forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (33) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხელოვნური ინტელექტი, მიღწევები, სიახლეები.
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2634
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 22 Jan 2012, 13:32  #29323191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რატომ გგონია რომ ადამიანის ტვინი რაიმე კოდირებას იყენებს

ტვინი რათქმაუნდა იყენებს კოდირებას მაგრამ სულ სხვა დატვირთვა აქვს, კოპიუტერებში გამოყენებულ კოდირებასთან შედარებით.
OKELA84
^^^^^^^^^^


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11398
წევრი No.: 95005
რეგისტრ.: 3-July 09

გამოგზავნილია: 22 Jan 2012, 16:45  #29325595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
m e r a
შეგრძნება საიდან იწყება? ალგორითმების დიდი კრებულით დაიბადება ვითომ მეობაა? rolleyes.gif


--------------------
ევოლუცია მეცნიერული ფაქტია

(c) ზეთეისტი დათიკო
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6846
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 14:06  #29340089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
ტვინი რათქმაუნდა იყენებს კოდირებას მაგრამ სულ სხვა დატვირთვა აქვს

QUOTE
რათქმაუნდა

არამარტო თქმა, ახსნაც უნდა. სულ მცირე არგუმენტის მოყვანა, თუ რატომ ფიქრობ ასე.

QUOTE
შეგრძნება საიდან იწყება? ალგორითმების დიდი კრებულით დაიბადება ვითომ მეობაა? 

ეს მეობა რაღაა?


vasovasia
QUOTE
ერთი პერიოდი შრედინგერის ბიოფისიკის წიგნის წაკითხის შემდეგ ეს საკითხები მაინტერესებდა და ცოტათი შევისწავლე ტვინის ტექნიკური მხარე

შრედინგერს ბიოფიზიკის წიგნიც აქვს დაწერილი? საინტერესოა.
შეგიძლიათ დასახელება მომწეროთ, წაიკითხავდა კაცი. მეც დავგუგლავ, ეგებ ვიპოვო, მაგრამ თუ მომწერთ, უკეთესი იქნება.

QUOTE
მე მრავალჯერ დავწერე ტვინი პროცესორი არ არის მეთქი.

კი, გეთანხმებით. არამგონია ვინმე დაობდეს და პირდაპირ ანალოგიას აკეთებდეს პროცესორთან.
ეგ ისე, ხუმრობის დონეზე ვავლებთ ხოლმე პარალელებს.

QUOTE
ვაშლს და მსხალს ნეირონები არა განარჩევენ. ტვინის გარკვეული ნაწილი ემსახურება იმიჯის აღქმის საკითხს.
ეს ნაწილი დღეს ინფორმატიკაში მათემატიკურად კარგ დონეზეა. ნეირონების როლი აქ გამოიხატება თვალიდან წამოსული ინფორმაციის დამუშავები პარალელიზაციაში და ამდენად ობიექტის ამოცნობის სისწრაფეში...


კიბატონო. ეს მხედველობითი მეხსიერებაა.
ასევე მგონია, რომ შედარების პრინციპი კარგად მოქმედებს ამ შემთხვევაში.
ვიცი რა როგორ გამოიყურება ვაშლი, დამახსოვრებული მაქვს, გამოსახულება შედარდება დამახსოვრებულთან და ხდება იდენტიფიკაცია.
ასევე, თუ ამიხვევ თვალს და მასუნინებ სხვადასხვა ხილს, გამოვიცნობ იმ ხილს, რომლებსაც უკვე ვიცნობ.
თუ ტესტირებაში იქნება ჩემთვის უცნობი ხილი, მას ვერ გამოვიცნობ, ან შეიძლება შემეშალოს და ავურიო რომელიმე სუნით მასთან ახლოს მყოფთან (თუ იარსებებს ასეთი).
ანუ, რისი თქმა მინდა: - რაღაცნაირად შედარების პრინციპი მოქმედებს, თანაც ძალიან კარგად.


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
unknown lady
Sunny Universe:)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5857
წევრი No.: 19337
რეგისტრ.: 16-April 06

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 17:20  #29342771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანი ერთი მთლიანი მოქმედებს

ამიტომ ტვინის რა უბანი რას აკეთებს, დანაწევრებულად განხილვა სწორი არ მგონია

საერთოდ აღქმა, მგონი იწყება ფიზიოლოგიური პროცესით - შეგრძნებით

ვთქვათ თვალის გუგას სხივი უნდა მოხვდეს, მაგრამ ეს აღქმა არ არის. აღქმა მთელი საგნის განცდაა
მეხსიერება აღქმულის რეპროდუქცია
განმეორებითი განცდა
დროში უკან დაბრუნება


vasovasia
QUOTE
ის პარალელურ კავშირებზე დამყარებული ლოგიკური მოწყობილებაა



ეს რას ნიშნავს? მაგალითზე როგორ გამოიყურება?

This post has been edited by unknown lady on 23 Jan 2012, 17:20


--------------------
Honey you are badly mistaken :)
MOGZAVNILI-2
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 432
წევრი No.: 133023
რეგისტრ.: 27-June 11

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 17:44  #29343212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადამიანის ტვინის მარტო ერთი უჯრედი ამუშავებს 2 მილიარდ ბაიტ ინფორმაციას. სულ 13 მილიარდი უჯრედია ტვინში. ადამიანის ინტელექტი ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერების ინტელექტს მილიონჯერ აღემატება.
ასე რომ ამ საუკუნეში AI ვერ შეიქმნება
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2634
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 20:54  #29346613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
დიახ, ჩამოვწერ ძველ დასკვნებს, მაგრამ ეს დასკვნები საიდან გამოდიან მივიწყებული მაქვს, კარგა ხნია აღარ მიმუშავია ამ თემაზე, ახლა შევნიშნე რომ ცუდად არის ჩემი საქმე, რამდენი ლოგიკა აღარ მახსოვს. sad.gif
პასუხი მარტივია, კოდირების გარეშე მოაზროვნე მოდელი არ გამოდის და ეს კოდირება ისეთია, კი არ ანელებს, პირიქით აჩქარებს აზროვნებას.
ადამიანი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. აქედან ორის პროთეზებს აკეთებენ. კომპიუტერი ტვინის პროთეზია, ყველა თანხმდება, რომ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია, მესამე ნაწილი ძალიან რთულია, ამ მესამეში მე ვერ ვერკვევი.
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22064
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 23 Jan 2012, 20:59  #29346694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (MOGZAVNILI-2 @ 23 Jan 2012, 17:44 )
ადამიანის ტვინის მარტო ერთი უჯრედი ამუშავებს 2 მილიარდ ბაიტ ინფორმაციას

რაღაც მეეჭვება, რამდენ ხანში ამუშავებს ამ ინფორმაციას?
MOGZAVNILI-2
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 432
წევრი No.: 133023
რეგისტრ.: 27-June 11

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 11:54  #29354793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რაღაც მეეჭვება, რამდენ ხანში ამუშავებს ამ ინფორმაციას?
dato:)
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6450
წევრი No.: 141543
რეგისტრ.: 13-January 12

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 12:28  #29355125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ რობოტექნიკის 3კანონს დაემორჩილება მაშინ .........


--------------------
და ბოლოს ყველა უბერავს! ნიავის გარდა
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9014
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 13:10  #29355553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
OKELA25
QUOTE
შეგრძნება საიდან იწყება? ალგორითმების დიდი კრებულით დაიბადება ვითომ მეობაა?


კომპიუტერს არ ჭირდება მეობა, მან ჩვენი მეობის სიმულაცია უნდა მოახდინოს, თანაც თეორიაში ყველაზე განათლებული, შეგნებული და ჭკვიანი ადამიანის სიმულაცია. მას ეცოდინება მომავალი თაობის მოთხოვნები, ეცოდინება ჩვენი თაობის მონაცემებიც, ამიტომ მან უნდა გადაწყვიტოს რომელი თაობისკენ უნდა იყოს. სავარაუდოდ ის მომავალი თაობის მხარეს დაიჭერს და ეს მომავალი შეიძლება იმდენად განსხვავებული იყოს, რამდენადაც ჩვენ განვსხვავდებით ცხოველებისგან. ამიტომ ძველი, ადამიანების რასა, როგორც ვეღარ განვითარებადი უარიყოფა და ახალ, ბიოლოგიაზე დამოუკიდებელ რასას ჩაეყრება საფუძველი. ამ ახალ რასასთან რამდენად ექნება ადამიანს საერთო, ეს უკვე ძნელად პროგნოზირებადია.

asphurcela
QUOTE
რაღაც ძაან დააკნინე და გაასაცოდავე ადამიანი აქ.


ადამიანი მართლა სამყაროს მეფე ხომ არ გგონია? წარმოიდგინე, რომ თავისუფალი ხარ ბიოლოგიური მოთხოვნებისგან, სოციალური ყოფა-ცხოვრებისგან და გაქვს უზარმაზარი გონებრივი პოტენციალი და შეგიძლია შენს ფანტაზიას მისცე გასაქანი. რა იქნება შენს თვალში დღევანდელი ადამიანი? საცოდავი ბიოლოგიური არსება, ცხოველის ტოლფასი. რატომაც არა?

QUOTE
ეგებ, ჩვენც ერთი პატარა ბიოლოგიური რობოტები ვართ... დახვეწილი და უნიკალური software-თი?

ეგ უსასრულო მწკვრივივით არის, რაც უფრო მაღლიდან შეაფასებ, მით უფრო რობოტები გამოვჩნდებით და ყოველთვის იქნება პოტენციური სულიერი მდგომარეობა, რომელიც ჩვენთან შედარებით შემოქმედი იქნება და არა განპირობებული და მართული.

vasovasia
QUOTE
მე არ ვთვლი რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა.

ერთი კვერცხუჯრედიდან ადამიანის შექმნა სულ რაღაც 9 თვეში უფრო დასაჯერებელია თუ მილიონობით წლების განმავლობაში თუნდაც ჭიაყელიდან? გენეტიკური კოდი ხომ ფაქტიურად ცხოვრების საჭიროებიდან იქმნება და მერე ხდება ამ კოდის მიხედვით შექმნა.
QUOTE
რადგან ჩვენს ტვინს არ ჰყავს დამპროგრამებელი. ეს კავშირები ყალიბდება დროში ტვინის ტრენინგით...

დამპროგრამებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ გარემო პირობებიც და შინაგანი მოთხოვნილებებიც.
QUOTE
ანუ ვინ არის "მე" , ცნობიერების იდენტიფიკატორი.

ეს სწორედ ის არის, ვინც უკუზემოქმედებას ახდენს მოვლენებზე. არ შეიძლება მატერიალური მოძრაობა განსაზღვრავდეს სულიერ პროცესებს, მათი პარალელიზმიც ზედმეტად პირობითია. შინაგანი მე არის სწორედ ის ძალა, რომელიც უფლებას აძლევს სულიერ პროცესებს ჰქონდეთ მათ ადგილი თუ არა. გრძნობები და ემოციები ამ "მე"-სა და მატერიალურ სამყაროზე არიან დამოკიდებული და ორმაგი ბუნება აქვთ.

QUOTE
ბოროტება ანტაგონისტური გამანადგურენბელი ძალაა. არ ვიცი რა არის ჰუმანური ბოროტება.

ბოროტება სიცოცხლის მამოძრავებელი ძალაა, მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელი. უფრო ზუსტად ბოროტების ფესვები მაქედან მოდის. სიცოცხლე არასდროს არ ჩერდება მიღწეულზე, ის არ კმაყოფილდება, ის აუცილებლად უნდა განვითარდეს და გაუმჯობესდეს. ამისთვის ის უშვებს იმ ზომის ბოროტებას, რომელიც მას განავითარებს უკეთესისკენ. ბუნებაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი ძალები, არსებობს მხოლოდ სიცოცხლე, რომელიც არარაობიდან ამოიზარდა და ვითარდება, ამ განვითარებას ვერ შეძლებს თვითკმაყოფილი სიცოცხლე, ვერც შემთხვევითი მატერიალური მოვლენები შეძლებენ ამას. სიცოცხლე არ ვითარდება ერთეულ ინდივიდებში, მას ტრანსცენდენტული აზროვნება ახასიათებს და შეუძლია ინდივიდები გაწიროს თავისი ინტერესებისთვის, ამ ინდივიდისთვის ეს უკვე ბოროტებაა.
QUOTE
თუ ასეთ განვითარებულ საზოგადოებაში შევალთ კაპიტალიზმი რატომ უნდა დავიტოვოთ.

ფული ყოველთვის იარსებებს. შეიძლება ფული ინფორმაციულმა ბიტ-ერთეულმა ჩაანაცვლოს, მაგრამ პრინციპი იგივე იქნება. ვიღაცას ყოველთვის ექნება ის, რაც სხვას არა აქვს, მაგრამ უნდა რომ ჰქონდეს. ინფორმაციას კი ძალით ვერავის წაართმევ და თანაბრად ვერ გაანაწილებ, ამიტომ საჭიროა უნივერსალური გაცვლის საშუალება.

QUOTE
როგორ მოქმედებს ცნობიერება და იღებს გადაწყვეტილებებს ტვინის სხვადსხვა ნაწილებიდან და სენსორული ნერვებიდან მიღებული ინფორმაციის ბაზაზე, მე მგონი არავინ იცის. აქ არის ჩამალული ცნობიერებს მექანიზმის არსი.


როგორ მუშაობს ტვინის გამოთვლითი სისტემა?
ანალოგია რომ გავაკეთოთ პროგრამირებასთან, ტვინსაც აქვს კლასები, ფუნქციები, მეთოდები და ა.შ. ოღონდ ტვინის შემთხვევაში სხვა სისტემით აგებული. თუ პროგრამირებაში არსებობს ძირითადი კლასები და მათგან წარმოებულები, ინტელექტისთვის არის ერთი ძირეული გაგებიდან წარმოებული და თანდათან დაკონკრეტებული კლასები. ტვინის ყველა პროგრამული ობიექტი ერთი სტილით ყალიბდება:
თავიდან არის ყველაზე მარტივი და ინფორმაციულად ნაკლებ ტევადი ობიექტი, იგივე 'რაღაცა'. ეს რაღაცა წარმოიდგინება წერტილოვანი სახით, რომელსაც აქვს გაურკვეველი პარამეტრები. ეს პარამეტრები არის ძალიან ბევრი და თანდათან უფრო მრავლდება, მაგრამ საწყის ფორმაში არის ნულოვანი. შემდეგ ეს რაღაცა თანდათან განიცდის კონკრეტიზაციას, ყოველ საფეხურზე ხდება გართულება, ანუ დაყოფა ერთი ინფორმაციული ბიტით, შემდეგ ისევ იყოფა და საერთო ჯამში 2-ის კვადრატის სიჩქარით ხდება. ამავე დროს ემატება პარამეტრები და მათი მნიშვნელობები. მაგალითისთვის, ვაშლი და მსხალი პირველ საფეხურზე გაურკვეველი რაღაცეებია, შემდეგ გარკვეულ საფეხურზე ვაშლის და მსხლის ფორმა იგივეა რაც ბურთის, ამ საფეხურზე ანუ ამ სიზუსტით ინტელექტისთვის ეს სამი საგანი იგივეა, შემდეგ საზეხურზე ხდება მეტი დაკონკრეტება და ვაშლი და მსხალია იგივე, შემდეგ საფეხურზე ისინი განსხვავდება და შემდეგზე შეიძლება თითოეული ვაშლიც განსხვავებულად ჩაითვალოს. ასეთი საფეხურეობრივი წარმოდგენა აქვს ტვინში ყველა საგანს, ყველა მოვლენას და ყველა ინტელექტუალ პროდუქტს საერთოდ. ტვინს არ ჭირდება ზუსტი გამოთვლა, ტვინი "საჭირო ალბათობით" აზროვნებს. როცა ჩვენ ვხედავთ ადამიანის სილუეტს, იმის ჩასათვლელად რომ ეს ადამიანია ზოგჯერ საკმარისია ის მოძრავი იყოს და მხოლოდ გრძელი და გაურკვეველი სილუეტი ჩანდეს, ზოგჯერ კი მხოლოდ მაშინ აღიქმება ადამიანად როცა მთლიანი ფიგურა ჩანს და მოძრაობის პარამეტრებიც დიდი სიზუსტით ემთხვევა ადამიანისას. კომპიუტერს არ შეუძლია ასე საფეხურეობრივად წარმოდგენა და შესაბამისად არ შეუძლია განასხვავოს ძაღლი კატისგან, ბავშვის ინტელექტისთვის კი ეს ელემენტარულია. ინტელექტი ამავე დროს უშვებს შეცდომით აზროვნებასაც. თუ ვიკითხავთ, რომ როცა ადამიანი სწრაფად გადადის მთაზე, ეს მთა მაღალია თუ დაბალი, ლოგიკურად პასუხი არ არსებობს, რადგან ყველანაირ მთაზე შეიძლება სწრაფად გადასვლა, მაგრამ ინტელექტის წარმოდგენაში პასუხია 'დაბალი', რადგან დაბალ მთაზე გადასვლა უფრო სწრაფია. როცა ვკითხულობთ, რომ ბგერა 'დო' ცივია თუ ცხელი, ინტელექტი პასუხობს, რომ ცხელია. აქ ის ჩანს, რომ ინტელექტი ყველაფერს წარმოიდგენს მოძრაობაში, სადაც ბგერა 'დო'-ს ფართო დიაპაზონი აქვს ჟღერადობით, ამავე დროს ფართოდ წარმოიდგინება სითბოც. ამ უნივერსალობიდან გამომდინარე ინტელექტის ლოგიკა ნებისმიერ პარამეტრზე და ნებისმიერ ასოციაციაზე შეიძლება აიგოს, სიზმარს მაგალითად სრულიად არალოგიკური გადასვლები ახასიათებს, რაც შეიძლება ასოციაციურიც იყოს და განწყობითიც, საერთო სიტუაციით განპირობებულიც და ერთი დეტალის გამოც. მთავარი სირთულე ხელოვნურ ინტელექტის შექმნაში არის აზროვნების მორგება საჭიროებაზე, ანუ ისეთი პროგრამული სისტემის შექმნა, რომელიც არა მარტო ინტელექტის ანალოგიურად იმუშავებს, არამედ ზუსტად ისეთნაირად უნდა აღიქვამდეს ყველაფერს როგორც ადამიანი. თუ ეს პროგრამული მხარე იქნა დაძლეული, მაშინ ფიზიკური სირთულე შედარებით ადვილად მოგვარებადია, კომპიუტერს ხომ გაცილებით დიდი სიჩქარე აქვს და თუ ტვინში პარალელურ რეჟიმში მილიარდი პროცესორი მუშაობს, კომპიუტერში ამისთვის ათასიც საკმარისი იქნება.

This post has been edited by m e r a on 24 Jan 2012, 13:25
unknown lady
Sunny Universe:)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5857
წევრი No.: 19337
რეგისტრ.: 16-April 06

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 13:15  #29355624      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
m e r a
QUOTE
არ შეიძლება მატერიალური მოძრაობა განსაზღვრავდეს სულიერ პროცესებს, მათი პარალელიზმიც ზედმეტად პირობითია.



მეც ასე მგონია
ამ აზრს ვემხრობი

პარალელიზმის იდეა აბსურდულია
Crypto
კატა უძაღლო ქვეყანაში


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8080
წევრი No.: 9780
რეგისტრ.: 3-May 05

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 13:19  #29355686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
m e r a
QUOTE
როცა ვკითხულობთ, რომ ბგერა 'დო' ცივია თუ ცხელი, ინტელექტი პასუხობს, რომ ცხელია.

biggrin.gif "დოდო" ალბათ გავარვარებული იქნება biggrin.gif


--------------------
აიღე აგური!
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1967
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2012, 14:24  #29356477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MOGZAVNILI-2
QUOTE
ადამიანის ტვინის მარტო ერთი უჯრედი ამუშავებს 2 მილიარდ ბაიტ ინფორმაციას. სულ 13 მილიარდი უჯრედია ტვინში.

ტვინში ნეირონების რაოდენობა ცვალებადია და ფიქრობენ რომ 100 მილიარდს არ აჭარბებს. რას ნიშნავს დამუშავება ეს უნდა განმარტო...
ხშირად ხმარობენ სიტყვას processing power რაც დიდს არაფერს აღნიშნავს. თუ ნეირონს გადაცემის სიჩქარე 0.5მილისეკუნდი აქვს, რაც დაახლოებით
1 კჰერცია და ანალოგური იმპულსის გამო თეორიულად შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე გეგაბიტი მდგომარეობა, რაც ნიშნავს ორობით
დონეზე 32-64 ბიტიან სიტყვას. მაშან ეს დამუშავების სიმძლავრე კი მიაღწევს > 10^14ბიტს/წამში... ეს ციფრი არაფერს აჩვენებს
QUOTE
ადამიანის ინტელექტი ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერების ინტელექტს მილიონჯერ აღემატება.
ასე რომ ამ საუკუნეში AI ვერ შეიქმნება

ჭკვიანის და უჭკოს შედარება არ შეიძლება.
unknown lady
m e r a
QUOTE
ეს რას ნიშნავს? მაგალითზე როგორ გამოიყურება?

QUOTE
არ შეიძლება მატერიალური მოძრაობა განსაზღვრავდეს სულიერ პროცესებს, მათი პარალელიზმიც ზედმეტად პირობითია.


პარალელიზმში ვგულისხმობდი ანალოგური ინფორმაციის ერთდროულ დამუშავებას უამრავი მიმართულებით.
ნეირონს აქვს 7 ათასამდე სინოპსისი და შეუძლია ერთდროულად ამდენ ფუნქციონალურ ჯგუფს გაუგზავნოს ინფორმაცია, რაც გამორიცხულია
პარალელური პრცესორებიან დღევანდელ სტრუქტურაში. ეს მხოლოდ FPGA შეუძლია.
სულიერების პარალელიზმი - მე არ მესმის. ადამიანს მხოლოდ ერთი ცნობიერების მექანიზმი აქვს, ანუ ერთი იდენტიფიკატორი მეობის და
სული ჩემთვის მხოლოდ სუბიექტური გამოხატულებაა, ცნობიერების პროცესის და არა ცალკე არსებული...
პოსტი საინტერესო იყო და შევეცდები პასუხი მოგვიანებით დავწერო. ახლა არ მცალია...
vasovasia
ალექსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1967
წევრი No.: 92475
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2012, 04:42  #29419927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
m e r a
QUOTE
ანალოგია რომ გავაკეთოთ პროგრამირებასთან, ტვინსაც აქვს კლასები, ფუნქციები, მეთოდები და ა.შ. ოღონდ ტვინის შემთხვევაში სხვა სისტემით აგებული. თუ პროგრამირებაში არსებობს ძირითადი კლასები და მათგან წარმოებულები, ინტელექტისთვის არის ერთი ძირეული გაგებიდან წარმოებული და თანდათან დაკონკრეტებული კლასები. ტვინის ყველა პროგრამული ობიექტი ერთი სტილით ყალიბდება:

ალბათაქვს ადამიანის ტვინს რაღაც კლასების მსგავი. ამაში გეთანხმები.
თუ ვაშლის აღმწერი პარამეტრები შეადგენენ რაღაც კლასს. მაშინ ამ პარამეტრების ქონა სხვა ობიექტისთვის არის
ვაშლი.
QUOTE
ანალოგია რომ გავაკეთოთ პროგრამირებასთან, ტვინსაც აქვს კლასები, ფუნქციები, მეთოდები და ა.შ. ოღონდ ტვინის შემთხვევაში სხვა სისტემით აგებული. თუ პროგრამირებაში არსებობს ძირითადი კლასები და მათგან წარმოებულები, ინტელექტისთვის არის ერთი ძირეული გაგებიდან წარმოებული და თანდათან დაკონკრეტებული კლასები. ტვინის ყველა პროგრამული ობიექტი ერთი სტილით ყალიბდება:
თავიდან არის ყველაზე მარტივი და ინფორმაციულად ნაკლებ ტევადი ობიექტი, იგივე 'რაღაცა'. ეს რაღაცა წარმოიდგინება წერტილოვანი სახით, რომელსაც აქვს გაურკვეველი პარამეტრები. ეს პარამეტრები არის ძალიან ბევრი და თანდათან უფრო მრავლდება, მაგრამ საწყის ფორმაში არის ნულოვანი. შემდეგ ეს რაღაცა თანდათან განიცდის კონკრეტიზაციას, ყოველ საფეხურზე ხდება გართულება, ანუ დაყოფა ერთი ინფორმაციული ბიტით, შემდეგ ისევ იყოფა და საერთო ჯამში 2-ის კვადრატის სიჩქარით ხდება. ამავე დროს ემატება პარამეტრები და მათი მნიშვნელობები. მაგალითისთვის, ვაშლი და მსხალი პირველ საფეხურზე გაურკვეველი რაღაცეებია, შემდეგ გარკვეულ საფეხურზე ვაშლის და მსხლის ფორმა იგივეა რაც ბურთის, ამ საფეხურზე ანუ ამ სიზუსტით ინტელექტისთვის ეს სამი საგანი იგივეა, შემდეგ საზეხურზე ხდება მეტი დაკონკრეტება და ვაშლი და მსხალია იგივე, შემდეგ საფეხურზე ისინი ""..............ს ლოგიკა ნებისმიერ პარამეტრზე და ნებისმიერ ასოციაციაზე შეიძლება აიგოს, სიზმარს მაგალითად სრულიად არალოგიკური გადასვლები ახასიათებს, რაც შეიძლება ასოციაციურიც იყოს და განწყობითიც, საერთო სიტუაციით განპირობებულიც და ერთი დეტალის გამოც. მთავარი სირთულე ხელოვნურ ინტელექტის შექმნაში არის აზროვნების მორგება საჭიროებაზე, ანუ ისეთი პროგრამული სისტემის შექმნა, რომელიც არა მარტო ინტელექტის ანალოგიურად იმუშავებს, არამედ ზუსტად ისეთნაირად უნდა აღიქვამდეს ყველაფერს როგორც ადამიანი. თუ ეს პროგრამული მხარე იქნა დაძლეული, მაშინ ფიზიკური სირთულე შედარებით ადვილად მოგვარებადია, კომპიუტერს ხომ გაცილებით დიდი სიჩქარე აქვს და თუ ტვინში პარალელურ რეჟიმში მილიარდი პროცესორი მუშაობს, კომპიუტერში ამისთვის ათასიც საკმარისი იქნება.

აქ გრძელი პოსტ დაწერე. ეს არ არის ცნობიერები მექანიზმი.
შენ აღწერე უკვე ცნობილი ალგორითმები თუ რიგორ ხდება გამოსახულების დამუშავება კომპიუტერების დახმარებით.
შენი აღწერილი მეთოდი არის ერთი მარტივი მეთოდი. მას ჰქვია მორბენალი საშუალო (running average)

ეს მაშIნ გამოიყენება, როცა ინფორმაცია დაბალი დონისაა, ანუ სიგნალ/ხმაურის შეფარდება დაბალია და რაიმე ობიექტის გამოკვეთა ძნელია. ასეთ შემთხვევაში, ეს მეთოდი იძლევა კონტრასტის გაძლიერებას და ობიექტის გამოკვეთას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის image processing და არა ცნობიერება.
ის რომ ჩემს წინ ვაშლი დევს და მას მე ვერ ვცნობ არა ნიშნავს, რომ მე ობიექტს ვერ ვხედავ.
ის რომ მას მე ვაშლს დავარქმევ არც ეს არის ცნობიერება.
ცნობიერების არსი იწყება ჩემი სურვილის გამოვლენაში გავარკვიო რა ობიექტია ეს. ეს მარტIვი მაგალითია და ადვილად გავარკვევ რომ ეს ვაშლია....
მაგრამ ცნობიერება არის ის "მე", სურვილის გამოვლენა და დამოუკიდებელი მოქმედების ინიცირების პროცესი.

ვზივარ სადღაც და ვუყურებ, რაღაცას ვხედავ, რას არა ვიცი, ობიექტებს არ გამოვყობ. რას ვხედავ არ ვიცი,
მაგრამ მაქვს შეგრძნობა რომ ვხედავ. რას ნიშნავს ვხედავ, ვინ არ ის ვინც ხედავს, ვინც გაითვითცნობიერა
არსებობა....
ეს გათავისება, არის აღქმა და ცნობიერება... თითქოს და აბსოლუტურად მიუწვდომელი

This post has been edited by vasovasia on 28 Jan 2012, 04:45
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9014
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 28 Jan 2012, 13:03  #29421898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vasovasia
QUOTE
მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის image processing და არა ცნობიერება.


შენ მთავარი გამოგრჩა. ინტელექტი მსგავს მიდგომას იყენებს მთელ აზროვნებაზე, მხედველობა მხოლოდ მაგალითად მოვიყვანე. მთელი აზროვნება ტვინში მიმდინარეობს სივრცეში წარმოდგენილი პროცესის სახით. როცა ვამბობთ, რომ "ნივთი გადავაგდე", ტვინში უმალ წარმოიდგინება "ნივთი"-ს შესაფერისი ობიექტი ტვინისვე სივრცეში, რომელიც image processing-ის სტილში ხდება, შემდეგ წარმოიდგინება "გადავაგდე"-ს შესაფერისი წარმოდგენა, ოღონდ ეს უკვე რთული ცნებაა, შეიცავს ერთ ვირტუალურ ობიექტს "მე", რომელშიც გულისხმობს ცნება "მე"-ს დეფაულტ მნიშვნელობას, "გადაგდების" პროცესის ასევე დეფაულტ წარმოდგენას და კიდევ ერთ ვირტუალურ ობიექს "რაღაცას", რისი გადაგდებაც ხდება. ეს ობიექტები ქმნიან ერთგვარ მოვლენას ტვინის სივრცეში. როგორც კი გავაგრძელებთ ლაპარაკს და ვიტყვით, რომ "ძალიან დაიმტვრა", ჩვენს მოვლენას დაემატება "ძალიან" ობიექტი და "დაიმტვრა". აქ "დაიმტვრა" გულისხმობს ვირტუალურ რაღაცას, რომელიც უნდა ჩაისვას "დამტვრევის" მოვლენაში, ჩვენს შემთხვევაში ეს არის "ნივთი", ხოლო "ძალიან" ობიექტი გულისხმობს ვირტუალურ მოვლენას, რომელიც უნდა ჩაისვას "ძალიან" მოვლენაში, რომელიც ზოგადად რაოდენობას ზრდის, ჩვენს შემთხვევაში კი სიჩქარეს. ფაქტიურად მივიღეთ რეალური მოვლენის ასახვა ტვინში, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და ერთმანეთზე ზემოქმედებს. აქ მთელი აზრი ის არის, რომ ბუნებაში აბსოლუტურად ყველა მოვლენა ხდება სივრცეში, ტვინში კი ყველა აზროვნებითი პროცესი ხდება წარმოდგენით სივრცეში. სხვა საკითხია ეს ორი სივრცე რამდენად იგივეობრივია, მაგრამ ინტელექტი იგივე გარე რეალობის მოვლენების ასახვაა და იმისთვის რომ მან ასახოს მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულებაც, მას ჭირდება ამ მოვლენების ურთიერთმიმართებების დადგენა, მათი სტრუქტურებში მოქცევა, სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა პარამეტრების მინიჭება და ა.შ. იმისთვის რომ შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანის მსგავსად იაზროვნებს, უნდა შევქმნათ ლოგიკა, რომელიც აღწერს სივრცით მოძრაობებს, შემდეგ დავიწყოთ პრიმიტიული მოვლენებიდან და თანდათან გავართულოთ. ამ მოვლენებს უნდა ჰქონდეთ თავისი სახელი და წევრები, რომლებიც ასევე მოვლენები იქნებიან. აქ "მოვლენა" უნივერსალური გაგებითაა და გულისხმობს ობიექტსაც, მოძრაობასაც და არსსაც.

QUOTE
ცნობიერების არსი იწყება ჩემი სურვილის გამოვლენაში გავარკვიო რა ობიექტია ეს. ეს მარტIვი მაგალითია და ადვილად გავარკვევ რომ ეს ვაშლია....


ტვინში სულიერი ნაწილის მთელი დანიშნულებაა უკუ ზეგავლენა მოახდინოს მოვლენებზე, ანუ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში ჩაებას, ეს ჩაბმა ჩვენ არ ვიცით რა დონეზე და რა მექანიზმებით ხდება, მაგრამ ეს ასეა. თუ ინტელექტს ამ მოვალეობას მოვაშორებთ, მაშინ მთელი აზროვნების დანიშნულება დავალებების შესრულებაა და მეტი არაფერი. ხელოვნურ ინტელექტში კი მის სულიერ ნაწილად შეიძლება ჩავთვალოთ ადამიანი, რომელიც მას დავალებებს აძლევს, ხოლო ადამიანის ინტელექტად შეიძლება ჩავთვალოთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იგივე დანიშნულებას ასრულებს მისთვის. საქმე კი ის არის, რომ ადამიანი არ არის მკაცრად ინდივიდუალური არსება, მას კოლექტიური გონი ამოძრავებს, რომელიც მთელი სიცოცხლის ინტერესებს იცავს და არა მხოლოდ ადამიანების, შესაბამისად ხელოვნური ინტელექტიც ამ გონის მიზნებს განახორციელებს.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (33) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0535 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]