forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) 1 2 [3] 4 5   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ელექტრო გენერატორის წარმოება საქართველოში
dxm1
დიელექტრიკი:)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1867
წევრი No.: 126636
რეგისტრ.: 28-January 11

გამოგზავნილია: 8 May 2011, 17:12  #25358829      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ე.ი ელ.მაგნიტური ველიც იგივენაირად (იგივე სიმძლავრით) ისვრის ელექტრონებს სტატორში როგორც ბუნებრივი მაგნიტი?
მძლავრია უფრო, მაგრამ ასე რომ ვსთქვათ "აღგზნება" ჭირდება, თორე ისე ბუნებრივ მაგნიტს ბევრად სჯობს
leopardibuba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 294
წევრი No.: 106426
რეგისტრ.: 2-December 09

გამოგზავნილია: 9 May 2011, 14:15  #25373073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
QUOTE
"აღგზნება" ჭირდება,

და ეგ აგზნება როგორ უნდა იქნეს მიღწეული?


--------------------
თუ შენ ამას კითხულობ ე.ი. სხვა საქმე არა გაქ
თუ მე ეს დავწერე ე.ი. სხვა საქმე არ მქონია
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6687
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 9 May 2011, 16:03  #25374803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
დაბალი სიჩქარის ბრუნვის გენერატორის გაკეთება თუ გინდა, ელექტრომაგნიტებზე გაგიჭირდება. ნებისმიერი რედუქტორული გადაცემა გინდაც ღვედზე, დანაკარგებს იძლევა. აქ საუკეთესო გამოსავალი მაინც მუდმივი მაგნიტებია და ბევრფაზიანი ხვიები. მაგნიტები თუ გაქვს, ადვილად კეთდება.

პატარა მთის მდინარეებისთვის არსებობს გენერატორები, რომლებიც კაშხალის აშენებას არ საჭიროებს. პირდაპირ, ტროსით ჩაკიდებ და მორჩა.აი საინტერესო სტატია: http://www.ntpo.com/invention/invention2/50_6.shtml

ნებისმიერი გენერატორი გარდა წყლის გენერატორისა ცვლად ძაბვას იძლევა რადგან ბრუნთა რაოდენობა ძლიერ იცვლება, მაგრამ დღეს თანამედროვე ელექტრონული საშუალებებით ძაბვის რეგულირება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს

This post has been edited by ZAZAi on 9 May 2011, 16:11

მიმაგრებული სურათი
15.JPG


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4018
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 9 May 2011, 23:02  #25381118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რად გინდათ ეს მუდმივი მაგნიტები? არსად არ გამოიყენება ნორმალურ გენერატორებში მუდმივი მაგნიტები. მუდმივ მაგნიტებზე ძაბვის რეგულირება შეუძლებელია.

მაგალითად ავტომობილის გენერატორში ძაბვა რეგულირდება როტორის დენის ცვლილებით, რითიც იცვლება მბრუნავი როტორის დამაგნიტება. ის ძალიან ცოტა დენს მოიხმარს 2-3 ამპერი. და მ.ქ.კ.-ს დიდად არ ცვლის.

მუდმივ მაგნიტებზე კი ძაბვის რეგულირებისთვის აბაროტები უნდა არეგულირო, ან ელექტრონული რეგულატორი გაუკეთო, რომელიც დაბლა დაწევს მ.ქ.კ.-ს

ამიტომ მაგნიტებს შეეშვით. იყიდეთ ავტომობილის გენერატორი (ნახმარი) და ადვილად და იაფად მიიღებთ ენერგიას.
დაბალი ბრუნიდან კი ღვედური გადაცემით მიიღებთ საჭირო ბრუნს გენერატორისთვის.
dxm1
დიელექტრიკი:)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1867
წევრი No.: 126636
რეგისტრ.: 28-January 11

გამოგზავნილია: 9 May 2011, 23:12  #25381331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DRAKONI
მე ძაბვის რეგულირება არ მაინტერესებს, ამიტომაც ჩემთვის მაგნიტები მოსახერხებელია. მანქანის გენერატორი არის მანქანისთვის და შევეშვათ მაგას... რედუქტორი იმდენ ენერგია კარგავს რომ... სურათებს რაც შეეხება ეგ სქემები ვიცი, მაგრამ რაღაც უშნო კონსტრუქციაა, ვფიქრობ რამე უფრო მარტივის და პრაქტიკულის გაკეთებას... კიდევ რა მაინტერესებს, გენერატორისთვის და ძრავებისთვის ერთი და იგივე მავთული გამოიყენება?
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6687
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 11 May 2011, 00:37  #25400126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
გენერატორისთვის და ძრავებისთვის ერთი და იგივე მავთული გამოიყენება?
ერთი და იგივე. რაც უფრო დიდია მავთულის კვეთის დიამეტრი,მით უფრო მაღალი მ.ქ.კ. გაქვს და მით უფრო დიდ დატვირთვებს უძლებს. უნდა გათვალო
DRAKONI ელექტრონულ რეგულატორს თანამედროვე მოსფეტ ტრანზისტორებზე იმპულსის სიგანის რეგულირებით, ძალიან მაღალი მქკ აქვს. 99%
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4018
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 12 May 2011, 00:02  #25416164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZAZAi
QUOTE
რაც უფრო დიდია მავთულის კვეთის დიამეტრი,მით უფრო მაღალი მ.ქ.კ.

მავთულის კვეთის ფართობია და არა დიამეტრი. ეს კვეთის ფართობი უნდა გამოითვალოს მაქსიმალური დენის მიხედვით.

მ.ქ.კ. -ს გაზრდის მიზნით კვეთის გაზრდა არ ხდება, უმნიშვნელო გავლენაა.

QUOTE
ელექტრონულ რეგულატორს თანამედროვე მოსფეტ ტრანზისტორებზე იმპულსის სიგანის რეგულირებით, ძალიან მაღალი მქკ აქვს. 99%

ჯერ ერთი 99 არ აქვს, მეორეც ჩამოვყალიბდეთ რა სიმძლავრეზეა ლაპარაკი. თუ 100-200 ვატიან სათამაშოს აკეთებენ, მაშინ შეიძლება მუდმივი მაგნიტები და მერე მუდმივი ძაბვის სტაბილიზატორი.

მაგრამ თუ სერიოზულ გენერატორზეა ლაპარაკი, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ქარხნულად კეთდება. გულარში დენის ცვლილებით ხდება ძაბვის რეგულირება აბაროტების მიუხედავად ( ან მუდმივად ერთ აბაროტზე-ცვლადი დენის გენერატორებში).
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6687
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 12 May 2011, 00:30  #25416809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
მავთულის კვეთის ფართობია და არა დიამეტრი. ეს კვეთის ფართობი უნდა გამოითვალოს მაქსიმალური დენის მიხედვით.
კვეთის ფართობი დიამეტრის პროპორციულია და მავთულის საყიდლად რომ მივა კაცი, დიამეტრს კითხავენ და არა კვეთის ფართობს.
QUOTE
მ.ქ.კ. -ს გაზრდის მიზნით კვეთის გაზრდა არ ხდება, უმნიშვნელო გავლენაა.
რაც უფრო მეტია კვეთი, მით უფრო ნაკლებია მისი კუთრი წინაღობა, მეტი აქვს ზედაპირის ფართობი და უფრო მეტი დენის გატარება შეუძლია ისე, რომ არ გადახურდეს. გახურება დიდი პრობლემაა, რადგან ამ დროს ძალიან იზრდება მავთულის წინაღობა და მცირდება გულარის მაგნიტური თვისებები. მაშ ქონია გავლენა მქკ ზე თუ არა?

QUOTE
ჯერ ერთი 99 არ აქვს,
98,9% აქვს. ეს რამეს ცვლის?

QUOTE
მეორეც ჩამოვყალიბდეთ რა სიმძლავრეზეა ლაპარაკი. თუ 100-200 ვატიან სათამაშოს აკეთებენ, მაშინ შეიძლება მუდმივი მაგნიტები და მერე მუდმივი ძაბვის სტაბილიზატორი.
ტრანზისტორი, რომელიც თბილისში იყიდება: IRFB3006 -60V -270A -375W ან IRFP4110 -100V -180A -370W http://dac.ge/ ზე.
ერთი ტრანზისტორი 375 ვატს უძლებს. ტრანზისტორების დაპარალელებით მათი სიმძლავრე ჯამდება. სამი ასეთი ტრანზისტორი უზრუნველყოფს 1კილოვატი სიმძლავრის დენის რეგულირებას
მაღალი ძაბვები გნებავთ? იგივე მაღაზიაში GT60N321 -1000V -60A IGBT+DI ამ ტრანზისტორს 220 ვოლტზე 10კილოვატი დენის ძაბვის რეგულირება შეუძლია


DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4018
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 12 May 2011, 01:54  #25418245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZAZAi
QUOTE
კვეთის ფართობი დიამეტრის პროპორციულია და მავთულის საყიდლად რომ მივა კაცი, დიამეტრს კითხავენ და არა კვეთის ფართობს.

1. კვეთის ფართობი დიამეტრის პროპორციული არ არის.


QUOTE
რაც უფრო მეტია კვეთი, მით უფრო ნაკლებია მისი კუთრი წინაღობა, მეტი აქვს ზედაპირის ფართობი და უფრო მეტი დენის გატარება შეუძლია ისე, რომ არ გადახურდეს. გახურება დიდი პრობლემაა, რადგან ამ დროს ძალიან იზრდება მავთულის წინაღობა და მცირდება გულარის მაგნიტური თვისებები. მაშ ქონია გავლენა მქკ ზე თუ არა?

თეორიულად სწორია, მაგრამ პრაქტიკაში მიღებულია რომ სპილენძის მავთულში 1 მმ კვადრატი კვეთაში რამდენიმე ამპერი დენი დიდ სითბურ დანაკარგებს არ იწვევს, და ამის მეტი მავთულის კვეთის გაზრდა აზრს მოკლებულია.


QUOTE
ტრანზისტორი, რომელიც თბილისში იყიდება: IRFB3006 -60V -270A -375W ან IRFP4110 -100V -180A -370W http://dac.ge/ ზე.
ერთი ტრანზისტორი 375 ვატს უძლებს. ტრანზისტორების დაპარალელებით მათი სიმძლავრე ჯამდება. სამი ასეთი ტრანზისტორი უზრუნველყოფს 1კილოვატი სიმძლავრის დენის რეგულირებას

ასეთი ცოდნით გენერატორს ვერ გააკეთებ. რას ნიშნავს:
QUOTE
1კილოვატი სიმძლავრის დენის რეგულირებას



QUOTE
მაღალი ძაბვები გნებავთ? იგივე მაღაზიაში GT60N321 -1000V -60A IGBT+DI ამ ტრანზისტორს 220 ვოლტზე 10კილოვატი დენის ძაბვის რეგულირება შეუძლია

საინტერესოა როგორ წარმოგიდგენია ტრანზისტორით ცვლადი ძაბვის რეგულირება?

და ეს რას ნიშნავს?
QUOTE
10კილოვატი დენის ძაბვის რეგულირება

Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3433
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 12 May 2011, 02:13  #25418452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საინტერესოა როგორ წარმოგიდგენია ტრანზისტორით ცვლადი ძაბვის რეგულირება?

ელემენტარულად ვატსონ smile.gif ფაზის მიმარტ ტირისტორის ან ტრანზისტორით გახსნის შეყოვნება. ფაზის შეყოვნების. ელემენტარულია მარა რატო ვწერ აქ არ მესმის smile.gif ცვლადი დენის რეგულირება თუ წარმოუდგენელია არ ვიცი smile.gif აუფფფფ... ჩემი სადღეგრძელოები smile.gif\


DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4018
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 12 May 2011, 02:43  #25418703      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Davion
QUOTE
ფაზის მიმარტ ტირისტორის ან ტრანზისტორით გახსნის შეყოვნება. ფაზის შეყოვნების.

ეგ სინუსოიდის ფორმას ცვლის. ეგ ცვლადი ძაბვის რეგულირება არ არის.

ცვლადი ძაბვის ამპლიტუდური მნიშვნელობა არ შეიცვლება. მხოლოდ საშუალო მნიშვნელობა იცვლება ფორმის ცვლილების ხარჯზე.

რათქმაუნდა შესაძლებელია ელექტრონულად ტირისტორით ან ტრანზისტორით ცვლადი ძაბვის რეგულირება, მაგრამ ეგ ძალიან რთულია ამ თემაში მოსატანად. მარტივად კი ცვლადი ძაბვის რეგულირება ვერ მოხერხდება.
leopardibuba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 294
წევრი No.: 106426
რეგისტრ.: 2-December 09

გამოგზავნილია: 12 May 2011, 12:12  #25420770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
კაროჩე ვერაფერი გავიგე. ყველა ამბობს ვიციო, ყველა ეუბნება არ იციო. თუ არის 100%-ით კომპეტენტური კაცი იმ საქმეში რომ გენერატორები დამზადდეს საქართველოოში
Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3433
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 12 May 2011, 12:29  #25420974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაცოუ smile.gif ცვლადი დენის რეგულირების პრინციპი ძაააალიან დიდი ხანი გამოიყენება, გამოიყენება მძლავრი ტირისტორები ძრავების მართვისთვის ან სხვა, სინუსოიდა იცვლება მაგრამა ტვითონ ძრავი ინდიქციური წინაღობააა, ამის გარდა მკვებავი ტრანსფორმატორის შემდეგ დროსელები (რეაქტორები) დგება და მაინც ერხევა... უპს-ებს მაგალითად smile.gif
ასე რომ სინუსოიდის ჭრა ძველია, იდეები იყო პერიოდების მოჭრა და შედეგად ნაკლები "პამეხების" გასვლა ქსელში მარა რა ვიცი smile.gif თავისი მინუსები აქ smile.gif
ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6687
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 12 May 2011, 14:40  #25422924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ჩვენს შემთხვევაში ცვლადი დენის კი არა, მუდმივი დენის რეგულირება გვჭირდება. ქარის გენერატორს ძალიან არასტაბილური რეჟიმები აქვს. თან ყოველთვის არ უბერავს ქარი. ამიტომ საჭიროა ქარის გენერატორის ენერგია აკუმულატირში დავაგროვოთ. აკუმულატორი მუდმივი ან გამართული იმპულსური დენით იმუხტება. ამიტომ ქარის გენერატორის ცვლადი დენი ჯერ უნდა გაიმართოს დიოდებით და დიდი ტევადობის კონდენსატორებით. ხოლო შემდეგ დარეგულირდეს იმპულსური სტაბილიზატორით, (რომელიც ძალიან ეკონომიურია განსხვავებით წრფივი, პარამეტრული სტაბილიზატორებისგან) რადგან აკუმულატორის დამუხტვას სტაბილური დენი ჭირდება.
შემდეგ დამუხტული აკუმულატორის ენერგია უნდა გარდაიქმნას 220ვ. ცვლად ცალფაზა ან სამფაზა დენად საჭიროებისამებრ იუპიესებით . ეს არის კლასიკური სქემა.
იმპულსური ძაბვის და დენის სტაბილიზირება განხორციელებულია ნებისმიერ კომპიუტერის კვების ბლოკში ან მობილურის დამტენში. იმპულსური სტაბილიზატორების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: http://yag-dmitrij.narod.ru/str8b_impulsno...abilisator.html ან თუ რუსული არ იცით, დაგუგლეთ pulse-width regulator უამრავ სტატიას ამოყრის.
DRAKONI, ასეთი აგრესიული პათოსით შეგიძლია რელიგიის განყოფილებაში პოსტო წარმატებით. იქ მაინც ზუსტად არავინ არაფერი არ იცის რადგან ღმერთი და საიქიო არავის უნახავს და ვინც უფრო დამაჯერებელია, მას გასდის. ფიზიკა ზუსტი მეცნიერებაა. აქ უფალია მისი უდიდებულესობა ექსპერიმენტი. აგრესიით და პათოსით არაკომპეტენტურობას ვერ დამალავ. ვერც ფიზიკის კანონებს ვერ შეცვლი. თუ რამე არ იცი, გვკითხე შე კაცო. ან მოიძიე ინტერნეტში

* * *
QUOTE

QUOTE
კვეთის ფართობი დიამეტრის პროპორციულია და მავთულის საყიდლად რომ მივა კაცი, დიამეტრს კითხავენ და არა კვეთის ფართობს.

1. განივკვეთის ფართობი დიამეტრის პროპორციული არ არის.

განივკვეთის ფართობი:S= πR², სადაც R არის წრეწირის რადიუსი,D= 2R ხოლო π პროპორციულობის კოეფიციენტი. მუდმივი სიდიდეა.
აქედან დასკვნა:მავთულის განივკვეთის ფართობი პირდაპირპროპორციულია მისი დიამეტრის პროპორციულობის მუდმივი კოეფიციენტით. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვიმსჯელოთ დიამეტრის მიხედვით განივკვეთის ფართობზე.
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4018
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 12 May 2011, 22:20  #25429952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZAZAi
QUOTE
ასეთი აგრესიული პათოსით შეგიძლია რელიგიის განყოფილებაში პოსტო წარმატებით. იქ მაინც ზუსტად არავინ არაფერი არ იცის რადგან ღმერთი და საიქიო არავის უნახავს და ვინც უფრო დამაჯერებელია, მას გასდის. ფიზიკა ზუსტი მეცნიერებაა.

აგრესიულად არ ვპოსტავ, უბრალოდ, როცა ადამიანი ჯიუტად ამტკიცებს, რაც არ იცის იმას, და შენ შეუსწორებ ალბათ აგრესიულად ჩანს.

QUOTE
არაკომპეტენტურობას ვერ დამალავ. ვერც ფიზიკის კანონებს ვერ შეცვლი. თუ რამე არ იცი, გვკითხე შე კაცო. ან მოიძიე ინტერნეტში

აი აქ ჩანს აგრესიულობა. არადა რა ადვილი გასარკვევია საკითხი, არავითარი ძებნა არ უნდა შენს მიერ მოყვანილი ფორმულიდან ჩანს, რომ განივკვეთის ფართობი დიამეტრის (ან რადიუსის) პროპორციული არ არის.


დიამეტრის 2-ჯერ გაზრდით ფართობი 4-ჯერ იზრდება.

განივკვეთის ფართობი დიამეტრის (ან რადიუსის) კვადრატის პროპორციულია.
QUOTE
თუ რამე არ იცი, გვკითხე შე კაცო.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 2 [3] 4 5  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.5431 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]