წინა თემის ლინკები:
თუთიყუშები♥--გამოიყენეთ ასევე facebook-ის გვერდითუთიყუშები♥--გამოიყენეთ ასევე facebook-ის გვერდითუთიყუშები♥--გამოიყენეთ ასევე facebook-ის გვერდითუთიყუშები♥თუთიყუშებითუთიყუშებიაქ ვწერთ ზოგად ინფოს იმ თუთიყუშების შესახებ, რომლებიც შედარებით გავრცელებულები არიან ჩვენთან. სხვადასხვა ჯიშებზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ ASTU–ს საიტი ტალღისებრი თუთიყუში - Budgie (Budgerigar) ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში, როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით, თქვენი მეგობარი გახდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ.
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს იხილეთ დაწვრილებით აქ
სანამ იყიდით, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში, მაშინ ჯობია ორი მოიყვანოთ, რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ, მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ, რომ ასწავლოთ ლაპარაკი, მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ. (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედლებს საერთოდ არ აქვთ ლაპარაკის უნარი, ზოგი დედალი მამალზე უკეთესადაც სწავლობს)ასაკის გარჩევა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი.
2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ აი ასე:
ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ "შუბლი" უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით. აი ასე:
მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება ყოველთვის, რადგან ზოგიერთ ჯიშს საერთოდ არ აქვს ზოლები.
ნისკარტიც ბარტყებს შავი აქვთ, მაგრამ მე როგორც დავაკვირდი ყველას არა, ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალია თვალზე დაკვირვება.
სქესის გარჩევა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს(ინგლისურად cere)
მამლების ცვლილოვანა ლურჯია, ხოლო დედლების მოყავისფრო ან თეთრ-ღია ცისფერი.
მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია.
მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ.
ხოლო დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ!
დედლებიმამლები გამრავლება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტალღოვნების გამრავლება სახლის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ არც თუ ისე იოლი საქმეა. კვერცხებზე ჯდომა და შემდეგში ბარტყების აღზრდა უდიდეს ენერგიას მოითხოვს როგორც დედლისთვის, ასევე მამლისთვის. ამიტომ აუცილებელია საჭირო პირობების შექმნა.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დედალიც და მამალიც ასაკით მინიმუმ 1 წლის უნდა იყოს. დედალი ჩვეულებრივ 4-6 კვერცხამდე (ზოგჯერ 8 და 10ც) დებს, ამიტომ სასურველია, რომ გალიაში საკმარისი ადგილი იყოს . (გალიის ზომები - 70X40X40 სმ )
პირველ რიგში ჩამოუკიდეთ ბუდე (იხ.სურათზე)
ბუდეში აუცილებლად უნდა ეყაროს ნახერხი ან თივა. დედალი ბუდეს შემდგომში თავის გემოვნებით "მოაწყობს".
როგორც წესი პირველად მამალი იწყებს ბუდეში შესვლას და ცდილობს დედალიც შეიტყუოს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს.
როდესაც დედალი აქტიურად დაიწყებს ბუდის "დალაგებას" , ე.ი. მიზანთან ახლოს ხართ
კრუხობის პერიოდში დედალი დიდ ენერგიას ხარჯავს და მისი ორგანიზმი ბევრ საჭირო ნივთიერებას კარგავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველაფერი აღიდგინოს.
ყოველ დღე მიეცით ხილ-ბოსტნეული (ვაშლი, სტაფილო). ასევე კამა!
რაც მთავარია აუცილებლად იქონიეთ გალიაში ცარცი (კალციუმისთვის) ბარტყების მოვლა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი კვერცხის დადებიდან დედალი მიყოლებით რამოდენიმე კვერცხს დადებს ერთი ან ორი დღის შუალედით. კვერცხებზე ჯდომა შეიძლება 2 ან 3 კვერცხის შემდეგ დაიწყოს, მაგრამ საშიში არაფერია.
კვერცხებზე ჯდომის პერიოდში დედალი ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტა ხნით ტოვებს ბუდეს, მისი გამოკვება მამალს აკისრია.
პირველი კვერცხის დადებიდან 17-20 დღეში ბარტყები დაიწყებენ გამოჩეკვას იგივე თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იყო კვერცხები დადებული.
ახლა უფრო მეტი დამატებით საკვების შეშველებაა საჭირო. მხოლოდ მშრალ მარცვლეულზე რომ არ იყვნენ,
ხილ-ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ მისცეთ მაგრად მოხარშული კვერცხი და ასევე უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული წიწიბურა.ბარტყებს დედალიც აჭმევს და მამალიც. ზოგჯერ, როცა ძალიან ბევრი ბარტყია და მშობლები გამოუცდელები არიან შეიძლება ვერ მოახერხონ ყველას თანაბრად გამოკვება. ამის შენიშვნა ადვილია თუ ბარტყების ჩიჩახვს შეხედავთ. ჩიჩახვი ცარიელი არ უნდა იყოს!
ბუდის შემოწმება შეიძლება, ოღონდ ძალიან ხშირად არა.
არასოდეს შეეხოთ ბარტყებს , რადგან შეიძლება დედამ ამის შემდეგ აღარ გამოკვებოს ან უარეს შემთხვევაში მოკლას.
15 დღემდე ბარტყები ძალიან მგრძნობიარეები არიან სინათლეზე, ამიტომ მოერიდეთ სურათების გადაღებას.
1 თვის შემდეგ ბარტყები ნელ-ნელა იწყებენ ბუმბულით შემოსვას და ბუდიდან გამოსვლას. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ჭამას, ამიტომ ნუ განაცალკევებთ მათ მშობლებისაგან.
ამ პერიოდში უკვე შეიძლაბა მათი ხელში აყვანა .
ბუმბულების სრულად ამოსვლის შემდეგ ბარტყებს უკვე ფრენაც შეუძლიათ.
2 თვის ბარტყი უკვე მზადაა დამოუკიდებლად იცხოვროს
გაითვალისწინეთ
სახლის პირობებში გამრავლება ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. დედლისთვის ბარტყების აღზრდა დიდი სტრესის ტოლფასია. გამოუცდელ მშობლებს ხშირად ბოლომდე ვერ მიჰყავთ დაწყებული "საქმე". ხანდახან დედალს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, ზოგ შემთხვევაში - კვდება.
ასევე გასათვალისწინებელია ბარტყების ბედი. ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახლში დაიტოვოს 6 ან მეტი ჩიტი. ამიტომ წინასწარ იფიქრეთ სად "გააშვილებთ" ბარტყებს : ) ნიმფა/კორელა (Nymphicus hollandicus) - კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი.
ტალღოვანი თუთიყუშების შემდეგ, ყველაზე პოპულარული სახლის ფრინველი.
ნიმფები ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე და მეგობრული ფრინველია, ადვილად ეგუება ადამიანს, უყვარს თამაში და მათთან ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენთ. კორელებს ასევე აქვთ ლაპარაკის ნიჭი, თუმცა ლაპარაკის ათვისებაში ტალღოვნებს ჩამოუვარდებიან. სამაგიეროდ მათ აქვთ ძალიან კარგი სმენა, შეუძლიათ დაიმახსოვრონ მელოდია და უშეცდომოდ იმღერონ (უფრო სწორად უსტვინონ )
კორელები ბინადრობენ ავსტრალიაში. ისინი ცხოვრობენ გუნდებად. სახლდებიან წყალთან ახლოს, მინდვრებში ან ადამიანებით დასახლებულ პუნქტებთან. ბუდეს ქმნიან გამხმარი ხის ფუღუროში და სწორედ ამიტომაცაა რომ მატი ფერი უმეტესად რუხია. დედალ-მამალი სამუდამოდ ქმნის წყვილს და ხშირია შემთხვევები, როდესაც 1 მათგანი კვდება, მეორეც მალე გარდაიცვლება ხოლმე დარდით. ბუნებაში კორელები ცხოვრობენ 20-დან 25 წლამდე, მაგრამ გალიაში სამწუხაროდ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა მხოლოდ 18 წლით შემოიფარგლება. კორელა შესანიშნავი ფრინველია სახლში საცხოვრებლად. ისინი ადვილად ეჩვევიან პატრონს, არ არიან აგრესიულები სხვა, მათზე უფრო მომცრო ჩიტების მიმართ. ლაპარაკს სწავლობს მალევე, ლაპარაკობს როგორც მამალი, ასევე დედალი. ლაპარაკისას ისინი არ ჟღურტულებენ, ამიტომ მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები, არის მკაფიო და ხმამაღალი.
კორელა სიგრძეში იზრდება 30-35 სანტიმეტრის, მისი ფრთა აღწევს 18 სანტიმეტრს, იწონიან დაახლოებით 150 გრამს. მათი კვების რაციონს შეადგენს სხვადასხვა მცენარეულობა და მათი თესლი. ხილი, ბოსტნეული, კენკრა, ნექტარი, ხორბალი, შვრია, ფეტვი და ბუნებაში ისინი ასევე მოიპოვებენ სხვადასხვა მცირე ზომის მწერებს.
იმისათვის რომ კორელამ თავი კომფორტულად იგრძნოს, ამისათვის საჭიროა დღის შუქი მას მიეწოდებოდეს არანაკლებ 10-12 საათისა. ხოლო ზამთარში, როდესაც მალე ბნელდება, უმჯობესია გალიასთან ახლოს დავაყენოთ ულტრაიისფერი ნათურები, რომლებიც მას მზის მაგივრობას გაუწევს.
ტემპერატურა ოთახში სადაც კორელაა, უმჯობესია იყოს +20 დან +25 გრადუსამდე. კორელებს არ უყვართ ტემპერატურის სწრაფი ვარდნა და ამიტომ უმჯობესია თუკი იგი შორს იქნება გამათფობელისგან და ასევე ღია ფანჯრებიდან. ასევე მისი პირველი მტერია ორპირი ქარი.
ტენიანობა ოთახში უნდა იყოს 55-60% თუკი ძალიან მშრალი ჰაერი იქნება, თუთიყუშმა შეიძლება საკუთარი ბუმბულები დაიპუტოს. ამიტომ უმჯობესია ტენიანობის 1 დონეზე შენარჩუნება. თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია თუთიყუშს მივასხათ თბილი წყალი.
კორელას თავადაც შეუძლია ბანაობა, მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყეტთ მის ბანაობას, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-35 გრადუსი. ხოლო ბანაობის შემდეგ მალევე გაამშრალეთ იგი.
გალია კორელასთვის რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია, მაგრამ მინიმუმ იგი უნდა იყოს
სიგანეში 45 სანტიმეტრი
სიგრძე 50-60 სანტიმეტრი
სიმაღლე 60-100 სანტიმეტრი
კარგი იქნება თუკი გალიაში მას ჩამოუკიდებთ ზარიან სათამაშოებს. ხოლო პლასტმასის ქანდარებს შეუცვლით ხის ქანდარებით, რომელთა დიამეტრიც იქნება 1 სანტიმეტრი. ჯოხს შეგიძლიათ დაუტოვოთ კანი, მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი გარეცხვა მდუღარე წყლით. ტოტი უნდა იყოს ისეთი ხისგან, რომლის ნაყოფსაც ჩვენ მივირთმევთ.
3 თვემდე არ არის მიზანშეწონილი ბარტყის შეძენა, რადგან 3,5 თვემდე ყველა კორელა დედალს ჰგავს, სქესის გარჩევა შეიძლება მას შემდეგ, როცა ისინი ბუმბულს გამოიცვლიან. მამლები არიან უფრო ხმაურიანები და ხშირად მღერიან, მდედრები უფრო წყნარები და ამავედროს უფრო მსუქნები არიან.
1 წლის შემდეგ, მდედრი კორელები კვერცს დებენ, მაგრამ თუკი ეს კვერცხი გაუნაყოფიერებელია, აუცილებელია მას წავართვათ იგი, რათა კრუხობა არ დაიწყოს. ასევე ამ დროს უნდა მივცეთ მას ქათმის მოხარშული კვერცხი და ვიტამინები კალცისთვის
სქესის გარჩევა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პატარა ნიმფების სქესის გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ბუმბულის პირველ მოცვლამდე ყველა დედალს ჰგავს. ბუმბულის მოცვლის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ თავსა და კუდზე:
აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი თუთიყუში და ნიმფა შეიძლება ერთად გყავდეთ, არაფერს დაუშავებენ ერთმანეთს.
გამრავლება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იმფო კორელების გამრავლების შესახებ
ყველაზე თბილი თუთიყუშიც კი შეიძლება აგრესიული არმოჩნდეს პატრონის მიმართ გამრავლების პერიოდში. მართალია კორელას გამრავლება უკვე 6 თვიდან შეუძლია, მაგრამ იდეალური ასაკი ამისათვის არის 1,5 და 2 წელი. გამრავლებამდე 5-6 თვით ადრე კორელას სჭირდება ბევრი ვიტამინი, უმჯობესია თუ მისცემთ ხილს და ასევე მოხარშულ კვერცხს. ქათმის რასაკვირველია. ასევე თეთრ ხმელ პურს, სიმინდს, შვრიას, ასევე რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, კალციუმი და მცირე ზომის კენჭები. მათთვის ეს აუცილებელია და ამიტომ უნდა მიიღონ ყოველდღე, მიეცით მაშინაც კი, თუკი ისინი მას არ ეკარებიან. არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუნაყოფიერებელი კვერცხების დადება, ხოლო თუკი ისინი მაინც განაყოფიერებულია, მაშინ შთამომავლობა შეიძლება დაიბადოს ავადმყოფი, ყველა კვერცხი არ გამოიჩეკოს, ხოლო რომელიც გამოიჩეკება, ის ბარტყები შეიძლება მალევე დაიხოცონ. ასევე შეიძლება მოკვდეს დედა თუთიყუშიც. ასევე გამრავლებამდე აუცილებელია თუთიყუშები ინტენსიურად დაფრინავდნენ, რადგან მიიღონ ჯანმრთელი შთამომავლობა და ასევე ძალიან არ გასუქდნენ.
კორელების გამრავლება უმჯობესია გაზაფხულზე. როცა დღის შუქი მეტია და ასევე ბევრია ხილი და ბოსტნეული. ზაფხულში გამრავლება ცუდია რადგან ძალიან ცხელა ბარტყებისთვის, შემოდგომაზე დღე მოკლდება, ხოლო ზამთარში ძალიან ცივა და ბარტყები შეიძლება დაგეღუპოთ.
ყველაზე რთული პროცესია თუთიყუშების დაწყვილება. რადგან თუკი მათ არ მოეწონათ ერთმანეთი, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ისინი არ გამრავლდებიან.
შეჯვარებამდე 4-6 კვირით ადრე თუთიყუშს დღის შუქი უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ 8-10 საათი დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ყოველდღიურად 10 წუთით მოუმატეთ მათ სინათლე. ამ დროს მასში ხდება სექსუალური ჯირკვლების რეგრესი და იგი ემზადება ახალი რეპროდუქციული სეზონისთვის.
ოთახის ტემპერატურა საშუალოდ უნდა იყოს 20 გრადუსი ხოლო ჰაერის ტენიანობა ბუდეში 50 - 60% ამ დროს კორელების გალია უნდა იყოს იმხელა, რომ მათ შეეძლოთ მასში ფრენა.
გამრავლება შეუძლებელია ბუდის გარეშე. ბუდეს უნდა ჰქონდეს პატარა მრგვალი ჭრილი, საიდანაც თუთიყუშები შევლენ და გამოვლენ. უმჯობესია თუკი ბუდე იქნება ხის. ასევე იგი უნდა იყოს საკმარისად დიდი 2 ზრდასრული კორელასთვის და ასევე მათი შვილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებმა შეიძლება კვერცხები გაჭყლიტონ. ბუდე არ უნდა იყოს გალაკული და მასში კარგად უნდა მოძრაობდეს ჰაერი. ბუდეს უნდა ჰქონდეს სახურავი, რომლის მოხსნაც შეგვიძლია. ასევე ბუდე უნდა დავკიდოთ გალიის ერთ-ერთ გვერძე, ქანდარაზე 2-3 სანტიმეტრით ზემოთ, რათა მამალმა კორელამ უყარაულოს. იგი იშვიათად თუ მოშორდება ქანდარას. ბუდეში ჩაყარეთ ნახერხი. 2-4 სანტიმეტრამდე რომ დაფაროს ძირი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბა ან სხვა ქსოვილი. თუთიყუში ხშირად ბუდიდან ყრის ნახერხს, და კვერცხს იატაკზე დებს. ამიტომ უმჯობესია თუკი ბუდის იატაკს ექნება 0,5-1 სანტიმეტრამდე ჩაღრმავებები. რათა მან არ იგორაოს. მაგრამ დედას შეეძლოს მისი გადაბრუნება გასათფობად. ბარტყების დაბადების შემდეგ, უმჯობესია მათი მთავარი საკვები იყოს კვერცხი, მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი ბუდეს დატოვებენ, ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ ზრდასრული თუთოს საკვებს. იმისათვის რომ ბარტყები ჯანმრთელები იყვნენ, მათ სჭირდებათ მაღალკალორიული და ვიტამინებით სავსე საკვები. შეჯვარება გრძელდება 7-10 დღე ხანდახან კი 4-6 კვირაც კი. კოჭლ მამლებს არ შეუძლიათ შეჯვარება, რადგან ისინი ვარდებიან ხოლმე მდედრის ზურგიდან. მანამ სანამ დედალი კვერცხს დადებს, ის იქნება უფრო ნერვიული და ამავე დროს მსუქანი. მისი სუნთქვა კი უფრო შესამჩნევი გახდება. დედალი ჩვეულებრივ დებს 4-5 კვერცხს, მაგრამ ხანდახან მათი რიცხვი 8მდეც ადის. იგი კვერცხს დებს თითქმის ყოველ 10 საათსი. კორელები, განსხვავებით სხვა ჩიტებისგან ორივე ზის კვერცხზე. მამალი დღე, ხოლო დედალი ღამე. ისინი კრუხობას იწყებენ მას შემდეგ, რაც დედალი დადებს 2-3 კვერცხს. კორელას ტემპერატურა 41-42 გრადუსია, ხოლო კვერცხს იგი ათბობს 39-40 გრადუსამდე. გასათფობად ასევე დედალი კორელას Xსირად 1 ადგილიდან მეორეზე გადააქვს კვერცხები. ბარტყები იჩეკებიან 21-23 დღეში პირველისა და ბოლო ბარტყვის გამოჩეკას შორის, შეიძლება რამდენიმე დღიანი ინტერვალი იყოს. დაბადებისას ბარტყები ბრმები არიან. მათ აჭმევს როგორც დედა, ასევე მამა. მშობლები ყლაპავენ საკვებს, ხოლო შემდეგ ისევ უკან იღებენ.
ბარტყების გამოჩეკისას მათ მშობლებს მიეცით მოხარშული კვერცხი, ხორბალი და თავისი საკვები. მოერიდეთ მწვანილებსა და სხვა მცენარეულობებს. 2 კვირაში ბარტყებს ნელ-ნელა უკვე დაეწყებათ ბუმბულის ამოსვლა. მეოთხე კვირას ისინი უკვე გამოვლენ ბუდიდან, მაგრამ ადამიანის დანახვისას შეიძლება კვლავ დაიმალონ. 35-40 დღის ასაკში ისინი უკვე ტოვებენ ბუდეს, თავისით ჭამენ და ცდილობენ ფრენას.
მოსიყვარულე თუთიყუში (Agapornis)აფრიკის კონტინენტზე მობინადრე პატარა ზომის თუთიყუშების სახეობაა. ეს თუთიყუშები ცხოვრობენ წყვილებად და როგორც წესი ძალიან უყვართ თავიანთი მეწყვილე, რომელთანაც მთელ სიცოცხლეს ატარებენ, სწორედ აქედან მიიღეს თავისი სახელი.
მოსიყვარულე თუთიყუშების რამდენიმე ქვესახეობა არსებობს:
მოსიყვარულე თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად. აი ლინკიც სადაც ეს ლამაზი ჩიტი ტოტების მაგივრად ქაღალდისგან აპირებს ბუდის აგებას:
სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება. მოსიყვარულე თუთიყუშების სამშობლოა აფრიკა და მადაგასკარი. მათი ხმოვანი გადაძახებები (სხვას ვერაფერს დავარქმევ), მათ მიერ გამოცემული ხმები, ადამიანის ყურისთვის ნაკლებად სასიამოვნოა.
© ASTU-ს საიტიარსებობს მოსიყვარულეს რამდენიმე სახეობა
გაითვალისწინეთ რო მოსიყვარულე ვერ სწავლობს ლაპარაკს
მოსიყვარულეებზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ -->
თუთიყუშები♥ (post #30665479) მადლობა
kukushka1რაც შეეხება თუთიყუშების მოვლას!
მოვლათუთიყუშების მოვლა საკმაოდ დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ, თუ თქვენ ნერვები და მოთმინება არ გაქვთ გირჩევთ არ მოიყვანოთ, რადგან თქვენც ცოდო ხართ და თუთიყუშიც.
მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ, მაგალითად კომპიუტერთან ზიხართ? გვერდზე გედგათ გალიაც, ტელევიზორს მასთან ერთად უყურეთ და ა.შ. ისე, რომ ყოველთვის გხედავდეთ და სულ მალე თქვენდამი შიში ნელ–ნელა გაუქრება. სანამ კარგად მოჩვეული არაა, ნუ გამოუშვებთ გარეთ, რადგან შეიძლება შიშით და დაბნეულობით კედლებს შეეჯახოს და რამე დაიზიანოს, ამიტომ ჯობია თავდაპირველად გალიაში მოიჩვიოთ. ხელიდან აჭამეთ, და არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ და მეორე ჯერზე თუ არ გამოვიდა, მესამეზე აუცილებლად გამოვა
როცა უკვე ნახავთ, რომ მას შიში ნელ-ნელა გაუქრა, შეგიძლიათ უკვე გარეთაც გამოიყვანოთ. ოღონდ ძალით არა. გაუღეთ გალიის კარი და თვითონ გამოვა. რაც შეეხება შესმას, თავიდან ცოტა რთულია როცა ბოლომდე არ აქვს თქვენი ნდობა, მაგრამ უნდა ეცადოთ. მაგალითად ქანდარით ან საკვების ჯამით, ან თუნდაც გალია მიუტანეთ და თვითონ შევა.
არასოდეს დაიჭიროთ ხელით, არ ესროლოთ ბალიშები და არ გადააფაროთ ნაჭერი, ან საერთოდ რაიმე მსგავსი სადისტობა , რადგან თქვენს ნდობას დაკარგავს და საბოლოოდ შეგიძულებთ!
იმისთვის რომ სხვადასხვა დაავადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გალიის რეგულარულად დასუფთავება, ყოველდღე წყლის გამოცვლა. სასურველია ნადგამი წყალი ესხას.
რაც შეეხება კვებას:
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში. დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს
საუკეთესოა Prestige.-->
თუთიყუშები (post #30942908)Raggio di sole ->
თუთიყუშები♥ (post #30599614) რაჯიო შეიძლება მაგრამ რამდენათ ნამდვილია აქ გავრცელებული რაჯიოები არვიცით.
ვიტაპოლი და ლოლოც არ არი ცუდი პრესტიჟის შემცვლელათ წავლენ -->
თუთიყუშები (post #31100053) არ იყიდოთ TRILL რადგან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს ( გმადლობ one_day- ინფოსთვის )
წონის საჭმელიც არ ვარგა არვიცით საიდან შემოდის რამდენი ხნისაა და რამდენად ხარისხიანია უკრაინულები და რუსული საჭმელებიც არ ვარგა შეიძლება მაგ საჭმელებმა ჩიჩახვის ანთება გაუჩინოთ
თუთოებისთვის ასევე აუცილებელია მინერალები. ცარცი -კალციუმისთვის და ნისკარტისთვის.
ზოომაღაზიებში ჭარბად იყიდება ნისკარტის სალესი და ქვამარილი. ეს ქვამარილი თუთიყუშებისთვის იგივე კიბოა ! რადგან მარილი სასტიკად არ შეიძლება მათთვის (მადლობა sandro87 ინფოსთვის )
გარდა ამისა აუცილებელია კვებაშI ცოტა მრავალფეროვნებაც!
მაგალითად შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ.
ასევე წიწიბურა უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული.
ხილ-ბოსტნეულს რაც შეეხება:
თუთიყუშის სწორი კვება გადამწყვეტია მისი ზრდა-განვითარების და გამრავლებისათვის. სამწუხაროდ, ბევრი მოყვარული ჯეროვნად არ აფასებს ამ გადამწყვეტ ფაქტორს, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოშლას, თუთიყუში ავადდება, იწყებს ტანზე ფრთების გაპუტვას, ხდება დონდლო და საბოლოოდ იღუპება.
ეჭმევათ:ვაშლი, მსხალი, კივი, მანგო, ანანასი, ალუბალი, ბანანი, ატამი, მანდარინი, ყურძენი, ფორთოხალი, გარგარი. სტაფილო, სალათის ფოთოლი და ასევე მწვანილიდან კამა!
არ ეჭმევათ:მარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, ვაშლის კურკები ან საერთოდ რამე კურკა, ალკოჰოლი და ასევე ჩიპსი და გაზიანი სასმელები და ასეთები არ შეიძლება. და სოკო!თუთიყუშებს ძალიან უყვართ ბანაობა, ამისათვის შეგიძლიათ პატარა ჯამში ჩაასხათ ნელ-თბილი წყალი (შეიძლება მწვანილიც ჩაუდოთ სრული კომფორტისთვის ) და თქვენი თუთო თავისით იბანავებს. თუმცა ზოგს ურჩევნია მოშვებულ ონკანთან ჭყუმპალაობაავადმყოფობა:ჩიტის შეძენისას საჭიროა მისი ყურადღებით დათვალიერება მისი მდგომარეობის მიახლოებით განსაზღვრის მიზნით. ჯანმრთელ ჩიტს ბუმბული ტანზე მჭიდროდ ეკრობა, ბზინავს და აქვს ცოცხალი თვალები; ფრთები არ უნდა ქონდეს ჩამოშვებული, ტანზე მჭიდროდ უნდა იყოს მიკრული ; სუნთქვა - თანაბარი, ხიხინისა და სხვა უცხო ხმების გარეშე. მოდუნებული და აბურძგნული ფრთებიანი, ცვლილოვანაზე ან ფეხებზე წამონაზარდებიანი, ნისკარტის დეფექტიანი და მკერდის ძვალგამოშვერილი ჩიტის შეძენა არ ღირს. ასეთი ჩიტი აუცილებლად ავადმყოფია. ასევე არ შეიძლება ჩიტის შეძენა, რომელსაც ტანზე გაშიშვლებული ნაწილები აქვს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ თუთიყუში ან ავად არის ან აქვს მიდრეკილება ბუმბულის თვითგაპუტვისაკენ, რისგანაც მისი გადაჩვევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუთიყუშებს ინსტინქტურად აქვთ უნარი დამალონ თავიანთი დაავადება, რათა ბუნებაში არ დაიჩაგრონ. ამიტომ, საკმაოდ რთულია შეამჩნიო მათი ავადმყოფობა. პირველ სიმპტომად ითვლება მთელი დღის განმავლობაში მოწყენილობა, გაუნძრევლად და ჩუმად ჯდომა, თხევადი სკინტლი . თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს თუთოს ქანდარის მაგივრად გალიის ძირზე სძინავს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ზომებს, რადგან ეს უკვე სერიოზული სიმპტომია რაიმე ავადმყოფობის. წესით ვეტერინარს უნდა მიმართოთ, (თუ ვინმე გეგულებათ წესიერი საქართველოში). თუთოების მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგალითად თუ რამე მსგავსი სიმპტომი შეატყვეთ თქვენს ჩიტს, გაუხსენით ანტიბიოტიკი (კაფსულის ნახევარი ან ნაკლები) წყალში და პიპეტკით დაალევინეთ ან თუნდაც მოაყარეთ საკვებს.
არსებობს ნისკარტის დაავადებაც, ე.წ. სოკო, თუ შეატყობთ რომ ნისკარტი აქერცლილი აქვს და ფეხებზე წანაზარდები იყიდეთ სპეციალური მაზი ზოომაღაზიაში და წაუსვით.
სახლის პირობებში ასევე შესაძლებელია მკურნალობა: გადადუღებული მცენარეული ზეთი წაუსვით რეგულარულად დაავადებულ ადგილს .
საშიში არაფერია, თუ რა თქმა უნდა დროზე შენიშნავთ. (დუღილის დროს როცა ზეთს უკვე აუვა ოდნავ კვამლი გადმოდგით და შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში) და უსვით იქამდე სანამ ბოლომდე მოურჩება
სოკოს მკურნალობა დროულათ უნდა მოხდეს!
http://www.birds-online.de/gesundheit/gesp...abmilben_en.htm http://www.birds-online.de/gesundheit/gesp...enbilder_en.htmინფორმაცია პარაზიტებზე -->
თუთიყუშები♥ (post #30544032) მადლობა korela92 გაითვალისწინეთ იქამდე სანამ არ დარწმუნდებით იმაში თქვენ თუთიყუშს რამე სჭირს თუ არა იქამდე არ დაიწყოთ წამლის გამოყენება და მკურნალობა არც პროფილაკტის მიზნით შეიძლება პარაზიტების წამლის ან რამე დაავადების წამლის მიცემა იმიტო რო წამლები ისეთ ნივთიერებებს შეიცავენ შეიძლება მერე ჯამრთელ თუთიყუშს ავნოს რამეროგორ ვასწავლოთ ლაპარაკიპირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თუთიყუშის მოყვანისას არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ის 100% -ით დაიწყებს ლაპარაკს. ყველა ინდივიდუალურია, ზოგს აქვს ნიჭი, ზოგს ნაკლებად, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. როგორც ზემოთ დავწერეთ უმეტეს შემთხვევაში მამლები ლაპარაკობენ.
ლაპარაკის სწავლა ასევე დამოკიდებულია თქვენზეც, თუ რამდენ დროს უთმობთ. მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ რომ ხშირად უმეოროთ ერთიდაიგივე სიტყვა, ნუ შეეცდებით თავიდანვე წინადადების სწავლებას, რადგან აურევს სიტყვებს ერთმანეთში და გამოვა უაზრო ბგერების რახა-რუხი. ზოგი ხმას იწერს და ასმენინებს, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ პირადი ურთიერთობა უფრო უკეთეს და სწრაფ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ჩანაწერის მოსმენა.
საერთოდ, პირველი სიტყვის სწავლას ყველაზე მეტი დრო სჭირდება (1, 2, 5 თვე ან 1 წელიც, ესეც ინდივიდუალურია) ხოლო შემდეგ უკვე დროის მონაკვეთები იკლებს.
This post has been edited by Qetucha on 8 Jan 2013, 22:01