forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) « პირველი ... 12 13 [14]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რა არის ცნობიერება?, ანუ რომელი მოწყობილობის ანალოგიაა ადამიანის ტვინი?
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 16:07  #51004977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ აკავშირებ სულს და ნებელიბას?
სულის გარეშე ნებელიბას რა უშლის ხელს?


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 17:54  #51005599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
როგორ აკავშირებ სულს და ნებელიბას?
სულის გარეშე ნებელიბას რა უშლის ხელს?


მე უბრალოდ ნებელობას ვერ ვაკავშირებ მატერიალურ სამყაროსთან. როგორ შეიძლება კვანტური ელემენტების ერთობლიობას ქონდეს ნებელობა.
ანუ თუ ადამიანს აქვს ნებელობა, მას უნდა განაპირობებდეს რაღაც, რასაც ვარქმევ სულს.

შენ თუ გინდა ბნელი ენერგია დაარქვი wink.gif



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22067
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 18:20  #51005745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (nforumi @ 21 Jul 2017, 15:39 )
მე ვფიქრობ ასე: თუ ადამიანს აქვს ნება (ანუ თუ არსებობს ნებელობა), მაშინ უნდა არსებობდეს სული. თუ არ არსებობს ეს სული, მაშინ ჩვენ არ გვაქვს ნებელობა. ანუ გამოდის რომ უბრალოდ ბიორობოტები ვართ.

ბიორობოტად ყოფნა რამე დისკომფორტს გიქმნის? smile.gif

მე მაქვს ასეთი მოსაზრება, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანის ტვინმა ცნობიერებასთან და ინტელექტთან ერთად შეიძინა ის რასაც ჩვენ სულიერებას ვეძახით.
ინტელექტის შეძენამ შესაძლებლობა მოგვცა რომ უკეთესად გვებრძოლა გადარჩენისთვის.
მაგრამ მარტო ინტელექტი რომ გვქონოდა, მაშინ იმასაც გავაცნობიერებდით რა უაზრობაა ყოფიერება და რა დამღლელია ყოველდღიური წვალება სარჩოს საშოვნელად მითუმეტეს რომ არანაირი დიადი მიზანი ადამიანის არსებობას არ გააჩნია.
ჰოდა ასეთი ადამიანები ვინც იყვნენ, აპათიამ შეიპყრო და გადაშენდნენ გადარჩევის პროცესში
ვისაც სულიერება და რამის რწმენა ჰქონდა მათ მომავლის იმედიც ჰქონდათ და უდრტვინველად იტანდნენ ამ ყოველდღიურ ღლეობას.
შესაბამისად დღეს ადამიანის ტვინს, აქვს უნარი რომ წამდეს მისი ზებუნებრივი არსის, ხედავდეს საოცარ სიზმრებს და ჰქონდეს ხილვები, ჰალუცინაციები, აჰა-განცდა და ა.შ.
ბუნების მიერ დაგებული კიდევ ერთი ხაფანგი იმისათვის რომ ყურები არ ჩამოვყაროთ და ოჯახი შიმშილით არ ამოვწყვიტოთ yes.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 21 Jul 2017, 20:23  #51006347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
მე ვფიქრობ ასე: თუ ადამიანს აქვს ნება (ანუ თუ არსებობს ნებელობა), მაშინ უნდა არსებობდეს სული.

ეს რო დაწერე იმიტომ გკითხე, იქნებ რამე კავშირი აქვსთქო smile.gif

QUOTE
მე უბრალოდ ნებელობას ვერ ვაკავშირებ მატერიალურ სამყაროსთან. როგორ შეიძლება კვანტური ელემენტების ერთობლიობას ქონდეს ნებელობა.

ზოგადად როცა ობოეტების რაოდენობა დიდია ჯგუფში, მაშინ ჯგუფი ავლენს სხვა, ინდივიდებისგან განსხვავებულ, ხასიათს.
მათი ინდივიდუალიზმი გასაშუალოებულია და მას თითქმის კლავს ჯოგის რიცხოვნობა.
ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის, როგორც ელემენტარული ნაწილაკების ერთობლიობისგან შემდგარ სხეულზე, ამ დროს თითოეული ნაწილაკის ქცევის ხასიათს მნიშვნელობა ეკარგება.
მთავარი მათ მიერ ფორმირებული ჯოგის (მოლეკულების და მოლეკულური ბმების) ხასიათია.
ვფიქრობ ფიქრის პროცესის გაშიფვრა და კარგად შესწავლა გადაჭრის ამ კითხვებს.
ნეორონული კავშირები, მათი ბუნება, ქცევა, ლოგიკა - ეს ყველაფერი ფარდას ახდის ადამიანის ფიქრს და მის მეობას, გაგებას და ჩახუტებას.

This post has been edited by asphurcela on 21 Jul 2017, 20:24
Lemshveniera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2951
წევრი No.: 163179
რეგისტრ.: 8-March 13

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 00:24  #51007718      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (nforumi @ 21 Jul 2017, 17:54 )
მე უბრალოდ ნებელობას ვერ ვაკავშირებ მატერიალურ სამყაროსთან. როგორ შეიძლება კვანტური ელემენტების ერთობლიობას ქონდეს ნებელობა.  ანუ თუ ადამიანს აქვს ნებელობა, მას უნდა განაპირობებდეს რაღაც, რასაც ვარქმევ სულს.

მეც ასე მგონია... yes.gif
QUOTE
ჯარჯი
ბიოორგანული ქიმიური პროცესებიც არიან აქ "შუაში" თუმცა პრინციპიალური თვალსაზრისით ისინი სუბიექტური გარემოებები არ გახლავთ smile.gif

ის ბიოორგანული პროცესები გამუდმებით "ბომბავენ" ტვინს მამრობითი ჰორმონებით.
თუმცა ტრანსგენდერი ინდივიდი გეუბნება, რომ მამრი არაა, მდედრია. ანუ გამოდის, რომ ჩვენი ცნობიერება სხეულისგან და ჰორმონებისგან დამოუკიდებელი წარმონაქმნია? ვინმემ ახსენით ეს ფენომენი.
QUOTE
კარგი ენაა ქართული: გონებას გონება ქვია, ჭკუას - ჭკუა

ანუ ქართული ენა ერთმანეთისგან აცალკევებს იმას, რაზეც ტვინია პასუხისმგებელია და იმას, რაც ტვინისგან დამოუკიდებლად არსებობს? რა საინტერესოა...
QUOTE
The13thFloor
მე მაქვს ასეთი მოსაზრება, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანის ტვინმა ცნობიერებასთან და ინტელექტთან ერთად შეიძინა ის რასაც ჩვენ სულიერებას ვეძახით. ინტელექტის შეძენამ შესაძლებლობა მოგვცა რომ უკეთესად გვებრძოლა გადარჩენისთვის. მაგრამ მარტო ინტელექტი რომ გვქონოდა, მაშინ იმასაც გავაცნობიერებდით რა უაზრობაა ყოფიერება. ჰოდა ასეთი ადამიანები ვინც იყვნენ, აპათიამ შეიპყრო და გადაშენდნენ გადარჩევის პროცესში

რა მოვუხერხოთ იმ ფაქტს, რომ სულიერება აქვთ ცხოველებსაც? ვისაც არ ჰქონდა, ისინიც გადაშენდნენ, კაცო? biggrin.gif

This post has been edited by Lemshveniera on 22 Jul 2017, 00:59
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22067
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 07:31  #51008500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Lemshveniera @ 22 Jul 2017, 00:24 )
რა მოვუხერხოთ იმ ფაქტს, რომ სულიერება აქვთ ცხოველებსაც? ვისაც არ ჰქონდა, ისინიც გადაშენდნენ, კაცო? biggrin.gif

ცხოველებს ინტელექტიც აქვთ yes.gif
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 08:32  #51008553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
The13thFloor
QUOTE
მე მაქვს ასეთი მოსაზრება, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანის ტვინმა ცნობიერებასთან და ინტელექტთან ერთად შეიძინა ის რასაც ჩვენ სულიერებას ვეძახით.
ინტელექტის შეძენამ შესაძლებლობა მოგვცა რომ უკეთესად გვებრძოლა გადარჩენისთვის.
მაგრამ მარტო ინტელექტი რომ გვქონოდა, მაშინ იმასაც გავაცნობიერებდით რა უაზრობაა ყოფიერება და რა დამღლელია ყოველდღიური წვალება სარჩოს საშოვნელად მითუმეტეს რომ არანაირი დიადი მიზანი ადამიანის არსებობას არ გააჩნია.
ჰოდა ასეთი ადამიანები ვინც იყვნენ, აპათიამ შეიპყრო და გადაშენდნენ გადარჩევის პროცესში
ვისაც სულიერება და რამის რწმენა ჰქონდა მათ მომავლის იმედიც ჰქონდათ და უდრტვინველად იტანდნენ ამ ყოველდღიურ ღლეობას.
შესაბამისად დღეს ადამიანის ტვინს, აქვს უნარი რომ წამდეს მისი ზებუნებრივი არსის, ხედავდეს საოცარ სიზმრებს და ჰქონდეს ხილვები, ჰალუცინაციები, აჰა-განცდა და ა.შ.
ბუნების მიერ დაგებული კიდევ ერთი ხაფანგი იმისათვის რომ ყურები არ ჩამოვყაროთ და ოჯახი შიმშილით არ ამოვწყვიტოთ 

მე რომ ადამიანი არ ვიყო და გარედან ვაკვირდებოდე დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებას, მასე ვიფიქრებდი მეც wink.gif

asphurcela
QUOTE
ზოგადად როცა ობოეტების რაოდენობა დიდია ჯგუფში, მაშინ ჯგუფი ავლენს სხვა, ინდივიდებისგან განსხვავებულ, ხასიათს.

კი მართალია ეს.
მაგრამ ინდივიდების შეყრით შეიძლება მიიღო ჯოგი და არა ერთიანი მოფიქრალი ორგანიზმი.
ხოლო თუ ვინმე წინასწარი იდეით შეკრავს ინდივიდებს, შეიძლება მიიღო რაღაც საქმისთვის კარგად შეკრული გუნდი. ანუ ის ვინმე უნდა არსებობდეს.

The13thFloor
QUOTE
ბიორობოტად ყოფნა რამე დისკომფორტს გიქმნის?

არაა, მირჩევნია მე ვიღო გადაწყვეტილების მიმღები smile.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 22 Jul 2017, 19:11  #51011561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
არაა, მირჩევნია მე ვიღო გადაწყვეტილების მიმღები

ზოგადად ხომ ჰგონია ადამიანს რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.
ხოდა რა მნიშვნელობა აქვს, ჰგონია თუ მართლა ეგრეა?
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 07:42  #51013797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
ზოგადად ხომ ჰგონია ადამიანს რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.
ხოდა რა მნიშვნელობა აქვს, ჰგონია თუ მართლა ეგრეა?

მე არ მინდა რომ მეგონოს, მირჩევნია ვიცოდე რეალურად როგორ არის.

asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 23 Jul 2017, 16:54  #51015940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nforumi
QUOTE
მე არ მინდა რომ მეგონოს, მირჩევნია ვიცოდე რეალურად როგორ არის

რეალობა შენზეა დამოკიდებული.
შენ რასაც აღიქვამ ამ მომენტში ეგაა რეალობა.

სულ მგონია, რომ ჩემს მიერ აღქმული რომელიმე ფერი, არ ემთხვევა სხვის მიერ აღქმულ ფერს. ვთქვათ წითელი.
გაზომილ ტალღის სიგრძეს არ ვგულისხმობ.
როგორ ავხსნა... ბევრი წერა უნდა.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 24 Jul 2017, 11:13  #51019664      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
სულ მგონია, რომ ჩემს მიერ აღქმული რომელიმე ფერი, არ ემთხვევა სხვის მიერ აღქმულ ფერს. ვთქვათ წითელი.

გასაგებია ეგ. დავუშვათ მე აღვიქვამ მწვანეს ისეთად, როგორც შენ აღიქვამ წითელს, მაგრამ ორივენი ამას ვეძახით მწვანეს.

არ ვიცი შეიძლება თუ არა ექსპერიმენტით აღქმის შემოწმება.

P.შ. ოთხი 6-იანი მოგიგროვებია smile.gif

Lemshveniera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2951
წევრი No.: 163179
რეგისტრ.: 8-March 13

გამოგზავნილია: 25 Jul 2017, 00:11  #51024212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხალხო, ფაქტები მოიყვანეთ, რა.

აჰა მე დავდებ კიდევ 1 ფაქტს.
არის ასეთი ცნება: shared dreams, როცა 1,2,3 ადამიანს ერთდროულად ესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი.
თუ ჩვენი ცნობიერება ტვინის პროდუქტია, როგორ უნდა ახსნა ეს ფენომენი?
რამდენია იმის შანსი, რომ რამდენიმე ადამიანის ტვინმა ერთდროულად ერთი სურათი "დაამზადოს" ერთსა და იმავე ღამეში?
არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ტვინი ერთგვარი როიალია, რომელზეც ვიღაც "უკრავს"?
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს როიალი მოიშალა. სად მიდის ამ დროს პიანისტი?
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22067
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 25 Jul 2017, 00:14  #51024239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
nforumi
სიმართლესთან ახლოს ხართ yes.gif https://www.livescience.com/21275-color-red...scientists.html

საერთოდ ფერების აღქმა იქნება, ბგერების თუ ნებისმიერი სხვა სენსორული ინფორმაციის, ბევრად უფო გასაოცარი ფენომენია ვიდრე ინტელექტი ან ემოციები. იმედია ამასაც აეხდება ფარდა ადრე თუ გვიან.


QUOTE
აჰა მე დავდებ კიდევ 1 ფაქტს.
არის ასეთი ცნება: shared dreams, როცა 1,2,3 ადამიანს ერთდროულად ესიზმრება ერთი და იგივე სიზმარი.

ეს ფაქტი მას შემდეგ გახდება როცა სიზმრების წაკითხვას ვისწავლით ადამიანის ტვინიდან
ისე კი თუ ეს ადამიანები ერთიდაიგივე აქტივობაში არიან ჩართულები სრულიად შესაძლებელია მსგავსი სიზმრები ჰქონდეთ

QUOTE
რამდენია იმის შანსი, რომ რამდენიმე ადამიანის ტვინმა ერთდროულად ერთი სურათი "დაამზადოს" ერთსა და იმავე ღამეში?

არც ისე ცოტა, ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობას ერთ ღამეში შეიძლება ერთნაირი სიზმრები ჰქონდეს, მაგალითად მშობელთან სექსი, ან ცაში ფრენა, ან სხვა შაბლონური სიზმარი

QUOTE
არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ტვინი ერთგვარი როიალია, რომელზეც ვიღაც "უკრავს"?

დავუშვათ ასეა, მაშინ კითხვა ჩნდება, როდიდან იწყებს ეს პიანისტი დაკვრას ადამიანის ტვინზე? 3 წლის ასაკიდან? თუ 6 ან 10? თუ ჩასახვისთანავე როცა ტვინი ჯერ არ ჩამოყალიბებულა?

QUOTE
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს როიალი მოიშალა. სად მიდის ამ დროს პიანისტი?

ხელოსანთან რომელიც შეაკეთებს მას yes.gif


This post has been edited by The13thFloor on 25 Jul 2017, 00:25
აბიტურიენტი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 216
წევრი No.: 233563
რეგისტრ.: 5-July 17

გამოგზავნილია: 25 Jul 2017, 00:20  #51024278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ხალხო, ფაქტები მოიყვანეთ, რა.

QUOTE
არის ასეთი ცნება: shared dreams

QUOTE
ფაქტები

Lemshveniera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2951
წევრი No.: 163179
რეგისტრ.: 8-March 13

გამოგზავნილია: 25 Jul 2017, 00:35  #51024367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
The13thFloor
აბიტურიენტი
ტყუილად გეცინებათ.
აი წაიკითხეთ. არის ასეთი ფაქტები.
http://www.theepochtimes.com/n3/360184-3-a...the-same-dream/

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) « პირველი ... 12 13 [14]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0246 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]