#59886028 · 6 Dec 2022, 10:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hiksos
QUOTE | როგორ დავიჯერო იმპორტული პარმეზანის ყველზეც რომ უფრო ძვირი ჯდება გარგრის გაშრობა?
|
წონაში იკლებს მოშნად.ეგ პირველი გამძვირებელია. მეორეა რო ხარისხიანი უნდა იყოს, უნდა გადაირჩეს. მერე დამუშავდეს და ათასი ##ობა. გამოშრობას დრო ჭირდება. დანადგარებს მომსახურება ჭირდება. მერე შესაბამისი შეფუთვა და კაროჩე ძვირი ღირს ეგეც. ჯობია ვინმე კაი სუფთა ბებოს გაურიგდე დასავლეთში, კარალიოკს მიაქ დასავლეთი. სეზონზე ჩაგახუტებს კაი გემრიელ ფასში ჯანმრთელს და სუფთას. მე ეგრე კახეთიდან ჩურჩხელები მომაქვს წლებია კლიენტი ვარ. * * * Hiksos
QUOTE | ნიკორაში 250 გრ საერთოდ 16.4 ლარად ვიპოვე. |
ხო ეგ გრამობაზე უნდა იანგარიშო,ხო დაგიწერე და ეხლა ელემენტარული ბუღალტერია როგორია გეტყვი. ადრე მინდოდა ეგ ბიზნესი და მერე შევეშვი მაგარი ტვინიტყანიობაა. უყურე ეხლა, სეზონზე უნდა იყიდო პარტია ხო, ძაან საუკეთესოები გინდა ჩირისთვის ცოტა ზედმეტად მწიფე ან რბილი არ აწყობს მაგ საქმეს. ეგეთი დავუშვათ ვიანგარიშოთ კგ 7 ლარი. ეგრე ღირს საუკეთესო პარტია. რო მოიტან და კურკას გააცლი 1 კგ-ზე 150 გრ. კურკას მიაქვს. კურკაგამოცლილც რო დააწყობ ცოტა შესაშრობად, უკვე კარგავს 50 გრამს. გამოდის რო 800 გრამი იყოდე 7 ლარად. ეხლა მაგის მომსახურების ხარჯიც გამოაკელი სადღაც 100 გრამი, უკვე 700 გრამი გაქ 7 ლარად ნაყიდი. დაიჩირება და დადის 250 გრამზე. გამოდის რო 250 გრამში მიეცი 7 ლარი. ეხლა მაგის შეფუთვის ხარჯიც დაამატე, ტრანსპორტირება, ელ. ენერგია, + 20% საშემოსავლო და რაღაც მოგება ხო უნდა ნახო? ხოდა ეგარი. რეალური ფასია ეგ.
|