Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > უფასო პარკინგი მაცხოვრებლებისთვის


Posted by: htcdesire 4 Apr 2024, 16:54
გამარჯობათ, ვცხოვრობ წერეთელზე, რეაბილიტაციის მერე სულ გააფასიანეს საპარკინგე ადგილები, საათი ლარიო. შიდა ეზოში ადგილები აღარაა, არ გვყოფნის, ვაჩერებდით გარეთაც ზედ პროსპექტზე.

ვის უნდა მივმართო მაცხოვრებელმა და რა საბუთებით, რაღაც რადიუსში (100 მეტრიო მგონი) შევძლო მანქანის დარეგისტრირება უფასოდ დასაყენებლად?

ვინც იცით იქნებ ორი სიტყვით ახსნათ რა და როგორ.


Posted by: david_888 5 Apr 2024, 00:33
htcdesire
id ბარათი და წამკითხველი გინდა, შედიხარ შენ ანგარიშში თბილის პარკინგზე და ამატებ მანქანას, რაღაც მომენტში მოგთხოვს იდენტიფიცირებას და მორჩა, სხვა ხერხიც იქნება ალბათ მარა მაშინ სადღაც მოგიწევს მისვლა, სახლიდან პირადობა და წამკითხველია საჭირო

პ.ს ამ პროცედურის ჩატარება მხოლოდ მას შეუძლია ვინცაა ბინის მესაკუთრე, მანქანა ვისია სულერთია მეგობრისაც შეგიძლია დაამატო, ერთ ბინაზე 2 მანქანა შეიძლება

Posted by: PAINKILLER 5 Apr 2024, 09:43
QUOTE
id ბარათი და წამკითხველი გინდა


რა სირობაა, პარკინგის საყიდლად ID წამკითხველი უნდა გქონდეს user.gif



QUOTE
სხვა ხერხიც იქნება ალბათ მარა მაშინ სადღაც მოგიწევს მისვლა


ბუტკები რომ დგას ქუჩაში, პარკინგცენტრი თუ რაღაც ჯანდაბა, მგონი მანდაც აქვთ წამკითხავები

Posted by: david_888 5 Apr 2024, 11:25
PAINKILLER
QUOTE
ბუტკები რომ დგას ქუჩაში, პარკინგცენტრი თუ რაღაც ჯანდაბა, მგონი მანდაც აქვთ წამკითხავები

კიი მაგისთვისაა პროსტა ეგენი ცოტახნით დგას ხოლმე, როცა პირველად აკეთებენ ზონალურს მაშინ დგავენ და მგონი 1 თვეა ხოლმე სულ, თუ არის წერეთელზე მიდით, მე ისედაც მქონდა წამკითხველი ასე რომ არ იყო პრობლემა, აი ბიძაჩემმა გამაზა ეგ ჯიხურის პერიოდი და მერე მე დამსდევდა )))

Posted by: plekhanovi 17 Apr 2024, 20:25
როგორც მახსოვს საიტია სადაც უნდა მოხდეს რეგისტრაცია

Posted by: PAINKILLER 18 Apr 2024, 15:16
QUOTE (david_888 @ 5 Apr 2024, 11:25 )
PAINKILLER
QUOTE
ბუტკები რომ დგას ქუჩაში, პარკინგცენტრი თუ რაღაც ჯანდაბა, მგონი მანდაც აქვთ წამკითხავები

კიი მაგისთვისაა პროსტა ეგენი ცოტახნით დგას ხოლმე, როცა პირველად აკეთებენ ზონალურს მაშინ დგავენ და მგონი 1 თვეა ხოლმე სულ, თუ არის წერეთელზე მიდით, მე ისედაც მქონდა წამკითხველი ასე რომ არ იყო პრობლემა, აი ბიძაჩემმა გამაზა ეგ ჯიხურის პერიოდი და მერე მე დამსდევდა )))

ახლა დაიწყო წერეთლზე ზონალური პარკინგი და ზოგგან არც არის ჩართული ჯერ

Posted by: kodeqsi 3 May 2024, 17:14
PAINKILLER
QUOTE
ზოგგან არც არის ჩართული ჯერ

ყველგან ჩართეს უკვე და ხალხსაც ოხრად აჯარიმებენ, დაძრწიან ვირთხებივით ეს ინსპექტორები და უშრობენ სისხლს მძღოლებს...

htcdesire
აიდი ბარათის წამკითხველი ათიდან ცხრას არ აქვს, ამიტომ მიდიხარ შენ, თუ ბინის მესაკუთრე ხარ, იუსტიციის სახლში, ანახლებ ბარათის პინ-პაკ კოდებს, რაც ფასიანია და მერე მიდიხარ მერიაში ან გამგეობაში და იქვე მიმღებ ოპერატორს ეუბნები მანქანის დარეგისტრირება მინდა ჩემი ბინის/სახლის მიმდებარე ზონალურ სექტორში უფასო საშეღავათო პარკინგისთვისო და თავად დაარეგისტრირებენ, რამდენიმე საათში კი ეს რეგისტრაცია გააქტიურდება და შენს ანგარიშზე/ექაუნთზე თბილისის პარკინგის ვებსაითზე გამოგიჩნდება საშენო უფასო ზონალური საპარკინგე ადგილების ნომრები... ორი მანქანის დარეგისტრირება შეიძლება და თუ რომელიმეს შეცვლა მოგინდა/დაგჭირდა, ერთი თვე მაინც უნდა იყოს გასული...

მოკლედ, კალოშას ნოვაციურ ღლეობებს არ აქვენ საზღვარი, ყველანაირად კეთდება ფული ბრძენ ერზე რა...

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 22:14
QUOTE
დაძრწიან ვირთხებივით ეს ინსპექტორები

მთელი გულით ვაგინებ ხოლმე სადაც შემხვდებიან შთამომავლობას

love.gif love.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)