nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3185
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#60713070 · 19 Sep 2023, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Saturnus @ 19 Sep 2023, 11:00 ) | nino darbaiseli
როგორ წახვედით და ხალხი როგორ წავიდეს მანდ, მაგის რჩევები დაწერეთ, ლექსებზე მეტად ეგ მოეწონება ყველას |
მაგაზეც წერია, ოღონდ მეეჭვება, ჩემი გამოცდილება ამ მხრივ ამერიკაში სამუშაოდ წამოსვლის მსურველებს რამეში გამოადგეთ. მე - აშშს სამხრეთში, კერძოდ, ნეშვილ ტენესიში ვცხოვრობ და 12 წელია, აქ ქართველი არ დამინახავს. * * *
QUOTE (erer @ 19 Sep 2023, 13:12 ) | nino darbaiseli უკაცრავად და უკრაინაში რომ ომია ეგ როგორ გიშლით ხელს ამერიკიდან საქართველოში 2 კვირით ტურისტულად ჩამოსვლაში? |
მართალი ხართ, მეც ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი ქმარი, რომ საქართველოში არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, საერთოდ სიმშვიდეა, მაგრამ რაღაც რეკომენდაციებს უჯერებს ინტერნეტში. ამერიკული მენტალიტეტი ყოველმხრივ და მეტადრე ამ მხრივ, მაინც, სულ სხვანაირია. * * * #კრიტიკა_პუბლიცისტიკა
ნინო დარბაისელი სტრონი
თემატური ნაკრები - დოკუმენტური პროზა???
საბა 2023 დასრულდა. ჩემდა გასაოცრად, გამარჯვებულთა შორის ნომინაციაში ,,საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” დასახელდა თემატური კრებული, შედგენილი ნათია სიხარულიძისა და თეიმურაზ დოიაშვილის მიერ ,,გალაკტიონი უცენზუროდ”. რას წარმოადგენს ეს წიგნი: ეს არის გალაკტიონის საარქივო მასალების ოცდახუთტომეულიდან თემატურად ამოკრებილი, პირად ჩანაწერებს, დღიურებსა და აშ. დაფიქსირებული უცენზურობანი. დასაწყისში ახლავს ასე ერთგვერდიანი შესავალი, ანუ ესსეისტიკის ნიმუშად ვერ გამოდგება. ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის გენიოსი პოეტის ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო გამონათქვამი მნიშვნელოვანია და მით უფრო, რომ ადამიანის, მკითხველის ფსიქიკაა ისე მოწყობილი, რომ გვინდა თუ არა, რაფინირებულ სიბრძნეებზე მეტად უცენზურობები იტაცებს ჩვენს ყურადღებას. ეს მაფიქრებინებს, რომ კომერცოული თვალსაზრისით, ეს გამოცემა - კარგი ჩანაფიქრი იყო და წიგნს მკითხველი არ დააკლდება. მაგრამ პრემია იმ ნომინაციაში, რაშიც მიენიჭა? ეს ხომ იგივეა, ცეკვის კონკურსში საუკეთესოდ აღიარონ არა მოცეკვავე, არამედ მომღერალი, თუნდაც მარია კალასი იყოს!
უმარტივესად გეტყვით:
“დოკუმენტური პროზა” ეს არის პროზის ჟანრი, რომლის ავტორიც იყენებს რაიმე სახის დოკუმენტურ მასალას, პროზაული ტექსტის ასაგებად. ეს მასალა შეიძლება, უშუალოდ ჩართული იყოს თხრობაში, დოკუმენტის სახით ან ხდებოდეს მისი თხრობითი გადმოცემა ავტორისეული სიტყვებით. მაგრამ რეალურად მომხდარი ფაქტი, ამბავი უნდა ედოს საფუძვლად. კომპოზიციის ასაგებად დასაშვებია მცირე დოზით მხატვრული გამონაგონიც, მაგალითად, ფიქციური პერსონაჟის შემოყვანა ამბავში. ტერმინი ,, “დოკუმენტური პროზა “ ნიშნეული იყო საბჭოთა ლიტმცოდნეობისათვის, იგი შეესაბამება “ნონ- ფიქშენ”-ს (თუმცა ზუსტად ვერ ფარავს მას) მისი სახეობებია: ავტობიოგრაფია, მემუარები, მოგზაურობის დღიურები და ასე შემდეგ.
ბარემ აქვე: რომელიმე მწერლის ხელნაწერებიდან თემატურად ამოკრებილი მასალა - არის თემატური ნაკრები, კოლექცია და არა დოკუმენტური პროზა. მაგალითად “აკაკის ოხუნჯობანი” - არის არა დოკუმენტური პროზა , არამედ ნაკრები, კოლექცია. აი, ამ ნაკრების გამოყენებით ვინმემ რომ ახალი პროზაული ნაწარმოები შექმნას, ზოგი რამ პირდაპირ ჩადოს, ზოგი- ნარატორის პირით გადმოგვცეს, გაამდიდროს ეს ყოველივე მწერლის ბიოგრაფიის სხვა რეალიებით და ა. შ. - ეს უკვე იქნება დოკუმენტური პროზა. ანუ რაიმე თემატური ნაკრები რომ დოკუმენტურ პროზად იქცეს, საჭიროა, მინიმუმ, სიუჟეტური ქარგა. ამდენად, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, რატომ მიენიჭა საბას პრემია “ესეისტიკასა და დოკუმენტურ პროზაში” წიგნს, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ თემატურ ნაკრებს გალაკტიონის ნაწერებიდან, მეტს არაფერს!
დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის თეორიის უბადლო მცოდნემ - ბატონმა თეიმურაზ დოიაშვილმა ამის თაობაზე საერთოდ არაფერი იცის, თორემ ამას არაფრით დაუშვებდა!
This post has been edited by nino darbaiseli on 19 Sep 2023, 13:24
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|