წინა თემის ლინკი:
||| MITSUBISHI PAJERO IO Club ||| VOL4აქვე დავწერ ხელოსნების მისამართს ვისაც უწევ რეკომენდაციას
გალის ქუჩა N17 ამირანი და მახო მუშაობენ პერედოკზე და ძრავებზე თავის საქმე კარგად იციან და არც მეძვირეები არ არიან.
2H - რეჟიმში ჩვეულებრივი უკანა წამყვანია.
4H – ამ რეჟიმში ხდება ავტომატური და ნაწილობრივი ბლოკირება, წინა და უკანა ღერძები ბლოკირდება სხვადასხვა პროცენტულობით.
რაც უფრო მეტად ბუქსაობს წინა ბორბლები, მით მეტი პროცენტულობით ბლოკავს. მოკლედ დაახლოებით LCD ბლოკირების პრინციპია
როდესაც მანქანა ამ რეჯიმშია ბლოკირება ხდება ე.წ. ვისკო მუფტით რომელიც არ არის საიმედო, დაუშვათ დიდი ხანი რომ აბუქსავო ამ რეჟიმში შეიძლება გადახურდეს, და ა. შ. რაც ოფფროუდისთვის ნამდვილად, არ არის. კარგია თოვლში და წვიმაში, ასევე ზოგადად არაეფექტურია, ფაქტიურად რეალური ბლოკირება არ გაქვს ამ რეჟიმში
მაგრამ იოს ასევე აქვს რეალური ბლოკირება
4HLC – ამ რეჟიმში ხდება ღერძთაშორისი ბლოკირება ხისტად (კბილანებით) 100%
4LLC– იგივე რაც 4HLC + ემატება პანიჟენია
პლუს კიდევ ამას იოს (ყველას არა) ოპციონალურად მოყვება უკანა ხიდის LCD. (დიდ პაჯეროებს უკანა ხიდის ხისტი ბლოკირებებიც აქვს, უფრო ევროპულ მოდელებს)
ხშირია კითხვა თუ რას წარმოადგენს სუპერ სელექტი. მარტივად რომ ვთქვათ ესაა პარტ ტაიმ და ფულ ტაიმ ტრანსმისიების ნაჯვარი.
აი რა რეჟიმები აქვს მას
1) 2H უკანა ხიდი
2) 4H ორივე ხიდი ხიდი ჩერეზ დიფერენციალი
3) 4HLc ორივე ხიდი დაბლოკილი დიფერით
4) 4LLc ორივე ხიდი დაბლოკილი დიფერი და დაბალი გადაცემა
მექანიკური კოლოფის შემთხვევაში კიდევ არის N (ნეიტრალი) 4HLc და 4LLc-ს შორის
როდის გამოვიყენოთ ესა თუ ის რეჟიმი?
2H - გამოიყენება მყარ გრუნტზე სიარულისას როცა საჭიროა საწვავის ეკონომია.
4H - წვიმა, თოვლი, ხრეშიანი გზა. ამ რეჟიმში სიარულისას მანქანა შეგვიძლია ვატაროთ ჩვეულებრივად დიდი სიჩქარითაც.
4HLc - ეს რეჟიმი განკუთვნილია რთული გზებისთვის სადაც მანქანის გამავლობის სრულად გამოყენებაა საჭირო. მყარ გრუნტზე ამ რეჟიმში სიარული არ შეიძლება რადგან იზრდება დატვირთვა ტრანსმისიაზე.
4LLc - წინა რეჟიმს ემატება დამადაბლებელი გადაცემა. გამოიყენება თუ მანქანას არ ყოფნის "გაწევა"
4H პოზიციის გამოყენებას დავამატებ:
გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გრუნტზე(ასფალტი, ხრეში, მიწა, თოვლი და ა.შ.)
და ნებისმიერი სიჩქარის დროს, როდესაც:
1, უკანა საბურავებით ბუქსაობს და კარგავს გამავლობას
2. მოსახვევებში იქმნება ზანოსის საშიშროება.
უარყოფითი მხარე:
საწვავის ხარჯის მომატება
4H და 4HLც პოზიციაზე გადართვა ხდება მოძრაობსას, ხოლო 4LLც პოზიციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში