forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (75) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კავკასიური ნაგაზი, ნაწილი IV
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 27 May 2012, 23:25  #31386136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
კავკასიური ნაგაზი
კავკასიური ნაგაზი - ნაწილი II
კავკასიური ნაგაზი - ნაწილი III

ჯიშის ყველა მოყვარულს ვულოცავ ახალ თემას bis.gif

მიმაგრებული სურათი
DSC08224_modified.jpg
PuTKiiI
RUGBY <3


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18234
წევრი No.: 116272
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 27 May 2012, 23:31  #31386290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჯიშის ყველა მოყვარულს ვულოცავ ახალ თემას

MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8927
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 27 May 2012, 23:51  #31386757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალ თემას გილოცავთ! bis.gif



andro ph
ორი ღერი ინფორმაცია მაინც დაგედო კავკასიურ ნაგაზზე. sad.gif


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 28 May 2012, 00:08  #31387083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
MITIATO

ორ წყალს შუა ვარ sad.gif ........ ჯიშის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია არის სრული დეგენერატიზმი და არ მინდა მაგის დაწერა........
არაოფიციალური ინფოს დაწერა კი მითუმეტეს არ მინდა, იმ დროს - როდესაც არსებობს ოფიციალური ინფორმაცია... biggrin.gif

საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს ამ ჯიშს და დიდი წარდგენა არ სჭირდება მაყურებლის წინაშე gigi.gif
snoopyyy
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12

გამოგზავნილია: 28 May 2012, 00:19  #31387328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
andro ph

ის დაწერე როგორ უნდა გავზარდოთ რა ვაჭამოთ ან სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება... დგეს ძააან შეგაწუხე კიტხვებით biggrin.gif:D
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8927
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 28 May 2012, 01:16  #31388332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
andro ph

არაოფიციალური დაწერე. yes.gif
თუ მაინც და მაინც მიაწერე, რომ არაოფიციალურია.

QUOTE
საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს ამ ჯიშს და დიდი წარდგენა არ სჭირდება მაყურებლის წინაშე

ვითომ? rolleyes.gif
* * *
შენ არ დაწერე
QUOTE
ჯიშის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია არის სრული დეგენერატიზმი
biggrin.gif
snoopyyy
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12

გამოგზავნილია: 28 May 2012, 13:58  #31393442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გთხოვთ მითხარით ნაგაზი არის წლის და თვეების და პირველად გააჩინა ლეკვები 9 ლეკვი ყავს მითხრეს პირველი ლეკვები არ გამოდის კარგიო და სიმართლეა? მაგას აზრი აქვს საერთოდ? ძაღლი 2 წლის მერე უნდა შეჯვარდესო...
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 28 May 2012, 14:16  #31393709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (snoopyyy @ 28 May 2012, 00:19 )
andro ph

ის დაწერე როგორ უნდა გავზარდოთ რა ვაჭამოთ ან სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება... დგეს ძააან შეგაწუხე კიტხვებით biggrin.gif:D

უნდა გავზარდოთ კარგად. biggrin.gif
უნდა ვაჭამოთ ან სპეციალური ძაღლების საკვები, ან ნატურალური საკვები, რომელიც ყველანაირად იქნება დაბალანსებული ყველა საჭირო საზრდო ნივთიერებით.

QUOTE
   გთხოვთ მითხარით ნაგაზი არის წლის და თვეების და პირველად გააჩინა ლეკვები 9 ლეკვი ყავს მითხრეს პირველი ლეკვები არ გამოდის კარგიო და სიმართლეა? მაგას აზრი აქვს საერთოდ? ძაღლი 2 წლის მერე უნდა შეჯვარდესო...


ძუ ძაღლს სასურველია რომ ორ წლამდე ლეკვები არ ყავდეს..........დიდი ჯიშის ძაღლები ამ ასაკში ამთავრებენ ჩამოყალიბებას. ლეგენდა პირველი ლეკვების უვარგისობის შესახებ მოდის იქიდან, რომ სოფლებში, ცხვარში და ა.შ ძაღლები ძირითადად პირველივე ამძუნებაზე ირთვებოდნენ და ხშირ შემთხვევაში 1 წლის ასაკისნიც არ იყვნენ ლეკვების დაყრის მომენტში........ შესაბამისად იბადებოდნენ შედარებით განუვითარებელი ლეკვები + ამას ახალგაზრდა დედა ვერ უზრუნველყოფდა მათ სრულფასოვან კვებას - გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მასაც ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ჰქონდა.......

MITIATO

QUOTE
არაოფიციალური დაწერე. yes.gif
თუ მაინც და მაინც მიაწერე, რომ არაოფიციალურია.


ok ვეცდები და ჩავამატოთ. smile.gif


QUOTE
ვითომ?


მგონი კი.........გამორიცხულია კვირაში 4-5 ისეთი ადამიანი არ შემხვდეს, რომლის ბიძასაც ჩემს ნაგაზზე ორჯერ დიდი ნაგაზი ყავს სოფელში. biggrin.gif თან სულ სხვადასხვა ხალხი. biggrin.gif

QUOTE
შენ არ დაწერე


იმათაც არაოფიციალური იციან, ოღონდ ძირითადად სხვა არაოფიციალური. biggrin.gif

This post has been edited by andro ph on 28 May 2012, 14:22
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8927
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 28 May 2012, 14:46  #31394205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
andro ph
QUOTE
ok ვეცდები და ჩავამატოთ.

bis.gif

user posted image

ეს ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისია?
უკეთესი სურათი ვერ გადავუღე, ჩემს კალთაში უნდოდა ჩაჯდომა. givi.gif
snoopyyy
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12

გამოგზავნილია: 28 May 2012, 16:05  #31395600      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ძუ ძაღლს სასურველია რომ ორ წლამდე ლეკვები არ ყავდეს..........დიდი ჯიშის ძაღლები ამ ასაკში ამთავრებენ ჩამოყალიბებას. ლეგენდა პირველი ლეკვების უვარგისობის შესახებ მოდის იქიდან, რომ სოფლებში, ცხვარში და ა.შ ძაღლები ძირითადად პირველივე ამძუნებაზე ირთვებოდნენ და ხშირ შემთხვევაში 1 წლის ასაკისნიც არ იყვნენ ლეკვების დაყრის მომენტში........ შესაბამისად იბადებოდნენ შედარებით განუვითარებელი ლეკვები + ამას ახალგაზრდა დედა ვერ უზრუნველყოფდა მათ სრულფასოვან კვებას - გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მასაც ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ჰქონდა.......



ესეიგი არ ღირს ლეკვის წამოყვანა?
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 28 May 2012, 16:39  #31396197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (MITIATO @ 28 May 2012, 14:46 )
ეს ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისია?
უკეთესი სურათი ვერ გადავუღე, ჩემს კალთაში უნდოდა ჩაჯდომა.  givi.gif

თავს ვერ დავდებ, რომ მეტისი არაა, თუმცა ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაგაზის სტანდარტში მგონი "ჩაჯდება" .

QUOTE
ესეიგი არ ღირს ლეკვის წამოყვანა?

ძნელია რაიმეს რჩევა........
შეიძლება სულაც მსოფლიოს ჩემპიონები გაიზარდონ მაგ ნაყარიდან...

უბრალოდ ზოგადად არაა კარგი, პატარა ასაკის ძუს დართვა.....

snoopyyy
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12

გამოგზავნილია: 28 May 2012, 20:32  #31400263      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ძნელია რაიმეს რჩევა........ შეიძლება სულაც მსოფლიოს ჩემპიონები გაიზარდონ მაგ ნაყარიდან...

უბრალოდ ზოგადად არაა კარგი, პატარა ასაკის ძუს დართვა.....


ხო რა წამოვიყვან და ვნახოთ ძაან მინდა ერთი თვე როდის გავა ვეგარ ვითმენ biggrin.gif:D მადლობ რჩევისთვის
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 28 May 2012, 22:17  #31402360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
კავკასიური ნაგაზი ჰარმონიული აღნაგობის, დიდი და ძლიერი ძაღლია. აქვს საკმაოდ მსხვილი და მასიური თავი, კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემა და მსხვილი ძვალი. ოდნავ გაწელილი ფორმატისაა. სქესობრივი დიმორფიზმი საკმაოდაა გამოხატული.
გაწონასწორებული, აქტიური, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და უშიშარი ხასიათისაა. პატრონის მიმართ ერთგულია, ხოლო უცხო ხალხის მიმართ თანდაყოლილი უნდობლობა ახასიათებს. მისი ძირითადი ფუნქცია რაიმეს დაცვა, დარაჯობაა. ბეწვის სიგრძის მიხედვით იყოფა სამ ტიპად: გრძელბეწვიან, მოკლებეწვიან და საშუალო სიგრძის ბეწვიანად.
ჯიშის სამშობლო კავკასიაა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ხალხური სელექციის შედეგად. მისი წინაპარი ტიბეტური მასტიფია.
ჯიშის მკვლევარები კავკასიური ნაგაზის რამოდენიმე ტიპს გამოყოფდნენ. მაგ ა.პ მაზოვერი გამოყოფდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ტიპს და ამავდროულად აღნიშნავდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო ქართული ტიპის ნაგაზი :
А.П.Мазовер, «Племенное дело в служебном собаководстве», изд. ДОСААФ, 1954 г.

«Лучшие кавказские овчарки распространены в Грузинской ССР, где собаки отличаются могучим костяком и являются самыми крупными из всех отродий кавказской овчарки… Однотонный окрас и длинная шерсть делают этих собак эффектными и красивыми».

სხვადასხვა მკვლევარები კი უკვე ქართულ ტიპს ყოფდნენ თუშურ, ახალციხურ, ყაზბეგურ, გერგეთულ და გარბანულ ტიპებად.

რამდენადაც ცნობილია, ტერმინი "ნაგაზი" პირველად სულხან-საბას აქვს ნახსენები "სიტყვის კონა"-ში:
"ასაკმცირესა ძაღლსა – ციბა, ვიეთნი გომიშას უჴმობენ; მის უდიდეს(ს)ა და ცუდსა ციბაკი, ვიეთნი ფინიას უჴმობენ; დიდსა ძაღლსა, მიდამოს მცველსა – თართი; მეკვლესა – მეძებარი; სწრაფსა და გვარიანსა – მწევარი; მწევრისა და თართისაგან შობილსა – ნაგაზი; მეძებრისა და თართისაგან შობილსა (თართისაგანსა ) - ყაზილა. თუმცა ნაგაზი მგლისა მიერ (მგლისაგან ) იშობა, იგი უმჯობესია (უმჯობესი არს )".

მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ნაგაზი იმ დროს ყოფილა ორი განსხვავებული ჯიშის (თართის და მწევრის) შეჯვარების შედეგად დაბადებული ჰიბრიდი.
ასევე ცნობილია, რომ კავკასიურ ნაგაზს, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ ჯიშს 1765 წ-ში იყენებდა თურქეთის არმია - სამხედრო ობიექტების დასაცავად.
კავკასიური ნაგაზის კულტურული სახით მოშენება დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საომარ მოქმედებებში გამოსაყენებლად მოემზადებინა ძაღლები. ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პირველ მსოფლიო ომში რუსეთის არმიას ყავდა მხოლოდ 300 გაწვრთნილი ძაღლი იმ დროს როდესაც გერმანიის არმიას ყავდა 30 000, ხოლო საფრანგეთის, ინგლისის და აშშ-ს არმიებს 20 000-ზე მეტი ძაღლი. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, 1924 წელს დაარსდა "Центральная Школа Военного Собаководства", ამავე წელს დაარსდა ძაღლსაშენი "Красная звезда". სწორედ ამ საშენებში დაიწყო კავკასიური ნაგაზების კულტურული სახით მოშენება. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის არმიას უკვე ყავდა 60 000 გაწვრთნილი ძაღლი. სწორედ ამ პერიოდში მოხდა კავკასიური ნაგაზების მასიურად გაყვანა საქართველოდან. ომის პერიოდში მას იყენებდნენ ციხეების და საწყობების დასაცავად, ხოლო ომის შემდგომ პერიოდში უკვე ბერლინის კედელსაც იცავდა რამოდენიმე ათასი კავკასიური ნაგაზი.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმ პერიოდში საქართველოში მცხოვრები კავკასიური ნაგაზები ისევ "ხალხურად" მრავლდებოდნენ და ეს გრძელდებოდა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე. 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაიწყო რუსული მოშენების, კულტურული ნაგაზების შემოდინება. ამ წლების განმავლობაში აქ დარჩენილი და იქიდან ჩამოყვანილი ნაგაზები უკვე საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - "რუსები" ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ, ამიტომაც მაშინდელმა ქართველმა ძაღლების მოყვარულებმა იქაურ ტიპს მიანიჭეს უპირატესობა და დაიწყეს რუსეთიდან ჩამოყვანილი ძაღლების მოშენება. ჯიშის სტანდარტიც უკვე "რუსული ტიპის" ძაღლებზე იყო მორგებული და გამოფენებზეც ძირითადად ისინი ლიდერობდნენ, რაც დღემდე გრძელდება.
მეც წლების განმავლობაში "რუსული მიმართულების" მიმდევარი ვიყავი და ამ თემის წინა ნაწილებში საკმაოდ შეგხვდებათ ჩემი პოსტები, სადაც რუსეთიდან ჩამოყვანილ ძაღლებს ვაქებდი და ვადიდებდი. რამოდენიმე წლის წინ კი მოხდა ის, რამაც აზრი შემაცვლევინა ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი რუსული ფორუმზე დაგვცინოდნენ იმის გამო, რომ ჩვენს ეროვნულ გამოფენებზე ყოველთვის რუსული მოშენების ძაღლები იგებდნენ... საბედნიეროდ ის არ იცოდნენ, რომ ქართული მოშენება საერთოდ არ გაგვაჩნია. givi.gif
ამის შემდეგ პრინციპულად გადავწყვიტე, რომ აღარასოდეს დავკავდე "რუსული" სისხლების ნაგაზების მოშენებით და შესაძლებლობის მოცემისთანავე ვეცადო ის, რომ საქართველოს ყავდეს საკუთარი მოშენების კავკასიური ნაგაზები. bis.gif

MITIATO

რაც შევძელი - ესაა.

აზრის დალაგება და წერტილ-მძიმის დასმა თქვენზეა. givi.gif
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8927
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 28 May 2012, 22:28  #31402552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
andro ph
QUOTE
აზრის დალაგება და წერტილ-მძიმის დასმა თქვენზეა.

ძალიან კარგადაა დალაგებული აზრიც და წერტილებიც. biggrin.gif

QUOTE
თავს ვერ დავდებ, რომ მეტისი არაა, თუმცა ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაგაზის სტანდარტში მგონი "ჩაჯდება" .

არის რამე ნიშანი, რომლის მიხედვით შეიძლება მიხვდეს საქმეში ღრმადჩაუხედავი ადამიანი ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისი? baby.gif
andro ph
­­­★★★★★


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3609
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 28 May 2012, 22:38  #31402737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
ძალიან კარგადაა დალაგებული აზრიც და წერტილებიც.  biggrin.gif

გმადლობ. biggrin.gif

QUOTE
არის რამე ნიშანი, რომლის მიხედვით შეიძლება მიხვდეს საქმეში ღრმადჩაუხედავი ადამიანი ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისი?  baby.gif


ან ჯიშის სტანდარტდან უნდა იყოს აშკარად გადაცდენილი, რასაც ღრმადჩაუხედავიც ადვილად შეატყობს, ან კიდევ კავკასიურ ნაგაზზე მეტად სხვა რომელიმე ჯიშს უნდა გავდეს. smile.gif

ძაან ხშირია შემთხვევები, როდესაც მეტისების გარჩევა ფაქტიურად შეუძლებელია სუფთა სისხლის ძაღლებისგან... ეს განსაკუთრებით ისეთ ჯიშებს ეხება, რომელთაც არც თუ ისე მკაცრი სტანდარტი აქვთ.

პ.ს მაგალითად მე იპოდრომზე მყავს ნანახი, "რომელიღაც მასტიფის" და კავკასიური ნაგაზის ისეთი შვილი, რომელიც საქართველოში მცხოვრები სუფთა კანე კორსოების 80% -ს მერჩივნა როგორც კანე კორსო - მის წაგრძელებულ ბეწვს თუ არ მივაქცევდი ყურადღებას......... იმდენად ჰქონდა ჯიშისთვის დამახავიათებელი ნიშანთვისებები გამოხატული. yes.gif

This post has been edited by andro ph on 28 May 2012, 22:38
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4680 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]