Ninoza
Calm
ჯგუფი: Members
წერილები: 6864
წევრი No.: 6190
რეგისტრ.: 30-August 04
|
#3980275 · 18 Oct 2006, 12:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ აღვწერ საქმის ვითარებას, იმიტომ, რომ უამისოდ საქმის სერიოზულობას ვერ გაიგებთ:
ჩემმა დიდმა ბაბუამ, რომელიც იყო ღვინის ტექნოლოგი და ცხოვრობდა იმერეთში, ვაზის ჩასაყრელად საუკეთესო ნიადაგების ძებნისას შეისყიდა მამული სოფელ მუხრანში (მცხეთის რაიონი, თბილისიდან 35 კმ), სადაც ნესტიანი და ნოყიერი ნიადაგია და ყველაფერი ხარობს. შეიძინა მიწა 1921 წელს მუხრანში მცხოვრებ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელისგან (მაქვს ორიგინალი შესყიდვის საბუთი ორივე მხარის ხელმოწერებით), რომელიც 21 წელს კომუნისტებმა აიძულეს მუხრანიდან წასულიყო. მაგ დროისთვის ბაბუაჩემი ქვრივი იყო და ჰყავდა ქალ-ვაჟი, მალევე მოიყვანა ცოლად ჩემი დიდი ბებია და კიდევ ქალ-ვაჟი შეეძინათ. ორივე ვაჟი ომში დაიღუპა, პირველი ცოლისგან გოგო ავადმყოფი იყო და გარდაიცვალა. შთამომავლებიდან დარჩა მხოლოდ ბებიაჩემი და პირველი ვაჟიშვილის ცოლ-შვილი. ზემოხსენებული მამულიდან, ჩემმა დიდმა ბებია-ბაბუამ ნაწილი ჩამოჭრეს, გაუყვეს და გადაუფორმეს იმ პირველი ვაჟის ოჯახს, მაშინდელი და შემდგომი კომუნისტური კანონით კომლზე 2400 კვ.მ-ზე მეტი ფართობის ნაკვეთი არ შეიძლებოდა და ამდენი მისცეს იმათ. ჩვენ დაგვრჩა 4500 კვ.მ. რა თქმა უნდა ზედმეტი იყო იმავე კანონებით, მაგრამ სოფლის საბჭო მაგ საკითხის გადაწყვეტაში გაიჭედა – ვერ ჩამოჭრეს ვერანაირად, იმიტომ, რომ ეს ნაკვეთი მოქცეულია შუაში – მისასვლელი მხოლოდ ჩვენი ეზოდანაა, გვერდებიდან სულ მოსაზღვრე მეზობლების ნაკვეთები და სახლებია, ხოლო ზემო მხრიდან ბაგრატიონების ყოფილი სახლი და შემდგომში სკოლა ესაზღვრება. თუ ზედმეტს ჩამოგვაჭრიდნენ და სხვას მიუერთებდნენ, მაშინ იმას გამოუვიდოდა ზედმეტი. ამიტომ დაგვიტოვეს სარგებლობაში 4300, 200 კვ.მ მიუერთეს სკოლის ეზოს და ჩვეულებრივად მუშავდებოდა და გადასახადიც ამ ფართზე იხდებოდა სულ. გარდაიცვალა დიდი ბაბუა, მერე დიდი ბებია. დარჩა ერთადერთი მემკვიდრე – ბებიაჩემი, რომელიც თბილისში იყო გათხოვილი და ნახევრად თბილისში იყო, ნახევრად მუხრანში. 2000 წელს ბებიაც გარდაიცვალა და დარჩა მისი ორი შვილი პირდაპირ მემკვიდრედ – დედაჩემი და დეიდაჩემი. დეიდას ოფიციალური უარი აქვს ნათქვამი, რაც ნოტარიულადაა დამოწმებული, ამიტომ ერთადერთი მემკვიდრე ამ საკარმიდამო ნაკვეთზე არის დედაჩემი. 2002 წელს იყო დედაჩემი სოფლის საბჭოში, მიწაზე გადასახადი გადაიხადა რამდენიმე წელზე შეიძლებოდა წინასწარ, საბუთები შეამოწმა (მასთან ერთად საბუთები ნახეს მამაჩემმა და ჩემმა ძმამ) – საბუთები იყო წესრიგში, გატარებული იყო ბებიის სახელზე 4300 კვ.მ. Dდედაჩემს მაშინდელი საქმეთამმართველი შეპირდა მის სახელზე გადაფორმებას, მაგრამ არ გადაუფორმა დროზე, მერე რამოდენიმეჯერ ავედით და ხან არ დაგვხვდა, ხან გვითხრა – ვამზადებ საბუთებს და გამოგიგზავნით როგორც კი მექნებაო. ერთი კვირის წინ ავედით დედაჩემზე საბუთების გადასაფორმებლად და სოფლის გამგეობაში მისულებს დაგვხვდა სრული ქაოსი საბუთებში – ის საბუთი, სადაც ეწერა, რომ ბებიაჩემი იყო 4300 კვ.მ-ს მესაკუთრე – გაქრა! აქვთ რაღაც უძველესი ჩანაწერები, აქვთ უფრო გვიანდელი ჩანაწერები და ყველგან წერია სხვადასხვა მონაცემი – ვერსად ვერ ვნახეთ ვერც ის საბუთი, ვერც მიღება-ჩაბარების აქტი და რაც მთავარია ერთ-ერთ საბუთში – მიწის აზომვის რუკაზე იყო ნახაზი, რომ ჩვენია მხოლოდ 2100 კვადრატული და დანარჩენი მიხაზულია იმ ნათესავ კაცზე, რომლის ოჯახსაც ადრე ბაბუამ კუთვნილი წილი ნაკვეთი გაუყო. ანუ, ლოგიკურად გამოდის, რომ ამ კაცმა გამგეობაში ვიღაც მოისყიდა და ასეთი რუკა გააკეთებინა, მაგრამ გადაფორმება ვეღარ გაბედეს. სამაგიეროდ ის საბუთები აღარ არის, რომლითაც მთელი ფართობი ჩვენ გვეწერა და არა ნახევარი. ნაკვეთი ისევ ისეა შემოსაზღვრული, როგორც ჩვენ გვქონდა. მე დავიბარე იქ გამგეობიდან მზომელები და თავიდან ავაზომინე ისევ ნაკვეთი სახლიანად მთლიანად, მონაცემებს იწერდა გამგებლის მოადგილე. გამოვიდა რა თქმა უნდა ისევ 4300 კვადრატული, რისი დამადასტურებელი ნახაზი-რუკა გუშინ გამგეობიდან ავიღე. მაგრამ, რაც მთავარია ეს ყველაფერი დედაჩემს ვერ უფორმდება იმის გამო, რომ მემკვიდრეობას ვერ იღებს, სანამ არ დადასტურდება დედამისის ანუ ბებიაჩემის მფლობელობაში რომ იყო ბოლოს მთელი ეს ფართობი, რისი საბუთიც გამგეობიდან გამქრალია! ზოგი მეუბნება, რომ წავიდე სასამართლოში, არავის არ ვუჩივივარ – უბრალოდ მჭირდება ის, რომ სასამართლომ დამიკანონოს საკუთარი კარ-მიდამო მთლიანად. მაქვს უამრავი მიწის გადასახადი, დაზღვევის გადასახადები და ა.შ. მაგრამ ბოლოს რა ფართობი იყო მფლობელობაში – ის არ არის არსად.
ეხლა რატომ გწერთ ამას – მჭირდება ამ საკითხებში გარკვეული იურისტის პროფესიონალური კონსულტაცია ან აქ, ან კოორდინატები რომ მოცეთ - რა საბუთები მოვამზადო, საერთოდ სასამართლო დამჭირდება თუ არა. თუ გამგეობას უნდა მოეთხოვოს დაკარგული საბუთის აღდგენა - რა ფორმით მოვთხოვო.
ძალიან დიდი მადლობა თუ გამომეხმაურებით.
This post has been edited by Ninoza on 18 Oct 2006, 12:56
--------------------
http://www.enamel-arts.com *************************************************************** გვენი გამიზრდია უბეში (c) გვენ სტეფანის მამა
|