Hermosa
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16509
წევრი No.: 206810
რეგისტრ.: 24-August 15
|
#54402570 · 22 Mar 2019, 09:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქვენი გამკვირვებია ისე დაიწყებთ წუწუნეს გეგონება ხელისუფლებაში სულ კრისტალი ქვეყნისთვის მოამაგე ხალხი გყავდეთ გადახედეთ მინისტრებს და მათ მოადგილეებს ვინ არიან რა შემოსავლები აქვთ მარა "ვერ " იჯერებთ აბა ორი პასტით თქვევი არჩეული ცუდი ხო არ იქნება აჰა ესეც ბონუსად: შსს-ს გენ ინსპექციის უმფროსი იყო ეს ტიპი ეხლა სუსის უმფროსის მოადგილეა ძმა გუბერნატორი ხო ისიც არ დაგავიწყდეთ მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო სუ ასეთები ნარჩევები ყავს ბატონ ბიძინის წარმატებულ მინისტრებს ვახტანგ გომელაურის მოადგილე არ ასაბუთებს, როგორ დახარჯა ნახევარი მილიონი, როცა მისი მთელი წლის შემოსავალი 241 515 ლარი იყო 14 Mar 2019 02:18
ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, შს სამინისტროს, გენინსპექციის უფროსის თანამდებობა მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა. ხოჯევანიშვილი, შს მინისტრ გიორგი გახარიას ნდობით აღჭურვილ პირად იყო მიჩნეული და ამ მიზეზის გამო, ის მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა.
ამჯერად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის საინფორმაციო პორტალ „მხარეს“ ყურადღების ცენტრში მოქცევის მიზეზი, მის მიერ, მიმდინარე წლის 27 თებერვალს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაა.
სუს-ის უფროსის მოადგილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გაცნობას მისი გასულ წელს მიღებული შემოსავლით დავიწყებ, რაც სტატიის შემდეგ ნაწილში უამრავი კითხვის გაჩენის საფუძველი გახდება.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან გასულ წელს შემოსავლის სახით მიიღო 104 811,03 ლარი, ხოლო, მისმა მეუღლემ, ქეთი იორდანიშვილმა, რომელიც გასული წლის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპოდენციის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ, 44 704 ლარი. საერთო ჯამში, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ოჯახს, 2018 წლის მანძილზე 149 515,03 ლარის ოდენობის შემოსავალი ჰქონდა. (დეტალური ინფორმაციისთვის, ხოჯევანიშვილის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი გახლდათ - 8 700 ლარი, ხოლო მისი მეუღლის - 3 700 ლარი.).
როგორც ამავე დეკლარაციაშია აღნიშნული, 2018 წელს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ოჯახის წევრებმა, ფულადი თანხით “დაასაჩუქრეს“. ძმამ, გიორგი ხოჯევანიშვილმა მას 80 000 ლარი აჩუქა, ხოლო დედამ, ელენე ხოჯევანიშვილმა12 000 ლარი.
ცნობისთვის: სუს-ის უფროსის მოადგილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტები) რწმუნებული-გუბერნატორია. ისიც ცნობილია, რომ რწუმენულ-გუბერნატორის მთელი წლის ხელფასი, დაახლოებით 75 ათასი ლარია. ამ პირობებში, საინტერესოა, როგორ მოახერხა მან ძმისთვის 80 ათასი ლარის ჩუქება. (შიდა ქართლის რწმუნებულს მიმდინარე წელს ქონებრივი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია. გიორგი ხოჯევანიშვილის დეკლარაციას გაგაცნობთ გამოქვეყნებისთანავე. სავარაუდოდ, ის, ზემოთაღშნული კითხვას გასცემს პასუხს).
დამატებითი ინფორმაციისთვის: გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ, 2018 წლის 22 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში ისიცაა აღნიშნულია, რომ მან ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, მიწის ნაკვეთის შესაძენად 65 ათასი ლარი 2017 წელშიც აჩუქა.
ხოჯევანიშვილის მეუღლის, ქეთი იორდანიშვილის სახელზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანა BMW X5, (გამოშვების წელი 2015, შეძენის თარიღი - 2015 წელი), რომელიც 22 000 აშშ დოლარად შეიძინეს.
სუსი-ს უფროსის მოადგილის, 2019 წლის ქონებრივი დეკლარაციის ყველაზე მსუყე ნაწილი უძრავი ქონების ნაწილია. აღმოჩნდა, რომ მას, არამარტო ფულს, არამედ უძრავ ქონებებსაც "ჩუქნიან", მაგალითად - 2012 წელს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს საჩუქრად გადაეცა:
????მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ წავკისში 909 კვ.მ;
????ბინა თბილიში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საბაგირო გზის ქვედა სადგურსა და #77 სახლს შორის, 104,3 კვ.მ და ავტოფარეხი ამავე მისამართზე;
ამავე წელს იყიდა:
????მიწის ნაკვეთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, კურორტ ბახმაროში. (ქუჩა გურია,). 100 კვ.მ
(აღნიშნულ პერიოდში ხოჯევანიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა).
????ხოჯევანიშვილი ასევე ფლობს 985 კვ.მ, მიწის ნაკვეთს თბილისში, გლდანში.
????სუს-ის უფროსის მოადგილს მეუღლის სახელზეა გაფორმებული 51,39 კვ.მ ბინა ბორჯომში, დაბა ბაკურიანში.
????ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, 2017 წელს შეიძინა ნაკვეთი, თბილისში, სოფელ ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩა N13-ში - 707კვ.მ კერძო პირისაგან, ხოლო 47კვ.მ აუქციონის წესით. ჯამური თანხა 144 538 ლარი.
????ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, გასულ წელს, თბილისში, მიხეილ თამარაშვილი ქ. N13ო-ში, 144 კვ.მ ფართის ბინა შეიძინა, რომელშიც 134 400 აშშ დოლარი გადაიხადა. ამავე მისამართზე იყიდა ავტოფარეხი, რომელშიც 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა. (ჯამში: 144 400 აშშ დოლარი).
ხოჯევანიშვილის საკუთრებაშია 5 242,26 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები, რაოდენობა - 99 903.
დეკლარაციის შევსების პერიოდში, ხოჯევანიშვილის ოჯახის საბანკო ანგარიშებზე მთლიანობაში, დაახლოებით 11 600 ლარი იყო, ხოლო დანაზოგი 50 ათასი ლარის ოდენობით.
საინტერესოდ გამოიყურება, ასევე, ხოჯევანიშვილის ოჯახის, 2018 წლის გასავლები, ის შედაგენს 7 835 დოლარსა და 20843,59 ლარს;
სუს-ის უფროსის მოადგილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ნაჩვენებია, რომ ხოჯევანიშვილის ოჯახმა გასულ წელს ხელფასის სახით მიიღო - 149 515,03 ლარი, ხოლო დედისგან და ძმისგან საჩუქრად მიიღო - 92 ათასი ლარი, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 241 515 ლარს. სხვა ტიპის შემოსავალი, მას დეკლარაციაში არ აქვს დაფიქსირებული.
ამ ფონზე, ამავე დეკლარაციაშივე ვკითხულობთ, რომ ხოჯევანიშვილს გასულ წელს შემდეგი ტიპის გასავლები ჰქონდა:
????ბინა და ავტოფარეხი - 387 713 ლარი;
????საბანკო სესხების უზრუნველყოფა - დაახლოებით 42 ათასი ლარი;
????სხვადასხვა ტიპის ხარჯებისთვის (ავეჯი, ტექნიკა სასტუმრო და ა.შ) - დაახლებით 23 ათასი ლარი.
✅ზემოთჩამოთვილი თანხების ჯამი - 452 713 ლარია.
❗თუ არ ჩავთვლით ოჯახის 50 ათას ლარიან დანაზოგს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ოჯახის 2018 წლის მანძილზე მიღებულ შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა 211 198 ლარია. ანუ, სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახმა დახარჯა დეკლარაციაში მითითებულ შემოსავალზე 211 198 ლარით მეტი. დეკლარაციიდან არ ირკვევა, რა თანხაა აღნიშნული.
რასთან გვაქვს საქმე, დასკვნის გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია, შეჯამების სახით კი შეიძლება ითქვას:
???? თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების არსწორად შევსება, სამწუხაროდ, მავნე პრაქტიკად ჩამოყალიბდა. ის, რომ არ ასაჯაროებენ გარკევულ ინფორმაციებს, შესაძლოა, ცალსახად დავუკავშიროთ კორუფციულ რისკებს.
გასულ წელს, საჯარო სამსახურის ბიურობ მონიტორინგის ფარგლებში სულ 287 ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა. 284 დეკლარაცია შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა, ხოლო 3 - წერილობითი მიმართვის საფუძველზე. შემოწმდა როგორც პარლამენტარების, მთავრობის წევრების, მოსამართლეების, ისე სხვა თანამდებობის პირების დეკლარაციები.
შედეგებმა აჩვენა, რომ თანამდებობის პირთა უმრავლესობა ქონებრივ დეკლარაციას სათანადოდ ვერ ავსებს. საჯარო სამსახურის ბიურომ 224 შევსებული დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა, 56 კი- დადებითად. ეს ნიშნავს, რომ შემოწმებული დეკლარაციების 78% შეფასდა უარყოფითად და მხოლოდ 20 % დადებითად.
ქონებრივი დეკლარაციების არასწორად და არასათანადოდ შევსების გამო თანამდებობის პირების უმეტესობა დაჯარიმდა. საბოლოო ჯამში, 1 000 ლარით დაჯარიმდა 224 თანამდებობის პირი, მათ შორის - 12 პარლამენტარი, 6 მოსამართლე და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან 79 თანამდებობის პირი. როგორც ჩანს, აღნიშნული "დასჯის" მეთოდი არ არის შედეგიანი და საჭიროა უფრო ქმედითი მექანიზმის შემუშავება, რომ თანამდებობების პირების მხრიდან დეკლარაციების შევსება, დაინტერესებული საზოგადოებისთვის "თვალში ნაცრის შეყრის" ტოლფასი რომ არ იყოს.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|