forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რა არის ცნობიერება?, ანუ რომელი მოწყობილობის ანალოგიაა ადამიანის ტვინი?
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46707
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 18 Oct 2014, 00:06  #42572727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
მე როგორც მგონია ადამიანის ცნობიერება ერთ-ერთი ყველაზე უფრო იდუმალი რამეა რაც კი სამყაროში საერთოდ არსებობს, ვეცდები ნათლად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრები მის შესახებ, კერძო რა მეჩვენება მასში მე ყველაზე გაუგებრად და რისი გაგება მინდა.

აი ავიღოთ რადიომიმღები, მას აქვს რამდენიმე აუცილებელი შემადგენელი ნაწილი: ანტენა, ინდუქტივობის კოჭა, ცვლადი ტევადობის კონდენსატორი, დიოდი, ტრიოდი/ტრანზისტორი, რეზისტორი და ბოლოს დინამიკი. რადიომიმღებს შეუძლია მიიღოს გარკვეული სიხშირის რადიოტალღა და საბოლოო ჯამში გარდაქმნას ის ბგერად, მხოლოდ და მხოლოდ ესაა მისი დანიშნულება და ამ ფუნქციას ის ასრულებს მისი ზემოთჩამოთვლილი კონსტრუქციული ელემენტებისგან აგებული სისტემიდან გამომდინარე. მას სხვა არაფრის კეთება არ შეუძლია.

კომპიუტერი ცოტა სხვა საქმეა, მასშიც არის თითქმის იგივე ელექტრონული დეტალები, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით, მაგრამ ერთი გარემოება მნიშვნელოვნად განასხვავებს მას რადიომიმღებისგან: კომპიუტერს საფუნქციოდ აუცილებლად ესაჭიროება პროგრამა რომელიც წარმოადგენს ბრძანებების ერთობლიობას, მის გარეშე კომპიუტერი უბრალოდ ჯართის გროვაა და მეტი არაფერი.

შეკითხვა: ადამიანის ტვინი ამ ორი მოწყობილობიდან რომლის დაახლოებითი ანალოგია შეიძლება იყოს? ცხადია არა რადიომიმღების, რადგან მაშინ ტვინი მხოლოდ იმ საქმეს უნდა აკეთებდეს რასაც მისი აგებულება/ანატომია უკარნახებს და ეს კი ასე არ არის (ავხსნი-ადამიანს თავში ალბათ ყველანაირი აზრი შეუძლია მოუვიდეს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება მოუნდეს. ჰგავს კი ადამიანი ტვინის ასეთი თავისუფლება რადიომიმღებს რომელიც მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებს? არა მგონია), მაგრამ სავარაუდოდ არც კომპიუტერის, რატომ?

რადიომიმღებს/კომპიუტერს და ადამიანის ტვინს თითქოს ბევრი საერთო აქვს, ორივეში არის გამტარები (კომპიუტერში მავთულები, ხოლო ტვინში ნეირონების აქსონები) რომლებშიც გადის ელექტრული იმპულსები და სწორედ ეს იმპულსები განაპირობებენ ორივეს ფუნქციონირებას. მაგრამ ადამიანს აქვს ცნობიერება, ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს და მიხვდეს/გაიგოს/ჩაწვდეს/“მოტვინოს“ რომ ის ადამიანია, მაგრამ ძალიან საეჭვოა კომპიუტერი „ხვდებოდეს“ და „აცნობიერებდეს“ თავის კომპიუტერობას (მით უფრო წარმოუდგენელია რომ რადიო აცნობიერებდეს მის „რადიოობას“). ის მხოლოდ მექანიკურად/ელექტრულად (ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, რადგან ნებისმიერ გამტარში ელექტრონების მოძრაობა სწორედ რომ წმინდა მექანიკურია, ოღონდ ელექტრული ველით გამოწვეული) ასრულებს იმ სამუშაოს რაც მის პროგრამაშია ჩაწერილი, მაგრამ მას პროგრამის იქით არაფრის კეთება არ შეუძლია. აი ვთქვათ რომ ავაგოთ ისეთი კომპიუტერი სადაც იქნება 100 მილიარდი ნეირონის, 1 ტრილიონი გლიური უჯრედის და მათი წარმოუდგენლად ბევრი (1000 ტრილიონის თუ ეს რიცხვი სწორად მახსოვს) შეერთების სრული ანალოგია მაშინ ასეთ კომპიუტერს ცნობიერება ექნება ვითომ? მე ეს რაღაც არა მგონია და საერთოდაც კომპიუტერისათვის ცნობიერების ქონა ხომ არც არის კონსტრუქტორების მიერ გათვალისწინებული და ამიტომ კომპიუტერს ცნობიერება არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ასევე ავტომობილს არ შეუძლია „აღიქვას“ რომ ის ავტომობილია, მან არაფერი „იცის“ მის ავტომობილობაზე, თუმცა მის ფუნქციებს (არა მხოლოდ გადაადგილებას, ავტომობილში ყოფნისას ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ მუსიკას, ავტომობილს შეუძლია საქარე მინის გაწმენდა, მასში შეიძლება ტემპერატურის აწევა და დაწევა და ა.შ. და ა.შ.) კი მშვენივრად ასრულებს.

აქედან გამომდინარე ადამიანის ტვინი მთლად არც კომპიუტერის ანალოგი უნდა იყოს, რაღაც კიდევ მეტია მასში, არსებითად განსხვავებული და მნიშვნელოვანი. ჯერ უნდა გავიგოთ სად არის ჩაწერილი ტვინის „პროგრამა“ (ასეთი რამ ნამდვილად უნდა არსებობდეს რომ ტვინი სულ ცოტა კომპიუტერის ანალოგი მაინც იყოს და არ იყოს მხოლოდ რადიომიმღების დონეზე) და არის თუ არა იგი მუდმივი. იქნებ უპირობო და პირობითი რეფლექსებია ეს პროგრამა?

ანუ მთავარი საკითხი-რა ქმნის ცნობიერებას? საერთოდ მე მგონია, რომ ტვინის ფუნქციონირება ეს ერთია, ხოლო ცნობიერება კი მეორე. ანუ ტვინის ფუნქციონირება ესაა ბიოქიმიური რეაქციების და ელექტრული სიგნალების ერთობლიობა, ხოლო ცნობიერება ესაა ყოველივე ამის გაცნობიერება/გააზრება და იმის ცოდნა რომ მე/შენ (ვ)არსებობ. მაგრამ ასეთ მსჯელობას მგონი ეწინააღმდეგება შემდეგი გარემოება:

ყველამ ვიცით რომ ადამიანი არაა ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი ამ პლანეტაზე რადგან სხვა სახეობებიც (ცხოველებზეა საუბარი) ბლომად არსებობენ. საინტერესოა, რა დონეზე იწყება ცნობიერება? ცხადია, ბაქტერიას არ ექნება ცნობიერება, მაგრამ ექნება თუ არა იგი მაგალითად ზვიგენს? ანუ ზვიგენი უფრო ნათლად აცნობიერებს თავის ზვიგენობას თუ ადამიანი თავის ადამიანობას? ანუ ცნობიერების დონე/ხარისხი მაღლა იწევს ორგანიზმის აგებულების გართულების შესაბამისად თუ ეს დონე ერთნაირია ყველგან? მე ერთნაირი წარმოუდგენელი მგონია რომ იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი გენური ინჟინერიით ზეადამიანს გამოვიყვანთ (ანუ ვთქვათ მას უფრო მეტი გენი ექნება რომელიც ტვინის განვითარებაზეა პასუხისმგებელი ვიდრე ადამიანს აქვს) მაშინ მას ხომ ჩვენზე უკეთესი ცნობიერება უნდა ჰქონდეს, ანუ რა გამოდის ასეთი არსება სამყაროს უფრო ნათლად აღიქვამს და უფრო ნათლად მიხვდება რომ ის ზეადამიანია ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ ჩვენს ადამიანობას?

ცნობიერების კვლევის საკითხში მე ძალიან მომეწონა დოკუმენტური ფილმი “Through the Wormhole” (მეორე სეზონი, ეპიზოდი 5 სახელად "Is There a Sixth Sense?") სადაც მოთხრობილია ადამიანის ცნობიერება თუ რა გავლენს ახდენს ე.წ. შემთხვევითი რიცხვების გენერატორის მუშაობაზე რაც კერძოდ გამოიხატებოდა ადამიანის აზროვნების განსაკუთრებულად დაძაბვის შემთხვევაში ამ გენერატორის მიერ არაშემთხვევითი რიცხვების წარმოშობაში და ჩვენებაში. ეს რომ ვნახე ძალიან გამეხარდა და სრულიად ფანტასტიკური აზრები დამებადა თავში.

ჯერ ერთი ეს მეთოდი შეგვაძლებინებდა რომ დაგვედგინა სიკვდილის მერე ცნობიერება არსებობს თუ არა. საამისოდ ჩვენ „ხათრიანი“ მკვდარი დაგვჭირდებოდა, ანუ ისეთი ადამიანი რომელიც მოგვცემდა უფლებას რომ ასეთი გენერატორი ფიზიკურად მასთან ახლოს ყოფილიყო მისი სიკვდილის დროს და იქნებ სიკვდილის მომენტში დაეფიქსირებინა ამ ხელსაწყოს ამ შემთხვევითი რიცხვების სერიიდან რაიმე მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივზე მეტი გადახრა? და მით უმეტეს თუკი ასეთი გენერატორი დააფიქსირებდა არაშემთხვევით რიცხვებს სიკვდილის მერე ეს ნამდვილად იმის მანიშნებელი იქნებოდა რომ ამ კაცის მოხეტიალე სული (ანუ რაც აშკარად იგივეა რაც ცნობიერება) ახდენს ზეგავლენას ამ გენერატორზე, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ ამ კაცის სული კარგ ხასიათზე იქნებოდა რომ მონაწილეობა მიეღო ამ ექსპერიმენტში სიკვდილის შემდეგ wink.gif

ასევე შესაძლებელი იქნებოდა სპეციალური მუზარადის შექმნა რომელშიც მრავალი ასეთი გენერატორი იქნებოდა დამონტაჟებული და რომელიც შეგვაძლებინებდა გამოგვერკვია თუ ტვინის რომელი ნაწილი იქნებოდა ასეთ გადახრებზე პასუხისმგებელი, ანუ ცნობიერება ტვინის რომელ ნაწილშია უფრო განთავსებული.

ასევე ეს მიდგომა შეგვაძლებინებდა ამ გადახრის რაოდენობრივი კანონი და ფორმულა გამოგვეყვანა. მაგალითად, თუ გადახრა რიცხობრივად რაღაცის ტოლია მაშინ უნდა დავაკვირდეთ ტვინსა და ამ გენერატორს შორის რა მანძილია და მერე ეს მანძილი შევცვალოთ იმისათვის რომ გავიგოთ ეს რა გავლენას ახდენს რიცხვების გადახრაზე, ანუ რაზეა დამოკიდებული ეს გადახრა, მანძილზე თუ მის კვადრატზე?

მაგრამ სამწუხაროდ როგორც მე სხვადასხვა ფორუმებზე ძრომიალის შედეგად დავადგინე ეს ამბავი არ ყოფილა მართალი, ანუ ცოტა არ იყოს ფსევდომეცნიერების სუნი ასდის ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში არ არის სარწმუნო ის რომ ცნობიერებას შეუძლია ასეთი ტიპის გენერატორზე ზემოქმედება.

ერთი, დღეისთვის ნაკლებადრეალური საშუალება ცნობიერების რაობის საკითხის გასარკვევად არის ის რომ ცნობიერება/მეხსიერება უნდა გადაკოპირდეს ტვინიდან კომპიუტერში, ხოლო მერე ამ ტვინის პატრონი კლინიკურ სიკვდილში უნდა გავიდეს დროებით. ამ დროს ხომ ცნობიერება ითიშება (მგონი), მაგრამ მერე ეს კაცი გონს უნდა მოიყვანონ და უნდა გამოვკითხოთ ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ ცნობიერებას ორად აღიქვამდა თუ ერთად, ანუ სად „იყო“ ამ დროს იგი, კომპიუტერში თუ სადმე სხვაგან კიდევ?

და საერთოდ, თუ ცნობიერებას ტვინიდან კომპიუტერში გადავაკოპირებთ მაშინ სად იქნება ამ ადამიანის ცნობიერება, ტვინშიც და კომპიუტერშიც ერთდროულად? მაქსიმუმ რამდენ კომპიუტერში შეიძლება ცნობიერება იყოს გადაკოპირებული? ძალიან ბევრში თუ იქნება მაშინ ამ კაცს თავგზა არ აერევა მისი ერთდროული „მრავალარსობის“ გამო?

ცოტა გრძელი თემა კი გამომივიდა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? rolleyes.gif


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9465
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 18 Oct 2014, 04:33  #42574325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არწივი9
QUOTE
ცოტა გრძელი თემა კი გამომივიდა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე? 

მდააა smile.gif



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
giorgi877
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 526
წევრი No.: 166813
რეგისტრ.: 8-May 13

გამოგზავნილია: 18 Oct 2014, 15:48  #42577410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ეგეთი მოწყობილობა არ არსებობს, არსებობს პასიური ელემენტი მემრისტორი რომელიც ფუნქციონალურად ადამიანის ტვინის მახსოვრობის უჯრედს გავს.


--------------------
http://giorgi877microcontrollers.blogspot.com/
Adonni
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 192658
რეგისტრ.: 17-October 14

გამოგზავნილია: 18 Oct 2014, 18:49  #42579046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ცოტა გრძელი თემა კი გამომივიდა, რას ფიქრობთ ამ საკითხზე

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში წერა არ გიცდია? )))



--------------------
С точки зрения банальной эрудиции,
ни каждый индивидуум способен игнорировать тенденции парадоксальных эмоций!!!

В каждой массе, даже неподвижной, заключено дохуя потенциальной энергии — Хиросима в этом убедилась лично! И Нагасаки подтвердит...

არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46707
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 18 Oct 2014, 19:57  #42579830      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
giorgi877
QUOTE
ეგეთი მოწყობილობა არ არსებობს, არსებობს პასიური ელემენტი მემრისტორი რომელიც ფუნქციონალურად ადამიანის ტვინის მახსოვრობის უჯრედს გავს.

ნუ მომავალში მაინც ხომ იარსებებს? rolleyes.gif

Adonni
QUOTE
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში წერა არ გიცდია? )))

ბავშვობაში ვმოღვაწეობდი მაგ ჟანრში pop.gif
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12558
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 02:07  #42583990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
არწივი9
QUOTE
ყველამ ვიცით რომ ადამიანი არაა ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი ამ პლანეტაზე რადგან სხვა სახეობებიც (ცხოველებზეა საუბარი) ბლომად არსებობენ. საინტერესოა, რა დონეზე იწყება ცნობიერება? ცხადია, ბაქტერიას არ ექნება ცნობიერება, მაგრამ ექნება თუ არა იგი მაგალითად ზვიგენს? ანუ ზვიგენი უფრო ნათლად აცნობიერებს თავის ზვიგენობას თუ ადამიანი თავის ადამიანობას? ანუ ცნობიერების დონე/ხარისხი მაღლა იწევს ორგანიზმის აგებულების გართულების შესაბამისად თუ ეს დონე ერთნაირია ყველგან? მე ერთნაირი წარმოუდგენელი მგონია რომ იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი გენური ინჟინერიით ზეადამიანს გამოვიყვანთ (ანუ ვთქვათ მას უფრო მეტი გენი ექნება რომელიც ტვინის განვითარებაზეა პასუხისმგებელი ვიდრე ადამიანს აქვს) მაშინ მას ხომ ჩვენზე უკეთესი ცნობიერება უნდა ჰქონდეს, ანუ რა გამოდის ასეთი არსება სამყაროს უფრო ნათლად აღიქვამს და უფრო ნათლად მიხვდება რომ ის ზეადამიანია ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ ჩვენს ადამიანობას?

ეგა ინტელექტია კაცო...
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9014
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 03:25  #42584305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუკი გენური ინჟინერიით ზეადამიანს გამოვიყვანთ


გამოიყვანენ, და მასთან შედარებით ა დამიანი ცხოველი იქნება.

100 პროცენტი. ბუნებრივი გადარჩენა აღარ მოხდება, იქნება მხოლოდ ხელოვნური.



QUOTE
ცნობიერება ტვინის რომელ ნაწილშია უფრო განთავსებული.


ნაწილში არა.

ცნობიერება მთელ ტვინშია, და მიმდინარეობს ზუსტად ტვინის პროცესების თანმიმდევრულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობიერებას ქმნის არა ერთი ადგილი, არამედ რაღაც თვისება აზროვნებისა, შეიძლება ტალღები, შეიძლება ველები .......


QUOTE
სიკვდილის მერე ცნობიერება არსებობს თუ არა.


არა.

გარანტიას ვიძლევი.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9465
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 05:45  #42584500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
m e r a
QUOTE
გარანტიას ვიძლევი.

აბა გარანტია ... ?

არწივი9
ისა და, ცნობიერება რა არის საერთოდ ? განმარტება შეგიძლია ?

არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46707
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 11:59  #42585536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
QUOTE (Mateo Falcone @ 19 Oct 2014, 01:07 )
არწივი9
QUOTE
ყველამ ვიცით რომ ადამიანი არაა ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი ამ პლანეტაზე რადგან სხვა სახეობებიც (ცხოველებზეა საუბარი) ბლომად არსებობენ. საინტერესოა, რა დონეზე იწყება ცნობიერება? ცხადია, ბაქტერიას არ ექნება ცნობიერება, მაგრამ ექნება თუ არა იგი მაგალითად ზვიგენს? ანუ ზვიგენი უფრო ნათლად აცნობიერებს თავის ზვიგენობას თუ ადამიანი თავის ადამიანობას? ანუ ცნობიერების დონე/ხარისხი მაღლა იწევს ორგანიზმის აგებულების გართულების შესაბამისად თუ ეს დონე ერთნაირია ყველგან? მე ერთნაირი წარმოუდგენელი მგონია რომ იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი გენური ინჟინერიით ზეადამიანს გამოვიყვანთ (ანუ ვთქვათ მას უფრო მეტი გენი ექნება რომელიც ტვინის განვითარებაზეა პასუხისმგებელი ვიდრე ადამიანს აქვს) მაშინ მას ხომ ჩვენზე უკეთესი ცნობიერება უნდა ჰქონდეს, ანუ რა გამოდის ასეთი არსება სამყაროს უფრო ნათლად აღიქვამს და უფრო ნათლად მიხვდება რომ ის ზეადამიანია ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ ჩვენს ადამიანობას?

ეგა ინტელექტია კაცო...

ინტელექტი კომპიუტერსაც აქვს, ზოგ რამეში სჯობნის კიდეც ადამიანს, მაგრამ მას ცნობიერება არ აქვს no.gif

m e r a
QUOTE
გამოიყვანენ, და მასთან შედარებით ა დამიანი ცხოველი იქნება.

ადამიანზე უფრო მძლავრი ინტელექტი თუ ექნება მაინც ცხოველი იქნება?

QUOTE
100 პროცენტი. ბუნებრივი გადარჩენა აღარ მოხდება, იქნება მხოლოდ ხელოვნური.

კი ბატონო, იყოს ხელოვნური

QUOTE
ცნობიერება მთელ ტვინშია

მეც ასე მგონია, ალბათ მის ქერქში იქნება rolleyes.gif

QUOTE
შეიძლება ტალღები, შეიძლება ველები

ცნობილის გარდა სხვა ველები და ტალღები?

QUOTE
არა.

გარანტიას ვიძლევი.

თუ ცნობიერების/მეხსიერების გადაკოპირებას შევძლებთ კომპიუტერში და მერე უკან ისევ (ახალ) ადამიანში მაშინ არსებითად უკვდავებას მივაღწევთ

nforumi
QUOTE
ისა და, ცნობიერება რა არის საერთოდ ? განმარტება შეგიძლია ?

ცოდნა იმის შესახებ რომ შენ არსებობ
მე ასე წარმომიდგენია ეს

This post has been edited by არწივი9 on 19 Oct 2014, 12:02
Adonni
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 192658
რეგისტრ.: 17-October 14

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 13:19  #42586249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არწივი9
QUOTE
ცოდნა იმის შესახებ რომ შენ არსებობ

და რა არის მისი ფიზიკური არსი? ანუ კომპიუტერში გადასატანად რა უნდა გავციფროთ?
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46707
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 15:31  #42587552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
Adonni
QUOTE
და რა არის მისი ფიზიკური არსი?

ანუ ცნობიერების? ეგ არავინ იცის

QUOTE
ანუ კომპიუტერში გადასატანად რა უნდა გავციფროთ?

სულ ცოტა მეხსიერება, ანუ ადამიანის ტვინში არსებული ინფორმაცია, მაგრამ მთელი საკითხიც ისაა ეს საკმარისი არის თუ არა? rolleyes.gif
Adonni
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 60
წევრი No.: 192658
რეგისტრ.: 17-October 14

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 16:43  #42588288      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არწივი9
QUOTE
ანუ ცნობიერების? ეგ არავინ იცის

up.gif

QUOTE
სულ ცოტა მეხსიერება, ანუ ადამიანის ტვინში არსებული ინფორმაცია, მაგრამ მთელი საკითხიც ისაა ეს საკმარისი არის თუ არა?

no.gif ეგ რომც შევძლოთ, მხოლოდ პიროვნების ავტობიოგრაფია გვექნება ხელთ...

nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9465
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 17:15  #42588620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არწივი9
QUOTE
ცოდნა იმის შესახებ რომ შენ არსებობ

აქ ორი საკითხია. ჯერ ერთი აქვს ყველა ადამიანს გაცნობიერებული რომ არსებობს? რას ნიშნავს 'ვარსებობ'
მეორეც, თუ გავარკვევთ რას ნიშნავს 'ვარსებობ', რა ვიცით რომ ეს გაცნობიერებული არ აქვს ზუგიერთ ცხოველს?

QUOTE
სულ ცოტა მეხსიერება, ანუ ადამიანის ტვინში არსებული ინფორმაცია, მაგრამ მთელი საკითხიც ისაა ეს საკმარისი არის თუ არა?

Adonni
QUOTE
ეგ რომც შევძლოთ, მხოლოდ პიროვნების ავტობიოგრაფია გვექნება ხელთ...


ასე რომ კიდე რაღაც სხვა უნდა იყოს, რაც ცნობიერებას განაპირობებს, ინდივიდს განსაზღვრავს...

არწივი9
QUOTE
ადამიანზე უფრო მძლავრი ინტელექტი თუ ექნება მაინც ცხოველი იქნება?

მერა პირიქით, იმას ამბობს რომ ადამიანი იქნება ცხოველი იმასთან შედარებითო smile.gif

არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46707
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 19 Oct 2014, 20:24  #42590652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
nforumi
QUOTE
ჯერ ერთი აქვს ყველა ადამიანს გაცნობიერებული რომ არსებობს?

ყველას არა, მაგრამ ვინც საღ ჭკუზეა იმათ კი

QUOTE
მეორეც, თუ გავარკვევთ რას ნიშნავს 'ვარსებობ', რა ვიცით რომ ეს გაცნობიერებული არ აქვს ზუგიერთ ცხოველს?

ეგ არ ვიცით, რადგან ცხოველს ვერ შევეკითხებით ამას

QUOTE
რას ნიშნავს 'ვარსებობ'

ცოდნას იმის შესახებ რომ არსებობ და აზროვნებ rolleyes.gif


QUOTE (Adonni @ 19 Oct 2014, 15:43 )
არწივი9
QUOTE
სულ ცოტა მეხსიერება, ანუ ადამიანის ტვინში არსებული ინფორმაცია, მაგრამ მთელი საკითხიც ისაა ეს საკმარისი არის თუ არა?

no.gif ეგ რომც შევძლოთ, მხოლოდ პიროვნების ავტობიოგრაფია გვექნება ხელთ...

ჰო, ანუ მხოლოდ ინფორმაციას ამოვიღებთ ტვინიდან, მაგრამ ამ ინფორმაცია ცნობიერება არ გადმოყვება თან. ჰოდა შეკითხვა: რა არის ცნობიერება?

m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9014
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 20 Oct 2014, 00:46  #42594259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ცნობიერება რა არის საერთოდ ?


ცნობიერება არის არამატერიალური, მხოლოდ სულიერის "მე"-ში არსებული სულიერი პროდუქტების დინამიური პროცესი.

როგორ მუშაობს ცნობიერება?
გვაქვს ორმაგი ბმულების მონადების პროცესი, რომლების ერთ პოლუსზეა "მე"-სთან დაკავშირებული ღრმა გრძნობები, რომელიც ქმნის სივრცესა და დროს, მეორე პოლუსზე კი სხვადასხვა ტიპისა და სიღრმის გრნობები, რომლებიც შემოდიან ამ სივრცე-დროში და ისევ გადიან. ცალ-ცალკე ისინი არ არსებობენ, ისინი სულიერი მონადის ორ პოლუსს წარმოადგენენ. მონადების პირველი პოლუსები ერთმანეთთს ერწყმის, მეორე პოლუსები კი არა. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მაგალითად, ჩვენ ყველა ფერის წერტილს ვხედავთ ჩვენგან დაშორებულს, და ამ წერტილზე მიმართული გვაქვს ყურადღება, ჩვენ ვგრნობთ ამ წერტილსაც და ვგრძნობთ ჩვენს დამოკიდებულებასაც ამ წერტილთან. ანუ წერტილი ჩვენს ცნობიერებაში შემოდის მონადის სახით, რომლის ერთ მხარეს არის ფერი, რომელსაც აქვს ზომა და დაშორებულია რაღაც მანძილით, მეორე მხარეს კი არის ჩვენი ყურადღება და მნიშვნელობა, რომელსაც ამ წერტილს ვანიჭებთ. სწორედ ამ მონადების შიგნითა მხარეს არის ის, რასაც ჩვენ სულს ვეძახით.



QUOTE
თუ ცნობიერების/მეხსიერების გადაკოპირებას შევძლებთ კომპიუტერში და მერე უკან ისევ (ახალ) ადამიანში 


ეს ის საკითხია, რომელიც ჯობია არც იცოდეთ.
yes.gif
ვთქვათ და შევიტანეთ ჩვენი ტვინის პროგრამა კომპიუტერში, მერე კი გადავიტანეთ ისევ სხეულში. ვინ იქნება ის სულიერი, იმ სხეულში? ჩვენ?

რაღაც აზრით ისევ ჩვენ ვიქნებით, მაგრამ ბევრი კოპიო რომ გავაკეთოთ, ისევ ბევრი ჩვენ ვიქნებით?

გამოდის, რომ ჩვენ კი არა, უკვე სხვა იქნება.

რეალურად კი სულს არ აქვს ნიშანი, საკმარისია ერთი გათიშვა და შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ სული გაქრა, გონზე მოსვლის მერე კი ახლიდან იქმნება სული, რომელიც ფაქტიურად ახალი, სხვა სულია. თუმცა ისიც სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეს ახალი სული იგივეა რაც გათიშვამდე იყო და ისიც სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს სხვა სული, სხვა პიროვნებაა. ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს!!! თუ ჩავატარებთ ექსპერიმენტს და ორ ტვინს ერთმანეთში ჩავნერგავთ, მივიღებთ ერთმანეთში შერწყმულ ორ პიროვნებას, რომლებიც ერთ სულად იქცევიან!

ანუ ფიზიკური შეზღუდულობა რომ მოვხსნათ, სულის მონადებზე ისეთივე ოპერაციების ჩატარება შეგვილია, როგორც სათამაშო ლეგოს კუბიკებზე, რომლითც შეგვიძლია ავაწყოთ ან ერთი სახლი, ან ორი, ან გავაერთიანოთ, დავანგრიოთ და ა.შ.

QUOTE
უკვდავებას მივაღწევთ


რეალურად ბუნებას ადვილად შეუძლია უკვდავი სხეულის შექმნა, მაგრამ ამას არ აკეთებს. ეს ეწინააღმდეგება სიცოცხლის განვითარებისა და გაუმჯობესების იდეას, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია ადამიანს, სავარაუდოდ ძალიან მალე.

აქ მთავარია ის, რომ თვითონ ჩვენ არ მოგვინდება მარადიულად არსებობა, თუ არ მოხდება განვითარება. ცოტა გასაკვირია, მაგრამ ნამდვილად ასეა. განვითარება კი აქამდე სწორედ თაობების ცვლით ხდებოდა, ამისთვის იყო საჭირო სიკვდილიც, მაგრამ ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სიკვდილის ფუნქცია ჩაანაცვლონ სხვა სისტემით, მაგალითად მატრიცით. მატრიცა კი ძალიან საინტერესო თემაა, რამეთუ მომავალი სწორედ მაქეთკენ მიდის.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0405 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]