forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (24) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვინც ევოლუცია ბუნდოვნად იცით
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3601
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 29 Apr 2016, 21:35  #47691058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მაინტერესებს თქვენი აზრი ეს სტატია რამდენად გასაგებია? დაწერეთ კონკრეტულად რა ვერ გაიგეთ რისი ახსნაა უფრო დეტალურად საჭირო ან რა კითხვები დაგებადათ? სასურველია ნებისმიერი სხვა სახის შენიშვნებიც დაწეროთ

პ.ს. არწივი9 მოდი გადაიკითხე განსხვავებული ხედვა გაქ შენ ხშირად... რამე მინუსს თუ ხედავ user.gif






ბიოლოგიური ევოლუციისთვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ
1) ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური ცვლილება (რაც ხდება ყოველ ახალ თაობაში)
2) სელექცია ანუ ორგანიზმების გადარჩევა (უარყოფითად შეცვლილი ორგანიზმის განადგურება, ხოლო დადებითად შეცვლილი ორგანიზმის გამრავლება)

როგორ ხდება ცოცხალი ორგანიზმის ცვლილება?
საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი ფიზიკური თვისებები გამომდინარეობს მისი დეენემიდან. უფრო გასაგები მაგალითი რომ მოვიყვანო ვთქვათ რომ დეენემი არის ნოტები, როგორც ნოტების დაკვრით მიიღება მუსიკა ასევე დეენემის ტრანსკრიპციით მიიღება სხვადასხვა ბიოლოგიური ელემენტები, საერთო ჯამში კი ცოცხალი ორგანიზმი
დეენემი შედგება 4 მთავარი კომპონენტისგან: A ადენინი, G გუანინი, T თიმინი და C ციტოზინი რომელთა თანმიმდევრობა და რაოდენობა განსაზღვრავს პრაქტიკულად ყველაფერს მაგალითად ეს არსება ლომი იქნება თუ სოკო, წიწაკას მოისხავს თუ ყურძენს და ასე შემდეგ, თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია 4 საბაზისო ელემენტის თანმიმდევრობასა და რაოდენობაზე.
user posted image
ყოველი ახალი უჯრედის წარმოქმნისას დეენემი მთლიანად კოპირდება (ადამიანის თითოეული უჯრედი შეიცავს დეენემის კოპიას) მაგრამ ეს კოპირების პროცესი იდეალური არაა, ხანდახან ხდება შეცდომები ანუ მუტაციები და შეიძლება ერთი ასოს მაგივრად დაკოპირდეს მეორე (ეს შეცდომები არის სრულიად შემთხვევითი როგორც კამათელის გაგორება) პირობითი მაგალითი რომ მოვიყვანო დავუშვათ ჩვენ გვაქ დეენემის TAACTG თანმიმდევრობა რომელიც გვაძლევს შავ ბეწვს შემდეგ არასწორი კოპირების შედეგად მოხდა შემთხვევითი მუტაცია და მივიღოთ TAACCG თანმიმდევრობა რომელიც მოგვცემს თეთრ ბეწვს (რეალურად ეს პროცესი გაცილებით კომპლექსურია) მაგრამ უჯრედი არარის დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმი ამიტომ ასეთი ცვლილება ვერ იქონიებს გავლენას უკვე დაბადებულ არსებაზე. თუმცა თუ ეს მუტაცია მოხდება სპერმატოზოიდის ჩამოყალიბებისას რომლისგანაც ჩაისახება შთამომავალი აი აქ უკვე ჩვენ ვნახავთ ორგანიზმის ცვლილებას იმიტომ რომ წინაპარს შავი ბეწვი ჰქონდა ხოლო შთამომავალმა განიცადა მუტაცია და მას თეთრი ბეწვი ექნება
user posted image


მუტაციების გარდა არსებობს კიდევ 4 მეთოდი რითაც ხდება გენეტიკური კოდის ცვლილება, ესენია: 1) Insertion 2) Deletion 3) Frameshift 4) Substitution თუმცა დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები რომ არ გადაიტვირთოს თემა 
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________





როგორ ხდება სელექცია ანუ ორგანიზმების გადარჩევა?

დავუშვათ თეთრი პეპლები გავრცელდნენ ახალ ტერიტორიაზე სადაც ყავისფერი ხეებია და შემდეგ ისინი გამრავლდნენ
user posted image


თუმცა გამრავლებისას მოხდა მუტაცია და რამოდენიმე პეპელა დაიბადა ყავისფერი დანარჩენები კი კვლავ თეთრები არიან
user posted image



ნადირი (ამ შემთხვევაში ჩიტი) ადვილად ხედავს ყავისფერი ხის ფონზე თეთრ პეპლებს და ადვილად იჭერს მათ, ხოლო ყავისფერი პეპლების შემჩნევა უჭირთ და მათ ვერ იჭერენ
user posted image


შედეგად ბევრი თეთრი პეპელა განადგურდა და გამრავლება ვერ მოასწრო ვინაიდან ჩიტებმა ისინი შეჭამეს, ხოლო ყავისფერი პეპლები გადარჩნენ და გამრავლდნენ
user posted image


როდესაც საკმარისი დრო გავა ყველა თეთრი პეპელა განადგურდება ვინაიდან სტატისტიკურად მათ გადარჩენის უფრო დაბალი შანსები აქვთ ვიდრე ყავისფერ პეპლებს. ეს არის ბუნებრივი სელექცია, როდესაც გარემო პირობებზე ნაკლებად მორგებული არსების ჩანაცვლება ხდება უფრო მეტად მორგებულით... ასევე ეს არის ევოლუცია.

(აქ იქნება ლინკი სადაც რამოდენიმე ბუნებრივი სელექციის დადოკუმენტირებული მაგალითი იქნება განხილული)
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________





ევოლუცია იყოფა ორ ნაწილად: ეს არის მკრო (მცირე) და მკრო (დიდი) ევოლუცია

მიკრო ევოლუციას შეგვიძლია ჩვენს სიცოცხლეშივე დავაკვირდეთ ვინაიდან მცირე ცვილებებისთვის საჭიროა მცირე დრო. ყოველ წელს ახალ-ახალი ვირუსები რომ ჩნდება ეს არის მიკრო ევოლუციის შედეგი. ან მაგალითად ძაღლი არის მგელის შთამომავალი, მართალია ამ ცვლილებებს ათასწლეულები დასჭირდა თუმცა ეს მაინც მიკრო ევოლუციად ითვლება
user posted image
(აქ იქნება მიკრო ევოლუციის დადოკუმენტირებული მაგალითების ლინკი)


მაკრო ანუ დიდ ევოლუციას ჩვენს სიცოცხლეშივე ვერ დავინახავთ ვინაიდან ბევრ ცვლილებებს სჭირდება ბევრი დრო. მაკრო ევოლუციისთვის საჭიროა რომ მრავალი პატარა ცვლილება დაგროვდეს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და საბოლოო ჯამში დიდი ცვლილება მივიღოთ. ერთ-ერთი კარგი მაგალითია ვეშაპების ევოლუცია რომლის უამრავი გარდამავალი ფორმაა აღმოჩენილი. ამ ძუძუმწოვარა ცხოველების წინაპრები ცხოვრობდნენ ხმელეთზე თუმცა ნაწილობრივ დაიწყეს წყალში ცხოვრებაც. მაგალითად როგორც დღეს ბეგემოტები თავისი დროის უმეტესობას წყალში ატარებენ ხოლო ნაწილობრივ ხმელეთზეც ამოდიან ანალოგიურად ცხოვრობდნენ ვეშაპის წინაპრები. შემდეგ სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ წყალში ამგვარად ნელნელა შეიცვალენ ანატომიურად და ხმელეთის ცხოველი გარდაიქმნა ზღვის ცხოველად (ვეშაპების ევოლუციას დასჭირდა დაახლოებით 50 მილიონი წელი)
user posted image
(აქ იქნება მაკრო ევოლუციის მტკიცებულებების ლინკი)
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________





იმისთვის რომ მარტივი ორგანიზმი უფრო კომპლექსური გახდეს საჭიროა დეენემში ინფორმაციის შემატება ანუ მაგალითად X არსებას თუ გააჩნია 10 ფიზიოლოგიური თვისება შეიძლება ისე მოხდეს რომ ევოლუციის შემდეგ მან შეიძინოს 11-ე თვისებაც მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ დეენემის ზომა ფიზიკურად გაიზარდოს და მოხდეს ახალი თვისების წარმოქმნა დეენემის ახალ მონაკვეთში.
დეენემის გარკვეულ მონაკვეთებს ეძახიან გენებს მაგალითად თვალის ფერს რაც განაპირობებს დეენემის ეს მონაკვეთი არის გენი, ხოლო ამ გენების ერთობლიობას ეძახიან ქრომოსომას (ადამიანს გააჩნია ~ 6 მილიარდი დეენემის ელემენტი* 20 ათასამდე გენი და 46 ქრომოსომა) ამ ქრომოსომების კოპირებისას მრავალი მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს ქრომოსომის მონაკვეთის ან კონკრეტული გენის ორჯერ დაკოპირება რასაც ჰქვია დუპლიკაცია
user posted image
დუპლიკაციის შედეგად ვიღებთ უფრო დიდ დეენემს სადაც ამ ახალ მონაკვეთში მუტაციების წყალობით შეიძლება ახალი თვისებები შეიძინოს არსებამ. (აქ იქნება დუპლიკაციის მაგალითის ლინკი)


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
pato-7
MILANISTA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 29 Apr 2016, 21:56  #47691253      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბლომად გიწერია, ჩემთვის საკამოდ გასაგებია


--------------------
Any man who must say, "I am the king" is no true king. © Tywin Lannister

Cannot the kingdom of salvation take me home?

წოვაზე ვორნია © დავიდ ვილია
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3601
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 29 Apr 2016, 22:17  #47691475      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
pato-7
ჰმმ რაღაც მეეჭვება რომ ერთი წაკითხვით ასე მარტივად გაგეგო ყველაფერი... თუ უკვე რაღაც მასალები დამუშავებული გაქ ეს სხვა საქმეა მაგრამ თუ პირველად კითხულობ ამ სფეროში მაშინ რავიცი აბა


ბოლომდე წაიკითხე და არანაირი კითხვა არ დაგებადა?
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11773
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 29 Apr 2016, 22:22  #47691537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ლოგიკⒶ

QUOTE
ბიოლოგიური ევოლუციისთვის საჭიროა მხოლოდ ორი რამ
1) ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური ცვლილება (რაც ხდება ყოველ ახალ თაობაში)
2) სელექცია ანუ ორგანიზმების გადარჩევა (უარყოფითად შეცვლილი ორგანიზმის განადგურება, ხოლო დადებითად შეცვლილი ორგანიზმის გამრავლება)


მესამე რამ: რომ უარყოფითად შეცვლილი და განადგურებული ძლიერ ბევრი არ იყოს, ხოლო დადებითად შეცვლილი და გამრავლებული _ ძლიერ ცოტა. თორემ შეიძლება ორგანიზმი/სიცოცხლე ამოწყდეს მანამ, სანამ ევოლუციონირდება.


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3601
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 29 Apr 2016, 22:38  #47691702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
ბევრი დეტალები სპეციალურად არ ჩავამატე რომ შეძლებისდაგვარად მოკლე გასაგები და ზედაპირული ინფორმაციის მქონე იყოს ეს ტექსტი


QUOTE
მესამე რამ:

up.gif yes.gif

უმჯობესი იქნება სიტყვა "მხოლოდ" ჩავანაცვლო "ძირითადად"-ით
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11773
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 29 Apr 2016, 23:58  #47692442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ლოგიკⒶ

უბრალოდ გავშიფრავ ამ ტერმინებს, კი არის თითქმის ნათელი ყველასთვის, ვინც ინგლისური იცის.

QUOTE
1) Insertion 2) Deletion 3) Frameshift 4) Substitution


1) ინსერცია ანუ დნმ მთელი ახალი უბნის ჩართვა უკვე არსებულ სტრუქტურაში.

2) დელეცია ანუ დნმ მთელი უბნის დაკარგვა დნმ სტრუქტურიდან.

3) კითხვის ჩარჩოს წანაცვლება, ანუ მთელს გენში კითხვის, ათვლის სათავე იცვლება. თუ 3 ნუკლეოტიდით ანუ ტრიადით წანაცვლდა ტრანსლაციის ჩარჩო, კიდევ არაფერი, 1 ამინომჟავის მეტი არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ ჩარჩო 1 ან 2 ნუკლეოტიდით წანაცვლდა, მაშინ სულ სხვა ინფორმაციას იძლევა გენი, ბუნებრივია, უმეტეს შემთხვევებში, უაზროს.

4) ჩანაცვლება, დნმ ერთი უბნის ჩანაცვლება მეორეთი. უბანში ვგულისხმობთ მოზრდილ თანამიმდევრობას, არა 1 და 2 ნუკლეოტიდს, არამედ ათეულებს.
pato-7
MILANISTA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 00:00  #47692453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
ჰმმ რაღაც მეეჭვება რომ ერთი წაკითხვით ასე მარტივად გაგეგო ყველაფერი... თუ უკვე რაღაც მასალები დამუშავებული გაქ ეს სხვა საქმეა მაგრამ თუ პირველად კითხულობ ამ სფეროში მაშინ რავიცი აბა


ბოლომდე წაიკითხე და არანაირი კითხვა არ დაგებადა?

ხო ეგ სხვა საკითხია, მეტ-ნაკლებად კარგად ვიცნობ ბიოლოგიას. მაგრამ მგონია მაინც გასაგებია ყველასთვის.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9461
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 09:55  #47694193      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
რამე სასწავლო თემას აკეთებ ბავშვებისთვის?


--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
pato-7
MILANISTA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 12:20  #47694833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ასევე დეენემის ტრანსკრიპციით

განმარტებაც მიუწერე ამას
და ზოგადად დნმ-ზე ცოტა მეტი ინფორმაცია
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11773
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 13:27  #47695249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
pato-7

QUOTE
ზოგადად დნმ-ზე ცოტა მეტი ინფორმაცია


მართალია, დნმ მდგრადობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზეა მისაწერი. ეგ სპეციალისტებსაც კი ეშლებათ ხშირად, მაგრამ როცა ორგანულ მასალასთან გაქვს საქმე, თვისებების ცოდნა #1 მგონია.
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3601
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 15:56  #47696331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
pato-7
ლაბარნა
კონკრეტულად რისი დაწერაა შესაძლებელი? მე ძალიან მეშინია რომ რთული ტექსტი არ გამოვიდეს დაჟე იმაზე ვყოყმანობდი ქრომოსომა რომ ვახსენე ზედმეტი ინფორმაცია ხომ არარის თქო

ეს ტექსტი განკუთვნილია იმ ხალხისთვის ვისაც საერთოდ წარმოდგენა არააქვს ბიოლოგიაზე და ამ მონაკვეთმა უნდა ახსნას მხოლოდ ევოლუციის მოქმედების პრინციპი მეტი არაფერი (არც მტკიცებულებები არც აღმოჩენები და არც არაფერი)


კარგი აზრი მომივიდა შუა ტექსტში შემიძლია ჩავსვა ლინკები სადაც უფრო ვრცელი განმარტებები იქნება მოცემული გინდ დეენემის შესახებ გინდ ფრეიმშიფტზე და ასე შემდეგ



QUOTE
1) ინსერცია
2) დელეცია
3) კითხვის ჩარჩოს წანაცვლება
4) ჩანაცვლება

ეს ქართული ოფიციალური ტერმინებია?
pato-7
MILANISTA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 16:28  #47696580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
ეს ქართული ოფიციალური ტერმინებია?

1)ინვერსია
2)დელეცია
3)ტრანსლოკაცია
4)დუპლიკაცია
ესეა ქართულად

"frameshift" რა არის ვერ მივხვდი, ტრანსლოკაციაა? ქრომოსომულ აბერაციებში ზემოთჩამოთვლილი ოთხი ვიცი.

ისე გირჩევ დნმ-ზე სპოილერში ჩაწერო ინფორმაცია, ძალიან დიდი ადგილი რო არ დაიკავოს.

This post has been edited by pato-7 on 30 Apr 2016, 16:34
Quest
WaveRider


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2197
წევრი No.: 13225
რეგისტრ.: 30-September 05

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 16:38  #47696658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
ყველაფერი კარგია და გასაგებია გარდა ამ ორისა:
1. დეენემის კომპონენტებიდან მათ მიმდევრობებზე გადასვლა რომაა სულ თავში, თითქოს ბევრი რაღაცაა გამოტოვებული მათ შორის. ანუ სურათის მიხედვით T მარტო მიდის A_ზე, C მიდის G_ზე, შესაბამისად ვერ მივხვდი რას ნიშნავს TAACTG მიმდევრობა და როგორი იქნება ამისი სურათი
2. ვერ გავიდე ქრომოსომის განმარტება. ანუ დეენემი არის რაღაცა გრძელი მოლეკულა ხო? და ქრომოსომა მისი ნაწილია თუ პირიქით? თუ როგორ?

პ.ს. ბეჰემოთი და არა ბეგემოტი smile.gif

up.gif
pato-7
MILANISTA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 16:51  #47696751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Quest
ქრომოსომა დაახლოებით არის ცილაზე შემოხვეული დიდი დნმ-ის ჯაჭვი, დნმ ამ ფორმით გვხვდებნა უჯრედის ბირთვში.

ანუ ქრომოსომა არის დნმ+ცილა
user posted image

This post has been edited by pato-7 on 30 Apr 2016, 16:55
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9014
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 18:20  #47697328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ევოლუცია მარტო დეენემით არ ხდება.

ნებისმიერ ცხოველთა ჯგუფს ყავს წინამძღოლი, რომელიც ყველაზე აგრესიული, ძლიერი და გაბედულია. ეს წინამძღოლები აგრძელებენ შთამომავლობასაც. აქედან გამოდის, რომ გადარჩევაში გონება და ხასიათის მონაცემებიც მონაწილეობს!

ასევე მიმაჩნია, რომ ფიზიკურ სხეულს მარტო გენები არ განაპირობებს, აქაც გონების ძალაა ჩარეული. ზუსტად გონებამ განაპირობა ცერა თითის ჩამოყალიბება, რასაც გარდამტეხი მნიშვნელობა ქონდა ადამიანის ჩამოყალიბებაში.

This post has been edited by m e r a on 30 Apr 2016, 18:21
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0303 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]