Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > დაო დე ძინი ქართულად


Posted by: აჩრდილი 18 Jun 2005, 10:14
ლერი ალიმონაკის ნათარგმნი დაო დე ძინი გექნებათ არაერთს სახლში. ჰოდა იქნება დაასკანეროთ(მხოლოდ უშუალოდ დაო დე ძინის ტექსტი, კომენტარები და შენიშვნები არაა საჭირო). დიდი დრო არ უნდა პატარაა საკმაოდ როგორც იცით. ჰოდა მერე გამომიგზავნეთ გრაფიკული ფაილები და მე ავკრიფავ ტექსტს.

მითხრას ვინმეს თუ შეუძლია აბა smile.gif

P.S. რუსულად ვიცი რომ არის ინტერნეტში ბევრგან მაგრამ ქართულად მინდა, ძალიან მომწონს ალიმონაკის თარგმანი და მაგიტომაც.

Posted by: ai: 18 Jun 2005, 11:04
მე დავასკანერებ ეხლა რასაც მოვასწრებ და გვიან ღამე თუ არ გეჩქარება

Posted by: აჩრდილი 18 Jun 2005, 11:07
ai:
2kiss.gif 2kiss.gif
არ არ მეჩქარება. დაპოსტე აქ როცა მორჩები და პიემით მოგცემ იმეილს რომ გამოგზავნო smile.gif
მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: GURA 18 Jun 2005, 11:19
აჩრდილი
მეც შემიძლიკა თუ დაგჭირდათ. ისე... ელექტრონულ ვერსი ის ლინკს ხომ ვერ გვიბოძებდით მოგვიანებით? smile.gif

Posted by: ai: 18 Jun 2005, 11:21
GURA
შენ შეგიძლია ბოლოდან გაუყვე და სადმე შევხვდეთ მერე biggrin.gif


აჩრდილი
chest.gif

Posted by: GURA 18 Jun 2005, 11:27
ai:
შემიძლია მარა საღამოს ოკ.?

Posted by: აჩრდილი 18 Jun 2005, 11:33
GURA
QUOTE
მეც შემიძლიკა თუ დაგჭირდათ. ისე... ელექტრონულ ვერსი ის ლინკს ხომ ვერ გვიბოძებდით მოგვიანებით?

კი აბა რა, არაა პრობლემა. რომ ავკრიფავ მერე თავისუფლად გავავრცელებ ვისაც მოუნდება smile.gif

ისე თუ ai:-მ საღამომდე მოასწრო თვითონ დაო დე ძინის ტექსტის დასკანერება, შენ მერე წინასიტყვაობას და ბოლოში კომენტარებს და შენიშვნებს თუ დაასკანერებ კარგი იქნება - ბარემ მთლიანად რომ იყოს smile.gif

Posted by: ai: 18 Jun 2005, 11:35
GURA
ოკ

შენ საღამოს დაიწყე და მე გვიან ღამით შემოგიერთდები




აკრეფვაც შემიძლია მამენტ rolleyes.gif

Posted by: GURA 18 Jun 2005, 11:39
აჩრდილი
კიბატონო. ისე ... ხომ ვერ მეტყვით რისთვის გინდათ ელექტრონული ვერსია?

Posted by: აჩრდილი 18 Jun 2005, 11:46
ai:
არა მე ავკრიფავ მაგაზე აღარ გაგაწვალებ smile.gif

GURA
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით რისთვის გინდათ ელექტრონული ვერსია?

ვაბშეტა კონკრეტულად ჯერჯერობით არაფრისთვის. უბრალოდ გერმანიაში არ მაქვს ქართულად და მოვინდომე biggrin.gif

Posted by: ai: 18 Jun 2005, 11:54
აჩრდილი
QUOTE
ვაბშეტა კონკრეტულად ჯერჯერობით არაფრისთვის. უბრალოდ გერმანიაში არ მაქვს ქართულად და მოვინდომე 

up.gif


სულის ძვრა წიგნია smile.gif))

Posted by: აჩრდილი 18 Jun 2005, 11:58
ai:
QUOTE
სულის ძვრა წიგნია

yes.gif yes.gif gigi.gif

Posted by: karlsoni 18 Jun 2005, 11:59
ai:
QUOTE
სულის ძვრა წიგნია

yes.gif უძლიერესია, ჩემთვის ლაო-ძი ყველაზე დიდი ფილოსოფოსია.

Posted by: ucelo 18 Jun 2005, 12:07
QUOTE (karlsoni @ 18 Jun 2005, 12:59 )
დაო დე ძინი


ჩამაშტერა თავის დროზე
up.gif უძლიერესია
smile.gif

Posted by: Rindi 18 Jun 2005, 12:10
დაო დე ძინი მართლა მაგარია, კონფუცის იხევდა თავის დროზე! biggrin.gif

Posted by: ancho 18 Jun 2005, 12:35
მეც ვუერთდები ლაო ძიას მოტრფიალეებს. yes.gif

Posted by: zen 18 Jun 2005, 13:29
სამი ცალი მაქვს სახლში: ერთი მაგარ გარეკანში და ორი რბილ გარეკანში. biggrin.gif
FineReader ქართულად არ კითხულობს, მაგის %^^%&^&.

Posted by: mister_wonder 20 Jun 2005, 03:28
QUOTE
მეც ვუერთდები ლაო ძიას მოტრფიალეებს

biggrin.gif

Posted by: ^tekla^ 20 Jun 2005, 12:32
QUOTE
მეც ვუერთდები ლაო ძიას მოტრფიალეებს. 

მეც მიმათვალეთ smile.gif

Posted by: JustAMinute 20 Jun 2005, 23:53

აჩრდილი
დღეს შედარებით მეტი თავისუფალი დრო მქონდა და ავკრიფე.
ლაო ძი "დაო დე ძინი" (უშუალოდ ტექსტი)

Posted by: Galaktioni 21 Jun 2005, 13:27
"დახატული თევზი ყოველთვის ცალთვალაა" აი ლაო ძის (მოხუსი ოსტატის (ლო პოიანგის) უდიდესი ფილოსოფია

Posted by: აჩრდილი 14 Sep 2012, 13:56
QUOTE
აჩრდილი
დღეს შედარებით მეტი თავისუფალი დრო მქონდა და ავკრიფე.
ლაო ძი "დაო დე ძინი" (უშუალოდ ტექსტი)

ეს ეხლა ვნახე, გუგლმა ამომიგდო user.gif
გვიანი მადლობა JustAMinute

Posted by: lost_for_words 12 Dec 2012, 19:41
ატვირთეთ რაა სასტავ კიდევ ერთხელ ვინმემ chups.gif

Posted by: ambicilini 12 Dec 2012, 21:32
თუ გინდათ ლერი ალიმონაკთან შევხვდდეთ.

Posted by: vimana 23 Dec 2012, 16:13
ლაო ძი მაგარია!!!
განსაკუთრებით ძველი ცივილიზაციების და საიდუმლო ორგანიზაციათა ისტორიაში ცოტათი მაინც ვინც ერკვევა დაო დე ძინში ისეთ რაღაცეებს დაიჭერ რომ გაგიჟდები კაცი...

Posted by: SSNAKE 25 Dec 2012, 18:29
QUOTE
მეც ვუერთდები ლაო ძიას მოტრფიალეებს.


მეც

Posted by: Delirium 26 Dec 2012, 09:55
QUOTE
"დახატული თევზი ყოველთვის ცალთვალაა"

ეს ამიხსენით

Posted by: MumlaDavid 4 Jan 2013, 19:04
დალშეე smile.gif) როგორ ხართ ?smile.gif))) ჰა smile.gif)

Posted by: minerva 13 Jan 2013, 17:08
Delirium
QUOTE
"დახატული თევზი ყოველთვის ცალთვალაა"

ეს ამიხსენით


ანუ
ცერებზე აწეულს არ ძალუძს დიდხანს დგომა wink.gif

Posted by: აჩრდილი 12 Apr 2013, 02:57
ჰქმენ და ირწმუნე
ჰქმენ და არ დაეუფლო ქმნილს
აღძარ და არ დაეუფლო აღძრულს

ვისში პილოტაჟ მლია.
* * *
Delirium
QUOTE
"დახატული თევზი ყოველთვის ცალთვალაა"

ეს ამიხსენით

სიბრტყეშია, სიბრტყეში.
ტრიდე არ არი, რაღა.

Posted by: vip_171 24 May 2013, 22:59
აგერაა დასკანერებული ვერსია smile.gif
http://www.mytopbook.org/?p=775

Posted by: Naniko1 25 May 2013, 09:33
"ჭურჭლის არსი მისი სიცარიელეა "

Posted by: ThisTooShallPass 9 Dec 2014, 18:11
ვერც კი წარმოვიდგენდი რომ თარგმანი არსებობს...აბა ცადეთ კიდევ დადება...

Posted by: karlsoni 17 Dec 2014, 21:08
ThisTooShallPass
QUOTE
ვერც კი წარმოვიდგენდი რომ თარგმანი არსებობს...აბა ცადეთ კიდევ დადება...

აქ როგორ დავდო?
მეილი მომწერე და გამოგიგზავნი. . . .
ისე, მაინც წიგნის ყიდვას გირჩევ, წიგნში წინასიტყვაობაცაა და თავების გარჩევებიც.
ბევრ რამეში დაგეხმარება.

Posted by: ThisTooShallPass 3 Mar 2015, 23:20
achi_ok@mail.ru


PS ისე მაგ წიგნის გარჩევა სისულელედ მიმაჩნია..ან შენთვისაა დაწერილი ან არა

შენ ასწავლი იაპონურს? :შ


დავიწყებ მალე...და ეს კიუ რამდენია მთლად?

Posted by: afcika 13 Feb 2016, 09:06
http://ucnauri.com/222370/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98/ სრული ტექსტი

Posted by: Ibeer 22 Oct 2017, 23:04
ბევრჯელ წავიკითხე ქართულად მაგრამ, ყოველ წაკითხვაზე ვხდებოდი რომ რაღაცა ვერ მივხვდი ) სანამ არ წავიკითხე ისევ ჩინელების მიერ შესრულებული თარგმანი და უცებ ყველაფერი ნათელი გახდა)) აი ისიც - http://lib.ru/POECHIN/lao1.txt_with-big-pictures.html

Posted by: FREE-ON 22 Oct 2017, 23:13
QUOTE (Ibeer @ 22 Oct 2017, 23:04 )
ბევრჯელ წავიკითხე ქართულად მაგრამ, ყოველ წაკითხვაზე ვხდებოდი რომ რაღაცა ვერ მივხვდი ) სანამ არ წავიკითხე ისევ ჩინელების მიერ შესრულებული თარგმანი და უცებ ყველაფერი ნათელი გახდა)) აი ისიც - http://lib.ru/POECHIN/lao1.txt_with-big-pictures.html

სულ ეს არის? ქართულად დიდი წიგნი მახსოვდა ?

Posted by: Heart_of_Darkness 22 Oct 2017, 23:26
QUOTE (Ibeer @ 22 Oct 2017, 23:04 )
ყოველ წაკითხვაზე ვხდებოდი რომ რაღაცა ვერ მივხვდი

yes.gif
ქართულად არშემდაგრი ტექსტის ეფექტი აქვს.
რამდენჯერაც დავაპირე ქართულად წაკითხვა, ბოლომდე ვერც ერთხელ ვერ გავქაჩე,
ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ რაღაც უაზრო მანტრას ვკითხულობ.
მერე რუსულად წავიკითხე და თითქმის ყოველ გვერდზე -,,აა, აქ ეს უნდა ყოფილიყო",
,,უყურე შენ, ეს ყოფილა ნაგულისხემვის" ვამბობდი.

მოკლედ, ქართულ ტექსტთან შედარებით, რუსული ტექსტით გავსხივოსნდი.
biggrin.gif

Posted by: Ibeer 29 Oct 2017, 23:35
FREE-ON
არც ქართულადაა დიდი მაინცდამაინც ) მაგრამ აქ უფრო პროზადაა გადმოცემული არა პოეზიად.


Heart_of_Darkness
კი მეც ეგრე დამემართა ვკითხულობდი მაგრამ ვერ ვხდებოდი რას ))

ერთი სიტყვით თუ ორ სხვადასხვა თარგმანს წაიკითხავ უფრო მიხვალ საღ აზრამდე რადგან არცერთი თარგმანი არარის ახლოს ორიგინალთან ეგრე ამბობენ)

Posted by: პოლიმათი 1 Nov 2017, 16:35
QUOTE (Ibeer @ 22 Oct 2017, 23:04 )
ბევრჯელ წავიკითხე ქართულად მაგრამ, ყოველ წაკითხვაზე ვხდებოდი რომ რაღაცა ვერ მივხვდი ) სანამ არ წავიკითხე ისევ ჩინელების მიერ შესრულებული თარგმანი და უცებ ყველაფერი ნათელი გახდა))  აი ისიც - http://lib.ru/POECHIN/lao1.txt_with-big-pictures.html

რა აზრის გამომტანი ხარ ბევრჯერ-ის სწორად წერა არ იცი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Ibeer 5 Nov 2017, 00:56
პოლიმათი
ბოდიში რომ აზრი ვერ გამომაქვს ხოლმე.. წერა მართლა არ ვიცი 6 კლასში სკოლიდან გამოვედი, ოჯახს უჭირდა და მწყემსად ვმუშაობდი ბიძაჩემის ფარაში რაც ვისწავლე ეგაა ..

Posted by: nforumi 5 Nov 2017, 11:33
ჩინური ფილოსოფია ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ზოგიერთ გამონათქვამს თუ გავარჩევდით აქ, ძალიან საინტერესო იქნებოდა, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ წაკითხვა.

მაგალითად, ზემოთ ეწერა ვიღაცას: "დახატულ თევზს ყოველთვის ერთი თვალი აქვს". ეს რას ნიშნავსო.
პირდაპირი გაგებით ეს ასეა ცხადია, თვალები სხვადასხვა მხარეს აქვს და თუ არ დაამახინჯებ ნახატს, ორივე თვალს ვერ დაუხატავ.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რა იგულისხმება მაგ ფრაზის უკან:
ჩვენ, ადამიანები, სინამდვილეს აღვიქვამთ ხატებად, ანუ სრული აღქმა არ შეგვიძლია, ანუ არასოდეს უნდა ვიყოთ ზედმეტად დარწმუნებული რომ როგორც ჩვენ გვესმის ზუსტად ისეა ყველაფერი.

სხვა სიტყვებით: ჭკვიანი ადამიანი ზედმეტად თვითდაჯერებული ვერ იქნება.


Posted by: ფენრირ 12 Nov 2017, 20:01
5 ლარის გამო წიგნს რომ დაასკანერებ facepalm.gif და უარესი, მერე იქიდან რომ კითხულობ facepalm.gif

თუ ეგ ხუთი ლარი არ გაქვთ ბიბლიოთეკაში წაიკითხეთ თქვე კაი ხალხო

Posted by: HurricaneKat. 15 Nov 2017, 13:22
QUOTE
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.


ეს როგორ გესმით? sad.gif

Posted by: nforumi 15 Nov 2017, 17:46
QUOTE (HurricaneKat. @ 15 Nov 2017, 13:22 )
QUOTE
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.


ეს როგორ გესმით? sad.gif

მთავარი ის კი არ არის რისგან შედგება ჩემი კომპიუტერი, მთავარია რამდენად სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩემთვის smile.gif


Posted by: t-90 15 Nov 2017, 18:21
QUOTE (nforumi @ 15 Nov 2017, 17:46 )
QUOTE (HurricaneKat. @ 15 Nov 2017, 13:22 )
QUOTE
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.


ეს როგორ გესმით? sad.gif

მთავარი ის კი არ არის რისგან შედგება ჩემი კომპიუტერი, მთავარია რამდენად სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩემთვის smile.gif

"მიზანი ამართლებს საშუალება"-ს ალეგორია?
თუ ფუნქციის და ფორმის ურთიერთქმედება?

Posted by: karlsoni 15 Nov 2017, 19:12
t-90
QUOTE

"მიზანი ამართლებს საშუალება"-ს ალეგორია?
თუ ფუნქციის და ფორმის ურთიერთქმედება?

smile.gif
დაოს გზაზე შემდგარი ადამიანი უნდა აღივსოს სიცარიელით გარესამყაროსთან იყოს ჰარმონიაში.
ასეთი ფსიქოფიზკური მდგომარეობის დროს შენი არსი ერწყმის გარესამყაროს არსს და ნებისმიერი გარედან მომავალი ზემოქმედება იკარგება რა შენს სიცარიელეში, ტრაექტორიის შეცვლის შედეგად, კინეტიკური ენერგიის ზრდის ხარჯზე, ბოლო ნიშნულის მიღწევის დროს, მიმართულების კარდინალური შეცვლის ხარჯზე. . . . (უპს. უკაცრავად, აიკიდოში გადავედი). . . . user.gif
მოკლედ, როგორც არის. . . .
ალბათ მიხვდით რისი თქმა უნდოდა ლაო-ძიას.

Posted by: nforumi 15 Nov 2017, 21:26
t-90
QUOTE
"მიზანი ამართლებს საშუალება"-ს ალეგორია?
თუ ფუნქციის და ფორმის ურთიერთქმედება?

არა, მაგ არ არის უშუალოდ, თუმცა შეიძლება მაგასაც მოიცავს.

karlsoni
QUOTE
დაოს გზაზე შემდგარი ადამიანი უნდა აღივსოს სიცარიელით გარესამყაროსთან იყოს ჰარმონიაში.

კიი,
თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ პრაქტიკულ ცხოვრებაშიც იყოს ისე გაგებული, როგორც დაიწერა ზემოთ.

Posted by: HurricaneKat. 16 Nov 2017, 09:31
QUOTE
ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს.
მაგრამ ბორბლის არსს:
მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

ჭურჭელს თიხისაგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

კარ-ფანჯრებს კედლებში ჭრიან.
მაგრამ სახლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.


რელიგია ფილოსოფიაში გავხსნი თემას
იქ გავარჩიოთ yes.gif

Posted by: beqa1971 16 Nov 2017, 15:42
QUOTE (HurricaneKat. @ 15 Nov 2017, 13:22 )
QUOTE
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.


ეს როგორ გესმით? sad.gif

სიტყვასიტყვით: დაო -Way .
დაო დე ძინი - "The Book of the Way of Virtue". მოკლედ რაღაც ამის მსგავსი: დიადი წიგნის გავლით მორალთან/ზნეობასთან კავშირი(?).
სანამ თვითონ არ შეუდგები ამ გზას, მანამდე ისმენ დიალექტიური ლოგიკით გაჟღენთილ ინტერპრეტაციებს.

როგორ შეუდგე გზას, ინსტრუქცია დაო დე ძინშია smile.gif
გზის რომელ მონაკვეთში იქნება ნათელი, თუ რას ნიშნავს "ჭურჭლის არსი მის სიცარიელეშია" აზრზე არავარ.

მანამდე "სიცარიელის" ინტერპრეტაცია დაახლოებით ასე ჟღერს როგორც karlsoni წერს სანამ აიკიდოში გადავიდოდაsmile.gif

karlsoni
ისე "დაოს გზა" ცოტა "პიაცას მოედანს" გავს მარა არაუშავს მოსულა smile.gif



Posted by: HurricaneKat. 16 Nov 2017, 15:45
beqa1971
https://forum.ge/?f=84&showtopic=34987840

yes.gif

Posted by: Perske 24 Jan 2018, 21:34
UP ....................................

Posted by: MARIMARI123 13 Apr 2018, 00:38
,,,,,€,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: clockticker 13 Sep 2018, 23:26
დაიძინე წავიკითხე თავიდან

Posted by: Thunder) 17 Sep 2018, 23:52
QUOTE (nforumi)

QUOTE
"მიზანი ამართლებს საშუალება"-ს ალეგორია?
თუ ფუნქციის და ფორმის ურთიერთქმედება?


მოიცავს ყოველშემთხვევაში. wink.gif

Posted by: uno e due 24 Sep 2018, 22:58
QUOTE (HurricaneKat. @ 15 Nov 2017, 13:22 )
QUOTE
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.



აქ მხოლოდ ჭურჭელზე არარის საუბარი მაგრამ ჭურჭლის მაგალითზე ავხსნი.
მხოლოდ ჩემს აზრს ვწერ, ამიტომ შეილება რომელიმე დიპლომიანმა პროფესორ-ფილოსოფოსმა თავში კომბალი ჩამცხოს. არ მეწყინება )

ჭურჭელი უნდა დაინახო ორი მხრიდან:
პირველი --- ეს არის ის ხილვადი, ყოფიერი ფორმა რომელსაც ყველა ვხედავთ, თიხა რომლისაგანაც ამზადებენ ჭურჭელს და რომელიც მას აძლევს ფორმებს, ხელშესახებ ფორმებს.
მეორე-----მაგრამ ჭურჭლის არსს ეს ხელშესახები, ხილვადი ფორმები კი არ წარმოადგენს არამედ ის უხილავი სიცარიელე რომელიც მასშია და რომელიც მას აძლევს ფასს, დანიშნულებას.. რომ არა ეს სიცარიელე ჭურჭელს არანაირი ფასი არ ექნებოდა. ის რომ ჭურჭEლს რაღაცისთვის ვიყენებთ მხოლოდ თიხის დამსახურება კი არაა, არამედ იმ სიცარიელისაც რომელიც მასშია მოქცეული .
ამიტომ როცა საგანს უყურებ უნდა დაინახო მისი როგორც ყოფიერი-ხილვადი ფორმა ასევე მისი უხილავი არყოფიერი ფორმა საგნის არსი..
ეს ყველაფერი ერთი მოვლნის ორი სახეა..

tuk.gif

Posted by: nforumi 25 Sep 2018, 09:37
uno e due
QUOTE
რომ არა ეს სიცარიელე ჭურჭელს არანაირი ფასი არ ექნებოდა.

კი, მეც ასე ვფიქრობ. მე მგონი დავწერე კიდეც სადღაც ამ თემაში smile.gif

Posted by: uno e due 25 Sep 2018, 20:34
QUOTE (nforumi @ 15 Nov 2017, 17:46 )

მთავარი ის კი არ არის რისგან შედგება ჩემი კომპიუტერი, მთავარია რამდენად სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩემთვის smile.gif

nforumi

კი დაგიწერია up.gif up.gif

Posted by: SMITH_CAMION_SR 6 Oct 2018, 00:40
ფიქს































არიუს

Posted by: nforumi 6 Oct 2018, 11:31
uno e due
QUOTE
QUOTE (nforumi @ 15 Nov 2017, 17:46 )

მთავარი ის კი არ არის რისგან შედგება ჩემი კომპიუტერი, მთავარია რამდენად სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩემთვის

nforumi

კი დაგიწერია   


smile.gif

Posted by: Stormborn 1 Dec 2018, 22:18
კაი ხნის პოსტია, მაგრამ მართალი იყო ავტორი.

საკმაოდ ძვირი ღირს წიგნები ბიბლუსში მხოლოდ და მხოლოდ ყდის გამო.

Posted by: damski-kaprizi 21 Dec 2018, 02:17
იშოვება ბიბლუსში? ამ ბოლო დროს რაც დამჭირდა არაფერი ქონდათ

Posted by: nipponcaucasus 22 Jan 2019, 18:01
უზარმაზარი შრომა ჩადო ბატონმა ლერიმ ამ წიგნში.
მარტო გადმოთარგმანება ხომ არაა.
გააზრებული, კომენტარებით, სხვადასხვა წყაროებიდან, ტაოიზმთან დაკავშირებულ სტატიებითან და
გერმანულ თარგმანებთან შედარებული. ბოლოს კი ქართული ენის იმ სტილით დაწერილი რომელიც მოძღვრების ელფერს იძენს.

ღირებული ნაშრომია და ამას დაფასება უნდა. 2 წელიწადში 80 ის გახდება ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.

პ.ს.
ნომერ პირველი "ტერენტოლოგი" რომ არის ამაზე აღარ ვამბობ არაფერს.

Posted by: mindo90 27 Jan 2019, 20:16
? ..

Posted by: POKERISBLUFF 29 Mar 2019, 01:46
QUOTE (nipponcaucasus @ 22 Jan 2019, 19:01 )
უზარმაზარი შრომა ჩადო ბატონმა ლერიმ ამ წიგნში.
მარტო გადმოთარგმანება ხომ არაა.
გააზრებული, კომენტარებით, სხვადასხვა წყაროებიდან, ტაოიზმთან დაკავშირებულ სტატიებითან და
გერმანულ თარგმანებთან შედარებული. ბოლოს კი ქართული ენის იმ სტილით დაწერილი რომელიც მოძღვრების ელფერს იძენს.

ღირებული ნაშრომია და ამას დაფასება უნდა. 2 წელიწადში 80 ის გახდება ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს.

პ.ს.
ნომერ პირველი "ტერენტოლოგი" რომ არის ამაზე აღარ ვამბობ არაფერს.

+1









..........

Posted by: Re-hanna 17 Jun 2019, 01:35
QUOTE
საკმაოდ ძვირი ღირს წიგნები ბიბლუსში მხოლოდ და მხოლოდ ყდის გამო.


yes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)