forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (61) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბიოლოგებო და არაბიოლოგებო, კითხვები და პასუხები აქ
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 17 Nov 2009, 16:06  #16503237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
QUOTE
ბიოლოგებო და არაბიოლოგებო, კითხვები და პასუხები აქ

მეც მაქვს ერთი შეკითხვა smile.gif ჩატარებულა თუ არა რაიმე ცდა ცოცხალ ორგანიზმებზე ისეთ გარემოში სადაც არ იქნებოდა მაგნიტური ველი? ანუ იმის გასაგებად სასიცოცხლოდ აუცილებელია თუ არა მაგნიტური ველი ცოცხალი ორგანიზმისათვის............


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
Ka-rlos
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 83172
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 11 Feb 2010, 15:44  #17920448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუცილებელია თუ არა მაგნიტური ველი ცოცხალი ორგანიზმისათვის

რასაკვირველია აუცილებელია, დედამიწაზე არსებობს მაგნიტური ველი და ცოცხალი ორგანიზმები შეგუებული არიან მას ისევე როგორც გრავიტაციას (გრავიტროპიზმი) და სინათლეს (პოტოტროპიზმი). ბიოლოგიაში არსებობს მაგალითად კლასიკური ცდები ცხოველებსა და მცენარეებზე, რომლებიც ამ ფაქტორების გავლენის დასადასტურებლად ცატარდა. თუ მეტი ინტერესი გაქვს, დაწვრილებით დავწერ.
BeQa_G
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 499
წევრი No.: 47386
რეგისტრ.: 20-November 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2010, 18:24  #18411644      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გამარჯობათ რაღაც მაინტერესებს ბიოლოგიასთან დაკავშირებით.. ექსტერნის ტესტებში ვნახე ესეთი რაღაც ( რომელ გენოტიპებს შეესაბამება ერთი საერთო ფენოტიპი სრული დომინირების დროს და პასუხებში Aa Bb , AA Aa და ა.შ )ვერ გავიგე რას ნიშვანვს ეს ნიშნები ვერც ვერსად ვიპოვე ხოდა იქნებ ამიხსნათ ან საიტი მომცეთ სადაც შემეძლება ამ გენოტიპების თუ რაღაცეების გასაგებად.


--------------------
www.fshop.ge
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 12 Mar 2010, 23:33  #18453881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
BeQa_G
QUOTE
რომელ გენოტიპებს შეესაბამება ერთი საერთო ფენოტიპი სრული დომინირების დროს და პასუხებში Aa Bb , AA Aa და ა.შ

AA Aa

QUOTE
ვერ გავიგე რას ნიშვანვს ეს ნიშნები ვერც ვერსად ვიპოვე

მერვე ან მეცხრე კლასის ბიოლოგიის წიგნში (გენეტიკის)

ფენოტიპი:
user posted image

გენოტიპი:
user posted image

Y = A
G = a


This post has been edited by mtvareuli on 13 Mar 2010, 13:58


--------------------
It's not so much where you stand in life, but in what direction you are moving
leopardibuba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 294
წევრი No.: 106426
რეგისტრ.: 2-December 09

გამოგზავნილია: 3 Apr 2010, 18:12  #18841420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
კაკაოს გენში შაქრის ლერწმის გენი რომ შეურიო მივიღებთ თუ არა ტკბილ კაკაოს?


--------------------
თუ შენ ამას კითხულობ ე.ი. სხვა საქმე არა გაქ
თუ მე ეს დავწერე ე.ი. სხვა საქმე არ მქონია
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 12 Apr 2010, 11:34  #18997077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
მეც მაქვს შეკითხვები ბიოლოგებთან smile.gif

მე როგორც მახსოვს ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს. ასევე თუ სწორად მახსოვს ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, უფრო სწორად ყოველ სახეობას აქვს ქრომოსომების მისთვის დამახასიათებელი რაოდენობა და იგი მგონი არ იცვლება. თუ ეს სწორად მახსოვს მაშინ:
1. არ შეიძლება ძველი ნამარხი ადამიანების (ნეანდერტალელების, პითეკანტროპების და სხვების.) ნაშთების მიხედვით დაადგინონ მათი ქრომოსომების რაოდენობა და თუ განსხვავებული რაოდენობა აღმოაჩნდათ (50, 78 და ა.შ.) საბოლოოდ გაირკვეს საკითხი არიან თუ არა ისინი თანამედროვე ადამიანის წინაპრები და საერთოდ ვისგან წარმოვიშვით ამ საკითხის გარკვევა?
2. მაიმუნებს რამდენი ქრომოსომა აქვთ? თუ განსხვავებული აქვთ მაშინ გამოდის რომ ადამიანს და მაიმუნს საერთო წინაპარი არ ჰყავდა?
3. ქრომოსომების რაოდენობა თუ იცვლება დროთა განმავლობაში? ანუ ვთქვათ 50 000 წლის წინ ადამიანს ასევე 46 ქრომოსომა ჰქონდა? ან მომავალში რამდენი ექნება ეს გამოკვლეულია?
4. მე როგორც ვიცი გენური ინჟინერიის დროს ერთი არსებიდან იღებენ ერთ რომელიმე გენს და მას ჩაუნერგავენ სხვას და ეს მეორე არსება იმ პირველი არსებიდან იმ ერთ თვისებას ღებულობს. არ შეიძლება ამ მხრივ მაგალითად მფრინავი ადამიანის მიღება? მაგალითად არწივის გენომიდან (თუ გენოტიპიდან, ზუსტად არ ვიცი რომელი ტერმინია სწორი) რომ ავიღოთ ის გენები რომლებიც პასუხიმგებლები არიან ფრთების არსებობაზე, მათ ფორმაზე და ა.შ. და რომ ჩავუნერგოთ ადამიანს რა მოხდება?
5. მე როგორც ვიცი ზოგ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში იბადება კუდიანი ადამიანი და ამას ატავიზმი ჰქვია. რა ხდება ამ დროს იმ კონკრეტული ადამიანის გენებში, მას ერთი დამატებითი გენი აქვს რომელიც კუდის არსებობაზე და მის ფორმაზეა პასუხისმგებელი?


საერთოდ ვინმეს თუ უცდია პასუხი გაეცა ბიოლოგიის მთავარი შეკითხვისათვის-რა არის სიცოცხლე? აი კლონირებაზე კი გავიგე როგორ ხდება ეს. ანუ აიღებენ ცოცხალ უჯრედს, სადღაც გადანერგავენ და ესაა. მაგრამ ამ გზით ჩვენ ხომ არ ვღებულობთ ხელოვნურ ადამიანს (ან სხვა ცოცხალ ორგანიზმს) ამით. ჩვენ ვღებულობთ ბუნებრივ ადამიანს ხელოვნური გზით. მაგრამ ხელოვნური ადამიანის შექმნა კი ჩემი აზრით სრულიად სხვა რამე უნდა იყოს. თუკი ბიოლოგიამ ზუსტად იცის როგორც ცალკეული უჯრედის, ასევე მთლიანად ორგანიზმის აგებულება მაშინ კაცმა რომ თქვას ქიმიკოსებს და ბიოლოგებს არ უნდა გაუჭირდეთ შექმნან ყველა ეს ცილები, ნახშირწ###ბი, დნმ-ები; მერე შექმნან უჯრეები რომლებიც წმინდა მატერიალისტურ-ფიზიკურ-გეომეტრიული თვისებებით იქნება ზუსტი ასლი ცოცხალი ორგანიზმისა (ადამიანის თუ სხვის). მაგრამ იქნება კი ეს ცოცხალი ორგანიზმი? რამ უნდა მისცეს “ბიძგი” რომ ასე წმინდა ხელოვნურად, მარტივი ქიმიური ნივთიერებებისგან (და არა უჯრედებისგან, ქრომოსომებისგან და ბირთვებისგან) მივიღოთ ცოცხალი ორგანიზმი? რა, სული უნდა ჩავბეროთ? თუ ამ გზით შეიძლება მარტო გვამის მიღება? გვამიც ხომ ზუსტად იმ ნივთიერებებისგან შედგება რისგანაც ცოცხალი ორგანიზმი, ხომ ზუსტად იგივე ფორმა აქვს მაგრამ ის გვამია და არა ცოცხალი ორგანიზმი. მაშ რა არის სიცოცხლე? იქნებ არსებობს გარკვეული სიცოცხლის გენი?

დეზოქსირიბონუკლეინისმჟავა (დნმ) რაც არის ვიცი, უფრო სწორად სკოლის ბიოლოგიის წიგნიდან მახსოვს. მაგრამ კარგად არ მახსოვს როგორც ასეთი ეს ნივთიერებაა თუ ნივთიერებისგან აგებული და შექმნილი რაიმე სტრუქტურა? მაგალითად რკინა ეს ნივთიერებაა (ქიმიური ელემენტია უფრო სწორად), მაგრამ რკინის მილი ეს საგანია. როგორაა საქმე დნმ-ის შემთხვევაში? რაკი მის სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვა “მჟავა” ვიფიქრე რომ მას ჩვეულებრივ მჟავასთან (გოგირდმჟავასთან მაგალითად) რაიმე საერთოდ უნდა ჰქონდეს, ეს ასეა? და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. თუ დნმ ეს სწორედ რომ ნივთიერებაა, შეიძლება მისი დიდი რაოდენობით გამოყოფა და დაგროვება რომ ხელით შევეხოთ მას, ვნახოთ მისი ფერი და ა.შ. ეს შესაძლებელია? ვინმეს ხომ არ გაუკეთებია უკვე?
leopardibuba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 294
წევრი No.: 106426
რეგისტრ.: 2-December 09

გამოგზავნილია: 19 Apr 2010, 11:52  #19123632      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ამ თემაში კაციშვილის ჭაჭანება არაა!!!
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 58360
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 24 Apr 2010, 19:51  #19227134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არწივი9
QUOTE
არ შეიძლება ძველი ნამარხი ადამიანების (ნეანდერტალელების, პითეკანტროპების და სხვების.) ნაშთების მიხედვით დაადგინონ მათი ქრომოსომების რაოდენობა და თუ განსხვავებული რაოდენობა აღმოაჩნდათ (50, 78 და ა.შ.) საბოლოოდ გაირკვეს საკითხი არიან თუ არა ისინი თანამედროვე ადამიანის წინაპრები და საერთოდ ვისგან წარმოვიშვით ამ საკითხის გარკვევა?

კარიოტიპიზაცია ვერ განხორციელდება, იმის გამო, რომ ცოცხალი უჯრედი აღარაა, საიადანაც მოხერხდებოდა კულტურის დადგმა და მერე FISH ან რამე სხვა მეთოდით ქრომოსომების ვიზუალიზაცია.
შესაძლებელია მთლიანი გენომური დნმ-ის გამოყოფა და ბირთვულ და მიტოქონდრიულ დნმ-ებში სხვადასხვა გენის პოლიმორფიზმის შესწავლის საფუძველზე მსგავსება/განსხვავების დადგენა. და ასეც კეთდება.

QUOTE
მაიმუნებს რამდენი ქრომოსომა აქვთ?

48 (გორილა, შიმპანზე)
QUOTE
ქრომოსომების რაოდენობა თუ იცვლება დროთა განმავლობაში? ანუ ვთქვათ 50 000 წლის წინ ადამიანს ასევე 46 ქრომოსომა ჰქონდა?

მაგას ვერავინ გეტყვის.

QUOTE
მე როგორც ვიცი გენური ინჟინერიის დროს ერთი არსებიდან იღებენ ერთ რომელიმე გენს და მას ჩაუნერგავენ სხვას და ეს მეორე არსება იმ პირველი არსებიდან იმ ერთ თვისებას ღებულობს. არ შეიძლება ამ მხრივ მაგალითად მფრინავი ადამიანის მიღება? მაგალითად არწივის გენომიდან (თუ გენოტიპიდან, ზუსტად არ ვიცი რომელი ტერმინია სწორი) რომ ავიღოთ ის გენები რომლებიც პასუხიმგებლები არიან ფრთების არსებობაზე, მათ ფორმაზე და ა.შ. და რომ ჩავუნერგოთ ადამიანს რა მოხდება?

biggrin.gif

ჯერ უნდა დაადგინო, რომელი გენი რაზეა პასუხისმგებელი biggrin.gif მაგის დადგენა კი ჯერ-ჯერობით, არავის მოუხდენია.,,.არ უღირთ მაგის გაკეთება და სწორიც არიან biggrin.gif

QUOTE
მე როგორც ვიცი ზოგ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში იბადება კუდიანი ადამიანი და ამას ატავიზმი ჰქვია. რა ხდება ამ დროს იმ კონკრეტული ადამიანის გენებში, მას ერთი დამატებითი გენი აქვს რომელიც კუდის არსებობაზე და მის ფორმაზეა პასუხისმგებელი?

ზუსტად ვერ გეტყვი. თეორიული დაშვების გაკეთება შემიძლია მხოლოდ: სავარაუდოდ, ეგ გენი ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, არააქტიურ მდგომარეობაშია და მის მაკონტროლებელ გენში ან თავად ამ გენში მომხდარი მუტაციის საფუძველზე ხდება აქტივაცია.

QUOTE
საერთოდ ვინმეს თუ უცდია პასუხი გაეცა ბიოლოგიის მთავარი შეკითხვისათვის-რა არის სიცოცხლე?

ძალიან ბევრს.
QUOTE
თუკი ბიოლოგიამ ზუსტად იცის როგორც ცალკეული უჯრედის, ასევე მთლიანად ორგანიზმის აგებულება

არ იცის და მაგითაა დაკავებული უამრავი ხალხი.

დანარჩენის დაწერა აღარაა საჭირო.
QUOTE
დეზოქსირიბონუკლეინისმჟავა (დნმ) რაც არის ვიცი, უფრო სწორად სკოლის ბიოლოგიის წიგნიდან მახსოვს. მაგრამ კარგად არ მახსოვს როგორც ასეთი ეს ნივთიერებაა თუ ნივთიერებისგან აგებული და შექმნილი რაიმე სტრუქტურა?

ესე იგი, არ იცი biggrin.gif

დნმ არის პოლიმერი, რომელიც შედგება მონომერებისაგან, ე.წ. ნუკლეოტიდებისაგან. ნუკლეოტიდი წარმოქმნილია აზოტის შემცველი ფუძისაგან (პირიმიდინი ან პ[ურინი), რომელსაც მიერთებული აქვს 5 ნახშირბადიანი ნახშირწყალი (დეზოქსირიბოზა), ხოლო ამ უკანასკნელს-ფოსფორმჟავას ნაშთი...
დნმ შეიცავს 2 პოლიმერულ ჯაჭვს, შიგნით მოქცეულია აზოტიანი ფუძეები, გარეთ კი გაშვერილია ფორსფორმჟავას ნაშთები, რომლების კოვალენტური ბმებით უკავშირდებიან ერთმანეთს. 2 პოლიმერუოლ ჯაჭვს ერთმანეთთან აკავებს აზოტიან ფუძეებს შორის წარმოქმნილი წყალბადური ბმები..ქიმიურ ბმებს შორის ენერგიის გადანაწილების გამო დნმ-ს მოლეკულას აქვს 1 ღერძის გარშემო სხვადასხვა მიმართულებით (ანტიპარალელობა) შემოგრეხილი ორმაგი ჯაჭვის სტრუქტურა.

მისი გამოყოფა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით-მაგალითად, ცეზიუმის ქლორიდის სიმკვრივის გრადიენტში ცენტრიფუგირებით, ან სპირტული გამოლექვით..ცეზიუმის ქლორიდი არ მიცდია, სამაგიეროდ, გამომილექავს იზოპროპანოლით. თეთრი ძაფებია და დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შეგიძლია, მინის წკირზეც დაახვიო. მცენარეულ დნმ-ს ოდნავ მოყავისფრო ფერი აქვს, რაც გამოწვეულია პიგმენტების მინარევით..არ ვიცი, ახლა შეიძლება უფრო უკეთესი მეთოდებიც არსებობს აბსოლუტურად სუფთა მცენარეული დნმ-ს მისაღებად, რომ არანაირი პიგმენტი არ შეყვეს.

This post has been edited by Solveig on 24 Apr 2010, 19:54


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
xanjali
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 946
წევრი No.: 27955
რეგისტრ.: 7-January 07

გამოგზავნილია: 26 Apr 2010, 13:11  #19255858      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
QUOTE
ჯერ უნდა დაადგინო, რომელი გენი რაზეა პასუხისმგებელი  მაგის დადგენა კი ჯერ-ჯერობით, არავის მოუხდენია.,,.არ უღირთ მაგის გაკეთება და სწორიც არიან

კი, მაგრამ აკი ადამიანის გენები 2000 წელს გაშიფრეს? თუ მანდ სხვა რაღაც დაადგინეს?

QUOTE
თეთრი ძაფებია

გასაგებია smile.gif

QUOTE
კარიოტიპიზაცია ვერ განხორციელდება, იმის გამო, რომ ცოცხალი უჯრედი აღარაა, საიადანაც მოხერხდებოდა კულტურის დადგმა და მერე FISH ან რამე სხვა მეთოდით ქრომოსომების ვიზუალიზაცია.

ანუ მკვდარი მატერიის გაცოცხლება შეუძლებელია..........
Aquareed
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 114564
რეგისტრ.: 25-April 10

გამოგზავნილია: 19 May 2010, 20:57  #19695363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი შეკითხვა მაქვს - შესაძლოა თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა სიბრმავის მიზეზი გახდეს?
მარტო კი ან არა არ დამიწეროთ რა, თუ შეგიძლიათ ამიხსენით (1-2 ხაზით გასაგებად smile.gif )



ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27950
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 19 May 2010, 23:29  #19698562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Aquareed
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს - შესაძლოა თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა სიბრმავის მიზეზი გახდეს?
მარტო კი ან არა არ დამიწეროთ რა, თუ შეგიძლიათ ამიხსენით (1-2 ხაზით გასაგებად  )

smile.gif
ეს რომ მედიცინაში იკითხო არ აჯობებს?


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი.
picaso2008
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1256
წევრი No.: 82420
რეგისტრ.: 14-January 09

გამოგზავნილია: 21 May 2010, 11:55  #19722636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ დღეებში ამერიკის სამეცნიერო საზოგადოებამ გამოაცხადა რომ ხელოვნური გზით მიღებულია ცოცხალი უჯრედი. (http://news.bbc.co.uk/2/hi/programmes/newsnight/8696148.stm)
ეს ყოფილა მიღებული არა კლონირების ან გენეტიკური მოდიფიცირების გზით არამედ სინთეთიკური გზით. უკვე ამას უწოდეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა.
ვინც ერკვევით ბიოლოგიაში იქნებ უფრო პოპულარულად აგვიხსნათ თუ როგორ მიიღეს ეს ცოცხალი უჯრედი ხელოვნური გზით.
Beqa B
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1249
წევრი No.: 99740
რეგისტრ.: 13-September 09

გამოგზავნილია: 1 Jun 2010, 00:13  #19918424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ეს რა არსებაა? ბიოლოგიის რომელიმე წიგნში ან ვიკიპედიაში არ წერია? ან რა ჰქვია? eek.gif

Roba_Makharashvili
Tarja Turunen's Fan <3


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 307
წევრი No.: 103286
რეგისტრ.: 26-October 09

გამოგზავნილია: 3 Jun 2010, 16:35  #19962123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
Beqa B
სკაროსია ეს თევზი


--------------------
- God, how can human sing like this?
- Tarja is an Angel, son!

"Hei Hartwall Areena, olisi mahtavaa jos teillä kaikilla nyt kädet nousisivat ylös, kaikilla" ♥

T A R J A
F O R E V E R <3
Skeptic
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 274
წევრი No.: 116493
რეგისტრ.: 1-June 10

გამოგზავნილია: 9 Jun 2010, 17:18  #20066258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე როგორც მახსოვს ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს. ასევე თუ სწორად მახსოვს ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, უფრო სწორად ყოველ სახეობას აქვს ქრომოსომების მისთვის დამახასიათებელი რაოდენობა და იგი მგონი არ იცვლება. თუ ეს სწორად მახსოვს მაშინ:
1. არ შეიძლება ძველი ნამარხი ადამიანების (ნეანდერტალელების, პითეკანტროპების და სხვების.) ნაშთების მიხედვით დაადგინონ მათი ქრომოსომების რაოდენობა და თუ განსხვავებული რაოდენობა აღმოაჩნდათ (50, 78 და ა.შ.) საბოლოოდ გაირკვეს საკითხი არიან თუ არა ისინი თანამედროვე ადამიანის წინაპრები და საერთოდ ვისგან წარმოვიშვით ამ საკითხის გარკვევა?
2. მაიმუნებს რამდენი ქრომოსომა აქვთ? თუ განსხვავებული აქვთ მაშინ გამოდის რომ ადამიანს და მაიმუნს საერთო წინაპარი არ ჰყავდა?
3. ქრომოსომების რაოდენობა თუ იცვლება დროთა განმავლობაში? ანუ ვთქვათ 50 000 წლის წინ ადამიანს ასევე 46 ქრომოსომა ჰქონდა? ან მომავალში რამდენი ექნება ეს გამოკვლეულია?


1. ქრომოსომების რაოდენობა ადამიანის წინაპრებს რომ სხვანაირი აქვთ ეგ საკმაოდ ბუნებრივია. არსებობს გარკვეული ტიპის მუტაციები, რომლებიც ქრომოსომების რაოდენობაზე მოქმედებს. მაგალითად მათ ორად ყოფს ან ორ ქრომოსომას ერთმანეთს აბამს. ასე ხდება ადამიანის და შიმპანზეს შემთხვევაში. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათგან ერთ-ერთს (რომელია არ მახსოვს) ერთით ნაკლები ქრომოსომა აქვს, რომელიც შედგება მეორეს ორი ქრომოსომის შერწყმისაგან (თუ უკუღმა, ანუ ერთს აქვს ერთით მეტი რომელიც ქრომოსომის გაყოფის შედეგია).
2. არ ვიცი, მაგრამ განსხვავდება. არის მცენარეები, რომელსაც ადამიანზე მეტი ქრომოსომა აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ და მათ საერთო წინაპარი არ გვყავდა რადგან
3. როგორც უკვე ავღნიშნე, ქრომოსომების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს. ეს იშვიათი შემთხვევაა და გენეტიკის მოკლე ისტორიაში არავის უნახავს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0297 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]