Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > საშაუმე მინდა გავხსნა


Posted by: silly 11 Sep 2019, 01:37
მოგესალმებით ფორუმელებო,
მინდა გულით და სულით გავხსნა და გავასინჯო მოსახლეობას საუკეთესო შაურმა. თქვენი დახმარება დამჭირდება, სად როდის როგორ გაგისინჯავთ თქვენთვის უგემრიელესი შაურმა, ასევე რატომ მოგწონებიათ რას აქცევთ ყურადღებას, მადლობა ყველანაირ რჩევას გავითვალოსწინებ...

Posted by: thug 11 Sep 2019, 04:05
მომეცი რეცეპტი და მე NY ში გავხსნი საშაურმეს


Posted by: Sheffield 11 Sep 2019, 04:27
კარგი შაურმა არ არსებობს, ყველა საწამლავია.
გირჩევთ სხვა რამეს მოკიდოთ ხელი, და მაგას არც საჭმელად არ გაეკაროთ.

Posted by: thug 11 Sep 2019, 05:06
Sheffield

რატო რა ხდება?

თუ პროდუქტი, ხორცი არ ვარგა რისგანაც ამზადებ ნებისმიერი საჭმელი იქნება საწამლავი და ცუდი.

რატომ არის კარგი ხორცით გაკეთებული შაურმა საწამლავი?

Posted by: Sheffield 11 Sep 2019, 05:21
thug

1. კარგი ხორცით რომ გააკეთო, სამჯერ ძვირი დაჯდება და აზრს კარგავს.

2. თავად ჯოხზე წამოცმული ხორცი, სულ უმაღლესი ხარისხისაც რომ იყოს, მთელი დღის განმავლობაში უამრავ ბაქტერიებს იგროვებს.

3. თუ გაზზეა, დამატებითი მავნე ნივთიერებებით "მდიდრდება"

ევროპაში ქვეყნის გადაცემები ეძღვნება მაგას და არავინ ნორმალური აღარ ეკარება...

Posted by: thug 11 Sep 2019, 05:26
Sheffield

ცუდი ხორცით თუ კეთდება რატომ არის გემრიელი?

ისე გაზზე მეც მიფიქრია არ უნდა იყოს მთლად კარგი ეგ... პირდაპირ გაზის ალზე იწვება.


კეჩუპი რისთვის მოიგონეს ხო იცი? ცუდი ხორცის გემოს დასამალად.


Posted by: Sheffield 11 Sep 2019, 05:37
thug
აჩვენეს როგორ აბასტურმებენ ხორცს რაღაც ნივთიერებებში, ცუდი სუნები რომ გაუყვანონ და გემო მისცენ

QUOTE
კეჩუპი რისთვის მოიგონეს ხო იცი? ცუდი ხორცის გემოს დასამალად.

იმიტომ ვერ ვიტან კეტჩუპს ალბათ biggrin.gif

Posted by: fermina 11 Sep 2019, 07:54
ვერ ვიტან შაურმას, სწორედ იმ დიდი ხნის ჩაბასტურმებული საზიზღარი გემოს გამო.

სახლში გამიკეთებია და მშვენიერია, ახალი ხორცით და ინგრედიენტებით. ბავშვებსაც მოეწონათ.

Posted by: thug 11 Sep 2019, 17:55
იქნება ხალხი ვინც ჩალიჩობს და ცუდ ხორცს იყენებს მაგრამ შანსი არაა ყველა საშაურმე ეგრე იყოს
ანუ რა გამოდის წესია ეგეთი რომ შაურმა ცუდი ხორცით უნდა გააკეთო? biggrin.gif

fermina

სახლში როგორ გააკეთე შაურმა? biggrin.gif


Posted by: fermina 11 Sep 2019, 18:46
thug
QUOTE
სახლში როგორ გააკეთე შაურმა?


ახალი ხორცი დავჭერი წვრილად, შევასუნელე, გრილის ტაფაზე შევბრაწე, მერე გადავახვიე თხელ ლავაშში შესაბამის ინგრედიენტებთან ერთად (ეს გემოვნებით - ხახვი, სოუსები - ვისაც რა უყვარს, პომიდორი, ბოსტნეული - ვისაც რა უყვარს) და ბოლოს ტოსტერში გავაჩერე ცოტა ხანი (აი თავი რომ ეხურება, ისეთში) და რა ვიცი, ნუ რა თქმა უნდა, ორიგინალი სხვა არის ალბათ, მაგრამ მე სწორედ ის ჩაბასტურმებულ-რაღაცნაირი გემო არ მომწონს, მთელი დღე ცეცხლზე ნატრიალები ხორცის და ეს ბევრად უფრო მომეწონა.

სახლში გამომცხვარი პიცა მაგალითად არ მომწონს, არც ბურგერი (იშვიათად), მაგრამ შაურმამ გაამართლა.

Posted by: მამაო ენუქი 11 Sep 2019, 18:52
ერთადერთი შაურმა რომელიც იჭმეოდა იყო პლეხანოვზე, იქვე წვავდნენ გრილზე ხორცს შენ თვალწინ როცა შეუკვეთავდი, მსუბუქად იყო ხორცი, არ იყო გამოტენილი გლდანისავით მარა დიდი ხანი ვერ გაქაჩა, ხალხს მუცლის ამოყორვა ურჩევნია pop.gif

Posted by: GoldenSky 11 Sep 2019, 19:02
ნაღდად არაა მარგებელი მარა ასწორებს ხოლმე smile.gif საშუალოდ 2 თვეში ერთხელ ვჭამ ადრე კვირა არ გაივლიდა რო არ მეჭამა biggrin.gif

ბევრი რამეა შხამი მარა კი ვიღებთ უმეტესობა smile.gif
* * *
საშაურმეს რომ ვხსნიდე ბევრ ექსპერიმენტს ჩავატარებდი რამდენიმე ადამიანზე , ხორცის მომზადება , ინგრედიენტების რაოდენობა და სახეობები , ტოსტერში მომზადების დრო , სხვადასხვა კეჩუპი/მაიონეზის შეხამებები და კიდე ბევრი რამე ალბათ

ზოგს საშაურმის გახსნა აპარატის და ხორცის ყიდვა გონია და ეგეთი საშაურმე ბევრი მინახავს მალევე დაკეტილი

Posted by: max-14 12 Sep 2019, 00:56
QUOTE
კარგი ხორცით რომ გააკეთო, სამჯერ ძვირი დაჯდება და აზრს კარგავს.

მასა ნაგავ ხორცზეა მიჩვეული.....

Posted by: Trump 12 Sep 2019, 12:08
გირჩევ ნახშირის აპარატები იპოვო.

მარკეტინგული ხოდი იქნება

Posted by: Sheffield 12 Sep 2019, 13:05
max-14
QUOTE
მასა ნაგავ ხორცზეა მიჩვეული.....

იმიტოა ამდენი ადრეული ავადმყოფობები ჩვენთან. ბავშვებს მაინც ნუ აჭმევენ, თუ საკუთარი თავი კიდიათ...

Posted by: silly 12 Sep 2019, 16:56
QUOTE (Trump @ 12 Sep 2019, 12:08 )
გირჩევ ნახშირის აპარატები იპოვო.

მარკეტინგული ხოდი იქნება

კი ბატონო მაგასაც ვაკეთებ მე არ ვაღიარებს ხორცს გრილზე და გაზზე შემწვარს, ხორცის გემო და საერთოდ საუკეტესო არომატი ნაკვერჩხალზე შეწვისას აქვს, ნაკვერჩხლის აპარატი უკვე შევიძინე.

ადგილს ვეძებ და საუკეთესო რეცეპტს, კი ხორციც უმაღლესი ხარისხის იქნება და და ჰაინცის კეჩუპით იქნება ფასიც შესაბამისი ექნება, თავის მომხმარებელი ეყოლება!

Posted by: Trump 12 Sep 2019, 17:11
silly
QUOTE
ადგილს ვეძებ და საუკეთესო რეცეპტს, კი ხორციც უმაღლესი ხარისხის იქნება და და ჰაინცის კეჩუპით იქნება ფასიც შესაბამისი ექნება, თავის მომხმარებელი ეყოლება!


აუცილებელია პრემიუმ ბრენდის კეჩუპ-მაიონეზები და მაგას ვერ ხვდებიან.
ხორცი სადაურია , გაუყინავი?

Posted by: silly 12 Sep 2019, 17:16
QUOTE (Trump @ 12 Sep 2019, 17:11 )
silly
QUOTE
ადგილს ვეძებ და საუკეთესო რეცეპტს, კი ხორციც უმაღლესი ხარისხის იქნება და და ჰაინცის კეჩუპით იქნება ფასიც შესაბამისი ექნება, თავის მომხმარებელი ეყოლება!


აუცილებელია პრემიუმ ბრენდის კეჩუპ-მაიონეზები და მაგას ვერ ხვდებიან.
ხორცი სადაურია , გაუყინავი?

ხორცი ძალიან მძიმე საკიტხია რომლელიც კველვასაც ანალიზსაც და გამოყენების შემდგომ შედეგის შესწავლასაც მოიცავს.
ხორცი რათქმაუნდა საუკეთესო მინდა იყოს მაგრამ ამ ეტაპზე პასუხი არ მაქვს.

Posted by: Keti-Ket 12 Sep 2019, 22:44
ჩემი თანამშომელი გოგოები კარგ შაურმას უწოდებდნენ იმას, რომელშიც ხორცი არ იყო და კიტრი და პომიდორი ჰქონდა ბევრი, გემრიელ ლავაშში გადახვეული, რომელიც იქვე ცხვებოდა. ბიჭებს პირიქით, ბევრი ხორცითა და მაიონეზით გაძეძგილი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კონკრეტულ ადგილზე ძირითადად რა სეგმენტია

Posted by: xx3xx 12 Sep 2019, 22:58
thug
ყველა საშაურმე მასეა ერთმანეთზე უარესი პირობები აქვთ შიდა სამზარეულოში რო შეგახედა გულის რევის ქრონიკული რეფლექსი დაგემართება პახოდუ 20-40 წლის წინანდელი გაყინული ხორცით ამზადებენ

Posted by: max-14 15 Sep 2019, 15:41
QUOTE
ყველა საშაურმე მასეა ერთმანეთზე უარესი პირობები აქვთ შიდა სამზარეულოში რო შეგახედა გულის რევის ქრონიკული რეფლექსი დაგემართება პახოდუ 20-40 წლის წინანდელი გაყინული ხორცით ამზადებენ

yes.gif
არადა ყველა საშაურმესთან რიგი დგას........
QUOTE
კი ბატონო მაგასაც ვაკეთებ მე არ ვაღიარებს ხორცს გრილზე და გაზზე შემწვარს, ხორცის გემო და საერთოდ საუკეტესო არომატი ნაკვერჩხალზე შეწვისას აქვს, ნაკვერჩხლის აპარატი უკვე შევიძინე.

ადგილს ვეძებ და საუკეთესო რეცეპტს, კი ხორციც უმაღლესი ხარისხის იქნება და და ჰაინცის კეჩუპით იქნება ფასიც შესაბამისი ექნება, თავის მომხმარებელი ეყოლება!

წარმატებები!

Posted by: satis 28 Sep 2019, 18:06
უამრავი რამეა ეგრე მავნებელი ადამიანისთვის. ჩიფსები, ხრუსტემები რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ. თეთრ სიკვდილად წოდებული მარილი მავნებელი არაა? რაფინირებული შაქარი? წაიკითხეთ სამედიცინო ნამდვილი ლიტერატურა რამდენი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს შაქარი. მაგრამ რატომღაც მშობლები არც მარილს უკრძალავენ და არც შაქრიან ნაწარმს. ის კი არადა თვითონაც მშვენივრად ჭამენ. ამდენი გენმოდიფიცირებული პროდუქტი კაცმა არ იცის კიდევ რას იწვევს.
* * *
ისე ვინც არ ჭამს ხორც მათი ინტერესებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ხორციან შაურმასთან ერთად უნდა მზადდებოდეს ვეგეტარიანული შაურმებიც. ოღონდ მარტო მწვანილი და ხახვით არა. ხორცის მაგივრად სოიო ან რამე სხვა უნდა გაუკეთდეს შიგთავსად.

Posted by: vasovaso92 28 Sep 2019, 18:09
ადრე მიყვარდა შაურმა მარა მერე რაც გავიგე იმპოტენციას იწვევსო აღარ მიჭამია.

Posted by: satis 28 Sep 2019, 18:10
QUOTE
ადრე მიყვარდა შაურმა მარა მერე რაც გავიგე იმპოტენციას იწვევსო აღარ მიჭამია.

lol.gif

Posted by: thug 29 Sep 2019, 07:22
ტიპს დაუნგრიეს იმენა ყველა ოცნება


QUOTE
ადრე მიყვარდა შაურმა მარა მერე რაც გავიგე იმპოტენციას იწვევსო აღარ მიჭამია.


lol.gif

Posted by: gabuga 15 Nov 2023, 13:49
კაცმა რა იკითხა და აქ რას წერენ, თუ არ გინდათ და თვლით ნაგავია, ნუ მიდიხართ და ნუ შეჭამთ. ადამიანმა ითხოვა რჩევა რომ საკუთარი ბიზნესი გახსნას. ავტორს მივმართავ, მართალია დიდი დროა მის მერე გასული რაც განცხადება დადე და დიდი იმედი მაქვს გახსენი შენი საქმე და წარმატებით მიდის საქმე! კარგ მრჩეველებს აქ ნუ ეძებ.

Posted by: cosаnоstra 15 Nov 2023, 17:06
gabuga
მაგისთვის დარეგისტრირდი რო ეგ დაგეწერა?

Posted by: Frankens†ein 15 Nov 2023, 20:10
ჩემმა ძმაკაცმა გახსნა ადრე საშაურმე.
გვერდზე ხორცის მაღაზიაც ქონდა და ნაღდი, გაუყინავი ხორცისგან აკეთებდა, ფასი თითქმის ორჯერ მეტი ჯდებოდა.
ძაან გემრიელი იყო, მაგრამ არ იმუშავა, უცხოსთვის მაღალი ფასი ქონდა და შინაურებისთვის უფასო იყო biggrin.gif
ორ თვეში დაკეტა ))

ძაან მარტივად შეიძლება მიხვედრა, მიდით იმ საშაურმეში, სადაც გგონიათ რომ ნორმალური (კარგს არ ვამბობ) ხორცით აკეთებენ შაურმას და კეტჩუპის და მაიონეზის გარეშე შეუკვეთეთ wink.gif

Posted by: cosаnоstra 16 Nov 2023, 11:11
Frankens†ein
კი მარა სანამ გახსნიდა არ გაიკითხა რო ეგ გაუყინავი ხორცისგან არ კეთდება? :დ

Posted by: Frankens†ein 16 Nov 2023, 11:42
QUOTE (cosаnоstra @ 16 Nov 2023, 11:11 )
Frankens†ein
კი მარა სანამ გახსნიდა არ გაიკითხა რო ეგ გაუყინავი ხორცისგან არ კეთდება? :დ

კარგის გახსნა უნდოდა, ფული დიდად არ აინტერესებდა smile.gif
ძაან გემრიელი კი იყო smile.gif

ზემოთ დავწერე, თუ გაინტერესებთ რა ხორცისგან აკეთებენ შაურმას, კეტჩუპის და მაიონეზის გარეშე შეუკვეთეთ smile.gif

Posted by: DORO 13 Jan 2024, 21:26
QUOTE
კეტჩუპის და მაიონეზის გარეშე შეუკვეთეთ

გაზის სუნი და გემო დაჰკრავს ხოლმე ხანდახან :დ

Posted by: გიორგი XII 13 Jan 2024, 21:29
ეს იუზერი მილიონერია დღეს ნეტა? .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)