forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბიოქიმია, მიკრობიოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია, მეთოდიკები, რესურსები, რეაქტივები და აპარატურა.
xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 25 Jun 2009, 11:50  #14429863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მივესალმები მეცნიერება და განათლების ტოპიკის წევრებს.
მიუხედავად იმისა რომ დავბერდი ამ ფორმუზე ჩემი ფროფესიიდან გამომდინარე არსად დამიპოსტია. შემოვდივარ წინადადებით ამ თემაში თავი მოვუყაროთ მეთოდიკების, რეაქტივების და ტექნიკის რესურსებს. კითხვა პასუხის რეჟიმში დავეხმაროთ ერთმანეთს ამა თუ იმ სამეცნიერო კვლევითი პრობლემის გადაჭრაში.
მე პირადად შემიძლია დახმარება გავუწიო მსურველებს HPLC, LCMC ქრომატოგრაფიაში, UV-VIS და IR სპექტროსკოპიაში, ელექტროფორეზსა და ბლოტინგში ასევე ნაწილობრივ REAL TIME PCR-ში.
მე ძალიან სოლიდური მეთოდოლოგიური ბიბლიოთეკა მაქვს და სურვილის შემთხვევაში სადმე ავტვირთავ ნაწილ ნაწილ.
გავახუროთ ეს თემა და ბევრს წაადგება.
[B]HPLC methods for recently approved pharmaceuticals [B]ჯერ ამ წიგნის გუგლ ვერსიის ლინკს დავდებ, ფარმაციაში დაკავებულებს გამოადგებათ , კარგი წიგნია ფარმაკოპიის სტატიასთან ერთად გამოყენებისას ბევრად აადვილებს მუშაობას ახალ სუბსტანციებთან.
http://books.google.ge/books?id=tWum1pbwKm...result&resnum=4


--------------------
http://img.photobucket.com/albums/v625/davehy/animated.gif
შემოიღეთ პატრიოტის აქტი კონსტიტუციაში!!! დააბრუნეთ დახვრეტის მუხლი!!! დაადეპორტეთ მოსახლეობის ნაწილი ნამდვილ სამშობლო რუსეთში!!! დაიწყოს დიქტატურა!!! სიტყვის თავისუფლება არა ლეღვი!!! (c) B_A_L_U
Christian Cullen
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9653
წევრი No.: 88064
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 25 Jun 2009, 14:33  #14431427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
HPLC, LCMC ქრომატოგრაფიაში


აუ ეს ატვირთE რა თუ გაქვს მართლა
xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 25 Jun 2009, 14:41  #14431530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Christian Cullen
პრობლემა არაა , მითხარი რისი ქრომატოგრაფია გინდა კონკრეტულად, ფლვანოიდების, კატეხინების, ალკოლოიდების თუ სინთეზურების. ნებისმიერი ჯგუფი.

This post has been edited by xanga on 25 Jun 2009, 14:51
vortex
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 20
წევრი No.: 4964
რეგისტრ.: 24-April 04

გამოგზავნილია: 25 Jun 2009, 17:27  #14433763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მივესალმები შენს წამოწყებას, ასევე მგონი ურიგო არ იქნება მეცნიერული მეთოდებით უფრო შევავსოთ ქართული ვიკი.. ვინც რაზე მუშაობს და გამოცდილება აქვს რამე მეთოდზე დაწეროს ამ მეთოდის შესახებ თან უცხოური ლიტერატურაც მოიშველიოს.
xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 25 Jun 2009, 22:37  #14437524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vortex
კარგი აზრია. უბრალოდ ამ ყველაფერს დრო უნდა, მაგრამ ალბათ მოვიცლი და გავაკეთებ. მე ნამუშევარი ვარ: ფლავონოიდებზე, კატეხინებზე, ტრიტერპენულ საპონინებზე, პიოციანინებზე, ფლოროგლუცინოლების ჯგუფზე (პსევდომონას ფლურესცენსის ადგილობრივი შტამებიდან გამოყოფილი) ეს კვლევითი ნაწილი.
სამსახურებრივი რუტინა: საქართველოში რეგისტრირებული აბსოლიტურად ყველა ან 99.9% მედიკამენტების სრული ანალიზი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ფარმსტატიების მიხედვით და მათი დიდი ნაწილი გადამოწმებული მაქვს USP , ბრიტანული და ევროფარმაკოპეების მიხედვით wink.gif
ეს ფარმსტატიები და ფარმაკოპეები დიდად საინტერესო არ იქნება რადგან ისედაც ხელმისაწვდომია ვისაც სჭირდება მათთვის.
აგრეთვე ნამუშევარივარ პლაზმიდებზე, კერძოდ ნევადის შტატის ნიადაგის პლასტებიდან გამოყოფილი ართრობაქტერ ოქსიდანსიდან გამოვყავი ამ ბაქტერიის ქრომისადმი მდგრადობაზე პასუხისმგებელი გენების მატარებელი პლაზმიდა (სამწუხაროდ კვლევა არ გამიგრძელებია რადგან გადავედი კერძო სექტორში და კვლევითი საქმიანობას მოვწყდი და ამ გრანტსაც დავემშვიდობე )
თუ იქნება ინტერესი ხმას მივაწვდი ჩემს მეგობრებსაც და ისინიც დადებენ თავიანთ ნაშრომებს და ბიბლიოთეკებს.
ვფიქრობ საბოლოოდ საინტერესო და სასარგებლო რამ გამოვა smile.gif
ასევე კარგი იქნება აპარატურისა და რეაქტივების ადგილობრივ მომწოდებლებზე ინფორმაციის დადება.

This post has been edited by xanga on 25 Jun 2009, 22:38
Cryptos
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 757
წევრი No.: 89755
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 26 Jun 2009, 23:54  #14453640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან სასარგებლო აზრია. ეს ქართულად იქნება თუ ინგლისურად?

xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 09:37  #14457023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Cryptos
რაც ქართულად გვექნება ის ქართულად დავდოთ. მეტი წილი ინგლისურად და რუსულად იქნება სავარაუდოდ. ქართულად იქნება ალბათ ის რაც ციფრული ვერსიით არსებობს: დისერტაციების მეთოდური თავები, ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალები და ასე შემდეგ. სხვები როგორ იზამენ არ ვიცი, მაგრამ ჩემი სამუშაო ჟურნალებიდან სკანირებას ან იქიდან აკრეფას ალბათ ნამდვილად ვერ მოვახერხებ დროის სიმცირის გამო.
დღეს თუ მოვიცალე ქრომატოგრაფიაზე 1 წიგნს მაინც ავტვირთავ სადმე. ისე საიდუმლოდ გეტყვით რომ ერთერთი ქართული რეაქტივებითა და აპარატურით მოვაჭრე ფირმის (რომლის მფლობელიც გახლავართ) ვებ გვერდს მალე დაემატება სამეცნიერო ფორუმი და ბიბლიოთეკა. wink.gif

This post has been edited by xanga on 27 Jun 2009, 09:38
Ninoza
Calm


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6857
წევრი No.: 6190
რეგისტრ.: 30-August 04

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 09:46  #14457063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
xanga


ვა რა კაია, ბიოლოგებს გაუმარჯოს bis.gif მეც ბიოლოგიური მაქვს დამთავრებული, ბიოფიზიკა.
წარმატებებს გისურვებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


--------------------
http://www.ninoza.com
***************************************************************
Don't let someone become your everything, because when they're gone you have nothing!
xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 10:57  #14457459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ninoza
ბიოფიზიკაააააააააააა ვაა რომელი ხარ მომიპიემე , გამორიცხულია არ გიცნობდე wink.gif
LUKA-BRAZI
E=mc²


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3862
წევრი No.: 66894
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 15:02  #14460282      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
xanga

მშვენიერი საქმეა!!!! ქართული ინტერნეტი მართლაც განიცდის სამეცნიერო სტატიების, ლიტერატურის, რესურსების, etc. ნაკლებობას......

Irakli-მ და მე ვცადეთ რამე ნაბიჯი გადაგვედგა ამ საქმეში და გავაკეთეთ ეს: http://samecniero.net

დიდი არაფერი, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია? smile.gif სხვათაშორის ღია ბლოგია და თუ ვინმეს საინტერესო და კომპეტენტური სტატიის დაწერა ან თარგმნა შეგიძლიათ, სიამოვნებით დაგითმობთ ადგილს ბლოგზე. smile.gif ფაილებიც ატვირთეთ....

xanga კიდევ ერთხელ მივესალმები შენს წამოწყებას! smile.gif

P.S. ისე კარგი იქნებოდა ასე გაფანტულად თუ არ ვიმუშავებდით და რამე ერთს, დიდს და კარგს გავაკეთებდით smile.gif საიტს, მონაცემთა ბაზას ან......


--------------------
דברים טובים מגיעים למי לחכות
_
Every action has its feedback.
_
http://samecniero.net - Irakli-ისა და LUKA-BRAZI-ის სამეცნიერო ბლოგი =)
xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 15:25  #14460546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LUKA-BRAZI
კარგია, საიტიც მომეწონა ოღონდ ეგ ცოტა სხვაა თქვენი გაკეთებული საიტი არის ზოგად სანმანათებლო რაც უდაოდ კარგია და ძალიან სასარგებლო. მე ვამბობ იმაზე რომ მიზნობრივად გაკეთდეს თემები და ბიბლიოთეკები. ჯობია მოთხოვნის მიხედვითაც. ამის პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია და მე პირადად ხშირად გამომიყენებია. 5წლის წინ პლაზმიდებს რომ ვყოფდი ცეზიუმის ქლორიდის გრადიენტში ცენტრიფუგირებისას მექმნებოდა პრობლემა, კერძოდ ეთიდიუმის ბრომიდის კვალი ირეოდა და მკვეთრ ზონას არ იძლეოდა რის გამოც სუფთა პლაზმიდის ნაცვლად საკმაოდ დაბინძურებული მასალა გამოდიოდა. ბევრი წვალების და უძვირესი რეაქტივების ხარჯვის შემდეგ დავრეგისტრირდი ერთერთ უცხოურ სამეცნიერო ფორუმზე და დავსვი კითხვა 15 წუთში მივიღე პასუხი საღამოს კი უკვე პლაზმიდების სუფთა ფრაქციას ვრეცხავდი wink.gif
ასე რომ ვიცი ეს რამდენად სასარგებლო რამაა.
ა ეს კი ლინკი ქართული ფირმის საიტზე რომელიც საქართველოში რამდენიმე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს და საკმაოდ კარგ ფასად სერიოზული აპარატურა და რეაქტივები ჩამოაქვს smile.gif http://www.labtech.ge/
http://www.labtech.ge/?lang=geo&go=product...ritadi_cat_id=1

This post has been edited by xanga on 27 Jun 2009, 15:26
scientist
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 94561
რეგისტრ.: 27-June 09

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 15:36  #14460674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართლაც კარგი საქმეა!
მე მოლეკულურ მედიცინაში ვაკეთებ პროექტს...
მეთოდიკა: IP, co-IP, Western Blotting, PCR, derivation and differentiation of iPS cells. cell culture..
ძალიან ბევრ ფასიან სამეცნიერო სტატიებთან მაქვს access, ასე რომ თუ ვინმეს დაგჩირდეთ დახმარება, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით...
xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 15:40  #14460720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
scientist
მეც ძაალიან დიიდი ციფრული ბიბლიოთეკა მაქვს smile.gif
უბრალოდ მიზნობრივად მოთხოვნის მიხედვით თუ დავყრი ტორემ ისე რა აზრი აქვს?
* * *
scientist
ბლოტინგისთვის კამერა და რეაქტივები გააქვს? ან მარაგებს საიდან ივსებ?
scientist
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 94561
რეგისტრ.: 27-June 09

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 16:07  #14460990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეაქტივების პრობლემა მე არა მაქვს... PhD ვაკეთებ ედინბურგის უნივერსიტეტში.. შენ თბილისში ხარ?
რეაქტივებს ძირითადად Promega, და Invitrogen ვიცერ. შენ უშუალოდ რა გაინეტერესებს?
xanga
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9650
წევრი No.: 17088
რეგისტრ.: 10-February 06

გამოგზავნილია: 27 Jun 2009, 17:15  #14461581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
scientist
მე არაფელი , პირიქით სატი რომლის ლინკიც დავდე ჩემია. პრომეგასთანაც ვთანამშრომლობ , სავარაუდოდ პარასკევს მაგათგანაც მექნება ექსკლიუზივი wink.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0167 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]