Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > თხოვნები


Posted by: ჰერმიონ 1 Apr 2010, 12:11
ამ თემაში ვითხოვთ სარჩელების, ხელშეკრულებების, წესდებების, კრების ოქმების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის ნიმუშებს.

თუ კიდევ გახსნით თემას მსგავს საკითხზე, ულაპარაკოდ დაივორნებით

http://www.SmileS.Ge



Posted by: ჰერმიონ 1 Apr 2010, 12:12

Posted by: ჰერმიონ 1 Apr 2010, 12:12



Posted by: ჰერმიონ 1 Apr 2010, 12:14
ეს თქვენი წინა თხოვნების ნაწილი smile.gif


Posted by: conditiosinequanon 2 Apr 2010, 11:20
ვინმემ თუ შეიძლება სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები დადეთ პრობლემურ საკითხებზე. მაგალითად ნასყიდობა,ჩუქება და ა.შ.

Posted by: Laverne_de_Montmorency 15 Apr 2010, 11:40
წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1) მინდა, თუ ვ ინმეს გაქვთ?

Posted by: ჰერმიონ 15 Apr 2010, 12:01
conditiosinequanon

უზენაესის საიტზე დევს უამრავი

Posted by: Mr.Giorgi 15 Apr 2010, 12:43
Laverne_de_Montmorency
QUOTE
წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1) მინდა, თუ ვ ინმეს გაქვთ?


Posted by: kosta777 16 Apr 2010, 13:20
ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულების ნიმუში იქნებ დადოთ. კარგი იქნება ინგლისურ ენაზეც რომ იყოს.

Posted by: Mr.Giorgi 19 Apr 2010, 18:02
kosta777
benitto

Posted by: Mr.Giorgi 19 Apr 2010, 18:05
kosta777
benitto

Posted by: ჰერმიონ 24 Apr 2010, 03:30
ვიცოდი რომ რაღაცას აურევდით biggrin.gif
კანონები გვერდით თემაში
აქ მოითხოვეთ ნიმუშები



არაფრის ღირსები ხართ თქვენ mad.gif


Posted by: kodeqsi 24 Apr 2010, 03:55
QUOTE
აქ მოითხოვეთ ნიმუშები
კანონპროექტებისაც (ესენიც ნიმუშის პონტში ჯდებიან) givi.gif და მეტი სხვა
QUOTE
არაფრის ღირსები ხართ თქვენ

Posted by: M-N 5 May 2010, 13:30
ხელშეკრულების ფორმა მჭირდება მომსახურებაზე, თუ გაქვთ ვინმეს დამეხმარეთ.
რაიმე მარტივი, ექსკავატორით მომსახურებაზე უნდა გავაკეთო, ჩემს არქივში რაღაც ვერ ვნახე ვერაფერი შესაბამისი.
ან სად ვეძებო ის მაინც მითხარით.

Posted by: No Regrets 5 May 2010, 14:37
სად შემიძლია ვნახო ადმინისტრაციული კოდექსი?

Posted by: tatia_19 13 May 2010, 18:40
ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ ქორწინების ხელშეკრულების ფორმა გამომიგზავნეთ რა.

Posted by: geto772 19 May 2010, 19:33
მიწოდების ხელშეკრულების ფორმები მჭირდება შეგიძლიათ დამეხმაროთ?

Posted by: nutsiko 31 May 2010, 18:09
M-N
tatia_19
geto772
ხელშეკრულებებს რაც შეეხება და მათ ნიმუშებს, ბონა კაუზას აქვს გამოცემა ტიპური ხელშეკრულების ნიმუშები, ცალკე წიგნად, თაბუკაშვილის დასაწყისშია ეგ მაღაზია და შეგიძლიათ შეიძინოთ, რა თქმა უნდა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და ძალიან პრაქტიკული წიგნია. ადრე სხვასაც მივწერე ზუსტად იმავე კითხვაზე.

Harry Potter
ფალიაშვილი კი არა და ფაფიაშვილი, რამდენიმე წიგნი იყო კრიმინალისტიკის შესახებ. მქონდა, მაგრამ მგონი ერთ-ერთ სტუდენტს ვაჩუქე. ჩემს იურიდიულ ბიბლიოთეკაში აღარ უნდა ირიცხებოდეს. ისე უნივერსიტეტში იქნება, სადაც წიგნები იყიდებოდა, ახლა არ ვიცი მანდ როგორაა, საუკუნეა არ ვყოფილვარ
* * *
gamer10
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკაში იყო ძალიან კარგი წიგნები სწორედ კონსტიტუციურ სამართალსა და შედარებით სამართალში. იქ ნახე
* * *
No Regrets
პარლამენტის საიტზე შედი და მერე ნახე კანონმდებლობა. ოღონდ ეგაა, რომ ცალკე აქვთ ხოლმე ცვლილებები და ცალკე კოდექსი, ერთიან დოკუმენტად არ იყო და ახლა არ ვიცი, თუ გამოსწორდა, მე პროგრამა კოდექსი მაქვს როგორც წესი smile.gif

Posted by: amg63 5 Jun 2010, 22:57
VIPman
http://www.tcc.gov.ge/uploads/kanonebi/axali_sisxlis_samartlis_saproceso_kodeqsi.pdf

Posted by: Computer 7 Jun 2010, 16:56
ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა არსებობს ? როგორ უნდა გავაფორმო ? მადლობელი დაგრჩებით თუ დამეხმარებით

Posted by: Selfish_kid 22 Jun 2010, 17:37
გამარჯობა smile.gif

კონსტიტუციური სარჩელის ფორმა მინდა
შეგიძლიათ დამეხმაროთ?
დღეს საღამომდე მჭირდება sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: george002 25 Jun 2010, 11:14
კაი ტო დრაფტები დაყარეთ რა////////////////////////////////////////////////////////

Posted by: Mr.Giorgi 25 Jun 2010, 12:55
Computer
როგორ და გააკეთე შეთანხმება
შემდეგი ფორმით

ერთის მხრივ ესა და ეს და მეორეს მხრივ ესა და ეს შევთანხმდით შემდეგზე

წინამდებარე შეთანხმების მხარეთა შორის ამა და ამ წლის ამა და ამ რიცხვში გაფომრმებული იქნა ხელშეკრულება ამა და ამის თაობაზე. წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან რომ შეწყვიტონ აღნიშნული ხელშეკურლება, მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმებამდე მიწოდებული საქონლის ღირებულება ანაზღაურებულია სრულად (აქ გაითვალისწინე ის სსკ-ს პირობები ხელშეკურლების შეწყვეტისას, ანუ თუ რამე მიაწოდეს ერთმანეთს ან ღირებულება გადაიხადონ ან უკან დაიბრუნონ და ასე შემდეგ)
მხარეებს ერთMAEნეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ

ხელმოწერები


მოკლედ დანარცენი თავად გაასტილე და გააფორმე

mamu-mamu
რადგანაც ამხანაგობა არ გაქვთ რეგისტრირებული, აიღე შენი ეზოს ერთიანი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (15+1 ლარი) სადაც მითითებული იქნება შენი ეზოს ყველა მესაკუთრე და ამ ყველასგან სათითაოდ გააკეთე თანხმობა ნოტარიუსის მეშვეობით, რომ თანახმა ვართ დაიმტკიცოს ესა და ეს ფართი მოახდინოს მისი ლეგალიზაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, პრეტენზია არ გგვაჩნია

M-N
geto772
ხალხნო რა დრაფტებს ეძებთ ადექით და დაწერეთ, ტექსტი შემდეგი სტურქტურით შეადგინეთ 1. მხარეები ანუ ვის შორის იდება 2. ხელშეკრუელბის საგანი 3. ხელშეკრულების ღიერბულება ა ანაზღაურების წესი 4. თუ რამეზე დამატებით შეთანხმდით 5. ზოგადი წესები და ხელმოწერები


ხოდა ეს ყველა პუნქტი არის მხარეთა შეთანხმების საკIთხი, ამიტომ დრაფტი რომც იპოვო მთლიანად უნდა გადააკეთო, ამრიგად ადექით და შეადგინეთ კონკრეტულად თქვენი საჭიროების მოთხოვნისამებრ

Posted by: george002 25 Jun 2010, 13:10
QUOTE
ხალხნო რა დრაფტებს ეძებთ ადექით და დაწერეთ, ტექსტი შემდეგი სტურქტურით შეადგინეთ 1. მხარეები ანუ ვის შორის იდება 2. ხელშეკრუელბის საგანი 3. ხელშეკრულების ღიერბულება ა ანაზღაურების წესი 4. თუ რამეზე დამატებით შეთანხმდით 5. ზოგადი წესები და ხელმოწერები

ერთია რო იცი და სხვა არი რომ შეადგენ ამ ხელშეკრულებას ან სხვა დოკუმენტს,ხო და ხალხს აინტერესებს სხვა ადამიანების გამოცდილება,თეორიის და პრაკტიკის ამბავია,სხვა კი არაფერი tom.gif

Posted by: MrHERCULES 1 Jul 2010, 20:54

მოგესალმებით,

"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონის ინგლისურენოვანი ვერსია ხო არ გეგულებათ სადმე? ოღონდ ისეთი, რო ყველა ცვლილება ასახული იყოს.

1999 წლის, ანუ თავდაპირველი ვარიანტის ინგლისური ვერსიები აგერაა:
http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=15
და
http://www.wipo.int/clea/en/text_pdf.jsp?lang=EN&id=1762

ტექსტები ჯერ არ შემიდარებია, მარა საფუძვლიანი ეჭვი მაქ რო ერთნაირია : ) ანუ 1999 წლიდან დღემდე განხორციელებული ექვსი ცვლილებიდან არც ერთი არაა შეტანილი.

ჰო და ისეთი ვარიანტი ხო არ გეგულებათ, სადაც ეს ცვლილებები ასახულნი იქნებიან.

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!


Posted by: leono 21 Jul 2010, 17:11
ისა და, ცნობების ნიმუშების მოთხოვნაც შეიძლება აქ? აქ იმდენი განყოფილებაა, რომ ვეღარ ვერკვევი უკვე, სად რა უნდა ვიკითხო.

მოკლედ, მე მჭირდება ყველა იმ ცნობის ნიმუში, რომლებსაც გასცემენ სამინისტროები. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და სხვა.

არავინ იცით სად ვნახო? თუ ვინმე მუშაობთ რომელიმე სამინისტროში, გთხოვთ მომაწოდეთ ნებისმიერი ცნობის ნიმუში. რაც მეტი იქნება, უკეთესია.

Posted by: gvantsa_7 16 Aug 2010, 22:34
ცნობის ნიმუშს ვერავინ ვერ მოგცემს.. ეგ მაგათი ფორმაა, რომელიც შენ, ანუ უბრალო მომაკვდავ მოქალაქეს არ გჭირდება... შეიძლება იშოვო განცხადებების ნიმუშები... თორე გამოდის, რომ ნიმუშებს ითხოვ გასაყალბებლად yes.gif

Posted by: kodeqsi 17 Aug 2010, 01:39
QUOTE
მომაკვდავ

კაი იყო მართლაც... biggrin.gif
პ.ს. ისე კი, მოკვდავი სულაც არ ნიშნავს მომაკვდავი სიფათ/იერ-სახის მქონეს... gigi.gif

Posted by: GrigolS 30 Aug 2010, 00:59
სალამი smile.gif

ვინმეს ხომ არ გაქვს ორგანიზაციის შიდა განაწესის რამე დრაფტი, ნიმუში ან შაბლონი მაინც?

Posted by: nikaaa07 1 Sep 2010, 17:06
თემის გახსნას ვიფიქრე აქ დამესვა კითვხა.. ტყულა თემა რომ არ გამესხნა რა მაინტერესებს ეხლა. biggrin.gif

საზღვარგარეთის პასპორტს გაუვიდა ვადა ხოდა მინდა ახლის აღება და რა არის საჭირო ამისთვის თუ იცით ? რა თანხაში ჩავჯდები?

არ დაიზაროთ ვინც იცით მიპასუხეთ smile.gif
კეთილო იუზერო გმადლობ წინასწარ 2kiss.gif givi.gif givi.gif


Posted by: lucia 1 Sep 2010, 17:51
nikaaa07
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3

Posted by: ჰერმიონ 8 Sep 2010, 10:34
Warning:
თემა გავასუფთავე
იურიდიული კონსულტაციებისათვის და კანონების ელექტრონული ვერსიებისთვის მიბრძანდით გვერდით თემაში. აქ ვითხოვთ მხოლოდ ნიმუშებს



mad.gif


Posted by: midland 8 Sep 2010, 14:15
სამოქალაქო სარჩელის შევსებული ნიმუში მჭირდება თუ ვინმეს გაქვთ გთხოვთ დადოთ მადლობა წინასწარ.

Posted by: mari_5002 14 Sep 2010, 18:04
ხელშეკრულების ნიმუშების ინტერნეტ ვერსია მინდა, თუ ვინმემ იცით სად იქნება ან გაქვთ დამეხმარეთ smile.gif წიგნი კი არის "ტიპიური ხელშეკრულების ნიმუშები"- ზარანდიას, ლაზარაშვილის და ჯანხოთელის ავტორობით . მაგრამ ინტერნეტ ვერსია მინდაა sad.gif მადლობაა

Posted by: zura198630 22 Sep 2010, 16:30
სააპელაციო საჩივრის ნიმუში მჭირდება თუ ვინმეს გეგულებათ სადმე სისხლის სამართლის საქმეზე. მადლობთ წინასწარ

Posted by: giorgi33 25 Sep 2010, 19:33
უძარვი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუშს ხომ ვერ გამომიგზავნით,საჯარო რეესტრში წარსადგენად რომ გამომადგეს . წინასწარ მადლობა 5-0-5@mail.ru

Posted by: Besarionn 26 Sep 2010, 22:50
QUOTE
სააპელაციო საჩივრის ნიმუში მჭირდება თუ ვინმეს გეგულებათ სადმე სისხლის სამართლის საქმეზე. მადლობთ წინასწარ


სისხლის სამართალში საჩივრის ,რაიმე ნორმატიული აქტით დადგენილი, ნიმუში არ არსებობს. no.gif

ვისაც როგორ მოეპრიანება ისე უბერავს wink.gif

Posted by: TROJAN 27 Sep 2010, 12:35
სოლიდარულის(სპს) წესდების ნიმუში და დაფუძნებაზე კრების ოქმის მინდა რა

ისე ცოტა არ იყოს მეჩქარება smile.gif

Posted by: ლლევ 29 Sep 2010, 12:50
TROJAN

თუ გეჩქარება, ფული უნდა გადაიხადო
უფასო სერვისი კი იქნება ფორუმზე, მაგრამ ღმერთმა იცის როდის

ისე აქ ნიმუშებს არავინ დადებს. თითოეული ნიმუში იურისტის შრომის ნაყოფია, რომლისგანაც მან ფული უნდა მიიღოს. უფასოდ არავინ დაგიშეარებს ფორუმზე wink.gif


Posted by: TROJAN 29 Sep 2010, 18:06
ლლევ
ჩარჩოს ვიძახი კაცო ძაან სტანდარტულები რომლებიც ყველან წერია და უნდა ეწეროს

და იქამდე არაფერი მეტკინოს აქ ფული არ გადავიხადო მე,

biggrin.gif

Posted by: GrigolS 30 Sep 2010, 01:00
TROJAN
QUOTE
სოლიდარულის(სპს) წესდების ნიმუში და დაფუძნებაზე კრების ოქმის მინდა რა

ისე ცოტა არ იყოს მეჩქარება

საჯარო რეესტრის სატზე გდია შაბლონი. უფასოს კვალობაზე, საკმაოდ ნორმალური შაბლონი თან.
http://www.napr.gov.ge/index.php?m=227

Posted by: TROJAN 30 Sep 2010, 18:26
GrigolS
მადლობა, იმისთვის რისთვისაც მე მინდა წავა სრულებით smile.gif


Posted by: The DoctoR 4 Oct 2010, 10:26
მეგობრებო ავტომანქანაზე იჯარის ხელშეკრულება ხომ არ გაქვთ რომ მომაწოდოთ?

Posted by: krasusi_92 8 Oct 2010, 22:19
უშისროების ვეპგვერდი მომწერეთ რა პმ ში ვინმემ

Posted by: gvantsa_7 8 Oct 2010, 23:11
საუდუმლო აგენტების რეკვიზიტები? biggrin.gif

Posted by: G_A_G_A 14 Oct 2010, 02:24
ქორწინების ხელშეკრულების ნიმუში თუ აქ ვინმეს დადეთ რა sad.gif დიდად მადლობელი დაგრჩებით,ძალიან მჭირდება

Posted by: გია პაპავა 16 Oct 2010, 00:07
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და მითხრათ სად შემიძლია მივიღო უფასო იურიდიული კონსულტაცია...(ტელეფონის ნომერი) user.gif

Posted by: iza 16 Oct 2010, 01:08
გია პაპავა

QUOTE
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და მითხრათ სად შემიძლია მივიღო უფასო იურიდიული კონსულტაცია...(ტელეფონის ნომერი)


ბევრგან, თუმცა ყველაზე მეტად გირჩევთ ამ საიტს ესტუმროთ:

http://www.gyla.ge/index.php?option=com_contact&view=contact&id=1&Itemid=94〈=ka

უფასო სატელეფონო და პირადი კონსულტაციები:

სატელეფონო და პირადი კონსულტაციები, იურიდიული დახმარების ცენტრში, მიმდინარეობს ყოველდღე 11:00 - 17:00 საათამდე (14:00 - 15:00 შესვენების დროის გათვალისწინებით), შაბათ-კვირის გარდა. მოქმედებს ტელეფონის ორი ხაზი, რომელთანაც სამართლის სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიცირებული იურისტ-კონსულტანტები მორიგეობენ და პასუხს სცემენ ნებისმიერ იურიდიულ (სამართლებრივ) შეკითხვას.

კონსულტანტები უზრუნველყოფილნი არიან უახლესი იურიდიული ლიტერატურითა და კომპიუტერული პროგრამა "კოდექსით", რაც თითქმის მთლიანად გამორიცხავს შემოსულ სამართლებრივ კითხვაზე პასუხის გაცემის შეუძლებლობას.

იგივე რეჟიმში მოქმედებენ ზემოაღნიშნული კონსულტანტები მოქალაქეთა პირადი მიღებების დროსაც. პირად მიღებაზე შესაძლებელია კონფიდენციალურად იურიდიული კონსულტაციის მიღება.

იურიდიული დახმარების ცენტრის უფასო სატელეფონო კონსულტაციების ტელეფონის ნომერია: 99-50-76

გარდა ამისა, თუკი გნებავთ უშუალოდ გასაუბრება იურისტთან, მაშინ ოფისში ეწვიეთ.

წარმატებებს გისურვებთ smile.gif

Posted by: გია პაპავა 16 Oct 2010, 01:23
iza


ძალიან დიდი მადლობა..

ძალიან კარგია როცა ამ ფორუმზე შენნაირი კარგი ადამიანები პოსტავენ smile.gif

Posted by: iza 16 Oct 2010, 01:38
გია პაპავა

არაფრის. თუკი რაიმე დაგჭირდება, შეგიძლია მომმართო smile.gif

Posted by: NATTALI 20 Oct 2010, 11:03
ჩუქებიხ ხელშეკრულების ფორმა მინდა ახალგაზრდებო user.gif

Posted by: flameboy 21 Oct 2010, 19:19
მაინტერესებს საქველმოქმედო ფონდის შესახებ, თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება, გამიზიარეთ

Posted by: mtersasruti 27 Oct 2010, 21:08
კანონი "მეწარმეთა შესახებ". უახლესი ვერსია თუ შეგიძლიათ ვინმეს,რომ დადოთ. ემ მაქვს 2009 წლის თებერვლსი მონაცემი და ამის მერე იქნა შესული ცვლილებები?

Posted by: teo_charkviani 27 Oct 2010, 21:55
კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ მინდა

Posted by: gogra_gogra 28 Oct 2010, 12:01
თუ იცით ვინმემ ტენდერის ჩატარების წესებზე რამე? მაინტერესებს ჩავარდნილი ტენდერის მოქმედების ვადები. ანუ ტენდერის ორჯერ ჩავარდნის მერე უფლება მაქვს მოვიწვიო ნებისმიერი მსურველი. ხოდა რამდენი ხნის განმავლობაში შემიძლია ვეძებო?

Posted by: lovely girl 30 Oct 2010, 15:18
იცით რა მაინტერესებს? ახალი სარჩელის ფორმებში მითითებულია ატვირთვის ბმული..მაინტერესებს, სავალდებულოა სარჩელის ატვირთვა? თუ პირდაპირ სასამართლოში შეტანაც დასაშვებია??

Posted by: gvantsa_7 30 Oct 2010, 17:40
სავალდებულო არ არის, ალტერნატიულია.. გინდა ატვირთე, გინდა სასამართლოში ჩააბარე

Posted by: iza 31 Oct 2010, 18:51
----------------------------------------------------------------

Posted by: ქეთო 2 Nov 2010, 16:01
გამარჯობა,

თუ იცით საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კანონი, გარდა სამოქალაქო კოდექსისა, რომელიც შეეხება პასუხისმგებლობას უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, გთხოვთ მომწეროთ

გმადლობთ

Posted by: Besarionn 5 Nov 2010, 01:42
ქეთო
QUOTE
გამარჯობა,

თუ იცით საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კანონი, გარდა სამოქალაქო კოდექსისა, რომელიც შეეხება პასუხისმგებლობას უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, გთხოვთ მომწეროთ

გმადლობთ


თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაინტერესებს ნახე სისხლის სამართლის კოდექსის 197, 198 და 251 მუხლები

Posted by: ქეთო 5 Nov 2010, 09:58
Besarionn
QUOTE
თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გაინტერესებს ნახე სისხლის სამართლის კოდექსის 197, 198 და 251 მუხლები



გმადლობ smile.gif

Posted by: ninodavaxo 7 Nov 2010, 14:48
კონსტიტუციური შესაგებელი როგორ უნდა დაიწეროს?? ვინმეს თუ გაქვს ნიმუში გთხოვთ დამეხმარეთ .

წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: Cephalaspidomorph 8 Nov 2010, 19:25
სისხლის სამართლის დევნის დაწყების აღრიცხვის ბარათი მინდა :უსერ:

Posted by: Besarionn 11 Nov 2010, 21:43
Cephalaspidomorph
QUOTE
სისხლის სამართლის დევნის დაწყების აღრიცხვის ბარათი მინდა :უსერ:

ეგ გამომძიებელს უნდა თხოვო, ჩვენ საიდან მოგცეთ ? smile.gif

ისე რად გინდა თუ საიდუმლო არ არის ? spy.gif

Posted by: ChiLD In TiMe 12 Nov 2010, 14:24
ვინმემ დამაკვალიანეთ რა ხელშეკრულებები როგორ ფორმდება...
შრომის/პარტნიორ პირმასთან/მოძრავი ნივთის ნასყიდობის და ა,შ. არ დატოვოთ რა უყურადღებოდ

Posted by: gvantsa_7 13 Nov 2010, 01:30
როგორ ფორმდება? ძირითადად წერილობით.. ჩამოაყალიბე რას ითხოვ?

Posted by: Cephalaspidomorph 14 Nov 2010, 14:57
Besarionn
ვიპოვე. უფრო სწორად გამომიგზავნა ერთმა კეთილმა ფორუმელმა.

საიდუმლო არ არის დავალება მქონდა )


ვინმეს ხომ არ გაქვთ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ნიმუში?

Posted by: chernobill 16 Nov 2010, 15:50
ავთანდილ კობახიძის შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში სად იყიდება მითხარით რა...მისამართი ,,ან თუ ვინმეს გაქვთ გადასიყად დამირეკეთ 898101466

Posted by: gudunaa 16 Nov 2010, 16:04
QUOTE (No Regrets @ 5 May 2010, 14:37 )
სად შემიძლია ვნახო ადმინისტრაციული კოდექსი?

პარლამენტის საიტზე. ან იუსტიციის სამინისტრის საკანამდებლო მაცნეში.

Posted by: marshoo 23 Nov 2010, 19:27
გთხოვთ ,ძალიან მჭირდება ალიმენტის შესახებ შეთანხმების ნიმუში ,მომწერეთ PLZ)))

Posted by: mari7ka555 25 Nov 2010, 22:57
ჩუქების ხელშ.–ის ნიმუში ვინმემ დადეთ რაა

Posted by: Eneagrama 28 Nov 2010, 12:21
QUOTE
ჩუქების ხელშ.–ის ნიმუში ვინმემ დადეთ რაა

http://www.napr.gov.ge/index.php?m=229
აქედან შეგიძლია გადმოწერო ხელშეკრულების ფორმები

Posted by: 365 2 Dec 2010, 09:29
თანამედროვე კადრების აღრიცხვის ფორმა ვინმემ დადეთ რა?

Posted by: zedela88 8 Dec 2010, 13:54
ფილიალის დებულება მინდა თუ გაქვთ ვინმეს

Posted by: *WTF* 10 Dec 2010, 17:09
ზოგადი ადმინისტრაციულის ინგლისური ვერსია ხომ არ იცით სად დევს ან ვინმეს ხომ არ გაქვთ?

Posted by: G_A_G_A 13 Dec 2010, 16:21
საარბიტრაჟო სარჩელის ნიმუშI თუ გაქვთ ვინმეს მომეცით რა smile.gif დამეხამრეთ

Posted by: kobu20 13 Dec 2010, 17:19
ვინმეს თუ შეუძლია მოკლედ გამარკვიოს რა ხდება სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლში მადლობელი დაგრჩებით wink.gif ისე და ვერ მოაბამ თავს, ან კიდევ იქნებ მითხრათ რომელიმე ლიტერატურა, რომელის დახმარებითაც შევძლებ გავერკვე smile.gif)

Posted by: NATTALI 13 Dec 2010, 17:47
მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა
თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

kobu20

მაგალითად გიორგი არის დათოს წარმომადგენელი. ე.ი. გიორგის შეუძლია დათოს სახელით შეასრულოს გარკვეული მოქმედება. ვთქვათ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ბინის ნასყიდობაზე.
1. ანუ გიორგის არ შეუძლია თავისი ბინა მიყიდოს დათოს ისე რო თავადაც მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას და დათოს მაგიერაც მოაწეროს ხელი. ანუ საკუთარ თავთან დადოს გარიგება დათოს სახელით.

2. როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა: გიორგი არის დათოს და გელას წარმომადგენელი, აქაც იგივენაირად, ანუ ხელი მოაწეროს დათოს და გელას მაგივრადაც. ანუ აქაც საკუთარ თAვთან დებს გარიგებას.

Posted by: kobu20 13 Dec 2010, 22:03
დიდი მადლობა ნატალი, აი ბოლო წინადადება რომ წერია გარდა იმ შემთხვევებისა , როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად... ამის გასაგებადაც რაიმე შემთხვევას თუ დამიწერ რომ გავიგო... დიდ დიდ დიდ მადლობას გეტყვი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი ვარ და ვცდილობ რაღაცას, ოღონდ რა გამომივა არ ვიცი .. wink.gif

Posted by: NATTALI 14 Dec 2010, 12:23
kobu20
არაფრის smile.gif
აჰა, მოკლედ თუ უკვე არსებობს რამე გარიგება გიორგისა და დათოს შორის მანამდე, ანუ რწმუნებულების გაფორმებამდე დადებული, და ამ გარიგების დადების მერე მოხდა ისე, რომ გიორგი გახდა დათოს წარმომადგენელი. ეს შემთხვევა არ ჩაითვლება საკუთარ თავთან გარიგებად. წარმომადგენელი ხომ ზოგადად მარწმუნებლის ნებას გამოხატავს, და მისი სახელით მოქმედებს, ანუ უხეშAდ რომ ვთქვათ გიორგი არის გიორგიც და დათოც biggrin.gif

Posted by: kobu20 14 Dec 2010, 19:31
დიდი დიდი დიდი დიდი მადლობა ნატალიიი wink.gif ჩემი მშველელი ხარ... გაიხარეე...

Posted by: Forester 15 Dec 2010, 21:48
სასწრაფოდ მჭირდება შპს–ს წესდების ნიმუში რუსულ ენაზე

მადლობა წინასწარ

Posted by: metall1ca 16 Dec 2010, 10:52
გამარჯობათ,ვინმეს თუ გაქვთ აშშ-ს კონსტიტუციის საპრეზენტაციო თემა თუ გაქვთ შეგიძლიათ მეილზე გამომიგზავნოთ? saba_chinchaladze@yahoo.com
წინასწარ დიდი მადლობა : )))

Posted by: Cephalaspidomorph 19 Dec 2010, 17:26
"საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს." ეს მხარე შუამდომლობას როგორ წერს არ იცით? (შუამდგომლობის ფორმა)

Posted by: ro0t 25 Dec 2010, 14:36
გამარჯობათ , თუ შეიძლება მითხარით ად შეიძლება ვნახო კანონი საერთაშორისო საბროკერო ბირჟის შესახებ ? სასწრაფოდ მჭირდება და იუსტიციის სამინისტროს საიტზე ვერ ვნახე სად არის კანონები და ლინკს თუ დამიდებთ დიდად დამავალებთ smile.gif

პ.ს ეგ ინფორმაცია რუსულ ენაზე თუ მოიპოვება უფრო ეგ მჭირდება .
* * *
ვიპოვე smile.gif http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=212 აი თუ ვინმეს დაგჭირდებათ wink.gif

Posted by: leono 25 Dec 2010, 18:58
QUOTE (gvantsa_7 @ 16 Aug 2010, 22:34 )
ეგ მაგათი ფორმაა, რომელიც შენ, ანუ უბრალო მომაკვდავ მოქალაქეს არ გჭირდება...

ჰო, მომაკვდავი ვიყავი მაშინ, ძლივს გადავრჩი მაგის lol.gif

Posted by: MEGA 28 Dec 2010, 21:16
ე.ი. ორდერის ფორმა გაქვთ ვინმეს? სისხლის სამართალში, რომელსაც წერს ადვოკატი

Posted by: VIPman 30 Dec 2010, 17:24
საკანონმდებლო პროგრამა Codex 2005-ის ბოლო 7 თვის განახლების ფაილები მინდა და ვინმეს ხომ არ გაქვთ რომ დამეხმაროთ? smile.gif
კოდექსის სერვერი მკვდარია და ვეღარ ვიწერ sad.gif

Posted by: Paul Avril 2 Jan 2011, 17:20

Posted by: mtersasruti 4 Jan 2011, 22:39
თუ იცით ვინმემ კიბერ დანაშაული შEმოსულია ეს როგორც კანონი და ამოქმედებულია თუ ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს?

Posted by: ilelagi 6 Jan 2011, 15:52
გილოცავთ შობა ახალწელს!
ასეთი რამე მჭირდება:
გვაქვს სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი(მრავალი მესაკუთრით) საცხოვრებელი კომპლექსი.
გვჭირდება ამხანაგობის შექმნა. რომელი წესდებით უნდა ვისარგებლო, ან ვინმეს თუ აქვს ამის გამოცდილება, გადმომიგდეთ წესდება.
პატივისცემით

Posted by: future 6 Jan 2011, 16:26
QUOTE (ilelagi @ 6 Jan 2011, 15:52 )
გილოცავთ შობა ახალწელს!
ასეთი რამე მჭირდება:
გვაქვს სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი(მრავალი მესაკუთრით) საცხოვრებელი კომპლექსი.
გვჭირდება ამხანაგობის შექმნა. რომელი წესდებით უნდა ვისარგებლო, ან ვინმეს თუ აქვს ამის გამოცდილება, გადმომიგდეთ წესდება.
პატივისცემით

http://www.cegstar.ge/files/Cooperative_Friendship_Geo.pdf აქ არის ინფორმაცია ამხანაგობაზე იმედია გამოგადგება

Posted by: anfis@ 9 Jan 2011, 12:51
ძალიან მწირდება თქვენი დახმარება,რეფერატი მაქვს დასაწერი იმპიცმენტის პროცესებზე 3ქვეყანა უნდა განვიხილო სადაც შშერეული მმარტველობაა,სად შეიზლება მოვიძიო ინფორმაცია?

Posted by: ივანიჩ 12 Jan 2011, 10:59
კოლეგებო
ვინმეს მემორანდუმი ხოარ გაგიკეთებიათ?

Posted by: lucia 12 Jan 2011, 23:25
IVANICHA
კონკრეტულად რა მემორანდუმს გულისხმობ?

Posted by: ივანიჩ 13 Jan 2011, 10:45
QUOTE (lucia @ 12 Jan 2011, 23:25 )
IVANICHA
კონკრეტულად რა მემორანდუმს გულისხმობ?

არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებულს...

Posted by: ნინე 5 Feb 2011, 19:37
ძალიან ძალიან ძალიან გთხოვთ დამეხმარეეეეეთ....

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მინდა "საქართველოს იუსტიციის მინისტრის ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ"

ყველაფერი გადავქექე ინტერნეტში ვერ ვნახე ვერსად. თუ იცით ვინმემ სად შეიძლება რომ ვნახო მითხარით. user.gif

Posted by: advanced_clubber 7 Feb 2011, 13:41
ნორმატიული აქტების "კრებული" ხომ არ მოეპოვება ვინმეს? smile.gif სასურველია ბოლო ცვლილებებით ან ახლოს რომ იყოს ბოლო ცვლილებებთან განახლებებს მე მოვძებნი გმადლობთ წინასწარ..

Posted by: Cephalaspidomorph 10 Feb 2011, 03:31
QUOTE (MEGA @ 28 Dec 2010, 21:16 )
ე.ი. ორდერის ფორმა გაქვთ ვინმეს? სისხლის სამართალში, რომელსაც წერს ადვოკატი

ადვოკატი ორდერი ხო? მაქვს

Posted by: სწერვა69 16 Feb 2011, 19:10
იურისტებო, გთხოვთ გამომიგზავნოთ საქართველოს კონსტიტუციის ბოლო რედაქცია.

აქვე ერთ კითხვას დაგისვამთ:


პროგრამა "კოდექსი" საიდან უნდა გადმოვქაჩო?


მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.

Posted by: gabro1984 18 Feb 2011, 00:21
თუ შეგიძლიათ მითხრათ და დაჯდება ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო დავაზე? საუბარია 600 კვ მეტრიანი საერთო ეზოს გაყოფაზე, ანუ ერთი მხარე ითხოვს გაყოფას მე-2 წინააღმდეგია.

Posted by: vasikson 18 Feb 2011, 20:49
QUOTE
თუ შეგიძლიათ მითხრათ და დაჯდება ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო დავაზე? საუბარია 600 კვ მეტრიანი საერთო ეზოს გაყოფაზე, ანუ ერთი მხარე ითხოვს გაყოფას მე-2 წინააღმდეგია.


ყველგან დაგიდოსტია smile.gif

1000 ლარი ჯდება ეგეთი საქმე

ან მონდომებული ადვოკატი, სამთო ქიმიაში იჩითებიან tongue.gif

Posted by: gabro1984 19 Feb 2011, 00:15
QUOTE (vasikson @ 18 Feb 2011, 20:49 )
QUOTE
თუ შეგიძლიათ მითხრათ და დაჯდება ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო დავაზე? საუბარია 600 კვ მეტრიანი საერთო ეზოს გაყოფაზე, ანუ ერთი მხარე ითხოვს გაყოფას მე-2 წინააღმდეგია.


ყველგან დაგიდოსტია smile.gif

1000 ლარი ჯდება ეგეთი საქმე

ან მონდომებული ადვოკატი, სამთო ქიმიაში იჩითებიან tongue.gif

არა ქიმიკოსი არ მინდა smile.gif)))) გმადლობთ. არც მონდმებული ადვოკატი smile.gif) მე მხოლოდ ფასი მაინტერესებდა პროფესიონალი ვექილის smile.gif)

Posted by: vasikson 19 Feb 2011, 14:16
QUOTE
არა ქიმიკოსი არ მინდა )))) გმადლობთ. არც მონდმებული ადვოკატი ) მე მხოლოდ ფასი მაინტერესებდა პროფესიონალი ვექილის )


ააა ვექილის ?? მე მეგონა ქიმიკოსის biggrin.gif

Posted by: gabro1984 19 Feb 2011, 18:35
QUOTE (vasikson @ 19 Feb 2011, 14:16 )
QUOTE
არა ქიმიკოსი არ მინდა )))) გმადლობთ. არც მონდმებული ადვოკატი ) მე მხოლოდ ფასი მაინტერესებდა პროფესიონალი ვექილის )


ააა ვექილის ?? მე მეგონა ქიმიკოსის biggrin.gif

კი ვექილი, მომრიგებელი მოსამართლე და ბოქაული smile.gif))))))) ქიმიკოსიც შეიძლება.

Posted by: fsiqea 21 Feb 2011, 21:24
ვაიმე ხალხო საბინაო კოდექსი მინდა!!! საბინაო კოდექსი!!! SOS SOS SOS
PLS & THANKS!!!

Posted by: Besarionn 24 Feb 2011, 16:08
QUOTE
ვაიმე ხალხო საბინაო კოდექსი მინდა!!! საბინაო კოდექსი!!!

ups.gif

Posted by: advanced_clubber 24 Feb 2011, 18:56
საბინაო კოდექსი??? რამე ახალი გამოიგონეს??? ან უკაცრავად მაგრამ... თქვენ მოიგონეთ ეგეთი კოდექსი ? biggrin.gif:D

Posted by: vasikson 27 Feb 2011, 20:17
QUOTE
ვაიმე ხალხო საბინაო კოდექსი მინდა!!! საბინაო კოდექსი!!! SOS SOS SOS
PLS & THANKS!!!



"ბმა" უნდა დაეხმარეთ

Posted by: progresi 27 Feb 2011, 20:56
QUOTE
fsiqea

მერიის საიტზე ვნახე ამისწინ თუ არის კიდევ

Posted by: blaugrana 27 Feb 2011, 23:19
ვინ მეტყვის სად შევიძინო ახალი რედაქციით დამტკიცებული საგადასახად კოდექსი?

Posted by: benito- 27 Feb 2011, 23:24
blaugrana
თსუ–ს II კორპუსშI იყავი?
მე მანდ ვყიდულობდი ხოლმე წიგნებს

Posted by: gvantsa_7 27 Feb 2011, 23:43
მაღაზიები: ბიბლუსი, ბონა კაუზა...

Posted by: blaugrana 28 Feb 2011, 13:57
benito-
gvantsa_7
დიდი მადლობა

Posted by: Addict 28 Feb 2011, 21:41
არ ვიცი რამდენად სწორ თემაში ვწერ, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრათ როგორ ხდება ქონებრივი დეკლარაციის ელექტრონულად გაკეთება? ძალიან ძალიან მჭირდება sad.gif

Posted by: progresi 28 Feb 2011, 22:30
QUOTE
Addict

რას გულისხმობ? დარეგისტრირებული ხარ? თუ არა და გერ უნდა დარეგისტრირდე საგადასახადოში და მერე შეხვალ შენ გვერდზე და შეავსებ შესაბამისი დეკლარაციის ფორმას. აი სულ ესაა

Posted by: fsiqea 28 Feb 2011, 23:10
Besarionn
advanced_clubber
vasikson
ძველია ძველია კომუნისტების დროინდელი biggrin.gif მაგრამ მაინც მინდა sad.gif

Posted by: Addict 28 Feb 2011, 23:52
QUOTE (progresi @ 28 Feb 2011, 22:30 )
QUOTE
Addict

რას გულისხმობ? დარეგისტრირებული ხარ? თუ არა და გერ უნდა დარეგისტრირდე საგადასახადოში და მერე შეხვალ შენ გვერდზე და შეავსებ შესაბამისი დეკლარაციის ფორმას. აი სულ ესაა

user.gif არ მარეგისტრირებს, ხვალ გადავრეკავ ცხელ ხაზზე.

Posted by: progresi 28 Feb 2011, 23:57
დარეკვა არ გინდა პირდაპირ მიდი საგადასახადოში, მაგათი სერვერი ხშირად ურევს და ჭედავს.

Posted by: Addict 1 Mar 2011, 21:27
მადლობა, გავარკვიე, რეესტრის ბაზაში შეცდომა ყოფილა დაშვებული და ამიტომ ვერ პოულობდა ჩემს მონაცემებს საიტი.

Posted by: progresi 1 Mar 2011, 23:21
European Court of Human Rights. Rules of Court. ამის ქართული ვარიანტი ხომ არავის გაქვთ? ან რუსული?

Posted by: Giorgi1970 13 Mar 2011, 12:05
არ ვიცი აქ უნდა ვითხოვო თუ არა, მაგრამ ბიზნესგეგმა მჭირდება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის. რომელიც მიკროსესხებზე იმუშავებს. იქნებ დამაკვალიანოთ სად ვნახო შაბლონი, ან ვინ დაწერს?

Posted by: progresi 13 Mar 2011, 16:15
QUOTE
Giorgi1970

ბიზნესში და ეკონომიკაში ჯობია იკითხო. აქ, თუ იურისტი გჭირდება, მაშინ სიამოვნებით დაგეხმარებით

Posted by: gnika 13 Mar 2011, 16:33
http://pirvel.ucoz.com/ შედით ნახეთ

Posted by: NATTALI 14 Mar 2011, 17:10
ალიმენტის მოთხოვნით სარჩელი არ გაქვთ ვინმეს?
სასტიკად მეზარება წერა, გადაკეთებას კიდე რა უჭირს..... biggrin.gif

Posted by: tjashia 14 Mar 2011, 17:15
ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმეს გქონდეთ 3 ლარამდე რომ დამეხმაროთ. www.slim.ge ადმინი ვარ და ჰოსტის თანხის გადაუხდელობის გამო არის გათიშული საიტი და იქნებ ვინმე დამეხმაროთ და ჩამირიცხოთ ცოტაოდენი თანხა. სულ 3 ლარი მჭირდება. emoney: 360 308 123. წინასწარ დიდი მადლობა მათ ვინც ჩამირიცხავს და მათაც ვინც არ ან ვერ ჩამირიცხავს

Posted by: sheshlili 17 Mar 2011, 00:16
გამარჯობათ
თუ გაქვთ ელ. ვერსია წიგნის, "პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლისათვის" გთხოვთ ამიტვირთოთ ან ლინკი მომცეთ საიდანაც გადმოვწერ

Posted by: shavtux@ 27 Mar 2011, 23:20
საბაკალავრო თემას ვწერ ,,სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმარტულ'' დანასჰაულზე...ხომ არ დამეხმარებოდიტ ლიტერატურის მითითებით? მადლობა წინასწარ

Posted by: tarabua 28 Mar 2011, 12:46
ვიმეს საბაჟო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ტესტები ხომ არ გააქვთ ?

Posted by: fsiqea 29 Mar 2011, 14:02
ე.ი. მერიამ ერთ დროს (როდის არ ვიცი biggrin.gif ) გამოაცხადა ტენდერი გარე რეკლამის განთავსებაზე, სადაც გაიმარჯვა ერთმა კომპანიამ, ანუ ეს კომპანია გახდა მონოპოლისტი. მე ძალიან გთხოვთ და გემუდარებით მომიძიოთ როგორც ამ ტენდერზე განცხადება მერიის (მე ვერ მოვიძიე), ასევე იქნებ ვინმე ფლობთ ინფორმაციას რომელ კომპანიას ხვდა წილად ეს ბედნიერება (ესეც ვერ მოვიძიე)
დიდი მადლობაააა (წინასწარ wink.gif )
* * *
shavtux@
QUOTE
საბაკალავრო თემას ვწერ ,,სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმარტულ'' დანასჰაულზე...ხომ არ დამეხმარებოდიტ ლიტერატურის მითითებით? მადლობა წინასწარ

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (სტუდენტის სახელმძღვანელო). გამომცემლობა ღია საქართველო. 2002.
იქნებ გამოგადგეს wink.gif

Posted by: ta_ta_ 29 Mar 2011, 15:50
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდების ფორმა თუ ვინმეს გექნებათ, იქნებ დამეხმაროთ....

Posted by: პროფესორი 4 Apr 2011, 18:39
გამარჯობათ. თანხის გასესხება მინდა და მაინტერესებს იპოთეკური სესხის ხელშეკრულება ხო არ გაქვთ ვინმეს? მაგალითისთვის რომ განვიხილო.

Posted by: ARAKI 5 Apr 2011, 02:00
ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რაც მოიცავს მაღალკვალიფიციური სამართლებრივი რჩევების მოცემას, ჩვენს გვერდზე საინტერესო სიახლეების განთავსებას, თქვენთვის საჭირო დოკუმენტების შედგენას, სამართლებრივი ანალიზის გაკეთებას, სხვადასხვა მასალების მოძიებასა და მოწოდებას.

http://onlineconsultant.weebly.com

Posted by: shao 12 Apr 2011, 21:10
გთხოვთ დამეხმაროთ უნიში რეფერატი მაქ დასაწერი შრომის კოდექსზე,ხო არ გაქვთ ვინმეს მზად?ან დაპოსტეთ თქვენ რას შეცვლიდით 2006 წლის შრომის კოდექსში დაქირავებული მუშახელის მხრიდან

Posted by: sold_ier 28 Apr 2011, 01:33
გამარჯობათ.

ევროპის ინტელექტუალურ სამართალზე რაიმე ხო არ ექნება ვინმეს ქართულად. თუნდაც მოკლე სულ ერთია . ხელშეკრულებები, დირექტივები, სტატიები.... ნებისმიერი რამ თან ამ დღეებში მჭირდება. თუ ვინმეს გაქვთ ან თუ იცით სად შეიძლება რო ვნახო ძალიან მჭირდება და გთხოვთ მომწერეთ.

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: giopero 2 May 2011, 11:14
თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ, სასწრაფოდ მჭირდება სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა იურიდიული ანალიზი

Posted by: ninchostar 9 May 2011, 14:13
ინგლისურ და რუსლ ენებზე ხომ არ აგქვთ ხეLშეკრულებების ნიმუშები?

Posted by: ninchostar 14 May 2011, 11:48
მორიგების აქტი ვინმეს ხომ არ გაქვთ? უბრალოდ მაინტერესებს და ვისაც აქვს თუ შეიძლება დამეკონაქტეთ smile.gif

Posted by: 022022 16 May 2011, 19:58
საპაექრო სიტყვა მაქვს დასაწერი და სტრუქტურა არ ვიცი როგორ იწერება ხოდა ვინმეს ნიმუშI ხომ არ გექნებათ?!

Posted by: baiko 21 May 2011, 12:10
http://miusafarni.blogspot.com/ შემოგვიერთდით.....

Posted by: TETISA 21 May 2011, 14:42
უძრავი ნივთის გამიჯვნის ხელშეკრულების ფორმა ხომ არ გაქვთ?

Posted by: lawyer55 21 May 2011, 22:29
TETISA


რა გინდა??????:-)

Posted by: marishage 21 May 2011, 22:34
022022
თუ კიდევ გინდა, გამოგიგზავნი ნიმუშის სახით smile.gif

ზოგადად, სქემა ძალიან მარტივიაsmile.gif სათაურში დაწერ ჩვეულებრივ, სასამართლოს, მოსამართლის, რწმუნებულისა და შენს მონაცემებს...
(მაგ:
თბილისის საქ. სასამართლოს
სამოქ. საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს,
ბატონ ა. ბ.-ს.
გ.დ-ს რწმუნებულის,
ე.ვ-ს
საპაექრო სიტყვა)

საპაექრო სიტყვის წერის დაწყებას საქმეში არსებული უდავო ფაქტების ჩამოთვლით ვიწყებ ხოლმე (თუ არსებობს ასეთი საქმეში), რომ მოსამართლეს წაკითხვისას გაახსენდეს ყველა ის უდავო ფაქტი, რომელიც მე მჭირდება, რომ ახსოვდეს.
ოღონდ, თვითონ პროცესზე საპაექრო სიტყვაში უდავო ფაქტების ჩამოთვლა-განხილვაზე დროს არასდროს არ ვკარგავ (ეს ძვირფასი დროის ფუჭი ფლანგვაა, არასოდეს არ ვდავობ იმაზე, რასაც მხარე სადავოდ არ მიხდის)....

თუ რაიმე ნაწილში ვეთანხმები მოწინააღმდეგეს, იმაზე უბრალოდ ვწერ რომ ვეთანხმები.

რაშიც (რეებშიც) არ ვეთანხმები, იმაზე სათითაოდ ვწერ რას რატომ არ ვეთანხმები.
ანუ: საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაყენებული თითოეული სადავო ფაქტობრივის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი შეფასების "დანგრევას" ვცდილობ და სათითაოდ, თითოეულზე ჩემეულ შეფასებას ვწერ: ჯერ ერთი ფაქტობრივი უზუსტობის მტკიცებულებას ვანგრევ, შესაბამისად "ფაქტს" გამოვრიცხავ, და ბოლოს სამართლებრივად ვაფასებ, რატომ არ არის ასე და რატომ არის ასე. შემდეგ მეორე ფაქტობრივ უზუსტობაზე ვწერ იგივენაირად და ა.შ.

თუ მაქვს საქმეში კონკრეტული ფაქტობრივი უზუსტობის გასაბათილებელი მტკიცებულება, მას ვიშველიებ და ვაფასებ ფაქტობრივად და სამართლებრივად ( ხოლო თუ არ არსებობს ასეთი მტკიცებულება, იმას მაინც ვცდილობ, რომ მოწინააღმდეგის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვი მაინც შევატანინო მოსამართლეს)

თუ ფაქტი მტკიცებულებით უტყუარად აქვს გამყარებული და ამ კუთხით დავა უაზროდ მეჩვენება, მაშინ ვცდილობ სამართლებრივად მაინც მოვუძებნო ნაკლი, თუ ეს შესაძლებელია. თუ ვერც მაგას ვახერხებ, ასეთს უდავოდ მივიჩნევ ხოლმე, უფრო სწორედ, ყურადღებას არ ვამახვილებ და მაგეთ საკითხებზე არაფერს არ ვწერ ხოლმე. ვაიგნორებ და რაზეც დავას აზრი აქვს იმაზე ვდავობ.

მერე ჩემს ძლიერ მხარეებს, ფაქტებს, მტკიცებულებების და სამართლებრივ შეფასებებს ვწევ წინ და ასევე სათითაოდ ვაფასებ. ჯერ ფაქტს ავღწერ, მერე რითი ვადასტურებ და ბოლოს სამართლებრივად ვაფასებ.

ანუ შენს ფაქტს ამყარებ, თუ მოწინააღმდეგისას ანგრევ, მთავარია ყოველთვის დაიცვა 3 პირობა: ჯერ აღწერე ფაქტი/ფაქტობრივი უზუსტობა, მერე მტკიცებულება მოიშველიე, რითი ამტკიცებ/ ან რითი ანგრევ, და ბოლოს სამართლებრივი შეფასება: ასე არის, ასე არ არის, ან ასე აღარ გამოდის ამიტომ და ამიტომ.

სამართლებრივი შეფასების წერისას, მუხლებს და ნაწილებს ვუთითებ,+ საჭიროებისას კონკრეტული მუხლის, ნაწილის ამონარიდს ვწერ, +თუ მჭირდება, კოდექსის კომენტარებიდან ჩემთვის საჭირო მომენტებზე მოკლედ ვუსვავ ხაზს...

ამ ყველაფერს რა თანმიმდევრობით დაწერ მნიშვნელობა არა აქვს... (ანუ ჯერ შენი მტკიცებულებების გამყარებაზე დაწერ თუ მოწინააღმდეგის მტკიცებულების დანგრევა-დაუშვებლად ცნობაზე)

ბოლოს, საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივს და სამართლებრივს რომ სათითაოდ განვიხილავ, ძალიან მოკლედ ვწერ სიტყვის საბოლოო ანალიზს (მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარე რატომ უნდა დაკმაყოფილდეს ჩემი მოთხოვნა და არ დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგის მოთხოვნა)
და ვაყენებ ჩემს მოთხოვნას (ან მოთხოვნებს)

ასევე, ყველაზე მთავარი, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ეს ყველაფერი რაც შეიძლება მოკლედ დავწერო, რომ მოსამართლეს წაკითხვა არ დაეზაროს, ანუ ვცდილობ ხოლმე, რომ არც ერთი ზედმეტი და არაფრისმომცემი სიტყვა არ გამეპაროს.






Posted by: TETISA 21 May 2011, 22:36
lawyer55
შრიფტი ვერ გაარჩიე?

Posted by: marishage 21 May 2011, 22:37
ალბათ, მთელი 10 წუთი მოვუნდი ამის წერას (თუ მეტი არა) და იმედი მაქვს, გამოგადგებაsmile.gif

Posted by: n_N_N_N_N_N_n 26 May 2011, 15:59
შრომის კანონს ვეძებ , სად ვნახო ? ?

Posted by: Mr-Banks 26 May 2011, 16:06
n_N_N_N_N_N_n

http://laws.codexserver.com/2562.DOC

Posted by: n_N_N_N_N_N_n 26 May 2011, 16:18
Mr-Banks
მადლობა smile.gif და ეს ბოლო ხომ ? ვერ ვერკვევი

Posted by: Mr-Banks 26 May 2011, 16:21
n_N_N_N_N_N_n

კი, ბოლო

Posted by: T-A-T-I-A 1 Jun 2011, 11:16
აუ ძალიან გთხოვთ ეგება ვინმემ მითხრას მემკვიდრეობით სამართალზე რა წიგნები არის დღემდე გამოსულიი?? თემას ვწერ მემკვიდრეობასტან დაკავშირებით არ ვიცი რომელი წიგნებიდან ვიხელმძღვენლო.. user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: lawyer55 2 Jun 2011, 10:26
T-A-T-I-A


კომენტარები..... დოქტორანტების ნაშრომები.............. სტატიები...................უზენაესის გადაწყვეტილებები

Posted by: metall1ca 5 Jun 2011, 09:02
შეგიძლიათ თემის დაწერაში რომ დამეხმაროთ? თემა > რას ფიქრობთ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ? // მაქსიმუმ 500 სიტყვიანი უნდა იყოს :|

Posted by: Gioegio_Georgian 5 Jun 2011, 13:50
metall1ca მიდი ბიბლიოტეკაში, იურიდიულ სექციაში იკითხე წიგნი კონტიტუციური სამართალი, დემეტრაშვილი,კობახიძე 2010 გამოცემა, და იქ ყველაფერია კონსტიტუციურ მონარქიასა მის ფორმებზე დადებთ და უარყოფით მხარეებზე smile.gif smile.gif

Posted by: glorious 6 Jun 2011, 17:55
იურისტებო ვერ მეტყვით უახლესი კოდიფიცირებული ნორმატიული აქტების (მხოლოდ ნაბეჭდი და არა ელექტრონული სახით) შეძენა სად შეიძლება. პმში მომწერეთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.

Posted by: delphin 12 Jun 2011, 00:02
ხომ არ იცით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო სარჩელისათვის სად შეიძლება ვნახო??

Posted by: NATTALI 16 Jun 2011, 11:04
delphin
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში.

Posted by: delphin 17 Jun 2011, 19:42
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის, მოვძებნი

Posted by: Nasty 18 Jun 2011, 21:23
კანონი მინდა მეწარმეთა შესახებ უკანასკნელ ცვლილებიანი თუ გაქვთ ლინკი დააგდეთ რაა


Posted by: marishage 18 Jun 2011, 21:50
glorious
"ბონა კაუზაში", მის: თაბუკაშვილის 12 (კოლმეურნეობის მოედანთან)
ტელ:2 99 00 71

Nasty
მე მაქვს უახლესი კანონი კომპში, მაგრამ აქ არ ვიცი როგორ ავტვირთო... ან ამიხსენი აქ ვორდის ფორმატი როგორ იტვირთება, ან სკაიპი დამიტოვე და გამოგიგზავნი

Posted by: Nasty 20 Jun 2011, 09:26
marishage
QUOTE
Nasty მე მაქვს უახლესი კანონი კომპში, მაგრამ აქ არ ვიცი როგორ ავტვირთო... ან ამიხსენი აქ ვორდის ფორმატი როგორ იტვირთება, ან სკაიპი დამიტოვე და გამოგიგზავნი

მადლობა, ვორდის დადება აქ არც მე ვიცი, მაშინ სადმე უნდა ატვირთო და ლინკი დააგდო. მაგდენს არ გაწვალებ პიემში მოგწერე

Posted by: saqmiANY 20 Jun 2011, 23:13
თუ შეგიძლიათ ვინმეს, შედგენილი შპს-ს წესდების და კრების ოქმის ნიმუში რომ მომცეთ...

Posted by: dbero 24 Jun 2011, 15:54
სარჩელის უზრუნველკოფის გონისძიების ზოგადი ფორმა ხომ არ გაქვთ?

Posted by: Joy Girl 26 Jun 2011, 22:44
ვინმეს თანამდებობრივი ინსტრუქციის ნიმუშები ხომარ აქვს დადეთ გთხოვთ. ფარმაცევტული კომპანიისთვის მინდა.ბუგალტრის,იურისტის,ოფისმენეჯერის,პროდუქციის მენეჯერის ჯგუფის ხელმძღვანელის, სამედიცინო წარმომადგენლის.

Posted by: advanced_clubber 27 Jun 2011, 08:06
Joy Girl
შედი სებისმიერ დასაქმების საიტზე,მოძებნე გამოცხადებული ვაკანსიები და მოთხოვნებში რა წერია..ცოტა შენიც წაამატე და ეგაა biggrin.gif:D:D ზოგგან საკაოდ ვრცლადაა ახსნილი

Posted by: Niku7a 29 Jun 2011, 13:02
კოდექსის აპდეიტები არ გაქვთ არავის 30 მაისის მერე მოსული? მომეცით რა givi.gif

Posted by: MTandil 29 Jun 2011, 22:14
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მინდა რუსულ ენაზე თუ არის სადმე ლინკი მომეცით ან გამომიგავნეთ რააა

Posted by: Niku7a 2 Jul 2011, 15:57
QUOTE
კოდექსის აპდეიტები არ გაქვთ არავის 30 მაისის მერე მოსული? მომეცით რა

user.gif

Posted by: Zuraba 10 Jul 2011, 22:38
ვისმეს თუ ხელი მიგიწვდებათ საშუამავლო ხელშეკრულების ნიმუშზე ორ იურიდიულ პირს შორის, გთხოვთ გამომიგზავნოთ, დიდი მადლობა

Posted by: Gepeto 12 Jul 2011, 10:13
რა ფორმით იწერება - განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამტკიცებასა და აღსრულებაზე?

Posted by: ESTRANGED 12 Jul 2011, 13:02
ძალიან გთხოვთ თუ ვინსმეს გაქვთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ნიმუში იქნებ დადოთ ან გამომიგზავნოთ. კორპუსზე სარეკლამო აბრის განთავსებაზე რომ მაძლევენ თანხმობას ამ შინაარსის. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Miss Chocolate 20 Aug 2011, 16:47

გამარჯობათsmile.gif
გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასაპატიმრო სასჯელების შესახებ, იგივე "ტოკიოს წესები" ხომ არ შეგიძლიათ დამილინკოთ pdf - ფორმატში რომ იყოს? ონლაინ ვერსია მინდა და სადაც ვნახე არ იკითხება.

Posted by: Toxic:) 22 Aug 2011, 17:13
ქვეიჯარის ხელშეკრულების ნიმუში ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: merkantila 22 Aug 2011, 20:44
თავდებობაზე მაინტერესებს როგორი სიტემაა საქართველოში...
გაქვთ რამე თავდებობის შესახებ?

Posted by: gugusha-l 24 Aug 2011, 13:29
ისე მთლად თემას არ შეესაბამება მაგრამ ერთი კითხვა მაქვს:

ვინმემ ხომ არ იცით სადმე თუ იყიდება სამოქალაქო კოდექსი. ოღონდ ნორმალურად ნაბეჭდი. რომ გადაშლი ადამიანურად იშლებოდეს, არ იკეცებოდეს. ფურცლები არ ცვიოდეს და ასე შემდეგ.

Posted by: law-abiding 26 Sep 2011, 23:02
ვინმეს ხომ არ გაქვთ რაიმე თემის მსგავსი კომპიუტერებსა და დანაშაულის ურთიერთკავშირთან დაკავშირებით? უმჯობესია ინგლისურ ენაზე

Posted by: Tata-Doc 28 Sep 2011, 14:11
ვინმეს ხომ არ გაქვთ რ.შენგელიას წიგნი "ქართული სამართლის საფუძვლების" ელ. ვერსიააა??? თუ გაქვთ გამომეხმაურეთ wink.gif

Posted by: merkantila 12 Oct 2011, 19:15
გამრჯობათ.. ლოჯისტიკის დოკუმენტაციის ზოგადი ცოდნა მომთხოვეს.. ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია და ხომ არ გექნებათ ფორმები?

Posted by: beitali 17 Oct 2011, 20:18
რამდენადაც დავაკვირდი ამ თემას სულ ტყუილად გაიხსნა მაინც ###ზე კიდიათ
თხოვნები და ა.შ.
მე რა სასყიდლის ხელშეკრულების ნიმუშები მინდა



თუ დამიკიდებთ მიტხარით მაინც დუმილით მანიშნე


პ.ს ცოტა აღშფოთებული ვარ
შემცეს ამ ლექტორებმა რა

Posted by: pisopiso 29 Oct 2011, 19:37
ეს კითხვა ამ განყოფილებაში ბევრგან დავსვი და აქაც დავწერ , შემთხვევით ვინმეს UK ში ხომ არ გისწავლიათ იურიდიულზე. ერთი ტერმინი მაინტერესებს ქართულად რას ნიშნავს. Best Practicable Means (BPM) როგორ გადმოვაქართულო თU იცით, დაწერეთ. მადლობთ!!!

Posted by: tumana777 30 Oct 2011, 21:53
აუ ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, იჯარის და ლიზინგის ხელშეკრულებების ნიმუშები მჭირდება თუ ვინმეს გაქვთ დადეთ რა
მადლობა წინასწარ
* * *
gugusha-l
პარნასში იყიდება, მისამართიც ხომ არ გინდა?

Posted by: GrigolS 30 Oct 2011, 22:13
tumana777
www.auditescort.ge
აქ დევს რაღაც ხელშეკრულებების შაბლონები. რაღაც სასწაულები არ არის, მაგრამ 0-იდან დაწყებას ნამდვილად სჯობს.

Posted by: tumana777 31 Oct 2011, 23:43
გაიხარე მადლობა, მარა არ ხსნის ხელშეკრულებების გვერდს...

Posted by: luka22 1 Nov 2011, 17:41
გამარჯობათ, უყურეთ ბიძოს პრესკონფერენციას? smile.gif)) რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

Posted by: beitali 2 Nov 2011, 16:08
QUOTE
გამარჯობათ, უყურეთ ბიძოს პრესკონფერენციას? )) რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

აქ მგონი უცენზორობის გამო ვარნ ლეველს უმატებნ არა
მგონი გაოფებისთვისაც უმატებენ offtopic.gif

Posted by: ქეთი. 6 Nov 2011, 17:18
სად შეიძლება მოვიძიო კაზუსები ადამიანის უფლებების შესახებ?

Posted by: david1990 6 Nov 2011, 23:22
სარჩელის და შესაგებლის შევსებული ნიმუში ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო ?

Posted by: progresi 6 Nov 2011, 23:49
david1990
ძალიან მეეჭვება ეგეთი რამე სადმე ნახო, მითუმეტეს ყველა საქმეს ტავისი განსხვავება აქვს.

Posted by: rikosheta 16 Nov 2011, 02:23
როგორ უნდა გავიგო ადამიანის საცხოვრებელი მისამართი სახელის და გვარის მიხედვით

Posted by: beitali 17 Nov 2011, 12:00

QUOTE
როგორ უნდა გავიგო ადამიანის საცხოვრებელი მისამართი სახელის და გვარის მიხედვით


ეგ პოლიციის პრეროგატივაა
ან საჯარო რეესტრში ნაცნობი უნდა გყავდეს
ფეისბუქით თუ ცადე

Posted by: rikosheta 17 Nov 2011, 20:54
beitali
ანუ რეესტრის საიტიდან ვერ გავიგებ ?

ფეისბუქით ანუ ინფოში თუ უწერია ?

Posted by: ჯეგე 18 Nov 2011, 11:05
ძალიან მჭირდება ხალხო შრომითი ხელშეკრულების ნიმუში ინგლისურ ენაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შედგენილი. იქნებ დამეხმაროთ ვინმე?

Posted by: lazy 19 Nov 2011, 20:55
საარჩევნო სამართალში რაღაც დახმარება მჭირდება და დამეხმარება აქ ვინმე ?

Posted by: kusia 2 Dec 2011, 22:51
თხოვნა>>> : ადმინისტრაციულში ვინც ერკვევა კარგად პმ- ში მომწეროს რა :S

Posted by: n@tia_25 4 Dec 2011, 11:16
ძალიან გთხოვთ იქნება დამეხმაროთ ვინმე და რაიმე ხელშეკრულების ნიმუში მომცეთ, რომელიმე ორგანიზაცია სტაჟიორებთან რომ დებს. sad.gif

სტაჟირების შესახებ.

ძალიან გთხოვთ მომწერეთ.

Posted by: skytamo 14 Dec 2011, 15:56
ქირავნობის წინარე ხელშეკრულება მაქვს დასაწერი და ძალიან გთხოვთ იქნებ ფორმა მოგეპოვებოდეთ და დამეხმარეთ sad.gif((( პ.ს. პირველად ვწერ და ძალიან მჭირდება sad.gif

Posted by: ninkibinki 16 Dec 2011, 17:03
მაქვს სასტუმრო და მაინტერესებს რა სახის ხელშეკრულება უნდა დავდო კლიენტთან... ან შოუ-ბიზნების წარმომადგენელთან და ან ორგანიზაციასთან... ხომ ვერ მიმიტითებდით? ან თუ შეიძლება პმ-ში მომწერეთ და ფორმა თუ გაქვთ ვინმეს გადმომიგზავნეთ

ძაალიან მჭირდება

Posted by: Leclerc 25 Dec 2011, 14:42
ჩხრეკის და დაკავების ოქმის ნიმუში ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს შემთხვევით?

Posted by: Lasha-Mg 1 Jan 2012, 03:34
kusia
QUOTE
თხოვნა>>> : ადმინისტრაციულში ვინც ერკვევა კარგად პმ- ში მომწეროს რა :S

გააჩნია რა გაინტერესებს


მჭირდება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა,საპროცესო და ზოგადი ადმინისთრაციული კოდექსების უახლესი ელექტრონული ვერსიები და ლინკს ხომ ვერ მეტყოდით?
მოკლედ ყველა კოდექსი მინდა ბოლო განახლებებით და იქნებ დამეხმაროთ...

Posted by: your star 10 Jan 2012, 19:57
ვალდებულებითი სამართლის შესახებ იქნებ რამე წიგნი მირჩიოთ
ოღონდ ახვლედიანი და კომენტარები არ მინდა, რამე სხვა მითხარით თუ იცით user.gif

Posted by: iosebi2010 14 Jan 2012, 20:56
მოგესალმებით. ნებისმიერი საკუთრების და პროფილის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი, თანამშრომლების ურთიერთდახმარების, ან უბრალოდ დახმარების ფონდის წესდება მჭირდება. იგულისხმება ფონდი რომელიც თავის თანამშრომლებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უწევს გადაუდებელი ოპერაციების, სწავლის საფასურის გდახდის, უბედური შემთხვევის, ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს..

Posted by: pro_leo66 16 Jan 2012, 15:16
რაიმე მასალა მჭირდება აფექტის შესახებ ანუ სსკ 111-ე მუხლის განზრახ მკვლელობა ჩადენილი უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების დროს... თუ შეგიძლიათ რომ რამენაირად დამეხმაროთ?



სამაგსიტრო მაქვს დასაწერი და ფაქტიურად ვერაფერი ვერ ვნახე

Posted by: lawyer55 16 Jan 2012, 16:00
iosebi2010


ეგ ცოტა სამუშაოა... შეგვიძლაი ჩემმა ორგანიზაციამ მოგიმზადოთ..მომწერე pm თუ დაინტერესდებით...

Posted by: myadvokat 18 Jan 2012, 15:42
QUOTE (Lasha-Mg @ 1 Jan 2012, 03:34 )


მჭირდება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა,საპროცესო და ზოგადი ადმინისთრაციული კოდექსების უახლესი ელექტრონული ვერსიები და ლინკს ხომ ვერ მეტყოდით?
მოკლედ ყველა კოდექსი მინდა ბოლო განახლებებით და იქნებ დამეხმაროთ...

Lasha-Mg
შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი საიტით, რომელიც მოიცავს ყველა ძირითადი კანონისა თუ კოდექსის უახლეს ვერსიას - www.myadvokat.ge

Posted by: ESTRANGED 23 Jan 2012, 11:21
სალამი,
ვინმეს კომპანიის (შპს ან სს) შინაგნაწესის კარგი ნიმუში ხომ არ გაქვთ?

Posted by: ABGREITORA 25 Jan 2012, 01:02
ვინმეს ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით რაიმე სახის კვლევა ხომ არ გაქვთ საქართველოში არსებული ან უცხოური სადაზღვეო კომპანიების შესახებ? ტუ შეგიძლიათ მომაწოდოთ რა მინუსები აქვს ჯანმრთელობის დაზღვევასს ვფირობ რომ ეს სისტემა საქართველოსჰი არ არის მოქნილი და ფულის ტყუილად ყრაა ტუ რაიმ დოკუმენტური ემასალა მოგეპოვებათ აქ ატვრირთეთ დიდად მადლობელი ვიქნები ასევე მაინტერესებს თუ ხართ რომელიმე თგვენგანი დაზღვეული და რა აზრის ხართ ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავსირებით მადლობა წინასწარ !!!

Posted by: kkkk_kh 30 Jan 2012, 19:41
QUOTE (your star @ 10 Jan 2012, 19:57 )
ვალდებულებითი სამართლის შესახებ იქნებ რამე წიგნი მირჩიოთ
ოღონდ ახვლედიანი და კომენტარები არ მინდა, რამე სხვა მითხარით თუ იცით user.gif

Posted by: kikokiko 30 Jan 2012, 20:44
ჩხრეკის და დაკავების ოქმის ნიმუში ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს შემთხვევით?
ეგ ნიმუშები ინტერნეტში არ დევს,მე თვითონ ლექტორმა მომიტანა.

Posted by: kkkk_kh 1 Feb 2012, 19:47
QUOTE (Leclerc @ 25 Dec 2011, 14:42 )
ჩხრეკის და დაკავების ოქმის ნიმუში ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს შემთხვევით?




დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი

kidev arsebobs calke dakavebis, da calke piradi chxrekis oqmis formebi tu gindat avtvirtav imasac

Posted by: your star 15 Feb 2012, 14:31
kkkk_kh


მადლობ

Posted by: Takusha1990 19 Feb 2012, 15:01
გამარჯობაათ !

ძალიაან გთხოვთ ვინმეს თუ გაქვთ სარჩელის შევსებული ნიმუში შემეხმიანეთ რა!

ძალიაან მჭირდებააა...!

ეს ჩემი სკაიპია! tako.t.


წინასწარ მადლოობთ! smile.gif))

Posted by: Silverlight 21 Feb 2012, 20:40
ხალხნო კოდი მაქვს იპოთეკის და სად ვნახო დოკუმენტი??
მიმღები გამცემი და სხვა პირობები სადაც წერია ეგ

Posted by: progresi 22 Feb 2012, 16:39
საბჭოტა კავშირის დროს მოქმედი საბინაო კოდექსი მჭირდება, ხომ არავის გაქვთ ელექტრონული ვერსია?

Posted by: jvili 13 Mar 2012, 16:29
სამოქალაქო სარჩელის შევსებული ფორმა ხომ არ გაქვთ ვინმეს? user.gif


ჰელპ მი facepalm.gif
შევსებული მინდა ოღონდ სესხზე თუ იქნება მთლად უკეთესი weep.gif
სიცოცხლის ბოლომდე არ დაგივიწყებთ ბრატცი/ დატცი mad.gif yes.gif











































თუ დამეხმარებით რათქმაუნდა givi.gif

Posted by: myadvokat 15 Mar 2012, 11:16
jvili
შევსებული ფორმით ვერა, მაგრამ თუ რამე კითხვები გაქვთ შევეცდები დაგეხმაროთ..

Posted by: Gepeto 15 Mar 2012, 21:01
QUOTE (progresi @ 22 Feb 2012, 16:39 )
საბჭოტა კავშირის დროს მოქმედი საბინაო კოდექსი მჭირდება, ხომ არავის გაქვთ ელექტრონული ვერსია?

Основы жилищного законодательства Союза ССР и союзных республик от 24 июня 1981 г. N 5150-Х
http://femida.info/35/ojzsisr24i1981g000.htm

Posted by: Ninoza 16 Mar 2012, 12:06
კეთილო ადამიანებო, გთხოვთ იქნებ გქონდეთ ბინის გამიჯვნის ხელშეკრულების ტექსტი / ნიმუში, რომ გამომიგზავნოთ, ორივე ადამიანი თანახმა ვართ, რომ გაიმიჯნოს, ძალიან მჭირდება

ninoza@gmail.com

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: jvili 16 Mar 2012, 15:13
myadvokat
QUOTE
შევსებული ფორმით ვერა, მაგრამ თუ რამე კითხვები გაქვთ შევეცდები დაგეხმაროთ..

მადლობა!
შევავსებ და შეცდომები გამასწორებინეთ cry.gif

პირველად ვავსებ და მეშინია facepalm.gif givi.gif

Posted by: naperckali 5 Apr 2012, 20:56
გამარჯობა!
იქნებ ვინმემ იცით და ლინკი დამიდოთ ან დამაკვალიანოთ -2008წ დასაწყისში(სავარაუდოდ)მიღებულ ამინისტიაზე
ჯარიმებიზე,საურავებზე და სხვა გადასახადების შესახებ
წინასწარ მადლობა!

Posted by: shota199408 27 Apr 2012, 17:21
სალამი მაინტერესებს ერთმა ჩემმა ახლობელმა აუქციონზე იყიდა X ქარხანა სიმბოლურ ფასად შევარდნაძის დროს და შემდეგ ახალმა მთავრობამ ჩამოართვა არასწორად იყო ჩატარებული აუქციონიო და ეგ რა შუაში იყო რაც უთხრეს აუქციონზე ფასი ის გადაიხადა და რამდენად მართებულია და თუ შეიძლება დამრუნება იმ ქარხნის??გმადლობთ

Posted by: myadvokat 27 Apr 2012, 17:25
shota199408

უშუალოდ დოკუმენტების გაცნობის გარეშე რაიმე დასკვნის გამოტანა რთულია.

Posted by: katiusha30 28 Apr 2012, 18:43
გამარჯობათ, იქნებ ვინმეს მოგეპოვებოდეთ იჯარის წინარე ხელშეკრულებ
ის draft-ი. გთხოვთ, დადეთ შაბლონი. წინასწარ გიხდით მადლობას!!!!

Posted by: rehvi 18 May 2012, 09:39
იქნებ ვინმეს აქვს ხელშეკრულების ნიმუში ინდ.მეწარმესთან მაცივრების თაობაზე...

Posted by: GIGN 23 May 2012, 14:05
საბაკალავრო ნაშრომი ხომ არ გაქვთ რომელიმეს ძარცვაზე?თუ ვინმეს გაქვთ ძაან გთხოვთ დამეხმარეთ user.gif

Posted by: kkkk_kh 30 May 2012, 01:44
გამარჯობა

ადმინისტერაციულის კომენტარების ელ ვერსია თუ იცით სადმე ?ან შემთხვევით რომელიმეს ხომ არ გაქვთ?

Posted by: GIGN 30 May 2012, 12:02
სისხლის სამართლის კერძო- ლეკვეიშვილი
იურიდიული აზრი -დათუაშვილი


ამათი ონლაინ ვერსია ხო არ გაქვთ? user.gif

Posted by: your star 2 Jun 2012, 15:30
სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ელექტრონული ვერსია მინდა, ავტორს არ აქვს მნიშვნელობა smile.gif

Posted by: nuckita 7 Jun 2012, 14:54
ვინმეს ხომ არ გაქვთ სამაგისტრო ან საბაკალავრო ნაშრომი სამოხელეო დანაშაულზე?ძალიან გთხოვთ იქნებ ატვირთოთ?

Posted by: beitali 7 Jun 2012, 19:52
your star
http://myadvokat.ge/geo/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/

Posted by: your star 8 Jun 2012, 16:23
beitali
უი როგორც ჩანს მთლად გარკვევით არ დავწერე. წიგნი მინდა და არა კოდექსი, მაგრამ მაინც მადლობ ყურადღებისთვის.

Posted by: nuca2011 12 Jun 2012, 10:06
მაქ ვალი 2 წელია 10000 დოარი ვიხდი ყოველ თვე 500ს ეხლა მთხოვს სრულად გადახდას ნოტარიულად გაფორმებულია მე არ მაქ სრული თანხა ვთხოვე გადანაწილება წელიჭადში 4000 დოლარი. უარზეა და მემუქრება სისხლის სამართლით.დრო ამ თვეში მეწურება. რა შეიძლება მოყვეს ამას,
* * *
`analogiurad mec myavs movale masac 2000 welia aqvs chemi vali ar mimiprocentebia dampirda saqmes vaketeb da ertad viyoto kerdzod soko tumca mashinve icoda ro da gatvlili konda chemi motyieba. 2 welia arc fuli minaxavs arc dapirebuli 1500 romelic wesit mogeba ikneboda tveshi da arc soko.merideba magram unda gauformo vali mec notariulad sityvierad metanxmeba magram, notariustan ar modis.xan ra mizezi xan ra. dges mgoni mova mainteresebs tu ar gadamixada danishnul dros sheidzleba problemebi sheekmnas?/? es ar minda. minda mxlod chemi tanxa ro gamovdzvre chemi problemebidan.
* * *
ui 5000 dolari akvs vali 2 weli))
* * *
winawar madloba.dzalian vnerviulob chems valze neta ras mipireben)))ikneb gamoichinot gulisxmiereba tu vinnmea iuristi da momwerot
* * *
chemi bina dayadagebulia ukve ase rom mgoni binas magaze mets ras uzaven)) da piradad me ra sheidzleba ro shemexos.da kide erti shekitxva me ro gauformeb xelshekrulebas 5000 dolarze ramdeni mekneba an mekneba saertod rame gadasaxdeli motariusshi

Posted by: Kesaria7778 16 Jun 2012, 12:53
ხომ ვერ დამეხმარებით, სად ვიპოვო UNIDROIT პრინციპები ქართულ ენაზე? smile.gif გმადლობთ წინასწარ

Posted by: Moreira 18 Jun 2012, 00:55
იქნებ დამეხმაროთ, რა

საკუთრების უფლება საქართველოსა და ევროპაში - ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერატისთვის მასალები სჭირდება მეგობარს და იქნებ ვინმემ დაგვაკვალიანოს, მადლობა წინასაწარ smile.gif

Posted by: Andro_forza juve 18 Jun 2012, 12:04
Moreira

yes.gif

just la la la la la
it goes around the world
just la la la la la
it's all around the world
just la la la la la
and everybodys singin'
la la la la la
and now the bells are ringin'
tan.gif

Posted by: your star 18 Jun 2012, 13:45
Moreira

QUOTE
იქნებ დამეხმაროთ, რა

საკუთრების უფლება საქართველოსა და ევროპაში - ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერატისთვის მასალები სჭირდება მეგობარს და იქნებ ვინმემ დაგვაკვალიანოს, მადლობა წინასაწარ

სამოქალაქო კოდექსის კომენტარი და კიდევ http://www.allshares.ge/download.php?id=1DBAE68165 ეს წიგნიც გამოადგება. სხვა არაფერი მახსენდება
nuca2011
http://forum.ge/?f=77&showtopic=34278213&st=2790
აქ იკითხე

Posted by: Kesaria7778 18 Jun 2012, 18:10
ხომ ვერ დამეხმარებით, სად ვიპოვო UNIDROIT პრინციპები ქართულ ენაზე? გმადლობთ წინასწარ

Posted by: Moreira 18 Jun 2012, 19:01
Andro_forza juve
biggrin.gif
your star
მადლობა )

Posted by: time 18 Jun 2012, 19:35
nuca2011
QUOTE
მაქ ვალი 2 წელია 10000 დოარი ვიხდი ყოველ თვე 500ს ეხლა მთხოვს სრულად გადახდას ნოტარიულად გაფორმებულია მე არ მაქ სრული თანხა ვთხოვე გადანაწილება წელიჭადში 4000 დოლარი. უარზეა და მემუქრება სისხლის სამართლით.დრო ამ თვეში მეწურება. რა შეიძლება მოყვეს ამას,


თავდაპირველად, საწყისადვე მოტყუებით თუ არ გამოართვი, სისხლისსამართლებრივად არც არაფერი გემუქრება. დანარჩენი კი სამოქალაქო სამართალწარმოების საკითხია, შეიტანს რა სარჩელს შენს წინააღმდეგ სასამართლოში და მოითხოვს ამ ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნებას. არ დაიბნე და შესაგებელი წარუდგინე სასამართლოს, მიუთითე, რომ ამ ვალის ფარგლებში ყოველთვიურად იხდიდი ხუთას ობამას და მოითხოვე გადახდილი თანხიდან გონივრულ პროცენტს მაღლა აკუმულირებული თანხის გამოკლება ამ ვალიდან, რამეთუ ძაან მაღალ პროცენტს გახდევინებდა ამ სასყიდლიანი სესხიდან. ჰოდა, როგორც გითხარი, ეს მოთხოვნა არა შეგებებული სარჩელის სახით წარადგინე (რომ ბაჟის გადახდას გადარჩე), არამედ შესაგებელში მოითხოვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად რომ ცნოს ეს სასამართლომ, ანუ იმ სტილში, სასამართლომ რომ ჩათვალოს ამ ათი ათასიდან სიტყვაზე ხუთი უკვე გადახდილი გაქვს და მოსარჩელეს აქვს კანონიერი საფუძველი მხოლოდ დარჩენილი ხუთი ათასი მოგთხოვოს.

Posted by: jenny 20 Jun 2012, 09:57
კეთილო ხალხო იქნებ ვინმემ რაიმე წყარო იცოდეტ შრომის სამართალში წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში დისკრიმინაციის შედეგად ზიანის ანაზღაურების სასამართლო პრაქტიკის შესახებ?

ხვალ მაქვს ბოლო ვადა რეფერატი უნდა ჩავაბარო და თემა მაქვს ეგეთი. ყველაფერი მოვიძიე ყველგან ვქექე და მსგავსი სასამართლო პრაქტიკა ვერსად ვნახე. იქნებ დამეხმაროთ ვინმე?

Posted by: Cecy Elliott 21 Jun 2012, 17:02
კანონს ვეძებ წიაღის შესახებ ოღონდ ინგლისურ ან რუსულ ენებზე....
დამეხმარეეეთ პლზზზ.... drug.gif


Posted by: revolution 24 Jun 2012, 15:23
გთხოვთ ვისაც აქვს 1999 წლამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოში მომაწოდეთ ან სად შეიძლება რომ მოვიპოვო მითხრათ? help.gif

Posted by: GSKI 28 Jun 2012, 23:16
მოგესალმებით

მაინტერესებს შპს წილის დათმობის ხელშეკრულება და ხომ არ მოგეპოვბათ ან სად ვნახო ეს ფორმა ?


მადლობა წინასწარ დახმარებისთვის თუ გაქვთ გადმოგვიგზავნეთ ამ მაილზე alteroplus@inbox.ru

Posted by: your star 28 Sep 2012, 20:56
სამოქალაქო კოდექსი მინდა 2012 წლის მდგომარეობით და საიდან შეიძლება გადმოვწერო? სადაც ვნახე ყველგან ძველი დევს

Posted by: ErykaBadu 29 Oct 2012, 21:19
შესაბამისი თემა დახურული და იქნებ აქ დამეხმაროთ...

არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირება მინდა, და ზუსტი ინფორმაცია სად მოვიძიო?

და როგორ ხდება ხო არ იცით? სად მივიდე, რა ღირს და ა.შ.

Posted by: GloriaGloria 10 Nov 2012, 19:39
sxva ragac rom vitxovo? tu vinme xart mesamekurseli iuristi, iqneb tamar zambaxidzis meili momwerot, silabusshi eqneba mititebuli.

Posted by: აბულაბას 14 Nov 2012, 08:46
ინდივიდუალურ ადმინისტრაიცული აქტი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ამათი ზოგადი სახე მაინტერესებს როგორია. სად შეიძლება რომ მოვნახო ინტერნეტში?

Posted by: Lasha-Mg 14 Nov 2012, 13:40
ხომ ვერ მეტყვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოლო ელექტრონული ვერსია უკანასკნელი ცვლილებებით საიდან შეიძლება გადმოვიწერო?
თუ არ ვცდები ბოლო ცვლილება 125 და კიდევ რომელიღაც მუხლებშია

Posted by: venturara 14 Nov 2012, 18:42
Lasha-Mg
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოლო ელექტრონული ვერსია უკანასკნელი ცვლილებებით საიდან შეიძლება გადმოვიწერო?
თუ არ ვცდები ბოლო ცვლილება 125 და კიდევ რომელიღაც მუხლებშია


კანონი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
კარი # 2 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
თავი # 10 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
მუხლი # 125 - სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
მიღებულია - 12.06.2012 წ ძალაშია - 01.08.2012 წ
01.08.2012 წ - მდგომარეობით

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, -
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი თვის ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
6'. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, -
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით.
6''. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
7'. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
7''. ამ მუხლის 7' ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
8. ამკრძალავი ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
9. ამ მუხლის მე-6-მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-6, 6'', მე-7, 7', 7'' და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:
1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.
2'. ნაწილი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, 7', 7'', მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 1' ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-6, 6'', მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 1' ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
4'. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.
4''. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
6. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



Posted by: ta_ta_ 17 Nov 2012, 01:50
ადვოკატის ორდერის ფორმა ხომ არ გექნებათ, სასწრაფოდ მჭირდებაააააა

Posted by: Lasha-Mg 22 Nov 2012, 13:36
venturara
მადლობა smile.gif
მე მთლიანი კოდექსი მინდა თავისი უკანასკნელი ცვლილებებით და თუ შეიძლება სადმე ამიტვირთე

Posted by: ESTRANGED 22 Nov 2012, 14:07
მორიგება სასამართლოში.

ვთქვათ დამტკიცდა მორიგება დავალიანების საქმესთან დაკავშირებით და მორიგების პირობებით ყადაღა მოეხსნა ნივთებს.
აგრეთვე გათვალისწინებული იყო რომ მოვალეს დავალიანება უნდა დაეფარა გრაფიკით.

იმ შემთხვევაში თუ მოვალე არ ასრულებს მორიგების პირობებს ასეთ შემთხვევაში რა ხდება?
სააღსრულებო ფურცელი უნდა ამოწეროს მოსამართლემ თუ რა ხდება მერეე?

მადლობა


Posted by: venturara 22 Nov 2012, 15:43
ESTRANGED
QUOTE
იმ შემთხვევაში თუ მოვალე არ ასრულებს მორიგების პირობებს ასეთ შემთხვევაში რა ხდება?

QUOTE
სააღსრულებო ფურცელი უნდა ამოწეროს მოსამართლემ



yes.gif

Posted by: sanfol 26 Nov 2012, 21:56
Lasha-Mg
http://survilebi.com/main/296-bbbbbbbbbbbyebbb-bbbbbbbbbbbbbbbbbb-bbbbbbb.html

Posted by: ნუკი 27 Nov 2012, 18:42
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია - მჭირდებაააა,მალე თან

Posted by: აბულაბას 27 Nov 2012, 18:47
ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში მინდა
ხო არ მოგე[ოვებათ სადმე
ნასყიდობის, განვადების......

Posted by: venturara 27 Nov 2012, 19:27
Abulabas
QUOTE
ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში მინდა
ხო არ მოგე[ოვებათ სადმე
ნასყიდობის, განვადების......



http://reestri.gov.ge/?m=221&p_pf=2

Posted by: აბულაბას 27 Nov 2012, 21:15
venturara
ვა დიდი მადლობა
მაგარია!

Posted by: Lasha-Mg 28 Nov 2012, 12:40
sanfol
დახმარებისთვის მადლობა, მაგრამ ეს ძალიან ძველი ვარიანტი აღმოჩნდა smile.gif
* * *
venturara
საიდან გადმოწერე ეგ მუხლები?
თუ არ შეწუხდები მაგ ადმინისტრაციული კოდექსის ლინკი დადე რაა

Posted by: zuziko 29 Nov 2012, 12:30
ხალხო სად შეიძლება ვნახო ხელშეკრულების შაბლონები ნეტში?!

ან თქვენ თუ გაქვთ, მაილს მოგცემთ და გადმომიგდეთ,

Posted by: venturara 29 Nov 2012, 14:28
zuziko
QUOTE
ხალხო სად შეიძლება ვნახო ხელშეკრულების შაბლონები ნეტში?!

ან თქვენ თუ გაქვთ, მაილს მოგცემთ და გადმომიგდეთ,

http://reestri.gov.ge/?m=221&p_pf=2

Posted by: david1990 1 Dec 2012, 09:33
ვინმეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ახალი რედაქციის ელ-ვერსია ხომ არ გაქვთ?

Posted by: lawyer55 3 Dec 2012, 14:47
ელ-ფოსტა დაწრეთ და გამოგიგზავნით, სამოქალაქოსაც და ადმინისტრაციულსაც

Posted by: nene_ee 4 Dec 2012, 18:19
სალამი შრომითი ხელშეკრულების ფორმა ხომ არ მოგეპოვებათ? შპს-ს დირექტორთან რომ ფორმდება ისეთი?

Posted by: NewsAvatar 6 Dec 2012, 02:18
გამარჯობათ. საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტი რას ითვალისწინებს იქნებ მითხრათ. ვერსად ვნახე.. user.gif

Posted by: venturara 6 Dec 2012, 02:22
NewsAvatar
QUOTE
გამარჯობათ. საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტი რას ითვალისწინებს იქნებ მითხრათ. ვერსად ვნახე..


რომელი კანონის? ყველა კანინი, საქართველოს კანონია smile.gif

Posted by: NewsAvatar 6 Dec 2012, 02:31
venturara
უკაცრავად biggrin.gif
დავაზუსტებ, მე მაინტერესებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნები..

Posted by: venturara 6 Dec 2012, 02:40
NewsAvatar
QUOTE
დავაზუსტებ, მე მაინტერესებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნები..

კანონი # 780-რს - საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ
თავი # 4 - მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია
მუხლი # 41 - მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესი
მიღებულია - 22.05.2012 წ ძალაშია - 06.06.2012 წ
05.12.2012 წ - მდგომარეობით

1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
1'. კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის - სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის - საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში - შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) შესაბამისობის დეკლარაცია;
ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.
4. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ბ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;
დ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით;
ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.
5. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია (ერთი გაჩერების პრინციპი).
6. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად.

ეხლა გასაგებია smile.gif

Posted by: NewsAvatar 6 Dec 2012, 02:48
უპს.. გაიხარე smile.gif

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; - ეს რამდენს ითვალისწინებს ვერ გავიგე eek.gif

http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=9503
აქ წერია 2000 ლარი , ნეტავ ასეა? spy.gif

Posted by: venturara 6 Dec 2012, 02:53
NewsAvatar

კი ეგრეა.

.............

Posted by: აბულაბას 19 Dec 2012, 08:56
დამეხმაროთ იქნებ
მეორე კურსელი ვარ და ადმინისტრაციულში დამავალეს რეფერატის დაწერა. ხოდა ავირჩიე თემა ,,ინფორმაციის თაივსუფლება". რამე კარგი წყაროები რომ მიმითითოთ არ შეგიძლიათ? smile.gif ყველა ამას წერს თითქმის და რამე ორიგინალურიც რომ იყოს კარგი იქნებოდა

Posted by: mitridate 19 Dec 2012, 14:23
ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ(მირჩიოთ, მომაწოდოთ, მიმითითოთ) სად შეიძლება ვნახო სტატიები, წიგნები(ყველაფერი რაც ინფორმაციას შეიცავს) ფულის გათეთრების შესახებ? მისი ისტორიული წარმომავლობასაც თუ მეტყვით დიდად მადლობელი დაგრჩებით...

Posted by: ივანიჩ 20 Dec 2012, 11:35
ვინმეს ხომ არ გაქვთ პარლამენტში არსებული ხაზინადართა საბჭოს დებულება?

Posted by: makiaji111 24 Dec 2012, 17:43
გამარჯობათ.

თუ ვინმემ ჩააბარა ამ წელს ბოლო ადვოკატის ტესტირება გამომეხაუროს წიგნების თხოვნა მინდა smile.gif მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: iusqeti 24 Dec 2012, 17:59
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთოებების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია მინდა, გთხოოოოოოოოოოვთთთთთთთთ დამეხმარეეეეეეეეთთთ

Posted by: venturara 26 Dec 2012, 04:00
iusqeti
QUOTE
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთოებების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია მინდა, გთხოოოოოოოოოოვთთთთთთთთ დამეხმარეეეეეეეეთთთ


რუსულადაა, თუ გამოგადგება.
http://www.zags63.ru/sng

Posted by: venturara 27 Dec 2012, 05:46
makiaji111
QUOTE
თუ ვინმემ ჩააბარა ამ წელს ბოლო ადვოკატის ტესტირება გამომეხაუროს წიგნების თხოვნა მინდა smile.gif მადლობა წინასწარ smile.gif


წიგნი აუცილებელია? საიტზე ელექტრონული არ წავა? smile.gif

http://gba.ge/new/index.php?a=main&pid=113&lang=geo

Posted by: shota84 28 Dec 2012, 22:27
გამარჯობათ ესეთი რაღაც მაინტერესებს: ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ (მაგალითად გავიდა რამოდენიმე თვე), თუმცა ხელშეკრულება არ არის შესრულებული ერთ-ერთი მხარის მიერ (ან ნაწილობრივაა შესრულებული ორივე მხარის მიერ), რამდენად შესაძლებელია უკუქცევითი ძალით ხელშეკრულების მხარეთა მიერ ვადის გაგრძელება. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ვადის გაგრძელებაზე და არავითარი ახალი ხელშეკრულება უბრალოდ სამართლებრივ სივრცეში რამდენად შეიძლება მოხდეს ვადაგასული ხელშეკრულების ვადის აღდგენა და თუ ეს შესაძლებელია რის საფუძველზე? წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Shine On 4 Jan 2013, 14:16
კრების ოქმის ნიმუში არავის მოგეპოვებათ????
გთხოვთ, დამეხმარეთ

Posted by: makiaji111 9 Jan 2013, 21:48
venturara



თვალები მტკივა ხოლმე ამის კითხვით ისე კი დიდი მადლობა

Posted by: Financist 17 Jan 2013, 16:30
მეგობრებო თუ ვინმეს გაქვთ, და შეგიძლიათ დახმარება იქნებ ეს კანონი მომცეთ რუსულ ან ინგლისურ ენაზე?

საქართველოს კანონი
"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"

მადლობა
წინასწარ

Posted by: de-koberi 18 Jan 2013, 15:33
გამარჯობათ თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ. ვარ თავდები სესხზე. ვინც აიღო სესხი ის ვეღარ იხდის კაიხანია. რამდენჯერმე მე გადავუხადე. ბოლოს მეც ვერ ვუხდიდი და ეხლა სასამართლოში შეიტანა ბანკმა საქმე. შეგიძლიათ მითხრათ ჩემი ვალდებულო0ბები? მე რა მომეთხოვება?

Posted by: Takusha 5 Feb 2013, 14:58
გამარჯობაათ smile.gif

პროექტი მაქვს დასაწერი ამნისტირებული პატიმრების შემდგომი რესოციალიზაციის თემაზე და ვინმეს თუ რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ საკითხზე ძალიან გთხოვთ მომწერეთ smile.gif)

მადლობა წინასწარ

Posted by: storage 12 Feb 2013, 16:07
გამარჯობათ, ხელშეკრულების ნიმუში მინდა თუ გაქვთ ვინმეს, მოკლედ ვარ ინდ მეწარმე ვიქირავე ფართი და ეხლა მინდა ამ ფართის გაქირავება, რა ტიპის ხელშეკრულება უნდა დავდო და თუ შეგიძლიათ ნიმუში მომცეთ smile.gif

მადლობთ წინასწარ

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 12 Feb 2013, 16:32
QUOTE (storage @ 12 Feb 2013, 16:07 )
გამარჯობათ, ხელშეკრულების ნიმუში მინდა თუ გაქვთ ვინმეს, მოკლედ ვარ ინდ მეწარმე ვიქირავე ფართი და ეხლა მინდა ამ ფართის გაქირავება, რა ტიპის ხელშეკრულება უნდა დავდო და თუ შეგიძლიათ ნიმუში მომცეთ smile.gif

მადლობთ წინასწარ

თუ იქირავე სხვისგან და ახლა ქვექირავნობით გინდა გასცე, მაშინ აუცილებლად დაგჭირდება თავდაპირველი გამქირავებლის თანხმობა, წინაამღვდეგ შემთხვევაში ვერ გააქირავებ. გააქვს ასეთი თანხმობა? რაც შეეხება ხელშეკრულების ნიმუშს, ჩვეულებრივი ქირავნობის ხელშეკრულებაა, ოღონდ შენ გამოდიხარ, როგორც გამქირავებელი და მესამე პირი, ვინც იქირავებს ქვემოქირავნე, ანუ დამქირავებელი.

Posted by: ch1ch1 12 Mar 2013, 00:57
გამარჯობათ...pioneer DDJ_ERGO controller_ის დისკები დავკარგე , ვირტუალის საინსტალაციო და ვინმე ხომ ვერ დამეხმარებით

Posted by: alin_alin 26 Mar 2013, 23:56
გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხეთ, ოფისის კიბეებიდან 1-2 მეტრში გვინდა სარეკლამო ბანერის დაყენება,მაგ შემთხვევაში ვის უნდა მივმართოთ

P.S ოფისის ფართი ქირით გვაქ აღებული, ანუ აქტი უნდა შედგეს რომ მესაკუთრე თანახმაა ცვლილებებზე?

Posted by: giojavaxa 21 Apr 2013, 18:49
მოკლედ იურდიული ფაკულტეტი რა განხრებად იყოფა ხომ ვერ მეტყვით, ერთ ერთი სამართამცოდნეობა როა ეგ ვიცი

Posted by: progresi 21 Apr 2013, 20:44
alin_alin
მიმართვით ყვეკანაირად მერიის არქიტექტურის სამსახურში უნდა ჩააბაროთ ფოტომონტაჟი, მაგრამ მესაკუთრეს რაც შეეხება მანდ ხელშეკრულება გინდა და მესაკუთრის თანხმობა, თუ შენობაზე ამაგრებთ. მაგ შემთხვევაში მესაკუთრის სახელით შეგვაქვს ხოლმე ისე, ამდენი ფურცლები რომ ავიცილოთ.

Posted by: execution 21 Apr 2013, 21:29
ხალხო სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ადამიანს შეუძლია საზღვარგარეთიდან მიიღოს ფულადი გზავნილი ? western union ით , google ისგან

Posted by: gobe 29 Apr 2013, 08:39
გამიჯვნის ხეშეკრულების ფორმა ხომ არ გაქვთ?

Posted by: PuPi7 29 Apr 2013, 10:49
დამეხმარეთ, ძალიან, გთხოვთ, სამაგისტრო ნაშრომი მჭირდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი.
* * *
გთხოვთ დამეხმარეთ sad.gif ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ


Posted by: my_sweet_november 30 Apr 2013, 11:33
გარემოს დაცვასთან აკავშირებულ ნებიმიერ თემაზე თუ გაქვთ თუნდაც მცირე ნაშრომი დამენხარეთ რა, სასწრაფოდ მჭირდება. თუნდაც რომელიმე ჰესზე.

Posted by: gelako123 2 May 2013, 10:23
სასწრაფოდ მესაჭიროება ყიდვა-გავიდვის (მიწოდების) ხელშეკრულება უძრავი ქონებიის გარანტიით (გირავნობით)

Posted by: goga321 16 May 2013, 17:37
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, მჭირდება იურისტის დახმარება მაგქს კონკრეტული საბუთები რომელც მინდა წრავადგინო ბელგიის საემიგრაციოში და არ ვიცი რა ფორმით უნდა დავამტკიცო ამ დოკუმენტების ნამდვილობა. ანუ ნოტარიუსის დონეზე თუ იქნება საკმარისიი? სხვა რა გზა არსებოობს?

Posted by: მარიამ_მ 15 Jun 2013, 18:28
პროკურორის შუამდგომლობის ნიმუში ხომ არ გაქვთ ვინმეს იქნებ დამეხმაროთ

Posted by: beitali 18 Jun 2013, 13:24
ჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეელპ

გამოძიების შეწყვეტის დადგენილება
აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა
ბრალდების დადგენილების შესახებ

ნიმუშები არავის გაქვთ rolleyes.gif rolleyes.gif

ან შაბლონი

Posted by: pandora89 20 Jun 2013, 17:37
შემთხვევით ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს უცხოელის საქართველოში მოწვევის ნიმუში? ან ვინმეს ხომ არ აქვს გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით..

Posted by: MZM 9 Jul 2013, 20:11
მოგესალმებით ყველას, ეს თემა მიძინებულს კი გავს, მაგრამ იქნებ კეთილმა ადამიანმა ჩამოიაროს და დამეხმაროს. მოკლედ, მჭირდება ხელშეკრულების ან მემორანდუმის ფორმა რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობას კომერციულ და არაკომერციულ პირებს შორის შემდეგზე: კომერციული პირი სთავაზობს არარკომერციული პირის ოფიციალურ წევრებს გარკვეულ ფასდაკლებას საკუთარ პროდუქციასა და სერვისებზე. ინტერნეტი გადავატყავე და ვერაფერი ვერ ვნახე. იქნებ დამეხმაროთ. ძალიან დამავალებთ მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: მარიამ_მ 16 Aug 2013, 16:54
მოკლედ ხო არ მოგეპოვებათ ვინმეს სამოქალაქოს კაზუსები ? საპროცესოდანაც მაწყობს და ზოგადიდანაც .

Posted by: tsatsala1995 16 Sep 2013, 18:55
კონსტიტუციური სმართლის დარგს,საგანს.ნორმას და რეგულირების მეთოდს ვინმე ხო ვერ განმიმარტავს მოკლედ და ადვილად . გაიხარეთ : )))

Posted by: Freestyle 8 Nov 2013, 16:29
მთავრობის შეცვლის შემდეგ რამდენი პატიმარი გამოვიდა შეწყალებით სად მოვიძიო ინფორმაცია?

Posted by: bakako93 5 Dec 2013, 19:47
QUOTE
მოკლედ იურდიული ფაკულტეტი რა განხრებად იყოფა ხომ ვერ მეტყვით, ერთ ერთი სამართამცოდნეობა როა ეგ ვიცი

giojavaxa
მოკლედ, ყველაზე ზოგადი დაყოფა იურიდიული ფაკულტეტის არის საჯარო და კერძო სამართალი. თუმცა, ცოტა უფრო რო დავკონკრეტდეთ არსებობს : კონსტიტუციური სამართალი, ადმინისტრაციული, სისხლის და სამოქალაქო სამართალი.
* * *
მოკლედ, დახმარება მჭირდება. ვწერ რეფერატს ადმინისტრაციულ სამართალში, და მინდა რო ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე დავწერო, ხოდა რაიმე მასალები ხო არ მოგეპოვებათ , განსაკუთრებით სასამართლო პრაქტიკა მჭირდება..... smile.gif

Posted by: gio_ooo 10 Dec 2013, 01:35
რომელი მაგალითები შეგიძლიათ მოიყვანოთ შერჩევითი სამართლის აშკარა გამოვლინებაად? ისეთი რა თქმა უნდა რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილიი.

Posted by: San1 13 Dec 2013, 03:28
ნოტარიუსთა ტესტების ზველი ფორმა ხომ არ გაქვთ ვინმეს?
ან სად შეიძლება ვნახო?

Posted by: carvera 13 Dec 2013, 11:20
bakako93
QUOTE
მოკლედ, დახმარება მჭირდება. ვწერ რეფერატს ადმინისტრაციულ სამართალში, და მინდა რო ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე დავწერო, ხოდა რაიმე მასალები ხო არ მოგეპოვებათ , განსაკუთრებით სასამართლო პრაქტიკა მჭირდება..... 


http://prg.supremecourt.ge/CaseAdminResult.aspx

http://library.court.ge/ - ამ საიტზეც დარეგისტრირდი,
საკმაოდ დიდი მასალაა იურიდიული ლიტერატურის და
დიდი შანსია, ადმინისტრაციულ დაპირებაზე ც იყოს.

Posted by: GHOST_1991 13 Dec 2013, 16:58
მოკლედ ხელშეკრულება გავაკეთე, სადაც მყიდველის მიერ თანხის დაგვიანებით გადახდაზე ეკისრებოდა გადასახდელი თანხის 0.5 %_ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

აღნიშნულ მუხლზე შემდეგი შინაარსის კომენტარი მივიღე მყიდველისაგან:
საურავი 0.5 % ოდენობიტ ვადაგადაცილებულ დღეზე არის 0.5*30=15% თვიური რაც არის წლიური 180% , როდესაც საპროცენტო განაკვეთი საქართველოსი არ აღემატება 10-15%, ხოლო ესეთის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი მისი მიღება საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელიაო rolleyes.gif

იქნებ დამეხმაროთ, მითხრათ რამდენად სწორია მყიდველის ეს კომენტარი??? და თუ სწორია რომელი კანონი/ბრძანება განსაზღვრავს პროცენტის დაკისრებას????

Posted by: bakako93 21 Dec 2013, 17:34
carvera
მადლობ, ეგ საიტი ვიცი თუმცა დაპირებაზე მწირი ინფორმაცია იყო sad.gif

Posted by: walking1 22 Dec 2013, 19:59
::::::::::::::::::::::::::::::smile.gif)))))))))))))))))))))))))))))smile.gif))))))))))))))))))))))))))

Posted by: 111213 6 Jan 2014, 11:18
დიგესტების ყიდვა სად შეიძლება ხომ არ იცით?!

Posted by: Metamorphosis 20 Jan 2014, 01:31
გამარჯობა,

ხალხო ძალიან გთხოვთ დამაკვალიანეთ, ე.ი. ბოლო სართულზე ვცხოვრობ ეხლახანს ვიყიდეთ ბინა და სხვენის პრივატიზება და შემდგომ ჭერის აწევა, მშენებლობა გვინდა მე და ჩემ კარის მეზობელს რომ დავიწყოთ.
ხელმოწერებზე დავიბენი, ვეღარ გავიგე რომელი შაბლონით ვიხელმძღვანელო, ტექსტი შევადგინე, რაღაც რაოდენობა ხელმოწერების მოვაგროვე და თავმჯდომარემ დამიწუნა.

სად შეიძლება თვითონ ხელმოწერების ნიმუში ვნახო სხვენის პრივატიზებაზე და საერთოდ რა პერიოდი უნდა დამტკიცებას ამ ყველაფრის რეესტრში?

3 თვეში ვფიქრობ რომ რემონტი მოვრჩე, დუპლექსი რომ გამომივიდეს და შანსი არაა? sad.gif

Posted by: Warner Bros. 20 Jan 2014, 01:38
Metamorphosis

http://forum.ge/?f=77&showtopic=34464118&st=3510

Posted by: ia333 28 Jan 2014, 19:15
შრომითი ხელშკრულების ნიმუში მჭირდება ოღონდ ჩვეულებრივი თანამშრომლის არა, დამფუძნებელი რომ დირექტორია თავის შპს-ში იმის, ვერსად ვნახე მსგავსი ნიმუში, თუ ვინმეს მოგეპოვებათ დააგდეთ რა

Posted by: nononoodles 3 Mar 2014, 07:27
გამარჯობა, მინდა კრების ოქმის ნიმუში როდესაც ორგანიზაციას (შ.პ.ს.-ს) ემატება მეწილე და ინიშნება ახალი დირექტორი.

Posted by: Gianni 1 Apr 2014, 16:04
სასტუმრო მომსახურებაზე ხელშეკრულების ნიმუშს ვერავინ მომცემთ?

Posted by: ako0708 12 Apr 2014, 20:22
სადიპლომო მაქვს დასაწერი თემაზე - საერთაორისო ორგანიზაციები, იქნებ მირჩიოთ რა ლიტერატურა მოვიშველიო, მირჩიეთ რამე. 40 გვერდამდე მაქვს დასაწერი

Posted by: PrimoVictoria 13 Apr 2014, 02:10
აიპის წესდების შედგენის დამუღამება მინდა, რამე ინტერნეტ მასალა მირჩიეთ თუ შეგიძლიათ. ზოგადად წესდების ნიმუშების მიხედვით დაზეპირება არ მინდა, ცოტა აზრზე მინდა ვიყო. შუალედური მექნება მალე მაგაში sad.gif

Posted by: civilistka 13 Apr 2014, 12:10
„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების ბოლო რედაქცია თუ მოგეპოვებათ, ძალიან გთხოვთ ამიტვირთეთ. მადლობა წინასწარ :*:*

Posted by: chanelgirl999 13 Apr 2014, 17:36
ხალხო ძაან მჭირდება სასწრაფოდ გირავნობა და სესხის ხელშეკრულების შაბლონი ერთად, დამეხმარეეეთ

Posted by: nanuka15n 14 Apr 2014, 23:12
გამარჯობა, ვინმეს სამისდღეშიო რჩენის და მიბარება სასაქონლო საწყობში ხელშეკრულების დრაფტები ხომ არ გაქვთ ?

Posted by: rAtI:* 19 Apr 2014, 22:00
სისხლის სამართლის პროცესის და ზოგადის ტესტები ადვოკატთა გაერთიანების გარდა სადმე რო იყოს არ იცით რო მომაწოდოთ?

Posted by: allwap 1 May 2014, 22:43
ვინმეს ამ წიგნის პდფ ვერსია ხომ არა აქვს? http://laterna.ge/?cat=164&show=8395

Posted by: ketevanaaa 6 May 2014, 00:14
გამამარჯობა smile.gif თქვენი დახმარებ მჭირდებაა.. ჰაერივით.. )) საბაკალავრო ნაშრომს ვწერ "მეურვეობა და მზრუნველობა ქართული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით (შედარებითი ანალიზი)" გერმანული ლიტერატურა ქართულად ნათარგმი, სამწუხაროდ კოდექსის მეტი ვერაფერი ვიპოვნე და ვიშოვნე. რამე სტატია, იურიდიული ნაშრომი ან ლიტერატურა ხომ არ გეგულებათ ამ თემას რომ შეეხებოდეს?? ძალიან დამხეხმარებით ტუ რამეს მიმასწავლით 2kiss.gif help.gif

Posted by: Gepeto 9 May 2014, 11:32
QUOTE (civilistka @ 13 Apr 2014, 12:10 )
„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილების ბოლო რედაქცია თუ მოგეპოვებათ, ძალიან გთხოვთ ამიტვირთეთ. მადლობა წინასწარ :*:*

საკრებულოს გადაწყვეტილება აგიტვირთეთ.
აქვე გაცნობებთ, რომ საკრებულოში წარდგენილი მაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ამ წესებში მნიშვნელოვან ცვლილებებს.
მოსალოდნელია, ცვლილებები განხორციელდეს უახლოეს დღეებში.
ამიტომ, თუ შემატყობინებთ კონკრეტულად რა გაინტერესებთ, მე გეტყვით - შეგეხებათ, თუ არა ცვლილება.
------------------------------------------------------
თქვენი შეკითხვით მომმართეთ პირად მიმოწერაში(ც).
ასე დაუყოვნებლივ შევიტყობ, რადგან აქ ხშირად ვერ შემოვდივარ.

Posted by: butia 23 May 2014, 10:29
შრომითი ხელშეკრულების დრაფტი დადეთ რა ახალი თუ გაქვთ

Posted by: kazeshini 1 Jun 2014, 21:30
გამარჯობა , ძალიან მჭირდება ნებისმიერი ინსტაციის სასამართლო გადაწყვეტილება , რომელიც არ არის გასაჩივრებული ზემდგომ ინსტაციაში , თუ ვინმეს გეგულებათ გადაწყვეტილება რომელიც უკანონოდ მიგაჩნიათ ან დაუსაბუთებლად მადლობა წინასწარ

Posted by: Utopian 1 Jun 2014, 21:33
საქართველოს მთავრობის დადგენილება საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ
კოსოლიდირებული ვერსია ხომ არ მოგეპოვებათ?
მაცნეზე ამას მიწერს - ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია

დაახლოებით კი ვნახე, მაგრამ ზუსტად მინდა smile.gif

Posted by: sofioasi 2 Jun 2014, 00:13
თუ გაქვთ ვინმეს ორდერის ნიმუში რო დადოთ

Posted by: NIA NIA 4 Jun 2014, 12:42
ხალხო კითხვამაქვს... ორგანიზაცია ბრძანებით რომ ნიშნავს პიროვნებას შიდა განაწესიც უნდა დაერთოს თან თუ რას მთხოვენ ვერ ვხვდები. გაქვთ ვინმეს შიდა განაწესის ფორმა როგორ უნდა გაკეთდეს?

ან მომეცით რჩევა როგორ დავწერო?

Posted by: alekoaleko712 7 Jun 2014, 17:32
გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას დაბალ ფასად

აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენი დრო, საშუალებები და ძალისხმევა სჭირდებათ ბიზნესმენებს, მეწარმეებს, საწარმოთა ხელმძღვანელებს პრობლემების დასაძლევად, რაც დაკავშირებულია აღრიცხვის წარმოებასთან, დოკუმენტების გაფორმებასთან, სხვადასხვა ანგარიშგების შედგენასთან, გადასახადების გადახდასა და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობასთან.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად საჭიროა კვალიფიციური კადრების მოძიება, მათი საქმიანობის მართვა და მონიტორინგი და რა თქმა უნდა შიდა კონტროლის გამართული სისტემის არსებობა, რადგან ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვა - ანგარიშგებაში ხარვეზის არსებობა,როგორც ამას პრაქტიკა გვიჩვენებს, მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების საფუძველი ხდება ხოლმე.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ თქვენი, როგორც ჩვენი კლიენტების ბიზნეს რისკები და ჩვენს თავზე ავიღოთ აღრიცხვა- ანგარიშგებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. თქვენ კი საშუალება მოგეცემათ მშვიდად განავითაროთ თქვენი ბიზნესი.
* * *
კონსულტაციები უფასოა
ტელ: 555177521

Posted by: ვიღაცაგადარეული 12 Jun 2014, 15:11
ესიგი მინდა მაგრად დახმარება :3 თუ კი ვინმე ხართ ისეთი რომ კარგად ერკვეოდეთ სამოქალაქო კოდექსში და ესსეებსაც მაგრად წერდეთ.. დმეხმარეთ უნიში დარცჰენა არ დარჩენას მიწყვეტს :| და რავი თუ უნდა 10 ლარს ანგარიშზე ვუკისრებ ^_^

Posted by: ako0708 24 Jun 2014, 20:58
"საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი" (თბილისი 2008) იურისტის ბიბლიოთეკა
ამ წიგნის ელ ვერსია მინდა ყვითელი ფერის წიგნია

Posted by: carvera 10 Jul 2014, 12:26
ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება ხომ არ გაქვთ ვინმეს,

ტურისტული კომპანიები ადგილობრივი სასტუმროებისთვის რომ უზრუნველყოფენს ტორისტების მოზდივას?


Posted by: Shady. 10 Jul 2014, 14:19

Posted by: badzudzu 10 Jul 2014, 17:03
იურიდიული ფაქტის-სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა

სარჩელი დავწერე, უფროსწორედ ვწერ. თუ ვინმეა ამ საკითხში რომ ერკვეოდეს უბრალოდ მინდა გადახედოს ტექსტს და ტუ რჩევაა მომცეს, რომ გავითვალისწინო.

იურიდიულის ბევრი არაფერი მესმის, პროსტა მსურდ მოსამართლე იქნება თუ მაგისტრი არ გაბრაზდეს ეს რა სულელურად წერიაო და თავზე არ გადამახიოს, საბუთები ყველაფერი მოგროვილი მაქვ წესით, სარჩელი ღა დამრჩა. მსურველმა დამიპიემოს მაილი და გადაუგზავნი.

მადლობა წინასწარ.

Posted by: Seirēn 10 Jul 2014, 22:44
როგორც მივხვდი აქ მხოლოდ კითხვებს სვამენ და პასუხისგამცემი არავინაა.. მაგრამ მაიმც ვიკითხავ, ძალიან მჭირდება, ნორმალური ააიპ წესდების ნიმუში არ გაქვთ არავის? ნორმალირო ოღOND. ან ლიტერატურა სად შეიძლება ვნახო როგორ იწერება..?

Posted by: carvera 16 Jul 2014, 14:04
Seirēn

მეილი მომწერე და გადმოგიგზავნი.

Posted by: Seirēn 17 Jul 2014, 21:48
carvera
აღარ მინდა, მადლობა დიდი smile.gif

Posted by: alikantura 9 Aug 2014, 17:46
საქართველოს პატიმრობისა და პრობაციის შესახებ კანონები მაინტერესებს, ოღონდ იურისტი არ ვარ და ცოტა მიჭირს კანონის თავიდან ბოლომდე გადაკითხვა.
რამე სტატიას, ან რეფერატს, ან რამე ესეთს ხომ ვერ მიმითითებთ, რომელსაც ადამიანური ენით დაწერილს წავიკითხავ და გავერკვევი.
ფაქტიურად ამ კანონების ადამიანური ენით დაწერილი კონსპექტი მჭირდება.
შეგიძლიათ ვინმე რომ დამეხმაროთ?
* * *
მიტოვებული განყოფილებაა და პასუხის გამცემიც არავინაა, ყველაზე უყურადღებო განყოფილებაა მგონი ფორუმზე biggrin.gif

Posted by: INKOINKO 13 Aug 2014, 15:44
გთხოვთ მითხრათ რომელი კანონები და მუხლები არეგულირებს აიპი-ების შექმნასა და საქმიანობას

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 13 Aug 2014, 15:48
INKOINKO

სამოქალაქო კოდექსი, მეწარმეთა შესახებ კანონშიც არის გარკვეული რეგულაციები და იუსტიციის მინისტრის ბრძანება N-241.

Posted by: INKOINKO 13 Aug 2014, 15:51
LEGEN_wait for it_DARY

მადლობა ოპერატიული გამოხმაურებისთვის, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული აიპი-ები მაინტერესებს. თვითთმართველობის კოდექსში მხოლოდ მე-20 მუხლი ვნახე ჯერჯერობით

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 13 Aug 2014, 16:03
INKOINKO

არ აქვს მნიშვნელობა ვინ აფუძნებს... ერთნაირი რეგულაციებია smile.gif

Posted by: The DoctoR 30 Oct 2014, 15:59
ჩუქების ხელშეკრულების ფორმა ხომ არ გაქვთ? რაც რეესტრის საიტზეა, ძალიან პრიმიტიულია მგონი smile.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 30 Oct 2014, 16:12
The DoctoR

რამე განსაკუთრებული თუ არ გინდა.. წავა ეგ ფორმა, არაა საჭირო მეტი არაფერი..

Posted by: The DoctoR 30 Oct 2014, 16:16
LEGEN_wait for it_DARY
ოკ, მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: QORSATEVELA 30 Oct 2014, 16:23
გამარჯობათ,

ვინმეს ხომ არ გაქვთ "მონაცემთა სუბიექტის" წერილობითი თანხმობის ნიმუში. სადაც აღნიშნული იქნება პიროვნების ნებაყოფლობითი, მკაფიოდ გამოხატული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების კონკრეტული მოცულობითა და მიზნით დამუშავებაზე.
როგორც მითხრეს საქართველოს კანონით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" აუცილებელია ასეთი წერილობითი თანხმობის ქონა, თუ რაიმე ფორმით შენს კომპანიაში ხდება პიროვნების (მათ შორის დასაქმებულების) პერსონალური მონაცემების დამუშავება და იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და გამომიგზავნოთ ან აქ დადოთ მსგავსი წერილობითი თანხმობის ნიმუში.
დახმარებისთვის ყველას წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: lazy 8 Dec 2014, 00:19
საერთაშორისო კერძო სამართალში უნიფიკაციისა და ჰარმონიზაციის შესახებ რამე რეფერატი არ გაქვთ ? ან თუ იცით რა პრობლემა შეიძლება იყოს მაგ პროცესების დროს რაზეც შეიძლება დავწერო

Posted by: All Shall Perish 8 Dec 2014, 11:59
1)საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
2)საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ

ეს ორი ერთიდაიგივეა თუ სხვადასხვაა?


Posted by: butia 8 Dec 2014, 13:42
QUOTE (All Shall Perish @ 8 Dec 2014, 11:59 )
1)საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
2)საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ

ეს ორი ერთიდაიგივეა თუ სხვადასხვაა?

სხვადასხვა კანონია .არარის ერთიდაიგივე

Posted by: All Shall Perish 8 Dec 2014, 14:19
თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემა
და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
რომელი მუხლებია ხომარიცით? საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.

Posted by: butia 8 Dec 2014, 14:32
QUOTE (All Shall Perish @ 8 Dec 2014, 14:19 )
თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემა
და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
რომელი მუხლებია ხომარიცით? საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში.

მე III კარია თავი VII _თბილისის შესახებ და XII თავია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

Posted by: All Shall Perish 8 Dec 2014, 17:30
butia

დიდი მადლობა smile.gif
.

Posted by: takine 9 Dec 2014, 00:40
ამ მასალას ვეძებ და დამეხმარეთ რააააააა :/ ახლები და მოქმედები მინდა sad.gif sad.gif

•საქართველოს კონსტიტუცია;
•ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
•საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;
•საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
•საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

Posted by: All Shall Perish 10 Dec 2014, 15:31
საქართველოს კონსტიტუციაში ვერ გავიგე 49. მუხლის 1-ლი პუნქტი

ერთიდაიგივე რატომ წერია? მხოლოდ პირველში 75-75
და მეორეში 73-77 ესაა განსხვავება.
რახდება ვერ მეტყვით?

მუხლი 49
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისაგან.
[1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. (ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან)]

Posted by: Nita-nii 12 Dec 2014, 18:24
იუსტიციის მინისტრის ბრძანებები მაცნეზე ფასიანია და ახალი ვერსია სხვაგან სად შეიძლება რო ვნახო???

Posted by: GEONIK 12 Dec 2014, 18:30
გაუმარჯოს ვინმეს სატელეფონო ბაზები ხომ არ შემოგრჩათ biggrin.gif

Posted by: lazy 27 Jan 2015, 23:08
მაქსიმალურად დახვეწილი ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება მჭირდება, ვინმეს არ გაქვთ ? : (

Posted by: gocha_gugu 21 Feb 2015, 23:14
ვინმემ ხომ არ იცით გერმანიაში გაცემული დოკუმენტების ნამდვილობის დასადასტურებლად რას ითხოვენ საქართველოში? აპოსტილით უნდა დავამოწმებინო, ნოტარიუსით ან საქართველოს საელჩო ხომ არ აკეთებს საბუთების ლეგალიზაციას თუ საკმარისია თარჯიმნის ბეჭედი და ხელმოწერა? ჩამოსვლას ვაპირებ საქართველოში ჩემი საბუთებით და მინდა დაზღვეული ვიყო რომ არ მომიწიოს უკან დაბრუნება ნამდვილობის დასამოწმებლად.
მადლობა წინასწარ.

Posted by: butia 26 Feb 2015, 18:38
ინგლისური ვერსია სესხის ხელშეკრულების თუ გაქვთ მომწერეთ smile.gif

Posted by: gocha_gugu 12 Mar 2015, 19:59
საქართველოში აპოსტილით სად ამოწმებენ საბუთებს?

Posted by: butia 17 Mar 2015, 11:50
QUOTE (gocha_gugu @ 12 Mar 2015, 19:59 )
საქართველოში აპოსტილით სად ამოწმებენ საბუთებს?

გააჩნია რა სახის დოკუმენტის დამოწმება გინდა ეს ლინკი გახსენი და დეტალურად წერია ყველაფერი
http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=348

Posted by: sio77 31 Mar 2015, 11:24
Mr.Giorgi
QUOTE
Laverne_de_Montmorency მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 172 ) win_gamoz_dawkebis_saagricxvo_barati_forma_1.doc

Posted by: deachka 2 Apr 2015, 15:31
ო.მელქაძის "კონსტიტუციონალიზმი" მჭირდება და ვინმეს ხომ არ გაქვთ? თუ გაქვთ,იქნებ დამეხმაროთ :/

Posted by: LikuNaaa 28 Apr 2015, 18:12
გამარჯობათ, შემთხვევით აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით მოკლე თემა ხომ არ მოგეპოვებათ? რამე სიახლის შემცველი რომ იყოს. წინასწარ გიხდით უდიდეს მადლობას .

Posted by: rAtI:* 28 Apr 2015, 22:09
QUOTE (LikuNaaa @ 28 Apr 2015, 18:12 )
გამარჯობათ, შემთხვევით აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით მოკლე თემა ხომ არ მოგეპოვებათ? რამე სიახლის შემცველი რომ იყოს. წინასწარ გიხდით უდიდეს მადლობას .

კი შემიძლია მოგაწოდო პრეზენტაციის სახით თუ გინდა yes.gif

Posted by: shery 5 May 2015, 14:50
თუ შეიძლება მითხარით, როგორ მოვძებნო უზენაეს სასამართლოს საიტზე პრეცენდენტები, კონკრეტულად რაიმე კატეგორიის საქმეზე, მაგალითად მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებაზე მინდა მოვიძიო გადაწყვეტილებები...

Posted by: tako_sheva 19 May 2015, 15:04
ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

http://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/PDF/Georgian/122-Georgian.pdf

სრული ვერსია ეს არიის ??

Posted by: Zura_SX 25 May 2015, 22:02
ვინმემ ხო არ იცით ასკ-ში სად წერია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში (მანქანაში ) ინტიმური ურთიერთობის შესახებ ჯარიმების და სხვა რეგულაციების შესახებ

Posted by: Utopian 1 Jun 2015, 09:43
მაცნე.გოვ.ჯიზე ფასიან კანონებზე ვისაც ხელი მიგიწვდებათ მომწერეთ რა
თქვენი დახმარება მჭირდება


Posted by: ნათია_ბათია 3 Jun 2015, 15:22
გამარჯობათ, სასწრაფოდ მჭირდება კარგი იურისტი ადმინისტრაციულში. მეზობელი მედავება ფართს, სარჩელი შეიტანა უკვე. გთხოვთ ვინმე კარგი მირჩიოთ მსგავსი გამოცდილებით. PM-ში მომწერეთ.

Posted by: keta_ts 4 Jun 2015, 21:50
გამარჯობა ხალხო smile.gif ერთი სათხოვარი მაქვს. ზეგისთვის დავალება მაქვს მისატანი ლექტორთან, რომელიც მთხოვს, რომ შევადგინო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნებისმიერ თემაზე, მე კიდევ აზრზე არ ვარ რა და როგორ დავწერო. იქნებ მიშველოთ რამე smile.gif

Posted by: AJIKA 18 Jun 2015, 14:16
პოლიტიკური პარტიის წესდების ფორმა ან ნიმუში ხომ არ გაქვთ რომ დააგდოთ?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 18 Jun 2015, 18:14
keta_ts

დაანებე იურიდიულ ფაკულტეტს თავი, არაა შენი საქმე smile.gif)

Posted by: maia_1990 6 Jul 2015, 16:53
გამარჯობათ, მეგობრებო.

შპს-ში წილის გადაცემის ხელშეკრულების შაბლონი ხომ არ გაქვთ?

Posted by: sanfol 6 Jul 2015, 18:02
AJIKA
ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიის ვებ-გვერდზე შედი და ნახავ

Posted by: Withay 9 Jul 2015, 14:24
რაღაც მაინტერესებს მაგრამ არ ვიცი როგორ დავსვა კითხვა

საქართველოში არის ცენტრალური ხელისუფლება, მასმედია, ... აი ეს ჩამონათვალი მინდა იქნებ მიხვდეთ რაც მაინტერესებს

Posted by: novalisi 14 Jul 2015, 16:36
სახლების გამიჯვნის ხელშეკრულების ნიმუში ხომ არ გაქვთ?

Posted by: barkiaroki 23 Jul 2015, 16:58
გამარჯობა,

თუ შეძლებთ ვინმე მცოდნე მომეხმარეთ რა:

მოკლედ, მინდა ვიყიდო ბინის სავი კარკასი, მაგრამ კორპუსი არ არის გატარებული რეესტრში, მფლობელი მეუბნება, რომ სანამ გატარდება რეესტრშიო მანამდე ნოტარიუსით გავაფორმოთო ყიდვა-გაყიდვაო ..

ბოლი შეიძლება იყოს აქ სადმე ან რამე რისკებს შეიცავს ასეთი გარიგება?

მადლობა წინასწარ გამარჯობა,


Posted by: personaji 29 Jul 2015, 10:22
გამარჯობა სისხლში კაზუსის ამოხსნის პრინციპი მაინტერესებს. ანუ თანმიმდევრობით ხოა. მიზეზშედეგობრიობა და ა.შ. და ზუსტად რო ამიხსნათ და ეს საფეხურები დამიწეროთ რა.

Posted by: Takkuna 24 Aug 2015, 10:52
გამარჯობათ, შპს-ს 100 % იანი წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილება მაქვს გასაკეთებელი და ვინმეს ფრადტი ხომ არ მოგეპოვებათ?
P.S. ძალიან მჭირდება და მადლიერი დაგრჩებით smile.gif

Posted by: farr_cry 31 Aug 2015, 14:47
ვიინმემ სამსახურის განრიგის ცხრილი მინდა რა sad.gif

Posted by: Rammstein 3 Sep 2015, 16:22
QUOTE (personaji @ 29 Jul 2015, 09:22 )
გამარჯობა სისხლში კაზუსის ამოხსნის პრინციპი მაინტერესებს. ანუ თანმიმდევრობით ხოა. მიზეზშედეგობრიობა და ა.შ. და ზუსტად რო ამიხსნათ და ეს საფეხურები დამიწეროთ რა.

სავარაუდო კვალიფიკაცია

ობიექტური შემადგენლობა (სუბიექტი, ობიექტი, ქმედება, შედეგი, მიზეზობრივი კავშირი, ობიექტური შემადგენლობა, სხვა ნიშანი.)

სუბიექტური შემადგენლობა (განზრახვა, მიზანი, მოტივი)

მართლწინააღმდეგობა

ბრალი

საბოლოო კვალიფიკაცია და სასჯელი.
* * *
QUOTE (farr_cry @ 31 Aug 2015, 13:47 )
ვიინმემ სამსახურის განრიგის ცხრილი მინდა რა sad.gif

ვორდში ვერ ააწყობ მარტივად ? აი ასეთს

user posted image

Posted by: kekuna 9 Sep 2015, 20:32
გამარჯობა. დამეხმარეტ რა სადოქტორო თემის მოფიქრებაში .(სოციალური მეცნიერება)

Posted by: myadvokat 5 Oct 2015, 12:05
მოგესალმებით!
გატყობინებთ, რომ myadvokat აგრძელებს აქტიურობას ფორუმზე.
შეგიძლიათ, მოგვმართოთ სამართლებრივი კითხვებით და ჩვენ შევეცდებით გაგცეთ ამომწურავი პასუხები.
* * *
QUOTE (barkiaroki @ 23 Jul 2015, 16:58 )
გამარჯობა,

თუ შეძლებთ ვინმე მცოდნე მომეხმარეთ რა:

მოკლედ, მინდა ვიყიდო ბინის სავი კარკასი, მაგრამ კორპუსი არ არის გატარებული რეესტრში, მფლობელი მეუბნება, რომ სანამ გატარდება რეესტრშიო მანამდე ნოტარიუსით გავაფორმოთო ყიდვა-გაყიდვაო ..

ბოლი შეიძლება იყოს აქ სადმე ან რამე რისკებს შეიცავს ასეთი გარიგება?

მადლობა წინასწარ გამარჯობა,

თუ გვიანი არ იქნება თქვენთვის, თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე ბიინის ყიდვისა და დარეგისტრირების საკითხზე გპასუხობთ, რომ არარეგისტრირებული უძრავი ქონების თქვენ მიერ შესყიდვა და თქვენს სახელზე დარეგისტრირება შეუძლებელი იქნება, რეგისტრაციის არარსებობის გამო. რაც შეეხება გარიგების ნოტარიულად დამოწმებას, ამ შემთხვევაში არ გირჩევთ აღნიშნული ქმედების განხორციელებას თავის დაზღვევის მიზნით.

Posted by: lawyer123 12 Oct 2015, 12:42
არავის არ გაქვთ ადვოკატის ორდერის ნიმუში? ამიტვირთეთ რაა

Posted by: karla_bajo 27 Oct 2015, 08:41
გამარჯობათ! smile.gif

გთხოვთ მიპასუხოთ,
ვთქვათ პიროვნებას აქვს არააკრედიტირებული უნივერსიტეტის დიპლომი და სურს სახელმწიფო სექტორში მუშაობა, მე რამდენადაც ვიცი არ აქვს უფლება და თუ შეიძლება მიმითითოთ რომელ კანონში ვნახო ზუსტად სად არის ეს განმარტებული?
P.S: რამოდენიმე სტატიაში წავაწყდი, რომ არააკრედიტირებული უნივერსიტეტის დიპლომი გამორიცხავს სახელმწიფო სექტორში მუშაობას.
* * *
გამარჯობათ! smile.gif

გთხოვთ მიპასუხოთ,
ვთქვათ პიროვნებას აქვს არააკრედიტირებული უნივერსიტეტის დიპლომი და სურს სახელმწიფო სექტორში მუშაობა, მე რამდენადაც ვიცი არ აქვს უფლება და თუ შეიძლება მიმითითოთ რომელ კანონში ვნახო ზუსტად სად არის ეს განმარტებული?
P.S: რამოდენიმე სტატიაში წავაწყდი, რომ არააკრედიტირებული უნივერსიტეტის დიპლომი გამორიცხავს სახელმწიფო სექტორში მუშაობას.

Posted by: deachka 8 Nov 2015, 14:22
ერთი კითხვა მაქვს. როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ორ პირთან,თანაბარი რაოდენობის წილი აქვთ ორივეს და ერთი ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას იხდის,მეორე არა. გამყიდველს აქვს უფლება,რომ მოსთხოვოს იმას,ვინც გადაიხადა,მეორეს თანხის გადახდაც?
რა ხდება მაგ დროს?

Posted by: Gzamtaradze 22 Nov 2015, 00:15
შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ონლაინ იურიდიული კონსულტაციით და გაეცნოთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეწვიეთ ლინკს: https://www.facebook.com/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98Center-of-Legal-Services-941603079246107/?ref=hl

Posted by: baxitskaro 2 Dec 2015, 23:57
ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადგენა სასამართლოს მიერ დიდი ხნის პროცედურაა და ვინმეს განცხადების ნიმუში ხომ არ გააქვთ.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 3 Dec 2015, 01:11
QUOTE (deachka @ 8 Nov 2015, 14:22 )
ერთი კითხვა მაქვს. როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება იდება ორ პირთან,თანაბარი რაოდენობის წილი აქვთ ორივეს და ერთი ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას იხდის,მეორე არა. გამყიდველს აქვს უფლება,რომ მოსთხოვოს იმას,ვინც გადაიხადა,მეორეს თანხის გადახდაც?
რა ხდება მაგ დროს?

თუ სოლიდარული ვალდებულება კი, თუ არ არის სოლიდარული, მაშინ არა.

Posted by: Carver 3 Dec 2015, 02:33
LEGEN_wait for it_DARY
უკანონო ნარკოტიკული საშუალებების შესახებ რამე კონკრეტული კანონი გვაქვს? )))

ეს ვიპოვე მხოლოდ..
http://www.parliament.ge/files/1145_19095_449682_narkofsiqokanonproeqti1.pdf

Posted by: doxaburi 10 Jan 2016, 00:56
ვინმეს სისხლის სამართლის კერძო 2-ის კომენტარები ხომ არ გაქვთ ? ელ ვერსია ან ლინკი სადაც სრულადაააა

Posted by: გუგო 16 Feb 2016, 18:09
გამარჯობა შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მაქვს რაღაც შეკითხვები არ აქვს ვინმეს სურვილი დამეხმაროს?

Posted by: korbulone 29 Feb 2016, 13:58
ქირავნობის ხელშეკრულება ქართულ-ინგლისური!

იქნებ დამეხმაროთ. ვინმეს ხომ არ გაქვთ? sad.gif

Posted by: g-p.O/901 10 Mar 2016, 04:14

Posted by: mola911 4 Apr 2016, 21:58
გამარჯობათ, მაინტერესებს 2009 ადმინისტრაციულ ჯარიმას მუხლი 45, შეეხო თუ არა ხანდაზმულობა ან ამნისტია

Posted by: davita-x 13 Apr 2016, 23:02
ვინმე დამეხმარეთ "იურიდიული მეთოდები _ ბიძინა სავანელის" მომაძებნინეთ დილით მაქვს შუალედური და მიშველეთ ვინმემ sad.gif

Posted by: Withay 14 Jun 2016, 19:48
doxaburi
http://laterna.ge/?cat=164&show=8395#.V2AnGiiLTcs

Posted by: doxaburi 14 Jun 2016, 21:01
Withay
მადლობა დიდი

მარა 10 იანვარს სჭირდებოდა ჩემს მეუღლეს smile.gif

Posted by: Green Earth 19 Jun 2016, 16:45
შეწყალებაზე განცხადების ნიმუში შეგიძლიათ დადოთ ვინმემ ?

ტერიტორიულად სად ხდება ჩაბარება ?

Posted by: WesterYou 19 Jun 2016, 23:14
გთხოვთ იქნებ ისეთი გადაწყვეტილება დამიდოთ , სადაც სასამართლოს მინიმუმ 3 განმარტების მეთოდი აქვს გამოყენებული.

Posted by: lenkalenka 17 Aug 2016, 14:19
დაზარალებულად ცნობის შესახებ რომ მივმართო პროკურატურას ასეთი განცხადების შაბლონი ხომ არ გაქვთ ან ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო?

Posted by: aivenho 1 Dec 2016, 23:11
ხალხო და ჯამაათნო

უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შაბლონი მჭირია

კი მაქ ადრე დაწეილები მარა რა ვიცი საჯაროს რო აღარ მოეწონოს?

სად შემიძლია ვნახო იცის ვინმემ?

Posted by: Правовед 2 Dec 2016, 03:16
QUOTE
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შაბლონი მჭირია


ბიზნესის
https://napr.gov.ge/p/352

ხელშეკრულებების
https://napr.gov.ge/p/351

Posted by: aivenho 3 Dec 2016, 11:12
Правовед
გეიხარე .

Posted by: chkha 17 Mar 2017, 21:52
გამარჯობა,

საფრანგეთის კონსტიტუცია ქართულ ენაზე გვაქვს? ონლაინ ვერსია თუ არის ან/და სად მოვიძიო?

Posted by: ika91 23 Apr 2017, 15:00
გამარჯობათ.ბინა მინდა ვიგირავო და იპოთეკის ხელშეკრულების შაბლონი მჭირდება სადაც ჩემი ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული და მითითებული იქნება რომ თანხის გადაცემის სანაცვლოდ ბინა გადმომეცეს სარგებლობის უფლებით.თუ ვინმეს გაქვთ ასეთი ხელშეკრულება იქნებ გამომიგზავნოთ.მადლობა წინასწააარ

Posted by: bakako93 9 May 2017, 14:14
QUOTE (ika91 @ 23 Apr 2017, 15:00 )
გამარჯობათ.ბინა მინდა ვიგირავო და იპოთეკის ხელშეკრულების შაბლონი მჭირდება სადაც ჩემი ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული და მითითებული იქნება რომ თანხის გადაცემის სანაცვლოდ ბინა გადმომეცეს სარგებლობის უფლებით.თუ ვინმეს გაქვთ ასეთი ხელშეკრულება იქნებ გამომიგზავნოთ.მადლობა წინასწააარ

შაბლონი არ მაქვს, მაგრამ თვითონ ნოტარიუსებს (მე რაც მინახავს) კარგი შაბლონები აქვთ და ეგ პირობაც გათვალისწინებული აქვთ. უბრალოდ უთხარი რომ ეგ გინდა, და კიდე კაი იქნება თუ ჩაგიწერს, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფტურცლით დაიწყება აღსრულება. სტანდარტულად მაგასაც წერენ ხოლმე, მარა დააკვირდი. შეიძლება მესაკუთრების ინტერესებიდან გამომდინარე (თუ მისი ახლობელი ნოტარიუსია), ეგ არ ჩაგიწეროს.

წარმატებები ))

Posted by: qetquta82 6 Jun 2017, 20:14
მეგობრებო გთხოვთ დამეხმაროთ!
მესაჭიროება ნაშრომი _ ე.წ. "წუნდებული (უხარისხო) პროდუქციით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ?
ხომ არ გაქვთ ამ თემის ირგვლივ ნაშრომი?

Posted by: Say_or 12 Jun 2017, 16:59
სსრ საბინაო კოდექსი ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს?

Posted by: altezza_altezza 15 Sep 2017, 04:36
მეგობრებო, საბაჯოზე 1300 დოლარის პარფიუმერია ჩამომართვეს და გასაბაჯებლად წაიღეს

გარდა რაღაცა მომსახურებებისა მიწევს 400 ლარი,ეს განბაჯების გარდა რომელიც 700 ლარი უნდა

მაინტერესებს რომ წავიღო ნივთები 1 თვეში მომიწევს განბაჟების თანხის შეტანა

რომ ვერ შევიტანო რა მოხდებოდა ?

გთხოვთ მიპასუხოთ

Posted by: vako-tart 13 Dec 2017, 11:49
თბილისში ყაზტრანსგაზთან და სემეკთან გვაქვს პატარა გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც მოითხოვს იურისტის ჩარევას.

სავარაუდოთ დაგვჭირდება სასამართლოსთვის საბუთების შეგროვება და სასამართლოში საბუთების შეტანას.

გვჭირდება ეურისტის დახმარება მხოლოდ ამ საქმისთვის.

გრაფიკი თავისუფალია, შესაძლებელია პარალელურად სხვაგანაც იმუშაოთ, საქმე დროებითია, ანაზღაურება 300-450 ლარამდე საქმის ბოლომდე მიყვანისთვის.


Posted by: FoB 15 Dec 2017, 18:21
უკაცრავად, ვინმეს ხომ არა აქვს შრომითი ხელშეკრულების ქართულ-ინგლისური ფორმა?

Posted by: solomona_111 19 Dec 2017, 18:04
მოკლედ ბევრი იურისტის ძებნაში მივაგენი მაგარ პატიოსან ხალხს ბორჯომის ქუცაზე, აქვთ იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება. კონსულტაცია უფასო აქვთ მაგრამ თუ საქმე აიღეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ყველაფერს ხელს არ კიდებენ როგორც უმეტესობას სჩვევიათ.

Posted by: FoB 24 Dec 2017, 18:57
უკაცრავად, ვინმეს ხომ არა აქვს შრომითი და სხვა ხელშეკრულების ქართულ-ინგლისური ფორმა?

Posted by: clao 9 Jan 2018, 18:05
გამარჯობათ მოკლედ რაშია საქმე , სახლიდან დაიკარგა ორი ტელეფონი ერთი სონი იქსპერია ც5 ულტრა რომლის საბუთები და ყველაფერი შენახული მაქვს შიგნით მაგრამ არის ერთი პრობლემა,
ამ სონიში დევს თურქული კარტა რომელიც თურქეთში მიყიდა ერთმაპიროვნებამ რომელთანაც კავშირი აღარ მაქვს, და რო განვაცხადო პოლიციაში არის რამე შანსი პოვნის ? (მამაჩემის დეიდაშვილი არის დეპუტატი ეს ისე მაინც .. )
მადლობაწინასწარ

Posted by: _thunderstorm_ 11 Apr 2018, 13:59
ტვირთის უსაფრთხოდ შენახვის პირობებსა და ოდენობაზე გავრცელებული კონკრეტული კანონის დანაწესი.

ხელშეკრულებისთვის მოითხოვა კორექტირება კლიენტმა და სად უნდა ვნახო ?

Posted by: Romeru_Lukaku 14 Apr 2018, 03:19
clao
სახლიდან ტელეფონი როგორ დაიაკრგა თაგვმა წაიღო ?

Posted by: MaNoFMaTch 1 May 2018, 22:13
Romeru_Lukaku
:დ clao
განაცხადეთ შესაბამის ორგანოებში და გამოძიება დაადგენს.

Posted by: ADaMs-T 3 May 2018, 03:02
მეგობრებო. მჭირდება საოჯახო სამართლის ქეისი თავისი განხილვით.
უმჯობესია იყოს 2016-17 წლის.
ან უბრალოდ რამე კარგი გადაწყვეტილება მომეცით და მეთვითონ მოვამზადებ ნაშრომს.
ალიმენტი, ქონების გაყოფა ან რამე სხვა <3

Posted by: MaNoFMaTch 4 May 2018, 20:08
ADaMs-T
აი ეს გადაწყვეტილება ნახე აბა.

Posted by: bakako93 21 May 2018, 17:28
ვინმეს თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ გერმანიის შრომის სამართალში? ანუ ვერაფრით ვერ ვიპოვე ინგლისურ ან რუსულ ენებზე გერმანიაში როგორ წესრიგდება შრომით სამართლებრივი ურთიერთობები.

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: ESTRANGED 12 Jun 2018, 18:32
გამარჯობა,

საწარმოო ტრმვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მოძებნაში ხომ ვერ დამეხმარებით?
ვმუშაობ საბაკალავრო ნაშრომზე და მაინტერესებს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოგადად პრაქტიკა.

მადლობა წინასწარ.

Posted by: SaintPod 28 Jun 2018, 17:22
სპორტის სასახლესთან არის არქივი
ძველი საბუთების არქივი ყოფილა
მე კონკრეტულად სასამართლოდან გაცემულ ნაკვეთებზე არსებული საბუთები მაინტერესებს (თანამშრომლებზე რომ გასცეს)
იქნებ იცოდეთ უფრო ზუსტი მისამართი ამ არქივის

Posted by: maurinio 20 Jul 2018, 17:05
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი კომენტარები : შალვა ქურდაძე , ნინო ხუნაშვილი ელ ვერსია სად ვნახო ?

Posted by: Lady_Bird 9 Jan 2019, 17:39
შპს-თვის (1 დამფუძნებლის შემთხვევაში) დამფუძნებლის გადაწყვეტილების ნიმუში ხომ არ გაქვთ ვინმეს როგორ დგება ან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს

Posted by: mindo90 27 Jan 2019, 20:41
ვინმეს თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ გერმანიის შრომის სამართალში? ანუ ვერაფრით ვერ ვიპოვე ინგლისურ ან რუსულ ენებზე გერმანიაში როგორ წესრიგდება შრომით სამართლებრივი ურთიერთობები.
* * *
ერთი კითხვა მაქვს....ვალების განულებასთან დაკაბშირებით.....ჯერ განულდა ყველა თუ ეტაპობრივად ხდება ეს.....ვალი.გე ზე კიდე ჩანს მიმდინარე ვალდებულებები .........

Posted by: nanonaniko97 22 Mar 2019, 12:56
ვინმეს ლინკი ხომ არ გაქვთ სად შეიძლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი კომენტარები / შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი 2007
დასამოქალაქო საპროცესო სამართალი ა. კობხიძე 2003

Posted by: Tom Brady 28 Jan 2020, 13:28
მინსკის 1993 წლის ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლისსამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" კონვენცია მჭირდება და შემთხვევით ხომ არ გაქვთ ვინმეს ?

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: GHOST91 29 Jan 2020, 12:09
Tom Brady

http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi21.pdf

Posted by: davita-x 10 Feb 2020, 16:08
თუ არსებობს რამე ისეთი წიგნი რომელშიც სამოქალაქო კოდექსის ყველა მუხლი იქნება შესაბამისი კაზუსითა და განმარტებით? იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Tom Brady 10 Feb 2020, 16:24
GHOST91

დიდი მადლობა, გაიხარე.

Posted by: gugusha-l 17 Jan 2021, 15:30
აჰა თუ ვინმეს დაგჭირდებათ, გადაზიდვების ამბავში ხელშეკრულება. სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება

http://dengroup.ge/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

Posted by: Dedmoroz 22 Jan 2021, 11:47
QUOTE (bakako93 @ 21 May 2018, 17:28 )
ვინმეს თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ გერმანიის შრომის სამართალში? ანუ ვერაფრით ვერ ვიპოვე ინგლისურ ან რუსულ ენებზე გერმანიაში როგორ წესრიგდება შრომით სამართლებრივი ურთიერთობები.

წინასწარ დიდი მადლობა.

იქნებ გამოგადგეთ

https://buse.de/wp-content/uploads/2019/03/Employment-Law-in-Germany-Jan-Tibor-Lelley-RA-Buse-20190322.pdf

გირჩევთ იურიდიულ კონსულტაციების თემაშიც დაწეროთ თქვენი თხოვნა.

Posted by: thefreeman 20 Apr 2021, 22:19
გამარჯობა.
თქვენი დახმარება მჭირდება.
წინასწარ იზვინი თუ არასწორ თემაში ვწერ.
მოკლედ მოგიყვებით ჩემი ძმის ისტორიას: 2020 წლის სექტემბერში (7 თვის წინ) მოუვიდა ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში, და რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფისთვის დააკავეს (სისხლის სამართლის 155-ე მუხლით ედებოდა ბრალი).
ახლა 28 წლის არის და 13 წლიდან აქვს ფსიქიკური პრობლემები, ოჯახმა რა თქმა უნდა ვიცოდით ამის შესახებ მაგრამ საბუთი არ ჰქონია ამის დამამტკიცებელი და 5 თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, სანამ ექსპერტიზა ჩატარდა და დამტკიცდა რომ შეურაცხადია, ცალკე პრობლემაა რომ ამდენი ხანი მოუწია იზოლატორში ყოფნა ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს, ექსპერტიზის გვიან დანიშვნის და გვიან ჩატარების გამო, რაც რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზე უარესად აისახება. შემდეგ კი 2021 წლის მარტის დასაწყისში სასამართლომ მოუხსნა ბრალდება და დაუნიშნა 8 თვიანი სავალდებულო მკურნალობა ქ. ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში (თვეზე მეტია იქ გადის მკურნალობას).
ერთი შეხედვით საქმე დასასრულისკენ მიდის და ყველაფერი რიგზე უნდა იყოს მაგრამ ვერავინ გვაძლევს გარანტიას რომ სავალდებულო მკურნალობის შემდეგ შესაძლებელი იქნება სახლის პირობებში გააგრძელოს მკურნალობა...
დარჩება თუ არა ქ. ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში დამოკიდებულია კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ადგილობრივი ექიმებისგან არის შემდგარი.
ერთი გასათვალისწინებელი დეტალი რაც განაჩენში ეწერა არის ის რომ ბრალდებული არის საზოგადოებისთვის საშიში, არა და 14 წელი ასეთ მდგომარეობაში იყო და არავის მიმართ აგრესიული არ ყოფილა, გამოძებასთანაც ითანამშრომლა, და არც სადმე მიმალულა, დანაშაულისთვის კი ვფიქრობ იმაზე გაცილებით დიდი სასჯელი მოიხადა (ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი 5 თვე იმყოფებოდა იზოლატორში როგორც ჯანმრთელი პიროვნება) უკვე ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა.
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე?
რამდენად ეხება იურისტს აღნიშნული საქმე?
არის თუ არა შესაძლებელი ხელახალი ექსპერტიზის დანიშნვა და რაიმე საბუთის გაკეთება რომ რეალურად გარკვეული მკურნალობის კურსის შემდეგ ვინმემ აიღოს პასუხისმგებლობა და შეადგინოს დასკვნა რომ ჩემი ძმა არ არის საზოგადოებისთვის საშიში?
შესაძლებეია თუ არა გარდა ქ. ხონის ფსიქიატრიული ცენტრის ექიმის ან ექიმთა კომისიისა რომ ვინმე სხვა ლიცენზირებულმა ფსიქიატრმა შეამოწმოს პაციენტი და შეადგინოს გარკვეული დასკვნა რაც სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელების საშალებას მისცემს პაციენტს?
შესაძლებელია თუ არა განაჩენის გასაჩივრება ან გადახედვა?
რამდენად მჭირდება აღნიშნულ საქმეში ადვოკატის დახმარება?
ძალიან დამეხმარებით თითოეული ინფორმაციით...
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: giorgi_56 7 May 2021, 18:58
გამარჯობა თქვენი დახმარება მჭირდება ესეთი შემთხვევა მაქვს გამომძიებელი დამიკავშირდა შემოსულია საჩივარი თქვენს სახელზე და უნდა მობრძანდეთო კერძოდ მომჩივანის თქმით თურმე უხეშად ჩავუჭერი გზა ავტომობილით მერე დავეჯახე და მივიმალე ( ესეთი არაფერი მომხდარა ) მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ გავუსვი სუმბუქად და ვერ დავინახე ან ვერ გავიგე და ჩემდაუნებურად განვაგრძე გზა ( მარშუტკით დავდივარ სალონში ისეთი ხმაურია გარესამყაროს ხმა არცთუ ისე კარგად ისმის რა შედეგი დადგება თუ იცით უკეთესი ან უარესი ? მადლობა !

Posted by: aladini 10 Nov 2021, 12:19
გამარჯობა!
ბინიქ ქირავნობის ქართულ-ინგლისური დრაფტი თუ შეგიძლიათ, რომ გამომიგზავნოთ ვინმემ
მადლობა წინასწარ
პირადში ან aladini0014@gmail.com

Posted by: levanikaki777 17 Feb 2022, 21:53
გამარჯობა სამსახურში ცვლიანობის განრიგის ნიმუში ხო არ გაქვთ?

Posted by: ninicool 4 Aug 2022, 14:47
QUOTE
გამარჯობა!
ბინის ქირავნობის ქართულ-ინგლისური დრაფტი თუ შეგიძლიათ, რომ გამომიგზავნოთ ვინმემ
მადლობა წინასწარ

მე ქართულ რუსული მინდა, თუ შეგიძლიათ ვინმეს. პ.ს. უკრაინელებისთვის მინდა, რუსებისთვის არა.

მეც წინასწარ დიდი მადლობა.


Posted by: gugush 18 Sep 2022, 10:38

აქ არის ბევრი

https://alservice.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/

Posted by: lika_law 28 Sep 2022, 10:07
გამარჯობა smile.gif
ვეძებ სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარების მესამე წიგნს smile.gif ყიდვა მინდა...
იქნებ იცოდეთ, სად შეიძლება შევიძინო, ან ხომ არ გაქვთ და ყიდით ვინმე? <3 ელექტრონული არ მინდა, გმადლობთ. ფიზიკურად, მატერიალურად წიგნი მჭირდება smile.gif

Posted by: LaBohemia 6 Oct 2022, 11:20
ბინის გაქირავების ხელშეკრულების დრაფტი არ გაქვთ ვინმე ღვთისნიერს?
დღევანდელ რეალობას მისადაგებული.
ძალიან დამავალებთ

Posted by: amnezia 31 Oct 2022, 11:26
გამარჯობა
პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობა რა სანქციებს ითვალისწინებს?
ჩაბარებული არ მაქვს.საიტზე ვნახე გადამოწმებისას.
ანუ რო არ გადავიხადო რა მოხდება?
პ.ს. 50 ლარი სოლიდური თანხაა

Posted by: Promes 11 Dec 2022, 02:20
სალამი მეგობრებო,
მოკლედ, აგვისტოში ვყოფილვარ დაჯარიმებული და დღეს გავიგე ამის შესახებ ( საურავიც დარიცხულია) გადახდა მინდა და არ მახდევინებს არცერთი მობაილბანკი. ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? რა უნდა მოვიმოქმედო?

Posted by: ninicool 25 Mar 2023, 18:39
გამარჯობა, უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების შაბლონი ხომ არ გაქვთ ვინმეს შემთხვევით?

ან რას მირჩევთ, გუშინ გაუვიდა ვადა ხელშეკრულებას, ისევ აგრძელებენ ცხოვრებას და ახალი გავაფორმო თუ გაგრძელებაზე მოვაწეროთ ხელი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)