2016 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვანთა კოდექსი შედის ძალაში და პრაქტიკოსმა ადვოკატებმა იცით ალბათ, სპეციალური ტრენინგის გავლაა საჭირო არასრულწლოვანთა საქმეებზე რომ გავიდეს ადვოკატი .
ამისთვის კონკურსი გამოცხადდა ადვოკატთა ასაციაციაში და სამოტივაციო წერილი იყო დასაწერი და შემდეგ კაზუსი იყო ამოსახსნელი :
"შერხანი ბოშათა ოჯახში დაიბადა, ის პატარა იყო, როდესაც მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა საქართველო დატოვეს და შერხანი ადგილობრივ ბოშებს დაუტოვეს აღსაზრდელად. შერხანი უმეთველყურეოდ იზრდებოდა, ათ წლამდე თავს ძირითადად მათხოვრობით ირჩენდა, არაერთხელ იყო შემჩნეული წვრილმან ქურდობაშიც.
2013 წლის 21 იანვარს, 14 წელს მიღწეული შერხანი პოლიციამ დააკავა სოფელ წეროვანში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლიდან ვარიების ქურდობის ფაქტზე. შერხანი წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნობდა თავს დამნაშავედ.
სასამართლოში პროკურორმა მოითხოვა, რომ შერხანისათვის სასჯელის სახით, სასამართლოს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის ვადით. ის საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებდა იმით, რომ შერხანი ადრეც არაეთხელ იყო შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, ის არაერთხელ ყავდა დაკავებული პოლიციას ქურდობის თუ ძარცვის ფაქტების გამო მაგრამ ყოველთვის ახერხებდა „გამოძრომას“, ვინაიდან არ იყო 14 წელს მიღწეული, ამიტომ პროკურორის აზრით, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, ასევე თვითონ შერხანისათვის ჭკუის სასწავლებლადაც, აუცილებელი იყო, რომ მის მიმართ ადეკვატური/მკაცრი სასჯელი ყოფილიყო გამოყენებული.
1. რომელ საერთაშორისო ინსტრუმენტებს მოიშველიებდით თქვენი პოზიციის დასაბუთებისას?
2. რომელ საერთაშორისო პრინციპზე გააკეთებდით აქცენტს შერხანის ინტერესების დაცვის პროცესში?
3. რა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მოითხოვდით შერხანის მიმართ?
4. რომელი სპეციალისტების/უწყებების ჩართვას და რა მექანიზმების გამოყენებას მოითხოვდით შერხანის ინტერესების და უფლებების დასაცავად? "
[B]მოკლედ თემა ადვოკატებისთვისაა. როგორ დაწერეთ მაინტერესებს, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები .
პ.ს. იმედია პრაქტიკოსი ადვოკატები პოსტავენ ამ განყოფლებაში [B]
This post has been edited by Green Earth on 24 Sep 2015, 17:19