მოგესალმებით და ცოტა მოგვიანებით გილოცავთ ევროპულ მედლებს, გუნდურში გვირგვინით! მეც დავწერ ორიოდე სიტყვას ევროპის ჩემპიონატის შთაბეჭდილებებზე:
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან დიდი დადებითი ემოციები მივიღეთ (მითუმეტეს
MickeyLL-ისა არ იყოს ჩვენც ბოლო 2 დღეზე ჩავედით და საწყისი დღეების წარუმატებლობა უშუალოდ დარბაზიდან არა, უფრო დისტანციურად განვიცადეთ
). გუნდური შეჯიბრი თავისი ქართულ - რუსული უდაძაბულესი ფინალით იყო ის, რამაც გულშემატკივარიც, ძიუდოისტებიც, მწვრთელებიც და ჟურნალისტებიც ყველა ერთად ექსტაზში ჩაგვაგდო. არც ტატამზე და არც ტრიბუნაზე თავი არავის დაგვიზოგავს !
გუნდურის წინა დღეს თუშიშვილის ტრიუმფის აღსანიშნავად მიმავალთ, გაჩერებაზე ტურნირის გასაშუქებლად ჩამოსული ფრანგი ჟურნალისტი (ყოფილი ძიუდოისტი) შეგვხვდა და
MickeyLL-ის ნაჩუქარ ლუდზეც სიამოვნებით დაგვეწვია
MickeyLL კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ! (დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ძალიან გვასიამოვნა!
).
ჰოდა, პირველი რაც ფრანგმა გვკითხა მატიაშვილზე იყო (ზოგადად ძალიან გათვითცნობიერებული იყო ქართულ ძიუდოში), სად არისო, რატომ არა არისო, აქამდე მაგას ყველაზე ცოტა დააკლდა რომ რინერისთვის მოეგოვო... ნუ ჩვენი პასუხი ბუნებრივია კონკურენტების თუშის და ადამას ოქრო-ვერცხლი იყო და გაეციანა გასაგებიაო. მერე ჭრიკიშვილზეც გვკითხა და ბევრი ვისაუბრეთ მათ შორის რინერზეც. ტედიზე თქვა ისვენებს და ახლა კაი ღიპიც ადევსო, მაგრამ ტალანტის გარდა ძალიან მშრომელიცააო და მიხედავს არაა პრობლემაო
ჰო კიდევ პიეტრიზე თქვა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებთან კონფლიქტი აქვსო (რაღაც კონტრაქტზე არ მოუწერა ხელიო) და მაგიტომ ცოტა აერია საქმეებიო. გუჯეჯიანი-რინერიც ვახსენეთ
) ... გუნდურში ხვალ ფავორიტები ხართო ეგეც გვითხრა, ფრანგები ცოტა იპრანჭებიან გუნდურზეო, რაღაცეების ატკიება იციანო და არ ვიცი ხვალ ვინ იქნება და ვინ არაო. მოკლედ ავტობუსის მოსვლამდე საკმაოდ მოვასწარით
...
ნუ შედეგებზე განსაკუთრებულს და განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, ადამას ქამბექი და თუშის ფურორი ნამდვილად სუპერი იყო ! ბექაზე კარგი ისაა რომ უმედლოთ არ დარჩა, თორემ მისგან მეტს რომ ველით პირადად გადავეცი და ბუდაპეშტიც ვუხსენე - შემპირდა !
ნუ დანარჩენმა წონებმა მეტ-ნაკლებად იმედები გაგვიცრუა, თუმცა ლიპოზე ალბათ ყველაზე ნაკლებად ითქმის. კი კარგი იქნებოდა ეგრევე მედალი, მაგრამ ჯერ ახალია წონაში და შემადგენლობაც სერიოზული ჰყავდა. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად იმისა მსოფლიო - ოლიმპიადა ჯერაც არ მოუგია მაინც ვარსკვლავია, ყოველშემთხვევაში პუბლიკას მასპინძლების გარდა 2 გამორჩეული ფავორიტი ჰყავდათ კრპალეკი და ლიპო! კრპალეკზე ცალკე უნდა ითქვას - 2 სექტორი ჩეხები იყვნენ პირადად მის საგულშემატკივროდ, სიმღერებს უძღვნიდნენ, მაგრამ გურამამ გაუფუჭათ ხასიათი და სამაგიეროდ გამოგვიკეთა ჩვენ ქართველებს, რომლებიც მასპინძლების და ჩეხების შემდეგ, ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვნები და ხმაურიანები ვიყავით
და ბოლოს: ევროპის ჩემპიონატზე გავიცანი ადამიანი, რომლის პოსტებს ფორუმზე და სტატიებს წლებია დიდი ინტერესით ვკითხულობ, თავადაც მიხვდებით ვის ვგულისხმობ !