forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაგნიტური ძრავი - მუდმივი ენერგია
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 18:44  #50247756      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ზის უფრო რენტაბელური მგონიათქო ვამბობ

მზის ბატარეებზე გვაქვს თემა სადღაც აქ და თუ გაინტერესებს გადახედე იმას.

QUOTE
მაგნიტური ძრავები ხომ მუდმივ დენს იძლევა?

ნწ, ცვლადს იძლევა ყველა ვარიანტში.
მუდმივში მერე გადაყავთ (მაგალითად მანქანის დინამო)

QUOTE
საბოლოო მიზანი ხომ ყოფითი დენის მიღებაა?

კი საბოლოო ეგაა, მაგრამ მეთოდები ხომ სხვადასხვაა smile.gif


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1548
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 19:04  #50247917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela

გასაგებია ყველაფერი.


QUOTE
მაგნიტით შესაძლებელიაა მუდმივი თავისუფალი ენერგიის მიღება?

იუთუბში უამრავი ვიდეოა მაგნიტის ძრავებზე და ბოლომდე ვერ გავიგე ნაღდია თუ არა...


რათქმაუნდა ნაღდია, მაგრამ საყოფაცხოვრებო დენის მისაღებად უფრო რთული და ძვირია ვიდრე სხვა მეთოდები smile.gif





--------------------
არ ვარ ბატონო მონადირე ჯარჯი
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 798
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 19:11  #50247971      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
QUOTE
შეიძლება ქართული ენერგოსისტემისთვის. იმპორტირებული ელენერგიის ფასს გადაიხდიან ანუ 6 ცენტზე მეტს ამ მომენტისთვის

ეს ნამდვილად იცი? წყარო დადე აბა


--------------------
მინდა ვიყო ფორუმელი, ვთქვა სისულელე.
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1548
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 20:03  #50248411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
QUOTE
ეს ნამდვილად იცი? წყარო დადე აბა

ეხლა ვერ ვნახულობ, ისე ეგ ინფო ვნახე ფეისბუქის პოსტში, სარწმუნო მგონია. ახალგაზრდა კაცია ქარის და მზის გენერატორებების კომპანია შეუქმნია, თბილისელია და სხვათაშორის ეწერა რომ ზედმეტი ენერგიის გაყიდვაც შეიძლებაო. სახელმწიფო დადგენილებაც ყოფილა შესაბამისი. კიდე შემხვდება და დავდებ.
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 798
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 21:18  #50248951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
ჰო რაღაც ამბები მეც მსმენია, მაგრამ ზუსტად როგორაა, გარკვევა უნდა და მოვიცლი ერთ დღეს მაგისთვისაც.
ჯარჯი
ფხიზელი :)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1548
წევრი No.: 230104
რეგისტრ.: 15-March 17

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 21:33  #50249070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
თვითონ ესენი ვიპოვე და ეცოდინებათ როგორ შეიძლება დენის გაყიდვა smile.gif http://bfm.ge/?p=26155
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 28 Mar 2017, 23:42  #50250095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯარჯი
QUOTE
რათქმაუნდა ნაღდია,

რაზე ამბობ რო ნაღდია?
მაგნიტური ძრავით თავისუფალი ენერგიის მიღება თუ ზოგადად მაგნიტური ძრავი?

მაგნიტური ძრავი ნაღდია, როგორც ძრავი ან გენერატორი, მარა რამე გარე ძალამ უნდა აბრუნოს, ისე თავისით სისულელეა.
იყტუბის ვიდეოების 99% ფეიკია.
Tariel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 729
წევრი No.: 188806
რეგისტრ.: 14-July 14

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 00:02  #50250264      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯარჯი
QUOTE
მაგნიტური ძრავები ხომ მუდმივ დენს იძლევა? მერე ის ისევ ცვლადზე უნდა გადაიყვანო და ათასი რაღაცა რაც ქსელის გამართვას დასჭირდება

მზის პანელებიც მუდმივ დენს იძლევა.
iBoss
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3788
წევრი No.: 103252
რეგისტრ.: 26-October 09

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 00:28  #50250462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
ფორუმზე მარტო პროფესიონალები ხომ არ დაპოსტავთ თემებს, ნუ წაგვართმევთ თუნდაც ცოტა სულელური თემების გახსნის უფლებას, მითუმეტეს როცა კითხვას ვსვამთ და არაფერს არ ვამტკიცებთ.. არ ვარ ფიზიკოსი, დამაინტერესა პასუხი ვერ ვნახე, ვერც ძველ თემებში.. ზოგი რას ამტკიცებდა ზოგი რას და გავხსენი თემა biggrin.gif


მთავარი პრობლემა რაშია?
იმაში რომ მაგნიტური მიზიდულობა და პირიქით მილევადია?

This post has been edited by Iboss on 29 Mar 2017, 00:29


--------------------
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“
Sxl
/\RCHIVED


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 706
წევრი No.: 146279
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 00:42  #50250580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რკინის ნაჭრის ლევიტაცია შესაძლებელია მაგნიტით?
ოღონდ არაფერს რომ არ ეყრდნობოდეს ის რკინა, ან მაგნიტი ან რაც იქნება ჰაერში.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 12:38  #50252694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Iboss
QUOTE
ნუ წაგვართმევთ თუნდაც ცოტა სულელური თემების გახსნის უფლებას,

არ გართმევთ, მაგრამ ნუ ილაზღანდარებთ smile.gif
ყველაზე ლიბერალური განყოფილება ვართ.
ბანი მგონი არავისთვის დაგვიდია, მაქსიმუმ სიტყვიერი გაფრთხილება და ჰაჰა თუ ძაან გააჯაზა, ვორნი გაიცემა ხოლმე.

QUOTE
მთავარი პრობლემა რაშია?
იმაში რომ მაგნიტური მიზიდულობა და პირიქით მილევადია?

პირიქით მილევადი რას ნიშნავს არ ვიცი.

პრობლემა ზემოთ დავწერე. ერთჯერადად მიიზიდა ან განიზიდა (თუ ორივე მაგნიტია).
როცა პროცესი დასრულდება, მის გასამეორებლად ენერგია უნდა დახარჯოს რამემ, და გამოგლიჯოს მიკრული სხეული მაგნიტს. ან კვლავ ახლო მიუტანოს რომ მერე მან განიზიდოს.
ანუ პრობლემა ციკლის გამნმეორებადობაშია.
თუ ციკლი არ გაქვს, არ გექნება ძრავი ან რამე სხვა, რომელმაც მუშაობა უნდა შეასრულოს.
მუშაობა - ვიღაცა უნდა გაისარჯოს, მუქთად არაფერი ხდება.

მზე რო გვანათებს (ვითომ მუქთად), უზარმაზარი ენერგია იხარჯება თერმობირთვული რეაციების სახით. ესეც ამოიწურება ოდესმე.

ავიღოთ იგივე გრავიტაცია. მდინარის ვარდნა კაშხალში, გენერატორის ბრუნვა და ელენერგიის მიღება - ამას გრავიტაციული მიზიდვა აკეთებს, რომელიც წყალს ქვემოთ იზიდავს.
მაგრამ ვის ააქვს წყალი ისევ ზემოთ? ვინ ამარაგებს მდინარეს წყლით?
ცხადია მზე და მისი სითბო, რომელიც აორთქლებს წყალს და ღრუბლებად აქცევს.
მაშასადამე ამ ციკლის განმეორებადობაზე იხარჯება მზის თერმობირთვული ენერგია.

ეგრეა, ბატონი იწვა და ჭამდა, ვინ მუშაობდა? - გლეხი.
ანუ "მუქთა" საკვებს ვიღაც იძლევა.
Irakli
Founding Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11950
წევრი No.: 21
რეგისტრ.: 20-February 01

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 12:52  #50252781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
Sxl
თუ რკინის ნაჭერი ზეგამტარია, მაშინ შეიძლება. ზეგამტარებს მაგნიტური ველის განზიდვის უნარი აქვთ და ეს განზიდვის უნარი ხშირად გრავიტაციაზე უფრო ძლიერია.


--------------------
________________________
___|____|_FORUM.Ge |___|___
_|____| ფორევა... |____|____|
___|____|___|____|____|__

Since 2001...

არ ვარ ექიმი!
viqtorich
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1229
წევრი No.: 146050
რეგისტრ.: 3-April 12

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 15:44  #50254087      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 25 Mar 2017, 21:23 )
Irakli
QUOTE
თერმოდინამიკის პირველი კანონი ამბობს რომ ენერგია არსაიდან მოდის და არსად არ ქრება, უბრალოდ გარდაიქმნება ერთი ტიპიდან მეორეში. შესაბამისად მაგნიტური იქნება ძრავა, თუ ასტრონომიული, საწვავი ან სხვა ტიპის ენერგია სჭირდება რომ იმუშაოს ყველა შემთხვევაში.

მაგნიტი რომ ჭერზე მივამაგროთ და მას მივადოთ რკინის ნაჭერი, მაგნიტი მიიწებებს რკინის ნაჭერს და ისიც ჭერს შერჩება განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში. გრავიტაციის ძალას ძლევს მაგნიტის მიზიდულობის ძალა. საიდან მაგნიტს ეს ენერგია?

მაგნიტი რად გინდა? ლურსმანი ჩაურჭე და ჩამოკიდე ტვირთი. შენი აზრით ლურსმანს გააჩნია ენერგია? smile.gif
* * *
QUOTE (asphurcela @ 28 Mar 2017, 12:48 )
QUOTE
მე მგონი დასახურია თემა

აშკარად არაფრის მომცემი თემაა.
ღლაბუცის და იი შენ არ იცი ფიზიკა, მე ვიცი იქნება ამ თემაში.

ხოლო გარკვეული კატეგორიის ხალხს ფიზიკას და ბუნების კანონებს ვერ შეასწავლი ფორუმზე.
ფიზიკოსებსაც ათეულობით წელი ჭირდებათ და ვის რა უნდა აუხსნა, ვერ ვიგებ, ან როგორ გინდა აუხსნა? მთელი ფიზიკა ასწავლო?
ვის ადარდებს ვინმემ რამე იცის თუ არა.
იცის კაია, არ იცის, მიხედოს სხვა საქმეს, კბილის ექიმი გახდეს, ჭა ამოთხაროს, ხბო გაზარდოს - მილიონერი ფერმერი მაინც გახდება.
რატომ ერევიან იმ საქმეში, რის გაგნებაშიც არ არიან, ვერ მესმის.


შენი ლოგიკით პოლიტიკაზეც არ უნდა იბაზროს და იკამათოს ხალხმა... რას ნერვიულობ, ხომ არაფერს აფუჭებენ...
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 17:49  #50255035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
შენი ლოგიკით პოლიტიკაზეც არ უნდა იბაზროს და იკამათოს ხალხმა.

აქ არა და იქეთა განყოფილებაში კი ბატონო.
QUOTE
რას ნერვიულობ, ხომ არაფერს აფუჭებენ...

არ ვნერვიულობ პატივცემულო smile.gif
აჰა ხო არის, არ დაგვიხურავს (ჯერ).
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22067
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 29 Mar 2017, 19:36  #50255626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Iboss @ 25 Mar 2017, 20:46 )
მაგნიტით შესაძლებელიაა მუდმივი თავისუფალი ენერგიის მიღება?

იუთუბში უამრავი ვიდეოა მაგნიტის ძრავებზე და ბოლომდე ვერ გავიგე ნაღდია თუ არა...

ეს თემა გადაღეჭილია, არცერთი მუშა მოდელი არ არსებობს მსგავსი გენერატორების

თერმოდინამიკის კანონების მიხედვით ასეთი ძრავი ვერც ვერასოდეს შეიქმნება

თუმცა ნუ ჩავკეტავთ ჩვენს გონებას მხოლოდ თერმოდინამიკის კანონებით, კვანტურ დონეზე ბევრი რამეა შესაძლებელი
https://en.wikipedia.org/wiki/Vacuum_energy
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0169 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]