forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბიოლოგებო და არაბიოლოგებო, კითხვები და პასუხები აქ
Don George



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4343
წევრი No.: 86373
რეგისტრ.: 10-March 09

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 16:53  #15785317      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, კატალოგში ვიყავი და ვერ ვნახე თემა, სადაც შემეძლო განმეთავსებინა კითხვა ბიოლოგიაში...

ესეიგი რა ხდება...

მასწავლებელმა დამაბარა საკონტროლოსთვის რაღაც საკითხების მომზადება, უმეტესობა გავაკეთე მაგრამ რამდენიმე კითხვაზე არ ვიცი სწორი პასუხი. ძირითადად გენეტიკაზეა.

მათ შორის:

1. დაასახელეთ მაგალითი, როდესაც გენოტიპი და ფენოტიპი ემთხვევა ერთმანეთს

2. რატომ არ ემთხვევა ფენოტიპური და გენოტიპური დათიშვა ერთმანეთს...

დიდი მადლობა ყველას წინასწარ და იმედია მოდერი არ მიწყენს, რადგან ზემოთ ნათლად წერია რა სიტუაციაც იყო...
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5454
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 2 Oct 2009, 09:12  #15794997      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (CGeorgE @ 1 Oct 2009, 16:53 )
1. დაასახელეთ მაგალითი, როდესაც გენოტიპი და ფენოტიპი ემთხვევა ერთმანეთს

2. რატომ არ ემთხვევა ფენოტიპური და გენოტიპური დათიშვა ერთმანეთს...

1) გენოტიპის დამთხვევა ფენოტიპთან რას ნიშნავს? მასეთი რამ არ არსებობს. გენოტიპი და ფენოტიპი განსხვავებული ცნებებია. გენოტიპი არის უჯრედის (ორგანიზმის) გენეტიკური შემადგენლობა. ფენოტიპი კიდევ არის უჯრედის (ორგანიზმის) დაკვირვებადი გარეგანი თუ შინაგანი ნიშნები, მაგალითად: უჯრედის ზომა, წონა, კედლის შემადგენლობა, თვალის ფერი, ხელის სიგრძე, მხედველობის სიმახვილე, ამათუიმ ფერმენტის ფუნქციონალობის დაქვეითება ან მომატება და ა.შ. ამიტომ, გენოტიპის და ფენოტიპის დამთხვევაზე ან განსხვავებაზე საუბარს აზრი არ აქვს, თუ რაღაც მკვეთრად განსაზღვრული რამ არ იგულისხმება მაგ მსგავსება-განსხვავებაში. ჯერ კითხე შენს მასწავლებელს რას ნიშნავს გენოტიპის და ფენოტიპის დამთხვევა ან არდამთხვევა და მერე დასვი ისევ კითხვა მოტანილი განსაზღვრების მიხედვით.

2) რას აღნიშნავს ფენოტიპური და გენოტიპური დათიშვა?
Don George



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4343
წევრი No.: 86373
რეგისტრ.: 10-March 09

გამოგზავნილია: 2 Oct 2009, 14:16  #15798550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vano_t
დიდი მადლობა, რაღაც გავძვერი-გამოვძვერი და 10 მივიღე biggrin.gif smile.gif
ისე კარგი თემაა...

This post has been edited by CGeorgE on 2 Oct 2009, 14:16
Ka-rlos
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 83172
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 25 Oct 2009, 12:00  #16139805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეკითხვა გაუგებრია და დილეტანტურად დასმული. შესაძლებელია იგულისხმებოდა ე.წ. იმპრინტინგ-ის ფენომენი.
anonim12
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 104755
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 12 Nov 2009, 21:37  #16434953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორი ალელები ექნება ყვითელთესლიან ბარდას, რომელიც თვითდამტვერვით გამრავლებისას თაობათა რიგში მხოლოდ ყვითელ თესლებს ივითარებს? მწვანეთესლიანს?

რა შემთხვევაშია შესაძლებელი გენოტიპის გამოცნობა ფენოტიპის მიხედვით სრული დომინირების დროს?


რა კავშირია გენსა და ალელს შორის?


რატომ იყენებენ რეცესიულ ჰომოზიგოტურ ფორმას გამაანალიზებელი შეჯვარების დროს?



შესაძლებელია თუ არა უცნობი გენოტიპის დადგენა გამაანალიზებელი შეჯვარების გარეშე ჯვარედინამტვერია მცენარის შემთხვევაში?



ბოცვერის ბეწვის შავი შეფერილობა ყავისფერზე დომინირებს. რა სახის შეჯვარებით დაადგენთ შავი ბოცვერის გენოტიპს?


როგორი შთამომავლობა მიიღება ვარდისფერი და წითელი გულისაბას შეჯვარებისას?


რომელი ალელების მატარებილი გამეტები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ ფენოტიპი ყვითელი და დანაოჭებული ყოფილიყო? დაწერეთ ყველა ვარიანტი


გამოიჩეკებოდა თუ არა შავი და გრძელფრთიანი დროზოფილა, კროსინგოვერი რომ არ ხდებოდეს?

რა მოვლენამ გამოიწვია ერთ ქრომოსომაში არსებული შეჭიდული გენების სხვადასხვა გამეტაში მოხვედრა?


დროზოფილას რომელი ფენოტიპები შეიძლება ჩაითვალოს რეკომბინანტებად ზემოთ განხილულ მაგალითებში?
\

როგორ აღნიშნავენ აგებულებით განსხვავებულ, ორმხარა ქრომოსომას? მის ჰომოლოგიურ ქრომოსომას?




რა ეწოდება ქრომოსომათა იმ წყვილებს, რომლებიც ერთნაირი აქვთ მდედრებს და მამრებს? განსხვავებულ წყვილებს?




რა მსგავსებაა დროზოფილას და ადამიანის კარიოტიპებს შორის?
ღოდის განისაზღვრება ორგანიზმის სქესი?




რა განსაზღვრავს ადამიანის სქესს?


როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა დროზოფილას სქესი განსაზღვრის მექანიზმი ადამიანისას?
დამეხმარეთ პასუხების გაცემაში Pლზ
* * *
თქვენი იმედი მაქვს!!!!!!!!!!!!!!!!!
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5454
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 12 Nov 2009, 23:49  #16437332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (anonim12 @ 12 Nov 2009, 21:37 )
როგორი ალელები ექნება ყვითელთესლიან ბარდას, რომელიც თვითდამტვერვით გამრავლებისას თაობათა რიგში მხოლოდ ყვითელ თესლებს ივითარებს? მწვანეთესლიანს?

რა შემთხვევაშია შესაძლებელი გენოტიპის გამოცნობა ფენოტიპის მიხედვით სრული დომინირების დროს?


რა კავშირია გენსა და ალელს შორის?


რატომ იყენებენ რეცესიულ ჰომოზიგოტურ ფორმას გამაანალიზებელი შეჯვარების დროს?



შესაძლებელია თუ არა უცნობი გენოტიპის დადგენა გამაანალიზებელი შეჯვარების გარეშე ჯვარედინამტვერია მცენარის შემთხვევაში?



ბოცვერის ბეწვის შავი შეფერილობა ყავისფერზე დომინირებს. რა სახის შეჯვარებით დაადგენთ შავი ბოცვერის გენოტიპს?


როგორი შთამომავლობა მიიღება ვარდისფერი და წითელი გულისაბას შეჯვარებისას?


რომელი ალელების მატარებილი გამეტები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ ფენოტიპი ყვითელი და დანაოჭებული ყოფილიყო? დაწერეთ ყველა ვარიანტი


გამოიჩეკებოდა თუ არა შავი და გრძელფრთიანი დროზოფილა, კროსინგოვერი რომ არ ხდებოდეს?

რა მოვლენამ გამოიწვია ერთ ქრომოსომაში არსებული შეჭიდული გენების სხვადასხვა გამეტაში მოხვედრა?


დროზოფილას რომელი ფენოტიპები შეიძლება ჩაითვალოს რეკომბინანტებად ზემოთ განხილულ მაგალითებში?
\

როგორ აღნიშნავენ აგებულებით განსხვავებულ, ორმხარა ქრომოსომას? მის ჰომოლოგიურ ქრომოსომას?




რა ეწოდება ქრომოსომათა იმ წყვილებს, რომლებიც ერთნაირი აქვთ მდედრებს და მამრებს? განსხვავებულ წყვილებს?




რა მსგავსებაა დროზოფილას და ადამიანის კარიოტიპებს შორის?
ღოდის განისაზღვრება ორგანიზმის სქესი?




რა განსაზღვრავს ადამიანის სქესს?


როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა დროზოფილას სქესი განსაზღვრის მექანიზმი ადამიანისას?
დამეხმარეთ პასუხების გაცემაში Pლზ
* * *
თქვენი იმედი მაქვს!!!!!!!!!!!!!!!!!

ყოჩაღ.

აპეტიტიც ამას ქვია. ნელ-ნელა მაინც შემოგეპარიებინა, ჰა?
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 13 Nov 2009, 01:49  #16439431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
vano_t
QUOTE
ყოჩაღ.

აპეტიტიც ამას ქვია. ნელ-ნელა მაინც შემოგეპარიებინა, ჰა?

თუ შეგიძლია დაეხმარე.
სწავლა ეზარება ეტყობა, მარა მაინც შევეხიდოთ. smile.gif


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი.
atmori
Turtle Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 893
წევრი No.: 74524
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 13 Nov 2009, 01:59  #16439551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
anonim12

ძისიატი კლას! ეჰ რას ვიზამთ biggrin.gif


--------------------
Ain't no ხრამი deep enough © atmori
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5454
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 13 Nov 2009, 12:28  #16442270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგრი
QUOTE
თუ შეგიძლია დაეხმარე.
სწავლა ეზარება ეტყობა, მარა მაინც შევეხიდოთ. smile.gif

ახლა შენ უკბილო ხუმრობებიც არ მაპატიო biggrin.gif

მე კი მინდა რო დავეხმარო სინამდვილეში, მარა anonim12 არ უნდა ეს. მაგას უნდა მზა-მზარეული პასუხები, ისე რო წიგნიც არ აქვს ადამიანს გადაშლილი. რაში გამოადგება? დარწმუნებული ვარ, წიგნში რომ ჩახედოს, გარკვეულ კითხვებზე პასუხს იპოვის თავისით. თუ ვერ იპოვის, დაწეროს როგორ ესმის ეს ყველაფერი, რამდენი იცის, რა გაიგო და რაში უნდა დახმარება. ვინც უარი უთხრას ჩემდა თავად, ის მოკვდეს საქათმეში.

anonim12
ყველა ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია მექანიზმი, რომელიც თაობიდან თაობას გადასცემს ინფორმაციას. რა ინფორმაციას? იმ ინფორმაციას, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი თაობა და თვითონ მოცემული ორგანიზმი. ეხ ორციელდება ე.წ. გენების საშუალებით. გენი არის მოლეკულა, რომელში ჩაწერილია ინფორმაცია უჯრედში არსებული ცილების შესახებ. ყველანაირი ფუნქცია რაც უჯრედში ხორციელდება, ცილების საშუალებით ხორციელდება. ცილა განსაზღვრავს იმასა, თუ რა ფერი ექნება ლობიოს ან რანაირი ფრთა ექნება ბუზს.

მოგიყვან ანალოგიას: წარმოიდგინე ოთახი. ოთახში გაქვს ერთი სეიფი. ამ სეიფში დევს ჟურნალები. დავუშვათ სეიფში არის 46 ჟურნალი. ეს ჟურნალები განლაგებულია 23 თაროზე წყვილებად. პირველ თაროზე არის პირველი წყვილი ჟურნალებისა. მეორე თაროზე მეორე წყვილი და ა.შ. და 23-ე თაროზე 23 -ე წყვილი. თითოეულ ჟურნალში რამოდენიმე ასობით ან ათასობით ფურცლებია. ჟურნალებში ჩაწერილია როგორი უნდა იყოს ამ ოთახის გარეგანი და შინაგანი მოწყობილობა და ფუნქციონირება. წარმოიგინე კიდევ, რომ თითოეულ ფურცელი ინდივიდუალურია და ოთახის გარეგანი და შინაგანი მოწყობის დეტალებს შეიცავს. მაგალითად, 1-ლი წყვილი ჟურნალის ერთ-ერთ გვერდზე წერია რა ფერით უნდა შეიღებოს ერთ-ერთი კედელი; სხვა ჯურნალის სხვა ფურცელზე წერია სად უნდა დაიკიდოს ნათურა და ა.შ. (ფანტაზიები შენთვის მომინდია).

მოკლედ, სანამ ოთახის გაწყობა მოხდება, სეიფთან მიდიან მომსახურეები, გააღებენ სეიფს და კითხულობენ ჟურნალებს. რაც წერია ჟურნალში, ისე აწყობენ სახლს. ახლა, დააკვირდი რა ხდება წყვილ ჟურნალებში. მაგალითად, მე-5 წყვილის ჯურნალებში როგორ გვაქვს საქმე. წყვილი ჟურნალებიდან თითოეულს გააჩნია ერთიდაიმავე რაოდენობის ფურცლები (ასევეა სხვა წყვილებისათვის, მაგრამ თვითონ წყვილებში სხვადასხვა რაოდენობის ფურცელია-მაგალითად, 1-ლ წყვილის თითოეულ ჯურნალში შეიძლება იყოს 1500 ფურცელი და მე-7 წყვილის თითოეულ ჟურნალში 2700 ფურცელი). ანუ, მე-5 წყვილი ჟურნალის თითოეულ ჟურნალს გააჩნია, დავუშვათ 1000, ფურცელი. ნებისმიერ გვერდზე ამ წვყილებში მსგავსი ინფორმაციაა ჩაწერილი. სიტყვაზე, თუ მე-5 წყვილის ერთ-ერთ ჟურნალს გადავშლით მე-100 ფურცელზე (დავარქვათ ამ ფურცელს A) და იქ გვიწერია რა ზომის უნდა იყოს ერთ-ერთი განსაზღვული ფანჯრის ფერი, ამავე წყვილის მე-2 ჟურნალის იმავე ფურცელზეც (ანუ მე-100 ფურცელზე და დავარქვათ ამ ფურცელს B) წერია ისევ როგორი უნდა იყოს იმავე ფანჯრის ფერი. ოღონდ A ფურცელს აწერია, რომ "მე ვარ დომინანტური ფურცელი და ის ფანჯარა შეღებე წითლად". B ფურცელს აწერია "მე ვარ რეცესიული ფურცელი და ის ფანჯარა შეღებე მწვანედ". ახლა მოდის წამკითხავი, რომელმაც უნდა წაიკითხოს ეს ინფორმაცია და ამის მიხედვით შეღებოს ის ფანჯარა. წამკითხავი წაიკითხავს როგორც A ფურცელს, ასევე B ფურცელს (და დაახლოებით რომ წარმოიდგინო, ეს ეხება ყველა ჟურნალის ყველა ფურცელს-სინამდვილეში უფრო რთულად არის საქმე, მაგრამ არ აქვს ამას ახლა მნიშვნელობა). წამკითხავი დააკვირდება სად წერია სიტყვა "დომინანტური" და სად წერია სიტყვა "რეცესიული". ამის მიხედვით შეღებავს იმ ფანჯარას. სიტყვა "დომინანტური" წამკითხავს ეუბნება, რომ თუ A ან B გვერდზე თუნდა ერთი ასეთი სიტყვაა ნახსენები, მაშინ ფანჯარა უნდა შეღებოს წითლად. იმიასთვის რომ ფანჯარა შეიღებოს მწვანედ, ორივე ფურცელზე (A-ზეც და B-ზეც) უნდა ეწეროს, რომ ეს ფურცელი არის რეცესიული ფურცელი.

ახლა შემომაქვს რამოდენიმე განსაზღვრება. ეს 23 წყვილი ჟურნალი (სულ 46) დაყოფილია 2 ნაწილად: აქედან 22 წყვილი (ანუ 44 ჟურნალი სულ) განსაზღვრავს უმრავლეს თვისებებს ამ ჩვენი ოთახისა. ამ 22 წყვილს დავარქვათ ავტოსომური ჟურნალები. 1 წყვილი (დავუშვათ 21-ე წყვილი) განსაზღვრავს ოთახის განსაკუთრებულ თვისებას და ამ თვისებას ვუწოდოთ ოთახის სქესი, ხოლო ამ წყვილს სასქესო ჟურნალები. თითოეული წყვილ ჟურნალებს ვუწოდოთ ჰომოლოგიური ჟურნალები. ჰომოლოგიური ნიშნავს მგავსს და რადგანაც თითოეულ წყვილის პირველ და მეორე ჟურნალებში ჩაწერილია ინფორმაცია მსგავსია, კარგი სახელია. ახლა წარმოიდგინე, გარდა წამკითხავებისა, ამ ოთახს გიჟებიც ემსახურებიან. გიჟების ფუნქცია ასეთია. გიჟი მივა სეიფთან, გააღებს სეიფს და შემთხვევით აირჩევს რომელიმე წყვილს, დავუშვათ მე-10 წყვილს. მერე ამ მე-10 წყვილი ჰომოლოგიურ ჟურნალებს (ერთი ჟურნალი იყოს A და მეორე ჟურნალი იყოს B) გადაშლის შემთხვევით ერთიდაიმავე გვერდზე. დავუშვათ A და B ჟურნალიც გადაშალა მე-15 გვერდზე და ამ გვერდიდან დაწყებული ყველა ფურცელს ამოხევს A-შიც და B-შიც; მარა ისეთი გიჟი არ არის, რომ გადაყაროს. A-დან ამოხეულ ფურცლებს (ანუ მე-15 ფურცლიდან დამწყებული ბოლო ფურცლამდე დამთავრებული) გადაიტან B ჟურნალში და B-დან ამოხეულს A ჟურნალში. მოკლედ, ადგილები შეუცვალა ამ ყველაფერს. თვითონ ამ გადატანის პროცესს უწოდე კროსინგოვერი (რაც ნიშნავს გადაჯვარედინებას).

ამ ოთახს სხვა საინტერესო თვისებაც გააჩნია. ამ ოთახს შეუძლია მომსახურე პერსონალის თანდასწრებით გაიყოს 2 ნაწილად, თანაც ისე, რომ 2 თითქმის ერთნაირი ოთახი შექმნას. ამ გაყოფას ის ახასიათებს, რომ ახალ ოთახებში ამ სეიფის ჰომოლოგიური ჯურნალებიდან A პირველ ოთახში გადააქვთ და B მეორე ოთახში. ამრიგად, თითოეულ ოთახში აღმოჩნდება 23 ჟურნალი. ამ ოთახებს ვუწოდოთ გამეტები. სრულყოფილი ოთახი რომ მიიღო, საჭიროა ორ გამეტა ოთახის სეიფები გაართიანო ისევ და ახალი სეიფი მიიღო, სადაც ისევ 46 ჟურნალი უნდა მიიღო თითოეული გამეტა ოთახის 23 ჟურნალის გადატანით ახალ სეიფში. ამ ახალ ოთახს უწოდე განაყოფიერებული ოთახი. აი ის გიჟი კაცები ხომ გახსოვს? ისინი ფურცლების ამოხევას განაყოფიერებულ ოთახში კი არ აკეთებენ, ამ ფურცლების ამოხევას და გადატანას აკეთებენ უშუალოდ გამეტა ოთახების წარმოქმნამდე, ისე რომ გამეტა ოთახებში შეცვლილი ჟურნალები ხვდება.

ცოტას კიდევ დაგეხმარები smile.gif ჯურნალებსაც დაარქვი ცოტა განსხვავებული სახელები და სიამოვნების გულისათვის ვუწოდოთ მათ ქრომოსომები. თითოეულ ფურცელს ვუწოდოთ გენები. ის ხომ გახსოვს, ჰომოლოგიურ A და B ჟურნალებში მე-N გვერდზე ყოველთვის მსგავსი ინფორმაცია იწერება (მაგალითად, აბანოს კაფელის ზომა). ხოდა, ამ ჰომოლოგიური A და B ჟურნალების ნებისმიერ მე-N გვერდზე არსებულ ფურცლებს, ანუ გენებს, ეწოდებათ ალელები.

სეიფის ჟურნალების ერთობლიობას ქვია გენოტიპი (იმიტომ, რომ მთლიანად განსაზღვრავს ოთახის ყველა დეტალს), ხოლო ოთახის გარეგან და შინაგან მოწყობილობას (მის დეტალებს) ქვიათ ფენოტიპი.

ახლა, იმედია ტყუილად არ ვილაპარაკე ამდენი და ამას წაიკითხავ smile.gif თუ რაიმე გაუგებარი დაგრჩება, მერე გავარგძელოთ. აქ შენს დასმულ ზოგიერთ კითხვაზეც არის პასუხი.
anonim12
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 104755
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2009, 00:30  #16453427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაქვს პასუხები სხვათა შორის ზოგზე წაკითხულიც მაქ მაგრამ ჩვენ ბიოლოგიის წიგნშI თითქმის არაფერი არ წერია ცარიელი სურათებია თქვენ წარმოიდგინეთ პირველი კლასიდა ათოსანი ვარ ეხლა ლეპტოპს მჩუქნიან და მალე ოქროს მედალიც მექნება პროსტა ქიმია ბიოლოგია ფიზიკა არ მეხერხებაა და დახმარებას გთხოვთ მე კი ვიცი ზოგზერ პასუხი მარა სწორედ ვიცი თუ არა ეგ არ ვიცი და სეიფზე მაგარი მოგიფიქრებია
* * *
და მთლად ესეც არ უნდა დაგეღეჭა ჟურნალი არ დავუწერო იმ საწყალს biggrin.gif:D:D:D:D საღოლ მაგარი ხარ ძაან
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5454
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 14 Nov 2009, 08:14  #16455898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
anonim12
დახმარება ხომ გინდა? ხოდა გეხმარები. ჯერ შენ თვითონ გაეცი ჩემს კითხვებს პასუხი.

QUOTE
როგორი ალელები ექნება ყვითელთესლიან ბარდას, რომელიც თვითდამტვერვით გამრავლებისას თაობათა რიგში მხოლოდ ყვითელ თესლებს ივითარებს? მწვანეთესლიანს?
ჟურნალში, ხომ გახსოვს, ზოგ ფურცელს დასაწყისში ეწერა "მე ვარ დომინანტური" და ზოგს "მე ვარ რეცესიული". როგორ ხდებოდა დომინანტური და რეცესიული ფურცლებიდან (გენებიდან) ოთახის გაწყობა (ჩვენს შემთხვევაში ბარდის თესლის ფერის დამემკივდრება)?

QUOTE
რა შემთხვევაშია შესაძლებელი გენოტიპის გამოცნობა ფენოტიპის მიხედვით სრული დომინირების დროს?
კითხვა ვერ არის რაღაც ჩამოყალებებული. რა უნდა მკითხავს ვერ გავიგე?

QUOTE
რა კავშირია გენსა და ალელს შორის?
რა ანალოგიაც მოგიტანე, იქ მითითებულია ამაზე პირდაპირ.

QUOTE
რატომ იყენებენ რეცესიულ ჰომოზიგოტურ ფორმას გამაანალიზებელი შეჯვარების დროს?
რა არის გამაანალიზებელი შეჯვარება? რეცესიული ჰომოზიგოტური ფორმა ნიშნავს იმას, რომ მოცემულ სახეობაში რომელიღაც ნიშნის გამაპირობებელი გენები (ანუ 2 ალელი) რეცესიული გენებია ორივე. სიტყვა ჰომოზიგოტური მაგას მიუთითებს: ორივე ალელი ან რეცესიულია ან დომინანტური. თუ რაიმე ნიშნის გამაპირობებელი ალელებიდან ერთი რეცესიულია და მეორე დომინანტური, მაშინ ასეთ გენოტიპს უწოდებენ ჰეტეროზიგოტულს.

QUOTE
შესაძლებელია თუ არა უცნობი გენოტიპის დადგენა გამაანალიზებელი შეჯვარების გარეშე ჯვარედინამტვერია მცენარის შემთხვევაში?
დაადგინე რა არის გამაანალიზებელი შეჯვარება და მერე ვუპასუხოთ ერთად ამ კითხვას smile.gif

QUOTE
ბოცვერის ბეწვის შავი შეფერილობა ყავისფერზე დომინირებს. რა სახის შეჯვარებით დაადგენთ შავი ბოცვერის გენოტიპს?
მოკლედ, შენ უნდა დაადგინო შეჯვარების სხვადასხვა ტიპები მაგ შენს ბიოლოგიის წიგნში და რა განსხვავებაა შეჯვარების ტიპებს შორის. ნახე ეგ ადგილი, ამოწერე და დადე აქ.

QUOTE
როგორი შთამომავლობა მიიღება ვარდისფერი და წითელი გულისაბას შეჯვარებისას?
აქ უნდა იცოდე ვარდისფერ და წითელ ფერს რა სახის (რეცესიული თუ დომინანტური) გენები განაპირობებენ და თუ ფერის დამემკვიდრება ხდება მენდილის კანონების მიხედვით, მაშინ მარტივი იქნება პასუხი. რას ნიშნავს მენდელის კანონების მიხედვით? უმეტეს შემთხვევაში ორგანიზმის რაიმე ნიშან-თვისება ძალიან რთულად მემკვიდრება და ასეთი რთული დამემკვიდრების მექანიზმები უნდა იცოდე. თუმცა, მე-10 კლასში მარტო ასწავლიან მარტივ დამემკვიდრებას, როცა 1 გენი განსაზღვრავს 1 ნიშანს. ეს არის მარტივი მენდელის მიხედვით დამემკვიდრება. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდე დომინანტური გენი მოცემულ ნიშანს (ჩვენს შემთხვევაში ვაშლის ფერს) როგორ განსაზღვრავს და რეცესიული გენი როგორ განსაზღვრავს. ჩვენს ანალოგიაში, ფურცლებზე ინფორმაცია ჩაწერილი იყო მენელისებურად. ერთი ფურცელი განსაზღვრავდა ერთ ნიშანს. მაგრამ, სინამდვილეში ორგანიზმში ჟურნალებში (ანუ ქრომოსომებში) არის უამრავი "ცარიელი" ფურცელი (ანუ გენი). ეს "ცარიელი" ფურცელი ცარიელი ალბათ სულ არ არის. უბრალოდ არ იციან მათი ფუნქცია. ბევრი გენი შეიძლება ბევრ ადგილას განმეორდეს ქრომოსმაში. ჩვენ რომ გვქონოდა მაგალითად რაიმე ფურცელი რომელზეც კაფელის შეღებვა არის ჩაწერილი და ასეთი ფურცლები რომ განმეორდეს ან ამავე ჟურნალში ბევრ ადგილას, ან სხვა ჯურნალებში. საქმე ამაზე რთულათაც არის. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ კაფელის ფერი განპირობებულია იმ ინფორმაციით, რაც წერია სხვადასხვა ჟურნალის სხვადასხვა ფურცელზე, თანაც ისე კი არა, რო ეს ფურცლები ყველა ერთნაირია, არამედ, სანამ ყველა ამ ფურცელს არ წაიკითხავ, მანამდე ვერ დაადგენ რა ფერით უნდა შეიღებოს კაფელი. ეს ყველაფერი ცნობისმოყვარეობისათვის, თორემ ამდენს არ შეგეკითხებიან მე-10 კლასში.

QUOTE
რომელი ალელების მატარებილი გამეტები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ ფენოტიპი ყვითელი და დანაოჭებული ყოფილიყო? დაწერეთ ყველა ვარიანტი
აქაც იგივე მომენტია. სანამ არ გეცოდინება რა განსაზღვრავს ნაყოფის ფერს და რა განსაზღვრავს მის დანაოჭებას, მანამდე ვერ იტყვი ვერაფერს. ის ხომ გახსოვს, რომ ორგანიზმების უმეტესობაში წყვილი, ანუ 2N რაოდენობის, ქრომოსომებია (ჟურნალები). გამეტა ნიშნავს უჯრედს, რომელსაც ორგანიზმები წარმოქმნიან განაყოფიერებისათვის. ორგანიზმმა გამეტებს რომ ისევ 2N რაოდენობით ქრომოსმა გადასცეს, მაშინ გამეტების შერწყმისას, რითაც ისევ ახალი ორგანიზმი წარმოიქმნება, გექნება 4N რაოდენობით ქრომოსომა. ამიტომ, ახალ ორგანიზმშიც რომ იგივე რაოდენობით ქრომოსომა დარჩეს, 2N რაოდენობის ქრომოსომა უნდა გაანაწილო 2 გამეტაში თანაბრად და თითოეულში მოახდინო N რაოდენობის ქრომოსომა. თანაც, თითოეულში უნდა გაუშვა ჰომოლოგიური ქრომოსომები, ისე რომ მსგავსი გენეტიკური ინფორმაცია გადაეცეს ყველა გამეტას. ახლა ასეთი N რაოდენობის ქრომოსომების შემცველი 2 გამეტა რომ შეერწყმება, მიიღება ისევ 2N რაოდენობის ქრომოსომების შემცველი განაყოფიერებული უჯრედი, რომელიც იმავე სახეობის ორგანიზმს მიცემს დასაბამს. აქვე გეტყვი ერთ მრამეს, რაშიც შენს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული და იმ კითხვაზე აღარ გიპასუხებ. ამ 2N რაოდენობის ქრომოსომებიდან N წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომა გაქვს. ამ N წყვილიდან N-1 წყვილი არის აუტოსომური ქრომოსომები, რომლებიც განაპირობებენ ყველაფერს სქესის გარდა და 1 წყვილი სასქესო ქრომოსომები, რომლებიც განაპირობებენ ორგანიზმის სქესს. სასქესო ქრომოსომებს სპეციალური აღნიშვნები აქვთ: წყვილიდან ერთს ქვია X ქრომოსომა და მეორეს Y ქრომოსომა. როცა გამეტები წარმოიქმნებიან, გამეტაში მოხვდება ან X ან Y ქრომოსომა (ნორმაში, თორემ ხანდახან შეცდომებიც ხდება, რასაც მერე დაავადებები მოყვება). ახლა ორი გამეტა როცა ერწყმება, გაქვს ორი ვარიანტი: 1) ან ორივეს X ქრომოსომა აქვს და შერწყმისას მოგცემს XX შემცველ განაყოფიერებულ უჯრედს და ასეთი უჯრედისაგან შემდეგში ვითარდება მდედრი. 2) ან ერთ X ქრომოსომა აქვს და მეორე გამეტას Y ქრომოსომა და მათი შერწყმისას მიიღება უჯრედი, რომელიც შეიცავს XY ქრომოსომას. ასეთ უჯრედი დასაბამს აძლევს მამრს. აქ რაც აგიხსენი საკმარისია ამის საფუძველზე შენ თვითონ კიდევ 2 კითხვას გასცე პასუხი: A) შესაძლებელია თუ არა ნორმაში YY ქრომოსომების შემცველი განაყოფიერებული უჯრედის წარმოქმნა? B) საბოლოოდ, მდედრი წარმოიქმნება თუ მამრი, რომელი სქესის გამეტაზეა დამოკიდებული, მდედრის თუ მამრის?

განსაზღვრებასაც გეტყვი: მდედრობითი სქესის გამეტას ქვია კვერცხუჯრედი და მამრობითი სქესის გამეტას ქვია [/B]სპერმატოზოიდი[/B].

QUOTE
გამოიჩეკებოდა თუ არა შავი და გრძელფრთიანი დროზოფილა, კროსინგოვერი რომ არ ხდებოდეს?
ეს საინტერესო კითხვაა, მაგრამ აქაც დეტალები უნდა იცოდე. გახსოვს ფურცლების ამომხევი გიჟი, რომელიც ფურცლებს უცვლის ადგილს? ის ადგილი ისევ კარგად წაიკითხე და აქ რაღაცას მივამატებ. ავიღოთ ერთ-ერთი წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომები და ერთ სახელად დავარქვათ A ქრომოსომა და მეორეს B ქრომოსომა. ჰომოლოგიურ ქრომოსომებში მსგავსი ინფორმაციაა ჩაწერილი. რა სახის ინფორმაციაც არ უნდა იყოს ჩაწერილი A ქრომოსომაში (მაგალითა ნაყოფის კანის ფერი), იგივე ინფორმაცია უნდა იყოს B ქრომოსომაში თუმცა, შეიძლება ეს იყოს სხვა ფერის გამსაზღვრელი (მაგრამ მაინც ფერის გამსაზღვრელი) გენი. როცა გამეტები წარმოიქმნებიან, A ქრომოსომა მოხვდება ერთ გამეტაში და B ქრომოსომა მეორეში. თუმცა, სანამ ეს მოხდება ხანდახან ხდება კროსინგოვერი. იმ ჯურნალების მაგალითზე ეს აღწერილია, აქ ცოტა სხვანაირად დავწერ რომ კარგად გაიგო. A ქრომოსომა წარმოვიდგინოთ როგორც გრელი თოკი და ორ ნაწილად წარმოვიდგინოთ ეს თოკი. ერთი ნაწილია A1 და მეორე ნაწილია A2. ასევე წარმოვიდგინოთ B ქრომოსომაც 2 ნაწილად B1 და B2. ახლა წარმოიდგინე ორივე თოკი (A-ც და B-ც) გაჭერი ამ ნაწილების შეერთების ადგილას. მიიღებ ასაგან A1 და A2-ს და B-საგან B1-ს და B2. ახლა A1-ს მიაკარი B2 და B1-ს მიაკარი A2 და მიიღებ ახალ თოკებს: A1B2 და B1A2. ეს არის ზუსტად კროსინგოვერი. ნორმაში კროსინგოვერი ხდება ამ ორ ქრომოსომაში ისე, რომ ერთნაირი სიგრძის ნაწილებად ყოფს ქრომოსომებს ასე: A1=B1 და A2=B2 (თუმცა A1 არ არის საჭირო A2-ის ტოლი იყოს). და მეორე მნიშვნელოვანი პირობა ის არის, რომ ქრომოსომა იჭრებიან ისეთ ადგილას, რომ არც A-ში და არც B-ში ნორმალური გენი არ იკვეთება (გახსოვს ცარიელი გენები, ხოდა იმ ცარიელ გენებში იკვეთება). ანუ, საბოლოო ჯამში გამეტებში მაინც იგივე გენები წავა გამეტებში და არავითარი ახალი ინფორმაციის შემცველი გენი არ წარმოიქმნება. არის შემთხვევები, როცა კროსინგოვერის შედეგად A და B ქრომოსომები შეიძლება გაიჭრას ისე, რომ გაჭრის ადგილას ინფორმაციის მატარებელი გენია. ასეთ ნაწილებს რომ გადააბამ, ახალ ქიმერულ გენებს მიიღებ (იმედია ხვდები რატო). ასეთ გენებს ქვია რეკომბინირებული გენები. თუ ასეთი ქიმერული (რეკომბინირებული) გენი განაპირობებს შავი გრძელფრთიანი დროზოფილას გამოჩეკვას, მაშინ კროსინგოვერის გარეშე ვერ გამოიჩეკება მასეთი ბუზი. თუ არადა, კროსინგოვერი არ არის საჭირო. ამრიგად, შენ უნდა დაადგინო ეს საკითხი.

QUOTE
რა მოვლენამ გამოიწვია ერთ ქრომოსომაში არსებული შეჭიდული გენების სხვადასხვა გამეტაში მოხვედრა?
შეწიდული გენები ქვია ისეთ გენებს, რომლებიც მეზობლად არიან ერთმანეთის და ნაკლებია შანსია კროსინგოვერმა დააცილოს. ზემო ახსნას დაამატე ეს და მიიღებ პასუხს.

QUOTE
დროზოფილას რომელი ფენოტიპები შეიძლება ჩაითვალოს რეკომბინანტებად ზემოთ განხილულ მაგალითებში?
ეს სპეციფიური ინფომრაციაა და პასუხი რომ გასცე, წიგნში უნდა ნახო. რაც დაგიწერე იმის მიხედვით საკმარისია მოძებნო შესაბამისი ფენოტიპები.

QUOTE
როგორ აღნიშნავენ აგებულებით განსხვავებულ, ორმხარა ქრომოსომას? მის ჰომოლოგიურ ქრომოსომას?
p და q და მის ჰომოლოგიურს p' და q'. ეს ქე უნდა ეწეროს წიგნში.

QUOTE
რა ეწოდება ქრომოსომათა იმ წყვილებს, რომლებიც ერთნაირი აქვთ მდედრებს და მამრებს? განსხვავებულ წყვილებს?
ამაზე პასუხი ორჯერ გავეცი. თუ მართლა გაინტერესებს, წაიკითხავ და მოძებნი.

QUOTE
რა მსგავსებაა დროზოფილას და ადამიანის კარიოტიპებს შორის?
კარიოტიპი ქვია ქრომოსომების ზოგად მოწყობას ბირთვში. ბირთვი არის უჯრედის ორგანელი (ჩვენს ანალოგიაში სეიფი), სადაც ქრომოსომებია მოთავსებული. "კარიო" ნიშნავს ბირთვს. არსებობს 2 სახის ორგანიზმები: ეუკარიოტები (ანუ ბირთვიანები) და პროკარიოტები (ანუ უბირთვოები, რომელშიც შედის სხვადასხვა ბაქტერიები). ეუკარიოტებს (სადაც შედის ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმი ადამიანის და დროზოფილას ჩათვლით) ბირთვებში აქვთ წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომები (რაც ავღნიშნე) და ალბათ ამ მსგავსებაზეა საუბარი. სხვა მსგავსებები წიგნში უნდა იყოს მოცემული.

QUOTE
ღოდის განისაზღვრება ორგანიზმის სქესი?
ამაზეც არის უკვე პასუხი მოცემული.

QUOTE
რა განსაზღვრავს ადამიანის სქესს?
ამაზეც.

QUOTE
როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა დროზოფილას სქესი განსაზღვრის მექანიზმი ადამიანისას?
შენ წაიკითხე როგორ ხდება სქესის განსაზღვრა დროზოფილაში და მერე შეადარე ჩემს დაწერლს. საერთოდ, სქესის დამემკვიდრება მსგავსია უმაღლეს ორგანიზმებში.

QUOTE
დამეხმარეთ პასუხების გაცემაში Pლზ
ახლა შენც იფიქრე და რასაც ვერ გაიგებ, ის შემეკითხე ნელ-ნელა. ამდენს ერთად აღარ დავწერ.

აბა წარმატებები მოლეკულურ ბიოლოგიაში smile.gif და იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა.
anonim12
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 104755
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 14 Nov 2009, 22:23  #16464898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯიგარი ხარ დიდი მადლობა გამოვძვერი როგორღაც და ათი მივიღე დიდი მადლობ ა ბავშვებო
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 14 Nov 2009, 22:47  #16465275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
anonim12
QUOTE
ბავშვებო

lol.gif
აბა შენ იცი, წარმატებები!
anonim12
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 104755
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 15 Nov 2009, 17:34  #16475000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბუზუზუზუზუზუზუზუ რა არი სასაცილო ყველანი ბავშვები ვართ სულიერადbiggrin.gif:D:D
Linker
Free art


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 592
წევრი No.: 83308
რეგისტრ.: 26-January 09

გამოგზავნილია: 17 Nov 2009, 16:01  #16503128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
CGeorgE
მაგარი მოგიფიქრებია biggrin.gif


--------------------
ანინანია ანუ ანიმაცია
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0323 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]