Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ქართველი მწერალი გივი მარგველაშვილი


Posted by: sulo 20 Aug 2017, 13:29
"ფილოსოფოსი და მწერალი, გივი მარგველაშვილი ბერლინში, 1927 წელს ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის, ოჯახში დაიბადა. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, გივი მარგველაშვილი საქართველოში კი ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.

გივი მარგველაშვილმა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა.

1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი, აგრეთვე რომანები - „მუცალი“ და „დიდი კორექტურა“; პროზაული კრებულები - „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად - მასზე გადაღეებულია დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში და მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით - ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.

გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თსუ-ს საპატიო დოქტორად. 2006 წელს კი მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

ამჟამად მწერალი ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში."

ინტერნედში დევს მისი წიგნები?????
ქართულად რა თქმა უნდა....smile.gif

ენათესავება ჩვენს პრეზიდენტს ეს კარგი კაცი????

ცალსახაა ამ კაცის ბიოგრაფიის და შემოქმედების პოლიტიკური ნაწილია საინტერესო ჩვენი ფორუმისათვის.

Posted by: mn30 20 Aug 2017, 13:44
1927 წელს დაბადებულა. მთელი ცხოვრება წინა აქვს ჯერ.....

Posted by: DM-23 20 Aug 2017, 13:50
საინტერესოა...
სამწუხაროა,რომ აქ არ ვიცნობთ მის შემოქმედებას. ინტერნეტშიც არაა,მგონი

Posted by: დოჩანა 20 Aug 2017, 13:53
უცბად არ მისცენ...........................................

Posted by: sulo 20 Aug 2017, 13:59
დოჩანა
გერმანულად წერს და ამიტომ დიდი შანსი აქვს.....


მისი ერთი მკითხველი მაინც გამოჩნდეს ამ ფორუმზე...
რა დაწერა ასეთი რომ, სრულიად მიაჩუმათა ქართულმა საზოგადოებამ?????

Posted by: sandy 20 Aug 2017, 14:17
sulo
QUOTE
მისი ერთი მკითხველი მაინც გამოჩნდეს ამ ფორუმზე...

აგერ ვარ, ბატონო smile.gif
QUOTE
რა დაწერა ასეთი, რომ სრულიად მიაჩუმათა ქართულმა საზოგადოებამ?????

ქართულმა საზოგადოებამ არა იმდენად "მიაჩუმათა" რამდენადაც ვერ გაიგო...
ერთი, იმიტომ, რომ მარგველაშვილი მთელი ცხოვრება გერმანულად წერდა და თვით ამ ენის მცოდნეთათვისაც კი "მძიმე" ენაზე.
მეორე, ენაც რომ გვერდზე გადავდოთ, მისი ნაწერები არანაირად არ ჯდება ქართულ ლიტერატურულ "ლანდშაფტში": მათი "ფესვები" გერმანულ ფენომენოლოგიაშია (ჰუსერლი-ჰაიდეგერი-რეცეფციული ესთეტიკის თეორეტიკოსები), "ტოტები" - ფრანგულ პოსტსტრუქტურალიზმში (ბარტი, კრისტევა, დელიოზი, დარიდა).
მოკლედ, ეს არაა საკუთარივ ქართველი მწერალი...
ეს მსოფლიო მნიშვნელობის პოსტმოდერნისტი მწერალია ეროვნულობის ხაზგასმის გარეშე.
როგორ მოახერხა ეს საბჭოთა საქართველოში, ღმერთმა უწყის smile.gif

Posted by: მელკერი 20 Aug 2017, 14:19
sandy

რა საინტერესო ვიღაცა ყოფილა...


ისადა, გერმანულად რატომ წერდა?...


პ.ს. წარდგენა ბევრს არაფერს ნიშნავს, სამწუხაროდ...


რა როჟაა... user.gif

Posted by: ტრანსსექსუალკა 20 Aug 2017, 14:24
sulo
საიდან იცი რომ ნობელის პრემიაზეა წარდგენილი? ასეთი ინფორმაცია როგორც ვიცი საიდუმლოა

Posted by: sandy 20 Aug 2017, 14:35
მელკერი
QUOTE
რა საინტერესო ვიღაცა ყოფილა...

უნიკალური ბედის ადამიანია yes.gif

მამამისი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი იყო. საქართველო მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა და ოჯახთან ერთად ბერლინში დასახლდა, იქ ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. გივი სულ პატარა იყო, დედამისმა თავი რომ მოიკლა და მას გერმანელი ძიძები ზრდიდნენ. ომის მერე მამამისი და 18 წლის გივი კაგებე-მ დააპატიმრა აღმოსავლეთ ბერლინში, ჯერ იქ ჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკში, მერე საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანეს. მამა დახვრიტეს, შვილი - თბილისში დეიდასთან გამოგზავნეს. მაშინ გივიმ არც ქართული იცოდა, არც რუსული - დასაწყისში საერთოდ ვერავის ელაპარაკებოდა. მერე, რა თქმა უნდა, ერთიც ისწავლა და მეორეც. პროფესიით ისიც ფილოსოფოსია, მთელი ცხოვრება წერდა, მაგრამ არსად იბეჭდებდა. არც ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა. (ეს მხოლოდ 90-იან წლებში მოახერხა.). თბილისში ჩამოსულ ჰაინრიჰ ბიოლს უნდოდა მისი ნაწერების გერმანიაში წაღება და გამოქვეყნება, კაგებე-ს გამუდმებული თვალთვალის გამო ეს ვერ მოხერხდა. გასული საუკუნის 50-იანი წებიდან თუ რამ ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა არსებობს, მის ნაწარებში ყველაფერია. მართლა ბედის უკუღმართობა, უფრო ზუსტად, საბჭოთა საპყრობილე, თორემ სავსებით შეიძლება იდგეს, მაგალითად, უმბერტო ეკოს ან ბორხესის გვერდით...

Posted by: სიცოცხლის_ხე 20 Aug 2017, 14:46
QUOTE
როგორ მოახერხა ეს საბჭოთა საქართველოში, ღმერთმა უწყის

ბევრი ახერხებდა სხვათა შორის smile.gif

Posted by: dega 20 Aug 2017, 14:47
რა იცით რომ მარგველაშვილია ? ...............

Posted by: მელკერი 20 Aug 2017, 14:50
sandy

დიდი მადლობა... <3


კარგი იქნება, მის ნაწარმოებებს თუ ვინმე თარგმნის ქართულად... smile.gif

Posted by: ikasso 20 Aug 2017, 14:55
QUOTE (მელკერი @ 20 Aug 2017, 14:50 )
sandy

დიდი მადლობა... <3


კარგი იქნება, მის ნაწარმოებებს თუ ვინმე თარგმნის ქართულად... smile.gif

თარგმნეს ვაკუში და მუცალი, პროსტა ვერ იშოვი

Posted by: Lаki 20 Aug 2017, 14:58
ikasso
QUOTE
თარგმნეს ვაკუში და მუცალი, პროსტა ვერ იშოვი


საინტერესოა წასაკითხად თუა მსუბუქი.

ისე, ეგ ინფო ადრეც წამიკითხავს, ასე მახსოვს, მგონი ძველი სტატიიდანაა კოპირებული. ანუ ახალი ამბავი არაა.
შეიზლება მეშლება, ვერ დავიჟინებ

Posted by: Solveig 20 Aug 2017, 15:03
Lаki
QUOTE
ეგ ინფო ადრეც წამიკითხავს, ასე მახსოვს, მგონი ძველი სტატიიდანაა კოპირებული. ანუ ახალი ამბავი არაა.
შეიზლება მეშლება, ვერ დავიჟინებ


არ გეშლება. იყო უკვე თემა. ძველი ამბავია.


პ.ს. ასეთ თემებს პოლიტიკაში რა უნდა, ვერ ვხვდები.

პ.პ.ს.
QUOTE
როგორ მოახერხა ეს საბჭოთა საქართველოში, ღმერთმა უწყის

1. საბჭოთა სკოლა არ გაუვლია და მაგის დამსახურებაა. ვერ მოასწრეს პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციებით ტვინის გამორეცხვა. საქ-ში რომ ჩამოიყვანეს, უკვე 18 წლისა იყო და ძირითადი ინტერესები და მორალური პრიორიტეტები უკვე განსაზღვრული ექნებოდა. თან, ეს ჩამოყვანა ძალით მოხდა და ეგეც მისცემდა ინდივიდუალობის შენარჩუნებისა და მასაში არ-გათქვეფის სტიმულს, უდავოდ.
2. კარგი ცოლი შეხვდა, თავისი შესაფერისი-ნაირა გელაშვილის სახით smile.gif

Posted by: narmonana 20 Aug 2017, 15:07
ქართველი კი არა გერმანელი მწერალი ყოფილა....................

Posted by: მელკერი 20 Aug 2017, 15:15
ikasso
QUOTE
თარგმნეს ვაკუში და მუცალი, პროსტა ვერ იშოვი


მართლა? ბიბლიოთეკაშიც არ იქნება?


Solveig
QUOTE
2. კარგი ცოლი შეხვდა, თავისი შესაფერისი-ნაირა გელაშვილის სახით


ნაირა გელაშვილის ქმარია?... ვა, რა მაგარია... smile.gif


მადლობა თემის ავტორს ამ თემის გახსნისთვის...

Posted by: ikasso 20 Aug 2017, 15:25
QUOTE (Lаki @ 20 Aug 2017, 14:58 )


საინტერესოა წასაკითხად თუა მსუბუქი.


მსუბუქზე რა გითხრა და უინტერესო ნამდვილად არ არის

Posted by: Lаki 20 Aug 2017, 15:27
ikasso
QUOTE
მსუბუქზე რა გითხრა და უინტერესო ნამდვილად არ არის


OK

Posted by: ikasso 20 Aug 2017, 15:31
QUOTE (მელკერი @ 20 Aug 2017, 15:15 )
ikasso
QUOTE
თარგმნეს ვაკუში და მუცალი, პროსტა ვერ იშოვი


მართლა? ბიბლიოთეკაშიც არ იქნება?


მამენტ მეც ვაჭარბებ, რატომ ვერ უნდა იშოვნო

დიდი ბიბლიოთეკა რომ გვაქვს, რა ქვია ეროვნული თუ რაღც? ყველაფერი რომ აქვთ თითქმის, მანდ იქნება

Posted by: Ar-Pharazôn 20 Aug 2017, 15:43
თუ არ ვცდები, კანდიდატების ვინაობა ნობელზე ანონიმური იყო სულ. არავინ არ იცის, ვინ არის წარდგენილი, მოკლედ

საინტერესო მწერალი რომ არის უდაოდ, ეს კი მართალია.


Posted by: Kaxab 20 Aug 2017, 15:55
QUOTE
ნაირა გელაშვილის ქმარია?... ვა, რა მაგარია...
მადლობა თემის ავტორს ამ თემის გახსნისთვის..

ეს რა მოხელეა? არ გამიგია.

Posted by: sandy 20 Aug 2017, 16:30
narmonana
QUOTE
ქართველი კი არა, გერმანელი მწერალი ყოფილა.................... 

გერმანელი არა, ქართული წარმოშობის გერმანულენოვანი ევროპელი მწერალი smile.gif
* * *
Solveig

მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე...

ეს კაცი ათწლეულები ცხოვრობდა თბილისში, იმყოფებოდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ჰქონდა საშუალო სტატისტიკურ საბჭოთა მოქალაქეზე ნაკლები უფლებები და მაინც წერდა ისე, როგორც ამ დროს ევროპაში მცხოვრები მოაზროვნეები.

Posted by: didi bege 20 Aug 2017, 17:13
QUOTE (Kaxab @ 20 Aug 2017, 14:55 )
QUOTE
ნაირა გელაშვილის ქმარია?... ვა, რა მაგარია...
მადლობა თემის ავტორს ამ თემის გახსნისთვის..

ეს რა მოხელეა? არ გამიგია.

მწერალია და თან საკმაოდ კარგი
ამბრნი, უმბრნი და არაბნი
სერსო

მეუღლე არ ვიცოდი

Posted by: barcabarcabarca 20 Aug 2017, 17:29
აგერ არის იშვიათი ვიდეო თბილისში 88 წელს, მამარდაშვილთან ერთად

Posted by: HiStorian 20 Aug 2017, 17:30
თან მარგველაშვილი, თანაც ფილოსოფოსი....



აქ რაღაცაშია საქმე spy.gif






smile.gif

Posted by: მართვის თეორია 20 Aug 2017, 17:46
QUOTE
2006 წელს კი მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

ეგ ტრუხა მედალია.

აი, ინგლისის ან ამერიკის გოეთეს მედალი, რომ ყოფილიყო... მაშინ ოოო... lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: sulo 20 Aug 2017, 19:04
QUOTE (ikasso @ 20 Aug 2017, 15:31 )
QUOTE (მელკერი @ 20 Aug 2017, 15:15 )
ikasso
QUOTE
თარგმნეს ვაკუში და მუცალი, პროსტა ვერ იშოვი


მართლა? ბიბლიოთეკაშიც არ იქნება?


მამენტ მეც ვაჭარბებ, რატომ ვერ უნდა იშოვნო

დიდი ბიბლიოთეკა რომ გვაქვს, რა ქვია ეროვნული თუ რაღც? ყველაფერი რომ აქვთ თითქმის, მანდ იქნება

ბიბლუსში ნამდვილად არ აქვთ....smile.gif

Posted by: Solveig 20 Aug 2017, 19:28
sandy
QUOTE
ს კაცი ათწლეულები ცხოვრობდა თბილისში, იმყოფებოდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ჰქონდა საშუალო სტატისტიკურ საბჭოთა მოქალაქეზე ნაკლები უფლებები და მაინც წერდა ისე, როგორც ამ დროს ევროპაში მცხოვრები მოაზროვნეები.

ნაკლები უფლებები რომ ჰქონდა და თვალთვალის ქვეშ რომ იყო, ეგ წერაში ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ზუსტად მაგიტომაც, საბჭოთა ხანაში არაფერი დაუბეჭდავს. მხოლოდ წერდა თავისთვის... არც არავინ იცნობდა მწერლად-ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა და ალბათ, გერმანული ფილოსოფიის ანალიზით იქნებოდა დაკავებული.
ხოლო, რას წერდა-ეგ არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ აღზრდით, მსოფლმხედველობით და ინტერესებით ეგ ადამიანი ევროპულ სივრცეს ეკუთვნოდა და არა ქართულ საბჭოთას.
მაგის წიგნები მხოლოდ სსრკ-ს დანგრევის მერე გამოიცა ჯერ გერმანიაში და მერე-საქართველოში.

Posted by: Patagonia 20 Aug 2017, 19:45
დიდი მოაზროვნეა, მსოფლიო დონის!

P.S. ცოლიც ფორუმელი ყავს და შვილიც, ეს ისე wink.gif


Posted by: sandy 20 Aug 2017, 19:53
Solveig
QUOTE
ნაკლები უფლებები რომ ჰქონდა და თვალთვალის ქვეშ რომ იყო, ეგ წერაში ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდა.

რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ წერდა იმას და ისე, რაც ზუსტად ჯდებოდა მისი თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმში.
თითქოს ისიც თავისი დასავლელი კოლეგების მსგავსად თავისუფლად გადადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში, კითხულობდა ლექციებს მსოფლოს წამყვან უნივერსიტეტებში, იბეჭდებოდა ნაირ-ნაირი გამოცემებში, ჰყავდა მოწაფეები და თაყვანისმცემლები...
ჩვენ ხომ გახსნილ საზღვრებსა და ინტერნეტის ეპოქაზე არ ვლაპარაკობთ, ეს საბჭოთა კავშირი იყო და "რკინის ფარდა"!

Posted by: sulo 20 Aug 2017, 21:23
რატომ არ არის აქ პირად ცხოვრებაზე არაფერი:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
??????
და რადგან ასეთი რთული საშოვნელია მისი წიგნები საქართველოში... იქნებ ითავოდ და უფასოდ გახადოთ ხელმისაწვდომი ამ კარგი კაცის შემოქმედება ინტერნედით ქართულად ფორუმელებო.


Posted by: Dark_Angell 20 Aug 2017, 21:23
sandy
QUOTE
ერთი, იმიტომ, რომ მარგველაშვილი მთელი ცხოვრება გერმანულად წერდა და თვით ამ ენის მცოდნეთათვისაც კი "მძიმე" ენაზე.
მეორე, ენაც რომ გვერდზე გადავდოთ, მისი ნაწერები არანაირად არ ჯდება ქართულ ლიტერატურულ "ლანდშაფტში": მათი "ფესვები" გერმანულ ფენომენოლოგიაშია (ჰუსერლი-ჰაიდეგერი-რეცეფციული ესთეტიკის თეორეტიკოსები), "ტოტები" - ფრანგულ პოსტსტრუქტურალიზმში (ბარტი, კრისტევა, დელიოზი, დარიდა).
მოკლედ, ეს არაა საკუთარივ ქართველი მწერალი...

წარმომიდგენია თავს არ წაგაკითხებს ისეთი იქნება.
ეს თვითონ თუ თარგმნის თავის თავს .

Posted by: sandy 20 Aug 2017, 22:18
Dark_Angell
QUOTE
წარმომიდგენია თავს არ წაგაკითხებს, ისეთი იქნება.
ეს თვითონ თუ თარგმნის თავის თავს.

მაგარი შეფასებაა biggrin.gif

კი, მართლა ძნელი წასაკითხია, სათარგმნად ხომ საერთოდ...
თუმცა აქვს პიესებიც (მათ შორის, ქართულად ნათარგმნიც), საკმაოდ იოლად და სასიამოვნოდ იკითხება smile.gif

Posted by: uria 20 Aug 2017, 22:47
sandy
QUOTE
თუმცა აქვს პიესებიც (მათ შორის, ქართულად ნათარგმნიც), საკმაოდ იოლად და სასიამოვნოდ იკითხება

მოგვეცი შე კაი კაცო თუ არსებობს რამე ლინკი.
ქარიზმატული ტიპაჟია.

Posted by: sandy 20 Aug 2017, 23:02
uria
QUOTE
მოგვეცი, თუ არსებობს რამე ლინკი.

არა მგონია, ინტერნეტში იყოს...

პატარა წიგნია, "მოწმენი სარკეში" ჰქვია.
ალაგ-ალაგ წიგნის მაღაზიებს შემორჩა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ერთმა ჩემმა ნაცნობმა რამდენიმე თვის წინ "ბიბლუსის" რომელიღაც მაღაზიაში იყიდა smile.gif

Posted by: sulo 21 Aug 2017, 00:20
მე რაიმე ნამეტანი რთული მინდა წასაკითხად.. ამ ბოლო დროს სიმარტივე მაღიზიანებს...

ეს კაცი თუ მიშველიდა, თითქმის ვეღარაფერს ვკითხულობს ფიზიკის და მათემატიკის თანამედროვე სტატიების გარდა.

Posted by: dega 21 Aug 2017, 00:28
sulo
QUOTE
მე რაიმე ნამეტანი რთული მინდა წასაკითხად.. ამ ბოლო დროს სიმარტივე მაღიზიანებს...

ლენინის 23 ტომი მოსინჯეთ
ოღონდ მართლა

Posted by: sulo 21 Aug 2017, 01:09
მარქსის კაპიტალი მაინც გეთქვა...
ლენინი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს შევისწავლე და ანტიკომუნისტად მაქცია..
განსაკუთრებით ათეისტურმა სტატიებმა...smile.gif
და ფარდობითობის თეორიის კრიტიკამ...
ისე მარქსიც მაშინ მაქვს წაკითხული.

Posted by: dega 21 Aug 2017, 01:36
sulo
QUOTE
ლენინი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს შევისწავლე

აგაშენა ღმერთმა smile.gif
~

Posted by: მაოძედუნი 21 Aug 2017, 13:44
ეჰ , ჩემ ნაშრომებს როდის თარგმნიან ჩინურიდან. sad.gif

Posted by: sulo 21 Aug 2017, 15:23
ისე მარგველაშვილის ახლობლები ფორუმელობენო...
ჩემო კარგებო იქნებ მოგვაწოდოთ ამ კარგი კაცის წიგნები....
თუ ასეთი რთულია, მისი მკითხველი რა თქმა უნდა, შეზღუდული რაოდენობა გახლავთ...
ქართველი მკითხველი საერთოდ ორი კინკილა იქნება..
ხოდა ქართულად მისი შემოქმედების უფასოდ განთავსება ინტერნედში საქართველოს წაადგებოდა და მას არ დააზიანებდა.

ლენინის პრიმიტივიზმის და ულოგიკობის მადლმა...

Posted by: rockforever 21 Aug 2017, 19:35
მაოძედუნი
QUOTE
ეჰ , ჩემ ნაშრომებს როდის თარგმნიან ჩინურიდან.

მაოს ლექსებია მაგრები :დდ


რუსულიდან ქართულად მგონი ხუტა ბერულავამ თარგმნა


Posted by: George Best :) 21 Aug 2017, 19:41
QUOTE
რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ წერდა იმას და ისე, რაც ზუსტად ჯდებოდა მისი თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმში.

ანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმში თუ ჯდებოდა მაგარი მწერალი ყოფილა up.gif

Posted by: Solveig 21 Aug 2017, 20:37
sandy
QUOTE
რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ წერდა იმას და ისე, რაც ზუსტად ჯდებოდა მისი თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმში.
თითქოს ისიც თავისი დასავლელი კოლეგების მსგავსად თავისუფლად გადადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში, კითხულობდა ლექციებს მსოფლოს წამყვან უნივერსიტეტებში, იბეჭდებოდა ნაირ-ნაირი გამოცემებში, ჰყავდა მოწაფეები და თაყვანისმცემლები...
ჩვენ ხომ გახსნილ საზღვრებსა და ინტერნეტის ეპოქაზე არ ვლაპარაკობთ, ეს საბჭოთა კავშირი იყო და "რკინის ფარდა"!


მთლად ეგრეც არ იყო. რაღაც-რაღაცებზე ნამდვილად მიუწვდებოდათ ხელი (რასაკვირველია, "ზემოდან" გაცემული ნებართვით), რომ მერე კრიტიკულად შეეფასებინათ და ქვისგამხეთქი ანალიზი დაეწერათ დასავლური ცივილიზაციის მომაკვდავობასა და ხრწნადობაზე.

ჰოდა, ამ მასალას მარგველაშვილის თავისუფლად მოაზროვნე ტვინი უდავოდ სხვაგვარად გადაამუშავებდა, ვიდრე ფილფაკდამთავრებული საშუალოსტატისტიკური საბჭოთა მოქალაქისა smile.gif ამას ემატებოდა თანდაყოლილი ნიჭი და უტყუარი ალღოც და მიიღებოდა ის, რაც შენ აღწერე. up.gif

Posted by: ფიურერი 23 Aug 2017, 16:12
QUOTE (rockforever @ 21 Aug 2017, 19:35 )
მაოძედუნი
QUOTE
ეჰ , ჩემ ნაშრომებს როდის თარგმნიან ჩინურიდან.

მაოს ლექსებია მაგრები :დდ


რუსულიდან ქართულად მგონი ხუტა ბერულავამ თარგმნა

რა შინაარსისაა? biggrin.gif

Posted by: sulo 23 Aug 2017, 21:56
QUOTE (Solveig @ 21 Aug 2017, 20:37 )
sandy
QUOTE
რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ წერდა იმას და ისე, რაც ზუსტად ჯდებოდა მისი თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმში.
თითქოს ისიც თავისი დასავლელი კოლეგების მსგავსად თავისუფლად გადადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში, კითხულობდა ლექციებს მსოფლოს წამყვან უნივერსიტეტებში, იბეჭდებოდა ნაირ-ნაირი გამოცემებში, ჰყავდა მოწაფეები და თაყვანისმცემლები...
ჩვენ ხომ გახსნილ საზღვრებსა და ინტერნეტის ეპოქაზე არ ვლაპარაკობთ, ეს საბჭოთა კავშირი იყო და "რკინის ფარდა"!


მთლად ეგრეც არ იყო. რაღაც-რაღაცებზე ნამდვილად მიუწვდებოდათ ხელი (რასაკვირველია, "ზემოდან" გაცემული ნებართვით), რომ მერე კრიტიკულად შეეფასებინათ და ქვისგამხეთქი ანალიზი დაეწერათ დასავლური ცივილიზაციის მომაკვდავობასა და ხრწნადობაზე.

ჰოდა, ამ მასალას მარგველაშვილის თავისუფლად მოაზროვნე ტვინი უდავოდ სხვაგვარად გადაამუშავებდა, ვიდრე ფილფაკდამთავრებული საშუალოსტატისტიკური საბჭოთა მოქალაქისა smile.gif ამას ემატებოდა თანდაყოლილი ნიჭი და უტყუარი ალღოც და მიიღებოდა ის, რაც შენ აღწერე. up.gif

აი რატომ არ ვიცნობთ ამ კარგ მწერალს..
ამ ფორუმზეც კარგად ჩანს როგორ ჩუმათდება თეთრი კარგი მწერლები...

ლენინზე, სტალინზე, მაოზე და სხვა პრიმიტივებზე გაზრდილი ინწილიგენციის მიერ...

მარგველაშვილი დაიდოს ინტერნედით უფასოდ....smile.gif!!!1

Posted by: webtura 23 Aug 2017, 22:18
სწორედ იმ ნაგინები სოციალიზმის ეპოქაში კითხულობდა ხალხი მასობრივად წიგნებს და უცხოური მწერლობა თუ ფილოსოფია აქტიურად ითარგმნებოდა არა მარტო რუსულად, არამედ ქართულადაც კი.
აბა, საიდან მახსოვს დრაიზერი, ჯეკ ლონდონი, ფლობერი, ფოლკნერი, მარკ ტვენი, სელინჯერი, სარტრი, უფრო ძველი მწერლები: გოეთე, ჰაინე, სტენდალ;ი, მოპასანი, ემილ ზოლა, ფილოსოფოსები: ნიცშე, ფოიერბახი, ჰეგელი, კანტი და სხვა უამრავი.
გამოიცემოდა უამრავი ტომეულები და ანთოლოგიები.

Posted by: sulo 24 Aug 2017, 15:25
ნიცშე და სარტრიდან განვიხილოთ მეგობარო...webtura

თემას მოუხდება....

ინფორმაციული შიმშლისას რაც საბჭოეთში იყო წინგნი ერთადერთი გასართობი გახლდათ...

მოსახლეობის ნაწილმა გაიზრა კიდეც ის ნაკითხი ლიტერატურა და შედეგად საბჭოეთი დაიშალა...

ასე რომ იქნებ მოგვაწოდო როგორ აღიქვი ის ორი კარგი კაცი ზემოთ რომ დავწერე....

თორემ დიდი ნაწილი კი კითხულობდა რადგან კითხვის გარდა საქმე არ იყო... მაგრამ ვატყობ ისევ მაო უყვარს... smile.gif

Posted by: George Best :) 24 Aug 2017, 15:31
მოდერ,მოდერ პოლიტიკიდან თავისი ნაგავი თემა გადმოგვიგდეს,გადაუგდე უკან არ გვჭირდება მაგათი არაფერი :@

QUOTE
რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ წერდა იმას და ისე, რაც ზუსტად ჯდებოდა მისი თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმში.

სასტავი მწერლობას ეგრე აფასებს,თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმით :დ

Posted by: kaiser Soze 24 Aug 2017, 15:33
QUOTE
მარგველაშვილი დაიდოს ინტერნედით უფასოდ....!!!1

რატომ უფასოდ? მარგველაშვილსაც ხო უნდა შემოსავალი სიბერეში smile.gif
დაიდოს ინტერნეტში რაიმე გასაგებ არადოიჩურ ენაზე (ქართულ,ინგლისურ, რუსული) და ვიყიდით. საინტერესო მწერალი ჩანს.

Posted by: rockforever 26 Aug 2017, 12:11
ფიურერი
QUOTE
რა შინაარსისაა?

ერთ-ერთის შინაარსი

ახალი წელი
ნინხუა, ცინლიუ, გუახუა.
ვიწრო ჩასასვლელი, ჩამთრევი ჭაობი, ტყე, ბალახი.
საითკენ მივექანებით?
მთა უი-სკენ მივდივართ.
ამ მთისკენ, ამ მთისკენ.
წითელი დროშები კაშკაშებენ, მსგავსად კოცონი,
რომელიც შიგადაშიდ შეირხევა ქარისაგან.

Posted by: George Best :) 14 Sep 2017, 17:39
QUOTE
ანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმში.


დასავლური ჰუმანური აზრის მეინსტრიმი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: sandy 15 Sep 2017, 19:21
George Best smile.gif
QUOTE
სასტავი მწერლობას ეგრე აფასებს, თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმით

და რა გაქვს მაგ ერთი კონკრეტული "კრიტერიუმის" საწინააღმდეგო?

Posted by: George Best :) 16 Sep 2017, 15:10
sandy
QUOTE
და რა გაქვს მაგ ერთი კონკრეტული "კრიტერიუმის" საწინააღმდეგო?

საწინაამღდეგო არაფერი,სასაცილო ბევრი
ეტყობა პოლიტ განყში ლიტერატურის შეფასების ეგეთი უცნაური კრიტერიუმები გაქვთ biggrin.gif
თან რა სიტყვათა წყობაა
თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: sandy 17 Sep 2017, 10:15
George Best smile.gif
QUOTE
თან რა სიტყვათა წყობაა - თანამედროვე დასავლური ჰუმანიტარული აზრის მეინსტრიმი

და რა პრობლემაა, რო?
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა შაბლონურ-ბანალურად მეთქვა - თანამედროვე დასავლური სამყაროს ძირითადი ლიტერატურული მიმართულება-მეთქი, მაგრამ პოსტმოდერნიზმი ლიტერატურის გარდა ვრცელდება ფილოსოფიაზე, ლინგვისტიკაზე, ანთროპოსოფიაზე, კულტუროლოგიაზე, სოციოლოგიაზე... ჰოდა, ყველაფერ ამას მოკლედ უწოდებენ ჰუმანიტარულ აზრს, ან უფრო ზუსტად, ჰუმანიტარულ აზროვნებას.
თავისთავად რომელიმე მიმდინარეობისადმი მიკუთვნება, რა თქმა უნდა, ნაწარმოებს არანაირად არ ახასიათებს. უფრო მეტიც, ხშირად მართლა რამ ფასეული "მეინსტრიმში ჩაჯდომით" კი არა, სწორედ მისი რღვევით იქმნება, მაგრამ მარგველაშვილის შემთხვევაში, ეს ცოტა სხვაგვარადაა, თუ რატომ, ზემოთ დავწერე smile.gif

Posted by: THH 6 Oct 2017, 12:55
სულო
QUOTE
ქართველი მწერალი გივი მარგველაშვილი, ნობელის პრემიაზეა წარდგენილი



ალბათ არავის გაგიკვირდებათ, მაგრამ, მაინც...ნობელის კომიტეტმა პრემია გივი მარგველაშვილს არ მიანიჭა.

სანამ ''მუცალი'' მიიღებს დიდ აღიარებას, მანამდე მინიმუმ ვაჟა-ფშაველა უნდა იყოს აღიარებული მსოფლიოში. ჩვენდა სავალალოდ ეს სამწუხაროდ ასე არაა.

იაპონური ლიტერატურის მოყვარულების გასახარებლად, ნობელის პრემია წელს მიენიჭა კაძიო იშიგუროს. მართალია ის ბავშვობიდან ცხოვრობს გაერთიანებულ სამეფოში და ინგლისურად წერს, მაგრამ მისი პროზის იაპონურობა თვალში საცემია.

როგორც იშიგურო აღნიშნავს მასზე დიდი ზეგავლენა მოუხდენი დოსტოევსკის. ოღონდ, დოსტოევსკის ტრაგიზმი მის რომანებში ისტერიაში არ გადადის, როგორც ნამდვილ სამურაის შეეფერება, ის გულში დუღს და გარე მაყურებელი ვერაფერს ამჩნევს.

აი, რას წერს რუსი მიმიმხილველი იშიგუროს ბოლო რომან The Buried Giant (დაკრძალული გიგანტი):

Это роман-притча, действие которого происходит во времена короля Артура. Герои этого романа ищут правду, они пытаются выяснить что-то о своем прошлом. Но когда герои вспоминают всё, они вспоминают и ужасные преступления, и вражду, которая в прошлом была между ними. И начинают друг друга ненавидеть.

Это очень рифмуется с тем, что у нас происходит сейчас, с теми вопросами о памяти, которые мы себе задаем. Мы считаем, что обязательно выяснить всю правду, например, про репрессии. С другой стороны, если и когда это будет обнародовано - не окажется ли, что общество, в котором и так очень мало доброты и очень мало баланса, станет еще более ненавидящим, еще более черным и безнадежным.

როგორც ხედავთ, რუსები იშუგოროს პროზასაც კი იყენებენ თავიანთი პოლიტიკისათვის..აი, არქივების გახსნა, საბოლოოდ გაგვანადგურებს იმდენი სიბინძურე ამოვაო...ამიტომაც არ გვინდა ლუსტრაციაო.

ეს იმიტომ დავწერე, რომ ლუსტრაციის არ ჩატრება ალბათ ყველაზე მეტად ბატონ გივის აწუხებს. გაგახსენებთ რომ

[ქუოტე]გივი მარგველაშვილი ბერლინში, 1927 წელს ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის, ოჯახში დაიბადა. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, გივი მარგველაშვილი საქართველოში კი ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.[/ქუოტე]

ეს ამ თემის დასაწყისშივე იყო აღნიშნული, მაგრამ ამ თემაში არავის აღუნიშნავს, რომ მამა-შვილის დაპატიმრება მოხდა ენკავედეს აგენტ შალვა ნუცუბიძის მონაწილეობით (წყარო: https://de.wikipedia.org/wiki/Titus_von_Margwelaschwili)
დიახ, იმ ადამიანით, რომელიც ითვლება ქართული თავისუფალი აზრის მამად..აი, ასეთი, ამოყირავებული, სურათი გვაქვს ქართული სინამდვილის.

აი, ვიკიპედიიდან ის ადგილი:
Nach dem Ende des Zweiten Weltkriegs lebte er in Berlin-Wilmersdorf im britischen Sektor. Im Dezember 1945 wurde er vom sowjetischen Geheimdienst NKWD nach Ost-Berlin gelockt. Als Lockvogel diente der georgische Orientalist Schalwa Nuzubidse, ein früherer Kommilitone. Von Margwelaschwili wurde gemeinsam mit seinem Sohn Giwi bei einem Besuch festgenommen, in ein Gefängnis gesperrt, vernommen, gefoltert, schließlich nach Tiflis verschleppt und dort im August 1946 als angeblicher Verräter erschossen. Der Sohn wurde nach 18-monatiger Haft sowjetischen Speziallager Nr. 7 Sachsenhausen nach Georgien entlassen.
წყარო: https://de.wikipedia.org/wiki/Titus_von_Margwelaschwili

Posted by: George Best :) 8 Oct 2017, 07:10
sandy
QUOTE
და რა პრობლემაა, რო?

პოლიტ განყის სასტავი ამ განყოფილებიდან უნდა აღიგავოს აწ და მარადის,ეგ არის პრობლემა
თქვენი ტერმინებით,სამყაროსადმი დამოკიდებულებით
აქ კარგი ხალხი ვართ,არ გვჭირდებით
პაშლი ვი ვსე
QUOTE
- თანამედროვე დასავლური სამყაროს ძირითადი ლიტერატურული მიმართულება-მეთქი,

ნუ ყოფ ლიტერატურას ცხრა ნაწილად,პოლიტ განყში არ ხარ
კარგი წიგნი არმოსავლურია თუ დასავლური გვკიდია

Posted by: ზურატი96 13 Mar 2020, 16:59
93 წლის ასაკში გარდაიცვალა გივი მარგველაშვილი - ქართული წარმოშობის გერმანულენოვანი მწერალი.

გივი მარგველაშვილი დაიბადა 1927 წელს ბერლინში, ფილოსოფოს ტიტე მარგველაშვილის ოჯახში.

მომავალი მწერლის მამა იყო გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე.

გივი მარგველაშვილი ოთხი წლის იყო, როცა დედა დაეღუპა და მას მერე გერმანელი ძიძები ზრდიდნენ. გერმანული იქცა მის მშობლიურ ენად.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ბერლინი გაიყო, მარგველაშვილები ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდნენ, მაგრამ არცთუ დიდი ხნით. 1946 წლის თებერვალში ტიტე მარგველაშვილი ბერიას ბრძანებით გადაიტყუეს საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და დააპატიმრეს. მას თან ახლდა თავისი 18 წლის ვაჟიც. მამა მალევე დახვრიტეს, გივი კი ჯერ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკ ზაქსენჰაუზენში მოათავსეს, ერთი წლის შემდეგ კი, მამამისის მშობლიური საქართველოს გზას გაუყენეს.

მწერლის 85 წლის იუბილეზე გერმანისტმა ალექსანდრე კარტოზიამ, რომელიც გივი მარგველაშვილის შემოქმედების მკვლევარია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიოგრაფიამ განაპირობა მარგველაშვილის ლიტერატურა:

„უფრო მეტიც, განაპირობა საერთოდ ის, რომ გივი მარგველაშვილი გახდა მწერალი და უფრო მეტიც - ის, რომ მისი ცხოვრება გახდა ლიტერატურა. ერთი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, გივი მარგველაშვილისთვის ‘ცხოვრება იქცა იმ ადგილად, სადაც ცხოვრება არ შეიძლება‘. ამიტომ უნდა გამოინახოს რაღაც სხვა ადგილი, სხვა სივრცე, სადაც ამ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს, შეუძლია ისუნთქოს. აი, ასეთი ადგილი გახდა მარგველაშვილისთვის ლიტერატურა“.

გივი მარგველაშვილმა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს შეძლო ბერლინში დაბრუნება.

1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, და „სიცოცხლე ონტოტექსტში“.

2006 წელს გივი მარგველაშვილი დაჯილდოვდა გერმანიის გოეთეს მედლით.

2011 წლიდან მწერალი კვლავ თბილისში ცხოვრობდა, იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.





ძალიან საინტერესო ადამიანი cry.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)