კონტეინერში გაზრდილის გადატანა ნებისმიერ დროს შეიძლება(ზამთრის გარდა)უბრალოდ ივლის აგვისტოში გადარგულს მეტი ყურადღება დასჭირდება.შეეცადეთ კომი არ დაურღვიოთ.

Posted by: richirichi30 20 May 2011, 13:52
ერტი ტვის წინ ვიყიდე ჰოლანდიური ჯუჯა ვარდი რომელსაც რამოდენიმე გაუშლელი ბუტონი ჰქონდა, გადავრგე ქოთანში თავის ტორფიანად და უკვე თვეზე მეტია ველოდები როდის გაიშლება, მაგრამ როგორც ვიყიდე ისევ ისეა. ტორფი ხო არ უნდა მომეშორებინა?

Posted by: palavando 20 May 2011, 16:16
richirichi30
არა,ეგეთ რადიკალურ ცვლილებებს აზიზად გაზრდილი ევროპელები, როგორც წესი ვერ იტანენ.სავარაუდოდ თქვენს ვარდსაც გაზულუქებული ევროპელის ტიპიური პრობლემა აქვს-თავისი ნოყიერი ნიადაგიდან ახალ უჩვეულო გარემოში ფესვის გატანა არ უნდა და გაირინდა. ერთი- ორჯერ ფესვების სტიმულატორის სუსტი ხსნარით მორწყეთ.და დაელოდეთ. სხვა დროს დარგვის წინ ფესვები გაუღიზიანეთ, სტიმულატორით მორწყეთ და ისე გადარგეთ,თან შეეცადეთ ახალი მიწაც ტორფის ნარევიანი შეარჩიოთ.

Posted by: richirichi30 20 May 2011, 16:25
იმედია გაუვლის აზიზობა smile.gif
QUOTE
palavando

2kiss.gif

Posted by: natka80 27 May 2011, 19:30
palavando
რადგან ამ საქმის პროფესიონალი ხარ მეც მინდა გკითხო რაღაც, ვიყიდე ქოთანში დარგული ვარდები, ფაქტია ეზო არ მაქვს და ვერ გადავრგავ, თან მე სადაც ვცხოვრობ ძალიან ცივა და ვარდები ზამთარს ვერ გაუძლებენ.. ასეთი კითხვა მაქვს ,თუ ცოცხლობენ ქოთანში დარგული ვარდები დიდხანს და მათი გამრავლება თუ შეიძლება რამენაირად..
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: palavando 29 May 2011, 01:45
natka80
ქოთანში ვარდები თითქმის იმდენივე ხანი ცოცხლობს როგორც ნიადაგში. უბრალოდ სწორი ჯიშის არჩევა,მეტი მოვლა, მეტი კვება, და ნიადაგის განახლება დაგჭირდებათ.ისე იდეაში ,ქოთანში ნებისმიერ ვარდს შეუძლია გაძლება,თუ ქოთანი საკმაოდ ტევადია. ვარდები კალმით მრავლდება და საკმაოდ ადვილადაც.მაგრამ, თუ საიდუმლო არ არის სად ცხოვრობთ ასეთ ადგილას,რომ ვარდი აივანზე მოგეყინოთ? - 15 უმეტესობა ვარდებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს,უფრო ცივი ადგილებისთვის ყინვაგამძლე ვარდებიც არსებობს.ვერ მივხვდი სად უნდა გყავდეთ ვარდები,თუ ოთახში აპირებთ, ეს ნამდვილი პრობლემაა.ვარდები ოთახს ძნელად იტანენ,განსაკუთრებით ზამთარში. თუ ვარდს ზამთრის სიცივემ არ დაკრა და არ დაიძინა ,შეიძლება გაზაფხულზე აღარ აყვავდეს , თანდათან დაკნინდეს და დაიღუპოს.

Posted by: richirichi30 29 May 2011, 09:04
palavando
მინიატურებსაც უნდათ ზამთარში სიცივეში გამოზამთრება?

Posted by: lika-cuna 29 May 2011, 09:45
palavando
ეხლა რომ ავჭრა ვარდები და ქვიშაში დავაკალმო შეიძლება უკვე, პირველმა გაყვავებულებმა ჭკნობა დაიწყო უკვე

Posted by: natka80 29 May 2011, 16:10
palavando
QUOTE
თუ საიდუმლო არ არის სად ცხოვრობთ ასეთ ადგილას,რომ ვარდი აივანზე მოგეყინოთ?

სად ვარ და შვედეთში, თან ჩრდილოეთით, დღეს მაგალითად მარტო 12 გრადუსი იყო სითბო, ზაფხულში გასაგებია რომ გაძლებს ,მაგრამ ზამთარში რა ვქნა არ ვიცი, ხანდახან -40 ზე ადის ყინვა, სახლში კი რა თქმა უნდა სითბოა.. ანუ გამოდის რომ ვერ გადარჩებიან?? sad.gif
ხო კიდევ რა მაინტერესებს სპეციალური UF შუქი მაქვს მცენარეებისთვის და ხანდახან მის ქვეშ ვდგამ ხოლმე, ეს თუ შეიძლება?
* * *
http://fastpic.ru/
აი სურათიც

Posted by: palavando 30 May 2011, 01:45
lika-cuna
კარგი დროა. ის რომ მზეს უნდა მოარიდო და ტენიანობა შეუნარჩუნო თვითონაც გეცოდინება.
natka80
ვაი,ვაი, ამ სითბოში და მზეში გაზრდილმა ადამიანმა იმ გამყინვარებაში მოხვედრა როგორ მოახერხე?რით დაგამშვიდო? მინიატურული ვარდი ტანდაბალი, პაწკუნა,მაგრამ ბიოლოგიურად მაინც ვარდია და იგივე მოთხოვნები აქვს რაც მის ტანმაღალ თანამოძმეებს. ანუ, ჭირდება მზე, სუფთა ჰაერი და ზამთარში დასვენება.ხელოვნური განათება მზის სხივბებს მაინც ბოლომდე ვერ შეცვლის.ზამთარში კი გათბობით გამომშრლი ჰავის გამო შესაძლებელია დაგეღუპოთ.ასეთი ვარდები ოთახის პირობებში 1-2 წელი ძლებს. ვიცი გული დაგწყვიტე, მაგრამ რა ვქნა?თქვენს შემთხვევაში ეგებ რაიმე შემცვლელზე გეფიქრათ? მაგ. ბალზამინზე?
(imptiens,double rose)
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს მართალია ვარდის სუროგატია,მაგრამ ძალინ გავს ვარდს და ბევრი მინახავს განცვიფრებულს რომ უკითხავს-ეს რა ვარდიაო?
ბალზამინი კარგად იტაანს ოთახის პირობებს, ადვილად მრავლდება წყალში ჩადებული ტოტით და ფერითაც მრავალფეროვანია.
richirichi30
რაც ზემოთ წერია თქვენ ვარდსაც ეხება.ჯობია ვარდი აივანზე გააჩეროთ განსაკუთრებით ზამთარში. ვარდმა ზრდა უნდა შეაჩეროს და დაისვენოს. ოთახის პირობებში ვარდი დიდხანს ვერ ძლებს.

Posted by: natka80 30 May 2011, 18:07
palavando
QUOTE
მზეში გაზრდილმა ადამიანმა იმ გამყინვარებაში მოხვედრა როგორ მოახერხე?

აბა მეც მაგას ვეკითხები ჩემს თავს, მაგრამ ხომ გაგიგია სიყვარულო ძალსა შენსაო smile.gif მერე ვაპირებ სამხრეთისკენ გადმოსვლას, მაგრამ შვედეთი მაინც ცივი ქვეყანაა, სამაგიეროდ ზაფხული მიყვარს აქ ჩრდილოეთში, არ ღამდება და ღამის 2 საათზე მზე ანათებს..
რაც შეეხება ბალზამინს არც გამიგია მაგათ შესახებ, აუცილებლად ვიკითხავ მაღაზიებში,დავინტერესდი ძალიან, თან მართლა ლამაზია

Posted by: lika-cuna 30 May 2011, 22:10
palavando
ქალბატონო მარინა კიდევ ერთხელ დიდიიიიი მადლობა, ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან ვიზიტით
აი ჩემო ვარდები და თუ რომელიმე მოგეწონათ მოგართმევთ სუყველას
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც მინიატურული ვარდები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: richirichi30 31 May 2011, 13:57
lika-cuna
ულამაზესებია love.gif love.gif love.gif
აი ჩემი ჰოლანდიური აზიზი როგორც იქნა დამდო პატივი და გაიშალა
http://pix.ge/

Posted by: palavando 1 Jun 2011, 17:30
lika-cuna
დიდი მადლობა ,ჩემო კრგო, შემოთავაზებისთვის,მაგრმ როგორც ვხვდები ყველა მყავს უკვე.პაწკუნები ძალიან უხდება მაგ ქვებს.
[b]richirichi30[
გილოცავ,ძალიან ლამაზი ფერია.

Posted by: katerina-eko 2 Jun 2011, 01:10
lika-cuna
ლამაზი ვარდები გქონია და სათხოვარი მაქვს შენთან,თუ აპირებ შენთვის დაკალმებას იქნებ ჩემთვისაც დააკალმო.
მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: kvatunia24 2 Jun 2011, 09:09
აი ჩემი ქალბატონი smile.gif)
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მე მგონი ხვიარააა smile.gif

Posted by: lika-cuna 2 Jun 2011, 23:25
katerina-eko
QUOTE
ლამაზი ვარდები გქონია და სათხოვარი მაქვს შენთან,თუ აპირებ შენთვის დაკალმებას იქნებ ჩემთვისაც დააკალმო.
მადლობა წინასწარ 

გიკალმებ, მაგრამ გამახსენე ხო? მე აღარ მახსოვს ვის რას ვპირდები 2kiss.gif გაზაფხულზე შემახსენე

Posted by: katerina-eko 7 Jun 2011, 21:48
lika-cuna

QUOTE
გიკალმებ


დიდი მადლობა სიხარულო

2kiss.gif

Posted by: 365 11 Jun 2011, 21:03
lika-cuna
მგონი დაკალმება ეხლა უნდა, ივნისის თვეში, ისე ყვავილობას როდის ამთავრებენ ვარდები?

Posted by: palavando 12 Jun 2011, 01:36
365
ვარდის სახეობას გააჩნია.ბევრი სახეობა- ოქტომბრის პირველი ნახევარის ჩათვლით.

Posted by: 365 12 Jun 2011, 06:36
palavando
QUOTE
ვარდის სახეობას გააჩნია.

აი ეს რა ჯიშია და როდის შეიძლება ამის კალმები ავჭრა?
საოცარი ხასხასა ფერებია, არცერთი ფერი არ მეორდება...

Posted by: palavando 13 Jun 2011, 00:51
365
სურათის მიხედვით ვარდის სახელის დადგენა ძალიან ძნელია.რაც შეეხება სახეობას- ჩაის ვარდებს გავს. დაკალმება კი უკვე შეიძლება. შეგიძლია კალმები მთელი ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ააჭრა.

Posted by: richirichi30 14 Jun 2011, 15:18
ვარდზე შევნიშნე თითქოს ფქვილივით აყრია რა უნდა იყოს და რით ვუშველო?

Posted by: tat-ulia 14 Jun 2011, 17:12
თიხნარ ნიადაგში გაიზრდება ვარდი? მცოცავი ჯიში მინდა დავრგო ღობესთან და იმ ადგილას მოწითალო-თიხნარი მიწაა.

Posted by: palavando 18 Jun 2011, 00:30
richirichi30
ნაცარი იქნება, წვიმიან ამინდში ხშირად ემართება, შეწამლეთ დომარკით, ტოპაზით,შაბიამნის ხსნარით(ფოთლებს შეუღებავს, მაგრამ მერე ჩამოირეცხება),ბრავვოთი...
tat-ulia
გაიზრდება, მაგრამ ჯობია ნარევ მიწაში ჩარგოთ.წინა გვერდზე იხ.

Posted by: lika-cuna 21 Jun 2011, 23:55
palavando
ქალბატონო მარინა დავიწყე ვარდების დაკალმება და რაღაც არ გამომდის, ტოტები ხმება, რაგაცას ვერ ვაკეთებ სწორად, სხვა მცენარეები კარგად არიან, ვარდებს უჭირთ მარტო

Posted by: palavando 28 Jun 2011, 01:23
lika-cuna
ცოტა დამგვიანდა პასუხის გაცმა. ჩემმა კომპმა დაყვინთა დავერ შემოვდიოდი.ეგებ უფრო დაწვრილებით დაწერო- რა ნიადაგში აკალმებ,ეგებ სურათი დადო რომ უკეთესად დავინახო რა ხდება.ხშირად შესხურე, ან ქილა დაახურე ტენიანობა,რომ აწიო.თუ კალამს კანი მოეჭმუჭნა მაშინ მართლა ცუდათაა საქმე.ისე ვარდი არც ისე ადვილი დასაკალმებელია.განსაკუთრებით ე.წ ჩაის ვარდები.

Posted by: mia_nano 28 Jun 2011, 21:53
palavando
გამარჯობათ, ძალიან მიყვარს ვარდები და აგარაკზე ვახარებ, შეკითხვა მაქვს თქვენთან თუ არ შეწუხდებით, ცოტა დამიბერდა ჩემი უსაყვარლესი ვარდისფერი ვარდი, თანაც ამ ბოლო წლებში ასკილის ტოტებს იყრის მიწიდან და ვაჭრი ხოლმე,იქნებ მასწავლოთ როგორ გავამრავლო იგივე ჯიში? ადრე მეთვითონ დავკალმე ბარხატის ვარდი, იხარა ორმა ძირმა მაგრამ ძალიან სუსტებია 6 წელი იქნება უკვე მაგრამ დედიკოს არცერთი არ გავს, მოლეულები და სუსტები არიან, იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: palavando 29 Jun 2011, 22:18
mia_nano
მაინც რამდენი წლის იქნება თქვენი ვარდი? 20 -30 წელი ვარდისთვის დიდი პრობლემა არარის.შეგიძლიათ დაბლა 3 კვირტზე გადაჭრათ და ისე გააახლოთ.ასკილის ამონაყარი კი არ გადაჭრათ, გადაჭრილი ასკილი უფრო ინტენსიურად გაიზრდება.ამონაყარს ჩაყევით ფესვამდე,(თუ დაგჭირდათ მიწაც კი ნწილობრივ მოაშორეთ ფესვებს )და ამონაყარი ამოგლიჯეთ,(ახლად ამოზრდილ ასკილს უფრო ადვილად მოაშორებთ,თუ გადაზრდილია და ტოტი უკვე გამაგრებულია დაატრიალეთ და ისე მოაშორეთ, ან ძალიან დაბლა,ზედ ფესვზე გადაჭერით)შემდეგ ფესვები ისევ მიწით დაფარეთ.დააკვირდით მიწამ ხომ არ ჩაიწია და ფესვის ყელი ზევით ხომ არ დარჩა,როცა ფესვის ყელი მიწით დაფარული არ არის ასკილი უფრო ინტენსიურად იზრდება.
ეხლა რაც შეეხება გამრავლებას-ამ ბოლო წლებში მევარდეები კალმით გამრავლებულ ვარდებს ანიჭებენ უპირატესობას.თვლიან,რომ კალმით გამრავლებული ვარდები უფრო ბუნებრივად გამოიყუება ბაღებში, უკეთესად იბუჩქება, რადგან ფესვის ამონაყარი თავისივე ტოტი აქვს და არა ასკილი.მაგრამ არის გამონაკლისები(განსაკუთრებით ჩაის ვარდებში),რომლებიც დაკალმებისას სუსტები გამოდის.ასეთ ვარდის ჯიშებს მაინც ამყნობენ.შეიძლება თქვენი ვარდიც ამ კატეგორიისაა,მაგრამ მე მაინც მგონია, რომ გასხვლისას უშვებთ რაღაც შეცდომას თორემ 6 წლის ვარდი უკვე დატოტვილი და კარგად მოყოჩაღებული უნდა იყოს.რადგან მყნობას პპროფესიონალიზმი ჭირდება თქვენი ვარდების გამრავლება მაინც კალმით მოგიწევათ.დაკალმება როგორც ვხედავ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:აიღეთ გადაყვავილებული ვარდის ტოტიდა ისე გადაჭერით, რომ ზედ 2-3 კვირტი დარჩეს,ქვედა კვირტს ჩაცილდით ნახევარი სანტიმეტრით, და დახრილად გადაჭერით(კვირტი არ დააზიანოთ)ზედა კვირტსაც ნახევარი სანტიმეტრით აცილდით ზევით. ფოთლები შეაცალეთ,მხოლოდ ზედა კვირტთან დაუტოვეთ ერთი-ორი ფოთოლი(თუ ფოთლები ძალიან დიდიზომისაა შეგიძლიათ ფოთოლი ნახევარზე შეკვეცოთ.მეორე კვირტამდე ჩქასვით ქვიშაში, ან პერლიტში,მორწყეთ და კარგი იქნება თუ ქილას დაამხობთ ზედ.დადგით ჩრდილში, ქილა ყოველდღე ახადეთ 1- 2 წუთით გასანიავებლად. ტოტის შუა ნაწილი უკეთესად კალმდება.
უნდა გითხრათ, რომ ბაღში მეც დაკალმებული ვარდები უფრო მომწონს, დამყნობილი ვარდები უკეთესია მოსაჭრელად, რადგან გრძელ, მყარ ტოტებს ინვითარებს

Posted by: mia_nano 30 Jun 2011, 16:42
palavando
ძალიან დიდ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის, ვარდისფერი 25 წლის იქნება, ვსხლავ პერიოდულად, დაბალზე ჯერ არ გამისხლავს და გავსხლავ შემოდგომით, ხომ შეიძლება შემოდგომით გავსხლა?

Posted by: palavando 30 Jun 2011, 21:02
mia_nano
გააჩნია სად.თუ ზამთარი მკაცრია თქვენთან, მაშინ ადრე გაზაფხულზე ჯობია მაგ, მარტის დასაწყისში.მაშინ უკეთესად ჩანს რომელი ტოტი დააზიანა ზამთარმა და უნდა გადაიჭრას.შემოდგომაზე დაბლა გადასხვლა უფრო სარისკოა,მოკლე ტოტები შეიძლება ადვილად მოიყინოს.

Posted by: mia_nano 2 Jul 2011, 15:41
palavando
ზამთარი მართლა მკავრია, მთის ძირშია , ესე იგი გაზაფხულზე გავსხლავ, ამჯერად რომელი სასუქი ვიხმარო, ალბათ კვება აკლიათ ვარდებს და იმიტომ არ იზრდებიან სიმაღლეში, გმადლობთ,

Posted by: palavando 3 Jul 2011, 01:28
mia_nano ნებისმიერი კომპლექსური-აზოტი+ფოსფორი+კალიუმი. კარგია- კემირა,შეიძლება- ნიტროამოფოსკა და რათქმაუნდა ორგანიკა-გადამწვარი ნაკელი,ნაცარი...

Posted by: mia_nano 3 Jul 2011, 15:32
palavando
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: lika-cuna 5 Jul 2011, 09:09
palavando
სილაში ვაკალმებ, კი უმეტესობას კანი მოუჭკნდა, მერე გადავიღებ სურათს და დავდებ, სხვა ყვავილები კარგად კალმდება იგივე სილაში, არცერთი არ გამფუჭებია

Posted by: palavando 5 Jul 2011, 23:01
lika-cuna
შემდეგში ქილის დაფარებით ცადე, ვარდის დაკალმებას მაღალი ტენიანობა ჭირდება , რაც ძნელი მისაღწევია გარეთ. ან უნდა შეასხურო ხშირად ,ან ქილა უნდა დამხო.

Posted by: palavando 8 Jul 2011, 01:02
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ჩემი აშრამი და ჩიპენდეილი ჯერ კიდევ ყვავის.

Posted by: irunaaway 18 Jul 2011, 21:29
ჩემს ვარდს გაუჩნდა მწვანე პატარა მატლები, რომლებიც ჭამენ ფოთლებს. როგორ ვუშველო?

Posted by: palavando 20 Jul 2011, 00:21
irunaaway
სამთო ქიმიაში შეიძინეთ ბი -58 ამ შემთხვევისთვის ყველაზე იაფი და ქმედითი პრეპარატია.

Posted by: oilnewsge 20 Jul 2011, 11:46
[B] palavando

ეს ნებისმიერ მცენარეზე იმოქმედებს?

Posted by: palavando 21 Jul 2011, 11:17
oilnewsge
ფოთლების მჭამელი მატლების შემთხვევაში კი.ანუ მცენარეს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს მავნებლის სახეობას. ვარდს ძირითადა 2-3 სახეობის მატლი აზიანებს და ბი -58 საკმაოდ ქმედითია.ვერ ერევა ვარდის კიდევ ერთ დიდ მტერს -ობობისებრ ტკიპას ,ამ შემთხვევაში იხმარეთ აქტელიკი ან მასაი.

Posted by: oilnewsge 21 Jul 2011, 12:45
QUOTE (palavando @ 21 Jul 2011, 11:17 )
oilnewsge
ფოთლების მჭამელი მატლების შემთხვევაში კი.ანუ მცენარეს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს მავნებლის სახეობას. ვარდს ძირითადა 2-3 სახეობის მატლი აზიანებს და ბი -58 საკმაოდ ქმედითია.ვერ ერევა ვარდის კიდევ ერთ დიდ მტერს -ობობისებრ ტკიპას ,ამ შემთხვევაში იხმარეთ აქტელიკი ან მასაი.

დიდი მადლობა, ტკიპასავით აქვს ზუსტად ჩემს მცენარეს, დღესვე ვიყიდი აქტელიკს

Posted by: irunaaway 23 Jul 2011, 15:14
დიდი მადლობა. საპნიანი წყლით გავწმინდე ფოთლები დაზიანებული რაც იყო მოვაჭერი და ის მატლები ხელით მოვაშორე, ალბათ მაინც დაჭირდება არა წამალი?

Posted by: palavando 24 Jul 2011, 02:30
irunaaway
თუ ვარდი ბევრი არა გაქვთ მატლებთან ბრძოლა ხელითაც შეიძლება. საპონიც კარგია(სარეცხის).ოღონდ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. მაგ მატლების დანახვა საკმაოდ ძნელია. და არ გამოგეპაროთ.

Posted by: Dardiani Didgula 25 Jul 2011, 19:58
დიდი მებაღე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ბოლოდ დროს ძალიან შემიყვარდა ყვავილები. ეზოში გავაშენე ვერდები, მაგრამ გაუჩნდა ჭია და სულ დახრული აქვს ფოთლები, მასწავლეს მომერწყა საპნიანი წყლით, რამდენმჯერმე მოვრწყე, მაგრამ არ უშველა. თავიდან ჩანდა მწვანე პაწაწინა ჭიები, მწერებივით, მერე კი აღარ, (მორწყვის შემდეგ) მაგრამ ახლა ყოველდღე ემატება ფოთლებზე ხვრელები, უკვე ყვავილის გვირგვინზეც გადავიდა.

იქნებ მირჩიოთ რამე რა ვქნა?

მადლობა.

Posted by: palavando 26 Jul 2011, 01:48
Dardiani Didgula
თქვენი პოსტიდა შთაბეჭდილება შემექმნა,რომ სულ ცოტა ორ მავნებელზე ვსაუბრობთ:
http://www.radikal.ru
მწერები-ვარდის ტილი ფოთლებს ვერ ხრავს, მაგრამ წოვს და ახმოდს ახალ ყლორტებს.
ფოთლებს ძირითადად სხვადასხვა მატლები ხრავენ.
http://www.radikal.ru
ეს მატლები ძნელი დასანახია,მაგრამ ძალიან სწრეფად შეუძლიათ ვარდის გადახვრა.
სამთო ქიმიაში შეიძინეთ: აქტარა ,აქტელიკი, ბი-58,ფიტოვირმი... ჯობია ორი-სამი სხვადასხვა პრეპარატი. და მორიგეობით შეასხურეთ.მიიღეთ მხედველობაში,რომ მავნებლები ძალიან სწრაფად ინვითარებენ რეზისტენტობას ამიტომ წამლის მონაცვლეობა აუცილებელია.
რაც შეეხება საპონს, მოსარწყავად არასდროს იხმაროთ, საპნიანი წყალი შეიძლება ფოთლებს შეასხუროთ ორივე მხრიდან. გამოიყენეთ სარეცხის საპონი ,ან ჭურჭლის სარეცხი ხსნარი 1ჩკ -2 ლ წყალზე.შეგიძლიათ დაამატოთ 1ჩკ სოდა, მაგრამ ეს ხსნარი უფრო პროფილაქტიკისთვის ან დაწყებით სტადიაზე არის ქმედითი.

Posted by: Dardiani Didgula 26 Jul 2011, 19:31
palavando
უღრმესი მადლობა.
აუცილებლად ვიყიდი ამ პრეპარატებს და თქვენს რჩევასაც გავითვალისწინებ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. smile.gif


Posted by: scorpscorpscorp 11 Aug 2011, 21:47
ვინმემ მირჩიედ რა ამხელა ქოთანი საკმარისია ამ ვარდისთვიის? თუ უფრო დიდი უნდა? მადლობთ წინასწარ
http://pix.ge/

Posted by: palavando 19 Aug 2011, 13:06
scorpscorpscorp
ზომები ასე ძნელი განსასაზღვრია,მაგრამ ისე ჩანს ,რომ მართლაც პატარაა.. ვარდს დიდი ტევადობის ,ღრმა კონტეინერი ჭირდება -სიმაღლე სულ მცირე 50 სმ.სიგანე შეიძლება ნაკლები იყოს.და არ დაგავაიწყდეთ კარგი კვება.ვარდი ქოთანში ძალიან მომთხოვნია.ზოგიერთი ვარდი კონტეინერს ძალიან ცუდად ეგუება.თუ არ მიწყენთ, უნდა გითხრათ,რომ ჭრაში შეცდომებს უშვებთ. მაგ.მარჯვენა ტოტი(არა მარტო მარჯვენა) შიგნით მზირალ კვირტზე გაქვთ გადაჭრილი. შესაბამისად ,ტოტი შიგნით განვითარადა და ფორმა დაირღვა.ყოველთვის ეცადეთ გარეთ მომზირალ კვირტზე გადაჭრათ.

Posted by: scorpscorpscorp 22 Aug 2011, 13:47
palavando
დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ, და თუ არ დამზარდებით ეგება მორწყვის სისტემატიურობაც მითხრად, 2-3 დღეში ვუსხავ ხოლმე მცირე რაოდენობით წყალს, ბიოჰუმუსს კვირაში ერთხელ. კი წავიკითხე რომ ზაფხულში უფრო ინტენსიური მორწყვა უნდა მარა, როგორც კი მორწყვის დოზას ვზრდი რაღაც მწერები უჩნდება...
რაც შეეხება ფოთლებზე წყლის შესხურებას, საშინლად ვერ იტანს, ეგრევე იწყენს ხოლმე... ვერ გავიგე რას ვაკეთებ არასწორად smile.gif

Posted by: palavando 24 Aug 2011, 01:24
scorpscorpscorp
ვარდი მართლაც არ გამოიყურება ჯამრთელად ასე ზეპირად ძნელია ,მაგრამ ეგებ მაინც მივაგნოთ მიზეზს.
მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია ბევრ პარამეტრზე(ნიადაგის სტრუქტურა,მზის ინტენსიობა,მცენარის ტენისადმი მომთხოვნელობა...) მარტივად კი,ვარდს არ უყვარს ზედმეტი სისველე-იმედია დრენაჟი არ დაგავიწყდათ.მორწყვებს შორის ნიადაგის ზედაპირი ოდნავ უნდა შეშრეს ხოლმე. მცირე რაოდენობით წყლის დასხმა შეცდომაა. უხვად და უფრო იშვიათად მორწყვა ჯობს.ნიადაგი ნეკა თითით შეამოწმეთ.ფრჩხილის სიღრმეზე მოწა ნოტიო უნდა იყოს ხოლმე(ნოტიო და არა სველი).შეეცადეთ მიწის ზედაპირი არ შეიკრას ,ხშირად გააფხვიერეთანუ აჩიჩქნეთ.
სად ჩნდება მწერები ნიადაგში თუ მცენარეზე? დღის რა მონაკვეთში ასხურებთ?ეგებ კვება შეუცვალოთ გამოიყენეთ კრისტალონი, ან კემირა.როდის არის სურათი გადაღებული?თუ ახალია, ვარდს ზრდის მეორე ეტაპი უკვე უნდა დაეწყო.და ბოლოს შემთხვევით ხომ არ იცით რა ვარდია.თუ სახელი იცით მაშინ უფრო ადვილად დავადგენთ კონკრეტულად ამ ვარდისთვის საჭირო ოპტიმალურ პირობებს.

Posted by: LIKA-KHATIA 4 Nov 2011, 15:01
მადლობა მოდერაციას, 2kiss.gif

აბა ვარდის მოყვარულებო შეესიეთ.

Posted by: palavando 4 Nov 2011, 16:43
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
დიდყვავილა,ჯუჯა ვარდები(50სმ) "იელის"(ექსპო ჯორჯიასტერიტორია,მე-3 პავილიონთან) ვარდების კოლექციიდან Suni ,Phab gold,Wildfire,Apricot clemantine,Hakuun.

Posted by: Melano 4 Nov 2011, 18:47
QUOTE
დიდყვავილა,ჯუჯა ვარდები(50სმ) "იელის"(ექსპო ჯორჯიასტერიტორია,მე-3 პავილიონთან) ვარდების კოლექციიდან Suni ,Phab gold,Wildfire,Apricot clemantine,Hakuun.

love.gif სტაფილოსფერი და ყვითელი ვარდები ულამაზესია...palavando
ეს ვარდები გაყიდვაში მხოლოდ ეხლაა ? გაზაფხულზე შევიძენდი ეხლა ფულზე ქესატად ვარ mo.gif

Posted by: palavando 4 Nov 2011, 23:15
Melano
ძირითადი გაყიდვები ,სწორედაც რომ გაზაფხულზე გვექნება.ასე რომ მობრძანდით გაზაფხულზე.რაც შეეხება ფასებს -საკმაოდ თავშეკავებული ფასები გვაქვს.

Posted by: Melano 6 Nov 2011, 05:28
palavando
QUOTE
ძირითადი გაყიდვები ,სწორედაც რომ გაზაფხულზე გვექნება.ასე რომ მობრძანდით გაზაფხულზე.რაც შეეხება ფასებს -საკმაოდ თავშეკავებული ფასები გვაქვს.

2kiss.gif ალბათ ჩავსახლდები თქვენთან

Posted by: Kasaby 6 Nov 2011, 05:35

Oscar Wilde
The Nightingale and the Rose


http://www.eastoftheweb.com/short-stories/UBooks/NigRos.shtml weep.gif

Posted by: palavando 7 Nov 2011, 00:48
Melano
ძალიან მიყვარს ვარდები და ვარდების მოყვარული ადამიანებიც.ასე რომ ვიმეგობროთ. თან უნდა ვთქვა,რომ ძალიან ვამაყობ ჩვენი კოლექციით. თითქმის ყველა ცნობილი სელექციონერის ვარდები გვაქვს და ბევრი ძალიან ,ძალიან სურნელოვანი ვარდი.

Posted by: Melano 7 Nov 2011, 18:57
palavando
QUOTE
ძალიან მიყვარს ვარდები და ვარდების მოყვარული ადამიანებიც.ასე რომ ვიმეგობროთ. თან უნდა ვთქვა,რომ ძალიან ვამაყობ ჩვენი კოლექციით. თითქმის ყველა ცნობილი სელექციონერის ვარდები გვაქვს და ბევრი ძალიან ,ძალიან სურნელოვანი ვარდი.

პმ-ში თქვენი ტელ.ნომერი მომწერეთ , გთხოვთ 2kiss.gif

Posted by: palavando 8 Nov 2011, 18:02
ვარდები "იელის" კოლექციიდან.
რამდენიმე წლის წინ , ვარდების მსოფლიო ასოციაციმ ჩაატარა გამოკითხვა ნომინაციებში- I ხალხის რჩეული ვარდი,II-ყველაზე სურნელოვანი ვარდი.
აი გამარჯვებულებიც:
ნომონაცია- ხალხის რჩეული ვარდი(Peopes' favorite rose)
I. http://www.radikal.ru
Double Delight ®-ჰერბრტ სვიმი(აშშ)
II. http://www.radikal.ru
Abraham Darby ® -დავიდ ოსტინი(ინგლისი)
III.http://www.radikal.ru
Mister Lincoln- სვიმი&ვიკსი(აშშ)
ნომინაცია-ყველაზე სურნელოვანი ვარდი (Most fragrant rose)
იგივე სამეული ლიდერობს მცირე ცვლილებით:
I Abraham Darby ®
II Double Delight ®
III Mister Lincoln

Posted by: ARIZONA09 9 Nov 2011, 14:51
ერთი ვარდის ბუჩქზე სხვადასხვა ფერის ვარდი როგორ დავამყნო? smile.gif)) წინასწარ მადლობააააsmile.gif)
და როდის???

Posted by: palavando 9 Nov 2011, 19:44
ARIZONA
მყნობისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა-ვარდების ინტენსიური ზრდის დაწყებამდე.საუკეთესო პერიოდია აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ჩათვლით.თუ მყნობის ტექნიკა იცით, პრობლემა არ გექნებათ., თუ არა You tube -ში შედით და ვარდის მყნობა აკრიფეთ, ძალიან ბევრი მასალაა.შეგიძლათ 2-3 სხვადასხვა ვარდის კვირტი ერთ ასკილის საძირეზე(ფესვის ყელზე) დაამყნოთ ,ან აირჩიოთ ვარდის ბუჩქი და რომელიმე ძლიერ ტოტზე სხვა ვარდი დაამყნოთ.მიაქციეთ ყურადღება, რომ საძირე ვარდი უფრო ძლიერად მოზარდი ჯიშისა უნდა იყოს, ვიდრე ის ვარდი,რომელსც ზედ ამყნობთ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Nov 2011, 22:54
ვარდების დაკალმების დრო როდის არი ? აი ბოთლებში რო აკალმებენ ამას ვგულისხმობ. ეხლა ყვავილობენ და მთელი ზაფხული ყვავილობდნენ და რავიცი რამდენი გავივლი სულ პლასმასის ყვავილებივით მარადიული ყვავილობა ავთ საუბარი მაქვს ბათუმის ახლ ბულვარში დარგულ ვარდებზე მე ვარდებში ვერ ვერკვევი და იქნებ დამეხმაროთ sad.gif

Posted by: palavando 10 Nov 2011, 01:29
ბევრი თანამედროვე სელექციის ვარდი ხშირად მოყვავილეა,მითუმეტეს ბათუმის კლიმატურ ზონაში.თბილისში შედარებით უჭირთ,რადგან ვარდები ცუდად იტანენ მშრალ ჰავასდა ძალიან მაღალ ტემპერატურებს.ასე რომ -"თბილისო,მზის და ვარდების მხარეო"- გაზვიადებული და მითოლოგიზირებულია.რაც შეეხება გამრავლებას: თეორიულად ვარდები ნებისმიერ დროს შეიძლება გაამრავლოთ.საუკეთესო დროა პირველი ყვავილობის ტალღის შემდეგ დაახლობით მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით.მაგრამ ეხლაც შეიძლება დაკალმება, განსაკუთრებით ბათუმში.თუ პირდაპირ ნიადაგში აკალმებთ:
Как-то мне в конце октября дали черенки парковой розы. Я посадила их по рекомендации одной знакомой под зиму так: вырыла ямку глубиной около 30 см, заполнила сорванной травой см на 20, сверху насыпала торф и слой компоста. Пролила всё как следует водой, затем воткнула в подготовленную почву черенки роз. Сверху соорудила тепличку: разместила металлические прутья в виде шатра, на них накинула плёнку и прижала её по краям теплички кирпичами плотно, чтобы практически не осталось щелей. Парничок с высаженными розами закидала лапником. Весной открыла парничок и обнаружила, что все черенки роз успешно перезимовали и тронулись в рост».
ვარდის დასაკლმებელი ნიადაგის შემადგენლობა: ტორფი, ქვიშა, კომპოსტი- თანაბარი წილი. ან პერლიტი, ქვიშა, კომპოსტი. ვარდი კარგად კალმდება პირდაპირ პერლიტშიც.დასახურად გამოდგება მინის ქილა,უკეთესია პლასტიკატის გადაჭრილი ბოთლი.ბოთლი გადაჭერით და ზედა სახურავიანი ნაწილი დაახურეთ კალამს. ზოგჯერ, თბილ ამინდში ბოთლს სახურავი მოხსენით 10-15 წუთით კალამს ჰაერმა, რომ დაუაროს.ამ ბოლო წლებში ბათუმში არ ვყოფილვარ , სამწუხაროდ არ ვიცი რა ვარდებია, მაგრა ასე უხვად და ხანგრძლივად მოყვავილე ვარდი ფლორიბუნდა უნდა იყოს და ადვილად უნდა დაკალმდეს.თუ სახლის პირობებში აპირებთ დაკალმებას შემატყობინეთ,იქ ცოტა განსხვავებული ტექნიკა ჯობია.

Posted by: pernata 10 Nov 2011, 01:47
M-A-S-E-R-A-T-I
კიდე იჯაჯღანებ???? აბა ჩვენ თემაში ესეთ პასუხს გაგცემდა ვინმე?? smile.gif
palavando
გამარჯობა smile.gif კომპოსტს რომ ახსენებთ - გუდვილის ვარგა, თუ იცით? აბელომ იყიდა, ადრე, და რამდენადაც მახსოვს, მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო - გადაუმუშავებელი ტოტები ერია ბევრი. მე კი ვამზადებ ჩემს სამყოფს, მაინტერესებს ბაზარზე რა ხდება...

Posted by: palavando 10 Nov 2011, 02:42
pernata
გუდვილის კომპოსტი მეც არ მომეწონა, ტოტებიც ერია და ადვილადაც ობდებოდა.ჩვენც თვითონ ვამზადებთ, მაგრამ წელს ვიღაცა აქაურმა შემოგვიტანა პაქეტებში,ნახევრად ჰუმუსი ნახევრად კომპოსტი... ყოველ შემთხვევაში დასაკალმებლადაც და დასათესადაც კარგად გამოგვადგა.1–2 დღეში იელში მივალ და დაგიზუსტებ თუ გაინტერესებს.შენი კაფე რას აკეთებს ?რა პირი უჩანს?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Nov 2011, 09:30
palavando
გმადლობ ამომწურავი პასუხისთვის, გაზაფხულამდე მოვიცდი ჯერ ადგილიც არ მაქვს ამათთვის ისე კი მემგონი მაინც მშრალი ჰავა მაგათთვის უკეთესია გამომდინარე იქედან რომ ჩემი ვარდები რომლებიც თბილსიდან წამოვიღე ძალიან ნელა იზრდებოდნენ ხშირად უჩნდებოდათ დაავადებები მაშინ როცა იგივე იგივე ზომის ძირი ჩემს ნათესავთან 2ჯერ უფრო მაღარლი ჯანმრთელ და ლამაზ ბუჩქად გადაიქცა. როგორც კი გამოვა კარგი ამინდები გადავუღებ და დავდებ ფოტოს smile.gif
pernata
QUOTE
კიდე იჯაჯღანებ???? აბა ჩვენ თემაში ესეთ პასუხს გაგცემდა ვინმე??

biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: palavando 10 Nov 2011, 13:44
M-A-S-E-R-A-T-I
ორივეგან განსხვავებული პრობლემაა. ვარდების უმეტესობა წყვეტს ყვავაილობას ,როცა ტემპერატურა +32-ს ცილდება.ამიტომ, თანამედროვე უხვად მოყვავილე ვარდების უმეტესობა ,თბილისის პირობებში მაინც წყვეტს ყვავილობას და კარგად ყვავის გაზაფხულზე და შემოდგომაზე . თუმცა არის გამონაკლისებიც ე.წ გვალვის ამტანი ვარდები.ვარდებს არც ზედმეტად წვიმიანი ამინდები უყვართ . მართალია უფრო ხშირად ავადდება და მეტი მოვლა ჭირდება, ზოგიერთი ვარდი ბუტონსაც კი ვერ შლის წვიმაში-ფურცლები ეწებება ერთმანეთს, მაგრამ თანამედროვე ვარდების ბუმი მაინც დიდ ბრიტანეთშია, სადაც სიგრილე და ტენიანობაა...
მოკლედ, ვარდი ჭირვული და რთული კულტურაა.ფრთხილი შერჩევა ჭირდება ვარდსაც და ადგილსაც.კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს- ჩვენ კარგად არ ვიცნობთ თანამრდროვე ვარდებს. თეორიული ცოდნის შევსება თანამედროვე პირობებში ადვილია, მაგრამ ჩამოიტან რაიმე ძალიან განთქმულ, ვარდს, რომელსაც ყველა არსებული პრემი და ჯილდაო აქვს მიღებული,დარგავ ყველა ინსტრუქციის გათვალისწინებით(თუ მიაქციეთ ყურადღება,ძირითადი რჩევა- მზიანი ადგილია) და აღმოჩნდება, რომ ევროპელის მზიანი ადგილი ჩვნებურ მზეს(+35- 38) სულაც არ გულისხმობს.ვარდი ან წყვეტს ყვავილობას ,ან ბუტონი ეწვება ....,ამ ფორმატში ცოტა ძნელია ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება,როცა თბილისში იქნებით გამოგვიარეთ, ვარდებზე საუბარი არასოდეს მწყინდება მაგარი ფანატი ვარ.
P.Sდავიჯერო სმაილიკი მაინც არ დავიმსახურე? ეხლა შევიჭყიტე მშობლიურ, ბაღის ყვავილების თემაში,მაგარი ომი გაგიმართავთ...

Posted by: pernata 10 Nov 2011, 23:19
palavando
QUOTE
.შენი კაფე რას აკეთებს ?რა პირი უჩანს?

პმ-ში მოგწერთ smile.gif
QUOTE
სმაილიკი მაინც არ დავიმსახურე?

bis.gif მასერატიც დააფასებს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ დანარჩენი უსერებისგან სპეც მადლობა.

Posted by: palavando 11 Nov 2011, 02:22
M-A-S-E-R-A-T-I
გმადლობთ სმაილიკისთვის. ეხლა დაამატეთ ,თუ წინა ჯერზე ჩემმა კომპმა აურია და არ აჩვენა? ეგებ მაგ ბულვარის ვარდები ფოტოებიც დაგვიდოთ, ძალიან მაინტერესებს.

Posted by: erekleerekle 11 Nov 2011, 18:32
ვინმეს ხომ არა აქვს ამ საქმეში გამოცდილება, იქნებ გაგვიზიაროთ

Posted by: palavando 12 Nov 2011, 01:07
erekleerekle
ცოტა უფრო კონკრეტული შეკითხვა დასვით.

Posted by: madona111 13 Nov 2011, 16:45
ვამე ძალიან მიყვარს ვარდები, როგორ უნდა დავრგო ხო არ იცის, ვინმემ? ვერაფრით გავახარე ჩემს ეზოში sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: palavando 13 Nov 2011, 19:56
madona111

QUOTE
ვერაფრით გავახარე ჩემს ეზოში

საკვირველია პირდაპირ.ვარდმა კარგად რომ გაიხაროს, უხვად იყვავილოს და არ იავადმყოფოს ,მართლაც გარკვეული გამოცდილება უნდა გქონდეთ, მაგრამ ვარდი ასე ადვილად არ იღუპება ხოლმე.სად გაქვთ ეზო? რა ნიადაგია ასეთი ?სად ყიდულობთ ვრდებს? ინტერნეტი სავსეა ვარდის დარგვასთან დაკავშირებული თვალსაჩინოებით. დაგუუგლეთ ან youtobe-ში აკრიფეთ.
ძირითადიპრინციპი კი შემდეგია:http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
თითქოს რთული არ უნდა იყოს.მიაქციეთ ყურადღება , რომ ორმო ცოტა დიდი ზომის უნდა იყოს , ფესვაბის ქვეშ გორაკად დაყარეთ ნოყიერი მიწა კომპოსტი, ნეშომპალა ცოტა ქვიშა..თუ ნაკელს იხმართ –აუცილებლად კარგად გადამწვარი უნდაიყოს!
Корневая шейка саженца роз в средней полосе заглубляется примерно на 5 см под землю с учетом зимы. Если не соблюдать норму заглубления прививки, то она окажется, либо слишком низко, где будет в холодном слое почвы, что будет затормаживать развитие куста, либо слишком высоко из-за чего начнется активный рост стеблей шиповника ослабляющих саженец, а так же прививка будет сильно подвержена обморожению зимой. Для хорошего развития розы после посадки хорошо поливайте ее под корень .
ეს ყველაერი შიშველ ფესვიან ვარდს ეხება, კონტეინრში გაზრდილს, თუ შეიძენთ საქმეს კიდევ უფრო გაიიოლებთ.

Posted by: palavando 16 Nov 2011, 23:32
ყასაბი
'If you want a red rose,' said the Tree, 'you must build it out of music by moonlight, and stain it with your own heart's-blood.
დიდებულად ტრაგიკულია! მაგარია ოსკარ ვაილდი.

Posted by: Kasaby 17 Nov 2011, 00:02
palavando
QUOTE
'If you want a red rose,' said the Tree, 'you must build it out of music by moonlight, and stain it with your own heart's-blood.

for Love is wiser than Philosophy, though she is wise, and mightier than Power, though he is mighty. Flame-coloured are his wings, and coloured like flame is his body. His lips are sweet as honey, and his breath is like frankincense.
QUOTE
დიდებულად ტრაგიკულია! მაგარია ოსკარ  ვაილდი.


up.gif love.gif

Posted by: LIKA-KHATIA 17 Nov 2011, 01:14
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ბათუმის ახლ ბულვარში დ


გაგაგიჟებს შენ ეგ ბულ-ვარდი. lol.gif

Posted by: Franky 17 Nov 2011, 18:28
საბაღე ცენტრ "ევროეზო"-ში მიიღეს გერმანული სელექციის დზალიან მაგარი ვარდები, გარანტიით, და საკმაოდ იაფად , რაც მთავარია სრულ ინსტრუქტაჟს გიტარებენ როგორ უნდა დაირგოს რომ პრობლემები არ შეიქმნას
http://euroezo.ge/index.php?page=47&lang=geo ამ ლინკზე არის ის ვარდები რაც შეგიძლიათ ნახოთ ევროეზოში

Posted by: ARIZONA09 17 Nov 2011, 19:21
Franky

QUOTE
და საკმაოდ იაფად
იქნებ საშუაო ფასებიც დაწეროთ?

Posted by: pernata 17 Nov 2011, 20:44
palavando
ხომ ვერ მეტყვით, შორეულ საბჭოთა დროს რომ იყიდებოდა ბარდი, რა ჯიში იყო? ვეცდები ავღწერო. ძალიან მუქი წითელი, პატარა ვარდებით დახუნძლული, არა მხვიარა. და ხანმოკლე სეზონი იყიდებოდა, თუ არ ვცდები, ფრეზიების დროს. ევროეზოს ვარდების კატალიგისან ამადეუსს წააგავს ცოტა. მაგრამ ის უფრო კოხტა და კოკროჭინა იყო biggrin.gif ( თუ ნოსტალგიით შევფერე? )
Franky
ფასები, მართლაც საინტერესოა. და ტიტველი ფესვითაა თუ კონტეინერში?

Posted by: palavando 18 Nov 2011, 02:45
Franky
საინტრესო კოლექციაა, ძირითადად კორდესის ვარდებია, კარგი სელექციონერია და ერთი- ორი ამ ვარდებიდან თბილისში არც მინახავს.მაგ, ალოჰა ,ეგებ ფასი მომწეროთ პმ-ში მაინც.მეც მაქვს მხვიარა ალოჰა, ბონერის ვარდია. კორდესის ალოჰაც მინდოდა, მაგრამ ჩვენ ვარდები ინგლისიდან ჩამოვიტანეთ, იქ კი გერმანელებს , როგორც შევატყვე,მაინცდამაინც არ სწყალობენ.გარანტია რას ნიშნავს? კონტეინერებშია?
http://www.radikal.ru
ბონერის ალოჰა
ისე, ეგებ ინფორ მაციითაც შემოგვიერთდეთ და ერთად აღვადგინოთ ვარდების სიყვარული საქართველოში.
pernata
აბა, რა გითხრა. ვისაც არ ვკითხე საქაეთველოში ადრე გავრცელებული ვარდების სახელებიდან ძალიან ცოტა იციან. ძირითადი ინფორმაცია დადის მაინც ცნიბილ სამურაბე ვარდებამდე(ალბათ იგულისხმება- ისპაჰანი, კაზანლიკი,ბულგარიან პრინსი....)რათქმა უნდა ბევრმა იცის -Gloria Dei ,თავის დრიზე ძალიან პოპულარული ვარდი იყო,The Fairy -ის უბრალოდ პოლიანტს ეძახიან. ამბობენ მამულაშვილს გამოყავდა ვარდებიო, მაგრამ ვერავინ ვნახე ,ან სახელი იცოდეს,ან სად წავიდა ეგ ვარდები.ერთხელ ბოტანიკურში უნდა მივიდე ,ეგებ იქ შემორჩნენ ძველი მევარდეები. ისე, როგორც ვხვდები ძირითადად მაინც პრაქტიკოსები იყვნენ და ამ სფეროს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. აბა ეს ვრდი ნახე ,ეგებ დაემთხვეს ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. Marie-Louisehttp://www.radikal.ru

Posted by: nino_31 18 Nov 2011, 17:47
გარანტიას არ ვიცი როგორ იძლევიან მაგრამ ფასები 45-70 ლარამდე მერყეობსოო ამბობენ

Posted by: pernata 18 Nov 2011, 19:03
nino_31
კონტეინერებშია, (ქოთანში ან ვედროში ან პარკში) დარგული? არ იცით ვინმემ?
* * *
palavando
QUOTE
Marie-Louise

ხოო, მგონი ეგაა. მაადლობთ (აი სმაილიკიც) 2kiss.gif

Posted by: irmushela 18 Nov 2011, 19:49
http://imageshack.us/photo/my-images/69/dsc02949mp.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
http://imageshack.us/photo/my-images/845/dsc02951x.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ეს ვარდები ჩემი სოფლიდან არის...

http://imageshack.us/photo/my-images/268/dsc03322j.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/805/dsc03324ui.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ეს კი სამების ეკლესიის ულამაზესი ვარდებია..

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Nov 2011, 20:38
LIKA-KHATIA
QUOTE
გაგაგიჟებს შენ ეგ ბულ-ვარდი.

იოხუნჯე შენ მართლა მომწონს ეს ვარდი ნახე სულ მთიანად გაპუტა ხოშკაკალმა და მაინც ყვავის biggrin.gif

ამაზე ახლოს ვეღარ მივედი სულ დაცვა ადგას, ნეტა ვინ რას იპარავს რო... ნუ ჯერ ყოველ შემთხვევაში biggrin.gif
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: palavando 19 Nov 2011, 01:06
pernata
შიშველფესვიანია და მე რომელიც მინდოდა 80 ლარიო.. სხვა აღარ მიკითხავს..
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
გაზაფხულზე ცადეთ, როცა სავალდებულო ჭრა ექნებათ. რომელიმე მუშა აუცილებლად მოგცემთ ,ან მოგყიდით გადანაჭრებს.როგორც ვატყობ მაინც ფლორიბუნდა,ან ნიადაგის მფარავი უნდა იყოს- ორივე კარგად კალმდება..
* * *
irmushela
ძალიან, ძალიან ლამაზია.

Posted by: pernata 19 Nov 2011, 01:52
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ამაზე ახლოს ვეღარ მივედი სულ დაცვა ადგას, ნეტა ვინ რას იპარავს რო... ნუ ჯერ ყოველ შემთხვევაში

ბათუმში მასტერკლასი რომ მექნება, დასწრება სავალდებულოა tongue.gif
irmushela
up.gif
palavando
QUOTE
შიშველფესვიანია და მე რომელიც მინდოდა 80 ლარიო..

baby.gif და ეს იაფია??? rolleyes.gif rolleyes.gif თან შიშველფესვიანი თან გარანტიით??? rolleyes.gif rolleyes.gif ხოო....

Posted by: natuka_29 19 Nov 2011, 17:55
ნინო ეხლა შემოიტანეს ვარდები? ფართო არჩევანი აქვთ ნეტა? ვგიჟდები ვარდებზეsmile.gif))

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 19 Nov 2011, 18:38
palavando
QUOTE
გაზაფხულზე ცადეთ, როცა სავალდებულო ჭრა ექნებათ. რომელიმე მუშა აუცილებლად მოგცემთ ,ან მოგყიდით გადანაჭრებს.როგორც ვატყობ მაინც ფლორიბუნდა,ან ნიადაგის მფარავი უნდა იყოს- ორივე კარგად კალმდება..

გმადლობ 2kiss.gif
pernata
QUOTE
ბათუმში მასტერკლასი რომ მექნება, დასწრება სავალდებულოა

ზამიოტანო yes.gif

Posted by: palavando 24 Nov 2011, 02:44
რატომ დაკარგა ვარდმა სურნელი?!

უფროსი თაობისგან ალბათ ხშირად გსმენიათ-ჩვენ დროს ვარდები იყო... სურნელი წაგაქცევდა. ახალგაზრდებს ეს ფრაზა ჩვეული წარსულის ნოსტალგია გონიათ ,მაგრამ ამ ფრაზაში ნამდვილად არის ჭეშმარიტება. საქართველოში (ევროპაში ე.წ ისტორიული ვარდები ისევ ძალიან პოპულარულია) თანდათან გადაშენდა ძველი ჯიშები- ბურბონები, პორტლანდები, რუგოზები,ცენტრიფოლიები და მათთან ერთად თითქმის გაქრა ვარდისთვის ჩვეული სსურნელიც, მაგრამ დღესაც ახალგაზრდასაც და ძველგაზრდასაც მოწონებული ვარდი ,პირველ რიგში ,ცხვირთან მიაქვს.ადამიანში თითქოს კოდირებულია-ვარდს სურნელი უნდა ქონდეს.
რატომ გადაშენდა ძველი ჯიშები?მიზეზი რამდენიმეა:
1. ისტორიული ვარდები ძირითადად ერთხელ მოყვავილეა.
2. შეზღუდული ფერთა გამა-ვარდისფერი, თეთრი, მეწამული.
3.დაავადებებისადმი ნაკლები მედეგობა.
4. მოდაში შემოვიდა ე.წ ჩაის ვარდბი, რომლებიც ფორმით განსხვავდება ვარდის საწყისი, ბუნებრივი ფორმისგან.
ეს ისტორიული ვარდების ფოტოები ალბათ ბევრს გაახსენებს ბებიის ეზოში მოყვავილე ვარდებს
http://www.radikal.ru Souvenir de la Malmaison.
http://www.radikal.ruMadam isaac Pereire
http://www.radikal.rurose de Resht
შემდეგში, შევეცდები გავცე პასუხი კითხვას-რატომ დაკარგა თანამედროვე ვარდმა სურნელი.

Posted by: varianeli 24 Nov 2011, 09:53
palavando

ეგ "ძველმოდური" ვარდები, მართლაც მახსენებს ბავშვობას..საოცარი სურნელი აქვთ..წელს მეზობელმა გაზაფხულზე მომცა 3 პატარა (ბარდღლი) ძირი, დახარდნენ და იმედია მომავალ გაზაფხულზე აყვავდებიან კიდეც...

სხვა თანამედროვე ვარდები თავად დავახარე, მაგრამ ამ "სამურაბე" ვარდებს ვერცერთი სეედრება სურნელით...

ყოველთვის როდესაც გაზაფხულზე ვარდებს ვსხლავ, ანასხლავ კალმებს არ ვყრი- ვაფესვიანებ..გაზაფხულზე დაფესვიანებული კალმები, რომლებმაც იყვავილეს კიდეც ზაფხულში, ახლა გადავრგე...


საერთოდ თბილისის გარშემო არსებულ სანერგე მეურნეობებში ძალიან ძვირად ყიდიან ვარდებს..10-15 ლარიდან იწყება პატარა ძირის ფასი..ამიტომ ვარჩევ თავად
მოვამრავლო...

Posted by: palavando 25 Nov 2011, 00:37
varianeli
QUOTE
საერთოდ თბილისის გარშემო არსებულ სანერგე მეურნეობებში ძალიან ძვირად ყიდიან ვარდებს..10-15 ლარიდან იწყება პატარა ძირის ფასი

სამწუხაროა,რომ ჩვენი შემსყიდველობის უნარი ძალიან დაბალია,თორემ თუ დამიჯერებთ ფასის უფრო დაწევა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.თქვენ სამოყვარულ;ო გმოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობთ და არ ითვალისწინებთ ,რომ სანერგე კეთილი მეზობლის მიერ მოწოდებული 1-2 ტოტის იმედზე ვერ დადგება.მან სადედე ვერდები უნდა შეიძინოს(ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ,)დარგოს და მოუაროს . დროზე შეწამლოს, გაანოყიეროს, მორწყას(წყლის ფასი ალბათ გეცოდინებათ)რადგან კალმების რაოდენობა სამოყვარულო დონეს აღემატება,მათ მოვლას და შემდეგ კონტეინერებში გადატანასაც მუშა ხელი ჭირდება. ჭირდება მიწის შეძენა,(ათი ვარდის დასაკალმბლ-ჩასარგავ მიწას მოყვარული მებაღე საკუთარ ეზოში მოთხრის,მაგრამ სანერგე ამ გზით ვერ ივლის)და რაც მთავარია გაითვალისწინეთ გადასახადები, რისგანაც თქვენ თავისუფალი ხართ.ყველაფერს თუ დააჯამებთ დაინახავთ,რომ ეგ ფასი მართლაც მინიმუმია.
მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მაწუხებს ის, რომ ვარდების ბევრ მოყვარულს სასურველ ვარდზე ხელი არ მიუწვდება.


Posted by: varianeli 25 Nov 2011, 11:41
palavando
მე შევქმნი მაგ პრეცენდენტს..გამოვიყვან ვარდის საძირეებს და ხალხს უფასოდ ვაჩუქებ wink.gif

Posted by: palavando 25 Nov 2011, 14:42
varianeli
სიცილიკების დამატება მეზარება ხოლმე,მაგრამ ეხლა თავი ვერ შევიკავე biggrin.gif lol.gif . არ მიყვარს ენთუზიაზმის ჩაკვლა, მაგრამ უნდა მოგახსენოთ,რომ ვარდთან დაკავშირებით ასეთი მეკობრეობა კანონით დასჯადია.(კვიპაროზებზე ხომ არ გადახვიდოდით?)
QUOTE
გამოვიყვან ვარდის საძირეებს

თუ ახალი,უცნობი ჯიშის გამოყვანას გულისხმობთ, დაპატენტება არ დაგავიწყდეთ -მერე აკალმეთ და არიგეთ რამდენიც გინდათ.
ისე მეც ვაკეთებ მაგას მეგობრებისთვის ,მაგრამ დღგ-ს გაჩუქებულ ვარდზე მაინც ვიხდი.

Posted by: MITIATO 25 Nov 2011, 17:03
QUOTE (palavando @ 24 Nov 2011, 02:44 )

ეს ისტორიული ვარდების ფოტოები ალბათ ბევრს გაახსენებს ბებიის ეზოში მოყვავილე ვარდებს
http://www.radikal.rurose de Resht

ეს ვარდები მახსოვს. mo.gif
სუნი_არა.

Posted by: palavando 25 Nov 2011, 21:13
ვუბრუნდები წინა გვერდზე დსმულ კითხვას -რატომ დაკარგა ვარდმა სურნელი?!

მიზეზი ტრივიალურია-ფული.ბიზნესი, ვარდების წარმოების მონოპოლია,ტრანსკონტინენტური მონოპოლისტები.
სამწუხაროა,რომ სიყვარულის,ერთგულების და საერთოდ რომანტიზმის ეს უძველესი სიმბოლო ასე საფუძვლიანად გაეხვა ფულის ხაფანგში.თითქოს რა კავშირი უნდა ქონდეს ბიზნესს ვარდის სურნელთან-გავყვეთ მოვლენათა განვითარებას და ამ კავშირს აუცილებლად დავინნახავთ:
ჯერ შეიქმნა უზარმაზარი სავარედე მეურნეობები,ძირითადად ჩრდილო ევროპულ ქვეყნებში-ჰოლანდია, დანია,გერმანია, თავისი ბაზრის ამოწურვის შემდეგ დაიწყო მსოფლიო ექსპანსია,ანუ სხცვა ქვეყნების ბაზრის ათვისება-ვაგზავნით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში- ამ წაეწერას ბევრგან შეხვდებით.როგორც ხედავთ,ჯერ-ჯერობით ყველაფერი ბიზნესის ჩვეული კანონებით ვითარდება,მაგრამ აქ მივადექით ერთ სპეციფიკას-ვარდმა მგზავრობას რომ გაუძლოს და დანიშნულების ადგილზე დაუზიანებლად ჩავიდეს,იქ 2კვირა მაინც იდგეს ისე,რომ სასაქონლო სახე არ დაკარგოს, ბუტონი ძალიან მდგრადი უნდა ქონდეს.ბიზნესმა მყისიერად ირიაგირა და ვარდების ახალი თაობა-ე.წ ფლორისტული ვარდები შექმნა.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
უდავოდ ლამაზი ვარდებია,მაგრამ გაირკვა,რომ ასეთი მდგრადი ,გასანთლული ბუტონის ჩამოყალიბებას ხელს უშლის ვარდში არსებული მთრიმლავი ნივთიერებები, ზეთები,ფერმენტები,რაც ვარდის განუმეორებელ სურნელს ქმნის.გამოსავალი ადვილად იპოვნეს-ვარდიდან გამოდევნეს ყოველგვარი"მინარევი". ეს კიდევ არაფერი,ნათქვამია მადა ჭამაში მოდისო-ახალი თაობის ვარდების მწარმოებლები ვარდების კონკურსებს და შოუებს შეესივნენ და ვარდების შეფასების კრიტერიუმების შეცვლას მიაღწიეს.
კრიტერიუმები დღეს ასე გამოიყურება:
1.Bloom color-ფერი
2.Bloom form-ბუტონის ფორმა
3.Bloom quantity ყვავილების რაოდენობა
4.Bloom frequencyყვავილობის სიხშირე
5.Fragrance სურნელება
როგორც ხედავთ შეფასების კრიტერიუმებში პირველი 4 ადგილი " ფორმალიზმს" უკავია-შესაბამისად სელექციონერებმაც დაკარგეს ინტერესი ვარდის სურნელისადმი.
აი, ასე შიწირა ფულმა ვარდის სურნელი. მაგრამ რა იქნებოდა სამყარო დონ კიხოტების გარეშე? შემდეგში სწორედ დონ კიხოტებზე მოგითხრობთ.

Posted by: Jaguar paw 25 Nov 2011, 21:39
palavando
QUOTE
ვუბრუნდები წინა გვერდზე დსმულ კითხვას -რატომ დაკარგა ვარდმა სურნელი?!...

დიდი მადლობა! smile.gif
ყოველთვის მაინტერესებდა რატომ.

Posted by: aanuka 25 Nov 2011, 21:42
ჩინური,სამურაბე ვარდის გახარება შეიძლება ქოთანში?

Posted by: LEOPARD 25 Nov 2011, 21:54
რა მშვიდი და ლამაზი თემაა.

Posted by: MITIATO 25 Nov 2011, 23:10
palavando
QUOTE
ვუბრუნდები წინა გვერდზე დსმულ კითხვას -რატომ დაკარგა ვარდმა სურნელი?!

სულ მეგონა, რომ ვარდს სუნი არ ქონდა. mo.gif
მადლობა ახალი ინფორმაციისთვის!

Posted by: varianeli 25 Nov 2011, 23:28
QUOTE (palavando @ 25 Nov 2011, 14:42 )

სიცილიკების დამატება მეზარება ხოლმე,მაგრამ ეხლა თავი ვერ შევიკავე :D  :lol: . არ მიყვარს ენთუზიაზმის ჩაკვლა, მაგრამ უნდა მოგახსენოთ,რომ ვარდთან დაკავშირებით ასეთი მეკობრეობა კანონით დასჯადია.(კვიპაროზებზე ხომ არ გადახვიდოდით?)

სიმართლე გითხრათ ვერ ვიგებ მეხუმრებით, თუ რაიმეს სერიოზულად მირჩევთ.. :yes:

საძირეების გამოყვანაში მე სელექციას არ ვგულისხმობდი...არასწორად დავწერე...თუმცა შესაძლოა ასკილის დათესვა და მასზე შემდგომ დამყნობა..მათაც საძირეებს ეძახიან...
..მე ვგულისხმობდი ვარდების დაკალმებას, დაფესვიანებას..და გაჩუქებას...

კვიპაროსებზე რად უნდა გადავიდე მართლა ვერ მივხვდი...

Posted by: palavando 26 Nov 2011, 00:44
Jaguar paw
LEOPARD
MITIATO
გმადლობთ გამოხმაურებისთვის.
]MITIATO[/b]
QUOTE
სულ მეგონა, რომ ვარდს სუნი არ ქონდა.

როცა ეს ფრაზა წავიკითხე,თქვენს პროფილს გადავხედე(იმედია არ გამიბრაზდებით)და თქვენი დაბადების თარიღი გადავამოწმე.სწორედ თქვენს თაობას ვგულისხმობდი,როცა ვამბობდი(იხ.წინა გვერდი),რომ ახალგაზრდებს სურნელოვანი ვარდების არსებობა ბებიების ნოსტალგიური ზღაპრები გონიათ.გაზაფხულზე, როცა ვარდები აყვავდება, მოიცალეთ და მოდით "იელში". სურნელოვანი ვარდების კოლექციას გაჩვენებთ.
aanuka
სამურაბე ვარდი პირობითი, ანუ შინაურული სახელია სურნელოვანი ვარდების ჯგუფისა, რომლიდანაც ვარდის მურაბას ხარშავდნენ.ეს ვარდები ძირითადად საბაღე ვარდებია, მაგრამ ბევრი მათგანი ქოთანშიც ძლებს( აივანზე)უბრალოდ მეტი მოვლა და კვება ჭირდება.

varianeli
მე კი ვიხუმრე(იმედია საწყენად არ მიიღეთ), მაგრამ ხომ გაგიგიათ -ყვველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალი დევს.თქვენ კიდევ არ იცით რა პრაგმატულ სამყაროში ვცხოვრობთ.ვინაიდან ვარდები დაპატენტებულია და არსებობს საავტორო უფლების ცნება, მათი გამრავლება მოყვარულებისთვის კანონით აკრძალულია.კვიპაროზებზე კი საავტორო უფლება არა არსებობს.

Posted by: MITIATO 26 Nov 2011, 01:39
palavando
QUOTE
როცა ეს ფრაზა წავიკითხე,თქვენს პროფილს გადავხედე(იმედია არ გამიბრაზდებით)და თქვენი დაბადების თარიღი გადავამოწმე.

არა, რას ამობობთ! smile.gif
დამალვა რომ მინდოდეს არც ჩავწერდი პროფილში.
QUOTE
გაზაფხულზე, როცა ვარდები აყვავდება, მოიცალეთ და მოდით "იელში". სურნელოვანი ვარდების კოლექციას გაჩვენებთ.

სიამოვნებით. yes.gif

Posted by: aanuka 26 Nov 2011, 13:01
palavando
დაახლოებით შეგიძლიამითხრა რა სახის მოვლა სჭირდება?ანუ თუ შევძლებ

Posted by: palavando 26 Nov 2011, 17:22
aanuka
რა თქმა უნდა შეძლებთ.ისეთივე მოვლა ჭირდება,როგორც ჩვეულებრივ ვარდს. უბრალოდ , უფრო ხშირად უნდა მორწყათ და უფრო ინტენსიურად კვებოთ.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ვარდი არ უნდა იყოს ნამყენი.ასკილზე ნამყენი ვარდები კონტეინერს ცუდად იტანს-კალმით გამრავლებული ჯობია.კონტეინერი უნდა იყოს უფრო მაღალი ვიდრე განიერი.;ადრე,როცა კონტეინერების არჩევანი მწირი იყო ვედროებს იყენებდნენ-სწორედ ეგ ფორმაა საუკეთესო.დრენაჟი არ დაგავიწყდეთ.
ნიადაგი-კარგ საბაღე მიწაში გადარეული კომპოსტი+ნეშომპალა+ნაკელი(კარგად გდამწვარი)+ქვიშა, ან ფოთლოვანი ტყის მიწა +ქვიშა+ნაკელი (აუცილებლად კარგად გადამწვარი.)
ჩარგეთ ვარდი ,კარგად მორწყეთ. ზაფხულში მორწყვა ალბათ ყოველ მესამე დღეს დაგჭირდებათ(გააჩნია ადგილს,რა სისწრაფით გამოშრება ნიადაგი)მიწა არ უნდა გადაგიშრეთ,
და კვებოთ ყვავილების საკვების სუსტი ხსნარით კვირაში ერთხელ.
ეს ძალიან ზოგადინ თეზისებია,უფრო დაწვრილებით, როცა ვარდი გექნებათ მერე ვისაუბროთ.

Posted by: aanuka 26 Nov 2011, 17:47
palavando
დიდი მადლობა,იმედია ვიშოვი როგორიც მინდა 2kiss.gif

Posted by: palavando 28 Nov 2011, 17:50
რა იქნებოდა სამყარო დონ კიხოტების გარეშე(დსაწყისი იხ. წინა გვერდებზე)

ნებისმიერი სელექციონერისათვის დიდი პატივია ვარდების კონკურსში გამარჯვება.მთელ მსოფლიოში ტარდება ყოველწლიური ვარდების შოუები და კონკურსები.მათ შორის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებად ითვლება: WFRS Rose Hall of Fame( ვარდების მსოფლიო ფედერაცია) ,Royal National Rose Society (RNRS) Show(დიდი ბრიტანეთი), ARS Award of Excellence(აშშ),ADR Anerkannte Deutsche Rose(გრმანია)ბადენ– ბადენის, ბელფასტის, ნიცას, ჰააგის კონკურსების ოქროს მედლები.......
XX საუკუნის მიწურულს კი ვიღაცა მადლიანს გაუჩნდა სურვილი ჩაეტარებინა ყოველწლიური ონლაინ გამოკითხვა– „ხალხის სიმპატიის“ გამოსალენად,ანუ მთელ მსოფლიოში ვარდების მოყვარულები ხმას აძლევდნენ მათ რჩეულ ვარდს.პირველი გამოკითხვის შედეგები ასეთი იყო:
http://www.radikal.rudouble delight
http://www.radikal.ruabraham-darb
http://www.radikal.ruMr_Lincoln.
მაინც რამ განაპირობა ამ ვარდების ასეთი წარმატება? –სურნელმა! სამივე ვარდს უმაღლესი(10)სურნელების კოეფიციენტი აქვს.ამ გამოკითხვებმა ნათლად აჩვენა, რომ ვარდების მოყვარულებს არ ეთმობათ ვარდის სურნელი. უფრო მეტიც ყოველ წელს ,ამ გამოკითხვების მიხედვით,ვარდების მოყვარულებს პირვლ ათეულში ჯიუტად შეყავთ დავიდ ოსტინის ე.წ. ინგლისური სურნელოვანი ვარდები. (გაგრძელება იქნება).

Posted by: irmushela 28 Nov 2011, 18:12
QUOTE
rose de Resht

ეს ვარდი გვიდგას მეუღლის სოფელში და ისეთი სუნი აქვს დაგბნიდავს მაგრამ ძალიან სუსტია თვითონ ძირი...ყვავილი კი ძალიან ლამაზი

Posted by: palavando 29 Nov 2011, 00:03
irmushela
დარწმუნებული ვარ ,რომ სადღაც -სადღაც შემორჩა ისტორიული ვარდები,განსაკუთრებით სოფლებში,მაგრამ ინფორმაცია მათ შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს(ყოველ შემთხვევაში მე ვერ მივაკვლიე)
ყველას ვთხოვ, არ დაიზაროთ ,დადეთ თქვენი საყვარელი ვარდების სურათები და თუ იცით სახელებიც.
* * *
როგორც ავღნიშნე, ვარდების მოყვარულთა ონლაინ გამოკითხვებში,ინგლისური ვარდები ლიდერობს . უკვე ათ წელზე მეტია ვარდების პირველ ათეულში ოსტინის 4-5
ვარდია დასახელებული.რა თქმა უნდა ვარდის სანერგეები ამ ფაქტს უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ- დღეს თითქმის ყველა დიდი სანერგის კატალოგში ცალკე გრაფადაა წარმოდგენილი-English roses,David Austin.ბევრს გაუკვირდა ინგლისელი სელექციონერის ასეთი წარმატება,ფრანგებმა,რომლებიც ვარდების კულტურის შემომტანად და სელექციის პიონერებად ითვლებიან ევროპაში,ძალიან მტკივნეულად აღიქვეს ეს ფაქტი.მაგრამ უნდა აღინიშნოს ,რომ ვარდის კულტურას და სიყვარულს ინგლისშიც საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს.ბოლოს და ბოლოს ინგლისის სიმბოლო-წითელი ვარდია.სწორედ ლანკასტერების წითელი ვარდი ამშვენებს ინგლისელი რეგბისტების მაისურებს

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ალბათ გახსოვთ ცნობილი ვარდების სამოქალაქო ომი.ლანკასტერების ემბლემა-წითელი ვარდი, იორკების-თთეთრი.30 წლიანი სისხლისმღვრელი ომების შემდეგ ლანკასტერებმა ძლიეს რიჩარდ იორკს(ავადსახსენებალი რიჩარდ III)და ინგლისის ტახტზე ავიდნენ.სწორედ ამ დრ ოიდან ხდება(15სკ)წითელი ვარდი ინგლისის ეროვნული სიმბოლო .
ამ პატარა ისტორიული გადახვევის შემდეგ,უშუალოდ ოსტინის ვარდებზე მოგითხრობთ.

Posted by: natuka_29 29 Nov 2011, 17:26
ევროეზოს ვარდები ვინმეს ხო არ გინახავთ?

Posted by: palavando 30 Nov 2011, 01:01
რა იქნებოდა სამყარო დონ კიხოტრების გარეშე
(დასაწყისი იხ. წინა გავერდებზე.)
დარწმუნებული ვარ უკვე მიხვდით, რომ ვარდების მოყვარულები სწორედ დავიდ ოსტინს უწოდებენ ვარდების დონ კიხოტს და მან ეს საპატიო წოდება ისტორიული ვარდებისა და ვარდის სურნელისადმი უსაზღვრო ერთგულებით დაიმსახურა.
დავიდ ოსტინმა საკუთარი სანერგე 70–იან წლებში დააარსა და მიზნად დაისახა ისტორიული ვარდების ჰიბრიდიზაციით გამოეყვანა ახალი თაობის ვარდები, რომლებიც შეინარჩუნებდნენ ისტორიული ვარდებისათვის დამახასიათებელ სურნელს, იმავდროულად ძველი თაობის ბევრი ვარდისაგან განსხვავებით იქნებოდნენ რემოტანტულნი(განმეორებით მოყვავილე), უფრო მდიდარი ფერის გამით( ისტორიული ვარდები ფერიში შეზრუდული იყო– ვარდისფერი, თეთრი, მეწამული) და უფრო მედეგნი დაავადებების მიმართ.
პირველი ცდები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა ,მისი პირნელი ვარდები– 'Constance Spry' 'Chianti' 'Shropshire Lass– სურნელოვანი იყო, მაგრამ მაინც ერთხელ ყვაოდა.
15წლიანი ცდების შემდეგ კი ნამდვილი წარმატება მოვიდა პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით შეიქმნა ოსტინის შედევრები:'Abraham Darby, Crown Princess Margareta, Graham Thomas, 'Gertrude Jekyll, Jude the Obscure.......ამ ვარდებს განუმეორებელი სურნელი, უხვი და ხშირი ყვავილობა ქონდა, მაგრამ პროფესიულ სამყაროს კიდევ ათი წელი და ვარდების მოყვარულთა ნამდვილი ზეწოლა დაჭირდა(როგორც გახსოვთ, მოყვარულებს გამუდმებით შეყავდათ საუკეთესო ათეულში 4–5 ოსტინის ვარდი) ამ ვარდების ღირსების ასაღიარებლად. სამაგიეროდ 21 საუკუნის დასაწყისში ჯილდოების ნამდვილი წვიმა წამოვიდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ ეხლა კი ოსტინის რამდენიმე ვარდს გთავაზობთ.

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება

Posted by: varianeli 1 Dec 2011, 15:13
QUOTE (palavando @ 26 Nov 2011, 00:44 )


varianeli
მე კი ვიხუმრე(იმედია საწყენად არ მიიღეთ), მაგრამ ხომ გაგიგიათ -ყვველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალი დევს.თქვენ კიდევ არ იცით რა პრაგმატულ სამყაროში ვცხოვრობთ.ვინაიდან ვარდები დაპატენტებულია და არსებობს საავტორო უფლების ცნება, მათი გამრავლება მოყვარულებისთვის კანონით აკრძალულია.კვიპაროზებზე კი საავტორო უფლება არა არსებობს.

არა საწყენად არ მივიღე..მაგრამ ტონალობა ვერ გავარჩიე მაინცადა მაინც კარგად თქვენი გზავნილისა smile.gif

მე მაინც გავამრავლებ ვარდებს და დავარღვევ საავტორო უფლებებს..მოვიდნენ და დამაჯარიმონ smile.gif

აი კვიპაროსებზე არ ვიცოდი..მადლობა ინფორმაციისთვის..

თუმცა კვიპაროსების გამრავლებას არ ვაპირებ.... fig.gif

Posted by: palavando 1 Dec 2011, 20:06

ამ ჩემი საუბრების მცდელობამ ,როგორც ვხედავ ,ლამის მონოლოგის სახე მიიღო.ნუთუ არავის ყავს ვერდი ,რომელიც უყვარს და მოწონს?დადეთ რა სურათები, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები და გამოცდილება.
ამასობაში მე ჩავათავებ თხრობას ინგლიდსური ვარდების შესახებ.
როგორ ც ავღნიშნე XX საუკუნის მიწურულს ინგლისური ვარდების ნამდვილი ბუმი დაიწყო და ჯილდოების წვიმა წამოვიდა.ამ ფორმატში შეუძლებელია ოსტინის პრემირებული ვარდების ჩამოთვლა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ერთი ვარდის „გრეჰემ თომასის“ ჯილდოების არასრულ სიას გთავაზობთ:
'Graham Thomas ®' rose
— 2009 —
WFRS Rose Hall of Fame (The World's Favourite Rose)(ვარდების ყველაზე პრესტიჟული ჯილდო)
World Federation of Rose Societies Convention
— 2001 —Modern Shrub Rose
Fox River Valley Rose Society Show
Great Lakes District Show
Greater Columbia Rose Society Show
Long Island Rose Society Show
Millstream Rose Society Show
Monterey Bay Rose Society Show
Rowan Rose Society Show
Southern Tier Rose Society Show
Virginia Peninsula Rose Society Show
York Rose & Garden Society Show
— 2000 — Shrub (ARS)
Modern Shrub Rose
Augusta Rose Society Show
Belleville Area Rose Society Summer Show
Duneland Rose Society Show
— 1999 —
Award of Garden Merit (RHS/RNRS)

Best English Rose Spray or Specimen (CRS)
Royal Horticultural Society Show
New York State Fair Show
Portland Rose Society Spring Show
Rogue Valley Rose Society Show
Sacramento Rose Society Show
Southern Tier Rose Society Show

ვარდების პრესტიჟული ჯილდო Award of Garden Merit (RHS/RNRS) სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს:'Golden Celebration, Graham Thomas ®,Gertrude Jekyll, Abraham Darby ®,Eglantyne ,Molineux, 'Pat Austin,....
ინგლისური ვარდების ასეთმა წარმატებამ დიდება მათ ავტორსაც მოუტანა–2003–ში დავიდ ოსტინს მიენიჭა ვიქტორიის ღირსების ორდენი და დინ ჰოლის მედალი,2007–ში რაინდის წოდება, 2010–ში ვარდების საერთაშორისო ფედერაციამ მას სრულიად განსაკუთრებული ტიტული– "Great Rosarian of the World"მიანიჭა.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: varianeli 3 Dec 2011, 14:49
palavando
მე ჩემი გამოზრდილი ყველა ვარდი მიყვარს...smile.gif
რადგანაც ახლა სოფელში გადავსახლდი ინტერნეთან იშვიათად მაქვს შეხება თორემ ამ თემის ხშირი სტუმარი და მპოსტველი ვიქნებოდი..სამწუხაროდ დამოუკიდებლად მიწევს ვარდების მოვლა მოყვანის, მოშენების სწავლა..ჯერ კარგი სახელმძღვანელო ვერ ვიპოვე...
ახლაც შემოდგომაზე უნდა დამერგო მოსაშენებლად ვარდები (კომერციული მიზნებისთვის) მაგრამ იმხელა თოვლია ჩვენთან რომ ბაღში ფეხით ძლივას დავდივარ...

ჩემი დაფესვიანებული ვარდების მეორე პარტია კი მოვასწარი..იმედია გაზაფხულზე ყველა მათგანი გაიხარებს...

ასე რომ თქვენი აქ დაწერილი ინფორმაცია უკვალოდ არ ქრება, მინიმუმ ერთი დაინტერესებული ადამიანი კითხულობს და სწავლობს კიდეც ჩემი სახით smile.gif

Posted by: irmushela 3 Dec 2011, 15:04
palavando
მე რა ვარდებიც მქონდა სურათები დავდე...
QUOTE
ასე რომ თქვენი აქ დაწერილი ინფორმაცია უკვალოდ არ ქრება

სულ ვნახულოფ ყველა ახალ პოსტს და სურათებით ხომ ვტკბები და ბტკბები..
მეც სოფელში მაქვს ბაღი ...და სამწუხაროთ დიდი გამოცდილება არ მაქვს.
სამწუხაროთ მარტო ბაღის ყვავილების თემა აქტიურობს სხვა თემები მაგ:ჩვენი ოთახის მცენარეები,ბონსაი ჩამკვდარია

Posted by: MITIATO 3 Dec 2011, 15:12
palavando
QUOTE
ამ ჩემი საუბრების მცდელობამ ,როგორც ვხედავ ,ლამის მონოლოგის სახე მიიღო

ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ნაწერს, საინტერესო რაღაცეებს წერთ.

QUOTE
ნუთუ არავის ყავს ვარდი ,რომელიც უყვარს და მოწონს?

სამწუხაროდ, არ მაქვს ეზო, სადაც ვარდების დარგვა შემეძლება, თორემ ხვიარა ვარდებზე (მგონი ასე ქვიათ) ვგიჟდები.
თან თქვენ ისეთ სურათებს დებთ ხოლმე...

Posted by: pernata 3 Dec 2011, 19:43
palavando
QUOTE
.ნუთუ არავის ყავს ვერდი ,რომელიც უყვარს და მოწონს?

ჩემი მეგობარია, დარეგისტრირებული არ არის, მთხოვა დამედო თქვენთან მისი და მისი ვარდის სურათი smile.gif
http://www.radikal.ru
varianeli
QUOTE
მინიმუმ ერთი დაინტერესებული ადამიანი კითხულობს და სწავლობს კიდეც ჩემი სახით

არაერთი, ბევრი. მაგრამ დარეგისტრირებაც კი ეზარებათ მადლობის სათქმელად და ინტერაქტივისთვის.

Posted by: varianeli 3 Dec 2011, 20:14
ესეც ჩემი დაკალმებული ვარდები..მაგრამ ამათგან უკვე შვილებიც დავაკალმე წელს და უკვე მეორე თაობა ყავთ smile.gif

ქვიშიან და ცოტა ხრეშიან ნიადაგში ყველაზე კარგად ფესვიანდება..თან გვერდზე ჭა გვაქვს და მიწას ხშირად ვრწყავდი..
თითქმის არცერთი კალამი არ გაცდა...
http://www.radikal.ru

Posted by: palavando 3 Dec 2011, 21:12
MITIATO
irmushela
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.ვარდები ძალიან მიყვარს და მინდა რც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიზიაროს ეს სიყვარული.
MITIATO
რა სამწუხაროა. აივანი?[
b]pernata[/b]
შენ მეგობარს გადაეცი:ადამიანი არ მეგულება,რომელსაც ერთხელ მაინც ქონოდა შეხება მაგ ვარდთან და მაგ პატარა პრინცთან და ან ერთის, ან მეორის სიყვარული ოდესმე გაუნელდეს.
varianeli
ყოჩაღ, ძალიან ჯამრთელად გამოიყურება.რა ვარდები გაქვს? თუ არ იცი სახელები , გაზაფხულზე სურათები დადე,საერთოდ სურათებით ვარდის დადგენა ძალიან ჭირს.
მაგრამ ეგებ მაინც მოვახერხოთ.

Posted by: varianeli 6 Dec 2011, 16:12
palavando

სიმართლე გითხრა არ ვიცი რა ვარდებია..ზოგიერთი სამების ბაღიდან წამოვიღე (ნაგვზე გადაყრილი ანასხლავები), ზოგი ბაზარში ვიყიდე,
ზოგი მეზობლებმა მომცეს..ჯერ ორი წელია სოფელში ვარ და ძალიან მინდა მაღალ დონეზე შევისწავლო ეს დარგი...
წელს მინდოდა მეურნეობაში სადმე მეყიდა ვარდები კომერციული მიზნებისთვის, სანამ თავად მოვახერხებ მყნობას და მასიურად გამოყვანას...მაგრამ ნაადრევმა ზამთარმა ხელი შემიშალა...შიდა ქართლში ყინავს და თოვლია...

Posted by: Melano 6 Dec 2011, 16:55
palavando
2kiss.gif დიდი მადლობა.ულამაზესი ვარდებია....იმედია მართში შევძლებ შეძენას და რაც მთავარია გახარებას smile.gif

Posted by: palavando 7 Dec 2011, 00:51
varianeli
QUOTE
ზოგიერთი სამების ბაღიდან წამოვიღე

სამებაში შეუძლებელია არ იცოდნენ რა ვარდები შმოიტანეს.იკითხეთ და იმედია გეტყვიან.
* * *
Melano
მარტში ყიდვა შეიძლება ცოტა ადრე იყოს(გააჩნია ამინდებს და ადგილს სადაც ვარდის დარგვა გინდათ), მაგრამ არჩევანის გაკეთებისთვის კარგი დროა,რადგან რაოდენობა წელს ცოტა შეზღუდული გვაქვს.
* * *
ვარდები(გაგრძელება)

ვარდების სელექციონერები გამალებული მუშაობენ ახალი ვერდის შექმნაზე.ყოველ წელს იბადება ათეულობით ახალი ვარდი და დაბადბისთანავე ერთვება კონკურსებისა და შოუების მარათონში.ასეთი მძაფრი კონკურენციის პირობებში,ნებისმიერი ჯილდო, თუ მედალი დიდი წარმატებაა, მაგრამ არის ერთი წოდება , რომელიც ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება– WFRS Rose Hall of Fame (The World's Favourite Rose). ვარდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დაწესებული „ვარდბის დიდების სასახლეში „ მოხვედრა და მსოფლიოს საყვარლი ვარდის წოდების მოპოვება, ნებისმიერი მევარდისათვის, უკვდავებასთან წილნაყარობის ტოლფასია.ამ სასახლეში დღემდე მხოლოდ 14 ვარდია შეყვანილი.აქ მოსახვედრად ვარდმა არა მარტო შესაბამისი ჯილდოები უნდა მოიპოვოს ,არამედ რაც მთავარია,დროის გამოცდას უნდა გაუძლოს და წლების განმავლობაში უნდა რჩებოდეს ვარდების მოყვარულთა რჩეულ ვარდად.და აი ამ „დიდების სასახლეში“ წამყვანი პოზიცია,ევროპაში ვარდების კულტურის კანონმდებლებს– ფრანგებს უკავიათ. უფრო მეტიც, დიდების სახლის სამი ვარდი ერთი ოჯახის,დიდი ფრანგი სელექციონერების –მეიანების( Meilland) შექმნილია.და ამ სასახლის პირველი ბინადარიც Peace ანუ Gloria Dei მეიანების პირმშოა. სწორედ ამიტომ იყო ალბათ,რომ ოსტინის ინგლისური ვარდების ასეთი დიდი წარმატდბა და 2009ში Graham Thomas ის დიდების სახლში შეყვანა, ფრანგებმა ძალიან მტკივნეულად განიცადეს(თან ეს გაუთავრებელი ფრანგულ–ინგლისური მეტოქეობა...)
Gloria Dei, რომელიც 1939 შეიქმნა, ათწლეულები რჩებოდა(პრაქტიკულადXXსკ.–ს ბოლომდე) მსოფლიოს ყველაზე პრემირებულ,წარმატებულ და პოპულარულ ვარდად.მის ვარდისფრად შეფერილ, ლიმონისფერ უზარმაზარ(15სმ)ყვავილებს, რომლებსაც არც წვიმის და არც სიცხის არ ეშინოდათ, ყველა ვარდის მოყვარული ცნობდა და ეთაყვანებოდა(მათ შორის საქართველოშიც).
'http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: varianeli 8 Dec 2011, 16:14
palavando

მე როგორც ვიცი ერთი ვარდს "მირანდი" ქვია..ჩაის ჰიბრიდული , სურნელოვანი ვარდია.. (არ ვიცი სწორად თუ ვთქვი)..
ერთერთ ინგლისურ საიტზე ვნახე რომ მირანდი წითელია, მეკი ყვითელი მეგონა, თუმცა მე მსგავსი სურნელის და ფორმის ორი ვარდი მაქვს, მხოლოდ ფერია განსხვავება..
უფრო მეტი ხომ არ იცით მასზე?
* * *
ახლოდან ზუსტად ასეთია ( ეს ერთერთ საიტზე ვნახე)

http://www.radikal.ru

Posted by: kusia 8 Dec 2011, 16:19
რა ლამაზი ვარდებია, სხვადასხვა სასიამოვნო სურნელი დატრიალდა ვერდების, ფორუმზე bis.gif მაგრამ მე გვირილებიი <3

Posted by: varianeli 8 Dec 2011, 16:21
აი ესეც მოვძებნე ყვითელი...მაგრამ სახელი ჯერ ვერ ვნახე..არადა მირანდისგან მხოლოდ ფერით არის განსხვავებული..ასეა ჩემი ვარდებიც..

http://www.radikal.ru

Posted by: MITIATO 8 Dec 2011, 16:40
QUOTE (palavando @ 7 Dec 2011, 00:51 )
http://www.radikal.ru

რა ლამაზი ვარდია. love.gif
ასეთი საქართველოშიც არის?

Posted by: varianeli 8 Dec 2011, 19:28
palavando
Gloria Dei წელს ეს დავაფესვიანე და უკვე იყვავილა..სახელი არ ვიცოდი..დღეის შემდეგ მეცოდინება...

Posted by: palavando 8 Dec 2011, 23:49
MITIATO
QUOTE
ასეთი საქართველოშიც არის?

არის და თან დიდი ხანია.60იან წლებში რაღაც ვარდები შემოიტანეს საფრანგეთიდან და ვფიქრობ გლორიაც მაშინ შემოვიდა ჯერ რუსეთში და იქიდან ჩვენთან.ორი ბუჩქი საბურთალოზე "ბუკიას ბაღში" იდგა, ოღონდ რკინის ღობით დაცულ ტერიტორიაზე. ეხლა გაყიდვაში ჩვენც გვაქვს და მგონია, რომ სხვა მევარდეებსაც ექნებათ.
varianeli
მირანდი ,წითელი სურნელოვანი ვარდია. გამოყვანილია 1944-ში Dr. Walter E. Lammerts ის მიერ.(აშშ). ჯილდო:
All-America Rose Selection 1945
All-America Rose Selection Rose www.radikal.ru]user posted image[/URL] ფოტოებით ვარდის დადგენა მართლა ძალიან ძნელია.გლორია დეის აქ დადებულ სურათებს ,რომ დახედო მიხვდები,რომ ოთხივე სურათზე განსხვავებულად გამოიყურება. გააჩნია განათებას, ვარდის ყვავილობის რაკურს, რამდენი დღისაა გაშლილი ბუტონი(ბევრი ვარდი ფერს იცვლის–ღიავდება) და ა.შ.
kusia
გვირილებიც ძალიან ლამაზია.

Posted by: varianeli 9 Dec 2011, 20:26
palavando
კი მართლა ასეა...სურათში ვარდი სულ სხვანაირია, რეალობაში სხვანაირი...მირანდი რამდენიმე ფოტოში ვნახე და განსხვავებული იყო..


მაინტერესებს თუ არის ქართულ ენაზე ვარდების მოვლის სახელმძღვანელო?

ახლობელმა მომიტანა სახელმძღვანელო..ვარდი აღწერილია უჯრედულ დონეზე, უფრო მეცნიერ მუშაკებისთვის, სელექციონერებისთვისი..იქ მოვლის შესახებ არაფერი ეწერა...

Posted by: palavando 9 Dec 2011, 22:43
varianeli
QUOTE
მაინტერესებს თუ არის ქართულ ენაზე ვარდების მოვლის სახელმძღვანელო?

სამწუხაროდ,მე ასეთი სახელმძღვანელო არ შემხვედრია.ეგებ ვინმემ ,ვინც საიტზე შემოდის ,იცოდეს და გამოგეხმაუროს.

Posted by: deida001 10 Dec 2011, 16:35
აივანზე ვარდს ქოტანსჰი როგორ მოუარო ზამტარსჰი უნდა მორცკვა ტუ არა ძალიან მინდა რომ არ დაჭკნეს თუ სჰეგიზლიატ ნიპასუხედ ორი სიტკვიტ გთ ხვტ

Posted by: palavando 10 Dec 2011, 17:20
deida001
QUOTE
აივანზე ვარდს ქოტანსჰი როგორ მოუარო ზამტარსჰი უნდა მორცკვა ტუ არა

ასეთ ყინვებში მორწყვას მოერიდეთ.წყალი შეიძლება გაიყინოს და ფესვები დააზიანოს.ზამთარში ვარდს ძინავს(როგოც დათვს ), ამიტომ პრაქტიკულად მოურწყავად შეუძლია გაძლოს. გაუკეთეთ მულჩირება-ტორფით, გადამწვარი ნაკლით, ნაცარით ,ან ხის ქერქებით. თბილი ზამთარის პირობებში შეიძლება მორწყვა ძალიან იშვიათად , დილის საათებში.

Posted by: palavando 11 Dec 2011, 18:43
ვარდების დიდების სასახლე(გაგრძელება)

1988 წელს,მეიანების კიდევ ერთი ვარდი Papa Meilland შევიდა ვარდების დიდების სახლში.ამ ვარდმა ვარდების მოყვარულები დიდი,ხავერდოვანი.მუქი წითელი ყვავილებით და სრულიად გნუმეორებელი სურნელით მოხიბლა.ვარდი 1963 წელს შექმნა ალან მეიანმა და მას მთელი 25 წელი დაჭირდა ამ დიდ აღიარებამდე.როგორც ხედავთ, ამ სასახლეში მოსახვედრად დროით გამოცდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
2003 ში ამ პესტიჟული სასახლის წევრი, Marie-Louise (Louisette) Meilland–ის Bonica გახდა.ბონიკა არ არის ჰიბრიდული ჩაის ვარდი,არა აქვს დიდი ბუტონები,არ გამოირჩევა სურნელით და ფერიც ,ერთი შეხედვით( უფრო სწორი იქნებოდა ,რომ დამეწერა –ერთი მოსმენით),ჩვეულებრივი ვარდისფერი აქვს. მოკლედ, ბონიკა ვარდისფერი საბაღე ფლორიბუნდაა,მაგრამ საკმარისია ეს ვარდი ერთხელ ნახოთ სრულ ყვავილობაში და სამუდამოდ მოიხიბლოთ. ბუჩქი სრულიად დაფარულია ვარდისფერი მომცრო ყვავილებით.ხოლო დახვეწილი ფორმის პატარა ვარდები ვარდისფერის უამრავი ტონით და ნუანსით არის შეფერილი.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

მეიანების ამ განთქმულ ვარდებს შეიძლება კიდევ ერთი ვარდი დავამატოთ, მართალია ამ ვარდის ავტორი რომელიმე კონკრეტული მეიანი არ არის,იგი შეიქმნა ვარდების სელექციონერთა კომპანიის Meilland International ის ეგიდით .ცნობილია ვარდის ავტორიც –Jacques Mouchotte, მაგრამ ბევრ კატალოგში ამ ვარდს მაინც მეიანების ვარდად ასახელებენ. მხვიარა ვარდი Eden Rose 88 ანუ MEIviolin ანუ Pierre de Ronsard 2006 ში გახდა დიდების სასახლის წევრი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

Posted by: Delgadina* 13 Dec 2011, 06:09
არ მიყვარს ეს ყვავილი, მით უფრო მოჭრილი და თაიგულად შეკრული sad.gif
ერთადერთი გამონაკლისი პატარა უფლისწულის ვარდია bis.gif და ეს, ამ სმაილში bis.gif givi.gif

Posted by: palavando 13 Dec 2011, 17:00
Dელგადინა*
QUOTE
არ მიყვარს ეს ყვავილი,

თქვენმა რემარკამ ერთი ამბავი გამახსენა. ერთ დიდ საგამოფენო დარბაზში ლეონარდოს" მონა ლიზა" გამოფინეს.ხალხი რიგში ჩადგა ამ უკვდავი შედევრის სანახავად .ამ დროს დარბაზში ერთი ახალგაზრდა კაცი უკმაყოფილო სახით შეყურებს პორტრეტს და უცერემონიოდ აცხადებს- ვერ გამიგია რა არის ამ პორტრეტში ამისთანა,არც ქალი არ მომწონს, სულაც არ არის ლამაზი-. გვერდით მდგომი მოუბრუნდა და ჩასჩურჩულა:
-იცი რას გეტყვი ჩემო კარგო,ეს ქალი იმდენს მოსწონდა საუკუნეების განმავლობაში,იმდენისთვის დაუსხია თავბრუ,რომ ეხლა უკვე თვითონ ირჩევს ვის მოეწონოს და ვის არა.

Posted by: Delgadina* 13 Dec 2011, 18:33
palavando

smile.gif
გმადლობ, რომ არ დაიზარეთ და დაწერეთ ეს ამბავი. ხო, ტიტებიც არ მიყვარს და ა.შ... სულ სამი ყვავილი მიყვარს, აქედან ერთი იაა და დანარჩენ 2-ს რა ჰქვია- არ ვიცი smile.gif

Posted by: MITIATO 13 Dec 2011, 18:54
QUOTE (palavando @ 11 Dec 2011, 18:43 )
მხვიარა ვარდი Eden Rose 88 ანუ MEIviolin ანუ Pierre de Ronsard 2006 ში გახდა დიდების სასახლის წევრი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

ჩემი ოცნების ვარდი. love.gif


QUOTE
-იცი რას გეტყვი ჩემო კარგო,ეს ქალი იმდენს მოსწონდა საუკუნეების განმავლობაში,იმდენისთვის დაუსხია თავბრუ,რომ ეხლა უკვე თვითონ ირჩევს ვის მოეწონოს და ვის არა.

lol.gif

up.gif

Posted by: palavando 14 Dec 2011, 00:55
MITIATO
QUOTE
ჩემი ოცნების ვარდი.

აბა რით გიშველო? ვიცი ეზო არა გაქვს,მაგრამ აივანი მაინც თუ გაქვს ,მაგ ვარდის ერთი პატარა ნერგი ჩემზე იყოს.

Posted by: MITIATO 14 Dec 2011, 01:16
palavando
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. 2kiss.gif
აივანი მაქვს, მაგრამ იქ არ გაუჭირდება? mo.gif

Posted by: palavando 14 Dec 2011, 18:02
MITIATO
ზოგადად ვარდებს ნიადაგი უფრო უყვართ, მაგრამ ხეებს ზრდიან კონტეინერებში და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრება ვარდი ვერ გავზარდოთ?

Posted by: palavando 16 Dec 2011, 22:28
ვარდების დიდების სასახლე(გაგრძელება)

გასული საუკუნის 80იანმა წლებმა ორ დიდ გერმანელ სელექციონერს, რეიმერ კორდესს (Reimer Kordes) და მატიას ტანტაუს (Mathias Tantau),მოუტანა წარმატება და აღიარება.ორივე სელექციონერი შთამომავლობითი მევარდეა.კორდესის და ტანტაუს ვარდების კომპანიები XIX საუკუნეში დააარსეს მათმა წინაპრებმა და თავიანთ შთამომავლებს, ვარდების სიყვარულთან ერთად, დიდი მეტოქეობაც უანდერძეს.ამ მეტოქეობაში ბევრი განთქმული,პრემირებული ვარდი დაიბადა, მაგრამ ყველაზე მაღალი ჯილდო მხოლოდ ორმა დაიმსახურა.
1981 წელს ტანტაუს Fragrant Cloud - ი შეიყვანეს დიდების სასახლეში.ეს ვარდი მთელი 20 წლის განმავლობაშ ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე სურნელოვან ვარდად(მოგვიანებით ვარდების მოყვარულებმა ეს წოდება ოსტინის Abraham Derby ს გადაულოცეს).
განუმეორებელი სურნელის გარდა, ვარდს კლასიკური ფორმა და იშვითი ფერის მოწითალო– მარჯნისფერი, დიდი ყვავილები აქვს.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
1983ში იგივე ჯილდო კორდესის Icebergმა მოიპოვა.ბევრ პროფესიონალს გაუკირდა ამ ვარდის ასეთი წარმატება.რა თქმა უნდა,კორდესების ასწლიანი შრომა ნამდვილად იმსახურებდა საყოველთაო აღიარებას.ამ დროისათვის კორდესების ოჯახს შექმნილი ქონდა ჩაის ვარდების მთელი კოლექცია, რომლებსაც დამსახურებული ქონდათ უამრავი ჯილდო და პრემია, მაგრამ ვარდების დიდების სახლის წევრობა და ხალხის საყვარელი ვარდის წოდება ფლორიბუნდა აისბერგმა მოიპოვა.მიზეზი მარტივია–აისბერგი მთელი სეზონის განმავლომაში თითქმის გაუჩერებლდ ყვავის,ყვავილობა ძალიან უხვი აქვს და ბუჩქიც უპრობლემოა–ნებისმიერ პირობებს ეგუება და თითქმის არ ავადმყოფობს.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: palavando 19 Dec 2011, 02:16
ისევ ვარდების დიდების სასახლე(გაგრძელება)
როგორც უკვე ავღნიშნე, ვარდდების დიდების სასახლის წევრის არჩევისას პროფესიონალების და მოყვარულების აზრი ზოგჯერ ოდნავ განსხვავებულია., მაგრამ ამ ნომინაციაში გაარჯვებულის დასახელებისას, ვარდების ფედერაცია ყოველთვის ხალხის აზრს ანიჭებს უპირატესობას ,რადგან თავად ნომინაციის სახელი The World's Favourite Rose გულისხმობს ასეთ უპირატესობას.თუმცა ვარდების დიდების სასახლეის წევრთა უმრავლესობაზე პროფესიონალების და მოყვარულების აზრი ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს და შემფასებელთა ორივე ჯგუფი თანხმდება, რომ ესა თუ ის ვარდი სილამაზის ელეგანტურობს და სურნელების ეტალონია.
დღეს სწორედ ასეთ ორ ვარდს გაგაცნობთ;ინგლისური სელექციის Just Joey–ის და ამერიკული სელექციის Double Delight–ს.
Just Joey–ის ავტორები ინგლისელი დიდგვაროვანი კენტების ოჯახია, რომლებმაც 245 წლის წინ 1765 წელს, საგვარეულო მამულ ქოლჩესტერში დააარსეს ბრიტანეთის უძველესი სავარდე მეურნეობა.მას შემდეგ კომპანია Cants of Colchester(კენტები კოლჩესტერიდან) უცვლელად დგას ვარდები სელექციონერთა მოწინავე რიგებში.
Just Joeyშეიქმნა 1972 წელს და 1994 წ–ს გახდა ვარდების დიდების სასახლის წევრი. ვარდს განსაკუთრებული აქვს ფერიც,ფორმაც და სურნელებაც.
ფერი–გარგარისფერი, მაგრამ იშვიათი და უჩვეულო ბრინჯაოსფერი შეფერილობის.
ფორმა–ძალიან დიდი ზომის ბუტონები(15–20 სმ) ყვავილის დატალღული კიდეებით.
სურნელი– exceptional-განსაკუთრებულად სურნელოვანი(10)
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
მეორე ვრდი ,რომლიც ასევე იწვევს პროფესიონალების და მოყვარულების საყოველთაო აღფრთოვანებას ცნობილი ამერიკელი სელექციონერის Herbert C. Swim ის Double Delight ია.
ამ ვარდსაც განსაკუთრებული სურნელება (10) და შეფერილობა აქვს–კრემისფერი(უფრო კარაქისფერი)ფურცლებს ჟოლოსფერი არშია დაუყვება. ეს არშია არ არის რეგულარული ფორმის .ჟოლოსფერი არშია კრემისფერი ბუტონის სიღრმეში იჟონება და მისი ფერის ინტენსიობა მზის ინტენსიობაზეა დამოკიდებული.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: bachuki999 19 Dec 2011, 16:38
QUOTE (MITIATO @ 13 Dec 2011, 18:54 )
QUOTE (palavando @ 11 Dec 2011, 18:43 )
მხვიარა ვარდი Eden Rose 88 ანუ MEIviolin  ანუ Pierre de Ronsard 2006 ში გახდა დიდების სასახლის წევრი.
http://www.radikal.ru 
http://www.radikal.ru  http://www.radikal.ru

ჩემი ოცნების ვარდი. love.gif


QUOTE
-იცი რას გეტყვი ჩემო კარგო,ეს ქალი იმდენს მოსწონდა საუკუნეების განმავლობაში,იმდენისთვის დაუსხია თავბრუ,რომ ეხლა უკვე თვითონ ირჩევს ვის მოეწონოს და ვის არა.

lol.gif

up.gif

სად შეიძლება შევიძინო ეზოსთვის მინდა ... სამომავლოთ ..

Posted by: MITIATO 19 Dec 2011, 18:27
palavando
როგორ ვარდებს დებთ, გავგიჟდი! love.gif

P.S. ეზო მინდა... user.gif

Posted by: palavando 19 Dec 2011, 23:06
bachuki999
Eden Rose 88 ანუ MEIviolinიც და თითქმის ყველა ვარდი ,რომელსაც ამ თემაში ვდებ შეგიძლიათ შეიძინოთ "იელში" -ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე.ტელ.235 3301,599 37 9196.
არჩევანი ბევრად დიდი გვაქვს.გვაქვს თითქმის ყველა დიდი სელექციონერის განთქმული და პრემირებული ვარდები. და რაც მთავარია გვაქვს ბევრი ძალიან ,ძალიან სურნელოვანი ვარდი.
მე მართლა გულით მინდა ვარდის სურნელი დაბრუნდეს ჩვენს ბაღებში.

MITIATO
ამბობენ საახალწლო სურვილები ხდებაო.გისურვებ ეგ სურვილი მალე აგხდენოდეს.

Posted by: bachuki999 19 Dec 2011, 23:16
palavando
უი იელში -ძაან კარგი მე მანდ ვმუშაობდი ექსპოში ორი წლის უკან smile.gif და ხშირად შემოვდიოდი ეზოში .. ვათვარიელებდი .. ეზოს გადაკეთებას ვაპირებ და რომ მოვრჩებით მინდა ვარდის დიდი და ლამაზი ბუჩქი იყოს თან ძაან მომეწონა დიდი ეზო არ მაქვს მარა მინდა მოვაწყო გემოზე ეხა ეზო რა ეზოა თუ ყვავილი არიქნება ..

Posted by: MITIATO 19 Dec 2011, 23:37
palavando
QUOTE
ამბობენ საახალწლო სურვილები ხდებაო.გისურვებ ეგ სურვილი მალე აგხდენოდეს.

ძალიან დიდი მადლობა. 2kiss.gif
დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ და იმედია ოდესმე მაინც ამიხდება.

Posted by: palavando 22 Dec 2011, 02:08
ვარდების დიდების სასახლე(გაგრძელება

ეხლა,დიდების სახლის კიდევ ორ წევრს წარმოგიდგენთ:
Dr. Walter E. Lammerts ის Queen Elizabeth– ი 1940 წლს არის გამოყვანილი(აშშ) და გამოჩენისთანავე მოიპოვა დიდი წარმატება და პოპულარობა.ეს მაღალტანიანი დიდყვავილა, ძალინ გამძლე გრანდიფლორა მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი იცნობს ამ ვარდს,მაგრამ შეიძლება თქვენთვის სიახლე იყოს ,რომ ეთქვენს ეზოში ლამის ხესავით გაზრდილი, უხვად მოყვავილე ვარდისფერი ვარდი დიდების სასახლის ბინადარია, ხოლო მისი ავტორი გენეტიკის დოქტორი Dr. Walter E. Lammerts–ი ვარდების ახალი ქვესახეობის –გრანდიფლორას (დიდყვავილა) ფუძემდებელია..

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ამერიკული სელექციის კიდევ ერთი ქმნილება Somerset Rose Nursery–ში 1930 წელს გამოყვანილი მხვიარა ვარდი New Dawn–ი1997 წელს გახდა დიდების სასახლის წევრი. ამ ვარდს რამდენიმე გამორჩეული თვისება აქვს: საკმაოდ მაღალტანიანია(6მ),რაც დიდყვავილა მხვიარებში იშვიათობაა, ჩრდილის ამტანია(რაც ასევე იშვითობაა) და რაც მთავარია EVERBLOOMING,ანუ მუდმივად მოყვავილეა.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: varianeli 22 Dec 2011, 16:13
palavando

შეკითხვა მაქვს..იქნებ იცოდეთ პასუხი...ადრე გაზაფხულზე პროფილაქტიკის მიზნით რითი შეიძლება შეიწამლოს ვარდის ბუჩქები?
პირველ რიგში ბუგრისგან დასაცავად და მეორე- კოკრის ქვეშ ყუნწში ჭიის საწინააღმდეგოდ?

მეორეს განვმარტავ- რაღაცა უხილავი ჭიაა, რომელიც გასაფოთქად გამზადებულ კოკორს 3-5 სანტიმეტრით ქვემოთ ყლორტში აფუჭებს..უეცრად კოკორი თავს ჩაქინდრავს და ჭკნება...თვალით უხილავია ეს ჭია, მანამ სანამ ღეროს არ გაჭრით შუაზე...ღეროსაც ძნელად თუ შეატყობთ რაიმეს...წინა წელს შხამებით მოვწამლე და უშველა, მაგრამ იქნებ არის რაიმე კონკრეტული ან უკეთესი წამალი სპეციალურად ვარდისათვის?

Posted by: palavando 23 Dec 2011, 01:41
varianeli
ვნახე შენი ლინკი და ძალიან ვისიამოვნე.ყველაფერს ეტყობა,რომ დიდი შრომა გაქვს ჩადებული. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
რაც შეეხება შეკითხვას:ცალკე ვარდების დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები პრინციპში არ არსებობს.თუმცა,არის ჩვენთვის ცნობილი ქიმიური ნივთიერებების ოპტიმალური ნაზავი,რომელსც ვარდის შესაწამლად ყიდიან,ძირითადად საზღვარგარეთ(შეიძლება წააწყდე amazon-ზე და გამოიწერო.)
ჩვენ დაავადების საწინააღმდეგოდ ვხმარობთ:ტოპაზი, სკორი,ბაილატონი, რიგორი...
მწერების-კარბოფოსი,აგროვერტინი, აქტარა,ფიტოვერმი,ინტრავირი.
პრეპარატები აუცილებლად მონაცვლეობით იხმარე-შეჩვევა რომ არ განივითარონ
შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე,სანამ ფოთლებს გამოიტანს(თორემ ფოთლებს დაგითხვრის)შაბიამნით შეწამლე.ფესვისვებთან დააყარე ნაცარი.
შენი აღწერილი ჭია "ვარდის მხერხავი "უნდა იყოს.ძნელი საბრძოლველია.ტოტი აუცილებლად უნდა გადაჭრა,რადგან კვერცხებს შიგ ტოტში დებს დაამიტომ კარგად დაცულია.მაგ ჭიის საწინააღმდეგოდ ჯობია გამოიყენო რომელიმე აკარაციდი მაგ. მასაი. ბუგრებიც კარგად დაცული მავნებელია, მაგრამ თუ შეწამვლით სამუშაოებს დროზე ჩაატარებ წესით აღარ უნდა გაჩნდნენ. ხალხური საშუალებაა 1ლ. წყალი+40 გრ.სარეცხის საპონი+ 5წვეთი ნავთი.
რა თქმა უნდა არსებობს ბევრი ხალხური ,ეკოლოგიური რეცეპტიც...

Posted by: varianeli 23 Dec 2011, 18:42
palavando

ძალიან დიდი მადლობა!
მაქსიმალურად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.

Posted by: varianeli 25 Dec 2011, 18:04
palavando

კიდევ ერთი შეკითხვით უნდა სეგაწუხოთ smile.gif

ადრე გაზაფხულზე შეწამლა როდის ჯობია გასხვლამდე თუ გასხვლის შემდეგ?

Posted by: palavando 25 Dec 2011, 18:41
varianeli
გასხვლის შემდეგ. ჭრილობებსაც დეზინფექციას ჩაუტარებს.,
* * *
ვარდების დიდედის სასახლე(გაგრძელება)
ვარდების დიდების სასახლეზე თხრობას ბოლო სამი წევრით ვასრულებთ.სამივე ვარდი ჩაის ჰიბრიდუდული ვარდია.სამივეს დახვეწილი ფორმის, ძალიან დიდი ყვავილი აქვს და ბუტონი ძალიან დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.გარდა ამისა , სამივე დაავადებებისადმი კარგი რეზისტენტულობით გამოირჩევა. სამივე ვარდი ჩრდილო ევროპული სკოლის პროდუქტია და მათი ავტორები ამ სკოლის ძალიან ცნობილი წარმომადგენლები არიან.
Pascali, Lens(ბელგია)http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
Ingrid Bergman, Poulsen Roser A/S(დანია)http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
Elina, Colin Dickson(დ.ბ.)http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
Pascali, Lens(ბელგია) 1991ში,Ingrid Bergman, Poulsen Roser A/S(დანია)2000–შიElina, Colin Dickson(დ.ბ.)2006–ში შეიყვანეს ვარდების დიდების სასახლეში.უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ინგრიდ ბერგმანი და პასკალი წითელი და თეთრი ვარდების ეტალონად ითვლებოდნენ.
2009 წელს ვარდების დიდების სასახლის წევრი დავიდ ოსტინის გრეჰემ თომასი გახდა.მათ ვინც თვალს ადევნებსა ამ ჩემს მონოლოგს(მადლობა ვარიანელს და მიტიატოს,რომლებთანაც კომნტაქტი არღვევს ამ მარტოობას) ემახსოვრებათ,რომ ამ ვარდზეც და მის ავტორზეც უკვე გვქონდა საუბარი.

Posted by: palavando 30 Dec 2011, 00:27
შტამბიანი ვარდები

ბოლომდე დადგენილი არა რის სად დაიბადა ვარდის მაღალ საძირეზე(შტამბზე) დამყნობის და ე.წ ხე ვარდების შექმნის იდეა.პირველობას ისევ საფრანგეთი და ინგლისი ედავებიან ერთმანეთს .ერთი რამ კი უდავოა XIX საუკუნის დასაწყისისთვის ნაპოლეონის მეუღლის მალმიზონის საახლის საზეიმო შესასვლელი სწორედ შტამბიანი ვარდებით იყო გაფორმებული,იგივე ხდებოდა ინგლისის ცნობილ ჰემპტონ ქორთში–ცენტრალური ქვაფენილის გასწვრივ ჩამწკრივებული ხე ვრდების რეგისტრი ეფექტურ კონტრასტს ქნიდა ცმობილი ინგლისური გაზონების ფონზე.ასეა თუისე, XIX საუკუნიდან მოყოლებული შტამბიანი ვარდები საფრანგეთის და ინგლისის პარკების აუცილებელი ატრიბუტი ხდება.
ტექნიკურად შტამბიანი ვარდი ძნელი გამოსაყვანი არ არის,მაგრამ დროში გაწელილი და შრომატევადი პროცესია–ჯერ ითესება საძირე მასალა,3–4 წელი ჭირდება საძირეს მომზადებას და დამუშავებას(საძირეს უნდა ქონდეს სწორი ფორმა და არ უნდა ინვითარებდეს ამონაყარს და ეკლებს)საძირეზე დამყნობის შემდეგ სულ ცოტა 2 წელია საჭირო, რომ ვარდის მეტნაკლებად განვითარებული კრონა მივიღოთ.
ამ ბოლო დროს საქართველოში მევარდეები ცდილობენ შტამბიანი ვარდების გამოყვანას, მაგრამ ეს მცდელობა სამწუხაროდ დიდად წარმატებული არ არის.საქმე ის არის,რომ ჩვეულებრივი ასკილი რომელსაც ჩვენები შტამბად იყენებენ შტამბიანი ვარდის ვარჯად არ გამოდგება.http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: pernata 31 Dec 2011, 00:34
palavando
QUOTE
მაგრამ ეს მცდელობა სამწუხაროდ დიდად წარმატებული არ არის.საქმე ის არის,რომ ჩვეულებრივი ასკილი რომელსაც ჩვენები შტამბად იყენებენ შტამბიანი ვარდის ვარჯად არ გამოდგება.

ირანელმა რეზომ დაამყნო (სოფელ დიღომში) და კმაყოფილია. ვნახოთ, როგორ იყვავილებს smile.gif (რაზე დაამყნო, არ მიკითხავს, ვკითხავ, როცა ავალ ..)
* * *
პ.ს. ეხლა "დამარტყა", მამუკა რომ საოფისე მცენარეებს ეძებდა, ამ რეზოს საინტერესო პალმები აქვს, თუ გამოადგება.



Posted by: palavando 2 Jan 2012, 01:51
ყველას !ყველას! ყველას!
გილოცავთ ახალ წელს! დაესწარით მრავალს!

b]pernata[/b]
გილოცავ!წარმატებებს გისურვებ!
გმადლობთ ინფორმაციისთვის>

Posted by: pernata 3 Jan 2012, 13:16
palavando
QUOTE
გილოცავ!წარმატებებს გისურვებ!
გმადლობთ ინფორმაციისთვის>

2kiss.gif
http://www.radikal.ru

Posted by: varianeli 6 Jan 2012, 21:14
მე როგორც მსმენია ჰოლანდიური ასკილი გამოიყენებაო შტამბოვანი ვარდების დასამყნობადო...
მაგრამ ვერ მოვიძიე ვერსად როგორია ეს ჰოლანდიური ასკილი...

Posted by: palavando 11 Jan 2012, 00:36
varianeli
ჰოლანდიურ ასკილზე არაფერი მსმენია. ისე, კლასიკური შტამბიანი ვარდი ორჯერ ნამყენია.საძირედ შეიძლება(უკეთესიცაა)ნებისმიერი ადგილობრივი ველური ჯიშის გამოყენება(ჩვნ შემთხვევაში-ასკილის).პრობლემატური შტამბის შერჩევაა.ჩვენებური ასკილი roza caninas ერთერთი სახეობაა, რომელსაც შტამბად არ იყენებენ,რადგან ძალიან უხვ ეკლიანია ,შტამბი ვერ ინარჩუნებს სწორ ფორმას და არ ხევდება,ანუ კარგი ხარისხის შტამბმა დროთა განმავლობაში ხის ფაქტურა უნდა ჩამოიყალიბოს,რასაც ასკილი ვერ აკეთებს, საშტამბე მასალად ამ სახეობებს იყენებენ-Multiflora . Rosa Fortuniana ან Dr Huey . ეს უკანასკნელი საუკეთესო შტამბად ითვლება. ევროპაში არის მეურნეობები, რომლებიც მხოლოდ საშტამბე მასალის გ ამოყვანაზე მუშაობენ.

Posted by: varianeli 12 Jan 2012, 17:24

ამ ვარდზე თუ შეგიძლიათ რაიმე ინფორმაცია დაწეროთ?

ფოტო კი მე გადავიღე, მაგრამ ჯერ ჩემს ბაღში არ ხარობს ასეთი ვარდი. მინდა დავრგო.. ნეტავ სად შეიძლება ყიდვა?

ხალხში ცისკარას ეძახიან..ნამდვილი სახელი არ ვიცი..

http://www.radikal.ru

Posted by: palavando 14 Jan 2012, 02:50
http://www.radikal.ru
გილოცავთ,გილოცავთ,გილოცავთ, მრავალს დაესწარით!

varianeli
იასამნისფერი ვარდები ,ძირითადად,ცისფერი ვარდების გამოყვანის მცდელობაა.დიდი შრომის მიუხედავად ეს ამოცანა მიუღწეველი არმოჩნდა.გაირკვა ,რომ ვარდების გნეტიკურ კოდში არ არსებობს პიგმენტი,რომელიც ნამდვილ ცისფერს ქმნის.სამიოდე წლის წინ გამოჩნდა ცნობა, რომ იაპონელებმა ცისფერი ვარდი გამოიყვანეს და მალე ბაზარზე გასაყიდდ გამოიტანენო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.გაირკვა, რომ იაპონელებმა ეს ვარდი გენეტიკურ კოდში ცვლილების შეტანით მიიღეს რაც ტექნოლოგიურად ძალიან რთული და ძვირად ღირებული პროცედურაა და ასეთი ვარდების მასიური წარმოება გამართლებული არ არის.
შენი ვარდი ყველაზე მეტად დელბარდის Blue Nill-ს გავს.http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
მაგრამ არის სხვა მსგავსი ვარდებიც:მეიანის შარლ დე გოლი,http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
კორდესის blue girlhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
შეძენას რაც შეეხება, ჩვენ ორი სახეობა გვაქვს.ორივე ძალიან სურნელოვანია.

Posted by: palavando 16 Jan 2012, 21:56
შეიყვარეთ ვარდიფერი ვარდები
რამდენჯერ მსმენია–ნებისმიერი ფერის,ვარდისფრის გარდა...
მოკლედ, საქართველოში ვარდისფერი ვარდები არ უყვართ.პარადოქსია, მით უმეტეს თუ გავიხსენებთ ,რომ ვარდი ეტიმოლოგიურად სწორედ ამ ფერს უკავშირდება.ყველა ჩვენთვის ნაცმობ ენაში ამ ფერის საფუძველი ვარდია(ვარდი, Rose,Роза..),რადგან ვარდის საწყისი შეფერილობა სწორედაც რომ ვარდისფერია.
შეიყვარეთ ვარდისფერი ვარდები –მათსში არის ნოსტალგიური სენტიმენტალურობა, სინაზე და ელაგანტურობა, უამრავი ტონი და ნუანსი,ხოლო ვარდების სიმბოლიზმის მიხედვით ვარდისფერი ვარდი თაყვნისცემის, მადლიერების,რომანტიულობის და ბედნიერების სიმბოლოა.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: MITIATO 16 Jan 2012, 22:08
QUOTE (palavando @ 14 Jan 2012, 02:50 )
http://www.radikal.ru

იისფერი ვარდი! http://smajliki.ru/smilie-1212906087.html
* * *
QUOTE
საქართველოში ვარდისფერი ვარდები არ უყვართ

ბუჩქზე რაც იზრდება, ყველა ფერის ვარდი მიყვარს, მოჭრილებს არ ვწყალობ.
საერთოდ არ მიყვარს დაკრეფილი ყვავილები. user.gif

Posted by: maiasesilia 22 Jan 2012, 15:19
სახლში მაქვს ოთახის ჩინური ვარდი რომელმაც ძალიან მოიწყინა რას მირჩევთ? და სად შეიზლება ეს ვარდები შევიძინო?

Posted by: varianeli 22 Jan 2012, 16:48
palavando

ისე მშვენიოვრად წერთ ვარდებზე, რომ სულ რომ ეჯავრებოდეს ადამიანს, შეუყვარდება smile.gif

Posted by: palavando 22 Jan 2012, 17:19
maiasesilia
ალბათ ჰიბისკუსს გულისხმობთ.ჰიბისკუსი, რომელსაც ჩინურ ვარდს უწოდებენ ,საერთოდ არ განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს.არსებობს ნამდვილი ჩინური ვარდი, მაგრამ რადგან ოთახის ყვავილი ახსენეთ ,მგონი მაინც ჰიბისკუსს უნდა გულისხმობდეთ:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ჩამოაგითვლით ჭირვეულობის რამდენიმე მიზეზსს და ეგებ თვითონ მიხვდეთ რა დაემართა.
-არ უყვარს ადგილის შეცვლა და პირდაპირი მზის სხივები(მაგრამ ადგილი ნათელი ონდა იყოს ,თორემ გაიწლაწება),ქოთნის გადაშრობა,მაგრამ თუ წყალი თეფშში დაგროვდა აუცილებლად გადაღვარეთ.მორწყვისას ოდნავ შემთბარი წყალი გამოიყენეთ.ზამთრის ტემპერატურა არ უნდა იყოს 15 ზე დაბალი, თუ გათბობა გაქვთ ჩართული შეასხურეთ ხოლმე,თუ გაწლაწულია შეკრიჭეთ,უფრო კარგად დაიბუჩქება.უყვარს კვება -კემირა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით.
ეს რა თქმაუნდა ზოგადი წესებია.მაგრამ თქვენი მონაცემებიც ძალიან ზოგადია.
ეგებ სურათი დადოდთ<რომ მივხვდეთ რასია საქმე? ყიდვას რაც შეეხება-ძირითადად ყვავილების მაღაზიებში აქვთ,მაგრამ დეზერტირებზეც შემხვედრია.

Posted by: pernata 22 Jan 2012, 22:18
palavando
გამარჯობა smile.gif
მემგონი, ჩვეულებრივი ვარდის შეძენა სად შეიძლება, ის აინტერესებდა..

Posted by: palavando 23 Jan 2012, 00:38
varianeli
გმადლობთ კომპლიმენტისთვის.
pernata
მგონი მართალი ხარ.
maiasesilia
თუ ბაღის ვარდები გაინტრესებთ, გაზაფხულზე მოგვაკითხეთ "იელში",დიდუბეში ,ექსპოპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე.ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ,ძალიან სურნელოვანი ვარდები გვაქვს.
* * *
maiasesilia[/
Gardenia.ru ზე შედით და მცენარეების კატალოგში ჰიბისკუსზე უამრავი მასალაა.

[b]pernata

ნატ, კიდევრთხელ გამახსენე რა ლინკი როგორ დავდო. ეს საიტი გეცოდინება ალბათ. უამრავი მასალაა.

Posted by: pernata 23 Jan 2012, 12:09
palavando
ლინკის კოპია- სუმ ზევით, სადაც წერ მისამართს- www... აი იმის დაკოპირება -რომ ჩაკლიკავ და გალურჯდება- vtrl.C და ჩასმა სადაც გინდა დაკლიკავ და - ctrl. V. ან იგივე მაუსის მარჯვენა კნოპკით (copy; paste )
კი, ამ საიტზე მივხვედრილვარ.. smile.gif

Posted by: palavando 24 Jan 2012, 00:40
ნამყენი VS დაკალმებული ვარდები (გერტრუდა ჯეკელის მიხედვით)
(გერტრუდა ჯეკელი–ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი,ჩელსის და ჰემპტონ ქორთის შოუების მრავლგზის გამარჯვებული,შექმნილი აქვს 400ზე მეტი ბაღი ინგლისში, საფრანგეთში და აშშ–ში. ითვლება XX საუკუნის ინგლისურუი ბაღების დიზაინის ახლებური პრინციპებისა და ფერადოვანი სქემების ფუძემდებლად).http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
დავიდ ოსტინმა თავისი ერთ–ერთი ყველაზე სურნელოვანი ვარდი სწორედ ამ დიზაინერს მიუძღვნა.http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ის დრო,როცა დიზაინერები და უბრალოდ ვარდების მოყვარულები ნამყენ ვარდებს აძლევდნენ უპირატესობას ,დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.უფრო მეტიც, დღეს ლანდშაფტის დიზაინერები ვარდების მოყვარულებს ერთმნიშვნელოვნად ურჩევენ ბაღის გაფორმებისას დაკალმებული ვარდები გამოიყენონ.ამ ცვლილებების მიზეზი რომ გავიგოთ,ალბათ საჭიროა გავიაზროთ,თუ რატომ ამყნობდნენ ვარდებს ასკილის საძირეებზე. ძირითადი მიზეზი ორი იყო:
1.ისტორიული ვარდების ნაკლები ყინვაგამძლეობა –ის ვარდები ,რომლებიცევროპაში წინა აზიიდან მოხვდა , დიდი ყინვაგამძლეობით არ გამოირჩეოდა.
2.ნამყენი ვარდი,ისევე როგორც სხვა ნამყენი მცენარეები, უფრო დიდ ყვავილს ინვითარებდა.
დღეისთვის, სელექციონერების დიდი მუშაობის შედეგად ორივე ეს პრობლემა პრაქტიკულად დაძლეულია.თანამედროვე სელექციის ვარდების ყინვაგამძლეობა ხშირად ასკილისაზე მეტია და მათი ყვავილის სიდიდეც დიდად აღარ არის დამოკიდებული ნამყენობაზე.მაგრამ იმ შემთხვევაშ ,თუ ფლორისტი ხართ და მოსაჭრელი ვარდების ბიზნესში ხართ ჩართული , უარს ნუ იტყვით ნამყენ ვარდებზე–ნამყენი ვარდები უფრო გრძელ, სწორ შტოებს ინვითარებს,რაც დადებითი თვისებაა მოჭრილი ვარდისთვის, მაგრამ ეს ვერტიკალური მოცულობა კატეგორიულად მიუღებელია ბაღის ლანდშაფტის. შესაქმნელად..
(გაგრძელება იქნება)
pernata
გმადლობთ

Posted by: ADA 25 Jan 2012, 21:33
ვარდის გახმობა შეიძლება გამოიწვიოს ასაკმა ხომ? biggrin.gifჯუჯა ვარდი გამიხმა, ვერ ვიტყვი რომ მოხუცი იყო, უბრალოდ ერთ კვირაში დაიწყო გაშავება და გახმა, ნეტავ რა შემეშალა მასთან ურთიერთობისას sad.gif

Posted by: palavando 26 Jan 2012, 00:12
ADA
QUOTE
ვარდის გახმობა შეიძლება გამოიწვიოს ასაკმა ხომ?

ძალიან ნაკლებად. რა თქმა უნდა ყველაფერი ბერდება და კვდება, მაგრამ როგორც წესი პატრონმა იცის,რომ ვარდი ბებერია.ასეთ შემთხვევაში ვარდს მოკლედ გადაჭრიან და კიდევ 20-25 წლით უხანგრძლივებენ სიცოცხლეს.70 წელი ვარდისთვის რაიმე განსაკუთრებულ წლოვანებად არ ითვლება.200 წლიანი ვარდები შემორჩენილია როგორც ევროპაში ისე ამერიკაში.
რა თქმა უნდა ,ჯუჯა ვრდები უფრო ნაკლებს ცოცხლობენ ,მაგრამ არც იმდენად ,ასე რომ სხვა მიზეზი უნდა ვიპოვოთ.
ვიცი,რომ ჩვენთან სამწუხაროდ არ იციან რა ვარდი აქვთ,მაგრამ შემთხვევით ხომ არ იცით "კორდანა"ს სერიის ვარდი ხომ არ გქონდათ?(ჭირვეულია და ხანგრძლივად არ ცოცხლობს),თუ შარშანაც გქონდათ ,რა გააკეთეთ განსხვავებული?სად გედგათ? ზამთრის სეზონის განმავლობაში ზედმეტს ხომ არ რწყავდით?
ასეთი შტოების გაშავების მიზეზი ძირითადად ორია-ზამთარში ზედმეტი სითბო(ოთახის ვარდსაც კი 12 -15 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა არ ჭირდება) და პარალელურად ზედმეტი მორწყვა.ამ პერიოდში ვარდს ,რომელიც მიძინების პირასაა წყლის დიდი ოდენიბით შესრუტვა არ შეუძლია, ჭარბი წყალი მიწიდან დევნის ჟანგბადს,რის გამოც ფესვები ვერ სუნთქავს და მცენარე იღუპება.
დდაავადება, შტოების კიბო,რომელიც ინფექციურია, ეს ინფექციაც დაახლოებით ვიგივე პირობებში ვითარდება.

Posted by: ADA 26 Jan 2012, 00:53
palavando
არ ვიცი რა ჯიშისაა მაგრამ სამი ქოთანი მედგა გვერდიგვერდ ერთნაირად ვუვლიდი სამივეს, ის ორი კარგად გრძნობს თავს, აი ვარდისფერმა კი გაშავება რომ დაიწყო, მოვაჭერი გაშავებულები ბოლომდე მაგრამ მაინც ვერ შევაჩერე პროსეცი, არა არც ძალიან ცივა და არც ცხელა ოთახში სადაც მცენარეები მაქვს, შემოდგომაზე იყვავილა ბოლოს და ახლა უკვე ფოთლებს იცვლიდა. სტაფილოსფერი და წითელი კიდევ თავს კარგად გრძნობენ, მართლა გაკვირვებული ვარ...

Posted by: palavando 26 Jan 2012, 01:53
ADA
რატომ გაქვთ ოთახში? ოთახის ვარდებია? სად იყიდეთ?.თუ მაღაზიაში შეიძინეთ,შეიძლება მაინც კორდანა იყოს.რამდენი წელია რაც გაქვთ?ერთი ზამთარი მაინც აქვს გადატარებული მაგ პირობებში?საქმე ის არის,რომ ჩვეულებრივი ჯუჯა ვარდები შიგნით კარგად ვერ იზამთრებს.რას ნიშნავს ფოთლებს იცვლიდა?ახალი გამოქონდა უკვე?ამ დროს ვარდს უნდა ეძინოს, ფოთლების გამოტანა ჯერ ადრეა.ეს ნიშნავს,რომ ვარდისთვის ტემპერატურა მაინც მაღალი გაქვთ.ორი დარჩენილი მაინც გადადგით უფრო გრილ ადგილზე და ცოტა მორწყვა შეამცირეთ. ვარდისფერი კი სასწრაფოდ მოიშორეთ.სეკატორი და ქოთანიც საპნით და სოდით გარეცხეთ.

Posted by: anatoreli 26 Jan 2012, 13:21
palavando
QUOTE
რატომ გაქვთ ოთახში? ოთახის ვარდებია? სად იყიდეთ?.თუ მაღაზიაში შეიძინეთ,შეიძლება მაინც კორდანა იყოს.რამდენი წელია რაც გაქვთ?ერთი ზამთარი მაინც აქვს გადატარებული მაგ პირობებში?საქმე ის არის,რომ ჩვეულებრივი ჯუჯა ვარდები შიგნით კარგად ვერ იზამთრებს.რას ნიშნავს ფოთლებს იცვლიდა?ახალი გამოქონდა უკვე?ამ დროს ვარდს უნდა ეძინოს, ფოთლების გამოტანა ჯერ ადრეა.ეს ნიშნავს,რომ ვარდისთვის ტემპერატურა მაინც მაღალი გაქვთ.ორი დარჩენილი მაინც გადადგით უფრო გრილ ადგილზე და ცოტა მორწყვა შეამცირეთ. ვარდისფერი კი სასწრაფოდ მოიშორეთ.სეკატორი და ქოთანიც საპნით და სოდით გარეცხეთ.


ისვენებს?! გრატოში ხო ნახე როგორ ყვაოდა და ახალი კოკრებიც გამოსდის biggrin.gif

Posted by: pernata 26 Jan 2012, 13:25
anatoreli
გრატოში ახალი იმპორტირებულუა, სპეციალურად და გათვლით ამ სეზონზე გაყვავილებული. აბა იყიდე და სახლში დადე, და ის თუ იყვავილებს ზამთარში.
palavando - სთან ბოდიში, თუ რამეში ვცდები, მის თემაში დავასწარი პასუხი, სულმა წამძლია 2kiss.gif

Posted by: ADA 26 Jan 2012, 13:46
palavando
QUOTE
რატომ გაქვთ ოთახში? ოთახის ვარდებია? სად იყიდეთ?.თუ მაღაზიაში შეიძინეთ,შეიძლება მაინც კორდანა იყოს.რამდენი წელია რაც გაქვთ?ერთი ზამთარი მაინც აქვს გადატარებული მაგ პირობებში?საქმე ის არის,რომ ჩვეულებრივი ჯუჯა ვარდები შიგნით კარგად ვერ იზამთრებს.რას ნიშნავს ფოთლებს იცვლიდა?ახალი გამოქონდა უკვე?ამ დროს ვარდს უნდა ეძინოს, ფოთლების გამოტანა ჯერ ადრეა.ეს ნიშნავს,რომ ვარდისთვის ტემპერატურა მაინც მაღალი გაქვთ.ორი დარჩენილი მაინც გადადგით უფრო გრილ ადგილზე და ცოტა მორწყვა შეამცირეთ. ვარდისფერი კი სასწრაფოდ მოიშორეთ.სეკატორი და ქოთანიც საპნით და სოდით გარეცხეთ.

გამხმარი მოვიშორე და ქოთანსაც მივხედე, ჰო ოთახის ვარდებია, წითელი შარშან ამ დროს ყვავილობდა კიდევ მაგრამ სტაფილოსფერი შემოდგომაზე შევიძინე მაღაზიაში ვარდისფერთან ერთად, ეს უკანაკსნელი გახმა ხოლო ჯერ-ჯერობით ორივენი კარგად გრძნობენ თავს, გავიტან შედარებით გრილ ოთახში მაშინ და დავაკრვიდები, თებერვალში რომ აყვავიდეს ოთახის ვარდი შეიძლება?

Posted by: rcxmeluri 26 Jan 2012, 14:31
კი. სირბილი კარგია და მომწონს კიდეც... თუმცა დავრბივარ მხოლოდ მაშინ როდესაც
ძალიან მჭირდება გაქცევა(მარშუტკამ რომ არ გამასწროს).გეტანხმებიიი თეთრ ვარდს წითელისგან განსხვავებით ალბათ ორიგინალურობით გამოირჩევა და ამიტ აქვს ხიბლი , სურნელით კი ნაკლებათ გამოირჩევა...

Posted by: palavando 26 Jan 2012, 15:59
ADA
[quote] თებერვალში რომ აყვავიდეს ოთახის ვარდი შეიძლება?[/quote]
ოთახის ვარდს, განსკუთერებით კორდანას მთელი წლის განმავლობაში შეუძლია იყვავილოს, თუ ხელოვნურად შეუქმნი ოპტიმალურ პირობებს, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობით არ გამოირჩევა.

anatoreli
მე ეხლა ვარდის ბიოლოგიურ ციკლზე ლექციას ვერ წაგიკითხავ.(მითუმეტეს, რომ არც გჭირდება),მაგრამ სხვა დროს ,როცა ირონიის ხასიათზე დადგები უფრო ყურადღებით წაიკითხე პოსტები.ასე, რომ მოქცეულიყავი დაინახავდი,რომ კარგა ხანი მოვანდომე იმის გარკვევას ვარდი ოათახის იყო.თუ არა და იმასაც მიხვდებოდ რას ეხებოდა ეს ფრაზა.

quote] ჩვეულებრივი ჯუჯა ვარდები შიგნით კარგად ვერ იზამთრებს.რას ნიშნავს ფოთლებს იცვლიდა?ახალი გამოქონდა უკვე?ამ დროს ვარდს უნდა ეძინოს[/quote]

კორდანას რაც შეეხება,შენთვის შეიძლება სიახლეა(ახალგაზრდა ხარ და ეგ დრო არ გემახსოვრება),მაგრამ უნდა მოგახსენო, რომ კორდანა ვარდები ჯერ კიდევ 15 - 20 წლის წინ შემოიტანეს პირველად საყვავილეებში.მართლაც ულამაზესებია და ხალხმაც დაიტაცა,მაგრამ ეგ ვარდი ვინმეს, რომ გადარჩენოდა(ჩვენი კახელების სიყოჩაღე, რომ ვიცი) დღეს ბაზარი სავსე იქნებოდა მაგ ვარდებით.
ისე, ინგლისური კარგად გცოდნია და შედი ნებისმიერ კორდანას საიტზე და თუ მაგ ტემპერატურული რეჟიმის შექმნა ადვილია საქართველოში Kordana® potroses do not do well in temperatures that are too high for them ეხლა ეგ too high for them აც ნახე და მიხვდები რაც ხდება.
* * *
ნამყენი VS დაკალმებული ვარდები (გაგრძელება)

ნამყენ ვარდებზე უარის თქმა ვარდის ფუნქციის ახლებურმა გააზრებამაც განაპირობა. დღეს აღარ არის მოდაში ე.წ როზარიუმები, რომლებიც იმ პერიოდის პროდუქტი იყო, როცა ძვირადღირებული ვარდების კოლექციის ქონა პრესტიჟის საქმე იყო – გულთბილი მასპინძელი აუცილებლად გაგიყვანდათ პარკში თავისი როზარიუმის დასათვალიერებლად და პატარა ექსკურსიასაც ჩაგიტარებდათ ვარდების სამყაროში.თანამდროვე ბაღთმშენებლობაში ვარდი უფრო ბაღის ორგანული ელემენტია,იგი ჰარმონიულად უნდა ჯდებოდეს ბაღის საერთო სულისკვეთებაში და თავისი უხვი ყვავილებით მდიდრულ , ფერადოვან ლაქას უნდა ქმნიდეს ,რაც ნამყენი ვარდის შემთხვევაშ ძნელი მისაღწევია. ასკილის ყელზე დამყნობილი ორი კვირტი ორ ძირითად კულტურულ შტოს ანვითარებს(ყველა სხვა შტო, ასკილის ამონაყარია, რომელთანაც გამუდმებული ბრძოლაა საჭირო), ვარდი კარგად ვერ ბუჩქდება და შესაბამისად ვიღებთ დარღვეულ გაწლაწულ პროპორციას–რამდენიმე მძლავრ შტოს,ხშირად მოშიშვლებული ძირებით,კანტი კუნტად შემორჩენილი ფოთლებით და ამ შტოების ბოლოში განვითარებული,ხშირად ძალიან დახვეწილი, მაგრამ მაინც ეული ყვავილით, რომელიც ლარნაკში ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურება ვიდრე ბაღიში.ამის საპირისპიროდ ,დაკალმებული ვარდი სწრაფად და ადვილად აყალიბებს კოხტა ბუჩქს. ნებისმიერი ამონაყარი მშობლის კლონია, რაც ხელს უწყობს ვარდის ჰორიზონტალური მასის განვითარებას და მრავალტოტიანი ბუჩქის თავისუფალი ფორმის შექმნას. ასეთი ვარდის ბუჩქი უფრო უხვადაც ყვავილობს (მოყვავილე შტოების სიხშირის გამო ) და ეს თავისუფალი, ბუნებრივი ფორმა უფრო ადვილად ეწერება ბაღის,ან ბორდურის საერთო კომპოზიციაში.http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება.

Posted by: anatoreli 26 Jan 2012, 18:44
palavando
[quote]ე ეხლა ვარდის ბიოლოგიურ ციკლზე ლექციას ვერ წაგიკითხავ.(მითუმეტეს, რომ არც გჭირდება),მაგრამ სხვა დროს ,როცა ირონიის ხასიათზე დადგები უფრო ყურადღებით წაიკითხე პოსტები.ასე, რომ მოქცეულიყავი დაინახავდი,რომ კარგა ხანი მოვანდომე იმის გარკვევას ვარდი ოათახის იყო.თუ არა და იმასაც მიხვდებოდ რას ეხებოდა ეს ფრაზა.

quote] ჩვეულებრივი ჯუჯა ვარდები შიგნით კარგად ვერ იზამთრებს.რას ნიშნავს ფოთლებს იცვლიდა?ახალი გამოქონდა უკვე?ამ დროს ვარდს უნდა ეძინოს[/quote]

კორდანას რაც შეეხება,შენთვის შეიძლება სიახლეა(ახალგაზრდა ხარ და ეგ დრო არ გემახსოვრება),მაგრამ უნდა მოგახსენო, რომ კორდანა ვარდები ჯერ კიდევ 15 - 20 წლის წინ შემოიტანეს პირველად საყვავილეებში.მართლაც ულამაზესებია და ხალხმაც დაიტაცა,მაგრამ ეგ ვარდი ვინმეს, რომ გადარჩენოდა(ჩვენი კახელების სიყოჩაღე, რომ ვიცი) დღეს ბაზარი სავსე იქნებოდა მაგ ვარდებით.
ისე, ინგლისური კარგად გცოდნია და შედი ნებისმიერ კორდანას საიტზე და თუ მაგ ტემპერატურული რეჟიმის შექმნა ადვილია საქართველოში Kordana® potroses do not do well in temperatures that are too high for them ეხლა ეგ too high for them აც ნახე და მიხვდები რაც ხდება. [/quote]


ირონია არ იყო უბრალოდ შემეშალა და ნატა უნდა დამეთაგა და არა თქვენ........მაგრამ ეგრეც რომ არ იყოს,ირონია თქვენ პოსტში უფრო იგრძნობა....მე უბრალოდ ვიკითხე.......თუ ხსნით და წერთ ძალიან გთხოვთ ნუ დაგვამადლით რა გამეორებას თუ ყველაფერი ვერ ძავიკითხე და ისე ვერ გავიგე როგორც უნდა გამეგო თურმე....რა გაბრაზებთ ვერ გავიგე....

Posted by: varianeli 26 Jan 2012, 19:02
palavando

რას მირჩევდით ვარდების დარგვისას - ორმოში რომელშიც ვარდს ვრგავ, ვავსებ შავი ქვიშით (მდინარის) და ნეშომპალათი.
ვიფიქრე რომ ამ შემადგენლობას გაზაფხულზე როცა დავრგავ, მინდა სრული სასუქი დავამატო.
რამდენად მიზან სეწონილი იქნება ეს?
ან კიდევ რამეს ხომ არ მირჩევდით ამასთან დაკავშირებით?

გმადლობთ წინასწარ.

Posted by: palavando 26 Jan 2012, 20:07
varianeli
მხოლოდ ქვიშა და ნეშომპალა ზედმეტად მსუბუქი ნიადაგია ვარდისთვის. კარგი იქნება ცოტა თიხის დამატება, შეგიძლია ნაკელიც დაამატო, მაგრამ აუცილებლად კარგი გადამწვარი,თორემ გადაუმწვარი ნაკელი ინფექციის წყაროა.კომპლექსური სასუქის გადარევაც შეიძლება,მაგრამ თუ ნერგი ნორჩია და ფესვთა სისტემა ძლიერი არა აქვს დოზა ძალიან შეამცირე-ფესვები არ დაგიწვას.

* * *
anatoreli
QUOTE
...რა გაბრაზებთ ვერ გავიგე....

ეხლა ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შექმნი ,თითქოს პირველად დამიპოსტე! "შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ........." sa.gif

Posted by: pernata 26 Jan 2012, 22:42
palavando
anatoreli
мир, труд, май alk.gif

Posted by: anatoreli 26 Jan 2012, 23:22
palavando
QUOTE
ხლა ისეთ შთაბეჭდილებას ნუ შექმნი ,თითქოს პირველად დამიპოსტე! "შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ........."


აი შარიი.....


შთაბეჭდილებას ვქმნიი lol.gif


მე არ მახსოვს მარა ეხლა დამაინტერესა "შარშანდელი რა იყო ასეთი".......ისე პოლიტიკის გარდა არავინ გამიბრაზებია.....ნუ თუ ისე უბრალოდ შარზე არაა lol.gif

Posted by: palavando 26 Jan 2012, 23:23
pernata
ერთით-ერთი? up.gif ეს კი გიოს 2kiss.gif

Posted by: anatoreli 27 Jan 2012, 00:43
pernata
QUOTE
мир, труд, май



ვერაფერი ვერ გავიგე მარა მაინც.... biggrin.gif

Posted by: pernata 27 Jan 2012, 13:31
anatoreli
QUOTE
ვერაფერი ვერ გავიგე მარა მაინც....

smile.gif სსრკ ლოზუნგი იყო... ბედნიერების და მეგობრობის გამომხატველი
http://www.radikal.ru
palavando
QUOTE
ერთით-ერთი?

chest.gif

მარინა - "მორთმეული" თაიგულების ვარდებს არ ვეშვები და ვტენი და ვტენი პერლიტში და არ კალმდება. შევეშვა? შანსი არ მაქვს?
* * *
და კიდე ერთი შეკითხვა - ვარდის დაკალმებისას რომ აკეთებენ -კალამს ძირს რომ ოდნავ უჭრიან და შიგ ხორბალს ტენიან და ისე დებენ წყალში... გამართლებულია?

Posted by: dayzi-mai 27 Jan 2012, 14:25
მე ღობის ვარდი მომწონს, კახეთში ყველაზე კარგად ხარობს ჩემი აზრით. წითელიც მომწონს და თეთრიც. მონდვრის ყვავილებიც მიყვარს.

Posted by: spliyvi1 27 Jan 2012, 16:20
ვარდები ადამიანის ყოფიერ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მცენარეა,რომელიც მანდილოსანს ჩემი აზრით დიდ სიამოვნებას ანიჩებს,მიართვით ქალბატონებს ვარდები და შეუყვარდებით

Posted by: palavando 27 Jan 2012, 16:20
pernata
QUOTE
"მორთმეული" თაიგულების ვარდებს არ ვეშვები და ვტენი და ვტენი პერლიტში და არ კალმდება. შევეშვა? შანსი არ მაქვს?


ჩამოტანილ ვარდებს თუ გულისხმობ.შანსი პრაქტიკულად ნულია.ფორმის შესანარჩუნებლად დამუშავებულია(ბალზამირებულია ,რა)აქ მოჭრილებსაც უკეთებენ რაღაცას უფრო მარტივს მგ, ყლორტს ბუტონამდე ცხელ წყალში დებენ..ამიტომ შანსი მათაც ნაკლები აქვთ.მაგრამ რა იცი ყველაფერი ხდება გამონაკლისის სახით.

ხორბალი არ მიცდია,მეშინია წყლიდან ნიადაგში გადატანისის არ გაუჭირდეს, მაგრამ წელს ვაპირებ მაინც მოსინჯვას და შედეგს შეგატყობინებ.
ვარდები იქით იყოს და შენ დენოს მეთოდით თუ გიცდია თელების გაღივება?მე შარშანაც ვცადე და წელსაც და მგონი მაგარია. წელს ფლოქსები პრაქტიკულად 100 პროცენტი გაღივდა და რომ გავხსენი ლამის აყვავებული დამხვდა შიგნით.

dayzi-mai
კახეთიდან ერთი წითელი ღობის ვარდი მაქვს ,პრაქტიკულად გაუჩერებლად ყვავილობს..
* * *
spliyvi1
QUOTE
მიართვით ქალბატონებს ვარდები და შეუყვარდებით

up.gif

Posted by: pernata 27 Jan 2012, 18:29
palavando
დენოს მეთოდი? პირველად მესმის. წავედი გუგლში smile.gif

იმპორტირებულია თუ არა, არ ვიცი.. გარშემო არავის ვაყრევინებ მომჭკნარ ვარდებს, ხან რა არის, ხან რა. რადგან შანსი არის, გავაგრძელებ

ღობის წითელი ვარდი, პერმანენტულად მოყვავილე?? ძალიან მაინტერესებს... smile.gif
* * *
მდაა... დენოს მეთოდი ვერ ვიპოვე. რამე მინუშნებაც მომეცით, ფლიიიიზ smile.gif

Posted by: palavando 28 Jan 2012, 00:10
pernata
http://www.robsplants.com/seed/baggy.php
http://theseedsite.co.uk/seedsowing.html

რომ დახედავ მიხვდები, რომ პრინციპში იცოდი. უბრალოდ მაინტერესებდა გიცდია ,თუ არა.ჩემი აზრით მაგრად მუშაობს ,თან უპრობლემოა.
მეორე საიტიც ნახე, თესლებზე ბევრი ინფორმაციაა. Deno ალბათ ინგლისურად უნდა დამეწერა.
* * *
pernata
როგორც ხედავ ,გამომადგა ლინკის კოპირება

Posted by: pernata 28 Jan 2012, 00:43
palavando
QUOTE
როგორც ხედავ ,გამომადგა ლინკის კოპირება

თუ მე გამომადგა? biggrin.gif მადლობთ, მარინა 2kiss.gif

Posted by: NucLeaR 28 Jan 2012, 03:12
ესეთ ვარდიც არსებობს? biggrin.gif შემიძლია სადმე ვიშოვო? ..

Posted by: palavando 28 Jan 2012, 21:43
ნამყენი VS დაკალმებული ვრდები(გაგრძელება)

არ ვიცი საიდან გაჩნდა მოსაზრება,რომ ნამყენი ვარდები უფრო დიდხანს ცოცხლობს და ნაკლებად ავადმყოფოდს ვიდრე დაკალმებული ვარდები. ორივე ეს პოსტულატი ლეგენდების სფეროს განეკუთვნება.სულ პირიქით,დაკალმებული ვარდის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად აჭარბებს ნამყენისას,ხოლო მყნობის ადგლი ვარდის ბუჩქის ყველაზე სუსტი წერტილია,სწორედ აქიდან იჭრება ვარდში სასიკვდილო ინფექციები.უფრო მეტიც, მყნობა ხშირად წყალში ყრის სელექციონერების თავდაუზოგავ შრომას დაავადებებისადმი მედეგი ჯიშების გამოყვანისთვის. როგორც კი ასეთ ვარდს ასკილის ,ან რომელიმე სხვა საძირეზე დაამყნობთ იგი ისევ მიდრეკილი ხდება იმ დაავადებისადმი,რაც საძირეს ახასიათებს.
მაშ რატომ გრძელდება ვარდის მყნობის პრაქტიკა?
პირველი მიზეზი ალბათ ტრადიციისადმი ერთგულებაა. ადამიანებს უჭირთ ძველ კლიშეებზე უარის თქმა...
მეორე მიზეზი უფრო პრაგმატულია– მზა ფესვთა სისტემაზე დამყნობილი ვარდი პრაქტიკულად ერთ სეზონში იღებს დასრულებულ, გასაყიდ სახეს, ხოლო დაკალმებულს ბევრად მეტი დრო ჭირდება.
მესამე–არის ვარდები, რომლებიც კალმით ძნელად მრავლდება და თუ მაინც გამრავლდა სუსტი და შეუხედავი რჩება, მაგრამ ასეთი ვარდი სულ ათიოდეა.
თუ ჩვენ მაინც ვერ მოვახერხეთ თქვენი დარწმუნება და თქვენ მაინც გადაწყვეტთ რომელიმე ძალიან ლამაზი, ნამყენი ვარდისაგან შექმნათ თქვენი ბაღის მთავარი აქცენტი,მაშინ ეს რჩევა მაინც გაიზიარეთ:შეიძინეთ თქვენს მიერ შერჩეული ვარდის 3 ძირი , ისინი ერთად 30 სმ–ს დაშორებით ,სამკუთხედის ფორმით დარგეთ და ასე ხელოვნურად შექმენით მრავალტოტიანი ბუჩქის იმიტაცია. http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

* * *
NucLeaR
QUOTE
ესეთ ვარდიც არსებობს?

არა,არ არსებობს ,მაგრამ თქვენმა სურათმა ახალი თემა მიკარნახა-შეღებილი ვარდები და შეღებვის ხერხები.

Posted by: spliyvi1 28 Jan 2012, 21:49
ვარდების ომში დამატყვევა მუზების ღმერთმა,
შენზე ოცნებამ,
მე ისევ გეტრფი თუმცა გრძნობა ჭკნება და ჭკნება,
იქცა მორევად...
ტაძრებს, ბილიკებს დავამშვენებ თეთრი ვარდებით,
ჭრელი ფურცლებით,
ბავშვურ ოცნებით, სიხარულით მაინც დავტკბები,
ხო, მე სულელი.

დავაფრქვევ ირგვლივ საუცხოო ვარდების სურნელს
მწარე ცრემლებით,
უკანასკნელად გავიხსენებ ჯადოსნურ წუთებს
დაიმედებით,
მე ამ ოცნებას ფრთებს შევასხამ და გავფრინდები,
გავყვები ტკივილს,
ავყვები ფიქრებს, ემოციებს, გადავიღლები,
დავიწყებ ყვირილს.

შევსვამ გრძნობებით და ვნებებით სავსე ფიალას,
მათრობელ სასმისს,
ვეცდები ამით გავიქარვო მძიმე იარა
ფოთლების ქარში,
სისხლივით წითელ, გაშლილ ვარდებს მივესალმები
ალისფერ თოვლში,
მე კვლავ შევხვდები მუზების ღმერთს ნაზი ფერებით
ვარდების ომში.
* * *
რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია

Posted by: d_tsabo 28 Jan 2012, 21:56
აჰა თქვენ ჩემგან მერე შეიძლება კიდე დავდო
http://photohost.aisiforce.org/st132/00088_1327773347_kvcka.jpg

Posted by: palavando 28 Jan 2012, 22:12
spliyvi1
love.gif love.gif love.gif
ვარდი იყო და იქნება სიყვარულის და პოეზიის სიმბოლო.

Posted by: ADA 28 Jan 2012, 22:19
თებერვალში ეზოში დარგვა უკვე ხომ შეიძლება? სად შეიძლება ვიყიდო კარგი ვარდის ჯიშები თბილისში? ფასებიც ხომ არ იცით დაახლოებით მაინც? თეთრ ვარდებს ვერ ვახარებ სოფელში, თიხნარია და შეიძლება ხელს უშლიდეს მის გახარებას? ანუ ვარდების ხეივნის გაშენებას ვცდილობ, მინდა ყველა ფერის ვარდი მქონდეს, სხვადასხვა ჯისები მაგრამ ამ ყველაფერში ჯერ0ჯერობით ვერ ვერკვევი, სახელმძღვანელო იყიდება რამე თუ იცით?

Posted by: spliyvi1 28 Jan 2012, 22:23
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად...
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!
* * *
აგონიაში ჩავარდი დილით,
უტოპიაში შევცურე დღისით,
საღამო ხანებს ვნახავ ნაზ ვარდებს,
ვარდებს ეკლიანს მოვწყვიტავ ამ დღეს.

შევცურავ თვალთა მღელვარე ზღვაში,
ჩავიძირები როგორც თოლია,
როს დაგინახავ ამ ლამაზ ბაღში,
ამ უტოპიის ვარდებს მოგიტან.

ავტორი: რატი თაბაგარი
* * *
გუშინ ვარდები დავკრძალე,

გიშრის ოცნებები წვიმაში დამისველდა,

მტკნარი სიმარტოვე ლექსებად დავცალე,

მზეს რომ მეეზოვე აღვიძებდა…

ეული ფიქრები ბაქანთან დავტოვე,

ცა, რომ იდიოტებს გაედავა,

ფერადი მაისი დეკემბრად დავთოვე,

გვირილებით რომ არ გვეგუნდავა,

ეს მერანდენედ, ცის კარი გაიღო

დილა, ღრუბლების დაესწრო ქორწილს,

ბაღებში, მტრედებთან ქრისტეს ხორცს გავიყოფ,

არა ძვირფასი ქალწულის კოცნით,

ბოდვაში გავივლი ნამიან ხვიარებს,

გამოგიტყდები მთვრესთან ღალატში,

პაემანივით, რომ დამაგვიანეს,

იმ ჩამტვრეული ფარნების ქალაქში

და კეთროვანი მუზების ნახშირით,

გუბე, ფილტვები ივსება თანდათან,

გამოქცეული, სახლიდან, ბავშვივით,

ავადმყოფურად დავწვები ბაქანთან,

ცარიელ ოთახში მეძიონ კედლებმა,

რომ მიეჩვივნენ ღვინოს და თამბაქოს…

აყოლებული ქუჩების კეთება,

ყველა პოეტურ მიგნებას გააქრობს,

სარეცელიდან გიმილავენ მოძღვრები,

უშნო მარშების მიწება სუფევს,

რკინის ბილიკით ბაქანსაც მოვწვდები

Posted by: NucLeaR 28 Jan 2012, 22:58
როგორ შევღებო ვარდი შავათ ? sad.gif .

Posted by: palavando 29 Jan 2012, 01:03
spliyvi1
QUOTE
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!

yes.gif "იელი" დიდუბე, ექსპო -ჯორჯიას ტერიტორია.
ADA
QUOTE
თებერვალში ეზოში დარგვა უკვე ხომ შეიძლება?

თებერვალი მაინც ცოტა ადრეა,შეიძლება ახალ დარგულზე და მორწყულზე დაყინოს.დღეს ვარდები ძირითადად კონტეინერებშია დაფესვიანებული,მათი გადარგვა ნიადაგში პრაქტიკულად მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება, ვინაიდან ვარდებს კარგად არ იცნობთ, ჯობია აპრილს დაელოდოთ.მაშინ შეგეძლებათ ვარდს შეხედოთ და გადაწყვიტოთ მოგწონთ თუ არა. ჩვენ ძალიან საინტერესო ვარდები გვაქვს - პრაქტიკულად ყველა დიდი სელექციონერის ცნობილი და პრემირებული ვარდებია.
აი, ფასს რაც შეეხება ცოტა ძნელია ასე თქმა- გააჩნია რა ვარდები გინდათ,მინიმალური ფასი 10-15 ლარია...თუ მოსვლას დაპირებთ ჯობია წინასწარ დამირეკოთ ყოველდღე არ ვარ-9937 91 96
რაც შეეხება თიხნარებს, ვარდს თიხნარები უყვარს, მაგრამ ზომიერი.ჩაატარეთ ასეთი ექსპერიმენტი აიღეთ თქვენი ბაღის მიწა დანამეთ და პლასტელინივით მოზილეთ,შემდეგ ხელით მიეცით წვრილი სოსისის ფორმა და ბოლოები ერთმანეთთან მიიტანეთ,ისე რომ წრე შეიკრას,თუ წრე ისე შეიკრ,რომ არსად არ გატყდა მაშინ მართლაც მძიმე თიხნარი გქონიათ და ვარდის დარგვისას მიწა უნდა გაამსუბუქოთ-შეიტანოთ ქვიშა, ნეშომპალა, ტორფი, კომპოსტი. ისე, ამის გაკკეთება ყველა შემთხვევაშI არ აწყენს ვარდს.
ეხლNucLeaR
QUOTE
როგორ შევღებო ვარდი შავათ ?

ცოტა მოითმინე და...

Posted by: NucLeaR 29 Jan 2012, 01:17
QUOTE
ცოტა მოითმინე და...

14 თებერვლისთვის მინდა biggrin.gif .

Posted by: palavando 29 Jan 2012, 02:15

NucLeaR

ცნობისთვის- შავი ვარდები სიკვდილის,მათ შორის სიყვარულის და კეთილგანწყობის დასასრულის, სამუდამო განშორების სიმბოლოა. 14 თებერვალს ჩემი "ნაკოლით" შეღებილ შავ ვარდებს ვერავისთვის მიგართმევინებ.
პილატესავით- ხელები დამიბანია. ზუსტად 15 თებერვალს დავდებ მასალას.
no.gif

Posted by: NucLeaR 29 Jan 2012, 02:22
palavando
ეგ არ ვიცოდი biggrin.gif მადლობა ინფორმაციისთვის ..

Posted by: palavando 29 Jan 2012, 02:36
NucLeaR
QUOTE
ეგ არ ვიცოდი

გაიხარე, ამოვისუნთქე.

Posted by: d_tsabo 29 Jan 2012, 11:36
palavando
კარგი ვარდები გაქვს მოვიდე გადავიღო?
http://photohost.aisiforce.org/st132/00088_1327822533_xv9ua.jpg
http://photohost.aisiforce.org/st132/00088_1327822533_sckg5.jpg
http://photohost.aisiforce.org/st132/00088_1327822534_ecm0a.jpg

Posted by: chiburashka111 29 Jan 2012, 21:11
palavando
სურნელოვანი ვარდები გაქვთ?

Posted by: spliyvi1 29 Jan 2012, 21:33
სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი



ავტორი: ნიკო გომელაური

Posted by: palavando 30 Jan 2012, 01:08
chiburashka111
გვაქვს!

ვარდების მსოფლიო ასოციაციას შემუშავებული აქვს ვარდების სურნელების რეიტინგი;
1-3-სუსტი, 3-5საშუალო, 5-6 სურნელოვანი, 6-8ძალიან სურნელოვანი, 8-10 განსაკუთრებულად სურნელოვანი

აი ჩვენივარდები, რომლებსაც სურნელების რეიტინგი 8-10 აქვთ, ანუ განსაკუთრებიული(exeptional) სურნელება აქვთ და სურნელებაში უმაღლესი ჯილდოები აქვთ აღებული.
http://www.radikal.ruElle , Alain Meilland (საფრანგეთი)
http://www.radikal.ruJust Joey ,Cants Of Colchester(ინგლისი)
http://www.radikal.ruBig Purple®,Pat Stephens(ავსტრალია)http://www.radikal.ruTanelis,Kordes(germania)http://www.radikal.ruPaul McCartney, Meilland International
(საფრანგეთი)
ჩემმა კომპმა ცოტა გაჭედა და მოგვიანებით ვცდი დანარჩენის დადებას.

,
* * *
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru Abraham Derby,Gertrude Jekyll,
L.D. Braithwaite,Jude The Obscure,William Shakespeare 2000 ხუთივე ვარდი-David Austin,(ინგლისი)
http://www.radikal.ruVelvet Fragrance®,Fryer(ინგლისი)
http://www.radikal.ruIndian Summer,Colin A. Pearce (ინგლისი)
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s50.radikal.ru/i128/1201/db/d7186869dfeb.jpg[/IMG Margaret Merril®Harkness(ინგლისი)
http://www.radikal.ruAudrey Wilcox®Fryer(ინგლისი)





* * *
http://www.radikal.ruMargaret Merril (Harkness)ინგლისი
http://www.radikal.ruKing's Macc®Fryer
http://www.radikal.ruMr_Lincoln, Swim & Weeks (აშშ)

* * *
d_tsabo
გაზაფხულზე...ოღონდ,თქვენ რომ ვარდებს დებთ ,ეგ ვარდები ფლორისტული,ანუ მოსაჭრელი ვარდებია, ჩვენ ბაღის ვარდეები გვაქვს .

Posted by: chiburashka111 30 Jan 2012, 14:01
palavando
QUOTE
Elle , Alain Meilland (საფრანგეთი)

QUOTE
Paul McCartney, Meilland Internationa

QUOTE
Audrey Wilcox®Fryer(ინგლისი)

ამათი ფასები შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: palavando 30 Jan 2012, 15:15
chiburashka111
ჩამოტანილი(იმპორტირებული), კონტეინერში გაზრდილი(კონ. ზ 45x40) 40 ლარი, ჩვენი გადაკალმებული ერთწლიანი ნერგები 15-20 ლარი.

Posted by: chiburashka111 30 Jan 2012, 17:15
palavando
როდის უნდა მოგაკითხოთ ერთწლიანი ნერგებისთვის? მაშინვე გრუნტში მინდა რომ გადავიტანო, მარტში?

Posted by: palavando 31 Jan 2012, 15:09
chiburashka111
მარტის მეორე ნახევრიდან. ამ დღეებში სამსახურში არ დავდივარ და ზუსტად არ ვიცი ერთწლიანებში რა დაგვრჩა, მაგრამ როგორც კი მივალ ვნახავ , გადაგიწყობთ და დაგიპოსტავ.

Posted by: palavando 2 Feb 2012, 23:48
მინიატურული ვარდების მეფე

ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ვარდის ყველა სელექციონერი ოცნებობს შექმნას ვარდი, რომელიც საყიოველთაო აღიარებას დაიმსახურებს და მის შემქმნელს სახელს და დიდებას მოუტანს. წარმოიდგინეთ რამდენად პრესტიჟულია ,როცა ადამიანი ერთ განთქმულ ვარდს კი არა, მთელ სახეობას ქმნის და თან ძალიან წარმატებულს .სწორედ ასეთი სელექციონერია ამერიკელი რალფ მური–მინიატურული ჩაის ვარდების შემქმნელი.პროფესიონალები ამბობენ,რომ არ არსებობს მინიატურული ვარდი,რომელიც მორის“რეცეპტის“ ან მისი საძირეების გამოყენებით არ იყოს შექმნილი.მის მიერ გამოყვანილი ვარდები სულ 50 სმ სიმაღლისაა და დახუნძლულია პატარა 3–5 სმ ელეგანტური ბუტონებით. თან ეს პაწკუნები სულაც არ არიან ნაზი აზიზები.მათი ყინვა გამძლეობა –25 ია და ისინი თანაბრად ეგუებიან როგორც ქოთანს, ასევე ნიადაგს.
რალფ მური ჯუჯა ვარდების შემქმნელია ,მაგრამ თავად მის სახელს გამუდმეებით თან ახლავს ეპითეტი დიდი– დიდი სელექციონერი, დიდი მასწავლებელი, დიდი მეგობარი,
დიდი ადამიანი...ჯერ მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ იგი სულ ეხლახანს 2009ში 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. იშვიათად თუ წამიკითხავს იმდენი თბილი სიტყვა(ქართველს რომ გარდაცვლილის ქება გაგიკვირდება)გულწრფელი სიყვარულით , სინანულით და მადლიერებით აღსავსე წერილი, რამდენიც ამ დიდ მევარდეზე.და რაც უფრო მეტს ვკითხულობდი მასზე, მით უფრო ნათელი ხდებიდა ,რომ მან ეს საყოველთაო სიყვარული მარტო თავისი განუმეორებელი ვარდეების გამო არ დაიმსახურა–რალფ მორი იყო ადამიანი, რომელმაც მარტო ვარდები კი არა მთელი სკოლა, მევარდეების არმია შექმნა. იგი უშურველად უზიარებდა თავის ცოდნას და გამოცდილებას ნებისმიერ მსურველს. მისთვის არ არსებობდა ე.წ „ფირმის სიდუმლეოს „ ცნება,მზად იყო პასუხი გაეცა ნებისმიერ კითხვაზე, თავისი მოწაფეების წარმატებით ხარობდა და ღრმად სწამდა ,რომ თუ ადამიანი ვარდებით დაკავდება,იგი სულ ცოტათი მაინც უკეთესი გახდება ვიდრე წინა დღეს იყო. ცოტა მოგვიანებით რალფ მურის ლექსებსაც გადავაწყდი(პოეზია და ვარდები ხომ განუყოფელია). მგონია, რომ მურის ეს ლექსი მის ცხოვრებისეულ კრედოს გამოხატავს,რომლის განხორციელებაც ამ ადამიანმა ნამდვილად შესძლო;
როცა ზარები მაუწყებენ ,რომ ჟამი დადგა
მინდა მეთქმოდეს თავაწეულს გულწრფელად, ლაღად,
რომ სილამაზის ერთი სხივით მეტი დავტოვე
ვიდრე ამ ქვეყნად მოვლინებულს მიწაზე დამხვდა.
რომ ხელს ვუწვდიდი ყველა დაღლილს ,უპოვარს ,მაშვრალს,
რომ ვიღაც მაინც განვარიდე განსაცდელს ,ხაფანგს.
ვარდის ციაგი დავუტოვე მოკეთეს მრავალს,
რომ გაუნათოს გზა სავალი,ჩემს უკან მავალს,
რომ არ ვინდომე სხვა ძეგლი და ეპიტაფია
ჩემი ერთგული მეგობრების ცრემლების გარდა.

ეხლა კი რალფ მორის და მისი მოწაფეების მინიატურული ვარდები :
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: irinka7776 6 Feb 2012, 16:11
თუ არ შეწუხდებით,იქნებ მითხრათ როგორ მოვუარო ჯუჯა ვარდებს.

Posted by: palavando 6 Feb 2012, 22:57
irinka7776
ჯუჯა ვარდების მოვლის ხერხები დიდადაა დამოკიდებული იმაზე,თუ რა ტიპის ჯუჯები გაქვთ .ნამდვილი ჯუჯა ვარდი ბიოლოგიურად ჩვეულებრივი ვარდია და მას ისევე უნდა მოუაროთ როგორც დიდ თნამოძმეს.ასეთ ვარდებს არ უყვართ ოთახი,ისინი ჯობია აივანზე გქონდეთ.ვარდები ალბათ ქოთანში გაქვთ. განათება -6სთ მზე(ჯობია დილის),კარგი ნიადაგი-თანაბარი წილი კომპოსტი,ნაკელი(კარგად გადამწვარი),ტორფი,ნეშომპალა, ქვიშა .თუ ეს კომპონენტები ვერ იშოვეთ,არც ესაა დიდი უბედურება-აიღეთ კარგი ტყის მიწა+ცოტა ნაკელი+ქვიშა.მორწყვა-არ გადაალპოთ,მორწყეთ როცა მიწის ზედაპირი ოდნავ შეშრება,ზამთარში მორწყვა ძალიან შეამცირეთ-მორწყეთ მხოლოდ თბილ ამნდში,მხოლოდ დილის საათებში.ზამთარში ჯუჯა ვარდებს ჭირდებათ დასვენება,თუ მაინც ოთახში გაქვთ-დადგით ყველაზე გრილ ადგილზე(გაუმთბარ ოთახში) ისე ჯობია აივანზე დატოვოთ. ვარდებს ძალიან უყვართ კვება,განსაკუთრებით ქოთანში-კვებეთ ნებისმიერი ყვავილების კომპლექსური საკვებით 7-10 დღეში ეერთხელ.საკვების შეტანის წინ ქოთანი აუცილებლად მორწყეთ.ქოთანში ვარდებს ძალიან უყვართ ფოთლებიდან კვება,ანუ წყალში გახსნილი საკვების შესხურება,ასეთ შემთხვევაში იხმარეთ ძალიან სუსტი ხსნარი-წყალში გახსენით ჩვეულებრივი დოზის მესამედი.შესხურება ჯობს მზის გადასვლის შემდეგ(სველ ფოთლებზე პირდაპირმა მზემ შეიძლება ფოთლები დაწვას)
ვარდი კვებეთ მთელი გაზაფხული და ზაფხული,შემოდგომაზე და ზამთარში არ კვებოთ.ადრე გაზაფხულზე ვარდს ტოტები შეუკვეცეთ-არ გადაჭრათ ძალიან დაბალზე(არ უყვარს დაბლა გადაჭრა)გადაჭრისდროს მიაქციეთ ყურადღება კვირტების განლაგებას.ისე გადაჭერით,რომ ტოტზე კვირტი გარეთ იყურებოდეს.
ყველაფერი ეს ჩვეულებრი ჯუჯებს ეხებათ,თუ თქვენ ოთახის ჯუჯები(კორდანა ვარდები )გაქვთ ,დაპოსტეთ -მათი მოვლის წესი ძალიან განსხვავებულია..

Posted by: Champagne_Supernova 7 Feb 2012, 23:30
user posted image

Posted by: palavando 13 Feb 2012, 22:50
შეღებილი ვარდები
ვარდების ფერადოვანი გამა, მართლაც რომ განსაცვიფრებლად მრავალფერიოვანია,მაგრამ არის ფერები, რომლის გამოყვანა, მიუხედავად სელექციონერების ძალისხმევისა,ჯერ ჯერობით მაინც მიუღწეველ ამოცანად რჩება.
ეს ფერებია–შავი,ცისფერი,მწვანე,ყავისფერი.
თუმცა , ამ ფერის ვარდების შექმნა ჯერ ჯერობით ვერ მოხერხდა , გამუდმებულ მცდელობას მაინც მოყვა რამდენიმე ძალიან საინტერესო ვარდის დაბადება.
ასე შეიქმნა ძალიან მუქი წითელი ვარდბი,რომელთა ბუტონები თითქმის შავია–Black magic და Black bacarrahttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ე.წ.ცისფერი ვარდები–ცისფერ ვარდებზე უკვე ვისაუბრეთ;Rhapsody in blue და Shoking bluehttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

მწვანე–აქ ძირითადად ფლორისტული ვარდებია წარმოდგენილი(შეგახსენებთ,რომ ფლორისტული ვარდები მოსაჭრელი ვარდებია, რომლებსაც დახურულ სივრცეში ზრდიან და ყვავილოვნი თაიგულების შესაქმნელად იყენებენ).Green romantic და Green planethttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ჩემი აზრით,ყველაზე საინრტერესო შედეგები ყავისფერი ვარდების შექმნისას მიიღეს.ამ ტონის გარევამ ჩააქრო ბანალური წითელი და ვარდებს უფრო მდიდრული,ხავერდოვანი ელფერი შესძინა–ამ ჯგუფის ვარდებს განეკუთვნება მეიანის ძალიან ცნობილი ვარდიTerracota და ამერიკელი სელექციონერის Tom Carruth ის Hot Chocolate ანუ Nubya,რომელმაც უამრავი პრესტიჟული ჯილდო და პრემია მოიპოვა.http://www.radikal.ru
მიუხედავად ვარდების ფერთა გამის მრავალფეროვნებისა,გამუდმებით ჩნდება მოთხოვნა უცხო, გამორჩეული ფერის ვარდებზე. ამ სურვილს ერთის მხრივ ორიგინალობის და ინდივიდუალიზმის გამუდმებული სურვილი კვებავს, ხოლო მეორეს მხრივ დასავლური სუბკულტურის მოდური ტენდეციები.
ა.მ. გოთური კულტურის პოპულარობამ წარმოშვა დიდი მოთხოვნა შავ ვარდზე. ფლორისტები, რა თქმა უნდა,ასეთ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდნენ და რადგან სელექციონერები ჩამორჩებოდნენ ბაზრის მოთხოვნას,ფლორისტებმა სხვა გამოსავალი იპოვნეს–მათ აიღეს თეთრი და წითელი ვარდბი და უბრალოდ შავად შეღებეს(უნდა გა#####დე ,რომ არც თუ ურიგოდ).
გაგრძელება იქნება

P.S ერთი საათია სურათების დადებას ვცდილობ,მაგრამ კომპმა გაჭედა...მოგვიანებით დავამატებ.

Posted by: palavando 14 Feb 2012, 22:59
Terracota
http://www.radikal.ru
Nubia
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
Iris Webbhttp://www.radikal.ru
და ეგრთწოდებული გოთური შავი ვარდები;http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Feb 2012, 23:39
palavando
ნაფოტოშოპლარს შენ აქ არ დადებდი ე.ი შავი ვარდი ნამდვილად არსებობს, აი დღემდე არ მჯეროდა ამის, საინტერესოა მაგათი ნერგი ჩვენთან არ იქნება სადმე რო ვიყიდო?

Posted by: MITIATO 14 Feb 2012, 23:55
palavando
QUOTE
მწვანე–აქ ძირითადად ფლორისტული ვარდებია წარმოდგენილი(შეგახსენებთ,რომ ფლორისტული ვარდები მოსაჭრელი ვარდებია, რომლებსაც დახურულ სივრცეში ზრდიან და ყვავილოვნი თაიგულების შესაქმნელად იყენებენ).Green romantic და Green planet

ჩვეულებრივი ვარდი არ არის ასეთი მწვანე ფერის? ძალიან ლამაზია!

QUOTE
Iris Webb

ბუნებრივი ფერია, თუ შეღებილი?

ფლორისტულ ვარდებზეც დაწერეთ, რა თუ შეიძლება! არ ვიცოდი ცალკე თუ ზრდიდნენ მოსაჭრელ ვარდებს.
რაღაც შემეცოდნენ. user.gif

Posted by: რაპუნცელი 15 Feb 2012, 15:08
ასეთი ვარდები არსად მინახავს, ძალიან ლამაზებია

Posted by: palavando 15 Feb 2012, 15:34
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ნაფოტოშოპლარს შენ აქ არ დადებდი ე.ი შავი ვარდი ნამდვილად არსებობს

ეტყობა წინა თემა ცოტა აბდაუბდა გამომივიდა.რადიკალმა გაჭედა და სურათები თავის ად გილზე ვერ ჩავსვი,თორემ უფრო გასაგები იქნებოდა.სამწუხაროდ, შავი ვარდები არ არსებობს, მაგრამ ეგ ვარდები არც ფოტოშოპი არ არის- უბრალოდ შეღებილია.დღეს ევროპაში ნებისმიერი(მათ შორის შავი)ფერის ვარდების თაიგულის ყიდვა შეიძლება,რადგან ფლორისტებმა ვარდების შეღებვის ტექნოლოგია შეიმუშავეს.არსებობს სპეციალური ვარდის საღებავები, რომელის დახმარებითაც მოჭრილი ვარდის ნებისმიერ ფერად შეღებვაა შესაძლებელი.

MITIATO
QUOTE
Iris Webb
ბუნებრივი ფერია, თუ შეღებილი?

აირის ვები,ტერაკოტა და ნუბია- ყველა ეს ვარდი ბუნებრივად არის მოყავისფრო ტონის. სამწუხაროდ ტერაკოტას ნორმალური სურათი ვერ ვიპოვნე.რეალობობაში ფერი ბევრად საინტერესო და მდიდრულია.
ფლორისტულ ვარდებზე აუცილებლად დავწერ..

* * *
შეღებილი ვარდები (გაგრძელება)
ეს ვარდები არ არის ფოტოშოპირებული, უბრალოდ შეღებილი ვარდებია,რომლებსაც დღეს ბევრი ევროპული სყვავილე თავაზობს მყიდველს

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
შეღებილი ვარდების გამოყენება თაიგულბის არანჟირებისას სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში.საყვავილეებში იყიდება არა მარტო ვარდები არამედ ბალონებში ჩამოსხმული ფლორისტული საღებავების ნაკრებიც ,რომლითაც შესაძლებელია ვარდების სასურველ ფერად გადაღებვა .ვარდების მოყვარულთა ფორუმებზე კი წერენ ,რომ ვარდები ძალიან კარგად იღებება ჩვეულებრივი კედლის საღებავითაც,ოღონდ საღებავი შესასხურებელ ბალონში უნდა იყოს ჩამოსხმული.
ფლორისტები ვარდის შეღებვის კიდევ ერთ ხერხს იყენებენ– ჭიქაში საკვები საღებავით შეფერილი წყალი ჩაასხით(საკონდიტრო საღებავი იგულისხმება),აიღეთ თეთრი ვარდი,შტოს ბოლო ალმაცერად გადაჭერით და ჩადეთ ჭიქაში, გააჩერეთ 24 საათი ,შეიძლება მეტიც დაჭირდეს. ამ პრინციპით იღებება ორფერი და მოდაში შემოსული ‘ცისარტყელა „ ვარდებიც,ოღონდ ვარდის შტოს ბოლო უნდა დაყოთ რამდენიმე ნაწილად და ბოლოები სხვადასხვა ფერის ხსნარში უნდა ჩააყოფინოთ.
თუ ვინმეს რამე გამოგივათ ,ძალიან გთხოვთ შედეგები გაგვიზიაროთ.

* * *
რაპუნცელი
QUOTE
ასეთი ვარდები არსად მინახავს, ძალიან ლამაზებია

მართალია, ჩვენი ასორტიმენტი ჯერკიდევ მწირია,მაგრამ ამ თემაში დადებული ბევრი ვარდი უკვე გვაქვს "იელში". გაზაფხულზე გაყიდვაში გვექნბა ერთწლიანი ნერგებიც და კონტეინერში გაზრდილი იმპორტირებული ნერგებიც.

Posted by: palavando 18 Feb 2012, 21:25
MITIATO
QUOTE
ფლორისტულ ვარდებზეც დაწერეთ, რა თუ შეიძლება! არ ვიცოდი ცალკე თუ ზრდიდნენ მოსაჭრელ ვარდებს.
რაღაც შემეცოდნენ.


თანამედროვე ვარდები ორ ჯგუფადაა დაყოფილი;ე.წ სბაღე ვარდები,რომლებიც კარგად გრძნობენ თავს გარეთ ნიადაგში და ბაღების და პარკების გასაფორებლად გამოიყენება და ე.წ ფლორისტული ვარდბი, როლებოც გამიზნულია მოჭრილი ყვავილების , თაიგულების ბიზნესისათვის.ამ ტიპის ვარდებს ყოველთვის ნახავთ საყვავილე მაღაზიებში.მათ ძალიან დახვეწილი,მდგრადი ბუტონის ფორმა და ძალიან მრავალფეროვანი გამა აქვთ. იმისათვის , რომ ამ ვარდებმა უნაკლო ფორმა შეინარჩუნონ და წლის ნებისმიერ დროს იყვავილონ ,მათ სპეციალურ სათბურებში გარკვეული ტექნოლოგიების დაცვით ზრდიან.ამ ვარდებიდან ბევრს გრუნტშიც შეუძლია არსებობა, მაგრამ ლანდშაფტის დიზაინერები თვლიან , რომ ფლორისტული ვარდები ბევრად ეფექტურად გამოიყურებიან თაიგულებში, და ლარნაკებში, რადგან მათი ბუჩქის ფორმა არ შეესაბამება საბაღე მოთხოვნებს და ყვავილიც ხშირად ვერ უძლებს ამინდის ცვალებადობას.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ამ სურათებით ალბათ მიხვდით რა ვარდებზეა საუბარი.(ეხლა აღმოვაჩინე, რომ ფლორისტულ ვარდებზე 18 გვ-ზეც მაქვს დადებული გარკვეული ინფორმაცია)

Posted by: MITIATO 18 Feb 2012, 21:46
palavando
მადლობა ინფორმაციისთვის.
მეც ვნახე მე-18 გვერდი. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია ფლორისტული ვარდი რომ ახსენეთ. biggrin.gif

არა არის ლამაზი შეღებილი ვარდი. ნებისმიერი ბუნებრივი ფერი უფრო მდიდრულია. mo.gif

Posted by: palavando 18 Feb 2012, 23:50
MITIATO
QUOTE
არა არის ლამაზი შეღებილი ვარდი. ნებისმიერი ბუნებრივი ფერი უფრო მდიდრულია


გეთანხმები. ნამდვილი კიჩია yes.gif

Posted by: varianeli 19 Feb 2012, 17:29
შეღებილ ვარდს ნამდვილი ფერის ვარდი მირჩევნია..თუნდაც დამჭკნარი smile.gif

უკვე გაძლებაზე ვარ..როდის დაებურცება ჩემს შემოდგომაზე გადარგულ ვარდებს კვირტები sad.gif იმედია ყველა გაიხარებს..10 ძირი გადავრგე შემოდგომაზე..მანამდე 15 მდე მაქვს დარგული.. ჩემი დაკალმებული და გახარებული..
ამ წელსაც ბევრი უნდა დავაკალმო..ყიდვასაც ვაპირებ უკვე დაფესვიანებულისას. smile.gif

Posted by: palavando 19 Feb 2012, 19:30
varianeli
სად დაიკარგე ამდენი ხანი? მართლაც როგორ გაგვიგრძელდა ეს ზათარი...
ნამდვილ მევარდეს არ შეიძლება ეს შეღებილი ვარდები მოსწონებოდა.

Posted by: varianeli 23 Feb 2012, 18:15
palavando
შემოვდივარ ხოლმე, თვალს ვავლებ ხოლმე პოსტებს..
თქვენ როგორ ხართ?
დასასრული არ აქვს ყინვას და თოვლს..დავიღალე ძალიან..მიწა მიხმობს smile.gif

Posted by: palavando 28 Feb 2012, 00:05
chiburashka111
QUOTE
Elle , Alain Meilland (საფრანგეთი)

QUOTE
Paul McCartney, Meilland Internationa

QUOTE
Audrey Wilcox®Fryer(ინგლისი)

დღეს ძლივს მივაღწიე იელამდე და თქვენი ვარდები მოიძიე.გავარკვიე,რომ თქვენი აეჩევანიდან ერთწლიანებში გვაქვს ელლე და ოდრი ვილკოქსი.პატარა მაკარტნი ჯერ ვერ ვიპოვნე შეიძლება ყველა გაგვეყიდა.დაგვრჩა ორი ცალი ,იმპოეტირებული დიდ კონტეინერში.მაგრამ ამასობაში აღმოვაჩინე, რომ სურნელოვანი ვარდების სიში რამდენიმე ძალიან საინტერესო ვარდი გამომრჩა, მათ შორის Double Delight, რომელიც ვარდების დიდების სახლშია შეყვანილი და ხალხის რჩეული ვარდის ტიტული აქვს აღებული.
დიდი, დხვეწილი და ძალიან სურნელოვანი ბუტონი აქვს.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: lika-cuna 28 Feb 2012, 00:24
palavando
რა ლამაზებია, მეც მინდა და თუ კიდევ გაქვთ გასაყიდი მეც ჩამწერეთ მყიდველთა სიაში 2kiss.gif

Posted by: aanuka 28 Feb 2012, 00:31
სად იყიდება ოთახის ვარდები?ძნელია მოსავლელად?

Posted by: lika-cuna 28 Feb 2012, 01:03
palavando
ქალბატონო მარინა ახლა გული ,,გამისკდება" რა ლამაზებია, მეც სულ ვეძებ ახალს და განსხვავებულს, და რაც მთავარია სურნელოვანს, შემოდგომით დავაკალმე რამდენიმე სურნელოვანი ვარდი და იმედია არ გამაწბილებს, სამწუხაროდ სახელები არც მათ იციან ვისგანაც მომაქვს ვარდები

Posted by: tavadze 28 Feb 2012, 03:48
palavando - შუაში რომ ყვითელი ვარდია, ეგ ჰქონდა მეზობელს გურიაში. საიდან მოიტანა, როგორ გაახარა, არ ვიცი, მაგრამ არა მარტო მთელი სოფლის ან მხარის, სასურველი ვარდი იყო, ყვავილობისას სტუმრად თუ მოხვდებოდა ვინმე სოფელში, იმატაც თვალი რჩებოდათ ზედ, მაგრამ ერთი შემტხვევვის გარდა ვერავინ ვერ გაახარა ვერანაირი მეთოდით. არადა, ულამაზესია.

Posted by: palavando 28 Feb 2012, 15:35
lika-cuna
QUOTE
რა ლამაზებია, მეც მინდა და თუ კიდევ გაქვთ გასაყიდი მეც ჩამწერეთ მყიდველთა სიაში

გამეხარდა შენი გამოჩენა. ხომ კარგად ხარ?ეგ ვარდები(აქ მხოლოდ პატარა ნაწილის ფოტოები მაქვს დადებულ-სულ 250 სახეობა შევიძინე)) შარშან ინგლისიდან ჩამოვიტანეთ. პირველ წელს არ ვყიდიდი, რადგან კალმების აჭრა მინდოდა, მაგრამ თბილისში კარგ ნაცნობს და მეგობარს რა გამოლევს ,რამდენიმე ცალი სულ ძალით წამართვეს(კალმების აჭრის შემდეგ,რა თქმაუნდა). მერე იძულებული გავხდი და თითო სადედე მიწაშ გადავიტანე,-მიწიდან ხომ ვეღარ მომათხრევინებენ.რამდენიმე ისეთი სურნელოვანი ვარდი მაქვს, რომ როცა გაიშალა თვითონ გავბრუვდი.ოსტინის ერთი ვარდი მაქვს"ჯუდ ობსქუარ"_ყიდვა არ მინდოდა(სურათებზე მაინცდა მაინც ეფექტური არ იყო),მაგრამ ოსტინის ერთ სტატიაში წავიკითხე-ჩემი ვარდებიდან ყველაზე სურნელოვანი ჯუდიაო და ამიტომ ჩამოვიტანე.როცა გაიშალა ,მთელი ჩემი სამსახური რიგში იდგა მაგ ვარდის დასაყნოსად.მოკლედ:რაოდენობა შეზღუდული გვაქვს-კონტეინერებში თითო, ზოგი ორ -ორი.
ფასებიები :მხვიარები 50-60ლარი.
ჩაის და ფლორიბუნდები ძირითადად 40. საბაღე დიდყვავილა ჯუჯები 35.
კიდევ ერთი საინტერესო სერია მაქვს-ჰარკნისის Star roses ზოდიაქოს ვარდები. ასე, რომ შენი ზოდიაქოს ვარდიც შეგიძლია შეიძინო კარგი იღბლისათვის.
ჩვენი დაკალმებული იგივე, რა თქმა უნდა ბევრად იაფია 15 ლარიდან.
ჩემის ტელეფონს შეგახსენებ;599 37 91 96.
მარტის ბოლოსთვის ვაპირებ გაყიდვების დაწყებას(დარწმუნებული რომ ვიყო, რომ ფესვები ამუშავდა და ყველა გადარჩა) ასე რომ დროზე შემომეხმაურე.
* * *
aanuka
ოთახის ვარდები ჩვენ არა გვაქვს,მაგრამ მგონი გრატოს აქვს ჩამოტანილი კორდანა ვარდები. მოსავლელად მართლა ძნელია ,მაგრამ გადარჩენის შანსი აქვთ.
tavadze

QUOTE
შუაში რომ ყვითელი ვარდია, ეგ ჰქონდა მეზობელს გურიაში

ფოტოები ძალიან მატყუარაა,ამიტომ არის, რომ ფოტოებით ვარდების სახეობის დადგენა ძალიან ჭირს.ამ სურათებზე ერთი და იგივე ვარდია.უბრალოდ მაგ ვრდს ფერების გარდამავლობა ახასიათებს და ძალიან რეაგირებს მზის ინტენსიობაზე.ნაკლები მძის პირობებში რაღაცნაირი კარაქისფერია(ფერებში ვიჭედბი), მზე ,რომ მატულობს ეგ ჟოლოსფერი თითქოს ჩაღვრას იუწყებს ბუტონში.მართლა ძალიან საინტერესო ვარდია თან ისეთი სურნელოვანი, რომ დაგბნიდავს ...

Posted by: lika-cuna 28 Feb 2012, 17:07
palavando
უკვე დაიწყო ბუნებამ გამოღვიძება და მეც გავაქტიურდი, ჩემმა ვარდებმაც დაიწყეს უკვე ნაზარდის გამოღება და მიხარია ძალიან. მარტის ბოლოს მოვხვედი თბილისში და შემოგივლით აუცილებლად

Posted by: chiburashka111 29 Feb 2012, 04:26
palavando

QUOTE
Double Delight,
ეს თქვენი დაკალმებული გაქვთ?

Posted by: varianeli 29 Feb 2012, 16:30
palavando
მეც უნდა გესტუმროთ აუცილებლად..კი მინდა შევიძინო ეგ ლამაზი ვარდები, მაგრამ ჯერ იმათ დავკმაყოფილდები რაც უკვე დავაფესვიანე და ამ გაზაფხულზე გაყვავებას ველი...
თან სამაგისო ფული ჯერ არ მაქვს..სახლის სენებამ გადამიყოლა smile.gif

Posted by: palavando 29 Feb 2012, 19:17
chiburashka111
გვაქვს ოთხი ცალი.
varianeli
[quote] ამ გაზაფხულზე გაყვავებას ველი.[/quote]
თუ შენი კალმებიც ერთწლიანებია,ჯობია გაზაფხულზე გაყვავებაზე არ დაახარჯვინო ენერგია და ბუტონი მოაშორო.მაშინ ბუჩქი ფესვების და ტოტების განვითარებაზე იმუშავებს და შემოდგომისთვის სრულფასოვანი, ღონიერი ბუჩქი გექნება,მეტი საკალმე ტოტებით.[
quote]მეც უნდა გესტუმროთ აუცილებლად.[/quote]
გვესტუმრე, გვესტუმრე შენთვის ჩემი ცისფერი ვარდი გადავდე-ტანტაუს Blue Moon.არ ვიცი ეგ ვარდი ის არის თუ არა,რაც შენს ფოტოზეა, მაგრამ ძალიან გავს და ძალიან სურნელოვანია,იმედია კოლეგისაგან საჩუქარზე უარს არ იტყვი.ოღონდ წინასწარ დამირეკე იქ რომ დაგხვდე.

Posted by: chiburashka111 1 Mar 2012, 11:35
palavando
QUOTE
გვაქვს ოთხი ცალი.

მინდა აუცილებლად. მარტის ბოლოსო თქვით აქ და იქნებ შემახვედროთ რამენაირად love.gif love.gif

Posted by: palavando 1 Mar 2012, 17:26
[b]chiburashka111[/b
QUOTE
მინდა აუცილებლად. მარტის ბოლოსო თქვით აქ და იქნებ შემახვედროთ რამენაირად

რა თქმაუნდა შეგინახვთ.მეც მინდა, რომ ეს ჩითილები ვარდების ნამდვილ მოყვარულებს შეხვდეთ.

Posted by: varianeli 1 Mar 2012, 17:49
QUOTE (palavando @ 29 Feb 2012, 19:17 )
chiburashka111
გვაქვს ოთხი ცალი.
varianeli
[quote] ამ გაზაფხულზე გაყვავებას ველი.[/quote]
თუ შენი კალმებიც ერთწლიანებია,ჯობია გაზაფხულზე გაყვავებაზე არ დაახარჯვინო ენერგია და ბუტონი მოაშორო.მაშინ ბუჩქი ფესვების და ტოტების განვითარებაზე იმუშავებს და შემოდგომისთვის სრულფასოვანი, ღონიერი ბუჩქი გექნება,მეტი საკალმე ტოტებით.[
quote]მეც უნდა გესტუმროთ აუცილებლად.[/quote]
გვესტუმრე, გვესტუმრე შენთვის ჩემი ცისფერი ვარდი გადავდე-ტანტაუს Blue Moon.არ ვიცი ეგ ვარდი ის არის თუ არა,რაც შენს ფოტოზეა, მაგრამ ძალიან გავს და ძალიან სურნელოვანია,იმედია კოლეგისაგან საჩუქარზე უარს არ იტყვი.ოღონდ წინასწარ დამირეკე იქ რომ დაგხვდე.

ძალიან გავიხარე ეს რომ წავიკითხე..არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ...მე სემიძლია როცა გნახავთ გლადიოლუსის ბოლქვები წამოგიღოთ (თუკი ეზო გაქვთ). რა დროს ჯობს რომ გესტუმროთ?

Posted by: palavando 1 Mar 2012, 18:21
varianeli
დიდი მადლობა ჩემო კარგო, მაგრამ ადგილი ძალიან გვიჭირს. ვარდებიც არ ვიცი როგორ დავატიოთ.მოსვლას რაც შეეხება.ჯობია მარტის 15 ის შემდეგ, ერთი დღით ადრე დამირეკე და შევეცდები აუცილებლად დაგხვდე.

Posted by: rango-rango 3 Mar 2012, 13:42
..........................................................................
უსაყვარლესია smile.gif <3

Posted by: Alix 3 Mar 2012, 19:34
user posted image

Posted by: palavando 3 Mar 2012, 19:39
rango-rango
Alix
უყურებ და გიკვირს,როგორ შესძლო ბუნებამ ასეთი სილმაზის შექმნა!

Posted by: rango-rango 4 Mar 2012, 08:57
მე ყველაზე მეტად ეს ყვავილი მიყვარს და ყველაზე ხშირად ამას ვხატავ biggrin.gif

Posted by: dadu_chavi 5 Mar 2012, 23:56
რა მინდა გკითხოთ, ვინმემ თუ იცის მეყვავილეები რომ ყიდიან ლურჯი ვარდები რომ არის მაგი ხელოვნურად იგებება ტუ ბუნებრიუი ფერი აქვს და თუ ეგეტი ჯიშია სად ვიშოვი 2 დზირს? მაგრად მინდა.

Posted by: palavando 6 Mar 2012, 00:08
dadu_chavi
სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ ,შეღებილლია...
ე,წ ცისფერ და შეღებილ ვარდებზე წინა გვერდებზე დევს დაწვრილებითი ინფორმაცია.
ჩვენ გვაქვს რამდენიმე სახეობა"ცისფერი" ვარდების სერიიდან– blue moon. Shoking blue, Blue river,Raphsody in blue, მიუხედავად იმისა რომ ამ ვარდების სახელწოდებაში სიტყვა ცისფერი ურევია, ისინი რეალობაში იასამნისფერი ვარდებია,თუმცა ძალიან ნაზი ფერი აქვთ და ძალიან სურნელოვანები არიან.

Posted by: abelo 6 Mar 2012, 01:14
palavando
ქალბატონო მარინა, ერთ ძველ ვარდს ვეძებ smile.gif

შემთხვევით roseraie de l'hay ხომ არ გაქვთ?

Posted by: dadu_chavi 6 Mar 2012, 01:47
palavando. ეჰ... ჟობდა არ გამეგო. რაც ვნახე მის მერე მინდოდა. sad.gif აუსრულებელი ოცნება ჯობდა არაასრულებად ოცნებას. ასეა ტუ ისე ბოლოს და ბოლოს გავიგე რო ვერ მექნება. მადლობ ინფორმაციისთვის.

Posted by: palavando 6 Mar 2012, 01:56
abelo
არა , სამწუხაროდ არა მაქვს. მინდოდა ზოგირთი ის ტორიული ვარდის ჩამოტანა, მგრამ ვერ გავბედე, ძალიან ძვირია(უფრო ძვირი, ვიდრე თანამედროვეები)თან, ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთი ისტორიული ვარდი შეიძლება კიდევ შემორჩენილი იყოს საქასრთველოში. ჩემს ბავშვობაში , ნათესავთან დავდიოდით სტუმრად ავჭალაში.რამდენიმე ძირი ედგათ. ეხლა რომ ვიხსენერბ ,ნამდვილი რუგოზები იყო, ძალიან სურნელოვანები, მურაბას ხარშავდნენ ხოლმე მაგ ვარდებიდან.. დავიჯერო ყველამ ამოძირკვა?ეხლა, გზაფხულის იმედი მაქვს. ვარდები რომ აყვავდება ეგებ სურათები შემოგვაშველონ ვრადების მოყვარულებმა ..
შენი ვარდის სურათსაც დავდებ, ეგებ ვინმემს ქონდეს , იცნოს და გამოგვეხმაუროს .
მათი ცნობა არც ისე ძნელია. ძალიან სპეციფიური ფოთლები აქვთ . მოგვიანებით ,უამრავი წითელი ნაყოფი.

roseraie de l'hay

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: abelo 6 Mar 2012, 15:02
palavando
QUOTE
შენი ვარდის სურათსაც დავდებ, ეგებ ვინმემს ქონდეს , იცნოს და გამოგვეხმაუროს .


დაველოდოთ smile.gif
QUOTE
მათი ცნობა არც ისე ძნელია. ძალიან სპეციფიური ფოთლები აქვთ . მოგვიანებით ,უამრავი წითელი ნაყოფი.

შვეიცარიაში ვნახე ერთ-ერთ პარკში, ავიღე სინდისზე ხელი და კალამი ავაჭერი biggrin.gif

თბილისამდე კი ჩამოყვა სული, მაგრამ ვერ დავაფესვიანე, გული დამწყდა ძალიან.

Posted by: palavando 7 Mar 2012, 00:55
abelo
QUOTE
შვეიცარიაში ვნახე ერთ-ერთ პარკში, ავიღე სინდისზე ხელი და კალამი ავაჭერი

ხო, დასავლეთში ისტორიულ ვარდები ძალიან უყვართ. ჯერ წარსული დიდების გამო ცემენ პატივს , თან კარგად ესმით რა ბუნებრივად ჯდება ეს ვარდები ნებისმიერ გარემოში.
* * *

კორდანა- მინიატურყლი ვარდები

გერმანელი სელექციონერის კორდესის ე.წ კორდანას მინიატურული ვარდების სერია კარგა ხანია დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარდებს კიდევ ერთი ,არცთუ ისე საამაყო სახელი მიეწება– also known as throwaway roses–ანუ ითვლება,რომ ეს ვარდები ერთჯერადი გამოყენიების ვარდებია, ძნელია გაუძლო მათ მომხიბლავობას და უარი თქვა მათ შეძენაზე.უნდა ავღნიშნო, რომ ეს მეტსახელიც გადაჭარბებულად მეჩვენება–კორდანა ჯუჯა ვარდები პრობლემატური, ძნელად მოსავლელი ვარდებია, მაგრამ მათი გადარჩენა შესაძლებელია.
მაინც რატომ არის ეს ვარდები ასეთი პრობლემატური?–საქმე ის არის, რომ კორდანა ვარდები რალფ მურის ჯუჯა ვარდებისგან განსხვავებით(ამ ვრდებზე უკვე გვქონდა საუბარი) , ბიოლოგიური მინიატურები არ არიან ისინი სპეციალური ჰორმონებით არის დამუშავებული( have been treated with a growth retardant hormone to keep their growth in check,)რათა ზრდა ხელოვნურად შეაჩერონ და უხვი ყვავილობის ტალღა გამოიწვიონ.ასეთი დამუშავების გამო ,ეს ვარდები ადვილად ვერ ეგუება ჩვეულებრივ გარემოს და ნიადაგს და ადვილად იღუპება.ჩვენს პირობებში კი, მათ კიდევ ერთი სირთულის გადალახვა მოუწევთ–ზაფხულის სიცხის,რადგან ამ ვარდებს არ უყვართ მაღალი ტემპერატურები, ისინი გრილი კლიმატის ვარდები არიან( Kordana® potroses do not do well in hot summer arias).
თუ თქვენ კორდანას ვარდი გაქვთ,არ დადგათ ქოთანი პირდაპირ მზეზე.ისინი უკეთესად იგრძნობენ თავს კარგად განათებულ, უმზეო ადგილზე.ნადაგი არავითარ შემთხვევაში არ გადააშროთ, მუდამ ტენიანი უნდა იყოს.კარგად კვებეთ და ყურადღება მიაქციეთ მავნებლებს–წითელი ობობა ამ ვარდების ნამდვილი მტერია. ყვავილობის შემდეგ გადაჭერით და ახალ ყლორტებს და ბუტონებს დაელოდეთ. რაც მთავარია, გახსოვდეთ ,რომ ამ ვარდებს მოკლე სიცოცხლე აქვთ(რასაც ევროპა დიდი ხანია შეეგუა)და გული არ დაიწყვითოტ თუ რამე ისე არწავიდა. ასეთი ჭირვეული ბუნების მიუხდავად უდავოა,რომ ისინი ძალიან მომხიბლავები არიან და უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე მათი მოჭრილი თანამოძმეები.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
* * *
კორდანა ვარდები ტიპიური ქოთნის ვარდია. იგი შედარებით ადვილად იტანს ოთახის პირობებს,თუმცა გაზაფხულის და ზაფხულის გატარება მაინც სუფტა ჰაერზე ურჩევნია, ოღონდ აუცილებლად მოჩრდილულ ადგილზე.

Posted by: palavando 8 Mar 2012, 02:19
abelo
QUOTE
შვეიცარიაში ვნახე ერთ-ერთ პარკში, ავიღე სინდისზე ხელი და კალამი ავაჭერი

ისე სხვა დროს, როცა ასეთი რამის ჩადენა მოგინდება,გადანაჭერის ბოლი სველ ,გაწურულ ბამბაში ან ხელსახოცში გადაახვიე და ცელიფანში,ჯობია ზიპერიანში ჩადე. ასე რამდენიმე დღეს გადაატარებს და მეტი შანსი ექნება.

Posted by: irmushela 8 Mar 2012, 08:12
palavando
ვაიმე რა სილამაზეააlove.gif

Posted by: palavando 9 Mar 2012, 14:14
irmushela
QUOTE
ვაიმე რა სილამაზეაა

მართლაც, ძალიან ლამაზია.
პროფესიონალები ცოტა აგდებულად უყურებენ ამ ვარდებს .მინიატურული ვარდების სუროგატებად თვლიან.მე კი ძალიან მომწონს.მართალია ,ამ ბოლო დროს მაინც აღარ ვყიდულობ, რადგან ევროპული მიდგომა ვერ გამოვიმუშავე და როცა გაფუჭებას იწყებს გული მწყდება...

Posted by: dadu_chavi 10 Mar 2012, 02:30
palavando. სალამი პალავანდო. პერნატამ დამაკვალიანა შენტან,ტემა ოთახის ყავილებიდან,მითხრა ეცოდინებაო. რა მინდა გკითხო, მაგაზია იელს წითელი ნეკერჩხალი აქვს? რა მდგომარეობაში იყიდება,თესლია თუ უკვე გახევებულია,ეგ ჯუჯად უნდა გაივზარდო თუ ჯიშია ეგეთი? ფასებიც თუ იცი მაინტერესებს. ახალბედა ვარ მაგ საკითხში და იქნებ ზოგადად დამაკვალიანო. ჭინასწარ მადლობა.

Posted by: rango-rango 10 Mar 2012, 19:08
მე მაქვს ეზოში ბარხატნი ვარდი და ძაან ლამაზია <3 ულამაზესია . ყვითელი და თეთრი-ვარდისფერში მაქ კიდევ, შერეულია ფერები ერთმანეთში ძაან მაგარია biggrin.gif

Posted by: katerina-eko 10 Mar 2012, 21:27
ქალბატონო მარინა როგორ ბრძანდებით, ეხლა გადავიკითხე ვარდების თემა და გული შემიწუხდა ისეთი სილამაზე ვიხილე. მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ უხვი ინფორმაციის მოწოდებისთვის ვარდების შესახებ. თქვენი ღვაწლი დაუფასებელია. 2kiss.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 11 Mar 2012, 01:36
palavando
ეს პატივცემული Abraham Darby ® -დავიდ ოსტინი(ინგლისი) შემთხვევით ხვიარა ხომ არ არის?

smile.gif
* * *
QUOTE
rose de Resht

უი, ეს მყავსsmile.gif თუ შედარებით წვრილი ღერები და ხშირი, წვრილი ეკლები აქვს და ძალიან სურნელოვანია, მაშინ ჩემი ვარდიკოაsmile.gif)) ჩემზე უფროსია მგონიsmile.gif ერთადერთი ძირი გვაქვს და კიდევ მინდა. გასულ ზაფხულს ერთი გრძელი და ბოლოში გაღუნული ღერო ამოუშვა და გადავწინდე, ისე გამოვიდა, რომ გაღუნული ღერო მაღლა დარჩა და პირდაპირ ვერტიკალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. და, არის შანსი, იმ ღეროდან, რომელიც მიწაშია და საკმაოდ გრძელი (60 სმ, დაახლოებით), კიდევ ამოვიდეს ნერგები? შარშან ზაფხულს გადავაწვინე და, როდის შეიძლება ჩაჭრა და გადარგვა? რამე განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს?
* * *
QUOTE
Souvenir de la Malmaison.

ეს განსაკუთრებით სურნელოვანია, არა? მგონი ეს იყო, ღობეზე გვქონდა და ყვავილობისას მთელ ეზოს ავსებდა სურნელი. მერე გახმა და ახლა აღმოვაჩინე, რომ მეზობელს აქვს, ნერგს დამპირდა, და, ალბათ აპრილის შუა რიცხვებისთვის მომცემს (ახლა რომც მომცეს, ჯერ ერთი იქ არა ვარ, მეორეც - თოვლია). გამოვართვა მაგ დროს? შეიძლება? და რამე რომ იყოს, როგორ დავაკალმო? ვიცი, ასჯერ მაინც დაწერეთ მაგრამ, ეგებ ამას რამე განსაკუთრებული სჭირდება? კიდევ ერთხელ იქნებ დამიწეროთ? მადლობაsmile.gif
* * *
QUOTE
QUOTE (palavando @ 11 Dec 2011, 18:43 )
მხვიარა ვარდი Eden Rose 88 ანუ MEIviolin ანუ Pierre de Ronsard 2006 ში გახდა დიდების სასახლის წევრი.



ჩემი ოცნების ვარდი. 



palavando
ანუ, ეს საოცრება საქართველოში არის და ხარობს?!!!

Posted by: buka79 11 Mar 2012, 17:57
აუ ყველანაირი ვარდი მიყვარს ძალიან bis.gif love.gif love.gif love.gif love.gif .საკუთარი სახლი მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა ფერის და ჯიშის ვარდი მოვაშენო.

Posted by: palavando 11 Mar 2012, 19:50
katerina-eko
QUOTE
ხლა გადავიკითხე ვარდების თემა და გული შემიწუხდა ისეთი სილამაზე ვიხილე

გამარჯობა ,ჩემო კარგო. გამახარა შენმა სტუმრობამ.[

b]MaShiko-MuSicology[/b]
QUOTE
ეს პატივცემული Abraham Darby ® -დავიდ ოსტინი(ინგლისი) შემთხვევით ხვიარა ხომ არ არის?

აბრაჰამ დერბი ისეთი გაიზრდება, როგოროიც თქვენ გსურთ, ანუ მისი ფორმა ჭრაზეა დამოკიდებული.თუ გადაჭრით დიდი ბუჩქის ფორმას იღებს (სხვათა შორის ,ბუჩქადაც ძალიან ლამაზია),თუ არა მხვიარა გახდება და 2,5 მ მდე ავა. ისე ,თუ ჩემს გემოვნებას ენდიობით, ეს ვარდი ჩემი ფავორიტია.ძალიან მომწონს მისი გარგარისფერ-ატმისფერ-ვარდისფერი ტონები. ფოთოლს არ იცვენს(წლევანდელი ზამთარიც ფოთლით გადაატარა),გაუჩერებლად ყვავის-არ ეშინია ცხელი ზაფხულის,ეხლა უკვა სამი ბუტონი აქვს წამოღებული( სიცივეების გამო ვერ შლის) და არაჩვეულებრივად სურნელოვანია.
QUOTE
ანუ, ეს საოცრება საქართველოში არის და ხარობს?!!!

გვაქვს . იმპორტირებული კონტეინერებში და უკვე ჩვენი დაკალმებულებიც.
QUOTE
ა, არის შანსი, იმ ღეროდან, რომელიც მიწაშია და საკმაოდ გრძელი (60 სმ, დაახლოებით), კიდევ ამოვიდეს ნერგები? შარშან ზაფხულს გადავაწვინე და, როდის შეიძლება ჩაჭრა და გადარგვა? რამე განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს?

არის. ერთორ კვირაში ვერტიკალური ტოტის ქვეშ მიწა ფრთხილად გათხარეთ და შეამოწმეთ ფესვი გატანილი აქვს ,თუ არა. თუ აქვს ჩაჭერით, მაგრამ ახალ ადგილზე ჯერ არ გადარგოთ ერთი წელი გააჩერეთ შემდეგ თუ ყლორტს სხვა ადგილებზეც წამოიღებს იქაც შეგიძლიათ ჩაჭრათ. მიაქციეთ ყურედღება, რომ ყველა ყლორტს თავისი ფესვთა სისტემს უნდა მოყვებოდეს.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

* * *
buka79
QUOTE
აუ ყველანაირი ვარდი მიყვარს ძალიან.საკუთარი სახლი მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა ფერის და ჯიშის ვარდი მოვაშენო.

გაიხარე.
rango-rango
QUOTE
მე მაქვს ეზოში ბარხატნი ვარდი და ძაან ლამაზია <3 ულამაზესია . ყვითელი და თეთრი-ვარდისფერში მაქ კიდევ, შერეულია ფერები ერთმანეთში ძაან მაგარი

რომ აყვავდება სურათები დაგვიეთ რა.
dadu_chavi
QUOTE
. რა მინდა გკითხო, მაგაზია იელს წითელი ნეკერჩხალი აქვს?

ამ კითხვაზე ჯერ პასუხს ვერ გაგცემთ. შარშან გვქონდა იაპონური ნეკერჩხლები, კონტეინერებში, ყველაზე პატარები30–40 სმ, მაგრამ არ ვიცი დაგვრჩა თუ არა.თესლები არა გვაქვს , თუმც რამდენადაც ვიცი ამაზონიდან გამოწერა შეიძლება. შედით ამაზონზე და დაათვალიერეთ , ექნებათ.მე კი ,16 ში გავდივარ სამსახურში და დაგიზუსტებთ რა გვაქვს და რა ფასიანი.
* * *
MaShiko-MuSicology
QUOTE
rose de Resht

QUOTE
Souvenir de la Malmaison.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორიული ვარდები შემორჩენილია ჩვენთან.უბრალოდ ,მათ სახელები არ ვიცით.თუ მოახერხებთ ,ეგებ სურათები დაგვიდოთ?

Posted by: dadu_chavi 11 Mar 2012, 21:04
palavando
madlobt. gamagebineT gTxovT. amazonze ki romc vnaxo ver gamoviwes,jer arasdros gamomiweria,Cavrev albT vinmes.

Posted by: buka79 12 Mar 2012, 00:05
ისეთი ლამაზი ვარები გამომიგზავნა ვიღაცამ 8 მარტს სახლში (დრემდე ვერ გამიგია ვინაა ) არადა მე იმ დროს სამსახურში ვიყავი... რა საინტრესოა ვისშეიძლებოდა ასე კარგად ცოდნოდა ჩემი გემონებააა: ))) ვგიჟდები წითელ ვარდებზეეე

Posted by: Jgenti` 12 Mar 2012, 12:42
დაგანახეთ ვარდი უცებ გამოვარდითთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ

Posted by: rango-rango 12 Mar 2012, 21:00
QUOTE
რომ აყვავდება სურათები დაგვიეთ რა.


თუ არ გადამავიწყდა აუცილებლად smile.gif

Posted by: palavando 13 Mar 2012, 02:53
მხვიარა ვარდების შესახებ

ვარდების,მათ შორის მხვიარების ,კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია,რადგან პროფესიონალებშიც არ არის სრული თანხვედრა ამა თუ იმ ვარდის სახეობის თაობაზე. მგონია, რომ ვარდების მოყვარულისთვის არც არის საჭირო ყველა ნუანსის ცოდნა, მაგ.მხვიარა ვარდების შესახებ საკმარისია ვიცოდეთ,რომ არის ორი დიდი ჯგუფი–ე.წ რამბლერები და თანამედროვე მხვიარები.ამ ორი ტიპის ვარდის გარჩევა აუცილებელია, რადგან ისინი განსხვავებულად ისხვლება,ხოლო მათ სწორ გასხვლაზე ყვავილობის სიუხვეა დამოკიდებული.
რამბლერებს რბილი, მოქნილი ტოტები აქვს.სწრაფ მოზარდია და მაღალტანიანია, შეუძლია დაფაროს დიდი ვერტიკლური ფართობი.მათი სიმაღლე ხშირად 10 მეტრს ჭარბობს.უმეტესობა მხოლოდ ერთხელ ყვავის, მაგრამ როცა ყვავის,თითქოს ფეთქდება–ყვავილების ისეთ რაოდენობა გამოაქვს ,რომ თავად ბუჩქი და შტოები აღარც კი ჩანს.
დაიმახსოვრეთ რომ, რამბლერები წინა წლის ნაზარდზე ყვავის, ამიტომ მათი გსხვლა გაზფხულზე არ შეიძლება,თუ მისი ფორმირება და წესრიგში მოყვანა გინდათ,ყვავილობის დამთავრებისთანვე გასხალით.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება

Posted by: stich_27 13 Mar 2012, 11:13
მეც მაქვს ჩინური ვარდი ოღონც ქოთანში და ამ ბოლო დროს მოიწყინა ... რა ვქნა არ ვიცი???? sad.gif
* * *
QUOTE
lika-cuna



მაგარი ვარდები გაქვს :**********

Posted by: katerina-eko 13 Mar 2012, 18:07
ძალიან ლამაზია რამბლერი, მინდააა

Posted by: abelo 13 Mar 2012, 20:19
palavando
QUOTE
ისე სხვა დროს, როცა ასეთი რამის ჩადენა მოგინდება,გადანაჭერის ბოლი სველ ,გაწურულ ბამბაში ან ხელსახოცში გადაახვიე და ცელიფანში,ჯობია ზიპერიანში ჩადე. ასე რამდენიმე დღეს გადაატარებს და მეტი შანსი ექნება.

ეგრე კი გავაკეთე, მაგრამ ცუდი პერიოდი იყო, ოქტომბრის ბოლო და სასიცოცხლო პროცესები უკვე შენელებული ჰქონდა.
მგონი მაგიტომ ვერ გაიხარა.

რუგოზას დაფესვიანების პროცენტი მემგონი საკმაოდ დიდია, თუ ვცდები? : )

Posted by: MaShiko-MuSicology 14 Mar 2012, 00:07
palavando
QUOTE
აბრაჰამ დერბი ისეთი გაიზრდება, როგოროიც თქვენ გსურთ, ანუ მისი ფორმა ჭრაზეა დამოკიდებული.თუ გადაჭრით დიდი ბუჩქის ფორმას იღებს (სხვათა შორის ,ბუჩქადაც ძალიან ლამაზია),თუ არა მხვიარა გახდება და 2,5 მ მდე ავა. ისე ,თუ ჩემს გემოვნებას ენდიობით, ეს ვარდი ჩემი ფავორიტია.ძალიან მომწონს მისი გარგარისფერ-ატმისფერ-ვარდისფერი ტონები. ფოთოლს არ იცვენს(წლევანდელი ზამთარიც ფოთლით გადაატარა),გაუჩერებლად ყვავის-არ ეშინია ცხელი ზაფხულის,ეხლა უკვა სამი ბუტონი აქვს წამოღებული( სიცივეების გამო ვერ შლის) და არაჩვეულებრივად სურნელოვანია.


ვენდობი და როგორsmile.gif)) სურნელი არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომეწონა, ჰოდა, თუ დასავლეთის სინესტეში გაიხარებს, ეგებ კიდეც მოგაკითხოთ დაკალმებულისთვის? smile.gif

QUOTE
არის. ერთორ კვირაში ვერტიკალური ტოტის ქვეშ მიწა ფრთხილად გათხარეთ და შეამოწმეთ ფესვი გატანილი აქვს ,თუ არა. თუ აქვს ჩაჭერით, მაგრამ ახალ ადგილზე ჯერ არ გადარგოთ ერთი წელი გააჩერეთ შემდეგ თუ ყლორტს სხვა ადგილებზეც წამოიღებს იქაც შეგიძლიათ ჩაჭრათ. მიაქციეთ ყურედღება, რომ ყველა ყლორტს თავისი ფესვთა სისტემს უნდა მოყვებოდეს.


ვაშა! აი, როგორც პირველ სურათზეა, ზუსტად ისე იყო ჩემი ვარდიკოsmile.gif)) აი, ერთ-ორ კვირაში ჩავალ სწორედ და შევამოწმებsmile.gif თან ახლა იქ ჯერ ისევ თოვლიაო..


QUOTE
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორიული ვარდები შემორჩენილია ჩვენთან.უბრალოდ ,მათ სახელები არ ვიცით.თუ მოახერხებთ ,ეგებ სურათები დაგვიდოთ?


აი, პირველის მგონი მაქვს და რომ აყვავდებიან, აუცილებლად. თუ მოვახერხებ, კალმებსაც ჩამოგიტანთ, ოღონდ დანამდვილებით ვერ დაგპირდებით, იმიტომ, რომ არ ვიცი გასხვლის დროს ვიქნები იქ თუ არა. მოკლედ, მე მიყვარს ეს ვარდები და გამეხარდება თუ გამრავლდებაsmile.gif

Posted by: palavando 14 Mar 2012, 00:20
stich_27
QUOTE
მეც მაქვს ჩინური ვარდი ოღონც ქოთანში და ამ ბოლო დროს მოიწყინა ... რა ვქნა არ ვიცი????


როცა ჩინურ ვარდს ახსენებენ, მე დარწმუნებული არა ვარ ხოლმე, რომ ნამდვილად ჩინურ ვარდს გულისხმობენ, რადგან ჩვენთან ჩინურ ვარდს ხშირად სხვა და სხვა რამეებს არქმევენ.
ყველა შემთხვევაში, პირველ რიგში შეამოწმეთ მიწა ყოფნის თუ არა.ვარდს ღრმა ქოთანი უყვარს და მიწის ნაკლებობას კარგად ვერ ეგუაბა. რაზე შეამჩნიეთ ,რომ მოიწყინა?ეხლა ვარდები გაღვიძებას იწყებენ,თითქოს ჯერ ადრეა მოწყენის შემჩნევა.
ჩინური ვარდების რამდენიმე სურათს დაგიდებთ,რომ დავრწმუნდეთ ,რომ ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ეს უკანასკნელი, პირველი ჩინური ვარდია, რომელიც ევროპაში 17 საუკუნეში შემოიტანეს და რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა, რადგამ მანამდე განბეორებით მოყვავილე ვარდი ევროპაში არ ენახათ.საერთოდ ჩინური ვარდები ისტორიულ ვარდებს განეკუთვნება. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ევროპული ჩაის ჰიბრიდების წარმოშობაშIი და სწორედ მათი დამსახურებაა თანამედროვე ვარდების მრავალჯერადი ყვავილობა.
* * *
abelo
yes.gif
MaShiko-MuSicology
QUOTE
ვენდობი და როგორ

გმადლობთ.
QUOTE
ჰოდა, თუ დასავლეთის სინესტეში გაიხარებს, ეგებ კიდეც მოგაკითხოთ

არ დაგავიწყდეთ, რომ ეგ ინგლისური ვარდია.დავიჯერო "ნისლიანი ალბიონიდან "ჩამოსული ვარდი ჩვენს სინესტეს შეუშინდება?
QUOTE
თუ მოვახერხებ, კალმებსაც ჩამოგიტანთ

2kiss.gif
* * *
katerina-eko
QUOTE
ძალიან ლამაზია რამბლერი, მინდააა

რამბლერები ბევრი არა გვაქვს.სამწუხროდ ,ერთხელ მოყვავილეობის გამო იწუნებემ, მაგრამ მალე ჩვენი ვარდბის დადებას დავიწყებ და ნახე ..

Posted by: spliyvi1 14 Mar 2012, 22:04
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება
თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება.
როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება
ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა,
თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა,
ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი,
მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.

სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე,
იმედები სანთლებივით დაამაგრა სასანთლეზე.
ტკბილი იყო ორი სულის ერთსულოვნად არსებობა.
ნატრობდა, რომ გული ძველი სიყვარულით ავსებოდა

ახლა უკვე სულს რომ ღაფავს ღიმილი პირს დამჩნევია,
უიმედოდ მიტოვებულს ერთი ნატვრა დარჩენია.
რომ იხილოს მისი სახე, რომ შეახოს მიჯნურს ბაგე,
რომ ჩურჩულით ყურში უთხრას: “ სიკვდილისთვის პასუხს აგებ.”

Posted by: palavando 15 Mar 2012, 00:53
მხვიარა ვარდები (გაგრძელება)
თანამედროვე მხვიარა ვარდები(modern climbers) სიმაღლით ბევრად ჩამორჩება რამბლერებს. მათი სიმაღლე დაახლოებით 3მ–ია,ყვავილობაც არა აქვთ ისეთი უხვი, მაგრამ აქვთ ორი უდავო უპირატესობა–დიდი ,ხშირად დახვეწილი ფორმის ყვავილი და რაც მთავარია,ყვავილობის მრავალჯერადობა.თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ბევრ ცხელ რეგიონში ეს ვარდები ძირითადად ორჯერ,ზოგჯერ სამჯერ ყვავის.(შეგახსენებთ, რომ ვარდები დიდ სიცხეებზე ყვავილობას აჩერებს). რა თქმა უნდა,არის გამონაკლისებიც ე.წ მუდმივად(everbloomimg) მოყვავილეები– ასეთ მხვიარა ვარდებს განეკუთვნება აბრაჰამ დერბი და დიდების სასახლის წევრები Eden rose და New Dawn–ი.გაითვალისწინეთ, რომ ეს უკანასკნელი თავს უკეთესად გრძნობს მოჩრდილულ ადგილზე.

ზოგიერთი ვარდი "იელის "ვარდების კოლექციიდან;

რამბლერები;
დოროტი პერკინსიhttp://www.radikal.ru
პოლ სკარლეტიhttp://www.radikal.ru
და ერთ ერთი ყველაზე მომხიბლავი რამბლერი ბანქსია ლუტეა
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

თანამედროვე მხვიარები:
დავიწყებ ჰარქნისის პენი ლეინით.ჯერ ერთი იმიტომ,რომ ეს პირველი მხვიარა ვარდია, რომელმაც უმაღლესი ჯილდო და უამრავი პრემიადაიმსახურა.თან , ძალიან მიყვარს "ბითელზები".
"http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ქოვლიშოუს რაფსოდი ინ ბლუ.ამ ვარდმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, ძალიან ეფექტურია და ცისფერთან ყველაზე მიახლოებულ ვარდად ითვლება, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ უყვარს ცხელი კლიმატი, ამიტომ უკეთესად იყვავილებს თბილისის მაღალი ზონის შემოგარენში.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru






* * *

ისევ ჰარქნისი- უნაზესი და ულამაზესი ატმისფერი ქომპეშენი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
კორდესის განთქმული სიმპატია
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ამ ორფერ ვარდს ბევრი სპეციალისტი მხვიარა ვარდბი ვარსკვლავს უწოდებს-მაკ გრეიდის ჰენდელი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

გაგრძელება იქნება.

Posted by: buka79 15 Mar 2012, 23:02
ვგიჟდები ყვითელ ვარდებზეეე smile.gif) არა იმიტომ რომ სხვებისგან გამოვირჩეოდე, იმიტომ რომ რაგაცნაირად იმათში მეტ სილამაზეს ვხედავ smile.gif

Posted by: MITIATO 15 Mar 2012, 23:36
QUOTE (palavando @ 15 Mar 2012, 00:53 )
ერთ ერთი ყველაზე მომხიბლავი რამბლერი ბანქსია ლუტეა
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru


ყველა ძალიან ლამაზია, მაგრამ ამ ვარდმა გამაგიჟა! love.gif
ეზო მინდააა! weep.gif

Posted by: palavando 15 Mar 2012, 23:41
იელის მხვიარა ვარდები:
კორდესის მხვიარა, სურნელოვანი, ფრეზია
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
მეიანის განთქმული, ვარდების დიდების სასახლის მკვიდრი, ედემის ვარდი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ნარინჯისფერი მხვიარები საკმაოდ იშვიათია. კორდესის სურნელოვანი ვესტერლენდი ყველაზე პოპულარულია ამ ფერის მხვიარებში.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ამ ვარდმა გამაოგნა- ოსტინის ჯეიმს გალვეი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
გაგრძელბა იქნება.

Posted by: varianeli 16 Mar 2012, 16:41
palavando
ამ ყვითელ ვარდს რა ქვია? მაქვს მასეთი მგონი ორი ძირი. სამების სანაგვედან წამოღებული კალმები დავაფესვიანე...
მაგრამ ჩემი მხბიარა არ არის.

Posted by: irmushela 16 Mar 2012, 18:54
palavando
ვაი მე რა სილამაზეა თითქოს სუნიც კი ვიგრძენი

Posted by: palavando 16 Mar 2012, 23:33
varianeli
თუ თანამედროვე მხვიარების ყვითელს გულისხმობ–კორდესის ფრეზიაა და შეიძლება, რომ შენ ბუჩქის ფორმა გაქვს. საქმე ის არის,რომ თანამედროვე მვხიარათა უმრავლესობა იგივე ვარდის ბუჩქის დამტვერვით არის გამოყვანილი. ასე, რომ არსებობს ფრეზიას ბუჩქის და მხვიარის ფორმა. ჩვენ ამ ვარდის ორივე ფორმა გვაქვს.
შენიც თუ ფრზიაა ,სურნელით მიხვდები. ძალიან სურნელოვანია.
irmushela
2kiss.gif
თუ შენს ვარდს ასაჭრელი კალმები აქვს,ეგებ ჩვენი ოპერაცია "გაცვლა" ჩავატაროთ?
* * *
იელის მხვიარა ვარდები(გაგრძელება)

მეიანის როიალ შოუ-აქვს ძალიან ლამაზი, ზარის ფორმის ბუტონები.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ტანტაუს შნივოლცერი-თეთრ მხვიარებში ,ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ვარდია

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ბორნერი განთქმული ალოჰა

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ძალიან დიდყვავილა და უხვად მოყვავილე მაკგრეიდის დაბლინ ბეი

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება

Posted by: lika-cuna 17 Mar 2012, 10:51
palavando
ქალბატონო მარინა კარგით რა არ გეცოდებით? biggrin.gif ვეღარ ვუძლებ ამსილამაზეს, ყველა მინდა რომ მქონდეს ეზოში, ვაი რა ლამაზებია, განსაკუთრებით მხვიარები, მინდაააააააააააააააააააააააა facepalm.gif
* * *
იცით რა მაინტერესებს? ვარდები დავაკალმე შემოდგომით და პატარა სათბურები გავუკეთე, უკვე კარგი ნაზარდი აქვთ და რა დროს უნდა გადავზადო და რა სიხშირით რომ არ გამიფუჭდეს?

Posted by: varianeli 17 Mar 2012, 13:14
palavando
კი ...საოცარი სურნელი აქვს..ესეიგი "ფრეზია" ქვია..მადლობა...

უკვე ვიცი სამი სახეობის სახელი ჩემს ბაღში: მირანდი, ფრეზია და გლორია დეი..
იმედია დანარჩენებსაც ვისწავლი რა სახელი აქვს თქვენი სწავლებებიდან smile.gif
იცოცხლეთ! smile.gif

Posted by: BadbadGirl 17 Mar 2012, 13:23

ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ დამაკვალიანებთ smile.gif
მინდა ვარდის სახეობა რომელიც არის მხვიარა, სურნელოვანი და შედარებით ცივ ჰავას უძლებს.

Posted by: irmushela 17 Mar 2012, 14:37

palavando
QUOTE
თუ შენს ვარდს ასაჭრელი კალმები აქვს,ეგებ ჩვენი ოპერაცია "გაცვლა" ჩავატაროთ?
* * *

user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-03-17
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-03-17
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-03-17

პირველ ფოტოზე რომ არის იმის მოჭრას ვაპირებ თქვენ რას იტყვით?

Posted by: palavando 17 Mar 2012, 23:04
lika-cuna
ამ ვარდებს რომ ვუყურებ პატარა ბავშვივით მიხარია- ჩემი დიდი, დიდი ხნის ოცნება იყო.იმედი მაქვს,რომ ეს ვარდები აღარსად დაიკარგება.დაკალმება უკვე დაწყებული გვაქვს და შენც შეგეძლება ნელ ნელა შეავსო შენი ბაღი.
შენ კალმებს რაც შეეხება: ამ დღეებში, შეარჩიე უქარო,თბილი დღე(+5+8),პირველ დღეს ახადე 15 წ. მეორე დღეს 30 წ. მესამე დღეს 1სთ. შემდეგი სამი დღე -დააფარე მხოლოდ ღამე.აბა შენ იცი, მომწერე ,როგორ გაიხარებენ.

BadbadGirl
QUOTE
ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ დამაკვალიანებთ
მინდა ვარდის სახეობა რომელიც არის მხვიარა, სურნელოვანი და შედარებით ცივ ჰავას უძლებს.


აქ დადებული ვარდებიდან -20 ზე პრობლემა არც ერთს არა აქვს , თუ უფრო დაბალი ტემპერატურა გაინტერესებთ დაპოსტეთ და დაგიზუსტებთ.
სურნელებას რაც შეეხება- ვცდილობ ძალიან ფრთხილი ვიყო, რადგან ხდება ხოლმე, რომ საპასპორტო მონაცემებით ვარდს უწერია-ძალიან სურნელოვანი,მე კი ასეთ სურნელებას ვერ ვგრძნობ(მე კი პასპორტზე მეტად საკუთარ ცხვირს ვენდობი) , რადგან ეს ვარდები ცოტა დაგვიანებით ჩამოგვივიდა ,პირველ წელს ყველამ ვერ მოასწრო აყვავება, თან სურნელება დამოკიდებულია ამინდზე და ადგილმდებარეობაზეც.
ძალიან სურნელოვანი უწერია- პენი ლაინს, ალოჰას, ქომპეშენს(სამწუხაროდ საკუთარ გამოცდილებას ვერ გაგიზიარებთ, რადგან ამ ვარდებმა გაყვავება ვერ მოასწრეს)
ნამდვილად ძალიან სურნელოვანია- ფრეზია,ვესტერლენდი,აბრაჰამ დერბი,ჯეიმს გალვეი..
* * *
irmushela
ნამდვილად გადასაჭრელია.ორშაბათიდან ყოველ დღე უნდა ვიყო,მაგრამ მაინც დამირეკე. ისეთიდღე აარჩიე, როცა მოსვლა შეგეძლება კალამი, რომ არ დაყოვნდეს.

Posted by: lika-cuna 18 Mar 2012, 00:11
palavando
QUOTE
ამ ვარდებს რომ ვუყურებ პატარა ბავშვივით მიხარია- ჩემი დიდი, დიდი ხნის ოცნება იყო.იმედი მაქვს,რომ ეს ვარდები აღარსად დაიკარგება.დაკალმება უკვე დაწყებული გვაქვს და შენც შეგეძლება ნელ ნელა შეავსო შენი ბაღი.
შენ კალმებს რაც შეეხება: ამ დღეებში, შეარჩიე უქარო,თბილი დღე(+5+8),პირველ დღეს ახადე 15 წ. მეორე დღეს 30 წ. მესამე დღეს 1სთ. შემდეგი სამი დღე -დააფარე მხოლოდ ღამე.აბა შენ იცი, მომწერე ,როგორ გაიხარებენ.

იმედია მართლაც შევავსებ ლამაზი ვარდებით ჩემს ბაღს,
დაკალმებულ ვარდებს ნესტი უნდა? შემოდგომით რომ დავაკალმე წყალი არ დამისხია, ახლა თოვლი რომ იყო გაიჟღინთებოდა მიწა, და ახლა რომ დათბება დავუსხა ხომ წყალი, ისე შიგნით სულ წყლის წვეთებითაა სავსე, კედლებზე, მზე არ გამიფუჭებს? ზაფხულში რომ დაცხება ხომ არ გაუჭირდებათ?

Posted by: palavando 18 Mar 2012, 00:48
lika-cuna
სხვა დროს ,როცა დააკალმებ მოჩრდილული ადგილი შეურჩიე,სადაც შუადღის მზე არ ადგება ,მზე ნამდვილად საშიშია, მაგრამ თუ ფესვი კარგად აქვს წაღებული დიდი შანსია,რომ ყველაფერი კარგად იქნება.დაკალმებისას ფესვებია მთავარი,ყლორტის წამოღება ბევრს არ ნიშნავს, ხშირად გახარების ილუზიას ქმნის.რადგან ბევრი წვეთი გროვდება განიავება გააორმაგე ,ანუ ორ- ერჯერ ახადე.დასაწყისში მიწა არ უნდა გადაუშრეს , სულ ოდნავ ტენიანი უნდა იყოს.ზაფხულისთვის უკვე მომაგრებული იქნება და მზის აღარ შეეშინდება,

Posted by: BadbadGirl 18 Mar 2012, 01:29
palavando
გმადლობ, აი ეს ვარდი - Sympathie შევიძინე ბოლოს. აივნზე მინდა გამოვზარდო, დიდ ქოთანში და იმედია გაუძლეს პირობებს. თუ ვერა? მზე კარგად უდგება აივანს,


GOLDSTERN, Chinatown ან Ghislaine de Féligonde მინდოდა მაგრამ არცერთი ქონდათ.

Posted by: palavando 18 Mar 2012, 02:11
BadbadGirl
QUOTE
GOLDSTERN, Chinatown ან Ghislaine de Féligonde

სიმპატია გაუძლებს , ლამაზი ვარდია,მაგრამ სურნელის რა მოგახსენოთ. აი სწორედ ამაშია საქმე- სიმპატიასაც უწერია, რომ სურნელოვანია, მაგრამ ეგ ვარდი 3 წელია გავაქვს და ჯერ სურნელი არ შემიმჩნევია.Chinatownიც გვაქვს.GOLDSTERN კი პრაქტიკულად უსურნელოა.
გული არ დაიწყვიტოთ ჩაინათაუნი ქოთანს ცუდად ეგუება. საერთოდ მხვიარებს ქოთანი მაინც და მაინც არ უყვართ -კარგად კვებეთ თქვენი სიმპატია.
* * *
ყველას ვისაც მხვიარა ვარდის ქოთანში გაზრდა უნდა ვურჩევ განსაკუთრებული ყურადღება ოსტინის ვარდებს მიაქციოს.ოსტინის ბვარდებს ფესვთა სისტემა ისეთი მძლავრი არა აქვს და ქოთანს განსაკუთრაბით კარგად ეგუებიან http://www.radikal.ru
დავიდ ოსტინის- პეტ ოსტინი(სურათზე ფოტოგრაფის გვარია)

Posted by: BadbadGirl 18 Mar 2012, 02:38
palavando
გმადლობ, მაშინ შემდეგ ჯერზე მაგ ოსტინის სახეობას ვიყიდი. შეგიძლია ინგლისურად დამიწერო სახელი.
* * *
ახლა ვნახე, თურმე ეს ჯიშიც იზრდება ქოთანში, თან ჩემი საყვარელი ფერია
http://www.classicroses.co.uk/products/roses/laura-ford/

Posted by: palavando 18 Mar 2012, 02:48
BadbadGirl
Ppat Austin, თუ არ ვცდები.

Posted by: tavadze 18 Mar 2012, 02:50
palavando
QUOTE
მათი ცნობა არც ისე ძნელია. ძალიან სპეციფიური ფოთლები აქვთ . მოგვიანებით ,უამრავი წითელი ნაყოფი.

roseraie de l'hay

მეორე ფოტოზე მთლად კარგად ვერ ვამსგავსებ, ცოტა შორიდან გადაღებული კადრი მერჩივნა და ეს ღია ვარდფისფერისა ხომ არ არის, მძაფრი სუნით? შედარებით პატარ-პატარა კოკრები ხომ არ აქვს, ოღონდ - უფრო უხვად?
სოფელში გვაქვს მსგავსი ვარდები, რომლისგანაც მურაბას არა, მაგრამ სასმელს კი ვაკეთებდით. ყოველ წელს დიდი გულმოდგინებით ვძირკვავ, მაგრამ ვერ გადავაშენე. biggrin.gif ვაითუ ისაა, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ეძებთ! biggrin.gif facepalm.gif
rango-rango
QUOTE
ყვითელი და თეთრი-ვარდისფერში მაქ კიდევ, შერეულია ფერები ერთმანეთში ძაან მაგარია

ოოო - მაგას ვარდების მეფედ მივიჩნევ.

Posted by: BadbadGirl 18 Mar 2012, 02:54
QUOTE (palavando @ 18 Mar 2012, 02:48 )
BadbadGirl
Ppat Austin, თუ არ ვცდები.

http://www.davidaustinroses.com/english/Showrose.asp?Showr=3340 ვაიმე რა მაგარი ფერი აქვს!

გმადლობ, აუცილებლად ვნახავ!

ეს საიტი მომეწონა კიდევ!
http://www.classicroses.co.uk/productindex.php?prodfinderformroseCondCanGrowAsSmallClimber=on&prodfinderformroseCondHardyCultivar=on&prodfinderformroseCondSuitableForPot=on&type=rose&recsperpage=10&pagenum=2

Posted by: palavando 18 Mar 2012, 03:13
tavadze
QUOTE
ყოველ წელს დიდი გულმოდგინებით ვძირკვავ, მაგრამ ვერ გადავაშენე.


მაგ ვარდს ჩვენი აბელო ეძებდა,შვეიცარიაში აუჭრია კალმები , მაგრამ არ დაკალმდა.ეხლა ეს რომ წაიკითხოს... ასე რომ, გაზაფხულზე,როცა აყვავდება სურათები დაგვიდე და თუ ის აღმოჩნდა ეგებ გადავურჩეთ ორივე.

BadbadGirl
ვიცნობ, საინტერესო საიტია.გმადლობთ.

* * *
tavadze
QUOTE
ოოო - მაგას ვარდების მეფედ მივიჩნევ.

ვერ მივხვდი რომელს.

Posted by: tavadze 18 Mar 2012, 11:36
palavando
QUOTE
ასე რომ, გაზაფხულზე,როცა აყვავდება სურათები დაგვიდე

იმედია, მოვხვდები მაგ დროს სოფელში.
QUOTE
ვერ მივხვდი რომელს.

ადრეც დავწერე რომელიღაც გვერდზე - თქვენი ფოტოების პასუხად, სოფელში ერთს ჰქონდა და ვერავინ გაამრავლა-მეტქი. ჩაის ვარდებს ეძახიან იმასაც, ოღონდ რამდენად სწორად, ვერ გეტყვი. ყვითელი ვარდია, ალაგ-ალაგ მოთეთრო-ვარდისფერი ელფერით. ვარდების ყვავილობისას თუ მოვხვდი იქ, იმასაც გადავუღებ.

Posted by: cicatridina 18 Mar 2012, 22:01
palavando
ქალბატონო მარინა,ვარდის აჭრილი ლერწები მომიტანეს და თუ გაიხარებს ამ პერიოდში?

Posted by: palavando 18 Mar 2012, 23:08
cicatridina
იდეაში ვარდის დაკალმება ნებისმიერ დროს შეიძლება,თუ სათანადო პირობებს შეუქმნით. საუკეთესო დრო პირველი ყავავილობის ბოლო (ივნისი -ივლისი )ითვლება, მაგრამ ეხლაც ანასხლავი კალმები საკმაოდ კარგად კალმდება.წარმატებას გისურვებთ.
* * *
იელის მხვიარა ვარდები(გაგრძელება)

რადგან დავიდ ოსტინის ინგლისურ ვარდებზე ჩამოვარდა საუბარი ,მხვიარა ვარდების სიას ოსტინის ვარდებით გავაგრძელებ.ოსტინის ვარდების უმრავლესობა ადვილად აღწევს 2,5-3მეტრის სიმაღლეს ,მათი ფორმა თქვენს სურვილზე და გასხვლაზეა დამოკიდებული.მათი უმრავლესობა ძალიან სურნელოვანი და ფერწერულია,ყვავილები ხშირად იცვლის ელფერს და ტონს, რადგან ადვილად რეაგირებს ტემპერატურისა და მზის ინტენსიობის ცვალებადობაზე.

ნომინაცია- ხალხის რჩეული ვარდის გამარჯვებული,ყველაზე სურნელოვანი ვარდის წოდების მფლობელი,მუდმივად მოყვავილე, დავიდ ოსტინის აბრაჰამ დერბი(ჩემი ფავორიტიც)

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ოსტინის ყველაზე წარმატებული ვარდი,ვარდების დიდების სასახლის წევრი გრეჰემ თომასი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ამ ვარდს ვარდისფერს ვერ ვუწოდებ ,სრულისდ განსაცვიფრელი, უნაზესი და დახვეწილი ფერი აქვს.-ქეთრინ მორლეი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

კიდევ ერთი ძალიან ნაზი, უხვად და თითქმის გაუჩერებლად მოყვავილე- კროკუსი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

გაგრძელება იქნება.

Posted by: MaShiko-MuSicology 19 Mar 2012, 03:05

ვაიმე, გადავირიე!!

QUOTE
palavando
ქალბატონო მარინა კარგით რა არ გეცოდებით?  ვეღარ ვუძლებ ამსილამაზეს, ყველა მინდა რომ მქონდეს ეზოში, ვაი რა ლამაზებია, განსაკუთრებით მხვიარები, მინდაააააააააააააააააააააააა 





ზუსტადsmile.gif))

Posted by: palavando 20 Mar 2012, 01:46
dadu_chavi
ნეკერჩხლების თაობაზე პმ–ი ნახეთ.
* * *
MaShiko-MuSicology
QUOTE
ვაიმე, გადავირიე!!

რა ვქნა, ძალიან მინდა ვარდებისდმი დამოკიდებულება შეიცვალოს და როცა ადამიანი ვარდის შეიძენს იცოდეს რა ვარდია, ვისი გამოყვანილია სადაურია. ანუ გაჩნდეს ისეთივე დამოკიდებულება,როგორიც დანარჩენ სამყაროშია. ვარდს ხომ სახელი და გვარი აქვს და მშობელიც ყავს.გული მტკივა,როცა უბრალოდ წითელი, ყვითელი(სტაფილოსფერი ხომ გულს მიხეთქავს) ვარდის შეძენა უნდათ. და ეს საქართველოში ხდება -ჩვენ ხომ იმ არეალს ვეკუთვნით,სადაც ვარდის სიმბოლიკა იქმნებოდა.ჯერ მარტო ჩვენს პოეზიას ,რომ გადახედო(შუა საუკუნეებიდან მოყოლებული)შეგრცხვება ვარდისადმი ჩვენი აგდებული დამოკიდებულებისა...

ისევ ოსტინის მხვიარა ვარდები იელის კოლექციიდან;

უკვე ავღნიშნე , რომ ყველაზე სურნელოვანი ვარდის წოდება აბრაჰამ დერბიმ მოიპოვა, მაგრამ თავად დავიდ ოსტინი თვლის, რომ მის ვარდებში ჯუდ ობსქუარი(ბუჩქია ) და მხვიარა ჰერტრუდა ჯექელი სურნელებით აბრაჰამს აღემატება.
ჰერტრუდა ჯექელი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

პეტ ოსტინი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

მარი როუზი ოსტინების ვარდებში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ვარდია.ძალიან უხვად ყვავის და ფერიც ძალიან საინრეტესო აქვს.იასამნისფერს დაიკრავს.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: MaShiko-MuSicology 21 Mar 2012, 14:01
palavando
მესმისsmile.gif))

დაახლოებით ისეა, რომ მეუბნებიან, კლასიკური მუსიკა მიყვარს, ვგიჟდებიო და, რომ ვეკითხები ვინ ან რა მეთქი, აი, კ ი ნ ო ე ბ შ ი რომ მ უ ს ი კ ე ბ ი ა ისო (!!!)

QUOTE
პეტ ოსტინი


მმმ.... ულამაზესიაsmile.gif

Posted by: palavando 21 Mar 2012, 14:15
MaShiko-MuSicology
QUOTE
დაახლოებით ისეა, რომ მეუბნებიან, კლასიკური მუსიკა მიყვარს, ვგიჟდებიო და, რომ ვეკითხები ვინ ან რა მეთქი, აი, კ ი ნ ო ე ბ შ ი რომ მ უ ს ი კ ე ბ ი ა ისო (!!!)

up.gif
"პეტ ოსტინი" დავიდ ოსტინმა მეუღლეს მიუძღვნა.ყვავილის საჩუქრად მიღება ქალს ყოველთვის სიამოვნებს. ეს კი.მეფური საჩუქარია.

Posted by: spliyvi1 21 Mar 2012, 21:20
"შენ წითელი ვარდი მთხოვე, მაშინ.........როდესაც.....ჩემს ბაღჩაში,მხოლოდ
თეთრი ვარდები ყვაოდნენ...... რა უნდა მექნა.....ავიღე გული,დავაგე ეკლის ბუჩქს და....
გადმონადენი სისხლით ეგ თეთრი ვარდი წითლად შეგიღებე.....
ახლა ეგ მითხარ,ჩემო კარგო....ეგ ვარდი უფრო მალე დაჭკნება თუ ჩვენი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი........

Posted by: BadbadGirl 21 Mar 2012, 22:55
ეს პეტ ოსტისნი სასწაული ფერის ვარდია!
უნდა დავიარო ამ შაბათ კვირას მარაზიები, იქნებ ვიპოვო სადმე.

Posted by: palavando 21 Mar 2012, 23:32
BadbadGirl
QUOTE
უნდა დავიარო ამ შაბათ კვირას მარაზიები, იქნებ ვიპოვო სადმე.

ძალიანაც ნუ დაიღლით თავს. smile.gif თითქმის ყველა ეს ვარდი ,რომელსაც აქ ვდებ (მათ შორის პატ ოსტინი), ჩვენთან " იელში" იყიდება ,ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ტერიტორია(დიდუბე) საკონტაქტო ტელ:599 37 91 96

QUOTE
თეთრი ვარდები ყვაოდნენ...... რა უნდა მექნა.....ავიღე გული,დავაგე ეკლის ბუჩქს და....
გადმონადენი სისხლით ეგ თეთრი ვარდი წითლად შეგიღებე.....


ეს ულამაზესი სპარსული ლეგენდა მუდამ იქნება პოეტებისა და მწერლაბის შთაგონების წყარო. როგორც ჩემმა საყვარელმა კიპლინგმა თქვა Light comes from East (სინათლე აღმოსავლეთიდან მოდის).

Posted by: dadu_chavi 21 Mar 2012, 23:58
palavando
გმადლობტ,ვნახე და მგონი მეც სწორად მოგწერეთ. რა მინდა გკითხოთ: ზუსტად როგორ მოვაგნო მაგ მაგაზიას? ის არის შიგნით გამოფენის ეზოში რომ არის და თუ შეიდზლება თქვენი სახელი გამიმხილოთ. როდის მუშაობთ და თუ მოვახერხებ გამოვალ. ან Fოთლებს რო გამოიღებს გამაგებინეთ და აუცილებლად მინდა 2დზირი. ეგ მარად ფოთლოვანია ხო? წინასწარ გმადლობთ და უკაცრავად ასე შეწუხებისთვის.
* * *
უი წერებულა როგორ დაგიკავშირდეთ. ვიცი ეგ მაგაზია, მოგაგნებთ აუცილებლად. smile.gif

Posted by: palavando 22 Mar 2012, 00:23
dadu_chavi
QUOTE
ეგ მარად ფოთლოვანია ხო?


მარადმწვანე ნეკერჩხლები არ არსებობს. ყველა ფოთოლმცვენია. მარინა.

Posted by: MaShiko-MuSicology 22 Mar 2012, 09:49
palavando
QUOTE

"პეტ ოსტინი" დავიდ ოსტინმა მეუღლეს მიუძღვნა.ყვავილის საჩუქრად მიღება ქალს ყოველთვის სიამოვნებს. ეს კი.მეფური საჩუქარია.


აბა!! სულ მომწონდა სახელებს რომ არქმევდნენ, თან, ქალისას და მით უფრო - მეუღლისას და ა.შ... smile.gif)

Posted by: chichilaki 23 Mar 2012, 12:39
ქოთანში მაქვს ვარდი, როგორ უნდა მოვუარო, წყალი როგორ დავასხა, მზეზე უნდა ჩრდილში უნდა, მოკლედ არაფერი არ ვიცი, არადა რომ გამიხმეს გადავირევი, არ ვიცი რა ქვია ჯიშს, მუქი შინდისფერია წვრილი ფოთლებით, ხშირად მინახავს ეგეთი თბილისშიც ეზოებში და გამწვანებულ ზოლებში, სოფლებშიც . ჯერ პატარაა და პატარა ქოთანში ბინადრობს, მაგრამ მერე რომ გაიზრდება უნდა შევაჭრა ტოტები ან გადავრგო, მიწა გამოვუცვალო ან დიდ ქოთანში გადავიტანო, როგორ უნდა მოვიქცე?

Posted by: palavando 23 Mar 2012, 21:38
chichilaki
სამწუხაროდ, ძალიან ზოგადი მონაცემები გაქვთ .ზოგადად ვარდს მზიანი ადგილი უყვარს მაგრამ კარგი იქნება თუ შუადღის მზე არ მიადგება.ქოთანში მიწა სულ ოდნავ ნესტიანი უნდა იყოს (და არა სველი).ქოთანი ჯობია ვიწრო და ღრმა(ვედროს ფორმის). კარგი კვება-გადამწვარი ნაკელი დანებისმიერი კომპლექსური სასუქი, რომელშიც შედს აზოტი, კალიუმი ,ფოსფორი.გაზაფხულზე გასხვლა(თუ ახალგაზრდა ნერგი გაქვთ,წელს თავი დაანებეთ) და შეწამვლა დაავადების საწინააღმდეგოდ -ტოპაზი,ან რომელიმე სხვა ფუნგიციდი. მწერების წინააღმდეგ -კარატი.პრეპარატები და სასუქი შეგიძლიათ შეიძინოთ სამთო ქიმიის გარშემო მაღაზიებში.
* * *
იშვიათი ვარდების მოყვარულებს გაგაცნობთ ორ ძალიან საინტერესო ფერის ვარდს. მათი ფერის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან ბუტონის გაშლიდან გადაყვავილებამდე რამდენჯერმე იცვლიან ფერს.ამ ტიპის ვარდები ქამელეონების სახელით არიან ცნობილი.
აირის ვები. ამ ვარდის საწყისი ფერიც ძალიან იშვიათი,ბრინჯაოსფერია
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

აკროპოლისი ,რომელიც იმდენ ელფერს დაიკრავს ,რომ სხვადასხვა ვარდებისგან შედგენილ თაიგულს გავს.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: palavando 26 Mar 2012, 00:03
ყვითელი ვარდები "იელის " კოლექციიდან
* * *
ტანტაუს განთქმული კაპუჩინო.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
საოცრად უხვად მოყვავილე- გოლდელსე
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

მაუნთბათენი- პრინცესა დიანას რჩეული ვარდი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
კიდევ ერთი ძალიან პოპულარული, უხვად მოყვავილე ,ქარვისფერი ვარდი- ემბერ ქვინი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება.

Posted by: irunaaway 27 Mar 2012, 00:00
გამარჯობა. ჩემი მხვიარა ვარდი ზამთარში სახლში შემოვიტანე და ორგანიკას სასუქს ვასხამდი კვირაში ერთხელ. კვირტები გაიკეთა მარტის დასაწყისში და მერე დაიწყო ფოთლების მოხმობა. გარეთ გავდგი და ფოთლები გაყვითლებული აქვს მოჭმუჭნული. კვირტები ჯერ კიდევ ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ მალე ეგენიც გახმება. რა ვუშველო თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე
მადლობა წინასწარ

Posted by: palavando 27 Mar 2012, 01:43
irunaaway
სამწუხაროდ ორი მძიმე შეცდომა დაგიშვიათ-მხვიარა (და საერთოდ ვარდი,ოთახის ჯუჯა ვარდების გარდა) ვარდის ზამთარში სახლში შეტანა არ შეიძლება, მითუმეტეს კვება.
ზამთარში ვარდს უნდა ეძინოს და დაისვენოს, ადრე გაზაფხულზე კი გაიღვიძოს.დასვენებისას ვარდი ძალას იკრებს გაზაფხულის ყვავილობისთვის.მომავლისთვის გაითვალისწინთ ვარდს ჩვენი ყინვების არ ეშინია.მაინც მგონია ,რომ თქვენი ვარდი გადარჩება( ვარდები ასე ადვილად არ იღუპებიან).ფოთლების მოჭკნობა ცუდია, მაგრამ სასიკვდილო სიმპტომი არ არის,მთავარია შტოები როგორ გამოიყურება.
ჩამოაცილეთ თქვენს ვარდს ყველა მომჭკნარი ფოთოლი და ფოთლები კარგად დაათვალიერეთ, განსაკუთრებით ქვემოთა მხრიდან, მაინც მწერი არ ქონდეს გაჩენილი(ოთახის პირობებში ვარდს ხშირად უჩნდება ე,წ წითელი ობობა)დააკვირდით შტოების კანს მოჭმუჭნული ხომ არ არის.გადაჭერით შტოები.დააკვირდით გადანაჭერს საღია თუ არა- შტოს გული გაშავებული არ უნდა ქონდეს ,თუ შუაგულში სიშავეს შეამჩნევთ,უფრო დაბლა გადაჭერით სანამ საღ ადგილამდე ჩახვალთ.წესით შტომ უნდა გიჩვენოთ რა მდგომარეობაშია თქვენი ვარდი.
კიდევ ერთი საშიშრობა-ზედმეტად ხომ არ რწყავდით.ფესვებს სიდამპლე ხომ არ შეეპარა.ზამთარში ვარდი ძალიან ცოტა წყალს მოიხმარს.მიწის ზედაპირი გაუფხვიერეთ,მიწა ქოთანში უნდა იყოს ოდნავ ნესტიანი და არა სველი.
თუ ფესვების მდგომარეობა გაფიქრბთ ,მაშინ ვარდის ქოთნიდან ამიღება და ფესვების შემოწმება დაგჭირდებათ.მიწა ცოტა შეაშრეთ და ვარდი ქოთნიდან ამოიღეთ,ფესვები შეუმოწმეთ ,თუ სიდამპლე აქვს შეპარული ფესვები საღ ადგილამდე შეუკვეცეთ და ახალ მიწაში ჩარგეთ.გადარგვის შემდეგ მორწყეთ.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
* * *
ვარდების მოვლა
მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ვარდები არ არის მარტივი და ადვილად მოსავლელი კულტურა.ერთის მხრივ, ვარდი ეგუება თითქმის ნებისმიერ ნიადაგს და გარემო პირობებს, ძნელად იღუპება, მაგრამ სათანადო მოვლის გარეშე, ყვავილების დედოფლის ნაცვლად , კანტიკუნტი, უსახური ყვავილებით მორთული, გაძვალტყავებული ბუჩქი შეგრჩებათ.
ასე რომ, თუ ვარდების შეძენას აპირებთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ფლორის ელიტურ წარმომადგენელთან გექნებათ ურთიერთობა და მას სათანადო მოვლა ჭირდება.
ვარდთან დაკავშირებული ტიპიური პრობლემებია:
1. სწორი ადგილის შერჩევა და დარგვა.
2. სწორად და რეგულარულად კვება
3. რეგულარული შეწამვლა
4. სწორედ გასხვლა.
1.ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ვარდს მზიანი ადგილი უყვარს . რომელ საიტზეც უნდა შეხვიდეთ, რა ლიტერატურასაც უნდა გაეცნოთ ყველგან შეხვდებით რჩევას ვარდი მზიან ადგილზე დარგოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ ევროპელი ავტორები არ გულისხმობენ ჩვენს თაკარა მზეს და +45გრდუსიან სიცხეს. ასეთ მხურვალე ამინდში ვარდი ვერ ყვავის და ტაიმაუტს იღებს.სწორედ ვარდის ამ თვისების გამოა, რომ ის ვარდებიც კი , რომლებსაც იდეაში უფრო ხშირი ყვავილობა აქვთ ,ჩვენს პირობებში მხოლოდ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ყვავის.
ამიტომ თუ საშუალება გაქვთ ვარდის დარგვისას შეარჩიეთ ისეთი ადგილი,რომელსაც მზე დილის საათებში 1სთ–მდე ადგება.თუ თქვენი ეზო ამის საშუალებას არიძლევა მაშინ უფრო ისეთ ვარდებზე შეჩერდით, რომლებსაც დიდ მზეზე ყვავილი არ ეწვება და ზედმეტდ არ უხუნდება.(მაგ. ვერსილია, აბრაჰამი, დაიმონდ ჯუბილეი, ფრეზია..)
ხშირად ვარდზე უარს ამბობენ იმ მიზეზით, რომ ზედმეტად მოჩრდილული ეზო აქვთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ , რომ არის ვარდები , რომლებიც ჩრდილს კარგად იტანს. მათ შორისაა ნიუ დოუნი და ოსტინის ბევრი ვარდი(არ დაგავიწყდეთ, რომ მათი სამშობლი ნისლიანი ალბიონია).
როცა ადგილს შეარჩევთ, ამოიღეთ ორმო, რომელიც ზომით ჭარბობს ვარდის კომს და წინასწარ შეზავებული მიწის ნაზავი ჩაყარეთ. 2 წილი ადგილობრივი მიწა+ორი წ.კომპოსტი+2წ. ნაკელი(აუცილებლად კარგად გადამწვარი)+1წ დამწვარი კირი, +1წ.ქვიშა.+რაიმე კომპლექსური სასუქი(კემირა, კრისტალონი, ნიტროამოფოსკა).
ჩარგვის შემდეგ ვარდი კარგად მორწყეთ.



Posted by: irunaaway 28 Mar 2012, 15:00
palavando
ძალიან დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის. ვარდს მოვაჭერი ტოტები და საღია. იმედია გადარჩება. სასუქი დავასხა თუ არ უნდა ჯერ? რამდენ ხანშI ერთხელ მოვრწყა ხოლმე?
მადლობა

Posted by: katerina-eko 28 Mar 2012, 22:12
ქალბატონო მარინა დიდი მადლობა ყველა რჩევისათვის 2kiss.gif , თქვენ რომ არ იყოთ არ ვიცი რა ეშველება ჩვენს ვარდებს.

Posted by: palavando 28 Mar 2012, 23:53
irunaaway
მორწყვის უნივერსალური რეჟიმი არ არსებობს, რადგან მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია იმ მიწის შემადგენლობაზე, რომელიც თქვენს ქოთანშია და მზის ინტენსივობაზე. მარტივად რომ ვთქვათ ,გააჩნია რა სისწრაფით შრება თქვენს ქოთანში მიწა. ასე რომ, დაკვირვება დაგჭირდებათ.დაიმახსოვრეთ, რომ ვარდი უფრო ადვილად უძლებს სიმშრალეს, ვიდრე ფესვების ჩალპობას.მორწყვის შემდეგმოგიწევთ ნიადაგის ყოველდღე შემოწმება,როცა ზედაპირი გაშრება,ხოლო 5სმ-ს სიღრმეზე მიწა ოდნავ ტენიანია ,შემდეგი მორწყვის დროა.ეხლა განსაკუთრებით ფრთხილად იყავით,უფოთლო ,დაზიანებულ ვარდს გაუჭირდება ბევრი წყლის შეწოვა.სასუქის ხმარება შეიძლება, მაგრამ დოზზა გაანახევრეთ.
მთავარი წესია -ჯობია იშვიათად და გულუხვად მორწყვა, ვიდრე ხირად და ცოტ-ცოტა წყლით.
* * *
კატერინა-ეკო
2kiss.gif გმადლობთ ასეთი თბილი სიტყვებისთვის.
* * *
"იელის ყვითელი ვარდები(გაგრძელება)
ძალინ ელეგანტური და დახვეწილი ქიიფ სმილინგი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ჯუჯა(პატიო)დიდყვავილა ტრეისი დევისი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
პოულსენის ცნობილი ჩაინათაუნი, რომელიც ბევრ კატალოგშიმხვიარა ვარდად არის შეყვანილი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ჰარქნისის უხვად მოყვავილე ფლორიბუნდა -იზი გოუინგი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
სხვა ყვითელი ვარდები უკვე დადებული მქვს წინა გვერდებზე.
* * *

Posted by: irunaaway 29 Mar 2012, 01:22
palavando
ძალიან დიდი მადლობა ძალიან დამეხმარეთ. თუ გადარჩა საცოდავი მოგწერთ)))

Posted by: MaShiko-MuSicology 29 Mar 2012, 17:44
palavando
ოჰ, ამ ბრინჯაოსფერზე დედაჩემი შეიძლება გადაირიოსsmile.gif))

ამასობაში მე სოფელში ვიყავი და ისტორიული ვარდები მოვინახულე (არ დამვიწყებია დაპირებული კალმები, ერთი, რომელიც ეზოში გვყავს, უკვე გასხლული და უხვად გაკვირტული დამხვდა, მეორის ერთი გრძელი და ასევე უხვად გაკვირტული ტოტი იმ დღესვე მომიტანეს და შემეშინდა, ერთი კვირა წყალში გაძლებდა თუ არა, ასე, რომ ჩემთან ჩავრგე და თუ გაიხარა, ერთ-ერთი თქვენია)

აი, ასეთია, რომელიც შინ მყავს, ახალაყვავებული მოიასამნისფრო-მეწამულისფერს დაიკრავს, გაშლილი და ჭკნობაშეპარული - ოდნავ ხუნდება. საკმაოდ სურნელოვანია.

http://imageshack.us/photo/my-images/441/vardi.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ასეთიც მაქვს, დასავლეთითაა, და ზაფხულში მზე შუადღიდან ჩასვლამდე უყურებს და ნიადაგიც სილიანია. როგორც მივხვდი, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია?
http://imageshack.us/photo/my-images/542/1000080t.jpg/

Uploaded with http://imageshack.us


ამან კი გული მომიკლა: მაისში ვიყიდე, უნივერმაღთან, ჯიხურში რომ აზერბაიჯანელი იდგა, მისი რჩევისამებრ გადავრგე უფრო მოზრდილ ქოთანში (სხვათა შორის, პატარა ქოთანი ფესვების არაბუნებრივად დიდი რაოდენობით იყო სავსე) და ასევე ვუვლიდი. ორჯერ იყვავილა და ოქტომბრისთვის უაპელაციოდ გახმა. რაღას ვუშველი, მაგრამ გამაგებინეთ მაინც, რა მოხდა?
http://imageshack.us/photo/my-images/210/1000022y.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: TemoA 29 Mar 2012, 20:04
შავი ვარდები სად იყიდება მითხარით რა სასწრაფოდ მჭირდება

Posted by: MITIATO 29 Mar 2012, 20:10
TemoA

ცალკე თემა აღარ გახსნა. შესაბამისი თემა მოძებნე ხოლმე.

Posted by: palavando 29 Mar 2012, 23:01
TemoA
თუ შავ ვარდებში ამ ტიპის ვარდებს გულისხმობთ, იელში გვაქვს ბარკაროლე და ტრიუმფი.ორივე ძალიან მუქი მოშავო წითელი ვარდია.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

საკონტაქტო ტელ.599 37 9196
* * *
MaShiko-MuSicology
თუ დაკალმდა ძალიან გამეხარდება, თუ არა მაინც ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.ბრინჯაოს ფერ ვარდს კი დედისთვის საჩუქრად გაგიმზადებთ.

QUOTE
რაღას ვუშველი, მაგრამ გამაგებინეთ მაინც, რა მოხდა?

რა მოხდა და თქვენ კორდანა ვარდს გადააწყდით, რომელსაც ევროპაში throwout roses (გადასაგდები ვარდები) უწოდებენ და პრაქტიკულად ერთჯერად ვარდებად თვლიან.ამ ვრდებზე რომელიღაც გვერდზე წვრილად დავწერე. მათი გადარჩენა ძალიან პრობლემატურია, მაგრამ იმდენად მომხიბლავები არიან , რომ მაინც უზარმაზარი რაოდენობით იყიდება, უბრალოდ ევროპაში მყიდველმა იცის, რომ ეს ვარდები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და დამოკიდებულებაც შესაბამისი აქვთ.
* * *
"იელის " ატმისფერ-გარგარისფერ-ნარინჯისფერი ვარდები.
ინდიან სამმერ-ძალიან სურნელოვანი და იშვიათი ფერის ვარდია. საერთოდ ვარდების ფერი საკმაოდ ძნელი აღსაწერია. ამ ვარდს ძალიან იშვიათი კაკაოსფერი ელფერი დაკრავს.,http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

უსაყვარლესი ფორმის და ფერის -ბრიტანია
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ტანტაუს განთქმული ჩიპინდეილი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ულამაზესი ჩეშიარი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება

Posted by: irmushela 30 Mar 2012, 08:21
ქალბატონო მარინა ულამაზესებია ყველა.დიდი მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენზე , ასეთი სილამაზით გვატკბობთ

Posted by: MaShiko-MuSicology 30 Mar 2012, 09:52
palavando
QUOTE
MaShiko-MuSicology
თუ დაკალმდა ძალიან გამეხარდება, თუ არა მაინც ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.ბრინჯაოს ფერ ვარდს კი დედისთვის საჩუქრად გაგიმზადებთ.

ოჰ, მართლა?!!

უუზარმაზარი მადლობაsmile.gif))


სააღდგომოდ ისევ ვაპირებ გამგზავრებას და, ახლა აზრად მომივიდა, ეგებ მისივე მიწიანად წამოგიღოთ? ნუ, სილიანად, უფრო სწორედ..
ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ კონსულტაციის გარეშე შემეშინდა. თან, იქ შეიძლება ისე ვერ მოუარონ, როგორც საჭიროა და, თქვენთან ზუსტად ვიცი, რომ გაიხარებს..
თქვენ ოღონდ მითხარით, რომ შესაძლებელიაsmile.gif

QUOTE
რა მოხდა და თქვენ კორდანა ვარდს გადააწყდით, რომელსაც ევროპაში throwout roses (გადასაგდები ვარდები) უწოდებენ და პრაქტიკულად ერთჯერად ვარდებად თვლიან.ამ ვრდებზე რომელიღაც გვერდზე წვრილად დავწერე. მათი გადარჩენა ძალიან პრობლემატურია, მაგრამ იმდენად მომხიბლავები არიან , რომ მაინც უზარმაზარი რაოდენობით იყიდება, უბრალოდ ევროპაში მყიდველმა იცის, რომ ეს ვარდები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და დამოკიდებულებაც შესაბამისი აქვთ.

ჰო, წავიკითხეsad.gif არადა, ძალიან სასაცილო ამბავი დამემართა, ისე მოხდა, რომ იმ დღეს მთელი ფული გამითავდა, სტიპენდია კი მეორე დღეს იყო. ჰოდა, ქუჩაში შემთხვევით ვიპოვე ფული! ასეთი რამ არასოდეს დამმართია, დამკარგავი ყოველთვის იქვე იყო და ვუბრუნებდი, ეს კი ვერ ვიპოვეsmile.gif ჰოდა, ერთი საათის შემდეგ შემხვდა ეს ვარდი და ვიყიდეsmile.gif)) ფაფუ, ქარის მოტანილი ქარმა წაიღო

Posted by: palavando 30 Mar 2012, 22:53

ვარდების მოვლა(გაგრძელება)

ყველა ვარდის მოყვარულის მთავარი პრობლემა ვარდების დაავადებებია.ხშირად დიდი ძალისხმევის მიუხედავად ,დაავადებების თავიდან აცილება ვერ ხერხდება.საქმე ის არის, რომ ამ დაავადებების უმრავლესობა ინფექციურია და თქვენი ვარდები კარგად მოვლილი რომც იყოს არა ხართ დაზღვეული, რომ სოკოს სპორებს მეზობელი ეზოდან(ხშირად უფრო შორიდან)ნიავი, ან მოხეტიალე მწერი არ შემოიტანს.გამოსავალი ერთია–მაქსიმალურად დაიცავით ვარდების მოვლის წესები და ვარდი მაინც თუ დაავადდა გული არ გაიხეთქოთ. გახსოვდეთ, რომ დაავადებების უმრავლესობა ლეტალური არ არის და შემდეგ წელს ვარდი ახალი, საღი ფოთლებით შეიმოსება.
დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი წესი:
გვიან შემოდგიმაზე ,დაავადებულ ვარდს ჯობია ფოთლები შეაცალოთ.ზარმაცებმა, შეგიძლიათ ეს ოპერაცია გაზაფხულზე, ვარდის გასხვლის დროს გააკეთოთ(გადაჭრილ ვარდებზე ნაკლები ფოთოლია)შეეცადეთ ეს ფოთლები მოაგროვოთ და დაწვათ. ზამთრის პირს და ადრე გაზაფხულზე ვარდის გარშემო დაყარეთ ნაცარის თხელი ფენა.ნაცარი ანტი მიკრობულია და შეიცავს კალიუმს.გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე(სანამ ფოთლების გამოტანა დაიწყება)შეწამლეთ ვარდი შაბიამნის ხსნარით(ვზს რომ წამლავენ). ფოთლების გამოტანის შემდეგ თვეში ერთხელ შეწამლეთ შემდეგნაირად: ქვემოთ მოყვნილი სიიდან ამოარჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი სამი პრეპარატი– ერთი ორგანული ,ორი ქიმიურიუ და მონაცვლეობით იხმარეთ თვეში ერთხელ მაინც.
მაგ.
1.კალიუმის პერმაგანანტი(მარგანცოვკა)3გ+10 ლ.წყალი
2. Фундазол
3. ხომი,
პრეპარატბის მონაცვლეობა აუცილებელია, რადგან ერთი და იგივე პრეპარატის გამოყენებისას წამლისადმი რეზისტნტობა ვითარდება.
შავი ლაქიანობის და ნაცრის საწინააღმდეგოპრეპარატები.

კალიუმის პერმაგანანტი(მარგანცოვკა)3გ+10 ლ.წყალი
მეტრონიდაზოლი 4ტაბ.+10 მლგ. ზელიონკა+10ლ წყალი
100გრ.ნაცარი +10ლწყალი(გააჩერეთ 5–7 დღე)
50გ სოდა+50გსარეცხის საპონო+10ლ წყალი
30გ ნიორი+10 ლ წყალი(გააჩერათ 24სთ)
პრეპერატებიდან–რაგორი
სპილენძის შემცველი ფუნგისციდები–ხომი,ოკისხომ...
შაბიამანი. Ридомил Голд, Профит, Топаз. Фундазол

* * *
MaShiko-MuSicology
ეხლა ვარდის ამოღება ნამდვილად არ ღირს, მით უმეტეს ქვიშიანი ნიადაგიდან(კომი ადვილად დაეშლება).არ ინერვიულოთ, თუ კალამი გაფუჭდა, გადაწვენით გავამრავლოთ.ადვიილად უნდა წავიდეს და ბუჩქსაც არაფერი დაუშავდება.ორშაბათს ვნახავ აირის ვები თუ დაგვრჩა, ეგებ სააღდგომოდ მივართვათ დედას, თუ არა და კალმები უკვე ჩაყრილი მაქვს და შემოდგომისთვის ნამდვიოლად იქნება.

Posted by: MaShiko-MuSicology 31 Mar 2012, 00:47
palavando


QUOTE
ორშაბათს ვნახავ აირის ვები თუ დაგვრჩა, ეგებ სააღდგომოდ მივართვათ დედას, თუ არა და კალმები უკვე ჩაყრილი მაქვს და შემოდგომისთვის ნამდვიოლად იქნება.



2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაგვახარებთ და მადლიერი დაგრჩებითsmile.gif

Posted by: palavando 31 Mar 2012, 13:40
იელის ატმისერ- გარგარისფერი ვარდები(გაგრძელება)

ძალიან სურნელოვანი და ნაზი კინგს მაკი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

უხვად მოყვავილე ფლორიბუნდა კორდესის აპრიკოლა

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

კიდევ ერთი სურნელოვანი ვარდი ვორმ ვიშიზ

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ჰარკნისის მომხიბლავი და ჭრელი სამარიტიანი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ეს ვარდი კი უკანასკნელი წლების ნამდვილი სენსაციაა, რომელმაც თანაბრად მოხიბლა პროფესიონალებიც და ვარდების მოყვარულებიც -ავგუსტა ლუიზა

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: MaShiko-MuSicology 1 Apr 2012, 22:20
QUOTE
ვორმ ვიშიზ


რა საყვარელი სახელიაsmile.gif

Posted by: palavando 1 Apr 2012, 23:23
MaShiko-MuSicology
QUOTE
რა საყვარელი სახელია

თვითონ ვარდიც ძალიან თბილ ტონებშია.

irmushela
QUOTE
ულამაზესებია ყველა

2kiss.gif

Posted by: MITIATO 1 Apr 2012, 23:46
QUOTE (palavando @ 31 Mar 2012, 13:40 )
კიდევ ერთი სურნელოვანი ვარდი ვორმ ვიშიზ

http://www.radikal.ru

რა ფერებია!? http://smayliki.ru/smilie-138922407.html

ძალიან ლამაზი ვარდებია!

Posted by: palavando 2 Apr 2012, 00:00
MITIATO
QUOTE
რა ფერებია!?

ამ ფერის ვარდები განსაკუთრებით მიყვარს.ჩვენთან წითელი ვარდები უფრო უყვართ(მეც ძალიან მიყვარს) მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ წითელი ვარდი, რომ გამოიკვეთოს მას ფონი უფრო ნეიტრალური, თბილი და ნაზი ტონებით უნდა შეუქმნა.აი,სწორედ მაშინ ჩანს წითელ ვარდის განსაკუთრებულობა,..

Posted by: MITIATO 2 Apr 2012, 00:22
palavando
QUOTE
ჩვენთან წითელი ვარდები უფრო უყვართ

მე ყვითელი ვარდები მიყვარს ძალიან. http://smayliki.ru/smilie-537609927.html

თქვენი წყალობით იმდენი ახალი ფერი და ელფერი აღმოვაჩინე...
ოდესმე საკუთარი ეზო თუ მექნა ყველა კუნჭულში ვარდი უნდა დავრგო! biggrin.gif

Posted by: palavando 3 Apr 2012, 00:29
MaShiko-MuSicology
ვიპოვნე,.ასე რომ ,გამოგვიარეთ
* * *
იელის ვარდები

ამ ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ვარდები, რომლებსაც ინგლიურად Russet უწოდებენ .ქართულად კი შეიძლება ბრინჯაოსფერი ვარდები დავარქვათ.მათ მართლაც დაკრავს განსაკუთრებული ელფერი, ტონი , რომელითაც ისინი განასხვავდებიან გარგარისფერ- ნარინჯისფერ ვარდებისაგან.

დღეს წარმოგიდგენთ ამჯგუფის ვარდებიბან სამ საუკეთესო ვარდს:

ძალიან დიდ ყვავილა-აშრამი ანუ ბორა- ბორა

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

დიდყვავილა, ძალიან სურნელოვანი -ჯასთ ჯოი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ლამაზ ბუტონიანი, უხვად მოყვავილე-ანნა ჰენდერსონი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: palavando 4 Apr 2012, 21:06
chiburashka111

შენი Double delight გელოდება. კბილებით მიჭირავს, რადგან მეტი აღარ დამრჩა.გამომეხმაურე.

Posted by: palavando 5 Apr 2012, 22:59
წინა მონათხრობიდან ,ალბათ გახსოვთ ვარდების დიდების სასახლი წევრი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარდი- გლორია დეი. დღეს წარმოგიდგენთ ორ
ვარდს, რომელიც გლორიას საფუძველზე, ანუ მისი ჰიბრიდიზაციის გზით შეიქმნა. საერთო წინაპრის მსგავსად მათაც უზარმაზარი და ძალიან მდგრადი , ორფერი ყვავილი აქვთ,თუმცა ბევრად უფრო მკვეთრი შეფერილობისა.

მაკ გრეიდის კრონენბურგი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
და მეიანების ორიენტ ექსპრესი.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
კიდევ ერთი ორპერი ვარდი-ტანტაუს მიდ სამერი ზომით ჩამოუვარდება ამ ვარდებს , მაგრამ ძალიან უხვად მოყვავილე და ლამაზი ფლორიბუნდაა.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: varianeli 6 Apr 2012, 18:24
palavando
ქალბატონო მარინა კიდევ დიდი მადლობა საჩუქრისთვის smile.gif
თქვენს საჩუქარს უკვე კარგა ხანია მივუჩინე თავისი ადგილი ჩემს ვარდებს შორის.
უკვე ფოთოლი წამოიღო.
როცა გაყვავდება ფოტოს დავდებ smile.gif

Posted by: palavando 6 Apr 2012, 19:58
varianeli
გაიხარე და შენს დარგულს ყველაფერს ეხაროს. 2kiss.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 6 Apr 2012, 21:56
palavando
რა საწყენია, მხოლოდ ახლა ვნახე... ხვალ ღამე მივემგზავრები..
ხვალ ალბათ არ იქნებით, არა?

Posted by: palavando 6 Apr 2012, 22:09
MaShiko-MuSicology

ჩვენ ყოველ დღე ვართ. შაბათ-კვირის ჩათვლით, მაგრამ თუ ვერ მოახერხებთ,სხვა დროს იყოს.

Posted by: MaShiko-MuSicology 6 Apr 2012, 22:10
ვაშაsmile.gif)) ხვალ მოგაკითხავთ, თავად მითხარით რა დროსsmile.gif

Posted by: palavando 6 Apr 2012, 22:21
MaShiko-MuSicology
10- საათიდან ექვსამდე.

Posted by: MaShiko-MuSicology 6 Apr 2012, 22:23
palavando
კარგიsmile.gif

აქ სადღაც თქვენი ნომერი წერია, თუ შეიძლება, როცა მოვალ, დაგირეკავთ

წინასწარ დიდი მადლობა, ძალიან კეთილი ხართsmile.gif

* * *
QUOTE
ბარკაროლე


უიsmile.gif მუსიკალური სახელი აქვსsmile.gif ბარკაროლა ვენეციელი გონდოლიერების სიმღერა იყოsmile.gif))

აი, თქვენ ყველაზე ცნობილი ბარკაროლებიsmile.gif

შოპენის
http://www.youtube.com/watch?v=8KGVWU_uhP4

ჩაიკოვსკის, გაორკესტრებული
http://www.youtube.com/watch?v=ReABGwRLCJU

ოფენბახის (ჩემი საყვარელი ელინა გარანჩათი)
http://www.youtube.com/watch?v=Hdc2zNgJIpY&feature=related

ისიამოვნეთsmile.gif

Posted by: palavando 6 Apr 2012, 23:06
MaShiko-MuSicology
ეტყობა წლოვანების სკეპტიციზმი შემომეპარა.ამათ რომ კიდევ უსმენდა ვინმე აღარ მეგონა.... მადლობთ 2kiss.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 7 Apr 2012, 01:24
palavando
QUOTE
ეტყობა წლოვანების სკეპტიციზმი შემომეპარა.ამათ რომ კიდევ უსმენდა ვინმე აღარ მეგონა.... მადლობთ


smile.gif)

უსმენენ და ასრულებენ კიდეც:)))

Posted by: palavando 7 Apr 2012, 20:49
ვადები განწყობისათვის

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: kvatunia24 8 Apr 2012, 17:09
ქალბატონო მარინა, გახსოვართ ალბათ, "კორდესის ჭრელი" და კიდევ ერთი "ჯასთ ჯოი" წამოვიღე თვენგან, პირველი სახლში გამოვაზამთრე და კარგად იხარა და "ჯასთ ჯოი" მაშივნე ნიადაგში გავუშვი და გმირულად გაუძლო, დანარჩენ ორ მინიტურულ ვარდთან ერთთად 12 გრადუსიან ყინვებს smile.gif რომ მეგონა რომ გაიყინებოდა აშკარად კარგად გრძნობს თავს და მალე ალბათ ახალ ყლორტებსაც ამოიტანს, რას მირჩევთ დაკალმებული ვარდები როდის გადავრგო ნიადაგში? სახლისთვის მეცოდებიან მირჩევნია ეზოში იყვნენ სუფთა ჰაერზე ნიადაგში უფრო ლაღად იქნებიან ასე მგონია, ქოთნისთვის ვერ ვიმეტებ biggrin.gif მადლობა კიდევ ერთხელ, ხო მართლა ჩემმა კალმებმა იხარეს თუ ვერა ? ერთი კრემისფერი იყო მეორე წითელი მინიატურული ვარდები smile.gif

Posted by: palavando 9 Apr 2012, 00:53
kvatunia24

QUOTE
ხო მართლა ჩემმა კალმებმა იხარეს თუ ვერა ?

იხარეს, იხარეს დიდი მადლობა. როცა ყლორტი წამოიღეს ბაღის ყვავილებში მოგწერე 2kiss.gif ,შენი ადრინდელი პოსტი ვნახე და ძალიან გამეხარდა.
QUOTE
რას მირჩევთ დაკალმებული ვარდები როდის გადავრგო ნიადაგში?

გააჩნია როდის დაფესვიანდა, თუ შემოდგომაზე, მაშინ ეხლა კარგი დროა. ფრთხილად გადარგე,კომი არ დაუშალო და ერთი თვე ყურადღებით იყავი .მორწყვა არ დაგავიწყდეს და თუ შეამჩნიე,რომ შუადღის მზეზე ფოთლები მოწყენას იწყებენ ეგებ რამით მოუჩრდილო.

Posted by: kvatunia24 9 Apr 2012, 18:42
palavando
როგორ გამეხარდა smile.gif ძალიანაც კარგიიიი, არ მინახავს მაშინ, უფრო სწორად ვერ ვნახე ალბათ, სულ ვეძებდი პასუხს და ვერ მივაგენი biggrin.gif 2kiss.gif
კი შემოდგომაზე, მაგრამ ცოტა პატარები მეჩვენებიან ზომაში და მეშინია არ დავაზიანო ან არ შესცივდეთ ჯერ, უცებ სახლის კლიმატიდან გარეთ რომ გავიტანო wink.gif კი თავისი მიწიანად გადავრგავ მაშინ, ესენი ისეთი ამტანები ყოფილან, სადაც ჩემმა ძველმა "ჯუჯებმა" 12 გრადუსიან ყინვებს გაუზლეს მე მგონი ამათაც არ გაუჭირდებათ "კორდესის" გარდა კიდევ რამოდენიმე დიდი ვარდის კალმები დავაფესვიანე და იმათაც გადავრგავ სულ 3 ვარდი მაქვს smile.gif შვილებივით ვუვლი და ისე გამახარეს რომ ამოიყარეს ყლორტები რომ ალბათ ამათ რომ რამე დაემართოთ ხარაკირს გავიკეთებ biggrin.gif

Posted by: palavando 9 Apr 2012, 22:12
kvatunia24

თუ სახლში გაქვს გარეთა ჰავას ნელ-ნელა შეაჩვიე. პირველ დღეს ერთი საათით გადგი გარეთ. მერე დრო გააუზარდე. ასმი დღის შემდეგ ღამეც დატოვე და მხოლოდ შემდეგ გადდარგე. თუ კალმები მაინც გეპატარავება და გეეჭვწბა შეგიძლია შემოდგომით გადარგო.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Apr 2012, 10:45
ეს ვარდი ეზოში ვიპოვე ამ ზამთარში მოვიტანე ჩავრგე კვირტებიც არ ჰქონდა გაიხარა გაიშალა და ეხლა ყვითლდება და კვდება რა ვუყო? sad.gif

http://www.radikal.ru

Posted by: palavando 10 Apr 2012, 20:37
M-A-S-E-R-A-T-I
ფესვები და კომი ქონდა? თეთრი ბურთები რა არის ? სასუქია? ძალიან გავს აზოტით დამწვრობას.თუ სასუქი არ გიხმარიათ მაშინ დაზიანებული ფოთლები ჩამოაცილეთ, ფოთლები კარგად დაათვალიერეთ და თუ მწერს ვერ შეამჩნევთ დაავადებების საწინააღმდეგოდ ტოპაზით შეწამლეთ.თუ სასუქი იხმარეთ ზედმეტი დოზა მოგსვლიათ.პატარა კოვზით სასწრაფოდ ამოკრიფეთ ბურთები. იმავე კოვზით ფრთხილად მოხსენით მიწის ზედა ფენა, გვერდებიდამაც ამოიღეთ რამდენსაც შესძლებთ ფესვების დაუზიანებლად, ამის შემდეგ ჩაჭერით ბოთლი ,ვარდი უფრო დიდ ქოთანში გადაიტანეთ (შეეცადეთ ძირითადი კომი არ დაერღვეს),და ქოთანი ახალი მიწით შეავსეთ.ანუ მიწის შეცვლა მოგიწევთ, მაგრამ ნაწილ-ნაწილ და ძალიან ფრთხილად.დააკვირდით იმადგილს სადაც ნიადაგი ვარდის ღეროს ეხება, გაყავისფრებული ხომ არ არის.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Apr 2012, 21:07
palavando
QUOTE
ფესვები და კომი ქონდა?

ცოტა მიწა მოყვა
QUOTE
თეთრი ბურთები რა არის ?

კომბინირებული სასუქია მაგრამ დაყრამდე გაყვითლდა
QUOTE
ვარდი უფრო დიდ ქოთანში გადაიტანეთ (შეეცადეთ ძირითადი კომი არ დაერღვეს),და ქოთანი ახალი მიწით შეავსეთ.ანუ მიწის შეცვლა მოგიწევთ, მაგრამ ნაწილ-ნაწილ და ძალიან ფრთხილად.დააკვირდით იმადგილს სადაც ნიადაგი ვარდის ღეროს ეხება, გაყავისფრებული ხომ არ არის.

არა მემგონი უკვე გვიანია ყველაფერი ამისთვის თან სოფელში მინდოდა ამის წაღება და სხვა ქოთანში გადარგვას აზრი არ აქვს.
მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: palavando 10 Apr 2012, 22:38
M-A-S-E-R-A-T-I
მგონია მაინც შეიძლება გადარჩეს სურათი თუ ძველი არ არის. ახლად წამოღებული შტოები საღი ჩანს. სასუქი და მიწა ნაწილობრივ მაინც მოაშორეთ და ახალი ჩააყარეთ. არ არის ძნელი, კოვზით ამოხაპეთ. ცოდოა ..
* * *
'იელის "ცისფერი და მეწამული ვარდები

ალბათ გახსოვთ, რომ ნამდვილი ცისფერი ვარდი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ე.წ ცისფერი ვარდები რეალობაში უფრო იასამნისფერისანი არიან.მათი უმრავლესობა ძალიან სურნელოვანია.
კორდესის ბლუ რივერი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

მეიანის შარლ დე გოლი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ტანტაუს ბლუ მუნი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: natN 11 Apr 2012, 14:27
გამარჯობა. მაინტერესებს ესეთ მინიატურულ ვარდს სადმე თუ ვიშოვი?

http://www.radikal.ru

Posted by: palavando 11 Apr 2012, 14:47
natN
ეს კორდანას ე.წ ოთახის მინიატურული ვარდია. ბაზარი სავსეა მაგ ვარდებით, ბაზარში კი ორხევის,გრატოს სათბურებიდან შემოაქვთ.მგონი ბევრ ყვავილების მაღაზიაშიც შეიძლება მათიშეძენა.

Posted by: natN 11 Apr 2012, 14:50
QUOTE (palavando @ 7 Mar 2012, 00:55 )
კორდანა- მინიატურყლი ვარდები


http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

რა სილამაზეეეა. გაქვთ ასეთები??? და რა მაინტერესებს, გაფუჭებას რატომ იწყებს? sad.gif

Posted by: palavando 11 Apr 2012, 16:08
natN
QUOTE
რა სილამაზეეეა. გაქვთ ასეთები??? და რა მაინტერესებს, გაფუჭებას რატომ იწყებს?

არა,ჩვენ საბაღე ჯიშებზე ვმუშაობთ.რაც შეეხება კორდანას ეს აზიზი ქოთნის ვარდია.თუ ოთახის ვარდები გაინტერესებთ კორდანას შეძენა მოგიწევთ.
* * *
"იელის "ციფერი და მეწამული ვარდები(გაგრძელება)

რაფსოდი ინ ბლუ
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
შოკინგ ბლუ

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ბიგ ფერფელი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
სენჩერი როიალ
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: MaShiko-MuSicology 13 Apr 2012, 09:59
palavando
ქალბატონო მარინა, როგორ გიკითხოთ?

ქალბატონი ბარკაროლა უკვე 5 დღეა გადავიყვანეთ ეზოში და მგონი თავს კარგად გრძნობსsmile.gif

მე ისეთი აჟიტირებული ვიყავი, რომ იმ დღეს დამავიწყდა ხარების მოლოცვა...
ახლა გილოცავთ, დაგვიანებით და
ყველას ცოტა ადრე გილოცავთ მომავალ აღდგომასsmile.gif

Posted by: katerina-eko 13 Apr 2012, 19:17
palavando
ქალბატონო მარინა როგორ ბრძანდებით? გილოცავთ ყველაფერს ერთად.
მაინტერესებს ეხლა რომ შევწამლო ვარდები შაბიამანით რამე დაშავდება? ფოთოლი კი აქვს უკვე

Posted by: palavando 13 Apr 2012, 23:33
MaShiko-MuSicology
katerina-eko
გმადლობთ,მრავალ აღდგომას დაესწარით
>
QUOTE
აინტერესებს ეხლა რომ შევწამლო ვარდები შაბიამანით რამე დაშავდება?

არ დაშავდება ,მაგრამ ფოთლები დაეთხვრება.

Posted by: marinajanjgava 14 Apr 2012, 16:26
მოგესალმებით ყველას! ჩინური ვარდის გასხვლა შეიძლება თუ არა ეხლა?

Posted by: palavando 14 Apr 2012, 21:45
marinajanjgava
ეს ჩინური ვარდი სულ მადნევს.თუ ჰიბისკუსს გულისხმობთ, ჯობია სახლის ყვავილებში იკითხოთ.თუ ნამდვილ ჩინურ ვარდს კითხულობთ მაშინ გააჩნია რა ეტაპზე აქვს ფოთლების წამოღება.თუ ჯერ არ გაფოთლილა გასხალით. თუ უკვე შეიფოთლა თავი დაანებეთ, შეგიძლიათ ზოგიერთი ტოტი ოდნავ გაკრიჭოთ ფორმის მისაცემად.
* * *
მრავალ აღდგომას დაესწარით!

http://www.radikal.ru

Posted by: Semy 15 Apr 2012, 22:11
ვარდი მაჩუქედ რა ვინმემ რომ დავრგო აივანზე ქოთანში და გაიხაროს! sad.gif boli.gif და რაც მთავარია არ მოკვდეს!
აღდგომას გილოცავთ ყველას! საუკეთესო სურვილებით!

Posted by: *porcelain* 16 Apr 2012, 02:14
რამოდენიმე სხვადასხვა ფერის ვარდები დავრგე შარშან
მაინტერესებს წყალი რა პერიოდულობით უნდა დავუსხა ხოლმე ? ხშირი მორწყვა უყვარს ვარდს?
jump.gif

Posted by: palavando 16 Apr 2012, 19:40
*porcelain*
ვარდს უყვარს მორწყვაც და კვებაც. მორწყვის უნივერსალური კანონი არ არსებობს, დამოკიდებულია რამდენად სწრაფად შრება თქვენი ნიადაგი . ცნობილი ხერხია- როცა ნიადაგის ზედაპირი შეშება მიწაში თითი უნდა ჩაყოთ საჩვენებელი თითის პირველი ფალანგის ქვევით მიწა სულ ოდნავ ნოტიო უნდა იყოს ,თუ მშრალი დაგხვდათ მოსარწყავია. რამდენიმე ხნის შემდეგ თავად მიხვდებით რა სიხშირით უნდა თქვენს ვარდებს მორწყვა.მორწყვა ზაფხულში საღამოს საათებში ჯობს.
Semy
QUOTE
ვარდი მაჩუქედ რა ვინმემ რომ დავრგო აივანზე ქოთანში და გაიხაროს! და რაც მთავარია არ მოკვდეს

ჩუქებით კი გაჩუქებთ, მაგრამ იცოცხლებს თუ არა მოვლაზეა დამოკიდებული.

Posted by: abelo 16 Apr 2012, 23:40
palavando
QUOTE
მაგ ვარდს ჩვენი აბელო ეძებდა,შვეიცარიაში აუჭრია კალმები , მაგრამ არ დაკალმდა.ეხლა ეს რომ წაიკითხოს... ასე რომ, გაზაფხულზე,როცა აყვავდება სურათები დაგვიდე და თუ ის აღმოჩნდა ეგებ გადავურჩეთ ორივე.

ქალბატონო მარინა, დიდი მადლობა რომ გახსოვდათ ჩემი თხოვნა2kiss.gif
თორემ მიდგებოდა თავაძე და გაავლებდა მუსრს biggrin.gif

tavadze
jump.gif
არ მინდა გაყვავებულის ფოტო, არც იმას აქვს მნიშვნელობა რა ფერია, მთავარი სუნუი ჰქონდეს ინტენსიური.
როცა მოხვდები შენსკენ ერთი პაწაწუნა ძირი ან 3-4 კალამი წამომიღე, smile.gif

Posted by: *porcelain* 16 Apr 2012, 23:51
palavando

დიდი მადლობაsmile.gif აუცილებლად გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: palavando 16 Apr 2012, 23:52
abelo
გავიგე ყინვებისგან დაზარალებულხარ. ვარდებს მაინც აქვთ გადარჩენის შანსი, განსაკუთრებით თუ ნამყანი არა არის, ფესვებიდან შეიძლება ამოიყაროს.

Posted by: abelo 17 Apr 2012, 00:17
palavando
კი დიდი ყინვები იყო წელს, ორი რამბლერი (სამწუხაროდ გაურკვეველი წარმომავლობის) მოიყინა, იძულებული ვიყავი თითქმის ძირში გადამეჭრა, მაგრამ კომბინირებული სასუქი მაინც ჩავუბარე.
ვალოდები ახლა, იქნებ მოხდეს საოცრება და ამოიყაროს smile.gif

ღია ტერასას ვარდის ცოცხალი ღობე მინდა გავუკეთო, სასურველია სიგანეში მეტად იზრდებოდეს და არა სიმაღლეში, ძალიან ოფიციალური სახეც არ მინდა ჰქონდეს, რას მირჩევდით?

Posted by: palavando 17 Apr 2012, 01:23
abelo
ფეერი.
Bred by Ralph S. Moore (United States, 1995).Prolific, continuous (perpetual) bloom throughout the season.Height of 18" to 30" (45 to 75 cm). Width of up to 42" (up to 105 cm).
ამ ვარდის წითელი და ვარდისფერი ვარიანტი არსებობს.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
უფრო მაღლებია ბონიკა და აისბერგი , მაგრამ ორივე კარგად იკრიჭება და ხშირად გამოიყენება ცოცხალ ღობეებად, რადგან ძალიან უხვად და ხანგრძლივად მოყვავილეა.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: abelo 17 Apr 2012, 13:42
palavando
მადლობა, ბონიკა კარგი ვარიანტია.

მაგრამ მინდა თან სურნელოვანიც იყოს, ახლა ვარჩევ და ჯერ-ჯერობით 2-ზე შევაჩერე არჩევანი:

Amber Queen ან Jude The Obscure,
ამბერ ქვინის უფრო გამძლეა და კარგი ფიზიკური მახასიათებელი აქვს, მაგრამ ოსტინის Jude -ს ყვავილები love.gif

მგონი გაქვთ ეს ორი ვარდი იელში, ასე მახსოვს : )


Posted by: izida_88 17 Apr 2012, 14:23
გამარჯობათ,ჰოლანდიური ვარდის გახარებას ვცდილობ 3-ცელია და ვერაფრით ვახარებ,ტოტებ მაძლევენ ხოლმე და თუ ვინმემ იცით როგორ გავახარო მირჩით რა,ყველანაირად ვცადე სპეციალისტსაც კი ვკითხე მარა არ ხარობს,მწვანდება მარა ფესვება არ იკეთებს ცოცხალი თავით.

Posted by: palavando 17 Apr 2012, 20:35
abelo
QUOTE
Amber Queen ან Jude The Obscure,

ორივე ეგ სახეობა პრაქტიკულად გაიყიდა, შეიძლება თითო ოროლაღა დარჩა.Jude The Obscure მართლა ისეთი სურნელოვანია,რომ გაგაოგნებს ადამიანს და ყინვაგამძლეობაც მაღალი აქვს.აბა Goldelse® ნახე ,სურნელი ისე რა, მაგრამ ძალიან საინტერესო ვარდია.ისე ,ცოცხალ ღობედ რამდენი უნდა დაგჭირდეს. მგონი ჯობია თითო თითო შეიძინო და თვითონ გადაამრავლო.

izida_88
QUOTE
ჰოლანდიური ვარდის გახარებას ვცდილობ 3-ცელია და ვერაფრით ვახარებ,

რას გულისხმობთ ჰოლანდიურ ვარდში?მოჭრილ ვარდებს რომ ყიდიან? მათი გამრავლება ძალიან პრობლემატურია,რადგან ქიმიურადაა დამუშავებული.

Posted by: abelo 17 Apr 2012, 21:06
palavando
QUOTE
Jude The Obscure მართლა ისეთი სურნელოვანია,რომ გაგაოგნებს ადამიანს და ყინვაგამძლეობაც მაღალი აქვს.აბა Goldelse® ნახე ,

Goldelse-ს ცოტა მაგარი ტოტები აქვს, ანუ მჭირდება სუსტ ტოტებიანი, რომ დაბალ პერგოლაზე გავაყოლო
დაახლოებით Golden Celebration-ს მსგავისი, სიმძიმისგან რომ ტოტები ეზნიქება, უფრო ადვილი დასაწვენი-გასაყოლებელი იქნება.
Golden Celebration- ესეც ხომ არ გაქვთ?

QUOTE
რამდენი უნდა დაგჭირდეს. მგონი ჯობია თითო თითო შეიძინო და თვითონ გადაამრავლო.

კი ეგრე მირჩევნია, ვარდებს ადვილად ვაკალმებ, იმედია ოსტინთან არ მექნება პრობლემა.

შეგიძლიათ Jude The Obscure და Golden Celebration (თუ გაქვთ)ფასი PM-ში მომწეროთ?

Posted by: palavando 17 Apr 2012, 23:09
abelo
Golden Celebration-არა მაქვს, მაგრამ მაქვს Graham Thomas ® ოსტინებში ყველაზე განთქმული ვარდია,დიდების სასახლის წევრი.ოსტინები რაც მაქვს სადღაც 30- 31 გვ. ზე დავდე.
შეიძლება კროკუსიც გამოგადგეს ორივე ერთად მოუხდება.

ხვალ გადავხედავ რა ზომები დამრჩა და ფასებს ისე დაგიზუსტებ.
* * *
ეხლა ვნახე რომ ოსტინებში ორი წითელი ვარდი გამომრჩა;

L.D.Braithwaite
http://www.radikal.ru

და შექსპირი2000

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: Semy 18 Apr 2012, 14:33
გუშინ ახალი ბინადარი შეეძინა ჩემს სახლს smile.gif როგორც იქნა მოვაბი თავი
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/ რომელი ვარდია ნეტა კი არ ვიცი, ეგება ვინც იცით მითხრად... sad.gif და მორწყვასთან დაკავშირებით თუ დამაკვალიანებთ დიიიდი მადლობელიც ვიქნები

Posted by: palavando 18 Apr 2012, 23:38
Semy
მინიატურული ვარდი უნდა იყოს. მორწყვის ზოგადი წესი წინა გვერდზე ნახე. ქოთანი მასეთი პატარა ვარდისთვის დიდია და დიდხანს არ გაშრება ამიტომ ფრთხილად იყავი არ ჩაალპო. წარმატებები.

Posted by: Semy 19 Apr 2012, 01:15
palavando
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. უბრალოდ ერთი მომენტია ინტერნეტში სადაც წავიკითხე ყველგან წერია გაზაფხულ ზაფხულზე გადადით აქტიურ რწყვაზე, გადადით აქტიურ რწყვაზეო და ვიბნევი ხოლმე ამით რა biggrin.gif ვასხავ და ვასხავ მეც წყალს, ადრე რა ვარდიც მყავდა მასე მოვკალი მგონი, ჯერ ის ზედმეტი ნესტისგან რო რაგაც ქინქლებივით უჩდება ის შეეყარა მერე რო ამოვაშრე ის ქინქლები რო დამეხოცა ვარდიც მოკვდა..... კაროჩე დავიტანჯე რა...
ეხლა რა მაინტერესებს, ეს ვარდი სად ჯობია რო მედგას, სულ თაკარა მზე რო ადგება თუ მარტო დილაობით და საღამოობით რო ადგებოდეს მზე მასეთ ადგილას? და ამ ჯიშის ვარდი რამდენად იოლად იხარებს ხოლმე? მადლობთ წინასწარ.
პ.ს. ამხელა ქოთანი იმიტო ავიღე რო თქვენი ერთერთი პოსნი ვნახე სადაც თქვით რომ 50 სანტიმეტრიანი სიღრმის ქოთანი მაინც უნდა იყოს ვარდისთვისო და შევცვალო ახლაა? sad.gif ხო და ისე, დრენაჟისთვის ქვეშ ძააან ცოტა ხრეში ჩავყარე და პრობლემა ხო არ იქნება? სუ რამდენიმე მილიმეტრზე უყრია ქვემოთ ხრეში ? :შ

Posted by: palavando 20 Apr 2012, 01:43
Semy
QUOTE
ვასხავ და ვასხავ მეც წყალს, ადრე რა ვარდიც მყავდა მასე მოვკალი

ძალიან ბევრს მოსდის ეს შეცდომა.მცენარეეს ხშირად სიკეთით კლავენ. ეშინიათ წყალი არ დააკლდეს და ამასობაში ალპობენ.რათქმა უნდა არის მცენარეები,რომლებსაც ზედმეტი ტენი უყვართ,მაგრამ ვარდი ზომიერად ტენის მოყვარულია და ზედმეტ სისველეს ვერ იტანს.
QUOTE
ვარდი სად ჯობია რო მედგას, სულ თაკარა მზე რო ადგება თუ მარტო დილაობით და საღამოობით რო ადგებოდეს მზე

მზე ჯობია 1 საათამდე ადგებოდეს.ჩვენი ზაფხულის მზე ზედმეტად მცხუნვარეა.
QUOTE
მხელა ქოთანი იმიტო ავიღე რო თქვენი ერთერთი პოსნი ვნახე სადაც თქვით რომ 50 სანტიმეტრიანი სიღრმის ქოთანი მაინც უნდა იყოს ვარდისთვისო

მე ზრდასრულ ვარდს ვგულისხმობდი. თქვენი ვარდი ძალიან პაწკუნაა ჯიშითაც და ჯერ ბუჩქადაც არ არის ჩამოყალიბებული,მაგრამ მაინც აღარ ამოთხაროთ შეიძლება დააზიანოთ.
QUOTE
და ამ ჯიშის ვარდი რამდენად იოლად იხარებს ხოლმე?

აი ეხლა მთავარ პრობლემას მივადექით.ძალიან მაფიქრებს, რომ თქვენი ვარდი უკვე ყვავის.ვარდები ეხლა ძირითადად ბუტონშია.ძალიან გავს კორდანა ვარდს(მაგ ვარდების თაობაზე 28 გვერდი ნახეთ)სად შეიძინეთ?რა გითხრეს რა ვარდიაო.სამწუხაროდ თქვენს პოსტზე დღეს ფოტო აღარ გამოაქვს.უკვე რამდენჯერმე შემოვედი და მაინც არ ჩანს , იმედია დროებით.თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენი ვარდი კორდანაა,მაშინ 28 გვერდზე მოცემული რჩევის მიხედვით მოიქეცით.

Posted by: Semy 20 Apr 2012, 12:38
http://imageshack.us/photo/my-images/856/dsc00449s.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/513/dsc00451m.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
http://imageshack.us/photo/my-images/526/dsc00452gr.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
http://imageshack.us/photo/my-images/72/dsc00453j.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
აი რა ჯიშია ეგება მითხრად :შ დიდი მადლობა...

Posted by: abelo 20 Apr 2012, 15:28
palavando
ბევრი რჩევისა შემდეგ, ძლივს ვაღიარე რომ ჩემთან (ყოველ შემთხვევაში სადაც ბორდიურის გაკეთება მინდა) ოსტინებს გაუჭირდებათ. smile.gif



ამიტომ გადავწყვიტე ბონიკა, გაქვთ სანერგეში?

Posted by: palavando 21 Apr 2012, 00:21
Semy
ნამდვილად ჩვეულებრივ მინიატურულს უფრო გავს,კორდანასთან შედარებით უფროწვრილყვავილა და წვრილ ბუტონაა.მაინც დასაწყისისთვის შეეცადეთ თაკარა მზეს მოარიდოთ და გვიან შემოდგომაზე ,როცა ყვავილობას მოათავებს უფრო შესაფერის ქოთანში გადარგეთ.
abelo
წესით უნდა მქონდეს,აღარ მინახავს ,უფრო ოსტინებს ვეძებდი ,რამდენი მოგიძებნო? გაითვალისწინე, რომ ეგეც შედარებით კარგად კალმდება.

Posted by: Semy 21 Apr 2012, 00:25
palavando
დიდი მადლობა დახმარებისათვის, ცოტა შემდგომ პერიოდში დავდებ სურათებს კიდევ smile.gif

Posted by: abelo 21 Apr 2012, 01:22
palavando
თუ შეიძლება ფასი მომწერეთ PM-ში, ფასიდან გამომდინარე გადავწყვეტ smile.gif

Posted by: izida_88 21 Apr 2012, 12:13
QUOTE
რას გულისხმობთ ჰოლანდიურ ვარდში?მოჭრილ ვარდებს რომ ყიდიან? მათი გამრავლება ძალიან პრობლემატურია,რადგან ქიმიურადაა დამუშავებული.

არ მყიდია ახლობელმა მომცა რამდენჯერმე რო სხლავენ ტოტები და ფესვს ვერ იკეთებს თუ რა არი,არაფერი დამუშავებული არა,ბაღიდან მოტანილია მარა რავი ხარობს მიწაში მწვანება მარა ფესვს ვერ იკეთებს და ეს გამწვანებული მალევე ხმება..

Posted by: BadbadGirl 21 Apr 2012, 12:13
Semy
რა საყვარელი ვარდიაააა!
________________________

Posted by: BadbadGirl 22 Apr 2012, 19:51
ესეც ჩემი სიმპათია smile.gif
იზრდება ნელ ნელა,
იმედი მაქვს ამ წელს ერთ ვარდს მაინც გაიკეთებს smile.gif

user posted image

Posted by: palavando 23 Apr 2012, 00:07
BadbadGirl
QUOTE
იმედი მაქვს ამ წელს ერთ ვარდს მაინც გაიკეთებს

yes.gif
* * *
ვარდები ბაღში
http://www.radikal.ru
აბრაჰამ დერბი
http://www.radikal.ru
გრეჰემ თომასი
http://www.radikal.ru
პასტელა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მარგარეტ მეილი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: Semy 23 Apr 2012, 12:56
BadbadGirl
მადლობ smile.gif იმედია დიდი გაიზრდება )))))

Posted by: BadbadGirl 23 Apr 2012, 19:44
მარგარეტ მეილი!
რა ფერი აქვს!
__________________________

Posted by: palavando 23 Apr 2012, 20:10
BadbadGirl
მარგარეთ მერილი-რ გამომრჩა..სურნელებაც გამორჩეული აქვს-10.
izida_88
ზოგიერთი ვარდი მართლა მძიმედ კალმდება.ასეთ ვარდს განსაკუთრებით უნდა დროს შერჩევა. ვარდები ყველაზე კარგად პირველი ყვავილობის მიწურულს კალმდება.ცადეთ ამ დროს .ქვიშაში, ან პერლიტში და აუცილებლად ქილის ქვეშ, მოჩრდილულ ადგილზე.შეგიძლიათ ჰორმონი იხმროთ მაგ. კარნევინი,ან ეპინი. ფოთლის წამიღებამ არ მოგატყუოთ. ეგ ვარდის დაკალმებას არ ნიშნავს.ქილა დღეში მხოლოდ 5 წუთით ახადეთ გასანიავლებლად. 2 თვეში წამოღებული ფოთოლი თუ არ მოუჭკნა ე,ი პროცესი კარგად მიდის.ქილა მაინც არ მაშოროთ აგვისტოს მეორე ნახევრამდე,ან ბოლომდე. წარმატებები.

Posted by: mia_nano 25 Apr 2012, 19:53
palavando
გამარჯობათ, რა სილამაზეებია love.gif პასტელა სახლის კედელზე აცოცდება არა? მე მაქვს აგარაკზე ვარდისფერი მცოცავი ვარდი მაგრამ აივნის შუამდე ავიდა ძლივს, თან პატარა ზომის ბუტონები აქვს, პასტელას ვიყიდი თუ გაქვთ, ფასი მითხარით და დაგვიანებული ხომ არ არის ჩარგვა?

Posted by: S_H_I_N_Y 25 Apr 2012, 20:37
palavando

მეზობელმა მომცა თავისი ვარდების ბაღიდან კალმები და შემოდგომაზე ჩავრგე აგარაკზე. ახლა ვიყავი ჩასული და 10 ცალი მაინც არის გახარებული, პაწაწინა ფოთლები აქვთ გამოღებული smile.gif. იქნებ მითხრათ ახლა როგორ უნდა მოვიქცე. ყველა ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული და როდის ჯობია გადარგვა ახლა თუ შემოდგომაზე? სხვა როგორი მოვლა ჭირდებათ?
დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის smile.gif

Posted by: palavando 25 Apr 2012, 23:52
S_H_I_N_Y
შემოდგომამდე არ გადარგოთ.შემოდგომაზე ,გადარგვამდე რამდენიმე დღე არ მორწყათ, მიწა რომ შეიკრას და კომი არ დაეშალოს და ფრთხილად გადაიტანეთ ახალ ადგილზე.მანმდე მიქციეთ ყურადღება მწერებს, საჭიროების შემთხვევაში შეწამლეთ აქტარით. ან კარატეთი. შეგიძლიათ 2-3 ჯერ პროფილაქტიკისთვის შეასხუროთ სარეცხის საპნიანი წყალი 1ლ+ნახევარი ჩაის კოვზი სოდა.თუ დაავადება მაინც გაუჩნდა (ნაცარი,ფოთლის ლაქიანობა) გადადით ქიმიაზე-ტოპაზი,სკორი. არ აყვავილოთ, ბუტონები მოაწყვიტეთ- მაშინ ძალას ყვავილობაზე არ დახარჯავს და ფესვებს და ყლორტებს გაიმაგრებს. პირველ წელს არ მოკვებოთ და რა თქმა უნდა მორწყეთ ხოლმე.
mia_nano
პასტელა მხვიარა არ არის ,მაგრამ 2მ ზე მაინც შეუძლია ასვლა. თუ მაინც გაინტერესებთ. ვნახავ დაგვრჩა თუ არა და ფასსაც მოგწერთ პმ–ში.

Posted by: S_H_I_N_Y 26 Apr 2012, 10:17
palavando
ძალიან დამეხმარეთ, დიდი მადლობა. აუცილებლად ისე მოვიქცევი როგორც მირჩიეთ smile.gif
ჩემი პირველი მცდელობაა და ვერაფრით წარმოვიდგენდი ის პაწაწინა ტოტოები თუ ამ ზამთარს გადაურჩებოდნენ და გაიხარებდნენ smile.gif. ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ჩავედი და ფოთლებიანები დამხვდნენ love.gif
შემდეგი ეტაპი, ალბათ გაისად ვცდი - ხვიარა, უხვად მოყვავილე ვარდის გახარებაა. აივანს მინდა ავაყოლო, რომ ზაფხულში გამახაროს smile.gif

Posted by: mia_nano 26 Apr 2012, 21:42
palavando
აივნისთვის რას მირჩევთ? ძალიან მინდა ზაფხულში აყვავებული და დახუნძლული აივანი, უხვად მოყვავილე მხვიარა ვარდი მაღალ მეორე სართულზე რომ ავიდეს იქნებ გქონდეთ?

Posted by: kvatunia24 26 Apr 2012, 22:00
palavando
ქალბატონო მარინა გილოცავთ ყველაფერს ერთად, როგორ ხართ? "კორდესის ჭრელი გადავრგე უკვე ნიადაგში და გადასარევად გრძნობს თავს, მგონი აწი არაფერი ემუქრება, დანარჩენი კალმებიც გადავიტანე და მშვენივრად არიან smile.gif

Posted by: palavando 26 Apr 2012, 23:12
kvatunia24
გმადლობთ ,ჩემო კარგო მოკითხვისათვის. იმედია არფერი გაუჭირდებათ. შენი კალმებიც ყოჩაღად გამოიყურება ,ერთს ბუტონიც აქვს,მაგრამ არ ვიცი რომელს.[

b]mia_nano[/b]

QUOTE
ძალიან მინდა ზაფხულში აყვავებული და დახუნძლული აივანი, უხვად მოყვავილე მხვიარა ვარდი მაღალ მეორე სართულზე რომ ავიდეს იქნებ გქონდეთ?

30გვ. დაათვალიერეთ. თითქმის ყველა ჩვენი მხვიარა ვარდი მაქვს დადებული.თქვქნი მოთხოვნა ერთი შეხედვით მარტივია, მაგრმ მხვიარა ვარდი, რომელიც ცხელი ზაფხულის პირობრბში იყვავილებს და 4მ სიმაღლეზე ავა საკმაოდ ძნელი შესარჩევია.
კარგად ყვავილობს ვესტერლენდი(3-4მ) თან ძალიან სურნელოვანია,პენი ლეინი(4მ),დაბლინ ბეი(3.5მ) ნიუ დოუნი3.5მ. დანარჩენი ვარდების სიმაღლე 3მდეა.
მაგ.ძალიან კარგად ყვავიან დავიდ ოსტინის ვარდებიც..

Posted by: abelo 27 Apr 2012, 10:58
palavando
ქალბატონო მარინა, Kathryn Morley -ზე ცოტა მეტი ინფო დადეთ თუ შეიძლება, ზომები ჩვენს კლიმატში რამხელა აქვს,მთელი დღე მზის გულზე რამდენად კარგად გრძნობს თავს და სხვა დეტალები. smile.gif


ასეთი ფორმის ბუჩქის მიღწევა შესაძლებელია?

http://www.radikal.ru




Posted by: palavando 27 Apr 2012, 12:39
QUOTE
Kathryn Morley -ზე ცოტა მეტი ინფო დადეთ თუ შეიძლება, ზომები ჩვენს კლიმატში რამხელა აქვს,მთელი დღე მზის გულზე რამდენად კარგად გრძნობს თავს

მოდით ასე შევთანხმდეთ,ვარდების საპასპორტო მონაცემები ხშირად განსხვავდება იმისაგან,თუ როგორ იქცევა ვარდი ჩვენს კლიმატურ ზონაში .ბევრი ვარდი იდეაში უფრო ხშირად მოყვავილეა,მაგრამ დიდი სიცხეების გამო ბევრი ვარდი ივლის- აგვისტოში ყვავილობას ვერ ახაერხებს,ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას - ნუ დაიზარებთ და დადეთ მონაცემები თქვენი ვარდების შესახებ. ეს დაგვეხმარება უფრო პროფესიულ დონეზე და ჩვენი კლიმატის თავისებუირებების გათვალისწინებით შევარჩიოთ ვარდები

abelo
ეხლა რაც შეეხება ქეთრინ მორლეის- მეორე წელია დიდ კონტეინერში მიზის, არ გადამიჭრია,უკვე 2 მეტრზე მაღალია. დგას მზეზე, იყვავილა-გაზაფხულზე უხვად, ზაფხულის განმავლობაში -ისე რა, შემოდგომაზე-უხვად.(გაითვალიწინე, რომ ნიადაგში უკეთესად მოიქცევა).
ფერი- ულამაზესი აქვს.რაღაც ბრწყინვალება დაყვება ყვავილის ფურცლებს , ფორმაც ძალიან მომეწონა.ყინვაგამძლეობა ძალიან მაღალი აქვს -5ზონა.
სურნელი- ჩემთვის საშუალო. ოსტინის ბევრი სხვა ვარდი უფრო სურნელოვანი მგონია.
ჩემი აზრით, შენს სურათზე მოცემული ფორმის მიღწევა არ გაჭირდება,სწორი გასხვლის პირობებში.
ჩვენი ვარდი ეხლაც ბუტონებშია ,რომ გამოგვივლი გაჩვენებ.
http://www.radikal.rui642/1204/29/59880d589c69.jpg[/IMG][/URL]
შენს სურათზე უფრო ვარდისფერი ჩანს ,რეალურად უფრო ასეთია.

Posted by: abelo 27 Apr 2012, 14:50
QUOTE
ვარდების საპასპორტო მონაცემები ხშირად განსხვავდება იმისაგან,თუ როგორ იქცევა ვარდი ჩვენს კლიმატურ ზონაში

ჩემთან აგარაკზე საკმაოდ გრილა და ქარიანი ადგილია, ალბათ ამიტომაც ვარდები უფრო დაბალი ზრდება, თავიდან კი ამოიყარეს გრძელი ღეროები, მაგრა მერე გაჩერდნენ და კარგად გავარჯული ბუჩქები მივიღე მხვიარების ნაცვლას.
მგონი ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია, ქარმა და ყინვამ რომ არ დააზიანოს biggrin.gif

palavando
QUOTE
ეხლა რაც შეეხება ქეთრინ მორლეის- მეორე წელია დიდ კონტეინერში მიზის, არ გადამიჭრია,უკვე 2 მეტრზე მაღალია. დგას მზეზე, იყვავილა-გაზაფხულზე უხვად, ზაფხულის განმავლობაში -ისე რა, შემოდგომაზე-უხვად.(გაითვალიწინე, რომ ნიადაგში უკეთესად მოიქცევა).

ანუ ჩემთAნ 120-140სმ უნდა ვიანგარიშო.
QUOTE
ჩემი აზრით, შენს სურათზე მოცემული ფორმის მიღწევა არ გაჭირდება,სწორი გასხვლის პირობებში.

სწორ გასხვლაში რას გულისხმობთ, რამდენ კვირტზე უნდა გაისხლას და შიდა და გარე კვირტებიო თანაბრად უნდა დავუტოვო?
QUOTE
შენს სურათზე უფრო ვარდისფერი ჩანს ,რეალურად უფრო ასეთია.

ეს ფოტო როზაბუქიდან ავიღე, მგონი საერთოდ სხვა ვარდია, თუმცა სახელად ქეთრინ მორლეი აწერია.

QUOTE
ჩვენი ვარდი ეხლაც ბუტონებშია ,რომ გამოგვივლი გაჩვენებ.

smile.gif ვემზადები და წინასწარ ვაგროვე ინფოს.

Posted by: palavando 28 Apr 2012, 21:52
abelo
საერთოდ ოსტინებს დაბალზე გასხვლა არ უყვართ. პირვალი ორი წელი მხოლოდ მსუბუქი გაკრეჭვა,შემდეგ, თუ დაბუჩქება გინდა სიმაღლის ნახევარზე,გადაჭრა აუცილებლად გარეთ მომზირალ კვირტზე, ცენტრისკენ მიმართული ტოტები ჯობია გამოხშირო. ასეთ შემთხვევაში ბუჩქი უფრო ჰორიზონტალურად გაშლილი განვითარდება(раскидистый).

Posted by: irmushela 29 Apr 2012, 13:54
palavando
როგორ ხართ?რა ქნა ჩემმა მოცემულმა ვარდმა გაიხარა?

აი ეხლა როგორია თქვენი ვარდი და იქნებ სახელი შემახსენოთ?
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-04-29
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-04-29
წელს ალბატთ არ იყვავილებს ხო?

Posted by: palavando 29 Apr 2012, 22:45
irmushela
შენი კალამი ჯერ-ჯერობით ყოჩაღად არის,მაგრამ ჯერ ფესვები არ გაუტანია.იმედია მალე დაფესვიანდება.

QUOTE
წელს ალბატთ არ იყვავილებს ხო?

Apricot Clementine,http://www.radikal.ru
აუცილებლად იყვავილებს.ფოთლები დაათვალიერეთ ,განსაკუთრებით ქვევიდან,ობობას ქსელივით შევამჩნიე. საპნიანი წყალი შეასხურეთ ხოლმე.

Posted by: buka79 30 Apr 2012, 13:57
ეს ჩემი საყვარელი თემაა.ვარდები ძალიან მიყვარს და ეზოში ბევრი მაქვს.აქ საკმაოდ ბევრი აკრგი რჩევა მივიღე მათ მოვლასთან დაკავშირებით.მადლობა:-):-):-)

Posted by: irmushela 30 Apr 2012, 14:58
palavando
QUOTE
შენი კალამი ჯერ-ჯერობით ყოჩაღად არის,მაგრამ ჯერ ფესვები არ გაუტანია.იმედია მალე დაფესვიანდება.

როგორ აფესვიანებთ?წყალში თუ მიწაში პირდაპირ?
QUOTE
ობობას ქსელივით შევამჩნიე. საპნიანი წყალი შეასხურეთ ხოლმე.

თეთრი რომ აქვს ფოთოლზე?ბუმბული იყოgivi.gif

Posted by: palavando 30 Apr 2012, 23:58
buka79
ძალიან გამახარე 2kiss.gif მალე ვარდებიც აყვავდება ,თუ მოახერხებ შენი ვარდების სურათებიც დადე.

irmushela
ძირითადად პერლიტში ვაკალმებ.ადრე გაზაფხულზე ცოტა უჭირს დაკალმება,ზაფხულში ჯობია.

ბუმბულმა დამამშვიდა..

Posted by: mia_nano 1 May 2012, 20:37
palavando
ქალბატონო მარინა კრისტალონის სასუქი ვიყიდე, კომპლექსური, N P K- 20-20-20 რაოდენობით, რამდენ პროცენტიან ხსნარს მირჩევთ დავამზადო 2% თუ 5% -იანი? ანუ 10 ლიტრ წყალზე რამდენი ჩავყარო?
ხვალ ვაპირებ წავაბრძანო აგარაკზე აბრაჰამ დერბი, იმედი მაქვს კარგად შეეგუება იქაურ ჰავას 2kiss.gif

Posted by: palavando 2 May 2012, 00:07
mia_nano
20 გრ +10ლ წყალი.მეც იმედი მაქვს ,რომ ჩემსავით შეგიყვარდება.

Posted by: varianeli 2 May 2012, 20:15
palavando
ქალბატონო მარინა, თქვენი ნაჩუქარი ვარდი სადაცაა გაყვავდება და მალე დავდებ ფოტოს smile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 2 May 2012, 21:45
palavando
ქალბატონო მარინა, როგორ გიკითხოთ?
თქვენი პატარა ბალერინასთვის ერთი ძალიან კარგი ჩანაწერი მაქვს, ბალანჩინის მაკნატუნა. თუ ჯერ არ უნახავს, ერთხელაც შემოგივლით და მოგიტანთ...

ორი რაღაც მინდა გკითხოთ:
დედამ დამირეკა, ანა ჰენდერსონს ზედა ნორჩი ყლორტები შეახმა, არადა წყალს არ ვაკლებთო, პირიქით, მეშინია ზედმეტი არ მოუვიდესო... ხომ არ იცით რა სჭირს? ჯერ ოთახში დგას, სამხრეთ კედლის ფანჯარასთან, მზე პირდაპირ არ ადგება, გარეთ ხომ არ გავიტანოთ?

და მეორე, აპრილში, სილაში ჩარგული კალმებისთვის ქილის გადახდა შეიძლება? ძალიან ცხელა და შიგნიდან ნესტიანდება და ქილის კედლებზე წყალი უდგებაო...

ახლახან გავიგე, რომ ქალბატონ ბარკაროლას კოკორი გამოუტანიაsmile.gif))

Posted by: palavando 2 May 2012, 22:37
varianeli
სად იკარგები ხოლმე?ხომ კარგად ხარ? სურათები აუცილებლად დადე, თუ არ დაიზარებ .შენი ვარდებიც მაინტერრესებს.
MaShiko-MuSicology
QUOTE
თქვენი პატარა ბალერინასთვის ერთი ძალიან კარგი ჩანაწერი მაქვს, ბალანჩინის მაკნატუნა

დიდი მადლობა,ძა;ლიან გაეხარდება.თვითონაც ნაცეკვი აქვს ესპანური მაკნატუნადან და შეგვჭამა , ყოველ მისვლაზე იძულების წესით გვაყურებინებს.ბალანჩინის ყურება ნამდვილად მირჩევნია smile.gif
QUOTE
ანა ჰენდერსონს ზედა ნორჩი ყლორტები შეახმა, არადა წყალს არ ვაკლებთო, პირიქით, მეშინია ზედმეტი არ მოუვიდესო

ვარდს სახლში ყოფნა ნამდვილად არ უყვარს,არც ზედმეტი წყალი. გარეთ გაიტანეთ ჯერჯერობით მოჩრდილულ ადგილზე და წყალი შეუმცირეთ.ეგებ ქვევიდა პარკს ერთი-ორი ნახვრეტი დაამატოთ, რომ წყალი არ ჩაუდგეს და გამოკეთებას , რომ შეამჩნევთ მიწაშიც გადაიტანეთ.
QUOTE
, აპრილში, სილაში ჩარგული კალმებისთვის ქილის გადახდა შეიძლება? ძალიან ცხელა და შიგნიდან ნესტიანდება და ქილის კედლებზე წყალი უდგებაო...

იმედია კალმები ჩრდილში აქვს.ქილლაზე წვეთები ნორმალური მოვლენაა.არ მოხსნას ,უბრალოდ დღეში 2 ჯერ გაანიავოს 3-5 წუთით.

Posted by: Tinker Bell 3 May 2012, 01:38
ჩემს ვარდებს ტილებივით მწერები გაუჩნდა და რა ვუშველო?? საპნიანი წყალი მასწავლეს და არ უშველაა sad.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 3 May 2012, 22:11
ეს ვარდები ჩემი მეზობელი სახლის კედელზე ყვავის... ყოველ გაზაფხულზე მახარებს (მერე რა, რომ ჩემი არააsmile.gif)
დღეს თავი მოვაბი და გადავიღე. საღამო იყო, წვიმდა და ბნელოდა, ამიტომ არც ისე კარგი ფოტოები გამოვიდა, მაგრამ სილამაზის შემჩნევა მგონი არ გაძნელდება? smile.gif

http://imageshack.us/photo/my-images/651/1002305y.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/137/1002303o.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: palavando 3 May 2012, 22:12
Tinker Bell
QUOTE
ჩემს ვარდებს ტილებივით მწერები გაუჩნდა და რა ვუშველო??

შეწამლეთ აქტარით, კარატით, ან აიღეთ ჩვარი და მექანიკურად მოაცილეთ.
* * *
MaShiko-MuSicology
ძალია, ძალიან ლამაზია! yes.gif

Posted by: Tinker Bell 3 May 2012, 22:42
palavando
დიდი მადლობა პასუხისთვის. უკვე მოვაცილე, მაგრამ ისევ გაუნდა ბევრი აქვს ძალიან. დედამ კონ ფიდორი მოიტანა და კარგია ეგ??

Posted by: palavando 3 May 2012, 22:55
Tinker Bell
QUOTE
. დედამ კონ ფიდორი მოიტანა და კარგია ეგ??

ძალიან კარგია.
* * *
irmushela
შენი კალმები დაფესვიანდა,დღეს გადავრგე, მადლობთ.

Posted by: Tinker Bell 4 May 2012, 16:16
palavando

მადლობა რჩევებისთვის. თქვენთან მინდა რამოდენიმე ვარდის შეძენა თვის ბოლოს და დაგიკავშირდებით.

Posted by: irmushela 4 May 2012, 17:07
palavando
ძალიან გამეხარდა მეშინოდა რომ არ დაფესვიანდესთქო

Posted by: palavando 6 May 2012, 15:54
მეიანის" ელლი" აყვავდა,ულამაზესია და ძალიან,ძალიან სურნელოვანი.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: BadbadGirl 6 May 2012, 18:36
QUOTE
მეიანის" ელლი" აყვავდა,ულამაზესია და ძალიან,ძალიან სურნელოვანი.

ვაიმე რა ლამაზია.
ნეტა ჩემი როდის აყვავდება?! (რიტორიკული შეკითხვა biggrin.gif )

დიდი კი გაიზარდა ჩემი ვარდი ( ბლოგზეა http://www.tomushka.blogspot.se/2012/05/blog-post_06.html) მაგრამ ჯერ არაფერი ეტყობა ყვავილობის.

Posted by: palavando 6 May 2012, 19:26
BadbadGirl
მაგხელა ვარდი აუცილებლად აყვავდება yes.gif

Posted by: BadbadGirl 6 May 2012, 20:10
QUOTE (palavando @ 6 May 2012, 19:26 )
BadbadGirl
მაგხელა ვარდი აუცილებლად აყვავდება yes.gif

bis.gif bis.gif bis.gif
_____________________________

Posted by: mia_nano 6 May 2012, 21:40
palavando
QUOTE
მეიანის" ელლი"

ულამაზესია
MaShiko-MuSicology
რა გამახსენე sad.gif აგარაკზე მეზობელმა იმსხვერპლა...ზუსტად ეგეთი მქონდა...დიდი ხშირი წითელი ყვავილებით weep.gif

Posted by: abelo 6 May 2012, 21:51
palavando
დღეს ვიყავი თქვენთან, ვარდების საყიდლად შემოვირბინე და Physocarpus Diabolo-თი ხელდამშვენებული წამოვედი.

ჩემი ბრალია, წინასწარ უნდა დამერეკა. შემდეგ შაბათს ასე ვიზამ smile.gif

Posted by: n-i-c-k 7 May 2012, 14:03
ამ ჯუჯა ვარდის ინგლისურ დასახელებას ხომ ვერ მეტყვით ?

user posted image


Posted by: Tinker Bell 7 May 2012, 14:16
n-i-c-k
რა დახვეწილია და საუცხოო ფერია. ძალიან მომწონს

Posted by: palavando 7 May 2012, 19:28
n-i-c-k
ვარდის ფურცლების ასეთი განლაგება მეიანის მინიატურული ვარდების Sunblaze სერიას ახასიათებს.. ამ სერიაში თითქმის ყველა ფერის ვარდია და სახელებიც შესაბამისი აქვს მაგ. აპრიკოტ სანბლეიზი, პინქ სანბლაიზი და ა.შ. თუ არ ვცდები ,თქვენი ვარდიც ამ სერიიდან უნდა იყოს.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: kudracha 9 May 2012, 14:58
ვინც ერკვევით, დამეხმარეთ რაა. ჩემს ვარდს ფოთლებზე გაუჩნდა თეთრი ლაქები, ობისმაგვარი, რომელიც დროთა განმავლობაში შავ ფერში გადადის. რა დაავადებაა ეს ან რითი ვუშველო. საბოლოო ჯამში ფოთლები ჭკნებასავით.
* * *
დაახლოებით ასეთი
user posted image
user posted image

Posted by: palavando 9 May 2012, 19:06
kudracha
თქვენი ვარდები ნაცრითაა დაავადებული.ვარდების ერთ -ერთი გავრცელებული დაავადებაა.პირველ რიგში ეგ დანაცრული ფოთლები შეაცალეთ და სასწრაფოდ დაუწყეთ შეწამვლა.33 გვ. წვრილად წერია რით და როგორ. მომავალში შეეცადეთ უფრო ადრე, ფოთლის გაშლამდე ჩაატაროთ სათანადო სამუშაოები,მაში ამ ზომამდე არ დაინაცრება და შეიძლება სულაც არ გაუჩნდეს ნაცარი.მოკლედ 33გვ.წაიკითხეთ.

Posted by: kudracha 10 May 2012, 09:08
palavando
მადლობა smile.gif გავეცნობი ეხლავე

Posted by: mia_nano 10 May 2012, 20:57
palavando
ქალბატონო მარინა, თქვენი რჩევით შევწამლე ვარდები და ფოთლები უხასხასებთ smile.gif აშკარად მოუხდათ მოვლა... აბრაჰამიც მშვენივრად გრძნობს თავს love.gif
* * *
კროკუსის შეძენა მინდა და თუ დაგრჩათ ორწლიანი ნერგი?

Posted by: palavando 10 May 2012, 23:03
mia_nano
კროკუსი გვაქვს,ზუსტად დღეს ვნახე.ძალიან ნაზი და ლამაზი ყვავილი აქვს.

Posted by: dadu_chavi 11 May 2012, 18:13
სალამით რა მაინტერესებს უკვე მოჩრილი ნაყიდი ვარდის ტოტის დაკალმება შეიდზლება და როგორ? დამეხმარებით? ერთი ვარდი მომეწონა ვიყიდე და მისი ტოტის დაკალმება მინდა. palavando, მაპატიე ვეგარ მოვახერხე წითელ ნეკერჩხალზე გამოსვლა,დრო ვერ ვიპოვე.

Posted by: irmushela 11 May 2012, 20:33
http://imageshack.us/photo/my-images/804/dsc04366u.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
palavando
ასეთი ძლიერი ჯერ არ ყოფილა რაც მყავს ეს ვარდი...
ალბათ აივანის ბრალია ?

Posted by: MaShiko-MuSicology 11 May 2012, 21:10
დღეს მაჩუქეს სამსახურში ულამაზესი მუქი წითელი ვარდი და თან აშკარად მოწყვეტილი იყო და არა ნაყიდი. როგორც კი მოვიტანე, გადავჭერი და კალამი ქოთანში ჩავრგე, თან წვიმდა და გავდგი წვიმაში. დიდი იმედი არა მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა დაფესვიანდეს...

Posted by: palavando 11 May 2012, 22:43
dadu_chavi
QUOTE
აინტერესებს უკვე მოჩრილი ნაყიდი ვარდის ტოტის დაკალმება შეიდზლება და როგორ?

თუ ჩამოტანილი ფლორისტული ვარდია,უკიდურესად მძიმედ კალმდება,რადგან დამუშავებულია ფორმის დიდხანს შესანარჩუნებლად. მაინც ცადეთ , ქვიშაში, ან პერლიტში და ქილა დაახურეთ ტენის შესანარჩუნებლად, ან დღეში რამდენჯერმე შეასხურეთ და ჩრდილში დადგით. კალმის აღება ალბათ იცით , მაგრამ მაინც შეგახსენებთ
http://www.radikal.ru
ფოთლების რაოდენობა შეგიძლიათ კიდევ უფრო შეამციროთ.
irmushela
მაგარია, მოხდომია სუფთა ჰაერი.
* * *
MaShiko-MuSicology
მზეს მოარიდე.იმედია გაგიმართლებს.თუ დაკალმდა შეგვატყობინე. ანა ჰენდერსონი რას აკეთებს ? გაუარა ჭირვეულობამ?

Posted by: Tinker Bell 11 May 2012, 23:13
ჩემს ბაღში პირველი ვარდი გაიშალა. ისე ვიყიდე არ მიკითხავს და რა ვარდია თუ იცით?

http://www.radikal.ru

Posted by: MaShiko-MuSicology 11 May 2012, 23:39
palavando
QUOTE
ანა ჰენდერსონი რას აკეთებს ? გაუარა ჭირვეულობამ?

ნელ-ნელა ჯანმრთელდებაოsmile.gif თვის ბოლოს ჩასვლას ვაპირებ და ეგებ იმ დროისთვის კიდეც გადავიტანო ეზოში, აი, ბარკაროლას როგორც ჩანს მოეწონა, სამი კოკორი გამოუღიაsmile.gif)) ძალიან მინდა ჩავუსწროsmile.gif

Tinker Bell
რა მზეთუნახავია?! გილოცავთsmile.gif
* * *
palavando
რას მირჩევთ, რაიმე დამატებითი საკვები ხომ არ გავაყოლო ხელს?

Posted by: palavando 12 May 2012, 22:34
MaShiko-MuSicology

QUOTE
რას მირჩევთ, რაიმე დამატებითი საკვები ხომ არ გავაყოლო ხელს?

შეგიძლია კრისტალონი შეიძინო,მაგრამ სოფელში ნაცარი.ნაკელი და სკინტი და ყველაფერი კარგად იქნება

yes.gif
Tinker Bell
ძალიან ლამაზია, მაგრამ სამწუხაროდ ფოტოთი სახელის დადგენს ძალიან ძნელია,ფოტოზე ბევრი ვარდი ერთმანეთს გავს.

Posted by: MaShiko-MuSicology 12 May 2012, 22:41
palavando
QUOTE
შეგიძლია კრისტალონი შეიძინო,მაგრამ სოფელში ნაცარი.ნაკელი და სკინტი და ყველაფერი კარგად იქნება


biggrin.gif
ოჰოsmile.gif)
კარგიsmile.gif ნაცარი არ დაწვავს?

Posted by: palavando 12 May 2012, 22:59
MaShiko-MuSicology
QUOTE
ნაცარი არ დაწვავს?

ძალიან თხელი ფენა ,გზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგიმაზე-კალიუმის კარგი წყაროა. ახალ გადარგულ ნერგს პირველ წელს კვება თითქმის არ ჭირდება.

Posted by: MaShiko-MuSicology 12 May 2012, 23:03
palavando
კარგიიიsmile.gif))
დიდი მადლობაsmile.gif :*

Posted by: katerina-eko 13 May 2012, 23:17

palavando

როგორ ხართ ქალბატონო მარინა, იმედია დღევანდელმა წვიმამ არაფერი დაუზიანა თქვენს ედემის ბაღს
QUOTE
სოფელში ნაცარი.ნაკელი და სკინტი და ყველაფერი კარგად იქნება
მაინტერესებს რა თანმიმდევრობით უნდა და როგორ მივაწოდოთ ანუ წყალში გაზავებული თუ პირდაპირ მოვაყაროთ

Posted by: palavando 14 May 2012, 12:16
katerina-eko
QUOTE
როგორ ხართ ქალბატონო მარინა, იმედია დღევანდელმა წვიმამ არაფერი დაუზიანა თქვენს ედემის ბაღს

ასეთი წვიმა ვარდებს არ უყვართ,დამხვდნენ ყურებჩამოყრილები, მაგარამ რა ვქნა?სად არის ამინდები შეკვეთით?
ეხლა რაც შეეხება ორგანიკას.ნაცრის ძალიან თხელი ფენა - ნახევარი სმ, შეგიძლია უბრალოდ მოაყარო ნიადაგს ვარდების გარშემო.
ნაკელი და სკინტი(გუანო, ასეთი კეთილხმოვანი სახელი აქვს) კარგად გადამწვარი - შეგიძლია პირდაპირ მოაყარო და შემდეგ ჩაბარო. ნაკელი –200გრ ძირზე ,ან გ უანო 100გრ.(უფრო აქტიურია).თუ წყალში ხსნი –1წილი ნაკელი +20 წილი წყალი,გუანო –1წილი+40 წილი წყალი.
კვების დრო: ნაცარი –გვიან შემოდგომაზე(ყვავილობის შემდეგ ) , ძალიან ადრე გაზაფხულზე(გაღვიძებამდე),შეგიძლია კიდევ ერთხელ მოაყარო მეორე ყვავილობამ დე.
ნაკელი და გუანო :I ადრე გაზაფხულზე 2 კვირის ინტერვალით( კვირტების გამოტანას, რომ დაიწყებს) .II კვება ყვავილობის პირველი ტალღის შემდეგ(ივნისი),IIIკვება –ივლისი. ბოლო კვება აგვისტოს დასაწყისი..აგვისტოს ბოლოდანაღარ მოკვებო.
ერთწლიან ნერგებს კვება არ უნდა, შეიძლება დაწვას.ნაცარი კი მოაყარე ხოლმე,ძალიან თხელი ფენა, რადგან ბაქტერიებისაგან იცავს და ვარდი ნაკლებად ავადმყოფობს.

Posted by: nanana 14 May 2012, 16:40
palavando
QUOTE
ყველას ვისაც მხვიარა ვარდის ქოთანში გაზრდა უნდა ვურჩევ განსაკუთრებული ყურადღება ოსტინის ვარდებს მიაქციოს.ოსტინის ბვარდებს ფესვთა სისტემა ისეთი მძლავრი არა აქვს და ქოთანს განსაკუთრაბით კარგად ეგუებიან


სად შემიძლია შევიძლინო დევიდ ოსტინის პეტ ოსტინი, როგორ დავრგო- გავახარო და როდის?
მირჩიეთ თუ შეიძლება

Posted by: palavando 14 May 2012, 18:45
nanana
ოსტინების მრავალფეროვანი კოლექცია გვაქვს "იელში" დიდუბეში ექსპო–ჯორჯიას ტერიტორიაზე.პეტ ოსტინი მგონი სულ გაიყიდა, მაგრამ მაინც გადავამოწმებ.ხვალ დამიკავშირდით ტელ.599 37 91 96.

Posted by: richirichi30 15 May 2012, 20:08
ჯუჯა ვარდის ეზოში გადატანა თუ შეიძლება და ზამთარს თუ გაუძლებს, სტაფილოს ფერისაა ყველგან იყიდება

Posted by: ninia-lilia 15 May 2012, 21:23
ეზოში ღობის ვარდი მაქვს ყვითელი შარშანწინ 2 ყვავილი ქონდა.შარშანაც 2 ყვავილი წელს ტოტები მიდის იზრდება და კვირტი არსად ჩანს არ ვიცი რა ვქნა რისი ბრალია.მოვლას არ ვაკლებ.მირჩიეთ რამე იქნებ ცუდად ვსხლავ ან არ ვიცი.....მირჩიეთ რამე არადა ძალიან დიდი ნამყენი ვარდია ყვითელი ზემოდან წითელი კანტით...

გმადლობთ

Posted by: palavando 15 May 2012, 21:44
richirichi30
QUOTE
ჯუჯა ვარდის ეზოში გადატანა თუ შეიძლება და ზამთარს თუ გაუძლებს, სტაფილოს ფერისაა ყველგან იყიდება

ჩვეულებრივი ჯუჯა ვარდები დიდ ვარდებზე უფრო ყინვაგამძლეა და ნიადაგსაც კარგად ეგუება.თამამად შეგიძლიათ გადარგოთ ეზოში. ნიადაგს ცუდად ეგუება ე,წ კორდანა ვარდები, რომლებიც ოთახის ქოთნის ყვავილად ითვლება.28-ე გვერდი გადაათველიერეთ და გაარკვიეთ თქვენი ვარდი კორდანა ხომ არ არის.
* * *
ninia-lilia
QUOTE
იქნებ ცუდად ვსხლავ ან არ ვიცი

სამწუხაროდ ასეთი მწირი ინფორმაციით ძალიან ძნელია რამის დადგენა,გასხვლასთან დაკავშირებით ძირითადი შეცდომა ვარდის არასწორ დროზე გასხვლაა.საქმე ის არის,რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ღობის და მხვიარა ვარდი ძველ ,ანუ წინა წლის ტოტებზე ყვავის. ასეთ ვარდს, თუ გაზაფხულზე გასხლავთ ახალ წამოღებულ ტოტებზე არ იყვავილებს.ამ ტიპის ვარდები ზაფხულში ყვავილობის მომთავრების შემდეგ ისხვლება.გასხვლის შემდეგ წამოღებული ტოტები კი მომავალ გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას.
რაღაც შეკითხვები მაქვს -რას ნიშნავს თქვენთვის ღობის ვარდი -მხვიარაა?
QUOTE
ძალიან დიდი ნამყენი ვარდია ყვითელი ზემოდან წითელი კანტით..

ღობის ვარდები ნამყენი არ არის ხოლმე. ეგებ სხვა ჯიშია.
ადრე თუ კარგად ყვაოდა,მაშინ გასხვლის ბრალი არ უნდა იყოს.რამდენი წალია რაც გაქვთ? ეგებ გადაბერებულია და გაახლება ჭირდება?(გადაბელვა)
ცოტა მეტი ინფორმაცია,ან ეგებ ბუჩქის და ფოთლის სურათი დადოთ.ეგებ მივხვდე რა ტიპის ვარდია.

Posted by: ninia-lilia 17 May 2012, 15:32
QUOTE
palavando


QUOTE
ან ეგებ ბუჩქის და ფოთლის სურათი დადოთ.ეგებ მივხვდე რა ტიპის ვარდია.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

* * *
ეს ვარდი 3 წელია მაქვს დასავლეთიდან წამოვიღე პატარა თითო წელს 2 ყვავილი აქვს წელს ესე გაიტოტა და მორჩა. შარშან ამ დროს ქონდა ყვავილი.

Posted by: palavando 18 May 2012, 00:20
თქვენი ვარდი მხვიარას არ გავს.ალბათ მაღალტანიანი ვარდია და ამიტომ უწოდებთ ღობის ვარდს.აბა ამ სურათებს დახედეთ ამას ხომ არ გავს.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ამ ვარდმა ხშირად იცის ე.წ გარინდვა. თუ ეგ ვარდია დაპოსტეთ .

Posted by: ninia-lilia 18 May 2012, 00:22
QUOTE
palavando

QUOTE
ამ ვარდმა ხშირად იცის ე.წ გარინდვა

კი ზუსტად ეგ ვარდია.რა უნდა ვქნა???? ვაპირებ ადგილი შევუცვალო არ უშველის??? დამაკვალიანეთ გთხოვთ.
გმადლობთ....

Posted by: MaShiko-MuSicology 18 May 2012, 22:26
palavando
პირველი სკოლის წინ რომ თეთრი ვარდები ყვავიან, იცით? რა ვარდია? ორი წელია რამდენჯერაც გავივლი-გამოვივლი - ვტკბებიsmile.gif
წელს ახლოდან არ შემიხედავს, აბრები კიდია, ალბათ რომ არ მოწყვიტონsmile.gif

Posted by: palavando 19 May 2012, 00:39
ninia-lilia
თქვენი ვარდი ძალიან ცნობილი და პოპულარული ვარდია–გლორია დეი. მაღალტანიანი ,დიდ ყვავილა და უხვად მოყვავილეა, მაგრამ სათანადოდ ნამდვილად არ გამოიყურება– ბევრი წვრილი და ძალიან სუსტი ტოტი აქვს,რაც ამ ვარდს არ ახასიათებს,რაღაც ნამდვილად არ მოსწონს.
თუ ნამყენი ვარდია–ყელთან მიწა მოაშორეთ და მყნობის ადგილი შეამოწმეთ– ასკილი ხომ არა აქვს წამოღებული.( ნამყენი ვარდების შემთხვევაში ეს ხშირად ხდება და ვარდის სრულ გადაჯიშებას იწვევს)თუ ყელის ქვემოდან ტოტებია წამოსული, ეგ ტოტები ძირშვე მოაცალეთ(გადაჭერით ზედ ყელთან),თუ ნამყენიარ არის(დაკალმებულია),გამოხშირეთ ,შეაჭერით ყველა ძალიან სუსტი ტოტი, განსაკუთრებით ბუჩქის შიგნითკენ, ცენტრისკენ მიმართული.
რითი კვებავთ?შეიძლებაზედმეტი აზოტი იხმარეთ.ზედმეტმა აზოტმა იცის ბევრი მწვანე მასის განვითარება და ყვავილობის დაგვიანება.შეიძინეთ სასუქი, რომელშიც აზოტის ძალიან დაბალი შემცველობაა და მეტია კალიუმი და ფოსფორი.მაგ კრისტალონი(სხვადასხვანაირია),ამიტომ როცა ყიდვას დააპირებთ შეამოწმეთ ეტიკეტი, აზოტო N ძალიან მცირე რაოდენობით უნდა იყოს.თუ ასეთ შემადგენლობას ვერ გადააწყდით მაშინ ვარდის ყელის გარშემო ნაცარი დაყარეთ და ჩაბარეთ.
არსებობს ასეთი პრეპარატი–ეპინი ,დიდუბეში ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არის პატარა მაღაზია"ჩვენი ბაღი" იქ ქონდათ,შეიძლება სამთო ქიმიის გარშემო მაღაზიებშიც იყოს,კარგი სტიმულატორია იყიდეთ და 3ჯერ შეასხურეთ ხუთ დრიანი ინტერვალებით.
ხანდახან ხდება, რომ ვარდს ადგილი ,ან ნიადაგი არ მოსწონს,თუ წელს ყვავილები არ გამოიტანა მაშინ გვიან შემოდგომაზე გადარგეთ.
სხვა ვარდები გაქვთ? როგორ ყვავიან?
ამ ვარდს კატეგორიულად არ უყვარს დაბლა გადაჭრა. ამიტომ გასხვლის დროს მხოლოდ ერთი მესამედი მოაცილეთ.
პირველ რიგში მყნობის ადგილი შეამოწმეთ.
MaShiko-MuSicology
სამწუხაროდ არ შემიმჩნევია,ეტყობა იქით ყვავილობის დროს არ მოვხვდი .

Posted by: BadbadGirl 19 May 2012, 01:05
palavando
QUOTE
განსაკუთრებით ბუჩქის შიგნითკენ, ცენტრისკენ მიმართული.

ჩემ ვარდს დავაკვირდი რომ აი ასეთი ძალიან ბევრი ყლორტი აქვს. არ ვიცი რა ვქნა რადგან სწორედ ეს ყლორტები ვითარდებიან ყველაზე კარგად.
მოვაცილო?

გადავუღებ ხვალ სურათს და დავდებ.

Posted by: MaShiko-MuSicology 19 May 2012, 13:45
palavando
QUOTE
სამწუხაროდ არ შემიმჩნევია,ეტყობა იქით ყვავილობის დროს არ მოვხვდი .

აი, ახლაც ყვავიან. თუ მოხვდით, ნახეთsmile.gif

Posted by: ninia-lilia 19 May 2012, 23:11
QUOTE
palavando

QUOTE
ხანდახან ხდება, რომ ვარდს ადგილი ,ან ნიადაგი არ მოსწონს,თუ წელს ყვავილები არ გამოიტანა მაშინ გვიან შემოდგომაზე გადარგეთ.


ძალიან დიდი მადლობა.აუცილებლად შევამოწმებ ნამყენია თუ არა.კრისტალონით ვკვებავ ვარდებს ყავისფერი ცელოფანია 50გრამიანი სოლინურე5 აწერია 20+20+20 სკოტტს.სამთო ქიმიასთან და პირდაპირ მაღაზიებში ვყიდულობ თუ რამე მჭირდება.ხეხილისთვის და ყვავილებისთვის. ვარდები ბევრი მაქვს ეზოში თეთრი,ყვითელი,სტაფილოსფერი,წითელი,ვარდისფერი და შავი სურათებს დავდებ..და ყველა კარგად ყვავის ეს ერთია მარტო რომელიც ასეა უყვავილოდ.თქვენს რჩევებს გავითვალისწინებ და დავწერ.ღობის ვარდიც მაქვს წითელი. დღეს ვარდები შევწამლე ბი-58ით.
* * *
QUOTE
palavando

QUOTE
სხვა ვარდები გაქვთ? როგორ ყვავიან?

აი ჩემი ვარდები მაგრამ სახელები არცერთის არ ვიცი.ყვითელი კვირტშია.რომ გაიშლება სურათს დავდებ.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


* * *
ველი შეფასებას , დარიგებას და რჩევებს.
* * *
http://www.radikal.ru

Posted by: irmushela 20 May 2012, 20:12
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-05-20
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-05-20
ერთდროულათ 60 ყვავილი bis.gif
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-05-20

Posted by: ninia-lilia 20 May 2012, 22:25
QUOTE
irmushela

ძალიან ლამაზები არიან

Posted by: palavando 20 May 2012, 22:30
BadbadGirl
შიგნით განვითარებული ტოტები ,ძირითადად არასწორი გასხვლის ბრალია. სხვა დროს ტოტის გადაჭრისას შეეცადე გარეთ მომზირალ კვირტზე გადაჭრა.მაშინ ბუჩქი უფრო აკურატული და დიდყვავილა იქნება.
ninia-lilia
ძალიან ლამზებია smile.gif
irmushela
მაგარიააა

Posted by: BadbadGirl 20 May 2012, 22:42
palavando
მე არ გამისხვლია ხო იცი. ასე ვიყიდე. პირველი ამოყრა აქვს ჩემს აივანზე.
როგორც მეუბნევი მასე ვიზავ ზუუუუუუუუსტად. და ეგეც მახსოვს რომ მხვიარა ვარდები ყვავილობას რომ მორჩებიან მაშინ უნდა გავსხლა და გაზაფხულს არ უნდა დაველოდო.


irmushela
ninia-lilia
ძალიან ლამაზი ვადები გაქვთ.

Posted by: palavando 21 May 2012, 00:31

BadbadGirl
QUOTE
ეგეც მახსოვს რომ მხვიარა ვარდები ყვავილობას რომ მორჩებიან მაშინ უნდა გავსხლა და გაზაფხულს არ უნდა დაველოდო.

კიდევ კარგი ეს დაპოსტეთ,თორემ შეიძლება დიდი შეცდომა დაგეშვათ.აგერ ნაწყვეტი იმ პოსტიდან, რომელიც ეტყობა თქვენ წაიკითხეთ:

"საქმე ის არის,რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ღობის და მხვიარა ვარდი ძველ ,ანუ წინა წლის ტოტებზე ყვავის. ასეთ ვარდს, თუ გაზაფხულზე გასხლავთ ახალ წამოღებულ ტოტებზე არ იყვავილებს.ამ ტიპის ვარდები ზაფხულში ყვავილობის მომთავრების შემდეგ ისხვლება.გასხვლის შემდეგ წამოღებული ტოტები კი მომავალ გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას."
ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ მხოლოდ იმ ზოგიერთ ვარდზეა ლაპარაკი, რომლებიც ძველ ტოტებზე ყვავის.ეს ვარდები ძირითადად ერთხელ მოყვავილე მხვიარებია. ასე, რომ ჯერ დააკვირდით თქვენ ვარდებს ყვავილები რომელ ტოტებზე გამოაქვს და მხოლოდ მერე გადაწყვიტეთ როდის უნდა გასხლათ. თუ თქვენი მხვიარა ახალ(წელს ) წამოღებულ ტოტებზე ყვავის,მაშინ ისიც გაზაფხულზე უნდა გაისხლას.
* * *

BadbadGirl
QUOTE
ეგეც მახსოვს რომ მხვიარა ვარდები ყვავილობას რომ მორჩებიან მაშინ უნდა გავსხლა და გაზაფხულს არ უნდა დაველოდო.

კიდევ კარგი ეს დაპოსტეთ,თორემ შეიძლება დიდი შეცდომა დაგეშვათ.აგერ ნაწყვეტი იმ პოსტიდან, რომელიც ეტყობა თქვენ წაიკითხეთ:

"საქმე ის არის,რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ღობის და მხვიარა ვარდი ძველ ,ანუ წინა წლის ტოტებზე ყვავის. ასეთ ვარდს, თუ გაზაფხულზე გასხლავთ ახალ წამოღებულ ტოტებზე არ იყვავილებს.ამ ტიპის ვარდები ზაფხულში ყვავილობის მომთავრების შემდეგ ისხვლება.გასხვლის შემდეგ წამოღებული ტოტები კი მომავალ გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას."
ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ მხოლოდ იმ ზოგიერთ ვარდზეა ლაპარაკი, რომლებიც ძველ ტოტებზე ყვავის.ეს ვარდები ძირითადად ერთხელ მოყვავილე მხვიარებია. ასე, რომ ჯერ დააკვირდით თქვენ ვარდებს ყვავილები რომელ ტოტებზე გამოაქვს და მხოლოდ მერე გადაწყვიტეთ როდის უნდა გასხლათ. თუ თქვენი მხვიარა ახალ(წელს ) წამოღებულ ტოტებზე ყვავის,მაშინ ისიც გაზაფხულზე უნდა გაისხლას.

Posted by: MaShiko-MuSicology 21 May 2012, 02:26
ninia-lilia
irmushela
ულამაზესი ვარდები გაქვთsmile.gif

ჩემი რესპექტიsmile.gif

Posted by: ninia-lilia 21 May 2012, 13:17
[quote]palavando[/quote]

[quote] მყნობის ადგილი შეამოწმეთ[/quote]
ნამყენი არ არის ძირი შევამოწმე და მასიური მსხვილი ძირი აქვს.შიგნიდან წვრილი ტოტები შევაჭერი და ცოტა ზემოდანაც გადავჭერი,როგორც მირჩიეთ
ახლა ეპინი უნდა შევიძინო რომ 3 ჯერ შევასხა.ვნახოთ თუ უშველის.შედეგებს დავდებ.თუ არ გაყვავდა შემოდგომაზე გადავრგავ.

[quote]BadbadGirl[/quote

[quote]MaShiko-MuSicology[/quote]

[quote]palavando[/quote]

მადლობა დიდი.smile.gif

Posted by: irmushela 21 May 2012, 14:07
MaShiko-MuSicology
BadbadGirl
palavando
ninia-lilia
მადლობა მართლა ლამაზია

palavando
თქვენს მოცემულ ვარდს 3 კოკორი ააქვს bis.gif

Posted by: ninia-lilia 21 May 2012, 18:28
palavando

დღეს მოვიარე დიდუბის ყველა მაღაზია, მაგრამ ეპინი არსად იყო ყველამ შემომთავაზა ორგანიკა.სხვა სტიმულატორი არ აქვთ და რას მირჩევთ???

Posted by: palavando 21 May 2012, 20:45
ninia-lilia
ცნობილ გელასთანაც იყავით? მე მანდ ვიყიდე ორი კვირის წინ.შეასხურეთ ორგანიკა, ან გუმატი,ან სხვა სასუქი ,ოღონდ ძალიან სუსტი ხსნარი.რეკომინდირებული დოზის მესამედი.

Posted by: katerina-eko 21 May 2012, 23:09
palavando
არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ ამდენი კარგი რჩევისთვის 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninia-lilia 22 May 2012, 09:52
palavando
არ ვიცი გელა ვინ არის,იქნებ უფრო კონკრეტულად მთხრათ.რომელ მაღაზიაშია???
ყოველ წამს ვაკვირდები იქნებ რამე ცვლილება სასიკეთო შევნიშნო თქო ჩემს ლამაზს smile.gif

გუშინ ვნახე საიტი სადაც არის ვარდის გასხვლა და მივხვდი რომ შესწორებები უნდა შევიტანო ჩემს ვარდებში. ვისაც დაგაინტერესებთ ნახეთ არ ინანებთ.
http://www.rosebook.ru/articles/uhod-za-rozami/obrezka-roz/


Posted by: palavando 22 May 2012, 11:41
ნინია-ლილია
ეხლა ვაპირებდი მაგ საიტის დადებას , შემოვედი და შენ დაგიდია. მარტო გასხვლასხვლაზე კი არა ,ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია და ბევრი ფოტოცაა. ყველამ დაათვალიერეთ ვისაც ვარდები გაინტერესებთ. :ყეს:
QUOTE
არ ვიცი გელა ვინ არის,იქნებ უფრო კონკრეტულად მთხრათ.რომელ მაღაზიაშია??

წინა პოსტში მოგწერე:
"არსებობს ასეთი პრეპარატი–ეპინი ,დიდუბეში ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არის პატარა მაღაზია"ჩვენი ბაღი"
მეგონა შენც იცოდი,ფორუმზე ყველაზე ცნობილი მაღაზიაა,კარგი არჩევანი აქვს.ასახსნელად ძალიან ძნელია . დიდუბის ბაზრობისა და მარშუტკების ავტოსადგურის უკანაა. პატარა ჯიხურივით შენობაა. ტელ: 5996022 27.555 5727 57გელა.არ ვიცი რატომ მაქვს ორი ნომერი,იმედია ერთ-ერთი მაინც გამოგადგება.

Posted by: mia_nano 22 May 2012, 11:42
ninia-lilia
რა ლამაზი ვარდები გაქვთ smile.gif
irmushela
ძალიან ლამაზია, რა ქვია? ქოთანში გაქვს ჩარგული და როგორ ყვავის love.gif უხვად მოყვავილეა თუ ერთხელ ყვავის?

Posted by: palavando 22 May 2012, 11:44
katerina-eko
გმადლობთ 2kiss.gif

Posted by: mia_nano 22 May 2012, 11:47
palavando
სამწუხაროდ ვერ მოვდივარ კროკუსის შესაძენად...იმედი მაქვს რომ მოგაკითხავთ, ოსტინის რაიმე ვადრი მაინც შემხვდება sad.gif

Posted by: ninia-lilia 22 May 2012, 12:05
palavando
QUOTE
მაღაზია"ჩვენი ბაღი"
მეგონა შენც იცოდი,

მაგ მაღაზიას არასდროს ვსტუმრობდი.ძირითადად 3 მაღაზიაში შევდივარ ხოლმე.სამთო ქიმიის გვერძე.ბანკთან და მოპირდაპირედ ბენზინ გასამართთან.რაც მჭირდება ხეხილისთვის და ბაღისთვის მანდ ვყიდულობ ხოლმე.
დიდი მადლობა, დღესვე შევივლი გელასთან.გმადლობთ ამდენი რჩევისთვის.

mia_nano
დიდი მადლობა

Posted by: tavadze 22 May 2012, 12:10
ninia-lilia
QUOTE
მაგ მაღაზიას არასდროს ვსტუმრობდი. დღესვე შევივლი გელასთან.

ძალიან კარგ რჩევა-დარიგებებსაც იძლევიან, პროფესიულს. რაც მაღაზიები ჩამოთვალე, მაგათგან ზოგთან მეც მქონია შეხება და გელას მაღაზია ყველას ჯობია რჩევებითაც, მომსახურებითაც, ფასებითაც... ფასები ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ადრე კარგი იყო.

Posted by: Tinker Bell 22 May 2012, 13:26
irmushela
ეს პირველი ვარდი მინიატურულია?? მე ვიყიდე მინიატურული ვარდი და გავს ძალიან.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მითხრეს ბაღში უნდ აგადაიტანოო და მე ქოთანში მინდა მქონდეს და ხომ არ გაფუჭდება ნეტა?

Posted by: palavando 22 May 2012, 15:25
Tinker Bell
არ გაფუჭდება, ცოტაა მეტი კვება დაჭირდება ვიდრე ნიადაგში და ზამთარში სხლში არ შეიტანოთ.ორივე ვარდი სანბლაიზის სერიადადანაა უხვად და ხანგრძლივად მოყვავილეა.

Posted by: irmushela 22 May 2012, 16:33
mia_nano
QUOTE
ძალიან ლამაზია, რა ქვია? ქოთანში გაქვს ჩარგული და როგორ ყვავის  უხვად მოყვავილეა თუ ერთხელ ყვავის?

სამწუხაროთ სახელი არ ვიცი ყვავილი უამრავი აქვს

QUOTE
ეს პირველი ვარდი მინიატურულია?? მე ვიყიდე მინიატურული ვარდი და გავს ძალიან.

QUOTE
მითხრეს ბაღში უნდ აგადაიტანოო და მე ქოთანში მინდა მქონდეს და ხომ არ გაფუჭდება ნეტა?

დედაჩემისია ეგ ვარდი და დიდ ქოთანში აქვს ჩარგული და ზამთარში გარეთ ქონდა

Posted by: MaShiko-MuSicology 22 May 2012, 18:26
Tinker Bell
ძალიან ლამაზი ფერი აქვს smile.gif <3

Posted by: palavando 22 May 2012, 18:34
mia_nano
QUOTE
ოსტინის რაიმე ვადრი მაინც შემხვდება

მალე მეორე თაობა დაფესვიანდება smile.gif

Posted by: ninia-lilia 22 May 2012, 22:08
tavadze
QUOTE
გელას მაღაზია ყველას ჯობია რჩევებითაც, მომსახურებითაც, ფასებითაც


მადლობა დიდი

Posted by: natN 23 May 2012, 02:09
palavando

მადლობა რჩევებისთვის. და რა მაინტერესებს რა კვება დაჭირდება და რამდენ ხანში ერთხელ, თუ არ შეწუხდებით იქნებ მითხრათ. smile.gif

MaShiko-MuSicology

მადლობა, მეც ძალიან მომწონს.

Posted by: varianeli 23 May 2012, 21:02
palavando
როგორ ხართ ქალბატონო მარინა? ისე დაიყვავილა თქვენმა ნაჩუქარმა ვარდმა, რომ ფოტოც ვერ დავდე..აპარატი ვერ ვიშოვე sad.gif არა და ახლა სხვა ვარდებიც იწყებენ გაყვავებას და იმედია მათ მაინც დავდებ.

Posted by: palavando 23 May 2012, 22:10
natN
QUOTE
მაინტერესებს რა კვება დაჭირდება და რამდენ ხანში ერთხელ,

თუ ნიადაგში გაქვთ 4-6 ჯერ ,თებერვლის ბოლოდან დაწყებული აგვისტოს დასაწყისამდე. თუ ქოთანში 2კვირაში ერთხელ, სუსტი ხსნარით.სასუქებიდან კრისტალონი ჯობია ყველას.ნიადაგში კვებაზე უფრო წვრილად 41 გვ, წერია.
varianeli
QUOTE
ისე დაიყვავილა თქვენმა ნაჩუქარმა ვარდმა, რომ ფოტოც ვერ დავდე..აპარატი ვერ ვიშოვე

გაგეცინება და მეც იგივე პრობლემა მაქვს. აპარატი გამიფუჭდა და სურათებს ვერ ვიღებ. არადა ისე ყვავის ჩემი ვარდები,რომ სიამაყისგან ადგილს ვერ ვპოულობ.ეხლა უკვე საკალმეების აჭრა დავიწყე და ხელი მიკანკალებს ისე მენანება.

Posted by: MaShiko-MuSicology 23 May 2012, 22:10
ამ ყვავილს ჩემი სახელი ქვიაsmile.gif)) გამიხარდაsmile.gif

მგონი ვარდსაც წააგავს ცოტათი?

Posted by: ninia-lilia 24 May 2012, 13:37
tavadze
QUOTE
ძალიან კარგ რჩევა-დარიგებებსაც იძლევიან, პროფესიულს


მადლობა დიდი

Posted by: irmushela 24 May 2012, 19:58
http://imageshack.us/photo/my-images/834/dsc04508v.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: palavando 24 May 2012, 20:04
irmushela
ეგ ის ვარდია ჩემთან რომ დაფესვიანდა? ძალაინ ლამაზია..

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 May 2012, 21:03
palavando
თქვენი რჩევა მჭირდება მეზობელმა ვარდი გვაჩუქა აი ასეთი ფერისაა
http://www.radikal.ru
მალე გაიშლება როგორც დაამთავრებს ყვავილობას ვაპირებ გადარგვას დიდ ქოთანში რას მირჩევთ როგორი მიწა სჭირდება ჰავა(დახურულ აივანზე მაქვს და საკმაოდ ცხელა)
http://www.radikal.ru

Posted by: mia_nano 24 May 2012, 21:05
palavando
QUOTE
ისე ყვავის ჩემი ვარდები,რომ სიამაყისგან ადგილს ვერ ვპოულობ.

2kiss.gif არ არის საამაყო თუ? არამოყვარულებსაც შეაყვარებთ ვარდებს ისე თბილათ და სიყვარულით გვიხსნით ყველაფერს smile.gif
irmushela
აივანზე და თან ასეთი ლამაზები up.gif
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
ძალიან ნაზი და ლამაზი ფერია smile.gif

Posted by: irmushela 24 May 2012, 22:08
palavando
QUOTE
ეგ ის ვარდია ჩემთან რომ დაფესვიანდა? ძალაინ ლამაზია..

:
QUOTE
აივანზე და თან ასეთი ლამაზები

yes: yes.gif
QUOTE
M-A-S-E-R-A-T-I
ძალიან ნაზი და ლამაზი ფერია

+1

Posted by: palavando 24 May 2012, 23:29
M-A-S-E-R-A-T-I
ულამაზესია,მაგრამ მასეთი მოჩრდილვის პირობებში ვარდი დიდხანს ვერგაძლებს.აუცილებლად ჭირდება სინათლე. საუკეთესო პირობაა ,მზე 1 საათამდე.შუადღის მზე ზედმეტად მცხუნვარეა.თუ ამ პირობის დაცვას ვერ შეძლებთ,რას იზამთ. ვარდი მაინც იყვავილებს ,მაგრამ ყვავილი ძალიან სწრაფად გაიშლება და ფორმას ხანგრძლივად ვერ შეინარჩუნებს.ფერიც არ ექნება ძალიან ინტენსიური.
ნიადაგს რაც შეეხება, საუკეთესო ვარიანტია-1წილ. ქვიშა+1წ.ნეშომპალა+1წ. კომპოსტი,ან გადამწვარი ნაკელი+1წ ტორფი+ 5წ მიწა.(ჯობია თიხნარი).მაგრამ თუ ეს კომპონენტები პრობლემას წარმოადგენს, შეგიძლიათ კარი ტყის მიწა იხმაროთ და ცოტა გადამწვარი ნაკელი და ქვიშა გადაურიოთ.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 May 2012, 09:40
palavando
QUOTE
მასეთი მოჩრდილვის პირობებში ვარდი დიდხანს ვერგაძლებს.

ეს საღამოთი გადავიღე ისე იქ სადაც მაქვს კარგი განათება აქვს
QUOTE
1წ.ნეშომპალა

QUOTE
1წ ტორფი

ესენი არ მაქვს და ვერც ვერსად ვიშოვე ამიტომ ჩვეულებრივ მიწას გამოვიყენებ ნაკელთან ერთად
როგორც ვხედავ განსაკუთრებული არაფერია საჭირო
გმადლობთ
smile.gif

Posted by: mashikooo 25 May 2012, 15:04
ვითხოვ რჩევას:
მეგობარს აღმაშენებლის რეკონსტრუქციაში მოყოლილ აივანზე უხმება ვარდები, სხვადასხვა, მაგ. ყვითელი ზემოდან წითელი კანტით, მხვიარა, ცისფრად ნაყიდი, რომელმაც შემდგომ მოიასამნისფრო-მოვარდისფროდ იცვალა შეფერილობა და სხვა. ამ ვარდებს 5-6 წელი აგროვებდა და პრობლემა არ ჰქონია. საგონებელშია ჩავარდნილი და ეძებს მიზეზს; თავიდან მკაცრ ზამთარს დააბრალა, შემდეგ შევნიშნეთ, რომ ზოგიერთმა აქა იქ პაწია საფოთლე კვირტები გამოიღო და ამოვისუნთქეთ, რაღაც მომენტში გუდვილში ნაყიდი თხევადი სასუქიც მისცა, ისევე როგორც ადრე. მაგრამ ახლა ჩანს, რომ ხმება - ხმება არა წვეროებიდან(რომლებიც ზოგს ისევ მწვანედ აქვს შერჩენილი), არამედ ძირიდან.
ყურადღების მისაქცევი ფაქტორები:
1. ტყუილად არ ვახსენე აღმაშენებელის რეკონსტრუქცია: ჯერ ერთი, საშინელი მტვერი და ჭუჭყია, ფოთვების გაწმენდას ვერ აუდის, ეს ყველაფერი ნიადაგსაც ხომ ეყრება; მერე, მზიანი გაშლილი აივნიდან იძულებული გახდა ეზოს მხრის აივნისკენ გადაეტანა, რომელიც გადახურულია და ყვავილებს თითქმის მზე არ ენახვება. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ზუსტად ასევე შეუცვალა ადგილი ოქსალისს და ოლეანდრს და ჯერ-ჯერობით (თფუ!) მათ არა უშავთ.
2. ახლა შენიშნა, რომ იმ გუდვილის თხევად სასუქს 2011.06. ვადა აწერია და შიშობს, ამით ხომ არ დააზიანა?! სასუქი NPK-აა, მგონი აზოტის ნაკლები შემცველობით. შეიძლება ვადაგასული სასუქი საზიანო იყოს? მე რატომღაც მეგონა, რომ ვადა ეფექტურობაზე იმოქმედებდა მარტო...
მეტ, წინა წლებთან განსხვავებულ ფაქტორს ვერ აფიქსირებს.
აი ასეთი ზოგადი მიმოხილვით ხომ ვერ მიხვდებით, რა უბედურება ჭირთ? ამ დღეებში სურათები შემიძლია გადავიღო.....
მადლობა წინასწარ ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს და რჩევას მოგვცემს...

Posted by: mshvilosani 25 May 2012, 15:17
მოგესალმებით ყველას, ძალიან მინდა მინიატურული ვარდის ( წითელი და სტაფილოსფერი) შეძენა, იქნებ მითხრათ სად შემიძლია შევიძინო? წინასწარ მადლობა

Posted by: palavando 25 May 2012, 21:54
mshvilosani
ეგ ვარდები ბევრი იქნება გამოტანილი ხვალ, ყვავილების გამოფენაზე,ალექსანდრეს ბაღში.თუ იქ ვერ შეიძენთ, მაშინ შეგიძლიათ შევარდნაძის სანერგეს მიაკოთხოთ თბილისის ზრვაზე.
* * *
mashikooo
სამწუხაროდ,ვარდის ძირიდან ხმობა,განსაკუთრებით თუ ნამყანი ვარდია ,ძალიან საგანგაშო სიმპტომია(ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც ვარდის მყნობაზე უარი ვთქვი). სასწრაფოდ შეამცირეთ მორწყვა, და ნახეთ რამდენი შტოა ძირიდან დაზიანებული და რამდენი საღი. თუ დაინახავთ, რომ რომელიმე შტო ფესვის ყელიდან დაზიანებულია ძირშივე გადაჭერით ,თორემ დაავადება ფესვის ყელზე თუ გადავიდა მაშინ საღ შტოებსაც დაავადებს და გაახმობს.
მიზეზი შეიძლება ,რამდენიმე სერიოზული დაავადება იყოს.ყელიდან წამოსული დაავადებები, როგორც წესი საშიშია, მადიკამენტები არ შველის და რადიკალურ ჩარევას მოითხოვს.
მედიკამენტებიდან ყველაზე ქმედითია ფუნდაზოლი(შეწამვალც და ნიადაგის მორწყვაც),მაგრამ წელს ვერ ვიშოვნე.არ შემოგვიტანიაო.
http://www.rosebook.ru/articles/uhod-za-rozami/ აბა ეს საიტიც დაათვალიერეთ ეგებ რამეს მიამსგავსოთ.

Posted by: donara_ 25 May 2012, 23:46
ადრე გაზაფხულზე უნდა მოჭრა ვარდის ტოტი ,ნიადაგში ჩარგო ორი მუხლით, ორი ზემოთ დაუტოვო, ზემოდან დააფარო ბანკა, ხშირად უსხა წყალი და ბანკა არ უნდა მოხადო ერთი წელი მაისამდე.გადარგვა თუ გინდა ორი წლის უნდა გადარგა.

Posted by: mashikooo 26 May 2012, 01:04
palavando, მადლობა
QUOTE (palavando @ 25 May 2012, 21:54 )
სასწრაფოდ შეამცირეთ მორწყვა, და ნახეთ რამდენი შტოა ძირიდან დაზიანებული და რამდენი საღი
უიმე, თითქმის ყველა ქოთანში თითო შტოა...თუ დავინახავთ, რომ "რომელიმე შტო ფესვის ყელიდან დაზიანებულია" რას ნიშნავს -იმას, რომ ხმობა პირდაპირ ყელიდან თუ იწყება , თუ კიდევ სხვა სიმპტომიც იქნება ყელთან?
და ის ერთი შტო ძირშივე თუ გადავჭერით , ვითომ ახალს ამოიყრის??? მე მაინტერესებს, თავად ფესვის დაავადება ხომ არ იქნება?
QUOTE
მედიკამენტებიდან ყველაზე ქმედითია ფუნდაზოლი(შეწამვალც და ნიადაგის მორწყვაც),მაგრამ წელს ვერ ვიშოვნე. არ შემოგვიტანიაო.
სადღაა ფუნდაზოლი???? რუსეთშიც აუკრძალიათ უკვე, იქაც ვერ შოულობენ თურმე. აგროინვესტ პლუსმა მითხრა, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებააო და მის ნაცვლად აპრონი შემომთავაზეს. მაგრამ მე ის ვეღარ გავარკვიე(ინტერნეტში), ეს აპრონი სისტემურია თუ არა.

Posted by: palavando 26 May 2012, 02:08
mashikooo
QUOTE
აგროინვესტ პლუსმა მითხრა, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებააო

საშიში არ ვიცი და იაფი ადგილობრივი წარმოება,რომ იყო და იმპორტის მაფიას გადააყოლეს ამაში დარწმუნებული ვარ.რუსეთშიც იგივე ხდაბა,რაც ყველგან ,თორემ სიცოცხლისათვის სასარგებლო სისტემური ფუნგისციდი არსად გამიგია.
ეხლა ვარდებს რაც შეეხება. ერთ ტოტზე რატომ არის.5-6 წლის ვარდები დაბუჩქული უნდა იყოს უკვე და ამონაყარიც უნდა ქონდეს(თუ დაკალმებულია).
ფესვის ყელიდან დაზიანებული ნიშნავს ,ტოტის ყელიდან,გაშავება,გახმობას.თქვენი ვარდები თუ ნამყენია,სულ მცირე ორი ტოტი ხომ მაინც უნდა ქონდეს ყელიდან წამოღებული, თუ მხოლოდ ერთი ტოტი აქვს, მისი გადაჭრა რა თქმა უნდა არ შეიძლება.
QUOTE
მე მაინტერესებს, თავად ფესვის დაავადება ხომ არ იქნება?

რა თქმა უნდა , გამორიცხული არ არის(ფუნდაზოლი იმიტომ გვჭირდებოდა, რომ ნიადაგისთვისაც გამოიყენება)
მოდით ესე მოიქეცით- ფრთხილად ამოიღეთ ქოთნიდან რომელიმე დაზიანებული ვარდი და ფესვები შეუმოწმეთ.გამოჩნდება რა მდგომარეობაშია. სულო დნავ შეუკვეცეთ და ნახეთ გადანაჭერი საღია თუ არა.ვარდები მარგანცონკის სუსტი ხსნარით მორწყეთ და შეწმლეთ.
* * *
donara_
კარგი რჩევაა up.gif
* * *
გუშინ აქ დავიჩივლე,აპარატი გამიფუჭდა და ფოტოებს ვერ ვდებ მეთქი დღეს ერთი მოყვარული ფოტოგრაფი გამომეხმაურა, რომელიც ხშირად გვსტუმრობს იელში . აღმოჩნდა, რომ მას ჩვენი ვარდები აქვს გადაღებული და ფოტოებიც გადმომიგზავნა. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ტატიანა ვასილევას და გთავაზობთ მის მიერ გადაღებულ ჩვენ ვარდებს.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: mashikooo 26 May 2012, 17:36
palavando
ჩემი მეგობრის ვარდებზე აწი მხოლოდ წარსულ დროში თუ შეიძლება საუბარი : ფესვების შემოწმებამ ყველა ქოთანში მკვდარი ქსოვილი გამოავლინა....ისე განადგურდნენ, მიზეზიც ვერ დავადგინეთ. ამ ცოტა ხნის წინ ნაცარი და ტკიპა შეუმჩნევია და უმკურნალია, რაღაც ფუნგიციდით და საპნის ხსნარით. შეიძლება, ვერ ემკურნალა კარგად და ამის გამო ასე გამხმარიყო ძირიდან?
მომავლისთვის ხომ მაინც საჭიროა შეცდომის გათვალისწინება?

Posted by: palavando 26 May 2012, 21:02
mashikooo
ძალიან სამწუხაროა.
QUOTE
რაღაც ფუნგიციდით და საპნის ხსნარით. შეიძლება, ვერ ემკურნალა კარგად და ამის გამო ასე გამხმარიყო ძირიდან?

არა.შესხურების დროს დაშვებული შეცდომის გამო შეიძლება დაიწვას ფოთლები, ძლიერი დამწვრობის დროს- სუსტი ტოტებიც, მაგრამ ფესვები არაფერ შუაშია.
ფესვების დაღუპვის ძირითადი მიზეზებია:ზედმეტი მორწყვით ფესვების ჩალპობა.ფესვების დაწვა სასუქის დიდი დოზით(განსაკოთრებით სა შიშია აზოტი), ფესვების მოყინვა(მგ. ყინვიან ამინში მორწყვის გამო),გადაუმწვარი ნაკელის ხმარება,არის აგრეთვე ვირუსული დაავადებები, რომელთა გამომწვწვი მიზეზის დადგენა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია რომ ეს დაავადებები ხშირად უჩნდება ვარდებს, რომლებიც დიდი ქარის შემდეგ მოირყევა, რის გამოც ჰაერის ნაკადი ადვილად აღწევს ფესვის ყელთან

Posted by: palavando 28 May 2012, 01:13
ისევ ჩვენი ვარდები
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
რადიკალი ჭედავს მერე გავაგრძელებ.

Posted by: ninia-lilia 28 May 2012, 15:52
palavando

ძალიან ლამაზები და საყვარლები არიან smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: richirichi30 28 May 2012, 16:02
http://pix.ge/
ჩემი ახალი ვარდი. სამწუხაროდ სახელი არ ვიცი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 May 2012, 16:22
ახალი ბულვარის ვარდები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: mshvilosani 28 May 2012, 16:52
შევიძინე ძალიან ლამაზი თეთრი მინიატურული ვარდი, მითხრეს მხოლოდ აივანზე უნდა იყოს, ოთახში არ შეიტანოთო, იქნებ მითხრათ როგორ მოვუარო?რა სიხშირით უნდა მოვრწყო, მზიან ადგილზე დავდო,ან გადარგვა როდისაა შესაძლებელი?

Posted by: palavando 28 May 2012, 22:14
M-A-S-E-R-A-T-I
კალმების ოპერაციამ როგორ ჩაიარა?
richirichi30
up.gif
mshvilosani
სწორია ,აივანზე უნდა იყოს. თუ შეძლებთ ისეთი ადგილი შეურჩიეთ სადაც დილის მზე აქვს 1საათამდე.შუადღის მზეს ჯობია მაორიდოთ. მიწა ქოთანში სულ ოდნავ ნოტიო უნდა იყოს(და არა სველი) , სასუქით კვებეთ (კემირა, ან კრისტალონი) 2კვირაში ერთხელ. გადარგვა შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე ჯობს.
ninia-lilia
გმადლობთ. 2kiss.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 May 2012, 22:17
palavando
QUOTE
კალმების ოპერაციამ როგორ ჩაიარა?

წელს გაიმაზა ეგ ნაწილობრივ სიზარმაცემ ნაწილობრივ ნამუსმა და კიდევ სხვა მიზეზთა გამო დროულად ვერ მოვჭერი ამათი კალმები თან უკვე ადგილიც აღარ მაქვს აივანზე და რო გავახარო მერე იმაზე უნდა ვიფიქრო სად წავიღო mo.gif

Posted by: irmushela 28 May 2012, 22:38
palavando
სურათებს რომ ვათვალიერებ თთქოს ვარდების სუნს ვგრძნობgivi.gif

Posted by: BadbadGirl 28 May 2012, 22:51
ჩემ ვარდს ორი კვირიტი აქვს
როგორ მიხარიაააააააააააააააააა!

Posted by: mashikooo 29 May 2012, 00:18
palavando
QUOTE (palavando @ 28 May 2012, 22:14 )
სასუქით კვებეთ (კემირა, ან კრისტალონი)
კემირა სად ვიყიდო? შარშან, დიდუბეში, სადაც ვიკითხე, არ ჰქონდა...

Posted by: irmushela 29 May 2012, 20:42
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-05-29

Posted by: abelo 29 May 2012, 22:33
palavando
ქალბატონო მარინა რამოდენიმე კითხვა მაქვს:
ნიუ დაუნი რამბლერია?
რამოდენიმე საიტზე წავაწყდი რამბლერი ეწერა.
და მხოლოდ მხვიარა ფორმა არსებობს თუ როგორც "ნახევრადმხვიარას" შრაბის ვარინტიც აქვს?

და კიდევ ერთი კითხვა, ზოგიერთ ფორუმზე წერენ, რომ თუ სასუქს არ მივცემთ მაშინ ვარდი 2-3 ძირითადი ტოტიდან განვითარდება და არ დასჭირდება ძირის მუდმივი გამოხშირვა ამონაყარისგან. ასეა?

და დაახლოებით ასე სახეს მიიღებსო
http://www.radikal.ru



Posted by: palavando 29 May 2012, 23:50
mashikooo
მეც ვერ ვიშოვნე წელს და კრისტალონს ვხმარობ.ისეგალასთან ვყიდულობდი.ტელ: 5996022 27.555 5727 57გელა. დაურეკე ეგებ უკვე შემოიტანა.

[/URL]irmushela
ხომ ლამაზია?
ეს კი ჩემი კლემანტინია
http://www.radikal.ruirmushela
abelo
QUOTE
ნიუ დაუნი რამბლერია?

ოფიციალურად ვიჩურიანის ჰიბრიდიაClimber, Hybrid Wichurana,მაგრამ ისეთი სწრაფმოზარდი და ტანმაღალია(5-6მ),რომ ბევრი რამბლერად თვლის.საერთოდ ვარდების კლასიფიკაცია ცოტა რთულია და ერთი და იგივე ვარდზე შეიძლება განსხვავებული მონაცემები შეგხვდეს.
ეს ვარდი უკვე 4 წელია გვაქვს, ასერომ შემიძლია გითხრა როგორ იქცევა ჩვენთან- მართლაც ძალიან სწრაფმოზარდია და თითქმის გაუჩერებლად(perpetual) და ძალიან უხვად ყვავის,მზეზე ცუდად არ ძლებს, მაგრამ ურჩევნია მოჩრდილვა,მაშინ უფრო დიდხანს ინარჩუნებს ყვავილს, ყვავილები მდგრადი არა აქვს, მაგრამ საოცარი სისწრაფით გამოაქვს ახალი ბუტონი.ამონაყარს ბევრს არ იკეთებს.
QUOTE
მხოლოდ მხვიარა ფორმა არსებობს თუ როგორც "ნახევრადმხვიარას" შრაბის ვარინტიც აქვს?

შრაბის ფორმა არა აქვს.
QUOTE
თუ სასუქს არ მივცემთ მაშინ ვარდი 2-3 ძირითადი ტოტიდან განვითარდება და არ დასჭირდება ძირის მუდმივი გამოხშირვა ამონაყარისგან. ასეა?

მართალი გითხრა ვერ ვხვდები რა იგულისხმება.ამონაყრისაკენ მიდრეკილება უფრო სახეობასთან არის მიბმული.აბა მწირ ნიადაგებზე რა უნდა ვქნათ? კონკრეტულად ამ ვარდს ,კარგი ნიადაგის პირობებში, კვება თითქმის არ ჭირდება,თვითონ გიჟდება ყოველგვარი დახმარების გარეშე.თუ ხვალ ფოტოაპარატს ჩავიგდებ Xელში სურათს დაგიდებ.

Posted by: abelo 30 May 2012, 00:03
palavando
QUOTE
ეს ვარდი უკვე 4 წელია გვაქვს, ასერომ შემიძლია გითხრა როგორ იქცევა ჩვენთან- მართლაც ძალიან სწრაფმოზარდია და თითქმის გაუჩერებლად(perpetual) და ძალიან უხვად ყვავის,მზეზე ცუდად არ ძლებს, მაგრამ ურჩევნია მოჩრდილვა,მაშინ უფრო დიდხანს ინარჩუნებს ყვავილს, ყვავილები მდგრადი არა აქვს, მაგრამ საოცარი სისწრაფით გამოაქვს ახალი ბუტონი.ამონაყარს ბევრს არ იკეთებს.

მადლობა, რაღაც ვუტრიალებ ბოლო ხანი ამ ვარდს, ვფიქრომ კლემატის polish spirit-თან კომბინაციაში გავუშვა და მინდა ყველა დეტალი დავაზუსტო smile.gif
სადაც ვაპირებ დარგვას, მზე დღის 2-3 საათამდეა. ანუ უფრო ჩრდილიანი მხარე მოვუძებნო?

QUOTE
მართალი გითხრა ვერ ვხვდები რა იგულისხმება

იმიტომაც გადავამოწმე თქვენთან, რაღაც უცნაური ინფო იყო.
უბრალოდ მეშინია ქვევიდან დაბუჩქვა არ დაიწყოს, ვიცი რომ საკმაოდ ეკლიანია. ტერასისი კუთხეში გასასვლელთან უწევს დარგვა, გამვლელები არ მინდა დაჩხვლიტოს biggrin.gif

Posted by: mashikooo 30 May 2012, 01:44
palavando
QUOTE (palavando @ 29 May 2012, 23:50 )
გელა. დაურეკე ეგებ უკვე შემოიტანა.
დღეს ვიყავი სწორედ გელასთან; ცირკონი და კემირა მაინტერესებდა, შეკვეთილი გვაქვს, მაგრამ როდის იქნება, არ ვიცითო, ეპინი ჰქონდა.

Posted by: palavando 30 May 2012, 01:53
abelo
[quote] ტერასისი კუთხეში გასასვლელთან უწევს დარგვა,[/quote]
გასასვლელში ამ ვარდს არ გირჩევ. შენს ფოტოზე ძალიან კულტურულად გამოიყურება,მაგრამ ჩვენთან ძალიან ბუინია,თუმცა ძალიან მომხიბლავიცაა.თან შარშანდელ ყინვებზეც კი არ დაყარა ფოთლები.მგონია,რომ უფრო დიდი კედლების და პერგოლების შესასუდრია. გასასვლელში კი რომელიმე ოსტინი ჯობია. ნაკლებ ეკლიანია და ადვილად დასარეგულირებელი.[
quote]სადაც ვაპირებ დარგვას, მზე დღის 2-3 საათამდეა[/quote]
კარგად გაძლებს, მაგრამ უფრო მოჩრდილულ ადგილზე უკეთესი იქნება

Posted by: ninia-lilia 30 May 2012, 11:15
QUOTE
mashikooo
ისეგალასთან ვყიდულობდი.ტელ: 5996022 27.555 5727 57გელა.

გელას ნომრები სწორი არ არის, ესენია 558 572757 ,599 602277

Posted by: mshvilosani 30 May 2012, 11:35
palavando

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისათვის.


irmushela ულამაზესი ვარდი გაქვთ, მაგ ფერს ვეძებ , ხომ ვერ მეტყვით სად შეიძინეთ?

Posted by: ninia-lilia 30 May 2012, 11:44
http://www.radikal.ru
ეს ყვითელი ვარდი მუშებმა დამიზიანეს დაბარვის დროს და გადმოვრგე ქოთანში , გაყვავდა ,მაგრამ პატარა ყვავილი აქვს შარშანდელთან შედარებით.

Posted by: irmushela 30 May 2012, 12:21
palavando
QUOTE
ხომ ლამაზია?
ეს კი ჩემი კლემანტინია

კიი ძალიან
* * *
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-05-30

Posted by: palavando 31 May 2012, 00:16
ninia-lilia
ქოთანში ვარდს ყოველთვის უფრო მომცრო ყვავილი აქვს ვიდრე ნიადაგში.რაც მთავარია გადარჩა და კარგადაც გამოიყურება.

ისევ "იელის" ვარდები.პირდაპირ ჩანს რომელია ჩემი გადაღებული და რომელი ქალბატონი ტატიანასი.ჩემი აპარატი ეტყობა ფერებს ბოლომდე ვერ აღიქვამს. ბოლო,მოვარდისფრო პაწკუნა(ბრიტანია) ბევრად უფრო საინტერესო ფერია რეალობაში.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: ninia-lilia 31 May 2012, 12:35
palavando

ძალიან ლამაზი ვარდები გაქვთ.

რაც შეეხება ჩემს ყვითელ ვარდს ქოთანში იყოს თუ ღია გრუნტში გადავრგო???

Posted by: bachana123 31 May 2012, 12:54
QUOTE (ninia-lilia @ 31 May 2012, 12:35 )
palavando

ძალიან ლამაზი ვარდები გაქვთ.

რაც შეეხება ჩემს ყვითელ ვარდს ქოთანში იყოს თუ ღია გრუნტში გადავრგო???

უკაცრავად რომ ჩაგეჭერით, მაგრამ ახლა რო გადარგოთ აყვავილებული მცენარე მოიწყენს. თუ აუცილებელია აყვავილებულის გადარგვა და სხვა გზა არ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყვავილი თავიდანვე ქოთანშია გამოზრდილი (თუ ქოთანში აქვს განვითარებული ფესვთა სისტემა) სხვა შემთხვევაში სტრესს განიცდის...wink.gif

Posted by: palavando 31 May 2012, 14:52
abelo
ნიუ დოუნი ცოტა დაისეტყვა და მაგრად დააწვიმა,რომ მივედი ყურებ ჩამოყრილი დამხვდა. ასე რომ, სურათს შემდეგ ტალღაზე გადავუღებ.
bachana123
QUOTE
უკაცრავად რომ ჩაგეჭერით, მაგრამ ახლა რო გადარგოთ აყვავილებული მცენარე მოიწყენს. თუ აუცილებელია აყვავილებულის გადარგვა და სხვა გზა არ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყვავილი თავიდანვე ქოთანშია გამოზრდილი (თუ ქოთანში აქვს განვითარებული ფესვთა სისტემა) სხვა შემთხვევაში სტრესს განიცდის...

უფრო ხშირად ჩაგვეჭერი, yes.gif მიტუმეტეს რომ, რჩევა აბსოლუტურად გამართული და პროფესიულია.
ninia-lilia
ბოდიში უზუსტო ნომრებისთვის. ალბათ ძველი ჩანაწერი მაქვს.გადარგვა ჯობია შემოდგომისთვის გადადო. მითუმეტეს რომ ვარდი ,როგორც მივხვდი,ქოთანში იძულების წესით მოხვდა. იმ გარინდებულ გლორიას რამე ემჩნევა?

Posted by: abelo 31 May 2012, 16:12
palavando
QUOTE
.თან შარშანდელ ყინვებზეც კი არ დაყარა ფოთლები.მგონია,რომ უფრო დიდი კედლების და პერგოლების შესასუდრია. გასასვლელში კი  რომელიმე ოსტინი ჯობია. ნაკლებ ეკლიანია და ადვილად დასარეგულირებელი.[

მაშინ ჩრდილოეთ კედელზე გავუშვებ, იქ ადგილიც ბევრია და იცოცოს რამდენიც უნდა და იბუინოს.
შემიყვარდა ეგ ვარდი love.gif

QUOTE
ნიუ დოუნი ცოტა დაისეტყვა და მაგრად დააწვიმა,რომ მივედი ყურებ ჩამოყრილი დამხვდა. ასე რომ, სურათს შემდეგ ტალღაზე გადავუღებ

ცუდია, იმედია არ გაფუჭდა დანარჩენი ვარდები.
ოსტინებს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ smile.gif


Posted by: MaShiko-MuSicology 31 May 2012, 16:28
palavando
ქალბატონო მარინა, გაოგნებული ვარ! ბარკაროლემ ოთხი (!) ყვავილი გამოიტანა და სამის აყვავება ჩემს ჩასვლას დაემთხვაsmile.gif))
ფოტოებს მოგვიანებით დავდებ და ახლა მაინტერესებს, რა ვუყო? გადაჭრა უნდა თუ დავტოვო როგორც არის?

ანა ჰენდერსონს როგორც ჩანს ნაცარი (მგონი ასე ქვია) სჭირდა. გავაცალე დაზიანებული ფოთლები და ბი58 ვასხურე (მარტო ეგ მქონდა). მერე რამდენიმე დღეში ბარკაროლას მეზობლად დავაბინავე და მგონი მოეწონა, ჯანმრთელი ყლორტი წამოიღოsmile.gif)

Posted by: palavando 31 May 2012, 20:42
MaShiko-MuSicology
QUOTE
ბარკაროლემ ოთხი (!) ყვავილი გამოიტანა და სამის აყვავება ჩემს ჩასვლას დაემთხვა

როგორ გამეხარდა! როცა ყვავილი ფორმას დაკარგავს ყვავილი მოაცილეთ თავისი საყვავილე ღეროთი და 1 -2 მწკრივი ფოთლებით. ამაზე დაბლა ეხლა შტო არ გადაჭრა.
QUOTE
ანა ჰენდერსონს როგორც ჩანს ნაცარი (მგონი ასე ქვია) სჭირდა. გავაცალე დაზიანებული ფოთლები და ბი58 ვასხურე

ბი ნაცარს ვერ უშველის, მწერების საწინააღმდეგოა.რადგან იქ შესაწამლი არ გაქვთ ასე მოვიქცეთ. სარეცხის საპნიანი წყალი+ სოდა(1სფ.კ- 1L, )ან მარგანცოვკის სუსტი ხსნარი, ან დაასველებულ ფოთლებს მოაყროს ნაცარი და 2 სთ-ის შემდეგ ჩამორეცხოს. შეგიძლიათ ყველა ეს ხერხი იხმაროთ 3- 4 ჯერ ,ხუთდღიანი ინტერვალით.
ისე ასეთი ცვალებადი ამინდების პირობებში ვარდები ადვბილად ინაცრება-შეწამვლას ვერ ვასწრებ, წვიმა რეცხავს.

Posted by: irmushela 31 May 2012, 22:23
palavando
QUOTE
როგორ გამეხარდა! როცა ყვავილი ფორმას დაკარგავს ყვავილი მოაცილეთ თავისი საყვავილე ღეროთი და 1 -2 მწკრივი ფოთლებით. ამაზე დაბლა ეხლა შტო არ გადაჭრა.
QUOTE

ყველა ვარდზე ეგრე მოვიქცეთ?

Posted by: MaShiko-MuSicology 1 Jun 2012, 00:23
palavando
კარგი, ვეტყვიsmile.gif)) დიდი მადლობა

Posted by: palavando 1 Jun 2012, 00:27
irmushela
ზაფხულში ვარდებს დაბლა გადაჭრა არ უყვართ.ასე რომ გადაჭერით ყვავილი და ყვავილის მომყოლი ერთი ,ან ორი ფოთლის მწკრივი ,თან ყურადღება მიაქციეთ რომ გადანაჭრის ქვემოთ პირველივე კვირტი გარეთ იყურებოდეს, რომ იქიდან წამოღებული შტო ბუჩქის შიგნითკენ არ განვითარდეს.არც მინიატურულებს არ უყვართ რადიკალური კრეჭვა ზაფხულში. ერთხელ და ორჯერ შტოს დაბლა გადაჭრა, ვარდს არ დააზიანებს, მაგრამ სისტემატური ძლიერი კრეჭვა ზაფხულში ვარდს ასუსტებს.

Posted by: katerina-eko 1 Jun 2012, 01:29
ქალბატონო მარინა თქვენი ვარდების სილამაზე მე მაგიჟებს.გადავწყვიტე ხვალ გესტუმროთ.

Posted by: ninia-lilia 1 Jun 2012, 13:24
bachana123
QUOTE
ახლა რო გადარგოთ აყვავილებული მცენარე მოიწყენს


ახლა არ ვფიქრობდი,შემოდგომაზე გადავრგავ თუ ასეთი პატარა ყვავილი ექნება ქოთანში,მიწაში მირჩევნია გაიხაროს.
მადლობა.

* * *
palavando
QUOTE
იმ გარინდებულ გლორიას რამე ემჩნევა?


ჯერჯერობით არა,ველოდები ვნახოთ რას იზამს თუ არადა შემოდგომით გადავრგავ.

Posted by: daila 1 Jun 2012, 20:18
მხვიარა ვარდი ფლორისტულ ვარდს გადააჯიშებს? ან შეიძლება და გადააჯიშოს?ერთმანეთის გვერდზე არის გარგული.
QUOTE
მხვიარა ვარდი ფლორისტულ ვარდს გადააჯიშებს? ან შეიძლება და გადააჯიშოს?ერთმანეთის გვერდზე არის გარგული.


Posted by: mia_nano 1 Jun 2012, 20:38
palavando
ქალბატონო მარინა, ოსტინის აბრაჰამმა ახალი ყლორტი წამოიღო და ეტყობა კვირტიც აქვს, ყოჩაღად დგას მაგრამ დანარჩენი ტოტები მიუხედავად დაბმისა ძირს მხვდება გართხმული, შეიძლება ცოტა მაგრად დავაბა ჯოხზე თუ დავტოვო ასე?

Posted by: daila 1 Jun 2012, 20:41
და კიდევ ერთი კითხვა, ვარდს აქვს ბევრი პატარა ტოტი რომელსაც არ აქვს კოკორი რა გავაკეთო მოვჩრა???
QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა, ვარდს აქვს ბევრი პატარა ტოტი რომელსაც არ აქვს კოკორი რა გავაკეთო მოვჩრა???


Posted by: palavando 1 Jun 2012, 22:06
katerina-eko
სამწუხაროდ ხვალ არ ვიქნები,ეგებ კვირისთვის გადადოთ. მირჩევნია მეც დაგხვდეთ.
* * *
daila
QUOTE
მხვიარა ვარდი ფლორისტულ ვარდს გადააჯიშებს?

არ ვიცი გადაჯიშებაში რას გულისხმობთ,მაგრამ ვარდებს ერთმანეთIს ახლობლობა არ აშინებთ, არც გადამტვერვა არ ხდება. უბრალოდ დისტანცია უნდა დაიცვათ(50-70სმ), რადგან ვარდი კვების მოყვარულია და ფესვებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს.
QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა, ვარდს აქვს ბევრი პატარა ტოტი რომელსაც არ აქვს კოკორი რა გავაკეთო მოვჩრა???

რა ვარდია? თუ ეს პატარა ტოტები ქვემოთაა განვითარებული, არ ყვავის და არ იზრდება , მოჭერით და კარგად განვითარებული შტოები დატივეთ.

mia_nano
დაბმა ჯობია. საერთოდ ოსტინებს დრო ჭირდებათ შტოები რომ გაიმაგროს .

Posted by: Semy 1 Jun 2012, 22:35
ჯანდაბური ობობის ქსელები როგორ მოვაშორო ვაარდს? აივანზე გავდგი ერთი ორი დღე ყურადღება ვერ მივაქციე და სულ ქსელებშია გახვეული ჩემი ვარდი ((((( დამეხმარედ ვინმე რა რა ვქნა არ ვიცი sad.gif ისედაც სულს ღაფავს ჩემი ყვავილი sad.gif
http://pix.ge/

Posted by: palavando 1 Jun 2012, 23:18
Semy
ცუდი რამ დაგმართიათ , ეგ ობობა ძნელად საბრძოლველია. იყიდეთ აქტელიკი და ფიტოვერმი. შეასხურეთ ვარდს , შეეცადეთ ფოთლები ქვევიდან დაასველოთ. აიღეთ ცელოფანის პაკეტი და ჩამოაცვით ვარდს და ქოთანს, გარედან რაიმე რეზინით დააფიქსირეთ,რომ ჰაერი არ შეუვუვიდეს.ასე დატოვეთ24 სთ. გაიმეორთ იგივე პროცედურა 3 ჯერ 7 დღის ინტერვალით, ოღონდ წამლი შეცვალეთ ხოლმე. შუალედებში შეგიძლიათ ფოთლებს წყალი შეასხურით ხოლმე. ტენიენობა ობობას არ უყვარს.

Posted by: daila 1 Jun 2012, 23:31
ერთი წელია თქვენი სტუმარი ვარ, ძალიან მინდა თქვენი და თქვენი ყვავილების ნახვა, ყვივილების ფესტივალზე რამოდენიმეს ვკითხე ფორუმელი მარინა ხომ არა ხართ, მიყვარს მცენარეები ეხლა მიყვავის 15-ნაირი ვარდი: 2 რამბრელი, 3 მხვიარა. ლამაზი ზაფხული და საწაული სუნი დგას ბაღში . 2წლის წინ კალმები ჩავრგე მახსოვს1 იყო შავი 2კი რამბლერი ვარდისფერი. შავი გაყვავდა წითელი და აქვს ბევრი ყვავილედი რამბლერი კი წითელი.ანუ ორივე ერთი ფერია.

Posted by: Semy 2 Jun 2012, 00:00
palavando
დიდი დიდი მადლობა

Posted by: palavando 2 Jun 2012, 00:36
daila
მობრძანდით იელში, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე.ოღონდ წინასწარ დამირეკეთ. 599379196.მაგრამ ეხლა უკვე საკალმეების აჭრა დავიწყე და ვარდები ისეთი ეფექტური აღარ არის როგორიც მაისში მქონდა.თან ამდენმა წვიმამ და სეტყვამ ძალიან შელახა.კიდევ კარგი სურათების გადაღება მოვასწარი.თქვენი ვარდების სურათებიც დადეთ, სიამოვნებით დავათვალიერებთ.

Posted by: daila 2 Jun 2012, 13:14
დიდი მადლობა.კომპიუტერს გადავაყენებ თუ არა დავდებ სურათებს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jun 2012, 18:29
http://www.radikal.ru
დღეს გაიშალა boli.gif

Posted by: palavando 3 Jun 2012, 19:51
mshvilosani
თქვენთვის კლემანტინი ვიპოვნე და გადავდე.
* * *
M-A-S-E-R-A-T-I
რა სასიამოვნო, ცოცხალი და მაჟორული ფერია!

Posted by: mshvilosani 4 Jun 2012, 09:50
პალავანდო უღმესი მადლობა ქალბატონო მარინა kiss.gif kiss.gif როდის გეცლებათ რომ მოგაკითხოთ ? და სად მოვიდე იქნებბ მითხრათ?

Posted by: palavando 4 Jun 2012, 20:21
mshvilosani
მობრძანდით" იელში", დიდუბე,ექსპო ჯორჯიას ტერიტორია, რომ შემოხვალთ დაცვას კითხეთ და მოგასწავლიან ხვალ ვიქნები, თუ ხვალ ვერ ახერხებთ,წინასწარ დამირეკეთ. 599379196.რადგან ყოველთვის არა ვარ და შეიძლება აგცდეთ.

Posted by: tamti1 4 Jun 2012, 21:07
palavando
გამარჯობათ.ამ ვარდების ნერგები თუ გაქვთ ან თუ გექნებათ?
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ყველა მხვიარაა ხო აქედან. ფასი მომწერეთ რა დამიჯდება თითო ძირი. როდის ჯობს რომ გადავრგა . კიდევ მაინტერესებს ეს ბოლო-ედემის ვარდი -რა სიმაღლეზე ადის ? სადღაც 4 მეტრზე თუ გადავა? თაღზე მინდა ავუშვა და თან ისეთი მინდა უხვად და სულ რომ ყვაოდეს...

ჩემი ვარდების სურათებს მერე დავალაგებ რომ მოვიცლი. შარშან ზაფხულში სამწუხაროდ ამათი სულ ძირამდე გადაჭრა მომიწია,ზოგი სულაც გავაჩუქე,ყველაზე ლამაზებიsad.gif...აღარც მეგონა ესენი თუ გადარჩებოდნენ,მაგრამ წელს ყველამ ამოიღო ტოტები და ყველა გაყვავდა. როგორ მიხარია ვერ აგიწერთ. ბავშვსაც არ აღმოაჩნდა ამაზე ალერგია. bis.gif ასე რომ უნდა გავავსო ისევ ჩემო ეზო ვარდებით-უნდა ავისრულო ოცნება.

Posted by: palavando 4 Jun 2012, 22:48
[b]tamti1[/b
ყველა გავაქვს. ფასი დამოკიდებულია ნერგის სიდიდეზე. ძირითადად 1-2წლიანი ნერგები დაგვრჩა,ედემის ვარდის სიმაღლე-3.5მ. დიდი , ალბათ 2.5მ გვაქვს დორითი პერკინსი(პირველ სურათზე),1-2 წლიანი ნერგების ფასი 15ლარიდან.
ყველა მხვიარაა. კონტეინერში გაზრდილი ვარდის გადარგვა პრაქტიკულად ნებისმიერ დროს შეიძლება.
* * *
ისევ ჩვენი ვარდები.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: ninia-lilia 5 Jun 2012, 10:29
palavando
უმშვენიერესი ვარდებია. smile.gif smile.gif მეც მინდააააააააააააააააააა

Posted by: mshvilosani 5 Jun 2012, 23:03
დღეს მოვინახულე ქალბატონი მარინას ულამაზესი ბაღი, უმშვენიერესი ყვავილებით, აღფრთოვანებული ვარ და ემოციების ქვეშ ასეთი სილამაზის მნახველი, ქალბატონმა მარინამ ბევრი სასარგებლო რჩევაც მომცა ვარდების მოვლის შესახებ და ბაღიც დამათVალიერებინა, დიდი მადლობაააა ასეთი გულისხნიერი და სასიამოვნო ადამიანი რომ ხართ. 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: palavando 6 Jun 2012, 01:57
mshvilosani
გმადლობთ,ასეთი ტბილი სიტყვებისთვის 2kiss.gif

Posted by: bekgog 6 Jun 2012, 12:10
მაქვს კითხვა, ახალშეძენილ დაჩაზე არის ვარდები , ერთი არის კარგად მოზრდილი გაბუჩქული ბევრი ფოთლებით მარა არცერთი ყვავილი არ აქვს ... რისგან შეიძლება ესე დამართნოდა მოუვლელი იყო წლების განმავლობაში ... წელს შევკრიჭე ამასთან ერთად სხვებიც ( სხვებს აქვთ ყვავილები )

Posted by: mia_nano 6 Jun 2012, 20:52
palavando
ქალბატონო მარინა ისეთი გახარებული ვარ რომ უნდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული smile.gif მეზობლის მიერ გადახლეჩილ-გაუბედურებული ულამაზესი მცოცავი ვარდი გაცოცხლებული დამიხვდა...უამრავი ახალი ყლორტი ამოიყარა...მართალია ძალიან დაბალზე დარჩა. მაგრამ რაც მთავარია ცოცხალია, ვუსხი და ვუსხი კრისტალონი და ალბათ იმან იმოქმედა არა?

Posted by: palavando 6 Jun 2012, 22:09
mia_nano
რა ბედნიერებაა! გილოცავ! bis.gif კრისტალონი ნამდვილად შეუწყობდა ხელს ახალი ამონაყარის განვითარებას, მაგრამ ერთი თქვენი მეზობლის თავში ჩამახედა. რა სჭირს ამ ხალხს?რატომ დაკარგეს ადამიანებმა სილამაზისა და მეზობლის სიყვარული?
* * *
bekgog
ვარდის გარინდვის მიზეზი ძნელი დასადგენია, დააცადეთ ,შეიძლება ერთხელ მოყვავილეა(ბევრი ასეთი ვარდი ზაფხულში ყვავის), მხვიარა ხომ არ არის? ყველა შემთხვევაში, გირჩევთ აღარ გადაჭრათ და დაელოდოთ.კარგი იქნება თუ სასუქს(კრისტალონი,ან რომელიმე ყვავილების კომპლექსური საკვები)მიახმართ.

Posted by: mia_nano 6 Jun 2012, 22:18
palavando
მადლობთ 2kiss.gif არ ვიცი...დაუდევარი ადამიანი სამწუხაროდ სხვასაც აზიანებს...თვითონ არ ზრუნავს თავის ბაღზე და სხვას დაინდობს sad.gif

Posted by: daila 8 Jun 2012, 16:17
ჩემი შეპირებული ვარდები

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
ქარში გადაღებული სურატები, კიდევ დავდებ.

Posted by: palavando 8 Jun 2012, 21:26
daila
რა ლამაზებია smile.gif ეს მხვიარა რამბლერი მაინც რა მაგარია. დოროთი პერკინსი უნდა იყოს.რა საწყენია, რომ ერთხელ მოყვავილეობის გამო იწუნებენ და აღარ რგავენ. ამ დროს ,როცა ყვავის სრულიად ფანტასტიურია.

Posted by: katerina-eko 8 Jun 2012, 21:57
daila
ედემის ბაღი გქონია 2kiss.gif

Posted by: ninia-lilia 8 Jun 2012, 22:36
daila
შესანიშნავი ვარდები გაქვს.დავტკბი სილამაზით.

Posted by: daila 8 Jun 2012, 22:41
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

დიდი მადლობა. ლაივში უფრო კარგია.ცოტა გადაყვავებულია,კიდევ დავდებ სურათებს.

Posted by: BadbadGirl 8 Jun 2012, 23:26
daila
ძალიან ლამაზი ვარდები გქვს!
___________________________________

Posted by: mia_nano 8 Jun 2012, 23:31
daila
ძალიან ლამაზი ვარდები გაქვს love.gif მხვიარები ხომ ულამაზესებია.

Posted by: daila 8 Jun 2012, 23:58
ჩემო კარგებო არა მაპტო ვარდები.მაკვს კაკტუსები.მონსტერები და ას შ.ვარდის კალმებს გაჩუკებთ მსურველებს.

Posted by: bekgog 9 Jun 2012, 12:05
QUOTE
ვარდის კალმებს გაჩუკებთ მსურველებს.



და ეხლა შეიძლება ეზოში რო დავრგო ??? თუ ჯერ ქოთანში ?

Posted by: katerina-eko 9 Jun 2012, 21:36
daila

QUOTE
ვარდის კალმებს გაჩუკებთ მსურველებს

მაგ სიკეთეს თუ იზავთ ძალიან გამახარებთ 2kiss.gif
და სადაა ეს სილამაზე?
* * *
palavando

როგორ ბრძანდებით, როგორაა თქვენი ედემის ბაღი? 2kiss.gif

კითხვა მაქვს: BI 58-ით მინდა შევწამლო ვარდები და მაინტერესებს 1ლიტრაში რამდენი უნდა გავხსნა და ძირიდან კვირტამდე უნდა შევწამლო?

Posted by: mia_nano 10 Jun 2012, 11:21
daila
სიამოვნებით ვიჩუქებ 2kiss.gif მართლა ძალიან ყოჩაღ ამდენი ულამაზესი ვარდი რომ გაახარე და უვლი 2kiss.gif

Posted by: mianano 10 Jun 2012, 13:25
ეს ჩემი ბაღის ვარდებია ზოგმა დაიყვავილა ზოგი ახლა აპირებს smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: daila 10 Jun 2012, 13:43
მხვიარა არის უეკლო მარტლა ძალიან ლამაზია .მტელი ტვე კვავის. აქვს ტკბილი სუნი.იზრდება დიდი.ბევრ ტოტს ვჭრი და ვკრი.კარგია იმით რომ ზამთარში ტოტები აქვს პრიალა ეკალი არ შეგაწუხებს.მაქვს კიდევ ეკლიანები .შემდეგში სურათები....
* * *
მხვიარა არის უეკლო მარტლა ძალიან ლამაზია .მტელი ტვე კვავის. აქვს ტკბილი სუნი.იზრდება დიდი.ბევრ ტოტს ვჭრი და ვკრი.კარგია იმით რომ ზამთარში ტოტები აქვს პრიალა ეკალი არ შეგაწუხებს.მაქვს კიდევ ეკლიანები .შემდეგში სურათები....
QUOTE


* * *
ბოდიშით ნაწერზე...
ამ თემაში არის პროფესიონალი პალავანდოს სახით,ყველაფერი დაწვრილებით აქვს გადმოცემული ვარდების შესახებ,ზედმეთ კითხვას არ ბადებს .კალმები ეხლაც შიძლება დაფესვიანდეს,უბრალოდ ხშირი მორწყვა უნდა მე კალმებს შემოდგომით მყნობის პერიოდში (15 აგვისტოდან-ოქტომბრის ჩათვლით)ვაწყობ მიწაში ქილის ქვეშ.შეგიძლიათ პლასმასის ბოთლები გამოიყენოთ.
ჩემი ვარდები ბრძანდებიან მცხეთაში...კალმებს მოგართმევთ მსურველებს თუ მობრძანდებით კერძოთ დედათა მონატერში.ოღონდ წინასწარ გამაგებინეთ რომ დაგახვედროთ.
ბოდიში ამ ბიზნესით დაკავებულებს უბრალოდ მეცოდება ძალიან ბევრ ტოტს ვყრი.(შავი ვარდი,იასამნისფერი სურნელოვანი,აგურისფერი,თეთრი,მხვიარა წითელი და იასამნისფერ-ვარდისფერი)
* * *
mianano
შენც კარგი ვარდები გაქვს. დიდები უკეთესი იქნება . გაითვალისწინეpalavandoს დარიგებები და კველაფერი კარგად იქნება.

Posted by: MaShiko-MuSicology 10 Jun 2012, 18:24
daila
შეგიძლიათ, როცა გასხლავთ, გაგვაგებინოთ?

smile.gif

Posted by: katerina-eko 10 Jun 2012, 18:45

daila

2kiss.gif შეგიძლიათ თქვენი ნომერი მომწეროთ პირადში შეხვედრაზე რომ შეგითანხმდეთ

Posted by: daila 10 Jun 2012, 19:08
MaShiko-MuSicology
katerina-eko
კი გენაცვალალე.შეძლებთ მცხეთაში ჩამოსვლას.მოილოცივთ კიდეც. pop.gif

Posted by: palavando 10 Jun 2012, 19:20
katerina-eko
QUOTE
როგორ ბრძანდებით, როგორაა თქვენი ედემის ბაღი?

კითხვა მაქვს: BI 58-ით მინდა შევწამლო ვარდები და მაინტერესებს 1ლიტრაში რამდენი უნდა გავხსნა და ძირიდან კვირტამდე უნდა შევწამლო?

მადლობთ მოკითხვისათვის. 2kiss.gif
ბი 1მილიგრამი+2 ლ. წყალი.მე მგონი ჩვენთან ძირითადად 5მლგ. ამოპულებში ყიდიან. ბუჩქი მთლიანად უნდა შეიწამლოს.
daila
QUOTE
ბოდიში ამ ბიზნესით დაკავებულებს უბრალოდ მეცოდება ძალიან ბევრ ტოტს ვყრი

აბა საბოდიშო რა არის. ძალიანაც კარგი თუ ვარდები გიყვართ და კალმების გადაყრა გენანებათ.რამდენი ადამიანია,ვარდები რომ უყვარს და სიამოვნებით დაა კალმებს საყვარელ სახეობას.
ბოთლის ,ან ქილის ქვეშ დაკალმება უკვე შეიძლება,ოღონდ მზე არ უნდა ადგებოდეს,თუმცა აგვისტოს კალმებიც ძალიან კარგად კალმდება.

Posted by: daila 10 Jun 2012, 20:13
palavando ჩემო კარგო რომ ვსხლავ მუხრანის ლექსი მაგონდება ხოლმე
გაზაფხულზე ყაყაჩო-ყვავილია
თიბათვეში გასთიბავენ და -თივა
ყვაყილობა იცოდე ჩავლილია
ოთარ გული მტკივა.

Posted by: MaShiko-MuSicology 10 Jun 2012, 20:30
daila
QUOTE
კი გენაცვალალე.შეძლებთ მცხეთაში ჩამოსვლას.მოილოცივთ კიდეც.


smile.gif

ჰო, ეგრეც ვიფიქრეsmile.gif დაგელოდებითsmile.gif
გმადლობთsmile.gif

Posted by: irmushela 11 Jun 2012, 16:54
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-06-11
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-06-11

Posted by: mashikooo 11 Jun 2012, 23:05
daila
QUOTE (daila @ 10 Jun 2012, 19:08 )
კი გენაცვალალე.შეძლებთ მცხეთაში ჩამოსვლას.მოილოცივთ კიდეც. pop.gif
უი, მეც მიწილადეთ 2-3...(ყელგამობრდღვნილი სიცილაკი)

Posted by: daila 13 Jun 2012, 11:22
გამარჯობათ ლამაზებო ,როგორ ხართ,როგორ არიან თქვანი ვარდ-ყვავილნი,დღეს ჩამოვედი სოფლიდან ვაბრძვი გველებს და სარეველებს.შაბათ-კვირას ჩამოვიტან კალმებს ასტრის ჩითილს და რასხა რუსხებს.პატივისცამით დაილა

kiss.gif kiss.gif kiss.gif kiss.gif

Posted by: nikuSha71 13 Jun 2012, 11:58
შავი ვარდების შესახებ შეგიძლიათ რამე მითხრაათ ? თბილისში სად ვიშოვი რა ღირს და შეყვარებულს რომ მივუტანო ხომ არ ტეხავს biggrin.gif რაღაც ისეთი რამის სიმბოლო ხომ არ არის biggrin.gif

Posted by: mashikooo 13 Jun 2012, 13:23
daila
QUOTE (daila @ 13 Jun 2012, 11:22 )
ვაბრძვი გველებს
როგორ?

Posted by: daila 13 Jun 2012, 15:22
nikuSha71
შავი ვარდი ქვია თორემ ისე არის მუქი სისხლისფერი,შვინდისფერი.თუ უყვარს ვარდები არ ტეხავს.
მთავარია არ იყვეს "გვაზდიკა" და კალა lol.gif lol.gif lol.gif
მინდვრის ყვავილებიც ძალიან მაგარია,მაგრამ ვარდი სულ სხვაა.შეძენა ყველა ყვავილების მაღაზიაში შეგიძლია.
* * *
mashikooo
ბარით.
mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 14 Jun 2012, 00:02
daila

QUOTE
ვაბრძვი გველებს



ვაიმე!

იმედია წარმატებით...

გოგირდი გიცდიათ? არ დაიხოცებიან, უბრალოდ გაიქცევიან...
რა უნდა ვარდებში გველებს
sleep.gif

Posted by: mashikooo 14 Jun 2012, 02:01
QUOTE
ვაბრძვი გველებს
შხამიანს, თუ ანკარის ტიპის?

Posted by: ninia-lilia 15 Jun 2012, 10:20

QUOTE
ვაბრძვი გველებს

მაგის უებარი წამალი ძაღლებია.ეზოში არაფერს აჭაჭანებენ მწერიდან დაწყებული. საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები.
სხვა დანარჩენი გოგირდი და ა.შ სულ ტყუილია.ყველგან ხომ ვერ დაანთებ.....საბურავსაც ამბობენ რომ დაანთენ გარბიანო მაგრამ smile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 15 Jun 2012, 22:45
daila
QUOTE
მაგის უებარი წამალი ძაღლებია.ეზოში არაფერს აჭაჭანებენ მწერიდან დაწყებული.



მე უკეთესი ვიცი! ზღარბები. მართლა. ჩვენთან დასახლდნენ რამდენიმე წელია და გველების ხსენება არ არის

Posted by: palavando 16 Jun 2012, 00:28
რა საჭირბოროტო საკითხზე გქონიათ საუბარი. ზღარბი მართლაც კარგი იდეაა, მაგრამ არ ვიცი ბოსტან-ბაღჩას როგორ ეთვისება.

მე კი დღეს ერთი საინტერესო სერია მინდა გაგაცნოთ-ინგლისელი სელექციონერის, ჰარქნისისზოდიაქოს ვარდები, Star roses.ამ ვარდებს თანავარსკვლავედების სახელები ქვიათ და დაბადების დღეზე წარმატების მომტან საჩუქრად ითვლება.მართალი გითხრათ, ზოდიაქოთი გატაცებული დიდად არასოდეს ვყოფილვარ ,მაგრამ ჩემი თანავარსკვლავედის მოძებნა ცაში მაინც მიცდია და ჩემი ვარსკვლვის სახელზე მონათლული ვარდის ყურებაც მსიამოვნებს.

Arieshttp://www.radikal.ru
Taurushttp://www.radikal.ru
Geminihttp://www.radikal.ru
Cancerhttp://www.radikal.ru

Posted by: daila 16 Jun 2012, 11:46
გამარჯობათ ,,ყ ვ ა ი ლ ე ბ ო''..........მსურველებს ჩამოუტანე კალმები მცხეთაში.
კიდევ ვარდებ ჩემი ბაღიდან.
* * *
palavando თქვენთან ჩამოსვლა მინდა ჩემი ვარდებით რომ ვიცოდე რას-რა ქვია.სურათებით ძნელია გარჩევა.

* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
ბოლო ორის პირველი ყვავილობაა .ძალიან ლამაზია.
* * *
ბოლო ორის პირველი ყვავილია.ძალიან ლამაზია.
* * *
MaShiko-MuSicology
მე უკეთესი ვიცი! ზღარბები. მართლა. ჩვენთან დასახლდნენ რამდენიმე წელია და გველების ხსენება არ არის
სადაც ვარდები მიდგას მარწყვი მირგია.ზღარბი არ გამოვა.თანაც გაპარვა იცის.ძაღლი კარგი მომიკვდა.მყავს ბებერი რეაქცია-0აქვს.

QUOTE
მე უკეთესი ვიცი! ზღარბები. მართლა. ჩვენთან დასახლდნენ რამდენიმე წელია და გველების ხსენება არ არის


Posted by: MaShiko-MuSicology 17 Jun 2012, 00:46
palavando


რა ვიცი, მგონი კარგად. ჩვენთან თავისი ნებით დასახლდნენ და არაფერი გაუფუჭებიათ, ეგაა, ღამღამობით ძაღლი უყეფს გაბმით..

QUOTE
Gemini


რა საინტერესოაsmile.gif ასევე ქვია?

Posted by: palavando 17 Jun 2012, 02:18
MaShiko-MuSicology
QUOTE
Gemini



რა საინტერესოა ასევე ქვია?

დიახ, ასევე ქვია. რა ,შენც ტყუპი ხარ? ძალიან უხვად მოყვავილე და ჭახ-ჭახა ყვითელია.
აი სხვებიც:

Leohttp://www.radikal.ru
Virgohttp://www.radikal.ru
Librahttp://www.radikal.ru
Scorpiohttp://www.radikal.ru

* * *
Sagittariushttp://www.radikal.ru
Capricornhttp://www.radikal.ru
Aquarius[URL=http://www.radikal.ru]user posted image[/URL
Pisceshttp://www.radikal.ru
* * *
daila
QUOTE
თქვენთან ჩამოსვლა მინდა ჩემი ვარდებით რომ ვიცოდე რას-რა ქვია.სურათებით ძნელია გარჩევა.

მობრძანდით, დიდი სიამოვნებით შეგხვდებით, მაგრამ ვარდების გარჩევა მართლაც თითქმის შეუძლებლია ფოტოებოთ და ისეც ძალიან რთულია.30 3000სზე მეტი სახეობაა დარეგისტრირებული და ბევრია მონაცემებით ერთმანეთის მსგავსი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორი მიდგომა გამოვიმუშაოთ და ვეცადოთ ვარდს სახელიც მოვაყოლოთ, ან უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენი საყვარელი ვარდი შეიძლება სამუდამოდ უცნობი დარჩეს. თუმცა თქვენი ვარდებიდან რამდენიმე თითქოს ვიცანი.მაგ. დიდიდყვავილა წითელი -ტრიუმფი უნდა იყოს,ბოლო ბარკაროლა, მუქი ვარდისფერიმხვიარა-დოროთი პერკინსი.ღია ვარდისფერი- შეიძლება მხვიარა ფეერი...

Posted by: daila 17 Jun 2012, 08:31
palavandoმადლობა.
ძალიან ძნელია თუნდაც ამდენი სახელის დამახსოვრება. დარჩეს ჩემთვის ისევ-წით. ყვით. აგურ. და ას.
ახალ ვარდებს განახებთ ხოლმე.შარშან ჩავრგე ბევრი.ძალიან ბევრი მიხმება.მაინც არ ვეშვები.
* * *
palavando
კითხვამაქვს:რაში შეიძლება გამოვიყენო ვარდის ფურცელი გადავყარე ერთი ტომარა?[მურაბა?]

Posted by: MaShiko-MuSicology 17 Jun 2012, 13:42
palavando
QUOTE
დიახ, ასევე ქვია. რა ,შენც ტყუპი ხარ?


კიsmile.gif თქვენც?

Posted by: palavando 17 Jun 2012, 14:07
MaShiko-MuSicology
yes.gif
daila
QUOTE
:რაში შეიძლება გამოვიყენო ვარდის ფურცელი გადავყარე ერთი ტომარა?[მურაბა?]

ვარდის ფურცლების გამოყენების უამრავი რეცეპტი არსებობს-კოსმეტიკა(ვრდის ზეტი, ვარდის წყალი), მურაბა, ლიქიორი...,მაგრამ შესაბამისი ვარდის სახეობა უნდა გქონდეთ.ძირითადად ძალიან სურნელოვანი ე.წ სამურაბე ვარდები. თანამედროვე ვარდებიდან კარგ რეკომენდაციას აძლევენ დავიდ ოსტინის ინგლისურ ვარდებს.რათქმა უნდა ქიმიით არ უნდა წამლოთ.

Posted by: BadbadGirl 17 Jun 2012, 15:54
daila
QUOTE
რაში შეიძლება გამოვიყენო ვარდის ფურცელი გადავყარე ერთი ტომარა?[მურაბა?]

გააშრე ფურცლები, მერე პატარ ტომარებში გამოკარი და შეკიდე გარდერობში ან სადმე მასე smile.gif სასიამოვნო სურნელი ექენბა ტანსაცმელს smile.gif
ან კიდევ რამე თავღია ჭურჭელში ჩაყარე გამხმარი ფოთლები და დადე ოთახში smile.gif კარგ სურნელს აფრქვევენ ხოლმე smile.gif

დამავიწყდა, კიდევ გამშრალი ვარდის ფურცლები აბაზანაშიც შეგიძლია გამოიყენო. წყალში ჩაყრი და მოდუნდები კარგად ვარდებიან წყალში smile.gif


ესეც ჩემი შტერუკა ვარდი, სამი კოკორი აქვს. უფრო ღია იქნებოდა მეგონა, მარამ რაღაც ბორდო ჩანს.
ცდილობს გაიყვავილოს მაგრამ არ გამოდის, ძალიან ცუდი ამინდები გვქვს.

user posted image

Posted by: MaShiko-MuSicology 17 Jun 2012, 17:03

palavando
QUOTE
MaShiko-MuSicology



მიხარიააsmile.gif)))

BadbadGirl
QUOTE
გააშრე ფურცლები, მერე პატარ ტომარებში გამოკარი და შეკიდე გარდერობში ან სადმე მასე  სასიამოვნო სურნელი ექენბა ტანსაცმელს 
ან კიდევ რამე თავღია ჭურჭელში ჩაყარე გამხმარი ფოთლები და დადე ოთახში  კარგ სურნელს აფრქვევენ ხოლმე 

დამავიწყდა, კიდევ გამშრალი ვარდის ფურცლები აბაზანაშიც შეგიძლია გამოიყენო. წყალში ჩაყრი და მოდუნდები კარგად ვარდებიან წყალში 


აუ რა კარგია, სულ მინდოდა გამეკეთებინა ვარდის ფურცლების პატარა ბალიშები. ესე იგი კარგიაsmile.gif) მადლობა რჩევისთვისsmile.gif :*

Posted by: irmushela 18 Jun 2012, 22:51
ჩემი კიდევ ერთი მინიატურული ვარდი
http://imageshack.us/photo/my-images/834/dsc04661s.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: MaShiko-MuSicology 19 Jun 2012, 23:50
palavando
ქალბატონო მარინა, ხვალ პირველის მერე ხართ "იელში"?

Posted by: palavando 20 Jun 2012, 00:50
MaShiko-MuSicology
ბოდიში, მაგრამ ხვალ არ ვიქნები.ზეგ იყოს თუ შეგიძლია. გამეხარდება შენი ნახვა.

Posted by: MaShiko-MuSicology 20 Jun 2012, 02:12
palavando
უიჰsmile.gif) ახლა მე ბოდიშიsmile.gif) ზეგ კონფერენციაზე ვარsmile.gif აი, პარასკევს თუ იქნებით, სამის მერე, კიsmile.gif)

Posted by: palavando 20 Jun 2012, 02:32
MaShiko-MuSicology
პარასკევი იყოს. მერე შაბათ -კვირას ისევ არ ვიქნები. ახალგაზრდობა უნდა გავიხსენო ასპინძის მხარე უნდა დავლაშქრო. ისე მეგობრების ერთგულებას რა ვუთხრა, თორემ ჩემი წონისა და მოწევის პატრონი თმოგვზე და ხერთვისზე როგორი ასაზიდია?ვეხვეწე, ხუთჯერ მაინცა ვარ ნამყოფი და თავი დამანებეთ მეთქი ,მაგრამ არ დაიშალეს . ეხლა თავს დააბრალონ. მე კი თუ გადავრჩი ამ ალპინიადას ორშაბათიდან ისევ შეგეხმიანებით.

Posted by: MaShiko-MuSicology 20 Jun 2012, 12:16
palavando
QUOTE
პარასკევი იყოს. მერე შაბათ -კვირას ისევ არ ვიქნები. ახალგაზრდობა უნდა გავიხსენო ასპინძის მხარე უნდა დავლაშქრო. ისე მეგობრების ერთგულებას რა ვუთხრა, თორემ ჩემი წონისა და მოწევის პატრონი თმოგვზე და ხერთვისზე როგორი ასაზიდია?ვეხვეწე, ხუთჯერ მაინცა ვარ ნამყოფი და თავი დამანებეთ მეთქი ,მაგრამ არ დაიშალეს . ეხლა თავს დააბრალონ. მე კი თუ გადავრჩი ამ ალპინიადას ორშაბათიდან ისევ შეგეხმიანებით.


უჰჰsmile.gif) კარგიააsmile.gif))

Posted by: Emanuely 20 Jun 2012, 14:02
ვინმე ვერ დამეხმარებით ? მაინტერესებს რაღირს 1 ცალი ვარდი თბილისში ?

Posted by: BadbadGirl 20 Jun 2012, 20:42
ორი დღეა ამინდი გამოვიდა და დაიწყო გაფურჩქვნა ჩემმა ვადმა Ö=
user posted image

Posted by: mashikooo 20 Jun 2012, 21:03
palavando
ისეთ სილამაზეებს გამოფენთ ხოლმე, გული მიჩქარდება...ვარდები სამწუხაროდ, ჩემი სფერო არაა, სავარდე სივრცე არ გამაჩნია, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტ love.gif
daila
ბევრი სურათები რომ დააწყვეთ, ჩემთან თავიდან არ გაიხსნა, ახლა უეცრად შემომანათეს და wow.gif ..შავი მაინც რა ლამაზია..
ძალიან ცოცხალი და ლამაზი თემაა ეს თემა

Posted by: daila 21 Jun 2012, 18:19
mashikooo
...და არ მინდა ჩაიძიროს.სოფლიდან ჩამოვალ თუ არა მაშირვე შემო[ვარდები]ხოლმე.
მცენარე რომელიც,ჯერ კიდევ რუსთაველის დროს იყო განთქმული და პოპულარული. idea.gif

Posted by: daila 22 Jun 2012, 22:40
ვიდრე ვარდის სურათები დაიდება შეგახსენებთ შოთას აფორიზმებს;-
;არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან''.......

თქვა ;ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია''......

;მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა''......

მართლა თქმულა ;არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი''......

''რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა''.....

Posted by: nanana 23 Jun 2012, 13:59
palavando
ქალბატონო მარინა, ერთი თვის წინ ვიყავი თქვენთან და ვიყიდე აბრაამ დერბი და კიდევ ერთი ჯიშის ვარდი. ვაჭმევთ, ვასმევთ ინსტრუქციის მიხედვით, ძალიან მზიან ადგილასაც არ დგას, უბრალოდ დიდ დიღომში სულ ქარებია და შევამჩნიე რომ ზოგიერთი ტოტი და ფოთოლი გაუხმა და შავი ლაქები აქვს ზოგ ფოთოლს და ნორმალურია ეს?

Posted by: BadbadGirl 23 Jun 2012, 15:37
როგორც იქნა ბოლომდე გაიყვავილა smile.gif მეგონა ბორდოსფერი დარჩებოდა და მაგრამ გაწითლდა tongue.gif
user posted image

Posted by: Melpomene 23 Jun 2012, 21:48
ვარდები მაჩუქეს და, რომ არ დაჭკნეს, რა უნდა ვქნა? მასწავლეთ, მეგობრებო...

ესენია... love.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: irinka7776 24 Jun 2012, 16:09
irmushela
ხომ ვერ მეტყვით,როგორ უვლით მინიატურულ ვარდებს.თებერვალში მაჩუქეს და ვერაფრით ვერ გავახარე,ძალიან ხშირად უხმება ფოთლები.

Posted by: palavando 24 Jun 2012, 20:37
daila
QUOTE
არ მინდა ჩაიძიროს.სოფლიდან ჩამოვალ თუ არა მაშირვე შემო[ვარდები]ხოლმე

და რუსთველისთვის 2kiss.gif up.gif
nanana
QUOTE
ზოგიერთი ტოტი და ფოთოლი გაუხმა და შავი ლაქები აქვს ზოგ ფოთოლს და ნორმალურია ეს

არა, ნორმალური არ არის. საერთოდ ვარდსარ უყვარს ქარი და დიდი სიცხეები.შეიძლება ფოთლები ძალიან შეელახოს,მაგრამ ტოტის გახმობა ცოტა ზედმეტია.
1.შეამოწმეთ ნერგი ქარისაგან,ხომ არ მოირყა.თუ ყანყალებს აუცილებლად მიუტკეპნეთ ყელთან და გამხმარი ტოტები შეაჭერით.
2.დალაქული ფოთლები ჩამოცილეთ და უკანა მხრიდან კარგად დაათვალიერეთ.თუ შეამჩნევთ ,რომ რაღაც ფქვილივით მოთეთრო აყრია,რაიმე მწერები საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამლეთ.(ტალსტარი, კარატი ,ფიტოვერმი, აქტარა...)საღამოობით ფოთლებს წყალი შეასხურეთ ხოლმე,ყვავილებს ნუ დაასველებთ.
საერთოდ, წყლის შესხურებაზე პროფესიონალების აზრი გაყოფილია, მაგრამ მე ვეთანხმები იმათ აზრს ვინც თვლის,რომ ცხელ კლიმატურ ზონებში შესხურება მცენარეს აგრილებს და ფოთლებს სიხასხასეს უბრუნებს.ამ მევარდეების არგუმენტია, რომ როცა დედა ბუნება წვიმით რწყავს მცენარეებს, იგი მცენარეს ფოთლებიანად ასველებს და ამით გვკარნახობს, რომ ასეთი მორწყვის წესი უფრო ბუნებრივია.
* * *
BadbadGirl
მაგარია.წითლის წითელია up.gif
Melpomene
irinka7776
თქვენი ვარდები კორდანას ვარდები უნდა იყოს. მაგ ვარდებზე 28 გვერდზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია დევს.

Posted by: nanana 24 Jun 2012, 21:13
palavando
QUOTE
არა, ნორმალური არ არის. საერთოდ ვარდსარ უყვარს ქარი და დიდი სიცხეები.შეიძლება ფოთლები ძალიან შეელახოს,მაგრამ ტოტის გახმობა ცოტა ზედმეტია.
1.შეამოწმეთ ნერგი ქარისაგან,ხომ არ მოირყა.თუ ყანყალებს აუცილებლად მიუტკეპნეთ ყელთან და გამხმარი ტოტები შეაჭერით.
2.დალაქული ფოთლები ჩამოცილეთ და უკანა მხრიდან კარგად დაათვალიერეთ.თუ შეამჩნევთ ,რომ რაღაც ფქვილივით მოთეთრო აყრია,რაიმე მწერები საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამლეთ.(ტალსტარი, კარატი ,ფიტოვერმი, აქტარა...)საღამოობით ფოთლებს წყალი შეასხურეთ ხოლმე,ყვავილებს ნუ დაასველებთ.
საერთოდ, წყლის შესხურებაზე პროფესიონალების აზრი გაყოფილია, მაგრამ მე ვეთანხმები იმათ აზრს ვინც თვლის,რომ ცხელ კლიმატურ ზონებში შესხურება მცენარეს აგრილებს და ფოთლებს სიხასხასეს უბრუნებს.ამ მევარდეების არგუმენტია, რომ როცა დედა ბუნება წვიმით რწყავს მცენარეებს, იგი მცენარეს ფოთლებიანად ასველებს და ამით გვკარნახობს, რომ ასეთი მორწყვის წესი უფრო ბუნებრივია.


მადლობა რჩევისთვის. რომ არ ეყანყალა თავიდანვე სარზე დავამაგრეთ. ხვიარა ჯიშებია. ადგილს შევუცვლი, სადაც უფრო ნაკლები ქარია

Posted by: BadbadGirl 24 Jun 2012, 21:19
nanana
QUOTE
. ხვიარა ჯიშებია. ა

ჩემიც ხვიარააა Ö=
რა ფერებია შენი? უკვე ყვავილობენ?

palavando
გმადლობ.
რომ მორჩება ყვავილობას გადავჭრა ტოტი ნახევარზე? მინდა რომ სიგრძეში გაიზარდოს, აივანზე რომ ავუშვა Ö=

Posted by: irinka7776 24 Jun 2012, 21:40
palavando
დიდი მადლობა.......

Posted by: nanana 25 Jun 2012, 09:21
BadbadGirl

ვარდისფერია ერთი და მეორე ვარდისფერი მოყვითალო ტონებით. რომ ვიყიდე ჰქონდა ერთი ორი ყვავილი, მაგრამ მერე დასცვივდა. ერთი თვეა რაც მაქვს. ეხლა შენის ფოთლებს რომ შევხედე, ჩემი ისეთი საცოდავია მაგასთან შედარებით. ძაან მოწყენილია sad.gif ახალი სახლის აივნისთვის ვიყიდე და ეხლა დროებით კი მაქვს დედამთილის აივანზე. 1 თვეში გადავდივართ უქარო ადგილას და იმედია იქამდე მიატანს.

Posted by: palavando 25 Jun 2012, 11:37
BadbadGirl
QUOTE
რომ მორჩება ყვავილობას გადავჭრა ტოტი ნახევარზე? მინდა რომ სიგრძეში გაიზარდოს, აივანზე რომ ავუშვა

არა,არ გადაჭრა. მხვიარა ვადის დაბალზე გადაჭრა არ შეიძლება. შეიძლება დაბუჩქება დაიწყოს.მხოლოდ გადაყვავებული ტოტი გადაჭერი ყვავილის ქვევით, კარგად განვითარებულ,გარეთ მომზირალ კვირტამდე.
nanana
ანუ,ქოთანში გაქვთ ჩარგული? დრენაჟი ხომ არ დაგავიწყდთ? მაინც ,ქარის ბრალი უნდა იყოს.ჯერ ახალ ნიადაგში ფესვები გატანილი არ ექნება და ქარი ად ვილად მოარყევს.რყევა კი პატარა მოუმაგრაბელი ნერგისთვის საშიშია. სარის იმედზე ნუ დადგებით ,მაინც მიტკეპნეთ ყელთან.აბრაჰამი ძალიან ყხვად და პრაქტიკულად შეუჩერებლად მოყვავილეა,მაგრამ პატარა ნერგს მომაგრება ჭირდება.

Posted by: nanana 25 Jun 2012, 13:53
palavando
QUOTE
nanana
ანუ,ქოთანში გაქვთ ჩარგული? დრენაჟი ხომ არ დაგავიწყდთ? მაინც ,ქარის ბრალი უნდა იყოს.ჯერ ახალ ნიადაგში ფესვები გატანილი არ ექნება და ქარი ად ვილად მოარყევს.რყევა კი პატარა მოუმაგრაბელი ნერგისთვის საშიშია. სარის იმედზე ნუ დადგებით ,მაინც მიტკეპნეთ ყელთან.აბრაჰამი ძალიან ყხვად და პრაქტიკულად შეუჩერებლად მოყვავილეა,მაგრამ პატარა ნერგს მომაგრება ჭირდებ


თქვენს დიდ ქოთანში მაქვს ჯერჯერობით. როგორც თქვენმა კოლეგამ მითხრა, ერთი ორი თვე თავისუფლად გაჩერდება ამ ქოთნებშიო. პრინციპში გადატანა შემიძლია თუ უშველის.



Posted by: tikosha 25 Jun 2012, 14:42
ეზოს ვარდები მაქვს რამოდენიმე ძირი ყოველთვის კარგად ყვავილობდნენ მაგრამ წელს რატომღაც სათანადოდ ვერ არიან, თან შევამჩნიე ფოთლები უფუჭდებათ და რამოდენიმე ძირს მწვანე მატლები ქონდათ, სასწრაფოდ მოვაშორე მატლებიანი ფოთლები, მაგრამ ალბათ რამე წამალი სჭირდებათ, იქნებ ვინმემ მითხრას როგორ ვუწამლო დაავადებულ ვარდებს. არადა ისეთი ლამაზი ვარდები მაქვს რო სულ ნარჩევი წითელიც, ყვითელიც, ჭრელიც, შავიც. დასანანია რო წელს ვერ გამოაჩინეს თავისი სილამაზე

* * *
ამ მეთოდით მასწავლეს ვარდის გამრავლება. რამდენად რეალურია?

http://pics.ge/x/b/r/742tt/

Posted by: palavando 25 Jun 2012, 18:21
nanana
თუ დიდ ქოთანშია არ გადაიტანოთ შემოდგომამდე.ყელთან მაინც მიუტკეპნეთ და ფოთლები შეამოწმეთ.ეგ ვარდი დვილად არ ავადდება,უფრო მწერები უნდა იყოს.ეგ მწერები იმდენად პატარაა,რომ უფრო ფქვილივით მიყრილს გავს.ხოლო ზემოთა მხრიდან ძალიან წვრილადაა ყვითლად აჭერებული.მაინც დაავადებები საწინააღმდეგოდაც შეწამლეთ(ტოპაზი)დასუსტებულია და დაავადებაც არ მოერიოს და კომპლექსური სასუქით მოკვებეთ.ეგებ სურათიც დადოთ და უფრო კონკრეტულად შევამჩნიოთ რა დაემართა.
tikosha
QUOTE
ამ მეთოდით მასწავლეს ვარდის გამრავლება. რამდენად რეალურია?

რეალურია.
მოვლასთან დაკავშირებით32-33 გვ.გადახედეთ
* * *
nanana
თუ დიდ ქოთანშია არ გადაიტანოთ შემოდგომამდე.ყელთან მაინც მიუტკეპნეთ და ფოთლები შეამოწმეთ.ეგ ვარდი დვილად არ ავადდება,უფრო მწერები უნდა იყოს.ეგ მწერები იმდენად პატარაა,რომ უფრო ფქვილივით მიყრილს გავს.ხოლო ზემოთა მხრიდან ძალიან წვრილადაა ყვითლად აჭერებული.მაინც დაავადებები საწინააღმდეგოდაც შეწამლეთ(ტოპაზი)დასუსტებულია და დაავადებაც არ მოერიოს და კომპლექსური სასუქით მოკვებეთ.ეგებ სურათიც დადოთ და უფრო კონკრეტულად შევამჩნიოთ რა დაემართა.
tikosha
QUOTE
ამ მეთოდით მასწავლეს ვარდის გამრავლება. რამდენად რეალურია?

რეალურია.
მოვლასთან დაკავშირებით32-33 გვ.გადახედეთ

Posted by: BadbadGirl 25 Jun 2012, 21:40
nanana
შეიძლება დედამთილის აივანი არ მოეწონა tongue.gif tongue.gif იმედია კარგად იგრძნობენ თავს რომ გადახვალ.

ჩემთან ისეთი წვიმებია ეს ბუჩქი ხედ რომ არ გაიზარდა ისიც მიკვირს. მზე არ მოხვედრია ნორმალურად.

palavando
გმადლობ, მასე ვიზავ!

Posted by: daila 26 Jun 2012, 14:37
ქალბატონოpalavando რატომ მოსდის ასე ვარდებს ?

Posted by: tikosha 26 Jun 2012, 14:38
palavando

დიდი მადლობა ვნახოთ რა გამომივა

Posted by: daila 26 Jun 2012, 14:57
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/


Posted by: endless 26 Jun 2012, 15:11
რევოლუციის შემდეგ ვარდები შემზიზღდა tongue.gif

Posted by: daila 26 Jun 2012, 15:14
თავი ჩამოუვარდება და შემდევ ხმება.
ბოლო სამი წლის ვარდია ჯერ არ უყვავილია აქვს ორ ფოთლიანი ტოტები არავითარი ყვავილი.
[გ ა ი რ ი ნ დ ა?] რა ეშველება?
* * *
endlessდადგმულ სპექტაკლს შენ რევოლუციას ეძახი?


Posted by: MITIATO 26 Jun 2012, 19:05
iniko
იმ მეილზე, რომლითაც ფორუმზე დარეგისტრირდი მოგივიდოდა ლინკი, რომელსაც თუ არ გაააქტიურებ, ფორუმზე ვერ დაწერ.
ახლა შენი ნაწერი მარტო მოდერატორებს მისდით.

endless
daila
რევოლუციებზე ილაპარაკეთ პოლიტიკაში! smile.gif

Posted by: BadbadGirl 26 Jun 2012, 21:01
ვაიმე მინდა სულ გაგიზიაროთ ჩემი ვარდის სურათები. ისე მახარებს, დღეს აივანზე გავედი და კიდევ ერთი კოკორი გაფურჩქნულა (სულ სამი ქონდა) და ეს ყველაფერი პირველ ჯერზე. მომავალ წელს იმედი მაქვს უკვე აივანზე იქნება "აბობღებული" smile.gif ნარინჯისფერი ოსტინიც უნდა ვიყიდო smile.gif

user posted image

user posted image

Posted by: tikosha 27 Jun 2012, 16:55
იცით რა მაინტერესებს ეზოში პატარა ფანჩატურივით მინდა გავაკეთო, ერთ მხარეზე დაბალი გრძელი ღობე უწევს და მინდა ზედ მხვიარა ვარდი რომ გავუშვა მაგრამ მზიანი მხარე არაა, და გაიხარებს მხვიარა ვარდი ჩრდილში?

Posted by: palavando 29 Jun 2012, 00:22
BadbadGirl
ძალინ ლამაზია smile.gif
tikosha
QUOTE
გაიხარებს მხვიარა ვარდი ჩრდილში?

მზე სულ არ ხვდება? ვარდებისათვის იდიალურია მზე 12 საათამდე, ამ პირობებში ყველა ვარდი ძალიან კარგად ყვავილობს.თუ უმზეო, მაგრამ კარგად განათებული ადგილია მაშინაც მოიძებნება რამდენიმე მხვიარა ჯიში ,რომელიც კარგად ეგუება ჩრდილიან ადგილს.მაგ. ნიუ დოუნი და ზოგიერთი ოსტინის ინგლისური მხვიარა ვარდი..
daila
სურათზე თითქოს არაფერი ეტყობა.გარინდვისათვის 3 წელი ცოტა ბევრია,თან გარინდვას ტოტების ხმოდა არ ახასიათებს.ახალ ნაზარდს ეკლები გაუსინჯეთ,ძალიან დარბილებული და მომჩვარული ხომ არ არის.არის ასეთი დაავადება- როზეტი , მომჩვარვა და ხმობა ამ დაავადების ნიშნებია, კიდევ ახასიათებს უხვი ,ძალიან რბილი ეკლის გამოყრა ახალ ყლორტებზე,სამწუხაროდ არ იკურნება.

Posted by: tikosha 29 Jun 2012, 14:37

QUOTE
თუ უმზეო, მაგრამ კარგად განათებული ადგილია მაშინაც მოიძებნება რამდენიმე მხვიარა ჯიში ,რომელიც კარგად ეგუება ჩრდილიან ადგილს


რა კარგია, ესეიგი ლამაზი ვარდის ღობე მექნება, ძალიან მინდოდა და სახლში მეუბნებოდნენ არ გაიხარებსო აქო ვარდიო, ერთ დღესაც მოვალ თქვენთან ქალბატონო მარინა, თქვენთან ალბათ შევარჩევთ ასეთი ჯიშის ვარდებს

Posted by: MITIATO 1 Jul 2012, 14:33
misanaklia
გაგიმარჯოს, მაგრამ შენი ნაწერი მარტო მე მომდის. biggrin.gif

იმ მეილზე შედი, რომლითაც ფორუმზე დარეგისტრირდი და ლინკი გააქტიურე, თორემ ვერ დაწერ ვერც ვარდების თემაში და ვერც ვერსად.

Posted by: varianeli 1 Jul 2012, 16:03
ქალბატონო მარინა გვიან მაგრამ მაინც გიგზავნით შეპირებულ ვარდის სურათებს smile.gif
ეს თქვენი ნაჩუქარი "ბლუ მუნ"

http://www.radikal.ru

* * *
ეს წითელი ვარდები წელს ვიყიდე ერთ წლიანი ნერგები მარტში და უკვე ყვავის

http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
ეს ჩემი დაკალმებული ვარდია და ცოტა გვიან იფოთქავს
http://www.radikal.ru
* * *

ეს სტაფილოსფერიც ჩემი დაკალმებულია...
http://www.radikal.ru

სამწუხაროდ სხვა ფერი ვარდების პირველი ფაზის ყვავილობა უკვე დასრულდა და ვეღარ მოვახერხე გადაღება

Posted by: BadbadGirl 1 Jul 2012, 19:26
palavando
გმადლობ.
სუნრელზე ახლა მივხვდი ადრე რაც დამიწერე. სიმპათიის აღწერილობაში წერია - მძაფრი სურნელის ვარდიო, სინამდვილეში კი 10 ქულიან სკალაზე სუნრნელის სიმძაფრეში ჰაჰა 4 ქულა დავუწერო.


varianeli
ლამაზებია smile.gif

Posted by: palavando 1 Jul 2012, 22:52
varianeli
გამარჯობა,ლამაზი და რაც მთავარია, ჯანსაღი ვარდები გაქვს smile.gif
* * *
tikosha
QUOTE
თქვენთან ალბათ შევარჩევთ ასეთი ჯიშის ვარდებს

yes.gif

Posted by: sofoza 1 Jul 2012, 23:47
გამარჯობათ. თქვენის ნებართვით შემოგიერთდებით. ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ყვავილებმა (მსუბუქად რომ ვთქვათ ბოდვა დამეწყო), მართალია ამ სფეროში სრული დილეტანტი ვარ მაგრამ იმედია ცოტ-ცოტას გავეკვევი, ხოდა მინდა სადმე ვიშოვო ჩემი და დედაჩემის საყვარელი თეთრი ვარდი დიდი ყვავილი და სასიამოვნო სურნელი რომ აქვს . იქნებ მირჩიოთ რამე. ან ვინმეს ხომ არ გაქვთ რომ გავამრავლო, ან სად ვიპოვო. ერთხელ კი ვიყიდე ჩემი ჭკუით ვარდი მარა თეთრის მაგივრად ვარდისფერი აღმოჩნდა და თანაც ვარდის არამსგავსი.
user.gif

Posted by: daila 2 Jul 2012, 20:22
sofozaასაკში ხომ არა ხარ?
tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif [ჩემი შვილები ასე მეუბნევიან ხოლმე,მეკეტება ყვავილებზე, ლამაზ ქვებზე,და ას შ.]
palavando
სურათები დავდე და სოფელში წავედი,პასუხისთვის მადლობა.ვარდს ახალ ამოსულ ტოტს თავი რომ მოწყდება და ხმება ეს ის ხომ არ არის შემდეგ, რომ იხვრიტება ტოტი მთელ სიგრძეზე ფესვებამდე და ხმება მთლიანათ.
;ვარდი თუ გახმეს,ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა''-ისევ შოთა.

Posted by: palavando 2 Jul 2012, 22:19
sofoza
ვარდის მოყვარულის შემომატება ყოველთვის გვიხარია 2kiss.gif
QUOTE
მინდა სადმე ვიშოვო ჩემი და დედაჩემის საყვარელი თეთრი ვარდი დიდი ყვავილი და სასიამოვნო სურნელი რომ აქვს

სამწუხაროდ თქვენი სურვილი ძალიან ზოგადია. ძალიან ბევრი თეთრი ვარდი არსებობს.ჩვენც გვაქვ 'იელში " ,მაგრამ დიდბუტონიანი თეთრი დიდი სურნელით არ გამოირჩევა(ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი) ხოლო მეორე, "მარგარიტ მერილი"მომცრო ფლორიბუნდაა,ანუ მრავალყვავილაა,მაგრამ საკმაოდ სურნელოვანია.

Posted by: sofoza 3 Jul 2012, 00:36
palavando მადლობთ ..
მახსოვს ბავშვობაში გვქონდა ეზოში და დიდი ყვავილი და კარგი სუნი ქონდა. მერე ვიღაცამ გადარგო სხვა ადგილას და გახმა. ხოდა ეგეთის პოვნას შევეცადე. თუ არა და დიდბუტოიანი ნაკლებად სურნელოვანი თეთრი ვარდიც უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა. 2kiss.gif bis.gif

Posted by: palavando 3 Jul 2012, 01:36
daila
QUOTE
ახალ ამოსულ ტოტს თავი რომ მოწყდება და ხმება ეს ის ხომ არ არის შემდეგ, რომ იხვრიტება ტოტი მთელ სიგრძეზე ფესვებამდე და ხმება მთლიანათ.

ეგ ვარდის მხერხავს ახასიათებს .ძალიან საშიში მატლია. თუ ეგ ნიშნები აქვს სასწრაფოდ დაიწყე გადაჭრა. როცა საღ ადგილამ,დე ჩახვალ მერე შეგიძლია გაჩერდე, როგორც წესი სადღაც შუა გზაზე "პერეხვატის" გაკეთება შეიძლება.ეგ მატლი ,როგორც წესი ზემოდან ქვევით მოძრაობს და შტოს ბურღავს.რადგან ტოტში ზის ,შეწამვლა არ მოქმედებს, მისი მოცილება მხოლოდ მექანიკურადაა შესაძლებელი.
sofoza
ამ დღეებში იელში მივალ და თუ კიდევ დარჩა დიდბუტონიანი თეთრი შეგატყობინებთ.

Posted by: sofoza 3 Jul 2012, 19:35
[QUOTE=palavando
[QUOTE]ამ დღეებში იელში მივალ და თუ კიდევ დარჩა დიდბუტონიანი თეთრი შეგატყობინებთ.[/QUOTE]

ძალიან კარგი.. smile.gif ისე იელი სად\რა არის ??

Posted by: palavando 3 Jul 2012, 22:54
sofoza
QUOTE
ისე იელი სად\რა არის ??

იელი ფირმის სახელწოდებაა.ვმუშაობთ ბაღების და ეზოების გამწვანებაზე,გვაქვს დეკორატიული მცენარეები და ძალიან საინტერესო ვარდები. ვართ დიდუბის ექსპო -ჯორჯიის ტერიტორიაზე. წინა გვერდებს გადახედეთ და თუ ვარდები გიყვართ ,დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო ვარდს ნახავთ.

Posted by: varianeli 4 Jul 2012, 10:26
palavando
რამდენიმე ვარდიე კოკორი კარგად ვერ განვითარდა...ახალ ამოსულ ნორჩი კოკორი უცბად თავს ჩამოხრიდა და კვდებოდა..სამჯერ მაინც მოვწამლე..მაინც ვერ უშველა..გუშინ ეს განუვითარებელი კოკორი ტოტიანად მოვჭერი..როგორც სალამური ისე იყო გამოფუტუროვებული..მივყევი და ბოლოსკენ ერთი მსუქანა მატლი აღმოვაჩინე...საშინელი რამეა..ნეტა მაგისი წამალი არ არსებობს? რაღაცა მწერია, ჯერ ნორჩ კოკორს გაჭრის და კვერცხს დებს ამ ჭრილში..კოკორი მოკვდება..ეს მატლი იჩეკება ამ კვერცხიდან და იწყებს ქვედა , მსხვილ ტოტებში წასვლას...და გასუქებას...ვარდის ბუჩქი კი ზიანდება..

Posted by: daila 4 Jul 2012, 10:41
varianeli მაგან გამინადგურა ბევრი ვარდი. ზოგს ვერ შეამჩნევ ისე აფუჭებს.გარკვეული დროის შემდეგ მთლიანად ახმობს.
gigi.gif

Posted by: varianeli 4 Jul 2012, 10:51
daila
მთელ ბუჩქს ახმობს? არა მგონია? იმიტომ რომ ადრეც ხდებოდა ეგეთი რამ..მართალია არ ვიცოდი მიზეზი, მაგრამ ის ვარდები არ გამხმარან, უბრალოდ სუსტებოდნენ..

Posted by: palavando 4 Jul 2012, 15:28
daila
varianeli
QUOTE
მთელ ბუჩქს ახმობს?

შეუძლია მთელი ბუჩქი გაახმოს,. განსაკუთრებით ნორჩი 1-2 ტოტიანი ნამყენი. წამალი პრტქტიკულად არ არსებობს, მაგრამ დროული გადაჭრა შველის. ოღონდ ტოტი აუცილებლად დაწვით.ეგ მხერხავები სამწუხაროდ აღმავილი და დაღმავალიც არსებობს.ასე,რომ თუ ვარდი ბევრტოტიანი და კარგად განვითარებულია ,ჯობია ეგ ტოტი ძირშივე გადაჭრათ.

Posted by: daila 5 Jul 2012, 18:34
palavandoვარდს, კი დიდს ვერ ერევა . ორ წლიანს კი ფესვში მიჰყვება.თუ ვერ შეამჩნიე ფესვში ჩადის.ფესვიდან ახმობს.მაგ ხვრატიამ სულ გამიხმო მალინები
gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: *porcelain* 6 Jul 2012, 01:38
ჯუჯა ვარდს როგორ უნდა მოვუარო???ეხლახანს შევიძინე...მაქვს გარეთ ოღონდ არა მზეში...წყალსაც არ ვუსხამ ხშირად....მასწავლეს რომ ნოემბერში ან ოქტომბერში უნდა "გავკრიჭო"........როდის ყვავილობს? და რა უყვარს....მაინტერესებს ყველაფერი smile.gif )

Posted by: palavando 7 Jul 2012, 00:40
*porcelain*
QUOTE
ჯუჯა ვარდს როგორ უნდა მოვუარო?


ჯუჯა ვარდების მოვლის ხერხები დიდადაა დამოკიდებული იმაზე,თუ რა ტიპის ჯუჯები გაქვთ .ნამდვილი ჯუჯა ვარდი ბიოლოგიურად ჩვეულებრივი ვარდია და მას ისევე უნდა მოუაროთ როგორც დიდ თნამოძმეს.ასეთ ვარდებს არ უყვართ ოთახი,ისინი ჯობია აივანზე გქონდეთ.ვარდები ალბათ ქოთანში გაქვთ. განათება -6სთ მზე(ჯობია დილის),კარგი ნიადაგი-თანაბარი წილი კომპოსტი,ნაკელი(კარგად გადამწვარი),ტორფი,ნეშომპალა, ქვიშა .თუ ეს კომპონენტები ვერ იშოვეთ,არც ესაა დიდი უბედურება-აიღეთ კარგი ტყის მიწა+ცოტა ნაკელი+ქვიშა.მორწყვა-არ გადაალპოთ,მორწყეთ როცა მიწის ზედაპირი ოდნავ შეშრება,ზამთარში მორწყვა ძალიან შეამცირეთ-მორწყეთ მხოლოდ თბილ ამნდში,მხოლოდ დილის საათებში.ზამთარში ჯუჯა ვარდებს ჭირდებათ დასვენება,თუ მაინც ოთახში გაქვთ-დადგით ყველაზე გრილ ადგილზე(გაუმთბარ ოთახში) ისე ჯობია აივანზე დატოვოთ. ვარდებს ძალიან უყვართ კვება,განსაკუთრებით ქოთანში-კვებეთ ნებისმიერი ყვავილების კომპლექსური საკვებით 7-10 დღეში ეერთხელ.საკვების შეტანის წინ ქოთანი აუცილებლად მორწყეთ.ქოთანში ვარდებს ძალიან უყვართ ფოთლებიდან კვება,ანუ წყალში გახსნილი საკვების შესხურება,ასეთ შემთხვევაში იხმარეთ ძალიან სუსტი ხსნარი-წყალში გახსენით ჩვეულებრივი დოზის მესამედი.შესხურება ჯობს მზის გადასვლის შემდეგ(სველ ფოთლებზე პირდაპირმა მზემ შეიძლება ფოთლები დაწვას)
ვარდი კვებეთ მთელი გაზაფხული და ზაფხული,შემოდგომაზე და ზამთარში არ კვებოთ.ადრე გაზაფხულზე ვარდს ტოტები შეუკვეცეთ-არ გადაჭრათ ძალიან დაბალზე(არ უყვარს დაბლა გადაჭრა)გადაჭრისდროს მიაქციეთ ყურადღება კვირტების განლაგებას.ისე გადაჭერით,რომ ტოტზე კვირტი გარეთ იყურებოდეს.
ყველაფერი ეს ჩვეულებრი ჯუჯებს ეხებათ,თუ თქვენ ოთახის ჯუჯები(კორდანა ვარდები )გაქვთ ,დაპოსტეთ -მათი მოვლის წესი ძალიან განსხვავებულია..

Posted by: Semy 7 Jul 2012, 13:39
ვარდს ღეროები და ფოთლები რო ვცვივა აი ერთი თითის მიდებით რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: palavando 8 Jul 2012, 16:01
Semy
გამომწვევი ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ქოთანში გყავს მარტივით დავიწყოთ-ძალიან ბევრ წყალს ხომ არ აძლევ? ეგ ნიშნები ზედმეტ ტენიანობას ახასიათებს.

Posted by: daila 8 Jul 2012, 23:47
palavando გამარჯორათ,რა კარგ ამომწურავ ინფორმაციებს დებთ,გადავწყვიტე ჯუჯა ვარდებიც მყავდეს.
შეკითხვა-1 ჯუჯაც შეიძლება კალმით გავამრავლო?
2-შემოდგომით კალმით გახარებული ვარდები გაყვავდა [ჩვეულებრივი დიდი ვარდები]აქვს პატარა ბუტონები, ე.ი ყვავილები.შემდეგში გადიდდება თუ ისეთივე პატარა დარჩება?

Posted by: palavando 9 Jul 2012, 00:51
daila
ჯუჯა ვარდები კალმით ძალიან ადვილად მრავლდება.აუცილებლად გაუდიდდება. პირველ წელს ვარდი ვერ ახერხებს სრულფასოვანი ყვავილის ჩამოყალიბებას.ჯერ ბუჩქი უნდა მოღონიერდეს.

Posted by: daila 9 Jul 2012, 09:29
palavando მადლობა-გეიხარე.
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: *porcelain* 10 Jul 2012, 09:53
palavando

ჩვეულებრივი ჯუჯა ვარდებია....უღრმესი მადლობა რჩევისათვის....ფოთლები უყვითლდებასავით ეხლა..აივანზე კი მაქვს..მაგრამ მიწა და ქოთანი არმომწონს და შეცვლას ვაპირებ....

გმადლობთ!

Posted by: palavando 12 Jul 2012, 02:00
იმედი მაქვს ,რომ ეს ინფორმაცია ვარდების ბევრ მოყვარულს გამოადგება

ვარდების ავ კარგიანობა რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყვავილობის სიხშირე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია.უმეტესობა თანამედროვე ვარდებისა ტალღებად ყვავის მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ ხომ საინტერესოა მაინც რა ინტერვალია ამ ტალღებს შორის.ჩვენს კლიმატურ ზონაში ,სადაც ზაფხულის ტემპერატურა 35 გრადუსს აჭარბებს ვარდის ყვავილობის ევროპული მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ჩვენს რეალობას ,რადგან ვარდი მაღალ ტემპერატურებზე ძალიან ცუდად რეაგირებს ,ინტენსიურ თავდაცვაზე გადადის,წყვეტს ყვავილობას და იძინებს.ანუ ბევრი ვარდი, რომელსაც ძალიან კარგი ყვავილობის სიხშირის რეიტინგი აქვს, ჩვენთან ზაფხულში,მაინც არ ყვავის. ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, თუ როგორ იქცევა ადგილობრივ პირობებში კონკრეტული ვარდი .სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი მონაცემები საქართველოში არ არსებობს.მინდა ჩემი დაკვირვების შედეგები გაგაცნოთ.რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ძალიან მწირია, რადგან მხოლოდ იმ ვარდებს ეხება, რომელიც ჩვენს კოლექციაშია(200 სახეობა), მაგრამ იმედი მაქვს, რომ თანდათან თქვენც ჩაერთვებით და ერთად შევიმუშავებთ იმ ვარდების სიას, რომლებიც ჩვენს პირობებში ხშირად ყვავის და ნაკლებად ავადდება.
დავიწყებ მხვიარა ვარდებით:
პირველ ადგილზე ოსტინის აბრაჰამ დერბის გავიყვანდი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ამ ვარდს,საპასპორტო მონაცემებში უწერია, რომ მუდმივად მოყვავილეა(perpetual) და ნამდვილად ამართლებს ამ მონაცემს. პრაქტიკულად გაუჩერებლად ყვავის ნოემბრამდე, არ ეშინია მზის.
გაგრძელება იქნება.

Posted by: pernata 12 Jul 2012, 02:16
palavando
იქნებ, როცა შეძლებთ გუდაურში რა ვარდები გაძლებს, გვითხრათ? (და თქვენ თუ გაქვთ) ბევრს აინტერესებს...
პ.ს. პრიორიტეტული, რათქმაუნდა პოლიანტურებია smile.gif

Posted by: daila 12 Jul 2012, 02:30
palavandoროგორ გელოდით. დიდ შუალედებს აკეთებთ ჩვენს ზრდა განვითარებაში

Posted by: irmushela 12 Jul 2012, 09:00
http://www.radikal.ru
უკვე მეორე ყვავილობა

Posted by: daila 12 Jul 2012, 10:44
irmushela ეს ჯუჯა ვარდია? თვალი არ ეცეს .რამდენი წლისაა?: baby.gif up.gif

Posted by: irmushela 12 Jul 2012, 12:37
QUOTE
ეს ჯუჯა ვარდია? თვალი არ ეცეს .რამდენი წლისაა?:

კიი სამი წელია რაც მაქვს

Posted by: palavando 12 Jul 2012, 14:34
pernata
გუდაურის მაქსიმალური მინუსი, ან ზონა ხომ არ იცი.არსებობს ე.წ კანადური ვარდები ,რომლებიც სპეციალურად არის გამოყვანილი ძალიან ყინვიანი ზონებისთვის.ორი ცალი მქონდა ჩამოტანილი Adelaide Hoodles,Prairie Joy ფოკას მონასტერს ვაჩუქე, იქ ძალიან დიდი ყინვებია და უჭირთ მცენარეების გახარება. კალმები კი ავჭერი და მგონი გაიხარეს.
რამდენიმე ვარდი მაქვს 4 ბ ზონის -31,6.უფრო კარგად გვაქვს საქმე 5ბ ზონაში-26,1 აქ ბევრი ოსტინის ვარდი წავა.ზოგადად ძალიან ყინვა გამძლეებია ე.წ ისტორიული ვარდები გალიკები,ცენტრიფოლიები, რუგოზები,ალბები..სამწუხაროდ ძირითადად ერთხელ მოყვავილეებია.
მოკლედ, დამიპოსტე გუდაურის ზონა და უფრო კონკრეტულ ინფორმაციას დავდებ.

daila
QUOTE
როგორ გელოდით. დიდ შუალედებს აკეთებთ ჩვენს ზრდა განვითარებაში

2kiss.gif დავბერდი, მეტს ვერ ვქაჩავ.
irmushela
up.gif შენი კალამი ჩემთანაც გაშლის პირსაა.

Posted by: irmushela 12 Jul 2012, 16:08
palavando
QUOTE
შენი კალამი ჩემთანაც გაშლის პირსაა.

ართლა? რა კარგია
თქვენი მოცემულიც უკვე მეორე ჯერზეა უკვე

Posted by: daila 12 Jul 2012, 19:41
palavando მაგას ნუ ჰბძანებ მეფეო ,ჯერ ვარდი არ დაგჭკნობია
თქვენი თათბირი ავიცა სხვისი კარგისა მჯობია.

Posted by: palavando 12 Jul 2012, 19:59
daila
როგორც ციცინათელა აბედს არ ეკიდება
სიჭაბუკის გარეშე ლექსს ვინ მისცა დიდება?!

Posted by: daila 12 Jul 2012, 20:00

palavando ეხლა შეკითხვა; ვარდებს ავაჭერი ბივრი 2-3 ფოთლიანი ტოტი რომელმაც ყვავილი არ გაიკეთა, გამომივიდა გასხლვა დავაშავე?

* * *
palavandoგაიხარე
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: palavando 13 Jul 2012, 01:03
daila
QUOTE
ვარდებს ავაჭერი ბივრი 2-3 ფოთლიანი ტოტი რომელმაც ყვავილი არ გაიკეთა, გამომივიდა გასხლვა დავაშავე?

არა,ყვავილობის შემდეგ ვარდს მსუბუქი გასხვლა ჭირდება .შეცდომაა მხოლ;ოდ ყვავილის მოწყვეტა,გადაყვავილებული შტოს 1/3 დი უნდა მოვაჭრათ.უფრო დაბლა უნდა გადავჭრათ ის ტოტები , რომლებზეც ყვავილი არ ვითარდება,ასეთ შტოებს ბრმა შტოები ქვიათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომამ ბრმა შტოების Dაკალმება სასურველი არ არის, რადგან შეიძლება ცუდად მოყვავილე ბუჩქი განვითარდეს. კალმბად მხოლოდ გადაყვავილებული შტოები გამოიყენეთ.


ყვავილობის სიხშირე( გაგრძელება)
სასიამოვნო სურპრიზი იყო ჰარკნისის პენი ლეინი.ეს ვარდი იმითაა ცნობილი, რომ პირველი მხვიარა ვარდი იყო, რომელმაც ოქროს მედალი და უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა.ამ ვარდის საპასპორტო მონაცემებში წერია ტრაფარეტული-ყვავილობს ტალღებად მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მაისი დან , რომ დაიწყო არ შეჩერებულა და განუწყვწტლივ ყვავილობს.
2 ადგილი-პენი ლეინი
http://www.radikal.ru

მესამე ადგილზე 2 კანდიდატი მყავს;
კორდესის ვესტერლენდი და სახელგანთქმული ნიუ დოუნი.
თუ გახსოვთ ნიუ დოუნი დიდების სასახლის წევრია. და პასპორტში მასაც აბრაჰამივით მუდმივად მოყვავილე უწერია, მაგრამ ჩვენთან ყვავილობას შორის ინტერვალი მაინც გააკეთა. თუმცა პირველი ყვავილობა საოცრად უხვი ქონდა,გადაიპენტა ყვავილებით და მთელი ტვენახევარი იყვავილა, მსუბუქი გასხვლის შემდეგ დაახლოებით ორი კვირის თავზე ისევ ბუტონები დაიყარა და ეხლა ისევ ყვავილობას იწყებს.
http://www.radikal.ru

ასეთივე ხანმოკლე ინტერვალს აკეთებს ვესტერლენდი, ეს ვარდიც ძალიან უხვად და პრაქტიკულად შესვენების გარეშე ყვავის.
http://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება.


Posted by: ninia-lilia 13 Jul 2012, 01:14
palavando

თქვენი რჩევები ყოველთვის დროული და მისაღებია.შარან ჩემს ვარდებს უფრო მეტი და დიდი ყვავილი ქონდა წელს რაღაც მოიწყინეს და გაბუტულები არიან.რისი ბრალია???? თქვენი რჩევით ეპინითაც შევწამლე 3 ჯერ და კრისტალონითაც გამოვკვებე.წერენ მეორე ყვავილობაო და შარშან არ ქონია ეს მეორე ყვავილობა სულ ყვაოდნენ და წელს რა მოუვიდა??? იმ ყვთელ ვარდს არაფერი ეშველა იმედია გადარგვა უშველის.

Posted by: daila 13 Jul 2012, 09:40
ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. დღეს არაგვზე დიდი ნათლობა ჩატარდება. pop.gif
* * *
[b]palavando[/b;ერთი კითხვა და გავედით''-შემოდგომით გახარებული ვარდი რომელიც იყო მუქი წითელი ყვიტელი ზოლებით. ეხლა გაყვავდა ერთი ცალი და არა აქვს ყვითელი ზოლები. რომ გაიზრდება და ;დავაშკაცდება''-ექნება ყვითელი ზოლები?
[ვერ ვიღებ სურათებს მობილურით რომ განახოთ]

Posted by: palavando 13 Jul 2012, 18:52
ninia-lilia
QUOTE
თქვენი რჩევით ეპინითაც შევწამლე 3 ჯერ და კრისტალონითაც გამოვკვებე.წერენ მეორე ყვავილობაო და შარშან არ ქონია ეს მეორე ყვავილობა სულ ყვაოდნენ და წელს რა მოუვიდა???

ეს ფრაზა რას ნიშნვს? ყველა ვარდი ეპინით სამჯერ შეწამლეთ ,თუ მხოლოდ გლორიაზეა საუბარი?რამდენადაც მახსოვს,როცა ეპინით შეწამვლა გირჩიეთ მხოლოდ ყვითელ ვარდზე გვქონდა საუბარი.ეპინი ძალიან ძლიერი სტიმულატორია,და მისი გამოყენება,თან ასეთი დოზით ,იმ ვარდებზე, რომლებსაც სტიმულაცია არ ჭირდებათ მაინცდა მაინც სასურველი არ არის.საშინელება რა თქმა უნდა არ მოხდება, მაგრამ ვარდები დოზის გადამეტების გამო მაინც დაისტრესება, თუმცა მალე აღიდგენს ჩვეულ ფორმას.სხვა დროს ვარდების ჯანსაღ ბუჩქებზე ეპინი ერთხელ,მხოლოდ ბუტონიზაციის დასაწყის ეტაპზე გამოიყენეთ და თან დოზას არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ.
QUOTE
იმ ყვთელ ვარდს არაფერი ეშველა იმედია გადარგვა უშველის.

მოდით ჯერ ადგილზე გადაჭერით.1/3დი მოაცილეთ ყველა შტოს.ვნახოთ შემოდგომაზე რას იზამს.
წინა პოსტში მიწერია ვარდების ცუდი ,ან სულაც არ ყვავილობის მიზეზი-ხშირად დამკალმებელს მოყვავილე შტოს გადაჭრა ენანება და დასაკალმებლად იმ შტოს იღებს, რომელიც არ ყვავის,ესთი შტო ხშირად ე.წ ბრმა შტოა და მისგამ განვითარებული ბუჩქი ძალიან იშვიათად ყალიბდება კარგად მოყვავილე ვარდად.
daila
წესით კალამი დედის კლონია და აუცილებლად უნდა გაიმეორის მშობლის თვისებები.

Posted by: BadbadGirl 13 Jul 2012, 19:25
QUOTE
სეთივე ხანმოკლე ინტერვალს აკეთებს ვესტერლენდი,

ძალიან მიყვარს ეს ფერი!!!

ჩვენთან ვარდების ფესტივალია, და კაი ამინდი თუ იქნა ხვალ წავალ და სურათებს გადავიღებ. თქვენც გაგიზიარებთ.

Posted by: palavando 13 Jul 2012, 21:00
BadbadGirl
QUOTE
ჩვენთან ვარდების ფესტივალია,

სად თქვენთან?

Posted by: daila 13 Jul 2012, 22:36
palavandoკიდევ ერთი კითხვა?-გადარგვის დროს ბევრ ვარდს ვაზიანებ და მიხმება, თუ შეიძლება დავაკალმო ასე;- პლასმასის გადაჭრილ ბოთლში ჩავრგო და ზედ ცოტა პატარა ბოთლი დავაფარო. ეყოფა ფესვის განვითარებისთვის ცოტა მიწა? ასე გადარგვა შემდეგ ადვილი იქნება.

Posted by: palavando 13 Jul 2012, 23:15
daila
მიცდია და ჩვეულებრივდ კალმდება,ისიც მართალია,რომ მერე ადვილიაგადარგვა.როცა ფესვები მოუმაგრდება, გადარგვის წინ ცოტა შეაშრეთ და ჩაჭერით. ასე კომი არ დაეშლება.კალმის ჩასარჭობად მუქი ან გაუმჭვირვალე პლასმასი იხმარეთ. გამჭვირვალე ბოთლში მიწა ხშირად ობდება.ზემოდან კი გამ\ჭვირვალე დააფარეთ.

Posted by: pernata 13 Jul 2012, 23:19
palavando
მადლობთ smile.gif
ეხლა დავგუგლე და -5-იაო გუდაურის ყველაზე დაბალი ტემპერატურა rolleyes.gif
http://www.zoover.co.uk/georgia/georgie/gudauri/weather
-5 არამგონია, მაგრამ -25-ზე ქვევით არ ჩადისო. სუბალპური ზონაა

Posted by: palavando 13 Jul 2012, 23:25
pernata
კარგია 5ბ ყოფილა. დაგიდებ სურათებით.
* * *
Abraham Darby ®
William Shakespeare 2000
http://www.radikal.ru
Jude the Obscure
http://www.radikal.ru
Gloria Dei'
http://www.radikal.ru
Graham Thomas ®
http://www.radikal.ru
Mary Rose ®'
http://www.radikal.ru
Aloha (hybrid tea, Boerner
http://www.radikal.ru
Chinatown
http://www.radikal.ru
Scorpio
http://www.radikal.ru
Lord Mountbatten
http://www.radikal.ru
Velvet Fragrance'
http://www.radikal.ru
New Dawn
* * *
ნიუ დოუნი და აბრაჰამის სურათები აღარ დავდე ამავე გვერდზეა.
როგორც ხედავ ცუდი არჩევანი არ არის,
კიდევ უფრო ყინვა გამძლეებია-4ბ ზონის
კორდესის აისბერგი.
მხვიარა -ანტიკი ,ესეც კორდესისაა
და ჩემი საყვარელი -ბონიკა.

Posted by: pernata 14 Jul 2012, 10:44
palavando
ვააა, დიდი მადლობა! და ესენი გაქვთ, ხო?

Posted by: ninia-lilia 14 Jul 2012, 13:26
palavando

დიდი მადლობა.
QUOTE
ყველა ვარდი ეპინით სამჯერ შეწამლეთ ,თუ მხოლოდ გლორიაზეა საუბარი?

ყველა ვარდს დავასხი მცირე რაოდენობით ეპინი ვიფიქრე სტიმულატორია და უფრო ბევრი ყვავილი ექნება თქო.მე არ ვიცოდი.გავითვალისწინებ შემდგომში.გლორიას რაც შეეხება ეხლა რომ გადავჭრა კალამი თუ დაფესვიანდება და ივარგებს??? შარშან დავაკალმე გლორია სხვა ადგილზე მქონდა და უჭირდა გაყვავება, კვირტიც არ ქონდა.1 თვის წინ გადმოვრგე სხვა ადგილას და უკვე 5 ყვავილი აქვს მიხარია ძალიან.

ვგიჯდები თქვენს ვარდებზე..... love.gif

Posted by: palavando 14 Jul 2012, 23:22
pernata
QUOTE
და ესენი გაქვთ, ხო?

yes.gif
ninia-lilia
დაკალმებისათვის ეხლა კარგი დროა.გაზაფხულზე უკვე კარგი ბუჩქი გაქნებათ.ეპინი კი ჯამრთელ ვარდებზე ყოველთვის ფრთხილად იხმარეთ,ბუტონიზაციის წინ და მცირე დოზით.
QUOTE
ვგიჯდები თქვენს ვარდებზე

2kiss.gif

Posted by: daila 16 Jul 2012, 23:04
გამარჯობათ,
palavandoთქვენ ვარდებს რომ ვუყურებ სულ მინდა ჩემები მოვასპო .ძალიან ლამაზი ვარდები გაქვთ.რა უხვად მოყვავილეა.ჩემები-გამოუშვებს ტოტს და გაიკეთებს ერთ ყვავილს. მერე ველოდები მეორე ტოტს და ა . შ. 20-სახეობა მაინც მაქვს. მარტო მხვიარები გიჟდებიან გაზაფხულზე.მახსოვს ბავშობაში გვედგა ვარდისფერი ვარდი ,ერთი ტოტი იყო უზარმაზარი ბუკეტი,დღეს მაინც დავაკალმე ბოთლებში ,კაკტუსების მიწაში[მემგოვი ბევრი არ დავაშავე]
რაც შეეხება თქვენ ვარდებს მაინც;ამოვთხრი'' არა- შ ე ვ ი ძ ე ნ.......სიყვარულით დაილა. 2kiss.gif

Posted by: Semy 17 Jul 2012, 22:05
ბიოჰომუსის სასუქები რო იყიდება ვარგა ვარდისთვიის? ან ვაბშე ყველაზე კაი რომელი სასუქი გამოვიყენო ქოთნის ჯუჯა ვარდებისთვის?

Posted by: palavando 18 Jul 2012, 02:15
Semy
QUOTE
ბიოჰომუსის სასუქები რო იყიდება ვარგა ვარდისთვიის?

ვარგა. საერთოდ ნებისმიერი კომპლექსური ,ყვავილების სასუქის გამოყენება შეიძლება(კრისტალონი,კემირა..)ოღონდ ისეთი შემადგენლობის შეიძინეთ , რომელშიც აზოტი N ნაკლებია.წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარდი სიმაღლეში გაიზრდება და გაიწლაწება.
* * *
daila
QUOTE
ემები-გამოუშვებს ტოტს და გაიკეთებს ერთ ყვავილს. მერე ველოდები მეორე ტოტს და ა . შ. 20-სახეობა მაინც მაქვს. მარტო მხვიარები გიჟდებიან გაზაფხულზე.მახსოვს ბავშობაში გვედგა ვარდისფერი ვარდი ,ერთი ტოტი იყო უზარმაზარი ბუკეტი,

კიდევ ერთხელ გადავხედე თქვენს ვბარდებს,ძალიანაც ლამაზები გყავთ. უბრალოდ დაბუჩქვა აკლიათ ახალგაზრდებია ჯერ. თქვენი ვარდები ძირითადად ჩაის ჰიბრიდებია, თუ გინდათ, რომ თაიგულის ტიპის ვარდები გქონდეთ ნაშინ ფლორიბუნდები უნდა შეიძინოთ. მეც მგონია, რომ ბაღს ფლორიბუნდები უფრო უხდება. ძალიან უხვად და ხშირად მოყვავილეა და კარგ ფერადოვან ლაქას ქმნის.მგონია რომ ეზოში ფლორიბუნდები უნდა ჭარბობდეს ჩაის ვარდებს.

Posted by: pernata 18 Jul 2012, 11:41
palavando
იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით - თქვენი ვარდების ნუსხა ფბ-ს გვერდზე განვათავსე (ძალიან ხშირად მეკითხებისნ და პირდაპირ მოგმართავენ)
http://www.facebook.com/media/set/?set=a.466612793362758.112316.212840122073361&type=1

Posted by: palavando 18 Jul 2012, 13:27
pernata
მადლობის მეტი რა მეთქმის ? გმადლობთ.

Posted by: palavando 20 Jul 2012, 23:32
ყვავილობის სიხშირე(გაგრძელება)

ალბათ დამეთანხმებით ,რომ ვარდებისათვის, ივლის -აგვისტო საკმაოდ მძიმე პერიოდია.განსაკუთრებით თბილისში და საქართველოს სხვა ცხელ რაიონებში. ვარდები მოწყენილები არიან და ბევრი ვარდი აჩერებს ყვავილობას.ამიტომ განსკუთრებით საინტერესოა ის ვარდები, რომლებიც ასეთ ტემპერატურულ ექსტრიმში მაინც ყვავილობენ.
ამიტომ განვაგრძობ იმ მხვიარა ვარდების ჩამოთვლას რომლებიც კარგად ეგუებიან ჩვენს პირობებს.
თითქმის გაუჩერებლად ყვავილობს კორდესის აისბერგი.
http://www.radikal.ru
ასევე ძალიან უხვად და კარგად მოყვავილეა კორდესის ფრეზია:
http://www.radikal.ru
ოსტინის მხვიარებიდან ძალიან კარგი სიხ შირით ყვავილობს ულმაზესი ჯეიმს გალვეი
http://www.radikal.ru
პრაქტიკულად არ გაჩერებულა და მთელი ეს პერიოდი ყვავილობს კორდესის კიდევ ერთი განთქმული მხვიარა ვარდი-სიმპატია
http://www.radikal.ru
გაგრძელება იქნება.

Posted by: tamuska27 21 Jul 2012, 00:51
ჩემი ქოთნის ვარდი.
შარშან მთელი ზამთარი აივანზე გაატარა და ამ ზაფხულსმაინც გაყვავდა.
http://www.radikal.ru

Posted by: palavando 21 Jul 2012, 01:19
tamuska27
მაგარია,!ძალიან,ძალიან ლამაზია.. up.gif
ვარდს ოთახში გამოზამთრება არ უყვარს. ცოტა სიცივემ უნდა დაკრას. მაშინ უდრო კარგად ყვავილობს.

Posted by: tamuska27 21 Jul 2012, 01:30
2 ცალი მქონდა შარშან, ვარდისფერი და ნარინჯისფერი.
ეს საწყალი გაიყინა .
არადა რა ლამაზი იყო.
http://www.radikal.ru

Posted by: mashikooo 21 Jul 2012, 10:55
ფერის გადმოცემა ზუსტია? არაჩვეულებრივი სურთია!!!

Posted by: tamuska27 21 Jul 2012, 14:27
mashikooo
თუ მე მეკითხებით, კი.

Posted by: palavando 21 Jul 2012, 20:33
tamuska27
ეჭვი მაქვს,რომ ეგ მორე ვარდი ოთახის ვარდია.სად შეიძინეთ კორდანა ხომარ არის?ძალიან გავს.ჩვეულებრივ მინიატურულებს ყინვაგამძლეობა ძალიან მაღალი აქვთ. უფრო მაღალი ვიდრე ვარდების უმეტესობას. ჩემი მინიატურულაბი ყოველ ზამთარს გარეთ რჩება, მაგრამ არ გაყინულან.

Posted by: tamuska27 23 Jul 2012, 02:39
palavando
ეხლა ვიყიდე კიდევ ეგეთი ვარდისფერი ოღონდ უფრო პატარა და საგულდაგულოდ წავიკითხე "იარლიყი".
ოთახისა ყოფილა, ჩვენ კი ზამთარი აივანზე გადავარებინეთ საწყალსsad.gif
მწვანეებმა არ გამიგონ თორე მე გამატარებინებენ ზამთარს აივანზე.
ისე, პრინციპში მე აქ არ ყივავი მთელი ზამთარი, მაგრამ ამ წელს კარგად მივხედავ და მოვუვლი.
კორდანა რა არის არ ვიცი sad.gif

Posted by: palavando 23 Jul 2012, 14:54
tamuska27
კორდანა ვარდებზე ინფორმაცია და მოვლის წესები 28 გვერდზე დევს .აუცილებლად გაეცანით, რადგან თქვენი ვარდიც სავარაუდოდ კორდანაა.

Posted by: BadbadGirl 25 Jul 2012, 23:05
აუჰ,
ცუდი რამ ემართება ჩემ ვარდს.
დღეს ვნახე სულ ძირში ობობის ქსელი.
ფოთლებიც გამოხრილი ყოფილა აქა იქ.
სასწრაფდ მოვაილე ყველა გამოხრილი ფოთოლი და ცოტა დაზიანებულიც.
ობობის ქსელიც მოვაძრე. ერთ ერთ ფოთოლზე მწვანე პატარა ჭია ვიპოვე და მოვკალი.
მერე ავდექი და საპნიანი წყალით შევწამლე ვადი. არ ვიცი რა ვუშველო. არ მინდა გამიხმეს.

Posted by: palavando 25 Jul 2012, 23:45
BadbadGirl
შეწამვლა დაუწყეთ. ეგ პატარა ობობები დიდ სიცხეებზე სწრაფად მრავლდება.ფიტოვერმი შეიძინეთ,ან აქტელიკი , მატლები კი ჯობია ხელით შეაგროვოთ. ყურადღებით დაათვალიერეთ ფოთლები ეგ მათლები კარგად ინიღბებიან და მათი შემჩნევა ძნელია.ფოთლებს საღამოობით წყალიც შეასხურეთ ხოლმე.

Posted by: BadbadGirl 26 Jul 2012, 19:35
palavando
გმადლობ.
ეგრე ვიზავ! ნივთიერებების სახელი ინგლისურად შეგილია რომ დამიწერო?
წინა პოსტებში ვანხე რომ ურჩიე ერთ იუზერს მაგ ქიმიკატები, მაგრამ მე ვერ ვიპოვე.

პ.ს. შენობით ვილაპარაკოთ თუ წინაამღდეგი არ ხარ smile.gif

Posted by: palavando 27 Jul 2012, 00:11
როგორც ვხვდები საქართველოში არა ხარ.
miticides are, of course, one of the most effective forms of spider mite treatments and the fastest way to get rid of spider mites—usually. It all depends on the kind of miticide that you choose. Some of the most common miticides are Avid, Kelthane, and just about anything that contains pyrethoids. These chemicals should be applied once every five days until all signs of spider mite infestation have gone.
ამათ გარდაInsecticidal soaps are rather mean way to kill mites.
Horticultural Oils such as that extracted from the neem tree, are excellent alternatives to non-organic compounds when you want to kill spider mites.

Posted by: BadbadGirl 27 Jul 2012, 18:50
palavando
გმადლობ!
ვიყიდი ამ ვიკენდზე.

ეს ახალი სურათები smile.gif
user posted image

user posted image

Posted by: BadbadGirl 28 Jul 2012, 20:13
ვიყიდე რაღაც შესაწამლი სპრეი სპეციალურიად ვარდისთვის , სპრეიზე ზუსტად ის მატლი ეხატა რაც ვნახე ჩემ ვარდზე. შევწამლე ვარდი და ზუსტად 30 წუთში ისეთი თქეშა წვიმა მოვიდა ვეჭვობ მთელი წამალი ჩამორეცხა.

კიდევ სასუქი ვიყიდე, საშინლად მყრალი რაღაც,

Posted by: palavando 28 Jul 2012, 20:44
BadbadGirl
ხდება ხოლმე
QUOTE
კიდევ სასუქი ვიყიდე, საშინლად მყრალი რაღაც,

ქათმის სკინტი ხომ არ არის?კეთილხმოვანი სახელი ქვია-გუანო biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 28 Jul 2012, 22:00
palavando
არ ვიცი. აი ასეთია http://www.lovgrensutemiljo.se/rosgodsel
მშრალი კატის/ძაღლის საჭმლის სუნი აქვს.

თავიდან შევწამლო ვარდი? თუ ეყოფა ის ერთჯერადი?

სხვათაშორის დღეს გამახსენდა, ის მატლი რომ ვნახე, ის აკეთებს ქსელებს და არა ობობდა. შარშან ჩემ ეზოში ორი ალუბლის ხე მოჭრეს ამ მატლების გამო. ვიპოვი სურათებს და გაჩვენებს. საშინლება მატლებია.

აი რაღაც ასეთი ქონდათ http://www.flickr.com/photos/anna-michelleperkins/3949618560/ . ჩიტებიც კი არ ჭამდნენ ამ ჭიებს. ჩემ ვარდსაც მსგავსი ნეტი ქონდა დაბლა. მოვაცილე.

Posted by: palavando 29 Jul 2012, 01:00
BadbadGirl
სასუქს კარგი შემადგენლობაა აქვს.მაგ მაგნეზიის შემადგენლობით აქ ვერ ვშოულობ და ე,წ ინგლისურ მარილით ვანაცვლებ.შეწამვლას რაც შეეხება , დააკვირდი რამდენიმე დღე და გამოჩნდება ქმედითი იყო თუ არა.მგონია გამეორება დაგჭირდება.

Posted by: palavando 1 Aug 2012, 14:38
სოფოზა
არ გეგონოთ რომ დამავიწეყდა თქვენი თეთრი ვარდი, უბრალოდ თეთრმა ვარდებმა ეხლა შესვენება მოაწყვეს და არ ყვავიან(მხოლოდ აისბერგი ყვავის გიჟივით) . ჯობია ცოტა მოგვიანებით ვნახოთ, რომ არ შეგვეშალოს და ისეთი ავარჩიოთ რაც თქვენ მოგეწონებათ.

ძვირფასო მევარდეებო,დროებით გემშვიდობებით.
შვებულებააააააააააააა bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Traumatic 1 Aug 2012, 15:24
სახლში მინდა ქოთანში დავთესო რომ აყვავდეს <3

რა მაინტერესებს
1) სად შევიძინო ვარდის თესლი
2) როგორ მოვუარო
3) ყვავილობა სეზონურია ხო?
4) კორპუსში გარეთ ბალკონში რო დავდო ხო არ იქნება პრობლემა?
5) ძაან დიდიც არ მინდა, 3-4 თავთავი რო აყვავდეს საკმარისია ჩემთვის

Posted by: irmushela 1 Aug 2012, 22:52
ჩემი ლამაზებიlove.gif
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-08-01
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-08-01
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-08-01
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-08-01
http://imageshack.us/photo/my-images/442/dsc04876n.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-08-01
user posted image
By http://profile.imageshack.us/user/irmushela at 2012-08-01

Posted by: pernata 9 Aug 2012, 12:06
აი, რაზეა მოთხოვნა... 25 ლარი 1 მოჭრილ და რაც მთავარია "შეფუთულ" ყვავილში vis.gif

http://www.radikal.ru

http://www.facebook.com/photo.php?fbid=10151081900449207&set=a.10150515103594207.396245.41917964206&type=1&theater

Posted by: daila 28 Aug 2012, 16:07
palavando გილოცავთ მარიამობას
ძალიან გვაკლიხარ, გვენატრები, გელით.......
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: palavando 29 Aug 2012, 22:53
daila
დიდი მადლობა!გაიხარე და მრავალს დაესწარი. 2kiss.gif
ამოვლაგდები და გამოვჩნდები.

ყველას გილოცავთ მარიამობას.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

Posted by: იეტი 30 Aug 2012, 16:14
ვარდები სად შეიძლება ვიყიდო დიდი რაოდენობით? დაახლოებით 150 ცალი ნუ კოლმეურნეობაზე ნუ გამიშვებთ biggrin.gif

Posted by: palavando 31 Aug 2012, 13:48
იეტი
ვარდის ბუჩქებს თუ გულისხმობთ, მობრძანდით "იელში",დიდუბეში ,ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე,კარგი არჩევანი გვაქვს. საკონტაქტო ტელეფონი 599 37 9196.

Posted by: იეტი 31 Aug 2012, 13:49
palavando
არა ბუჩქებს არა ჩვეულებრივ ვარდებს დაკრეფილს დიდებს სასაჩუქრეთ

Posted by: palavando 1 Sep 2012, 23:34
იეტი
სამწუხაროდ მოჭრილი ვარდები ვის შემოაქვს არ ვიცი.ეგებ ყიდვა -გაყიდვაში იკითხოთ.

მოკლედ , დავბრუნდი და ყველას მოგესალმებით. იმედია ვარდები კარგად გყავთ და მეორე დიდი ყვავილობის სეზონისათვის ემზადებით. დიდმა სიცხეებმა გადაიარა და ვარ დებმაც ამოისუნთქეს
.ალბათ გახსოვთ, რომ უხვად და ხანგრძლივად მოყვავილე ვარდებზე ვსაუბრობდით(ამ თემას ისევ გავაგრძელებთ),მაგრამ დღეს მეიანს განთქმულ ედემის ვარდზე ვისაუბრებ და გთხოვოთ ვისაც ეს ვარდი გაქვთ დაპოსტოთ თქვენი ინფორმაცია. ძალიან დამეხმარებით.ერთხელ უკვე დავწერე, რომ ძალიან მინდა ვიცოდე თუ როგორ იქცევა ესა თუ ის ვარდი ჩვენს კლიმატურ ზონაში და პირობებში.
საქმე ის არის, რომ ედემის ვარდი,ანუ Pierre de Ronsard ერთ ერთი ყველაზე განთქმული მხვიარა ვარდია, დიდების სასახლის წევრია და უდავოდ ძალიან ლამაზი ვარდია, როცა ყვავის შეუძლებელია არ მოიხიბლო მისი რომანტიული ,ნოსტალგიური ყვავილებით, მაგრამ ეს ვარდი საპასპორტო მონაცემებით ხანგრძლივად ,პრაქტიკულად მუდმივად მოყვავილე უნდა იყოსProlific, continuous (perpetual) bloom throughout the seasonჩემთან კი მხოლოდ ერთხელ იყვავილა. შეიძლება პირველი სეზონის პრობლემა აქვს,ან დიდ სიცხეებს ვერ იტანს.ამიტომ მჭირდება დამატებითი ინფორმაცია, თქვენთან როგორ იქცევა? ეგებ ვინმეს გაქვთ ეს ვარდი წყნეთში ,ან სხვა გრილ ზონაში.მინდა ობიექტური ინფორმაცია მქონდეს, თორემ ამ ვარდზე უარის თქმას მაინც არ ვაპირებ იმდენად თვალის მომჭრელია ყვავილობისას.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru


Posted by: varianeli 8 Sep 2012, 20:43
ესეც ზოგი ვარდი ჩემი ბაღიდან.
ქალბატონო მარინა ვიცი სურათიდან ძნელია ვარდის ზუსტი სახელის დადგენა, მაგრამ იმედი მაქვს მაინც დამეხმარებიღ დადგენაში smile.gif
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *
http://www.radikal.ru
* * *

Posted by: shtori 8 Sep 2012, 21:02
QUOTE (palavando @ 1 Sep 2012, 23:34 )
ედემის ვარდი
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

ლამაზია love.gif
სხვა ფერებიც აქვს ამ ჯიშს?

Posted by: palavando 10 Sep 2012, 01:13
varianeli
გამეხარდა შენი გამოჩენა. ხომ კარგად ხარ? როგორაა შენი ფერმერობის საქმე?

QUOTE
სურათიდან ძნელია ვარდის ზუსტი სახელის დადგენა,

სამწუხაროდ მართლაც ესეა. პირველი, ყვითელი ,თუ სურნელოვანია კორდესის ფრეზია უნდა იყოს.[
b]shtori[/b]
მართლაც ულამაზესია.არ, სხვა ფერი არ აქვს.საერთოდ ვარდის სახელი ყოველთვის გარკვეულ ვარდს გულისხმობს, ანუ ამ სახელით ყოველთვის ეს ვარდი იგულისხმება და არა რომელიმე სხვა ფორმის ან ფერის ვარდი. აი კიდევ სურათები.

ედემის ვარდიhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Sep 2012, 11:27
როდის შეიძლება რომ გადავრგო ეხლა თუ გაზაფხულზე?

http://www.radikal.ru

Posted by: daila 10 Sep 2012, 20:35
გამარჯობათ. 2kiss.gif მეც მოვედი, გისურვებთ ბარაქიან, ტკბილ და მშვიდ შემოდგომას.
ზაფხულის სიცხეებს გამო ვერ გადავარჩინე ზოგიერთი ვარდი.;ზაპასები; სისტემატიურად მაქვს, სადაც ვნახავ ვარდს კალამი მომაქვს და მიწაში ვრგავ.ასე გრძელდება წლებია.
შარშან ამ დროს დავაკალმე, ზოგმა ყვავილიცც მანახა.პატარა ტოტები აქვს.ე.ი. ერთი წლისაა. რა დროს გადავრგო?ეხლა თუ გაზაფხულზე?[რა დროს ანიჭერთ უპირატესობას და რა ასაკს]

palavandoვგიჟდები თქვენს ვარდებზე სულ მინდა რომ ვათვარიელო .ხშირად დადეთ სურათები.
love.gif

Posted by: palavando 10 Sep 2012, 23:53
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
როდის შეიძლება რომ გადავრგო ეხლა თუ გაზაფხულზე?

ეხლა არ გირჩევთ.როგორც ყველა სხვა მცენარეის,ვარდის გადარგვაც მაშინ ჯიბია, როცა მცენარეს აქტიუური ზრდის პერიოდი შეჩერებული აქვს, ანუ გვიან შემოდგომაზე,ან ძალიან ადრე გაზაფხულზე.
ეხლა დავაკვირდი სურათს, კონტეინერშია?მაშინ შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ მიწაში ისე,რომ კომი არ დაერღვეს.

daila
მადლობთ.გაიხარე!
QUOTE
ზაფხულის სიცხეებს გამო ვერ გადავარჩინე ზოგიერთი ვარდი

მე იმას რა ვუთხარი ვინც ჩვენზე თქვა"მზის და ვარდების მხარეო"-უმძიმესი კლიმატი გვაქვს ვარდებისთვის.
ერთწლიანი კალმების გადარგვა ცოტა ადრეა,ჯობს მომაგრდეს და ადრე გაზაფხულზე გადარგეთ.


QUOTE
ვგიჟდები თქვენს ვარდებზე სულ მინდა რომ ვათვარიელო .ხშირად დადეთ სურათები.

2kiss.gif

მეიანის Pullman orient express
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ეს ვარდი მეიანების განთქმული გლორია დეის შთამომავალია.ბევრი რამით გავს წინაპარს -დიდყვავილაა,ძალიან უხვად (თითქმის შეუჩერებლად ყვავის) და ძალიან კარგად უძლებს ცხელო ამინდებს.სურნელებით და ფერების სიმკვეთრით კი აღემატება თავის სახელგანთქმულ წინაპარს.

Posted by: mzi 11 Sep 2012, 11:26
ჩემს ვარდს მწვანე მატლი შეეჩვია, ფოთლებს უჭამს, ყოველდღე ვაცლი მაგრამ მაინც ჩნდება, რით დავეხმაროო???

Posted by: palavando 11 Sep 2012, 15:10
mzi
ძნელი საბრძოლველია.ცადეთ აქტელიკით ან ისკრით შეწამვლა.მაგ მატლებს ნიორისაც ეშინიათ. დანაყეთ ნიორი 3გრ+ 1ლ წყალი + ნახ.ჩ.კ ნებისმიერი თხევადი საპონი დააყენეთ 1 სთ. და შეასხურეთ.

Posted by: daila 11 Sep 2012, 15:29
palavando რა სილამაზეა ,ხელის შეხება და მოფერება მინდა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Sep 2012, 17:48
palavando
QUOTE
ეხლა არ გირჩევთ.როგორც ყველა სხვა მცენარეის,ვარდის გადარგვაც მაშინ ჯიბია, როცა მცენარეს აქტიუური ზრდის პერიოდი შეჩერებული აქვს, ანუ გვიან შემოდგომაზე,ან ძალიან ადრე გაზაფხულზე.
ეხლა დავაკვირდი სურათს, კონტეინერშია?მაშინ შეგიძლიათ ფრთხილად გადაიტანოთ მიწაში ისე,რომ კომი არ დაერღვეს.

არაჟნის პატარა ქილაშია, გაზაფხულამდე დავიცდი ბარემ გადავჭრი და ახალ კალმებსაც იმავე ქოთანში ჩავრგავ

Posted by: daila 11 Sep 2012, 18:14
palavandoთქვენ ვარდების ფოთლებს წამალი ეტყობა,რა არის? შაბიამანით ხომ არ წამლით?

Posted by: palavando 11 Sep 2012, 18:45
daila
yes.gif გაზაფხულზე გაფოთვლამდე, და გვიან შემოდგომაზე, მაგრამ წელს სექტემბერშიც შევწამლე-შვებულება გამიგრძელდა და დანაცრული დამხვდა.

Posted by: daila 11 Sep 2012, 20:21
სოფელში ვრგავ ვარდებს და გლიცინიებს მინდა ხეივნები, და ღობეები გავაკეთო.ყოველ მხარეს კუთხეებში იყოს დიდი ვარდის ბუჩქები. სისტემატიურად ვრგავ ვარდის კალმებს. 5-წელია ვწვალობ.გლიცინები ვირივით იყო საერთოდ არ გაიზარდა.ვარდებიც ბევრი გამიხმა.მერქნის ხვრეტიამ ხომ გამიმწარა სული.დიდ ტოტებს მაჭრევინებს.
palavandoთქვენ ვარდებსაც აუცილებლად შევიძენ ეხლა უკვე გაზაფხულზე.წელს ვერ ვახერხებ.

Posted by: palavando 14 Sep 2012, 22:00

daila
QUOTE
. სისტემატიურად ვრგავ ვარდის კალმებს. 5-წელია ვწვალობ.გლიცინები ვირივით იყო საერთოდ არ გაიზარდა.ვარდებიც ბევრი გამიხმა.

ნეტავ რატომ უჭირთ ასე ,რა მიზეზია.ვარდი ასე ადვილად არ უნდა ხმებოდეს.
* * *

ეს ვარდი ზოდიაქოს ვარდების სერიიდანაა-აკვარიუს ,ანუ მერწყული. პრაქტიკულად მთელი ზაფხული გაუჩერებლად იყვავილა. აძალიან მხიარული ოპტიმისტური ვარდია.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: MaShiko-MuSicology 15 Sep 2012, 16:02
palavando

როგორ გიკითხოთ ქალბატონო მარინა? როგორ გადაიტანეს ზაფხული თქვენმა ვარდებმა?

ჩემი ბარკაროლა მესამედ აპირებს აყვავებასsmile.gif
ანა ჰენდერსონი ივლისის შუა რიცხვებამდე ნაცარს ებრძოდა, საწყალი, ისეთ დღეში ჩავარდა, ბოლოს ყველა ფოთოლი გავაცალე და სულ დაპატარავდა. ღერებს შევასხურე წამალი, მგონი ფალკონი ერქვა.. მერე ადგილი გამოვუცვალე, ოდნავ მეტად მზიან ადგილას გადავრგე და მორჩა, გადავრჩითsmile.gif) მერე თითქმის ყოველ საღამოს ვრწყავდი და ორჯერ გადამწვარი და გაცრილი ნაკელიც დავუყარე.
ოღონდ უცებ გავარდა სიმაღლეში და ღერები წვრილი ჰქონდა დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი იყო, როცა დავტოვე, ზუსტად ორი კვირის წინ, ანუ... და გუშინ დამირეკეს შინიდან, კოკრები გამოიტანაო!! გავოგნდი, წელს საერთოდ არ ველოდი!!

ისე მაინტერესებს, როგორი იქნება, ვერ აგიწერთsmile.gif დამატებითი მოტივაცია გამიჩნდა, სექტემბრის ბოლოს რომ შინ წავიდეsmile.gif ორივეს ფოტოებს ჩამოვიტან და დავდებsmile.gif

Posted by: palavando 18 Sep 2012, 00:20
.MaShiko-MuSicology
მადლობთ მოკითხვისთვის.
შვეულება ცოტა გამიგრძელდა,სტუმრები მყავდა და ბევრი ვიბოდიალე.დავიღალე,მაგრამ სასიამოვნოდ.როცა ჩემს სოფელზე აზარტულად ვყვები, მსმენელის პირველი შეკითხვაა- სად არის ეს სამოთხეო და როცა სამეგრელოს ვახსენებ ისე მიყურებენ,როგორც ნაკლულ შვილზე უზომოდ შეყვარებულ, დაბრმავებულ დედას,უმეტესობისთვის,ხომ სამეგრელო ცენტრალური ტრასის გასწვრივ მანქანის ,ან მატარებლის ფანჯრიდან დანახული პეიზაჟია.ბევრმა არც კი იცის,რომ საკმარისია მაგ ცენტრალურ ტრასას ათიოდე კილომეტრით გადაუხვიო და მაფშალიას სამეფოში ამოყოფ თავს.
ამას ვარდებთან კავშირი არა აქვს, მაგრამ სილამაზესთან ნამდვილად აქვს კავშირი.
აი,ჩემი სამეგრელო love.gif love.gif love.gif დატკბით.....
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
* * *
აი კიდევ
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

* * *
ეგ ანა ჰენდერსონი ეტყობა ნაცრისადმი მიდრეკილია,მეც დანაცრული დამხვდა.მომავალშიც თუ ძალიან გაგაწვალა შევცვალოთ.

Posted by: MaShiko-MuSicology 18 Sep 2012, 00:56
palavando
აქ მეხუთე კლასის მერე არ ვყოფილვარsmile.gif) დიდი მადლობა, მშვენიერი ფოტოებია

QUOTE
ეგ ანა ჰენდერსონი ეტყობა ნაცრისადმი მიდრეკილია,მეც დანაცრული დამხვდა.მომავალშიც თუ ძალიან გაგაწვალა შევცვალოთ.


არ ვიცი, მგონი მოვრიგდით და აღარ გამაწვალებსsmile.gif

Posted by: irmushela 18 Sep 2012, 07:59
QUOTE
დანაცრული დამხვდა

ქალბატონო მარინა იქნებ მითხრათ რითი შევწამლო ნაცრიანი ვარდები?გამაწამეს მეეც

Posted by: palavando 18 Sep 2012, 18:03

* * *
irmushela
შეწამვლები ჯობია დაავადებამდე დაიწყოთ'როცა დაავადება მოდებულია ცოტა ძნელია ბრძოლა.
პირველ რიგში მოაცალეთ ძალიან დანაცრული ფოთლები,თუ საჭიროა ცოტა გადაჭერით.შემდეგ დაიწყეთ შესხურება შემდეგი სქემით
I შეახურება-მეტრონიდაზოლი 4ტაბ.+10 მლგ. ზელიონკა+10ლ წყალი
II შესხურება რიდომირ გოლდი,ან პროფიტი,ან ფუნდაზოლი.
III შესხურება-ტოპაზი ,ან სკორი
შესხურებებს შორის ინტერვალი 5-7 დღე.ამას გარდა კარგია ნაცრიანი წყლით ფოთლების გარეცხვა,ან შესხურება,100გრ. ნაცარი+10ლ.წყალი .

Posted by: irmushela 18 Sep 2012, 21:45
palavando
მადლობთ და სად შემიძლია სევიძინო ეს ყველაFერი?

Posted by: palavando 20 Sep 2012, 20:42
irmushela
დიდუბის მეტროსთან,ბევრი პატარა მაღაზიაა.

Posted by: irmushela 20 Sep 2012, 21:27
palavando
კიდევ ერთხელ დიიდი მადლობა2kiss.gif

Posted by: mashikooo 21 Sep 2012, 01:42
palavando
რა ლამაზი ადგილია!! სადაა კონკრეტულად? ეს კიბე ძველია??

Posted by: palavando 22 Sep 2012, 02:52
mashikooo
ნოქალაქევი-არქეოპოლისი
QUOTE
ეს კიბე ძველია??

yes.gif ადრეული შუასაუკუნეები..

Posted by: varianeli 22 Sep 2012, 18:13
დრეს დავუარე ჩემს ვარდებს და რაც ხერხია მატლებისგან ჰქონდათ დაზიანებული ტოტები სულ დავაჭერი..
საკმაოდ იყო..
რა საშინელი რამეა...

Posted by: MaShiko-MuSicology 25 Sep 2012, 00:32
QUOTE
ხერხია მატლები


პრევენცია შეუძლებელია?
აი, წინასწარ რაიმე რომ შეესხუროს, რომ კოკორში ვერ ჩაძვრნენ?

ძალიან მიამიტურ რამეს ვიძახი?

Posted by: palavando 2 Oct 2012, 15:12
ვარდები ისევ აყვავდა!

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: daila 14 Oct 2012, 15:09
გამარჯობათ, ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას,გფარაბდეთ და გეწოდეთ მისი მადლი.
რატომ დაიძირა ლამაზი თემა?

Posted by: mashikooo 14 Oct 2012, 23:30
QUOTE (palavando @ 2 Oct 2012, 15:12 )
ვარდები ისევ აყვავდა!


OMG!!!!!! ეს რა, ყველა თქვენია??????

Posted by: palavando 15 Oct 2012, 01:47
daila
გმადლობთ. 2kiss.gif

mashikooo

QUOTE
OMG!!!!!! ეს რა, ყველა თქვენია??????

ფოტოები არა,მაგრამ ყვლა ეს ვარდი გვაქვს.
I.როზარიუმ უტერსტენი
II.აბრაჰამ დერბი
III.ბონიკა
IV.ემბერ ქვინი
V.ტერაკოტა
VI.გოლდელსე.
yes.gif

Posted by: daila 15 Oct 2012, 22:29
რა რთული სახელები ჰქვია,ქართველები ხომ ჩვენებურად ვარქმევთ ყველაფერს სახელს, ამ შემთხვევაში ვერ მოვასწარით?
ძვირფასოpalavandoამ დროსაც ვაკალმებ ვარდებს ,ნაწილი მაინც ხომ გაიხარებს?
smile.gif

Posted by: palavando 16 Oct 2012, 23:03
daila
QUOTE
ამ დროსაც ვაკალმებ ვარდებს ,ნაწილი მაინც ხომ გაიხარებს?

ცოტა გვიანია, ვარდის დაფესვიანებას 16 გრადუსი და თვენახევარი მაინც ჭირდება ,მაგრამ მეც ვაკალმებ,ჯერ ერთი კალმები მენანება,მერე არის შანსი,რომ ზამთარი გადაატაროს და გაზაფხულზე დაიწყოს ფესვზე მუშაობა.ასე რომ.იმედი ვიქონიოთ,რომ გაძვრება.
* * *
daila
QUOTE
რა რთული სახელები ჰქვია,ქართველები ხომ ჩვენებურად ვარქმევთ ყველაფერს სახელს, ამ შემთხვევაში ვერ მოვასწარით?

სახელებს რაც შეეხება,ვერაფრით დაგეთანხმებით. ვარდისათვის სახელის დარქმევა ძალიან ძველი ტრადიცია და ამ ვარდის გამომყვანის პრეროგატივაა.მე პირადად ძალიან მეწყინებოდა ვინმეს რომ გადაეწყვიტა კავკასიური რთული სიტყვაა და კავკასიურ ნაგაზს მოდი ინგლისური ნაგაზი დავარქვათო.ვარდის სახელის ცოდნა ნამდვილად საჭიროა.ჯერ ერთი, ამ სახელების მიღმა ყოველთვის რაღაც ისტორია დგას ,მაგ. Souvenir de la Malmaison ანუ მალმაზონის სუვენირი ნაპოლეონის მეუღლის ჟოზეფინას უსაყვარლესი ვარდია იგი მალმაზონის სასახლის ვარდების კოლექციის მშვენება იყო და მისი გადამრავლება მკაცრად იყო აკრძალული,მაგრამ ერთ -ერთ წვეულებაზე ჟოზეფინამ თავის მორიგ თაყვანისმცემელს მოწყვეტილი ვარდი აჩუქა .ვაჟმა ნაჩუქარი ვარდი სასახლიდან გამოიტანა და დააკალმა. ასე გაჩნდა ეს სახელი-მალმაზონი8ს სუვენირი.
http://www.radikal.ru
ვარდი ჩვეულებრივი ყვავილი არ არის ,.მას იტორიის ,ლეგენდების და თქმულებების სურნელი ასდის.

Posted by: daila 17 Oct 2012, 10:23
palavando თქვენ პროფესიონალი ხართ, სიღრმისეულად იცით. მე ერთი ;საწყალი; მოყვარული ვარ,იმეი მაქვს ცოტას მაინც ვისწავლი.[ძალიან კი მიჭირს სახელბის დამახსოვრება]

Posted by: varianeli 17 Oct 2012, 11:53
palavando
იმედი მაქვს უახლოეს ხანში გესტუმრებით ქალბატონო მარინა თქვენს წალკოტში smile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 27 Oct 2012, 14:00
palavando
როგორ გიკითხოთ ქალბატონო მარინა? იხილეთ ჩემი ფოტორაპორტებიsmile.gif

ეს ქალბატონი ანაა:
http://imageshack.us/photo/my-images/233/1003157n.jpg/

Uploaded with http://imageshack.us





http://imageshack.us/photo/my-images/171/1003160f.jpg/

Uploaded with http://imageshack.us


სულ ოცდაათოდე სანტიმეტრის ორი წვრილი ღერო ჰქონდა, ყვავილებმა ძალიან დაამძიმეს და თავი ჩაქინდრაsmile.gif მე ასეთს მივუსწარი (რომ ჩავედი უკვე უცვიოდა ფურცლები)
http://imageshack.us/photo/my-images/827/1003172ur.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

სხვათა შორის, რატომღაც, ჩემებმა მითხრეს, სურნელი არ ჰქონდაო, პირველი ყვავილობის გამოა? ახლა რა ვუყოთ? გადაჭრა უნდა თუ გაზაფხულზე?


ეს კი ბარკაროლაა, მხრამდე მწვდებაsmile.gif ეს ფოტო დაახლოებით სამი კვირის წინ გადავიღე. ამის გადაჭრის საკითიც მაინტერესებს. ერთი რამ ვიფიქრე, რამდენადაც, როგორც ჩანს, მე იმ ხალხს მივეკუთვნები, ვისაც დაკალმება არაფრით გამოსდის, ხომ არ გადავწინდო ეს ამსიგრძე ღერო? შეიძლება? მენანება ჯანმრთელი ტოტის გადაგდება... თუ დავტოვო და გაზაფხულზე გადავჭრა?
http://imageshack.us/photo/my-images/842/1003167j.jpg/

Uploaded with http://imageshack.us



ეს კი, შთაბეჭდილებებია: გასულ კვირას ლონდონში ვიყავი. იქ მართლა ყველგან ვარდებია და სულ თქვენ და ეს თემა მახსენდებოდაsmile.gif ყვავილები იმდენია, მეჩვენებოდა, ახლა საიდანღაც ელიზა დულიტლი გამოხტება-მეთქიsmile.gif

ასეთებს ქუჩაში, ნებისმიერ ადგილას შეხვდებით. მე ორპინგტონში გადავიღე:
http://imageshack.us/photo/my-images/29/1003190u.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ეს კი ჩემი სასტუმროს ეზოში ხარობდა, ფანტასტიკური ფერი და ფორმა ჰქონდა, თუმცა, მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებდა
http://imageshack.us/photo/my-images/823/1003223h.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/5/1003224.jpg/

Uploaded with http://imageshack.us


ეს კი Victoria Station -ის კუთხეა:

http://imageshack.us/photo/my-images/844/1003434v.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ვიქტორიას კორდანებიsmile.gif

http://imageshack.us/photo/my-images/546/1003436g.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

და ბოლოს, ფოტოაპარატმა მხოლოდ დაახლოებით გადაიღო ამ ვარდების საოცარი ფერი
http://imageshack.us/photo/my-images/201/1003435d.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: palavando 29 Oct 2012, 00:13
MaShiko-MuSicology
მაგარია!ძალიან სასიამოვნო რეპორტაჟია. როგორაა ბებერი ინგლისი ?თავის დროზე,მეც გამაოცა იქაურმა გამწვანების კულტურამ. ვარდებზე აღარაფერს ვამბობ.სულ ხელით მინდოდა შემომოწმებინა ხელოვნური ხომ არ იყო.
რაც შეეხება ბარკაროლას –შეგიძლია გადააწვინო. ცოტა ჩაჭერი კვირტის ქვევით და ისე დაფარე მიწით.თუ დაკალმებას გადაიფიქრებ აუცილებლად გადაჭერი ორივე დამსხვილდება და დაიბუჩქება.

Posted by: varianeli 30 Oct 2012, 13:17
წელს დარგული ვარდები მესამე წრეზე ყვავდებიან...თან ჩვენსკენ ცივი ჰავაა..საცაა თრთვილი იქნება...
მთელი წელი სხვადასხვა ბაღის ყვავილებთან ასრულებდნენ დუეტებს, ტრიოებს, კვარტეტებს..ახლა ქრიზანთემებთან ერთად აქვთ დუეტი smile.gif

Posted by: MITIATO 30 Oct 2012, 16:47
QUOTE
Souvenir de la Malmaison ანუ მალმაზონის სუვენირი ნაპოლეონის მეუღლის ჟოზეფინას უსაყვარლესი ვარდია იგი მალმაზონის სასახლის ვარდების კოლექციის მშვენება იყო და მისი გადამრავლება მკაცრად იყო აკრძალული,მაგრამ ერთ -ერთ წვეულებაზე ჟოზეფინამ თავის მორიგ თაყვანისმცემელს მოწყვეტილი ვარდი აჩუქა .ვაჟმა ნაჩუქარი ვარდი სასახლიდან გამოიტანა და დააკალმა. ასე გაჩნდა ეს სახელი-მალმაზონი8ს სუვენირი.


ძლიან რომანტიკული ისტორიაა. smile.gif

QUOTE
გოლდელსე.

ეს ვარდი კიდევ უსინდისოდ ლამაზია. mo.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 2 Nov 2012, 02:08
palavando
QUOTE
რაც შეეხება ბარკაროლას –შეგიძლია გადააწვინო. ცოტა ჩაჭერი კვირტის ქვევით და ისე დაფარე მიწით.თუ დაკალმებას გადაიფიქრებ აუცილებლად გადაჭერი ორივე დამსხვილდება და დაიბუჩქება.

მადლობაsmile.gif)

ახლა შეიძლება გადაჭრა?

p.s. ბებერი ინგლისი ისეთია, ბევრ ახალგაზრდას რომ აჯობებსsmile.gif

შედარებით ქალაქგარეთ კი ჩემი ოცნების სახლები და ეზოები ვიპოვე...smile.gif

Posted by: palavando 2 Nov 2012, 19:03
MITIATO
QUOTE
ძლიან რომანტიკული ისტორიაა.

yes.gif
QUOTE
გოლდელსე.


ეს ვარდი კიდევ უსინდისოდ ლამაზია.

ძალიან უხვად მოყვავილეა და ძალიან კომპაქტური
MaShiko-MuSicology
QUOTE
ბებერი ინგლისი ისეთია, ბევრ ახალგაზრდას რომ აჯობებს

yes.gif yes.gif yes.gif
QUOTE
ახლა შეიძლება გადაჭრა?

გადასაწვენად კარგი დრა. გადაჭრა გაზაფხულზე ჯობია. მანდ თბილი ზამთარიც იცის და ეხლა გადაჭეილმა ვარდმა შეიძლება უდროო დროს დაიწყოს ზრდა.

* * *
MaShiko-MuSicology
ეგ ბოლო ,ვარდისფერი მაინც სანთლიდან ჩამოსხმულს არა გავს?
varianeli
QUOTE
იმედი მაქვს უახლოეს ხანში გესტუმრებით ქალბატონო მარინა თქვენს წალკოტში

2kiss.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 4 Nov 2012, 03:00
palavando
QUOTE
MaShiko-MuSicology
ეგ ბოლო ,ვარდისფერი მაინც სანთლიდან ჩამოსხმულს არა გავს?


მართლაც. თან იასამნისფერსაც გადაიკრავდა

Posted by: mia_nano 5 Nov 2012, 15:49
palavando
გამარჯობათ ქალბატონო მარინა, გაზაფხულზე ახლობელმა მომცა კალმები, ჩავრგე და დავაფარე პლასტმასის ბოთლები. ერთმა ტოტმა უკვე ორჯერ გამოიტანა პაწაწინა კოკორი, პირველად მოვაწყვიტე და ახლა რომ ავედი აგარაკზე ისევ ქონდა კოკორი და რას მირჩევთ, ავხადო ბოთლი და ისე დავტოვო თუ ამასაც მოვწყვიტო კოკორი და ბოთლში დავტოვო? ისე გამაღლდა რომ მესამე ბოთლი დავაფარე უკვე, ბოთლის ყელში ძვრება და ისე იზრდება smile.gif

Posted by: palavando 5 Nov 2012, 19:04
mia_nano
გააჩნია სადა ხართ და რამდენად მკაცრი ზამთარი იცის მანდ.ბოთლის ახდა ცოტა დაგაგვიანდათ.უფრო ადრე უნდა დაგეწყოთ ,რომ შეჩვეოდა და ზამთარს მომაგრებული დახვედროდა.ეხლა ასე მოიქეცით-ვარდი გადაჭერით ერთ მესამედზე(შეგიძლიათ ნახევარზეც) ყელის გარშემო ცოტა მიწაში არეული ნაცარი მიაყარეთ თბო იზოლაციისთვის და თუ მანდეთ ძალიან მკაცრი ზამთრებია,ბოთლი მაინც დაახურეთ ოღონდ სახურავში ერთი ორინახვრეტი გაუკეთეთ Hაერმა რომ იმოძრაოს.სხვა დროს,თუ ვარდი ასე კარგად დაიწყებს ზრდას სექტემბრის ბოლოდან დაუწყეთ გაკაჟება,ანუ დღეში 2-3 საათით გადახდა და ოქტომბერში სულ გადახადეთ.თ
* * *
MaShiko-MuSicology
QUOTE
სხვათა შორის, რატომღაც, ჩემებმა მითხრეს, სურნელი არ ჰქონდაო, პირველი ყვავილობის გამოა?

პასუხი გამომრჩა. მაგ ვარდ სურნელი ნამდვილად არა აქვს უბრალოდ ძალიან იშვიათი და საინტეარესო ფერი აქვს.ერთხელაც ბუტონში მიუსწრებ და თვითონ ნახავ რას ვგულისხმობ

Posted by: mia_nano 5 Nov 2012, 20:05
palavando
დიდი მადლობა, რატომღაც მგონია მხვიარა ვარდი უნდა იყოს ისეტი პტარა კოკორი ქონდა და თან ასე რომ გამაღლდა. მაგრამ ასეთ დროს რომ იყვვილა? ძალიან დიდი ინტერესით დაველოდები ბოლოს რა დადგება, ფერი კი უსაყვარლესი ქონდა, მოსტაფილო-მოვარდისფო smile.gif

Posted by: ninia-lilia 8 Nov 2012, 11:30
მოგესალმებით ყველას. ქალბატონი მარინა მაინტერესებს სახლის პირობებში ქოთანში რომ დავაკალმო ვარდი თავზე ხომ უნდა დავაფარო?და მორწყვა უნდა თუ არა და რა დოზით.ადრე რატომღაც დამიობდა და ვერ გავახარე.

Posted by: palavando 9 Nov 2012, 23:17
ninia-lilia
სახლის პირობებში ცოტა ჭირს დაკალმება, განსაკუთრებით ამ დროს. დხურვა მაინც სასურველია, მაგრამ უფრო ხშირად გაანიავეთ. ნიადაგი ნოტიო უნდა იყოს გამუდმებულად,მაგრამ არა სველი . სახლის პირობებში, სინათლის ნაკლებობა და ზედმეტი ტენი ხშირად იწვევს კალმის ლპობას.საერთოდ დაკალმების პროცენტი არც ისე მაღალია,განსაკუთრებით ჩაის ჰიბრიდების.ითვლება, რომ 50- 60% კარგი მაჩვენებელია.სახლის პირობებში ეს პროცენტი კიდევ უფრო კლებულობს.

Posted by: irmushela 13 Nov 2012, 15:06
ჩემი შემოდგომის ვარდები...
user posted imageuser posted image
user posted image
user posted image


Posted by: mia_nano 13 Nov 2012, 15:54
irmushela
ძალიან ლამაზებია love.gif მგონი აივანზე ახარებთ ამ ვარდებს თუ სწორად მახსოვს

Posted by: irmushela 13 Nov 2012, 18:09
QUOTE
ძალიან ლამაზებია  მგონი აივანზე ახარებთ ამ ვარდებს თუ სწორად მახსოვს

არა ეს ვარდები სოფელში მაქვს...
ისე კიიი სწორად გახსოვს 3 ვარდ მაქვს აივანზე ქოტანში ოღონდ ჯუჯა ვარდებია

Posted by: palavando 13 Nov 2012, 21:15
irmushela
ულამაზესია up.gif up.gif up.gif

Posted by: abelo 13 Nov 2012, 21:38
palavando


ქალბატონო მარინა, სამივე ვარდმა: aloha, penny lane, new dawn-მა მოასწრო და იყვავილა ამ ზაფხულს.

new dawn 2 კვირის წინ კოკრებში დავტოვე, ალბათ კიდევ ყვავის.

დიდი მადლობა, სამივე საოცრებაა 2kiss.gif

Posted by: palavando 15 Nov 2012, 00:27
abelo
გაიხარე, იმედია ზამთარსაც უპრობლემოდ გადაატარებს

Posted by: sososaba 15 Nov 2012, 10:00
გამარჯობათ დამეხმარეთ დეიდებო და ბიძიებო ჩემს ქოთნის ვარდს ფოთლებზე გაუჩნდა ნაცრისფერი დიდი ლაქები იქნებ მირჩიოთ როგორ ვუმკურნალო წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: palavando 15 Nov 2012, 18:14
sososaba
ნაცარი უნდა იყოს.ეგ ფოთლები შეაცალე და ტოპაზიტთ შეწამლე რამდენჯერმე.

Posted by: MaShiko-MuSicology 16 Nov 2012, 00:47
irmushela
რა ლამაზებიაsmile.gif

ეს მეორე, მოწითალო, ვინ არის?



Posted by: georgia2009 22 Nov 2012, 13:20
გამარჯობათ, მაინტერესებს შეიძლება ახლა ნოემბრის ბოლომდე ვარდების დარგვა, მინდა დავრგო აგარაკზე საგურამოში

Posted by: palavando 23 Nov 2012, 15:57
georgia2009
პრობლემა ის არის ,რომ დარგული ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყას და ცივი ამინდების დროს შეიძლება დაყინოს ამიტომ ცივ ადგილებში ნოემბრის 15 ის შემდეგ დარგვას აჩერებენ,მაგრამ წელს ძალიან თბილი ნოემბერია,ასე რომ დარგეთ.წარმატებები.

გიორგობას გილოცავთ ყველას! alk.gif

Posted by: irmushela 23 Nov 2012, 17:07
MaShiko-MuSicology
QUOTE
ეს მეორე, მოწითალო, ვინ არის?

სამწუხართ სახელი არ ვიცი მაგრამ ულამაზესია

Posted by: _sofa_ 24 Nov 2012, 22:26
გამარჯობათ...ძალიან დიდი ხნის ასე ალბად 15-20 წლის ვარდები არის ეზოში და გადარგვა მინდა, ისეთ ადგილზეა რომ არანაირად არ მინდა იქ.....რა ვქნა მირჩიეთ რააა, რომ გახმეს ვერ გადავიტან ნამდვილად...მსხვილი დაკორჟილი ძირები აქვს უკვე ისეთი ასაკიანია....

Posted by: palavando 25 Nov 2012, 02:12
_sofa_
წესით რამე ექსტრემალური თუ არ მოხდა,ვარდმა გადარგვა კარგად უნდა გადაიტანოს.შეეცადეთ მიწის კომით(გუნდით)ამოიღოთ მიწიდან,თუ მიწა დაგეშლებათ არც ამაზე ინერვიულოთ ზედმეტად-ვარდები საერთოდ კარგად იტანენ გადარგვას.ისეთ ქვეყნებში სადაც დიდი ყინვებია ვარდებს ყოველ შემოდგომაზე იღებენ მიწიდან და გრილ სარდაფებში ინახავენ ,გაზაფხულზე კი ხელახლა რგავენ,ორმოები ახალ ადგილზე წინასწარ გაამზადეთ ,თუ ვარდები დიდია 50სმ სიღრმის უნდა იყოს.ჩაყარეთ ცოტა ნაკელი და ქვიშა(ნაკელი აუცილებლად კარგად გადამწვარი).გადასატან ვარდს ტოტები გადააჭერით,ორი მესამედი მოჭერით,ერთი მესამედი დატოვეთ ,თუ ტოტები მსხვილია გადანაჭერზე კარგია თუ ბაღის მალამოს წაუსვამთ,თუ ვერ იშოვით ,ჩვეულებრივი ზეთის საღებავიც შეგიძლიათ იხმაროთ(ოღონდ არა თეთრი ფერის), ამოღებულ ვარდს ცოტა,დაახლოებით5-10სმ ფესვები შეუკვეცეთ და ორმოში ჩასვით დაახლოებით იმავე სიღღმეზე,როგორც იყო ჩარგული(ოდნავ ღრმად ჯობია)ორმო მიწით ამოავსეთ და ვარდს გარშემო მიწა მიუტკეპნეთ,ყელის გარშემო ნაკელ;ი მიაყარეთ,კარგად მორწყეთ,თუ ღამის ტემპერატურები +5 გაგრძელდა კიდევ ერთხელ მორწყეთ დაახლოებით ერთ კვირაში.დაელოდეთ გაზაფხულს და თქვენი ვარდი ახალი ძალით იფეთქებს.

Posted by: pernata 25 Nov 2012, 11:29
palavando
QUOTE
არა თეთრი ფერის

??? baby.gif smile.gif

Posted by: palavando 25 Nov 2012, 19:53
pernata
იქვე ახსნა დამეზარა,მაგრამ გული მიგრძნობდა არ შემრჩებოდა-_ყველა თეთრ საღებავში პიგმენტად ცინკს იყენებენ,რაც მცენარეს ძალიან ვნებს. smile.gif

Posted by: pernata 25 Nov 2012, 20:22
palavando
QUOTE
გული მიგრძნობდა არ შემრჩებოდა

lol.gif thanks, anyway smile.gif

Posted by: varianeli 25 Nov 2012, 20:37
palavando

ქალბატონო მარინა, თქვენგან წამოღებულ ვარდებს საპატიო ადგილი მიეჩინათ ჩემს ბაღში . იმედია სამივე გაიხარებს.
კიდევ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: _sofa_ 25 Nov 2012, 20:56
palavando
გაიხარე, დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებით ახსნისთვის.....ანუ ეხლა გადავრგავ და იმედია არ გახმება......

Posted by: FLORISTI 1 Dec 2012, 19:23
უკვე დეკემბერია და ვიცი რომ გვიანია მაგრამ... დღეს მაჩუქეს უცნაური ვარდის - ციგანოჩკა-ს - კალმები.

როგორ მოვიქცე - ბაღში ჩავრგა და მინის ქილები დავახურო?
თუ
ყვავილის ქოთანში ჩავრგა და სახლში შევიტანო?

იქნებ მირჩიოთ

Posted by: MITIATO 1 Dec 2012, 20:07
palavando

http://www.radikal.ru

ეს რა ვარდია?
გავგიჟდი შემოდგომის ბოლო დღეს ასეთი საოცარი ფერის ყვავილებით რომ ყვაოდა! love.gif

Posted by: pernata 2 Dec 2012, 01:09
MITIATO
სეკატორი გალესილი მაქვს - ეს სად ნახე? biggrin.gif მუშტაედია??

Posted by: MITIATO 2 Dec 2012, 01:22
pernata
QUOTE
ეს სად ნახე?

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.

QUOTE
სეკატორი გალესილი მაქვს

biggrin.gif

Posted by: pernata 2 Dec 2012, 01:29
MITIATO
QUOTE
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში

ანუ ех - პიონერთა სასახლე, ხო? მადლობა smile.gif

Posted by: palavando 2 Dec 2012, 02:44
FLORISTI
ციგანოჩკა ადვილად კალმდება.გარეთაც შეიძლება ჩატოვება. ოღონდ ცოტა უფრო ღრმად ჩასვით ერთი კვირტი დაუტოვეთ ზევით,ქილაც დაფარეთ,ოღონდ განიავება არ დაგავიწყდეთ ხოლმე თბილ ამინდში,ან ცელოფანის ბოთლი გადაჭერით და ზედა ნაწილი დააფარეთ და ხანდახან სახურავი მოხსენით ხოლმე, ან თუ ესეც გეპრობლემებათ სახურავში ერთი ორი ნახვრეტი გააკეთეთ და ისე დაახურეთ,მაშინ ახდა აღარ დაგჭირდებათ.წესით გაზაფხულზე უნდა დაიწყოს ზრდა.უცნაურად თბილი ამინდებია,თორემ ცოტა მართლაც დაგაგვიანდათ, ამ დროს მე მაინც სათბურში ვაკალმებ. თუ რამდენიმე ტოტი გაქვთ ერთი სახლში ცადეთ.ფანჯრის რაფაზე ,გათბობასთან ახლოს ქვიშაში, ან პერლიტში და ზემოდან დაფარებით .ხშირად გაანიავეთ ,ტენი ზედმეტი არ მოგივიდეთ(ოდნავ ტენიენიანი უნდა იყოს და არა სველი) თორემ ჩაგილპებათ.
MITIATO
მართლაც ძალიან,ძალიან ლამაზია.უდავოდ ფლორიბუნდაა(მრავალ ყვავილა). ფლორიბუნდებს ახასიათებთ ასეთი უხვი ყვავილობა. სახელს რაც შეეხება ,სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარები.სახელის დადგენა ,სურათით თითქმის შეუძლებელია:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruამ ორი ვარდიდან პირველი "ფრონტენაკია" მეორე ჩვენია -მაკგრეიდის "ნეონი".
არის გამონაკლისებიც,როცა ვარდი იმდენად სახასიათოა, რომ მიუხედავად სხვაობისა,რასაც ფოტო ასახავს,მაინც ხვდები ,რომ ერთი და იგივე ვარდთან გაქვს საქმე:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru"მარიოტა".ფერში ასეთი განსხვავება ეტყობა განათების ,ან სეზონის ბრალია.გრილ ამინდში ვარდები ბევრად მკვეთრი, მუქი ფერისაა.
* * *
pernata
QUOTE
სეკატორი გალესილი მაქვს

მიდი ,მიდი.. აბა შენ იცი.biggrin.gif
varianeli
კარგი ადამიანის ხელში ყველაფერი ხრობს. yes.gif

Posted by: BadbadGirl 2 Dec 2012, 03:11
palavando
ჩემთან უკვე ზამთარია და ვარდს ფოთლები მაინც არ დასცვენია (-10 იყო ეს ორი დღეა)
ხოდა მეშინია არ გახმეს. რას მირჩევ, დავაცალო ფოთლები ჩემით?

Posted by: palavando 2 Dec 2012, 03:30
BadbadGirl
ჩვენთან კი საოცრად თბილი ამინდებია+15 დეკემბრის დასაწყისში მართლაც საოცრებაა.
არ გახმება -10 ვარდებისთვის სულაც არ არის საშიში.თუ მხვიარები არ არის გადაჭერი და მერე შეაცალე ფოთლები,ისე აუცილებელი არ არის.თუ ავადმყოფობდნენ შეცლა ჯობია კარგი პროფილაქტიკაა.

Posted by: varianeli 2 Dec 2012, 09:05
palavando
იცოცხლეთ. გაზაფხულზე აუცილებლად გესტუმრებით, ახალი ვარდების "წამოსაყვანად" smile.gif

წელს 70 მდე კალამი მაქვს ჩარგული. მდინარის ნარეცხი ქვიშა+გადამწვარინაკელი+ მიწა -ში. მინი სათბური გავაკეტე მავთულებით და ცელოფანის ქვეშ ერთად მოვაქციე.

მართლა ადვილად ხარობს და გამძლეა ეს დალოცვილი მცენარე: წინა წელს 3- 4 კალამი დავრგე სემოდგომაზე. ქარმა ცელოფანი გადახადა და მოყვა თოვლის ქვეშ. მეგონა გაიყინებოდა..არამცდა არამც. იმ კალმებიდან 3 დღეს უკვე ბუჩქია.

ახლა ერთი საჭირბოროტო საკითხი და იქნებ ვინმემ რჩევაც მომცეთ:

ნავთლუღში იცით ალბათ ყვავილების ბაზრობა რომ არის. ხოდა კარგა ხანია გასაყიდი ვარდების (ბუტონების) პლანტაციის გასენება მინდა. ძირითადად "ბლაქ მეჯიქი" და კიდევ რაღაც თეთრი ვარდია , ბლაქს გავს ბუტონის ფორმით, მაგრამ თეთრია..

მოკლედ მივედი, გავიკითხე ვის ჩამოქონდა სასომხეთიდან. 200 ცალი მინდოდა ამ სემოდგომაზე დამერგო. ..ტელეფონი მომცეს. 1 ლარად ჩამოგიტანთო...ერთი კვირა ვურეკე...ხან ტელეფონს არ იღებდნენ, ხან ეძინათ...

რავიცი რა დავარქვა ამას..ალბათ 200 ძირი ეცოტავათ? მაშინ ეთქვათ..ტელეფონი რაღას მომცეს...
ამიტომ გადამყიდველისგან ვიყიდე 50 მდე მსგავსი ბუჩქი..წინა წელსაც დავრგე 15 ძირი და ყველამ გაიხარა...ასე წვალებით ვაგროვებ...

იქნებ ვინმე პატიოსან ადამიანს იცნობდეთ ხალხო, რომელიც ჩამომიტანს smile.gif თუ არადა გაზაფხულზე თავად წავალ სასომხეთში ჩამოსატანად smile.gif
დიდი მადლობა.

Posted by: FLORISTI 2 Dec 2012, 10:42
QUOTE (palavando @ 2 Dec 2012, 02:44 )
FLORISTI
ციგანოჩკა ადვილად კალმდება.გარეთაც შეიძლება ჩატოვება. ოღონდ ცოტა უფრო ღრმად ჩასვით ერთი კვირტი დაუტოვეთ ზევით,ქილაც დაფარეთ,ოღონდ განიავება არ დაგავიწყდეთ ხოლმე თბილ ამინდში,ან ცელოფანის ბოთლი გადაჭერით და ზედა ნაწილი დააფარეთ და ხანდახან სახურავი მოხსენით ხოლმე, ან თუ ესეც გეპრობლემებათ სახურავში ერთი ორი ნახვრეტი გააკეთეთ და ისე დაახურეთ,მაშინ ახდა აღარ დაგჭირდებათ.წესით გაზაფხულზე უნდა დაიწყოს ზრდა.უცნაურად თბილი ამინდებია,თორემ ცოტა მართლაც დაგაგვიანდათ, ამ დროს მე მაინც სათბურში ვაკალმებ. თუ რამდენიმე ტოტი გაქვთ ერთი სახლში ცადეთ.ფანჯრის რაფაზე ,გათბობასთან ახლოს ქვიშაში, ან პერლიტში და ზემოდან დაფარებით .ხშირად გაანიავეთ ,ტენი ზედმეტი არ მოგივიდეთ(ოდნავ ტენიენიანი უნდა იყოს და არა სველი) თორემ ჩაგილპებათ.
MITIATO
მართლაც ძალიან,ძალიან ლამაზია.უდავოდ ფლორიბუნდაა(მრავალ ყვავილა). ფლორიბუნდებს ახასიათებთ ასეთი უხვი ყვავილობა. სახელს რაც შეეხება ,სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარები.სახელის დადგენა ,სურათით თითქმის შეუძლებელია:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruამ ორი ვარდიდან პირველი "ფრონტენაკია" მეორე ჩვენია -მაკგრეიდის "ნეონი".
არის გამონაკლისებიც,როცა ვარდი იმდენად სახასიათოა, რომ მიუხედავად სხვაობისა,რასაც ფოტო ასახავს,მაინც ხვდები ,რომ ერთი და იგივე ვარდთან გაქვს საქმე:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru"მარიოტა".ფერში ასეთი განსხვავება ეტყობა განათების ,ან სეზონის ბრალია.გრილ ამინდში ვარდები ბევრად მკვეთრი, მუქი ფერისაა.
* * *
pernata
QUOTE
სეკატორი გალესილი მაქვს

მიდი ,მიდი.. აბა შენ იცი.biggrin.gif
varianeli
კარგი ადამიანის ხელში ყველაფერი ხრობს. yes.gif

დიდი მადლობა ასეთი საფუძვლიანი რჩევისთვის

Posted by: pernata 2 Dec 2012, 12:12
palavando
QUOTE
.თუ მხვიარები არ არის გადაჭერი

ამას, იმედი გქონდათ, გავატარებდი?? biggrin.gif

Posted by: MITIATO 2 Dec 2012, 12:54
palavando
QUOTE
მართლაც ძალიან,ძალიან ლამაზია.უდავოდ ფლორიბუნდაა(მრავალ ყვავილა). ფლორიბუნდებს ახასიათებთ ასეთი უხვი ყვავილობა. სახელს რაც შეეხება ,სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარები.სახელის დადგენა ,სურათით თითქმის შეუძლებელია:


გმადლობთ.
ფლორიბუნდები ასე გვიანობამდე ყვავიან ხოლმე?
საოცარი სანახავი იყო ფოთლებგაყვითლებული ხეები და ეს ვარდისფრად მოყვავილე ბუჩქი. love.gif

Posted by: BadbadGirl 2 Dec 2012, 14:03
palavando
გმადლობ.
კი მხვიარააა. სიმპატია. ცოტას კი ავადმყოფობდა და შევაცლი მაშინ. პატარა მწვანე მატლი ვიპოვე ერთხელ ფოთოლზე და ვიყიდე რაღაც შესასხურებელი, ჩემი აზრით მოვაცილე.

Posted by: _sofa_ 2 Dec 2012, 20:19
palavando
გადავრგე ჩემი ვარდები, 2 დღეა უკვე და მგონი კარგად გრძნობენ თავს, თან მარტო ამოვიღე ორმოებიც და ვრდებიც, ლამის დავაკვდი ზედ იმხელა ძირები იყო......4 დიიიიიდი ძირი......ზოგი ორად გაიყო, ხმელი ძველი ღეროთი იყო შეწეპებული და გავყავი, ცალ-ცალკე ჩავრგე.....კიდევ ერთხელ დიდი მადლობა......ამის ადგილი აქ კი არ არის მგონი, მაგრამ ნარცისებია კიდევ წამოწვერილი და გადატანა მინდა ამათიც, რა უჩირს რომ ამოვიღო და გადავრგო.....

Posted by: palavando 3 Dec 2012, 23:41
_sofa_
QUOTE
ნარცისებია კიდევ წამოწვერილი და გადატანა მინდა ამათიც, რა უჩირს რომ ამოვიღო და გადავრგო.....

აი მაგის კი ბევრი არაფერი მესმის.ჯობია ბაღის ყვავილებში იკითხოთ.იქ მაგის სპეციალისტები ბევრნი არიან. ან ეგებ აქაც შემოიჭყიტონ და დაგეხმარონ.
ვარდების კი იმედია არაფერი გაუჭირდებათ.
varianeli
QUOTE
მოკლედ მივედი, გავიკითხე ვის ჩამოქონდა სასომხეთიდან. 200 ცალი მინდოდა ამ სემოდგომაზე დამერგო. ..ტელეფონი მომცეს. 1 ლარად ჩამოგიტანთო...ერთი კვირა ვურეკე...ხან ტელეფონს არ იღებდნენ, ხან ეძინათ...

ეგ ამბავი უკვე ლეგენდას ემსგავსება. მე პირადად ერთი 5 ნომერი მაინც მქონდა მაგ ლარიანი ვრდების ჩამომტანების, მაგრამ საქმეზე რომ მიდგებოდა ყველა იკარგებოდა. სასომხეთშიც დავრეკე ნაცნობებთან ეგებ რამე გამიგოთ მეთქი,მაგრამ ვერაფერს გავხდი.ასე რომ, სანამ ჰაესტანის გზას დაადგები ეგებ ინფორმაცია მოიპოვო.

Posted by: varianeli 4 Dec 2012, 05:18
palavando
QUOTE
ეგ ამბავი უკვე ლეგენდას ემსგავსება


მეგონა მხოლოდ მე დამემართა მასე...
და უჭირთ რომ მითხრან ვერ მოგიტანთო? მაგიტომ არის ამ ქვეყანას არაფერი რომ არ ეშველება...

მეორეთაც მიოვედი ..პირისპირ ველაპარაკე ზოგიერთს..ისე მიყურებდნენ გეგონება ვალი მქონდა მაგათი..
ამნაირ ხალხს ვარდზე და ზოგადად მცენარეზე სეხების უფლებაც კი უნდა ჩამოერთვათ მგონია...

Posted by: mia_nano 5 Dec 2012, 00:19
palavando
კვირას ვნახე ქალაქგარეთ ვარდისფერი კოკრებით დახუნძლული ბუჩქი, კალმები რომ ავაჭრა გაიხარებს თუ გაზაფხულამდე მოვიცადო?
დაკალმების პირველმა ცდამ მგონი კარგად ჩაიარა, გაზაფხულზე ჩავრგე კალმები და ფოთლები ახლაც მწვანე აქვთ, თან ახალი ფოთლებიც გამოიტანეს, ეს დაფესვიანებას ნიშნავს თუ გაზაფხულზე გავიგებ რომ ნამდვილად გაიხარეს?
varianeli
QUOTE
ისე მიყურებდნენ გეგონება ვალი მქონდა მაგათი

ეგენი ვაჭრები არიან ამ სიტყვის ცუდი დატვირთვით თორემ ვაჭრებს რას ვერჩი...რა უნდათ ამ ყაიდის ხალხს ყვავილებთან, მაგათთვის ვარდი და ლურსმანი ორივე გასაყიდი საქონელია

Posted by: palavando 5 Dec 2012, 00:46
mia_nano
QUOTE
კვირას ვნახე ქალაქგარეთ ვარდისფერი კოკრებით დახუნძლული ბუჩქი,

მართლა საოცრად თბილი დეკემბერი გვაქვს.ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა,რომ ვარდებს სიგრილე უყვართ და მთავარი პრობლემა ჩვენთან ზაფხულის დიდი სიცხეებია.დაკალმებას რაც შეეხება, ცოტა გვიანაა,მაგრამ მაინც შეგიძლიათ ცადოთ. წინა გვერდზე არის ტექნიკა აღწერლი.ისე საუკეთესო დროდ პირველი ყვავილობის მიწურული ითვლება.
QUOTE
გაზაფხულზე ჩავრგე კალმები და ფოთლები ახლაც მწვანე აქვთ, თან ახალი ფოთლებიც გამოიტანეს, ეს დაფესვიანებას ნიშნავს თუ გაზაფხულზე გავიგებ რომ ნამდვილად გაიხარეს?

ეს უკვე წარმატების ნიშანია,მაგრამ პირველი გამოზამთრება მაინც ცოტა პრობლემურია.იმედი ვიქონიოთ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: mia_nano 5 Dec 2012, 14:28
palavando
გმადლობთ 2kiss.gif შევეცდები და იქნებ გამიმართლოს smile.gif

Posted by: biki124 6 Dec 2012, 00:11
ვგიჟდები ისე მიყვარს ვარდები, სოფელშიბებიაცემს აქვს ბორდოსფერი ბარხატის ვარდი, საოცრებაა, მაგის ნახვას არ სჯობია არაფერი.

Posted by: palavando 6 Dec 2012, 01:12
biki124
QUOTE
ვგიჟდები ისე მიყვარს ვარდები,

წითელი ვარდები მართლაც ულამაზესია yes.gif yes.gif yes.gif

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: varianeli 9 Dec 2012, 16:01
ავლაბრელი ვაჭრების ჯინაზე მაინც ვიშოვე წელს 100 მდე ვარდი . მათ შორის 80 მდე სწორედ მასეთი ფერის იქნება მუქი წითელი "ბლაქ მაჯიქ" smile.gif

Posted by: BadbadGirl 9 Dec 2012, 16:15
ერთი კვირაზე მეტია რაც ტემპერატურა -5 და -15 გრადუს შორის მერყეობს. ჩემი ვარდი კი ამაყად, მწვანე ფოთლებით (მერე რა რომ გაყინულები არიან ფოთლები) იწონებს თავს აივანზე. მგონი მარადმწვანე ვარდი ვიყიდე და არ ვიცოდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

varianeli
QUOTE
წელს 100 მდე ვარდი

რას აკეთებ ამდენი ვარდით?

Posted by: varianeli 10 Dec 2012, 09:34
BadbadGirl
QUOTE
რას აკეთებ ამდენი ვარდით?


ფული უნდა გავაკეთო ..რომ გაყვავდებიან უნდა გავყიდო smile.gif მინიმუმ 500 ძირამდე უნდა ავიყვანო smile.gif

Posted by: BadbadGirl 10 Dec 2012, 21:07
varianeli
ძალიან სასიამოვნო საქმე აგირჩევია smile.gif
წარმატებას გისურვებ smile.gif

Posted by: palavando 11 Dec 2012, 03:02
varianeli

QUOTE
მათ შორის 80 მდე სწორედ მასეთი ფერის იქნება მუქი წითელი "ბლაქ მაჯიქ"

სწორედ მასეთი ფერის კი არა,სწორედაც რომ ბლექ მეჯიქის სურათებია. yes.gif
როგორც მივხვდი მოსაჭრელი(ფლორისტული) ვარდების გამრავლება გინდა. ორი წლის წინ დიღომში,სათბურში ვნახე მაგ ტიპის თეთრი, ყვითელი და წითელი ვარდები.მანქანით ვიყავით , მაგრამ ზუსტად ვერავინ იხსენებს როგორ მივედით. რაც ახსოვთ- ლუკოილის ბენზოგასამართ სადგურთან უნდა ჩაუხვიო და იქ ძველი სათბურები უნდა იკითხო.დიღომის ახალი დასახლება იგულისხმება,ტრასის გაყოლებაზე,საკუთარი სახლები,ანუ სასახლეები ,რომ არის ჩამორიგებული.
კიდევ ერთი. უკრაინაში ხომ არ გყავს ისეთი ნაცნობი,რომელიც ვარდებს იქ იყიდის და ჩამოგიტანს ან გადმოგიგზავნის?
* * *
BadbadGirl
QUOTE
ერთი კვირაზე მეტია რაც ტემპერატურა -5 და -15 გრადუს შორის მერყეობს. ჩემი ვარდი კი ამაყად, მწვანე ფოთლებით (მერე რა რომ გაყინულები არიან ფოთლები) იწონებს თავს აივანზე.

smile.gif სიმპატია მართლაც ნხევრად მარადმწვანეა.

Posted by: forum girl 11 Dec 2012, 11:35
ძალიან გთხოვთ მომწეროთ ვარდის დაკალმება როგორ ხდება?

Posted by: palavando 11 Dec 2012, 23:49
forum girl
ზოგადი ინფორმაცია წინა გვერდზეა ,მაგრამ ეხლა ვარდების დაკალმება უკვე გვიანაა-აცივდა. დაკლმებისთვის ჯობია პირველი ყვავილობის მიწურული.ჩვენთან ეგ დრო ძირითადად მაისის ბოლოდან დგება.

Posted by: varianeli 12 Dec 2012, 09:14
palavando
კი მყავს ნაცნობები უკრაინაში, მაგრამ აი რამდენად შეძლებენ გადმოგზავნას ზუსტად არ ვიცი..უნდა გავიკითხო.
* * *
palavando
ერთი წიგნი მაქვს ძველი რუსული გამოცემაა " ცვეტოვოდსტვო"

იქ წერია რომ კალმები შეიძლება ზამთარში ქვიშაში შეინახო სარდაფში და გაზაფხულზე დარგო მერე..ალბათ სადაც დიდი ყინვებია იმ რეგიონებისთვის უფრო კარგია ეგ...


Posted by: palavando 12 Dec 2012, 14:13
varianeli
QUOTE
იქ წერია რომ კალმები შეიძლება ზამთარში ქვიშაში შეინახო სარდაფში და გაზაფხულზე დარგო მერე.

წელს მაგ მეთოდით უკვე შევინახე,ვნახოთ როგორ გაამართლებს.გადარჩენის პროცენტს დაგიპოსტავ.ეგ მეთოდი მართლაც ცივი ადგიულებისთვის იყო,რადგან ზამთარში ტოტები იყინებოდა,ამიტომ შემოდგომაზე ჭრიდნენ,რომ ადვილი შესაფუთი ყოფილიყო.პარარელურად ამდენი მასალა.რომ არ გადაეყარათ საკალმეებს ინახავდნენ. ჩვენნაირ რაიონებში გადაჭრა გაზაფხულზე ჯობია.იმის გამო,რომ ახალ ადგილზე გადამქონდა ვარდები,წელას ზამთრის პირს გადავჭერი და გადავწყვიტე ეგ მეთოდიც გამომეცადა.
QUOTE
ი მყავს ნაცნობები უკრაინაში

მე ყველა ქვეყნის და პრაქტიკულად ყველა დიდი სანერგის ფასები გადავღეჭე.პრინციპი ასეთია-თუ ფასი შედარებით იაფია,ანუ5-6 ევრო(ჩვენთვის ესეც ძალიან ძვირია,რადგან ამ ფასში ტრანსპორტირება და განბაჟება არ შედის),ასეთ სანერგეს საზღვარგარეთ ვაჭრობის ლიცენზია არა აქვს და შესაბამისად ზრდილობიან უარს გეუბნება.ვისაც ლიცენზია აქვს ძვირად ყიდის და ტრანსპორტირების ფასიც ძალიან მაღალი აქვს.
უკრაინაში კი წავაწყდი ერთ -ორ სანერგეს სადაც ფასები დაბალი იყო და ფლორისტული ვარდების არჩევანიც კარგი ქონდათ, ,განსაკუთრებით ,თუ "ოპტომ" გინდოდა შეძენა. თუ გაარკვევ და დაგაინტერესებს მოგოძებნი მაგ ლინკებს, სადმე მექნება დასეივებული.

Posted by: varianeli 12 Dec 2012, 22:00
palavando
სხვათა შორის შიდა ქართლიც ძალიან ცივი მხარეა..განსაკუთრებით თუ ვარდების ირგვლივ ან ღობე ან რაიმე კედელი არ არის..რაღაცა ნაწილი იყინება ხოლმე...

მე მოვახერხე და შემოდგომაზევე დავაკალმე..თან ჯარგი ამინდები დიდხანს გაგრძელდა...

ახლა არამგონია, მაგრამ იმედია გაზაფხულისთვის მექნება ფული კიდევ ერთი 100 ძირი ვიყიდო.

Posted by: palavando 14 Dec 2012, 19:59
რაღაც ზედმეტი მოწყენილობაა
ისევ ვარდების სურათებს დავდებ –ეგებ ცოტა გავხალისდეთ

ოსტინები
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: BadbadGirl 14 Dec 2012, 21:21
palavando
ოსტინების მიმართ გულგრილი ვერ ვარ.
რა ფუმფულა და ბუთხუზა ვარდები აქვთ smile.gif

Posted by: daila 14 Dec 2012, 21:34
[b]palavando[/b თქვენ გაიხარეთ.როგორი სილამაზე და სურნელება მოჰფინეთ .რა სილამაზეა
2kiss.gif
* * *
მოდი გაზაფხულო მოდი,მალე გაზაფხულო მალე.

Posted by: mia_nano 14 Dec 2012, 22:38
palavando
ძალიან საყვარელი ვარდებია love.gif ჩემთან გაუჭირდა რატომღაც აბრაჰამს...ალბათ ადგილი არ მოეწონა და გადავრგე, ახლა ველოდები იქნებ უხვად იყვავილოს გაზაფხულზე rolleyes.gif

Posted by: pernata 15 Dec 2012, 01:23
დღეს ერევანში მომიწია გავარდნა–გამოვარდნამ და საქართველოს საზღვარს როგორც კი გადავედით, სადახლოდან, უზარმაზარი ამპელური ნააზი ვარდისფერი плетнистый (ეს როგორაა ქართულად? ) სულ გაფურჩქნული, ყვავილში და კვირტში ბუჩქი დავინახე. თან სურნელოვანი! (ფლორიბუნდა ქვია ეგეთს, ხო? ) სეკატორი, ცხადია თან მქონდა, წამოვიღე კალმები. წარმატება მისურვეთ smile.gif

Posted by: palavando 15 Dec 2012, 01:52
BadbadGirl
მეც yes.gif
daila
სად დაგვეკარგეთ,მოგვანატრეთ თავი.
* * *
pernata
წარმატებებსაც გისურვებთ-აბა შენ იცი და თუ სურნელოვანია კალმებსაც დაველოდები. smile.gif
* * *
QUOTE
ფლორიბუნდა ქვია ეგეთს, ხო?

როცა აგიყვავდება სურათი დადე და მერე გადავწყვიტოთ. ვარდების სახეობებზე აუცილებლად დავწერ ცოტა მოგვიანებით.
mia_nano
QUOTE
ჩემთან გაუჭირდა რატომღაც აბრაჰამს

რატომ ნეტავი? ჩვემთან ეგ ვარდი ყველაზე "ბეზატკაზნია".პრაქტიკულად შესვენება არა აქვს ყვავილობაში.
იმედი ვიქონიოთ,რომ მალე ასეთს დაემსგავსება.

http://www.radikal.ru
ეს ჩემი აბრაჰამია,მართალია 2 ბუჩქი მაქვს ერთმანეთთან მირგული.

Posted by: varianeli 15 Dec 2012, 11:46
palavando
მინდა ეგ ოსტინებიიი smile.gif თქვენ გააქვთ ქალბატონო მარინა ეგენი?

Posted by: mia_nano 15 Dec 2012, 12:43
palavando
QUOTE
იმედი ვიქონიოთ,რომ მალე ასეთს დაემსგავსება.

yes.gif yes.gif yes.gif ნეტავ მალე დაემგვანოს, თან რა სურნელი აქვს baby.gif
pernata
QUOTE
სეკატორი, ცხადია თან მქონდა, წამოვიღე კალმები. წარმატება მისურვეთ

ჭკვიანი გოგო ხარ yes.gif წარმატებას გისურვებ 2kiss.gif

Posted by: pernata 15 Dec 2012, 13:53
palavando
QUOTE
წარმატებებსაც გისურვებთ-აბა შენ იცი და თუ სურნელოვანია კალმებსაც დაველოდები.

yes.gif იმედია დაკალმდება. თუ გინდათ, ნაწილ ნედლ კალმებს მოგაწვდით... იმედია, არავინ მომპარავს მანამდე givi.gif vis.gif

Posted by: levani_616 15 Dec 2012, 16:35
ხალხნო მირჩიეთ რამე, თბილიში თუ არი სადმე შავი ვარდები და დაახლოებით რა ღირს, ან იქნებ ვინმემ იცოდეს ამ საკითხზე ვის შეიძლება მივმართო?

Posted by: varianeli 15 Dec 2012, 17:17
levani_616
ალბათ შავი (მუქი წითელი) ვარდის ძირებს გულისხმობ.."ბლაქ მაჯიქ" საუკეთესოა, მაგრამ ძირები ბაზარში ახლა აღარ ექნებათ..სადმე თუ კერძო მეურნეობაში ან სანერგეში იპოვი..

Posted by: Jaguar paw 15 Dec 2012, 18:33
pernata
QUOTE
წამოვიღე კალმები. წარმატება მისურვეთ

წარმატებები smile.gif

Posted by: pernata 15 Dec 2012, 19:06
ყველას მადლობა ჩემგან და კალმებისგან, we'll do our best! bis.gif

Posted by: levani_616 15 Dec 2012, 23:53
არა მეგობრებო , ძირებს არ ვგულისხმობ, ისე მჭირდება შეყვარებული ტავს იკლავს მინდაოsad.gif

Posted by: palavando 16 Dec 2012, 01:35
კ{ლავისატურამ აურისა ვერ ვბე{[ help.gif

Posted by: varianeli 16 Dec 2012, 09:52
levani_616
ბაზარში მაგის მეტი რა არის smile.gif კოლმეურნეობის მოედანზე განსაკუთრებით ბევრია smile.gif

Posted by: levani_616 16 Dec 2012, 17:02
მართლაა, აუ რა მაგარია!!! ხვალ გავალ და ვნახავ...გაიხარეთ,.. fiori.ge -ში დავრეკე და 100 დოლარიო 1 ცალი შავი ვარდი რომ რომ ჩამოვიტანოთო და გული კინაღამ გამისკდაsad.gif

Posted by: palavando 16 Dec 2012, 23:51
დავბრუნდი ახალი კლავიატურით .
pernata
QUOTE
თუ გინდათ, ნაწილ ნედლ კალმებს მოგაწვდით...

მადლობთ ჩემო კარგო ,მაგრამ ჩვენი გადასვლა-გადმოსვლის გამო ვშიშობ უყურადღებოდ დამრჩება. ისევ შენს დაკალმებულს დაველოდები რა.
varianeli
QUOTE
მინდა ეგ ოსტინებიიითქვენ გააქვთ ქალბატონო მარინა ეგენი?

რა თქმა უნდა ყველა არა.10 დასახელება მაქვს და სამს კიდევ საახალწლოდ ველი. yes.gif

* * *
მოკლედ გარეთ თოვს,მე კი გაზაფხული მინდა მოვიყვანო..
მგონი მაზოხისტი ვხდები.ამ ვარდებს ,რომ ვათვალიერებ მერე გულის წვეთებს ვსვამ...
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: irmushela 17 Dec 2012, 08:32
palavando
QUOTE
მე კი გაზაფხული მინდა მოვიყვანო..

დიდათ გვასიამვნებტ ასეთ ლამაზ და ძვირფას ვარდებიტ რომ გვანებივრებთ
ბარბარობას გილოცავთ

Posted by: Jaguar paw 17 Dec 2012, 08:44
ასეთი შეფერილობის ვარდს როგორ იღებენ?

user posted image

Posted by: daila 17 Dec 2012, 12:43
palavando კიდევ და კიდევ გაიხარე .ამ ვარდებს რომ უყურებ სიცოცხლე მემატება.დადებითი ენერგიით ვივსები.
[რატომ არ ვჩანდი?]მიქელამ ცხვარი შემაბა ფეხზე, გამოვძვერი და ცხვარიც გავუშვი.[რას ვიძახი ამ მშვენიერ დღეს.]
ყველას გილოცავთ ბარბარობას ჯამრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.

* * *
palavando თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენჯერ ვათვალიერებ ამ ვარდებს.რომ დავინახავ გულიც მიჩქარდება.
.წინა ცხოვრებაში ვიყავი ან შემდეგ ცხოვრებაში მოვალ ვარდის სახით ასე მგონია.

* * *
Jaguar pawასეთი ვარდები დავაკალმე,მაგრამ გაყვავდა წელს ერთი ცალი და ისიც ერთი ფერი[წითელი]იმედს არ ვკარგავ და ველი ჭრელს

Posted by: FLORISTI 17 Dec 2012, 13:05
თოვლი კარგია, მაგრამ მე მაინც მზე და ზაფხული მირჩევნია!
* * *
http://s020.radikal.ru/i706/1212/94/154515cbeb13.jpg

* * *
http://www.radikal.ru

* * *
http://www.radikal.ru

Posted by: daila 17 Dec 2012, 18:47
FLORISTIამ სურათების შემდეგ თოვლზე როგორ იძახი კარგს?

Posted by: mia_nano 17 Dec 2012, 19:15
FLORISTI
yes.gif თოვლიც კარგია...ოღონდ ერთი საათი რომ ისეირნებ და სახლში რომ შევარდები მერე, აგუზგუზებულ ღუმელთან მოიკალათებ და ხარ ბედნიერი...ზაფხული კი თავისი ფერებით და მზით (პაპანაქებაზე ბოდიში) ძალიან მიყვარს love.gif

Posted by: palavando 17 Dec 2012, 23:51
QUOTE
irmushela

მადლობთ. smile.gif მეც ყველას გილოცავთ. ყველა პატარა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგვეზარდოს!
daila
QUOTE
.ამ ვარდებს რომ უყურებ სიცოცხლე მემატება.დადებითი ენერგიით ვივსები.

აბა,აბა ავადმყოფობა არ გამაგონოთ. გაზაფხულზე ერთი ისეთი სურნელოვანი ვარდი უნდა გაჩუქოთ,თოთო შესუნთქვაზე 100 წელი მოგემატოთ. 2kiss.gif
Jaguar paw
ეგ კორდესის აბრაკადაბრაა, მივალ კორდესამდისაც. ჰიბრიდიზაციითFLORISTI
FLORISTI
mia_nano
QUOTE
თოვლი კარგია, მაგრამ მე მაინც მზე და ზაფხული მირჩევნია

QUOTE
თოვლიც კარგია...ოღონდ ერთი საათი რომ ისეირნებ და სახლში რომ შევარდები მერე

აუუუ...ბავშვობა გამახსენდა, მაშინ თოვლიც მიყვარდა , მაგრამ მაინცყოველთვის მზის თაყვანისმცემელი ვიყავი.


Posted by: pernata 18 Dec 2012, 00:56
mia_nano
QUOTE
პაპანაქებაზე ბოდიში

ეგეც მიყვარს. ხვატიც. და კიდე რა სიტყვაც ქვია, ყველაფერი. მეც მზის თაყვანისმცემელი ვარ, ერთმნიშვნელოვნად.

Posted by: daila 18 Dec 2012, 12:41
palavando დიდი მადლობა. გაიხარე.
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
აუ კიდე თოვს.........როდის მოვა გაზაფხული?.......ოჯახის წევრები შევაღონე ამ წინადადებით-როდის მოვა გაზაფხული?.......
ვერ ვჩერდები ასე უმოქმედოთ.სანამ ამინდი გაფუჭდებოდა ვფოცხავდი, ვსხლავდი,ფოთოლს ვწვავდი.

ვისაც დაუმზადებია კომპოსტი მასწავლეთ. 2kiss.gif
* * *
pernata მეც მზეს და სითბოს ვეთაყვანები.

Posted by: Jaguar paw 18 Dec 2012, 13:07
palavando
QUOTE
ეგ კორდესის აბრაკადაბრაა, მივალ კორდესამდისაც. ჰიბრიდიზაციითFL

smile.gif დაველოდები მაშინ.

Posted by: varianeli 18 Dec 2012, 23:02
ზამთარი რომ არ იყოს გაზაფხული ასე არ მოგვენატრებოდა smile.gif ასე რომ ველი გაზაფხულს..დედამიწა გულს რომ გაიხსნის და გაალამაზებს გარემოს...


Posted by: palavando 19 Dec 2012, 00:20
აბა გავხალისდეთ.
კიდევ რამდენიმე ოსტინი:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
* * *
და დელბარდის ყველაზე ცნობილი სერია "იმპრესიონისტები":

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
* * *
Jaguar paw
აბა ,როგორიააა? ..რამდენი წლის შრომა უნდა ამის შექნნას!

Posted by: pernata 19 Dec 2012, 01:28
palavando
სუნი დადგა ოთახში ამ ფოტოების გახსნისას smile.gif საბოლოოდ გამტეხეთ smile.gif

ეს კი ჩემი სომხეთში მოპოვებული, რეალში საოცრად სურნელოვანი ვარდი:

http://www.radikal.ru

Posted by: palavando 19 Dec 2012, 01:46
პერნატა
QUOTE
სუნი დადგა ოთახში ამ ფოტოების გახსნისასსაბოლოოდ გამტეხეთ

:2კისს: ბავშვებივით ჭირვეულები არიან, ხშირად ავადმყოფობენ, მოვლა ჭირდებათ, მაგრამ ადამიანები ვერასდროს იტყვიან ვარდებზე უარს smile.gif
QUOTE
ეს კი ჩემი სომხეთში მოპოვებული, რეალში საოცრად სურნელოვანი ვარდი:

შეიძლება რომელიმე ძველი ვარდი იყოს,ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: Universe 19 Dec 2012, 06:00
QUOTE
დელბარდის ყველაზე ცნობილი სერია "იმპრესიონისტები"

palavando
ეს ვარდი ქოთანში იხარებს?

Posted by: Jaguar paw 19 Dec 2012, 08:24
palavando
QUOTE
Jaguar paw
აბა ,როგორიააა? ..რამდენი წლის შრომა უნდა ამის შექნნას!

მაგარია! smile.gif
თუ არ ვცდები,ასეთ ვარდებს გამოსხივების შედეგად იღებენ?

Posted by: daila 19 Dec 2012, 10:36
ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას.

წმინდა ნიკოლოზი იყვეს ყველას შემწე და მფარველი.


palavandoამ ცივ ამინდებში როვორ გვათფობთ.როგორ გვახარებთ.

ულამაზესები.უმაგრესები.უიშვიათესები, ამას ქვია სასწაული.უმაგრესი ადამიანი ხართ.გულწრფელათ ვამბობ.

ძალიან მინდა თქვენი გაცნობა
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: FLORISTI 19 Dec 2012, 13:21
palavando
იმპრესიონისტები მომეწონა ძალიან. ხომ არ ყიდით ნერგებს?

Posted by: varianeli 19 Dec 2012, 15:04
palavando
ეს ოსტინები ძალიან მომწონს...ქალბატონო მარინა თქვენ გაქვთ ეგენი? გაზაფხულზე რამდენიმეს წავიღებ smile.gif..უკაცრავად წავიყვან smile.gif

Posted by: jadvari 19 Dec 2012, 15:21
ოსტინების და დელბარდის შოვნა თბილისში შეიძლება? და რომელ სეზონზე?

Posted by: palavando 19 Dec 2012, 17:32
Jaguar paw
yes.gif ვარიაგეტა(ჭრელი ) ვარდები უძველესი დროიდან იყო ცნობილი,მაგრამ ეს ძირითადად ვირუსით გამოწვეული სიჭრელე იყო და გაენეტიკურად არ გადადიოდა. პირველ ნამდვილ ვარიაგეტად იტალიური ვარდი ვარიაგეტა დე ბოლონია ითვლება(XIXსკ. მიწურული)http://www.radikal.ruთუმცა ამ ვარდის შექმნაში, თავისი როლი შემთხვევითობამაც ითამაშა.(ხელოვნურად დამტვევილ ,ერთ ერთ ვარდს დამცავი პარკი მოძვრა)თავიდანვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ასეთი მუტაცია მზის სხივებმა გამოიწვია,მოგვიანებით ჰიბრიდიზაციის დროს მტვრიანების ,თესლების გამა სხივებით დასხივება დაიწყეს -შედეგი სახეზეა.
varianeli
QUOTE
ეს ოსტინები ძალიან მომწონს...ქალბატონო მარინა თქვენ გაქვთ ეგენი?

უყურადღებობაში არ ჩამითვალო,ეტყობა პასუხი გამომრჩა. მაქვს 10 დასახელება, ორს კიდევ ველოდები საახალწლოდ.გადამრავლებულიც მაქვს,მაგრამ რაოდენობა ძალიან შეზღუდულა.ვნახავ ამ ზამთარს რამდენი გადაურჩება.სადღაც მარტში შემახსენე და გადაგიწყობ.
* * *
FLORISTI
jadvari
QUOTE
იმპრესიონისტები მომეწონა ძალიან. ხომ არ ყიდით ნერგებს?

QUOTE
ოსტინების და დელბარდის შოვნა თბილისში შეიძლება? და რომელ სეზონზე?

ოსტინებზე ზევით დავწერე.
დელბარდის იმპრესიონისტები კი ჩემი დიდი გულისტკივილია. მაგ ვარდების ჩამოტანაც ვცადე,გზაში გაიჭედა და სულ ჩამპალი და გაუბეგურებული ჩამომივიდა. ერთადერთი მატისი გადამირჩა.
http://www.radikal.ru
გაზაფხულზე,წესით უნდა გვქონდეს გაყიდვაში.
დელბარდის ვარდები ჩვენს სანერგეებში არ შემხვედრია. აქვთ რამდენიმე ჭრელი სახეობა, მაგრამ ძირითადად კორდესის ვარდებია.
* * *
Universe
QUOTE
ეს ვარდი ქოთანში იხარებს?

ქოთანში ამ ვარდებს ცოტა გაუჭირდებათ,მძლავრი ბუჩქებია, თუმცა კარგი კვებისა და მოვლის პირობებში შეუძლებელი არაფერია.
* * *
daila
QUOTE
ძალიან მინდა თქვენი გაცნობა

ისეთი გრძნობა მაქვს , თითქოს უკვე გიცნობთ. smile.gif

Posted by: Jaguar paw 19 Dec 2012, 18:43
palavando, გმადლობთ ასეთი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის chups.gif

Posted by: varianeli 19 Dec 2012, 20:29
palavando
QUOTE
სადღაც მარტში შემახსენე და გადაგიწყობ.

აუცილებლად . დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ABABUA 19 Dec 2012, 23:59
palavando
QUOTE
შეგიძლათ 2-3 სხვადასხვა ვარდის კვირტი ერთ ასკილის საძირეზე(ფესვის ყელზე) დაამყნოთ ,ან აირჩიოთ ვარდის ბუჩქი და რომელიმე ძლიერ ტოტზე სხვა ვარდი დაამყნოთ.მიაქციეთ ყურადღება, რომ საძირე ვარდი უფრო ძლიერად მოზარდი ჯიშისა უნდა იყოს, ვიდრე ის ვარდი,რომელსც ზედ ამყნობთ.


დედაჩემს აინტერესებს, ასკილი და ვარდი ეწრთმანეთზე როგორ იმყნობა? ცერად უნდა გადავჭრათ, ჰორიზონტალურად, თუ... ??????? ამის გარდა სხვა მრავალი კითხვაც აქვს და თუ არ დაგვზარდებით, იქნებ ან სკაიპში დაეკონტაქტოთ, ან ტელეფონის საშუალებით? smile.gif

Posted by: mia_nano 20 Dec 2012, 00:15
palavando
QUOTE
დელბარდის მატისი გადამირჩა.

ესეც ფლორიბუნდაა? შემაყვარეთ ფლორიბუნდები love.gif ძალიან ლამაზები არიან smile.gif

Posted by: palavando 20 Dec 2012, 20:01
ABABUA

QUOTE
თუ არ დაგვზარდებით, იქნებ ან სკაიპში დაეკონტაქტოთ, ან ტელეფონის საშუალებით?

არ დავიზარებდი,მაგრამ მყნობის მოყოლით სწავლა ვერაფრით წარმომიდგენია.ინტერნეტში უამრავი თვალსაჩინოებაა,აკრიფეთ ან youtube ში,ან პირდაპირ google ში rose budding,ან rose propagation და უამრავ მასალას და ვიდეო მასალას გამოგიტანთ,სადაც პირდაპირ ნაჩვენებია სხვადასხვა მეთოდე ბი.
მე ძალიან ტრადიციულ და ძველ მეთოდს ვიკყენებ T-ს მაგვარ ჭრილს ვაკეთებ და კვირტს ვსვამ შიგნით. ეს ტექნიკა ბევრმა სოფლის მყნობელმა იცის.თუ მაინც გაგიჩნდათ კითხვები, კი ბატონო დამიკავშირდით 59937 9196. 237 91 96.
* * *
დელბარდის ზოგიერთი შედევრი;

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: daila 20 Dec 2012, 20:45
სასწაული ფერთა გამა.ენა ჩამივარდა........... love.gif

Posted by: FLORISTI 20 Dec 2012, 21:28
გადავირიე... რა სილამაზეა.............................

Posted by: pernata 20 Dec 2012, 21:54
palavando
გასკდა გული smile.gif))
მეორე და ბოლო!!!!!!
წარღვნის მოლოდინში ამ ფოტოებს ვუყურებ biggrin.gif

Posted by: palavando 20 Dec 2012, 22:21
daila
FLORISTI
pernata
ხომ გაგაფრთხილეთ ვალიდოლი მოიმარაგეთ მეთქი. smile.gif
pernata
ეგ ბოლო მაქვს yes.gif yes.gif yes.gif ოღონდ ჯერ არ გამიმრავლებია. თან გული მისკდება ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოუწია გადარგვა.შემოდგომის ყვავილები ზუსტად ეგ ფერი იყო და ორი კვირა მედგა ლარნაკში.
ცალკე ეს სურათები ხომ მიხეთქავს გულს,ცალკე იმის შეგრძნება,თუ რამდენად წინ არიან წასულები.

Posted by: ninia-lilia 21 Dec 2012, 02:00
palavando ვგიჯდები თქვენს ვარდებზე.როდის ჯობია წამოვიყვანო სუნიანი უხვად მოყვავილე ლამაზუნები?????
* * *
ეხლა ჯობია დარგვა თუ გაზაფხულზე????

Posted by: pernata 21 Dec 2012, 03:21
palavando
ვალიდოლი კი მოვიმარაგე, მაგრამ სხვაგან შემომელია biggrin.gif
QUOTE
,ცალკე იმის შეგრძნება,თუ რამდენად წინ არიან წასულები.

აი აქ კი ვალიდოლი ვერაფერს გვიშველის vis.gif დურმან დატურა ან ჰა-ჰა პსილოციბინი smile.gif

Posted by: daila 21 Dec 2012, 14:42
ღმერთო როგორც თბილი და მზიანი დღე გაათენე ასევე ლამაზათ დააღამე. აწ და მარადის...........
დღეს შვილიშვილი შემეძინა.......კიდევ ერთი სიხარული და სილამაზე ჩემს ოჯახში.......

Posted by: palavando 21 Dec 2012, 16:16
bis.gif bis.gif bis.gif
აი,პირველი მატებაც გავაქვს ვარდების მოყვარულებს!
სულ ია- ვარდით მოფენილ გზაზე ევლოს!
alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: daila 21 Dec 2012, 18:01
palavando ჭეშმარიტათ..... დიდი მადლობა. გაიხარე.
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: pernata 21 Dec 2012, 18:05
daila
QUOTE
დღეს შვილიშვილი შემეძინა

გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ smile.gif

Posted by: ninia-lilia 21 Dec 2012, 18:53
daila გილოცავთ,ბედნიერი გაგეზარდოთ.... smile.gif

Posted by: daila 21 Dec 2012, 18:58
pernataუღრმესი მადლობა.
2kiss.gif
ფიკუსის ტოტი მქონდა და სასწრაფოდ ჩავრგე ქოთანში პატარას სახელზე.ეს დღეს. უახლოეს მომავალში12 ნერგს დავრგავ.
* * *
ninia-lilia მადლობა. გაიხარე.
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: mia_nano 21 Dec 2012, 19:17
daila
გილოცავთ smile.gif ბედნიერი და ჯანმრთელი გაგეზარდოთ 2kiss.gif

Posted by: FLORISTI 21 Dec 2012, 20:15
daila
ვუერთდები მილოცვებს!!! ბედნიერებას ვუსურვებ!!!

Posted by: daila 21 Dec 2012, 21:10
mia_nano[/b

[b]FLORISTI


დიდი მადლობა.თქვენც ბედნიერები და ჯამრთელები იყავით .გაიხარეთ.

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

ყველა მიყვარხართ. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: mashikooo 21 Dec 2012, 23:19
daila
გილოცავთ საუკეთესო სურვილებით!! ბიჭია თუ გოგო? bis.gif

Posted by: pernata 22 Dec 2012, 02:06
daila
QUOTE
უახლოეს მომავალში12 ნერგს დავრგავ.

up.gif 12 კი არა და ყველა ბავშვის გაჩენაზე თითო ნერგის დარგვა რომ "დაინერგოს" რას ავბიბინდებოდით.. smile.gif

Posted by: varianeli 22 Dec 2012, 10:35
მეც ვუერთდები მოლოცვას! smile.gif ჯანმრთელი და ბედნიერ იყოს!

Posted by: daila 22 Dec 2012, 20:38
mashikooo
varianeli
და ყველას უღრმესი მადლობა ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის.ყველას გკოცნით.თქვენც არ მოგაკლდეთ სიხარული და
ბედნიერება.ბევრი ჩემი შვილის ტოლები ხართ.[''მე ხომ ვიყავი თქვენ ხელა თქვენც ხომ გახდებით, ჩემ ხელა,ხო და რა მნიშვნელობა აქვს ვის რამდენი თმა და ბალანი აქვს თავზე''] ყველა მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ..... გ ა ი ხ ა რ ე თ......
mashikooo ანანო გვყვავს.იმას მაინც შევაყვარებ ყვავილებს.
ბოდიშიც უნდა მოვიხადო თემას ავცდით.მაგრამ პატარა ანანო ხომ ჩემი ოჯახის დიდი და უპირველესი ყვავილია................
კიდევ ერთხელ მ ა დ ლ ო ბ ა ყ ვ ე ლ ა ს. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif:

Posted by: MaShiko-MuSicology 26 Dec 2012, 03:46
daila

გილოცავთsmile.gif თქვენს დიდ და უპირველეს ყვავილს ძალიან გაუმართლა, ასეთი საყვარელი ბებო რომ ჰყავსsmile.gif

Posted by: nami1423 26 Dec 2012, 11:10
daila
გილოცავთ, სულ ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავით, სულ ასეთი სასიხარულო გადახვევა გვქონოდეს თემიდან
pernata
QUOTE
ყველა ბავშვის გაჩენაზე თითო ნერგის დარგვა

მე წინასწარ დავრგავ, თორემ ჩემი პატარა ივნისში გაჩნდება და ვერ დავრგავ
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: pernata 26 Dec 2012, 18:56
nami1423
QUOTE
მე წინასწარ დავრგავ, თორემ ჩემი პატარა ივნისში გაჩნდება და ვერ დავრგავ

უი, რა კარგი ამბები გქონია, ნამი! bis.gif შენ იკვე გადაჭარბებითაც გაქვს გეგმა შესრულებული, დარწმუნებული ვარ smile.gif რას შვება ჩემი ჰებე, ხომ არის ყოჩაღად? smile.gif

Posted by: palavando 28 Dec 2012, 20:15
nami1423
bis.gif bis.gif bis.gif რა კარგი ამბავი დამხვდა! ჩემსავით ტყუპები იქნება!
* * *
ეხლა კი ისევ დელბარდის შედევრები.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: mia_nano 28 Dec 2012, 22:42
palavando
რა ლამაზებია love.gif მზე და სითბო შემოიჭრა ამ ცივ ამინდში 2kiss.gif

Posted by: varianeli 31 Dec 2012, 22:25
გუშინ კახეთში ვიყავი..ამ ზაფხულს იმ სახლში სადაც ვიყავი ბევრი ლამაზი ვარდი ყვაოდა..ვიფიქრე არვიცი გაზაფხულამდე თუ კიდევ ჩამოვალ თქო..ხოდა ავჭერი კალმები მაინც..დღეს პლასტმასის ქილაში ჩავალაგე და სველი ქვიშით დავფარე და მარანში შევინახე..გაზაფხულზე უნდა გადავრგო..აბა ვნახოთ რა გამოვა smile.gif

Posted by: FLORISTI 1 Jan 2013, 00:01
ყველას, ყველას, ყველას!!! გილოცავთ ახალ წელს!!! ბედნიერი წელი ყოფილიყოს!!! წარმატებების წელი ყოფილიყოს!!! ხვავის და ბარაქის წელი ყოფილიყოს!!! მრავალჟამიერ!!!

Posted by: palavando 1 Jan 2013, 04:16
http://www.radikal.ru

გილოცავთ !!! მრავალ შობა-ახალწელს დაესწარით!

Posted by: mia_nano 1 Jan 2013, 12:30
გილოცავთ ყველას!!! სულ ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყავით, სიკეთე და ჯანმრთელობა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: varianeli 1 Jan 2013, 19:06
მეც გილოცავთ! ბევრი ვარდი , ბევრი სილამაზე, სიხარული და მშვიდობა ყველას!! smile.gif

Posted by: daila 1 Jan 2013, 22:29
ყველას, ყველას, ყველას.

გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯამრთელობას,ულევ სიხარულს და სიყვარულს,ხვავს და ბარაქას,სურვილერის
ასრულერას,მშვიდობას და ბედნიერებას. ყველას გეფერებით და 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: popodi 2 Jan 2013, 22:36
ყველას გილოცავთ ახალ წელს!
..........................................................

Posted by: palavando 3 Jan 2013, 21:34
varianeli
QUOTE
გუშინ კახეთში ვიყავი..ამ ზაფხულს იმ სახლში სადაც ვიყავი ბევრი ლამაზი ვარდი ყვაოდა..ვიფიქრე არვიცი გაზაფხულამდე თუ კიდევ ჩამოვალ თქო..ხოდა ავჭერი კალმები მაინც..დღეს პლასტმასის ქილაში ჩავალაგე და სველი ქვიშით დავფარე და მარანში შევინახე..გაზაფხულზე უნდა გადავრგო..აბა ვნახოთ რა გამოვა

აბა ,წარმატებები!

ეხლა კიდევ ერთ დიდ ფრანგ სელექციონერს გთავაზობთ,უფრო სწორედ მთელ ოჯახს- მეიანები:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: pernata 4 Jan 2013, 02:34
palavando
ზევიდან მესამეში ბევრ რამეს გავცვლიდი biggrin.gif
ამათ, შეიძლება დაგაინტერესოთ:

http://www.facebook.com/SimplyRoseGardening/photos_stream

ზედა ლინკზე "ლურჯ ვარდებს" გვთავაზობენ, რასაც ქვედა ლინკი აპროტესტებს - არარსებულს რატომ გვთავაზობთო:

http://www.facebook.com/oldgardenroses/photos_stream
* * *
Vai!
http://m.facebook.com/home.php?%24MURI__user=0#!/photo.php?fbid=10200191477048006&id=1184206652&set=o.373501452707990&%24MURI__user=0

Posted by: popodi 4 Jan 2013, 22:41
ეს თქვენი Graham tomasia ქალბატონო მარინა,3 მეტრამდე გაიზარდა .დეკემბერშია გადაგებული.ეხლაც კვირტები აქვს დარჩენილი ზედ.
file://localhost/C:/Documents%20and%20Settings/Admin/Рабочий%20стол/yvitelivardi.jpg

Posted by: FLORISTI 4 Jan 2013, 22:48
popodi
სურათი არ იხსნება

Posted by: popodi 5 Jan 2013, 20:48
http://www.facebook.com/photo.php?fbid=314039632003439&set=pb.100001922133412.-2207520000.1357404405&type=3&theater
* * *
ამ ვარდმა გამაგიჟა,უნიკალურია ყველანაირად.
* * *
3მეტრამდე გაიზარდა.ქნ მარინა,ოსტინებიდან კველაზე საუკეტესოა ჩვენი პირობებისტვის,დეკემბერამდე ყვაოდა,ტოვლი ედო.ეხლაც აკვს გაუშლელი კვირტები დარჩენილი.

* * *
ეს მშვენიერიც მთელი შემოდგომა ყვაოდაhttp://www.facebook.com/photo.php?fbid=314038695336866&set=pb.100001922133412.-2207520000.1357405256&type=3&theater
* * *
http://www.facebook.com/photo.php?fbid=314038695336866&set=pb.100001922133412.-2207520000.1357405256&type=3&theater

Posted by: FLORISTI 5 Jan 2013, 21:05
popodi
შენი ყვავილები დავათვალიერე. მშვენიერი ბაღი გქონია. შენ უვლი?

Posted by: palavando 6 Jan 2013, 00:56
pernata
გმადლობ ლინკებ ისთვის.
QUOTE
ზევიდან მესამეში ბევრ რამეს გავცვლიდი

მაგარი ტიპები არიან ეს ვარდები,ადრე თუ გვიან ყველას გემოვნებას ერგებიან.
yes.gif

Posted by: BadbadGirl 6 Jan 2013, 01:07
აუ ეზოიანი სახლი თუ მეღირსა დედას ვუტირებ, ისეთი ბაღი უნდა გავაშენო smile.gif
ვარდებით და როდოდენდრუმებით smile.gif

მერე "შეგაშურებთ" ხოლმე აქა თუ კარგია tongue.gif:P

Posted by: FLORISTI 6 Jan 2013, 01:13
BadbadGirl

კორპუსის ფანჯრიდან "მუქარა" ადვილია lol.gif lol.gif lol.gif

როდოდენდრუმებში გნახავთ... ვინა ხარ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 6 Jan 2013, 01:22
FLORISTI
tongue.gif:P აივანზე ხომ გავაშენე.

პ.ს. სხვათაშორის მართლა კარგი ბაღი მქონდა. სოფელში ბებიასთან ვარდებს ვახარებდი ხოლმე კალმებიდან, და იცი როდის? 8-10 წლის ვიქნებოდი, ბავშვობაში სუფთა ბიოლოგი ვიყავი, ყველანაირი გაგებით smile.gif. ჩემი ჩარგული ყველა კალამი ხარობდა ხოლმე და ხან ვინ მეზობელს მიქონდა და ხან ვის. ახლაც კი, შეიძლება ძნელი დასაჯერებელია მაგრამ 20 წლის წინ ჩემი დარგული და გახარებული ვარდები (6 ძირი) კვლავ ხარობს ბებიასთან სოფელში smile.gif აქედან ერთი ვარდისფერია, ერთი წითელი ხვიარა და სამი ყვითელი, და ერთიც ე.წ ჩაის ვარდი. smile.gif

Posted by: palavando 6 Jan 2013, 01:27
popodi
გმადლობთ სურათებისთვისაც და რაც მთავარია ინფორმაციისთვისაც. ყველას ვეხვეწები ხოლმე,რომ ინფორმაცია მომაწოდონ,თუ როგორ იქცევა ესა თუ ის ვარდი ჩვენს პირობებში.ძალიან მინდა ეს საქმე ნამდვილად პროფესიულ დონეზე გაიმართოს,მაგრამ მარტო თეორია არ არის საკმარისი,პრაქტპკულ გამოცდილებაში კი ჯერ-ჯერობით მოვიკოჭლებთ .ჩვენი ვარდები ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ,ძალიან ბევრი განთქმული ვარდი გვაქვს, რომლსაცც უმაღლესი ჯილდოები და ყველაზე პრესტიჟული პრემიები აქვს აღებული ,მაგრამ ჩვენი ცხელი ზაფხულის პირობებში რას იზამს ,როგორ მოიქცევა ბოლომდე არ ვიცით. ამიტომ ძალიან,ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

თქვენი ბაღით მოვიხიბლე! მაგარია! love.gif
ეგ ცისფერი Rhapsody in Blue ა,ძალიან პრესტიჟული ჯილდო RNRS Gold Medal აქვს აღებული.გრაჰემ თომასის არ მეეჭვებოდა ,ეგ ვარდი კი გამეხარდა ასე მოყვავილე , რომ დავინახე.

Posted by: FLORISTI 6 Jan 2013, 01:34
QUOTE (BadbadGirl @ 6 Jan 2013, 01:22 )
FLORISTI
tongue.gif:P აივანზე ხომ გავაშენე.



ოხ! ეს არ ვიცოდი!

მხვიარა ვარდები არ მაქვს! წითელ-ყვითელის რა მოგახსენო, მაგრამ თეთრ ვარდს კი ვიქონიებდი! საოცრად მომწონს! ნათესავს აქვს მრგვალ ხეივანზე გაშვებული და რომ გაიშლება საქორწილო-სარიტუალო განწყობას ქმნის! რომ გაყვავდება აუცილებლად დავდებ სურათს

Posted by: BadbadGirl 6 Jan 2013, 01:39
FLORISTI
ბებიას ქონდა (მამას დედას) თეთრი, მაგრამ მხვიარა არა. აი როგორი იცი, თეთრი ქათქათა. სასწაული ვარდი იყო. გრძელი საყვავილე ქონდა, თხელ ყლორტზე smile.gif ბალერინასავით იყო. მის ყურებას არაფერი სჯობდა. სხვათაშორის ის ვარდი, იმერეთიდან უკვე გახარებული ქართლში წამოვიღე მეორე ბებიასთან და გახმა. იმერეთში კი ყვაოდა სასწაულად.

აივანზე მაქვს სიმპათია ქოთანში. ოთხი პელაგონია. კრუსბერის ბუჩქი და ერთი პატარა ნაძვი smile.gif ორი სკამი და მაგიდა. გააფხულზე იქ ჯდომას და ჩაის მირთმევას არაფერი ჯობია smile.gif გამოზაფხულისთვის მეორე ქოთნის ვარდს ვიყიდი, ყვითელს smile.gif ფალავანდო წერდა მხვიარა ვარდის შესახებ რომელიც ქოთანში კარგად ძლებს და მას ვუმიზნებ.
* * *
ზოგი სურათები ჩემი აივნიდან
http://www.tomushka.blogspot.se/2012/07/blog-post.html
ეს სიმპათია
http://www.tomushka.blogspot.se/2012/06/blog-post_23.html
პელაგონიები, ვარდი ახალგაზრდობაში აივანი smile.gif
http://www.tomushka.blogspot.se/2012/05/blog-post_06.html


პეტ ოსტინი მინდა გაზაფხულზე ვიყიდო smile.gif

Posted by: palavando 6 Jan 2013, 02:13
BadbadGirl
up.gif up.gif up.gif

Posted by: mia_nano 6 Jan 2013, 11:43
palavando
QUOTE
3მეტრამდე გაიზარდა.ქნ მარინა,ოსტინებიდან კველაზე საუკეტესოა ჩვენი პირობებისტვის,დეკემბერამდე ყვაოდა,

რომელ ვარდზეა საუბარი? ანუ რა ქვია?
წინასწარ ვარ ჩაწერილი... გაზაფხულზე წავიყვან აგარაკზე jump.gif
BadbadGirl
popodi
up.gif up.gif up.gif

Posted by: FLORISTI 6 Jan 2013, 14:39
BadbadGirl

up.gif up.gif up.gif გყვარებია ყვავილები... მაგრამ დიდი ეზოს მოწყობას დიდი "ფარა" ჭირდება... ეჰ!!!

Posted by: BadbadGirl 6 Jan 2013, 15:12
FLORISTI
QUOTE
დიდი "ფარა" ჭირდება... ეჰ!!!

ანუ? ვერ გავიგე რა მეუბნევი.

Posted by: palavando 6 Jan 2013, 18:53
დამდეგ შობას გილოცავთ ყველას! bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: popodi 6 Jan 2013, 19:15
mia_nano
ეს ვარდი Graham Thomasia.იელიდან წამოვიღე .ასე ერთ მეტრამდე თუ იყო.იმ ცელსვე მეორე სართულამდე ავიდა.ძალიან ლამაზია,სასწაული სუნი აკვს და თითკმის შეუჩერებლად ყვაოდა.ეხლაც კვირტები აკვს და ცოტა რომ თბილოდეს გაყვავდებოდა
* * *
mia_nano
ეს ვარდი Graham Thomasia.იელიდან წამოვიღე .ასე ერთ მეტრამდე თუ იყო.იმ ცელსვე მეორე სართულამდე ავიდა.ძალიან ლამაზია,სასწაული სუნი აკვს და თითკმის შეუჩერებლად ყვაოდა.ეხლაც კვირტები აკვს და ცოტა რომ თბილოდეს გაყვავდებოდაFLORISTI

* * *
FLORISTI
მე ვუვლი და ეს მაცოცხლებს,თორემ ან დღე მოვკვდებოდი ან ღამე.

Posted by: FLORISTI 6 Jan 2013, 20:30
popodi

Graham Thomasia - დავგუგლე და არ მაჩვენა არაფერი. სახელი ხომ არ გეშლება?

საოცარი ფერი კია...

Posted by: pernata 6 Jan 2013, 21:30
FLORISTI
QUOTE
Graham Thomasia - დავგუგლე და არ მაჩვენა არაფერი

ეს იქნება, ალბათ - Graham Thomas - ია biggrin.gif
https://www.google.ge/search?q=Graham+Thomas&sugexp=chrome,mod%3D12&um=1&ie=UTF-8&hl=en&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=BrXpUNiXO8rltQb08ICIBQ&biw=1280&bih=632&sei=CrXpUMzqJcqRswaT24CoBQ

Posted by: BadbadGirl 6 Jan 2013, 23:34
ეს როაჩკა მომეწონა კიდე Ö=
https://www.google.com/search?q=KAREN+BLIXEN+rose&hl=en&tbo=u&tbm=isch&source=univ&sa=X&ei=mdHpUOD5DsGq4ASN94GIBQ&ved=0CDEQsAQ&biw=1280&bih=686

Posted by: popodi 6 Jan 2013, 23:36
ეგ არის,რეალურად ჩემ სურათზე რაც არის ის ფერია
* * *
თეთრი ვარდები უფრო კაპრიზნია,ამინდი უნდა უწყობდეს ხელს,წვიმები აფუჩებს და ა.შ.

Posted by: BadbadGirl 6 Jan 2013, 23:42
და ეს კიდევ რა ლამაზია Ö=
http://www.davidaustinroses.com/english/showrose.asp?showr=5033
* * *
popodi
კი ეგრეა. მაგრამ ასე სურათზე რა ულამაზესია Ö

ეს ანხე

http://www.davidaustinroses.com/english/showrose.asp?showr=6842
* * *
ეს შემიყვარდა კიდე
http://www.davidaustinroses.com/english/showrose.asp?showr=3380

Posted by: daila 7 Jan 2013, 00:30
ყველას, გილოცავთ შობას, გისურვებთ ჯამრთელობას და ყოველივე კარგს.
bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: FLORISTI 7 Jan 2013, 01:14
daila
მალდობა! მეც გილოცავ!!!

BadbadGirl
popodi

მართლა კარგი ვარდებია!!! up.gif up.gif up.gif

მაგრამ popodi–ს ცისფერმა ვარდმა გადამრია!!!

.......... რაც მე აქ ვარდები ვათვალიერე, მაგრამ მე რომ მაქვს ისეთი არ შემხვედრია. ღობის ვარდია, ასკილივით ყვავილი აქვს – ვარდისფერი (ცალფურცელა) და მტევანივით ასხია...
სურათს თუ ვიპოვი დავდებ

Posted by: FLORISTI 7 Jan 2013, 01:21
ულამაზესია აყვავებული მთელს ღობეზე

* * *
QUOTE (BadbadGirl @ 6 Jan 2013, 15:12 )
FLORISTI
QUOTE
დიდი "ფარა" ჭირდება... ეჰ!!!

ანუ? ვერ გავიგე რა მეუბნევი.

"ფარა" – ფული (გურულ დიალექტზე)

Posted by: palavando 7 Jan 2013, 02:25
FLORISTI
სურათI ცოტა პატარა ზომისაა,მაგრამ თქვენი ვარდი ძალიან ცნობილი და პოპულარული "ბალარინა "უნდა იყოს.აბა,ამ სურათებს დახედეთ:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: popodi 7 Jan 2013, 12:30
BadbadGirlNostalgia დზალიან ლამაზი ვარდია,მაგრამ სულ მასე ეფექტურად არ ყვავის.სუნი აქვს საოცარი.

Posted by: FLORISTI 7 Jan 2013, 15:54
palavando
კი ნამდვილად ეგ არის. მადლობა, სახელიც გავიგე - "ბალარინა" smile.gif

სამწუხაროდ ერთბაშად ყვავდება

Posted by: mia_nano 7 Jan 2013, 17:21
palavando
ქალბატონო მარინა ხომ გექნებათ გაზაფხულზე გრეჰემ ტომასის 2 წლიანი ნერგი? ერთწლიანმა აბრაჰამმა გამაბრაზა ძალიან, მარტო ერთხელ იყვავილა და გაჩერდა,
რომ წავიყვანე ქონდა კვირტები და ის გაიშალა მარტო sad.gif სურნელი კი არაჩვეულებრივი აქვს love.gif

Posted by: BadbadGirl 7 Jan 2013, 21:02
FLORISTI
ეზოიან სახლს კი, მაგრამ მერე ეშველება smile.gif მერე კარგი ნაცნობები და მარჯვე ხელები smile.gif დაკალმებას დაიწყებ და ნელ ნელა ააწყობ ბაღსა.
popodi
QUOTE
მაგრამ სულ მასე ეფექტურად არ ყვავის

რა მოსდის მერე?

ყველას გილოცავთ შობას smile.gif

Posted by: FLORISTI 7 Jan 2013, 21:30
QUOTE (BadbadGirl @ 7 Jan 2013, 21:02 )
ეზოიან სახლს კი, მაგრამ მერე ეშველება smile.gif მერე კარგი ნაცნობები და მარჯვე ხელები smile.gif დაკალმებას დაიწყებ და ნელ ნელა ააწყობ ბაღსა.

მაგ საქმეს კარგა ხანია შევუდექი... მაგრამ... მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება lol.gif lol.gif lol.gif

ეს ვარდი "ბალარინა" თუ ვინმეს უნდა სიამოვნებით ვუწილადებ

Posted by: BadbadGirl 7 Jan 2013, 21:34
FLORISTI
QUOTE
მაგრამ... მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება lol.gif lol.gif lol.gif

ნამდივლად იქნება!!!!
აი რამდენი მევარდეა აქა საკუთარ ეზოებში არა კომერციული მიზნით რომ ზრდის ვარდსა. ერთი კალამი ნამვილად არ დამენანებოდა. მერე კიდევ ახლები ამოდიან და ყვავიან და ყვავიან ვარდები.

ახლა გაზაფხულზე ხომ უნდა გადაიჭრას ვარდები, მაგ გადაჭრილებიც კი გამიხარებია მე (ოღონდ ბევრად იშვიათად ხარობდნენ). კალმის ძირში ხორბლის მარცვალს ვტენიდი ხოლმე, მერე ვრგავდი ნაკელ არეულ მიწაში და მერე თავზე ვახურებდი სამ ლიტრიან ბანკას. ხოდა მერე ზაფხულში რომ დათბებოდა ხოლმე ვაცლიდი ბანკას, ძალიან ბევრი კვდებოდა, ბევრი ერთ წელსაც ვერ აღწევდა biggrin.gif. პაწაწინა ნაზი ფოთლები ქონდა ხოლმე ნერგსა.
* * *
ოსტინის ვარდებზე მაინტერესებს.
ძალიან ბევრი, რომელიც მომწონს ფუმფულა ყვავილებიანია. მაგრამ ამავე დროს ვხვდები რომ ეს კოკრებია და არა მთლიანად გადაშილი ვარდი. ხოდა რა მოსდით ამ ვარდებს ბოლომდე რომ იშლებიან? ისევ ესე ფუმფუები რჩებიან თუ მეჩხერი ყვავილები აქვთ?

Posted by: daila 7 Jan 2013, 21:47
FLORISTIწაკითხული გაქვს ეს თემა მე8გვერდიდან?რა სურათები, თემები და დარიგებები დევს ქალბატონ მარინასგან.
თუ არ გაქვს წაკითხული გთხოვ წაიკითხო.რა ვარდებს ნახავ შეიძლება ვერ დაიძინო.

* * *
FLORISTI ადრე ვარდებს ვარჩევდი, რომელიც ლამაზი იყო იმას ვრგავდი, უფრო შავი და ყვითელი მომწონდა, ეხლა ისე ვერ შეყვარებული რომ ყველანაირი მინდა,რომ მქონდეს.ისე რომ მეც მიწილადე კალმები
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: pernata 7 Jan 2013, 22:11
FLORISTI

QUOTE
ვარდი "ბალარინა" თუ ვინმეს უნდა სიამოვნებით ვუწილადებ


ვინმეს უნდა smile.gif yes.gif

Posted by: mia_nano 7 Jan 2013, 22:25
FLORISTI
QUOTE
ეს ვარდი "ბალარინა" თუ ვინმეს უნდა სიამოვნებით ვუწილადებ

რა რიტორიკული კითხვაა biggrin.gif
მინდა ძალიან ძალიან... love.gif
popodi
ძალიან ლამაზი ბაღი გაქვს yes.gif ყოჩაღ ასეთი ლამაზები რომ მოაშენე 2kiss.gif

Posted by: FLORISTI 7 Jan 2013, 22:26
მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება – იმას ვგულისხმობდი, რომ ოჯახში არავის აინტერესებს ყვავილები ჩემს გარდა weep.gif
მოვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია!!!
ეხლა ცალკე ვცხოვრობ. კერძო სახლში და ყველაფერს ჩემს ჭკუაზე ვაკეთებ... ფაქტიურად თავიდან ვიწყებ ყველაფერს.

daila

რომ იცოდეც რა დღეში ვარ (ზოგჯერ თავი ავად მგონია) ... ვარდები, სახლის ყვავილები, ბაღის ყვავილები... და ასე შემდეგ... პირველი წერილებიდან დავიწყე კითხვა lol.gif lol.gif lol.gif ყვავილის სახელებს ვსწავლობ, მოვლას...

სად ვიყავი აქამდე!!!

ერთი სული მაქვს დათბესსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!
როგორც კი გამოთბება კალმებს მოგაწვდი

Posted by: popodi 7 Jan 2013, 22:36
[b]BadbadGirl[/უფერულდება უფრო,ყვავილებიც წვრილი და უსახური უხდება.

* * *
გმადლობთ. ხალისი მემეტება როცა მოსწონთ ხოლმე.
* * *
ყვავილები არის საციცოცხლო დაავადება,რომელიც არ იკურნება.ასე დავასკვენი.განსაკუთრებით ვარდები.

Posted by: daila 7 Jan 2013, 23:00
popodi ერთი დაავადება გვქონია.
რომელიც არ იკურნება. დასტური.
yes.gif
მოდი გაზაფხულო მოდი....
მალე გაზაფხულო მალე....

Posted by: palavando 7 Jan 2013, 23:47
mia_nano
QUOTE
ერთწლიანმა აბრაჰამმა გამაბრაზა ძალიან, მარტო ერთხელ იყვავილა და გაჩერდა

არ გაუბრაზდეთ რა?ეგ ვარდი ჩემი ფავორიტია love.gif ცოტა აცალეთ და ნახავთ- პრაქტიკულად შეუჩერებლად ყვავის,ამინდის მიხედვით ფერს იცვლის და არაჩვეულებრივ სურნელებას აფრქვევს..მოკლედ დრო მიეცით..
2წლიან გრეჰემ თომასს რაც შეეხება,ჯერ სამწუხაროდ არ ვიცი რა მექნება. ახალ ადგილზე გადავედით(უფრო სწორედ გადავდივართ) ივერთ უბანში.ამ გადაბარგებამ გეგმები სულ ამირია,დაკალმებაშიც შემეშალა ხელი(ვენაცვალე ჩვენს მერიას,ზუსტად 5 თვე გვაწვალა სათბურის ნებართვაზე და 31 დეკემბერს საახალწლო საჩუქრად მოგვცა, ამ გაურკვევლობაში და უაზრო ლოდინში ,რომ ვიზარალეთ,რა თქმა უნდა არავის ანაღვლებს),მაგრამ ამბობენ ადამიანი საკუთარ მიწაზე უფრო მყარად დგას ფეხზეო და გულს ეს მიკეთებს.
ასე რომ,შეგიძლიათ მომილოცოთ და წარმატებებიც მისურვოთ ! alk.gif alk.gif alk.gif
რა გადაურჩა ამ გაწამაწიას და ახალ მისამართსაც მოგვიანებით შეგატყობინებთ. yes.gif

Posted by: mia_nano 8 Jan 2013, 00:40
palavando
გულით გისურვებთ წარმატებას, გაფართოვდით ალბათ და მთავარია მიიღეთ ის ნებართვა...თქვენ არც პრობლემების დაძლევა გაგიჭირდებათ ისე გიყვართ თქვენი საქმე და უფრო ,,ფართოდ გაშლით მხრებს,, ჩვენ კი თქვენი წარმატება ყოველთვის გაგვეხარდება 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: pernata 8 Jan 2013, 01:00
palavando
QUOTE
31 დეკემბერს საახალწლო საჩუქრად მოგვცა

ვაა, გილოცავთ bis.gif

Posted by: daila 8 Jan 2013, 13:03
palavando
მეც გილოცავთ ახალ მოსახლეობას. წარმატებებს გისურვებთ.
2kiss.gif

Posted by: FLORISTI 8 Jan 2013, 13:06
QUOTE (palavando @ 7 Jan 2013, 23:47 )
შეგიძლიათ მომილოცოთ და წარმატებებიც მისურვოთ ! alk.gif alk.gif alk.gif

გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!

დახმარების ხელსაც გამოგიწვდით დიდი სიამოვნებით თუ დაგჭირდებით!!!

Posted by: daila 8 Jan 2013, 13:57


QUOTE
დახმარების ხელსაც გამოგიწვდით დიდი სიამოვნებით თუ დაგჭირდებით!!!

palavando მეც მიმათვალეთ დახმარების სიაში.ჩემთვის ეს დიდი დიამოვნება იქნება

Posted by: BadbadGirl 8 Jan 2013, 23:23
palavando
გილოცავთ ახალმოსახლეობას და ახალვარადგილობას smile.gif

Posted by: palavando 9 Jan 2013, 23:51
ყველას, ყველას დიდი მადლობა!!! 2kiss.gif

ისევ მეიანები:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: mia_nano 9 Jan 2013, 23:54
გარეთ მოჟამული ამინდია, აქ კი ზაფხული მოგვიყვანე 2kiss.gif

Posted by: popodi 9 Jan 2013, 23:59
საოცრებაააააა.სურათი როგორ გვახალისებს და ბაღში რომ გვყავს ხომ საერთოდ გვავიწყებს ყველაფერს

Posted by: FLORISTI 10 Jan 2013, 00:08
palavando
რა სილამაზეაააა... საოცარი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jan 2013, 13:24
მინდა ეს ვარდი ნახევარი გადავჭრა და დავაკალმო, მაგრამ ჯერ ფოთლები არც გაყვითლებია და ალბათ არც გასცვივდება და რა ვუყო პირდაპირ ასე ჩავრგო?

http://www.radikal.ru

Posted by: jadvari 10 Jan 2013, 13:29
BadbadGirl
ზუსტად მაგ მეთოდით გაზაფხულზე გადანაჭერ ტოტს ჩავრგავ ხოლმე და დავაფარებ 3 ლიტრიან ქილას . სულ ყველამ გაიხარ, ოღონდაც ზაFხულში კი არა შემდეგი წლის ზაფხულში უნდა მოხსნა ქილა და არ არსებობს გაფუჭდეს.
* * *
FLORISTI
QUOTE
მარტო ვმუშაობ და რა ვიცი როდის იქნება – იმას ვგულისხმობდი, რომ ოჯახში არავის აინტერესებს ყვავილები ჩემს გარდა
მოვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია!!!
ეხლა ცალკე ვცხოვრობ. კერძო სახლში და ყველაფერს ჩემს ჭკუაზე ვაკეთებ... ფაქტიურად თავიდან ვიწყებ ყველაფერს.

მივესალმები შენს ენთუზიაზმს და წარმატებებს გისურვებ.

Posted by: daila 10 Jan 2013, 13:52
palavandoროგორ სიცოცხლის ხალისს მაძლევენ ეს ვარდები და სულ მინდა გითხრათ
გ ა ი ხ ა რ ე თ
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: palavando 10 Jan 2013, 13:55
M-A-S-E-R-A-T-I
jadvari
QUOTE
გაზაფხულზე გადანაჭერ ტოტს ჩავრგავ ხოლმე და დავაფარებ 3 ლიტრიან ქილას .

გამოცდილი და ქმედითი მეთოდია yes.gif

Posted by: daila 10 Jan 2013, 13:56
თქვენ ვარდები ახარეთ,
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს.........
love.gif love.gif love.gif

Posted by: palavando 10 Jan 2013, 23:37
ფრანგული სკოლის ფოტო მიმოხილვა ერთი ახალგაზრდა ფრანგი სელექციონერის ვარდებით მინდა დავასრულო .დაიმახსოვრეთ ეს სახელი - დომენიკ მასადი.მისი ვარდები სულ 6-5წელია რაც გამოჩნდა ბაზარზე და უკვე ნამდვილი ფურორი მოახდინა,ძალიან სწრაფად გაიჩინა უამრავი თაყვანისმცემელი,მაგრამ მაინც მგონია,რომ ამ ახალგაზრდა კაცის ვარსკვლავური დრო ჯერ კიდევ წინ არის.
მასადის ვარდების შეძენა არც ისე ადვილია.უდიდეს სანერგეებსაც კი არა აქვთ გაყიდვაში ეს ვარდები . მათ ერთ-ერთი უძველესი ვარდების ფრანგული სანერგე "გიოს ვარდები" ყიდის და ხშირად ამ ვარდებს გიოს ვარდებსაც უწოდებენ.საქმე ის არ ის,რომ დომენიკ მასსადი ძალიან დიდი ფრანგი სელექციონერის ჟან-ბაპტისტ გიოს შვილთა შვილია.მისმა დიდმა წინაპარმა 1864წელს შექმნა ვარდი La France,რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა მევარდეობაში და საფუძველი ჩაუყარა ვარდის იმ ფორმას,რომელსაც ჩვენ ჩაის ვარდების კლასიკურ ფორმად ვთვლით.
http://www.radikal.ru

ეხლი კი შვილთა-შვილის ვარდებით ისიამოვნეთ:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: daila 10 Jan 2013, 23:52
palavando ძალიან ლამაზებია ბოლო ორი ძალიან-ძალიან........პირველი რომ არის მაგდაგვარი მაქვს.
კიდევ გეტყვი გაიხარე
2kiss.gif

Posted by: FLORISTI 11 Jan 2013, 00:13
palavando

ყველა ვარდი ხომ ლამაზი არის... ლამაზი არის თავისებურად

http://ge.smiles.26l.com/smile.1296.html

Posted by: jadvari 11 Jan 2013, 11:02
ვგიჟდები ამდენი დრო რატომ დავკარგე და რატომ არ ვიყავი ამ დიდი ოჯახის პატარა წევრი. რა სილამაზეა, რამდენი რამის გაგება და სწავლა შეიძლება თურმე.
გაიხარეთ

Posted by: mia_nano 11 Jan 2013, 18:15
palavando
ლამაზებია ძალიან ძალიან...
გადაბარგება გიჭირთ ალბათ არა? იმედი მაქვს თქვენი ლამაზები არ დაზარალდებიან 2kiss.gif

Posted by: palavando 11 Jan 2013, 22:09
ჯადვარი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! შემოგვიერთდით და შეიყვარეთ ვარდები! 2kiss.gif
mia_nano
QUOTE
გადაბარგება გიჭირთ ალბათ არა? იმედი მაქვს თქვენი ლამაზები არ დაზარალდებიან

ერთი სული მაქვს გაზაფხული მოვიდეს და დავრწმუნდე,რომ ყველა ვარდი გადამირჩა.ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოუწია ადგილის შეცვლა.მაინც იმედი მაქვს ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: pernata 11 Jan 2013, 22:15
palavando
სრულიად გულწრფელად გთავაზობთ დახმარებას, თუ რამეში გამოგადგებით ამ ცივ და გრძელ, უაზრო დღეებში. გამეხარგება კიდეც. smile.gif

Posted by: mia_nano 11 Jan 2013, 22:45
palavando
არც მე დაგზარდებით, თუ რამე შემიძლია, თუნდაც ერთი ადგილიდან ქოთნის ან ნიჩბის გადატანა, მზად ვარ. მეც გამეხარდება smile.gif

Posted by: varianeli 12 Jan 2013, 20:57
მალე მოდი გაზაფხულოოო !!!!მალე მოდი გაზაფხულოოო !!!!მალე მოდი გაზაფხულოოო !!!!მალე მოდი გაზაფხულოოო !!!!

Posted by: pernata 13 Jan 2013, 11:14
http://pix.ge/

Posted by: palavando 13 Jan 2013, 19:00
კიდევ ერთხელ ,დიდი მადლობა ყველას დახმარების შემოთავაზებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
გადასვლის პროცესი პრაქტიკულად დამთავრაბული გვაქვს.იმედი მაქვს მალე სათბურსაც გავმართავთ და ჩავჯდებით ჩვეულ სამუშაო რიტმში.

ისევ დომენიკ მასადის ვარდები:

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ეს მასადი ეტყობა მართლა ძალიან მაგარია.

Posted by: FLORISTI 13 Jan 2013, 23:26
palavando

ცხოვრება გაგვიხალისე ამ საოცარი ვარდებით

Posted by: palavando 14 Jan 2013, 01:18
FLORISTI
ჩვენ იმ ჯიშს ვეკუთვნით სულ რომ გაზაფხულს ელოდებიან .ჰოდა ,ეს ზამთარი რამენაირად ხომ უნდა გადავაგოროთ. smile.gif

Posted by: FLORISTI 14 Jan 2013, 01:22
palavando
გეთანხმებით! თებერვალი-მარტი რთული თვეებია ჩემთვის! ერთი სული მაქვს როდის დათბება, გაზაფხულის წვიმა და მიწის სუნი მენატრება

Posted by: daila 14 Jan 2013, 11:01
palavando
QUOTE
იმ ჯიშს ვეკუთვნით სულ რომ გაზაფხულს ელოდებიან

გეთანხმებით

FLORISTI
QUOTE
გაზაფხულის წვიმა და მიწის სუნი მენატრება

მეც.
sad.gif

Posted by: palavando 16 Jan 2013, 00:58
აბა, გავნაგრძოთ.ამ სილამაზის თვალიერებაში,ვინძლო ზამთარი უფრო მალე მოვილიოთ.

თუ გახსოვთ გერმანიაში ორი დიდი სელექციონერი მუშაობს -ტანტაუ და კორდესი. დღეს ტანტაუს ვარდებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.მიუხედავად იმისა რომ ტანტაუს ვარდების უმრავლოესობა დიდი სურნელებით არ გამოირჩევა(ეს რათქმაუნდა ყველას არ ეხება, ასე მაგ. ტანტაუს ვარდებია ძალიან სურნელოვანი-ტანელისი და დიფ სექრეთი), აგრამ ძალიან უხვად, ხშირად ,და ლამაზად მოყვავილეებია.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: FLORISTI 16 Jan 2013, 01:02
palavando
რას გვიშვებიიიი....
რას გვერჩიიი...
ხვალ რომ გავიღვიძებ მინდა გაზაფხული იყოს, მზიანი დარი, ბაღში გავიდე და "პირველი ხნული" გავავლო!
* * *
ყველა ვარდი ულამაზესია, ერთმანეთზე უკეთესი.

წინა გვერდებს ვათვალიერებდი და ერთი მხვიარა ვარდი მომეწონა Eden Rose 88 ანუ MEIviolin

როგორ დაბინავდით?

Posted by: palavando 16 Jan 2013, 01:29
FLORISTI
ეს იცით როგორაა, რამე კარგს რომ ნახავ, ან წაიკითხავ და ერთი სული გაქვს ვინმე ახლობელს მოუყვე, ან დაანახო,გაუზიარო.თან ყველა გაფრთხილებული მყავს -გულის წვეთები მოიმარაგეთ და ისე ათვალიერეთ მეთქი. biggrin.gif

ისე, ხუმრობა იქით იყოს და ამ ვარდებიდან 5 მაქვს, ასე რომ ყვავოდეს და გამოიყურებოდეს ძალიან დიდი შრომა და მოვლა ჭირდება,მაგრამ ხომ არის შესაძლებელი,თუ სხვა ახერხებს ჩვენც შევძლებთ!
ძალიან მინდა,რომ ვარდებისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს!
QUOTE
ხვალ რომ გავიღვიძებ მინდა გაზაფხული იყოს, მზიანი დარი, ბაღში გავიდე და "პირველი ხნული" გავავლო

გაზაფხული მალე მოვა! yes.gif

Posted by: FLORISTI 16 Jan 2013, 01:36
palavando

რა გულუბრყვილო ვარ... მეგონა აქ რაც ვნახე ყველა ვერდი გქონდათ "იელში". lol.gif lol.gif lol.gif

ვფიქრობდი რა გული უძლებთ ამდენ აყვავებულ ვარდს რომ უყურებენ თქო! დასათვალიერებლად მივალ და მეც გავიყოლებ გულის წვეთებს და ტაბლებებს თქვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: palavando 16 Jan 2013, 01:38
ჯერ დაბინავების პროცესში ვართ. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.გმადლობთ 2kiss.gif
QUOTE
წინა გვერდებს ვათვალიერებდი და ერთი მხვიარა ვარდი მომეწონა Eden Rose 88 ანუ MEIviolin

ძალიან,ძალიან ლამაზია,როცა ყვავის გული მიჩერდება,მაგრამ ცოტა დამაბნია ,ყველა კატალოგში უწერია,რომ მუდმივად მოყვავილეა,ჩვენთან კი მხოლოდ გაზაფხულზე იყვავილა.შეიძლება პირველი წლის სინდრომი იყო,ვარდი უნდა ამოიქოქოს,როგორც წესი 2 წელი მაინც ჭირდებ ა ადაპტაციას.სამწუხაროდ ეხლა გადარგვამ მოუწია და ახალ პირობებს უნდა შეეგუოს. ვნახოთ რას იზამს.
* * *
FLORISTI
QUOTE
რა გულუბრყვილო ვარ... მეგონა აქ რაც ვნახე ყველა ვერდი გქონდათ "იელში"

ყველა არა,მაგრამ ბ ევრი გვაქვს,250 დასახელება.მასადის გარდა ყველა აქ დასახელებული სელექციონერეის ყველაზე ცნობილი ვარდები მაქვს. yes.gif
თან ვენაცვალე ჩემს მეგობრებს.საქართველოში ისე არ ჩამოდიან ვარდი არ გამოაყოლონ ხელს.12 ცალი ახალი ვარდი საახალწლოდ ჩამომიტანეს..
წელს შეიძლება წვეთები გარეშე გადარჩეთ,ახალი გადარგული ვარდები,ასეთ კონდიციას ვერ მიაღწევენ,მაგრამ ყველაფერი წინ არის.
ედემის ვარდის ორწლიანი ნერგები კი გვაქვს და ბევრი სხვაც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ანუ, როცა 5 ვარდი ვახსენე ზევითა 7 ვარდიდან 5ს ვგ ულისხმობდი. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: FLORISTI 16 Jan 2013, 15:03
palavando
ედემის ვარდი მინდა აუუუუცილებლად და მეიანის Pullman orient express (როგორც მივხვდი ეს ბუჩქოვანია და არა მხვიარა).

Posted by: irmushela 16 Jan 2013, 15:16
თავს იმით ვიმშვიდებ რომ მეექვსე სართულზე ვცხოვრობ, საკუთარ თავს ვეუბნები ირმა ეს ვარდები შენს პატარა აივანზე არ გაიხარებენ არც კი იოცნებო...user.gif facepalm.gif

Posted by: daila 16 Jan 2013, 18:07

QUOTE
palavando
გამარჯობათ
QUOTE
Double Delight
ხალხის რჩეული გაქვთ?

Posted by: palavando 16 Jan 2013, 19:36
daila
QUOTE
ხალხის რჩეული გაქვთ?

yes.gif yes.gif yes.gif აი,დაკალმებულები გადამირჩა თუ არა ჯერ არ ვიცი.ძალაინ ლამაზია და ძალიან ,ძალიან სურნელოვანი.
გაზაფხულს დაველოდოთ..
* * *
irmushela
რა დასანანია,ისეთ ადამიანს რომ არააქვს ბაღი,ვისაც ყვავილები და მცენარეები უყვარს sad.gif მაგრამ პატარა აივანზეც შეიძლება პაწკუნა ედემის მოწყობა და ვარდის გახარებაც.

Posted by: daila 16 Jan 2013, 21:07
palavando
QUOTE
მეიანის Pullman orient express  და ეს გაქვთ?



* * *
თავიდან ვათვალიერებ თქვენ ვარდებს და ვარჩევ რომლები უნდა შევიძინო.

Posted by: irmushela 16 Jan 2013, 21:25
palavando
love.gif 2kiss.gif 2kiss.gif

პატარა ანუ ჯუჯა ვარდები კი მაქვს ვცდილობ ედემი მოვაწყო ვნახოთ რა გამომივა

Posted by: palavando 16 Jan 2013, 21:41
daila
QUOTE
მეიანის Pullman orient expressდა ეს გაქვთ?

ეგეც მაქვს,სხვათაშორის ძალიან კარგად იყვავილა მთელი ზაფხული.

მაგარამ ზუსტი პასუხისათვის მაინც გაზაფხულამდე მოცდა მოგვიწევს ეხლა აგიხსნით რატომ:
ჩვენს პირობებში ძალიან ძნელია რამე დაგეგმო .ზაფხულში და შემოდგომაზე დაკალმებული ვარდებს გრილ სათბურში უნდა გამორზამთრათ,რომელიც ახალ ადგილზე ოქტომბერ-ნოემბერში მაინც უნდა ყოფილიყო მზად,მაგრამ სათბური კი არა სათბურის ნებართვის მოპოვებას მოუნდა 5 თვე(კანონით 20 დღე ჭირდებოდა).ნებართვა ზუსტად31 დეკემბერს მოგვცეს.იანვარი რა სამუშაო თვეცაა ყველას კარგად მოგეხსენებათ.ასე რომ ჩემს პაწკუნა კალმებს გამოზამთრება ღია ცისქვეშ მოუწევთ ,რაც ჭიქაში დაკალმებული ნორჩი ნერგებისთვის ძალიან საშიშია(მიწაში დაკალმებულს კიდე არა უშავს).გაზაფხულზე ვნახავ რა გადაგვირჩა.ნების მიერ ცივილიზილებურ ქვეყანაში ადამიანი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა,მაგრამ ჩვენს მ ერიას რას გამორჩები?
ამის გამოა,რომ გულის ხეთქებით ველოდებ ი გაზაფხულს.ერთი კია სადედეების დარგვა მიწაში მოვასწარით და მატ კი წესით არაფერი უნდა გაუჭირდეთ.

Posted by: FLORISTI 16 Jan 2013, 22:43
palavando
იმედია ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: daila 17 Jan 2013, 00:12
palavando თქვენ ისეთი კეთილი ხართ რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მინდა;კორდესის სურნელოვანი ფრეზია
;;...............''აპრიკოლა.
ალოჰა.
ფლორიბუდები; აშრამი
ჯასთ-ჯოი.
მეანების ორენტ ექსპრესი.
ჩიპინდელიც რა ლამაზია.კიდევ რამდენია ........რა ლამაზებია................. love.gif
* * *
FLORISTI 67 გვ.ზე რომ სურსთი გიდევს მხვიარა ვარდის შენია? ერთხელ ყვავის?თუ მოყვავილეა?

Posted by: palavando 17 Jan 2013, 00:30
daila
ეგენი ყველა გვაქვს-ფრეზია და ჯასთ ჯოი ორწლიანებიც უნდა გვქონდეს,შეიძლება ალოჰაც.ჩიპინდაილი მართლა ძალინ ლამაზია.მოკლედ ,რორგორც კი ცოტა გამოთბება ვნახავთ წელს რას შევძლებთ.დანარცენი შემდგისთვის შევავსოთ yes.gif


ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან,სანამ გაგვიბრაზდნენ და დაგვსაჯეს ,კომერციული თხონები პმ-ში გადავიტანოთ, თორემ რეკლამისათვის ყურს აგვიწევენ wink.gif

Posted by: daila 17 Jan 2013, 00:39
QUOTE
,სანამ გაგვიბრაზდნენ და დაგვსაჯეს

მათ დიდი ბოდიში. weep.gif
* * *
palavando თქვენ კი დიდი მადლობა.
kiss.gif

Posted by: palavando 17 Jan 2013, 01:03
ვაგრძელებ ისევ ტანტაუს ვარდების ფოტოსესიას
daila
ეს თქვენი მოწონებული ჩიპინდეილია.ძალიან საინ ტერესო ვარდია-თავიდან ნარინჯისფრად იშლება,რამდენიმე დღეში გავარდისფრებას იწყებს და ერთ ბუჩქზე ორივე ფერის ვარდი ერთდროულად არის გაშლილი.http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ისევ ტანტაუ
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: daila 17 Jan 2013, 17:28
palavandoტანტაუ ფლორიბუნდებია? სურნელება როგორი აქვს? [უკგე რომ მოვინიშნო]

* * *
ჩიპინდეილიც ხომ ტანტაუს ვარდია?

Posted by: palavando 18 Jan 2013, 15:13
daila
QUOTE
ტანტაუ ფლორიბუნდებია? სურნელება როგორი აქვს?

ჩიპენდაილი ტანატაუს საბაღე ვარდია ე.წ შრაბი. საულ ქვედა ავგუსტა ლუიზა-ჩაის ვარდია.დანარჩენები ფლორიბუნდები და პეტიო ვარდებია.
საერთოდ, ტანტაუს ვარდების უმრავლესობა დიდი სურნელებით არ გამოირჩვა,თუმცა რამდენიმე ვარდს მათ შორის Mildred Scheel, Duftwolke(ტანელისი)სურნელების უმაღლესი 10 ქულა აქვთ. ტანტაუს ვარდები ყვავილობის სიუხვით და სიხშირით არიან გამორჩეულნი.
თუ გინდათ,რომ თქვენი ბაღის წამყვანი თემა ვარდები იყოს,რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ.
სურნელოვანი ვარდები არ უნდა ჭარბობდეს უხვად მოყვავილე ვარდებს.მაგ. ოცი ვარდიდან დაახლოებით 5 უნდა იყოს გამორჩეულად სურნელოვანი. ასეთ შემთხვევაში ცალკეული ვარდის სურნელება კიდევ უფრო გამოიკვეთება და არ მოხდება სხვადასხვა სურნელების აღრევა. ზედმეტად არ გაგიტაცოთ წითელიმა ვარდებმა- წითლი ვ არდები რა თქმა უნდა კლასიკა და ძალიან მომხიბლავია, მაგრამ წითელი ფერი ძალიან აქტიური და აგრესიულია. წითელი ფერი რომ გამოიკვეთოს და კარგად გათამაშდეს მას ფონს უფრო წყნარი, ნაზი ,პასტელური ფერები უნდა უქმნიდეს.

Posted by: daila 18 Jan 2013, 16:32
palavando ბოლოს დადებული სურათებიდან,ბოლო ორის სახელი თუ შეიძლება?
ავგსტა ლუიზა მონიშნული მაქვს
QUOTE
სანამ გაგვიბრაზდნენ და დაგვსაჯეს

ვერაფერს ვიძახი.

Posted by: BadbadGirl 18 Jan 2013, 16:36
palavando
სულ ბოლო სურათზე, რა ვარდია? ულამაზესი ფერია. სიცოცხლეს რომ მოგანდომებს ისეთი.

Posted by: palavando 18 Jan 2013, 18:40
daila

QUOTE
ბოლოს დადებული სურათებიდან,ბოლო ორის სახელი თუ შეიძლება?

თუ სწორად გავიგე ავგუსტა ლუიზას ზევით-ნარინჯისფერი ვარდი-Belvedere, იასამნიფერი-Heidi Klum Rose ეს ორი უკანასკნელი ეხლა ზამთარში ჩამომიტანეს, ასე რომ ჯერ არ დამიკალმებია.
BadbadGirl
QUOTE
სულ ბოლო სურათზე, რა ვარდია? ულამაზესი ფერია.

ბოლო Augusta Luise აა. ულამაზესი ვარდია.ფერს რაც შეეხება ძალიან რეგირებს ამინდზე და ტემპერატურაზე. საერთოდ ტანტაუს ბევრ ვარდს ახასიათებს გარკვეული სიჭრელე რაც მათ ,ჩემი აზრით ,კიდევ უფრო მატებს მომხიბლაობას.თვალსაჩინოებისთვის ამ ვარდის რამდენიმე სურათს დაგიდებთ.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: BadbadGirl 18 Jan 2013, 22:04
palavando
წვიმასა და სიგრილეში რა ფერი აქვს?

Posted by: palavando 18 Jan 2013, 22:48
BadbadGirl
უფრო ინტენსიური ნარინჯისფერი .

Posted by: BadbadGirl 18 Jan 2013, 22:49
palavando
იშ, ზუსტათ საჩემო ყოფილა smile.gif
_________________________

Posted by: daila 18 Jan 2013, 22:51
palavando
QUOTE
ვარდის რამდენიმე სურათს დაგიდებთ

ოთხივე ერთიდა იგივეა? უკვე დავიბენი.
facepalm.gif

Posted by: palavando 18 Jan 2013, 23:03
daila
კი ოთხივე.რაც მთავარია ოთხივე ძალიან ლამაზია. მართლა ეგეთია .ქამელიონივითაა.დიდ სიცხეში მოყვითალო კრემისფერსაც დაიკრავს.ეგეთი სურათიც მინდოდა დამედო,მაგრამ ვერ ვიპოვნე.დაბნევა მერე გენახათ smile.gif მაგრამ თვითონ ბუტონი და ყვავილი იმდენად გამორჩეული და ლამაზი აქვს, რომ მაინც არ შეგეშლებათ სხვაში.

Posted by: palavando 22 Jan 2013, 23:53
palavando
კიდევ ერთი დიდი გერმანელი სელრქციონერი- კორდესი

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: irmushela 23 Jan 2013, 08:17
http://imageshack.us/photo/my-images/651/65291541511589201584152.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: popodi 23 Jan 2013, 13:44
irmushela ეს რა საოცრებააა,გავგიჟდიიიი. რა ქვია,ვინ არის,სადაურია.რა უნდა რას მერჩის?
bis.gif

Posted by: FLORISTI 23 Jan 2013, 13:51
irmushela
მიშველეთთთთთთთთთთ ცუდად ვარ

Posted by: popodi 23 Jan 2013, 13:52
palavando http://pix.ge/ ქნ მარინა ამ ვარდს რა ჰქვია ხომ არ იცით?
* * *
palavando http://pix.ge/

Posted by: irmushela 23 Jan 2013, 14:07
popodi
FLORISTI
QUOTE
ეს რა საოცრებააა,გავგიჟდიიიი. რა ქვია,ვინ არის,სადაურია.რა უნდა რას მერჩის?

QUOTE
მიშველეთთთთთთთთთთ ცუდად ვარ

არ ვიციი ქალბატონი მარინას ველოდები რომ მითხრას

Posted by: palavando 23 Jan 2013, 15:57
irmushela
popodi
FLORISTI
არ მიყვარს ადამიანებისთვის იმედის გაცრუება ,მაგრამ ხომ გაგიგიათ-"პლატონი ჩემი მეგობარია,მაგრამ ჭეშმარიტება მაინც უფრო ძვირფასია" 2kiss.gif
ეგ სურათი ე.წ ფოტოშოპია საფუძვლად კი გამოყენებულია დელბარდის ძალიან ცნობილი ვარდი "ედი მიტჩელი". ასე გამოიყურება ეგ ვარდი რეალობაში:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru:
popodi
QUOTE
მარინა ამ ვარდს რა ჰქვია ხომ არ იცით?

ეს ვარდი მაკგრეიდის კრონენბურგია. შემოდგომაზე ჩემთანაც ისეთი გაიშალა,რომ პირი დავაღე. უზარმაზარი,დახვეწილი ბუტონით და არაჩვეულებრივი ფერით.გამეხარდა თქვენთანაც რომ ასე კარგად გამოიყურება. აი კიდევ ფოტოები.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru love.gif

Posted by: irmushela 23 Jan 2013, 16:24
palavando
QUOTE
ეგ სურათი ე.წ ფოტოშოპია საფუძვლად კი გამოყენებულია დელბარდის ძალიან ცნობილი ვარდი "ედი მიტჩელი". ასე გამოიყურება ეგ ვარდი რეალობაში:

კი ეტყობოდა რომ ცოტა ფოტოშოპიც ერია მაგრამ რეალობაშიც ძალიან მომეწონა

Posted by: mia_nano 23 Jan 2013, 18:24
palavando
QUOTE
"ედი მიტჩელი". ასე გამოიყურება ეგ ვარდი რეალობაში:

რეალში უფრო მომწონს love.gif
კრონენბურგი რა ნაზია, და მშვიდი ფერი აქვს..საყვარელია

Posted by: palavando 23 Jan 2013, 18:29
QUOTE
კი ეტყობოდა რომ ცოტა ფოტოშოპიც ერია მაგრამ რეალობაშიც ძალიან მომეწონა

mia_nano
QUOTE
რეალში უფრო მომწონს
კრონენბურგი რა ნაზია, და მშვიდი ფერი აქვს..საყვარელია

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: popodi 23 Jan 2013, 19:25
palavando მადლობა,და ძალიან მინდა ეგ ქნ ''მიტჩელი'',უფრო ლამაზია ვიდრე სურათი.თუ გახსოვთ ''კრონენბურგი''რომ გამომყვა თქვენგან,მერე რომ დავიტოვე? ხოდა ის ბუტონი რაც ჰქონდაგაყვავდა და მეტი აგარც გამოუღია.ადაპტაციის ბრალი ხომ არა არის?

* * *
http://pix.ge/ ასეთი ბაღი მინდააა

Posted by: palavando 23 Jan 2013, 20:43
popodi
ვარდი გადარგვიდან პირველი 2 წელი ვერ აღწევს საჭირო კონდიციას ,ძირითადად ფესვის გადგმაზე მუშაობს.ჩვენთანაც არ ყვაოდა მთელი ზაფხული მაგრამ შემოდგომაზე 2 ისეთი ყვავილი გამოიღო,რომ გამაოცა. შენს სურათებზე რომ დავინახე ვიფიქრე ალბათ ადგილი ძალიან მოეწონა მეთქი. დააცადე შენც ნამდვილად გაგაოცებს.უზარმაზარი,ხავერდოვანი ყვავილი აქვს.ეტყობა სიგრილე უყვარს.შემოდგომაზე ძალიან ინტენსიური ფერი ქონდა.
QUOTE
ასეთი ბაღი მინდააა


აუცილებლად გაქნება!!! შენი ბაღის სურათებს რომ ვუყურებ, ვხედავ რამდენი სიყვარული და შრომაა ჩადებული love.gif

Posted by: popodi 23 Jan 2013, 22:20
palavandoეგ ვარდი დიდი ხანია მქონდა ,არ ვიცოდი კრონენბურგი თუ იყო.მაგრამ თქვენგან წამოღებული უფრო დიდი და ლამაზია.

Posted by: palavando 24 Jan 2013, 00:03
popodi
აი კიდევ ერთი მაგალით რა ძნელია ფოტოებოთ ვარდის გარკვევა. მე ჩემი კრონენბურგი მეგონა. თან გამახსენდა,რომ ეგეც იყიდე. რამდენიმე ვარდი ვიცი ,რომელიც მაგ ვარდს გავს,განსაკუთრებით ფოტოებზე .

აი ეს კორდესის კლეოპატრაა.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ეს ვრდი მინახავს თბილისის სანერგეებში. ეგებ ეგ არის . კრონენბურგს ამ ვარდთან შედარებით საგრძნობად დიდი ყვავილი აქვს და თან რაღაცნაირი ხავერდოვანია.

Posted by: popodi 24 Jan 2013, 12:14
palavandoიმას უფრო უხეში ფურცლები აქვს,ისე ხმება ზედ არ სცვივა.სუნიც საერთოდ არ აქვს.ბაზრიდან მაქვს ადრე მოტანილი.ლამაზი კი არის,კრონენბურგი ჯობია,არ ვნანობ რომ დავიტოვე
yes.gif yes.gif
* * *
თქვენი ვარდები წოდორეთშიც დავრგი და საოცრება იყო,დიდი და ხასხასა ფერის ყვავილები გვიანობამდე ჰყვაოდნენ.ე.ი აქ სცხელათ.

Posted by: mia_nano 24 Jan 2013, 13:13
palavando
ზემოთ სურათზე ვარდებს არაფერი უჩრდილავთ და მაინც როგორი უხვი ყვავილები აქვთ? ჩემთან საგანგებოდ დავტოვე მასე ადგილი, ვარდების გარემოცვაში მინდა მაგიდის ჩადგმა მაგრამ მცხუნვარე მზის გამო ვფიქრობდი არ გამოვა მეთქი და როგორ მოვიქცე? ადგილი მაქვს, სურვილიც უდიდესი და ვარ ასე გაჩერებული უიმედოთ sad.gif

Posted by: popodi 24 Jan 2013, 20:20
http://pix.ge/...................
* * *
http://pix.ge/...............

Posted by: daila 24 Jan 2013, 20:59
იძულებული ვარ მარტო თქვენი ლამაზი სურათებით დავტკბე...........
ძალიან მაინტერესერს რატომ მიწერია ვორნი 0-ქულით მარა , მაინც რატომ?............ weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: mia_nano 24 Jan 2013, 22:27
popodi
ამ ბოლო სურათზე ის ცისფერი ლამაზუნა ვინ არის?ის ფარშევანგიც რა საყვარელია love.gif

Posted by: BadbadGirl 24 Jan 2013, 22:59
სუუულ მალე 1800 კვმ ეზო მექნებაააააა!
აუ დედას ვუტირებ!

Posted by: popodi 24 Jan 2013, 23:06
mia_nano კლემატისი.......................

Posted by: mia_nano 24 Jan 2013, 23:24
BadbadGirl
გილოცავ smile.gif
popodi
თესლით არის თუ ნერგით? ჩამივარდა გულში smile.gif
* * *
ლობელიის თესლები მეც მიწილადე რა 2kiss.gif

Posted by: popodi 24 Jan 2013, 23:56
mia_nano კლემატისი ნერგით.ლობელიებს აუცილებლად გიწილადებთ და კლემატისსაც დავამატებ ზედ თუ გნებავთ

Posted by: mia_nano 25 Jan 2013, 00:00
popodi
დიდი მადლობა, გამახარე ძალიან 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 25 Jan 2013, 00:00
mia_nano
გმადლობ.
ღობეზე უნდა გავაშენო მცოცავები biggrin.gif

Posted by: FLORISTI 25 Jan 2013, 00:03
daila
რა გულდაწყვეტილი ხარ... 2kiss.gif ოთახის მცენარეებს გიწილადებ თუ გინდა...popodi

popodi
ულამაზესი ფარშევანგია. უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია. ძალიან მომწონს ხე-ვარდები. ეჰ... ყველაფერს ვერ გავწვდები...

BadbadGirl
გულით გილოცავ

Posted by: palavando 25 Jan 2013, 00:06
popodi
QUOTE
თქვენი ვარდები წოდორეთშიც დავრგი და საოცრება იყო,დიდი და ხასხასა ფერის ყვავილები გვიანობამდე ჰყვაოდნენ.ე.ი აქ სცხელათ.

თბილისი მართლაც ცოტა პრობლემატურია ვარდებისთვის.ძალიან ცხელი კლიმატია,რასაც ბევრი ვარდი ვერ იტანს და ძილს აცხობს.პრაქტიკულად იგივე პროცესები იწყება რაც ზამთარში,ვარდი ყვავილობას წყვეტს.იგივე ვარდი ბევრად უხვად ყვავილობს უფრო გრილ პირობებში და ყვავილის Fერიც უფრო მკვეთრი აქვს.
ამიტომ ყველას ვურჩევ ,თუ შესაძლებლობა გაქვთ ვარდები შუადღის პაპანაქებას მოარიდათ. მზე ვარდს 1-2 სთ მდე უნდა ადგებოდეს.
mia_nano
უიმედობა რასათქმელია, უბრალოდ ვარდები სწორედ უნდა შეარჩიოთ.როცა გადაწყვეტთ დაპოსტეთ სად გაქვთ ნაკვეთი და ერთად შევეცადოთ. აუცილებლად გამოვა.
daila
როგორ არის ჩვენი პატარა ყვავილი? დაგვიკოცნეთ love.gif
QUOTE
ძალიან მაინტერესერს რატომ მიწერია ვორნი 0-ქულით მარა , მაინც რატომ?...

ვორნი 0 მგონი კარგი უნდა იყოს.ანუ ჯერ უწესობაზე არავის წაუსწრიხართ biggrin.gif
BadbadGirl
მაგარია ! მოგილოცავ თ! ა ბა შენ იცი! მერე შენი წალკოტით წატრაბახება არ დაგავიწყდეს. სურათებს ველოდებით!

Posted by: FLORISTI 25 Jan 2013, 00:08
popodi
მეც გამახარე რა კლემატისით, გთხოვ....

ვაიმე რა მათხოვარა გავხდი! lol.gif lol.gif lol.gif

ვიტყუები - თუმცა მთელი ცხოვრება ასეთი ვიყავი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ის მამშვიდებს, რომ მეც ხელგაშლილი ვიყავი - ნეტა ვინმეს ყვარებოდა და ეთხოვა ყვავილი. რაც არ მიყვარს - ყვავილის მოჭრა დაუდევრად.

Posted by: BadbadGirl 25 Jan 2013, 00:13
FLORISTI
palavando
მადლობა გოგოებო.
სანამ ბაღი გაწალკოტდება, ბევრი წყალი ჩაივლის smile.gif მაგრამ სურათებს აუცილებლად დავდებ ხოლმე, და თქვენი რჩევების იმედიც მექნება.
* * *
FLORISTI
QUOTE
რაც არ მიყვარს - ყვავილის მოჭრა დაუდევრად.

ჩემი ქართლელი პაპა და მისი მეორე ცოლი იყვნენ ასე.
მათი ეზო სულ სავსე იყო ყვავილებით.
ასე მგონია რაც უფრო მეტს ჭრიდნენ მით მეტი ამოდიოდა.

Posted by: FLORISTI 25 Jan 2013, 00:42
BadbadGirl
ამ სეზონზე მოასწრებ? ტერიტორიულად სად?

Posted by: daila 25 Jan 2013, 17:16
BadbadGirlგულწრფელად გილოცავ.
ჯერ კარგად დაგეგმე.დახაზე.....დახატე......თორემ მოგიწევს ჩემნაირად ერთი ნერგის რამოდენიმეჯერ გადარგვა.
წარმატები.
bis.gif
palavando პატარა კარგად არის
QUOTE
დაგვიკოცნეთ
მადლობა ყურადღებისთვის
kiss.gif

Posted by: vedzma 25 Jan 2013, 19:37
palavando
http://www.aliexpress.com/item/Pink-Climbing-rose-seeds-20-pcs-lot-free-shipping/629976141.html

ძალიან მომწონს ეს ვარდები...... შეიძლება ითქვას სიგიჟემდე smile.gif მე7 სართულზე ვცხოვრობ... საკმაოდ მზიანი აივანი მაქვს..... ზაფხულობიტ 9 ის ნახევარზე რომ მოადგება ხოლმე მზე სადღაც 7მდე ნამდვილად არის... ზამთარშიც 12 დან 4 მდე smile.gif სწორდედ ამ აივანზე მინდა ვარდები smile.gif გამოვა რამე ამ აბიდან ნეტა? tongue.gif
* * *
ისე წითლები უფრო მომწონს მაგრამ ხომ შეიძლება ფერები ავურიო და ისე დავრგო. ანუ თესლები

http://www.aliexpress.com/store/product/Red-Climbing-rose-seeds-20-pcs-1-pack-OEM-package-free-shipping-by-China-Post-Air/410886_622224163.html
* * *
http://www.aliexpress.com/item/New-Rose-of-Sharon-Beautiful-Red-Rose-Colors-Flower-100-Seeds-Home-Decoration-Free-shipping-Drop/583718507.html იმდენნაირი ვარდის თესლია რომ თავგზა ამებნა smile.gif

Posted by: palavando 25 Jan 2013, 20:12
vedzma
ჯერ თესლებით დავიწყოთ,რადგან ამ თესლებთან დაკავშირებით ბევრია ხიბლში ჩავარდნილი. იმედი უნდა გაგიცრუოთ ,თესლებიდან ამოსული კი არა ეგ ვარდები ბუნებაშიი საერთოდ არ არსებობს. თუ ამ განყოფილებას გადაავლებთ თვალს ,სადღაც დევს ინფორმაცია შეღებილ ვარდებზე,სწორედ ეგ ვარდებია გამოყენებული სარეკლამო პრ ისთვის. რეალობაში კი თესლიდან გაზრდილი ვარდები ძირითადად ასე გამოიყურება.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ზოგჯერ,ძალიან იშვიათად ხუჭუჭა და საინტერესო ფერის ვარდიც გაერევა ხოლმე,(ასეთ ვარდებს ჰიბრიდიზაციისთვის და ახალი ფორმების გამოსაყვანად იყენებან ) მაგრამ შეფარდება 1/100 პროპორციით.ამოსვლის პროცენტი ვარდს ძალიან ცუდი აქვს,საჭიროებს ხანგრძლივ სტრატიფიკაციას და ამოსვლის შემდეგ ხშირად ყელის სიდამპლით იღუპება. მოკლედ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ და ისე გადაწყვიტეთ რამდენად ღირს თესლებზე დროის და ენერგიის ხარჯვა.
5 წუთში დავბრუნდები 2kiss.gif
* * *
vedzma
ეხლა, რაც შეეხება მხვიარა ვარდს აივანზე.კარგი მოვლის და კვების პირობებში ბევრი მხვიარა ვარდი ხარობს ქოთანში.თქვენი მონაცემებებით ვარდებს პრობლემას ზედმეტად მცხუნვარე მზე შეუქმნის.ამიტომ ასეთი რჩევა გაითვალისწინეთ- უარი უნდა თქვათ წითელ და მუქი ფერის ვარდებზე,რადგან წითელი ვარდები ადვილად იწვება მზეზე და უშნო მომჭკნარ არშიას იკეთებს. ჩემი აზრით თქვენს შემთხვევაში კარგი არჩევანი ოსტინის აბრაჰამ დერბი,გრეჰემ ტომასი ან კორდესის აისბერგია..გადახედეთ წინა გვერდებს, ამ ვარდების ფოტოებიც დევს და ინფორმაციაც, მხვიარა ვარდებიც არის თუ რომელიმე მოგეწონათ დაპოსტეთ და კონკრეტულად მაგ ვარდზე მოგაწვდით ინფორმაციას.

Posted by: kate20 25 Jan 2013, 22:20
vardis kalmebi axla gazafxulze romel TveSi unda aviRo da ramdeni xani unda mqondes qilis qveS?

Posted by: varianeli 25 Jan 2013, 22:36
kate20
QUOTE
vardis kalmebi axla gazafxulze romel TveSi unda aviRo da ramdeni xani unda mqondes qilis qveS?


საერთოდ მარტი კარგი დროა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი...ქილა მას მერე ავხადე, რაც რეგულარულად დაიწყო თბილი ამინდები...

პალავანდო, ქალბატონი მარინა თუ ნახავს თქვენს კითხვას, კიდევ უკეთესად გიპასუხებთ smile.gif

Posted by: kate20 25 Jan 2013, 23:08
კარგი ამინდები რომ გამოვიდა წინა წელს შემოდგომით ჩარგულებს ავაცალე ქილა თუ არა 1-2 კვირაში ყველა გახმა.... იმედია ოპტიმალურ ვაირანტს მომაწვდით, თან წელს უფრო ჩრდილიან ადგილას მინდა ჩარგვა და არ ვიცი რა გამომივა user.gif

Posted by: palavando 26 Jan 2013, 00:53
varianeli
როგორა ხარ? მოგვანატრე თავი.

QUOTE
საერთოდ მარტი კარგი დროა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი

yes.gif
kate20
ვარდის დაკალმებისთვის 3 პერიოდი ითვლება ხელსაყრელად:ადრე გაზაფხული ,ძირითადად მარტი,მაგრამ ამინდებს გააჩნია.უფრო ზუსტად,როცა კვირტები ოდნავ დაიბერება,მაგრამ ჯერ ახალი ფოთლები არ არის განვითარებული,2. პირველი ყვავილობის შემდეგი პერიოდი(ბევრი თვლის,რომ ამ პერიოდში დაკალმების პროცენტი ბევრად მაღალია).3. ადრე შემოდგომა.
QUOTE
კარგი ამინდები რომ გამოვიდა წინა წელს შემოდგომით ჩარგულებს ავაცალე ქილა თუ არა 1-2 კვირაში ყველა გახმა.... იმედია ოპტიმალურ ვაირანტს მომაწვდით, თან წელს უფრო ჩრდილიან ადგილას მინდა ჩარგვა და არ ვიცი რა გამომივა

მოჩრდილულ ადგილზე დაკალმება სწორია.მზეზე ქილის ქვეშ კალმები შეიძლება ჩაიხარშოს.
რაც შეეხება ქილის ახდას- ახალი ფოთლების განვითარება ვარდის დაკალმებას არ ნიშნავს. ვარდის კალამს ახასიათებს ახალი ყლორტის წამოღება ფესვების განვითარების გარეშე,განსაკუთრებით შემოდგომაზე დაკალმებულებს.როცა ასეთ კალამს ქილას ახდით ის ძალიან სწრაფად იღუპება.საერტოდ ვარდის დაფესვიანებას საშუალოდ 2 თვე ჭირდება,მათ ცოტა მომაგრებას კიდევ2-3.ქილა მთელი ეს პერიოდი შეგიძლიათ არ მოხადოთ, ოღონდ აუცილებლად უნდა გაანიავოთ დღეში 2ჯერ მაინც,ხოლო,როცა ახდას დააპირებთ ,ერთბაშად არ ახადოთ.პირველი დღე ახადეთ მხოლოდ 10 წუთით ,მერე დრო თანდათანობით გაზარდეთ და ერთ კვირაში საერტოდ მოაცილეთ ქილა.
ისე, ჩაის ვარდების დაკალმების პროცენტი დაახლოებით 40-ია,უფრო მაღალი აქვს ფლორიბუნდებს და მხვიარებს. ასე რომ .გული არ დაიწყვიტოთ თუ პირველი ცდა არ გამოგივიდათ. აუცილებლად გამოვა. აბა,წარმატებები.


Posted by: kate20 26 Jan 2013, 01:06
მადლობა დიდი. წელსაც ვცდი აუცილებლად, იმედია რამე გამომივა smile.gif

Posted by: BadbadGirl 26 Jan 2013, 01:14
FLORISTI
ამ სეზონზე მხოლოდ ნერგების ჩაყრას მოვასწრებ და მერე ვნახოთ როგორ გაიზრდებიან. სოფლადაა smile.gif
daila
გმადლობ.
თითქმის უკვე დავგეგმე. ეზოს დიდი ნაწილი გაზონია და ძალიან მოწონს ეს უბრალო მწვანე გაზონი. ამიტომ ვარდებს მხოლოდ ღობეების გასწვრივ ჩავაყოლებ და ეგაა smile.gif მეყოფა. მერე ვნახოთ მომავალ წელს თუ მოვიფიქრე რამე smile.gif

Posted by: TokoD 26 Jan 2013, 01:24
თუ იცით საქართველოში იყიდება ცისფერი ვარდი? ოღონდ ნამდვილს ვგულისხმობ. შეღებილი და რაღაც არ მინდა smile.gif

Posted by: varianeli 26 Jan 2013, 11:10
TokoD
ამ თემაში სადღაც იყო საუბარი მგონი...
არსებობს იასამნისფერი ვარდები...ცისფერი ვარდი მე როგორც ვიცი არ არსებობს..რაც იყიდება შეღებილია.
* * *
palavando
QUOTE
როგორა ხარ? მოგვანატრე თავი.

smile.gif ვუძლებ ზამთარს და სულმოუთმენლად ველი როდის დავიწყებ მიწაში ბუღრაობას smile.gif
იმედია კარგად ხართ smile.gif

Posted by: jadvari 26 Jan 2013, 14:07
http://greengarden.ge/index.php?run=cart/home
ამ საიტზე ნახეთ. მხვიარა ვარდების რამოდენიმე ვარიანტი ვნახე და თანაც 2-3 წლიანი ნერგები

Posted by: palavando 26 Jan 2013, 16:07

varianeli
QUOTE
ვუძლებ ზამთარს და სულმოუთმენლად ველი როდის დავიწყებ მიწაში ბუღრაობას

მეც

smile.gif
jadvari
QUOTE
ამ საიტზე ნახეთ. მხვიარა ვარდების რამოდენიმე ვარიანტი ვნახე და თანაც 2-3 წლიანი ნერგები

გმადლობთ ,დავათვალიერე.რა სამწუხაროა,რომ ვარდის დასახელება არ უწერიათ.ნარინჯისფერი მხვიარა ,რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული შემოდგომის ჩათვლით განუწყვეტლივ ყვავილობს ცოტა დაბოლებას გავს biggrin.gif

Posted by: varianeli 26 Jan 2013, 18:05
jadvari
ეგ საიტი პირველად ვნახე..აბა დავათვალიერო რამე თუა კარგი smile.gif

Posted by: pernata 26 Jan 2013, 19:24
palavando
QUOTE
რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული შემოდგომის ჩათვლით განუწყვეტლივ ყვავილობს ცოტა დაბოლებას გავს

არაა, სიმართლეა!!!! ... პლასტმასისაა smile.gif

Posted by: palavando 26 Jan 2013, 20:30
pernata
quote]არაა, სიმართლეა!!!! ... პლასტმასისაა[/quote]
შენ იცინე და მე ასეთმა დაბოლებებმა მაგარ ცუდ დღეში ჩამაგდო- ერთი თვეა ინტენსიურად მირეკავენ(დღესაც დამირეკეს) ვარდების თესლები უნდა ვიყიდოთ და როგორ დავთესოთო. კი მიკვირდა ამდენ ადამიანს ეთბაშად რა ვარდების თესვა აუტყდა მეთქი და მორიდებულად ვპასუხობდი-ძნელია,ცუდად ამოდის, თან საინტერესო ფორმები ძალიან იშვიათად ერევა და ა.შ ,კი ვგრძნობდი რაღაც არ მოსწონდათ ჩემს პასუხში მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი.თავი და თავი კი ის იყო, რომ რადგან ვიცოდი,რომ ვარდის თესლები არ მჭირდებოდა , ეს საიტები სულ არ მქონდა ნანახი. მერე ვიღაც მადლიანმა საიტი მომაწოდა ,ვნახე მარა რა ვნახე,ამას როგორ წარმოვიდგენდი..

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
lol.gif lol.gif lol.gif
სურათების გადმოტანა დამეზარა,თორემ სავსეა ასეთი შედევრებით.

მეგობრებო! ვარდების მოყვარულებო !
ამ ვარდების 80 პრცენტი თესლიდან გამრავლებული კი არა,საერთოდ ბუნებაში არ არსებობს! დანარჩენი 20პროცენტი კი ჰიბრიდია, რომელიც თესლით მშობელს ვერ გაიმეორებს! თესლით მხოლოდ საწყისი ფორმები (ველური) მრავლდება მშობელთან იდენტურად.
შეღავათი ის არის, რომ მაინც იაფად ყიდიან და ეს ფასი არავის დააქცევს, მაგრამ - "აბიდნა და"

Posted by: pernata 26 Jan 2013, 20:46
palavando
QUOTE
ერთი თვეა ინტენსიურად მირეკავენ(დღესაც დამირეკეს) ვარდების თესლები უნდა ვიყიდოთ და როგორ დავთესოთო

rolleyes.gif mad.gif ხო, ნუ მარტო აბიდნა კი არა, ეს აფერისტები წარმოგიდგენიათ ესე კაპიკ-კაპიკ რამდენს დახაკავენ??? და ალბათ ოხრახუშის თესლს აგზავნიან. და წარმოიდგინეთ ესეთი ვარდის თესვის მერე მოლოდინში ღამეებს რომ ათენებენ მყიდველები, იმათი სასოწარკვეთა, რომ არ გამოუვიდათ... vis.gif

Posted by: BadbadGirl 26 Jan 2013, 22:34
არ მომწონს ჭრელა ჭრულა, შეღებილ მოღებილი ვარდები და სხვა ყვავილები.

Posted by: pernata 26 Jan 2013, 22:42
BadbadGirl
QUOTE
ოფიციალურად ჩემი ეზო  სულ მალე

ეს საქართველოშა? არყის ხეები და სახლების გადახურვა მეუცხოვა.. baby.gif (და ესე გაკრეჭილი გაზონიც smile.gif )

Posted by: BadbadGirl 26 Jan 2013, 22:45
pernata
QUOTE
ეს საქართველოშა?

ნოპე. მაგრამ სადაცაა ჩემია <3 და მიყვარს <3
ორი ქლიავის ხე მაქვს კიდევ მარჯვნივ ჩანს smile.gif ორ ვაშლის მირგვასაც ვაპირებ smile.gif

Posted by: palavando 26 Jan 2013, 23:02
BadbadGirl
ვაიმე,გული გამიჩერდა! ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს! bis.gif bis.gif bis.gif თან რა გემრიელად გასაკეთებელი ეზოა.!

ახალმოსახლეობაზე არ დაგვპატიჟებ?! wink.gif

გილოცავ! გილოცავ! გილოცავ!

Posted by: pernata 26 Jan 2013, 23:07
BadbadGirl
QUOTE
ნოპე. მაგრამ სადაცაა ჩემია <3 და მიყვარს <3

ნამდვილად საყვარელი სახლია. და ადგილიც. smile.gif
ჰოლანდია ხომ არაა?? love.gif

Posted by: jadvari 27 Jan 2013, 11:13
palavando
QUOTE
გმადლობთ ,დავათვალიერე.რა სამწუხაროა,რომ ვარდის დასახელება არ უწერიათ.ნარინჯისფერი მხვიარა ,რომელიც გაზაფხულიდან მოყოლებული შემოდგომის ჩათვლით განუწყვეტლივ  ყვავილობს ცოტა დაბოლებას გავს


ვარდების რა გითხრა ეხლა უნდა ვცადო ,მივწერე და ფერები ვკითხე შემოდგომამდე რომ ყვავის იმისი. ისე მაგათთან რამდენჯერმე ნამყოფი ვარ , რაგაცეები წამოვიყვანე და გაამართლა და ვარდის ამბავს ცოტა მოგვიანებით გაგაგებინებთ

Posted by: varianeli 27 Jan 2013, 11:22
მაგ საიტზე მარწყვინ ნერგები და თესლიც წერია..რა თქმა უნდა სელექციონერები გამოიყენებენ თესლს რაღაცეებისთვის, მაგრამ წარმომიდგენია მარწყვი თესლით რომ უნდა გაამრავლო..ალბათ მე არ ვიცი ...sad.gif

Posted by: popodi 27 Jan 2013, 12:26
http://pix.ge/............

Posted by: arcara 27 Jan 2013, 14:56
რა სილამაზეა?!!! გული გამიჩერდა!!

Posted by: palavando 27 Jan 2013, 17:58
popodi
up.gif up.gif up.gif
აუუ,რა მაგარია!
აი ეს არის რამბლერები ,მთელი თავისი სილამაზით! როცა ყვავიან თვალს ვერ მოწყვწტ!
* * *


jadvari
სახელებიც იკითხე რაა და დაგვიპოსტე.უფრო დაწვრილებით ინორნაციას დაგიდებ.
varianeli
მარწყვის თესლებს მეც ვხვდები სხვადასხვა საიტეზე .აბა, ბაღის ყვავილებში იკითხე ხომ არავის დაუთესია.

Posted by: FLORISTI 27 Jan 2013, 18:25
popodi
ამ ხეივანში ერხელ მაინც რომ გამატარა... აღარ მოვკვდები ...
ან პირიქით - ბედნიერი მოვკვდები lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mia_nano 27 Jan 2013, 18:27
popodi
ლამაზია ლამაზია ლამაზიი love.gif

წარმოიდგინეთ წითელი რამბლერი თაღივით და მერე გადაგლეჯილ-გაუბედურებული...რა ჭკუაზე დავდგებოდი weep.gif

Posted by: popodi 27 Jan 2013, 19:48
FLORISTI გეთანხმებით.
yes.gif
* * *
palavando ჩვენთნ შესაძლებელია ასე რომ იყვავილონ?

* * *
http://pix.ge/თქვენი eden roze-ი ისე ლამაზად ყვაოდა,არკაზე ავუშვი და წელს გამაგიჟებს ალბათ.

Posted by: vedzma 27 Jan 2013, 21:11
palavando
ძალიან მომეწონა გრეჰემ ტომასი... ულამაზესია.... ყვოთელის ფერის გარდა თუ არსებიბს რომელიმე სხვა.. გინდაც ვარდისფერი..... აივანზე რომ მოვაშენო ესეიგი ალბათ გაიხარებს... სად შევიძინო თესლი??

Posted by: BadbadGirl 27 Jan 2013, 21:17
pernata
QUOTE
ჰოლანდია ხომ არაა?? love.gif

სკანდინავია.

დღეს პირველად შევხვდით სახლი პატრონს და არ მომეოწონა. მგონია რომ რაღაცს გვატყულებენ.
ასე მითხრა, ბაღში შეიძება ირმებისგან შეგექმნას პრობლემაო. მოდიან და ყვავილებს ჭამენო. რათქმაუნდა კარგია ირმები, მაგრამ არ გამეხარდება ჩემი ლამაზი ვარდები რომ შეჭამონ.

popodi
ულამაზესია ეს ედენი.

Posted by: mia_nano 27 Jan 2013, 22:27
BadbadGirl
იქაც ხდება ასე? და რა ირმებია ამისთანა შეღობილში თავისუფლად რომ ინავარდებენ? პრინციპში მე თუ ღორები შემომეჭრნენ მაგიტომ ხომ არ ვიტყვი უარს აგარაკზე sad.gif კარგად რომ გამოიკითხო ყველაფერი... არ მოსულა მასე?
popodi
ლამაზია ძალიან love.gif რამდენ წლიანია ასე რომ გათამამებულა? ეგეც უხვად მოყვავილეა?

Posted by: BadbadGirl 27 Jan 2013, 22:32
mia_nano
კარაგდ გამოვიკითხეთ და გადავიკითხეთ მაგრამ მაინც ასე მგონია, ინტუიცია მეუბნევა, ან პარანოიკი გახვდი ამ სიბერეში.

ღობე აქვს სამ მხარეზე, მაგრამ დაბალი ღობეა და სულ ადვილად გადმოაბიჯებენ თუ მოინდომეს. მე ერთი მაინტერესებს რაღა ყვავილებს ჭამენ როცა ამდენი ბალახია გარშემო?

Posted by: LIKA-KHATIA 27 Jan 2013, 22:37
vedzma
QUOTE
სად შევიძინო თესლი??

რას გადაეკიდე ამ ვარდის თესლს?
არაჩვეულებრივად კალმდება ვარდი და მალეც გაიზრდება.



Posted by: vedzma 27 Jan 2013, 22:54
LIKA-KHATIA
QUOTE
რას გადაეკიდე ამ ვარდის თესლს?

ხო ვთქვი რომ ამ საკითხში დებილი ვარ biggrin.gif კალმდება ამიხსენით რა არის ... დაცინვის გარეშე sleep.gif no.gif biggrin.gif

Posted by: mia_nano 27 Jan 2013, 22:59
BadbadGirl
QUOTE
მაინტერესებს რაღა ყვავილებს ჭამენ როცა ამდენი ბალახია გარშემო?

მართლა საინტერესოა. ფასით მიხვდები, თუ მაიმუნობენ რაღაცას და მოცილება უნდათ იაფად გაყიდიან ალბათ. ისე რა ვიცი, ადამიანის ეშმაკობაც უსაზღვროა. წარმატებას გისურვებ, ეს თუ არა სხვა ბაღი მოგველოცოს სულ მალე 2kiss.gif

Posted by: FLORISTI 27 Jan 2013, 22:59
BadbadGirl
ეზო დაათვალიერე... დეკა ხომ არ ხარობს??? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: BadbadGirl 27 Jan 2013, 23:13
mia_nano
ძვირად ყიდიან. ეგ კი არა ვერ გაყიდეს რამდენადაც უნდოდათ და დაუკლეს საკმაოდ. არა პოპულარული ადგილია. სოფელია. დღეს გავაფორმეთ უკვე კონტაქტი ამ სალხზე.


FLORISTI
ჩვეულებრივი ბალახი ხარობს http://tomushka.blogspot.se/2013/01/our-little-house.html და ყვავილები აქვს დარგული პატორონს.

Posted by: palavando 28 Jan 2013, 00:47
popodi
QUOTE
ჩვენთნ შესაძლებელია ასე რომ იყვავილონ?

კი,ჩვენთან ნამდვილად ასე ყვაოდა ,მაგრამ ამ ვარდთან სხვა პრობლემა მაქვს. ერთხელ უკვე დავპოსტე-ყველა კატალოგში ამ ვარდს მუდმივად მოყვავილე უწერია.ვარდების ყველა ფორუმზე ახასიათებენ ,როგორც ძალიან ხანგრძლივად და უხვად მოყვავილეს,ვარდებს დიდების სასახლეშია შეყვანილი,ეს წოდება მხოლოდ 14 ვარდსააქვს მოპოვებული.მაგრამ ჩვენთთან ერთხელ იყვავილა, მართალია ძალიან უხ ვად და ლამაზად მაგრამ მაინც 1 თვის განმავლობაში. ჯერ ვერ მივხვდი სიცხეში უჭირს,თუ დრო ჭირდება ,რომ ყვლა თვისება გამოამჟღავნოს.
აუცილებლად დაპოსტე რაა რას იზამს.
mia_nano
QUOTE
წარმოიდგინეთ წითელი რამბლერი თაღივით და მერე გადაგლეჯილ-გაუბედურებული...რა ჭკუაზე დავდგებოდი

ვაიმე ,გული გამისკდებოდა weep.gif


Posted by: LIKA-KHATIA 28 Jan 2013, 00:58
vedzma
QUOTE
კალმდება ამიხსენით რა არის ... დაცინვის გარეშე 

დაცინვა რა საკადრისია, არც ვაპირებთ.

მცენარის დაკალმება, ანუ კალმით გამრავლება ხდება შემდეგნაირად: მცენარეს ვაჭრიტ ტოტს, ყლორტი ნორჩი არ უნდა იყოს, რადგან ის ნიადაგში ფესვის გამოტანამდე ჩალპება. ყლორტს ვაცლით ფოთლებს და ნიადგში ვარჭობთ დახრილად. ჩვენ კი მშვიდად ველოდებით ტოტი ფესვს როდის გაიკეთებს, შემდეგ კი სხვა ადგილზე გადავრგავთ.

Posted by: mia_nano 28 Jan 2013, 01:09
BadbadGirl
ვაიმე რას ამბობ უსაყვარლესი სახლი და ეზოა love.gif გილოცავ, სულ ბედნიერი იყავი მაგ სახლ-კარში, ბევრი სიხარულები და ბევრი ყვავილები up.gif
palavando
მონღოლებს ვეძახი...ხომ შეეფერებათ sad.gif

Posted by: mashikooo 28 Jan 2013, 01:34
BadbadGirl
up.gif რა ეზო გამოვა!!!
სორრი offtopic.gif - ეჰ, სად რა პრობლემა ჩნდება?! ჩვენში ირემი ლამის მარტო წითელ წიგნში ჩარჩა, მეტი არსად და მანდ ეზოში შემოდისო....

Posted by: palavando 28 Jan 2013, 01:46
vedzma
QUOTE
ძალიან მომეწონა გრეჰემ ტომასი... ულამაზესია.... ყვოთელის ფერის გარდა თუ არსებიბს რომელიმე სხვა.. გინდაც ვარდისფერი..... აივანზე რომ მოვაშენო ესეიგი ალბათ გაიხარებს... სად შევიძინო თესლი??

მივხვდით,რომ ძალიან დამწყები ხართ. smile.gif არა უშავს , რაც მთავარია ყვავილები და ვარდები გიყვართ, დანარჩენი თანდათან მოვა.ცოტ- ცოტას ჩვენც დაგეხმარებით .

თესლებს მართლა დაანებეთ თავი. ასეთი ვარდები თესლით არ მრავლდრბა!
გრეჰემ თომასი სხვა ფერის და საერთოდ სხვანაირი გრეჰემ თომასი არ არსებობს . ვარდს იმიტომ აქვს საკუთარი სახელი,რომ ამ სახელის ქვეშ კონკრეტული ტიპის ვარდი იგულისხმება.ანუ თუ თქვენ იტყვით,რომ გრეჰემ თომასი შეიძინეთ,ვარდების ყველა მცოდნე ნაშინვე მიხვდება რა ვარდი გაქვთ, ანუ რომ თქვენ ყვითელი, მხვიარა,სურნელოვანი, რეტრო ტიპის ბუტონიანი ვარდი გაქვთ , რომლის გამომყვანი ცნობილი ინგლისელი მევარდე დავიდ ოსტინია.
რა თქმა უნდა ვარდისფერი მხვიარებიც უამრავია მაგრამ მათ სხვა სახელი ექნებათ და სხვა ავტორი ეყოლებათ.
კალამი არის მცენიარის ყლორტის (ტოტის}) გადანაჭერი, რომელსაც მიწის სპეციალურ ნაზავში ჩაარჭობთ, გარკვეული მოვლის პირობებში ეს ტოტის გადანაჭერი ფესვებს გამოიღებს და ისეთივე მცენარედ განვითარდება.
რადგან თქვენ ჯერ არანაირი გამოცდილება არა გაქვთ მგონია, რომ ჯობს გაზაფხულზე პირდაპირ გამზადებული ვარდი შეიძინოთ . არც ისე ძვირი ღირს.მაგ . ჩვენთან ოსტინის ვარდები 15 - 25ლარი ღირს. იმის მიხედვით ,თუ რამდენწლიანი ნერგია.
* * *
mia_nano
QUOTE
მონღოლებს ვეძახი...ხომ შეეფერებათ

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: popodi 28 Jan 2013, 12:42

* * *
mia_nano
გასულ გაზაფხულს წამოვიღე იელიდან.ალბათ3 წლიანი იყო
* * *
palavandoჩემიც ასე ყვაოდა ,მაგრამ ტოტები ცოტა ქონდა და ყვავილიც ნაკლები.სიმაღლეში წავიდა სწრაფად.ძალიან ნაზი ყვავილი აქვს,მეგონა უცებ დასცვივდებოდა და გამაოცა რამის მთელი თვე ეჭირა დასტოინად თავი.წელს ველოდები რას იზავს.
http://pix.ge/
* * *
ქნ მარინა თუ შეიძლებადაგვიწეროთ სწორი და თანამიმდევრული გამოკვება ვარდების.

Posted by: vedzma 28 Jan 2013, 14:34
LIKA-KHATIA
palavando
ძალიან დიდი მადლობა...... იმედია მალე მეც ცოტა ცოტა ვისწავლი ყველაფერს....


QUOTE
რადგან თქვენ ჯერ არანაირი გამოცდილება არა გაქვთ მგონია, რომ ჯობს გაზაფხულზე პირდაპირ გამზადებული ვარდი შეიძინოთ . არც ისე ძვირი ღირს.მაგ . ჩვენთან ოსტინის ვარდები 15 - 25ლარი ღირს. იმის მიხედვით ,თუ რამდენწლიანი ნერგია.

თქვენთან სად?? სიამოვნებით შევიძენ smile.gif

Posted by: LIKA-KHATIA 28 Jan 2013, 18:55
vedzma
QUOTE
თქვენთან სად?? სიამოვნებით შევიძენ

დიდუბეში, ვედეენხას გამოფენა ხომ იცი?,მანდ მიხვალ და , სანერგე ,,იელი" იკითხე.
მარინა. smile.gif

მიდი და აირჩევ იქ უფრო.


Posted by: popodi 28 Jan 2013, 19:07
LIKA-KHATIA იქ არიან ისევ?

Posted by: palavando 28 Jan 2013, 19:27
popodi
LIKA-KHATIA
vedzma
არა ,იქ აღარ ვართ,.ახალ ადგილზე გადავედით. ეხლა გავრბივარ ,ცოტა გვიან დავპოსტავ.

Posted by: LIKA-KHATIA 28 Jan 2013, 21:38
palavando
QUOTE
არა ,იქ აღარ ვართ,.ახალ ადგილზე გადავედით. ეხლა გავრბივარ ,ცოტა გვიან დავპოსტავ.

უიჰ, კინაღამ ძველ ადგილზე გამოვაგზავნე ვეძმა. smile.gif

დაწერე აუცილებლად , რომ ვიცოდეთ.

Posted by: varianeli 28 Jan 2013, 22:05
ნეტა საქართველოშიც იყოს იმდენი ირემი, რომ ვარდებს საფრთხე სეუქმნან..თანახმა ვარ....
ირემი კი არა წეროებს და ყანჩებს და ყვავებსაც კი ხოცავენ სხვა ველური ფრინველი რომ აღარ დარჩა ბუნებაში...
ამას წინ ჩემთან სოფელსი, მდინარეზე ყანჩა ვნახე მოკლული..საწყალი დაჭრეს ალბათ და გვიან მოკვდა..

მაპატიეთ გაოფებისთვის..ფლორა და ფაუნა ჩემი სუსტი წრტილია sad.gif

Posted by: arcara 28 Jan 2013, 22:29
''ბაღის ყვავილები''-ს განყოფილებაში ვიკითხე და აქეთ მომასწავლეს
ერთი კითხვა მაქვს: ამ შემოდგომაზე 5 ცალი ვარდის ნერგი მაჩუქეს. მითხრეს 4-5წლის ნერგებიაო. რა ვარდებია არ ვიცი. დავრგე ეზოში. რამე(განსაკუთრებული მოვლა) ხომ არ სჭირდება ამ ვარდებს გაზაფხულის დადგომამდე ან გაზაფხულზე?
წინასწარ გიხდით მადლობას.


Posted by: LIKA-KHATIA 29 Jan 2013, 00:12
varianeli
ოჯახს რატომ უღალატე?

mad.gif

Posted by: palavando 29 Jan 2013, 00:29
QUOTE
უიჰ, კინაღამ ძველ ადგილზე გამოვაგზავნე ვეძმა.

დაწერე აუცილებლად , რომ ვიცოდეთ.


მოკლედ, "იელი "გადავიდა ახალ ადგილზე ივერთუბანში.შევარდნადძის "გარდენიის "მოპირდაპირე მახარეს ,ოღონდ ზევით სიღრმეში,ფარნას სათბურები თუ იცით ,იმ სათბურების მეზობლად.ვინაიდან ჯერ დამისამართება არ არის , მისამართს ვერ გიწერთ, მაგრამ რუქას გავაკეთებ თვალსაჩინოებისთვის და მალე დავდებ.
vedzma
QUOTE
თქვენთან სად?? სიამოვნებით შევიძენ

"იელში" ვარდების ძალიან კარგი კოლექცია გვაქვს,ოღონდ ავარდების შეძენა და დარგვა ჯერ ადრეა.მარტის თვეში უკვე დავლაგდებით და ზუსტად მეცოდინება რისი შემოთავაზება შეგვიძლია.აქვე დაგიდებთ საკონტაქტო ტელ-59937 91 96.მანამდე იმედია. თქვენც ცოტა უკეთესად გაიცნობთ ვარდებს და მათი მოვლის წესებს.
arcara
QUOTE
დავრგე ეზოში. რამე(განსაკუთრებული მოვლა) ხომ არ სჭირდება ამ ვარდებს გაზაფხულის დადგომამდე ან გაზაფხულზე?

თუ ვარდები გდაჭრილი არა გაქვთ , გაზაფხულზე გადაჭერით , ტოტი თვალით 3 ნაწილად გაყავით და 1/3 მოაჭერით , შეგიძლიათ ცოტა მეტიც. სანამ ახალ Fოთლე ბს გამოიტანს შაბიამანის ხსნარით შეწამლეთ(Dაავადებების საწინააღმდეგოდ),კვება ახლად გადარგულ ვარდს პირველ წელს არ ჭირდება,მაგრამ მაინც შეგიძლიათ ნაკელი ჩაუბაროთ და ცოტა ნაცარი შემოუყაროთ გარშემო.
ამ თემაში,წინა გვარდებზე ვარდის მოვლაზეც დევს გარკვეული ინფორმაცია და გადახედეთ.
წარმატებები.

Posted by: varianeli 29 Jan 2013, 12:50
LIKA-KHATIA
QUOTE
ოჯახს რატომ უღალატე?

სულაც არა smile.gif

ვარდებზე ვარ ჩაციკლული smile.gif იქაც დავდე ამ ზაფხულს ჩემი ბაღის ფოტოები smile.gif წელს თუ დამცალდა გავამდიდრებ კიდევ მაგ ოჯახსაც..თუმც არც უჩემოდ აკლია სიკეთე smile.gif

Posted by: vedzma 29 Jan 2013, 13:17
palavando
QUOTE
"იელში" ვარდების ძალიან კარგი კოლექცია გვაქვს,ოღონდ ავარდების შეძენა და დარგვა ჯერ ადრეა.მარტის თვეში უკვე დავლაგდებით და ზუსტად მეცოდინება რისი შემოთავაზება შეგვიძლია.აქვე დაგიდებთ საკონტაქტო ტელ-59937 91 96.მანამდე იმედია. თქვენც ცოტა უკეთესად გაიცნობთ ვარდებს და მათი მოვლის წესებს.

მარტში გესტუმრებით smile.gif) მანამდე ცოდნას გავიღრმავებ smile.gif

Posted by: LIKA-KHATIA 29 Jan 2013, 15:13
varianeli
QUOTE
წელს თუ დამცალდა გავამდიდრებ კიდევ მაგ ოჯახსაც..თუმც არც უჩემოდ აკლია სიკეთე


fig.gif

Posted by: arcara 29 Jan 2013, 15:37
palavando
დიდი მადლობა.

Posted by: palavando 29 Jan 2013, 19:28
popodi

QUOTE
ქნ მარინა თუ შეიძლებადაგვიწეროთ სწორი და თანამიმდევრული გამოკვება ვარდების.

ალბათ ძნელად თუ მოიპოვება მცენარე, რომელიც ისეთი მომთხოვნია კვებისადმი, როგორიც ვარდი.მის საყვარელ მენიუს თუ გადახედავთ მიხვდებით, რომ ეს სილანაზის და სიყვარულის დედოფალი ლამის ნამდვილი ვამპირია. ვარდი ყველაზე კარგად ორგანულ კვებაზე რეაგირებს–სისხლი(ალბუმინი), ძვლის ფქვილი, თევზის ემულსია.ნაკელი,გუანო(ქთმის სკინტი),ნაცარი .სამწუხაროდ, ჩვენთან ბოლო სამის გარდა არაფერი იშოვნება.ალბუმინზე იმდნი ქება დიდება წავიკითხე, რომ კარგახანი ვეძებე.აღმოჩნდა , რომ არც არავის შემოაქვს და არც იციან რისთვისაა.მერე გამახსენდა, რომ არსებობს სამედიცინო ალბუმინი და აფთიაქს მივადექი,ნეტა არ მეკითხა – 3 ამპულა 90–120 ლარი ღირდა.ასე რომ,თუ სადმე გადააწყდით ან ალბუმინს ,ან თევზის ემულსიას შეიძინეთ და აქაც დამიპოსტეთ.
ჩვენ კი მარტივი ტრადიციული სქემები გამოვიყენოთ;
ალბათ ყველამ იცით,რომ კომპლექსურ სასუქებს აქვს მითითებუ ლი შემაგენლობა NPK N აზოტია,P ფოსფორი, K კალიუმი.როგორც წესი კომპლექსურ სასუქებში საჭირო მიკროელემენტებიც შედის. ჩვენს შემთხვევაში ასეთი კომპლექსურების გამოყენება ჯობია მაგ. კრისტალონი ,კემირა,შეიძლებ სხვა ვარიანტებიც.ეს სასუქები სხვადასხვა შემცველობისაა ასერომ ეტიკეტს მიაქციეთ ყურადღება.
1. ადრე გაზახულზე, როცა კვირტები ოდნავ შესიებას დაიწყებს– მაგ. კრისტალონი სადაც აზოტის რაოდენობაა მაღალი.+ ნაკელის ჩაბარვა მიწაში და ნაცრის მოყრა.
შეიძლება კრისტალონი სადაც PNK თანაბარი რაოდენობითაა, მაგრამ მაშინ ცოტა აზოტის დამატება დაგჭირდებათ.

გავაგრძელებ..

Posted by: mia_nano 29 Jan 2013, 20:54
palavando
ალბუმინზე გამახსენდა.. ერთი მეუბნებოდა ბებიაჩემს უყვარდა ვარდები და გადაყოლილი იყო ზედო, ქათამს რომ დაკლავდა ან ხორცს გარეცხავდა იმ წყალს ვარდს უსხავდა სისხლი უყვარსო, მაშინ არ დავუჯერე, რას იგონებ მეთქი...
ვითომ მართლა შეიძლება ასეთი წყლის დასხმა? ან თუ შეიძლება რამდენს უნდა აკმარო biggrin.gif

Posted by: varianeli 29 Jan 2013, 21:13
LIKA-KHATIA
smile.gif

palavando
გმადლობთ ქალბატონო მარინა ამ ინფორმაციისთვის. მე სემოდგომაზე გადამწვარი ნაკელი ჩავუბარე ვარდებს..ახალდარგულებს კი გადამწვარ ნაკელთან მდინარის ქვიშაც შევურიე.

Posted by: LIKA-KHATIA 29 Jan 2013, 22:28
palavando

ანუ ერთი გრძელი ლაშქრობა გველის თბილისის ზღვის მიდამოებში.

smile.gif


Posted by: palavando 29 Jan 2013, 23:17
LIKA-KHATIA
QUOTE
ანუ ერთი გრძელი ლაშქრობა გველის თბილისის ზღვის მიდამოებში.

ყოველთვის გამიხარდება თქვენი ნახვა smile.gif შეიძლება მომავალ გაზაფხულზე დიდი სატრაბახო ჯერ არ გვქონდეს მაგრამ იმედი მაქვს ,რომ ნელ-ნელა იქაც შევქმნით მყუდრო , ლამაზ გარემოს.
mia_nano

QUOTE
ალბუმინზე გამახსენდა.. ერთი მეუბნებოდა ბებიაჩემს უყვარდა ვარდები და გადაყოლილი იყო ზედო, ქათამს რომ დაკლავდა ან ხორცს გარეცხავდა იმ წყალს ვარდს უსხავდა სისხლი უყვარსო, მაშინ არ დავუჯერე, რას იგონებ მეთქი...

უნდა დაგეჯერებინა yes.gif ყველა პროფესიული საიტი იგლისურ-რუსულ თუ ფრანგულენოვანი ერთხმად აღნიშნავს,რომ ვარდი ძალიან კარგად რეაგირებს სისხლზე. ოღონდ მათ სისხლის საფუძველზე შექმნილი ფხვნილი აქვთ,რომელსაც ფართოდ იყენებენ ვარდის საკვებად.
varianeli
სწორედ მოქცეულხარ.
* * *
ეხლა ისევ კვებას გავაგრძელებ:

2კვება,სავრაუდოდ აპრილი ,უფრო ზუსტად ,პერიოდი როცა ვარდს განვითარებული აქვს ახალი ყლორტები და პაწაწა ბუტონებიც -ისევ კომპლექსური სასუქი+ ნაკელი გახსნილი წყალში. PNK შეიძლება თანაბარი იყოს ,მაგრამ ჯობია N აზოტი იყოს ნაკლები.ნაკელის ხსნარი ჯობია(აუცილებელი არ არის ) ერთი კვირის დამდგარი. 1;10 პროპორციით.

3-4 კვება-ყვავილობის პერიოდში და ზოგადად ზაფხულში ჯობია არაორგანული სასუქი არ იხმაროთ და ვარდები ნაკელით+ ნაცარით ან გუანოთი ,ან გუმატებით(იყიდება) კვებოთ.ამ პერიოდში კარგია ამ ნივთიერებების სუსტი ხსნერის შესხურება ფოტოლზე,ანუ Fოთლიდან კვება.

5. აგვისტოს მეორე ნახევარი ისევ კომპლექსური სასუქი,მაგრამ ეხლა ძალიან შეეცადეთ აზოტი ძალიან ნაკლები რაოდენობის იყოს.+ ნაცარი.
6-.გვიანი შემოდგომა- ჩაბარეთ ცოტა ნაკელი მოაყარეთ ნაცარი.აღარ მორწყათ. ზამთრის განმავლობაში რაც ჩავა ჩავა.

ყოველი კვების წინ ვარდები მორწყეთ.
ახალ დარგულ ვარდებს, პირველ წელს კვება მაინცდამაინც არ ჭირდება. შეიძლება ცოტა ნაკელის (აუცილებლად კარგად გადამვარი) მიწაში გადარევა, ან ნაკელის ჩაბარვა და ნცრის მოყრა.სასუქი ხელს უწყობს ინტენსიურ ზრდას,ვარდმა კი პირველ წელს Fესვის გადგმაზე უნდა იმუშავოს.
ეს რა თქმა უნდა მაქსიმუმია-ისე ვარდს არა მწირ ნიადაგზე 3-4 მოკვებვაც უნდა ეყოს.
yes.gif yes.gif

Posted by: popodi 30 Jan 2013, 00:11
palavando უღრმესი მადლობა

Posted by: palavando 30 Jan 2013, 00:48
popodi
გაიხარე, არაფრის.

Posted by: babilina1983 30 Jan 2013, 16:21
რა იამნტერესებს იცით? ამაზონიდან ვაპირებ თესლების და მცენარეების გამოწერას და რამდენად სანდოა?

და ტრანსპორტირებისას დაუზიანებელი თუ ჩამოდის, ვინმეს თუ გისარგებლიათ ამ სერვისით?

Posted by: palavando 30 Jan 2013, 22:53
babilina1983
QUOTE
რა იამნტერესებს იცით? ამაზონიდან ვაპირებ თესლების და მცენარეების გამოწერას და რამდენად სანდოა?

და ტრანსპორტირებისას დაუზიანებელი თუ ჩამოდის, ვინმეს თუ გისარგებლიათ ამ სერვისით?

ამაზონიდან არ მიცდია.არ ვიცი როგორ ჩამოდის. ეგებ სხვებს აქვთ მეტი ინფორმაცია.
* * *
ისევ სურათებს დავდებ. ინგლისს დავუბრუნდები-ჰარქნისის ვარდები

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: makamak 31 Jan 2013, 01:58
palavando
დიდი მადლობა რჩევებისატვის, მეც ძალიან მჭირდებოდა თქვენი დახმარება ვარდებთან დაკავშირებით.
დამწყები ვარ და ხშირად ვკითხულობ გამოცდილი ფორუმელების რჩევებს.

Posted by: _TEMO_ 31 Jan 2013, 02:29
ხალხნო ვარდების ცოტა დიდი შეკვრის ყიდვა მინდა,ნუ სადღაც 30-35 ცალის და ყიდიან თითოს 5 ლარად ეხლა facepalm.gif ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება შედარებით იაფად ყიდვა? ან სად აკეთებენ ვარდების ლამაზ შეკვრებს შედარებით ნორმალურს ფასებში? მადლობთ წინასწარ

Posted by: palavando 31 Jan 2013, 02:38
makamak
QUOTE
დიდი მადლობა რჩევებისატვის, მეც ძალიან მჭირდებოდა თქვენი დახმარება ვარდებთან დაკავშირებით

2kiss.gif
_TEMO_
სამწუხაროდ მოჭრილ ვარდებზე ინფორმაცია არა მაქვს.ყვავილების თემაშიც დაპოსტეთ ეგებ ვინმემ იცოდეს.

Posted by: varianeli 31 Jan 2013, 12:39
_TEMO_
ნავთლუღის ბაზარში...პირველი ხელიდან სეგიძლია იყიდო..იქ არის ყვავილების საბითუმო და მგონი მაგაზე იაფად არის..

Posted by: _TEMO_ 31 Jan 2013, 12:56
varianeli

დიდი მადლობა wink.gif
________________

Posted by: pernata 31 Jan 2013, 13:43
varianeli
QUOTE
ნავთლუღის ბაზარში...პირველი ხელიდან სეგიძლია იყიდო..იქ არის ყვავილების საბითუმო და მგონი მაგაზე იაფად არის..

yes.gif კიი, მაგრამ დაუკუნკრეტე smile.gif - დილის (თუ ღამის) 3- 4 დან დილის 8-9 მდეა საბითუმო, მერე ჩვეულებრივ, საბაზრო ფასშია

Posted by: varianeli 31 Jan 2013, 14:33
pernata
QUOTE
კიი, მაგრამ დაუკუნკრეტე- დილის (თუ ღამის) 3- 4 დან დილის 8-9 მდეა საბითუმო, მერე ჩვეულებრივ, საბაზრო ფასშია

კი ბატონო მასეა..დამავიწყდა ..კი არა..ზუსტად არც ვიცოდი..მეგონა რომ მტელი დღის მანძილზე სედარებით იაფი იქნებოდა smile.gif

გმადლობთ smile.gif

Posted by: BadbadGirl 3 Feb 2013, 12:37
ჩემი სულელი ვარდი ტყუილდება ამინდისაგან. დრეს შევხედე და კვირტები რაღაც უცნაურად აქვს დაბერილი. მეშინია კიდევ უფრო არ გაიზარდნონ და ფოთლები არ წამოიღონ. არადა თებერვლის ბოლოს ძლიერ ყინვებს ელოდებიან. ხოდა რა ვქნა? ეგრევე გაახმობს ყველაფერს რაც კი გამოსულია.

Posted by: pernata 3 Feb 2013, 13:16
varianeli
QUOTE
მეგონა რომ მტელი დღის მანძილზე სედარებით იაფი იქნებოდა

გმადლობთ

არაფრის, რისი მადლობა smile.gif რასაც ქვია "აპტავოი ფასები" ამ მარაზმ დროსაა, "აპტავიკებს" მოაქვთ კოლოფებით. მერე გადამყიდველები რჩებიან...

Posted by: mia_nano 3 Feb 2013, 15:53
BadbadGirl
როგორი კმაყოფილი ხარ ახალი სახლით და ბაღით? ,,ბაღის ყვავილებში,, წერდნენ ხალხურ მეთოდს, უნდა მოირწყას და მოტყვილდება მცენარე, ფესვს შეცივდება და აღარ გამოვა კვირტებიო rolleyes.gif

Posted by: BadbadGirl 3 Feb 2013, 17:34
mia_nano
ჯერ არ გადავსულვართ. კონქრაქტის მიხედვით აპრილის ბოლოს გადავდივართ.
რომ მოვრწყა, მეშინია საერთოდ არ გახმეს. ქოთანშია და ღამღამობით კაი ყინვებია. ეგრევე მოუყუნავს ფესვებს. ნამეტანი გაბურცული კვირტები რომ მოვაცალო რა მოუვა ვითომ? ახლები აღარ ამოვა?

Posted by: palavando 3 Feb 2013, 19:59
BadbadGirl
QUOTE
ნამეტანი გაბურცული კვირტები რომ მოვაცალო რა მოუვა ვითომ? ახლები აღარ ამოვა?

არა, არ მოაცალო ,თორემ სავარაუდოდ იმ ადგილზე კვირტს აღარ განივითარებს. აცალე და თუ ახლად წამოღებული ყლორტები მოეყინა(შეიძლებ არც მოეყინოს) ,როცა ცოტა გამოთბება ეგ ყლორტები კი არ მოაცილო არამედ დაახლოებით 1 სმ სიმაღლეზე გადაჭერი,მალე დაინახავ ,რომ სადღაც შიგნიდან ახალი ყლორტი განვითარდება და ზრდას დაიწყებს.ანუ პატარა ფოთოლაკები ,რომლებიც კვირტიდან ვითარდება კვირტს იცავს მოყინვისაგან და დარტყმას თავის თავზე იღებს. რა თქმა უნდა შესაძლებელია ყინვა იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს , რომ კვირტიანად დაყინოს .მაშინ ტოტის დაბლა, ან შედრებით ნაკლებად მოყინულ კვირტზე გადაჭრა მოგიწევთ, რომ ქვევით დაგროვებულმა ენერგიამ რომელიმე კვირტი მაინც გააღვიძოს და აიძულოს ყლორტი წამოიღოს.

Posted by: daila 3 Feb 2013, 20:09
ძვირფასოpalavandoუშურველად გვასწავლი ყველსფერს, თემამ მოიტანა და მინდა გთხოვოთ ცოტა სხვლა გვასწავლოთ?
სურათს დავდებ,რამხელაზე გადავჭრა, რამდენი ტოტი დავტოვო?

user posted image

Posted by: BadbadGirl 3 Feb 2013, 20:43
palavando
გმადლობ. მასე ვიზავ!
____________________

Posted by: daila 3 Feb 2013, 20:52
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: palavando 4 Feb 2013, 02:01
daila
ვიფიქრე პირდაპირ სურათებზე ხაზებით მოვნიშნავ მეთქი, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით პირველი და მესამე .თითქოს ვხედავ რომელი ტოტი საით მიდის, მაგრამ მერე მერევა. მოდით ჯერ იმით დავიწყოთ რა ტიპის ვარდებია განსაკუთრებით მესამე, საბაღე შრაბი ხომ არ არის ან მხვიარა.
ზოგად წესებს რა თქმაუნდა დაგიპოსტავთ , მაგრამ უფრო კონკრეტულად როგორ გაჩვენოთ მოვიფიქრებ

Posted by: ololia 4 Feb 2013, 11:42
palavando

QUOTE
ზოგად წესებს რა თქმაუნდა დაგიპოსტავთ , მაგრამ უფრო კონკრეტულად როგორ გაჩვენოთ მოვიფიქრებ


palavando, აქ არასოდეს დამიპოსტავს, მაგრამ ყურადღებით გადევნებთ თვალს. დიდი მადლობა კეთილი რჩევებისათვის smile.gif

Posted by: daila 4 Feb 2013, 11:44
palavando პირველი და მესამე აგურისფერი ვარდია,ერთ ტოტზე ერთი დიდი ბუტონი ვითარდება.უსუნო.[მხვიარა არ არის]პირველი გასხლა ძალიან მაღალზე ბებერმა მევარდემ.ისეთი მაღალი იყო ყვავილებს ვერ ვწვდებოდი,მესამე კი
ჩემი ნაცოდვილარია ეტყობა კიდეც.[ესენია დიდი ასაკის ვარდები ჩემს ბაღში.]
მეორე ორი წლისაა შავი ყვითელი ზოლებით,სამი პატარა ტოტი შარშანდელია,სამი ცოტა მსხვილი ახალი,[ერთზე კოკორიც აქვს გაუშლელი]
მეოთხეც ერთ ტოტზე ერთი ყვავილი უსუნო, ორ ფერი. თქვენ მიხვდებით რა ჯიშია.

Posted by: FLORISTI 4 Feb 2013, 12:11
QUOTE (daila @ 4 Feb 2013, 11:44 )
მეორე ორი წლისაა შავი ყვითელი ზოლებით,სამი პატარა ტოტი შარშანდელია,სამი ცოტა მსხვილი ახალი,[ერთზე კოკორიც აქვს გაუშლელი]

daila

დააკალმე რაა, საინტერესო ვარდია

Posted by: daila 4 Feb 2013, 13:43
მასწავლეთ როგორ წამოვიღო სხვა გვერდიდან სურატები

* * *
FLORISTI 49 გვერდიდან არის ჩემი ვარდების სურათები , ნახე რომელიც არა გაქვს მოგცემ უამრავ კალამს.რომ ვსხლავ
იცით როგორ მეცოდება გადასაგდებლად.

* * *
palavando
QUOTE
მეიანის Pullman orient express
ამ ვარდს მიაწერეთ დაილა და შემინახეთ.
2kiss.gif
* * *
palavando
QUOTE
Herbert C. Swim ის Double Delight
ესენიც არიან თქვენთან?

Posted by: FLORISTI 4 Feb 2013, 16:30
daila
ეს ვარდები მომეწონა, კალმები თუ გექნება ვიშვილებ
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: daila 4 Feb 2013, 18:54
FLORISTI პირველი არის უფრო მუქი იასამნისფერი და ძალიან სურნელოვანი. [ქართულად ცისკარას ეძახიან] გაჩუქებ.
მეორე პატარაა[.მოცდა დაგჭირდება] ბარხატია,უსუნო.
მესამე სუსტი სუნი აქვს.ესეც შემიძლია.მობილურით გადაღებული სურათებია და კარგად არჩანს ფერები.ისე უფრო კარგები
მყვანან.
სურათი როგორ გადმოიტანე მასწავლე?


Posted by: mia_nano 4 Feb 2013, 22:27
palavando
მგონი მოსალოცი მაქვს smile.gif ჩემმა კალმებმა ზამთარი გადაიტანეს, ყველას პაწაწინა ნიშანი აქვს გამოტანილი, ზოგს ფოთლებიც. როგორც მასწავლეთ ისე გავაკეთე ყველაფერი, ბოლოს ბოთლებიც დავჩხვლიტე ჰაერს რომ ემოძრავა და აი შედეგიც! ყველამ გაიხარა jump.gif ახლა როგორ მოვიქცე ესეც მასწავლეთ რა 2kiss.gif ანუ როდის ავხადო ბოთლები და წელს გადავიტანო თუ იმავე ადგილას დავტოვო? ისე ძალიან მინდა გადატანა და ლამაზად ჩარგვა, მაგრამ როგორც მეტყვით ისე მოვიქცევი smile.gif
* * *
FLORISTI
QUOTE
ბარხატია,უსუნო.

მე მაქვს ეგ ლამაზუნა და დაგიკალმებ 2kiss.gif

Posted by: FLORISTI 4 Feb 2013, 22:40
daila
დიიიიდი მადლობა!
ჩემთან გადმოვიწერე და თავიდან ჩავსვი.
სურათზე დადგები, მაუსის მარჯვენა კნოპკით მენიუს ჩამოშლი - Save image as ... მისამართს მიუთითებ და გადმოიტან კომპში.

არ დამვიწყებია ეს ვარდი რომ დაგპირდი. თუ ძირი მოვძებნე ხო კარგი, თუ არა კალმებს აუცილებლად მოგაწვდი. დიდი ფერება არ ჭირდება, ადვილად ფესვიანდება.


Posted by: daila 4 Feb 2013, 22:45

FLORISTI შენ გაიხარე.
2kiss.gif

Posted by: Freestyle 4 Feb 2013, 22:47
შავი ვარდის შოვნა სად შეიძლება? war.gif facepalm.gif

Posted by: daila 4 Feb 2013, 22:48
დიდი მადლობა 2kiss.gif
QUOTE
მიმაგრებული სურათი


* * *


FLORISTI
QUOTE
არ დამვიწყებია ეს ვარდი რომ დაგპირდი.

2kiss.gif

Posted by: FLORISTI 4 Feb 2013, 23:13
daila
mia_nano
მადლობაააააააააა. სტაფილოსფერი ვარდი მაქვს ერთი და იმით ვამაყობ! ეხლა ამ ვარდებით მოვიწონებ თავს 2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 4 Feb 2013, 23:31
მკვდარი მოევდი დღევანდლესი სახლის აღწერის შემდეგ.
ორ საყრდენ კედელში, იზოლაცია მთლიანად სველი აღმოჩნდა sad.gif

Posted by: FLORISTI 4 Feb 2013, 23:43
BadbadGirl
და მერე? რას აპირებ?

Posted by: BadbadGirl 4 Feb 2013, 23:53
FLORISTI
მაგას ვფიქრობთ ახლა. არ ვიცი რას ვაპირებთ.
სახურავი მთლიანად შესაცვლელია რაც შეიძლება მალე. ასევე ის ორი კედელი, რადგან იზოლაციას რომელიც აგურსა და ხეს შორისაა სხვაგვარად ვერ გამოვცვლით

Posted by: FLORISTI 5 Feb 2013, 00:10
BadbadGirl
აუფ... კაი ძალი სამუშაოები გქონია ჩასატარებელი... aba.gif aba.gif aba.gif

Posted by: BadbadGirl 5 Feb 2013, 00:49
FLORISTI
შენ ფული თქვი.
ძალიან დიდ თანხებთანაა ეს ყველაფერი აქ დაკავშირებული.

Posted by: mia_nano 5 Feb 2013, 00:50
BadbadGirl
არაუშავს, მაგრამ მანდაც იტყუებიან? sad.gif
მთავარია შენი სახლია უკვე და მოგვარებადია ყველაფერი, ახლა ნელ-ნელა მიყევი, თავს ნუ გაიგიჟებ, ყველაფრის ერთად გაკეთებას ნუ მოინდომებ და ნუ ჩაიშხამავ შენაძენის სიხარულს. გამომიცდია მე ეგ და დამიჯერე არ ღირს ნერვების წეწვა 2kiss.gif

Posted by: palavando 5 Feb 2013, 01:05
mia_nano
QUOTE
მგონი მოსალოცი მაქვსჩემმა კალმებმა ზამთარი გადაიტანეს, ყველას პაწაწინა ნიშანი აქვს გამოტანილი, ზოგს ფოთლებიც. როგორც მასწავლეთ ისე გავაკეთე ყველაფერი, ბოლოს ბოთლებიც დავჩხვლიტე ჰაერს რომ ემოძრავა


ძალიან გამეხარდა.იმედია ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, რომ ეგ ნიშნები ვარდის დაკალმებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. ამიტომ სიფრთხილე გმართებს.აგერ კოპირებით გადმოგიტანე ჩემი პასუხი ერთ-ერთ პოსტზე..იმედია არ შეგაშინებ .შენი კალმები ეხლა დაიწყებს ფესვის გადგმაზე ინტენსიურ მუშაობას. ჯობია ერთი წელი იყოს იქ სადაც არის,თუ მაინც ვერ მოისვენე შემოდგომაზე გადარგე ოღონდ ფრთხილად, მიწის კომიანად მოიღე.


კარგი ამინდები რომ გამოვიდა წინა წელს შემოდგომით ჩარგულებს ავაცალე ქილა თუ არა 1-2 კვირაში ყველა გახმა.... იმედია ოპტიმალურ ვაირანტს მომაწვდით, თან წელს უფრო ჩრდილიან ადგილას მინდა ჩარგვა და არ ვიცი რა გამომივა


მოჩრდილულ ადგილზე დაკალმება სწორია.მზეზე ქილის ქვეშ კალმები შეიძლება ჩაიხარშოს.
რაც შეეხება ქილის ახდას- ახალი ფოთლების განვითარება ვარდის დაკალმებას არ ნიშნავს. ვარდის კალამს ახასიათებს ახალი ყლორტის წამოღება ფესვების განვითარების გარეშე,განსაკუთრებით შემოდგომაზე დაკალმებულებს.როცა ასეთ კალამს ქილას ახდით ის ძალიან სწრაფად იღუპება.საერტოდ ვარდის დაფესვიანებას საშუალოდ 2 თვე ჭირდება,მათ ცოტა მომაგრებას კიდევ2-3.ქილა მთელი ეს პერიოდი შეგიძლიათ არ მოხადოთ, ოღონდ აუცილებლად უნდა გაანიავოთ დღეში 2ჯერ მაინც,ხოლო,როცა ახდას დააპირებთ ,ერთბაშად არ ახადოთ.პირველი დღე ახადეთ მხოლოდ 10 წუთით ,მერე დრო თანდათანობით გაზარდეთ და ერთ კვირაში საერტოდ მოაცილეთ ქილა.
ისე, ჩაის ვარდების დაკალმების პროცენტი დაახლოებით 40-ია,უფრო მაღალი აქვს ფლორიბუნდებს და მხვიარებს. ასე რომ .გული არ დაიწყვიტოთ თუ პირველი ცდა არ გამოგივიდათ. აუცილებლად გამოვა. აბა,წარმატებები.

თუ დასაზუსტებელია დამიპოსტე 2kiss.gif

BadbadGirl
რა უბედურებაა, იქაც ხდება ეგეთები?რატომ დროზე არ გითხრეს?
Freestyle
QUOTE
შავი ვარდის შოვნა სად შეიძლება?

ნამდვილი შავი ვარდი ბუნებაში არ არსებობს.არსებობს ფლორისტული საღებავით შეღებილი ვარდები. სადღაც წინა გვვერდებზე დიდი პოსტია მაგ შეღებილ ვარდებზე.
ჩვენთან მგონოი ჯერ არ შემოუტანიათ.
* * *
daila
QUOTE
მეიანის Pullman orient express

ამ ვარდს მიაწერეთ დაილა და შემინახეთ.

* * *
palavandoQUOTE
Herbert C. Swim ის Double Delight

ესენიც არიან თქვენთან?

სადედედ ორივე მაქვს,, აი დაფესვიანებულები რამდენად გადაგვირჩა ,ამას მალე გავარკვევ. ცოტა რომ გამოთბება დავივლი ჩემს მამულს და იმედია ორივეს გადავდებ თქვენთვის.
2kiss.gif

Posted by: BadbadGirl 5 Feb 2013, 01:56
palavando
არ იცოდნენ თავადაც. სახლის აღწერა ვინც გააკეთა ერთ ერთი ცნობილი ფირმიდან იყო და იმას გამორჩა ეს პრობლემა. მგსავსი შემთხვევები ბევრი წამეკითხა, ამიტომ მე დავიქირავე სხვა ამღწერი რომელიც შედარებით პატარა, ნაკლებად ცნობილი ფირმიდან იყო.
იმ კაცმა იპოვა ეს პროლემები.

mia_nano
ნელ ნელა ვერ მიყვები. სახლი ვინც აღწერა გვითხრა ეს არის პრობლემა რომელიც რაც შიძლება მალე უნდა გადაიჭრასო. ანუ ასეთი პრობელმა დაგვიგროვდა სამი 1. კედლები 2. ჭერი 3. დრენაჟი (ამ უკანასკნელისათვის მზად ვიყავით და გადადებული გვქონდა თანხა). ვერ გამოაჩევ რომელი უნდა გაკეთდეს პირველი იმიტომ რომ ჭერიდან ჩადის წყალი კედლებში, დრენაჟის სიცუდის გამო კიდევ მეტი წყალი იჟონება კედლებში და 3. კედლებს იზოლაცია არის სველი და ალპობს შიდა ფენას ანუ ხეს.

მერე წაშალოს ვინმე მოდერმა ეს კომენტარები. თქვენთან უბრალოდ გულს ვიფხან. სახლი მართლა ბაღისთვის მინდოდა თორემ კორპუსის ბინაში ცუდად არ ვარ ნამდვილად.

Posted by: palavando 5 Feb 2013, 01:58
daila
ეხლა რაც შეეხება ვარდების გასხვლას . სანამ თქვენს კონკრეტულ ვარდებზე გადავალ ზოგად ხერხებს დაგიპოსტავთ.
1. ტოტი გადაჭერით იმ კვირტის ოდნავ ზევით რომელიც გარეთ იყურება.ამ კვირტიდან განვითარდება ახალი შტო და თუ კვირტი ტოტის შიდა მხარესაა მაშინ ახალი ტოტიც შიგნით, ბუჩქის ცენტრისკენ წავა და ბუჩქის ფორმას დაამახინჯებს.
2. არსებობს სამი ტიპის გადაჭრა-
დაბალი,როცა ტოტებს თვალით 3 ნაჭილად ვყოფთ 2/3 ვაჭრით და 1/3 ვტოვებთ.
მაღალი-ისევ სამად ვყოფთ ტოტს 1/3 ვაჭრით დანარჩენს ვტოვებთ
საშუალო- ტოტებს 2 ნაწილად ვყოფთ და ნახევარს ვაჭრით.
ტოტებში ძირითადი.მთავარი ტოტები იგულისხმება.
ამ გადაჭრის ტიპებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და იმის მიხედვით იყენებენ თუ რა შედეგი უნდათ მიიღონ(ამაზე მოგვიანებით დავწერ).
ყველაზე ხშირად საშუალო გადაჭრას იყენებენ.
ამ სურათებიდან მგონი კარგად ჩანს სად უნდა გადავჭრათ.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
გარდა ამის ჩანს, რომ 5-6 ტოტის დატოვება სრულიად საკმარისია(ხანდახან ნაკლებსც ტოვებენ) დანარჩენი ძირშივე უნდა გადაიჭრას.საქმე ის არის,რომ ვარდის შტო 5 წლის შემდეგ ისე კარგად და უხვად აღარ ყვავის.ამიტ ომ ჯობია ეს ტოტები ძირშივე გადაჭრათ და ახალი ტოტებით ჩაანაცვლოთ. ამას ვარდის გაახალგაზრდავება ქვია.
გაგრძელება იქნება..

* * *
BadbadGirl
აბა, რაით დაგამშვიდოთ,.ძალიან გულსატკენია, როცა ასე გაგიცრუვდება მოლოდინი მაგრამ ეზო მაინც მშვენიერია. იმედია ყველაფერი მოგვარდება.
* * *
ololia
QUOTE
აქ არასოდეს დამიპოსტავს, მაგრამ ყურადღებით გადევნებთ თვალს. დიდი მადლობა კეთილი რჩევებისათვის

გაიხარე!

Posted by: Freestyle 5 Feb 2013, 03:02
palavando
QUOTE
ნამდვილი შავი ვარდი ბუნებაში არ არსებობს.არსებობს ფლორისტული საღებავით შეღებილი ვარდები. სადღაც წინა გვვერდებზე დიდი პოსტია მაგ შეღებილ ვარდებზე.
ჩვენთან მგონოი ჯერ არ შემოუტანიათ.

არც ლურჯი? ყველაზე ორიგინალურად და იშვიათად რომელი ითვლება?

ნუ რათქმაუნდა რომლის შოვნაც აქაა შესაძლებელი

Posted by: mia_nano 5 Feb 2013, 15:42
BadbadGirl
QUOTE
აღწერა ვინც გააკეთა ერთ ერთი ცნობილი ფირმიდან იყო და იმას გამორჩა ეს პრობლემა.

ძალიან ცუდი sad.gif უნდა უჩივლო იმ ფირმას არაპროფესიონალიზისთვის, უგულისყურობისთვის ზარალი აგინაზღაუროს, იმათ შეგიყვანეს შეცდომაში

palavando
რა კარგია რომ ,,სამოდეიატელნოსტს.,, არ მივმართე, საერთოდ არ მოვკიდებ ხელს თუ საშიშია, იყვნენ თავიანთთვის 2kiss.gif

Posted by: vako500 5 Feb 2013, 15:51
გამარჯობა ჰოლანდიური ძალიან პატარა ჯუჯა ვარდი მაჩუქეს და როგორ მოვუარო ან რა სასუქი უნდა იქნებ ვინმემ იცით? აი სურათსაც დავდებ

http://s018.radikal.ru/i522/1302/8c/869ae71b07e0.jpg

http://i070.radikal.ru/1302/0f/d8c6803ec15a.jpg

http://s017.radikal.ru/i438/1302/97/71bcfea594ce.jpg

Posted by: FLORISTI 5 Feb 2013, 15:53
vako500
რა საყვარელიააააა.....

მოვა მარინა დედა და დაგაკვალიანებს smile.gif

Posted by: vako500 5 Feb 2013, 15:54
ხო და თაN უთქვამთ რომ ზამთარ ზაფხულ ყვავის მაგრამ სამწუხაროდ სუნი არ აქვს

Posted by: palavando 5 Feb 2013, 19:26
Freestyle
არც ლურჯი.არც ცისფერი. sad.gif
vako500

QUOTE
გამარჯობა ჰოლანდიური ძალიან პატარა ჯუჯა ვარდი მაჩუქეს და როგორ მოვუარო

ძალიან ლამაზია თქვენი ვარდუკა, მაგრამ ამავე დროს ცოტა ჭირვეული და აზიზიც. ეგ ოთახის კორდანა ვარდია, მაგ ვარდებზე 28 გვერდზე დევს უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია.

Posted by: vako500 5 Feb 2013, 20:57
ანუ გამოდის რომ არც ღირს მისი მოვლა თუკი ასეთი ასე ვთქვათ "ერთჯერადი" მცენარეა ანუ დაახლოვებით ნორმალური მოვლის პირობებში რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს?

Posted by: Just do It 5 Feb 2013, 22:11
უკაცრავად


შავი ვარდი სად შეიძლება რომ ვიყიდო? smile.gif user.gif

და ცოტა ფასებშიც გამარკვიეთ რომ ძალიან ზედმეტიც არ გამომართვან smile.gif

Posted by: varianeli 5 Feb 2013, 22:21
Just do It
QUOTE
უკაცრავად


შავი ვარდი სად შეიძლება რომ ვიყიდო?

და ცოტა ფასებშიც გამარკვიეთ რომ ძალიან ზედმეტიც არ გამომართვან


ნავთლუღის ბაზარში, საბითუმო ბაზარია ყვავილების...ვიცი რომ გაცილებით დაბალი ფასებია...დილით მიდით ჯობია.

Posted by: Just do It 5 Feb 2013, 22:25
varianeli
გაიხარე დიდი მადლობა smile.gif

Posted by: varianeli 5 Feb 2013, 22:32
Just do It
QUOTE
გაიხარე დიდი მადლობა

იცოცხლე!

Posted by: palavando 5 Feb 2013, 23:06
vako500
QUOTE
ანუ გამოდის რომ არც ღირს მისი მოვლა თუკი ასეთი ასე ვთქვათ "ერთჯერადი" მცენარეა ანუ დაახლოვებით ნორმალური მოვლის პირობებში რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს?

არა,როგორ არ ღირს.კარგი მოვლის პირობებში შეიძლება საკმაოდ დიდხანს(წლები) გაძლოს. უბრალოდ თუ მაინც გაგიხმათ, გული არ დაიწყვიტოთ, იცოდეთ,რომ ჭირვეულია და ბევრ სხვასაც უხმება. ძირითადი პირობებია-ნათელი,მაგრამ პირდაპირ მზეს მოცილებული ადგილი.ნიადაგი მუდმივად ნოტიო,მაგრამ არა სველი.და ხშირი კვება სუსტი ხსნარით. როცა გადაიყვავილებს გადაჭერით. მალე ახალ ყლორტებს წამოიღებს.
* * *
daila
ისევ ვარდის გასხვლის შესახებ.

წინა პოსტში სამნაირი გასხვლა ვახსენე.
დაბალი გასხვლა ძირითადად გამოიყენება გადაბერებული ბუჩქის გასაახლებლად და მოსაჭრელი ვარდების წარმოებაში,რადგან ასე გასხლული ბუჩქი უფრო გრძელ, მძლავ ტოტებს ინვითარებს და ყვავილის ზომაც ოდნავ დიდი უხდება.მაგრამ ასე გასხვლას აქვს მინუსებიც-ასეთი ვარდის ბუჩქი უფრო ვერტიკალურ მასას ქმნის და ლამაზი მრავალტოტიანი ბუჩქი არ ყალიბდება.
საშუალო სიმაღლეზე გასხვლისას კი ვარდი უკეთესად იბუჩქება და ყვავილებიც უფრო უხვად გამოაქვს.
ძედაპირულ გასხვლას ე.წ შრაბებზე და მხვიარებზე იყენებენ.
ეხლა კონკრეტულად თქვენიო ვარდებიდან პირველი ვარდის ბ უჩქი რომ ავიღოთ.
http://www.radikal.ru
* * *
3 გდაბერებული ტოტი ნათლად ჩანს.ხერხის გარეშე ვერ მოერევით, მაგრამ მარცხენა ნამდვილად მოსაშორებელია. შეგიძლიათ გადაჭრათ შავ ხაზთან და ის ერთI ახალი ტოტი დატოვოთ შეგიძლიათ მთლოანად გადაჭრათ წითელთან.
შუაში ორი გადაჯვარედინებული ტოტიდან ერთერთი უნდა მოაშოროთ, მე უფრო სუსტი ავირჩიე.შეიძლება მეორეც მოსაშორებელია.ცოტა მიჭირს გარჩევა,მაგრამ იდეაში გადაჯვარედინებული ტოტები უნდა გადაჭრატ და ის ტოტებიც ,რომლებიც ბუჩქის გულისაკენარის მიმართული.ანუ უნდა ეცადოთ რომ ბუჩქს ლამაზი სიმეტრიული ფორმა ქონდეს.
როგორც ხედავთ თქვნ ვარდს საკმაოდ ააქვს ახალი ტოტები განვითარებული.თუ არ შეგეშინდებათ მარჯვენა მსხვილ, ძველ ტოტის ასევე გადაჭრა შეიძლება, სწორედ ამას გულისხმობს ვარდის გაახალგაზრდავება.ან როცა რამდენიმე მძლავრი ახალი ტოტი განვითარდება ძველ გადაბერებულ ტოტებს ძირში ვჭრით.
ამის შემდეგ თქვემი ბუჩქის ტოტებს თვალით ორად გაყოფთ და ნახევარს მოაჭრით. გადანაჭერი გარეთ მომზირალი კვირტის ზევით უნდა იყოს და აუცილებლად დახრილად გადაჭერით, რომ წყალი ადვილად არ ვგაჩერდეს ზედ და ლპობა არ დაიწყოს გადანაჭერზე წწაუსვით ან ბაღის მალამო, ან ე,წ ზელიონკა,ან ზეთის საღებავი(მწვანე ან ყავისფერი).
თუ რამე გასაგებად ვერ დავწერე დამიპოსტეთ

Posted by: jadvari 6 Feb 2013, 17:25
ქ- მარინა მხვიარა ვარდი მინდა რამოდენიმეჯერ მოყვავილე მაგრამ ისეთი რომ მაღალ სართულზე აივანზე მქონდეს დიდ ქოთანში. სასურველია ცოტა წამოზრდილი. რამე მსგავსი თუ გექნებათ რომ შევიძინო და რა დრო იქნება საუკეთესო ჩარგვისთვის მაშინ რომ შემოგეხმიანოთ.

Posted by: palavando 6 Feb 2013, 18:04
jadvari
უფრო კონკრეტული ინფორმაცია თებერვლის ბოლოსთვის მექნება.ვნახავ რა გადაგვირჩა და რამდენი.საუკეთესო გადარგვის დროც ეგ პერიოდია.მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ რომ თბილისის აივნებისთვის არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია ზედმეტად ცხელი მზის გამო, ამიტომ უფრო კონ კრეტული ინფორმაცია დამიპოსტეთ თქვენი აივნის შესახებ.

ეხლა ერთ საერთო პოსტს დავდებ ვ არდების პრობლემების თაობაზე და იმედია ბევრ ვარდის მოყვარულს გამოადგება ეს ინფორმაცია.
* * *
ცოტა ვშფოთავ, რომ ამ პოსტმა დამწყები ვარდების მოყვარულები არ დააფრთხოს ,მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოში ვარდების სიყვარულს ვერ მოერევა ის სიძნელეები,რაც ამ კულტურას ახლავს.
მე მაინც ვიხელმძღვანელებ ძველი ჭეშმარიტებით –პლატონი ჩემი მეგობარია მაგრამ...
დარწმუნებული ვარ , რომ ბევრს შეგიძენიათ ვარდი რომელსაც გამყიდველის კარგი რეკომენდაციბი მოყვა–სულ ყვავისო, თითქოს კარგადაც უვლით, მაგრამ ვარდი მაინც ჯიუტად მხოლოდ გაზაფხულზე და შემოდგომით ყვავის.ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ერთი ამ მიზეზთაგანი უცოდინრობაა.ჩვენთან ხომ ისინიც კი ვინც ვარდებით პროფესიულად არიან დაკავებული თავს არ იწუხებენ ინფორმაციის მოპოვებით, არ იციან რა ვარდია,რა საპასპორტო მონაცემები აქვს, როგორ იყვავილებს ჩვენს კონკრეტულ პირობებში.მიდგომა სამოყვარულოა(სხვათა შორის მოყვარულებში ამას მივესალმები)–სადმე დავინახე,მომეწონა, დავაკალმე .
მეორე,ძალიან ძნელად გადასალახი მიზეზი ჩვენი თაკარა მზეა.
ვრდების სელექციონერები ბევრ სიძნელეებს გაუმკლავდნენ:სულ უფრო მეტი ვარდია, რომელიც თითქმის არ ავადდება, არის ვარდები(კანადური სერია), რომლის ყინვაგამძლეობა სრულიად განსაცვირებელია–45(ეშველა ციმბირს),მაგრამ სიცხეს ვერაფერი მოუხერხეს.+35 ზე ვარდებს უჭირთ ყვავილობა, თუ ყვავიან ყვავილი ადვილად ეწვებათ და ძირითადად თავჩაქინდრულნი და მოწყენილნი ჩანან.
მაგრამ საბედნიეროდ მაინც არისგარკვეული ხერხები და არიან ვარდებიც, რომლებიც უკეთესად უმკლავდებიან ჩვენს ხვატს. ამაზეც შემდეგ პოსტში დავწერ, მაგრამ ეს პოსტიც ზედმეტად მინორული რომ არ გამოვიდეს ერთს გეტყვით.არის ვარდები, რომლებიც ჩვენს პირობებში ალბათ(ალბათი მიტომ რომ მათ იდეაში უფრო ხშირად შეუძლიათ ყვავილობა,მაგრამ ჩვენს პირობებში მეეჭვება ეს შეძლონ) მხოლოდ 2ჯერ იყვავილებენ,მაგრამ ისეთი დამათრობელი სურნელი აქვთ ლამის ნარკომანად შეიძლება გაგხადონ, ცხვირიდან ვერ მოიცილებთ.
გავაგრძელებ...

Posted by: გუბაზიანი 7 Feb 2013, 09:40
palavando
QUOTE
.+35 ზე  ვარდებს  უჭირთ ყვავილობა, თუ ყვავიან ყვავილი ადვილად ეწვებათ და ძირითადად თავჩაქინდრულნი და მოწყენილნი ჩანან.

ცოტა ჩრდილში რომ დავრგოთ უშველის ვარდის მთელ სეზონზე ყვავილობას თუ არა?

Posted by: jadvari 7 Feb 2013, 11:23
palavando
QUOTE
უფრო კონ კრეტული ინფორმაცია დამიპოსტეთ თქვენი აივნის შესახებ.

მაქვს ორი აივანი. პატარს მზე ზაფხულში დილით ამოსვლიდან 12-1 საათამდე ადგა (ზამთარში ბევრად უფრო ცოტა ხანს). მეორე აივანს პირიქით 12 საათის შემდეგ მზის ჩასვლის ბოლო სხივებიც კი ანათებს. თუ ამ პირობებში ვარდი ვერ გაიხარებს არ მინდა ვაწვალო და მომიკვდეს და მაშინ იქნებ სხვა რამე მხვიარა და კარგად მოყვავილე მცენარე მირჩიოთ

Posted by: vako500 7 Feb 2013, 11:37
აი ეს ვარდი რომ ამ სასუქით გამოვკვებო რას მირჩევდით?

http://s019.radikal.ru/i639/1302/7f/e4350c00a3e8.jpg


http://s61.radikal.ru/i172/1302/a1/2810814831dd.jpg

Posted by: FLORISTI 7 Feb 2013, 13:00
vako500
მე არ მიხმარია.
საიტზე ნახავ მისი გამოყენების წესებს
http://organica.com.ge/

Posted by: jadvari 7 Feb 2013, 13:43
vako500
QUOTE
აი ეს ვარდი რომ ამ სასუქით გამოვკვებო რას მირჩევდით?

მე ვხმარობ ორი წელია ორქიდეაზე და კმაყოფილი ვარ. მაღაზიაში მითხრეს ფოთლოვანებზე ყველაფერზე შეიძლებაო, თუმცა ვარდზე არ მიხმარია.

Posted by: palavando 7 Feb 2013, 14:48
გუბაზიანი
QUOTE
ცოტა ჩრდილში რომ დავრგოთ უშველის ვარდის მთელ სეზონზე ყვავილობას თუ არა?

ჩვენთან ვარდისთვის იდეალური ადგილია- მზე1 საათამდე , ანუ შუადღის მზე პირდაპირ არ უნ და ადგებოდეს, მერ ჯობია მსუბუქი ჩრილი.ძალიან დიდ ჩრდილსაც კარგად ვერ იტანს.
vako500
QUOTE
აი ეს ვარდი რომ ამ სასუქით გამოვკვებო რას მირჩევდით?

შეიძლება, არ არის ცუდი სასუქი.სპეციალური ვარდის საკვები ხანდახან გუდვილში არის ხოლმე. ცოტა ძვირია, მაგრამ ერთი ბოთლი თქვენს ვარდას წელიწადზე მეტ ხანს ეყოფა.
* * *
jadvari
ეგ პატარა აივანი კარგი ყოფილა, მეორე ცოტა პრობლემატური.თუმცა შეიძლება ვარიანტების შერჩევა.უბრალად არ გამოვა- ეს ვარდი მომწონს და ამასდავრგავ. ჯობია სხვა გზით წასვლა- ისეთი ვარდი უნდა დაირგას , რომელიც მაგ პირობებს უკეთესად აიტანს. რა თქმა უნდა შეიძლება კომბინირებაც -მოჩრდილვის შექმნა რომელიმე სხვა მხვიარით და მის ჩრდილში ვარდია მისკუპებაც.სხვა მხვიარებიც გვაქვს, კიდევ მეტი გვექნება მარტის ბოლოსათვის, ახლებიც ჩამოგვივა.
რამდენი კვადრატულია თქვენი აივანი?

Posted by: გუბაზიანი 7 Feb 2013, 15:00
palavando
QUOTE
ჩვენთან ვარდისთვის იდეალური ადგილია- მზე1 საათამდე , ანუ შუადღის მზე პირდაპირ არ უნ და ადგებოდეს, მერ ჯობია მსუბუქი ჩრილი.ძალიან დიდ ჩრდილსაც კარგად ვერ იტანს.

მადლობტ პსუხისთვის, ეს ეხება მხვიარა ვარდსაც?

Posted by: palavando 7 Feb 2013, 15:18
გუბაზიანი
QUOTE
ეს ეხება მხვიარა ვარდსაც?

სამწუხაროდ კი.საერთოდ მხვიარა ვარდებში სულ მოყვავილე ვარდი საკმაოდ ძნელი მოსაძებნია.არის რამდენიმე მხვიარა, რომელსაც საპასპორტო მონაცემებით პერპეტუალ-მუდმივად მოყვავილე უწერია, მაგრამ მათაც ძალიან უჭირთ ჩვენთან ივლის- აგვისტოში.ჩვენთან სიცხეს ჰაერის სიმშრალეც ემატება.

Posted by: jadvari 7 Feb 2013, 15:25
palavando

QUOTE
რამდენი კვადრატულია თქვენი აივანი?


პატა იქნება 3 X 1 ანუ 3 კვ დიდი 2 X 4.5 9 კვ-მდეა. ისე მე დიდი აივნის მოჩრდილვა უფრო მინდა და აქეთასთვის სხვა რამეს შევარჩევ მაშინ

Posted by: irmushela 7 Feb 2013, 21:39
jadvari
QUOTE
პატა იქნება 3 X 1 ანუ 3 კვ დიდი 2 X 4.5 9 კვ-მდეა. ისე მე დიდი აივნის მოჩრდილვა უფრო მინდა და აქეთასთვის სხვა რამეს შევარჩევ მაშინ

ჩეხური პროექტის აივნებია? მე მანდ ვერაფერი გავახარეuser.gif ერთ მხარეს მაგარი ქარია,მეორზე კი კვერცხს შეწვავ პიკი სათებში

Posted by: jadvari 7 Feb 2013, 22:14
ჩეხური არა ყავლაშვილის 16 სართულიანი

Posted by: palavando 8 Feb 2013, 00:24
irmushela
QUOTE
ჩეხური პროექტის აივნებია? მე მანდ ვერაფერი გავახარე ერთ მხარეს მაგარი ქარია,მეორზე კი კვერცხს შეწვავ პიკი სათებში

ხოო,სამწუხაროდ ეს არის ჩვენი მზიანი აივნების სუსტი წერტილი.
ეგებ დაპოსტოთ რა ცადეთ და რა არ წავიდა? ეგეთი ინფორმაცია ერთ რამედ ღირს.ადამიანებს როგორც წესი არ ესმით ჩვენი აივნები რამდენად პრობლემატურია. ლოგიკა მარტივია-სხვაგან(როგორც წესი ევროპა იგულისხმება) რომ არის? აი იმ ევრიპაში ჩვენს ჩვეულ გრადუსზე რომ ადის ტემპერატურა ,ნახევარი ევროპა შადრევანში წევს, მეორე ნახევარი საავადმყოფოში მზის დარტყმით. ამ საკითხს რომ ამოწურავ იქ დუბაი და უდაბნო ახსენდებათ- ახლა ის უნდა აუხსნა,რომ ფინიკის პალმები და ბევრი სხვა სიცხის და სიმშრალის ამტანი მცენარე დაბალ ტემპერატურებს ვერ უძლებს. vis.gif
მაგრამ დამიჯერეთ აივნის გამწვანებაზე უარის თქმა მაინც არ შეიძლება.აივანზე მოწყობილ ბაღში, სიმწვანეში და სიმშვიდეში ყავის სმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს!
გამოსავალი ერთია,როცა აივნის გამწვანებას გადავწყვეტთ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალის რჩევა და არა ჩვენი სურვილი.უნდა ვიცოდეთ,რომ სანამ მცენარე მაგ ადგილს შეეგუება ბევრად დიდი ყურადღება და ძალისხმევა დაგვჭირდება ვიდრე საშუალო ევროპელს.და თუ მაინც არ გაგვიმართლა კიდევ და კიდევ უნდა ვცადოთ.
ვიცი ფინანსურად ეს ძნელია, მაშინ შეიძინეთ აქ გამრავლებული პატარა ნერგები, ისინი კიდევ უფრო ადვილად ეგუებიან მძიმე გარემოს yes.gif

Posted by: vako500 8 Feb 2013, 08:20
თემას არ შეეხება მაგრამ მაინც მინდოდა მეყიდა და სად ვიყიდი ხომ ვერ მეტყვით? და რა ფასებია დააზლოვებით?

Posted by: jadvari 8 Feb 2013, 11:00
მოკლედ შევეშვი აივნის გამწვანებაძე ფიქრს

Posted by: irmushela 8 Feb 2013, 15:50
palavando
QUOTE
ეგებ დაპოსტოთ რა ცადეთ და რა არ წავიდა?

ჩემი ჯუჯა ვარდები მედგა,კაქტუსები და ალოე...ვარდებს ნაცარი გაუჩდა და დღემდე ვებრძვი მაგ ამბავს.დანარჩენები კი იყვნენ ბედნიერათ..

Posted by: daila 8 Feb 2013, 18:16
palavandoდიდი მადლობა. უყურადღებობაში არ ჩამითვალოთ რამოდენიმე დღეა მამულში ვარ.რა ''ცუდი ამინდებია''ვასუფთანებ,ვარდებს ნაცარი შემოვაყარე.
კენწეროზე კვირტები ვაეხსნათ,გასხლული არ მაქვს,ხომ დროა?
მგონი როგორი დაღლილი ბრუნდებით სამსახურიდინ, მამულიდან. აქ კი ჩვენ აბეზარი კითხვებით გხვდებით.
მესამე ვარდზეც ცოტა მიმანიშნეთ.ბოდიშის მოხდით.[ძალიან ცუდათ მაქვს გასხლული.ეგ ორი ვარდია ჩემ ბაღში დიდი ხნის]
მერე კი მითხარი; ; ნუ შემჭამე ქალოოოოო?.....; 2kiss.gif

Posted by: palavando 9 Feb 2013, 01:56
daila
მე ჯერ სერიოზულად საქმიანობა არც დამიწყია. ჯერ კიდევ ვლაგდებით.სათბურის გამართვა ჯერ ვერ დავიწყეთ sad.gif ამიტომ ცოტა მეტი დრო მაქვს ვიდრე მინდა რომ მქონდეს.ესეც რომ არ იყოს ყოველთვის შევეცდები თქვენი კითხვები უყურადღებოდ არ დამრჩეს. სხვა სურათებიც მზად მქონდა,თქვენს გამოჩენას ველოდებოდი ეგ მესამე ვარდი მართლა რთული მოსაყვანია ჭკუაზე. ხაზები რასაც დავუსვი ის ტოტები მოსაცილებელია,მაგრამ ვიცი,რომ ასეთი რადიკალურ ჭრას ბევრი ვერ ბედავს.თან სურათით მაინც ვერ განსაზღვრავ ძალიან ხომ არ მოშიშვლდება გარკვეული ადგილები.ამიტომ შეგიძლიათ ამ ტოტების ნაწილი ეხლა გაზაფხულზე მოაშოროთმეორე ნაწილი შემოდგომაზე ან შემდეგ გაზაფხულზე ,მას შემდეგ რაც ქვევიდან ახლად წამოღებული ტოტები ცოტა გამაგრდება . დანარჩენი ტოტებო შუაზე გადაჭერით. არ ვიცი რამდენად გასაგებია.თუ შეკითხვები გაგიჩნდათ დაპოსტეთ.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruvako500

QUOTE
თემას არ შეეხება მაგრამ მაინც მინდოდა მეყიდა და სად ვიყიდი ხომ ვერ მეტყვით? და რა ფასებია დააზლოვებით?

რას შეეხება შეკითხვა?

* * *
irmushela
QUOTE
ჩემი ჯუჯა ვარდები მედგა,კაქტუსები და ალოე...ვარდებს ნაცარი გაუჩდა და დღემდე ვებრძვი მაგ ამბავს.

შეაცალეთ ყველა ფოთოლი, შეცვალეთ მიწის ზედაპირი 2სმ. სიღრმეზე . თუ შეძლებთ მოაყარეთ ნაცარი. ტოტები ცოტა გადაჭერით და კარგად შეწამლეთ შაბიამნის ხსნარით ან ტოპაზით(იყიდება), როგორც კი ახალ ფოთლებს წამოიღებს დაიწყეთ. სარეცხის საპნის და სოდის ნარევით შესხურება, ხზოგჯერ შეასხურეთ წყალში გახსნილი ნაცარი, ხანდახან წყალში გახსნილი ნაკელი.თუ ნაცარი მაინც გაუჩნდა იხმარეთ ტოპაზი ა,შაბიამანი ,ან რაიმე სხვა ფუნგისციდი
* * *
jadvari
მეგონა ჩემი პოსტი საწინააღმდეგო ემოციას გამოიწვევდა.აბა როგორ შეიძლება 9 კვ. მეტრი აივნის უმაქნისად დატოვება. უბრალოდ მინდოდა აქ მპოსტავი მეგობრები ტიპური შეცდომებისაგან დამეცვა.
როგორც მახსოვს სულ ეხლახანს დავპოსტე, რომ არიან სიცხის ამტანი ვარდებიც და ისიც დაგპირდით, რომ მოოგაწვდიდით მათზე ინფორმაციას.
Heat and draught tolarant roses(სიცხის და გავალვის ამტანი ვარდები)
გაგიკვირდებათ და ამ სიაში ედემის ვარდია.უკვე ერთგან დავწერე, რომ ჩვენთან ამ ვარდმა მხოლოდ გაზაფხულზე იყვავილა(წესით უფრო ხშირად მოყვავილეა).მაგრამ ასეც რომ იყოს ,სხვა ერთხელ მოყვავილე ვარდებთან შედარებით აქვს უზარმაზარი უპირატესობა–პრაქტიკულად არ ავადდება ნაცრით ან რაიმე სხვა ლაქიანობოთ,ძალიან სწრაფ მოზარდია,აქვს დიდი ტყავისებური და ლამაზი ფოთოლი,რომელიც სიცხეზე არ რეაგირებს და ნაკლებ ეკალიანია.
http://www.radikal.ru
ამ სიაში შემდეგი ულამაზესი, საოცარი ფერის ვარდი Nubia ანუ შოკოლადია. ეს ვარდი მაღალტანიანი ფლორიბუნდაა, ნამდვილად უხვად და ხშირად იყვავილა ჩვენთან.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
და კიდე ვ ერთი ძალიან უხვად მოყვავილე ულამაზესი ვარდი ამ სიიდან–Gold else.
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
წარმოიდგინეთ ამ სამი ვარდისაგან შექმნილი მოყვავილე ჯგუფი, დაამატეთ ერთი– ორი ფოთლოვანი ხე–ბუჩქი(ამათაც კარგი შერჩევა უნდა), წიწვოვანები უფრო მორიდებულად, შეიძლება ღვია და ფიჭვის ზოგიერთი სახეობა +კარგი მოვლა, კვება ,ხშირი შესხურებები და თქვენი აივანი მალე მყუდრო ბაღს დაემსგავსება.

Posted by: irmushela 9 Feb 2013, 09:14
palavando
QUOTE
თუ შეძლებთ მოაყარეთ ნაცარი

ნაცარი მოვაყრილი მაქვს მთელი ზამთარია უკვე
QUOTE
ტოტები ცოტა გადაჭერით

ესეც გავაკეთე
QUOTE
კარგად შეწამლეთ

დიდუბეში მირჩიეს
თიოვიტი – 5მგ
ტოპაზი 1მგ
ერთ ლიტრ წყალში გავხსენი და უკვე 2 ჯერ შევწამლე ერთ კვირიანი ინტერვალით

Posted by: jadvari 9 Feb 2013, 14:12
palavando
QUOTE
წარმოიდგინეთ ამ სამი ვარდისაგან შექმნილი მოყვავილე ჯგუფი, დაამატეთ ერთი– ორი ფოთლოვანი ხე–ბუჩქი(ამათაც კარგი შერჩევა უნდა), წიწვოვანები უფრო მორიდებულად, შეიძლება ღვია და ფიჭვის ზოგიერთი სახეობა +კარგი მოვლა, კვება ,ხშირი შესხურებები და თქვენი აივანი მალე მყუდრო ბაღს დაემსგავსება.

ეს თუ შესაძლებელია მაგას რა ჯობია, სამივეს მოუვლი სათუთად. უბრალოდ 9 კვ-იანი აივანი უფრო მცხუნვარე მხარეა და გაუძლებს?

Posted by: daila 9 Feb 2013, 14:30
palavando დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ვისწავლე და ვსწავლობ. გაიხარეთ.
2kiss.gif

Posted by: MsBrightside 10 Feb 2013, 12:35
palavando მაო
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიხარდა თქვენი ივერთუბანში გადმოსვლის ამბავი, რადგან ვარდებიც ძალიან მიყვარს და თქვენი ყურადღებითაც არა ერთხელ მისარგებლია... რაც შეეხება ჩემს კითხვებს, თუ ისეთია, რომ წინა პოსტებში არის პასუხები აღარ შეწუხდეთ, თავად გადავათვალიერებ... ივერთუბანში ჩვენც ახლა ვიწყებთ ნაკვეთის მოვლას, აქ შემხვდა რამდენიმე ძირი ასკილი, ამოძირკვას არ ვჩქარობ, _ ხომ არაა შესაძლებელი გასხვლით თანდათან მივცე ისეთი ფორმა, რომ მერე მასზე კარგი ვარდი დაემყნოს, ანდა ასეთი ძირიდან თუ მოხერხდება შტამბიანი ვარდისთვის საძირეს მომზადება.... და მეორე კითხვა: სოფელში გვაქვს ორი ძირი კარგი ალისფერი ვარდი, მინიმუმ25-27 წლის, მინდა რომ აქაც გადმოვიტანო, მოხერხდება კი მისი გაუხეშებული ქვედა ტოტების გადაწვენით გამრავლება და როგორ გავსხლა გაზაფხულზე ისე , რომ კარგი ფორმა შეინარჩუნოს და კიდევ დიდხანს გაძლოს. დიდი მადლობა წინასწარ...

Posted by: vako500 10 Feb 2013, 19:21
ხომ ვერ მეტყოდით ედემის ვარდი რანაირია თეთრი ფერის თუ არის და სად შეიძლება ახლა მისი შEძEნა იაფად და რომ ნამდვილად ედემის ვარდი იყოს?
* * *
ხო და კიდე მაინტერესებს აივანზე თუ შეიძლება ამ ვარდის ქოთანში ჩარგვა?

პ.ს მე-7 ე სართულზე ვცხოვრობ mo.gif

Posted by: palavando 10 Feb 2013, 20:02
jadvari
ეს სამივე ვარდი სიცხის და გვალვის ამტან ვარდების კატალოგშია შეტანილი.უბრალოდ ჩვენს პირობებში ჯერ ატესტაცია არ გაუვლია,მე კი ძალიან ვერიდები აქ დაუზუსტებელი ინფორმაციის დადებას.მეგონა წელს უფრო მეტი რეალური ინფორმაცია მექნებოდა ,მაგრამ ჩემს ვარდებს ერთი წლის განმავლობაში 2ჯერ მოუწია გადარგვა და ამიტომ ჯერ გამართულად ვერ ვწერ (შეიძლება ზედმეტად ვფრთხილობ) ამაზე მეტს. ისე ჩემი შვილის ძალიან მზიან აივანზე, რომელიც 6-ე სართულზეა ,მშვენივრად ყვავის აბრაჰამ დერბიც.. თქვენს შემთხვევაში მგონი კარგი იქნება ედემის ვარდით დაწყება. ხშირი ყვავილობის რა მოგახსენოთ,მაგრამ როცა ყვავის თვალს ვერ მოაცილებთ და მთელი სეზონის განმავლობაში ნაცარი კი არა არცერთი ლაქა არ გაჩენია ფოთლებზე. საკმარისია ამ ვარდმა ოდნავ მოჩრდილოს ერთი კუთხე მერე სხვები უფრო ადვილად წავა...
MsBrightside
QUOTE
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიხარდა თქვენი ივერთუბანში გადმოსვლის ამბავი, რადგან ვარდებიც ძალიან მიყვარს

2kiss.gif
საერთოდ დდი ასკილის სათანადოდ გასხვლა და ზედ დამყნობა რთულია.2-3 წლიანი სადედეების გამოყენებაა მიღებული, მაგრამ რომ ცადოთ რას კარგავთ?მგონია, რომ ყველა ზედმეტი ტოტის ძირიდანვე მოშორება გაგიჭირდებათ.ცადეთ და თუ არ გამოგივიდათ ამოძირკვას მერეც მოასწრებთ.


QUOTE
მოხერხდება კი მისი გაუხეშებული ქვედა ტოტების გადაწვენით გამრავლება და როგორ გავსხლა გაზაფხულზე ისე , რომ კარგი ფორმა შეინარჩუნოს


გაუხეშებულ ტოტებს ვერ გადააწვენთ.გადაბერებული ვარდის დაბალზე 2-3 კვირტზე გადაჭრა მოგიწევთ ამით თქვენი ვარდი გაახალგაზრდავდება და უფრო უხვადაც იყვავილებს.ახალ ტოტებს რომ წამოიღებს იმ ახალი ტოტების გადასაწვენად გამოყენება შეიძლება. .გასხვლის საერთო პრინციპები წინა გვერდებზეა,გადაწვენაზეც მიწერია სდღაც უფრო ადრე. თუ რამე გაუგებარი იქნება დაპოსტეთ.
* * *
vako500

QUOTE
ხომ ვერ მეტყოდით ედემის ვარდი რანაირია თეთრი ფერის თუ არის და სად შეიძლება ახლა მისი შEძEნა იაფად და რომ ნამდვილად ედემის ვარდი იყოს?

ედემის ვარდი ამავე გვერდზე jadvari სათვის დადებულ სურათებში პირველი ვარდია. თეთრია ვარდისფერი გულით. წინა პოსტები გადაათვალიერეთ , ედემის ვარდზე ბევრი წერია. შეძენა ჩვენთან "იელში " შეიძლება. ჩვენი გამრავლებული 15-25 ლარი ღირს ,წლოვანების და სიდიდის მიხედვით. უფრო ზუსტი ინფორმაცია 1-2 კვირაში მექნება.

Posted by: mia_nano 10 Feb 2013, 23:24
palavando
ესეიგი თუ სწორად გავიგე ამ ვარდებს არ გაუჭირდებათ ჩემთან აგარაკზე jump.gif
თუ გახსოვთ წინა გვერდებზე ვტიროდი ვარდების წრეში მაგიდის ჩადგმაა ჩემი ოცნება თქო...იმ ადგილას მზე უდგება მთელი დღე როგორც თითქმის მთელ ბაღს, და ყურები მქონდა ჩამოყრილი, ჯერ სიცხის ამტანი ვარდებით დავიწყებ და მერე ჩემს საყვარელ ვარდებს მივურგავ, ხომ გამომივა?
დასასვენებლად არაჩვეულებრივი ადგილია, მაგრამ მე ვარდები მინდა ძალიან, თანაც ბევრი smile.gif

Posted by: vako500 10 Feb 2013, 23:27
QUOTE
ედემის ვარდი ამავე გვერდზე jadvari სათვის დადებულ სურათებში პირველი ვარდია. თეთრია ვარდისფერი გულით.  წინა პოსტები გადაათვალიერეთ , ედემის ვარდზე ბევრი წერია. შეძენა ჩვენთან "იელში " შეიძლება. ჩვენი გამრავლებული 15-25 ლარი ღირს ,წლოვანების და სიდიდის მიხედვით. უფრო ზუსტი ინფორმაცია 1-2 კვირაში მექნება.



მადლობთ გაიხარეთ და ანუ აღნიშნული ვარდი გამოდგება ხომ აივანზე დაალბათ შდარებით გვალვაგამძლეცაა
* * *
ხო და კიდევ რა მინდოდა მეკითხა მამულში გვაქვს ვარდი მხვიარაა მოდებულია 10 12 მეტრის რადიუსზე აქვს მუქი შIნდისფერი ფერის ყვავილები და ძალიან ძლიერი სუნი 60 62 წლის იქნება მაგრამ ზალიან სქელი ამონაყარი აქვს და გახევებული და როგორ განვაახლო რომ კიდევ გაძლოს ან თუ იცით რამდენ ხანს შეუძლია ვარდმა იცოცხლოს 60 წლის მერე კიდევ შეიძლება?

Posted by: palavando 11 Feb 2013, 02:13
mia_nano
QUOTE
თუ გახსოვთ წინა გვერდებზე ვტიროდი ვარდების წრეში მაგიდის ჩადგმაა ჩემი ოცნება თქო...იმ ადგილას მზე უდგება მთელი დღე როგორც თითქმის მთელ ბაღს, და ყურები მქონდა ჩამოყრილი,

არა ,ეს მარკეტინგი ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. ამ ჩემი ოპუსებით მაგრად დავზაფრე ეტყობა ხალხი lol.gif .მიწაში და თან თბილისის გარეთ რა პრობლემაა. რა თქმა უნდა ედემის ვარდი წავა. წავა უამრავი სხვა ვარდიც. თუ თქვენი ნაკვეთი ძალიან მზიანია ცოტა მეტი სიფრთხილე და დაკვირვება დაგჭირდებათ. მაგ. დარგავთ ერთ რიგ მაღალ,მზის განსაკუთრებულად ამტან ვარდებს(შეგიძლიათ სხვა ბუჩქებიც გაურიოთ}. ისე, რომ მათ ოდნავ მოჩრდილონ შემდეგი რიგი, ხოლო მესამე რიგი უფრო დაბალტანიანი ვარდებისაგან შეიკვრება. ასე ულამაზესი ბორდიურის, ფარდის შექმნა შეიძლება. .. რა თქმა უნდა აუცილებლად გამოგივათ თქვენი საოცნებო კუთხე. ისე მაგ სიაში სხვა ვარდებიც არის ასე რომ არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.

irmushela
იმედია წელს აღარ გექნება პრობლემები როგორც კი ფოთლები გამოჩნდება პროფილაქტიკური შესხურებები დაიწყე. თუ მაინც დაიწყო დანაცვრა,პირველსავე ნიშანზე დაავადებული ფოთლები შეაცალე და ქიმიით შეწამლე.წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

vako500
QUOTE
ანუ აღნიშნული ვარდი გამოდგება ხომ აივანზე დაალბათ შდარებით გვალვაგამძლეცაა


სათანადო მოვლისა და კვების პირობებში წავა. დანარჩენზე ცოტა მოგვიანებით დაგიპოსტავთ.





მეგობრებო რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ. უყურადღებობაში არ ჩამომართვათ თუ პასუხი დაგიგვიანეთ.
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: გუბაზიანი 11 Feb 2013, 11:53
palavando

QUOTE (palavando @ 26 Jul 2011, 01:48 )

თქვენი პოსტიდა შთაბეჭდილება შემექმნა,რომ სულ ცოტა ორ მავნებელზე ვსაუბრობთ:
http://www.radikal.ru
მწერები-ვარდის ტილი ფოთლებს ვერ ხრავს, მაგრამ წოვს და ახმოდს ახალ ყლორტებს.
ფოთლებს ძირითადად სხვადასხვა მატლები ხრავენ.
http://www.radikal.ru

აგარაკზე ჩემს ვარდებსაც ესევა ხოლმე მსგავსი მავნებელი და შაბიამნის ხსნარით ვერ მოვაცილებ?

Posted by: irmushela 11 Feb 2013, 13:42
palavando
QUOTE
იმედია წელს აღარ გექნება პრობლემები როგორც კი ფოთლები გამოჩნდება პროფილაქტიკური შესხურებები დაიწყე. თუ მაინც დაიწყო დანაცვრა,პირველსავე ნიშანზე დაავადებული ფოთლები შეაცალე და ქიმიით შეწამლე.წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

დიდი მადლობა ყურადრებისთვის

Posted by: Cruel Intentions 11 Feb 2013, 23:18
არ ვიცი რა გავუკეთო ჩემს ვარდს. ქოთანში ზის საწყალი თავისთვის. რამდენიმე წელია ვცდილობ, მოვუარო, მაგრამ წელს ყველა ფოთოლი გაუხმა და მოძვრა და დარჩა ტოტები მარტო. ოთახშიც შემოვიტანე, არაფერი შველის :|

და თეთრი ვარდი სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით? :s


Posted by: daila 13 Feb 2013, 12:16
;ნუ დავაჭკნობ მშვენებასა ვ ა რ დ თ ა ფერსა,
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიარსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა.''[შოთა]

წავედი მამულში.
smile.gif

Posted by: palavando 14 Feb 2013, 00:47
აი ,მეც მოვედი jump.gif რა კარგი რამეა ეს სიცილაკები,ასეთი ხტუნაობა ჩემი წონით და წლოვანებით ვირტუალურად მაინც არის შესაძლებელი.
vako500
QUOTE
ხო და კიდევ რა მინდოდა მეკითხა მამულში გვაქვს ვარდი მხვიარაა მოდებულია 10 12 მეტრის რადიუსზე აქვს მუქი შIნდისფერი ფერის ყვავილები და ძალიან ძლიერი სუნი 60 62 წლის იქნება მაგრამ ზალიან სქელი ამონაყარი აქვს და გახევებული და როგორ განვაახლო რომ კიდევ გაძლოს ან თუ იცით რამდენ ხანს შეუძლია ვარდმა იცოცხლოს 60 წლის მერე კიდევ შეიძლება?

მხვიარა ვარდს ერთი მაგდენი და მეტიც შეუძლია გაძლოს.განსაკუთრებით თუ გაახალგაზრდავებაში დაეხმარებით.უბრალოდ დაბერებული ვარდები ისე უხვ ად ვეღარ ყვავიან(საინტერესოა თქვენი ვარდი ისევ ისე უხვად ყვავის?).მხვიარა ვ არდები დაბლა არ უნდა გასხლათ, მაგრამ ძალიან დაბერებული და დაზიანებული შტოები უნდა გამოხშიროთ,ანუ უნდა მოაცილოთ და თანდათან ახალი შტოებით ჩაანაცვლოთ. დახედეთ ამ სურათს -როგორც ხედავთ გვერდითა მოყვავილე შტოოები ოდნავ არის შემცირებული, მაგრამ ორი შტო(თეთრადაა აღნიშნული),რომლებიც პირობითად გადაბერებულ შტოებად ითვლება , ბოლოშია გადაჭრილი.ასეთი გასხლა, ანუ გადაბერებული შტოების გამოხშირვა 5 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროთ.მაშინ თქვენი ვარდი არ დაბერდებ ა.http://www.radikal.ru
გუბაზიანი
QUOTE
აგარაკზე ჩემს ვარდებსაც ესევა ხოლმე მსგავსი მავნებელი და შაბიამნის ხსნარით ვერ მოვაცილებ?

არა, შაბიამანი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია.მას ვარდის დაავადებების საწინააღმდეგოდ იყენებენ,მწერებისაგან კი აქტარა ან კარატე დაგიცავთ. ეგ ვარდის ე.წ ტილი თითქმის ყველა ვარდს უჩნდება, მაგრამ ადვილი მსაშორებელია.
* * *
Cruel Intentions
QUOTE
არ ვიცი რა გავუკეთო ჩემს ვარდს. ქოთანში ზის საწყალი თავისთვის. რამდენიმე წელია ვცდილობ, მოვუარო, მაგრამ წელს ყველა ფოთოლი გაუხმა და მოძვრა და დარჩა ტოტები მარტო. ოთახშიც შემოვიტანე, არაფერი შველის :|

ოთახს ვარდი ძალიან ცუდად იტანს,თუ ოთახის ვარდი არის გარეთ გაიტანეთ. მაგრამ თქვენი პოსტიდან ჩანს, რომ რაღაც ძალიან არ მოწონს . ეგებ უფრო წვრილად დაგვიპოსტროთ რა ვარდი გაქვთ?რითი კვებავთ ? რამდენი ხანია გაქვთ? მიწა გამოცვლილი გაქვთ თუ არა? აივანზე გაქვთ? მზიანია? მოკლედ დაპოსტეთ წვრილად ყველაფერი და კონკრეტულად რა პრობლემა აქვს ვარდს.
* * *
რაც შეეხება თეთრ ვარდს არა მგონია ძნელი იყოს მისი შოვნა,ჩვენც გვაქვს რამდენიმე სახეობა.

Posted by: varianeli 14 Feb 2013, 09:46
ისეთი კარგი ამინდებია ჩვენსკენ რომ, ცელოფნის მინი სათბურს გადავხდი ხოლმე და ვაჩვევ გარე ტემპერატურას ვარდის კალმებს...უკვე დაბურცული აკვთ კვირტები..იმედია უმეტესობა გაიხარებს smile.gif

Posted by: mia_nano 14 Feb 2013, 11:44
კიდევ კარგი გუშინ მოვიფიქრეთ აგარაკზე ასვლა, ქარი ყოფილა საშინელი და გადახდილი დამხვდა რამდენიმე კალმის საფარი sad.gif კარგად დავაფარე და იმედი მაქვს ამ შემოტევას გადაურჩებიან rolleyes.gif
* * *
vako500
QUOTE
მუქი შIნდისფერი ფერის ყვავილები და ძალიან ძლიერი სუნი

არაჩვეულებრივი ვარდი გყოლია love.gif მე სამი მხვიარა მყავს, (ხალხური ჯიშები ღობის ვარდს რომ უძახიან) ვარდისფერი და შინდისფერები მაგრამ არც ერთს არ აქვს სურნელი

Posted by: Cruel Intentions 14 Feb 2013, 20:07
palavando

QUOTE
ოთახს ვარდი ძალიან ცუდად იტანს,თუ ოთახის ვარდი არის გარეთ გაიტანეთ. მაგრამ თქვენი პოსტიდან ჩანს, რომ რაღაც ძალიან არ მოწონს . ეგებ უფრო წვრილად დაგვიპოსტროთ რა ვარდი გაქვთ?რითი კვებავთ ? რამდენი ხანია გაქვთ? მიწა გამოცვლილი გაქვთ თუ არა? აივანზე გაქვთ? მზიანია? მოკლედ დაპოსტეთ წვრილად ყველაფერი და კონკრეტულად რა პრობლემა აქვს ვარდს.



გავიტან ისევ გარეთ მაშინ. არადა სულ ეგრე ვაკეთებდი რამდენიმე წელი და არ სჭირდა არაფერი.
მაჩუქეს და არ ვიცი რა ვარდია, ძალიან მუქი შინდისფერია. და დიდი ყვავილები არ აქვს. 4 წელია მაქვს, წელიწადში ერთხელ კვირტებით მახარებდა ხოლმე. მიწა გამოვცვალე, ოღონდ 1 წლის წინ biggrin.gif და არ ვკვებავ არაფრით, საერთოდ არ ვიცი მოვლა :ს წყალს ვუსხამ და ფოთოლი რომ ვარდება, ისევ მიწაში ვტოვებ. აივანი მზიანია, სულ იქაა, მხოლოდ ზამთარში შემომაქვს სახლში და აქამდე პრობლემა არ ჰქონია.

და წელს, რომ შემოვიტანე, ჯერ ჩვეულებრივად იყო, სითბოში ახალი ფოთლები ამოუვიდა, მაგრამ უცებ, 2 დღეში ყველა ერთდროულად გახმა და ჩამოცვივდა და დარჩა ტოტები მარტო. ისევ ვუვლი, აივანთან მიდგას და სულ შუქთან და მზესთანაა მაინც. არ გათბობის სისტემა შემიცვლია, არც მდებარეობა, მაგრამ მაინც რაღაც დაემართა. ჰო, ზოგჯერ ფოთლებზე წყალს ვაპკურებ.

ლიმონის ხეც მაქვს და ისიც შემომაქვს ხოლმე სახლში. და იმან ისე გაიხარა, რომ აყვავდა უკვე და სავარაუდოდ 3 ლიმონს გამოისხამს. არც სხვა ყვავილებთან მქონია პრობლემა, რატომღაც, ვარდმა გადაწყვიტა სიკვდილი მაინც და მაინც

QUOTE
რაც შეეხება თეთრ ვარდს არა მგონია ძნელი იყოს მისი შოვნა,ჩვენც გვაქვს რამდენიმე სახეობა.


აი ამას თუ გადავარჩენ, მაშIნ მოგმართავთ მაგასთან დაკავშირებით user.gif

Posted by: palavando 15 Feb 2013, 00:54
Cruel Intentions
რამდენიმე შეცდომას უშვებთ. ვარდის ოთახშინ შემოტანა ზამთარში არ შეიძლება.ვარდი საკმაოდ ყინვა გამძლეა ლიმონისგან განსხვავებით.ქოთანში ვარდს კარგი კვება ჭირდება.ეგებ წინა პოსტებს გადახედოთ ,ბევრი ინფორმაციაა ვარდების მოვლაზე. ეხლა ვარდი გარეთ გაიტანეთ და გადაჭერით(წინა გვარდებზე წაიკითხეთ გადაჭრის წესები). ის რომ თქვენი ვარდი მხოლოდ ერთხელ ყვაოდა და ცუდად გამოიყურებოდა ძირითადად მოვლაში დაშვებული შეცდომის და შიმშილის ბრალია.ვარდი ჭირვეული კი არის, მაგრამ ძალიან გამძლეა და იმედი ვიქონიოთ რომ გადარჩება. yes.gif

mia_nano
QUOTE
არაჩვეულებრივი ვარდი გყოლიამე სამი მხვიარა მყავს, (ხალხური ჯიშები ღობის ვარდს რომ უძახიან) ვარდისფერი და შინდისფერები მაგრამ არც ერთს არ აქვს სურნელი

შეიძლება Crimson glory იყოს . ეგ ვარდი 40იანი წლების ბოლოს შემოიტანეს გლორია დეისთან ერთად. თქვენი ვარდისაგან განსხვავებით დიდი ყვავილები აქვს და ძალიან სურნელოვანია.ცოტა ნაცრისკენ მიდრეკილია და ძირითადად ერთხელ ყვავის,მაგრამ როცა ყვავის ძალიან ლამაზია.

Posted by: konstantinyus 15 Feb 2013, 00:58
დღეს ბევრ ვარდს წაეცლებოდა თავი yes.gif

Posted by: palavando 15 Feb 2013, 00:58
vako500
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აბა დააკვირდით ამ ვარდს.ეგებ ეს რაის?

Posted by: MsBrightside 15 Feb 2013, 15:57
palavando
მადლობა პასუხისათვის... გუშინ ვმარჩიელობდი თქვენი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ, ზურა შევარდნაძის მოპირდაპირედ, დასახლებაშია, ტრასა რომ ადის ახალი ეკლესიისკენ?/

Posted by: palavando 15 Feb 2013, 22:53
MsBrightside
QUOTE
გუშინ ვმარჩიელობდი თქვენი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ, ზურა შევარდნაძის მოპირდაპირედ, დასახლებაშია, ტრასა რომ ადის ახალი ეკლესიისკენ?/

yes.gif მაგგზის და კუკიიდან ამომავალი გზის გადაკვეთაზე მეორე ეზოა.

Posted by: daila 16 Feb 2013, 12:13
ძვირფასოpalavandoვარდის გასხვლის დრო ხომ არის?

Posted by: palavando 16 Feb 2013, 12:40
daila
QUOTE
ვარდის გასხვლის დრო ხომ არის?

yes.gif გუშინ დავათვალიერე ვარდები და კვირტები უკვე დაბერილი აქვს.

Posted by: daila 16 Feb 2013, 12:57
palavandoე. ი. გასხვლის დროა?

Posted by: palavando 16 Feb 2013, 14:47
daila
კი კარგი დროა.თუ ძალიან ცივ ადგილზე არა გაქვთ ნაკვეთი. მათკი ვისაც აგარაკი უფრო ცივ ზონაში აქვთ ჯიობია თებერვლის ბოლოსთვის გადაჭრან.

Posted by: popodi 16 Feb 2013, 17:04
palavandoraphsody in blus გასხვლა თუ უნდა და როგორ?


Posted by: palavando 16 Feb 2013, 17:22
popodi
QUOTE
raphsody in blus გასხვლა თუ უნდა და როგორ?

ძალიან ზედაპიული,დაბალზე არ გადაჭრათ.

Posted by: popodi 16 Feb 2013, 20:26
palavandoსაერთოდ რომ არ ვახლო ხელი იყვავილებს კარგად?შუაში აწოწილი წვრილი ღერო აქვს და დავუტოვო მასე?

Posted by: palavando 16 Feb 2013, 20:39
popodi
ძალიან წვრილი სუსტი ტოტი თუ აქვს შუაზე გადაჭერით. ფორმის მისაცემად შეგიძლიათ ის ტოტებიც გადაჭრათ, რომელიც ბუჩქს აუშნოებს.მაგრამ ეგ ვარდი შრაბად ,ან დაბალტანიან მხვიარად იზრდება ამიტომ მისი დაბლა გადაჭრა მოღებული არ არის.

Posted by: popodi 16 Feb 2013, 21:23
palavandoდიდი მადლობა.ყოველთვის გულისხმიერი რომ ხართ

Posted by: makamak 18 Feb 2013, 17:21
ჩემო ფლორისტებო, ვარდბის გამსხლა როდის შეიძლება. თბილისში ვცხოვრობ.
წინას წარ გიხდით მადლობას რჩევებისატვის.

Posted by: palavando 18 Feb 2013, 22:26
makamak
კარგი დროა, შეიძლება.

ისე რა ხდება? ეხლა შემოვედი,მაგრამ ჩემი კომპი ქართულ შრიფტს ვერ კითხულობს,მხოლოდ ლათინური aaa ებია ყველგან.ეს მხოლოდ ფორუმს ეხება სხვაგან წესრიგია. ასე რომ პასუხი ,ვისაც არ დაგეზარებათ, ლათინური ასოებით მომწერეთ რაა.help.gif

Posted by: makamak 18 Feb 2013, 22:38
მადლობა palavando გაიხარე.


Posted by: palavando 18 Feb 2013, 22:53
makamak
ანუ გინდათ თქვათ,რომ ჩემი პოსტი წაიკითხეთ? მე კი თქვენს ვერ ვკითხულობ. ჩემი კომპის ბრალია?სხვა საიტებზე რომ წესრიგია?

Posted by: daila 19 Feb 2013, 11:42
makamakლამაზივარდებიგაქვს?
რომგასხლავკალმბიგვაჩუქე.
smile.gif 2kiss.gif

Posted by: popodi 22 Feb 2013, 12:39
[b]palavando[/b am temis ki ar aris magram ikneb mipasuxot,balzaminebi exla unda daitesos?da tkven tu geknebat cels?

Posted by: palavando 22 Feb 2013, 23:51

მოკლედ ოპერას ვერაფერი მოვუხერხე და ხრომში გადმოვსახლდი.ვერავინ მითხრა რაშია საქმე.მომიწევს ეტყობა გადატვირთვა.
popodi
ბალზამინებს რაც შეეხება,თუ გაქვთ თბილი განათებული ადგილი სახლში,სადაც შეგიძლათ ტემპერატურული რეჟიმი შეინარჩუნოთ(დაახ.+20-22) მაშინ დათესეთ.ისე ბალზამინები ძალიან სწრაფად იზრდება და ყვავილობს,სულ პაწკუნაც კი უამრავ ბუტონს იკეთებს.ეხლა დათესილი ბალზამიებით უკვე აპრილის ბოლოსთვის ლამაზი ბუჩქები გექნებათ,მაგრამ თუ ტემპერატურის შენარჩუნება გეპრობლემებათ მაშინ მოგვიანებით დათესვა მოგიწევთ.

Posted by: ninA26 24 Feb 2013, 18:30
მოგესალმებით, მეუღლემ მაჩუქა კორდანა (ჯუჯა ვარდი) მქონდა ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ ფოთლეები გაუხმა. ჯერ არ ჩამოსცვივდა, მაგრამ მომხმარი აქვს. როგორ გადავარჩინო გთხოვთ მასწავლოთ

Posted by: pekineli 24 Feb 2013, 18:33
აუცილებლად უნდა ვიყო ამ თემაში. smile.gif
ბევრი კითხვა მაქვს თქვენთან მეგობრებო smile.gif

Posted by: palavando 24 Feb 2013, 19:53
pekineli
ვარდების მოყვარულის შემომატება ყოველთვის გვახარებს! yes.gif
ninA26
სამწუხაროდ კორდანა ვარდები ცოტა პრობლემატურია.28-ე გვერდი გადაიკითხეთ ,იქ არის ინფორმაცია კორდანებზე. ეხლა კი თქვენს ვარდს ყველა გამხმარი ფოთოლი შეააცალეთ. ტოტებს კარგად დააკვირდით, თუ ხმობა აქვს ზევიდან დაწყებული გადაჭერით საღ ადგილამდე,აიღეთ პულვიზატორი და ნელთბილი წყლის შესხურება დაუწყეთ. კარგი იქნება თუ წყალში ეპინს ან ცირკონს გაურევთ(ანტისტრესული პრეპარატებია,დიდუბეში სამტო ქიმიის გარშემო მაღაზიებში იყიდება)ნახეთ ეგებ ახალი ფოთლები წამოიღოს,თუ ქვევით ფესვის ყელთანა აქვს სიშავე მაშინ კიდევ უფრო რთულადაა საქმე sad.gif ,მაგრამ მაინც ცადეთ -ცოტა მორწყვა შეამცირეთ და ნიადაგი რაიმე ანტისეპტიკით მორწყეთკარგია ფუნდაზოლი, შეიძლება მარგანცოვკის მსუბუქი ხსნარი..

Posted by: makamak 24 Feb 2013, 22:29
palavando მადლობა ყურადღებისტვის, ყოველთვის მეხმაურებით,
დამწყები ვარ და ბევრი კიტხვები მაქვს ხოლმე. ვარდების დარგვა და მოვლა შარშან დავიწყე.
მე თვითონ დავაკალმე ეზოში, რამოდენიმემ გაიხარა და ყვავილიც ჰქონდა. პატარა ნერგებია.
მაინტერესებს წელს თუ სჭირდება გამსხვლა. საკალმედ თუ გამოდგება არ ვიცი. სურათებს ვერ ვდებ, თორემ გადავუღებდი.
კი მასწავლეს მაგრამ არ გამომდის, არადა ფეისბუკზე ყველა ჩემი ყვავილი მაქვს დადებული. ფორუმს ამ მხრივ ვერ გავუგე ვერაფერი.

Posted by: pernata 24 Feb 2013, 23:28
ვაი... ebay - ზე იყიდება... http://www.ebay.com/itm/20-Rose-Flower-seeds-multicolour-rose-seeds-/251127697554?_trksid=p2047675.m1850&_trkparms=aid%3D222002%26algo%3DSIC.FIT%26ao%3D1%26asc%3D11%26meid%3D5826178340544961638%26pid%3D100011%26prg%3D1005%26rk%3D1%26sd%3D150997754921%26
606 უკვე გაყიდულია.. vis.gif facepalm.gif
ქვევით ესეც ააქვთ მიწერილი - Our seeds are very easy to cultivate and the survival rate is very high from 30% to 80%,but due to a lot of natural factors,We do not guarantee that the seeds will 100% sprouted and the color will be same as pictures which just for sample!please understand. (ანუ ფოტო მხოლოდ ნიმუშიაო, და ისეთი თუ არ ამოვიდა, გაგებით მოეკიდეთო. )
ესეც პროფესიული რჩევაა biggrin.gif ③ All plants need sunlight. Rose like sunshine too.

Posted by: palavando 24 Feb 2013, 23:48
pernata
QUOTE
please understand. (ანუ ფოტო მხოლოდ ნიმუშიაო, და ისეთი თუ არ ამოვიდა, გაგებით მოეკიდეთო. )

ეს, გაგებით მოეკიდეთ მაგარი მოდნი ფრაზაა! biggrin.gif

Posted by: ninA26 25 Feb 2013, 00:22
palavando უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, იმედია ვუშველი რამეს...

Posted by: pernata 25 Feb 2013, 00:56
palavando
QUOTE
გაგებით მოეკიდეთ მაგარი მოდნი ფრაზაა!

ხო biggrin.gif biggrin.gif ჩემ დროს "შემომახტი" იყო ანალოგი smile.gif)

Posted by: palavando 25 Feb 2013, 01:48
ninA26
makamak
2kiss.gif
QUOTE
მაინტერესებს წელს თუ სჭირდება გამსხვლა

ცოტაზე გადაჭერით, დაახლოებით 2/3 დატოვეთ. მე http://www.radikal.ru/ ვიყენებ სურათების დასადებად.

Posted by: varianeli 25 Feb 2013, 11:07
მოკლედ წელსაც მალე გასხლეს სამების ვარდები..ამას წინ გავიარე..უკვე შემჭკნარი იყო დაყრილი ტოტები და აღარ ავიღე..
ამ დალოცვილებმა წყალში მაინც ჩაალაგონ და მსურველები აირებენ..ასეთი ლამაზი ვარდების ანასხლავების ასე დაყრა როგორ შეიძლება...?!

Posted by: france 25 Feb 2013, 11:17
ვარდების გადარგვა მინდა, უბრალოდ ადგილის გამოცვლა, ისევ ღია გრუნტში გადავრგავ და მაინტერესებს როდის შეიძლება. ორი დღეა გავსხალით.

Posted by: pekineli 25 Feb 2013, 11:31
palavando
QUOTE
ვარდების მოყვარულის შემომატება ყოველთვის გვახარებს! yes.gif

ძალიან მიყვარს ვარდები თუმცა ვერასოდეს ვახერებდი მომევლო ვარდებისათვის.
ჩემი დიდი ბებიის სახლში, ჩემს დიდ ბებიას ფანჯრების წინ ქონია ულამაზესი ვარდების ხეივანი ჩაყოლებაზე. ძალიან ძალიან მინდა აღვადგინო.
ძალიან ჩაინიკი ვარ ამ ამბავში.

მაინტერესებს არის თუ არა ისეთივარდები რომ ქონდეს ხის ფორმა.
სად შეიძლება შევიძინო?
როდის უნდა დავრგო? სეზონი უკვე მოსულია?


მინდა ყვითელი, ვარდისფერი, ჩაის ვარდი და სხვადასხვა ვარდები.
უფრო არისტოკრატული ფერები smile.gif წითელი და თეთრი ბანალურია smile.gif

Posted by: daila 25 Feb 2013, 13:13
ძვირფასო palavando თქვენი მამულის მისამართი დადეთ ისე რომ არა თბილისელი ადვილად მოვიდეს.
2kiss.gif
ერთ სირთულის წინაშე ვარ.შარშან წინ შემოდგომაზე ბევრი ვარდის კალამი ჩავრგე ერთ ადგილას ისე რომ არ ვიცოდი რა ჯიშის იყო. აშკარად ზოგი გამოდგა მხვიარა და ლამბრლერი ყვავილები არ გაუკეთერიათ სამაგიეროდ ზოგიერთს ტოტები გაეზარდათ 2 მეტრი.
წელა რომ არ გავსხლა. დაშავდება რამე? ვერც ვრგავ სხვა ადგილას იმ მიზეზით რომ არ ვიცი რა ვარდებია, ფარიც არ ვიცი.
[წელს კი სულ სულ პლასტმასია ბოთლებში ჩავრგე]

Posted by: mia_nano 25 Feb 2013, 15:57
pekineli
QUOTE
წითელი და თეთრი ბანალურია

biggrin.gif ბანალური ვარდი არ არსებობს...ყველას თავისი ხიბლი აქვს და კიდევ,palavando არ გაგვიბრაზო
no.gif

Posted by: palavando 26 Feb 2013, 01:27
france
გადარგვისათვის ეხლა კარგი დროა.
daila
QUOTE
თქვენი მამულის მისამართი დადეთ ისე რომ არა თბილისელი ადვილად მოვიდეს.

რა ვქნა ,ჯერ დამისამართება არა გვაქვს არც ჩვენ და არც ქუჩას. შევეცდები რამე რუქა ვიპოვნო თვალსაჩინოებისთვის და მარშრუტკა-ავტობუსის ნომრები. ცოტა მოთმინება მოგვოწევს smile.gif . გადაჭრას რაც შეეხება ,თქვენს შემთხვევაში ჯობია არ გადაჭრათ, ჯერ სახეობების გარკვევა ცადეთ.
mia_nano
QUOTE
ბანალური ვარდი არ არსებობს...

up.gif
* * *
pekineli
QUOTE
ჩემი დიდი ბებიის სახლში, ჩემს დიდ ბებიას ფანჯრების წინ ქონია ულამაზესი ვარდების ხეივანი ჩაყოლებაზე. ძალიან ძალიან მინდა აღვადგინო.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
ალბათ ამდაგვარი ხეივანი ექნებოდა smile.gif
ეს კი ხე ვარდები,ანუ შტამბიანი ვარდებია:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
QUOTE
მაინტერესებს არის თუ არა ისეთივარდები რომ ქონდეს ხის ფორმა.
სად შეიძლება შევიძინო?
როდის უნდა დავრგო? სეზონი უკვე მოსულია?

მინდა ყვითელი, ვარდისფერი, ჩაის ვარდი და სხვადასხვა ვარდები.
უფრო არისტოკრატული ფერები  წითელი და თეთრი ბანალურია 

ვარდების საკმაოდ კარგი არჩევანი გვაქვს "იელში". გვაქვს შტამბიანი და მხვიარა ვარდებიც. სეზონიც უკვე დგება,მარტი კარგი თვეა. ვარდები კონტეინერებშია გაზრდილი და მათი გადარგვა პრაქტიკულად ყოველთვის შეიძლება,
რადგან ვარდებით დაინტერესდით ეგებ მოცალეობისას წინა გვერდებს გადახედოთ,ბევრ კარგ ვარდს გაიცნობთ და საჭირო ინფორმაციასაც.
ისე , ბანალური ფერის ვარდები მართლა არ არსებობს, მაგრამ მეც პასტელური ფერები უფრო მიყვარს yes.gif smile.gif

Posted by: jadvari 26 Feb 2013, 16:21
palavando

QUOTE
კარგი არჩევანი გვაქვს "იელში"

იელი სად არს გვეტყვით?

Posted by: palavando 27 Feb 2013, 00:25
jadvari
QUOTE
იელი სად არს გვეტყვით?

ე.წ ივერთუბანში. უკვე თითქმის ყველა გვარდზე ვწერ, რომ მისამართს ვერ ვდებ იმ მიზეზით, რომ ქუჩებს დამისამართება არა აქვს. ბიჭებს ვთხოვე რუქა გმიკეთეთ მეთქი, მაგრამ ჯერ ვერ მოიცალეს. ასე რომ გადავწყვიტე ჩემი ძალებით აგიხსნათ სად ვართ.დამიპოსტეთ რა რამდენად გასაგებად აგიხსენით.
აგერ არის ორი რუქა:
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

2. ცოტა არმისული შევარდნაძემდე ხუდადოვის ქუჩა იკვეთება ახალი ტრასით, რომელიც მახათას მშენებარე ეკლესიისკენ მიდის, ტრანსპორტი აუხვევს ამ ტრასაზე.
ტრასის მარჯვენა მხარეს არის ე.წ ფარნას სათბურები(ყვითელი კუბიკები) , მარჯვენა მხარეს იელი(წითელი კუბიკები). მათთვის ვინც მანქანით მოძრაობს არის მეორე გზაც რომელიც კუკიადან ამოდის.
ტრანსპორტი კარგად მოძრაობს- ყოველ ნახევარ საათში ატობუსი,შუალედებში მარშრუტკა.
რადგან ყოველდღე იქ არა ვარ ყველას გთხოვთ წინასწარ დამირეკეთ ხოლმე599 3791 96. და დამიპოსტეთ რამდენად გასაგებად ავხსენი.
* * *
varianeli
QUOTE
ასეთი ლამაზი ვარდების ანასხლავების ასე დაყრა როგორ შეიძლება...?!

მართლაც საცოდაობაა, თან მართლაც კარგი ვარდები აქვთ sad.gif

Posted by: sallli1 27 Feb 2013, 00:43
როგორმიყვარს ვარდები განსაკუთრებით წითელი და თეთრი love.gif

http://pix.ge/

Posted by: palavando 27 Feb 2013, 01:10
sallli1
გაიხარე , ყველა ვარდი ულამაზესია.

Posted by: sallli1 27 Feb 2013, 01:16
palavando
კი მართალია ძალიან ლამაზია ვარდი love.gif და სუნი... love.gif

Posted by: daila 27 Feb 2013, 10:30
palavando მეორე სურათზე რომ ტრასა -ქუჩა ჩანს სახელი რა ჰქვია?
მძღოლებს რომ ვუთხრა ეცოდინებათ?

Posted by: Angel-A 27 Feb 2013, 12:28
palavando
გადავიკითხე ბოლო რამდენიმე გვერდი,
მთლიანად თემის გადაკითხვა ჯერ ვერ მოვასწარი,
დიდი სიამოვნება მივიღე. .. დიდი მადლობა თქვენ smile.gif
ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან:
მაქვს აივანი მზიან მხარეს, დაახლოებით 7 კვადრატული მეტრი
და მიდგას უზარმაზარი ქოთანი (ამ ქოთანში მირონის ხე მქონდა, რომელიც გახმა)
მინდა ჩავრგო ისეთი ვარდი, რომელიც მერე აივნის კედლებზეც გავა,
და რაც მთავარია, იყვავილებს მაისიდან ნოემბრამდე, სასურველია სუნიანი smile.gif
რომელს მირჩევთ და სად შეიძლება შევიძინო?....

Posted by: palavando 27 Feb 2013, 13:46
daila
QUOTE
მეორე სურათზე რომ ტრასა -ქუჩა ჩანს სახელი რა ჰქვია?
მძღოლებს რომ ვუთხრა ეცოდინებათ?

პრობლემაც ის არის,რომ არც მაგ ტრასას და არც შიდა ქუჩებს ჯერ ოფიციალური სახელები არა აქვს. მაგ ტრასაზე ერთ-ერთ მობინადრეს ღობეზე მიწერილი აქვს -ვარდისუბნის ქუჩა. მე კი გამეხარდა რა დამთხვევაა მეთქი ,მაგრამ როგორც გავარკვიე უბრალად თვითშემოქმედებაა და ეგ სახელი დარეგისტრირებული არ არის. ასე რომ , ჯობია მძღოლს უთხრათ-ხუდადოვის ქუჩიდან მახათაზე ახალი ტრასა რომ გადადის,იმ ტრასით იაროს. ხო, დამავიწყდა მეთქვა,რომ ჩვენს შესახვევთან რკინის ნაჭედი ფირნიში კიდია და აწერია-იყიდება ნერგები.ჩვენი ფირნიში არ არის .ერთ -ერთი მეზობელი ხეხილის ნერგებს ყიდის, მაგრამ მოგნებაში დაგეხმარებათ.
ვარდები ჟერ ვერ დავალაგე,მაგრამ თქვენი 2წლიანი ედემის ვარდი კი ვიპოვნე და გადავდე,დანარჩენსაც მოვიძიებ და დაგიპოსტავთ.
Angel-A
კეთილი იყოს თქვენი შემომატება. smile.gif
საქართველოში ვარდები ყოველთვის უყვარდათ,მაგრამ ამ თემაში ჩვენ ვცდილოდთ ამ სიყვარულს ცოტა ცოდნაც დავუმატოთ.
როცა თემას გადაიკითხავთ ნახავთ, რომ ზედემეტად მზიანი აივანი ვარდისთვის პრობლემატურია. მე აბრაჰამ დერბის დავრგავდი. ძალიან საურნელოვანია და პრაქტიკულად უწყვეტად ყვავის,შეიძლება ივლის აგვისტოში მასაც გაუჭირდეს, მაგრამ იყვავილებას აპრილი, მაისი ივნისი(მეეჭვება ივლისი ,აგვისტო) და სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერიც, თუ ძალიან არ აცივდა.

Posted by: jadvari 27 Feb 2013, 13:53
palavando
აღნიშნული გადასარევია. ოღონდ სურათი რომელი მხრიდან არის გადაღებული არ ეტყობა. ანუ ქალაქიდან რომ ადიხარ ხელმარჯვნივ ხართ თუ მარცხნივ. გარდენიას თავის საიტზე აქვს კარგი რუქა ადვილად მისაგნები. იქნებ რამეში გამოგადგეთ.

Posted by: palavando 27 Feb 2013, 14:12
jadvari
ხუდადოვის, ანუ ცენტრალური,ანუ თბილისის ზღვისკენ მიმავალი ქუჩიდან ხელ მარჯვნივ არის ასახვევი.

Posted by: daila 27 Feb 2013, 21:26
palavando მადლობა.
2kiss.gif
ლოტკინზე ნათესავი ცხოვრობს იმას დავიხმარ,პარასკევს დედას თვალების ოპერაციას უკეთებენ ეხლა ვერ მოვახერხებ მეორე შაბათ-კვირას დავრეკავ.
ერთი სული მაქვს როდის ჩავრგავ ჩემს ბაღში სასწაული ფერების ვარდებს. bis.gif

Posted by: Angel-A 27 Feb 2013, 21:33
palavando
უღრმესი მადლობა ასე ოპერატიულად გამოხმაურებისთვის 2kiss.gif
გადავიკითხავ თემას და ორ კვირაში ამოვალ თქვენთან,
იმედია გაქვთ ეს ჯიში,
და გვიანაც არ იქნება...

Posted by: palavando 27 Feb 2013, 23:45
daila

QUOTE
დედას თვალების ოპერაციას უკეთებენ ეხლა ვერ მოვახერხებ მეორე შაბათ-კვირას დავრეკავ.

იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ამოსვლაც მარტის ბოლოსთვის ჯობია.
Angel-A
QUOTE
იმედია გაქვთ ეს ჯიში,
და გვიანაც არ იქნება...

გვაქვს და გვ იანაც არ იქნება. კონტეინერებშია გაზრდილი და გადარგვა ყოველთვის შეიძლება.

Posted by: daila 28 Feb 2013, 00:35
palavando
QUOTE
ამოსვლაც მარტის ბოლოსთვის ჯობია.

იყვეს მარტის ბოლო.

Posted by: makamak 1 Mar 2013, 00:54
palavando თითქმის მეზობლები ვყოფილვართ, მე ლოტკინზე ვცხოვრობ უნივერსამტან.
გამიხარდა. აუცილებლად დაგიკავშირდებიტ. თქვენი სათბურის ადგილიც ვიცანი.

Posted by: giorgi198322 1 Mar 2013, 15:36
გამიხარდა ლოტკინის დასახლების ხალხი რომ აღმოგაჩინეთ ამ საიტზე, მეც ივერთუბანში გადმოვბარგდი უკვე მეორე წელია და ვცდილობ ჩემი ბაღის გალამაზებას, უამრავი ჯიშის ყვავილი მაქვს, მათ შორის მწვანე, ლურჯი, შავი და მსგავსი ეგზოტიკური ფერის ვარდები, ესენი წელს ჩამომიტანეს ეკვადორიდან და ჰოლანდიიდან და იმედია ისეთივე გამოვა, როგორიც სურათზეა. შტამბიანი ვარდები მინდა და ვერსად ვიშოვე, შეგიძლიათ დამეხმაროთ?

Posted by: palavando 1 Mar 2013, 21:39
makamak
QUOTE
უცილებლად დაგიკავშირდებიტ. თქვენი სათბურის ადგილიც ვიცანი.

smile.gif smile.gif smile.gif
giorgi198322
QUOTE
შტამბიანი ვარდები მინდა და ვერსად ვიშოვე, შეგიძლიათ დამეხმაროთ?

თუ არ ვცდები 10 ცალი შტამბიანი ვარდი ჯერ კიდევ გვაქვს, ბელგიიდან არის ჩამოტანილი. ორშაბათს ზუსტად მეცოდინება რა ვარდებია და რამდენი.
QUOTE
მათ შორის მწვანე, ლურჯი, შავი და მსგავსი ეგზოტიკური ფერის ვარდები, ესენი წელს ჩამომიტანეს ეკვადორიდან და ჰოლანდიიდან და იმედია ისეთივე გამოვა, როგორიც სურათზეა.

სახელები დაგვიდეთ რა? ეკვადორში ძალიან დიდი სავარდე მეურნეობებია და ძალიან მაინტერესებს რა ვარდები ჩამოგივიდათ. love.gif

Posted by: pernata 1 Mar 2013, 21:47
palavando
QUOTE
თუ არ ვცდები 10 ცალი შტამბიანი ვარდი ჯერ კიდევ გვაქვს,

4 ცალი შემინახეთ, რაა smile.gif 2 კვირის განმავლობაში მოვალთ აუცილებლად.

Posted by: giorgi198322 1 Mar 2013, 22:26
palavando
წეღან სამსახურიდან რომ გამოვიარე გზად, გადმოვუხვიე თქვენი ბაღისკენ და მივაშუქე ფარები, კაი რამე გაგიკეთებიათ biggrin.gif

ვარდების სახელები არ ვიცი, სომხეთში აქვს ახლობელს მაგისი ბიზნესი და იმან მაჩუქა, კარგი ძლიერი ჯიშებია რამდენიმე შემოდგომით დავრგე, თვითონ გაშლილიც ნანახი მაქვს, ერთი თეთრია, თალიან დიდი ბუტონი აქვს და ბოლომდე არ იშლება, თან ზალიან მაგარი სუნი აქვს, მაგრამ არა ვარდისათვის დამახასიათებელი, რომ გაყვავდებიან მერე დავდებ სურათებს

Posted by: palavando 2 Mar 2013, 21:56
giorgi198322
დიდი მადლობა, მაგრამ ნამდვილად ჩვენსას მიაშუქეთ?დეკემბრიდან ვჯახირობთ და ჯერ მარტო ოFისის შენობას ძლივს გავართვით თავი. smile.gif
pernata
ორშაბათს ვნახავ რა დაგვრჩა .

Posted by: giorgi198322 3 Mar 2013, 14:59
palavando

რუკაზე რაც იდო მონიშნული ის ვნახე biggrin.gif ცოცხალ ღობეს აკეთებთ როგორც მივხვდი. მანდ სხვა არ არის ყვავილების მშენებარე ბაღი და არამგონია შემშლოდა. იმედია შევარდნაძის ყვავილებივით ოქროს ფასი არ ედება თქვენს ყვავილებს biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 4 Mar 2013, 00:20
palavando
გამარჯობა.
ჩრდილში და შეადრებით ცივ/ნესტიან კლიმატში რომ გაიხაროს მასეთი ვარდები რომელია? (თუ არსებობენ საერთოდ რათქმაუნდა.)

წინასწარ მადლობა.

Posted by: palavando 4 Mar 2013, 01:04
giorgi198322
QUOTE
რუკაზე რაც იდო მონიშნული ის ვნახე  ცოცხალ ღობეს აკეთებთ როგორც მივხვდი. მანდ სხვა არ არის ყვავილების მშენებარე ბაღი და არამგონია შემშლოდა. იმედია შევარდნაძის ყვავილებივით ოქროს ფასი არ ედება თქვენს ყვავილებს

მართლა იქ ყოფილხართ,ეჰ როდის გაიზრდება ეგ ღობე. სიიაფეზე კი რა ვიცი აბა, ინდოურის ამიგდოტი ხომ გახსოვთ? lol.gif lol.gif lol.gif მაგრამ Fორუმელებისთვის პაწა ფასდაკლებას კი გავითვალისწინწბთ.
BadbadGirl
როგ ორ არის თქვენი სახლის პრობლემა, მოგვარდა?

* * *
BadbadGirl
QUOTE
ჩრდილში და შეადრებით ცივ/ნესტიან კლიმატში რომ გაიხაროს მასეთი ვარდები რომელია? (თუ არსებობენ საერთოდ რათქმაუნდა.)

მზე სულ არ ადგება?
ყველა შემთხვევაში ინგლისურ ვარდებს უნდა მისცეთ უპირატესობა, მოერიდეთ ფრანგულებს ,ცოტაა მათ შორისაც ა რომელიც გამოგადგებათ. ამათ გადახედეთ შემიძლია კიდევ დაგიმატოთ:http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

Posted by: BadbadGirl 4 Mar 2013, 01:59
palavando
უარი ვთქვით იმ სახლზე და დაგივბრუნეს ფული.

გმადლობ, ამ ჯიშებიდან მართლა შეიძლება კარგი ვარდების შერჩევა! მზე საერთოდ არ ადგება. ჩრდილოეთის მხარეა.

პ.ს. გთხოვ თქვენობით ნუ ვისაუბრებთ.

* * *
პ.ს. ახლა დავათვალიერე ადგილობრივ ყვავილების მაღაზიის საიტზე და ძალიან ბევრი ოსტინის ვარდი შემოუტანიათ. გასულ წელს არ ქონდათ ამდენი ოსტინი smile.gif

Posted by: LIKA-KHATIA 4 Mar 2013, 02:05
palavando
როგორ მიყვარს ასეთი ჩაფურცლული ვარდები, მაგათ ძაან მაგარი სურნელი აქვთ ხოლმე, როგორც წესი. love.gif

Posted by: irmushela 4 Mar 2013, 08:29
BadbadGirl
QUOTE
უარი ვთქვით იმ სახლზე და დაგივბრუნეს ფული.

როგორ გულიდამწყდა მე და თქვენ როგორ იქნებით წარმომიდგენიაuser.gif რა საყვარელი სახლი იყო და ეზოზე აღარაფერს ვამბობ

Posted by: giorgi198322 5 Mar 2013, 12:57
ასეთი ვარდის ნერგი თუ შეილება საქართველოში ვიშოვო და სად, რა ეღირება დაახლოებით
* * *
და კიდევ, ამერიკულ საიტებზე რომ დდდდდდდდდდდდდდდიყიდება ვარდის თესლები, რამდენად რეალურია ამ თესლებიდან ვარდის აღმოცენება?

Posted by: popodi 5 Mar 2013, 14:00
giorgi198322 ეს უნდა იყოს Raphsody in blue.ძალიან მაგარი ვარდია,პალავანდოს აქვს იელში.სურათს ვერ ვდებ გაჭედა რაგაცამ.თორემ განახებდი რეალურად როგორია

Posted by: giorgi198322 5 Mar 2013, 14:06
popodi

დიდი მადლობა, ამერიკიდან ვაპირებდი გამოწერას და თუ პალავანდოს ექნება დაწერს აქ და შევუვლი კვირის ბოლოს, ვარდის თესლები რომ გამოვიწერო რამდენად გაამართლებს? უცდია ვინმეს?

Posted by: giorgi198322 5 Mar 2013, 14:19
ესეთებიც ხომ არ აქვს ვინმეს შემთხვევით smile.gif

Posted by: mia_nano 5 Mar 2013, 15:46
giorgi198322
QUOTE
ვარდის თესლები

ეგ დაივიწყე, ზღაპარია. აქ იყიდი ულამაზეს ვარდებს palavando -სთან

Posted by: giorgi198322 5 Mar 2013, 15:49
მეც მასე ვფიქრობდი რომ ზღაპარია, არადა ისეთი რეკლამა აქვს, დილეტანტებს ნამდვილად წამოაგებს. ზოგადად მეც არ მჯერა თესლით გამრავლებული მრავალწლიანი მცენარეების, მაგრამ მაინც დავინტერესდი იმდენად ლამაზი ვარდებია smile.gif

Posted by: palavando 5 Mar 2013, 16:23
BadbadGirl
მართლაც გულდასაწყვეტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ , რომ მალე იპოვნი შენი ოცნების სახლს, მერე დაჯდები შენს მიერ გაშენებულ ბაღში და იტყვი: ზოგი ჭირი მარგებელია,კიდევ კარგი ის სახლი არ შემრჩა, ეს სახლი და ეზო ბევრად უფრო ლამაზი და მყუდრო გამოვიდაო.. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
giorgi198322
პიერველი ვარდი მეც რაფსოდი ინ ბლუ მგონია,ეგ სურათიც მაქვს სადღაც ნანახი. სურათები ძალიან მატყუარაა ამიტომ ეურათების თვალიერებისას ვარდის სახელს მიაქციეთ ყურადღება. რაფსოდი ინ ბლუ მათლაც ძალიან საინტერესო ვარდია, დღეს-დღეობით ყველაზე ლურჯ ვარდად ითვლება. მოკლედ , ორივე გავაქვს მაგრამ არ ვიცი წელს გაყიდვაში გვექნება თუ არა.( მსურველების დიდი რიგი მაქვა ჩამოწერილი), ისე რომ თუ გამოწერა გინდათ გამოიწერეთ. ჭრელ ვარდს კი აქაც იშოვით, სხვებსაც აქვთ.
თესლების გამოწერა არ ღირს. წინა გვაერდებზე წვრილად წერია თესლებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
თუ მოსვლას დააპირებთ მარტის ბოლოსთვის გადადეთ, მაგ დროისთვის ვარდები უკვე მეცოდინება რა და რამდენი გვაქვს.ეხლა გადასვლის გამო , გაბარებული მაქვს სხვ ადასხვა ადგილზე. ბოდიში, რომ უფრო ზუსტ ინფორმაციას ჯერ ვერ გაწვდით.
pernata პმ ი ნახე.

Posted by: naneee 5 Mar 2013, 16:31
palavando
ერთ-ერთ ვებ-გვერდზე წავიკითხე, რომ იყიდება "მხვიარა ფორმის ვარდის" ("Excelsa") ნერგი.
თქვენი აზრით, ეს მცენარე საქართველოში იხარებს? ან როგორ უნდა მოვუაროთ?

Posted by: giorgi198322 5 Mar 2013, 16:31
palavando

ოკ, მარტის ბოლოს შემოგივლით და იმედია თითო ეგზემპლარს მაინც შემახვედრებთ, მეზობლობის პატივსაცემად მაინც smile.gif

Posted by: popodi 5 Mar 2013, 17:00
giorgi198322


http://postimage.org/image/pub9t389h/

* * *
http://postimage.org/image/67twhs8yp/


* * *
http://postimage.org/image/7n68ckok1/................................აი ას არის რეალურად სასწაული სუნი აქვს და ზამთრამდე ყვავის...........................................................................................................

Posted by: giorgi198322 5 Mar 2013, 17:08
popodi

ვერ ვხსნი ამ სურათებს სამწყხაროდ
* * *
უი გაიხსნა, ძალიან ლამაზებია, აუცილებლად შევიძენ smile.gif

Posted by: popodi 5 Mar 2013, 17:22
ჩემ ბაღში კი ასე ჰყვაოდაhttp://postimage.org/image/ve20udgzf/

Posted by: ucxo777 5 Mar 2013, 17:30
კეთილო ხალხო იქნებ მითხრათ ასკილზე ვარდი როგორ დავამყნო? )

Posted by: FLORISTI 5 Mar 2013, 17:41
popodi
გასხალი ვავრდი? იქნებ კალმები შეგვინახო რააა...

Posted by: BadbadGirl 5 Mar 2013, 18:48
გოგოები, მადლობა მხარდაჭერისათვის.
მართლა იმედი მაქვს რომ მალე ვნახავთ სხვა სახლს, და მერე გაგახარებთ ლამაზი ვარდების სურათებით.

Posted by: popodi 5 Mar 2013, 18:56
FLORISTIსამწუხაროდ ამას არ ქონდა გასასხლავი არაფერი.

Posted by: palavando 5 Mar 2013, 20:43
giorgi198322
ძალიან შევეცდები,თუ არ გამოვიდა შემოდგომისთვის აუცილებლად გაგითვალისწინებთ. smile.gif მოსვლის წინ დამირეკეთ თორემ ყოველდღე მანდ არა ვარ 599 37 9196.
naneee
QUOTE
ერთ-ერთ ვებ-გვერდზე წავიკითხე, რომ იყიდება "მხვიარა ფორმის ვარდის" ("Excelsa") ნერგი.

ექსელსა, ანუ წითელი დოროთი პერკინსი ერთ-ერთი ძველი და ცნობილი რემბლერია. კარგად ეგუება ჩვენს პირობებს (არის საქართველოში), ერთხელ ყვავის მაგრამ ძალიან უხვად დალამაზად.
http://www.radikal.ru
ucxo777
თქმა სამწუხაროდ ვერაფერს გიშველით. youtube-ში აკრიფეთ Rose grafting და უამრავ ვიდეოს გამოგიტანთ მთელი პროცესია ხოლმე მოცემული. წარმატებები!

Posted by: mali822 7 Mar 2013, 14:01
ვარდები სად იყიდება ხოარიცით? საბითუმო ფასებში ოღონდ.. ბევრი მინდა ძალიან და აქ მაღაზიებში ძვირია ძალიან... :/

Posted by: palavando 7 Mar 2013, 16:41
mali822
თუ მოწრილ ვარდებს გულისხმობთ, როგორც ვიცი ნავთლუღის ბაზარში უნდა გახვიდეთ ადრე დილით. უფრო ზუსტი ინფორმაცია, სადღაც წინა გვერდებზე დევს.

Posted by: irmushela 7 Mar 2013, 23:14
ქალბატონო მარინა ვიცი ძნელია მაგრამ იქნებ მითხრათ ამ სურათზე რა ვარდებია? განსაკუთრებით მუქი რომ არის ზედა კუთხეში
http://imageshack.us/photo/my-images/687/dsc02947d.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: palavando 7 Mar 2013, 23:41
irmushela
ძნელი კი არა შეუძლებელია.ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: MsBrightside 10 Mar 2013, 11:05
giorgi198322
მე ჯერ "დამკვირვებლის" სტატუსით ვარ ივერთუბნის ნაკვეთში და მეჩვენება რომ ძალიან ხშირად არის ქარები, თქვენი გამოცდილებით ეგ მიკროკლიმატი რამდენად ხელსაყრელია ყვავილებისთვის და კერძოდ ვარდებისათვის?

Posted by: MDA` 10 Mar 2013, 12:16
მაინტერესებს 1 თეთრი ვარდი რა ღირს და მანდილოსანს რო აჩუქა 18 ცალი კაი იქნება?

Posted by: madonna_Girl 10 Mar 2013, 12:24
ერთი კითხვა მაქვს: თუ იცით, იყიდება თუ არა ჩვენთან დასაფესვიანებელი ჰორმონი? სად და დაახლოებით რა ღირს?
წინასწარ დიდი მადლობა!

Posted by: giorgi198322 10 Mar 2013, 22:12
MsBrightside

ქარები კი არის, მაგრამ ძალიან ხშირადაც არა, მე მეორე წელია აქეთ ვცხოვრობ და დაახლოებით 100 ვარდამდე უკვე ჩავრგე, ყვავილობს ნორმალურად, ნუ როგორც ყველგან ივლის-აგვისტოში უჭირს ყვავილობა სიცხის გამო, გალავანი მაქვს გაკეთებული და ალბათ ისიც უშლის ქარს ცოტა ხელს smile.gif ერთი ბანანის პალმამ ვერ გაძლო მარტო, ფოთლები ეხევა. დანარჩენებს არ უჭირთ.

Posted by: palavando 10 Mar 2013, 23:12
madonna_Girl
იყიდება, დიდუბის მეტრისთან მაღაზიებში. მაგ. კორნევინი და სხვაც. ფასი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძვირი არ არის.

Posted by: daila 11 Mar 2013, 17:38
დაგვიანებით ყველას ვილოცავთ 3 მარტს,
8 მარტს,
[ვინც მუშაობთ] ................................10 მარტს და ყველას,ყველას , ყველას........
გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას
bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: FLORISTI 11 Mar 2013, 18:08
daila
გაიხარე... ყველა მარტს ერთად გილოცავ დამდგარს და დაუმდგარს lol.gif lol.gif lol.gif

daila - ვარდის კალმები პრასტმასის ბოთლებში კი ჩავრგე და ჩრდილიან ადგილას მიდგას... ასეთ შემთხვევაში დაფარება არ უნდა????

Posted by: daila 11 Mar 2013, 18:31
FLORISTI
QUOTE
ასეთ შემთხვევაში დაფარება არ უნდა???

უნდა აუცილებლად.

QUOTE
ასეთ შემთხვევაში დაფარება არ უნდა???

გვარცხვენ მსოფლიოს მაშტაბით.
ერთი კვირაა მამულში ვარ, ხვალ ისევ მივდივარ,რომ წამოვალ შენ შეპირებულსაც წამოვიღებ და შეხვედრაც დავთქვათ. კიდევ რა გაჩუქო მითხარი? ლანტანა გაქვს?

Posted by: palavando 11 Mar 2013, 19:30
daila
მშვიდობა შენს გამოჩენას! მაგ გახარებულ კაცუნებზე გატყობ ,რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.იმედია არ ვცდები.

Posted by: crazy iko 11 Mar 2013, 20:35
წრფელ მეგობრობას, უანგარო სიყვარულს, პატივისცემას რომელი ფერი გამოხატავს? აი ძალიან მაგარ მეგობარს მიდნა ვაჩუქო და წითელი არ მინდა biggrin.gif ფარშევანგები არ აკლიათ ჯერ ზოოპარკში biggrin.gif

Posted by: daila 11 Mar 2013, 21:30
palavando
QUOTE
ყველაფერმა კარგად ჩაიარა.იმედია არ ვცდები.

კი ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ერთ თვალზე გამოუცვალეს ბროლი. ვაწვეთებ წამალს.
მადლობთ ყურადღებისთვის. 2kiss.gif

Posted by: FLORISTI 11 Mar 2013, 22:39
daila
QUOTE
გვარცხვენ მსოფლიოს მაშტაბით.

lol.gif lol.gif lol.gif
რა ვქნა შემოგევლე, მოყვარული ვარ და არა პროფესიონალი smile.gif

ვარდები აქამდეც დამიკალმებია, ოღონდ ჩემებურად - ფხვიერ-სილიან მიწაში ვრგავდი ჩრდილიან ადგილშიდა წყალს არ ვაკლებდი. შეიძლება 5-იდან 2 გაეხარა, მაგრამ კაცურად ხარობდა lol.gif lol.gif lol.gif
რამდენჯერაც მინის ქილა დავაფარე ფოთოლს რომ გამოიტანდა მეცოდებოდა არ ჩახარშულიყო და ვხდიდი - სწორედ აქ ვუშვებდი შეცდომას თურმე. ამიტომ ხმებოდნენ. როცა შეხვედრა გვექნება (თავი რომ არ შევირცხვინო) იმ დილით აგიჭრი კალმებს თავიდან smile.gif


* * *
daila
QUOTE
ლანტანა გაქვს?

არა ლანტანა არ მაქვს. up.gif up.gif up.gif

მე რა შევმატო შენს ბაღნარს???

Posted by: palavando 11 Mar 2013, 22:58
crazy iko
QUOTE
წრფელ მეგობრობას, უანგარო სიყვარულს, პატივისცემას რომელი ფერი გამოხატავს?

ვარდისფერები-აღტაცება , პატივისცემა ,სინაზე,ელეგანტურობა, მადლიერება,გულწრფელობა,ზრუნვა...
ღია ყვითელი ტონები- სიხარული, მეგობრობა, კეთილი სურვილები.
მუქი,მკვეთრი ყვითელი(ნარინჯისფერისკენ )- ეჭვიანობა, სევდა.

Posted by: crazy iko 12 Mar 2013, 09:44
palavando
სევდა და ეჭვიანობა არ მინდა biggrin.gif

შევიძენ ვარდისფერი და ღია ყვითელი ვარდის ნერგებს ქოთნითbiggrin.gif ორივე რომ იყოს ერთად biggrin.gif

Posted by: MsBrightside 12 Mar 2013, 11:26
giorgi198322
ორ წელიწადში ასი ვარდი სერიოზული საქმეა და დიდად მასტიმულირებელია ჩემნაირი ვარდიმოყვარულისათვის, წარმატებას გისურვებ ივერთუბნის აყვავებაში ....

Posted by: crazy iko 12 Mar 2013, 13:20
1 ვარდი 7 ლარიო და მართალია? biggrin.gif

Posted by: giorgi198322 12 Mar 2013, 17:13
MsBrightside

გაიხარე, მე რაიონში მაქვს ძალიან დიდი ყვავილების ბაღი და ძირითადად იქედან გადმოვრგე, რამდენჯერაც ჩავალ ვაყაჩაღებ მშობლებს და სავსე საბარგულით მოვდივარ smile.gif რომ გადმოხვალ ჩვენსკენ, გიწილადებ შენც.

Posted by: tamusinka 14 Mar 2013, 00:09
ღობეზე გასაყოლებელი პატარა ვარდები სად შემიძლია შევიძინო?

Posted by: LIKA-KHATIA 14 Mar 2013, 01:37
tamusinka
სანერგეები არის ეგეთი თემა გადახედე . smile.gif


Posted by: palavando 14 Mar 2013, 18:51
tamusinka
დააზუსტეთ რას გულისხმობთ პატარა ვარდებში- მხვიარა, დაბალტანინ თუ მინიატურულ ვარდებს.ჩვენ იელში კარგი არჩევანი გვაქვს,თუ დაგვიზუსტებთ რა გინდათ შევეცდებით შერჩევაში დაგეხმაროთ.
giorgi198322
ვარდების ეგ რაოდენობა მართლაც საოცარია. ე.ი სერიოზული ვარდების მოყვარული ხართ. ხომ დამპატიჟებთ თქვენი კოლექციის დასათვალიერებლად?
smile.gif 2kiss.gif
crazy iko
ისე, რომ იცოდეთ ძალიან კარგი სასაჩუქრე ვარდები გვაქვს ე. წ ზოდიაქოს ვარდები-star roses, თუ დამიპოსტავთ თქვენი მეგობრის ნიშანს , ხვალ ავდივარ იელში და ვნახავ გვაქვს თუ არა დარჩენილი.
* * *
ვიღაცას წითელი შტამბიანი ვარდები აინტერესებდა. გვაქვს - ნინა ვეიბული
http://www.radikal.ru
ძალიან უხვად მოყვავილე ფლორიბუნდაა.
გვაქვს თეთრი აისბერგი და ვარდის ფერი ნიუ დოუნიც..

Posted by: daila 14 Mar 2013, 22:18
FLORISTIთქვენი საკონტაქტო ნომერი გამაგებინე დროა შეხვედრის.
smile.gif
და სად იქნება ნეიტრალური ზონა. wink.gif
დღესაც მომიწია თბილისში ჩამოსვლა და დაგირეკავდი და გადმოგცემდი შეპირებულ კალმებს და არა მარტო კალმებს.

Posted by: FLORISTI 14 Mar 2013, 22:27
daila
QUOTE
დღესაც მომიწია თბილისში ჩამოსვლა და დაგირეკავდი და გადმოგცემდი შეპირებულ კალმებს და არა მარტო კალმებს.

593 54 22 01 – მარინა

წინა დღეს თუ დამირეკავთ მეც წამოვიღებ "მოცარტს" დარგულსაც და ტოტებსაც

Posted by: daila 14 Mar 2013, 22:31
palavando
ყველა ვარდის აქვს თავისებური სილამაზე პაწაწუნა თეთრებიც რა კარგებია.ხვალვე ავჭრი კალმებს,ერთ ადგილას მეგულება და ვიგრუზინებ. smile.gif
თვის ბოლოს თქვენთან ვიზიტის მოლოდინში ვარ. bis.gif
* * *
FLORISTI
QUOTE
წინა დღეს თუ დამირეკავთ

აუცილებლად jump.gif

Posted by: palavando 15 Mar 2013, 01:46
daila
თქვენი ვარდები უკვე გადაწყობილი მაქვს: ედემი, ორიენტ ექსპრესი , დაბლ დილაითი. გამახსენეთ რა თუ რამე დამავიწყდა.გაითვალისწინეთ,რომ სამშაბათობით და შაბათობით იელში არ ვარ. დანარჩენ დღეებში ,კვირის ჩათვლით უნდა ვიყო, მაგარამ მაინც შეთანხმენა ჯობია.
ჩვენ მხოლოდ ვარდების სიყვარული არ გვაერთიანებს, კიდევ ერთი საერთო სიყვარული გვყავს- რუსთაველი 2kiss.gif .

"ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს,გვალვასა ჩივიან,
მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან,-
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს,წყულნი ორჯერვე სტკივიან."

ხედავთ რა კარგად იცნობს რუსთაველი ვარდის ბუნებას? smile.gif

Posted by: giorgi198322 15 Mar 2013, 12:06
QUOTE (palavando @ 14 Mar 2013, 18:51 )
giorgi198322
ე.ი სერიოზული ვარდების მოყვარული ხართ. ხომ დამპატიჟებთ თქვენი კოლექციის დასათვალიერებლად?

90-იან წლებში რუსები რომ მიდიოოდნენ საქართველოდან, ჩემმა მშობლებმა იყიდეს რუსი მეყვავილეების ეზოიანი სახლი და ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ არ მიყვარდეს ყვავილები ეგ იქნებოდა გასაკვირი smile.gif

ვარდები კი მოვაგროვე, მაგრამ ძირითადად დაკალმულებია და ჯერ პატარებია უმეტესობა, მაგრამ ახალი ჯიშებიც მაქვს რამდენიმე ზალიან აქეს ვინც ჩამომიტანა და ვნახოთ წელს, ქებას ნახვა სჯობს. აუცილებლად დაგათვალიერებინებთ, როცა აყვავდებიან.

ისე შტამბიანი ვარდები მეც მინდა და როდისთვის შემოგიაროთ?

Posted by: daila 15 Mar 2013, 13:37
palavando
QUOTE
"ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს,გვალვასა ჩივიან,
მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან,-
სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს,წყულნი ორჯერვე სტკივიან."

გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე 2kiss.gif
რუსთაველი რენესანსუნი ადამიანთმცოდნეობა კი არ არის. არამედ დიდი სიბრძნე.უსაზრვრო სიბრძნეა. up.gif
რაც შეეხება ვარდებს .მაქვს 24 ნაირი.და 24 ივეს რომ აჯობოს თქვენმა ერთმა.
მინდა კიდევ ჯასთ ჯოი.შექსპირი 2000.ფრეზია......ჩამოწერილი მაქვს.როგორც შევძლებ ყიდვას და ზიდვას.
კიდევ გადავხედავ გვერდებს არ მეზარება პირიქით ჩემთვის ეს დიდი სიამოვნებაა love.gif

Posted by: pernata 15 Mar 2013, 19:46
palavando
შემთხვევით, თქვენ ხომ არ იცით, რა ვარდებია თაბაგარის მეურნეობაში? არც სახელი იცოდნენ, არც ფერი, არც არაფერი გარდა იმისა, რომ იტალიიდანაა. ეხლა ვეცდები ავღწერო- ღეროები უგავს ჟოლოს ღეროს, სულ ჩაეკლილია. დაბალია, ძლიერად გაბუჩქული, და ცოტა ქორფა კომბოსტოსავით ჩახუჭუჭებული ფოთლები აქვს გაცილებით ბევრი, ვიდრე ჩვეულ ვარდებს. 30გელა ღიტს. რაღაც ძალიან მესიმპატიურა, მაგრამ რამე მონაცემი მაინც ხომ უნდა ვიცოდე? ან ზომა, ან - ფერი..

Posted by: palavando 15 Mar 2013, 22:09
daila
ჯასთ ჯოი მეც გამახსენდა და დღეს გადაგიდეთ უკვე. smile.gif ფრეზიაც არის. smile.gif
pernata
QUOTE
ღეროები უგავს ჟოლოს ღეროს, სულ ჩაეკლილია. დაბალია, ძლიერად გაბუჩქული,

ვაიმე, აბა რით გიშველო.უფრო ნიადაგისმფარავს გავს, ან შეიძლება რომელიმე რუგოზა იყოს, რუგოზას აქვს ძალიან სპეციფიური ფოთოლი.იტალიიდან ასე უსახელოდ როგორ ჩამოიტანეს. ეგ იგივეა რომელიმე სანერგეში უბრალოდ ხამეციპარისი ან ტუია იყიდო ისე რომ, სახეობა დაკონკრეტებული არ იყოს. ვარდს კი ოჯახის და სახეობის გარდა კიდევ საკუთარი სახელი აქვს.
giorgi198322
QUOTE
ისე შტამბიანი ვარდები მეც მინდა და როდისთვის შემოგიაროთ?

სამშაბათობით და შაბათობით არა ვარ . დანარჩენ დღეებზე შევთანხმდეთ -599 37 9196 მარინა.

Posted by: tamusinka 15 Mar 2013, 23:01
palavando
QUOTE
დააზუსტეთ რას გულისხმობთ პატარა ვარდებში- მხვიარა, დაბალტანინ თუ მინიატურულ ვარდებს.ჩვენ იელში კარგი არჩევანი გვაქვს,თუ დაგვიზუსტებთ რა გინდათ შევეცდებით შერჩევაში დაგეხმაროთ.


ამდენი არ ვიცი smile.gif ნაკვეთზე მინდა ღობეს ავაყოლო რამე ეკლიანი და ლამაზი. ვარდები მომივიდა თავში, მინახავს ღობეებზე.

Posted by: giorgi198322 16 Mar 2013, 00:07
palavando

კვირას შემოვივლი თუ ნორმალური ამინდი იქნა

Posted by: abelo 16 Mar 2013, 00:11
pernata
QUOTE
ღეროები უგავს ჟოლოს ღეროს, სულ ჩაეკლილია. დაბალია, ძლიერად გაბუჩქული, და ცოტა ქორფა კომბოსტოსავით ჩახუჭუჭებული ფოთლები აქვს გაცილებით ბევრი, ვიდრე ჩვეულ ვარდებს

რა გითხრეს, როგორი ყვავილი აქვსო და როდის ყვავილობსო?

შეიძლება მართლა რუგოზაა love.gif


Posted by: palavando 16 Mar 2013, 01:20
რუგოზას ფოთლები ერთ რამედ ღირს -ისეთი პრიალა და ლამაზია.
http://www.radikal.ru
* * *
tamusinka
თუ თქვენი ღობე 2მეტრზე მაღალი არ არის მაშინ უხვად მოყვავილე ე.წ ღობის ვარდები ჯობია. მაგ ბოიკას ნაირი ჯიშები. თუ უფრო მაღალი ღობე უნდა დაFაროთ მაშინ კომბინირება ჯობია- მხვიარა ვარდები+ ღობის ვარდები. შეიძლება სხვა მხვიარების გამოყენებაც სურო , ტეკომა, ცხრატყავა...
http://www.radikal.ru
* * *
ბონიკა ძალიან უხვად და ხშირად მოყვავილე ვარდია, ამ თიპის ვარდები სხვა ფერშოც არის მაგ>. აისბერგი-თეთრი, რობუსტაწითელი..

Posted by: palavando 18 Mar 2013, 03:14
popodi
არ ვიცი სწორედ მახსოვს თუ არა,მაგრამ მგონია ჩემი Senteur Royal-ი გაქვთ. არ დაიზაროთ რა , დამიპოსტეთ როგორ იქცეოდა? როგორ იყვავილა?
ეხლა სურათი ვერ ვიპოვნე,- დიდყვავილა, სურნელოვანი, მეწამულის ფერია.

Posted by: irmushela 18 Mar 2013, 15:13
ქალბატონო მარინა მიშველეეთ თქვენი მოცემილი ვარდი მიხმებაააfacepalm.gif
user posted imageuser posted image

ორი ერთად რომ არის ტოტი ეგ მხარე მომჭკნარია და ვFიქრობ გადავჭრა ეგ მხარე თქვენ რას მირჩევთ?

Posted by: palavando 18 Mar 2013, 16:18
irmushela
სადა გაქვს , ოთახში? ზამთარში სად იყო? თითქო კვირტები აქვს წამოღებული,შეიძლება უბრალოდ ნაზამთრი იყოს,თუ ტოტი მთელ გაყოლებაზეა მოჭმუჭნული მაშინ მაინც გადაჭრა ჯობია . შეეცადე სულ ქვევით გადაჭრა, მაინც თუ გაგიფუჭდა არ იდარდო. ეგ თუ სწორედ მახსოვს აპრიკოტ კლემანტინია. გამომიარე და ერთს კიდევ გაგატან. 2kiss.gif

Posted by: irmushela 18 Mar 2013, 16:33
palavando
გაიხარე მადლობა...კიი ოთახში მქონდა მაგრამ ციოდა მაგ ოთახში...იმედია არ მომიკვდება

Posted by: popodi 18 Mar 2013, 18:11
palavando
QUOTE
არ ვიცი სწორედ მახსოვს თუ არა,მაგრამ მგონია ჩემი Senteur Royal-ი გაქვთ. არ დაიზაროთ რა , დამიპოსტეთ როგორ იქცეოდა? როგორ იყვავილა?
ეხლა სურათი ვერ ვიპოვნე,- დიდყვავილა, სურნელოვანი, მეწამულის ფერია.
KI MAKVS,AR UKVAVILIA SAERTOD,EXLA GADAVITANE MICASHI DA IMEDIA GAMAXAREBS
* * *
palavando
http://pix.ge/
* * *
http://pix.ge/ IMEDIA AშEთI IKNEBA
* * *
BLUE RIVERMA DZALIAN DAMCKVITA GULI,SAERTOD SXVA RAGACA IKO,USAXURI ASKILISMAGVARI KVAVILI KONDA ARADA CESIT ES UNDA KOPILIKOhttp://pix.ge/
* * *
http://pix.ge/
* * *
palavandoEVROEZODAN VISHOVE CELS DA DAVRGI,VGIJDEBI AM VARDZE

Posted by: palavando 18 Mar 2013, 20:02
popodi
ეგ ბლუ რივერიც თუ გქონდა არ მახსოვდა. მაგ ვარდზე რეკლამაცია მივწერე გამყიდველს, სურათიც დავურთე. ბოდიშიც მომწერეს პერესორტი მოგვივიდაო , რაც ჩვენ გამოგიგზავნეთ ვაილდ როვერი არისო და აუცილებლად გამოგიგზავნითო შემდეგ სეზონზეო, ანუ ეს ზამთარი იგულისხმებოდა. წელს რომ არ შემეხმიანნენ ვიფიქრე შევახსენებ მეთქი და დაბლოკილი აღვმოჩნდი. mad.gif ესეც ჩვენი ნაქები ევროპა. სულ ორი გავყიდე ,ერთი ვიცოდი ვინ წაიღო, გაცვლა შევთავაზე მაგრამ უარი მითხრა ესეც მომწონსო უბრალოდ სახელს შევუცვლიო. აი, თქვენ კი არ გამახსენდით. დიდი ბოდიში ჩემო კარგო,იმედია ძალიან არ გამიბრაზდით. უნდა გამივტყდე, რომ მეც ეგ ბლუ რივერი მერჩივნა, იმიტომაც შევუკვეთე და ძალიანაც დამწყდა გული. მოკლედ ასე შევთანხმდეთ. ეგ ვარდი დამიბრუნეთ და სხვაში გაგიცვლით თუ მაგ ფერში უფრო გინდათ გვაქვს კორდესის
შოკინგ ბლუ
http://www.radikal.ru
ან ნებისმიერ სხვაში რომელიც მოგეწონებათ.
ისე მაგ ვაილდ როვერს საკმაოდ საინტერესო ჯილდოებიაქვს აღებული უფრო მეტი ვიდრე ბლუე რივერს,მაგრამ რადგან ბლუ რივერს გიკვეთავ ე. ი ეგ ვარდი მიდა კონკრეტულად.

'Wild Rover' rose Awards

Glasgow Certificate of Merit


— 2009 —
Belfast - Best Cluster Flowered Rose

— 2008 —
Baden-Baden Gold Medal
ეგ ბლუ რივერი ხინჯად მქონდა ჩარჩენილი ,რა კარგია რომ გიშოვია, დიდი ხანია იყიდე? მეც მოვიძიებ , თუ არ შემხვდა ერთ ორ კალამს ხომ ამიჭრი როცა მომძლავრდება? 2kiss.gif
პ.ს.
ეგ სენჩერი როიალი ჩემთან ძალიან მაგარი და სურნელოვანი გაიშალა უზარმაზარი ყვავილით, ამიტომ ვიკითხე , გამიკვირდა რომ როცა შენს ვარდებზე დაპოსტე ეგ ვარდი, რომ არ ახსენე.

Posted by: popodi 18 Mar 2013, 22:38
palavandoრას ბრძანებთ თქვენ როგორ უნდა გაგიბრაზდეთ,ძალიან დიდ პატივს გცემთ.Blue river-ი ეხლა დავრგი,კალმებს აუცილებლად მოგიტანთ.
Senteur Royal-იც ეხლა გადავიტანე მიწაში,პირველ წელს ხომ მაინც უჭირთ შეგუება და ამიტომ წელს ველოდები ყველასგან შედეგს. ვაილდ როვერი მიწაში მაქვს დარგული და თუ პრობლემა არ იკნება ამოღება სიამოვნებით გავცვლიდი შოკინგ ბლუ-ში. yes.gif

Posted by: palavando 18 Mar 2013, 23:56
popodi
ეხლა გადარგვების დროა და არაფერი მოუვა. როცა ამინდი დაწყნარდება ამოსვი მიწიდან , გადაჭერი, დიდის თრევა რომ არ დაგჭირდეს და მომიცუნცულე. იქ კი შევარჩიოთ რა გინდა, შოკინგ ბლუს ხვალვე გადავადებინებ. წინასწარ დამირეკე ,რომ შევთანხმდეთ.

Posted by: popodi 19 Mar 2013, 00:01
palavando ზალიან დიდი მადლობა,ასეთი გულისხმიერი რომ ხართ ყოველთვის
love.gif

Posted by: pernata 19 Mar 2013, 01:11
palavando
QUOTE
რომელიმე რუგოზა იყოს

bis.gif ეგაა, რამდენადაც გუგლს შევადარე.. მადლობა!
თქვენ გააქვთ ეს რუგოზები? ძალიან მესიმპატიურა. და ზაჰესში გავრისკო, ვითომ? - Rugosa rose is naturalized in many parts of Europe, and it is considered an invasive species in some habitats, particularly in seashores of North Europe. It can out-compete native flora, thereby threatening biological diversity.[3] It is also considered a noxious weed in the USA.[4] ( http://en.wikipedia.org/wiki/Rosa_rugosa )

abelo
QUOTE
რა გითხრეს, როგორი ყვავილი აქვსო და როდის ყვავილობსო?

facepalm.gif ეეხ. რა შეკითხვაა?? :DDD ველოდებით და ვნახავთ, არაფერი არ ვიცითო..
* * *
palavando
QUOTE
რუგოზას ფოთლები ერთ რამედ ღირს -ისეთი პრიალა და ლამაზია.

ხოო, ძალიან მიმზიდველი იყო. თან ახალგაშლილი, ქორფა! ბევრი ვუფათურე ხელი smile.gif)

Posted by: giorgi198322 19 Mar 2013, 16:13
ურთხელის ნერგმა დამაინტერესა ძალიან და ხომ არ იცით სად ვიშოვნო, თან მაინტერესებს გოგრი გარემო მოსწონს
* * *
უი, უკაცრავად ყვავილებსჰი უნდა დამეპოსტა, იქ გადავიტან smile.gif

Posted by: varianeli 20 Mar 2013, 14:49
საინტერესოა შემოდგომაზე დარგული კალმები (ცელოფნის ქვეშ გვიან იწყებენ ყლორტების წამოღებას. ამ ერთი კვირის წინ დარგულმა კალმებმა კი უკვე ლამის ფოთლები გამოიტანეს...ალბათ იმიტომ რომ შემოდგომის დარგულებს წყალი პირველად მარტში დავუსხი..არ ვიცი..
* * *
giorgi198322
QUOTE
ურთხელის ნერგმა დამაინტერესა ძალიან და ხომ არ იცით სად ვიშოვნო, თან მაინტერესებს გოგრი გარემო მოსწონს


თუ ურთხელს, იგივე - უთხოვარს გულისხმობთ, კახეთის ტყეებში არის და შეგიძლიათ ნახოთ..თუ გინდათ "მეტყევის ცნობარი" მაქვს და იქ დეტალური ინფორმაცია წერია და მოგაწვდით.

Posted by: palavando 20 Mar 2013, 23:43
pernata
რუგოზები ცოტა ზედმეტად ინვეზიურია, თუ დიდი ფართობი არა გაქვს ფრთხილად იყავი. ისე ბევრი დადებითი თვისება აქვს. პრაქტიკულად გაუვალ ღობეს აკეთებს, ძალიან ყინვა გამძლეა, დაავადებისადმი მედეგია და როცა არ ყვავის მაშინაც , ძალიან ლამაზია ხასხასა ფოთლების გამო.

http://www.radikal.ru
varianeli
არა მგონია, უბრალოდ ახალმა კალამმა ჯერ ენერგიის გადანაწილება ფესვთა სის ტემაზე ვერ მოაერხა და მთელი ძალა ყლორტის გამოშვებაზე მიმართა. ცოტა სახიფათოა...
კალმების გამოზამთრების ჩემი ექსპერიმენტი სავალალოდ დასრულდა sad.gif უმეტესობა ჩამილპა. შენთან როგორაა საქმე?

Posted by: FLORISTI 20 Mar 2013, 23:51
palavando
დეკემბერში დარგული "ციგანოჩკები" გადასარევად გრძნობენ თავს... მადლობა კონსულტაციისთვის

Posted by: varianeli 21 Mar 2013, 10:08
palavando
QUOTE
კალმების გამოზამთრების ჩემი ექსპერიმენტი სავალალოდ დასრულდაუმეტესობა ჩამილპა. შენთან როგორაა საქმე?

ერთი ორი ცალი ვნახე ეგეთი 70 ცალიდან...დანარჩენი სადაცაა გაშლის კვირტს..მე ამინდი რომ იყო თბილი, თებერვალშიც ვხდიდი ხოლმე ცელოფანს 1-2 საათით..ალბათ მაგიტომ გადარჩნენ?

ისე კი ადრეც დავწერე, 3 ცალი ვარდი რომ დავაკალმე (2 წლის უკან) ზამთარში ქარმა გადახადა ცელოფანი და აღარც დამიფარებია...მეგონა დაიღუპებოდნენ და იქიდან მგონი სამივე უკვე პატარა ბუჩქია..რას გაუგებ სიცოცხლის ძალას...

Posted by: palavando 21 Mar 2013, 13:11
varianeli
დაკალმებას არ ვგულისხმობდი, თუ სწორედ მახსოვს მოჭრილი კალმების შენახვას აპირებდი გაზაფხულამდე. რუსებს ააქვთ ეგ მეთოდი კალმებს გვიან შემოდგომაზე იღებენ და მოჭრილს ინახავენა,გაზაფხულზე აკალმებენ ,მანამდე მიმარხული აქვთ.. გადავწყვიტე მეც მეცადა და მენახა რა გამოვიდოდა. რატომღაც ბევრი ჩამილპა. ეტყობა რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე. დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან ეგ მაინც მკაცრი ზამთრის პირობებშია საჭირო, მაგრამ ინტერესის ამბავი იყო.. ჩვენთან შემოდგომაზე პირდაპირ დაFესვიანება ჯობს.
FLORISTI
2kiss.gif

Posted by: varianeli 21 Mar 2013, 21:28
palavando
QUOTE
დაკალმებას არ ვგულისხმობდი, თუ სწორედ მახსოვს მოჭრილი კალმების შენახვას აპირებდი გაზაფხულამდე. რუსებს ააქვთ ეგ მეთოდი კალმებს გვიან შემოდგომაზე იღებენ და მოჭრილს ინახავენ

ააა..კი მე ეგ მეთოდი გამოვიყენე..რუსული წიგნი მაქვს "ცვეტოვოდსტვო" და იქ წავიკითხე..მგონი აქაც დავპოსტე ადრე..მაგაზე მოგახსენებთ: სარდაფში მქონდა პლასტმასის ბოთლში ჩარგული, მთლიანად დაფარული ქვიშით..ხოდა მარტის დასაწყისში შევედი ამოვიღებ და გადავრგავ მეთქი...რას ვხედავ სამ ცალს ყლორტები ამოუყვია ქვიშიდან..ავიღე და პლასტმასიანად ჩავრგე მიწაში და ზედ ცელოფანი დავაფარე...ვნახოთ სხვებიც თუ წამოიღებენ...ყლორტი რომ ქონდა წამოღებული სათითაოდ აღარ ამოვიღე..10 მდე კალამია ამ პლასტმასში და ვნახოთ აბა დანარჩენი ც თუ ამოვა სამის გარდა...

Posted by: FLORISTI 22 Mar 2013, 23:20
palavando
გადასარევი მზიანი ამინდებია... ვარდზე დაფარებულ ბოთლებს სახურავები ავხადე. ნაადვევი ხომ არ არის?

ამ ზაფხულის განმავლობაში მეეჭვება მათი ფოთლები არ ჩაიხარშება ბოთლებში?

Posted by: palavando 22 Mar 2013, 23:23
FLORISTI
ხშირად გაანიავეთ და პირდაპირ მზეს მოარიდეთ.

Posted by: mia_nano 22 Mar 2013, 23:27
palavando
ვიშოვე ქათმის დამწვარი ნაკელი, ის კეთილხმოვანი დასახელება აღარ მახსოვს biggrin.gif ხო და გაზაფხულზე დაფესვიანებულ ვარდებს შეიძლება დავუყარო?

Posted by: FLORISTI 23 Mar 2013, 00:25

palavando
QUOTE
ხშირად გაანიავეთ და პირდაპირ მზეს მოარიდეთ.

ძის ძირში მაქვს დარგული. დილის მზე და ჩამავალი მზე ექნებათ, რომ არ შეგაწუხოთ ხშირი კითხვებით - 2 ლიტრიანი გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლებში არ გაუჭირდებათ ?

Posted by: palavando 23 Mar 2013, 03:29
mia_nano
გუანო smile.gif არა ძალიან აქტიურია, საერტოდ ახლად დაფესვიანებულ ვარდს კვება არ ჭირდება. სუსტი და ნაზი ფესვედი ადვილად იწვება.

FLORISTI
თუ ყლორტები კედლებს მიებჯინა, მაშინ გადახადეთ, ოღონდ თანდათან შეაჩვიეთ დაუიცველ გარემოს. პროცესი 5-6 დღეზე გაწელეთ. მზეს მაინც ყურადღება ნიაქციეთ შეიძლება დამატებითი მოჩრდილვა დაგჭირდეთ, რომ არ ჩაგეხარშოთ.

Posted by: irmushela 23 Mar 2013, 07:44
ჩემი გარგრისფერი მომიკვდა weep.gif weep.gif

Posted by: izazi 23 Mar 2013, 13:33
მინდა შევიძინო ენდ როზე 88 ,აბრაამ დერბი ,აირის ვები,ჯასტ ჯოი,აკროპოლისი,ორიენტ ექსპრესი.დამაკვალიანეთ სად შევიძინო და ტუ იცით ფასებიც?ყველაზე იაფად_პატარები?მადლობა წინასწარ



* * *
დამიკავშირდით596 10 52 18 ვისაც ინფორმაცია გაქვთ გაქვთ მაგ ვარდებზე მესიჯით

Posted by: palavando 23 Mar 2013, 14:08
irmushela

QUOTE
ჩემი გარგრისფერი მომიკვდა

გამოგვიარე yes.gif yes.gif yes.gif
izazi
ყველა ეგ ვარდი გვაქვს "იელში", მაგრამ ძალიან პატარებს ჯერ არ ვყიდით, რადგან მათი გადარჩენა შეიძლება გაგიჭირდეთ, 2 წლის ნერგების ფასი მხვიარების 20-25 L- ბუჩქი ვარდების 10-15L დეტალებისთვის დამიკავშირდით ტელეფონზე 599 37 9196 , ან 237 91 96.

Posted by: izazi 23 Mar 2013, 14:30
დიდი მადლობა,აუცილებლად მოვალ თქვენთან

Posted by: Cruel Intentions 23 Mar 2013, 17:19
გამიცოცხლდა ვარდი bis.gif
უფრო სწორად, ის ტოტები დარჩა ისევ ისე, მაგრამ ფესვიდან ამოუვიდა ახლები. ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ გამიხარდა, რომ გადარჩა biggrin.gif

Posted by: TitanKronos 23 Mar 2013, 22:27
8 მარტის მერე მაქვს ვარდი , ( წყალში მიდევს ) ხოდა არც დამჭკნარა და არაფერი, პირიქით 3 ყლორტიც გამოიღო და რა ჭირს ამ ვარდს ან რაშია საქმე ?
ან მოვლის რაიმე წესი ხომ არ არსებობს , რომ უფრო გაიხაროს ? ? ?

Posted by: palavando 23 Mar 2013, 23:20
Cruel Intentions
მომილოცავს! bis.gif bis.gif bis.gif
TitanKronos
ვარდს იშვიათად მაგრამ მაინც შეუძლია წყალში დაფესვიანება. შეეცადეთ წყალში ისე ჩადოთ, რომ ფოთლები წ ყალში არ იყოს(ადვილად ლპება) და წყალი ხშირად უცვალეთ. ცოტა დაფშვნილი ნახშირი შეიძლება ჩაყაროთ ხოლმე წყალშ ში(აფტიაქებში იყიდება) 1/2 აბი+ 1/2 ლ. წყალი. თუ ბუტონების გამოტაბა დიწყო ფრთხილად მოაშორეთ, რომ ყვავილზე კი არა ფესვის გამოტანაზე იმუშაოს. თუ ფესვ ები გამოიტანა დაგვიპოსტეთ, გგულშემატკივრობთ yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: pernata 23 Mar 2013, 23:32
palavando
QUOTE
რუგოზები ცოტა ზედმეტად ინვეზიურია, თუ დიდი ფართობი არა გაქვს ფრთხილად იყავი. ისე ბევრი დადებითი თვისება აქვს. პრაქტიკულად გაუვალ ღობეს აკეთებს, ძალიან ყინვა გამძლეა, დაავადებისადმი მედეგია და როცა არ ყვავის მაშინაც , ძალიან ლამაზია ხასხასა ფოთლების გამო.

ვსიო, ვყიდულობ!! ზუსტად ესეთი მჭირდება ღობესთან! მადლობა ინფოსთვის ჩემგან და თაბაგარის მეურნეობისგან biggrin.gif გუდაურშიც გაძლებს? (-20 ა მინიმალური ტემპ.)

Posted by: TitanKronos 23 Mar 2013, 23:33
palavando
დიდიი მადლობა

Posted by: popodi 23 Mar 2013, 23:37
palavandoბალზამინები თუ გექნებათ წელს?


Posted by: palavando 24 Mar 2013, 00:54
popodi
QUOTE
ბალზამინები თუ გექნებათ წელს?

სამწუხაროდ არა ,წელს მხოლოდ ისეთები მექნება რასაც სათბური არ ჭირდებოდა-ჯუჯა ლომისპირები, გაილარდიები..
ვარდები როგორ მოვიდა შენამდე? ორიენტ ექსპრესს შემოდგიმისთვის გადაგიდებ.
* * *
pernata
თუ ნამდვილად რუგოზებია მეტსაც გაუძლებს.

Posted by: popodi 24 Mar 2013, 10:41
palavandoაფსუს,დეკემბრამდე მქონდა შარშან.უვნებლად მოვიდა,კალმების გამოტანა და მავიწყდა და მოგაწვდით როგორმე.

Posted by: palavando 24 Mar 2013, 11:45
popodi
QUOTE
კალმების გამოტანა და მავიწყდა და მოგაწვდით როგორმე.

არა უშავს, ისედაც პირველი ყვავილობის შემდეგ ჯობია დაკალმება. smile.gif

Posted by: daila 25 Mar 2013, 14:01
palavando უყურადღებობაში არ ჩამითვალოთ გაუჩინარება, სოფელში ვიყავი და ხეივნის ვაზს ვსხლავდი.კისერი და მკლავი მტკივა.დავთვალე და არის 256 ძირი ვაზი,ნახევარზე მატი 20-30 წლის.ოთხ დღეში მოვრჩით ორნი ვსხლავდით.
2-3 დღე დავისვენებ[ თორემ ხეივნიდან გამოსასვენებელი გავხდები]და შესაყელად -დასაბმელად უნდა წავიდე.ალბათ ოთხი დღე მოუნდები.ეს საქმე სასწრაფოა და შემდეგ კვირაში ჩამოვალ,გთხოვთ ჩემი ვარდები შემინახოთ, ორ ფერიანი და სურნელოვანები.
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
გუშინ გიჟური ამინდისა და დაღლისა გადავრგე 10 ვარდი, 1 ძალიან შავი ფესვში გადამეჭრა და გამიფუჭდა.ვიკალი თავი......
მაგრამ მაინც - ა ვ ე- მე up.gif

Posted by: pernata 25 Mar 2013, 16:37
კარტოფილში ვარდის დაკალმება:
http://www.facebook.com/photo.php?fbid=352153048223072&set=a.287865761318468.55624.287832771321767&type=1&theater

Posted by: palavando 25 Mar 2013, 20:14
daila
არ ინერვიულოთ,თქვენი ვარდები უკვე გადაწყობილი მაქვს. ჯერ მამულს მიხედეთ.მაგ ვარდების გადარგავა მოგვიანებითაც შეიძლება.
pernata
QUOTE
კარტოფილში ვარდის დაკალმება:

მივიღებ მონაწილეობას მაგ ექსპერიმენტში და შედეგებსაც დაგიპოსტავ 2kiss.gif

Posted by: varianeli 26 Mar 2013, 11:01
მოკლედ გუშინ როგორც იქნა დავრგე ბლაქის ახლად ჩამოტანილი ძირები ..პირველი ხელიდან გამაწამეს, ხოდა ვყიდულობ მეორე ხელიდან, სხვა გზა არ იყო..ორმაგს ვაძლევ ფულს, მაგრამ მაინც მიღირს...სხვათაშორის ამჯერად უფრო ძლიერი ძირები იყო - 2 წლიანებს გავდნენ..მთლიანობაში მგონიო მარტო ბლაქი 200 ძირამდე ავიყვანე smile.gif

Posted by: palavando 26 Mar 2013, 12:25
varianeli
200 ძირი უკვე საგრძნობი რაოდენობაა, ყოჩაღ! up.gif up.gif up.gif

Posted by: varianeli 26 Mar 2013, 14:55
palavando
მონდომებული ვარ ამ საქმეში და ვნახოთ რა გამოვა smile.gif

Posted by: pernata 26 Mar 2013, 20:12
palavando
დღეს გავვარდი და შევიძინე თაბაგარის უცნობი ვარდი. თქვენი აღწერით რუგოზას გავს, აბა ნახეთ.. (დიდი მადლობა smile.gif )
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: palavando 26 Mar 2013, 23:06
pernata
ფოთლის და ტოტებების მიხედვით ტიპიური რუგოზაა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: daila 27 Mar 2013, 00:32
palavando
http://pix.ge/
ეს არის ადგილი სადაც არის მარწყვი, იები, დამინდა უამრავი ვარდი ყვავოდეს. ეხლა ჩარგულია ზუსტად 45 ცილი ვარდი,რა ეტყობა.სისტემატურად ხმებიან,უბედურება ის არის რომ აღმოსაბლეთის მზე არ ადგება სახლი ეფარება.მზე ადგება 12 საათის შემდეგ სანამ არ ჩავა იწვება ყველაფერი.რა გავაკეთო? facepalm.gif

Posted by: pernata 27 Mar 2013, 02:13
palavando
QUOTE
ფოთლის და ტოტებების მიხედვით ტიპიური რუგოზაა.

მადლობა. და ეს რუგოზებიც სხვადასხვა სახეობებია თუ ყველა ერთია - ვარდისფერი? და 1 ყვავილობა აქვს, ალბათ?
საბუთები ამოვაქექინე, რომ ენახათ რა ვარდია და ამ ნომერზე უწერიათ - roses in varieties rolleyes.gif
* * *
ნეტში რაც ვქექე-უმეტესად მარტივ ყვავილიანია, ვარდისფერი ან თეთრი. და ფაქტიურად ასკილია biggrin.gif

Posted by: palavando 27 Mar 2013, 13:37

pernata
QUOTE
საბუთები ამოვაქექინე, რომ ენახათ რა ვარდია და ამ ნომერზე უწერიათ - roses in varieties

საქმე ის არის, რომ როცა ვარდი სახელით იყიდება მისი ფასი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე roses in varieties .ასე ვარდებს მხოლოდ
QUOTE
ნეტში რაც ვქექე-უმეტესად მარტივ ყვავილიანია, ვარდისფერი ან თეთრი. და ფაქტიურად ასკილია

ფერები მართლაც შეზღუდული აქვს, ყვავილობითაც ნამდვილი რუგოზის უმეტესობა ერთხელ ყვავის. აი ასკილს რაც შეეხება-ეხლანდელი რუგოზების დიდი უმრავლესობა მაინც ჰიბერიდებია. იმედი ვიქონიოთ რომ რაღაც ასეთი შეგხვდა:
Mistress Anthony Waterer
Hybrid Rugosa.
Deep pink. Mild to strong, sweet fragrance. Average diameter 2". Large, semi-double to double, flat bloom form. Blooms in flushes throughout the season.
Attractive fall color, wrinkled (rugose) foliage.
Height of 47" to 4' 11" (120 to 150 cm). Width of 39" to 4' 7" (100 to 140 cm).
USDA zone 4b through 9b.
Amélie Gravereaux
Bred by Jules Gravereaux (France, 1903).
Hybrid Rugosa.
Dark purple. Strong fragrance. Medium, semi-double to double, in small clusters, flat bloom form. Occasional repeat later in the season.
Climbing. Medium foliage.
Height of up to 5' (up to 150 cm). Width of up to 5' (up to 150 cm).
USDA zone 4a through 5b. Very vigorous.

Posted by: pernata 27 Mar 2013, 13:53
palavando
მარინა, დიდი მადლობა :*
აწი დაველოდები რით გამახარებს და არ გამოგაპარებთ smile.gif
თქვენი ნაჩუქარი იაპონური სელექციის ისეთი ლამაზია!! დავდებ ფოტოს, რომ აყვავდება smile.gif

Posted by: palavando 27 Mar 2013, 13:55
palavando
პირველი წინადადება გამიწყდა და რატომღაც ვეღარ ჩავამატე. მოკლედ:ასე უსახელოდ ვარდებს მხოლოდ ის სანერგეები ყიდიან , რომლებიც ძირითადად ვარდებით კი არა
დეკორატიული ხე ბუჩქებით არაიან დაკავებული.

ნატ, დახმარება მჭირდება.. როგორც ხედავ 100 გვერდზე ავბობღდით და მალე თემის მეორე ნაწილი გვექნება გასახსნელი. არ ვიცი როგორ გავაკეთო, თან ამ თემის ავტორი სხვა არის (მე უბრალოდ მივითვისე) თქვენ გეცოდინებათ როგორ გადავიდე ახალ თემაზე.

მოდერატორებო: help.gif help.gif help.gif
* * *
daila
საკმაოდ მძიმე სიტუაცია გაქვთ. ასეთი მონაცემები ვარდებს მართლაც არ უყვართ , მაგრამ ასე ვარდების დაღუპვა მაინც მაფიქრებს. თქვენს სიტუაციაში ვარდი შეიძლება ნაკლებს ყვაოდეს, ბუტონები ეწვებოდეს, ავადმყოფურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ვარდი ადვილად არ იღუპება. არც ნიადაგი ჩანს ზედმეტად მჟავე. ერთი შეხედვით რაც ჩანს თითქმის ყველა ვარდი გადასაჭრელია- ნუ გენანებათ ნახევარზე მაინც გადაჭერით ! ტოტები დაუმსხვილ დება და დაიბუჩქება. როცა ახალ ვარდს დარგავთ, ცოტა დიდი ორმო ამოიღეთ და ნაზავი მიწა ჩააყარეთ და ფესვების რამე სტიმულატორით მორწყეთ მაგ. კორნევინით.
ეხლ ა ეზოს რაც შეეხება: მგონია, რომ ვარდების ასეთი გაბნევა ტერიტორიაზე ეფრქტური არ იქნება, საერთოდ თქვენი ეზოს დეკორატიულ და სამეურნეო ნაწილად დაყოფა ძალიან ადვილია. გუშინ ცოტა წავიმუშავე თქვენს სურათზე და შედეგს დაგიდებთ. მანამდე ამ კომენტარებს გაეცანით:

1. თუ გგონიათ, რომ დეკორატიულ ნაწილს დიდი ტერიტორია აქვს დაკავებული, უკანა, გამყოფი ზოლის წინ, თოთქმის ხემდე გადმოწევა ძალიან ადვილია. სამეურნეო ნაწილმა ამ გამყოფი ზოლის მიღმა უნდა გადაინაცვლოს.
2. აუცილემლად უნდა შეისუდროს ღობე მხვიარა მცენარეებით.შეიძლება ცოცხალი კედელი(კვიდო?) ეს მიკრო კლიმატის შექმნაში და მოჩრდიულვაშიც დაგეხმარებათ.
3.მყუდრო გარემოსთვის ეზოში აუცილებლად უნდა შეიქმნას ე.წ. ჯიბეები. ჩვენთან ამ ჯიბეებს ქმნის ორი ტერიტორიის გამყოფი ზოლი და ცენტრალური კომპოზიციიდან (ქვა, ვაზონები) გაგრძელებული მცენარეების ჯგუფი, რომელიც გამოყოფს მოსასვენებელ ადგილს.
4 მოსასვენებელი ადგილის მოპირდაპირედ(ხედვის კუთხის გათვალისწინებით) განლაგებულია ვარდების ბორდური. თქვენი ქვები დაგეხმარებათ სხვადასხვა დონეების შექმნაში. ბორდურის სწორი ხაზის დარღვევა და სხვა პატარა ბუჩქების ჩართვა ბუნებრივობის ილუზიას ქმნის.
5. ყველა აქ მოცემული მცენარე პირობითია და არჩევანში თავისუფალი ხართ( მზის ამტანი ჯიშები ჯობია). კომპოზიციის დატრიალება შეიძლება იმის მიხედვით თუ სადა დგას სახლი. მე პირობითად ჩავთვალე, რომ სურათი სახიდან არის გადაღებული.
აი სურათიც:

http://www.radikal.ru



* * *
რაც მთავარია მოლი არ დაგავიწყდეთ. აბა პატარა მოლის გარეშე როგორ შეიძლება.

Posted by: ana_konda 27 Mar 2013, 16:59
ხეივნის ვარდს სად შევიძენ ხომ არ იცით?

Posted by: palavando 27 Mar 2013, 17:08
ana_konda
ჩვენ იელში გვაქვს დაახლოებით 15 სახეობის ორწლიანი ხეივნის ვარდები.

Posted by: Jaguar paw 27 Mar 2013, 17:42
palavando,
QUOTE
მოდერატორებო:   

განყოფილებაში შესვლისას სულ ზემოთ წერია "ახალი თემა". მაგას დააჭერ, გაიხსნება ფანჯარა, სადაც პირველ ველში ჩაწერ თემის დასახელებას, მეორეში თემის ქვესათაურს (თუ გსურს).
დიდ ველში რამე მისალოც ან ნებისმიერ სხვა პოსტს დაწერ, სურვილისამებრ გაალამაზებ სურათებით, რის შემდეგ სულ ქვევით იქნება ღილაკი "post new topic". დააწვები და bis.gif smile.gif
სცადე.

Posted by: pernata 27 Mar 2013, 18:30
palavando
და მყიდველიც არ ინტერესდება? უცნაურუა. მიტუმეტეს, როცა გასაყიდად უნდათ - რა ფერია, როდის ყვავის და რამხელა იზრდება-ს გარეშე მხოლოდ მარტში დაბადებული თუ იყიდის..
მოდერმა, მგონი კარგად დაგაკვალიანატ, თუ კიდე ვერა, აქ ვარ :*

Posted by: daila 27 Mar 2013, 19:27
palavando
როგორი გულისხმიერი ხართ, მადლობთ. სურათი გადაღებულია ჩრდილოეთის მხრიდან, სახლი დგას ხელ. მარცხნივ.
გვეშველება? sad.gif
ბოლოში მარჯვენა კუთხეში დიდი კაკალი იდგა და წელს მოვჭერი ვარდების გულისთვის. დიდი ჩრდილი ქონდა.
რატომღაც ვარდების ხალიჩა მინდოდა.
yes.gif

Posted by: palavando 27 Mar 2013, 19:49
Jaguar paw
მადლობთ! 2kiss.gif
pernata
შენც დიდი მადლობა,მგონი ყველაფერი გავიგე.
QUOTE
და მყიდველიც არ ინტერესდება?

ძალიან ცოტა მინახავს ვარდს სახელით და გვარით ეძებდეს. smile.gif ჩვენი გმყიდველების ამბავი კი მოგეხსენაბა, მათი ვარდები ყველა გაუჩერებლად ყვავის და არც ავადმყოფობს. ასე რომ როგორიც იტყვიან მოთხოვნილება განაპირობებს მიწოდებას. lol.gif იმედია ყველაფერი წინ არის. ვსწავლობთ ნელ-ნელა.
daila
უსაშველო რა არის. ეშველება რა თქმა უნდა. yes.gif :

Posted by: abelo 27 Mar 2013, 21:53
palavando
ქლბატონო მარინა, ახალ თემას როცა გახსნით იქნებ პირველ გვერდზე დაწეროთ ის ვარდები, რომელიც წელს გაქვთ გაყიდვაში.

smile.gif გავბედე როგორც იქნა და ოსტინის ვარდი მინდა ვიყიდო, ადგილიც შევურჩიე, (სხვებს გავასახლებ იმ ადგილიდან smile.gif )



Posted by: daila 27 Mar 2013, 22:07
palavando
ვარდების თემის სასწაულ გახსნას ველოდები love.gif

Posted by: jagajaga 28 Mar 2013, 11:23
ძალიან მინდა გავიგო შტამპიანი ვარდის შესახებ ყველაფერი კალამს როგორი ვარდიდან იღებენ? რომელ მცენარეზე აკალმებენ რა უპირატესობა აქვს მას

* * *
ძალიან მინდა გავიგო შტამპიანი ვარდის შესახებ ყველაფერი კალამს როგორი ვარდიდან იღებენ? რომელ მცენარეზე აკალმებენ რა უპირატესობა აქვს მას

Posted by: palavando 28 Mar 2013, 12:15
jagajaga
შტამპიან ვარდებზე სადღაც წინა გვერდებზე არის ინფორმაცია. გადაათვალიერათ თემა. დამყნობა პრაქტიკულად ნებისმიერი ვარდის შეიძლება, რომელიც მოგწონთ. ჩვენთან ასკილზე ამყნობენ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)