forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (13) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ასტრონომია III, გალაქტიკები, სისტემები, პლანეტები
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4035
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 11 Apr 2017, 23:40  #50347643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
დედამიწის შემთხვევაში საინტერესოა, ოკეანეების გავლენა მეტია დედამიწის ბრუნვის შენელებაზე თუ თავად დედამიწის?

მე რატომღაც მგონია რომ დედამიწის (წყლის გარეშე) დეფორმაციით გამოწვეული გავლენა მეტი უნდა იყოს.

უკვე გიპასუხეთ რამდენიმეჯერ, რომ პლანეტის ზედაპირზე სითხის მოძრაობა გაცილებით დიდ ეფექტს ახდენს, ვიდრე თვითონ პლანეტის მყარი სხეულის დეფორმაცია.

გარდა ამისა, მოქცევას მარტო პირდაპირ მიზიდულობის ძალა არ იწვევს, ორნაირი მოქცევა არსებობს.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 00:41  #50348217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
DRAKONI
QUOTE
გარდა ამისა, მოქცევას მარტო პირდაპირ მიზიდულობის ძალა არ იწვევს, ორნაირი მოქცევა არსებობს.

ორნაირი მოქცევა რას ნიშნავს? რა იგულისხმება?



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 01:45  #50348796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ორნაირი მოქცევა რას ნიშნავს? რა იგულისხმება?

ჯერ ხო მიქცევა, მერე მიიქცევა. ორი გამოვიდა biggrin.gif

ალბათ 2 მიზეზი იგულისხმა. ერთი მთვარეა, მეორე მზე.
სხვა ვერაფერი მახსენდება.
იუპიტერი ვითომ? ეგეც კაი გიგანტია, მარა მეეჭვება მზეს აჯობოს. რავი აბა


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3659
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 02:23  #50348965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nforumi
QUOTE
პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს

წესით როცა ადამიანი აღმოაჩენს რომ რაღაც არასწორად იცოდა და გაიგებს სწორ ვარიანტს ამ დროს გახარებული უნდა იყოს რომ შეცდომა გამოასწორა და აწი უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია... მაგრამ რატომღაც ადამიანის პირველი ბუნებრივი რეაქციაა რომ მაქსიმალურად შეეწინააღმდეგოს ამ ახალ გარემოებას და არ აღიაროს შეცდომა... ვითომ არაფერი მაგრამ ეს რეაქცია არის უმეტესი პრობლემების საფუძველი როცა გონებას იხშობს ხალხი და ფანატიურად მიყვება თავის ხედვას იმის მაგივრად რომ სწორი და მართალი ვერსია აინტერესებდეს... ბუნებრივია მეც მაქ ეს რეაქცია მაგრამ ვცდილობ რომ შეძლებისდაგვარად შევეწინააღმდეგო და არ დავემორჩილო... ისე ეხლა უფრო კარგად დავფიქრდი ამის შესახებ და აწი შევეცდები ფორუმზე როგორც კი აღმოვაჩენ რომ არასწორი ვიყავი მაშინვე ძალიან მკაფიოდ ავღნიშნო და ვაღიარო ეს ფაქტი biggrin.gif


QUOTE
დედამიწის შემთხვევაში საინტერესოა, ოკეანეების გავლენა მეტია დედამიწის ბრუნვის შენელებაზე თუ თავად დედამიწის?

მე რატომღაც მგონია რომ დედამიწის (წყლის გარეშე) დეფორმაციით გამოწვეული გავლენა მეტი უნდა იყოს.

რავიცი მე მაგრად მეეჭვება რომ 30 სანტიმეტრიან დეფორმაციამ ასეთი დიდი გავლენა იქონიოს... ასფურცელამ სწორად აღნიშნა პლანეტების ჩამოყალიბების დროს როცა გახურებული იყო ყველაფერი მაშინ გაცილებით უფრო დიდ დეფორმაციას მიიღებდნენ


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4035
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 10:03  #50349586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
ორნაირი მოქცევა რას ნიშნავს? რა იგულისხმება?

asphurcela
QUOTE
ალბათ 2 მიზეზი იგულისხმა. ერთი მთვარეა, მეორე მზე.

მოქცევა ხდება დღე ღამეში ორჯერ. მთვარისა ორჯერ და მზის ორჯერ.

დააკვირდით სურათს წინა გვერდზე, ოკეანის დონე აწეულია დედამიწის ორ საპირისპირო მხარეს ერთდროულად.

ერთი არის მიზიდულობის გამო, მეორე არის ინერციის გამო.

ამიტომ დღე ღამეში მოქცევა შეიძლება მოხდეს მინიმუმ 2-ჯერ (თუ მზე და მთვარე ერთი მიმართულებითაა) და მაქსიმუმ 4-ჯერ, თუ მათ შორის 90 გრადუსია.
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 10:38  #50349758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
asphurcela
QUOTE
იუპიტერი ვითომ? ეგეც კაი გიგანტია, მარა მეეჭვება მზეს აჯობოს. რავი აბა

იუპიტერი მზეზე პატარაა და მზეზე შორსაა. ამ დროს მზის ეფექტი მვირეა მთვარის ეფექტთან შედარებით.

ლოგიკⒶ
QUOTE
წესით როცა ადამიანი აღმოაჩენს რომ რაღაც არასწორად იცოდა და გაიგებს სწორ ვარიანტს ამ დროს გახარებული უნდა იყოს რომ შეცდომა გამოასწორა და აწი უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია... მაგრამ რატომღაც ადამიანის პირველი ბუნებრივი რეაქციაა რომ მაქსიმალურად შეეწინააღმდეგოს ამ ახალ გარემოებას და არ აღიაროს შეცდომა... ვითომ არაფერი მაგრამ ეს რეაქცია არის უმეტესი პრობლემების საფუძველი როცა გონებას იხშობს ხალხი და ფანატიურად მიყვება თავის ხედვას იმის მაგივრად რომ სწორი და მართალი ვერსია აინტერესებდეს... ბუნებრივია მეც მაქ ეს რეაქცია მაგრამ ვცდილობ რომ შეძლებისდაგვარად შევეწინააღმდეგო და არ დავემორჩილო... ისე ეხლა უფრო კარგად დავფიქრდი ამის შესახებ და აწი შევეცდები ფორუმზე როგორც კი აღმოვაჩენ რომ არასწორი ვიყავი მაშინვე ძალიან მკაფიოდ ავღნიშნო და ვაღიარო ეს ფაქტი

სწორი დამოკიდებულებაა smile.gif


DRAKONI
QUOTE
მოქცევა ხდება დღე ღამეში ორჯერ. მთვარისა ორჯერ და მზის ორჯერ.

დააკვირდით სურათს წინა გვერდზე, ოკეანის დონე აწეულია დედამიწის ორ საპირისპირო მხარეს ერთდროულად.

ერთი არის მიზიდულობის გამო, მეორე არის ინერციის გამო.

ამიტომ დღე ღამეში მოქცევა შეიძლება მოხდეს მინიმუმ 2-ჯერ (თუ მზე და მთვარე ერთი მიმართულებითაა) და მაქსიმუმ 4-ჯერ, თუ მათ შორის 90 გრადუსია.

მზე რომ გამოვრიცხოთ, მოქცევა იქნება ორჯერ (დაახლოებით, მთლად ორი არ გამოდის სინამდვილეში, რატო გესმით ალბათ smile.gif ) ხოლო ამაზე ხდება მერე მზისგან გამოწვეული ეფექტის ზედდება.
სხვა კიდე რამეა?
ქაფქიანა
I still have a soul


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30452
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 10:41  #50349768      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სულ ქონგრათები და სულ კაები

user posted imageclick image upload


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
d2d4
დედამიწელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1031
წევრი No.: 216311
რეგისტრ.: 26-March 16

გამოგზავნილია: 12 Apr 2017, 21:44  #50354222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კოსმონავტიკის დღეს გილოცავთ

.

This post has been edited by d2d4 on 12 Apr 2017, 21:58


--------------------
Я свободный художник и холодный философ
Makulatura
Urban Legend


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 72247
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 03:10  #50356814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Hubble Just stopped Something Massive Coming of Uranus


user posted image

This post has been edited by Makulatura on 13 Apr 2017, 19:09


--------------------




ჰორიზონტზე მიწაა!
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6852
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 11:31  #50357764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
......stopped.........
კი არა spotted -ო smile.gif
უჩინარი
მოკეთილბოროტო


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6201
წევრი No.: 24906
რეგისტრ.: 27-October 06

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 16:41  #50360033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს რაღაც განცხადებას აკეთებს ნასა
მგონი სატურნის მთვარეებზე ოკეანეების შესახებ
ბეჟანბეჟანი
ტრამპისტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24710
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11

გამოგზავნილია: 13 Apr 2017, 23:44  #50362676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (DRAKONI @ 12 Apr 2017, 10:03 )
nforumi
QUOTE
ორნაირი მოქცევა რას ნიშნავს? რა იგულისხმება?

asphurcela
QUOTE
ალბათ 2 მიზეზი იგულისხმა. ერთი მთვარეა, მეორე მზე.

მოქცევა ხდება დღე ღამეში ორჯერ. მთვარისა ორჯერ და მზის ორჯერ.

დააკვირდით სურათს წინა გვერდზე, ოკეანის დონე აწეულია დედამიწის ორ საპირისპირო მხარეს ერთდროულად.

ერთი არის მიზიდულობის გამო, მეორე არის ინერციის გამო.

ამიტომ დღე ღამეში მოქცევა შეიძლება მოხდეს მინიმუმ 2-ჯერ (თუ მზე და მთვარე ერთი მიმართულებითაა) და მაქსიმუმ 4-ჯერ, თუ მათ შორის 90 გრადუსია.

მზე რა შუაშია კაცო მოქცევასთან, თუ მილიმეტრებს არ თვლით მოქცევად.
მოქცევას იწვევს მთვარე და ერთდროულად ხდება ორ ადგილას, დედამიწის დიამეტრულად საპირისპირო მხარეებზე.
ერთ შემთხვევაში მთვარე თავისკენ იზიდავს მასთან შედარებით ახლოს მყოფ ოკეანეს და წარმოშობს ტალღას, მის საპირისპირო მხარეს კი თავად დედამიწა ჩადეფორმირდება და ესც იწვევს მოქცევას.
ასე იცი მე.
ქაფქიანა, მოდი და ახსენი მოქცევის მექანიზმი, თორემ რაღაც გაურკვევლობაში ვართ.


--------------------
ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს. სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს. /ციცერონი/
მტერი ან უნდა დაამარცხო, ან უნდა დაუმეგობრდე.
ცოდნის უდიდესი მტერი გაუნათლებლობა კი არა, ცოდნის ილუზიაა. /სტივენ ჰოუკინგი/
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3659
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 01:17  #50363334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
მზე რა შუაშია კაცო მოქცევასთან, თუ მილიმეტრებს არ თვლით მოქცევად.
მოქცევას იწვევს მთვარე და ერთდროულად ხდება ორ ადგილას, დედამიწის დიამეტრულად საპირისპირო მხარეებზე.
ერთ შემთხვევაში მთვარე თავისკენ იზიდავს მასთან შედარებით ახლოს მყოფ ოკეანეს და წარმოშობს ტალღას, მის საპირისპირო მხარეს კი თავად დედამიწა ჩადეფორმირდება და ესც იწვევს მოქცევას.

ისე სხვათაშორის მოქცევა მიქცევა არის საკითხი რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის არასწორად გეოლოგებს და ასტრონომებს ვგულისხმობ


საერთოდ მოქცევა მიქცევა იმის გამო კი არ ხდება რომ მთვარის მიზიდულობის გამო წყალი ფიზიკურად მთვარისკენ იწევა და მაღლა ადის არამედ იმიტომ ხდება რომ... მაგრად მიჭირს სიტყვიერად რომ ავხსნა biggrin.gif ვიპოვე რამე ილუსტრაციას ან ვიდეოს და დავპოსტავ ჯობია
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9654
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 10:29  #50364268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბეჟანბეჟანი
QUOTE
მზე რა შუაშია კაცო მოქცევასთან, თუ მილიმეტრებს არ თვლით მოქცევად.
მოქცევას იწვევს მთვარე და ერთდროულად ხდება ორ ადგილას, დედამიწის დიამეტრულად საპირისპირო მხარეებზე.
ერთ შემთხვევაში მთვარე თავისკენ იზიდავს მასთან შედარებით ახლოს მყოფ ოკეანეს და წარმოშობს ტალღას, მის საპირისპირო მხარეს კი თავად დედამიწა ჩადეფორმირდება და ესც იწვევს მოქცევას.

მეც ასე ვიცი რომ მზის ეფექტი უმნიშვნელოა მთვარის ეფექტთან შედარებით, დავწერე კიდეც ეს ზემოთ.

QUOTE
საერთოდ მოქცევა მიქცევა იმის გამო კი არ ხდება რომ მთვარის მიზიდულობის გამო წყალი ფიზიკურად მთვარისკენ იწევა და მაღლა ადის არამედ იმიტომ ხდება რომ... მაგრად მიჭირს სიტყვიერად რომ ავხსნა  ვიპოვე რამე ილუსტრაციას ან ვიდეოს და დავპოსტავ ჯობია

რამე ახალი აღმოაჩინე?

DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4035
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 14 Apr 2017, 11:46  #50364620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ქაფქიანა, მოდი და ახსენი მოქცევის მექანიზმი, თორემ რაღაც გაურკვევლობაში ვართ.

ქაფქიანა როგორ ახსნის? გეოგრაფია.

ეს კი ფიზიკური მოვლენებით იხსნება.

ლოგიკⒶ
QUOTE
ისე სხვათაშორის მოქცევა მიქცევა არის საკითხი რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის არასწორად გეოლოგებს და ასტრონომებს ვგულისხმობ

კი, როგორც აქაც გამოჩნდა, მხოლოდ მიზიდულობის გამო გონიათ.



არსებობს სულ 4 მოქცევა, 2 მზის და 2 მთვარის, აქედან მთვარის არის ძლიერი, მზის სუსტია, დანარჩენი პლანეტების გავლენა უმნიშვნელოა.

დედამიწის იმ მხარეს, რომელიც მთვარისკენ არის მიქცეული, მოქცევა ხდება მთვარის მიზიდულობის გამო, ანუ წყლის მასები მიიზიდებიან მთვარის მიერ.
ხოლო ამ დროს დედამიწის მეორე მხარეს ხდება მთვარის მოქცევა, რომელიც არაა პირდაპირ გამოწვეული მთვარის მიზიდვით, ეს რომ გავიგოთ, ანდა გავიხსენოთ რომ მთვარე კი არ ტრიალებს დედამიწის გარშემო, არამედ მთვარე და დედამიწა ტრიალებენ ერთმანეთის გარშემო, საერთო სიმძიმის ცენტრის გარშემო (ორმაგი პლანეტარული სისტემა).
უბრალოდ დედამიწის მასა ბევრად მეტია (81-ჯერ) მთვარის მასაზე, ამიტომ ეს საერთო ცენტრი დედამიწის შიგნითაა.

მიუხედავად ამისა, დედამიწა საკმაოდ დიდ რადიუსზე ტრიალებს ამ ცენტრის გარშემო, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ თვარე "იქნევს" დედამიწას აქეთ-იქით, თავის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ეს იწვევს სწორედ ამ მოქცევას.

პ.ს. თუ კიდე ვინმემ ვერ გაიგო, წარმოიდგინოს ორი გრძელთმიანი გოგო, ერთმანეთს ხელჩაკიდებული ტრიალებს სწრაფად ერთმანეთის ირგვლივ, დააკვირდით როგორ მდგომარეობაში იქნება თმები.

პ.პ.ს. დედამიწა და მზეც იგივეს აკეთებენ, ისინი ტრიალებენ საერთო ცენტრის ირგვლივ, მაგრამ ეს იმდენად მცირე სიდიდეა, რომ მზის ინერციული მოქცევა (ღამით) ყველაზე სუსტია ამ 4-დან.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0202 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]