forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (24) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვინც ევოლუცია ბუნდოვნად იცით
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 19:32  #47697810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
QUOTE
საქმე იმაშია რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი ფიზიკური თვისებები გამომდინარეობს მისი დეენემიდან

მგონი სჯობია დაიწეროს "დნმ-დან"
QUOTE
დავუშვათ თეთრი პეპლები გავრცელდნენ ახალ ტერიტორიაზე სადაც ყავისფერი ხეებია და შემდეგ ისინი გამრავლდნენ

QUOTE
თუმცა გამრავლებისას მოხდა მუტაცია და რამოდენიმე პეპელა დაიბადა ყავისფერი დანარჩენები კი კვლავ თეთრები არიან

QUOTE
ნადირი (ამ შემთხვევაში ჩიტი) ადვილად ხედავს ყავისფერი ხის ფონზე თეთრ პეპლებს და ადვილად იჭერს მათ, ხოლო ყავისფერი პეპლების შემჩნევა უჭირთ და მათ ვერ იჭერენ

QUOTE
შედეგად ბევრი თეთრი პეპელა განადგურდა და გამრავლება ვერ მოასწრო ვინაიდან ჩიტებმა ისინი შეჭამეს, ხოლო ყავისფერი პეპლები გადარჩნენ და გამრავლდნენ

QUOTE
როდესაც საკმარისი დრო გავა ყველა თეთრი პეპელა განადგურდება ვინაიდან სტატისტიკურად მათ გადარჩენის უფრო დაბალი შანსები აქვთ ვიდრე ყავისფერ პეპლებს. ეს არის ბუნებრივი სელექცია, როდესაც გარემო პირობებზე ნაკლებად მორგებული არსების ჩანაცვლება ხდება უფრო მეტად მორგებულით... ასევე ეს არის ევოლუცია.

ამ ყველაფრიდან ავტომატურად სულაც არ გამომდინარეობს ახალი სახეობების წარმოშობა. ჯერ დნმ-ში უნდა მიმდინარეობდეს ისეთი ცვლილებები (თაობების ცვლილებების პროცესში) რომ ბუნებრივმა გადარჩევამ მოსპოს უსარგებლონი და გადაარჩიოს სასარგებლონი და მხოლოდ ამ პირობის დაცვის შემდეგ იქნება შესაძლებელი "ბუნებრივი გადარჩევის გზით სახეობების წარმოშობა".
აი წარმოიდგინე რომ მე მაქვს ფული და მინდა კომპიუტერული ფირმის გახსნა. ჰოდა ვეძებ ახლა პროგრამისტებს, გავედი უბანში და ვამბობ - ბიჭებო, ვისაც გინდათ მუშაობა წამოდით ჩემთან და კარგ ფულს გადაგიხდით. მაგრამ აღმოჩნდა რომ უბანში პროგრამირების აზრზე არ არიან. ჰოდა რა უნდა ქნას ახლა "უბნურმა გადარჩევამ"? არჩიე რამდენიც გინდა, არაფერია (გად)ასარჩევი.

QUOTE
მაკრო ანუ დიდ ევოლუციას ჩვენს სიცოცხლეშივე ვერ დავინახავთ ვინაიდან ბევრ ცვლილებებს სჭირდება ბევრი დრო. მაკრო ევოლუციისთვის საჭიროა რომ მრავალი პატარა ცვლილება დაგროვდეს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და საბოლოო ჯამში დიდი ცვლილება მივიღოთ. ერთ-ერთი კარგი მაგალითია ვეშაპების ევოლუცია რომლის უამრავი გარდამავალი ფორმაა აღმოჩენილი. ამ ძუძუმწოვარა ცხოველების წინაპრები ცხოვრობდნენ ხმელეთზე თუმცა ნაწილობრივ დაიწყეს წყალში ცხოვრებაც. მაგალითად როგორც დღეს ბეგემოტები თავისი დროის უმეტესობას წყალში ატარებენ ხოლო ნაწილობრივ ხმელეთზეც ამოდიან ანალოგიურად ცხოვრობდნენ ვეშაპის წინაპრები. შემდეგ სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ წყალში ამგვარად ნელნელა შეიცვალენ ანატომიურად და ხმელეთის ცხოველი გარდაიქმნა ზღვის ცხოველად (ვეშაპების ევოლუციას დასჭირდა დაახლოებით 50 მილიონი წელი)

ამის დასამტკიცებლად საჭიროა შემდეგი კორელაციის "წყალში ჩასვლის სიხშირის გაზრდა და წყალში გატარებული დროის გაზრდა → დნმ-ის იმგვარად შეცვლა რომ შეიცვალოს ორგანიზმი და წყალში ცხოვრებას შეეჩვიოს ახალი სახეობა" დამტკიცება. ეს ვინმეს გაუკეთებია?


QUOTE
(ადამიანს გააჩნია ~ 6 მილიარდი დეენემის ელემენტი* 20 ათასამდე გენი და 46 ქრომოსომა)

"6 მილიარდი დეენემის ელემენტი" ბუნდოვნად ჟღერს, მგონი უნდა გეთქვა "სამი მილიარდი ნუკლეოტიდური წყვილი".

Irakli
კიდევ კარგ დროს გამოჩნდი. ამ პოსტში ეწერა:
QUOTE
Irakli
QUOTE
ევოლუციონისტები ამბობენ რომ მარტივიდან წარმოიქმნა რთული და გეხვეწები უთხარი ამათ რომ სისტემას არ ახასიათებს თავისთავადი გართულება და რომ ყველაფერი მიისწრაფვის იქითკენ რომ შეამციროს თავისი შინაგანი ენერგია, ანუ ენტროპიისკენ, სადაც სისტემებს ნაკლები ენერგია აქვთ ვიდრე მოწესრიგებულ სტრუქტურაში


ჰოდა ამაზე შენი აზრი მაინტერესებს smile.gif




This post has been edited by არწივი9 on 30 Apr 2016, 19:38


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 19:50  #47697944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
არწივი9
მოლეკულარული სტრუქტურა ზუსტადაც რომ ნაკლები ჯამური ენერგიაა, ვიდრე ქაოსურად მიმოფანტული ატომები. ქიმიის სახელმძღვანელოში წერია ეგ, რაზე ვბჭობთ ოღჩ biggrin.gif

* * *
უფრო რომ დავაზუსტოთ, დნმ მეტად ეფექტურია სითბოსა და ჭარბი ენერგიის დისიპაციაში, ვიდრე იგივე მასალა დაშლილი რომ იყოს რადიკალებად

This post has been edited by Irakli on 30 Apr 2016, 19:52


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...

არ ვარ ექიმი!
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 20:03  #47698047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
Irakli
ანუ წმინდა ფიზიკის მიხედვით მოლეკულების და სტრუქტურების გართულება გარედან ჩარევის გარეშე შეუძლებელია?
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11773
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 20:09  #47698086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
არწივი9

QUOTE
მგონი სჯობია დაიწეროს "დნმ-დან"


როგორც ძველი პედანტი და გრამატიკის ნაცისტი, პატარა ეჭვს შევიტან აქ და დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ.

დნმ-დან თუ დნმ-იდან?

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა დნმ, ხომ? ბოლო -ა იკვეცება, ხომ? მჟავა-დან თუ მჟავ-იდან?

მაგალითად, როცა ვწერთ მიცემით და ნათესაობით ბრუნვას ხოლმე, ვწერთ -ს და -ის, გასასხვავებლად. მაგალითად, ძველი ნაცნობი შემოკლება გავიხსენოთ: პოლონეთის დანაწევრების შემდეგ სსრკ-ს გადაეცა ბრესტი და ამ ცერემონიაზე საზეიმოდ გაჟღერდა სსრკ-ის ჰიმნი.

თუ ვწერთ -ის, რატომ არ უნდა დავწეროთ -იდან?


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 20:14  #47698129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
არწივი9
ანუ წარმოიდგინე გაქვს სისტემა, მაგალითად რადიკალების, რომელსაც გარედან აწვდი ენერგიას (განსაკუთრებით კი ულტრაიისფერ სპეტრს ვგულისხმობ). მან ეს ენერგია უნდა გაფანტოს, თანაბრად გაანაწილოს. მისთვის უფრო ეფექტურია ამ დროს დნმ-ის მსგავსი სტრუქტურით მოწესრიგდეს, ვიდრე ქაოსურ ნარევად დარჩეს. დნმ და რნმ ულტრაიისფერ ენერგიას საკმაოდ ადვილად გადააკონვერტირებენ სითბოდ. ნარკვევს ვკითხულობდი ადრე მაგაზე და მანდ იყო მოყვანული არგუმენტები, ნახევრად სპეკულაციური, თუმცა არ ისე დაუჯერებელი: http://arxiv.org/abs/0907.0042
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3601
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 20:32  #47698249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Quest
მადლობა პასუხისთვის smile.gif თუ შეგიძლია ცოტა ვრცლად დაწერე რა აკლია შენი აზრით...

QUOTE
ანუ სურათის მიხედვით T მარტო მიდის A_ზე, C მიდის G_ზე, შესაბამისად ვერ მივხვდი რას ნიშნავს TAACTG მიმდევრობა და როგორი იქნება ამისი სურათი

დეენემი კოპირებისას იჭრება შუაზე და ეს ნახევარი განიცდის მუტაციას შესაბამისად ხელახლა აწყობისას მისი მეორე ნახევარიც ანალოგიურად შეიცვლება

QUOTE
2. ვერ გავიდე ქრომოსომის განმარტება. ანუ დეენემი არის რაღაცა გრძელი მოლეკულა ხო? და ქრომოსომა მისი ნაწილია თუ პირიქით? თუ როგორ?

შევეცდები ეს მონაკვეთი უფრო გასაგებად დავწერო



m e r a
QUOTE
ევოლუცია მარტო დეენემით არ ხდება.

ნებისმიერ ცხოველთა ჯგუფს ყავს წინამძღოლი, რომელიც ყველაზე აგრესიული, ძლიერი და გაბედულია. ეს წინამძღოლები აგრძელებენ შთამომავლობასაც. აქედან გამოდის, რომ გადარჩევაში გონება და ხასიათის მონაცემებიც მონაწილეობს!

ეს წინამძროლობა გამოწვეულია შესაბამისი მუტაციებით ტვინში (შეიძლება სხვა ფაქტორიც იყოს თუმცა ხანგრძილივი პერიოდის მანძილზე აუცილებლად ფიზიოლოგიური ცვლილება იწვევს ევოლუციას) და ქცევის შემთხვევაში ზუსტად იგივე ევოლუციური მექანიზმი მოქმედებს რაც ბეწვის შეფერილობის ცვლილებისას

QUOTE
ასევე მიმაჩნია, რომ ფიზიკურ სხეულს მარტო გენები არ განაპირობებს, აქაც გონების ძალაა ჩარეული. ზუსტად გონებამ განაპირობა ცერა თითის ჩამოყალიბება, რასაც გარდამტეხი მნიშვნელობა ქონდა ადამიანის ჩამოყალიბებაში.

ეს შენი პირადი მოსაზრებაა რომელსაც აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია შესაბამისად მეცნიერულად არ განიხილება




არწივი9
QUOTE
მგონი სჯობია დაიწეროს "დნმ-დან"

ხო ჩავასწორებ
QUOTE
მგონი უნდა გეთქვა "სამი მილიარდი ნუკლეოტიდური წყვილი".

არმინდა რომ რთული ტერმინებით გადავტვირთო ტექსტი და მაქსიმალურად პრიმიტულ სიტყვებს ვიყენებ... ეგ ნაწილი მთლიანად ბუნდოვანია მემგონი და შევცვლი საერთოდ


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 46706
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 21:05  #47698448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
ლაბარნა
QUOTE
დნმ-დან თუ დნმ-იდან?

QUOTE
მაგალითად, როცა ვწერთ მიცემით და ნათესაობით ბრუნვას ხოლმე, ვწერთ -ს და -ის, გასასხვავებლად. მაგალითად, ძველი ნაცნობი შემოკლება გავიხსენოთ: პოლონეთის დანაწევრების შემდეგ სსრკ-ს გადაეცა ბრესტი და ამ ცერემონიაზე საზეიმოდ გაჟღერდა სსრკ-ის ჰიმნი.

თუ ვწერთ -ის, რატომ არ უნდა დავწეროთ -იდან?

იმიტომ რომ ცალკე აღებული არის "-ის" და "დან". ანუ პირველს ისედაც აქვს ასო , ხოლო "დან"-ს არ აქვს და არც სჭირდება

მგონი ასეა spy.gif


ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11773
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 22:51  #47699284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
არწივი9

-იდან შერწყმული სუფიქსია და უდრის -ის + -დან, "ს" არის შუაში გამქრალი უბრალოდ.

ამიტომ ხდება, რომ, ვთქვათ, მიწა-დან კი არ ვამბობთ, არამედ მიწ-ი-დან.
Quest
WaveRider


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2197
წევრი No.: 13225
რეგისტრ.: 30-September 05

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 22:57  #47699332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
pato-7
მადლობა

++++++++++++++++
* * *
ლოგიკⒶ
QUOTE
ანუ სურათის მიხედვით T მარტო მიდის A_ზე, C მიდის G_ზე, შესაბამისად ვერ მივხვდი რას ნიშნავს TAACTG მიმდევრობა და როგორი იქნება ამისი სურათი

აა, ანუ ეს დაწერილი მიმდევრობა არის შუაზე გაყოფილი დნმ_ის კომპონენტებს რომ ზემოდან წამოვყვეთ. ეხლა გასაგებია.
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11773
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 30 Apr 2016, 23:42  #47699717      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ლოგიკⒶ

QUOTE
არმინდა რომ რთული ტერმინებით გადავტვირთო ტექსტი და მაქსიმალურად პრიმიტულ სიტყვებს ვიყენებ... ეგ ნაწილი მთლიანად ბუნდოვანია მემგონი და შევცვლი საერთოდ


ხანდახან მზა კითხვების მიწოდებაც კარგია ხოლმე. მაგალითად, როცა რაიმე არ იცი და ვერც ნახულობ სადმე პასუხს, შეიძლება უპასუხო კითხვა დასვა ტექსტში და მკითხველსაც აზროვნება დააწყებინო.

მაგალითად, რითია "დაბმული" ბაქტერიებში დნმ, რომ სულ ცენტრში რჩება? ამ ბოლო დროს ზეტ-რგოლის ცნება გამოჩნდა ბიოლოგიაში, ესაა ცილოვანი ფილამენტური რგოლი, რომელიც, როგორც ჩანს, სტრუქტურული საყრდენის როლს ასრულებს რგოლური დნმ-ის მოლეკულისათვის. მაგრამ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი რჩება, გაყოფის პროცესის ზუსტი მექანიზმის ჩათვლით.
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3601
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 1 May 2016, 02:36  #47700758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
QUOTE
გაყოფის პროცესის ზუსტი მექანიზმის ჩათვლით.

მშვენიერი ანიმაციური ვიდეოებია ამის სრულად გაგებისთვის ხოდა თუ იქამდე მივიდა საქმე რომ ვთარგმნეთ ეგ მასალა ჩვენც ავიმაღლებთ ცოდნას biggrin.gif





Quest
yes.gif

პ.ს. ბონუსად დავწერ რომ კიბო არის მუტირებული დეენემი (უჯრედი) რომელიც როცა საჭიროა აღარ კვდება და უსასრულოდ იწყებს გამრავლებას ხოლო ამ მუტაციებს რადიაცია უწყობს ხელს (რადიაცია საჭიროზე მეტი ენერგიაა), ასევე თავისუფალი რადიკალებიც უწყობს ხელს რომელიც შემწვარი საკვების და ასეთი პროდუქტებისგან გამოიყოფა

რადიაცია და რადიკალები კონკრეტულად როგორ უწყობს ხელს მუტაციას ეს ჯერ არვიცი tongue.gif მაგრამ ვისწავლი

This post has been edited by ლოგიკⒶ on 1 May 2016, 02:53
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11773
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 1 May 2016, 10:16  #47701355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ლოგიკⒶ

QUOTE
რადიაცია და რადიკალები კონკრეტულად როგორ უწყობს ხელს მუტაციას ეს ჯერ არვიცი


ძალიან მარტივად: პირდაპირ ნუკლეოტიდებზე მოქმედებს, ქიმიურად გარდაქმნის და მერე რეპლიკაციის პროცესში შეცდომებს იწვევს. ნუკლეოტიდები ხომ ისედაც წყვილ-წყვილად ერთმანეთს გავს?

რა თქმა უნდა, გააჩნია გამოსხივების ტიპს და რადიკალს, მაგრამ მათი უმეტესობა საკმაოდ აგრესიულია.


pato-7
MILANISTA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6761
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 1 May 2016, 11:52  #47701660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
ასევე თავისუფალი რადიკალებიც უწყობს ხელს რომელიც შემწვარი საკვების და ასეთი პროდუქტებისგან გამოიყოფა

ესეიგი ანტიოქსიდანტები,რომ მივიღოთ კარგი პრევენიცა გამოვა?

This post has been edited by pato-7 on 1 May 2016, 11:53


--------------------
Any man who must say, "I am the king" is no true king. © Tywin Lannister

Cannot the kingdom of salvation take me home?

წოვაზე ვორნია © დავიდ ვილია
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9014
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 1 May 2016, 13:51  #47702251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ევოლუციონისტები ამბობენ რომ მარტივიდან წარმოიქმნა რთული და გეხვეწები უთხარი ამათ რომ სისტემას არ ახასიათებს თავისთავადი გართულება და რომ ყველაფერი მიისწრაფვის იქითკენ რომ შეამციროს თავისი შინაგანი ენერგია, ანუ ენტროპიისკენ, სადაც სისტემებს ნაკლები ენერგია აქვთ ვიდრე მოწესრიგებულ სტრუქტურაში



სისტემა რომ წონასწორობისკენ მიისწრაფვის ეს არ ეწინააღმდეგება მის გართულებას, რადგან ბუნება არის ღია სისტემა და არა ჩაკეტილი. თანც ბუნებაში ხდება ბალანსის ცვლილება: უმეტესობა მარტივდება, ნაწილი რთულდება.

ღია სისტემაში რაც უფრო მეტი განსხვავებული ძალა ურთიერთქმედებს, მით უფრო მეტი შანსია რთული გამრავლებადი სხეული წარმოიქმნას.

მაგალითად, მარტო წყალში პროცესები ნელა მიმდინარეობს, ასევე ჰაერში და მიწაზე, მაგრამ მიწაში ჩარჭობილი ხის ბოძი მიწის ზედაპირთან ძალიან მალე ლპება, რადგან იქ ერთდროულად მოქმედებს მიწა, წყალი, ჰაერი, მზე, ბაქტერიები და ა.შ.

ამავე დროს, თუ სისტემა ცვალებადია, ესეც ხელს უწყობს განვითარებას.

დედამიწაზე სიცოცხლე იმიტომ შეიქმნა, რომ ერთდროულად იყო ცხელი და ცივი უბნები, მშრალი და ნესტიანი, უდაბნო და ტყიანი, ზღვა და მიწა, ცეცხლი და ჰაერი და ა.შ. სწორედ მრავალი კომპონენტის არსებობა და მათი ცვლილება იწვევს სისტემაში რთული ორგანიზმების შექმნას და მათ შთამომავლობით გენერირებას.

საერთოდაც, სისტემა სახელად "სამყარო" ექვემდებარება სტატისტიკის კანონებს, რომლის მიხედვით სადღაც აუცილებლად შეიქმნება ისეთი მიკრო-სისტემა, რომელშიც თავს მოიყრის სამყაროში არსებული ყველა ძალა და მოხდება ამ ძალების ასახვა მემკვიდრეობით გამრავლებად სქრუქტურაში. ადამიანის გონებაში მაგალითად შესაძლებელია მთელი სამყაროს პროცესების წარმოდგენა, და როცა ჩვენ შევძლებთ ყველა პროცესის გააზრებას და ინფორმაციულ გამოთვლას, ამის მერე ჩვენში ასახული სისტემა ამოწურავს თავის თავს და შემოვლენ ახალი ძალები, რომლებიც ჯერ არ ვიცით რა ძალებია.


QUOTE
ანტიოქსიდანტები,რომ მივიღოთ კარგი პრევენიცა გამოვა?


გაახალგაზრდავების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თავისუფალი რადიკალების გამოდევნაა ორგანიზმიდან.

QUOTE
ეს შენი პირადი მოსაზრებაა რომელსაც აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია

აღიარებული ფაქტია, რომ ცერა თითმა უდიდესი როლი ითამაშა ადამიანის წარმოქმნაში. ეს კი რთულია ევოლუციის სტანდარტულ მეთოდებს გაეკეთებინა, უფრო საჭიროება გადავიდა უკან, გენში. საერთოდაც, მარტო გენი არ განაპირობებს სხეულს, სხეულის შემდეგი ცვლილებაც ნაწილობრივ გადადის გენებში.

This post has been edited by m e r a on 1 May 2016, 13:59
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3601
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 1 May 2016, 15:59  #47702901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლაბარნა
ანუ ნუკლეოტიდები ქიმიურად იცვლებიან ხო? ეხლა უფრო გასაგებია



pato-7
QUOTE
ესეიგი ანტიოქსიდანტები,რომ მივიღოთ კარგი პრევენიცა გამოვა?

კი რათქმაუნდა... ნიორი შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს ასევე ყურძნის კანი და კურკა (წითელი ღვინო) მოკლედ საინტერესო სფეროა ჯანმრთელი კვება... ეს ვეგანური დიეტა ბევრს რომ სასარგებლო ჰგონია არის ფსევდო მეცნიერების კატეგორიიდან... რეალურად ჯანმრთელი საკვების მიღება თუ გინდა მაშინ ფუნქციურ კვებას უნდა მიყვე (functional food) სამწუხაროდ საქართველოში ყველას ფეხებზე კიდია რეალობა როგორია და წარმოსახვებით ხელმძღვანელობენ... ზოგი წარმოიდგენს რომ ბებიის მიერ დამზადებული პერაშკებია აუცილებლად სასარგებლო და ზოგი წარმოიდგენს რომ ვეგანური დიეტაა სასარგებლო





m e r a
QUOTE
აღიარებული ფაქტია, რომ ცერა თითმა უდიდესი როლი ითამაშა ადამიანის წარმოქმნაში

ეს საერთოდ პირველად მესმის რა ცერა თითმა? რამე ლინკი დადე აბა
QUOTE
მარტო გენი არ განაპირობებს სხეულს, სხეულის შემდეგი ცვლილებაც ნაწილობრივ გადადის გენებში.

როცა ამ მოსაზრების დამადასტურებელ მექანიზმს ან კვლევას დადებ შემდეგ ვისაუბროთ

This post has been edited by ლოგიკⒶ on 1 May 2016, 16:02
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0267 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]