Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი

Posted by: qevxo 4 Jun 2009, 15:35
თუ ვინმეც აქვს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, იქნებ სჰევეხმიანოთ ერთმანეთ და მკურნალობსი გამოცდილება გავუზიაროთ!

Posted by: Romina 4 Jun 2009, 19:07
qevxo

არ ვიცი საქართველოში ვინმე იტარებს თუ არა ამ პრეპარატით მკურნალობას. მაგრამ საზღვარგარეთ რემიკეიდი (ინფლიქსიმაბი) ძალიან ეფექტურად გამოიყენება არასპეციფიური წყლულოვნი კოლიტის და კრონის დაავადების სამკურნალოდ. სამწუხაროდ ძალიან ძვირია ამ მედიკამენტით მკურნალობა sad.gif

Posted by: lizofobi 5 Jun 2009, 16:08
ძალიან ხშირია არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის შემთხვევები პატიმრებში...

Posted by: qevxo 7 Jun 2009, 10:45
QUOTE (Romina @ 4 Jun 2009, 19:07 )
qevxo

არ ვიცი საქართველოში ვინმე იტარებს თუ არა ამ პრეპარატით მკურნალობას. მაგრამ საზღვარგარეთ რემიკეიდი (ინფლიქსიმაბი) ძალიან ეფექტურად გამოიყენება არასპეციფიური წყლულოვნი კოლიტის და კრონის დაავადების სამკურნალოდ. სამწუხაროდ ძალიან ძვირია ამ მედიკამენტით მკურნალობა sad.gif

რემიკეიდზე ბევრი წამიკითხავს, ახალი პრეპარატია, მაგრამ ის ეფექტი არა აქვს რაც ფასი, რუსეთში ბევრმა სცადა, მაგრამ შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან პრეპარატი ასე ვთქვათ გამოცდის სტადიაშია. ვინც გაიკეთა ბევრი გვერდითი მოვლენა განუვითარდა და არ იციან კიდევ წინ რა ელით, ბოლო-ბოლო ქიმიაა

Posted by: NinjaRacer 8 Dec 2018, 01:28
უსაზიზღრესი დაავადებაა. 15 წლიდან მჭირს. ანტიბიოტიკი რაც გამიკეთეს ნემსით იმის მერე დამეწყო. უამრავი ფული და დრო მაქვს დახარჯული. ექიმებში სირბილი. წამლები დიეტები და ა.შ
დისბიოზი და რაღაცეებზეც ვიყავი ბაკტერიოფაგში გამოკვლევებზეც და 3 თვიან კურსებიც გავიარე მკურნალობის და შედეგი არავითარი. პირიქით მგონი უფრო გამიმწვავდა.

უამრავი გამოვლინებებით და უსაზიზღრესი კლინიკით ვითარდება და თითქმის არაფერი შველის. სიმპტომებსაც კი ვერ შველიან. ამინოსალიცილებით და სტეროიდებით თითქოს რაღაც იგრძნობა მაგრამ მაინც გაგდებს რა. ბოლოს ან ერთი მოგკლავს გვერდითი ეფექტებით ან მეორე. კანზე საშინლად დამაყარა რო დამეწყო ეს დაავადება. ლამის დამილპა სახე თავიდან ახლაც მაქვს ნაწიბურები. ანტიბიოტკების გელს ვიყენებ როგორც კი ოდნავ რამე პატარაზე მაინც დამაყრის ვისვამ და კიდევ კარგი რომ ეგრევე ქრება მომენტალურად. იგივე რო არ გამიმეორდეს ეს ანტიბიოტკების გელი მაქვს. ვიცი რომ საზიანოა და უამრავ სხვა რამეს ვნებს მაგრამ სახის დალპობას მირჩევნია.

ახლა უნდა ვცადო რემიქეიდი/ინფლიქსიმაბი და კიდევ რაღაც ახალი ექსპერიმენტული პრეპარატია. 50% 1 წლის მანძილზე შველის და მერე ზოგს ალერგია უვითარდება და ზოგზე უბრალოდ აღარ მოქმედებს. ძალიან ძვირი პრეპარატია თანაც ძალიან და თუ გაგიმართლა და შეძელი მკურანალობა კიდევ ერთხელ უნდა გაგიმართლოს რომ იმ 30-40% მოხვდე ვისაც შველის.

ბოლოს ან კიბოში გადადის ან წანლავებს გაჭრიან. ნაწლავის ამოჭრაც კი არ არის გარანტია.
ერთ ქალს მთლიანად გადაუნერგეს მთლიანი მომნელებელი სისტემა ესოფაგუსიდან დაწყებული და იმუნოდეპრესანტებზე იჯდა, მაგრამ 6 თვეში უარეს დღეში აღმოჩნდა მაინც. მოკლედ იმუნურმა სისტემა თუ გაუბერა საშინელებაა.
ზოგს შველის სალიცილები, პრედნეზალონები და ინფლიქსიმაბები ზოგს ოპერაციაც შველის მაგრამ ძალიან ბევრს ვერ.

ხოდა ამ დაავადების დედაც sad.gif ინფორმაცია 0-ია ამის შესახებ. საღვარგარეთ თუ ეგ გჭირს ინვალიდობას გიფორმებენ ეგრევე ულაპარაკოდ და მკურნალობას გინიშნავენ. აქ კიდევ ინტერნეტშიც კი არაფერი წერია. ექიმთან მიხვალ და ნერვოზის ბრალიაო გეტყვის და გიშვებს. ეს წლები რაც მქონდა გამწვავებები წელიწადში რამდენიმე თვე მქონდა ხოლმე სულ და თავისით უმიზეზოდ ქრებოდა ჰოდა როგორღაც არ ვანიჭებდი დიდ მნიშნელობას. ვიცოდი რო გაივლიდა რამოდენიმე თქვე აიტან ყველაფერს. ბოლო რამდენიმე წელია თითქმის მუდმივად წვა და ტკივილები უსაზიზღრესი თითქოს ცხელ დანას გიტრიალებენ მუცელში. ორჯერ ამომკვეთეს უკვე რაღაც ფისტულა. ერთხელ 17 წლისას მეორე 30.

იმდენად დავიღალე რომ თუ არ მიშველის არაფერი დავჯდები ნარკოტიკებზე. წარმოუდგენლად რთული პერიოდი გავიარე ამ 15 წლის მანძილზე და არ მინდა რომ დარჩენილი ცხოვრება ტანჯვაში ოპერაციებში და ექიმებში სირბილში გავატარო.

ვისაც გეცნობათ სიმპტომები მიდით ექიმთან მაინც. ოღონდ ნებისმიერ ექიმთან არა. რადგან ამ დაავადებას უმეტესობა ძალიან არასერიოზულად უყურებენ. თითქოს გრიპი იყოს.
გარდა ერთი ექიმისა. კოტე მაიასია. არაჩვეულებრივი ექიმია. კარგი ადამიანია და ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი.

რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არის ალკოჰოლი. 1 წვეთიც კი ისეთ დღეში მაგდებს 1 კვირა ფეხზე ვერ ვდგები. ეს ზუსტად ვიცი რომ არ შეიძლება. დანარჩენი ყველფერი ცვალებადია და ძალიან რთულია იმის დადგენა რა გიმწვავებს სიმპტომებს და რა არა. რძის პროდუქტებიც გამოვრიცხე. შაქარი. კოკაკოლა. ჰამბრგერები ცომეული კეჩუპი. ცხარე, შემწვარი ყველაფერი.ესენი ვიცი რომ კატის დღეში მაგდებს. ძალიან ძლიერ სპაზმებს და ტკივილებს იწვევს. მირჩევნია ვიშიმშილო ერთი კვირა ვიდრე რამე აქედან მივიღო. ადრე არ მქონდა ასე მწვავედ და ყველაფერს ვჭამდი/ვსამდი რაც მომხვდებოდა, რაც გამიმწვავდა იმის მერე ზე მგრძნობიარე გავხდი. ძლიერი სტრესები და პრობლემები მქონდა ამ ზაფხულს და ზუსტად ამ ემოციურ რთულ ფონს ახლავდა გამწვავებებიც. ამბობენ რომ დიეტას არავითარი გავლენა არ აქვსო და რაღაც პერიოდი მართლაც ეგრეა, მაგრამ გამწვავებაში რომ გადადის მერე ზოგიერთი საკვები სიმპტომებს გი100მაგებს და აუტანელია.

ჰო ეს ჩვენი იდიოტი ექიმები ნერვულ სისტემას ტენიან ყველაფერს რასაც ვერ ხსნიან და მკურნალობენ. კი სტერსი #1 ფაქტორია სიმპტომების გაუარესებას ეგ იწვევს მაგრამ თვითონ ეტიმოლოგია და პათოლოგია. ნერვების 'მკურნალობით' შედეგი 0 გექნებათ ამ დაავადების მოცილება მოკლედ შეუძლებელია.

Posted by: torckiko 3 Aug 2019, 19:36
სალამი, დამიდგინდა მწვავე წყლულოვანი პროქტიტი, წყლულოვანი კოლიტის ერთ-ერთი ფორმა, დამინიშნეს სალფასალაზინი სამუდამოდ. თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი დიაგნოზი, იქნებ დაწეროთ ვინ რა მკურნალობს იტარებთ ან რა დიეტას იცავთ.

Posted by: NinjaRacer 4 Aug 2019, 00:18
http://crohnscarnivore.blogspot.com/

https://guthack.com/lifestyle/carnivore-diet/the-carnivore-diet-for-inflammatory-bowel-disease-ibd/

მოკლედ მარტო ხორცის დიეტაზე გადავედი სხვა ყველაფერი გამოვრიცხე.
დიაგნოზი მაქვს დადგენილი არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი. რაც ენდოსკოპიამაც დაადასტურა. 2 ოპერაციაც მაქვს გაკეთებული უკვე.

ჰოდა შედეგს დავწერ ამ დიეტის. არც სულფასალაზინს ვსვამ და არც პრედნიზოლონს. მხოლოდ ხორცს ვჭამ. 1 თვე ასე ვიქნები და ვნახავ შედეგს.
* * *

ეს ტიპი კვერცხს და სოსისებსაც ჭამს.
მე მხლოდ სტეიკს.

ასე მარტივია. აღარ მიწევს ფიქრი რა ვჭამო, მერე რა მომივდა და ა.შ. სტეიკს ვიმზადებ და ყველგან მაგას ვჭამ.
აქამდე ჭამა მეზიზღებოდა ახლა ბევრად უფრო ნაკლებ დროს ვუთმობ ჭამაზე ფიქრსაც და პროცესიც არ მეზიზღება და ცუდადაც არ მხდის.
და სულ იმის პანიკაში არ ვარ რამე ნიტო არ შემომეჭამოს.
* * *
3 month update

* * *
4 თვის თავზე დაადგა ჭეშმარიტების გზას დამიხვდა რომ მარტო ხორცზე უნდა გადავიდეს და ხერხემლის პრობლემებს მიხედოს. მაგრამ სამწუხაროდ ნაწლავები მანამდე ქონდა ამოჭრილი. ტავიდანვე ამით უნდა დაეწყო. ნაწლავის ამოჭრით რო გვარდებდოეს. ხორხამდე ყველაფერს ამოვიჭრიდი. მარტო პირს დავპიტოვებდი :დ

* * *
საწყალი ძაან შემეცოდა.

რა კაი ტიპია. სანამ რამის ამოჭრას დააპირებთ ამას უყურეთ.

ნაბოზვარმა ექიმებმა(არსებობენ ეგეთებიც სამწუხაროდ) შეიძლება გიბიძგონ და დაგარწმუნონ ამაში. ჰოდა ტიპი თავის გამოცდილებას წერს 100% გულწრფელად და იგივე შეცდომა არ გაიმეოროთ თქვენც.
* * *
და ბოლოს ჯორდან პიტერსონის გოგო ;დ

Posted by: NinjaRacer 6 Aug 2019, 22:03
არ მჯერა. რემისია მაქვს ბოლო სამი წელი არ მქონია.
რა მარტივი ყოფილა. ეს 10 წლის წინ მცოდნოდა ასე ძაან არ გავწამდებოდი.

იმდენად მეშინოდა ეს ბოლო იმედი იყო რო სულფასალაზინს და პრენიზოლონის მეოთხედს მაინც ვსვამდი.
არც ვამატებ და არც ვაბუქებ. 2 ოპერაცია გამიკეთეს მუცლის ღრუდან რაღაცეები ამომიღეს და ანუ არც მეჩვენება, არც ვაბუქებ რამეს. რეალურად ეფექტური რო არ იყოს არ დავწერდი

ანთება აღარ მაქვს. ვგრძნობ.
დილას გაღვიძებაც არ მიწირს და დეპრესიაც მომეხსნა. იგივე თქვა ჯორდანამაც. რასაც ჯორდან პიტერსონი ამბობს ყველაფერი მართალია.
ბაზ.არა შეიძლება პლაცებოს ეფექტიც იყოს, მაგრამ მცირე ნაწილი. რეალურად ეფექტურია. ოღონდ აბსოლუტურად არაფერს არ ვიღებ.
წყალი და ხორცი მარტო.

რო რამე იცოდეთ რო გამოსავალი არის. დანას, მესს და იმუნომდულატორებს ბევრად ჯობია wink.gif

თან კეტოგენურიც არის. ანუ სულ კეტოზში ხარ, რაც ცხიმების ენერგიად გამოყენებას ნიშნავს და ფოკუსიც გემატება. არც დილით გიჭირს ადგომა და მთელი დღე თანაბრად გაქვს ენერგია. აი ის კოკა კოლა არ უნდა დამელია. ეგრევე მივეგდე უენერგიოდ 1 საათი.

და იმიტომ მივმართე ამ ზომას რომ ბოლოს უკვე არაფერი არ მიხსნიდა ანთებას და რაც არ უნდა მეჭამა 1 ლუკმა ნებისმიერი რამის, ხილის ბოსტნეული არ აქვს მნიშვნელობა 2 ღამე არ მეძინა ტკივილისგან.

ახლა 0 ტკივილი. ნუ ვისაც გახდომა გინდათ ყველგან წერია რომ მაგრად იკლებ წონაშიო.

იმიტომ რომ ნახშირწყლებს არ იღებ საერთოდ :დ

ტიპები არიან უმს ჭამენ :დ დეპრესია ხო ხნის ეგაა ყველაზე კარგი.

Posted by: torckiko 7 Aug 2019, 14:02
NinjaRacer
საინტერესოა ჩევნი ექიმების აზრი ამ თემაზე, ორი კვირაა ვიღებ სულფასალაზინს როგორც დამინიშნეს და შედეგი 0 .

Posted by: NinjaRacer 8 Aug 2019, 12:04
torckiko
ერთადერთი რასაც ვურჩევდი მე კიდევ არის რომ.
კეტოგენური დიეტა იწვევს, MG, CA, NA, HCO, K ნაკლებობას. რაც იწვევს დეჰიდრაციას,(მიღებულ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს) რაც იწვევს კუჭში დისკომფორტს და სიმძიმის შეგრძენაას.

ამან რომ არ შევგაწუხოდს უნდა მივიღოთ მარილი. მარილი მოყარე ჭამამდე კერძს ცოტა ბლომად და ეგაა. მარილი არაა საზიანო. პირიქით. ბებოებმა იცოდნენ მარილი კლავსო და ა.შ. არ კლავს მოკლედ. კარგია. მარილი ელექტროლიტების ბალანსს აღადგენს და ორგანიზმში გაუწყლოვანებას შეუშლის ხელს.

ნოდარ დუმბაძე თუ გახსოვს ძროხას მარილს იმიტომ აჭმევდნენ :დ წონაში იმატებდა მერე წყლსი ხარჯზე.

და მეორე ბორჯომი დალიე და ეგრევე მომენტალურად ყველა უსიამოვნო სიმპტომს რაც კარნივორ დიეტას ახლავს გააქრობს. ზემოთ ჩამოთვლილ მინერალებს შეიცავს.

ყოველ დღე უკეთესად ვხდები. მოკლედ ყველა სიმპტომი 0-ზე დავიდა და დაჟე კანზეც გამიქრა პრობლემები.
უსიამოვნო რაც არის არის ketone breath მაგრამ მაგისთვისაც იქნება რამე საშუალებები.

https://www.healthline.com/nutrition/10-signs-and-symptoms-of-ketosis

თავიდან მომწონდა ახლა უკვე მაშინებს.
ყოველდღე 7/30-ზე მეღვიძება. რაც წლების მანძილზე არ მომხდარა :დ
თან ისე მეღვიძება რო შანსი აღარაა დამეძინოს. აი თვალს ვახელ და სრულიად ფხიზელი ვარ მომენტალურად. ისე დაძინებაზე ფიქრიც რო ზედმეტია. არადა ძილი ყველაფერზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში.

მესამე დღეა მაღვიძარა 9 -ზე რეკავს. დამივწყდა გათიშვა. აღარ მჭირდება :დ

სექტემბრიდან ვარჯიშ განვაახლებ + ცურვას მოვხოდავ. იმიტომ რომ ცხიმის ენერგია ბევრად უფრო გამძლეა და დიდხანს მიგყვება. ფაქტიურად ულევი მარაგი გაქვს, მარათონზეც ირბენ რო რამე. ამდენი ზემდეტი პროტეინები სადმე უნდა წავიღო. ტვალეტში რო შევდივარ გადასასხმელად ეგრევე მიხვდები რო პროტეინებს და კეტონებს ფსამ.

Posted by: Tornike Alashvili 10 Aug 2019, 03:18
ასწდ - აუტოიმუნური დაავადებაა,რომელსაც ხშირად იწვევს ძლიერი ბოლო თაობის ანტიბიოტიკები. ხდება გამორეხვა ნაღველის ისე , რომ სფინქტერი აღარ იხურება მერე ბოლომდე. გადმოდის მუდმივად ნაღველი, რა აღიზიანებს მერე ნაწლავებს. უნდა ტოქსინებიდან გაიწმინდოს ორგანიზმი და აღდგეს ოდის სფინქტერის ტონუსი. ამ გზით ინკურნება დაავადება. რაც ჩეეხება მხოლოდ ცილოვან დიეტას - კარგია, ცილები აკლია ისედაც ამ დროს ორგანიზმს-ეს ერთი და მერე აშლის სინდრომი მცირდება -ცილები კრავენ. ასევე სტიმულირებენ ოდისს სფინქტერის ტონუსის აღდგენას. მაგრამ ბოლომდე მოსარჩენად მაინც გირჩევდით ვისცერალურ მასაჟს და ჰომეოპათიას

Posted by: NinjaRacer 10 Aug 2019, 10:37
QUOTE
ჰომეოპათიას

ეგეთ არამეცნიურულ რაღაცეებს არ ვენდობი მე.
მაგასთან მისვლა და მკითხავთან ერთდაიგივეა ჩემთვის.

ამის სმა უნდა დავიწყო სექტემბრიდან. მთავარია ანალიზები გამიკეთონ და თუ შეიძლება დალევა დამინიშნავენ. და მთავარია პარული ტუბერკულიოზი ან რამე ეგეთი ინფექციური დაავადება არ მქონდეს თორე ეგრევე რთულდება ამ წამლის მიღებისას.

ეს დააკანტროლკებს ჩემს დაავადებას.

გუშინ ღვინო დავლიე ცოტა და ნაყინი შევჭამე და ეგრევე ალერგია მომცა. კანზეც და ყველაფერზე. აღარასდროს დავარღვევ დიეტას.
პროსტა ისეთი დღე იყო არ გამოდიოდა არ დალევა და აუ მე ეს მჭირს და დიტეაზე ვარ და ###ობები.
* * *
აი თუნდაც ეს ერთი სტატია
წაიკითხე.

https://academic.oup.com/ecco-jcc/article/13/1/58/5098279

და ამის მერე აღარ დაიჯერებ ჰომეო* ტიპების ნათქვამს. არავის არ უნდა ენდო საკუთარი თავის გარდა და იმის რაც გატესტილია, დამტკიცებულია და გამყარებული ფაქტებით მეცნიერებით და კვლევებით და არა ვიღაცის მონაგონით. yes.gif

ვისაც რა აწყობს იმას დაგაჯერებენ როცა არ ხარ ჩახედული.
მოვა დრო და ყველა აუტოიმუნურ დაავადებს 1 აბით განკურნავენ. მაგრამ ეგ დრო ჯერ არ მოსულა და არც ფარმა კომპანიებს ეჩქარებათ სადმე, ყველას აწყობს შენი ავადმყფობად და სუსტად ყოფნა. ჰომეპათსაც კი. lol.gif
ზოგი ადამიანი პარაზიტ ბაქტერიაზე უარესია. შეცდომაში შეყავხარ შენგნებულად და გაჯერებენ რაღაცეებს.
* * *
https://academic.oup.com/crohnscolitis360/search-results?page=1&q=autoimmune&fl_SiteID=6214&SearchSourceType=1&allJournals=1

AIP

autoimmune protocol diet <------------------- ეს დაარისერჩე ჯობია და მაგას კიდე ის ჯობია საერთოდ
არააფერი არ მიიღო ხორცის გარდა. იმიტომ რომ ზოგჯერ AIP არაეფექტურია და ეს კიდე ძააანაც ეფექტურია. რისაც მე თავიდან საერთოდ არ მჯეროდა.

Posted by: NinjaRacer 15 Aug 2019, 13:14
შაქრის დონეც დამილაგდა 101 მქონდა გუშინ საღამოს უზმოზე რომ გავიზომე.

არასდრო არ მქონია 115 დაბლა რაც თავი მახსოვს ანუ პრედიაბეტიკი ვარ და დედასაც და მამასაც ორივე შაქარი გაუჩნდა ასაკში. ტიპი 1 და ტიპი 2.
რაც პრედნეზალონების სმა დავაიწყე დილით უზმოზე 121 მქონდა ხოლმე. ახლა 101 მაქვს. ცოტა ძნელი მისაჩვევია ნაკლები ენერგია მაქვს ხოლმე ასე მაგრამ სამაგიეროდ ტიპი 2 დიაბეტში აღარ გადავა ესეც მოვაგვარე. ვარჯიშის მერე კიდევ უფრო დალაგდება. ინსულინის რეზისტენციას დაბლა დაწევს ვარჯიში.

ჰო კიდე წონაში დავიკელი. მუცელი გამიბრტყელდა ცოტა.

და რაც მთავარია კანზე მომეშვა. საპნის მაგივრად ვიყენებდი ანტიბიოტიკების გელს ლამის. ახლა არაფერ წამლებს არ ვსვამ და არც არაფერი მაწუხებს დიდად. თითქმის არაფერი. შეიძლება ის წამალიც არ დამჭირდეს თუ mri-ზე არაფერი არ აჩვენა სასწაული მაგრამ მგონია მაინც მივაკანტროლკო ჯობია. თუ გვერდითი ეფექტები ძაან ცუდი არ ქონდა გავყვები. თუ არადა გავაგრძელებ ამას კიდე რამოდენიმე თვე რომ აღდგეს ყველაფერი ნორმაში და მოპარიატკდეს ორგანიზმი.

Posted by: makmanus 15 Aug 2019, 21:07
NinjaRacer
სხვათაშორის ვისცერალური მასაჟი ნამდვილად კარგია,მე არ გამიკეთებია მაგრამ საახლობლოში ვისაც გაუკეთებია პრობლემა სრულად ალაგებულა,ჩემ ნაცნობმა მაგ მასაჟით კუჭი და ნაწლავები ტავის ადგილზე დააბრუნა,ვისთანაც გაიკეთა ის საქართველოში არ ცხოვრობს...ისე ჰომეოპათია ხან უფრო მეტად შველის ადამინას ვიდრე მედიკამენტები

Posted by: NinjaRacer 18 Aug 2019, 16:43
QUOTE
ისე ჰომეოპათია ხან უფრო მეტად შველის ადამინას ვიდრე მედიკამენტები

ანუ იმის თქმა გინდა რომ ჰომეოფათია მეტია მედიცინაზე და მეცნიერებაზე?

რის საფუძველზე დაყრდნობით ამბობ ამას?
https://www.massagetherapycanada.com/visceral-massage-the-mind-gut-interaction-and-the-role-of-the-massage-therapist-4123/
რაც ჩინურ ტრადიციულ მეცნიერებაზეა აგებული?
რომელიც მოიაზრებს რომ ყოველი ორგანო ინახავს რაღაც ემოციურს გაცნდებს ტრამვებს და ინფორმაციას და მასაჟით ხდება მათი გამოთავისუფლება.
კოლიტის შემტხვევაში ეს ემოციებია: გლოვა და პროკრასტრინაცია. კი ბატონო სტრესის დროს 10X-ჯერ მიმწვავდებოდა ანთების პროცესი მაგრამ ეგ არის ჰორმონების ბრალი. სტრესის დროს უამრავო პროცესი ხდება ორგანიზმში.

ამით მანიპულაცია და რაღაც ბოდვების მოგონება ხდება მერე *პათი ტიპების მიერ. ხალხის მოტყუება და გაყვლება და პლაცოებოზე + რაიმე დამთხვევაზეა ორიენტირებული ეგ 'მედიცინა' თავიდან ბოლომდე.

ვიღაც 12 წელი სწავლობ, 2 წელი რეზიდენტურას გადის + რამოდენიმე წელი კიდევ გამოცდილებას აგროვებს.
მკურნალობს იმ წამლებით რომელბიც გადიან მინიმუმ 10 წლიან გამოკვლევებს მათშორის ადამიანებზე მათშორის პლაცებო კონტროლირებად double blind trial-ებს ატარებენ და ვიღაცა ტიპმა რაღაც წაიკითხა სადღაც, ყური მოკრა რომ მასაჟი შველის იმუნური სისტემის დაავადებას ეს არანაირად არ გადაწონის და ოდნავაც არ მხდის ნდობით განწყობილს ეგეთი ტიპების მიმართ. ვერ ვიტანთქო ვერ ვიტყვი, ვერც იმას ვიტყვი რომ არ ვცდიდი სიტყვაზე, იმიტომ რომ რეალურად დღემდე ვერ იკურნება ეგ დაავადებები სრულად, აქედან გამომდინარე ვცდიდი, მაგრამ რომ მჯეროდეს ეგეთ რამეს ვერასდროს დავაძალებ ჩემს თავს და არასდროს არავის დავაგოიმებინებ თავს. გააზრებულად როგორც ექსპერიმენტად შეიძლება ვცადო, იმიტომ რომ დამტკიცებული არაა და ადამიანის რწმენაზეა დამოკიდებული.

არიან ადამიანების კატეგორია ვიზზზეც პლაცებო საერთოდ არ მოქმედებს. არიან ვიზზეც მოქმედებს რეალურად. ჰოდა მე იმ ტიპს მივეკუთვნები ვიზზეც ეგეთი რაღაცეები არ მოქმდებს. ზოგადად ეგრე ვარ. რავქნა ვისაც ჯერავს კიდე კი ბატონო. მანუალური თერაპიები და ა.შ ბევრი რამე არსებობს კიდე რაც კიბოსაც კურნავს შიდსაც და ა.შ გზა ხსნილია და ვისაც რაუნდა ის ქნას.

მე ჩემმა დიეტამ მომიწესრიგა ბევრი რამე ფაქტია. დანარჩენი უკვე დაველოდები მაქს 5 წელიწადში ეს დაავადებაც სრულიად კონტროლირებადი თუ განკურნებადი არა გახდება. და ამის იმედი უფრო მექნება ვიდრე მასაჟების ყოველთვის... და არც ჩემს ახლობელს ვისაც რამე აწუხებს ეგეთ ტიპებს ახლოსაც არ გავაკარებ. ის რომ წამლები ჯერ არაა 100% ან თუნდაც 50% ეფექტური არაა არგუმენტი.

Posted by: torckiko 20 Aug 2019, 19:54
QUOTE (makmanus @ 15 Aug 2019, 21:07 )
NinjaRacer
სხვათაშორის ვისცერალური მასაჟი ნამდვილად კარგია,მე არ გამიკეთებია მაგრამ საახლობლოში ვისაც გაუკეთებია პრობლემა სრულად ალაგებულა,ჩემ ნაცნობმა მაგ მასაჟით კუჭი და ნაწლავები ტავის ადგილზე დააბრუნა,ვისთანაც გაიკეთა ის საქართველოში არ ცხოვრობს...ისე ჰომეოპათია ხან უფრო მეტად შველის ადამინას ვიდრე მედიკამენტები

ჰომეოპათიის კი მჯერა მაგრამ მეეჭვება საქართველოში პროფესიონალი გვყავდეს, კლასიკურ მედიცინაში ვერ ერკვევიან ნორმალურად და ჰომეოპათია ხომ საერთოდ

Posted by: NinjaRacer 24 Aug 2019, 21:58
torckiko
http://endoinflamatoria.com/ii-1-2-endoscopy-of-ulcerative-colitis/

არ არის სახუმარო დაავადება და ეგეთ ტიპებს კი არა გამოცდილე 20 წლიანი სტაჟით ექიმებს არ ვენდობი.

ჰომეოფათიის მთელი არსი არაი სხვადასხვა წამლების ან ბალახების მეათასედი დოზების შერევა წყალთან
+ დამთხვევა + პლაცებო და რაღაც ზღაპრები.

შეხედე იმ საიტს და ეგეთ დაავადებს ნუ ანდობ საეჭვო ვიღაცეებს.

Posted by: torckiko 25 Aug 2019, 16:22
QUOTE (NinjaRacer @ 24 Aug 2019, 21:58 )
torckiko
http://endoinflamatoria.com/ii-1-2-endoscopy-of-ulcerative-colitis/

არ არის სახუმარო დაავადება და ეგეთ ტიპებს კი არა გამოცდილე 20 წლიანი სტაჟით ექიმებს არ ვენდობი.

ჰომეოფათიის მთელი არსი არაი სხვადასხვა წამლების ან ბალახების მეათასედი დოზების შერევა წყალთან
+ დამთხვევა + პლაცებო და რაღაც ზღაპრები.

შეხედე იმ საიტს და ეგეთ დაავადებს ნუ ანდობ საეჭვო ვიღაცეებს.

სახუმარო კი არა საკმაოდ სერიზოული დაავდება, თან რომ იცი რო სამუდამოა

Posted by: NinjaRacer 25 Aug 2019, 18:14
QUOTE
სახუმარო კი არა საკმაოდ სერიზოული დაავდება, თან რომ იცი რო სამუდამოა

ჰოდა კიდევ ერთხელ მოგახსენებთ სუყლველას.

ზემოხსენებული დიეტა (მარტო სტეიკი ანუ კარნივორ დიეიტა) ამ სერზიულ და ურთულეს და უდედიმასისქნეს დაავადების სიმპტომებს ფაჩუჩებს აცმევს და მოუსვლელში აგდებს სამუდამოდ!

არ ვაზვიადებ

2-3 დღეში იგრძნობ ეფექტებს.

რა გინდათ მეტი. მე ჩემი ვალი მოვიხადე.
კიდევ ერთხელ დავწერ. მთებში ვიყავი ლაშქრობაზე და 2-3 დღე დავარღვიე დიეტა და კინაღამ მოვკდვი. ახლა ისევ ვიცავ და ყველაფერი ალაგდა გაქრა....

ასე რომ, დაანებეთ თავი სამედიცინო პროცედურებს, ტიბეტელ მონაზვნებს და თემქელ მკითხავებს თავი.

იდიეტეთ და გეშველებათ.
სანამ უკეთეს გამოსავალს არ იპოვით.

მე ჩემი ვალი მოვიხადე და იმედია ვინმეს გამოადგება ეს ჩემი რჩევა.

Posted by: torckiko 25 Aug 2019, 18:52
QUOTE (NinjaRacer @ 25 Aug 2019, 18:14 )

ჰოდა კიდევ ერთხელ მოგახსენებთ სუყლველას.

ზემოხსენებული დიეტა (მარტო სტეიკი ანუ კარნივორ დიეიტა) ამ სერზიულ და ურთულეს და უდედიმასისქნეს დაავადების სიმპტომებს ფაჩუჩებს აცმევს და მოუსვლელში აგდებს სამუდამოდ!

არ ვაზვიადებ

2-3 დღეში იგრძნობ ეფექტებს.

რა გინდათ მეტი. მე ჩემი ვალი მოვიხადე.
კიდევ ერთხელ დავწერ. მთებში ვიყავი ლაშქრობაზე და 2-3 დღე დავარღვიე დიეტა და კინაღამ მოვკდვი. ახლა ისევ ვიცავ და ყველაფერი ალაგდა გაქრა....

ასე რომ, დაანებეთ თავი სამედიცინო პროცედურებს, ტიბეტელ მონაზვნებს და თემქელ მკითხავებს თავი.

იდიეტეთ და გეშველებათ.
სანამ უკეთეს გამოსავალს არ იპოვით.

მე ჩემი ვალი მოვიხადე და იმედია ვინმეს გამოადგება ეს ჩემი რჩევა.

გასაგებია, მაგრამ ვიტამინები და მინერალებიც ხომ არის საჭირო, მარტო სტეიკით რმადენი ხანი გაძლებ, ბოლობოლო ამოგივა ყელში

Posted by: NinjaRacer 25 Aug 2019, 19:17
torckiko
ყელში ამომივიდა უკვე.

გეთანხმები.

მაგრამ თუ არ დავიცავ უბრალოდ ვერ ვიცოცხელებ და ვერ ვიფუნქციონირებ. ვერ ვიმუშავებ, ვერ გავერრთობი, ვერსად ვერ გავალ.

ძალიან ცუდად ვხდები როცა რამე სხვა ვჭამ.

ვინც ეგეთ მდგომარეობაშია, მისთვის ეს გამოსავალი საუკეთესოა და უალტერნატივო და ყველაზე კარგი გამოსავლი.

პრედიაბეტი გამიქრა. 101-ზე დამიწია შაქარი 121-დან.
დილით ვიღვიძებ 7 საერთოდ არ მიჭირს
დეპრესია მომეხსნა.
ტკივლიც და დისკომფორტი (შენ იცი რავალია) ეგეც გამიქრა.

და ახლა არჩევანის გაკეთება და კომპრომისსზე წავლა უკვე დამოკიდებულია შენზე.

+ არ მომიწევს ოპერაციების კეთება და ნაწლავების რეზექცია.
არ მომიწევს წამლების ყლაპვა. (სულფასალაზინი და პრედნიზოლონი რომელმაც გამასია, ძვლები დამისუსტა და დიაბეტი ამკიდა ლამის)
სულფასალაზინი ბოლოს საერთოდ არ მშველიდა და დიდად არც პრედნეზალონი, უბრალოდ ენერგიას მაძლევდა (პლაზმაში გლუკოზის მომატების ხარჯზე და სულ მშიოდა))

ამიტომ მე სხვა ალტერნატივა არც მაქვს.
ვისაც აქვს ვულოცავ მართლა გულით.

Posted by: torckiko 25 Aug 2019, 19:22
QUOTE (NinjaRacer @ 25 Aug 2019, 19:17 )
ყელში ამომივიდა უკვე.

გეთანხმები.

მაგრამ თუ არ დავიცავ უბრალოდ ვერ ვიცოცხელებ და ვერ ვიფუნქციონირებ. ვერ ვიმუშავებ, ვერ გავერრთობი, ვერსად ვერ გავალ.

ძალიან ცუდად ვხდები როცა რამე სხვა ვჭამ.

ვინც ეგეთ მდგომარეობაშია, მისთვის ეს გამოსავალი საუკეთესოა და უალტერნატივო და ყველაზე კარგი გამოსავლი.

პრედიაბეტი გამიქრა. 101-ზე დამიწია შაქარი 121-დან.
დილით ვიღვიძებ 7 საერთოდ არ მიჭირს
დეპრესია მომეხსნა.
ტკივლიც და დისკომფორტი (შენ იცი რავალია) ეგეც გამიქრა.

და ახლა არჩევანის გაკეთება და კომპრომისსზე წავლა უკვე დამოკიდებულია შენზე.

თუ ყველანაირი მინერალებისგან გამოვიფიტებით მაინც ვერ ვიცოცხლებთ, მე მით უმეტეს პროგრესირებადი ოსტეოპოროზი მაქვს და მჭირდება კალცის შემცველი პროდუქტი. თან ხორიც როგორ არ მიყავრს და სულ ძალიტ ვჭამ რომ დამინიშნეს.

Posted by: NinjaRacer 25 Aug 2019, 19:27
QUOTE
თუ ყველანაირი მინერალებისგან გამოვიფიტებით მაინც ვერ ვიცოცხლებთ, მე მით უმეტეს პროგრესირებადი ოსტეოპოროზი მაქვს და მჭირდება კალცის შემცველი პროდუქტი. თან ხორიც როგორ არ მიყავრს და სულ ძალიტ ვჭამ რომ დამინიშნეს.

მინერალებისთვის არსებობს საკვები დანამატები და მინერალური წყლები რომლითაც ასე თუი ისე ვივსებ ნორმას რაც არის და არ ვკვდები.

არის ხალხი მთელი ცხოვრება ხორცზე და არ კვდებიან.
რავი ჩემი ჯანმრთლებოა 1-დან 10მდე ავიდა პირიქით. აქამდე ყველა მეთოდი ექიმი და პროცედურა და წამალი მაქვს გავლილი.
15 წელია უკვე ეს დაავადება მაქვს გაქანებული.

ჰოდა ასე უცებ გამოვკეთდი რავი...
მინერალების დედაც.
არავის უთქვამს მარტო ხორცის ჭამით მინერალებისგან დაიცლებიო მომენტ. ესეც გამოსაკვლევია.

მედიცინაში ყველაზე რთული და თითქმის შეუძლებელია კვლევა დიეტაზე. არ არსებობს არცერთი ზუსტი კვლევა მსოფლიოში. რადგან ადამიანის დიეტის კონტროლი ზუსტი შეუძლებელია, ბევრი ფაქტორია და ბევრი ცვლადია. 20 ადამიანს სიტყვაზე ერთიდაიგივე ზუსტად კვებაზე და ერთიდიაგივე პირობებში ვერ ჩასვამს ვერცერთი მკვლევარი ვერასდროს.

ამიტომ დიეტის ზემოქმედება დაავადებებზე არის თითქმის საერთოდ გამოუკვლეველი.

გამოვიკვლიე აგერ და ფაქტი დავდე. დანარჩენი უკვე სხვა გადაწყვიტოს რა ურჩევნია.

უი ჰო წონაშიც დავიკელი ბევრი. როგორც წამლებამდე ვიყავი თითქმის ეგრე ვარ.
ერთიორი ლაშქრობაც და ჩამოვალ 70-ზე

Posted by: torckiko 25 Aug 2019, 19:30
QUOTE (NinjaRacer @ 25 Aug 2019, 19:27 )

მინერალებისთვის არსებობს საკვები დანამატები და მინერალური წყლები რომლითაც ასე თუი ისე ვივსებ ნორმას რაც არის და არ ვკვდები.

არის ხალხი მთელი ცხოვრება ხორცზე და არ კვდებიან.
რავი ჩემი ჯანმრთლებოა 1-დან 10მდე ავიდა პირიქით. აქამდე ყველა მეთოდი ექიმი და პროცედურა და წამალი მაქვს გავლილი.
15 წელია უკვე ეს დაავადება მაქვს გაქანებული.

ჰოდა ასე უცებ გამოვკეთდი რავი...
მინერალების დედაც.
არავის უთქვამს მარტო ხორცის ჭამით მინერალებისგან დაიცლებიო მომენტ. ესეც გამოსაკვლევია.

მედიცინაში ყველაზე რთული და თითქმის შეუძლებელია კვლევა დიეტაზე. არ არსებობს არცერთი ზუსტი კვლევა მსოფლიოში. რადგან ადამიანის დიეტის კონტროლი ზუსტი შეუძლებელია, ბევრი ფაქტორია და ბევრი ცვლადია. 20 ადამიანს სიტყვაზე ერთიდაიგივე ზუსტად კვებაზე და ერთიდიაგივე პირობებში ვერ ჩასვამს ვერცერთი მკვლევარი ვერასდროს.

ამიტომ დიეტის ზემოქმედება დაავადებებზე არის თითქმის საერთოდ გამოუკვლეველი.

გამოვიკვლიე აგერ და ფაქტი დავდე. დანარჩენი უკვე სხვა გადაწყვიტოს რა ურჩევნია.

მააგში გეთანხმები, ყველაფერი ინდივიდულაურია, წამლებიც და დიეტაც, ვნახოთ ჯერ დავიცავ ამ კვებას რაც დამინიშნეს, ყველაფერი დაბლნდერებული და საბავშვო ფაფები

Posted by: NinjaRacer 25 Aug 2019, 19:35
torckiko
QUOTE
მააგში გეთანხმები, ყველაფერი ინდივიდულაურია, წამლებიც და დიეტაც, ვნახოთ ჯერ დავიცავ ამ კვებას რაც დამინიშნეს, ყველაფერი დაბლნდერებული და საბავშვო ფაფები

თუ არ გიშველა მერე ცადე რაც დავწერე

და თავს დავდებ. რომ უეჭველი მოგეხსნება ყველანარი დისკომფორტი და თავს 10ჯერ უკეთ იგრნობ.
1 კვირა მაინც რო გაქაჩო თავად ნახავ.

წარმატებები smile.gif ჯანზე იყავი.

Posted by: Tornike Alashvili 24 Oct 2019, 11:58
NinjaRacer
QUOTE
ანუ იმის თქმა გინდა რომ ჰომეოფათია მეტია მედიცინაზე და მეცნიერებაზე?

არა .მეცნიერებაზე ზევით არ არის.
უბრალოდ მეცნიერული თვალსაზრისით ჰომეოპათია უსწრებს .
გუშინ დავწერე ამაზე ცოტა #55401093 https://forum.ge/?f=15&showtopic=35082020&st=15

რაც შეეხება ვისცერალურ მასაჯს- მათაც ააქვთ მშვენიერი სედეგები . თვლიან რომ ამ პათოლოგიის დროს ოდის სფინქტერი არ იხურება ბოლომდე და ნაღველი სულ გადმოდის ნაწლავებში. აკეთებენ მეს საპროექციო არეში მასტიმულირებელ მასაჯს და წყდება ფაღარათები, ხორცდება წყლულები

Posted by: torckiko 24 Oct 2019, 16:20
QUOTE (Tornike Alashvili @ 24 Oct 2019, 11:58 )
NinjaRacer
[QUOTE]ანუ იმის თქმა გინდა რომ ჰომეოფათია მეტია მედიცინაზე და მეცნიერებაზე?

მე პირადად მჯერა ჰომეოპათიის, უბრალოდ არ ვთვლი რომ საქართველოში ეგ ვინმემ რეალურად იცოდეს. მაგიტომ არ ვრისკავ ჰომეოპათთან მისვლას., როცა შედეგი არაა ყოველთვის ხომ მაინც პაციენტია დამანაშავე. სამწუხაროდ ასეტი მიდგომა აქვთ ჩვენს ექიმებს

Posted by: Tornike Alashvili 24 Oct 2019, 23:55
torckiko
QUOTE
როცა შედეგი არაა ყოველთვის ხომ მაინც პაციენტია დამანაშავე. სამწუხაროდ ასეტი მიდგომა აქვთ ჩვენს ექიმებს

თუ არსად არ მიცურავ -არ იქნება თანმხლები ქარი- მონტემ თქვა.
თუ არ იმკურნალებ -ვერც შედეგს გამოცდი- ეს 100% ასეა.

რავიცი ამ პრობლემით ყოფილა ჩვენთან ფეხმძიმე ქალბატონიც - მე 3-4 თვის ფეხმძიმობაზე 20ჯერ რომ გადიოდა კუჭში და სულ სისხლზე. მოვარჩინეთ ისე რომ ფეხმძიმობაც კარგად დამთავრდა და მას შემდეგ კიდევ გააჩინა 3 შვილი. 8-9 წელია ისეთი რემისიაა საერთოდ კუჭის აშლა აღარ იცის რა არის არა მარტო სისხლი. მისმა ქმარმა მაჩუქა თორნიკე ერისთავის ხატი. თავადაც დამიხატა და საგვარეული დიდი ხატი მათ შეუკვეთე. გვიმკურნალია ისეთი პაციენტებისთვის, ვინც 3-5 ლიტრა ღვინს სვამს და ნახევარ ბატკანს ერთ ჭამაზე. ძალიამ მძიმე პაციენტებიც ამოგვიქაჩავს თანდათან . ვისაც უნდა - არააპრობლემა სედეგზე გასვლის. ვისაც არ უნდა - ძალით არავინ არ დაგიწყებს მკურნალობას .ისე სწორი ხარ ერთ საკითხში - ბევრია საქართველოში ისეთი ჰომეოპათი, რომელთაც წარმოდგენაც კი არააქვს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის მკურნალობაზე, არც ჩიყვის და არც სურდოსი.
სახელს უტეხენ ჰომეოპათიას
და პაციენტებში უნდობლობას თესენ

Posted by: Anna Ricci 25 Dec 2019, 11:00
არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტით ინკუნება ხალხი .საქართველოში ათობით პაციენტია უკვე პრაქტიკულად განკურნებული და ჩვეულებრივ კვებით რეჯიმზე რომ არის. ეს ჰომეოპათიის დამსახურებაა და მიღწევა. გასტროენტეროლოგებსაც გამოუგზავნიათ პაცინეტები, ვინაიდან თვალსაჩინოა შედეგები. რა განაპირობებს ამ შედეგებს? უფრო დეტალური ანალიზი გამომწვევი მიზეზების . ერთის მხრივ აუტოიმუნურ პროცესებს რთავენ ძლიერი თანამედროვე ანტიბიოტიკები და მათგან გაწმენდაა საჭირო. მეორეს ფატერის სფინტერია მოდუნებული და ზედმეტი ნაღველი გადმოედინება ნაწლავებში , რაც ფაღარათს და სქლეი ნაწლავის კედლების გაღიზიანებას, დაწყლულებას დამატებით უწყობს ხელს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ფსიქოსომატიკას. აქაც არის ხშირად მუშაობა საჭირო,რაც ჰომეოპათიას უკვეთ გამოდის- ტოქსინებიდან გაწმწნდაც, ერთიანი ჰოლისტიკური მიდგომაც, ფსიქო-ნერვული პრობლემების კორრექციაც. ერთი უნივერსალური წამალი ყველასათვის არ არსებობს. ყოველი პაციენტი ინდივიდუალურია .
ასევე განსხვავებულია ექიმების ცოდნა და გამოცდილებაც.

Posted by: torckiko 25 Dec 2019, 16:11
Aq rato ar chndeba aravin vinc imkurnala da shedegi miigo? Am temashi marto ori vpostavt. Daceron da gagviziaron gamocdileba, marto eqimebi cert rom kurnavt magram morchenili pacienti ertic ar shemosula. Gadaxedet sxva temebs kvela cers vin romel eqimtan iko da ra scada.

Posted by: თინათინMD 14 Jan 2021, 10:34
მოგესალმებით,
საქართველოში შემოვიდა წყლულოვანი კოლიტის უახლესი თაობის სამკურნალო საშუალება, საფრანგეთიდან , უფასო პროგრამაა ,
პრეპარატი მიზანმიმართულად უკავშირდება ანთების გამომწვევ უჯრედებს
თუ გამწვავება გაქვთ ისევ სისხლდენით , შეგიძლიათ დეტალებზე დაურეკოთ 598-75-79-67

ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: natka80 15 Aug 2021, 00:50
აქ პოტავს ვინმე?
როგორ ხართ, როგორ უმკლავდებით იქნებ დაწეროთ.
სავარაუდოდ წყლულოვანი კოლიტი მაქვს, კვლებში ვარ ჯერ. საზღვარგარეთ ვარ და ერთი კვლევიდან მეორემდე კვირები ელოდები. იმედია ვიცოცხლებ იქამდე

Posted by: torckiko 15 Aug 2021, 09:49
QUOTE (natka80 @ 15 Aug 2021, 00:50 )
აქ პოტავს ვინმე?
როგორ ხართ, როგორ უმკლავდებით იქნებ დაწეროთ.
სავარაუდოდ წყლულოვანი კოლიტი მაქვს, კვლებში ვარ ჯერ. საზღვარგარეთ ვარ და ერთი კვლევიდან მეორემდე კვირები ელოდები. იმედია ვიცოცხლებ იქამდე

რა სიმპტომები გჰაქვთ? მე კრონი მაქვს თუმცა თავიდან წლულოვანი დამისვეს. მკურნალობა დგინიშნეს?

Posted by: natka80 15 Aug 2021, 11:46
torckiko

პერიოდული დიარეა, პერიოდულად სისხლი, ანუსთან გაღიზინებული და საშინელი დისკომფორტი მუცელში. ჯერ მკურნალობა არ დაუნიშნავთ რადგან უნდა დაადგინონ ზუსტად. სავარაუდოდ მითხრა ექიმმა თუ უფრო ცუდი არ მითხრეს რა ვიცი, კი მოვკვდი ნერვიულობით და მგონია უფრო ცუდი რამე მჭირს. სისხლის ანალიზი ,ჩავაბარე. კალპროტექტინზე ავიღე კიდე. ეხლა ეხოდან ველოდები წერილს რომ გამომიძახონ. მერე იმის მიხედვით მეტყვიის ან დამიშვებს დამატებით კვლევებზე თუ არ გაიწელა ერთი წელი და ცოცხალი დავრჩი.

ეხლა როგორ ხარ?

Posted by: torckiko 16 Aug 2021, 09:31
QUOTE (natka80 @ 15 Aug 2021, 11:46 )

პერიოდული დიარეა, პერიოდულად სისხლი, ანუსთან გაღიზინებული და საშინელი დისკომფორტი მუცელში. ჯერ მკურნალობა არ დაუნიშნავთ რადგან უნდა დაადგინონ ზუსტად. სავარაუდოდ მითხრა ექიმმა თუ უფრო ცუდი არ მითხრეს რა ვიცი, კი მოვკვდი ნერვიულობით და მგონია უფრო ცუდი რამე მჭირს. სისხლის ანალიზი ,ჩავაბარე. კალპროტექტინზე ავიღე კიდე. ეხლა ეხოდან ველოდები წერილს რომ გამომიძახონ. მერე იმის მიხედვით მეტყვიის ან დამიშვებს დამატებით კვლევებზე თუ არ გაიწელა ერთი წელი და ცოცხალი დავრჩი.

ეხლა როგორ ხარ?

რა კვლევა ჩაიტარე? კოლონოსკოპია არ გაიკეთე? მაგით სვამენ დიაგნოზს ნუ მე რენტგენიც დამჭირდა რომ წვრილი ნაწლავიც ენახათ. კალპროტექტინს აქ არც ამოწმებენ და ბევრი ექიმი არც აღიარებს. ჯერჯერობით შედეგი არ მაქვს მკურნალობით, პირიქით უარესობისკენ მივდივა. პრქტოლოგმა გნახათ?

Posted by: natka80 16 Aug 2021, 14:12
torckiko

ჯერ ვინ მიმიშვა პროქტოლოგამდე, საქართველოში არ ვარ და ოჯახის ექიმმა უნდა გაგიშვას. ჯერ ექოს პასუხს ელოდება ექიმი და მერე გამიშვებს.. იმედი მაქვს sad.gif თუ არ გაიშვა დაჟინებით მოვითხოვ. ისე აბა როგორ უნდა გაიგოს მაღტლა ნაწლავის ანთებაა თუ არა, მეც ვიცი რომ სწორ პასუხს კოლონოსკოპია იძლევა.

კრონის დაავადებას ხომ აქვს რემისიის პერიოდები? ალბათ გამწვავების პროცესი აქვს ეხლა შენთან.
მუდმივად გტკივა? არ გაქვს ხოლმე შედარებით მშვიდი პერიოდები?

Posted by: torckiko 17 Aug 2021, 09:03
QUOTE (natka80 @ 16 Aug 2021, 14:12 )

ჯერ ვინ მიმიშვა პროქტოლოგამდე, საქართველოში არ ვარ და ოჯახის ექიმმა უნდა გაგიშვას. ჯერ ექოს პასუხს ელოდება ექიმი და მერე გამიშვებს.. იმედი მაქვს sad.gif თუ არ გაიშვა დაჟინებით მოვითხოვ. ისე აბა როგორ უნდა გაიგოს მაღტლა ნაწლავის ანთებაა თუ არა, მეც ვიცი რომ სწორ პასუხს კოლონოსკოპია იძლევა.

კრონის დაავადებას ხომ აქვს რემისიის პერიოდები? ალბათ გამწვავების პროცესი აქვს ეხლა შენთან.
მუდმივად გტკივა? არ გაქვს ხოლმე შედარებით მშვიდი პერიოდები?

კალპროტექტინი იყო მომატბული? რემისია კი აქვს მაგრამ 2 წელია და მე უარესად ვარ. ძაან რთულია კრონის და წლულოვანის რემისიაში გადაყვანა. აქ ისეთი დაბალი კვალიფიკაციის ექიმები გვყვავს რო

Posted by: natka80 17 Aug 2021, 15:19
torckiko
სამედიცინო ელექტრონულ ჟურნალში ვნახე პასუხი ,არ ვიცი ჯერ რას ნიშნავს. პასუხი <5 UG/G წერია.
მე სადაც ვარ ( შვედეთში) იყო კლინიკიდან ახალი განცხადება რომ მსურველებს ეძებენ ახალი კვლევისთვის და ახალი წამლის დასამტკიცებლად. ვისაც წყლულოვანი კოლიტი აქვს. ვითარდება მედიცინა და იქნებ უკეთესი წამალი გამოვიდეს უახლოეს მომავალში.
შეიძლება სქესი გკითხო?
მაინტერესებს თუ გაქვს სასახური, როგორ ახერხებ მუშაობას?

Posted by: junior1976 23 Aug 2021, 14:32
მოგესალმებით. მე მაქვს ეს დიაგნოზი, ზუსტად ჯერ არ დადგინდა წყლულოვანი კოლიტია თუ კრონის დაავადება. პირველი ეპიზოდი მქონდა 2021 წლის აპრილში, ამ პერიოდის განმავლობაში ჩავიტარე 2 კოლონოსკოპია და უამრავი კვლევა კალპტოტექტინიდან დაწყებული და ასკა/ანკა თი დამთავრებული.
პირველი ეპიზოდი ამილაგდა ციფრინოლის და ტრიქოპოლის ფონზე. მთელი ზაფხული კარგად ვიყავი, გუშინ ისევ დამეწყო სისხლიანი ლორწო ეგრევე დავიწყე ისევ ციპრინოლი. ჯერ არაფერს სხვას არ მიმატებენ. ბოლო კოლონოსკოპიის მიხედვით დასკვნაში მეწერა ილეოკოლიტი. პირველი კოლონოსკოპიის მიხედვით ქრონიკული წყლულოვანი კოლიტი რადგან მაგ დროს ანთება მქონდა მხოლოდ მსხვილ ნაწლავში. მეორე კოლონოსკოპიის დროს კი უკვე იყო ერთი კერა წვრილ ნაწლავშიც.

Posted by: natka80 23 Aug 2021, 15:49
junior1976
როგორც ვიცი წამლები მუდმივად უნდა სვა მაშინაც როცა უკეტესობას იგრძნობ არ უნდა შეეშვა. შეიძლება მალევე განმეორდეს.
მე ჯერ კვლევებზე ვარ.

Posted by: junior1976 23 Aug 2021, 23:01
QUOTE (natka80 @ 23 Aug 2021, 15:49 )
junior1976
როგორც ვიცი წამლები მუდმივად უნდა სვა მაშინაც როცა უკეტესობას იგრძნობ არ უნდა შეეშვა. შეიძლება მალევე განმეორდეს.
მე ჯერ კვლევებზე ვარ.

დიახ ზოგადად სულ უნდა დალიო წამლები, თუმცა ჩემი ნებით ხომ არ დავლევ? უნდა დამინიშნონ

Posted by: torckiko 24 Aug 2021, 09:33
QUOTE (junior1976 @ 23 Aug 2021, 14:32 )
მოგესალმებით. მე მაქვს ეს დიაგნოზი, ზუსტად ჯერ არ დადგინდა წყლულოვანი კოლიტია თუ კრონის დაავადება. პირველი ეპიზოდი მქონდა 2021 წლის აპრილში, ამ პერიოდის განმავლობაში ჩავიტარე 2 კოლონოსკოპია და უამრავი კვლევა კალპტოტექტინიდან დაწყებული და ასკა/ანკა თი დამთავრებული.
პირველი ეპიზოდი ამილაგდა ციფრინოლის და ტრიქოპოლის ფონზე. მთელი ზაფხული კარგად ვიყავი, გუშინ ისევ დამეწყო სისხლიანი ლორწო ეგრევე დავიწყე ისევ ციპრინოლი. ჯერ არაფერს სხვას არ მიმატებენ. ბოლო კოლონოსკოპიის მიხედვით დასკვნაში მეწერა ილეოკოლიტი. პირველი კოლონოსკოპიის მიხედვით ქრონიკული წყლულოვანი კოლიტი რადგან მაგ დროს ანთება მქონდა მხოლოდ მსხვილ ნაწლავში. მეორე კოლონოსკოპიის დროს კი უკვე იყო ერთი კერა წვრილ ნაწლავშიც.

წლულოვანი კოლიტი მხოლოდ მსხვილ ნაწლავს აზიანებს,თუ წვრილიცაა დიდი ალბათობით კრონია, თავიდან მეც წლულოვანი დამისვეს და მერე უკვე წვრილ ნაწლავშიც გჩნდა წლულები და კრონი მითხრეს საბოლოოდ. ციპრინოლმა და მეტრონიდაზოლმა მე არანაირი შედეგი არ მომცა საერთოდ. სულფასალაზინი ან პენტასა არ დაგინიშბეს? ვისთან გაიკეთე კოლონოსკოპია? ვინ არის მკურნალი ექიმი?

Posted by: junior1976 29 Aug 2021, 19:18
QUOTE (torckiko @ 24 Aug 2021, 09:33 )

პირველი კოლონოსკოპია გავიკეთე გია მუხაშავრიასთან, მეორე თოდუაში მამუკასთან. თენგიზ თელიასთან დავდივარ. არ დამინიშნა პენტასა ჯერ ჯერობით. თქვენ ვისთან დადიხართ?

Posted by: torckiko 30 Aug 2021, 10:13
QUOTE (junior1976 @ 29 Aug 2021, 19:18 )

პირველი კოლონოსკოპია გავიკეთე გია მუხაშავრიასთან, მეორე თოდუაში მამუკასთან. თენგიზ თელიასთან დავდივარ. არ დამინიშნა პენტასა ჯერ ჯერობით. თქვენ ვისთან დადიხართ?

ესე მოკლე პერიოდში მეორე კოლონკოპია რატომ დაგჭირდა? მუხაშავრიას დიაგნოზი დააყენეს ეჭქვეშ? აბა რა მკურნალობას იტარებ? ამჟამად ოჯახის ექიმთან დავიდვარ უკვე, პენტასა ვერ ავიტანე და სულფასალაზინზე ვარ

Posted by: junior1976 31 Aug 2021, 10:36
QUOTE (torckiko @ 30 Aug 2021, 10:13 )
[/QUOTE]
ესე მოკლე პერიოდში მეორე კოლონკოპია რატომ დაგჭირდა? მუხაშავრიას დიაგნოზი დააყენეს ეჭქვეშ? აბა რა მკურნალობას იტარებ? ამჟამად ოჯახის ექიმთან დავიდვარ უკვე, პენტასა ვერ ავიტანე და სულფასალაზინზე ვარ

პირველი ეპიზოდის მერე ძალიან მალე გამოვედი რემისიაში მხოლოდ ციპროთი ამიტომ ექიმმა იფიქრა რომ ინფექციური ხასიათის იყო და შემომთავაზა რამოდენიმე თვეში მკურნალობის გარეშე დავაკვირდეთ მდგომარეობას და კოლონოსკოპიაც გავიკეთოთ როგორ შეიცვლებოდა სურათი. მეორე კოლონოსკოპიის მიხედვით უკეთესი სურათი იყო, თუმცა 2 კერა მაინც იყო, და ერთ ერთი წვრილ ნაწლავში რაც წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზს კითხვის ქვეშ აყენებს და უფრო კრონისკენ მიყავს.
ვარ გაწევრიანებული ერთ ერთ ჯგუფში ტელეგრამში რუსულენოვანი ჯგუფია და მანდ ყველა არის კრონის დიაგნოზით. რაც წავიკითხე ეს პენტასა და სულფასალაზინი დიდად არავის არ შველის, ძირითადათ ვისაც რთულ ფორმებში აქვს ყველა ბიო პრეპარატებზეა.

Posted by: torckiko 1 Sep 2021, 10:38
QUOTE (junior1976 @ 31 Aug 2021, 10:36 )

პირველი ეპიზოდის მერე ძალიან მალე გამოვედი რემისიაში მხოლოდ ციპროთი ამიტომ ექიმმა იფიქრა რომ ინფექციური ხასიათის იყო და შემომთავაზა რამოდენიმე თვეში მკურნალობის გარეშე დავაკვირდეთ მდგომარეობას და კოლონოსკოპიაც გავიკეთოთ როგორ შეიცვლებოდა სურათი. მეორე კოლონოსკოპიის მიხედვით უკეთესი სურათი იყო, თუმცა 2 კერა მაინც იყო, და ერთ ერთი წვრილ ნაწლავში რაც წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზს კითხვის ქვეშ აყენებს და უფრო კრონისკენ მიყავს.
ვარ გაწევრიანებული ერთ ერთ ჯგუფში ტელეგრამში რუსულენოვანი ჯგუფია და მანდ ყველა არის კრონის დიაგნოზით. რაც წავიკითხე ეს პენტასა და სულფასალაზინი დიდად არავის არ შველის, ძირითადათ ვისაც რთულ ფორმებში აქვს ყველა ბიო პრეპარატებზეა.

ორივე საშინელი დაავდებაა და მკურნალობა ერთია ორივე შEმთხვევაში. მეც ვარ მაგ ჯგუფებში და ბევრს ბიოც არ შველის და ოპერაცია სჭირდებათ. საქართველოში კი არა მგონია ბიო პრეპარატები იყოს. ეხლა რა მკურნალობას იტარებ? ბიოფისა არ აიღეს?

Posted by: junior1976 3 Sep 2021, 13:36
QUOTE (torckiko @ 1 Sep 2021, 10:38 )

ორივე საშინელი დაავდებაა და მკურნალობა ერთია ორივე შEმთხვევაში. მეც ვარ მაგ ჯგუფებში და ბევრს ბიოც არ შველის და ოპერაცია სჭირდებათ. საქართველოში კი არა მგონია ბიო პრეპარატები იყოს. ეხლა რა მკურნალობას იტარებ? ბიოფისა არ აიღეს?

კი ბიოფსია ამიღეს ორივე ჯერზე. ბოლო ბიოფსიის მიხედვით დამიწერეს ილეოკოლიტი. ეხლა ვსვავ ციპრო+ ტრიქოპოლი მხოლოდ.
რო მოვრჩები მივალ და ვნახოთ რას მეტყვის. პენტასა 1 თვის ნაყიდი მაქვს უკვე , სხვა ექიმმა დამინიშნა, და ამან მომიხსნა მაინც ინფექციური/ბაქტერიული რაღაცა ეგონა, თუმცა ყველაფერზე ჩავაბარე იმდენი ანალიზი მაქვს და არაფერი მსგავსი არ ამოითესა. ჰეპატიდან დაწყებული, შიდსით დამთავრებული, მილიონი ანალიზი ჩავაბარე. რატომ არ მინიშნავს არ ვიცი. სხვაგანაც აღარ მინდა წასვლა, დავიღალე ამდენი სიარულით, და სადაც მიხვალ თავიდან გიშვებენ ანალიზებზე. მაინც საბოლოო მკურნალობა ერთია. მთელი ზაფხული კარგად ვიყავი საერთოდ არ მქონდა პრობლემა. ეხლა ეს ბოლო 1 კვირაა არეული მაქვს ისევ. რაც შეეხება ბიო პრეპარატებს რუსეთში ამ დაავადებაზე ინვალიდობას აძლევენ და უფასოდ უკეთებენ ბიოს, ისე მგონი ძალიან ძვირია რამოდენიმე ათასი დოლარი ღირს. დიდად არც მინდა , ჯერ ჯერობით არ მაქვს ესეთი მდგომარეობა, პირველი ხაზია სულფასალაზინი, მერე ჰორმონებს ამატებენ და ბიო უკვე ბოლო შანსია). ჰორმონებს გინიშნავენ? ეხლა როგორ გრძნობ თავს , რა გაწუხებს?

Posted by: torckiko 4 Sep 2021, 09:29
QUOTE (junior1976 @ 3 Sep 2021, 13:36 )

ეგაა რა, ყველგან ახლა კვლევებს ითხოვენ თან თითქოს კაპიკები ღირს. პენტასა მე ევრ ავიტანე ლამის კუჭი გამიხეთქა ისეთი ტკივილები დამეწყო. მესამე წელია და რემისია ჯერ არ მქონია, საშინელი ტკივილები მაქვს მთელ მუცელში, პლიუს ლორწო, სისხლი. ჰორმონებს ვერ მინიშნავენ რომ ოსტეოპოროზიც მაქვს. სწორი ნაწლავი არ გაწუხებს? წლულოვანი ყოველთვის მანდედან იწყება. ციპრო და ტრიხოპოლი რამდენი დღIტ გაქვს დანიშნული, მე 10 დღე მინიშნავდნენ

Posted by: junior1976 4 Sep 2021, 15:57
ამდენი ხანი თუ არ გაქვს რემისია, წესით უნდა შეგიცვალონ პრეპარატი, არ გშველის და რისთვის სვავ?
მე 14 დღით დამინიშნეს, ტკივილები არ მაქვს, ერთადერთი რაც მაწუხებს არის დიარეა.

Posted by: torckiko 5 Sep 2021, 09:17
QUOTE (junior1976 @ 4 Sep 2021, 15:57 )
ამდენი ხანი თუ არ გაქვს რემისია, წესით უნდა შეგიცვალონ პრეპარატი, არ გშველის და რისთვის სვავ?
მე 14 დღით დამინიშნეს, ტკივილები არ მაქვს, ერთადერთი რაც მაწუხებს არის დიარეა.

პენტასაზე გადამიყვანეს მაგრამ ვერ ავიტანე და სულფასალაზინის დოზა გაზარდეს. ძაან რთულია მაგის რემისიაში გადაყვანა ზოგადად, ბევრია ჩემს დღეში

Posted by: junior1976 6 Sep 2021, 23:31
საქართველოში ნეტა რამდენი პაციენტია ამ დიაგნოზით, მგონი მე და თქვენ

Posted by: torckiko 7 Sep 2021, 09:11
QUOTE (junior1976 @ 6 Sep 2021, 23:31 )
საქართველოში ნეტა რამდენი პაციენტია ამ დიაგნოზით, მგონი მე და თქვენ

არიან უბრალოდ არ ჩნდებიან რატომღაც, სრცხვენიათ და მიზეზს ვერ ვხვდები

Posted by: theaeka 23 Sep 2021, 22:15
მოგესალმებით. კლინიკური კვლევების ფარგლებში არის პრეპარატი ჰუმირა. (საკვლევი პრეპარატი არის ტაბლეტი, რომელიც ჰუმირას დაემატება) . საშუალო და მძიმე წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებისათვის. თუ დაინტერესდებით პმ-ში მომწერეთ.

Posted by: torckiko 26 Oct 2021, 10:14
გამარჯობა, მაინტერესებს ვინმეს ბუდენოფალკი თუ გიცდიათ კრონზე ან წლულოვანზე?

Posted by: NinjaRacer 26 Oct 2021, 10:47
არაფერი არ შველის ამ დედა#####ულ დაავადებას.

ბოლოს კიბო დამემართება მოვკვდები.

ოღონდ მანამდე უნდა ვიტანჯო რამდენიმე წელი კიდე.

up.gif

Posted by: torckiko 27 Oct 2021, 09:23
QUOTE (NinjaRacer @ 26 Oct 2021, 10:47 )
არაფერი არ შველის ამ დედა#####ულ დაავადებას.

ბოლოს კიბო დამემართება მოვკვდები.

ოღონდ მანამდე უნდა ვიტანჯო რამდენიმე წელი კიდე.

up.gif

ამას უკვე კიბო სჯობია, არანაირი წამალი და არანაირი დიეტა არ მშველის

Posted by: soposopo5798 27 Oct 2021, 15:27
მოგესალმებით, მე მაქვს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და 2 წელია თითქმის ვარ ჩართული უფასო პროგრამაში, სადაც მიტარებენ უამრავ გამოკვლევებს და აკონტროლებენ ჩემს დაავადებას. იმდენად კმაყოფილი ვარ რომ მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი მდგომარეობა. იმდენად კარგად ვარ რომ ხანდახან მავიწყდება ჩემი დაავადების სიმძიმე, რომელიც ახასიათებს გამწვავების დროს. ეს პროგრამა აქვთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კერძოდ ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის მოგწერთ პირადში ყველა დეტალს რაც დაგაინტერესებთ. ეს პროგრამა ვრცელდება ასევე კრონის დაავადების მქონე პაციენტებზეც. (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ორივე ერთი ეტიოლოგიის არის კერძოდ აუტოიმუნურია). რაც მთავარია ყველა გამოკვლევა მათ შორის კოლონოსკოპიაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადებების დროს უფასოა. მე რეკომენდაციას ვუწევ და მინდა რომ თქვენც დაგეხმაროთ. ეს არ არის ამერიკული პროგრამა რომელიც საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი.

Posted by: Wyluli 23 Dec 2021, 17:54
მოგესალმებით.
არ ვიცი ჩემი პოსტი გამოჩნდება თუ არ ფორუმზე პირველად ვარ, ჩემს შვილს აწუხებს ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 13 წლის ბავშვს, ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ გვაქვს დადასტურებული, მგონი ცუდი არ იქნება თუ გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთმანეთს სოციალურ ქსელში თუ დავიმატებთ იქ გავაგრძელებთ ურთიერთობას ჯგუფში.
* * *
საქართველოში ნაწლავის ანთებითი დაავადებების მკურნალი გასტროენტეროლოგები და სამკურნალო საშუალებები არ გვაქვს და არ გვყავს, სამწუხაროდ ძალიან ჩამოვრჩებით რუსეთსაც კი აღარაფერს ვლაპარაკობ ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროზე, ამიტომ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება დაავადების სწორ მართვაში. ერთმანეთთან საურთიერთო უფრო აქტიური ფორმა გვჭირდება აუცილებლად, ალბად ჯგუფი ფეისბუკზე ყველაზე ოპტიმალურია თუ არსებობს ასეთი უკვე გთხოვთ დაწეროთ.
* * *
გამარჯობა. სამწუხაროდ მე არ მაქვს ჩემს 13 წლის შვილს აქვს ნეტა მე მქონდეს და ბავშვს არაფერი სჭირდეს. ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი ექიმი გამოვიცვალეთ, ბავშვთა გასტროენტეროლოგიაში ძალიან გვიჭირს კიდევ უფრო მეტად ვიდრე მოზრდილების გასტროენტეროლოგებში, ეხლა საერთოდ არ მყავს გასტროენტეროლოგი აქამდე ანტიჰესტამინური წამლებით მოვდივართ, ვანსიარდუო და პოლიზინით ვარეგულირებთ. დადასტურებული არც კოლიტი აქვს და არც კრონი, 3 წლის უკან ლომბახიდან ორივეზე უარყოფითი ჩამოვიდა, თან უცნაურად აქვს შეიძლება სულფასალაზინი და პენტასა საერთოდ არ მივცე ხანგრძლივად და არავითარი გამწვავება არ ჰქონდეს, მაგრამ ანტიჰესტამინურის არ მიღების შემთხვევაში მეორე მესამე დღესვე უმწვავდება, გამწვავების ფაზა აქვს კიდე დეკემბერში ყოველ დეკემბერს აგერ უკვე 3 წელია მწარეთ ვხვდებით ახალ წელს, რაღაც პერიოდი 2 თვე დაახლოებით მიყვება გამწვავება მერე მხოლოდ ანტიჰესტამინურზე მყავს.ალერგოლოგ რუსუდან ქარსელაძესთან დამყავს პერიოდულად ეს ანტიჰესტამინურებიც მისი აღმოჩენილია, ძალიან ჭკვიანი ქალბატონია, და როგორც უვიცი ბავშვთა გასტროენტეროლოგები საბჭოთა გაიდლაინით არ ხელმძღვანელობს, ეხლა მითხრა ალერგოლოგმა რაღაც ამერიკული პროგრამაა 18 წლამდელებისთვისო 5 წლიანი, განკურნების პერსპექტივით, ოღონდ დადასტურებული უნდა ჰქონდეს კრონი ან კოლიტიო.
ხოდა ვარ ასეთ გაურკვევლობაში. ბევრს ვკითხულობ და ბევრ ინფორმაციას ვიღებ სხვადასხვა ინტერნეტ წყაროებიდან. ერთი რაც მაიმედებს, რომ ზღვარზე ვართ ალბათ ძალიან მალე გამოჩნდება საშველი მანამდე კი მაქსიმალურად, უნდა ვეცადოთ მცირე ძალებით შევაკავოთ ეს დაავადება რაც უფრო გვიან მიიღებ, ჰორმონებს მითუფეო უკეთესია, ნაკლები სტრესი ბევრი ინფორმაციის მიღება. განავლის ტრანსპლანტაცია სახ აქვს პერსპექტივა, გენურ ინჟინერიასაც და კიდე არის რაღაც პერსპექტივები უბრალოდ დრო უნდა მოვიგოთ და აქტიური კონტაქტი გვჭირდება ერთმანეთთან, გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებით უფრო მეტს უშველით ჩვენს თავს და ჩვენს ოჯახის წევრებს ციფრებს ვიდრე დამალვით და მიჩქმალვით ჯგუფი უნდა შეიქმნას ფეისბუკზე, უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ

Posted by: isuki 10 Jan 2022, 15:19
რა სიმპტომები აქვს?
........................

Posted by: Laashk 10 Jan 2022, 17:42
კოლიტი რამდენ ნაირი არსებობს? წყლულოვანი და ქრონიკული? მეტი ტიპი არარის? და რომელია ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული ფორმა?

Posted by: isuki 11 Jan 2022, 11:47
Wyluli
QUOTE
13 წლის ბავშვს,

რამე სტრესის გადატანა მოუწია?

რატო დაემართა?

იქნებ ავტოიმუნური დაავადებაა?

რაიმე საკვების ან ამ საკვემში შემავალი კომპონენტის მიმართა ინტოლერანტულობა?
და დროთა განმავლობაში დაუზიანა.

Posted by: Wyluli 20 Jan 2022, 17:57
არსად არაფერი არ ამოუვარდა, ერთი დ ვიტამინის დეფიციტის აქვს (დ ვიტამინი 8) და კოლონოსკოპიის აღებულ სინჯებში ეოზინოფილია ანუ ალერგიული ინფილტრატების დიდი რაოდენობა ამოვიდა ორივეჯერ 3 წლის შუალედში.
* * *
დ ვიტამინის დიდ დოზებს ვაძლევთ 10000, უკვე 10 დღეა მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ აქვს. თუ ასე გაგრძელდა ალბათ მალე ჰორმონებზე გადავიყვანთ. უკვე აღარ ვიცი სხვა რაშეიძლება გავაკეთო.

Posted by: Hobart 5 Feb 2022, 04:15
რა დიეტას იცავთ ამ დროს?____________________

Posted by: merkantil 29 Jan 2023, 13:54
natka80
ეხლა როგორ ხართ? დაწერეთ, რა დაგიდგინეს და როგორ განვიათარდა მოვლენები.

* * *
Wyluli
დაწერეთ რა, როგორ არის ბავშვი? რა დაუდგინეს?

Posted by: natka80 12 Apr 2023, 00:39
merkantil
არ იყო წყლულოვანი კოლიტი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

Posted by: merkantil 12 Apr 2023, 11:46
natka80
გასაგებია. სტრესი გქონდათ პარალელურად? როგორ იმკურნალეთ და ეხლა როგორ ხართ?

Posted by: Tornike Alashvili 22 Apr 2023, 02:13
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/839-2009-03-03-13-38-41.html
-ზოგადი ინფორმაცია.

აუტოიმუნური დაავადებები საერთოდ ვითარდება ინტოქსიკაციის შედეგად. რა თქმა უნდა გენეტიკური მიდრეკილების და ფსიქო-სომატიური,ანუ სტრესების ფონზე . ინტოქსიკაციის წყარო ხშირად ანტიბიოტიკებია და აცრები. სწორი მკურნალობა შეუძლებელია დეტოქსიკაციის და სწორი ფსიქოემოციური კორექციის გარეშე . დიეტა და ფარმაკოთერაპია მხოლოდ დროებით შემსუბუქებას იძლევა ან რემისიას. ჰომეოპათიით მრავალი პაციენტია უკვე ნამკურნალები და ათობით წელი ვახდენთ დაკვირვებას-სტაბილური სიტუაციაა. აქ უბრალოს არავი არ შემოდის 2-3 კაცის გარდა და მეც წელიწადში 2-3 ჯერ თუ შემოვიხედავ.

რაც შეეხება პლაცებოს და მტკიცებულებებს -ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებში გვაქვს ამაზე კამათი -https://www.youtube.com/watch?v=HoXvVC3lVfQ&lc=UgwMracWRiisTdrmE094AaABAg.9LO4Q0B2R-S9olFwr1R-hN .
მტკიცებულების მედიცინის წარმომაგდენელი და ჰომეოპათის საუბარია, მართალია რუსი ჰომეოპათი სუსტია და ვერ პასუხობს კარგად , მაგრამ კომენტარებში არის პასუხები ყველა კრიტიკაზე . მაგალიტად ჰომეოპათია-ცრუმეცნიერბებააო გასტროენტეროლოგი რომ იძახის და ჰომეოპათი პასუხობს -ჰომეოპათია -რთული მეცნიერებააო,ამაზე დღეს ვწერდი სწორედ ,ვათარგმი ახლა უბრალოდ რუსულიდან :
--- უზუსტობაა მის გამოთქმაში და მეტი არაფერი.
ჰომეოპათია ინდივიდუალური მკურნალობის რთული მეთოდოლოგიაა. რაც შეეხება მეცნიერებას, მედიცინა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერება, ის ცდილობს გახდეს მეცნიერება. და როდესაც ეს მოხდება, მას ექნება მისი ამოცანების, კანონებისა და კონცეფციების ზუსტი განმარტება. მედიცინის, როგორც მეცნიერების, განვითარების გზაზე ჰომეოპათია უკვე ითამაშა საკვანძო როლი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად შემოიტანა მედიცინაში წამლების კვლევის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდები, ექიმებმა დაიწყეს წამლების ტესტირება საკუთარ თავზე და ჯანმრთელ მოხალისეებზე, ტოქსიკოლოგიისა და პროფესიული დაავადებების შესწავლა. დავიწყეთ და ჩავატარეთ სისტემატური კვლევა, შემდეგ ვიპოვეთ თერაპიული კანონი. მედიცინის ზოგადი კანონი. Და მრავალი სხვა. და ა.შ... მედიცინის ისტორია ამ მიღწევებს გვერდს ვერ აუვლის. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი დუმს. ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეცნიერება და ჯანდაცვა. ავსტრალიის, იაპონიის, ტაივანის გარდა, ცოტა ადამიანი ზრუნავს ერის ჯანმრთელობაზე. ის ფაქტი, რომ ისინი ცდილობენ მედიცინაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის მეთოდების შეტანას, საერთოდ არ აქცევს მას მეცნიერებად. ეს ვიდეო ნათლად აჩვენებს ამას. ადამიანი თავს იჩენს მტკიც-ის მედიცინის-ის წარმომადგენელად და ამტკიცებს, რომ არ არსებობს ინდოიხვიო, რადგან მას ამის შესახებ ნაცნობმა ზოოლოგმა უთხრა. კარგი მტკიცებულებააა. დავამატებ თან, რომ oscilcoccinum საერთოდ არ არის ჰომოპათიური პრეპარატი. ეს არ გამოიყენება ან არ არის შემოთავაზებული ჰომეოპათების მიერ. განზავების ჰომეოპათიური მეთოდით არის უბრალოდ მიღებული .არააქვს გავლილი აქვს არცერთი გამოცდა ან არ არის პოპულარული ჰომეოპათებში. მას შეუძლია დახმარება, მაგრამ შემთხვევით გამოვიდა ასე და არა იმის გამო რომ ვითომ ოსცილოკოცინები არსებობს. უბრალოდ, იხვები გრიპით და ვირუსებით ასე მარტივად არ კვდებიან, უძლებენ უამრავ გრიპს და კორონას და მსგავსს. მათი ღვიძლის წამალს შეუძლია და აკეთებს ცოტას ბუარონი.
ათასი წლის წინ იყო მითრიდატიუმის პრეპარატი. , ასევე იხვების სისხლიდან. იმის გამო, რომ იხვები არც შხამებით კვდებიან, მითრიდატე პონტოელმა იხვს სხვადასხვა შხამი მისცა, შემდეგ კი სისხლიდან ან იხვებისა და ბალახების სისხლზე დაფუძნებულ პრეპარატებს სვამდა, მან შხამების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა. ის ნამდვილად არ მომკვდარა მოწამვლისგან და სთხოვა ჯარისკაცს ხმლით დაარტყა თავი, რომ არ დატყვევებულიყო.იხვი ზოგადად საინტერესო ობიექტია კვლევისთვის, მაგრამ ეს სულელებისთვის არ არის.
--------------
კიდევ ერთ კომენტარს ვთარგმნი :
-ჰომეოპათი სუსტია. რუსი.
როგორც დანარჩენი რუსული მედიცინა,
მაგრამ ოფიციალური მედიცინის დოქტორიც არ არის დონეზე,უბრალოდ მეტს ლაპარაკობს.ნამდვილი ჰომეოპათები კედელზე ააკრავდნენ. რას ქვია არ არის ბარბარიული იხვი. ეს არის მუსკატური იხვის მოშინაურებული ჯიში, ასევე მას ინდაურ-იხვი ჰქვია. ცნობილია, რომ იხვები სხვებზე მეტად ცოცხლობენ შხამებისა და ვირუსების შემდეგ, მათ ღვიძლს ბევრი რამ ახსოვს. იხვის ღვიძლის პრეპარატი ნამდვილად ეხმარება ბევრ ვირუსულ ინფექციას, თუმცა ეს არ არის კლასიკური ჰომეოპათია, ეს დადასტურებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებით. ბევრ ლინკს მოვიტანდი, მაგრამ გადავწურავ გადაცემას და პოსტები აქ სულელებისთვისაა განკუთვნილი, თუ არა, ივანუშკი თავად მოძებნე, მარტო შენს სულელურ, რუსულს დავდებ მაგალითად. https://www.elibrary.ru/item.asp?id=37539720. და როგორ მუშაობს ჰომეოპათია.-.
https://youtu.be/mKvUnVLasUk გსურთ კლინიკური კვლევა? გთხოვთ.დაიწყეთ იმ თერაპიული ეფექტებით,რომლებიც თითქმის არ არსებობს ფარმაკოლოგიაში.მაგალითად ტრავმის საწინააღმდეგო საშუალებები -არნიკა,ჰიპერიკუმი,ჰელბორუსი,რუს ტოქსიკოდენდრონი და ა.შ. ე. ან კელოიდების რეზორბციისთვის ოპერაციების და დამწვრობის შემდეგ. Silitsnya, Graphitum, calcarea fluorica, badyaga. ვინმემ გაიგოს, აიღოს ინდივიდუალურად, ყველა ერთად მივცეთ პაციენტების მეორე ჯგუფს, ხოლო საკონტროლო ჯგუფს - პლაცებო ჯერ-ჯერობით.შეაფასეთ და მერე წამლები რატომ არ გაქვთ დამწვრობის ცენტრი? ანუ არ აინტერესებთ კელოიდების სამკურნალო საშუალებები რეაბილიტაციის ეტაპზე?

-------------------თან გასტროენტეროლოგია კონვენციური მედიცინის წარმომაგდგენელი და მტკიცებულებითი მედიცინის კლინიკის დირექტორი. დამაინტერესა მისმა სხვა შრომებმა და პუბლიკაციებმა. ერთ ადგილას წერს ცხიმოვან ჰეპატოზზე. რა არის , რომ მკურნალობა პრატიკულად არ არსებობს და ჯერჯერეობით მტკიცებულებითი მეთოდებით შედარებით კარგი დინამიკა აჩვენა ერთმა პრეპარატმა-განგებ არ დავასახელებ აქ , ძირითადათ შაქრიანი დიაბეტის წამალია და გვერდით მოვლენებში უწერია ნაღვილს კენჭების გაჩენა , ანუ უკუჩვენებაა ნაღველკენჭოვანი დაავადება. მივწერე -როგორ შეიძლება ჰეპატოზის დროს ისეთი წამლის გამოყენება, რომელასც შეუძლია ნაღველკენჭოვანი დაავადება გამოიწვიოს და ბილიარულ სიტემაში წნება აწიოს თქვა. მიპასუხა -ღვიძლი სულ სხვა ორგანოა და ნაღვლის ბუშტი სულ სხვაო.
მერე რომ გაიგო, რომ პაციენტი კი არ ვარ, არამედ ექიმი,თან ჰომეოპათი, კი მიხვდა რა ბებიამისის ჭამა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ასთ სასაცილო მდგომარებაში თუა დანარჩენი მტკიცებულებითი მედიცინაც -შორს ვერ წავალთ დიდხანს

Posted by: merkantil 24 Apr 2023, 09:11
Tornike Alashvili

თქვენ გყავთ კრონის დაავადებიანი პაციენტები, რომლებსაც რემისია მიაღწევინეთ ჰომოპათიური წამლებით?

Posted by: Tornike Alashvili 24 Apr 2023, 19:19
merkantil
კრონის ქვეშ თუ მხოლოდ თხელ ნაწლავს გულისხმობთ -ცოტა. 3-4 პაციენტი ალბათ. გაუმჯობესება შეიძლება.რამდენად განკურნებადია ჯერ ვერ ვიტყვი. არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტით გვყავს ათობით პაციენტი ნამკურნალები. ბევრს მათგან დაავიწდათ დაავადება 10 და მეტი წელია და დიეტაზეც აღარ არიან.
რემისიის მიღწევა და ქიმიის მოხსნა პრაქტიკულად თითქმის 100%-ში ხდება .
მაგრამ მე პასუხს ვერ ვაგებ ყველა ჰომეოპათზე. ჩვენ რიგი ახალი პრეპარატიც გვაქვს კლინიკაში, რაც არააქვთ სხვებს და თან ზოგს გამოცდილებაც სათანადო არააქვს. როდესაც ვესაუბრები ამ თემაზე უცხოელ კოლეგებს, მათმაც ზოგჯერ არ იციან კარგად ჰომეოპათიის შესაძლებლობები ასწკ-ის დროს. მაგალითად აგავას განხილვისას ( არ არის კარგად ცნობილი პრეპარატი ) მიპასუხენ ფაღარათის ნაცვლად -შეკრულობას მკურნალობსო. დიახ გამხსნელია ფიტოთერაპიული დოზით და ავტომატიურად გადმოაგს ზოგს ეს ჰომეოპათიაშიც,თუმცა მაღალი განზავება პირიქით, უძლიერეს ფაღარათებს მკურნალობს. ალოეც ასეა -დიდ დოზაში გამხსნელი და ჰომეოპათიური დოზით-შემკვრელი.აგავა უბრალოდ მასზე ძლიერია.

Posted by: natka80 1 Jun 2023, 10:57
merkantil
კი მქონდა სტრესი. ძირითადად კვებით ვარეგულირებ. ბევრად უკეთ ვარ

Posted by: merkantil 1 Jun 2023, 13:50
natka80
რაიმე ტრიგერი არსებობს თქვენს შემთხევაში, რომელიც იწვევს გაღიზიანებას? თუ არ აქვს მნიშვნელობა?
მუდმივად სწორი კვების რეჟიმში ხართ, თუ მხოლოდ გამწვავებული ფაზის დროს?

Posted by: natka80 1 Jun 2023, 19:32
merkantil
სწრაფი ნახშირწყლებია ძირითადად. მაქსიმალურად მაქვს შეზღუდული და მუცელმაც დაისვენა smile.gif

Posted by: Sa1966 6 Oct 2023, 03:04
QUOTE (soposopo5798 @ 27 Oct 2021, 15:27 )
მოგესალმებით, მე მაქვს არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და 2 წელია თითქმის ვარ ჩართული უფასო პროგრამაში, სადაც მიტარებენ უამრავ გამოკვლევებს და აკონტროლებენ ჩემს დაავადებას. იმდენად კმაყოფილი ვარ რომ მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი მდგომარეობა. იმდენად კარგად ვარ რომ ხანდახან მავიწყდება ჩემი დაავადების სიმძიმე, რომელიც ახასიათებს გამწვავების დროს. ეს პროგრამა აქვთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კერძოდ ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის მოგწერთ პირადში ყველა დეტალს რაც დაგაინტერესებთ. ეს პროგრამა ვრცელდება ასევე კრონის დაავადების მქონე პაციენტებზეც. (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ორივე ერთი ეტიოლოგიის არის კერძოდ აუტოიმუნურია). რაც მთავარია ყველა გამოკვლევა მათ შორის კოლონოსკოპიაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადებების დროს უფასოა. მე რეკომენდაციას ვუწევ და მინდა რომ თქვენც დაგეხმაროთ. ეს არ არის ამერიკული პროგრამა რომელიც საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი.

ამ პროგრამაზე თუ ვინმე იცით რამე. ვისთან მივიდე? წყლულოვანი კოლიტი მაქვს. ამ ქალბატონს დავწერე, მაგრამ არ პასუხობს.

Posted by: devid885 13 Oct 2023, 22:49
კარგი ამბავია, წყლულოვანი კოლიტი ვისაც გაქვთ ფაიზერმა ახალი პრეპარატი შეიმუშავა და ამერიკის FDA-მ დაამტკიცა wink.gif

https://www.fiercepharma.com/pharma/pfizer-takes-aim-bms-first-class-zeposia-fda-nod-ulcerative-colitis-drug-67b-deal

Posted by: merkantil 14 Dec 2023, 09:51
QUOTE (Wyluli @ 20 Jan 2022, 17:57 )
არსად არაფერი არ ამოუვარდა, ერთი დ ვიტამინის დეფიციტის აქვს (დ ვიტამინი 8) და კოლონოსკოპიის აღებულ სინჯებში ეოზინოფილია ანუ ალერგიული ინფილტრატების დიდი რაოდენობა ამოვიდა ორივეჯერ 3 წლის შუალედში.
* * *
დ ვიტამინის დიდ დოზებს ვაძლევთ 10000, უკვე 10 დღეა მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ აქვს. თუ ასე გაგრძელდა ალბათ მალე ჰორმონებზე გადავიყვანთ. უკვე აღარ ვიცი სხვა რაშეიძლება გავაკეთო.

ძალიან მაინტერესებს თქვენი ამბავი, როგორ არის ბავშვი?
აღარ შემოდიხართ აქ? user.gif

საინტერესოა, ეოზინოფილების დიდი რაოდენობის გამო, ეჭვი არ მიიტანეს ეოზინოფილურ ეზოფაგიტზე? ძირითადად ბავშვებში ვლინდება ეგ დაავადება და ძალიან გავს თქვეს მიერ აღწერილი სიმპტომები მაგ დაავადებას. განსაკუთრებით ეოზონოფილების დიდი რაოდენობა, რომელიც მხოლოდ ამ დაავადების ან პარაზიტების არსებობის დროს ვლინდება, თუმცა პარაზიტებს ალბათ იპოვიდნენ განავალში.

რაც ჩეეხება სხვა ანალიზებს, რომ არსად არაფერი ამოუვიდა: კალპროტექტინზე გაუკეთებდნენ ალბათ ტესტს და ეგ თუ უარყოფითია, გამორიცხულია წყლულოვანი კოლიტი ან კრონი, გამწვავების ფაზაში კალპროტექტინი 1000-ში მიდის, როდესაც ნორმა <50-ია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)