Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > მისაღები მინიმალური ანაზღაურება


Posted by: Lekso-Dav 5 Mar 2021, 01:36
რა არის ის მისაღები მინიმალური ანაზღაურება რაც გადაგაფიქრებინებს უცხოეთში წასვლას

გთხოვთ დააფიქსიროთ მინიმალური ანაზღაურება რომლის ქონის შემთხვევაშიც არ წახვიდოდით საქართველოდან და დარჩებოდით აქ
popcorn.gif

Posted by: bubu 5 Mar 2021, 02:00
არ მაკლდა საქართველოში ხელფასი, წავედი და სწორიც ვქენი.

Posted by: Lekso-Dav 5 Mar 2021, 02:09
QUOTE
არ მაკლდა საქართველოში ხელფასი, წავედი და სწორიც ვქენი.

რომელ ქვეყანაში?
რატომ ფიქრობ რომ სწორი ქენი? რა არის იქ ისეთი რაც საქართველოში არაა ?

Posted by: low flyer 5 Mar 2021, 05:24
bubu
QUOTE
არ მაკლდა საქართველოში ხელფასი, წავედი და სწორიც ვქენი.

+1

Lekso-Dav
QUOTE
რატომ ფიქრობ რომ სწორი ქენი? რა არის იქ ისეთი რაც საქართველოში არაა ?

ქართული მენტალიტეტი

9000 ლარს მთავაზობდნენ თუ დავბრუნდებოდი საქართველოში, უარის თქმა საერთოდ არ გამიჭირდა smile.gif

Posted by: ქართლოსი 5 Mar 2021, 08:48
300 ლარი არსად წამსვლელი არ ვარ.
.....................

Posted by: ლუკატარ 5 Mar 2021, 17:49
bubu
QUOTE
არ მაკლდა საქართველოში ხელფასი, წავედი და სწორიც ვქენი.

+1
QUOTE
ქართული მენტალიტეტი

+1

ნერვები დამიწყნარდა, რაც წავედი: არც რიგში ჩაგიხტება ვინმე, არც ველობილიკზე და ტროტუარზე დაგიპარკინგებს ჯიპი, გადასასვლელზე გზას გითმობენ, თავაზიანად გელაპარაკება ყველა.

თვითონ სამსახურში დამოკიდებულებაც სხვაა გინდა უფროსისგან, გინდა სხვა თანამშრომლებისგან. ძალიან კოლეგიალურად და პატივისცემით გეპყრობიან. თან რამდენად სცემენ პატივს შენს პირად სივრცეს, დროს! სამუშაო საათების მერე შანსი არაა ვინმემ დაგირეკოს, შვებულებაზე შანსი არაა უარი გითხრან. რამეზე ფუშინგი გაგიკეთონ რომ აპაპაპ ხვალ მზად უნდა იყოს და ეგეთები ხო საერთოდ აღარ მახსოვს.

მერე გარემოც, გამწვანება, სუფთა ჰაერი, სივრცე, პარკები პარკები პარკები, ცხოველებიც კი სასიამოვნოა იხვები, გედები, ბატები და ეგეთები რომ იჩითებიან წყალთან.

კორპუსებზე მიშენებები არა, გამოფენილი ტრუსიკები არა, ჩამონგრეული ფასადები არა, ერთმანეთში ახლართული კაბელები არა;

მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა.


ისიც აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ხალხს რომ ჰქონდეს 5000 ლარიდან ხელფასები, ეს ზევითჩამოთვლილი პრობლემებიც ნელნელა მოგვარდებოდა.


Posted by: Lemarc 5 Mar 2021, 18:20
ლუკატარ
QUOTE
თვითონ სამსახურში დამოკიდებულებაც სხვაა გინდა უფროსისგან, გინდა სხვა თანამშრომლებისგან. ძალიან კოლეგიალურად და პატივისცემით გეპყრობიან.

რომელ ქვეყანაში ხართ თუ საიდუმლო არაა? მეც მინდა მოვშორდე აქაურობას და არ ვიცი სად წავიდე user.gif

Posted by: cron4mer 5 Mar 2021, 18:41
QUOTE
4000 ლარი [ 4 ]  [14.81%]





Posted by: ronaldo99 5 Mar 2021, 19:12
მხოლოდ ხელფასზე არარის

აი იდეალურად დაწერა იუზერმა


QUOTE (ლუკატარ)
ნერვები დამიწყნარდა, რაც წავედი: არც რიგში ჩაგიხტება ვინმე, არც ველობილიკზე და ტროტუარზე დაგიპარკინგებს ჯიპი, გადასასვლელზე გზას გითმობენ, თავაზიანად გელაპარაკება ყველა.

თვითონ სამსახურში დამოკიდებულებაც სხვაა გინდა უფროსისგან, გინდა სხვა თანამშრომლებისგან. ძალიან კოლეგიალურად და პატივისცემით გეპყრობიან. თან რამდენად სცემენ პატივს შენს პირად სივრცეს, დროს! სამუშაო საათების მერე შანსი არაა ვინმემ დაგირეკოს, შვებულებაზე შანსი არაა უარი გითხრან. რამეზე ფუშინგი გაგიკეთონ რომ აპაპაპ ხვალ მზად უნდა იყოს და ეგეთები ხო საერთოდ აღარ მახსოვს.

მერე გარემოც, გამწვანება, სუფთა ჰაერი, სივრცე, პარკები პარკები პარკები, ცხოველებიც კი სასიამოვნოა იხვები, გედები, ბატები და ეგეთები რომ იჩითებიან წყალთან.

კორპუსებზე მიშენებები არა, გამოფენილი ტრუსიკები არა, ჩამონგრეული ფასადები არა, ერთმანეთში ახლართული კაბელები არა;

მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა.


Posted by: zzz77 5 Mar 2021, 19:49
სად ჯანდაბაში წავიდე ოჯახით აქ მაქ შემოსავალი 4000 მდე.მაგრამ მაინც მინდა წასვლა რომ ვიცოდე რომ მოვეწყობოდი.მაგრამ ენა არ ვიცი ხელობა არ მაქვს და ვის რად უნდივარ

Posted by: aleqsanderblack 6 Mar 2021, 04:21
არასდროს ყოფილა ჩემი წასვლის მიზეზი მატერიალური , ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას ფულით ვერ იყიდი .

Posted by: ლუკატარ 6 Mar 2021, 05:00
Lemarc
QUOTE
რომელ ქვეყანაში ხართ თუ საიდუმლო არაა?

გერმანიაზეა საუბარი

Posted by: bubu 6 Mar 2021, 13:54
Lekso-Dav
QUOTE
რომელ ქვეყანაში?

ნატვრად და სიზმრად მქონდა გერმანია, მაგრამ 5 წელი ყოველდღიური ლატერეის სახელად "გააგზავნე შენი CV" თამაშის შედეგად მოვხვდი კვიპროსზე. კვიპროსი კი კარგია, მაგრამ ნატვრა ნატვრაა, და კიდე 1.5 წელიწადში აღვისრულე ნატვრა, გადავედი მიუნხენში. ეხლა ბოლო ერთი წელი ვცხოვრობ ვენაში, და ვენიდან წასვლას არსად არ ვაპირებ.
QUOTE
რატომ ფიქრობ რომ სწორი ქენი

წუხელ გვიან დავინახე შენი პოსტი, და გავიფიქრე "ხვალ დავუწერ - ნერვები დამიწყნარდა", და დავინახე ლუკატარ პოსტი, აი 101% დაწერა რატომ. ხო, ნერვები ჯერ კიდე კვიპროსზე დამიწყნარდა, და დამიწყნარა იმან, რასაც ვერ ვიტანდი, ძალიან მაღიზიანებდა და მეზიზღებოდა საქართველოში - მართმადიდებელი მღვდელის დანახვამ.

ლუკატარ, +100 კიდევ ერთხელ.

პლუს ჩემი ერთი მიზეზი - ბაბშვებბა მინდა ისწავლონ ევროპაში, გახდნენ მრავალენობანები და გაიზარდნონ "მსოფლიოს მოქალაქეებად", და ჰქონდეთ არჩევანი სად და როგორ იცხოვრონ როცა გაიზრდებიან, ევროპა, საქართველო, სადაც უნდათ, დდმყლი რუსეთის გარდა.

Posted by: forumistvis 6 Mar 2021, 14:00
რავი ადრე ერთმა მითხრა 5000 ლარ ხელფასზეც არ ვიმუშავებო და არვი

Posted by: Lekso-Dav 6 Mar 2021, 20:21
bubu
ლუკატარ

თქვენ ახალი ჩასული ხომ არ ხართ გერმანია - ავსტრიაში ასე ლამაზ ფერებში რომ გეჩვენებათ ყველაფერი?

იმაზე რას იტყოდით რომ გადასახადები 40-45% ია, იმ დარჩენილიდან რაც ხელზე იღებ კიდევ ნახევარი წავა ბინის ქირაობაში
ბინის/სახლის ყიდვა მიუნხენში ან ვენაში ხომ საერთოდ ცოტასთვის მიღწევადია, კრედიტი რო აიღო მთელი ცხოვრება უნდა იხადო, საქართველოში კი ადვილად ერთი ხელის მოსმით იყიდი ბინას ან სახლს

ანუ ამდიდრებ ფაქტიურად ერთ მხრივ გერმანიის/ავსტრიის ბიუჯეტს მეორე მხროვს ბინის მეპატრონეს ვისგანაც ქირაობ
* * *
QUOTE
ნატვრად და სიზმრად მქონდა გერმანია, მაგრამ 5 წელი ყოველდღიური ლატერეის სახელად "გააგზავნე შენი CV" თამაშის შედეგად მოვხვდი კვიპროსზე

როგორ არ გეზარებოდა ყოველ დღე CV გაგზავნა, რა არის საქართველოში მართლა ასეთი ცუდი?

QUOTE
რასაც ვერ ვიტანდი, ძალიან მაღიზიანებდა და მეზიზღებოდა საქართველოში - მართმადიდებელი მღვდელის დანახვამ.

რას ერჩი მღვდელს, კვიპროსზე რა არ იყვნენ მართმადიდებელი ბერძენი მღვდლები ?

Posted by: bubu 6 Mar 2021, 23:11
Lekso-Dav
QUOTE
თქვენ ახალი ჩასული ხომ არ ხართ გერმანია - ავსტრიაში ასე ლამაზ ფერებში რომ გეჩვენებათ ყველაფერი

რატო "მეჩვენება", ლამაზი და ფანტასტიურია გერმანია/ავსტია, აღმოსავლეთ ბერლინის გარდა. ოღონდ ვერ გავიდე, მორალის კითხვას და ჭკუის სწავლებას გვიპირებ, ასეთი ფრაზით რო იწყებ პასუხს?
QUOTE
იმაზე რას იტყოდით რომ გადასახადები 40-45%

რას ვიტყვი და სულ ცალ ფეხზე მკიდია რამდენია გადასახადი, მე წლიურ ხელფასს რო მეუბნებიან, მივდივარ tax calculator-ზე და ვითვლი რამდენი იქნება ნეტტო ხელფასი. და ეგ 40-45% არა მარტო გადასახადია, ეს არის გადასახადი+სოციალური გადახდები+სამედიცინო დაზღვევა.
QUOTE
იმ დარჩენილიდან რაც ხელზე იღებ კიდევ ნახევარი წავა ბინის ქირაობაში

მიუნხენში 30% მიმდიოდა, ვენაში 20%. ნეტტო ხელფასიდან. მიუნხენში ვცხოვრობდი ბოგენხაუზენში, ვენაში ვცხოვრობ მე-3 რაიონში ჰუნდერტვასერხაუზის გვერძე, ანუ ძალიან ნორმალურ რაიონებში, და არა 1 საათი ს-ბანით სავალში ქალაქიდან. ვენაში ჩათვალე ფალიაშვილზე ვცხოვრობ პარკის გვერძე.
QUOTE
ბინის/სახლის ყიდვა მიუნხენში

უაზრობაა, უაზროდ ძვირია, რაც იყო ერთერთი მიზეზი ჩემი მიუნხენიდან წასვლის
QUOTE
ან ვენაში

ორჯერ უფრო იაფია, ანუ იფოტეკაში გადაიხდი ქირის ფასს, ნუ თუ ძალიან ფოი-ფოი პენტხაუზი არ მოინდებე მარიახილფერზე. ზუსტად მაგით ვარ დაკავებული, ვეძევ სახლს რო ვიყიდო. ბინა არ მინდა, სახლი მინდა.
QUOTE
კრედიტი რო აიღო მთელი ცხოვრება უნდა იხადო

და რა პრობლემაა მერე? ან ქირას იხდი, ან იფოტეკას. გინდა სხვაგან წასვლა - აქირაბებ შენ უძრავ ქონებას და მიდიხარ. ან ყიდი, ყოველთვის უფრო მეტს აიღებ სახლში და ბინაში, ვიდრე გადაიხადე. იფოტეკა 0.9-1.5%...
QUOTE
საქართველოში კი ადვილად ერთი ხელის მოსმით იყიდი ბინას ან სახლს

სახლიც მაქვს საბურთალოზე, და ბინაც პლატოზე, და ორ რაიონში იმერეთში ორი სახლი, და 3 მანქანა დავტოვე, რო წავედი ნორმალურ მხარეს საცხოვრებლად, და უფროსობა 1000$ მიმატებდა ხელფასს თვეში, იქნებ დარჩეო, მაგრამ, გორორც აქ უკვე დაიწერა,
QUOTE
არასდროს ყოფილა ჩემი წასვლის მიზეზი მატერიალური , ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას ფულით ვერ იყიდი

aleqsanderblack +100
QUOTE
ანუ ამდიდრებ ფაქტიურად ერთ მხრივ გერმანიის/ავსტრიის ბიუჯეტს

დიახ, და ვხედავ, რაში მიდის ჩემი გადასახადები.
QUOTE
მეორე მხროვს ბინის მეპატრონეს ვისგანაც ქირაობ

ეს საბჭოთა აზროვნება და სხვის ჯიბეში ყერება (პლუს კიდე რამოდენიმე მიზეზი) არის რო ღუპავს საქართველოს.
QUOTE
როგორ არ გეზარებოდა ყოველ დღე CV გაგზავნა, რა არის საქართველოში მართლა ასეთი ცუდი?

ძალიან ჩვეულებრივად. როცა რაღაცა გინდა, ხელები არასდროს არ უნდა დაუშვა, თუმცა რამოდენიმეჯერ კი მქონდა აზრი შევეშვა და დავაყენო, მაგრამ არ მოვეშვი.
და საქართველოში კიდე ყველაფერია ცუდი და უკუღმართი, გარდა სამზარეულოსი. რაც გვაქვს - ის გვაქვს. სამზარეულო. ეგაა და ეგ.
QUOTE
რას ერჩი მღვდელს, კვიპროსზე რა არ იყვნენ მართმადიდებელი ბერძენი მღვდლები ?

ძალიან გინდა გიპასუხო ამ კითხვაზე? საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია არის ერთერთი უუკუღმართესი ძალა, რომელიც ღუპავს საქართველოს. აბა დაინტერესთი, რატო არის ჩეხეთის 70% ატეისტი...

Posted by: ლუკატარ 7 Mar 2021, 01:06
Lekso-Dav
დავწერდი მეც რამეს, მაგრამ ზედა პოსტში ითქვა სათქმელი უკვე
bubu
მეც ბოგენჰაუზენში ვარ, წამოვიდე ვენაში? biggrin.gif

Posted by: bubu 7 Mar 2021, 01:24
ლუკატარ
QUOTE
bubu
მეც ბოგენჰაუზენში ვარ, წამოვიდე ვენაში?

ვახ, გენაცვალე smile.gif მიუნხენი მიყვარს with all my heart, მაგრამ ვენა სულ სხვაა smile.gif
მოკლედ, პმ if any.
ჰეჰ, ჩემო მიუნხენო და ჩემო augustiner bräustuben-ო!
* * *
ლუკატარ
ლინკედინზე მოგაგენი, მგონი smile.gif

Posted by: anamaria77 7 Mar 2021, 16:01
დოლარის კუსრის ფასებია ისედაც ყველაფერზე ქვეყანაში . ასე რომ მინიმალური ხელფასი 900 $ მაინც უნდა იყოს ლარებში

Posted by: ლუკატარ 7 Mar 2021, 16:20
bubu
ავგუსტინერი ნამდვილად კარგია alk.gif

კი, მოგიგნია biggrin.gif

Posted by: SYS 8 Mar 2021, 16:55
QUOTE (zzz77 @ 5 Mar 2021, 19:49 )
სად ჯანდაბაში წავიდე ოჯახით აქ მაქ შემოსავალი 4000 მდე.მაგრამ მაინც მინდა წასვლა რომ ვიცოდე რომ მოვეწყობოდი.მაგრამ ენა არ ვიცი ხელობა არ მაქვს და ვის რად უნდივარ

მოიცა აბა რაში გაქვს 4000 ხელფასი აქ?

Posted by: forumistvis 8 Mar 2021, 18:30
ძალიან ბევრია საჭირო
არაფერი არ არის ეს ფული
ყველაფერი დღითი დღე ძვირდება

Posted by: Lemarc 9 Mar 2021, 01:13
რა პროფესიებია სადაც შეიძლება რომ ყოველთვიურად გამოგივიდეს ხელზე მინიმუმ 2000 ლარი?

Posted by: Lekso-Dav 9 Mar 2021, 01:27
Lemarc
QUOTE
რა პროფესიებია სადაც შეიძლება რომ ყოველთვიურად გამოგივიდეს ხელზე მინიმუმ 2000 ლარი?

IT -ში , სის ადმინი , პროგრამირება, ვებ დიზაინი და მსგავს სფეროებში გამოვა ხელზე მინიმუმ 2000 ლარი

Posted by: bubu 9 Mar 2021, 14:30
QUOTE (Lekso-Dav @ 9 Mar 2021, 01:27 )
Lemarc
QUOTE
რა პროფესიებია სადაც შეიძლება რომ ყოველთვიურად გამოგივიდეს ხელზე მინიმუმ 2000 ლარი?

IT -ში , სის ადმინი , პროგრამირება, ვებ დიზაინი და მსგავს სფეროებში გამოვა ხელზე მინიმუმ 2000 ლარი

კაფელშიკი.
არ ვხუმრობ.

30chars to post

Posted by: Lekso-Dav 12 Mar 2021, 02:39
bubu
QUOTE
კაფელშიკი.
არ ვხუმრობ.

30chars to post
იგნორირება

ისე წერ მგონი აიტი კონსულტანტი ხარ საათში 100 ევრო ანაზღაურებით lam.gif

Posted by: bubu 12 Mar 2021, 12:16
QUOTE (Lekso-Dav @ 12 Mar 2021, 02:39 )
bubu
QUOTE
კაფელშიკი.
არ ვხუმრობ.

30chars to post
იგნორირება

ისე წერ მგონი აიტი კონსულტანტი ხარ საათში 100 ევრო ანაზღაურებით lam.gif

Consulting-ში ცოტა ხანში, გერმანული არ ვიცი, ენის გარეშე კონსალტინგში ვერ იქნები, მნიშვნელობა არ აქვს რა გამოცდილება და ცოდნა გაქვს. ჯერჯერობით ჩემი უბრალო აჩკარიკა კომპიუტერშიკის წლიური 7x000 ევრო გროსს მყოფნის. და თუ რატომღაც მომიწევს სხვა პროფესიის შესწავლა, ვისწავლი კაფელშიკობას. ისე მანქანის ხელობაც ვიცი, 12 წლის ვიყავი ჯიგულის ხადავიკობა რო ვისწავლე, მაგრამ ევროპაში ეგ ცოდნა არავის სჭირდება. აი კაფელშიკი - ხოო...

Posted by: Lekso-Dav 12 Mar 2021, 16:48
QUOTE
წლიური 7x000 ევრო გროსს

წლიური 7000 ევრო რანაირად გყოფნის ვენაში? ეს მარტო ბინის ქირას არ ეყოფა

Posted by: bubu 12 Mar 2021, 16:51
QUOTE (Lekso-Dav @ 12 Mar 2021, 16:48 )
QUOTE
წლიური 7x000 ევრო გროსს

წლიური 7000 ევრო რანაირად გყოფნის ვენაში? ეს მარტო ბინის ქირას არ ეყოფა

წლიური 7x000


5 ციფრია მად smile.gif, არა 4...

Posted by: Lekso-Dav 12 Mar 2021, 16:54
აა გასაგებია

ეს კაი ხელფასია ვენისთვის, მითუმეტეს ენის გარეშე

Posted by: DeveloperX 13 Mar 2021, 11:54
15,000+

Posted by: SYS 13 Mar 2021, 14:50
მინიმალური ხელფასი დღეს არის 400 ლარი სადღაც, უფრო ნაკლები კიდევ და უმრავლესობა 3000 ლარს წერს მისაღებ მინიმალურ ხელფასად, 400 ლარიდან ეგრევე 3000 გინდათ თან მინიმალური ხელფასი, ძაან ამბიციური ხალხი ხართ

Posted by: Katutu 3 Apr 2021, 17:01
SYS
QUOTE
400 ლარიდან ეგრევე 3000 გინდათ თან მინიმალური ხელფასი, ძაან ამბიციური ხალხი ხართ

ამბიციური კი არა, რელისტული უფრო
ისეა ყველაფერი გაძვირებული 3კ თუ იმყოფინე, მითუმეტეს ოჯახიანმა, მედალი უნდა მოგცენ

Posted by: Liаm 3 Apr 2021, 18:21
QUOTE
მისაღები მინიმალური ანაზღაურება , რომ დარჩე საქართველოში


მნიშვნელობა არ აქვს, მაინც საზღვარგარეთ მინდა bis.gif

Posted by: ოჩოპინტრე 3 Apr 2021, 19:57
QUOTE
3კ თუ იმყოფინე, მითუმეტეს ოჯახიანმა, მედალი უნდა მოგცენ

მასე მთელი საქართველო ჯილდოზე ყოფილა წარსადგენი biggrin.gif

Posted by: LIVE-76 6 Apr 2021, 20:13
დღევანდელი ფასებით მინიმუმ 2000... ნუ ოჯახში საჭმელ სასმელს იყიდი და გადასახადებს გადაიხდი, ეგაა და ეგ user.gif აი თუ შვილებს სწავლის ფული უნდა უხადო ან კიდევ ღმერთმა ნუ ქნას და ოჯახის წევრს მკურნალობა სჭირდება, მაშინ მინიმუმ 3000... მაგრამ სადაა ან ერთი და ან მეორე ბლიად... უნამუსო ქოცმთავრობას გადამკიდე mad.gif

Posted by: Katutu 7 Apr 2021, 13:15
QUOTE (ოჩოპინტრე)
მასე მთელი საქართველო ჯილდოზე ყოფილა წარსადგენი

უნდა იყოს, კი
საერთოდ მიკვირს ხალხი როგორ არსებობს 300 ლარიანი ხელფასებით
ერთ ასაკიან ქალს ვიცნობდი, 24 საათიანი ჯიხურის გამყიდველს, სამ დღეში ერთხელ ჰქონდა 24 საათიანი ცვლა და ცვლაში 10 ლარს უხდიდა პატრონი (მაგგის ჯიში..)
რომ ვეკითხებოდი როგორ ძლებ თვეში 100 ლარად მეთქი, სხვა რა გზა მაქვს შვილოო, მთლად შიმშილს ჯობიაო
აბა მედალს არ იმსახურებს ეს ქალი? თან ოჯახსაც ის არჩენდა შვილს და შვილიშვილს

Posted by: ოჩოპინტრე 7 Apr 2021, 16:18
Katutu
ჯერ სად არი, ამათ ხელში ისე მიექანება ქვეყანა, ღმერთმა დაიფაროს და მალე ისეთი დრო მოვა, პური, წყალი და ამუნიცია იქნება მარტო საძებარი. ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ვიმეორებ. მაგრამ ქართული მთავრობა თუ არ მოვიდა, საბოლოოდ მიიყვანენ ქვეყანას ამ დონემდე.

Posted by: Lekso-Dav 7 Apr 2021, 22:49
QUOTE
ჯერ სად არი, ამათ ხელში ისე მიექანება ქვეყანა, ღმერთმა დაიფაროს და მალე ისეთი დრო მოვა, პური, წყალი და ამუნიცია იქნება მარტო საძებარი. ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ვიმეორებ. მაგრამ ქართული მთავრობა თუ არ მოვიდა, საბოლოოდ მიიყვანენ ქვეყანას ამ დონემდე.

მთავრობას რას ადანაშაულებ ყველაფერში, ქვეყანაა ეგეთი დაქცეული და არ ხდება წარმატებული ბიზნესების კეთება, მაგალითად fortune 500 კომპანიებიდან არცერთი არაა ქართული. შესაბამისად არის დაბალი ბიუჯეტი და 300 ლარიანი ხელფასები და პენსიები.
ახლა ანგელა მერკელი რომ დავნიშნოთ პრემიერად აქ შენ გგონია რომ საქართველოში ცხოვრების დონე დიდად შეიცვლება ?
თვითონ ხალხმა უნდა იაქტიუროს და მოინდომოს და საკუთარი წარუმატებლობა არ აბრალოს მთავრობას

საქართველოში ნახევარზე მეტ ახაგაზრდობას გემბლინგი გონია გამდიდრების ერთადერთ შანსი და ესენი შექმნიან წარმატებულ ქვეყანას? vis.gif
* * *
აგერ რას ვამბობდი და ზემოთ ავიხედე და თემაა

"თამაშით აკეთებს რეალურ ფულს, მხოლოდ მაილის ჩაწერა უნდა" lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ოჩოპინტრე 8 Apr 2021, 02:34
QUOTE
მთავრობას რას ადანაშაულებ ყველაფერში, ქვეყანაა ეგეთი დაქცეული

ქვეყანა როა დაქცეული, სწორედ რომ მთავრობის ბრალია. ერთი კაცი არაა მთავრობაში (და არც ერთ პარტიაში), ქვეყანაზე ფიქრობდეს. აბა ეროვნული მთავრობა გვყავდეს, პატრიოტი ხალხით დაკომპლექტებული, რა დონის ქვეყანა გვეყნებოდა, იმხელა პოტენციალი აქვს ქვეყანას. სანამ უცხოეთის აგენტები და საკუთარ ჯიბეზე გაგიჟებული ხალხი იქნება სათავეში, რომლის ფიქრიც 4 წელიწადს არ ცდება, არ იქნება საშველი, სულ რომ ოქრო დაგვაყარონ თავზე. რომელ ბიზნესზე ლაპარაკობ? ბიზნესებიც აქვთ და მილიონებსაც ღუნავენ, თავიანთ თანამშრომლებს კი მათხოვრულ ხელფასს უხდიან. იმიტომ რომ სამართალი არ გვაქვს. ხალხმაც უნდა მოინდომოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გასაქანი სახელმწოფომ უნდა მისცეს. თევზი თავიდან ფუჭდება.
QUOTE
საქართველოში ნახევარზე მეტ ახაგაზრდობას გემბლინგი გონია გამდიდრების ერთადერთ შანსი

ეს კიდე ცალკე უბედურებაა ქვეყნის. მაგრამ რამეს აკეთებს სახელმწიფო ამის საწინააღმდეგოდ? რაც მეტი და###ვებული შევა და გაამდიდრებს, მეტი შემოსავალია ამათთვის. და ზუსტად იმიტო, რო ქვეყნის მომავალი არავის აინტერესებს. 4 წელიწადზეა გათვლილი ამათი აზროვნება.

Posted by: Appo 8 Apr 2021, 11:26
QUOTE
მთავრობას რას ადანაშაულებ ყველაფერში, ქვეყანაა ეგეთი დაქცეული

პრობლემაც მაგაშია - ხალხს უკვე სჯერა რომ ქვეყანის დაქცევა მთავრობის ბრალი არ ყოფილა თურმე.
დაქცევის პროცესი ერთი მთავრობის პერიოდში არ ხდება, ის ათეულობით წლები მიმდინარეობს და ზოგჯერ მეტიც.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)