forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ერთად ვისწავლოთ დიფ ლერნინგი, შემდეგ 1-2 თვეში ამაზე უკეთესს ვერაფერს ისწავლით
fenrirhowls
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 716
წევრი No.: 222765
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 2 Sep 2017, 23:47  #51261796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა კარგი თემაა bis.gif

..................30
vid
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2609
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10

გამოგზავნილია: 3 Sep 2017, 00:18  #51261998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
QUOTE
როგორც მივხვდი, სურათი გადავიყვანეთ შესადარებელ ფორმატში. ანუ დავყეთ ნაწილებად და ამ ნაწილებიდან ავაწყეთ შესადარებელი ელემენტები. და სხვა სურათები რომელიც უკვე არის ამავე ფორმატში, შეგვიძლია შევადაროთ ამ სურათს და გავაკეთოთ ამოცნობა. პროგრამისტის ამოცანაა ბევრი და ზუსტი შესადარებელი ნწილი იყოს, პასუხი რომ ზუსტი მივიღოთ.


პროგრამისტი ხელით არაფერს არ ყოფს, DNN (დიფ ნურალ ნეტვორკ) სისტემა თვითონ იგონებს მეთოდს როგორ "დაშალოს" ეს სურათები ნაწილებად და როგორ შეადაროს ერთმანეთს. ამას ის აკეთებს წვრთნის პროცესში, როცა მას აწვდიან მილიონობით სხვადასხვა სურათს.

პროგრამისტი მარტო სისტემას ააწყობს (ანუ გადაწყვეტს რამდენი შრე ქონდეს, თითოში რამდენი კვანძი, და დაწერს წვრთნის სტანდარტულ მეთოდს), ყველაფერ დანარჩენს აკეთებს სისტემა. სისტემის აწყობა ძალიან ადვილია, თითქმის პრიმიტიული. პროგრამირების მარტო ელემენტარულ დონეზე ცოდნაა საჭირო.

ანუ barrier of entry ძალიან დაბალია, მინიმალური ცოდნით, ძალიან მალე შეგიძლია ძალიან ძლიერი სისტემა ააწყო. ეს ნიშნავს, რომ ძირითადი სისტემა შეგიძლია უცებ ააწყო და მერე სხვადასხვა რაღაცეები ცადო, შენი იდეები განავითარო და ახალი რაღაცეები გამოიგონო. გამოსაგონებელი კი ბევრია, ეს ყველაფერი ახლა იწყება.

execution
QUOTE
QUOTE (Kaxab @ 2 Sep 2017, 22:45 )
ამ ფორმულაშ A1, A2, ... არგუმენტები რაა რეალობაში? რარაცატომ ვერ ვაცნობიერებ "არგუმენტს". ფორმულის დანარჩენი აღნიშვნები გასაგებია.

თუ სწორად მესმის,
რეალობაში არ არის ეგ A1, A2, ა.შ. რეალობაში არის X1, X2, ა.შ. (ამ შემთხვევაში ბინის ფართობი, ოთახების რაოდენობა, ა.შ.),
რომლისთვისაც კოეფიციენტებს/წონას პოულობს ეს ალგორითმი, ეს კოეფიციენტებია A1, A2, და ა.შ.

yes.gif

robox
up.gif

მე კორსერაზე ბოლო კვირაზე ვარ უკვე, ახსნით კარგად ხსნის, მაგრამ პროგრამირების მხარე ცუდადაა გაკეთებული. უკვე დაწერილ პროგრამაში გეუბნება რო აბა აი ამ ხაზზე წეღან რო გასწავლე ის ფუნქცია ჩაწერე. რეალურად შენ არ წერ პროგრამას. უდასიტიში თუ უკეთესადაა და თან უფასოა, მაგას მივეძალოთ.

This post has been edited by vid on 3 Sep 2017, 00:19


--------------------
https://www.coursera.org/
https://www.edx.org/
https://www.udacity.com/
^ისარგებლეთ
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 798
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 3 Sep 2017, 12:46  #51263757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობები ყველას.
vid
QUOTE
დაწერს წვრთნის სტანდარტულ მეთოდს

კონკრეტულად როგორია ამ წვრთნის პროგრამა (ალგორითმი). მოკლე მონახაზი თუ შეგიძლია.

საერთოდ მე შორს ვარ იმისგან, რომ რამე აპლიკაცია შევქმნა, მაგრამ ალგორითმებს ზოგჯერ ვგებულობ ხოლმე.


--------------------
მინდა ვიყო ფორუმელი, ვთქვა სისულელე.
vid
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2609
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10

გამოგზავნილია: 3 Sep 2017, 15:46  #51264792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
დავუშვათ ვაკეთებთ სახის ამომცნობ სისტემას, ანუ მიზანია, რომ თუ ვაჩვენებთ სურათს, იმან უნდა გვითხრას არის თუ არა ეს იმ ადამიანის სურათი.

როგორც ვთქვი, ყოველ შრეში ყოველი კვანძის მნიშვნელობის მისაღებად ვიღებთ წინა შრის მნიშვნელობების წრფივ კომბინაციას და ვმოქმედებთ მასზე რაღაც არაწრფივი ფუნქციით(ამას ეძახიან აქტივაციას). ეს ფუნქციაც სისტემის ერთერთი პარამეტრია, არსებობს რამდენიმე ფუნქცია რომელსაც ძირითადად იყენებენ, მაგრამ შეგიძლია რამე ახალი მოიფიქრო თუ გინდა. ბოლო შრე მარტო ერთი კვანძისგან შედგება და თუ იმ კვანძის მნიშვნელობა არის ვთქვათ 0.5-ზე მეტი, პასუხია კი, თუ ნაკლები, მაშინ არა. პირველი შრის ინპუტები არის ის სურათები რომლებსაც ვაწვდით წვრთნის დროს. სურათებს ვაწვდით პიქსელების ფორმატში, როგორც რიცხვების მასივს.

ახლა რა ხდება წვრთნის დროს. დასაწყისში ყველა წრფივი კომბინაციის კოეფიციენტებს ვირჩევთ რანდომ ფუნქციით, ანუ შემთხვევითად. შემდეგ გავატარებთ ამ სისტემაში ყველა საწვრთნელ სურათს და ვნახავთ რამდენს ამოიცნობს სწორად. ამ სწორად ამოცნობების მიხედვით აკეთებენ ე.წ. cost functi0n-ს, ანუ ფუნქციას, რომელიც დამოკიდებულია სისტემის კოეფიციენტებზე და რომლის მნიშვნელობაც მცირდება როცა სისტემა უმჯობესდება. ყოველ ჯერზე ვითვლით ამ კოსტ ფუნქციას და მის კერძო წარმოებულებს პარამეტრების მიხედვით, რომ ვიცოდეთ როგორ უნდა შევცვალოთ ეს პარამეტრები, რომ კოსტ ფუნქციის მნიშვნელობა შემცირდეს(შესაბამისად სისტემა გაუმჯობესდეს).

ასე, ჯერ ერთხელ გავატარებთ სისტემაში ყველა სურათს, შემდეგ შევცვლით ამ პარამეტრების მნიშვნელობას კერძო წარმოებულების მიმართულებით, მერე თავიდან გავატარებთ ყველა სურათს, კიდევ შევცვლით პარამეტრების მნიშვნელობებს და ა.შ. საკმარისად ბევრჯერ გატარების მერე ვნახავთ რომ კოსტ ფუნქცია აღარ მცირდება, ანუ მივაღწიეთ პარამეტრების იმ მნიშვნელობებს, რომლებიც საუკეთესო შედეგს გვაძლევს ამ რაოდენობის დატა და ამ ტიპის სისტემის პირობებში. თუ ვართ კმაყოფილი რამდენად კარგად მუშაობს სისტემა, ანუ რა ალბათობით იცნობს სახეებს, პრობლემა გადაწყვეტილია. თუ არა, ან საწვრთნელი სურათების რაოდენობა უნდა გავზარდოთ, ან შრეები დავამატოთ სისტემას ან რამე სხვა.

ძირითადი აზრი ესაა.
Kaxab
მოხეტიალე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 798
წევრი No.: 138278
რეგისტრ.: 10-November 11

გამოგზავნილია: 4 Sep 2017, 10:10  #51269405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vid
მადლობა, გავიგე ძირითადი აზრი.
vid
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2609
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10

გამოგზავნილია: 4 Sep 2017, 16:12  #51271185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kaxab
კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვა, აქაც, ისევე როგორც ლინეარ/ლოჯისტიკ რეგრეშენში, მიზანი არის წრფივი კომბინაციის კოეფიციენტების პოვნა. ვიწყებთ შემთხვევით არჩეული კოეფიციენტებით და წვრთნის დროს ნაბიჯ-ნაბიჯ ვცვლით უკეთესობისკენ.

DNN-ში ბევრად მეტი კოეფიციენტი გვაქვს, იმიტომ რომ გვაქვს ბევრი შრე და ყოველ შრეში ბევრი კვანძი. ყველა კვანძს აქვს თავისი კოეფიციენტები, ერთი კვანძი არის ერთი ლოჯისტიკ რეგრეშენის მსგავსი სისტემა.
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6860
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 4 Sep 2017, 19:50  #51272314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი რა არის, მაგრამ გადავეყარე ერთგან და ეს თემა გამახსენდა:

https://www.datacamp.com/courses/deep-learn...ign=dc_visitors


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
execution
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3483
წევრი No.: 108098
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2017, 19:22  #51307334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vid
შენ/თქვენ თვითონ გაიარე(თ) ეს კურსი?

მეორე კვირის მასალაზე ვარ ჯერ, ხოდა აქ აღნიშვნები მე მგონია ასე თუ ძაან დამაბნევლად აქვს?
ვითო რომ შეამოკლა წარმოებულები მაგას ვარკვევდი კაი ხანი რეები ეწერა

user posted image

ნაწილ ნაწილ ვხვდები მაგრამ დიდ სურათს ვერ ვხედავ


ვსიო მივხვდი რისთვისაა საჭირო ამ სურათით
user posted image

This post has been edited by execution on 10 Sep 2017, 20:35
vid
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2609
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 01:00  #51310125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
execution
პირველი კურსი გავიარე და სერტიფიკატიც ავიღე.

ბოლო პროგრამინგ ესაიმენტში, სურათზე კატების ამომცნობ პროგრამას წერ. 5 შრიანი DNN-თი 80% სიზუსტეს აღწევ სულ რაღაც 200 საწვრთნელი სურათით.

ამ გრაფიკზე მოცემულია თუ როგორ იცვლება კოსტ ფუნქცია წვრთნის პროცესში. კოსტ ფუნქცია ზომავს რამდენად კარგად მუშაობს სისტემა, იდეალურ ვარიანტში, თუ ყველა სურათს ზუსტად ამოიცნობს, კოსტ ფუნქცია ნოლია. თავიდან შემთხვევით არჩეული პარამეტრებით, კოსტ ფუნქცია დიდია, მერე წვრთნის დროს როცა პარამეტრებს ცვლი, მნიშვნელობა ნელნელა ეცემა. გრაფიკზე ჩანს, რომ ბოლოსკენ უკვე მეტად აღარ ჩამოდის ქვემოთ, ანუ მიაღწია მაქსიმალურ სიზუსტეს, რაც მოეცმულ სისტემას შეუძლია.

user posted image
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6454
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 01:53  #51310399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vid
ვთქვათ კატას რომ სდიოს რობოტმა რას გამოიყენებდი,არსებობს პიქსი კამერა ,არდუინო.,რასპბერი...?


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
vid
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2609
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 04:27  #51310788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gubaz_merve
ჯერ ერთი რატომ უნდა სდიოს კატას რობოტმა smile.gif და მეორე, რა მნიშვნელობა აქვს კამერას, მთავარია იღებდეს.

აგერ ტედ მოხსენება, ტიპმა გააკეთა სისტემა, რომელიც ერთდროულად ბევრ ობიექტს აფიქსირებს და მიყვება.

https://www.ted.com/talks/joseph_redmon_how...jects_instantly
execution
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3483
წევრი No.: 108098
რეგისტრ.: 1-January 10

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 09:22  #51311060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vid
მადლობა, საინტერესოა
რომ მინდა იმდენ დროს ვერ ვუთმობ სამწუხაროდ
მერე ისევ მაგ 200 საწვრთნელ სურათზე აქვს 80% თუ სხვები რომ ცჰააგდო მაინც ეგრე იქნება?

This post has been edited by execution on 11 Sep 2017, 09:25
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6454
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 11 Sep 2017, 09:44  #51311142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (vid @ 11 Sep 2017, 04:27 )
gubaz_merve
ჯერ ერთი რატომ უნდა სდიოს კატას რობოტმა smile.gif და მეორე, რა მნიშვნელობა აქვს კამერას, მთავარია იღებდეს.

აგერ ტედ მოხსენება, ტიპმა გააკეთა სისტემა, რომელიც ერთდროულად ბევრ ობიექტს აფიქსირებს და მიყვება.

https://www.ted.com/talks/joseph_redmon_how...jects_instantly

კატის მაგივრად ტანკი რომ დამეწერა ჯობდა,პიქსი კამერას სერვოს მართვა შეუძლია https://youtu.be/DV4YK_Kk5IYფირის ბოლოს ნახე,მთავარი კითხვა მაინც იგივეა რა დაგჭირდება მექანიკური ნაწილების გარდა რომ სრულყოფილი ელექტრო სისტემა შეკრა ,რამდენი ბაიტი მახსოვრობა იქნება საჭირო ვთქვათ ნახევარი საბრძოლო ტექნიკის შეყვანა პროგრამაში და რიგითობის მიხედვით დახარისხება ,ვთქვათ სურათი გადაიღოს ჯერ რადიოლოკაციურ მანქანას თუ რადიოლოკაციური მანქანა არ ჩანს საზენიტო სისტემას და ასე შემდეგ.?

This post has been edited by gubaz_merve on 11 Sep 2017, 09:46
vid
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2609
წევრი No.: 124008
რეგისტრ.: 22-November 10

გამოგზავნილია: 12 Sep 2017, 04:19  #51316837      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
execution
სხვა სურათებზეა 80% სიზუსტე. 200 საწვრთნელი სურათია, მაგით ააწყობ სისტემას და მერე რამდენზეც გინდა იმდენ სურათზე გამოცდი და მანდაა 80%.

gubaz_merve
აჰა, გასაგებია. სოფტვეა ნაწილი ძალიან მარტივი და "მსუბუქია", იმდენად, რომ რამე განსაკუთრებული მონსტრი სისტემა თუ არაა სმარტფონიც ამუშავებს.

დავუშვათ გვაქვს 1000 შრიანი სისტემა, თითოში 1000 კვანძით. ამ სისტემას ჭირდება 1000X1000X1000 კოეფიციენტი, ანუ ~1GB მახსოვრობა, რაც სმარტფონებს აქვთ. სურათის ამოცნობასაც ჭირდება ყველა ამ კოეფიციენტმა გაამრავლოს, ანუ გიგაჰერცი. ამასაც გაწვდება სმარტფონი. თან ათასშრიანი და თითო ათასკვანძიანი სისტემა ძალიან დიდია, მაგხელა არაა საჭირო უმეტეს შემთხვევაში.

იმ ვიდეოშიც ტანკებს არ უყურებს, მაგრამ რასაც უყურებს იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობენ და სხვადასხვა კუთხიდან ჩანან, და ამ ყველაფერს სმარტფონით აკეთესბ.

რაც დავწერე ის ეხება აწყობილ სისტემას. აწყობას, ანუ გაწვრთნას უფრო მეტი რესურსი ჭირდება, მაგრამ ეგეც არაა ძალიან ძნელი. ძლიერ დესკტოპ კომპიუტერზე, ერთი დღის წვრთნით შეიძლება საკმაოდ ძლიერი სისტემის აწყობა. ამ კურსში, 5 შრიანი, 200 საწვრთნელ მაგალითიანი სისტემის გაწვრთნას დაჭირდა დაახლოებით 1 წუთი.
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6454
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 12 Sep 2017, 11:52  #51317802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vid
აბა ჰე წარმატებები,დაოსტატებას გისურვებ ,რა იცი იქნება ხელოვნურ ინტელექტამდეც მიხვიდეთ,პითონი კარგია,მაგ პროგრამას თუ არ ვცდები მანძილის ამოცნობას უნდა შეეძლოს ორი კამერის მეშვეობით.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0301 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]