Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სისხლძარღვების და ნერვების პრობლემა მოტეხილობის შემდეგ


Posted by: helle 15 Feb 2014, 05:56
გამარჯობათ, ესეთი ამბავია... ხელის მოტეხლობის შემდგომ თაბაშირში ხელის ხანგძლივმა უმოძრაობამ გამოიწვია ე.წ ნაწიბურები + ნერვების მიძინება ანუ მგრძნბელობის დაკარგვა+ სისხძარღვების შევიწროვება და სისხლის გამტარობის შეზღუდვა+ და რაც მთვარია სახსრებში სითხის გამოშრობა...

ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. ამ ყველაფერის ერთად საშველი არის რამე ? , თითქმის ყველა მეთოდია ნაცადი ყველა პროფესიის ექიმმაც ნახა და მოკლედ არაფერი იმედი

იქნებ აქ იცოდეთ რამე წამალი ან ხალხური მედიცინიდან რამე რეცეპტი. ძალიან დამეხმარებით smile.gif

კიდე ერთხელ ჩამივწერ პრობლემას



-სისხძარღვების შევიწროვება და სისხლის გამტარობის შეზღუდვა
-ნაწიბურები
-ნერვების მიძინება მგრძნბელობის დაკარგვა
-სახსრებში სითხის გამოშრობა



პ.ს როგორც ამბობენ შეიძლება დიდი ალბათობით განგრენაში წავიდესო

არ დაიზაროთ თუ რამე იცით მკურნალობის შესახებ ))))))


მოდერ არ დახურო რა. სათაური ჩაასწორე თუ ზუსტად არ ასახავს თემა

Posted by: Solveig 15 Feb 2014, 16:20
helle
თემას არ დავხურავ, მაგრამ კითზვა მაქვს.

ნუთუ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ხელი თაბაშირში გქონდა,ა რანაირი ღონისძიება არ გატარებულა მაგ პრობლემების თავიდან ასაცილებლად? ექიმთან არ დადიოდი?

Posted by: helle 15 Feb 2014, 16:43
Solveig


მადლობა


რამდენჯერმე ვიყავი მარტო ექიმთან თაბაშირის პერიოდში მაგრამ მაშინ არაფერი მაწუხებდა და არც რაიმე სიმპტომები მქონდა. თაბაშირის მოხსნის შემდგომ დაიწყო მთელი უბედურება. თუმცა თაბაშირის მომენტშიც მიშავდებოდა ხელი და დამისვიდა რამდენჯერმე და ფრჩხილები ყვითლდებოდა , თუმცა ექიმმა არაფერია ესე იცისო... მერე სხვა ექიმმა მითხრა მაშინ დაიწყო პროცესი დავადებისო და უნდა მოხსნილიყო თაბაშირიო. რავიცი მთელი უბედურება ეხლა დაიწყო 24 საათი თითქმის ტკივილი მაქ და გათიშული ხელი. დიაგნოზი დამისვეს რაც ზემოდ დავწერე. მარა განკურნება არ გამოვაო. ელექტრო ფორეზი და ლიდაზაო ვცადე ეგენიც უამრავი სხვა რამ მაგრამ არანაირი შედეგი არაა

ის დიაგნოზი რაც დავწერე მაგაზე არ იცი რამე მეთოდი?

პ.ს მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Solveig 15 Feb 2014, 18:09
helle

სამწუხაროდ, ექიმი არ ვარ და ვერაფრიტ დაგეხმარები, მით უმეტეს, იმდენად სერიოზულ პრობლემა ასახელებ, რომ მაგზე რა ხალხურმა საშუალებამ უნდა გიშველოს. არავინ მოგატყუოს მაგით.

იქნებ ვინმემ გირჩიოს სხვა ექიმი. თუ გიშავდებოდა და გისივდებოდა ხელი, არაფრით არ შეიძლებოდა უმოქმედობა.

Posted by: helle 15 Feb 2014, 18:43
Solveig


მადლობა გაიხარე

ვიცი ხალხური მედიცინას აზრი არ აქ მარა ყველა მეთოდი ვცადე და რო არაფერმა გაამართლა მაგიტომ დავწერე

მადლობა კიდევე ერთხელ )))))

Posted by: Natuka NGN 16 Feb 2014, 01:45
helle
ხვა წავაკითხებ ექიმებს.
QUOTE
ხელის ხანგძლივმა უმოძრაობამ გამოიწვია ე.წ ნაწიბურები + ნერვების მიძინება ანუ მგრძნბელობის დაკარგვა+ სისხძარღვების შევიწროვება და სისხლის გამტარობის შეზღუდვა+ და რაც მთვარია სახსრებში სითხის გამოშრობა...

ეს ყველაფერი ვინ გითხრა? დარწმუნებული ხარ რომ ნერვი არ მოყვა ძვალში? გაგივლია კონსულტაცია პლასტიკურ ირურგთან და ანგიოლოგთან ვინც ნერვის რეკონსტრუქციას აკეთებს?
ასაკი?

Posted by: helle 16 Feb 2014, 02:11
Natuka NGN

სხვადასხვა ექიმებმა ყველა სხვადასხვა დიაგნოზს ამბობს ვერავის ვერაფერი გავუგე

ანგიოლოგთანაც ვიყავი. ნერვის გამტარობაზე შევემოწმე და ნერვი მწყობრშიაო. სისხლის მიმოქცევა გაქ დარღვეულიო

რეკონსტრუქცია და ოპერაციის საქმეზე ესეთი პროფესიონალი ექიმია გია ჯალალიშვილი მაგასთან გამაგზავნეს საბოლოოდ ეს გადაწყვეტსო რა გჭირსო. იმან ოპერაციახ ხელს ვერ მოვკიდებ არ ხარ საოპერაციოვო
დიაგნოზიც რაც მაღლა დავწერე მაგ ექიმმა დამისვა გიამ

საბოლოოდ კი ყველა სხვადასხვა დიაგნოზს სვამს ვისთან არ ვიყავი მოვიარე ყველა კლნიკა და საავადმყოფო, უამრავი კურსები ჩავიტარე მკურნალობის არანაირი შედეგი არაა

ეხლა ნემსებს ვიკეთებ მეოე კურსს ლიდაზას. მარა შედეგი არაფერია მოკლედ რა ვიცი დავიტანჯე

ეხლა ამჟამად ტკივილები მაქ დღედაღამე, ხელი შავდება ხან ყვითლდება ფრჩხილებიც მიყვითლდება. დაბუჯებული მაქ მთელი ხელი, სიცივეში მთლიანად მეთიშება ხელის მაჯა და ჩერდება, თითებს ბოლომდე ვერ ვხრი ღამე მთლიანად იკარგება მგრძნობელობა და დილით ძლივს ამუშავდება, რავიცი ვერაფერი გავიგე რა ხდება

25 წლის ვარ


QUOTE
ხელის ხანგძლივმა უმოძრაობამ გამოიწვია ე.წ ნაწიბურები + ნერვების მიძინება ანუ მგრძნბელობის დაკარგვა+ სისხძარღვების შევიწროვება და სისხლის გამტარობის შეზღუდვა+ და რაც მთვარია სახსრებში სითხის გამოშრობა...



ეს დიაგნოზი მტევნის ქირუგმა დამისვა და ნევროლოგმა

Posted by: helle 20 Feb 2014, 21:31
Natuka NGN


პმ-ში ვერ გწერ.......

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)