forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (28) « პირველი ... 26 27 [28]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXVI
AMAZONKAA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 230550
რეგისტრ.: 28-March 17

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 02:10  #52166386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პიანისტი

არ დაიხრჩო,
mad.gif
პიანისტი
Mandarino


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12761
წევრი No.: 136283
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 02:23  #52166475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AMAZONKAA
შენს დაწერილ ლექსზე არ გამცინებია წარმტაცო mad.gif


--------------------
Great Karma
Forza juve!
For Gloriciouses
https://www.youtube.com/watch?v=rVXy1OhaERY

https://youtu.be/9aRlxHtB0pg
Re-hanna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 707
წევრი No.: 222576
რეგისტრ.: 7-August 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 12:24  #52167616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


დავით გურამიშვილი

ციტატა

P.s.ძალიან დიდი ლექსიდან



smile.gif
Lasha244
Misanthrope


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2950
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 14 Feb 2018, 23:17  #52185670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეხშირა ტკივილები, გამაყუჩებლები და წამოვლები…
არ ვარ მელანქოლიკი, არც დეპრესია არ მაქვს ამჯერად,
უბრალოდ ეს ხასიათი დამყვა არაშენებური…
ქუჩებს უწვიმო დღეები სტუმრობს რაც მოქმედებს უხასიათობაზე…
წვიმა სჯობს მზეს და მითუმეტეს წვიმაში თუ ზღვაზე ხარ და ტალღა გეხეთქება ვით ამ კედლებს მუშტები…
კვლავ წიგნებში ეძებ ნაცნობ პერსონაჟებს და ესაუბრები მათ…
სამწუხაროა რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდათ თვალები შენეული… მიატოვე… მიატოვე ეს ეპოქა და დამკვიდრდი უახლოეს წარსულში…
იქ ან მე ვიქნები შენი ან შენ გერქმევა ჩემი…
ჯერ ჯერობით ყოველივე სისულელეა…
თავად მეც სულელი ვარ ახლა…


--------------------
„რა დავაშავეთ ჩვენ,ვინც ვერ გავლოთდით,ვერც გავმდიდრდით,ვერც დავიხოცეთ?!“
Ninna_maya
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 179
წევრი No.: 237965
რეგისტრ.: 11-November 17

გამოგზავნილია: 19 Feb 2018, 01:19  #52211304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.
და, აი, გუშინ, როცა კარადის
თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი.
– გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, –
ჩამჩურჩულებდა ნაზად წერილი
და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა
აწ გარდასული და გაფრენილი.
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.

ლადო ასათიანი


--------------------
Love makes time pass. Time makes love pass ♥
AMAZONKAA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 373
წევრი No.: 230550
რეგისტრ.: 28-March 17

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 07:07  #52217529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სილამაზის თაყვანისმცემელი პიგმალიონი ხალხისგან განმარტოებით ცხოვრობდა. მისი სიყვარული ვერც ერთმა მოკვდავმა ქალმა ვერ დაიმსახურა.

ერთხელ პიგმალიონმა სპილოს ძვლისგან უმშვენიერესი ქალწულის – გალათეას ქანდაკება გამოძერწა. ყველა, ვინც მხატვრის ქმნილებას თვალს შეავლებდა გაოცებას ვერ მალავდა. ქანდაკება თითქოს ცოცხალი იყო, ცოტაც და მისი სხეული მოძრაობას დაიწყებდა.

საათობით იჯდა პიგმალიონი საკუთარი ქმნილების წინ და მისი მშვენიერებით ტკბებოდა; სპილოს ძვლისგან გამოძერწილ გალათეას სხეულს ტანსაცმლით მოსავდა და ძვირფასი სამკაულით ამკობდა.

ერთხელ გალათეას ყურებისას მხატვარს უეცრად საოცარი სიტყვები აღმოხდა:

– ეჰ, რა ბედნიერი ვიქნებოდი შენ რომ ცოცხალი იყო და ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა შეგეძლოს!

ქანდაკება მდუმარედ შესცქეროდა მხატვარს.

გავიდა დრო. სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტესადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, პიგმალიონმა ქალღმერთს ოქროსრქიანი საფურე ხბო შესწირა და მუდარით შესთხოვა:

– მარადიულო, ყოვლისშემძლე ქალღმერთო აფროდიტევ! გთხოვ, მიბოძე ცოლი, ისეთივე მშვენიერი, როგორიც გალათეაა!

თითქოს სიყვარულის ქალღმერთმა პიგმალიონის თხოვნა შეისმინა. აფროდიტეს გამოსახულების წინ უეცრად მსხვერპლშეწირვის ცეცხლი აბრიალდა.

მხატვარი სახლში დაბრუნდა. ქანდაკებას მიუახლოვდა, და … გალათეას გულმა ფეთქვა დაიწყო თვალებში სიცოცხლის სხივი აუკიაფდა. მხატვარს ნატვრა აუხდა, მისი მშვენიერი ქმნილება გაცოცხლდა.









პიგმალიონი და გალათეა

ბერძნული მითოლოგია.









~Annabelle°Haunting~
Supergirl <3


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1084
წევრი No.: 238289
რეგისტრ.: 23-November 17

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 10:35  #52217841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
...............................

This post has been edited by ~Annabelle°Haunting~ on 20 Feb 2018, 10:47


--------------------
Nobody's perfect.
***
Не стоит мешать людям сходить с ума.
***
Oт добра добра не ищут.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (28) « პირველი ... 26 27 [28]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0246 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]