Eagle_oneვარ ჯეოსელის კორპორაციული ნომრის მფლობელი.
მაქვს ბალანსის გაკონტროლების პრობლემა. ადრე ვიყავი მაგთის კლიენტი დისკომფორტი ბალანსითან დაკავშირებით არ შემქმნია.
ახლა რაშია საქმე:
კომპანიას სადაც ვმუშაობ ჩემთვის მოცემული აქვს 20 ლარიანი ლიმიტი. ანუ 20 ლარს რომ დავხარჯავ თვის ბოლოს იხდის ავტომატურად.
აგრეთვე თანამშრომლებს შორის ვსაუბრობ უფასოდ. 20 ლარი მეხარჯება ჯეოსელის (არაკორპორაციულ) ან სხვა მობილური ოპერატორების ნომრებთან საუბრისას.
პრობლემა N1:
ბალანსის გასაგებად *120# აკრეფვის შემდეგ მომდის მესიჯი რომლიდანაც ვერ ვგებულობ რამდენი დამრჩა ანგარიშზე.
მაგ: წინა თვის დავალიანება 0 ლარი
მიმდინარე თვის დარიცხვა 26.28 ლარი
ჯამური ბალანსი -18.22 ლარი
ვიცი აგრეთვე რომ ლიმიტი 20 ლარი მაქვს
არ ვიცი ამ თვეში რამდენი შევიტანე ანგარიშზე ჩემით
მაგას რა დაიმახსოვრებს. (გახსენება შეიძლება მაგრამ.....)
ამოცანა გვეკითხება რამდენი დამრჩა ბალანსზე თანხა?
რომ ვერ ვხსნი ამოცანას ვრეკავ ჯეოსელში და ოპერატორი 2 წუთის ლოდინის მერე მომახსენებს ოპერატორი რომ ამდენი მაქვს დარჩენილი (მაგარიიიააა!!!)
მაგთიზე არასდროს არ დამირეკავს ოპერატორისთვის ბალანსის გასარკვევად
პრობლემა N2:
ლიმიტს რომ ვუახლოვდები ანუ 20 ლარს და დარჩენილი მაქვს ლიმიტიდან 3 ან 2 ლარი ნომერი ითიშება ცალმხრივად. ზარის განხორციელება შეუძლებელიაო.
თუ ასეთი პრინციპი მოქმედებს გამოდის რომ ლიმიტზე ვერასდროს ვერ გადავაჭარბებ. თუმცა გუშინ ჩავრიცხე თანხა 5 ლარი და ანგარიშზე დაჯდა 1.78 რომ მოვიკითხე რაში იყო საქმე მითხრეს რომ ლიმიტს გადავაჭარბე და გადაჭარბებული თანხა ჩამომეჭრა. ის არგუმენტი რომ მოვუყვანე რომ ლიმიტს ვერანაირად ვერ გადავაჭარბებდი იმიტომ რომ 2-3 ლარით როგორც კი მივუახლოვდები ავტომატურად მეთიშება გამავალი ზარითქო
პასუხი: ეგ ხან ისეა ხან ასეო. ხან გადაჭარბებ ხან ვერაო.
პრობლემა N3
ტელეფონში მიღების სიგნალის მაჩვენებელი აქტიურია და მგონია, რომ იჭერს ტელეფონი სიგნალს, თუმცა მაგ დროისთვის მირეკავენ და ზარი არ შემომდის.
მიზეზი შესყიდვების სამსახურმა ამიხსნა რომ უხარისხო სიმბარათები მოგვცა ჯეოსელმაო. სასაცილოა პირდაპირ.
ბოლოს ორი სიტყვა მაგთიზე.
მაგთიზე ბალანსი მომდიოდა ასეთი ფორმით:
კორპორაციული ანგარიში: 20 ლარი
პირადი ანგარიში:5
აქვე იყო აგრეთვე ვიდეოზარის, მობილური ტელევიზიის და ინტერნეტ პაკეტის მეგაბაიტებზე ინფორმაცია.
ძალიან მარტივად, გასაგებად.
მინდა რომ იგივე სტრუქტურით მომდიოდეს ბალანსის შესახებ ინფორმაცია ჯეოსელზეც. არ შეიძლება????????????
რამდენი მიწერია
)))))))))
This post has been edited by datoka888 on 21 Apr 2011, 11:55