#50255768 · 29 Mar 2017, 19:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ და კონკრეტულად, ამ თემაში შევიკრიბოთ რეივის მოყვარულები... გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები, საუკეთესო ადგილები რეივისთვის, ახალი თრექები, რჩევები, კითხვა-პასუხი და ასე შემდეგ.
მოკლე ისტორიისთვის Rave განვითარდა 80იან წლებში, ზოგადად Rave გულისხმობს უმეტესწილად ანდერგრაუნდ კლუბებს საკმაოდ ძლიერი საუნდ სისტემით, ორთქლის აპარატებით, სპეციალური ლაზერული განათებებით და მოიცავს სხვადასხვა ჟანრის ელექტრო მუსიკას, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია ძლიერ და ღრმა ბასებზე, ფსიქოდელიკურ ეფექტებზე, მოკლედ ჭკუიდან რომ შეგშლის ეგეთ მუსიკებზე. რეივინგი შეიძლება საკმაოდ ბევრ ელექტრო მუსიკის ჟანრს მოიცავდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ანდერგრაუნდებში გვხვდება: Techno (Acid techno), Acid House, Psy Trance,
თავდაპირველად ეს სუბკულტურა წარმოიქმნა/განვითარდა Acid House ჟანრისგან ჩიკაგოში, შემდეგ ინგლისის ანდერგრაუნდებში გააგრძელა განვითარება, ნელ-ნელა მთელ ევროპას მოედო, და სულ ეხლახან (2014, მადლობა Bassiani-ს) მოაღწია ჩვენთანაც.
ქართული Rave კლუბები: Bassiani Khidi Mtkvarze
მოკლედ რეივერებო, მოით აქა. სავარაუდოდ ანდერგრაუნდის მეფის Jeff Mill-სის ჩამოსვლას ელოდებით ნამდვილი რეივერები ბასსიანზე. მანამდე კი თემას გავხსნი იმ არტისტით, რომელსაც ყველაზე მეტად უკავშირდება ნამდვილი რეივინგის განვითარება.
This post has been edited by vakkob on 29 Mar 2017, 19:57
|