საავტორო უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ინფორმირება. ეს არის მრავალსუბიექტიანი სისტემა, სადაც ყველას თავისი კონკრეტული, განსაზღვრული უფლებები აქვს და მოვალეობებიც.
თუ ასოციაცია სისტემას კარგად ააწყობს, მაშინ მაგაზე უკეთესი პატრნიორი ავტორებისთვისაც, ლეიბლებისთვისაც, გამომცემლებისთვისაც და მაუწყებლებისთვისაც არ იქნება საძებნი.
ინტერნეტსივრცეში საავტორო მასალის იდენტიფიცირებას, მონეტიზაციას და პროცესში მონაწილე რგოლებს შორის საავტორო ჰონორარების განაწილებას არეგულირდებს DMCA.
მე მაქვს არხი, რომელზეც ქვეყნდება ჩემსავე სტუდიაში გაკეთებული საავტორო ჩანაწერები. არხი მონეტიზებულია. ავტორებთან მაქვს ასეთი შეთანხმება. მათი ჩემთან ატვირთული თითო ჩანაწერის მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი რჩება სტუდიას, ნახევარს იღებენ თითონ. ანგარიშსწორება ხდება მაშინ, როცა ჩანაწერის მიერ გამომუშავებული თანხა მიაღწევს 1 ჩანაწერზე 100 ევროს.
გარდა ამისა მე ვყიდი ჩემთან შექმნილ ტრეკებს itunes-ზე, amazon-ზე და ასე შემდეგ. ჯერ სულ 3 ტრეკი გავიტანე გასაყიდად იმიტომ, რომ ეხლახანს დავამატეთ ეს სერვისი. თითო გაყიდული ტრეკიდან 30% სტუდიას, 70% ავტორებს.
ISRC კოდი არის უნიკალური ცხრა ნიშნა საერთაშორისო კოდი, რომელიც ენიჭება კონკრეტულ კომპოზიციას და ამ კოდის საშუალებით ხდება მისი გაყიდვების ქსელში თუ content ID სისტემაში მოხვედრა. მოკლედ, საავტორო უფლებები ვის ეკუთვნის კონკრეტულ ნაწარმოებზე ამით დაწყებული, სხვადასხვა მონეტიზებულ პლატფორმებზე content ID რესურსების საშუალებით შემოსავლის საავტორო უფლებების მფლობელის სასარგებლოდ შეგროვებით დამთავრებული, ეს კოდია მთავარი იდენტიფიკატორი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ამ კოდის მიმნიჭებელი ავტორიზებული სააგენტო. საქართველოში და მის ახლომახლო ასეთი ორგანიზაცია სამწუხაროდ არ არის.
საავტორო უფლებების ასოციაციამ რომ მოიპოვოს ამ კოდის მინიჭების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე ეს იქნებოდა ძალიან ძალიან სასარგებლო ნაბიჯი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ავტორს ექნებოდა საშუალება თავისი ნაწარმოები სხვადასხვა შუამავლების გარეშე გაეტანა ინტერნეტ სივრცეში ფასიან თუ უფასო პლატფორმებზე და მიეღო ჰონორარი შემოვლითი გზების გარეშე. მეორე რიგში კი ასეთი სისტემის აქ არსებობა დაიცავდა ავტორებს თაღლითების მხრიდან ძარცვისგან. მარტივი სქემაა. არსებობს უამრავი ონლაინ შუამავალი, რომელც სთავაზობს ავტორებს მათი ნაწარმოებებისთვის ამ კოდის მინიჭებას და სხვადასხვა პლატფორმებიდან მიღებულ შემოსავალს. რა თქმა უნდა ეს სერვისები ფასიანია და თავის წილს იღებენ. ზოგი თვიური სააბონენტო გადასახადის სახით, ზოგიც მონეტიზაციიდან მიღებული შემოსავლის წილის სახით. აქ ცუდი ის არის, რომ ასეთი შუამავლები ინფორმაციის სიზუსტეზე და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას მთლიანად აკისრებენ დარეგისტრირებულ იუზერს. არანაირად არ ხდება მათი გადამოწმება და იდენტიფიცირება - ნამდვილად საავტორო უფლებების მფლობელმა შეაგდო რომელიმე ტრეკი თუ ვიღაცამ, ვისაც არანაირი კავშრი არა აქვს და უბრალოდ შემოსავლის მითვისება უნდა. ავტორების დიდი ნაწლი გაგებაში არაა როგორ მუშაობს სისტემა და არც კი იციან ხშირად მათსავე არხზე მათსავე კომპოზიციაზე copuright claim რომ მისდით რა არის და რა ხდება. ხოდა ტოვებენ რეაგირების გარეშე. ზოგს გონია იუტუბის წესები დაარღვია და რაკი არხი არ დაებლოკა, მადლობელია, ჩუმადაა და ზის თავისთვის. ამ დროს მის კომპოზიციაზე ვიღაცა ნაბოზარი აკეთებს ფულს. ასე ძარცვავენ პოსტსაბჭოთა სივრცის დამწყებ თუ სახელიან, მაგრამ უპატრონო მუსიკოსებს, რომლების ვიდეოებიც ბევრ ნახვებს აგროვებენ და პოპულარულია. თვეში თითო ასეთი ჩანაწერიდან შეიძლება რამდენიმე ევრო ან რამდენიმე ათეული ევრო გამოიმუშავოს ქურდმა, მაგრამ მუშაობს ბევრ ჩანაწერებზე და რამდენიმე ასეულ ათასზეც ადიან. ჩემს ერთ ჩანაწერსაც დაადეს მასე თათი და მზად ვიყავი რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ყოფილიყო, სასამართლოთიც მივყოლოდი, მაგრამ პირველივე სააპელაციოზე უკან დაიხია და გააუქმა თავისი claim. სამაგიეროდ ვიდეოს რეიტინგი სერიოზულად დაზარალდა. როცა ვიდეოს საავტორო უფლებები "სადავოა", მონეტიზაცია კი მაინც აქტიურია, მაგრამ ვიდეოს სარეკლამო რეიტინგი ნულამდე ეცემა და შესაბამისად ამ ვიდეოდან მიღებული შემოსავალიც. დავის შემდეგ 4 თვე დამჭირდა ვიდეო ისევ რომ ამეყვანა თავის ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავლამდე. ნახვები ისევ იგივე რაზგონით მატულობდა, მაგრამ შემოსავალი დაეცა ნულამდე. აი ასეთი ზიანი მოაქვს მავნებლობას და გოთვერნობას.
ამიტომაც მინდა რომ საავტორო უფლებების ასოციაცია, ან საკანონმდებლო ბაზა იყოს ძლიერი და ყველაფერი თავის ადგილას იდგეს. კოლექტიურად როცა მართავს ორგანიზაცია უფლებებს, გაცილებით ძლიერია ფინანსურადაც და სათანადო კადრებითაც ვიდრე რომელიმე მუსიკოსი ან მისი სფეროში ბოლომდე გაურკვეველი მენეჯერი. თუ სწორი მიმართულებით წავლენ, მართლაც იქნება ძლიერი ორგანიზაცია. თუ ვერა და ისევ ისეთ დღეში ვიქნებით, როგორშიც ვართ. ზოგადად კი ქვეყანაში დაულაგებელი სისტემა იწვევს იმას, რომ არც იუტუბი, არც აიტუნსი და არც სხვა სერიოზული რესურსები, რომლიდანაც შეიძლება დიდ ბაზარზე გასვლა და საკუთარი მუსიკით არსებობა, საქართველოს არ აღიქვავს სერიოზულ პარტნიორად, ქურდების და მამაძაღლების ქვეყანა ვგონივართ და ამიტომაც შემოსავლიანი სერვისების დიდი ნაწილი ჩვენთვის და ჩვენნაირი ქვეყნებისთვის დაბლოკილი აქვს. შემოვლით გზებზე კი უამრავი რისკები და დანაკარგები აქვთ არხებსაც, მუსიკოსებსაც და ყველას ვინც კი რამეს ჩალიჩობს.
ეხლაც კი ჩემი არხის რამდენიმე რეიტინგული ჩანაწერის აუდიო რამდენიმე არხს უდევს ჩემგან მოპარული. ბავშვები არიან უმეტესად იუტუბერები და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ჩანაწერს გაფრთხილება რომ ახლავთ არ მოიპაროთ ჩანაწერიო. სხვა დროს ვუსაჩივრებდი. ეხლა არ ვუსაჩივრებ იმიტომ რომ იუტუბზე არასტაბილური სიტუაციაა და შეიძლება მონეტიზაცია მთლიანად შეუჩერდეთ ჩემი სტრაიკის გამო ან არხი დაებლოკოთ და მთელი თავისი "ნაშრომი" გაუნადგურდეთ. მაინც არ ესმით. არც ის ესმით, რომ ჩემთან ჩანაწერი ბევრ ნახვას და შემოსავალს რომ აგროვებს, ამაში არის დახარჯული შრომაც და ფულიც. ისე არ მოდის თავისით. შემთხვევით გავარდნილი არც ერთი რეიტინგული ვიდეო არ მაქვს არხზე. არ ესმით, რომ ჩანაწერის მოპარვა მაგათთანაც ვერ დააგროვებს იმდენ ნახვებს და შემოსავალს, რასაც ჩემთან აგროვებს. ფაქტიც სახეზეა. ჩემთან მილიონებს ითვლის, იმათთან ათეულებს ან ასეულებს. მაგათთვის ეგ თამაშია. მე კი სისტემის აწყობაზე ვჩალიჩობ. მინდა ქვეყანაში შევქმნა პრეცედენტი მიიღოს ყველამ თავისი წილი შემოსავალი, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია. რომ არსებობდეს ლეგალური გზა ქართული ჩანაწერი content ID სისტემაში მოხვდეს, მაშინ არც სტრაიკი დამჭირდებოდა და არც არაფერი მსგავსი. ჩანაწერს გაუკეთებდა იდენტიფიცირებას და მორჩა. ექნებოდა იმასაც არხზე, მაგრამ შემოსავალი წამოვიდოდა აქეთ. დაჟე იმდენად დემოკრატიული და მოქნილი სისტემაა, რომ ასეთი ჩანაწერების მონეტიზაციის 3 გზა არსებობს:
1. სრული აკრძალვა - ასეთ შემთხვევაში ჩანაწერის მომპარავი ღებულობს პირდაპირ სტრაიკს;
2. მონეტიზაცია საავტორო უფლებების მფლობელის სასარგებლოდ - ასეთ შემთხვევაში ჩანაწერი რჩება მომპარავთანაც, მაგრამ მონეტიზაცია ხდება საავტორო უფლებების მფლობელის სასარგებლოდ;
3. მონეტიზაციიდან მიღებული შემოსავლის გაყოფა - იდეალური და ყველაზე ჯიგრული ვარიანტი. ამ შემთხვევაში თანხის ნაწილი მოდის საავტორო უფლებების მფლობელთან და ნაწილი რჩება მომპარავს ან ქავერის შემსრულებელს. იდეაში, იმანაც ხომ დახარჯა თავისი დრო, აუდიო მოიპარა თუ სრული კონტენტი, ის გადმოწერა, ატვირთა, სათაური, ტეგები ჩასვა, მოკლედ, ავად თუ კარგად ხომ დახარჯა რაღაც რესურსი და დრო. ხოდა შემოსავლის ნახევარსაც იღებს. თან ჩანაწერი მართალია ჯამურ ნახვებს ვეღარ აგროვებს ბევრს, სამაგიეროდ, ისეთ აუდიტორიაზეც ხვდება, რომელიც კონკრეტულად მის არხს ყავს და ამით მაინც მოაქვს სარგებელი ორივე მხარისთვის.
ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. არსებობს. უბრალოდ საჭიროა ამ ყველაფრის ჯანსაღად დანერგვა საქართველოში და ყველას თავისი სარგებელი ექნება.
This post has been edited by AraGviani on 22 Jun 2017, 14:50