რეჟისორი: ერმალო მაღრაძე
სცენარის ავტორი: ერმალო მაღრაძე
მონაწილეობენ: ეკა თოდრია (პრინცესა დაიანა), ვასილ ზაქარიაძე (გიორგი), ლევან ყურაშვილი (თამაზი), გია მდინარაძე (გია), ნინო ჩხეიძე, რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ბიძინა ჩხეიძე, გურამ ბუიღლიშვილი (პოლიციის უფროსი).
შვეციის პრინცი იმერეთიდან — რეჟისორ ერმალო მაღრაძის 1995 წლის ფილმი. ეფუძნება ცნობილ ფილმს „რომაული არდადეგები“. მიმდინარეობს გაქანებულ შევარდნაძის ეპოქაში, 90-იანებში და იმ დროის ნათელი დოკუმენტია. მოწმობები - ქვევით.
სიუჟეტი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შესავალი
მეგობრები თამაზ ყურაშვილი და გია, დაასრულებენ რა სწავლა-განათლების მორიგ წელიწადს, გადაწყვიტავენ ზღვა წასვლას. მაგრამ ფული არ აქვთ. უცნობ ვითარებაში ჩნდება ფული (როგორც ეტყობა, მათ იგი თენგიზ არჩვაძესთან შეხვედრით შთაგონებულებმა მოიპოვეს).
ზესტაფონსა და დილიკაურში
მიუხედავად დიდი თანხისა, ისინი მაინც ჯდებიან ძველ მატარებელზე და მიემგზავრებიან ზესტაფონში. იქ, ტაქსისტის დახმარებით, თავს ამოჰყოფენ სოფელ დილიკაურში, სადაც ესტუმრებიან მეგობარ გიორგის. მაყურებელი იძაბება პირველი წამებიდან, როდესაც აღმოაჩენს, რომ გიორგი სადღაც ყანაშია. ყანაში შესულ მეგობრებს იგი არც კი შეეგებება, ვინაიდან ზოოფილია ყოვლისშემძლეა - იგი თავის თხას, ანგელინას დარაჯობს. ძმაკაცები ძლივს დაარწმუნებენ გამოცდილ ვაჟიშვილს, რომ ღირს ბათუმში რამდენიმე დღით გამგზავრება. მაგრამ გიორგი, როგორც უკანასკნელი მორმონი, შარვალ კოსტუმით გაემგზავრება და პლაჟზეც კი ასეთი სახით დადის. თუმცა ამის შესახებ - მოგვიანებით.
მატარებელში
მატარებელში კი გაიხდის, მაგრამ საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც კუპეში ქვედა თაროზე ხდება. მისი ძმაკაცი თამაზი კი იქ მდედრ მგზავრს ურჭობს, რაც ფილმში ნაჩვენები არ არის, მაგრამ იგულისხმება. გიორგი პატიოსნად იცავს ქალბატონს არასასურველი სქესობრივი კონტაქტისგან, მაგრამ იმდენად დაღლილია მთელი დღის მანძილზე ყანაში დგომით, რომ გადაბრუნდება იმ იმედით, რომ ხვალ თავად შეიტყობს, თუ რას შვრებოდა თამაზი.
დაიანასთან შეხვედრა
ბათუმში ჩასულები, რატომღაც აღმოჩნდებიან თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხში“. იქ დრო გაიყინება, ვინაიდან გიორგი დაინახავს გოგონას, რომელიც პირველივე დანახვით უყვარდება. თუმცა დრო არც ისე გაყინულია, ვინაიდან მეორე წამს ჩანს, რომ ყველა მაინც აქეთ-იქით ირხევა, შემდეგ კი მოძრაობები გრძელდება. გიორგი ატროფირებულია და ძმაკაცები მას ხელით აიყვანენ ყველაზე საუკეთესო ნომერში, რომელიც გამოიყურება, როგორც იაფფასიანი ხრუშოვკის საძინებელი ოთახი. ბოლოს გიორგი გონს მოეგება და განაცხადებს, რომ გოგონა ცოლად უნდა მოიყვანოს, თუმცა ძმაკაცები კიდევ უფრო გამოაფხიზლებენ.
ეული გიორგი
თამაზი და გია გამოდიან თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხის“ წინ და ბათუმის პლაჟს ათვალიერებენ. მიუხედავად მცხუნვარე მზისა, ისინი თვალებში მაინც იდეალურად იხედებიან და ორ გოგოს მონიშნავენ. ერთ-ერთი მორიდებული ქალიშვილი უფრთხის, მაგრამ მისი მეგობარი, მაინც მორიდებული სახით, ბიჭებს ახლოს მიუშვებს. სხვა საქმე რომ არ აქვთ, პაპანაქებაში კარტს თამაშობენ. ამასობაში გამოჩნდება პერანგ-შარვლიანი ნაადრევკლიმაქსიანი გიორგი, რომელიც თავის ფიქრებშია. ბრიტანელ მეცნიერთა მიერ დაუდგენელი მიზეზით, ბიჭები გოგონებს რაღაც იდეას შესთავაზებენ, რაზეც ისინი დათანხმდებიან.
ბეჩავი გიორგი მთელი დღე მარტო დაეხეტება და ადგილს ვერ პოულობს. ბათუმში ყველას მოსწონს, მაგრამ მას მხოლოდ ის ერთი უნდა. ის გოგო კი ამასობაში უსაქმურობს და კათოლიკურ წირვას ესწრება.
ელვის პრესლი და სტივი უანდერი
უსაქმურობის ფონზე გიორგის ძმაკაცები სკვერში გაცნობილ გოგონებთან ერთად სასტუმროს ნომერში ადიან და ატარებენ დისკუსიას სტივი უანდერის, ზებუნებრივისა და ღმერთის შესახებ.
ერთად
გიორგი კი ამასობაში პოულობს დაიანას და რატომღაც ლიფტს ჭედავს, რასაც მოჰყვება სამართლიანი კითხვა, თუ რატომ ადის და ჩადის ლიფტი. ლიფტიდან წყვილი უკვე ბედნიერი გამოდის. სამართლიანი კითხვა - რა ხდებოდა ლიფტში? ასე თუ ისე, ენერგიით დამუხტული გიორგი უკვე თავზეხელაღებული ხდება და მაღაზიაში შესაშურ წინააღმდეგობას გაუწევს დასაყაჩაღებლად შემოსულ ბანდიტებს, ესვრის რა მათ პეპსის ქილას.
პრესტიჟულ რესტორანში
შვეციის პრინცესა დაიანა მშვიდად სეირნობს გიორგისთან ერთად და უკანასკნელი დარწმუნდება, რომ დაიანა ცოლად უნდა მოიყვანოს, რაზეც თავის მეგობრებს ამცნობს კიდეც, გააღვიძებს რა შუა ძილისას. შესთავაზებს რა დაიანას ქმრობას, დაიანა უემოციოდ პასუხობს, ალბათ იმიტომ, რომ შვედეთიდან არის, იქ კი მაინც სიცივეა. ამის შემდეგ გიორგის გაახსენდება, რომ მოშივდა და დაიანას შეთავაზებით მიდიან სანაპიროზე, „კარგ“ კაფეში. გზად გიორგი მონაწილეობს კარატეს ვარჯიშში, ვინაიდან შეშურდება პატარა ბიჭის, რომელიც არემარეს „ია“-თი დააყრუებს. სანამ კაფემდე მიაღწევენ, გადის ერთი საათი, თუმცა შიმშილი ყველას ავიწყდება. ამასობაში გზაში წყვილი მოისმენს პადზემკაზე უარეს ვოკალისტებს და შეხვდება ევროპის გარყვნილობაზე გულაცრუებულ ქალბატონს, რომელიც დაიანას ამოიცნობს (ვინაიდან მანამდე ინტერვიუ ჩამოართვა), მაგრამ დაიანა თავს იკატუნებს, რათა გიორგისთან არ ჩაბანძდეს.
წყვილი საბოლოოდ მიაღწევს კაფემდე (რომელიც რესტორანი აღმოჩნდება), უკვე გადაცმული სახით (როგორც ეტყობა, გზად სასტუმროშიც შეიარეს). აქ მოქმედება ნაწილობრივ დრამატული ხდება ჭიჭიკიას, პოლიკარპოვიჩის და კიკისა და მიკის (დიაცების) შემოსვლით. რესტორანში შეიძლება მხოლოდ კოსტუმებით შესვლა, მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და მორქთამვის შემდეგ ოთხეულს უშვებენ მაგიდებთან. აქ ცნობილი ხდება, რომ პოლიკარპოვიჩი ბევრ ფულს შოულობს დონეცკში, ხოლო ქართველი ქალების ოცნების უმაღლესი პიკი არის პლატფორმებიანი ფეხსაცმელი. 90-იანების საცეკვაო მუსიკის შემდეგ დამშიებულ გიორგისა და დაიანას, რომლებმაც საჭმელი დაივიწყეს კიდეც, გადასცემენ საღამოს საუკეთესო წყვილის ბროლის თასს (რომელიც მშრალ ხიდზე ნაყიდ კაპიკებიანს ჰგავს). მათ ეს არ ადარდებთ.
კვანძის გახსნა
მეორე დღეს გიორგი და დაიანა დადიან მხატვრების წინ და მონეს, მატისსა და ყანწებს ათვალიერებენ. დაიანა გადაწყვიტავს, გიორგის უამბოს სიმართკლე, რომ იგი შვეციის პრინცესაა, მაგრამ ამ დროს გამოჩნდებიან პიჟონი და პიჟონი მაგნიტოფონით. ერთ-ერთს გიორგი ნაზად ჰკრავს ხელს. იგი ეცემა უგონოდ. მეორე გიორგისთან ჩხუბს აპირებს, მაგრამ ამ დროს მილიცია გამოეკიდება. თუმცა იმის გამო, რომ ვერ დაიჭერენ პიჟონებს, იჭერენ გიორგისა და დაიანას. მილიციის განყოფილებაში დაიანას ვინაობა საბოლოოდ დადგინდება, როდესაც მის გადასარჩენად დაცვის წევრი კარლი მოდის. გიორგი მიხვდება, რომ ვაჟიშვილობა დაკარგა სამეფო გვარის წარმომადგენელთან და დამწუხრებულია, ვინაიდან ბოზებში აპირებდა წასვლას. შინ მოსულს დაადგება დაიანა და ეუბნება, რომ მეფესთან საქმეებს მოაგვარებს. მიუხედავად ამისა, გიორგი მაინც დამწუხრებულია და გაექცევა შინ, სოფელ დილიკაურში.
Back in Dilikauri
გაცეცხლებული დაიანა იქაც დაადგება და ყურით გამოათრევს. მოკლედ, გიორგის ძალით შეტენეს პრინცობა და დააშორეს სახლს (სადაც ბევრი ფული ჰქონდა შენახული) და საყვარელ თხას. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დააჯერეს, რომ საქართველო ლეგენდარული ქვეყანაა - მასში ხომ კოლხებზე, არგონავტებზე, მედეასა და ოქროს საწმისზე ცნობილი თურმე არაფერია, მაგრამ ევროპაც ხომ უნდა ნახოს, გარყვნილი?
ილურსასად
ფილმი მთავრდება იმით, რომ გიორგის დეიდაშვილი ზედმეტად ამაყობს თავისი კავშირებით და უნივერსიტეტში სხვებს უჩვენებს ნივთმტკიცებულებას გიორგის პრინცობის შესახებ - XIX საუკუნის ფოტოშოპში აწყობილ გაურკვეველ მონტაჟებს და სარდაფიდან ამოტანილ შვედეთის თემატურ ფოტოებს.