forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (61) « პირველი ... 59 60 [61]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბიოლოგებო და არაბიოლოგებო, კითხვები და პასუხები აქ
simebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1880
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 26 Aug 2017, 19:15  #51215610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გენური თერაპია რა არის შეგიძლიათ მოკლედ ამიხსნათ ? და რა პერსპექტივები და პოტენციალი აქვს დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით? ასევე მაინტერესებს რა ტიპის დაავადებებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული..


--------------------
"ბევრი ფიქრი მავნებელია" :)
EstherGreenwood
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 234947
რეგისტრ.: 29-August 17

გამოგზავნილია: 29 Aug 2017, 01:20  #51229312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (simebi @ 26 Aug 2017, 19:15 )
გენური თერაპია რა არის შეგიძლიათ მოკლედ ამიხსნათ ? და რა პერსპექტივები და პოტენციალი აქვს დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით? ასევე მაინტერესებს რა ტიპის დაავადებებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული..

გენური თერაპია გამოიყენება მონოგენური დაავადებების სამკურნალოდ. როგორც წესი, სასურველი გენის შემცველი მოდიფიცირებული ვირუსი შეჰყავთ უჯრედში, ვირუსი ინტეგრირდება გენომში და ხდება სასურველი გენის ექსპრესია. თუმცა, ვირუსის ინტეგრირების ადგილი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. თუ ვირუსი ისეთ ადგილას ინტეგრირდა გენომში, რომ რომელიმე პროტოონკოგენი გაააქტიურა, მაშინ შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ შემთხვევას, როცა X-SCID-ის სამკურნალოდ გამოიყენეს გენური თერაპია და პაციენტებს ლეიკემია განუვითარდათ.
simebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1880
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 29 Aug 2017, 01:25  #51229323      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
EstherGreenwood
QUOTE
მონოგენური დაავადებები


რა დაავადებებია ესენი ? ფსიქიკური პრობლემების განკურნების პერსპექტივა ააქვს თქვენი აზრით გენურ თერაპიას და რამდენ ხანში?

QUOTE
თუ ვირუსი ისეთ ადგილას ინტეგრირდა გენომში, რომ რომელიმე პროტოონკოგენი გაააქტიურა, მაშინ შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ შემთხვევას, როცა X-SCID-ის სამკურნალოდ გამოიყენეს გენური თერაპია და პაციენტებს ლეიკემია განუვითარდათ.


ამ პრობლემის აღმოფხვრის ან მძიმე გართულებების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანის პერსპექტივა არსებობს ? ანუ რამდენად შესაძლებელია რისკი იმ დონემდე დაიყვანონ რომ, მასიურად დაიწყოს გენური თერაპიით მკურნალობა?

This post has been edited by simebi on 29 Aug 2017, 01:28
EstherGreenwood
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 234947
რეგისტრ.: 29-August 17

გამოგზავნილია: 30 Aug 2017, 02:11  #51235692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რა დაავადებებია ესენი ? ფსიქიკური პრობლემების განკურნების პერსპექტივა ააქვს  თქვენი აზრით გენურ თერაპიას და რამდენ ხანში?

მონოგენური დაავადებები არის დაავადებები, რომლებიც მხოლოდ ერთი გენის მუტაციითაა გამწვეული. მაგალითად, მუკოვისციდოზი, ჰანტინგტონის დაავადება, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. ასეთი დაავადებები ცოტაა და, როგორც წესი, არაა ხშირი.

ფსიქიკური დაავადებები, ძირითადად, პოლიგენურია ანუ რამდენიმე გენის მუტაციითაა გამოწვეული და რომლებია ეს გენები, ჯერაც არ არის ბოლომდე ცნობილი. შეიძლება, საერთოდაც ეპიგენეტიკურად (გენების არასწორი "ჩართვა-გამორთვით" ) არის გამოწვეული. ფსიქიკურ დაავადებების შემტხვევაში ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი: გენეტიკა, ეპიგენეტიკა, გარემო ფაქტორები, ამიტომ არ მგონია, გენურ თერაპიას ამ შემთხვევაში რამე პერსპექტივა ჰქონდეს.

QUOTE
ამ პრობლემის აღმოფხვრის ან მძიმე გართულებების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანის პერსპექტივა არსებობს ? ანუ რამდენად შესაძლებელია რისკი იმ დონემდე დაიყვანონ რომ, მასიურად დაიწყოს გენური თერაპიით მკურნალობა?


ბოლო წლებში გენურ ინჟინერიაში აქტიურად იყენებენ Crispr/Cas9 სისტემას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დნმ-ის ზუსტად კონკრეტულ მონაკვეთში შეიტანო ცვლილებები. ეს მეთოდი ჯერ-ჯერობით მხოლოდ კვლევაში გამოიყენება და არა მკურნალობაში, მაგრამ თუ გაამართლებს, სავსებით შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში პაციენტებშიც დაიწყონ გამოყენება.
simebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1880
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 30 Aug 2017, 02:14  #51235701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
EstherGreenwood

გასაგებია, მადლობა.
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17851
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 1 Sep 2017, 13:41  #51251605      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (EstherGreenwood @ 29 Aug 2017, 00:20 )
QUOTE (simebi @ 26 Aug 2017, 19:15 )
გენური თერაპია რა არის შეგიძლიათ მოკლედ ამიხსნათ ? და რა პერსპექტივები და პოტენციალი აქვს დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით? ასევე მაინტერესებს რა ტიპის დაავადებებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული..

გენური თერაპია გამოიყენება მონოგენური დაავადებების სამკურნალოდ. როგორც წესი, სასურველი გენის შემცველი მოდიფიცირებული ვირუსი შეჰყავთ უჯრედში, ვირუსი ინტეგრირდება გენომში და ხდება სასურველი გენის ექსპრესია. თუმცა, ვირუსის ინტეგრირების ადგილი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. თუ ვირუსი ისეთ ადგილას ინტეგრირდა გენომში, რომ რომელიმე პროტოონკოგენი გაააქტიურა, მაშინ შეიძლება სიმსივნე გამოიწვიოს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ შემთხვევას, როცა X-SCID-ის სამკურნალოდ გამოიყენეს გენური თერაპია და პაციენტებს ლეიკემია განუვითარდათ.

არამარტო

გუშინწინ FDA-მ აშშ-ში დაუშვა CAR-T-ზე დაფუძნებული პირველი გენური თერაპიის მეთოდი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (ALL) სამკურნალოდ.

ფასი 475000 $


--------------------
Absolute zero is cool...

Black hole sucks...
simebi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1880
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 13 Oct 2017, 02:34  #51494315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მოსაზრება აქვს მეცნიერებას იმის შესახებ თუ ზოგიერთ ქალს რატომ აჯილდოებს ბუნება სექსუალური სხეულით ? რამე კავშირი აქვს გენების ხარისხთან/სიძლიერესთან ან სხვა რამესთან? უფრო ევოლუციის თეორიის ჭრილში მაინტერესებს.. მოკლედ რის რეკლამირებას ცდილობს ამით ბუნება?

რაღაცეები კი ვნახე ინგლისურად მაგრამ ვერ გავიგე წესიერად smile.gif

This post has been edited by simebi on 13 Oct 2017, 02:42
თორნიკეე
უცნაური


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 22568
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 18:25  #51689938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხის არსებობა ნახშიროჟანგის გარეშე შეუძლია?
ანუ შესაძლებელია თუ არა ისეთი გარემოს ხელოვნურად შექმნა სადაც მარტო ჟანგბადი იქნება?
და თუ კი, მაშინ ხეს შეუძლია თუ არ არსებობა?

რატომ დავინტერესდი არ მკითხოთ... givi.gif

This post has been edited by თორნიკეე on 18 Nov 2017, 18:33


--------------------
"Poker is simple, as your opponents make mistakes, you profit"
"Man is not what he thinks he is, he is what he hides."
"When you don't give up, YOU CANNOT FAIL!"
EstherGreenwood
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 4
წევრი No.: 234947
რეგისტრ.: 29-August 17

გამოგზავნილია: 23 Nov 2017, 03:13  #51715615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (თორნიკეე @ 18 Nov 2017, 18:25 )
ხის არსებობა ნახშიროჟანგის გარეშე შეუძლია?
ანუ შესაძლებელია თუ არა ისეთი გარემოს ხელოვნურად შექმნა სადაც მარტო ჟანგბადი იქნება?
და თუ კი, მაშინ ხეს შეუძლია თუ არ არსებობა?

რატომ დავინტერესდი არ მკითხოთ... givi.gif

მცენარეებს ნაშირორჟანგი აუცილებლად სჭირდება ფოტოსინთეზისთვის. თუ გარემოში არ იქნება ნახშირორჟანგი, ფოტოსინთეზს ვერ აწარმოებენ და ვერც საკვებ ნივთიერებებს დაასინთეზირებენ. მაგრამ, თუ ხელოვნურად მივაწვდით პირდაპირ საკვებ ნივთიერებებს, მაშინ თეორიულად შესაძლებელი უნდა იყოს ნაშირორჟანგისა და ფოტოსინთეზის გარეშე არსებობა.

რაც შეეხება მცენარის გარშემო უნახშირორჟანგო გარემოს შექმნას, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რადგან მცენარეებიც, ცხოველების მსგავსად, აწარმოებენ უჯრედულ სუნთვას - შეითვისებენ ჟაგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. ანუ, მცენარე რომ მოათავსო უნარშირორჟანგო ჟანგბადიან გარემოში, ის თავად გამოყოფს სუნთვის შედეგად ნახშირორჟანგს.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 23 Nov 2017, 10:41  #51716066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
EstherGreenwood
QUOTE
მცენარე რომ მოათავსო უნარშირორჟანგო ჟანგბადიან გარემოში, ის თავად გამოყოფს სუნთვის შედეგად ნახშირორჟანგს.

მაგრამ ეგ ნახშირორჟანგი მისთვის აშკარად არასაკმრისი იქნება...


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) « პირველი ... 59 60 [61]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0286 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]