#55685377 · 8 Jan 2020, 16:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემა დიდია და ამიტომ ბოდიშს მოგიხდით თავიდანვე. ზუსტსახელებს და ადგილებს არ ვიტყვი მაინც რა ვიცი. მოკლედ მე ვცხოვრობ საბურთალოს რაიონში, ცენტრალურ უბანში. ე.წ. იტალიურ ეზოს რომ ეძახიან ისეთში. მამაჩემმა ეგ სახლი მაგ ეზოში იყიდა 1964 წელს, იმ აზრით რომ დღე დღეზე უნდა დანგრეულიყო უბანი და სანაცვლო მიეღო ბინა. მის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, თავად მამაც გარდამეცვალა 2 წლის უკან. ჩვენ კიდევ იქ ვართ. თან მამაჩემმაეგ ადგილი იყიდა სიტყვიერტი მოლაპრაკებით. იმიტომ რომ მაშIნ ყიდვა გაყიდვა უძრავი ქონების არ შეიძლებოდა და თანაც არც იმ "მეპატრონეს" ქონდა საკუთრებაში ის სახლი. შემდეგ 90 იანებში იმ "მეპატრონემ" ჩვენგან უჩუმრად დაიკანონა ჩვენი სახლიცდა კიდევ სხვა მეზობლების სახლებიც. იდეა ქონდა რომ სამშენებლო კომპანიები რომ მოვიდოდნენ მეტი ფართი მიეღო. მართლაც, გასული საუკუნის 90 იანი წლების ბოლოდან დაიწყო ინვესტორების შემოსვლა იმ ჩემს უბანში, რომელიც მანამდე წყნარი მშვიდი და მწვანე იყო. დაეძალნენ რა თქმა უნდა ცარიელ ადგილებს, მაგრამ მოუწიათ ბევრი მაცხოვრებლის დაკმაყოფილებაც. მაგრამ ეს ჩემი მეპატრონე უკვე თავში იწევდა გიდა თუ არა ბერვი ფართი მინდაო, მიწის ფართიდანბ ითხოვდა 1:1 ზე ყევლაზე მცირეს. თან ისე აკეთებდა რომ ჩვენ ე.წ ატსტუპნიკების ბინებიდანაც წილს ითხოვდა. რა თქმა უნდა გაიქცა ინვესტორების უდიდესი ნაწილი. შედეგად ჩვენს ეზოს ორივე მხრიდან დიდი კორპუსები ამოუშენეს და ჩვენ დაგვტოვეს. შემდეგ მოვიდა ერთი ინვესტორი, პირობითად დავარქვათ ბობო. ხო და ამ ბობომ მოინდომა ჩვენსადგილზე მშენებლობა, გარკვეულ წილად მოელაპრაკა კდიეც ამ ჩემს ე.წ. მესაკუთრეს. მაგრამ უკვე აშენებული კორპუსების მაცხოვრებლებმა გაჭიმეს ფეხი. გინდა თუ არა დავიღალეთ ამდენი მშენებლობით ხმაურით და მტვერითო და მერიას ააკრძალინა ჩვენ ტერიტორიაზე მშენებლობა, პეტიციაპეტიციაზე წერეს შემდეგ ამ მშენებელმა ბევრი ირბინა თუ ცოტა, მერიასთან მოახერხა და ადგილმონაცვლეობა გამოიწერა. ჩვენი საბურთალოს მიწის სანაცვლოდ მან კუსტბასთან (ასევე პირობითი დასახელებაა) პრესტიჟულ ადგილზე მიწა აიღო. თან 2000 ჩვენი კვადრატის სანაცვლოდ იქ მიიღო 9000 მდე კვადრატი ცარიელი მიწა. საჭირო იყო უბრალოდ ამ მიწაზე მაცხოვრებლების დაკმაყოფილება ფართით.
მოკლედ მე რატომ გაწუხებთ ახლა. იმ მშენებელმა რომიმტყვიან ისტერიული სიჩქარით დამადებინა ხელშეკრულება 19 წლის სექტემბრის დასაწყისში. 75 კვადრატი შემომთავაზა კუსტბასთან.. არ შევვაჭრებივარ. იმიტომ რომ იქედან აღებული თანხა საკმაოდ დიდი გამოდის და სხვა უბანში თუ მივდივარ ბარემ ჩემით ვიყიდი სადაც მინდათქო ვიფიქრე... მაგრამ ეჭვი ავიღე რომ პატიოსნად არ იმუშავებდა და ამიტომაც მოვითხოვე გარანტიები. რაზედაც კატეგორიული უარი მივიღე. თანმაჩქარებდა ხელშეკრულება დროულად მომიწერე ხელი მეჩქარება მერიასთან საქმეა გასაკეთებელი ადგილმონაცვლეობაზეთქო. მოკლედ მოლაპრაკების დაწყებიდან სულ 1 კვირაში ხელშეკრულება შედგა. რომელიც შემდეგნაირი პირობებითაა. ჩუღურეთის რაიონში მაძლევს უკვე აშენებულ 80 კვ ბინას საკუთრებაში, და მაქვს უფლება რომ იმ კუსტბასდაველოდო და ეს ჩავაბარო უკან იმას რომ ააშენებს და ის 75 ავიღო. ხელშეკრულებით თუ კი მერია მოგვადგებოდა მანამ სანამ ჩვენი ხელშეკრულებები ჩაირთვებოდა ის ვალდებულებას იღებდა რომ მოეცა ჩვენთვის ქირის ფული, სადაც ვცხოვრობ იმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 2 ოთახიანი ბინის ფასი. მაგრამ სიჩქარის და დიდი მიღებული სტრესის გამო, გამოგვრჩა ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს პუნქტის გაწერა. ასევე უარი თქვა მშენებელმა რომ ვადები გაწერილიყო. არ ვიცი რას როდის გავაკეთებო. ხელშეკრულება რომ დარეგისტრირდა შეჩერება მომივიდა რეესტრიდან, ოპერატორმა დამირეკა და პირდაპირ მითხრა რომ თაღლითურ სქემას გავსო. იმიტომ რომ ის ჩუღურეთის უკვე აშენებული ბინა რაც გიწერიათ აქ განშლაო, სინამდვილეში კომერციული ფართიაო და არა ბინაო. ამის გამო მოხდა ხელშეკრუელბაში ცვლილების შეტანა და ამ ხელშეკრუების მიხედვით მას დაეწერა ვალდებულება რომ სანამა რ გაასწორებდა ამ სტატუსს მანამდე არჩამერთვებოდა ხელშეკრულება. ასევე ვალდებული იყო რომ ყველა ამბავი მოეწერა ოფიციალურად. ანუ თუ ადგილმონაცვლეობა გაკეთდებოდა ოფიციალური წერილით უნდა შეეტყობინებინა, ასევე თუ მერიასთან მოლაპრაკებები დაეწყებოდა ისიც. 6 დეკემბერს მოვიდა მერიის წარმომადგენელი და უბოდიშოდ ჩაგვიჭრა გაზი. ჩემი ტერიტორიაა და აქ გაზი არ მჭირდებაო. ისე რომ ჩემს ოჯახს გაფრთხილებ არ მისვლია, ესადამიანი ვალდებული ყოფილა რომ ნოემბრის ობლოს მომლპარაკებოდა ქირაზე, მან იგნორირება გამიკეთა. შემდეგ უკვე როცა სამეზობლოს ძალისხმევით ჩაირთო გაზი. ამ მშენებელს შეხვედრა ვთხოვე რომ ქირაზე დავილაპარაკოთთქო, 2 კვირა დამჭირდა ამ შეხვედრის დასათქმელად, ხან არ ეცალა, ხან არ მპასუხობდა ხან გათიშული იყო და ასე შემდეგ. ბოლოს რომ დაითქვა შეხვედრა თავად დირექტორი არ მოვიდა მოადგილე და იურისტი გამომიგზავნა. მე შევთავაზე ალტერნატიული ვერსია რომ სრული თანხა მოეცათ იმ შეპირებული კუსტბის ფასიდან და დავშლილიყავით. იმიტომ რომ ამ ხელშეკრულებით ამათ ის ჩუღურეთის ბინა ეყინებოდათ და ქირაც უნდა გადაეხადათ კიდევ გაურკვეველი ვადით, იმიტომ რომ იმ ჩუღურეთის კორპუსს ვერ აბარებენ, ოპქტომბერშI ჩასაბარებელზე იძახის რომ იანვრის ბოლოს ჩავაბარებო. რაც გავიგე პრობლემა ისაა რომ სარდაფში წყალი დგება. ამის გამოა თუ იმის გამო მერიამ ჯერ ჯეროით არ ჩაიბარა ეგ შენობა, თუ არ ჩაიბარებს კიდევ სატატუსი არ შეიცვლება. ამიტომაც გავბედედა ის თანხა ვუთხარი. ეს უკვე დეკემბრის მეორე ნახევარია. ველოდებოდი რამე ეთქვათ... დამირეკეს და წარმოიდგინეთ. მე ვთქვათ ვცხოვრობ სპორტის სასახლესთან და ხელშეკრულებაშიც მიწერია რომ ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიის ქირის საბაზრო ფასიო, რომელიც 450$ დანზ ევითაა, და ეგ მეუბნება რომ ბახტრიონი პეკინის ქუჩაზე 700ლარი ღირსო და მეტს არ გადაგიხდიო, ასევე მეუბნება რომ იგივე პირობებში უნდა გაგიყვანო რაშიც ახლა ხარო, რაც ასევე ხელშეკრუელბიტ გაწეერილი არ გვაქვს. თან ეს ლაპრაკი მიმდინარეობს დიდი ისტერიკის ფონზე. ეგ ბობოს გენდირი ბოლო ხმაზე დამყვირის ტელეფონიდან. მე შენ ბინა მოგეცი და რაღას ითხოვო. იმიტომ რომ იმავე პირობებში თუ უნდა გამიყვანოთ ამ მომენტსი ეზოში 2 მანქანა მიდგასთქო ვთქვი. ხოდა თუ პირობები იგივე უნდა იყოს გაითვალისწუინეთთქო ვუთხარი. ხო და ისტერიკა მომიწყო...
წარმოიდგინეთ მირღვევს ხელშეკრუების იმ პინქტს რომელიც უმარტივესი შესასრტულებელია და არ მატყობინებს ოფიციალურად რომგაფორმდა ადგილმონაცვლეობა და ის მიწარ აც ადრე ჩემი იყო ახლა მერიისაა. ასევე მირღვევს მეორე პუნქტს რომ როცა მერიამოგვადგება ის ვალდებულია ქირაზე დამელაპრაკოს, ასევე მირღვევს მესამე პუნქტს სადაც მიწერია რომ სადაც ვცხოვრობ იმის მიმდებარე ტერიტორიაზეთქო და ეძებს სხვა უბანში რაც შეიძლება იაფად. ასევე ახალი პუნქტი უნდა შემატენოს რომელიც საერთოდ გაწერილი არაა რომ იგივეპირობებში უნდა გადამიყვანოს და როცა გაიგო ჩემგან იგივე პირობებში რა შეიძლება შევიდეს, აგრესიით მპასუხობს. აი თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ შემთხვევაში?
მე ავდექი და დღეს მივწეერე დიდი წერილი. სადც ყველა ჩემი პრეტენზია წარმოვთქვი, და აგრეთვე ვაუწყე ოფიციალურად რომ ვწყვეტ მათთან ურთიერთობას და სასამართლოს ძალით ვაპირებ დავიბრუნო ჩემი ქონება იმ მდგომაროებაში და სტატუსში რაც მქონდა ხელშეკრუელბის დადებამდე. მე პირადად არანაირი ნდობის ფაქტორი აღარდამრჩა მის მიმართ, აღარ ველოდები რომ ეგ იმ დანარჩენ პუნქტებს შეასრულებს.
წარმოიდგინეთ არ მაქვს გაწერილი პირგასამტეხლო, ის ერომ თუ რამეს არ გააკეთებს ვერ მოვთხოვ ანაზღაურებას, არ მიწერია ვადები ხელშეკრულებაში. თუ ვთქვათ მე გავალ ამ ხელშეკრულებით, მაქსიმუმ მომცეს 2 თვის ქირა, შემდეგ აღარ გადაიხდის მიუხედავად იმისა აქვს თუ არა გადასახდელი. მე ვერ მოვთხოვ. ასევე იმ სტატუსსაც იმ ჩუღურეთის ბინაზე არ შეცვლის დროულად, რაღა ეჩქარება? თუ მე წავალ სასამართლოში იტყვის რომ აკეტებს, საქმე ჯერ პროცესშია და მე გამოვალ გაშავებული ხო?
ხო და სადაც ამ ადმიანმა ისტერიკა და ხმამაღალი ლაპრაკი გამიბედა და მანამდე კიდე 2 კვირიანი წრუწუნი რომ შეხვედრაზედამთანხმებოდა, აქვს რამე აზრი ამის მერე მასთან ურთიერთობას? თუ მე იმ სახლშ დავცლი შემხვდება? გააკეთებს გასაკეთებელს? რითI ვაიძულებ? მომიწევსჩემი ჯიბიდან თან ქირა ვიხადო და თან უსარგებლო სასამართლო პროცესები ვმართო?
ამიტომაც ხელმეორედ შევთავაზერომ საერთო თანხაზე შევჯერდეთდა სასამართლოს გარეშე მოვილაპრაკოთთქო თუ არა და ამ ხელშეკრულებას უცილობლად ვშლი ისეაც და ასედაცთქო...
ხო და რას მეტყვით? დიდი შეცდომა ჩავიდინე? მე ამ მომენტისთვის რასაც ვუყურებ სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა რაცგავაკეთე, ვიცი ახლა მომიწევს ერთბაშად მერიასთანაც ბრძოლა და მაგ კომპანია ბობოსთანაც. მაგრამ სხვარა შემეძლო გამეკეთებინა? ან ახლა რა გავაკეთო?
წავიდე დავწერო ყველა ინსტანციაში რომელსაც ეხება რომ ჩემი ხელშეკრულებაარ მუსაობს და არ ჩამირან კომუნიკაციები და არ მომაყენონ ბულდოზერი? ჩემმა იურისტმა 3 დღე რომ მივეცით მოსაფიქრებელიო ვაცადოთო და მერე მე დაველაპრაკებიო. ხო და რა ვქნა?
ამ ყველაფრის გამო ისე ვარ დასტრესილი იმედია ამ ზამთარს ცოცხალი გავაღწევ. * * * არ შეგიძლიათ ვინმემ რამე მირჩიოთ? მაგალითად აღსანიშნავი ისაა რომ ადგილმონაცვლეობაა გაკეტებული და ჩემი მიწა ჯერ მშენებლის ხელში აღმოჩნდა მერე მერიის ხელში გადავიდა. ხო და ახლა რომ ვშლი ხელშეკრულებას, რა პრობლემების წინაშე უნდა დავდგე? მერიასთან მომიწევს როგორც ვხვდები დავა ხომ?
--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
|