Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > საფრანგეთის ტოპ 14


Posted by: AVIATORI01 24 Mar 2018, 21:41
ვერ ვიპოვე ის თემა და ამოაგდეთ მცოდნეებმა და მოდერ წაშალე მერე ეს

ლინკი დამიდეთ ბრივი აჟენის

Posted by: zaal1969 24 Mar 2018, 21:44
http://www.vipleague.pw/rugby/560887/1/ca-brive-vs-agen-live-stream-online.html

Posted by: gochela1 24 Mar 2018, 21:52
QUOTE
http://www.vipleague.pw/rugby/560887/1/ca-...eam-online.html


სხვა არ გაქვთ? ამას ვერ ვხსნი

Posted by: zaal1969 24 Mar 2018, 21:53
http://firstrowsportes.net/rugby/ca-brive-agen-krk5b50a2?l=2967327213

Posted by: giushki 24 Mar 2018, 21:53
სახლიდან მიბლოკავს ვიპლიგის და ვიპბოქსის სტრიმებს და რამე კაი ალტერნატივა ხომ არ გაქვთ? დამთხარა ამ ფრომბარმა თვალები

Posted by: ika_valencia 24 Mar 2018, 22:18
ტოპ 14-ის ლინკები ჭირს ხოლმე. https://1xbet.com/ ამ საიტზე დარეგისტრირდი, HD-ში ვერა, მაგრამ ნორმალური ხარისხით გაჭედვის გარეშე უყურებთ

Posted by: AVIATORI01 24 Mar 2018, 22:58
თაზო შეცვალეს რაც ვუყურე ცუდად ითამაშა sad.gif ერთ წუთში შეტევაში და დაცვაში დაკარგა ბურთი და ფაქტიურად მისი შეცდომის გამო გააგდეს აჟენელიც

Posted by: BigG 24 Mar 2018, 23:16
QUOTE
https://1xbet.com/ ამ საიტზე დარეგისტრირდი,


ვეთანხმები. 3 წუთის საქმეა. ოღონდ 2 კვირის შემდეგ 10 დოლარი მაინც ჩარიცხე შენს ანაგრაიშზე და ნახვაზე წვდომა სულ გექნება.

ეგენი პრაქტიკულად ყველაფერს აჩვენებენ.

Posted by: gochela1 24 Mar 2018, 23:24
QUOTE
თაზო შეცვალეს რაც ვუყურე ცუდად ითამაშა  ერთ წუთში შეტევაში და დაცვაში დაკარგა ბურთი და ფაქტიურად მისი შეცდომის გამო გააგდეს აჟენელიც


შეცვალეს არა მაგ მიზეზით,მარცხენა ხელს იტკიებდა და მაგის გამო,თუმცა იმაში გეთანხმები რაც დაწერე

Posted by: dendo 25 Mar 2018, 09:42
am chempionats xo ver dVumughame ra rogor modis tamshebi

Posted by: tokahaka 25 Mar 2018, 10:53
dendo
QUOTE
m chempionats xo ver dVumughame ra rogor modis tamshebi

მაგას ვერასდროს ვერ დაუმიღამებ დამიჯერე და ჯობია აქედანვე დაანებო თავი, სანამ რაგბი არ შეგაზიზღეს

Posted by: jora84 25 Mar 2018, 19:35
კლერმონი რა დღეშია facepalm.gif

გადაჯეგა ტულონმა

Posted by: ArxeoptericS 25 Mar 2018, 20:02
ვიტო აკლიათ დაცვაში, აშკარად.


.......

Posted by: jora84 25 Mar 2018, 20:21
ჩილა და მამუკა რა კარგად შემოვიდნენ.

ლელო დადო ექსკაპმა.

Posted by: otia-83 25 Mar 2018, 20:30
ძალიან მაგრად თამაშობს მამუკა. ჩვეულ სტილში. ჩილაჩავაც ძალიან კარგია.

Posted by: SGG 25 Mar 2018, 20:31
გვინდა რა მამუკა მსოფლიოზე smile.gif მარტო მოლში რამხელა ძალაა smile.gif

ჩილაჩავამ წალეკა უჰილა smile.gif

Posted by: otia-83 25 Mar 2018, 20:40
QUOTE
მარტო მოლში რამხელა ძალაა

რა კარგად აწყობილი მატარებელი დაუნგრია კლერმონს, თანაც წესების დაცვით smile.gif

Posted by: sandrikia 26 Mar 2018, 10:52
კლერმონის ესეთი წაგება არ მახსენდება! რა იყო ეს რა თამაში ითამაშა. :/

Posted by: giushki 26 Mar 2018, 12:00


მამუკას ლელო

Posted by: Levan ch 30 Apr 2018, 21:19
https://www.facebook.com/TOP14Rugby/videos/916332628554258/

მამუკაშვილს არ გაუკეთებია ესეთი რამ help.gif

Posted by: dc120mm 30 Apr 2018, 21:52
Levan ch
QUOTE
მამუკაშვილს არ გაუკეთებია ესეთი რამ

სად ისროლა ტიპმა biggrin.gif

Posted by: Gio_G83 1 May 2018, 13:14
კარლენა რომ მონპელიემ აიყვანოს...

კუბოში ლურსმნები მერე ნახეთ, თან ორივე თანაბრად რომ დაიტვირთოს, ამოისუნთქავენ ბიჭები
ეს ისე სურვილი გავაჟღერე

Posted by: dc120mm 1 May 2018, 13:25
Gio_G83
QUOTE
კარლენა რომ მონპელიემ აიყვანოს...

ვორათაზიო და რავიცი

Posted by: otia-83 1 May 2018, 13:26
dc120mm
შევესიენით სამხრეთ ნახევარსფეროსა?

Posted by: Gio_G83 1 May 2018, 13:39
QUOTE
ვორათაზიო და


boli.gif

new generation expansion
?

Posted by: zaal1969 1 May 2018, 13:44
dc120mm
QUOTE
ვორათაზიო და რავიცი

otia-83
QUOTE
dc120mm
შევესიენით სამხრეთ ნახევარსფეროსა?

უყვარს ტროლიsmile.gif ისე არ იქნება გასაკვირი

Posted by: giushki 1 May 2018, 14:08
QUOTE (dc120mm @ 1 May 2018, 13:25 )
ვორათაზიო და რავიცი

გასაკვირი არ არის, ის რომ კარლენამ მაგათი დონე დააკმაყოფილოს.

ინფორმაციის წყარო კი ცოტა საეჭვოა smile.gif

Posted by: Gio_G83 1 May 2018, 14:20
ხალხური სიბერძნე არ სტყუის...

old.gif

QUOTE
dc120mm

QUOTE
უყვარს ტროლი

QUOTE
ინფორმაციის წყარო კი ცოტა საეჭვოა


ეს გინდოდა დემე?
biggrin.gif

user posted image

Posted by: dc120mm 1 May 2018, 14:41
ჯაბაზეც დავწერე მე ადრე და არც მაშინ დამიჯერეთ!

Posted by: jora84 1 May 2018, 15:50
dc120mm

ისეთები გაქვს აქ ჩატარებული მეგობარო, რომ კარლენა მართლა რომ გადავიდეს ვორათასზში და სურათიც დაიდოს ვარჯიშიდან შენ მაინც არ დაგიჯერებენ biggrin.gif

ბონუსას ხაგუარესის ტურნეც დაამატე და ეგაა biggrin.gif

Posted by: ferrari1000 1 May 2018, 16:04
QUOTE (jora84 @ 1 May 2018, 15:50 )
dc120mm

ისეთები გაქვს აქ ჩატარებული მეგობარო, რომ კარლენა მართლა რომ გადავიდეს ვორათასზში და სურათიც დაიდოს ვარჯიშიდან შენ მაინც არ დაგიჯერებენ biggrin.gif

ბონუსას ხაგუარესის ტურნეც დაამატე და ეგაა biggrin.gif

სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო gigi.gif ისე ალხაზაშვილიც გადაგვყავდა მაქეთ სადღაც მაგრამ ვერ მოვახერხეთ. cry.gif

Posted by: dc120mm 1 May 2018, 16:13
ferrari1000
QUOTE
ისე ალხაზაშვილიც გადაგვყავდა მაქეთ სადღაც მაგრამ ვერ მოვახერხეთ

მაგაში მე არ გავრეულვარ smile.gif

Posted by: enorme 1 May 2018, 17:24
ალხაზიშვილის ამბავში მე ვიყავი გარეული , მაგრამ არ იყო ეგ ამბავი დატროლვა .
უბრალოდ არ შედგა , როგორც ჩანს .

Posted by: Levan ch 12 May 2018, 18:32
გრენობლმა გადაურბინა ოიონაკს
ალპები დაბრუნდა ტოპში bis.gif

Posted by: zaal1969 12 May 2018, 19:14
Levan ch
QUOTE
გრენობლმა გადაურბინა ოიონაკს
ალპები დაბრუნდა ტოპში

ოიონამ ვერ გათვალა ან ვაბანკზე წავიდა და ფორმის ფიკს სამი კვირის წინ მიაღწია, ეხლა გადამწვარია გუნდი და უშანსოდ წააგო გრენობლთან.
გრენობლი დაბრუნდა ორ ქართველთან ერთად ტოპში

Posted by: jora84 12 May 2018, 19:17
zaal1969


მეორე ვინაა?

Posted by: zaal1969 12 May 2018, 19:28
შამბერიდან ვაჟა კაპანაძე, პრეკონტრაქტი ქონდა მას და იმედია კონტრაქტსაც გაუფორმებენ

Posted by: Levan ch 12 May 2018, 19:28
zaal1969
გამიკვირდა ესე ძაან რომ წააგეს, ბოლო ტურში კასტრთან მეგონა დაისვენეს და დღეისთვის შეინახეს ძალები

არადა გუნდი განწირული იყო ერთი შეხედვით და საიდან დაქაჩა, დამენანა მაინც რომ გავარდნენ
მაგრამ გრენობლიც კარგი გუნდია იმედია ძველებურად კაი რაგბს ითამაშებენ.

Posted by: Levan ch 19 May 2018, 09:02
ლიონმა როგორ მოუგო ტულონს ? lol.gif
20 ლარიანმა გუნდმა შეიხს შეუსრულა.

Posted by: SGG 19 May 2018, 10:03
QUOTE
20 ლარიანმა გუნდმა შეიხს შეუსრულა.


ლიონს ტულონზე დიდი ბიუჯეტი აქვს. დიდი ხანია ტულონი საფრანგეთში ხუთეულშიც არ შედის.

მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ბიუჯეტები, სტად ფრანსეს გერმანელი პრეზიდენტი ძალიან დიდ ფულს იხდის წელს მოთამაშეებში. პლუს დიდი ქალაქები შემოვიდნენ რაგბში.

Classement des budgets des clubs du Top 14 2017-18

ASM Clermont Auvergne : 31.55 M€
Stade Toulousain : 30.86 M€
budget top 14 16-17Stade Français : 30.16 M€
Lyon Rugby : 27.08 M€
Montpellier Hérault Rugby : 26.90 M€
RC Toulon : 26.39 M€
argent rugbyRacing 92 : 24.91 M€
budget bordeaux top 14Union Bordeaux-Bègles : 24.68M€
Section Paloise : 23.02 M€
Stade Rochelais: 22.81 M€
Castres Olympique : 21.73 M€
CA Brive Corrèze : 17.58 M€
US Oyonnax : 15.42 M€
SU Agen : 12.32 M€

Posted by: Levan ch 19 May 2018, 13:13
ბიუჯეტის ამბები არ ვიცოდი, არ ტოვებს მდიდარი გუნდის შთაბეჭდილებას ლიონი, მაგრამ
დელონ არმიტეიჯით და ალექს პალისონების ნაირი ხალხით ტულონთან ფლეი ოფში გასვლაზე მოგება გმირობის ტოლფასია
დაფინანსება თIთქმის თანაბარია, მაგრამ მიუხედავად ამისა ტულონს ბევრად მაგარი ხალხი ყავს.
თან ნახევარი ლიონი ტულონის დაწუნებული და გაშვებული ხალხია, თავის მწვრთნელიანად.

ამასობაში პიერ მინიონი კაი მწვრთნელი დადგა და სხვის ძებნას ბარემ დააბრუნონ სახლში smile.gif გალტიემ ვერაფერი ახალი და სასარგებლო ვერ გააკეთა, შარშანდელი ნაგავი გუნდი იყო წელსაც.

სტად ფრანსე რა უვარგისი ბანდაა მესამეა დაფინანსებით და ბოლოდან მესამეზე გავიდნენ

Posted by: zaal1969 19 May 2018, 14:13
Levan ch
ბუჯალალი თვითონ თუ არ წავიდა ტულონიდან გალტიეს აუცილებლად გაუშვებს

Posted by: Levan ch 19 May 2018, 14:37
zaal1969
მაგან ესე იცის ხოლმე, გაბრაზდება და ხან ვყიდიო ხან ამას ვიზავო და ა.შ
არავინ იყიდის მაგ გუნდს და არც ეგ წავა სადმე.

იმედია უფრო მეტად არ გააოცებს ხალხს და ვინმე დომინგესის ნაირს არ დანიშნავს, ნოემბერში რომ აგდებენ ხოლმე.

Posted by: Jordan23 19 May 2018, 19:28
კასტრიც გადის მგონი, 17 ქულას იგებენ
კიდევ ერთი არაფავორიტი

Posted by: Levan ch 19 May 2018, 19:36
Jordan23
ნეტა გავიდეს მაგარი მებრძოლი გუნდია
გასვლებზე წელს დაგლიჯეს, ამ ტულუზასაც მოუგო. ტოპ 14 ის სპეციპიკიდან გამომდინარე საოცრებები აკეთეს (ამ რესურსით!)
კლერმონი, ტულუზა, ლა როშელი, ბორდო და კიდე ერთს მოუგეს სტუმრად.

ერთი ეგაა ყველა ლინკი გათიშულია ვერ ვუყურებ sad.gif

კასტრი იყო მონპელიეს და კლერმონს რომ ამწარებდა ფლეი ოფში გასვლებს უგებდა ხოლმე biggrin.gif

Posted by: Jordan23 19 May 2018, 19:48
Levan ch
სეტანტაზე გადის

მოკლა კაცი იენეკერმა, ორჯერ სახეში ლეწა ტიპს
ტულუზას გაუჩნდა შანსი, 14 კაცს 2 ლელო უნდა დაუდოს 20 წუთში

Posted by: Levan ch 19 May 2018, 19:52
http://streamhunter.top/rugby/stade-toulousain-castres-olympique-sht59a4967?l=2500017840

ლინკი ვნახე

Posted by: Levan ch 25 May 2018, 23:09
მონპელიე ლიონი
http://streamhunter.top/rugby/montpellier-herault-rc-lyon-sht59aa179?l=3560601680

Posted by: jora84 25 May 2018, 23:20
სეტანტაზეა ვისაც ტვში გინდათ ყურება, თან ოჰოჰოიასაც არ მიყავს smile.gif

Posted by: jora84 25 May 2018, 23:30
ცხოველია ეს უპატრონო, 22 ბურთი თუ დაიჭირა 90% ლელოა biggrin.gif


Posted by: diazi 25 May 2018, 23:34
იმსისხოა ხელსაც ხომ ვერ შემოაწვდნენ რომ შებოჭო რა... როგორ დარბის ამხელა მასა....

Posted by: Levan ch 25 May 2018, 23:48
გაასწორა კაი თამაშია
ამ ბოლო დროს რაგბს აკლია ესეთი აგრესია როგორც ესენი თამაშობენ

Posted by: giushki 26 May 2018, 20:13
რუისმა თავი ხო არაფერს დაარტყა? რეებს უსტვენს, აზზეა საერთოდ რაგბის თამაშზე როა? facepalm.gif

Posted by: Jordan23 26 May 2018, 20:43
დავიჯერო საჯარიმო ლელო არ უნდა ყოფილიყო ?
სამჯერ დაჯარიმდნენ ზედიზედ შერკინებაში, 14 კაცით როცა იყვნენ

Posted by: Levan ch 26 May 2018, 20:47
კასტრი იმენა ქილერების გუნდია lol.gif lol.gif
ტრადიციულად გრანდების მკვლელი

Posted by: xDavid_S 26 May 2018, 21:02
Jordan23
არ აქვს მნიშვნელობა მეგობარო, რამდენჯერ დაჯარიმდა

მთავარია, რამდენად გარდაუვალი იყო ლელოს გატანა და ჯარიმით'ღა ხომ არ მოახერხა დამცველმა თავის არიდება

თუ ეს პირობა სრულდება, შეიძლება პირველივე ჯარიმაზე დაინიშნოს საჯარიმო ლელო

თუმცა მსაჯმა ცოტა "უცნაური" გადაწყვეტილებები კი მიიღო smile.gif
* * *
აგერ, საფრანგეთის 20წ-ებთან მეტოქის (!!!) შეგორებაზე გვიბოძა მსაჯმა საჯარიმო ლელო

https://www.youtube.com/watch?v=iIEhfOGy5vI&t=127s

Posted by: giushki 26 May 2018, 21:20
Jordan23
2-ჯერ არ მისცა ყვითელი კასტრს რუისმა, მარტო მე რაც ვუყურე მეორე ტაიმს, იქიდან მოყოლებული:
1) ბურთზე ხელის ჩარტყმა ბოლო წუთზე,
2) ცინიკური 4!!! შერკინებაზე, 5 მეტრიანში.
კასტრს ტრაკზე დააწყეს დღეს ხელები მსაჯებმა.

საერთოდ ფრანგული გრანდები ყველა საშინელ რაგბს თამაშობს და არც ერთი არ მომწონს, (ჩვენების ხათრითაც კი), მაგრამ დღეს რაც მსაჯებმა იკისრეს, ესაა ის, რის გამოც რაგბი არის იქ, სადაც არის და აღარ ვითარდება. წესებს ვერ მიხვდებოდა ელემენტარულად ვერავინ, ვინც პირველად მაგ თამაშს უყურებდა.

Posted by: Jordan23 26 May 2018, 21:38
xDavid_S
ხო მარა ზედიზედ მაგდენჯერ რო ჯარიმდება გუნდი რაღაც ნიტოა
შეიძლება ძალით ჩააქციონ შერკინება დროის გასაყვანად და ა.შ, ბევრი ხრიკი იქნება, თვითონვე ეცოდინებათ
თან არც ჩანს ხოლმე ნორმალურად, ნახევარზე საერთოდ ვერ ვიგებ რაზე ჯარიმდებიან შერკინებაში გუნდები თუ ძაან აშკარა არაა

giushki
ყვითელიც უნდა მიეცა მგონი კოკოტისთვის იმდენს ჩათლახობდა biggrin.gif

Posted by: Homo Erotikus 26 May 2018, 21:44
ფინალი როდისაა? რომელ სტადიონზეა? წინა წლებში ესპანეთშიც უთამაშიათ.

Posted by: giushki 26 May 2018, 21:54
Jordan23
ბურთზე ხელის ჩარტყმა, რომელ თამაშში არ დასჯილა ყვითლით? ამათთვის მთავარია ბალეტი იცეკვო და დანარჩენი ფეხებზე კიდიათ, ფერებ-ფერებით უნდა უკეთო ბოჭვა თურმე, რაგბია თუ თომარი. თუ ბოჭავ ისე უნდა ატაკო, ადგომის თავი აღარ ქონდეს. ეგაა რაგბის დედააზრი.
მე არ ვამართლებ არც მაღალ ბოჭვას, არც ქოქოსურს და შუბრს და არც ჰაერში კაცზე და უბურთოზე თამაშს, ეგ ყოველთვის ისჯებოდა და ისჯება. უბრალოდ ნამეტანი მოსდით უკვე. პირიქით უნდა გაემარტივებინათ წესები, რომ ცალსახა გადაწყვეტილება იქნას დინამიურად მიღებული, ამათმა კიდევ იქით დაამატეს ტერმინები და ათასი "თუ" და "რომ". ეს სპორტი არაა, ესაა ღლეობა. მეტი შესაფერისის სიტყვა არც ზრდილობიანად უდგება და არც უზრდელურად - რაცაა ზუსტად ეგაა. გააკეთე რა კონკრეტულად და გასაგებად შენი საქმე, რა საჭირო არის ეს მისტიციზმი წესებში და ათასი სისულელე. კიდევ კაი ესპანელები არ თამაშობდნენ რასინგში, თორემ გაუბერავდნენ თავპირს თამაშის მერე რუისს))

Posted by: CdeSe 26 May 2018, 21:54
QUOTE
ფინალი როდისაა? რომელ სტადიონზეა?

2 ივნისი, სტად დე ფრანს.

Posted by: Homo Erotikus 26 May 2018, 21:55
CdeSe
QUOTE
2 ივნისი, სტად ფრანსე.

up.gif

Posted by: CdeSe 1 Jun 2018, 15:08
ბებერის პოსტი:
https://www.rugbyrama.fr/rugby/racing-9 ... tory.shtml
Racing92 to make a training camp in Georgia and will play a friendly against Georgia or Uruguay

Posted by: iverieli 1 Jun 2018, 17:12
ხვალ ფინალია. მონპელიე - კასტრი.

საფრანგეთის ტოპ ფინალში აქამდე 6 ქართველს უთამაშია. ყველაზე მეტი ზირაქას 6 თამაში 2 მოგება. შემდეგ 3 ფინალით მოდიან დუდუ, მამუკა და ჩილა. მამუკამ და ჩილამ სამივე ფინალი წააგეს, დუდუ ერთგზის ჩემპიონია (ეხლა შანსი აქვს ორგზის ჩემპიონი გახდეს). თითო ფინალი აქვთ წაგებული ჟღენტსა და კოტეს. იმედია ხვალ ნარო და დუდუ იქნებიან შემადგენლობაში და მოიგებენ ჩემპიონატს

Posted by: duza1 1 Jun 2018, 17:31
CdeSe
QUOTE
ბებერის პოსტი:
https://www.rugbyrama.fr/rugby/racing-9 ... tory.shtml
Racing92 to make a training camp in Georgia and will play a friendly against Georgia or Uruguay

wow.gif მაგარი ძალიან.

Posted by: iverieli 1 Jun 2018, 22:39
Rogorc mosalodneli iyo. Nsro dziritadi da dudu marqafa. Aba carmatebebi chvens vajkacebs

Posted by: Levan ch 1 Jun 2018, 22:54
კასტრისკენ რა ნამუსით ვიყო მაგრამ ალალია მაგათ თუ მოიგეს.

Posted by: GioWEED 1 Jun 2018, 23:21
iverieli
Levan ch
როდისაა თამაში?

Posted by: Levan ch 1 Jun 2018, 23:29
GioWEED
ხვალ 22:45 ზე


-------------

Posted by: dishosdzisdze 2 Jun 2018, 22:51
http://www.vipleague.lc/3-montpellier-herault-rc-vs-castres-olympique-live-streaming
ლაპორტი დუდუს გაემუსაიფა...
გაიხსენეს ალბათ ნაღდი, ,ტულონი''...

Posted by: GioWEED 2 Jun 2018, 23:20
რა სვარკაა ეს რა არის.

სად სუპერ რაგბი და სად ტოპ14... დღეს ჩიფსი ქრუსეიდერსს ვუყურე და მაგრად მომეწონა თამაში.

25 წუთია შერკინება არ ყოფილა და მოწინააღმდეგის 22ში არ შესულა არც ერთი გუნდი. უფანტაზიო რაგბი საშინელი საყურებელია.

ყოლოდა მონპელიეს აფრასიძე და გაიტანდა 60 მეტრიდან, ამ შტეინს არ აქვს გელასნაირი ფეხი. 30 გელა

Posted by: iverieli 2 Jun 2018, 23:25
Monpelies kapitani veraris. Rato unda gadacyvito 55 metridan da maxvili kutxidan karshi dartkmis gadackvetileba miigo.
Kide erti jarima gaitana kastrma. 12-3.
Caagebs ase

Posted by: GioWEED 2 Jun 2018, 23:35
ნანდოლო სუფთა ქვევრია, ნამდვილი კახური 150 ლიტრიანი/კილოიანი ქვევრია ფეხებით და ხელებით. გაფუჭდა ნანდოლო, არადა ერთდროს ბულდოზერივით იყო, კარშიც ურტყავდა, მაღალ ბურთებს ხსნიდა, დარბოდა.

კასტრმა დადო ლელო ტაიმის ბოლოს ბატონი ნანდოლოს წყალობით

Posted by: FullbackAce 2 Jun 2018, 23:37
QUOTE (GioWEED @ 2 Jun 2018, 23:35 )
ნანდოლო სუფთა ქვევრია, ნამდვილი კახური 150 ლიტრიანი/კილოიანი ქვევრია ფეხებით და ხელებით. გაფუჭდა ნანდოლო, არადა ერთდროს ბულდოზერივით იყო, კარშიც ურტყავდა, მაღალ ბურთებს ხსნიდა, დარბოდა.

კასტრმა დადო ლელო ტაიმის ბოლოს ბატონი ნანდოლოს წყალობით

რამდენი წლისაა ? დაბერდა უკვე. წინა მსოფლიოს შემდეგ იძახდა ბევრი რო აწი დაიწევს მაგის პროდუქტიულობაო.

Posted by: qobula 2 Jun 2018, 23:38
საშინლად თამაშობს მონპელიე განსაკუთრებით 9. ნადოლო გაიტანეთ smile.gif

Posted by: GioWEED 2 Jun 2018, 23:59
qobula
პიენაარი არაა ეგ 9? აფრიკელია. არც 10 ბრწყინავს აარონ კრუდენის სახით, ცენტრი ნორმალურია, ფრთები არ უვარგა აშკარად ტოპ14 დონისთვის.

კამარა და პიკამოლი აკლია ძალიან შერკინებაში. კამარა გასაგებია ტრამვირებულია, პიკამოლი რას აკეთებს მოედანზე ვინმემ იცით?

Posted by: FullbackAce 3 Jun 2018, 00:05
ყველაფერს ნარიაშვილი აკეთებს ტოო, მოლებში აწვება, შერკინებას ეგ იგებს და კონტაქტშიც კვეთს უპირატესობის ხაზს.

Posted by: giushki 3 Jun 2018, 00:11
საჯარიმო ლელო ბისმარკის და ნარიაშვილის ანგარიშზე. გადაჯეგეს კასტრი შერკინებაში. ეს თამაში მონპელიესია. არ ეყოფა ძალა ბოლომდე კასტრს. ძაან რთული გზა გაიარა ფინალამდე, მაგრამ რაც უკვე გააკეთეს, ეგეც საკუთარ შესაძლებლობებზე ზემოთ ახტომაა.

Posted by: qobula 3 Jun 2018, 00:12
QUOTE
პიენაარი არაა ეგ 9? აფრიკელია.

კი ეგაა და შეადრებით გამოასწორა მეორე ტაიმში, მარა ღერძი მონპელიესი მაინც საშინლად თამაშობს.

Posted by: FullbackAce 3 Jun 2018, 00:22
ქუბრიაშვილი გამოვიდა. რავარი სანახავია ქართული პირველი ხაზი ტოპ14ის ფინალში.

Posted by: qobula 3 Jun 2018, 00:30
70-ე წუთზე შეცვალეს ნარო, მანამდე ვერ შეელია მწვრთნელი smile.gif

Posted by: iverieli 3 Jun 2018, 00:38
Meorec daudo kastrma. Mokled magra ajoba monpelies. Cudia ro chvenebi titulis gareshe darchnen.

Posted by: supermaswi 3 Jun 2018, 00:47
2013 წელი დადო ზუსტად კასტრმა

მე-6 ადგილიდან ჩემპიონობა გაქაჩა

რეგულარული ასეთ სიტუაციაში კარგავს აზრს (მარტო მოედნის უპირატესობა ფაქტია დიდი ვერაფერი უპირატესობაა როცა 26 ტურში იდეალურად ითამაშებ)

ცოტა რარაც სხვაა მოსაფიქრებელი

Posted by: BigG 3 Jun 2018, 00:47
იმედია ამ მატჩის ვიდეოჩანაწერი დაარქივდება. მას კარგად შევისწავლით და გვეცოდინება, როგორ არ უნდა ათამაშო ნადოლო და მისი მაგვარი ცხოველები.

ბრავო კასტრს. ფანტასტიკურად შეასრულეს მწვრთნელის დავალებები.

მე მგონი, კოტერმა ბოლომდე არ იცოდა რა უნდა ეთამაშა.

Posted by: Werner Voss 3 Jun 2018, 00:51
ნარო იყო ძალიან მაგარი, მიწოლაში, რაქებში, ღია თამაშში, მთელი თამაში არ გაჩერებულა საერთოდ.
თამაშს რაც შეეხება, ტოპ 14 მაღალი ხარისხის დიდი 10 ია, ამდენი კარგი მორაგბეებით, მასიურად ასეთ არასანახაობრივ რაგბს როგორ თამაშობენ ვერ ვხვდები.
თუ მანამდე სხვა ვინმე არ მოიყვანეს, პიენაარი ბევრ შანს მისცემს მომავალ წელს გელას

Posted by: FullbackAce 3 Jun 2018, 00:57
QUOTE (BigG @ 3 Jun 2018, 00:47 )
იმედია ამ მატჩის ვიდეოჩანაწერი დაარქივდება. მას კარგად შევისწავლით და გვეცოდინება, როგორ არ უნდა ათამაშო ნადოლო და მისი მაგვარი ცხოველები.

ბრავო კასტრს. ფანტასტიკურად შეასრულეს მწვრთნელის დავალებები.

მე მგონი, კოტერმა ბოლომდე არ იცოდა რა უნდა ეთამაშა.

რა უნდა ეთამაშა რო ? მარტო პირველი ხაზი თამაშობდა, დანარჩენებს ეძინათ მთელი თამაში.

Posted by: BigG 3 Jun 2018, 01:02
QUOTE
რა უნდა ეთამაშა რო ? მარტო პირველი ხაზი თამაშობდა, დანარჩენებს ეძინათ მთელი თამაში.


არ ითამაშეს და არ ათამაშეს შორის დიდი განსხვავებაა.

Posted by: SGG 3 Jun 2018, 01:03
ნარო საუკეთესო იყო მონპელიეში,მიწოლაშI ხო თავისთავად და ღია თამაშშიც ძალიამ მაგარი იყო. სასწაული მებრძოლი და ყვერებიანი ტიპია,აფრიკელებიც კი დაჩრდილა.
ყველაზე მეტად იმსახურებდა ჩემპიონობას.

მონპელიემ პინარის ცუდი თამაშის გამო წააგო,მთელი წელი იდეალურად თამაშობდა,მაგის დამსახურებით გავიდნენ ფინალში და ფინალი ჩააგდო.
ისე,კასტრი სულ ასეთი ძაღლი გუნდია, 2013 წელს ყველაზე მაგარი ტულონიც ააყირავეს ფინალში. თამაშს ბოლომდე კლავენ.

Posted by: qobula 3 Jun 2018, 01:05
10 ნომერს არაფერი უკეთებია მთელი თამაში, ერთ ადგილს იფხანდა.

Posted by: giushki 3 Jun 2018, 01:16
ყოჩაღ რა, მაგარი თამაში დადო კასტრმა. სად დღევანდელი ქოქოთი და სად პიენაარი, გელა უკეთესად ითამაშებდა მის ადგილას, დარწმუნებული ვარ. ტიპებმა ჭკუით ყველა ასპექტში დაჩაგრეს, ნუ თუ იმ ერთ უდისციპლინობას არ ჩავთვლით, სადაც სინბინი მიიღეს, მაგრამ გუნდმა სწორად ითამაშა მაგ დროს. საერთოდ სხვა რაგბს ველოდებოდი და საერთოდ სხვა ითამაშეს. დიდწილად მწვრთნელების ბრალიცაა ბევრი რამე. ისე გადაუკეტა სივრცე კასტრმა, 12-13 და ფრთები შუაგულში უტევდნენ. მოკლედ ტოპ14 ფინალია თუ პლეიოფი, მაგარი სვარკაა ასეც და ისეც biggrin.gif

კაია მაინც ქართველებმა რომ ფინალი ითამაშეს, დავფიქსირდით. ნაროს ეკუთვნის ისე 1 ჩემპიონის ტიტული მაინც.

Posted by: Levan ch 3 Jun 2018, 01:35
მაპატიეთ ჯენტლმენებო მაგრამ:
ეს იყო რაგბის გამარჯვება bis.gif bis.gif bis.gif
ხასიათმა დაამარცა კლასი!

ტრადიციულად გრანდების მკვლელი love.gif


რაგბის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე ღირსეული ჩემპიონია კასტრი
რა გუნდებს მოუგო, რა პირობებში და რა რესურსით ეგ ცალკე თემაა.

კრისტოფ ურიო დაფრინავს, კრისტოფ ურიო არ დადის!
user posted image

Posted by: Gio_G83 4 Jun 2018, 13:32
ნადოლო...
რამდენი ზურს უკან დაურტყეს და ბურთზე მიბრუნდა იმდენი დააჯდნენ

მგონი მილტონმა ეგენი კი არა რომ არ ჩანს ის დეტალებიც იცის-ყველზე სასიამოვნო ეგ იყო ჩემთვის

(აბა ნარომ ვერ აღმართა "თასი" და...)

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)