forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (90) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დიდი ადრონული შეჯახება (LHC), LHC, ქვეყნის აღსასრულს გამოიწვევს?!
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1967
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 19 Jun 2009, 18:36  #14350477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და თუ ეს შავი ხვრელი არ განადგურდა ანუ არ აორთქლდა როგორც ამას მეცნიერები ამტკიცებენ ანუ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა სავარაუდოა, რომ დედამიწა განადგურდება

ასე იწყება ჭორაობა: შავი ხვრელი, რომც წარმოიშვას(ბედნიერები უნდა ვიქნებით) ექნება მასა
მაქსიმუმ 7 ტევ, ანუ 10^-24კგ (ათი მინუს 24 კგ).
შეგიძლია წარმოიდგინო რა პატარა მასაა ეს?
რა უნდა გააკეთოს ამ ერთი ბეწვამ, გინდ შავი ხვრელი დაუძახე და გინდ დიდი გოლიათი...
Taba
ლოგიკას გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19295
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 19 Jun 2009, 19:35  #14351142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
biggrin.gif რა ყველაფრის ეშინია ხალხს, მაგ ლოგიკით არც წყალში უნდა შევსულიყავით არასდროს და ცეცხლიც არ უნდა გვქონოდა lol.gif


--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
alexandrius40
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 523
წევრი No.: 83107
რეგისტრ.: 23-January 09

გამოგზავნილია: 20 Jun 2009, 00:08  #14355306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vasovasia
შავ ხვრელი რო წარმოიშობა წამებში გაიფანტება!!! აქ მთავარი სტეინჯელეტები არ წარმოიშვას თორე დავიღუპეთ
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1967
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 20 Jun 2009, 02:12  #14356934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
შავ ხვრელი რო წარმოიშობა წამებში გაიფანტება!!!

სწორი ბრძანდებით ხოკინგის კანონით უცბათ აორთქლდება...
მაგრამ მთავარი ის არის რომ დაიბადოს, წარმოიქმნას და ჩვენ შევძლოთ მისი იდენტიფიცირება...
ეს იქნება ალბათ ახალი ფიზიკის დასაწყისი და ჩვენთვის დიდი ბედნიერება...
ალბათ ყველაზე ძალიან გია დვალს გაუხარდება, რადგან მისი ერთი თეორია
N ჯიშის(ან გვარის ქართულად) სტანდარტული მოდელების არსებობის შესახებ იდენტიფიკაციას მიიღებს...
stranglet-ი ალბათ კიდევ საინტერსოა რამეა, თუ ეს შესაძლებელია ჩვენს სამყაროში რომ ბირთვში უცნაური(strange) კვარკი
ჩაჯდეს... და ბირთვმა დაბალ ენერგეტიკული სტაბილურობა მიიღოს...
ამაზე მერე...

Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 20 Jun 2009, 05:03  #14358008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
კოსმოსურ სხივებს გაცილებით ადრე უნდა გაენადგურებინა სამყარო აქედან გამომდინარე... 10^20 eV ენერგია აქვს ზოგიერთ კოსმოსურ სხივს, LHC-ს რომ არც დაესიზმრება იმდენი smile.gif

* * *
საქმე იმაშია, რომ შავ ხვრელს სტაბილურად არსებობისათვის გარკვეული პირობების დაკმაყოფილება უწევს, რაც ძირითადად შეეხება მასას და რადიუსს.

ასეთი მიკრო შავი ხვრელები არ იქნება მდგრადი, რადგან ურალოდ ამ სტაბილურობის პირობებს არ აკმაყოფილებს.

This post has been edited by Irakli on 20 Jun 2009, 05:07


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...

არ ვარ ექიმი!
LUKA-BRAZI
E=mc²


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3862
წევრი No.: 66894
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 20 Jun 2009, 20:50  #14364981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Irakli
ჰაააა, დაიწყო ისევ "შავიხვრელოფობია"? გახსოვს იკა შარშანდელი შემოდგომის ამბები? რა ხდებოდა ცერნის სინქროფაზოტრონი -ის თემაში biggrin.gif ხალხი დასაწყნარებელი იყო smile.gif
ნუ ისე მსგავსი მასშტაბის პროექტებს ყოველთვის ახლავს მსგავსი მითქმა-მოთქმა. აი ITER-ი რომ შევა ექსპლუატაციაში, მაშინ ხომ სულ გადაირევიან? CERN vs ITER

smile.gif

This post has been edited by LUKA-BRAZI on 20 Jun 2009, 20:51


--------------------
דברים טובים מגיעים למי לחכות
_
Every action has its feedback.
_
http://samecniero.net - Irakli-ისა და LUKA-BRAZI-ის სამეცნიერო ბლოგი =)
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 20 Jun 2009, 23:17  #14366762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
LUKA-BRAZI
მახსოვს კარგად... ისე კაი მოლოდინშია აქ ხალხი, ლამის უკვე ხელებს იფშვნეტენ. პირველ ორ თვეში უკვე უნდა გვქონდეს საკაიფო შედეგებიო და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხიო.

ცერნიდან ცოტა ხნით სტრასბურგში გადმოვედი, მცირე workshop იყო მძიმე იონებში. კაი უიქენდი გავატარე არ დაგიმალავ. smile.gif ALICE ფორევა! biggrin.gif biggrin.gif
LUKA-BRAZI
E=mc²


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3862
წევრი No.: 66894
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 20 Jun 2009, 23:37  #14367070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Irakli
QUOTE
ცერნიდან ცოტა ხნით სტრასბურგში გადმოვედი, მცირე workshop იყო მძიმე იონებში.

weep.gif weep.gif weep.gif weep.gif weep.gif


givi.gif

ესეც ჩემი და შენი პროფესიები ერთად

user posted image

smile.gif

This post has been edited by LUKA-BRAZI on 20 Jun 2009, 23:40
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 21 Jun 2009, 00:41  #14367977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
LUKA-BRAZI
ბატონო ლუკა, ფიზიკოსი უნდა გერქვას შენ... smile.gif










მედიკოსის მაგივრად! biggrin.gif
LUKA-BRAZI
E=mc²


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3862
წევრი No.: 66894
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 21 Jun 2009, 00:55  #14368193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Irakli
Nein, nein Führer biggrin.gif
უნდა შევქმნათ რამე მასეთი, ვთქვათ ატომური მედიცინა, ან ბირთვული მედიცინა ანდა თერმობირთვული მედიცინა აჯობებს yes.gif biggrin.gif

ხოლო შვეიცარიაში, ცერნის მეზობლად უნდა აიგოს ასპირინის ტაბლეტების ამაჩქარებელი, ჰოდა მოვრჩები წუწუნს biggrin.gif

misheil17
XEVSURI


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7293
წევრი No.: 45691
რეგისტრ.: 4-November 07

გამოგზავნილია: 21 Jun 2009, 00:56  #14368210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერავინ ვერ ამიხსნა ამ ცერნის წარმატებული დასასრული როგორი იქნება sad.gif


--------------------
eehh...

Yeeბს მიაქვს აქაობა : | (c) მჟავე

ყოფილი ავტომობილისტი...


M M C

მანქანა და ოპელი :yes:
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1967
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2009, 02:09  #14369392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
irakli
საქმე იმაშია, რომ შავ ხვრელს სტაბილურად არსებობისათვის გარკვეული პირობების დაკმაყოფილება უწევს, რაც ძირითადად შეეხება მასას და რადიუსს.

ასეთი მიკრო შავი ხვრელები არ იქნება მდგრადი, რადგან ურალოდ ამ სტაბილურობის პირობებს არ აკმაყოფილებს.


კონკრეტულად, კონკრეტულად... ზოგადი სიტყვები არაფერს იძლევა...
QUOTE
Luka-brazi
ხოლო შვეიცარიაში, ცერნის მეზობლად უნდა აიგოს ასპირინის ტაბლეტების ამაჩქარებელი, ჰოდა მოვრჩები წუწუნს

სთხოვე ნოვარტის ან როშეს და აგიშენებენ. ეს ფარმაცევტული ფირმები მსოფლიოში 4 და 6 ადგილზეა შემოსავლით...
სხვათაშორის ნოვარტისში ორი ქართველი მუშაობს...

QUOTE
ვერავინ ვერ ამიხსნა ამ ცერნის წარმატებული დასასრული როგორი იქნება

უცნაური შეკითხვაა... წარმატება გაინტერესებთ თუ დასასრული?

This post has been edited by vasovasia on 21 Jun 2009, 02:12
Roentgen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2299
წევრი No.: 87347
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2009, 02:21  #14369572      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
dj-guro-ს პოსტი

ამ ოხრებმა ისე ქნეს, რომ მეოთხე სტადიის ბოლოს ელექტრონ/პოზიტრონებს უფრო მეტი კინეტიკური ენერგია ექნებათ, ვიდრე მზე გამოყოფს 1 დღეში.


ხოო. მაგ ენერგიის ჯერ წარმოშობის და მერე დისიპაციის გზები როგორ მაინტერესეეებს...
ბავშვობაში მეზობელი ქალი მყავდა ერთი, ვანელი წარმოშობით, ფაცურა ერქვა. ერთ დღეს სამეზობლოში გააბაზრა - ეს კვირა მაგნიტური დღეები ყოფილაო და მზესთან 40 მეტრზე ახლოს მისვლა არ შეიძლებაო. დღემდე ვერ ამოვხსენი, პირველწყარო რა ინფორმაცია იყო (40 საიდანღაც ხო მოიტანა, თვითონ ვერ მოიფიქრებდა).
თქვენ კიდე, შავი ხვრელიო...
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1967
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2009, 03:54  #14370540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხოო. მაგ ენერგიის ჯერ წარმოშობის და მერე დისიპაციის გზები როგორ მაინტერესეეებს...
ბავშვობაში მეზობელი ქალი მყავდა ერთი, ვანელი წარმოშობით, ფაცურა ერქვა. ერთ დღეს სამეზობლოში გააბაზრა - ეს კვირა მაგნიტური დღეები ყოფილაო და მზესთან 40 მეტრზე ახლოს მისვლა არ შეიძლებაო. დღემდე ვერ ამოვხსენი, პირველწყარო რა ინფორმაცია იყო (40 საიდანღაც ხო მოიტანა, თვითონ ვერ მოიფიქრებდა).
თქვენ კიდე, შავი ხვრელიო...

ამ თემას ჰქვია LHC. გახსენი ახალი თემა- მზის მაგნიტური ველი...
შენი მეზობელი აბსოლუტურად მართალი იყო. დედამიწას აქვს მაგნიტური ველი 50 მიკორტესლა და ის საკმაოდ სტაბილურია. ის გვიცავს ჩვენ.
მისი დახმარებით ვერ აღწევენ ჩვენამდე მაღალი ენერგიის ნაწილაკები, რომლებიც უხვად არიან კოსმოსში და უფრო მაღალ ენერგეტიკულებიც
ძალიან ვიდრე ცერნი მოგვცემს. ყველაზე საშიში პროტონების ნაკადი ამ ველის გამო ზევით ქმნის რადიაც\იულ სარტყელს და იქ რჩება.
თუმცა ბრაზილიის მახლობლად ველს ფორმის ცვლილების გამო დაბლა ჩამოდიან უფრო და ქმნიან ანომალიას. იქ რაკეტებს ელექტრონიკაც უფუჭდებათ.

ახლა მზე. ეს დიდი საკითხია, ახლაც შესწავლაშია მისი ფიზიკა, მაგრამ ორი სიტყვით ასეა:
მზე ამოფრქვევს დიდი რაოდენობის მასას, რომ;ლებიც კოსმოსსი განიფანტება, ისი დამუხტული ნაწილაკების კომპლექსია, რომელთაც მაგნიტური ველც გააჩნით
როდესაც მოხვდებიან დედამიწაზე , იწვევენ მაგბიტური ველის ზრდას და დედამიწის მაგნიტური ზონის ფორმის ცვლილებას,
ანუ მას ჰქვია მაგნიტური ქარიშხალი. ეს იწვევს ადამიანებში ტავის ტკივილებს, ნერვიულ მოშლილობას...
ეს ამოფრქვევები უფრო ხშირად მზის აქტოვობის პერიოდში ხდება, რომელიც 11 წელში მეორდება...
მახსოვს მგონი 1995 ში იყო ძალიან დიდი ამოფრქვევა მზეზე, ისეთი დიდი რომ დედამიწის გარშემო მყოფი სატელევიზიო სატერლიტები დააზიანა,
მაგალითად მახსოვს CNNს გაუჩნდა გადაცემის პრობლემები...
ამ დროს იზრდება მაგნიტური ველი და პროტონულ იონური რადიაცია, რომელიც ელექტრონიკას ანადგურებს...
აი 40 მეტრი რას ნიშნავს არ ვიცი. მზემდე მანძილი 150 მილიონი კილომეტრია...შეიძლება სხვა რამე იგულისმებოდა...
არსებობს რამოდენიმე ამერიკული სატელიტი რომელიც ამ მოვლენებს აკვირდებან და აღრიცხავენ და ეს მონაცემები ანუ
აქტივობა მზის ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, გამუDმებით...
Roentgen
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2299
წევრი No.: 87347
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2009, 04:08  #14370622      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vasovasia
თსუ ფიზიკოსი ვარ, წითელი დიპლომით. არ ვხუმრობ yes.gif 11- და 22- წლიან ციკლებზე ასპირანტურაში ვმუშაობდი (უფრო სწორედ, უნდა მემუშავა, მაგრამ მიზეზთა გამო პროფესია შევიცვალე მალე).
რაც დავპოსტე, იმიტომ, რომ მაგალითის მოყვანა მინდოდა, თუ როგორ ტრანსფორმირდება კორექტული ინფორმაცია არაპროფესიონალის ცნობიერებაში. თუ ინდივიდუუმს ინფორმაციის ათვისებისათვის საჭირო ცნებები არ მოეპოვება (ვიწროპროფესიული განათლება არ ჰყოფნის), იგი ამ ინფორმაციას იგნორირებას კი არ უკეთებს, არამედ მისთვის გასაგები (მაგრამ პრინციპულად სხვა) ცნებებით აღწერს. ასე მიიღება, მაგ., გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ცნებიდან კბილებიანი პომიდორის კარიკატურა. იგივე სიტუაციაა ადრონული კოლაიდერისა და შავი ხვრელის შემთხვევაშიც. ასე იწყება ფობიები, რადგან ფობია იმ მოვლენის შიშია, რაც არ (ან არასწორად) გესმის - გინდა მეხი იყოს და გინდა შავი ხვრელი.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (90) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0302 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]