თაღლითობაც რომ იყოს ეს, მაინც სამართლებრივად ვერაფერს იზავთ, რადგან თქვენს მიერ მითითებული თანხა ძალიან მცირეა იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს საქმე.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------- სამოტივაციო ნაწილი ----------------------------------------------------------------------------------------------------
თაღლითობა გათვალისწინებეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. ამ მუხლის თანახმად თაღლითობა არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ნივთში ამ შემთხვევაში იგულისხმება მოძრავი ნივთი. ფული არის მოძრავი ნივთი. მისაკუთრების მიზანი ნიშნავს იმას, რომ პირს სურს დაეუფლოს ნივთს, უსასყიდლოდ ამოიღოს მესაკუთრის მფლობელობიდან.
თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ქონებრივი უფლების ან ნივთის გადაცემა ხდება დაზარალებულის ნებით, მაგრამ ამგვარი ნების გამოვლენით ნივთის მიღება მართლსაწინააღმდეგოა იმის გამო, რომ პირის ნებაყოფლობა გამოწვეულია დამნაშავის მოტყუებით. მოტყუება შეიძლება იყოს აქტიური და პასიური. აქტიური მოტყუება გულისხმობს დამნაშავის მიერ დაზარალებულისთვის განზრახ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, ხოლო პასიური მოტყუება - მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტების დამალვას.
მოცემულ შემთხევვაში აქციის არსებობის ინფორმაცია არ იყო არასწორი, შესაბამისად აქტიური მოტყუება(ცრუ ინფორმაციის მიწოდება არ არის სახეზე), მაგრამ შეიძლება ჩადენილია პასიური მოტყუება, ესე იგი იურდიულად მნიშვნელოვანი ფაქტების დამალვა, კერძოდ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წაგებული თანხა დაგიბრუნდებოდათ მხოლოდ 3 გადაბმის შემდეგ.
ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე, სლაიდზე მოთავსებულია ამ აქციის წესები. სულ არის სამი სლაიდი. მართალია სლაიდი იცვლება, მაგრამ მანდ არიან ისრები, რომელთა მეშევეობით შესაძლებელია
წინა სლაიდზე დაბრუნება და ტექსტის წაკითხვა. გარდა ამისა პირველ სლაიდზე წერია შემდეგი
"მაქსიმალური თანხა - 50 ლარი
მინიმალური კოეფიციენტი პოზიციაზე - 1,5
მაქსიმალური კოეფიციენტი პოზიციაზე - 10
მინიმალური გადაბმა ბილეთში - 3
თანხის დარიცხვა მოხდება კვირას
".
ამ ჩანაწერის მარჯვენა მხარეს წერია შემდეგი შინაარსის ტექსტი -
"შაბათს დღის პირველი ბილეთი Risk Free".
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის ინფორმაცია(გადაბმის რაოდენობა) არ იყო დამალული.
თქვენ შეგეძლოთ თანხის ჩარიცხვამდე დაგეზუსტებინათ აქციის პირობები, მაგრამ ეს არ გაგიკეთებიათ.
სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს პირდაპირ განზრახვას, ესე იგი პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მოტყუებით შეცდომაში შეჰყავს პირს, ქონებრივი უფლების ან ნივთის მისაკუთრების მიზნით და სურდეს ეს. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის განზრახვის ნებელობითი მომენტი, ანუ არ ჩანს ადმინისტრატორების ფულის მისაკუთრების მიზანი მნისვნელოვანი ინფორმაციის დამალვით, შემდეგ გარემოებათა გამო
1) აქციის შესახებ თქვენ მიგიღიათ შეტყობინება, რომელსიც ეწერა, რომ შაბათი დღის განმავლობაში დადებული პირველი ბილეთი არის რისკის გარეშე და წაგებული თანხა
2) აქციის წესები მოთავსებული იყო ტოტალიზატორის ფეისბუქში არსებულ ჯგუფში და ტოტალიზატორის საიტზე. ამ პუნქტიდან გამომდინარეობს ასევე ის, რომ არ განხორციელებულა დანაშაულის ობიექტური მხარე - პირის მოტყუება.
-------------------------------------------------------------------------------------------------- სარეზოლუციო ნაწილი ------------------------------------------------------------------------------------------------
ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ტოტალიზატორის ადმინისტრაციას არ ჩაუდენია სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისგება გამორიცხულია. სამოქალაქო სარჩელიც ვერ დაგეხმარებათ, ვინაიდან 10 ლარი მცირე ოდენობის თანხაა და სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. თუკი მიიღებს მაინც თანხას ვერ დაიბრუნებთ, ვინაიდან ადმინისტრაციის ბრალი სახეზე არ არის
ფიუუუ...რამ დამაწერინა ამდენი
This post has been edited by კვაზი-იურისტი on 22 Apr 2017, 18:25