forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაგნიტური ძრავი - მუდმივი ენერგია
Iboss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3654
წევრი No.: 103252
რეგისტრ.: 26-October 09

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 20:46  #50227227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგნიტით შესაძლებელიაა მუდმივი თავისუფალი ენერგიის მიღება?

იუთუბში უამრავი ვიდეოა მაგნიტის ძრავებზე და ბოლომდე ვერ გავიგე ნაღდია თუ არა...


--------------------
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 21:02  #50227341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
Iboss
თერმოდინამიკის პირველი კანონი ამბობს რომ ენერგია არსაიდან მოდის და არსად არ ქრება, უბრალოდ გარდაიქმნება ერთი ტიპიდან მეორეში. შესაბამისად მაგნიტური იქნება ძრავა, თუ ასტრონომიული, საწვავი ან სხვა ტიპის ენერგია სჭირდება რომ იმუშაოს ყველა შემთხვევაში.


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...

არ ვარ ექიმი!
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24225
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 21:23  #50227496      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Irakli
QUOTE
თერმოდინამიკის პირველი კანონი ამბობს რომ ენერგია არსაიდან მოდის და არსად არ ქრება, უბრალოდ გარდაიქმნება ერთი ტიპიდან მეორეში. შესაბამისად მაგნიტური იქნება ძრავა, თუ ასტრონომიული, საწვავი ან სხვა ტიპის ენერგია სჭირდება რომ იმუშაოს ყველა შემთხვევაში.

მაგნიტი რომ ჭერზე მივამაგროთ და მას მივადოთ რკინის ნაჭერი, მაგნიტი მიიწებებს რკინის ნაჭერს და ისიც ჭერს შერჩება განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში. გრავიტაციის ძალას ძლევს მაგნიტის მიზიდულობის ძალა. საიდან მაგნიტს ეს ენერგია?


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს. სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. /ციცერონი/
მტერი ან უნდა დაამარცხო, ან უნდა დაუმეგობრდე.
Iboss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3654
წევრი No.: 103252
რეგისტრ.: 26-October 09

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 21:51  #50227711      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მესამე წუთზე რა გააკეთა ვერ გავიგე რას მიარტყა biggrin.gif
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 26 Mar 2017, 09:51  #50230059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
ბეჟანბეჟანი
დროთა განმავლობაში არა, ელექტრომაგნიტური ველი ასრულებს ერთხელ მუშაობას რომ მიიწებოს მეტალის ნაჭერი, აძლევს მას პოტენციურ ენერგიას და მორჩა. ძრავა უნდა ქონდეს სიმძლავრე, უნდა შეეძლოს მუშაობის შესრულება მუდმივად. ისევე როგორც წებო არ ასრულებს მუდმივად მუშაობას ორი ხის ნაჭერი რომ შეაწება.

რაც უფრო მეტ მეტალის ნაჭერს მიაკრავ მაგნიტს, მით უფრო შემცირდება მაგნიტური ველის ნაკადი და მით უფრო რთული იქნება მიაკრა მას კიდევ ერთი ნაჭერი.

მუდმივი მაგნიტიც კარგავს თავის თვისებებს, თუ მას მოვათავსებთ წნევის, მაღალი ტემპერატურის ქვეშ ან გავატარებთ მასში ცვლად დენს. აირევა სხვადასხვა კრისტალურ დომენში მანიტური მომენტების მიმართლებები და მივიღებთ ჩვეულებრივ რკინის ნაჭერს.

პერპეტუუმ მობილე არ არსებობს; ტყუილად გჯერათ მსგავსი რამის, თერმოდინამიკის კანონებს ვერაფერს უზავ biggrin.gif

This post has been edited by Irakli on 26 Mar 2017, 09:52
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6752
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 00:35  #50235277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა ვუყოთ ეხლა ამ თემას?
ვილაზღანდაროთ თუ გადავხედოთ ფიზიკის კანონებს ხელხლა?

თუ გამოვუწეროთ თემის ავტორს 20 ლარიანი ჯარიმა? smile.gif


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
kaatinga
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18871
წევრი No.: 35644
რეგისტრ.: 29-May 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 01:00  #50235453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Irakli
QUOTE
ტყუილად გჯერათ მსგავსი რამის, თერმოდინამიკის კანონებს ვერაფერს უზავ 

რატომ ვერ უზამ? მე კიდე მგონია რომ რაც უფრო მეტი დრო გავა და ფიზიკა განვითარდება ეგ წესები მით უფრო თავდაყირა დადგება.

არაა ადამიანი ამ ეტაპზე განვითარების იმ დონეზე რომ თქვას ეს ესეაო და მერე ეგ მოსაზრება არ გადაიხედოს.


--------------------
Bird and bear and hare and fish
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11934
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 18:31  #50240050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
kaatinga
ყველანაირი ბუნებრივი დაკვირვება თუ მოვლენა მიგვანიშნებს რომ თერმოდინამიის კანონები საკმაოდ კარგი სიზუსტით სრულდება.
cameleon
ანარქისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 628
წევრი No.: 8709
რეგისტრ.: 7-February 05

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 00:57  #50243188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
მე მგონი დასახურია თემა
ზოგიერთებმა კიდევ ვერ გაიგეს რომ ეგეთი გამომგონებლები 1000 -ზე მეტი მაინც იქნება სულ ცოტა და აქამდე ვერცერთმა ვერ მოახერხა თეორიულად დამტკიცება როგორ მუშაობს ეგეთი ძრავები ან მუშაობს საერთოდ?..

ან შევუერთოდ ამ თემას პერპენტუმ მობილე


--------------------
Silent programmer
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6752
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 12:48  #50245132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მე მგონი დასახურია თემა

აშკარად არაფრის მომცემი თემაა.
ღლაბუცის და იი შენ არ იცი ფიზიკა, მე ვიცი იქნება ამ თემაში.

ხოლო გარკვეული კატეგორიის ხალხს ფიზიკას და ბუნების კანონებს ვერ შეასწავლი ფორუმზე.
ფიზიკოსებსაც ათეულობით წელი ჭირდებათ და ვის რა უნდა აუხსნა, ვერ ვიგებ, ან როგორ გინდა აუხსნა? მთელი ფიზიკა ასწავლო?
ვის ადარდებს ვინმემ რამე იცის თუ არა.
იცის კაია, არ იცის, მიხედოს სხვა საქმეს, კბილის ექიმი გახდეს, ჭა ამოთხაროს, ხბო გაზარდოს - მილიონერი ფერმერი მაინც გახდება.
რატომ ერევიან იმ საქმეში, რის გაგნებაშიც არ არიან, ვერ მესმის.

ეხლა მე რომ ბრმანაწლავის ოპერაციაზე შემიშვა, ვივარგებ? მიუხედავად იმისა, რომ ვიცი როგორ მოვძებნო ბრმანაწლავი, ხო შემომაკვდა პაციენტი 2 წუთში?

ვაა, ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი.

nocs_13
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4646
წევრი No.: 29561
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 14:02  #50245661      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეხლა მე რომ ბრმანაწლავის ოპერაციაზე შემიშვა, ვივარგებ? მიუხედავად იმისა, რომ ვიცი როგორ მოვძებნო ბრმანაწლავი, ხო შემომაკვდა პაციენტი 2 წუთში?

ვაა, ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი.


მასე თუ მივყევით, მთელი ფორუმი დასახურია. gigi.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6752
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 16:09  #50246635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მაგნიტი რომ ჭერზე მივამაგროთ და მას მივადოთ რკინის ნაჭერი, მაგნიტი მიიწებებს რკინის ნაჭერს და ისიც ჭერს შერჩება განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში. გრავიტაციის ძალას ძლევს მაგნიტის მიზიდულობის ძალა. საიდან მაგნიტს ეს ენერგია?


როდესაც მაგნიტი შეიქმნა მაშინ ჩაიდო მასში პოტენციური ენერგია, რომ მიიზიდოს სხვა ფერომაგნიტური მასალები.
მაგნიტის ბუნებრივი მდგომარეობა არის მოუწესრიგებელი მაგნიტური მომენტები, მაგრამ თუ გავაცხელებთ მას, მოვათავსებთ გარეშე მუდმივ მაგნიტურ ველში და მერე გავაცივებთ, მაგნიტური მომენტები დარჩებიან გაყინული და მოწესრიგებული ერთი მიმართულებით.
მაგნიტს თუ გააცხელებ ისევ აირევიან მიკროსკოპული მაგნიტური მომენტები.

ეხლა რაც შეეხება მუშაობას.
მაგნიტის მიერ შესრულებული მუშაობა ჰგავს მთაზე ატანილ სხეულს: ხელს თუ არაფერი უშლის ჩამოგორდება ისევ დაბლა.
ანუ როდესაც სისტემაში პოტენციური ენერგია არის, ის ასრულებს ერთჯერად მუშაობას.
მის გასამეორებლად, ისევ გარე ძალამ უნდა შეასრულოს მუშაობა ამ პოტენციური ენერგიის დასაძლევად.
მთაზე ვიღაცამ უნდა აიტანოს სხეული რო დაგორდეს მერე.
ხოლო მაგნიტს ვიღაცამ/რაღაცამ უნდა მოაშოროს მიზიდული სხეული, რომ მაგნიტმა კვლავ შეძლოს მუშაობის შესრულება მიზიდვით.
ეს ციკლური პროცესი თავისთავად არ მოხდება - უნდა დაიხარჯოს ენერგია რომ ციკლი შენარჩუნდეს.
ამდენად მაგნიტი ვერ გამოდგება ციკლის შესანარჩუნებლად.
ხანდახან ჰგონიათ, რომ სხვა მაგნიტს გამოაგლეჯინებენ მიკრილ სხეულს და მერე პირველი მაგნიტით ისევ მიიკრობენ.
არც ეს იმუშავებს, რადგან სისტემა დაიწყებს პოტენციური ენერგიის მინიმუმის ძებნას და სისტემა იქ გაიჭედება სადაც მინიმუმს იპოვის.
დასაწყისში რაღაც ციკლის მაგბვარი შეიძლება წავიდეს, მაგრამ იქნება მილევადი და გაჩერდება ენერგიის მინიმუმში.
ამით მორჩება კინო.
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 17:11  #50247049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჭარბი ელენერგიის გამომუშავების შემთხვევაში მისი მიყიდვაც შეიძლება ქართული ენერგოსისტემისთვის. იმპორტირებული ელენერგიის ფასს გადაიხდიან ანუ 6 ცენტზე მეტს ამ მომენტისთვის wink.gif
ძალიან კარგი კაპიტალდაბანდებაა თუ სახლის მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებ 5 კვტ/სთ ზედმეტი დენი უკვე პენსიასავით შემოსავალია უფრო სწორედ ქართულ პენსიაზე ორნახევარეჯერ მეტი გამოვა biggrin.gif
სერიოზული ბიზნესია ენერგეტიკა. 2.5კვტიან მზის ბატარეებს ახლა ჩემი ვარაუდით 2500$ად დავაყენებ ანუ 10 კილოვატს დაჭირდება 10 000 $ და დალშე არითმეტიკაა smile.gif ვიცი არც ასე მთლად მარტივია მაგრამ "გრუბად" ეგრე გამოდის.
ოღონდ მე ჯერ ამერიკაში წავალ და რომ ჩამოვალ მექნება მაგის ფული biggrin.gif
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6752
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 17:22  #50247131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
2.5კვტიან მზის ბატარეებს ახლა ჩემი ვარაუდით 2500$ად დავაყენებ

spy.gif
თემა მაგნიტურ ძრავზეა, რა მზის ბატარეები?
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 18:28  #50247617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
მზის უფრო რენტაბელური მგონიათქო ვამბობ biggrin.gif

მაგნიტური ძრავები ხომ მუდმივ დენს იძლევა? მერე ის ისევ ცვლადზე უნდა გადაიყვანო და ათასი რაღაცა რაც ქსელის გამართვას დასჭირდება შესაბამისად ჩემი აზრით გამზადებული მზის და ქარის მოწყობილობები ჯობია smile.gif

საბოლოო მიზანი ხომ ყოფითი დენის მიღებაა?
mo.gif

This post has been edited by ჯარჯი on 28 Mar 2017, 18:29
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0231 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]