მრავალწლიანი მუსიკალური მოღვაწეობის შემდეგ Nim Rodel გვევლინება სადებიუტო ალბომით Nominalist & Idealist - ინსტრუმენტალური ნაშრომით, რომლის 14-ივე ტრეკი გაჯერებულია იმ მრავალფეროვანი, არაორდინალური და კლასიკური ელემენტებით, რომელთა სმენამაც ნიმროდელს მუსიკალური ხედვა ჩამოუყალიბა და რომელთაგან ინსპირაციაც არის მიზეზი ამ პროექტის იდეის ჩასახვისა თავდაპირველადვე. ნომინალიზმი - ესაა იდეა, რომ სამყაროში არაფერი აბსტრაქტული, მხოლოდ ფიზიკური ნაწილაკები არსებობს, ესაა ის თვითნებური ცოდნა, რაც ნიმროდელს ტვინში აქვს. იდეალიზმი - ესაა იდეა, რომ იდეალებს უნდა ვემსახუროთ, რაც მისი გულიდან მოდის - შესაბამისად - ტვინით ნომინალისტი & გულით იდეალისტი. ამ ორი კონტრინტუიციული, ურთიერთსაწინააღმდეგო კონცეპცით ცხოვრობს ნიმროდელი და ეს ალბომი მისი ამ თავგადასავლის მუსიკალური მანიფესტაციაა; მეორე მხრივ კი, ავტორისთვის ალბომის იდეა სემპლინგის ხელოვნების და თავისი მუსიკალური გემოვნების გაზიარების სურვილია. Victor Vincara Records სტუდიაში ჩაწერილი, Nominalist & Idealist-ის ესენციაა - 14 ინსტრუმენტალი, რომ თავი ასიამოვნო. ისიამოვნე.
სტილომეტრიაში ბავშვებს ვამზადებ ბიჭო არადა. ))) ;)