forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (16) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მინდა ავაშენო მიკროჰესი წყლის გენერატორზე, დამეხმარეთ
revaza88
revaza


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 830
წევრი No.: 44225
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2009, 23:31  #16405905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
psyxo
მეც ეგრე ვფიქრობ ოღონდ გენერატორად მინდა გამოვიყენო ელექტრო ზრავი და გადაკეტება როგორ უნდა არავინ არ მეუბნება cry.gif cry.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 11 Nov 2009, 00:27  #16407090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
revaza88

ძრავის ფაზებს შორის ჩასვავ 3 ცალ კონდესატორს. ისე, რომ კონდესატორები ერთმანეთთან მიმდევრობით მიერთებულები უნდა გამოვიდეს.
1 კილოვატიდან - 5 კოლოვატამდე ძრავას მიუერთე 30 - 40 მიკროფარადი ტევადობის კონდესატორები. 5- ზე ზემოთას 100 მკფარადი.
კონდესატორები უნდა იყოს არაპოლარული ( + - არ უნდა ეწეროს).

ასეთ გადაკეთებულ გენერატორს ბევრი უარყოფითი თვისებები აქვს. ძალიან ხურდება, მარგიქმედბის კოეფიციენტი აქვს ძალიან დაბალი. მგრძნობიარეა ბრუნვათა რიცხვის მიმართ. არასტაბილურია და დატვირთვაზეა ზალიან დამოკიდებული. დატვირთვის გაზრდით ბრუნვათა რიცხვი ითხოვს მომატებას, რათა ძაბვა არ დაეცეს, ეს კი იწვევს სიხშირის მომატებას და დატვირთვის სემდგომი მომატებისას გენერაცია წყდება. გენერაციის თავიდან "ასაღებად" საჭიროა მთელი დატვირთვის გათიშვა და გენერაციის მიღების შემდეგ ჩართვა.

მე მქონდა 90-იან წლებში 500 ვატიანი ძრავა ასე გადაკეთებული და მაძლევდა დაახლოებით 200 ვატს. წწლის ვარდნის სიმაღლე იყო 1.5 მ. მაგრამ წყლის ნაკადი იყო ბლომად. გენერატორის ფული არ მქონდა მაშინ და ამიტო ვწვალობდი ასე..

This post has been edited by asphurcela on 11 Nov 2009, 00:51

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
77.jpg


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
revaza88
revaza


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 830
წევრი No.: 44225
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 11 Nov 2009, 19:20  #16417669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
გაიხარე. რა მაინტერესებს ეხლა თუ გაქვს ისევ აწყობილი და რა კომპონენტებით?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 11 Nov 2009, 19:48  #16418104      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
revaza88
QUOTE
ეხლა თუ გაქვს ისევ აწყობილი და რა კომპონენტებით?

აღარ მაქვს ახლა. ეს დიდი ხნის წინ იყო, უშუქობის ხანაში.
აწყობილი მქონდა მთლიანად ჩემი ხელით. არანაირი თანხა არ დამიხარჯავს მის აწყობაზე. ძრავა მქონდა (მაგეების მეტი რა დარჩა ყოფილი საბჭოთა კავშირისგან).
კონდესატორებიც სხვადასხვა ხელსაწყოებიდან მოვხსენი (ტელევიზორის სტაბილიზატორებს ქონდა 20 მკფარადი X 600 ვოლტი-ანები)
"სვარკის აპარატი" მოვიმარჯვე და + ძველი კომუნისტური ტრაქტორის სიჩქარეების "კარობკა" გავჩითე, რათქმაუნდა გადაგდებული.
ამ კარობკისაგან ავაწყე ბრუნვების გარდამქმნელი (კბილანები + პაჩებნიკები). პირდაპირ კარობკა ვერ გამოვიყენე, არ მუშაობდა და უსაშველოდ მძიმე იყო.
ავაწყე მარტივი "ტურბინა". უბრალოდ ფრთები, რამოდენიმე ცალი + რღძი.
ასევე სახლთან ახლოს ჩამოდიოდა მდინარე. გვაკეთე პატარა არხი ( ბუნებამაც შემიწყო ხელი და არხისმაგვარი რელიეფი გაიჩითა, სახლთან ახლოს).
ვარდნის სიმაღლე საე 1.5 მეტრი იყო.
რა ვიცი სულ ეგ იყო რა. 5-6 წელიწადი ვამუშავებდი ამას სოფელში. მაშინ სტუდენტი ვიყავი თსუ-ში. ახალგაზრდა ვიყავი, მუხლი მომდევდა და გული მერჩოდა.
ერთი ეგ იყო, გაზაფხულობით მდინარე ბრაზდებოდა და არხს მინგრევდა ხოლმე. სად მქონდა რკინა ბეტონის ფული...

მერე ცოტა გამოსწორდა სიტუაცია და დავშალე ეს მიკროჰესი. გადავედი მზის ბატარეაზე (100 ვატიანი პანელი მქონდა და აკუმლატორს ვტენიდი). ტელევიზორს და ნათურას საღამოდროს დაძინებამდე კი ამუშავებდა და მეტი რა მინდოდა სტუდენტ ღლაპს ზამთარში და თანაც სოფელში.

მერე მქონდა ცოტა უფრო დახვეწილი პროექტი. ტურბინა უნდა ყოფილიყო უფრო მსუბუქი, და უფრო მაღალი მარგიქმედების კოეფციენტით.
ჩვეულებრივი ფრთებიან ტურბინას აქვს ერთი ნაკლი. ბრუნვა არ არის თანაბარი. როცა ფრთა პერპენდიკულარულია წყლის ნაკადის, ამ დროს გაქვს მეტი სიჩქარით ბრუნვა, და როცა არა ნაკლები. შედეგად გამოდის რომ ძრავის საშუალო ბრუნვა კი არის თანაბარი (ვთქვათ 1200 ბრუნი / წუთში). მაგრამ ნათურა ციმციმებს იმისდა მიხედვით როგორია ტურმიბის ფრთების პოზიცია წყლის ნაკადის მიმართ. ნუ ეს გამოსწორებადია ძაბვის სტაბილიზაციის მოწყობილობებით, პრინციპში. მაგრამ ეგ უკვე თანხებთან იყო დაკავშირებული.
ახალი ტურბინის შემთხვევაში ბრუნი მაქსიმალურად თანაბარი გამოდიოდა + მარგიქმედების კოეფიციენტი მატულობდა და წყლის რაოდენობა აღარ იქნებოდა ბევრი საჭირო.
გამოთვლები და ნახაზები მქონდა და ალბთ ახლაც იქნება სოფელში.... მაგრამ ეს ტერიტორია ახლა ოკუპირებულია ოს-რუსების მიერ. + არ ვარ საქართველოში. უბრალოდ დიზაინი მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს ზუსტი ზომები.
ამ ახალ პროექტს არ ეღირსა დღის სინათლე. საქართველოდან წავედი 2001 წელს.



რავიცი, სხვა რამე დეტალი თუ გაინტერესებს გიპასუხებ, თუ ვიცი, რათქმაუნდა.


This post has been edited by asphurcela on 11 Nov 2009, 19:59
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1319
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09

გამოგზავნილია: 11 Nov 2009, 21:28  #16419602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bettoro
asphurcela
psyxo

გაიხარეთ
იმედია მოქმედი ჰესის ამშენებელიც გამოჩნდება და ექსკურსიაზე წავალთ


--------------------
თუ ჩვენში რაიმე არის კარგი და გამორჩეული - ეს ეროვნულია!!!

სოჭი, საინგილო-ჰერეთი, ლორე, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, აფხაზეთი, შიდა ქართლი ქართული მიწებია და ოკუპირებულია მტრის მიერ!

XXI საუკუნეში ეს მიწები დედა სამშობლოს უნდა დავუბრუნოთ!!!!!!
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 12 Nov 2009, 19:45  #16433351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს არის მიკროჰესის უმარტივესი, მაგრამ ძალიან ეფექტური ტურბინის მონახაზი.

გამოთვლები სკოლის ფიზიკის დონეს არ სცილდება. მარტივია.

ფრთები არის რკინის 3-5მმ სისქის ფირფიტები (თუ მილის დიამეტრი 20-30 სმ-ა. ან იმისდამიხედვით თუ რა დიამეტრი აქვს მილს. მოკლედ დეფორმაცია რომ არ განიცადოს ფირფიტებმა და მდგრადი იყოს). ფირფიტები განლაგებულია ღერძის ორ, მოპირდაპირე მხარეს, ჯვარედინად.
ნახაზზე მხოლოდ ერთი მხრისაა ნაჩვენები. მეორე მხარეც რომ იყოს X მაგვარი შეხედულება ექნებოდა.
რაოდენობა, ზომები, მილის დიამეტრი (სადაც წყალი ჩადის) დამოკიდებულია სიმძლავრეზე.

გამოთვლებისას, პირველ რიგში დგინდება რა სიმძლავრის მოცემა შეუძლია კონკრეტულ მდინარეს, კონკრეტული სიმაღლის შემთხვევაში (ეს გამოთვლება წინასწარი პროექტირებისას, თუ სად უნდა დაიდგას ჰესი და რა მაქსიმალური სიმაღლეთა სხვაობა შეიძლება იყოს მიღწეული. Pmax-ის დადგენის შემდეგ ითვლება მილის დიამეტრი, შემდეგ ფრთების რაოდენობა და ზომები. ფრეთებს შორის მანძილი არაა სასურველი პატარა იყოს. ოპტიმალური ვარიანტია 5-8 სანტიმეტრი. რაოდენობა დამოკიდებულია მილის სიმაღლეზე (ან წყლის დონეთა სხვაობაზე). ძაან ბევრი არაა სასურველი.

მნიშვნელოვანია ის რომ, მილი (რაშიც წყალი გადის) მთლიანად ჩაშვებული უნდა იყოს წყლის როგორც ქვედა დონეში, ასევე ზედაშიც. მოკლედ ნაკადი წნევით უნდა ჩაედინებოდეს (ჰაერის გარეშე).
ამ ტურბინის უპირატესობა ისაა, რომ საკისრები ჩვეულებრივია და წყალთან კონტაქტი არა აქვთ (შესაბამისად სპეციალური, წყალში მომუშავე საკისრები არაა საჭირო). ასევე ბრუნი არის სრულიად თანაბარი.

This post has been edited by asphurcela on 12 Nov 2009, 20:18

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
MicroHess.JPG
revaza88
revaza


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 830
წევრი No.: 44225
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 13 Nov 2009, 22:34  #16451413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
უფრო დაწვრილებითი ნახაზები ხომ არ გაქვს?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 14 Nov 2009, 17:11  #16460299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
revaza88
უფრო დაწვრილებითი ნახაზი, როგორც ზემოთ ვთქვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.
ეს რაც გავიხსენე ისაა. ყველაფერი გამოთვლილი მქონდა და უამრავი ლიტერატურა გადაქექილი. სპეციალური წიგნი მქონდა მიკრო ჰესების. გამოთვლებით და ნახაზებით. ეს წიგნი სადაა და ვინ იყო ავტორი, სამწუხაროდ არ ვიცი ამჟამად.

თუმცა... ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ინფორმაციის მოძიების საკითხში. დაგუგლე micro hydro power და უამრავ სასარგებლო რამეს ნახავ.
მართალია უმრავლესობა რეკლამას იკეთებს და გეუბნება, რომ ჩემი პროდუქცია იყიდეო. მაგრამ ცოტა საინჟინრო ამბებში თუ ერკვევი და პატარ-პატარა გამოთვლების ჩატარებაც შეგიძლია, მაშინ აიღებ რაიმე კონკრეტულ იდეას, დახვეწავ, მოარგებ შენს კონკრეტულ შესაძლებლობებს (ფული, მდინარის შესაძლებლობა, გეოგრაფიული მდებარეობა .. და ასე შემდეგ) და განახორციელებ ჩანაფიქრს.

თუ ჩხირკედელაობა არ გიყვარს, თუ ელემენტარული გამოთვლების ჩატარება არ შეგიძლია, თუ არ იცი სიმძლავრე რომ ენერგია გაყოფილი დროზეა.... მაშინ ჩემი რჩევა იქნება გამზადებული ელ-სადგული იყიდო და დაამონტაჟებინო ვინმეს smile.gif .

თუ მაინც არ იშლი და შენი ხელით გინდა აწყობა, მაშინ ჩემგან რამოდენიმე რჩევა საჩუქრად:
(სამწუხაროდ მე არ ვიცი შენი ცოდნის დონე ფიზიკაში. ასევე არ ვიცი რამდენად გეხერხება "არაფრისგან რაიმეს შექმნა". არაფერში იგულისხმება სხვის მიერ გადაყრილი საგნები, რომელებსაც სხვებისთვის კაპიკის ფასი არა აქვს და "ინჟინრისათვის" აუწონელი ოქროა.

მოკლედ. პირველი რითიც იწყებ, ესაა მდინარის (წყლის) ბუნებრივი შესაძლებლობები, ანუ სიმძლავრე. ეს გამოითვლება ასე:
P= mgh/t m არის მასა (კგ); g=9.8 მ/წმ^2; h სიმაღლეთა სხვაობა წყლის დონეებს შორის. t დრო.
გადავწეროთ ეს ფორმულა "ადამიანურ ენაზე";
P = Qgh. აქ უკვე Q-ში იგულისხმება ე.წ. წყლის ხარჯი: ლიტრი/წამში.
მდინარის წყლის ხარჯის გასაზომად იყენებენ ასევე ფორმულას:
Q= S*V სადაც S არის მდინარის კალაპოტის განიკვეთის ფართობი, V მდინარის სიჩქარე მოცემულ განიკვეთის ფართობზე.
S-ის გაზომვა მთლად მარტივი არაა და ასევე არც ძალიან რთული. აქ უკვე ცოტა შემოქმედებითად უნდა მიუდგე და მდინარის ისეთი მონაკვეთი შეარჩიო გასაზომად, სადაც დინება თანაბარია და რაიმე ერთგვაროვან არხისმაგვარ "კალაპოტში" მიედინება.
სიჩქარის გაზომვა, მემგონი ძალიან მარტივია. გადაზომე მენძილი, ჩააგდე ჯოხი და მოიმარჯვე წამზომი. ოღონდ სდაც სიჩქარე გაზომე, განიკვეთის ფართობიც იქ იზომება.
ან შენ თვითონ მოიფიქრე რამე უფრო ეფექტური გაზომვის გზები. მთავარია რომ Q გამოთვალო შეძლებისდაგვარად მინიმარული ცდომილებით.

ჰიდრო ტურბინის არჩევისას, დიდი მნიშვნელობა აქვს ვარდნის სიმაღლესაც, ისევე როგორც წყლის ხარჯს (Q).
თუ დიდი Q გაქვს(> 50 ლ/წმ), და H პატარა (<10მ), მაშინ ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ჰიდრო ტურბინა ეფექტურია. თუმცა ეს ტურბინა აღარ ვარგა 10-15 კილოვატის ზემოთ. უფრო სწორი იქნებოდა დამეწერა, რომ სხვა დიზაინი უფრო ეფექტური იქნება დიდ სიმძლავრეებზე.

არის შემთხვევები, როცა H < 1 მ. მაგრამ Q კოლოსალურად დიდია. ამ შემთხვევაშიც სხვა დიზაინია ეფექტური...

იქნებ დაწერო, კონკრეტულად რა შესაძლებლობები აქვს მდინარეს. დამხელაა მიახლოებით მდინარის სიდიდე (განიკვეთი: საშუალო სიღრმე, სიგანე და სიჩქარე ამ მონაკვეთზე); რა მაქსიმალური სიმაღლეთა სხვაობის მიღება შეიძლება. ასე რაღაც წარმოდგენა მექნება და დახმარებასაც უფრო შევძლებდი.

როცა სიმძლავრე 15 კილოვატზე მეტია, ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული გამოთვლები და სერიოზული პროექტირება ჭირდება მაგ საქმეს. მოყვარულის დონეზე "ჩალიჩი" აღარ ივარგებს. smile.gif
* * *
http://www.wvu.edu/~exten/infores/pubs/ageng/epp13.pdf
სასარგებლო ლინკია.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 14 Nov 2009, 19:15  #16461814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა წყალი მილში წნევით ჩაედინება სიმძლავრე ვატებში გამოითვლება როგორც სურათზეა.
* * *
monte cristo2009
QUOTE
ჩემი გეგმით პატარა არხი მინდა დახრილ რკინის მილში მოვაქციო, მილის დახრის კუთხე ალბათ 30 გრადუსი იქნება და სიგრძე 15 მეტრი.
რკინის მილში მონდა ჩავამონტაჟო დინამოს ფრთიანი ბორბალი.


ამ მონაცემებით სიმაღლეთა სხვაობა გამოდის 7.5 მეტრი.

ვნახოთ თუ შეიძლება
QUOTE
გათბობისთვის და განათებისთვის მჭირდება 20 კილოვატი

-ის მიღება.

დავუშვათ აიღე 10 სმ დიამეტრის მილი. ამ შემთხვევაში წყლის ხარჯი იქნება:
Q = pi* R^2 * sqrt (2 * g * H) = 95.1 x 10^-3 მეტრკუბი/წამში = 95.1 ლიტრი/წამში

აქვვს ასეთი შესაძლებლობა მაგ არხს?
თუ აქვს, მაქსიმალური სიმძლავრე რაც შეიძლება მოგცეს ამ მილმა იქნება 7 კილოვატი.
ხოლო გენერატორი+ტურბინის 60% მარგიქმედების კოეფიციენტის შემთხვევაში (ასე ანგარიშობენ საშუალოდ)
გამოვა 4.2 კილოვატი.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი დადგინდეს ჯერ წყლის ხარჯი (ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტირებისას).
მერე შეარჩევ ოპტიმალურ სიმაღლეთა სხვაობას და მილის დიამეტრს.
თუ მილის დიამეტრი დიდია, წყალს მთლიანად ჩამოცლის ზედა დონიდან და ბოლოს "ხვრეპას" დაიწყებს, რო აღარ ეყოფა.
კი გექნება ნაკადი, მაგრამ არა წნევით. რაც ძალას (მუშაობის შესრულების პოტენციას) დაუკარგავს. შედეგად მიიღებ გაცილებით მცირე სიმძლავრეს, რას დაგეგმე და რისი მოცემაც პრინციპში შეუძლია მოცემულ არხს.

This post has been edited by asphurcela on 14 Nov 2009, 20:17

მიმაგრებული სურათი
simZlavre.JPG
revaza88
revaza


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 830
წევრი No.: 44225
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 14 Nov 2009, 20:55  #16463372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
მადლობ ძალიან კარგად ხსნი ყველაფერს გუგლში კი ვეძებე მაგრამ ყველაფერი ფასიანი იყო თითქმის.

რაც შეეხება წყლის ნაკადს და სიმაღლეს ყოფილი წისქვილის ადგილას მინდა დავდგა ეხლა იქ არ ვიმყოფები და დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვი სიმაღლე დაახლოებით 2.5 მ იქნება და წყლის ნაკადი კიდე იმხელა რომ წისქვილის ქვა დაძრას smile.gif დანარჩენი ინფორმაცია ეხლა დაწვრილებით არ ვიცი
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 15 Nov 2009, 17:11  #16474692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
revaza88
QUOTE
სიმაღლე დაახლოებით 2.5 მ

რადგან წისქვილი იდგა ალბათ სიმძლავრე 2-3 კილოვატი ექნება მაგ არხს.

ამ ლინკზე pdf ფაილებია და სწორედ 3 ფაზიანი ძრავაა გადაკეთებული 1 ფაზიან გენერატორად. კონდესატორების ჩართვის სქემაც ხატია.

http://www.bget.org/index.php?option=com_d...ww.google.ch%29
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 19 Nov 2009, 13:41  #16533431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა დღეში არიან ეს ჩინელები, უყურე ერთი..
http://www.exmork.com/micro-hydropower.htm
აქ უდევთ 200 დან 30 000 წატამდე გამზადებული მიკროჰესები.
ფასები არ ვიცი ეწერება ალბათ...
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1319
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09

გამოგზავნილია: 20 Nov 2009, 01:05  #16545707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩინელებს სხვა, უფრო პრაქტიკული მიდგომა აქვთ საქმისადმი..


მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Untitled_1_copy.jpg
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6719
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 28 Nov 2009, 13:30  #16680949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
asphurcela მ ძალიან კარგი ინფორმაცია დადო. დავამატებდი, რომ მილი ან ღარი,რომლითაც წყალი მიედინება ტურბინისკენ, ჯობია გაკეთდეს კონუსისებური. ანუ თანდათან დავიწროვდეს ტურბინისკენ. ამით წყლის სიჩქარე გაიზრდება, ხოლო გამომუშავებული სიმძლავრე გაიზრდება გაზრდილი სიჩქარის კვადრატის პროპორციულად. განსაკუთრებით ამ ეფექტს ვიგრძნობთ ცენტრიდანული ტურბინის ტიპის ელექტროსადგურებში.
ხოლო ტურბინის გამოსასვლელზე წყლის მილი უნდა გაფართოვდეს. ეს დამატებით კიდევ ააჩქარებს წყლის ნაკადს

* * *
აი სქემა საიტიდან. თავისებურებები ისა აქვს, რომ გამოყენებულია 2 კონდენსატორი 3 ის ნაცვლად. ფაქტიურად, ცენტრიდანული წყლის ტუმბო პირდაპირ შეიძლება გამოვიყენოთ.
გენერატორზე დატვირთვის რეგულირებისთვის იყენებენ საბალასტო რეზისტირებს. ამ რეზისტორების თავის დროზე ჩასართავად ალბად სპეციალური სქემაა გამოყენებული. კიდევ საჭიროა დამადაბლებელი ტრანსფორმატორი.
ერთი რამე ბუნდოვანია: ეს ორი კონდენსატორი სულ ჩართულია თუ მხოლოდ სტარტის დროს ირთვება მცირე ხნით?


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6719
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 28 Nov 2009, 23:55  #16690031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
აი სქემა საიტიდან. თავისებურებები ისა აქვს, რომ გამოყენებულია 2 კონდენსატორი 3 ის ნაცვლად. ფაქტიურად, ცენტრიდანული წყლის ტუმბო პირდაპირ შეიძლება გამოვიყენოთ.
გენერატორზე დატვირთვის რეგულირებისთვის იყენებენ საბალასტო რეზისტირებს. ამ რეზისტორების თავის დროზე ჩასართავად ალბად სპეციალური სქემაა გამოყენებული. კიდევ საჭიროა დამადაბლებელი ტრანსფორმატორი.
ერთი რამე ბუნდოვანია: ეს ორი კონდენსატორი სულ ჩართულია თუ მხოლოდ სტარტის დროს ირთვება მცირე ხნით?

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 2.2014 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]