forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (74) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფიზიკის და მათემატიკის ამოცანები,, სკოლის მასალა , ნაწილი III
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 22 Jul 2014, 14:33  #41720989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
კლასიკური ფიზიკის თანახმად ფსეკრზე წნევა იქნება ერთი და იგივე, მითუფრო თუ ნახვრეტები ერთი და იგივე დიამეტრისაა ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება, პ.ს. ნახვრეტის დიამტერიც რომ ეწეროს ცოტა უფრო გარკვეული პასუხი იყო შესაძლებელი smile.gif


--------------------
არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!

ყველაზე მაგარი ტროლი ღმერთია.

PM-ებით არავის ვეხმარები, არ გეწყინოთ მარა თქვენ ბევრი ხართ და მე ერთი და პენსიაზე არ გავსულვარ ჯერ.

SELECT * FROM Posts WHERE UserID NOT IN (SELECT UserID FROM Users WHERE isintriguant+isstupid+isboor+iskadji<>0)
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4035
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 22 Jul 2014, 22:04  #41724959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha
QUOTE
კლასიკური ფიზიკის თანახმად ფსეკრზე წნევა იქნება ერთი და იგივე, მითუფრო თუ ნახვრეტები ერთი და იგივე დიამეტრისაა ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება, პ.ს. ნახვრეტის დიამტერიც რომ ეწეროს ცოტა უფრო გარკვეული პასუხი იყო შესაძლებელი

სტატიკურ მდგომარეობაში კი ეგრეა, მაგრამ ხომ არ გეკითხებიან ფსკერზე რა წნევააო?

რეალურად წნევაზე გავლენას მრავალი ფაქტორი მოახდენს. მაგალითად ვიწრო მილში წინაღობის (ხახუნის) ძალა მეტი იქნება

გარდა ამისა, როგორც კი წყალი გამოსვლას დაიწყებს, ვიწრო მილში წყლის დონე უფრო სწრაფად მოიკლებს ვიდრე დიდ მილში და წნევაც მეტად დაეცემა. ასე რომ მტკიცება:
QUOTE
ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება

არასწორია.
Kakha
მამა პროგრამისტი


********
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 49752
წევრი No.: 1639
რეგისტრ.: 22-January 03

გამოგზავნილია: 23 Jul 2014, 08:47  #41727931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
DRAKONI
საერთოდ რას გვეკითხება რომ გარკვეულია???
რას ნიშნავს მეტი წნევით გამოვა? რაღაც ელიავას ტერმინოლოგიასავით ჟღერს smile.gif
ამიტომ აღვწერე მარტივი იდეალური მოდელი, ხოლო რაც შეეხება რეალური სითხის თვისებებს, სანამ ნახვრეტის მდებარეობა, დიამეტრი მილის გარსის სისქე და კიდე ბევრი დეტალი არ გვეცოდინება, ეს ამოცანა კაკულიას თემა იქნება smile.gif
* * *
DRAKONI
QUOTE

QUOTE
ესე იგი წყლის დენადობაც ერთი და იგივე იქნება

არასწორია.

დენადობაში დინების სიჩქარე არ იგულისხმება, არამედ მისი ზედაპირული დაჭიმულობა.
eniqsi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 830
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11

გამოგზავნილია: 23 Jul 2014, 15:46  #41731581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha
QUOTE
საერთოდ რას გვეკითხება რომ გარკვეულია???
რას ნიშნავს მეტი წნევით გამოვა? რაღაც ელიავას ტერმინოლოგიასავით ჟღერს smile.gif

შეაერთეთ შლანგით და ზიარი ჭურჭელი გამოვა. smile.gif
qicina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 369
წევრი No.: 116167
რეგისტრ.: 27-May 10

გამოგზავნილია: 22 Jan 2015, 14:32  #43527696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამათი ნახაზი მაინტერესებს, ანუ ჩანახაზი როგორი უნდა იყოს გრაფიკულად კარგად ვერ მივხვდი და თქვენი დახმარება მინდა. სწორი პასუხი რომ ავარჩიო მერე.

1) მოცემულია:
მხოლოდ აფრიკელებს შეუძლიათ ტამტამზე დაკვრა
ყველა ვინც ტამტამზე უკრავს შავკანიანია

აქედან პირველი ცებულება არის მცდარი და მეორე ჭეშმარიტი. (ანუ პირველი დებულება იქნება არც ერთ აფრიკელს არ შეუძლია ტამტამზე აკვრა ხო?)

2) მოცემულია:
ყველა ადამიანი რომელიც ნამყოფია კოსმოსში ჭაღარაა
ყველა ის ადამიანი რომელიც არაა ნამყოფი ანტრაქტიდაზე, ჭაღარა არაა

3)მოცემულია:
ყოველი მსახიობი და მოცეკვავე არის რომანტიკოსი
არცერთი მოჭადრაკე მამაკაცი არაა რომანტიკოსი
ყველა რომანტიკოსი არის მეოცნებე

4)მოცემულია:
ყველა მოსწავლე ვალდებულია ისწავლოს
ყველა მოსწავლეს არ ააქვს სახელმძღვანელოები


მარტო გრაფიკული ჩანახაზები მაინტერესებს და პასუხებს მეთვიონ მივხვდები მერე. მიტო აღარ დავწერე სავარაუდო პასუხები. ცოტა საჩალიჩო კია გრაფიკული სურატების ჩალიჩი და მერე აქ დადება, მაგრამ გთხოვთ დამეხმარეთ რა.
panama777
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 80
წევრი No.: 187700
რეგისტრ.: 18-June 14

გამოგზავნილია: 23 Jan 2015, 14:46  #43538322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბამბუკი ისე იზრდება, რომ მისის ყოველი წერტილი ერთი და იმავე სიჩქარით ადის მაღლა.ლოკოკინა ბამბუკის წვერზე შვიდ საათში ავიდა.ერთი საათი დაისვენა და უკან ჩამოსვლას რვა საათი მოანდომა.რამდენჯერ მეტია ლოკოკინას სიჩქარე ბამბუკის ზრდის სიჩქარეზე?
ბერმუხა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1324
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14

გამოგზავნილია: 23 Jan 2015, 15:35  #43538738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალბათ 8/7 ჯერ ანუ 1.143 ჯერ ჩქარია ლოკოკინა
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Jan 2015, 15:37  #43538760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
panama777

QUOTE
ბამბუკი ისე იზრდება, რომ მისის ყოველი წერტილი ერთი და იმავე სიჩქარით ადის მაღლა


ანუ ჩავთვალოთ, რომ ძირიდან, ფესვებიდან იზრდება მუდმივი სიჩქარით?

მაშინ შემოვიღოთ აღნიშვნები: H(0) ბამბუკის სიმაღლე (სანტიმეტრებში) ნულოვან მომენტში, H(t) _ ბამბუკის სიმაღლე დროის ნებისმიერ t მომენტში, H(7) _ ბამბუკის სიმაღლე 7 საათში, H(8) _ ბამბუკის სიმაღლე 8 საათში, H(16) _ ბამბუკის სიმაღლე 16 საათში, ანუ როცა ძირს ჩამოვიდა ლოკო (იგივე ერთეულებში ორივე).
vB _ ბამბუკის ზრდის სიჩქარე, დავუშვათ, სმ/სთ
vL _ ლოკოკინას სიჩქარე, სმ/სთ

შედგება ფორმულები:

H(7) = H(0) + vB*7
H(8) = H(0) + vB*8
H(16) = H(0) + vB*16

ლოკოკინას მიერ გავლილი გადაადგილებაც იგივეა (H(7) და H(8)), ოღონდ პირველ შემთხვევაში ბამბუკის ზრდის სიჩქარე ეხმარება მას ასვლაში, მეორე შემთხვევაში კი პირიქით ხელს უშლის, ანუ:

H(7) = (vL+vB)*7
H(8) = (vL-vB)*8

ახლა უკვე მთელი სისტემა გვაქვს, 5 უცნობი და 4 დამოუკიდებელი განტოლება. ზუსტ სიდიდეებს ვერ ვიპოვით, მაგრამ მიმართებებს მართლაც ვიპოვით. ამოვხსნათ და მივიღებთ:

H(0) + 7vB = 7vL + 7vB
H(0) + 8vB = 8vL-8vB

H(0) = 7vL

vL = 16vB

ანუ ლოკოს სიჩქარე 16-ჯერ მეტია ბამბუკის ზრდის სიჩქარეზე.

ბიოლოგიურად კი, დიდი ბოდიში, ბამბუკი რთული ინტერკალარული ზრდით ხასიათდება, მუხლებსშორისებიდან იზრდება და მისი ყოველი წერტილი სულაც არ ადის მაღლა ერთნაირი და, მით უმეტეს, თანაბარი სიჩქარით. ამ მათემატიკური ამოცანის საფუძვლად საკმაოდ პროფანიზებული ბიოლოგიაა ჩადებული.

მოდერაციასთან ბოდიში, თუ უჯეროდ გახსნილ თემას გამოვეხმაურე. ბოლო-ბოლო, შეიძლება ფიზიკა-მათემატიკის ამოცანებს მიუერთდეს და ეგ იქნება.

ფიზიკის და მათემატიკის ამოცანები

აგერ და თან 101 გვერდზეც მისულა...

This post has been edited by ლაბარნა on 23 Jan 2015, 15:51


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
credo35
Calm Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1563
წევრი No.: 148439
რეგისტრ.: 8-May 12

გამოგზავნილია: 23 Jan 2015, 15:41  #43538801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
...........................................................................

This post has been edited by credo35 on 23 Jan 2015, 15:43
ბერმუხა
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1324
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14

გამოგზავნილია: 23 Jan 2015, 15:48  #43538856      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა პოსტში სისულელო დავწერე.

ვთქვათ ლოკოკინის სიჩქარეა X ბამბუკის ზრდის სიჩქარე Y. ასვლისას სიჩქარე შეიკრიბება . ჩამოსვლისას გამოაკლდება. რადგანაც "ბამბუკი ისე იზრდება, რომ მისის ყოველი წერტილი ერთი და იმავე სიჩქარით ადის მაღლა"


მაშინ 7*(X+Y) + Y = 8*(X-Y) პასუხი გამოვა 16 ი

სად შევცდი ?
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11774
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Jan 2015, 15:49  #43538866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ბერმუხა

16

არსად, მე შევასწორე ))
Taba
ლოგიკას გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19299
წევრი No.: 6001
რეგისტრ.: 18-August 04

გამოგზავნილია: 26 Feb 2015, 13:44  #43882145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ციტატა პირველი ნაწილიდან
მოკლედ ამ ბოლო დროს იხსნება თემები : "მიშველეთ ამოცანას ვერ ვხსნი", "საშინაო დავალებას ვერ ვაკეთებ " და ა.შ. ყველა ეს თემა დაიხურება.
ამ თემას კი ავპინავ და ყველა სკოლის მოსწავლის გასაგონად ვამბობ , აღარ გახსნათ ასეთი თემები. გაუფრთხილებლად მიიღებთ +20%-ს.
ამომხსნელებს კი მოვუწოდებ პირდაპირ ამოხსნებს ნუ დადებენ , განმარტებაც მოაყოლონ.

პირველი ნაწილი ფიზიკის და მათემატიკის ამოცანები
მეორე ნაწილი ფიზიკის და მათემატიკის ამოცანები



--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe
არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი
რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
zarmaca
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 179746
რეგისტრ.: 13-January 14

გამოგზავნილია: 26 Feb 2015, 17:26  #43884097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაინცდამაინც ჩემს კომენტარზე დაიხურა ის თემა smile.gif დავაკოპირე :

ბავშვი? რამდენის ხარ განა biggrin.gif biggrin.gif სპასიბა ბიჭებო პასუხისათვის მაგრამ ოლეგი, ეს სკოლის დავალება არაა, სკოლა მე იმ დროს დავამთავრე როცა ჯერ კიდევ ბნელი ხანა იყო და მაგ დროს ალბათობა რა ხილი იყო კაცმა არ იცოდა არათუ სკოლაში ასწავლიდნენ biggrin.gif ....მე მჭირდება პირად საქმეში და ხდომილებები ნამდვილად დამოკიდებულია რადგან ჯერ ხდება A და შემდეგ B, თუ A არ მოხდა მაშინ ვერც B მოხდება,მაგრამ თუ A მოხდა, არ ნიშნავს რომ B -ც უეჭველი მოხდება, ამასთან, A -ზეა დამოკიდებული თუ რომელი B მოხდება,იგივე პრინციპით C (თუ A და B არ მოხდა ვერც C მოხდება და რომელი C მოხდება დამოკიდებულია A -სა და B -ზე) და ასეა ჩამწკრივებული რამდენიმე biggrin.gif როგორ გამოვთვალო რამდენიც არ უნდა იყოს ჩამწკრივებული ყველას მოხდენის შანსი

This post has been edited by zarmaca on 26 Feb 2015, 17:33
oleg-i
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 563
წევრი No.: 175579
რეგისტრ.: 27-October 13

გამოგზავნილია: 26 Feb 2015, 21:55  #43886429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zarmaca
QUOTE
სპასიბა ბიჭებო

ვინაა შენი ბიჭი biggrin.gif
QUOTE
ხდომილებები ნამდვილად დამოკიდებულია რადგან ჯერ ხდება A და შემდეგ B, თუ A არ მოხდა მაშინ ვერც B მოხდება,მაგრამ თუ A მოხდა, არ ნიშნავს რომ B -ც უეჭველი მოხდება, ამასთან, A -ზეა დამოკიდებული თუ რომელი B მოხდება,იგივე პრინციპით C (თუ A და B არ მოხდა ვერც C მოხდება და რომელი C მოხდება დამოკიდებულია A -სა და B -ზე) და ასეა ჩამწკრივებული რამდენიმე  როგორ გამოვთვალო რამდენიც არ უნდა იყოს ჩამწკრივებული ყველას მოხდენის შანსი


შენს საკითხს ასეთი სქემის სახეს მივცემ: A-მ შესაძლოა გამოიწვიოს B, B-მ კი თავისმხრივ შესაძლოა გამოიწვიოს C და ა,.შ. ისე რომ
თუ მოხდა C - ეს ნიშნავს რომ აუცილებლად ( უეჭველი) მომხდარა B, და მითუმეტეს ადრე უეჭველად მომხდარა A.
ალბათობა იმისა რომ განხორციდელდება A-ც, B-ც და C -ც დაითვლება ე. წ. პირობითი ალბათობის ფორმულით:
P(ABC) = P(A)*P(B|A)*P(C|B) სადაც
P(A) --- A- ხდ ალბათობაა
P(B|A) ---- B-ხდ ალბათობაა იმ პირობით, რომ A უკვე განხორციელდა
P(C|B) ----- C -ხდ ალბათობაა იმ პირობით რომ B უკვე განხორციელდა (ცხადია A-ც განხორციელებულა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დადე კონკრეტული ამოცანა და შევეცადოთ გავარკვიოთ.....
ოღონდ ასეთიც არ გვინდა:
დოლარის კურსიც დავარდება --- > ბინასაც ვიყიდი ---> ცოლსაც მოვიყვან ---> რუსეთიც დაიშლება და... და ... ..... ოი ტატატა!!! biggrin.gif
მაგ საკითხზე კაკულიას უნდა მიმართო lol.gif
-----------------------------------------------------------
იმედია იუმორის გრძნობა გაქვს.
zarmaca
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 179746
რეგისტრ.: 13-January 14

გამოგზავნილია: 26 Feb 2015, 23:03  #43887253      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თქვენ სწორად ჩაწვდით ამოცანის აზრს, ბატონო და ღრმად მხცოვანო ოლეგი, მაგრამ ვთქვათ და P(B|A) ყოფილა B-ს ხდომილების ალბათობა იმ პირობით რომ A უკვე განხორციელდა,თუ მეც სწორად მოგყვებით და შეგიძლიათ ეს ყველაფერი გასარკვევ ფორმულაში გადაიყვანოთ, მაგალითად მაგალითით smile.gif ვთქვათ და A -ს მოხდენის ალბათობა 50% -ია, B -ს 15%(იმ შემთხვევაში თუ A მოხდა) და C -ს 75%(იმ შემთხვევაში თუ A და B მოხდა), მაშინ თუ გავითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს, რა იქნება სამივეს მოხდენის ალბათობა

P.S. იუმორი ნამდვილად მესმის მაგრამ "ვინაა შენი ბიჭი" რა ფორმატის იუმორში ჯდება არ ვიცი, ეტყობა ახალია რამე და ახალგაზრდებს გესმით მარტო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

This post has been edited by zarmaca on 26 Feb 2015, 23:10
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (74) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0223 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]