ევროკავშირის ქვეყნებიდან, კვალიფიციური იმიგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გერმანია არის. თუ გაქვს უმაღლესი განათლება შეგიძლია ეძებო სამსახური რომელიც ამ განათლებასთან არის დაკავშირებული და თუ იპოვი, სამუშაო ვიზის აღება არაა რთული (ლოდინი უნდა უბრალოდ). თუ სასწავლებლად წახვალ, სასწავლო ვიზის აღებისთვის გჭირდება სასწავლო დაწესებულებაში მიღების დასტური და დაახლოებით 11000 ევრო დაბლოკილ ანგარიშზე. სწავლის დროს შეგიძლია იმუშავო part-time. გერმანიაში თუ დაამთავრებ სწავლას, 18 თვე შეგიძლია დარჩე რომ ეძებო სამსახური შენს სფეროში და რომ იპოვი, მერე სამუშაო საცხოვრებელ უფლებაზე გადახვალ. 24 თვე მუშაობის მერე გერმანიის უნივერსიტეტი თუ გაქვს დამთავრებული სამუდამო საცხოვრებელზე შეგიძლია გააკეთო აპლიკაცია.
თუ ლურჯი ბარათით მუშაობ, სამუდამო საცხოვრებელი შეგიძლია მოითხოვო 21 თვის მერე თუ B1 დონეზე იცი გერმანული და 33 თვის მერე თუ A1 დონეზე იცი გერმანული. ლურჯი ბარათის მისაღბად იგივე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილო რაც ჩვეულებრივი სამუშაო უფლებისთვის და ამის გარდა ხელფასი უნდა გქონდეს 58,400 წელიწადში ან თუ ტექნიკურ სფეროში ხარ (მაგალითად მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა ა.შ.) მაშინ 45,552 საკმარისია. ხელფასის ოდენობა იცვლება ყოველ წელს.
https://www.make-it-in-germany.com/en/visa-...es/eu-blue-cardკვალიფიციური იმიგრაცია არ არის რთული გერმანიაში. მეორესმხრივ ისეთ სამსახურში მუშაობისთვის რაშიც კვალიფიკაცია არ მოითხოვება (მაგალითად მიმტანად) სამუშაო ვიზები არ არის გერმანიაში.
გერმანიის მოქალაქეობას ახლა 6-8 წელი ჭირდება, მარა კანონი იცვლება, სავარაუდოდ მომავალ წელს შევა ძალაში. ახალი კანონის ტექსტი უკვე ცნობილია. ახალი კანონით 5 წელი იქნება საკმარისი და თუ გერმანული C1 დონეზე იცი 3 წელი. მოქალაქეობას თუ მიიღებ მერე 30 EU/EFTA ქვეყანაში შეგიძლია იცხოვრო/იმუშავო.
ამ ვებგვერდზე შეგიძლია მიუთითო რა გინდა გერმანიაში (სწავლა, მუშაობა ა.შ.) და რა კვალიფიკაცია გაქვს და ამის მიხედვით მიიღებ ინფორმაციას
https://www.make-it-in-germany.com/en/სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, ყველა ქვეყანას თავისი წესი აქვს ამიტომ სათითაოდ უნდა მოიძიო რა წესებია იმ ქვეყნებში სადაც ცხოვრება/მუშაობა გინდა. მაგალითად ერთ ევროკავშირის ქვეყანაში მუშაობის უფლება სხვა ევროკავსირის ქვეყნებში არ გაძლევს მუშაობის უფლებას. პოპულარული ქვეყანა უმაღლესდამთავრებულებისთვის არის კანადა, განსაკუთრებით მათთვის ვინც მხოლოდ ინგლისური იცის და სხვა ენის სწავლა არ უნდათ. მე არ მაქვს ბევრი ინფორმაცია, გარდა იმისა რომ point based immigration აქვთ. შენი ასაკის, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების მიხედვით იღებ ქულას რაც წყვეტს შეგიძლია იმიგრაცია თუ არა. მეტი ინფო აქ
https://www.canada.ca/en/immigration-refuge...ntry/works.html This post has been edited by waswaswas on 7 Jun 2023, 12:13